გადაწყვეტილება

სამოქალაქო 02.05.2019
საქმის ნომერი
330210015001076179
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
02.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე #2/17254-15

02 მაისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე სოსო ღურწკაია

სხდომის მდივანი ანდრო მაღრაძე

მოსარჩელე სს ,,თ-----------”

წარმომადგენელი ვ----–------------

მოპასუხეები: წარმომადგენლები: შპს ,,ი---------------", თ------------------, პ--------------, თ-----------------, ლ--------------, ი--–------------–---–-, ლ--–---------–---–-, მ-----–--------–---–- თ------------------, უ---------, დ-------------------

სარჩელის დავის საგანი საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ფულადი ვალდებულების შესრულება, იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების წილის მესაკუთრედ ცნობა, იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაცია

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.2. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 10 893,75 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.3. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 18 345,28 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.4. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის წლიური 11,3%-ს გადახდის დაკისრება, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 1.5. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად პირგასამტეხლოს - 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის 0,2%-ს, გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 1.6. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.7. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 9 191,77 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.8. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 52 532,57 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრება; 1.9. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის წლიური 11%-ს გადახდის დაკისრება, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 1.10. მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად პირგასამტეხლოს - 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის 0,2%-ს, გადახდის დაკისრება ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 1.11. ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- ცნობილი იქნენ უძრავი ქონების - მდებარე: თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, მ-------------–---–-ს სახელზე რიცხული 1/2 წილის მესაკუთრეებად და მითითებული ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში თანაბარწილად აღირიცხოს მოპასუხეების ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს თანასაკუთრებად; 1.12. გადაწყვეტილებით შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული, უძრავი ქონების - მდებარე: თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, იძულებით აუქციონზე რეალიზაცია; 1.13. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------ს საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე. სარჩელი ემყარება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს: 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------" და შპს ,,ი---------------" შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის/გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ჯამურ ოდენობას შორის. სს ,,თ-----------" და შპს ,,ი---------------" შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: ა) 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------“, თ------------------ს და ი--–------------–---–- შორის გაფორმდა #1----------- და #1----------- იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ------------------ს და ი--–------------–---–-ს საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება: 1) მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------; 2) მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------. მოგვიანებით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები გაერთიანდა და მიენიჭა საკადასტრო კოდი #0---------------; ბ) 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------” და თ------------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 2 000 000 აშშ დოლარს; გ) 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------” და პ--------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 2 000 000 აშშ დოლარს. 2013 წლის 30 მაისს, სს ,,თ-----------“ და შპს ,,ი---------------" შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 300 000 აშშ დოლარი, პროცენტი - წლიური 11,3%, ხელშეკრულების ვადა - 1091 დღე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2013 წლის 02 ივლისს, სს ,,თ-----------“ და შპს ,,ი---------------" შორის გაფორმდა შეთანხმება 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, ცვლილება შევიდა 2013 წლის 30 მაისის ხელშეკრულების 2.3. პუნქტში და კრედიტის თანხა შემცირდა 190 000 აშშ დოლარამდე. 2013 წლის 24 დეკემბერს, სს ,,თ-----------“ და შპს ,,ი---------------" შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 11%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 366 დღე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეულ იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, რაც გამოიხატა კრედიტის დაფარვის გრაფიკის და პირობების დარღვევაში. სს ,,თიბისი ბანკმა“ მოპასუხეებს გაუგზავნა წერილი, რომლითაც დაუნიშნა დამატებით 14 დღიანი ვადა არსებული დავალიანების დასაფარად. მიუხედავად გაფრთხილებისა და დამატებითი ვადის მიცემისა, მოპასუხეების მიერ არსებული დავალიანება არ იქნა დაფარული. მოპასუხეების მიერ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულების დარღვევის გამო მოსარჩელემ დაკარგა შემოსავალი, რომელსაც ის მიიღებდა ამ ხელშეკრულების მოქმედების ვადის ბოლომდე საპროცენტო სარგებლის სახით, ხოლო ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ კრედიტის თანხის კვლავ გასესხების შემთხვევაში მისაღები საპროცენტო სარგებლის სახით. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს და სოლიდარულ თავდებებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურება თითოეული ხელშეკრულებით განსაზღვრული წლიური საპროცენტო სარგებლის ოდენობით დავალიანების სრულად დაფარვამდე. 2015 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,ი---------------ს" დავალიანება სს ,,თ-----------ს” მიმართ: 1) 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 144 627,35 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 115 388,32 აშშ დოლარი, პროცენტი - 10 893,75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 18 345,28 აშშ დოლარი; 2) 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 161 724,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 100 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 9 191,77 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 52 532,57 აშშ დოლარი. იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრე მ-------------–---–- გარდაიცვალა 2017 წლის 04 ნოემბერს. მ-------------–---–-ს დანაშთ სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ არის გაცემული. მ-------------–---–- ჰყავს პირველი რიგის მემკვიდრეები: მეუღლე - ლ--–---------–---–- და შვილები - მ-----–--------–---–- და ი--–------------–---–-, რომელთაც ფაქტობრივი ფლობით აქვთ მიღებული მ-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონება. მიუხედავად ამისა, მ-------------–---–-ს მემკვიდრეები მიზანმიმართულად არ ირეგისტრირებენ საკუთრების უფლებას იპოთეკის საგანზე. (იხ. დაზუსტებული სარჩელი, ტომი 3, ს.ფ. 5-13, იხ. 2019 წლის 16 აპრილის სასამართლო სხდომის ოქმი)

2. მოპასუხის პოზიცია

მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს, თ-----------------ს და ლ--------------ს შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სს ,,თ-----------ს" მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი. გარდა ამისა, არ არსებობს მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურების დაკისრების საფუძველი, ვინაიდან ერთის მხრივ, არ არსებობს შემოსავლის მიღების უპირობო ვარაუდი, ხოლო მეორეს მხრივ, მოპასუხეთა ნაწილის ქმედებების გამო გაგრძელდა დავის განხილვა, რასაც შედეგად მოჰყვა შესასრულებელი ვალდებულების მოცულობის გაზრდა. სასამართლოს სხდომაზე თ------------------მ ცნო სარჩელი თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და თავდაპირველი სარჩელის აღძვრის დროისთვის არსებული პროცენტის დავალიანების დაკისრების ნაწილში. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 94-95, იხ. 2019 წლის 16 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი) მოპასუხე პ--------------ს შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: შპს ,,ი---------------" შესწევს უნარი დაფაროს მოსარჩელის მიმართ არსებული დავალიანება, თუმცა შპს ,,ი---------------ს" დირექტორი თავს არიდებს დავალიანების დაფარვას. ამასთან, სარჩელის აღძვრის გზით ფაქტობრივად შეჩერდა ხელშეკრულების მოქმედება, მათ შორის პროცენტის დარიცხვა. შესაბამისად, მოსარჩელის მოთხოვნა ვალდებულების შესრულებამდე პროცენტის დაკისრების შესახებ, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი არის შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლო. სასამართლოს მთავარ სხდომაზე პ--------------მ ასევე სადაო გახადა 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების არსებობა და განმარტა, რომ სრულად არის გადახდილი მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადის განმავლობაში დარიცხული საპროცენტო სარგებელი, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა დამატებით საპროცენტო სარგებლის დაკისრების თაობაზე უსაფუძვლოა. (იხ. შესაგებელი, ტომი 1, ს.ფ. 103-104, იხ. 2019 წლის 16 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი) მოპასუხეების ლ--–---------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: სს ,,თ-----------ს" სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხე შპს ,,ი---------------სთვის" 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის და პროცენტის 13 614,21 აშშ დოლარის დაკისრების ნაწილში, ხოლო 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის გადახდის დაკისრების ნაწილში, ვინაიდან 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე პ--------------ს გადახდილი აქვს ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადასახდელი საპროცენტო სარგებელი 9 191,78 აშშ დოლარი. რაც შეეხება მიუღებელი შემოსავლისათვის ზიანის ანაზღაურებას, 2015 წლიდან იპოთეკურ სესხებზე წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენდა დაახლოებით 7-8%-ს და არა 11%-ს, როგორც ამას სს ,,თ-----------" მიუთითებს და ითხოვს. გარდა ამისა, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილია შეუსაბამოდ მაღალი ოდენობის პირგასამტეხლო. სს ,,თ-----------ს" სარჩელი იპოთეკით დატვირთული უძრავ ქონების მ-------------–---–-ს კუთვნილი 1/2 წილის თანამესაკუთრეებად ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს ცნობის ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს, ვინაიდან ლ--–---------–---–- და მ-----–--------–---–- აქვთ დავა ი--–------------–---–--ან მის უღირს მემკვიდრედ ცნობასთან დაკავშირებით. ამასთან, იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში დაკმაყოფილდება, უსაფუძვლოა მოსარჩელის მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის თაობაზე, ვინაიდან ქონების იპოთეკით დატვირთვის დროს არ იყო გამოვლენილი უძრავი ქონების იმჟამინდელი მესაკუთრის, ი--–------------–---–-ს, ნება. აღნიშნულიდან გამომდინარე, სს ,,თ-----------ს" სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. (იხ. შესაგებელი, ტომი 4, ს.ფ. 77-80) მოპასუხე ი--–------------–---–-ს შესაგებელი ემყარება შემდეგ გარემოებებს: მოპასუხე ი--–------------–---–-- წარმოადგინა შეგებებული სარჩელი სს ,,თ-----------ს" მიმართ და მოითხოვა, რომ სს ,,თ-----------ს" მოთხოვნა იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების მესაკუთრედ ი--–------------–---–-ს აღიარების თაობაზე, ცნობილი იქნეს ხანდაზმულად. შეგებებული სარჩელის თანახმად, სს ,,თ-----------" სამოქალაქო კოდექსით დადგენილ ექვსთვიან ვადაში არ წაუყენებია მოთხოვნა მ-------------–---–-ს მემკვიდრეებისთვის. მოსარჩელემ ი--–------------–---–- მოთხოვნა წაუყენა დაგვიანებით. სასამართლოს მიაჩნია, რომ ი--–------------–---–-ს მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი თავისი არსით წარმოადგენს პასუხს სარჩელზე და შესაბამისად, სასამართლო მას განიხილავს როგორც შესაგებელს. (იხ. შეგებებული სარჩელი, ტომი 4, ს.ფ. 30-31, იხ. 2019 წლის 16 აპრილის სასამართლოს სხდომის ოქმი)

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------" და შპს ,,ი---------------" შორის გაფორმდა საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულებით ბანკი აცხადებდა თანხმობას კლიენტისთვის ამ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით მიეწოდებინა საბანკო მომსახურების პაკეტი. 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის/გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ჯამურ ოდენობას შორის. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. სს ,,თ-----------" და შპს ,,ი---------------" შორის გაფორმებული საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით: ა) 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------“, თ------------------ს და ი--–------------–---–- შორის გაფორმდა #1----------- და #1----------- იპოთეკის ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც იპოთეკით დაიტვირთა თ------------------ს და ი--–------------–---–-ს საკუთრებაში არსებული ორი უძრავი ქონება: 1) მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------; 2) მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------. მოგვიანებით, იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთები გაერთიანდა და მიენიჭა საკადასტრო კოდი #0---------------; ბ) 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------” და თ------------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 2 000 000 აშშ დოლარს; გ) 2013 წლის 29 მაისს, სს ,,თ-----------” და პ--------------ს შორის გაფორმდა სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება. ხელშეკრულების მიხედვით, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა შეადგენს 2 000 000 აშშ დოლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 23-31) - 2013 წლის 29 მაისის #1----------- იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 52-56) - 2013 წლის 29 მაისის #1----------- იპოთეკის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 57-61) - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტომი 3, ს.ფ. 62-65) - 2013 წლის 29 მაისის #1----------- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 44-47) - 2013 წლის 29 მაისის #1----------- სოლიდარული თავდებობის შესახებ ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 48-51) 3.1.2. 2013 წლის 30 მაისს, სს ,,თ-----------“ და შპს ,,ი---------------" შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: კრედიტის თანხა - 300 000 აშშ დოლარი, საპროცენტო სარგებელი - წლიური 11,3%, ხელშეკრულების ვადა - 1091 დღე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2013 წლის 02 ივლისს, სს ,,თ-----------“ და შპს ,,ი---------------" შორის გაფორმდა შეთანხმება 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებაში ცვლილების შეტანის შესახებ, კერძოდ, ცვლილება შევიდა 2013 წლის 30 მაისის ხელშეკრულების 2.3. პუნქტში და კრედიტის თანხად განისაზღვრა 190 000 აშშ დოლარი. საბანკო კრედიტის ხელშეკრულების თანახმად, მსესხებელს კრედიტი უნდა დაებრუნებინა ნაწილ-ნაწილ, შეთანხმებული გრაფიკის მიხედვით, ყოველთვიურად სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის ნაწილის გადახდით. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 32-33) - კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი 3, ს.ფ. 35-36) - 2013 წლის 02 ივლისის შეთანხმება (ტომი 3, ს.ფ. 37-38) 3.1.3. 2013 წლის 24 დეკემბერს, სს ,,თ-----------“ და შპს ,,ი---------------" შორის, საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში, გაფორმდა შემადგენელი საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა კრედიტი 100 000 აშშ დოლარის ოდენობით, სარგებლის - წლიური 11%-ს დარიცხვით, ხელშეკრულების ვადა - 366 დღე, პირგასამტეხლო - დავალიანების 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებელს ყოველთვიურად უნდა გადაეხადა საპროცენტო სარგებელი, ხოლო სესხის ძირითადი თანხა უნდა დაეფარა ორ ნაწილიდან ხელშეკრულების მოქმედების ბოლო ორი თვის განმავლობაში. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ტომი 3, ს.ფ. 39-41) - კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ტომი 3, ს.ფ. 43) 3.1.4. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და გადაცილებული იქნა სესხის დაფარვის ვადები. აღნიშნულიდან გამომდინარე, მსესხებელს წარმოეშვა სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის დავალიანება, ასევე დაერიცხა პირგასამტეხლო. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - მხარეთა ახსნა-განმარტება - სესხის დაფარვის გრაფიკები (ტომი 3, ს.ფ. 35-36, 39-41) 3.1.5. 2017 წლის 04 ნოემბერს გარდაიცვალა იპოთეკით დატვირთული ქონების (მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------) 1/2 წილის მესაკუთრე მ-------------–---–-. მ-------------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- არიან გარდაცვლილი მ-------------–---–-ს პირველი რიგის მემკვიდრეები, კერძოდ, ლ--–---------–---–- არის მ-------------–---–-ს მეუღლე, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- კი არიან მ-------------–---–-ს შვილები. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - გარდაცვალების მოწმობა (ტომი 2, ს.ფ. 171) - სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 15 მაისის წერილი (ტომი 3, ს.ფ. 89) - სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2018 წლის 10 ივლისის წერილი (ტომი 3, ს.ფ. 210-211)

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

2015 წლის 26 აგვისტოს მდგომარეობით, შპს ,,ი---------------ს" დავალიანება სს ,,თ-----------ს” მიმართ: 1) 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 144 627,35 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 115 388,32 აშშ დოლარი, პროცენტი - 10 893,75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 18 345,28 აშშ დოლარი; 2) 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე შეადგენს 161 724,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 100 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 9 191,77 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 52 532,57 აშშ დოლარი.

 

წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვს მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 144 627,35 აშშ დოლარის და 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 161 724,34 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას.

 

მოპასუხეებმა ლ--–---------–---–-- და მ-----–--------–---–-ა წარმოდგენილი შესაგებლით სადაო გახადეს 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებელის დავალიანების ოდენობა. მოპასუხეების განმარტებით, პ--------------ს მიერ სრულად იქნა გადახდილი 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების ვადის განმავლობაში გადასახდელი საპროცენტო სარგებელი 9 191,78 აშშ დოლარი. მითითებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების არსებობა სასამართლოს მთავარ სხდომაზე სადაო გახადა პ--------------მაც.

 

აღსანიშნავია, რომ სს ,,თ-----------ს" სარჩელთან დაკავშირებით მსესხებლის, სოლიდარული თავდებების და იპოთეკის საგნის იმჟამინდელი მესაკუთრეების მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მხოლოდ ზოგადად არის მითითებული, რომ ისინი არ ეთანხმებიან სასარჩელო მოთხოვნას და მის საფუძვლად მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, თუმცა შესაგებელში არ არის დაკონკრეტებული რა მიზეზით და რა არგუმენტაციით არ ეთანხმებიან მოპასუხეები სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებს, მათ შორის 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ოდენობის ნაწილში. გასათვალისწინებელია ასევე ის გარემოება, რომ ლ--–---------–---–- და მ-----–--------–---–- წარმოადგენენ იპოთეკის საგნის მესაკუთრის მ-------------–---–-ს უფლებამონაცვლეებს, თავის მხრივ მ-------------–---–- წარმოადგენდა ნ------------- უფლებამონაცვლეს. შესაბამისად, ნ------------- მიერ შესრულებული საპროცესო მოქმედება ძალაშია მისი შემდგომი უფლებამონაცვლეებისთვის (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის მე-2 ნაწილისა) ანუ უფლებამონაცვლეობა უფლებამონაცვლეს არ ანიჭებს ახალი შესაგებლის წარმოდგენის შესაძლებლობას. ამდენად, ლ--–---------–---–- და მ-----–--------–---–- შეზღუდული არიან იმ პირების მიერ წარდგენილი შესაგებლით, ვისი უფლებამონაცვლეებსაც წარმოადგენენ. გარდა ამისა, ლ--–---------–---–- და მ-----–--------–---–-, მ-------------–---–--ან, ნ------------სთან და ი--–------------–---–--ან ერთად თავდაპირველად წარმოდგენილ სარჩელში დასახელებული იყვნენ მოპასუხეებად და თითოეულ მათგანს სს ,,თ-----------ს" სარჩელთან დაკავშირებით, როგორც ზემოთ აღინიშნა, წარმოდგენილი აქვს ისეთი სახის შესაგებელი, რომელიც კონკრეტულ შედავებას არ შეიცავს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, პასუხში (შესაგებელში) სრულყოფილად და თანამიმდევრობით უნდა იყოს ასახული მოპასუხის მოსაზრებები სარჩელში მითითებულ თითოეულ ფაქტობრივ გარემოებასა და მტკიცებულებასთან დაკავშირებით. თუ მოპასუხე არ ეთანხმება სარჩელში მოყვანილ რომელიმე გარემოებას, იგი ვალდებულია მიუთითოს ამის მიზეზი და დაასაბუთოს შესაბამისი არგუმენტაციით; წინააღმდეგ შემთხვევაში მას ერთმევა უფლება, შეასრულოს ასეთი მოქმედება საქმის არსებითად განხილვის დროს.

 

საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,საპროცესო კანონმდებლობით დადგენილია მოპასუხის მიერ კონკრეტული (კვალიფიციური) შესაგებლის წარდგენის ვალდებულება, კერძოდ, სსსკ-ის 201-ე მუხლის მე-4 ნაწილის შინაარსიდან გამომდინარე, დგინდება, რომ მოპასუხე უნდა შეედავოს მოსარჩელის გამართულ, დასაბუთებულ მოთხოვნას ანუ დავის გადაწყვეტისათვის სამართლებრივად მნიშვნელოვან ფაქტობრივ გარემოებებს, წინააღმდეგ შემთხვევაში, მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები (და არა მისი სამართლებრივი შეხედულებები) დამტკიცებულად ითვლება" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2019 წლის 08 მაისის განჩინება, საქმე #ას-201-2019). ამავე განჩინებაში საქართველოს უზენაესი სასამართლო მიუთითებს, რომ ,,სამოქალაქო პროცესში მტკიცების საგანი, რომელიც წარმოადგენს სადავო მატერიალურსამართლებრივ ფაქტებს, რომელზეც მიუთითებენ მოსარჩელე და მოპასუხე, მოთხოვნის თუ შესაგებლის დასაბუთების ან გაქარწყლებისათვის, შეუძლებელია წარმოვიდგინოთ მტკიცებითი საქმიანობის გარეშე. სსსკ-ის მე-4 მუხლის პირველი ნაწილი ნათელი დადასტურებაა იმისა, რომ მოპასუხე ვალდებულია, საქმის მომზადების მიზნით აქტიურად იმოქმედოს, რაც, უპირველესად, სასამართლოსათვის სარჩელზე მისი წერილობითი მოსაზრებების წარდგენაში გამოიხატება. მოპასუხის მიერ ამ უფლების განუხორციელებლობა, სსსკ-ის 206-ე მუხლის შესაბამისად, ართმევს მას უფლებას, შეასრულოს ასეთი მოქმედება ამ საქმის არსებითად განხილვის დროს (ანუ, სასამართლოს სხდომაზე მხარისაგან მტკიცებულების მიღება აღარ ხდება)".

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 219-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეები შეზღუდული არიან, ახსნა-განმარტების მოსმენისას წარადგინონ ახალი მტკიცებულებები ან მიუთითონ ახალ გარემოებებზე, რომელთა შესახებაც არ ყოფილა მითითებული სარჩელსა თუ შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე, გარდა იმ შემთხვევისა, როცა მათ შესახებ თავის დროზე საპატიო მიზეზით არ იყო განცხადებული.

 

მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების ლ--–---------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს მიერ შესაგებელში, ხოლო პ--------------ს მიერ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მითითებული გარემოება (2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების არარსებობის თაობაზე) წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომლის თაობაზეც მოპასუხე მხარეს შესაგებელში და შესაბამისად, საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია. პ--------------მ მხოლოდ სასამართლოს მთავარ სხდომაზე აღნიშნა ამის თაობაზე. ამასთან, მოპასუხეებს არ დაუსაბუთებიათ საპატიო მიზეზის არსებობა, რის გამოც აღნიშნული გარემოება არ იქნა მითითებული შესაგებელში ან საქმის მომზადების სტადიაზე.

 

ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია აღნიშნოს შემდეგი:

 

2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული იქნა საბანკო კრედიტი 100 000 აშშ დოლარი, 366 დღის ვადით. მითითებული ხელშეკრულება დადებულია მხარეთა შორის 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების 3.2. პუნქტის თანახმად, ეს ხელშეკრულება წარმოადგენს 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რაც ნიშნავს იმას, რომ ამ ხელშეკრულებაზე სრულად ვრცელდება ძირითადი ხელშეკრულების მოქმედება და საქართველოს კანონმდებლობით ამ ხელშეკრულებისთვის გათვალისწინებული ყველა პირობა განსაზღვრულია ძირითადი ხელშეკრულებით.

 

საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

 

ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მსესხებელი და სოლიდარული თავდებები ვალდებული იყვნენ როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაეხადათ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი.

 

საქმეში წარმოდგენილი გადახდების ისტორიის თანახმად, 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული კრედიტის დაფარვა შეწყდა 2014 წლის ნოემბრის თვის შემდეგ (იხ. ტომი 3, ს.ფ. 66). მოსარჩელეს სადაოდ არ გაუხდია ის გარემოება, რომ ხელშეკრულების ვადის განმავლობაში განხორციელდა საპროცენტო სარგებლის მნიშვნელოვანი ნაწილის გადახდა. ამასთან, აღსანიშნავია, რომ ხელშეკრულების ვადის ამოწურვის დროისთვის სესხის ძირითადი თანხის დავალიანება შეადგენდა 100 000 აშშ დოლარს. როგორც ზემოთ აღინიშნა, მხარეები შეთანხმებული იყვნენ ხელშეკრულების ვადის გასვლის შემდეგ საპროცენტო სარგებლის გადახდაზე, რის გამოც საკრედიტო პროდუქტების მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის საფუძველზე, მოსარჩელეს ჰქონდა უფლება, ხოლო მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი სესხის ძირითადი თანხის დავალიანების დაფარვამდე. სადაო არ არის ის გარემოებაც, რომ 2014 წლის ნოემბრის შემდეგ თავდაპირველი სარჩელის აღძვრამდე მსესხებელს 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე საპროცენტო სარგებელი არ გადაუხდია. ამდენად, სასამართლო იზიარებს მოსარჩელე მხარის წარმომადგენლის მიერ სასამართლოს სხდომაზე გაკეთებულ განმარტებას იმის თაობაზე, რომ 9 191,77 აშშ დოლარი წარმოადგენს 2014 წლის ნოემბრის თვიდან თავდაპირველი სარჩელის აღძვრამდე დარიცხული საპროცენტო სარგებლის დავალიანებას.

 

3.2.2. ლ--–---------–---–-- და მ-----–--------–---–-ა წარმოდგენილ შესაგებელში ასევე მიუთითეს, რომ უძრავი ქონების იპოთეკით დატვირთვის დროს არ ყოფილა გამოვლენილი უძრავი ქონების იმჟამინდელი მესაკუთრის ი--–------------–---–-ს ნება. იპოთეკის ხელშეკრულების ნამდვილობა აღნიშნულ გარემოებაზე მითითებით სასამართლოს მთავარ სხდომაზე ასევე სადაო გახადა ი--–------------–---–-ს წარმომადგენელმაც.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების მიერ მითითებული ეს გარემოება წარმოადგენს ახალ გარემოებას, რომლის თაობაზეც მოპასუხე მხარეს შესაგებელში და შესაბამისად, საქმის მომზადების სტადიაზე არ მიუთითებია. აღნიშნულიდან გამომდინარე, გადაწყვეტილების 3.2.1 პუნქტში მითითებული დასაბუთებით, სასამართლო აღნიშნულ გარემოებას, როგორც მოპასუხე მხარის შესაგებელს, არ განიხილავს.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე, 868-ე, 895-ე, 463-ე, 465-ე, 403-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 1421-ე, 1336-ე, 1488-ე, 301-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი (საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების დადების დროს მოქმედი რედაქცია). 2013 წლის 30 მაისს და 2013 წლის 24 დეკემბერს, სს ,,თ-----------" და შპს ,,ი---------------" შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები და შესაბამისად, გაცემული იქნა საბანკო კრედიტი: 190 000 აშშ დოლარის და 100 000 აშშ დოლარის ოდენობით. თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულება შესაბამისად წლიური 11,3%-ს და 11%-ს ოდენობით. 2013 წლის 30 მაისის ხელშეკრულების საფუძველზე საბანკო კრედიტი გაცემული იქნა 1091 დღით - 2016 წლის 25 მაისამდე, ხოლო 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე - 365 დღის ვადით, 2014 წლის 24 დეკემბრამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 465-ე მუხლის მიხედვით, კრედიტორს შეუძლია თავისი სურვილისამებრ შესრულება მოსთხოვოს ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მოპასუხეებმა პ--------------მ და თ------------------მ თავდებობის ხელშეკრულებებით იკისრეს სოლიდარული ვალდებულება 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან და მის საფუძველზე გაფორმებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობებით. 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები კი, დადებულია 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება და გადაცილებული იქნა კრედიტის დაფარვის ვადები. აღსანიშნავია, რომ დავის განხილვის დროისთვის თითოეული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მოქმედების ვადა ამოწურულია. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მსესხებლის დავალიანება ბანკის მიმართ შეადგენს: 1) 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 144 627,35 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 115 388,32 აშშ დოლარი, პროცენტი - 10 893,75 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 18 345,28 აშშ დოლარი; 2) 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე - 161 724,34 აშშ დოლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხის დავალიანებაა 100 000 აშშ დოლარი, პროცენტი - 9 191,77 აშშ დოლარი და პირგასამტეხლო - 52 532,57 აშშ დოლარი (იხ. გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია. 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები დადებულია 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე და საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების პირობები ვრცელდება 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებზე. საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების 5.3. პუნქტის თანახმად, საპროცენტო სარგებელი ერიცხება კლიენტის ფაქტობრივ დავალიანებას ბანკის მიმართ და იანგარიშება პროდუქტით ფაქტობრივად სარგებლობის დღეების შესაბამისად 365 დღეზე გაანგარიშებით. ამდენად, მხარეები შეთანხმებული იყვნენ, რომ მსესხებელი ვალდებული იყო გადაეხადა საპროცენტო სარგებელი დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მსესხებელი და სოლიდარული თავდებები ვალდებული არიან როგორც ხელშეკრულების ვადის განმავლობაში, ისე მისი ვადის გასვლის ან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ, დავალიანების სრულად დაფარვამდე გადაიხადონ ხელშეკრულებით შეთანხმებული საპროცენტო სარგებელი. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მოპასუხე მხარის შესაგებელს იმის თაობაზე, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრის შემდეგ პერიოდზე საპროცენტო სარგებლის მოთხოვნა უსაფუძვლოა. რაც შეეხება მოპასუხე მხარის სხვა შესაგებელს, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეებს არ წარმოუდგენიათ ისეთი სახის შესაგებელი, რაც გამორიცხავდა მოსარჩელის მოთხოვნას საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და საპროცენტო სარგებლის დავალიანების დაკისრების ნაწილში. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოპასუხეთა ნაწილმა სადაო გახადა 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე საპროცენტო სარგებლის დავალიანების არსებობა, რაც სასამართლოს მიერ არ იქნა გაზიარებული (გადაწყვეტილების 3.2.1. პუნქტი). ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ-----------ს“ მოთხოვნა, მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის სოლიდარულად 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის და პროცენტის, ასევე თითოეული ხელშეკრულების საფუძველზე 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე საპროცენტო სარგებლის გადახდის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს. კერძოდ: ა) მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის და პროცენტის 10 893,75 აშშ დოლარის, ასევე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე 115 388,32 აშშ დოლარის წლიური 11,3%-ს გადახდა; 2) მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის და პროცენტის 9 191,77 აშშ დოლარის, ასევე ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის - 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე 100 000 აშშ დოლარის წლიური 11%-ს გადახდა. 6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა” ქვეპუნქტის მიხედვით, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეთა შორის 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებისთვის ვადაგადაცილებული თანხის 0,2%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მსესხებელს და სოლიდარულ თავდებებს მოსთხოვოს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულებით შეთანხმებული პირგასამტეხლოს განაკვეთი - 0,2% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობას, რადგან თვეში იგი შეადგენს 6%-ს, ხოლო წელიწადში 72%-ს, რაც ყოველმხრივ ეწინააღმდეგება საბანკო კრედიტის ხელშეკრულებისათვის გათვალისწინებულ გონივრულობის სტანდარტებს. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მსესხებელს და სოლიდარულ თავდებებს დაეკისრათ ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის, ასევე ხელშეკრულებით შეთანხმებული პროცენტის გადახდა სარჩელის აღძვრიდან დავალიანების სრულად დაფარვამდე. შესაბამისად, მითითებული ოდენობით საპროცენტო სარგებლის დაკისრების გზით განხორციელდა მოპასუხეების მიერ ხელშეკრულებებით განსაზღვრულ ვადაში სესხის დაუბრუნებლობის გამო მოსარჩელისთვის მიყენებული შესაძლო ზიანის ნაწილობრივი კომპენსირება. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს მოპასუხეებისთვის დაკისრება დაუშვებელია და უნდა მოხდეს მისი შემცირება, კერძოდ, მოთხოვნილი პირგასამტეხლო უნდა შემცირდეს შემდეგნაირად: 1) მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 2 000 აშშ დოლარის გადახდა (სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის) (ნაცვლად მოთხოვნილი 18 345,28 აშშ დოლარისა); 2) მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 115 388,32 აშშ დოლარის 0,02%-ს (ნაცვლად მოთხოვნილი 0,2%-სა) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 3) მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სახით 5 000 აშშ დოლარის გადახდა (სარჩელის აღძვრამდე პერიოდისთვის) (ნაცვლად მოთხოვნილი 52 532,57 აშშ დოლარისა); 4) მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 100 000 აშშ დოლარის 0,02%-ს (ნაცვლად მოთხოვნილი 0,2%-სა) გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1336-ე მუხლის მიხედვით, კანონით მემკვიდრეობის დროს თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან პირველ რიგში - გარდაცვლილის შვილები, გარდაცვლილის შვილი, რომელიც მისი სიკვდილის შემდეგ დაიბადა, მეუღლე, მშობლები (მშვილებლები). მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების - მდებარე: თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0--------------- - 1/2 წილის მესაკუთრეს წარმოადგენდა მ-------------–---–-, რომელიც გარდაიცვალა 2017 წლის 04 ნოემბერს. მ-------------–---–- ჰყავს სამი პირველი რიგის მემკვიდრე: მეუღლე - ლ--–---------–---–- და შვილები - ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–-. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, თუ მემკვიდრე ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ნაწილის ფლობას, ითვლება, რომ მან მთლიანად მიიღო სამკვიდრო, რაშიც უნდა გამოიხატებოდეს და სადაც უნდა იყოს იგი. საქმეში წარმოდგენილი სსიპ საქართველოს ნოტარიუსთა პალატის 2018 წლის 15 მაისის წერილის საფუძველზე დადგენილია, რომ მ-------------–---–-ს სამკვდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა გაცემული არ არის. ასევე დადგენილია, რომ მ-------------–---–- ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს გარდა, სხვა პირველი რიგის მემკვიდრე არ ჰყავს. მოსარჩელე მხარემ მიუთითა, რომ ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- ფაქტობრივი ფლობით შეუდგნენ მ-------------–---–-ს დანაშთი სამკვიდრო ქონების ფლობას. აღნიშნული გარემოება ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- სადაოდ არ გაუხდიათ. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ლ--–---------–---–--, ი--–------------–---–-- და მ-----–--------–---–-ა ფაქტობრივი ფლობით მემკვიდრეობით მიიღეს მ-------------–---–-ს კუთვნილი 1/2 წილი უძრავი ქონებისა, მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------. აღსანიშნავია, რომ ი--–------------–---–-- მოცემულ საქმეზე წარმოადგინა შეგებებული სარჩელი და მიუთითა, რომ მოსარჩელეს მ-------------–---–-ს მემკვიდრეებისთვის სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლით დადგენილ ვადაში მოთხოვნა არ წარუდგენია, რის გამოც მოსარჩელის მოთხოვნა აღიარებული უნდა იქნეს ხანდაზმულად. სასამართლომ მიიჩნია, რომ ი--–------------–---–-ს მიერ აღძრული შეგებებული სარჩელი თავისი არსით წარმოადგენდა შესაგებელს სარჩელზე და სასამართლომ შეგებებულ სარჩელში მითითებული პოზიცია განიხილა, როგორც ი--–------------–---–-ს შესაგებელი სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში. აღნიშნულის თაობაზე მოპასუხეს განემარტა სასამართლოს სხდომაზე. ამასთან, სასამართლო არ იზიარებს ი--–------------–---–-ს განმარტებას მოსარჩელის მიერ მოთხოვნის წარდგენის ვადის დარღვევის თაობაზე. სასამართლოს მოსაზრება ემყარება შემდეგ გარემოებებს: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა ექვსი თვის განმავლობაში იმ დღიდან, რაც მათთვის ცნობილი გახდა სამკვიდროს გახსნის შესახებ, უნდა წარუდგინონ მოთხოვნა მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო, მოთხოვნის ვადის დადგომის მიუხედავად. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ ერთ-ერთ საქმეზე განმარტა: ,,რომ კრედიტორს მოვალის მემკვიდრეებისათვის მოთხოვნის წარდგენა ევალება მხოლოდ მას შემდეგ, რაც მისთვის ცნობილი გახდება მოვალის გარდაცვალების (სამკვიდროს გახსნის) შესახებ (სსკ-ის 1487) და იმ მემკვიდრეების შესახებ, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. ასეთ შემთხვევაში მოთხოვნის წარმოშობის დროს მნიშვნელობა არ გააჩნია, რადგან შეუძლებელია მოთხოვნის წარდგენა, თუ არ არის განსაზღვრული ამ მოთხოვნაზე პასუხისმგებელ პირთა წრე (მემკვიდრეები, რომლებმაც მიიღეს მოვალის სამკვიდრო)" (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2017 წლის 18 აპრილის განჩინება, საქმე #ას-171-160-2017). ამდენად, მითითებული ნორმა ადგენს, რომ ამ ვადის ათვლა იწყება იმ დღიდან, როცა მამკვიდრებლის კრედიტორებმა შეიტყვეს სამკვიდროს გახსნის შესახებ, თუმცა ამავე ნორმის მიხედვით, მამკვიდრებლის კრედიტორებმა მოთხოვნა უნდა წარუდგინონ იმ მემკვიდრეებს, რომლებმაც მიიღეს სამკვიდრო. შესაბამისად, ვადის ათვლისთვის მნიშვნელოვანია როგორც სამკვიდროს გახსნის დრო, ასევე მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციაც. მოცემულ შემთხვევაში, სს ,,თ-----------სთვის" ცნობილი იყო სამკვიდროს გახსნის დრო (საქმეში წარმოდგენილი იქნა მ-------------–---–-ს გარდაცვალების მოწმობა, ასევე მისი გარდაცვალების გამო სასამართლოს განჩინებით შეჩერდა საქმის წარმოება, რაც ჩაბარდა მოსარჩელე მხარეს). რაც შეეხება მემკვიდრეების შესახებ ინფორმაციას, როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მ-------------–---–-ს სამკვიდრო ქონებაზე სამკვიდრო მოწმობა არ გაცემულა. შესაბამისად, ბანკისთვის ერთმნიშვნელოვნად არ იყო ცნობილი მ-------------–---–-ს მემკვიდრეების შესახებ. ამასთან, კანონისმიერი მემკვიდრეების შესახებ ინფორმაცია მოსარჩელემ მოიძია და ამავდროულად 2018 წლის 22 მარტს წერილი გაუგზავნა ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- და მათ წაუყენა შესაბამისი მოთხოვნა. მოსარჩელემ დასახელებულ მოპასუხეებს წერილი გაუგზავნა თავდაპირველად აღძრულ სარჩელზე ამავე მოპასუხეების მიერ წარმოდგენილ შესაგებელში მითითებულ მისამართებზე, თუმცა არაერთი მცდელობის მიუხედავად, მოთხოვნის ჩაბარება დასახელებული მოპასუხეებისთვის ვერ მოხერხდა (იხ. სს ,,თ-----------ს" 2018 წლის 22 მარტის წერილი, საფოსტო შეტყობინებები და მისამართზე გამოცხადების ოქმები, ტომი 3, ს.ფ. 94-107). ამდენად, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ სს ,,თიბისი ბანკმა" მ-------------–---–-ს სავარაუდო მემვიდრეებს მოთხოვნა წაუყენა სამოქალაქო კოდექსის 1488-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილ ვადაში. გარდა ამისა, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–-ს სს ,,თ-----------ს" მიერ თავდაპირველად აღძრულ სარჩელში მ-------------–---–--ან ერთად წარმოადგენდნენ მოპასუხეებს და მათთვის ცნობილი იყო სს ,,თ-----------ს" მოთხოვნის შესახებ. მნიშვნელოვანია ასევე ის გარემოება, რომ მ-------------–---–- იყო იპოთეკის საგნის მესაკუთრე, შესაბამისად უძრავ ქონებაზე იპოთეკის რეგისტრაცია იმთავითვე განაპირობებდა მ-------------–---–-ს სავარაუდო მემკვიდრეების ინფორმირებულობას კრედიტორის მოთხოვნის შესახებ. ამდენად, სასამართლო არ იზიარებს ი--–------------–---–-ს განმარტებას, კრედიტორის მიერ მოთხოვნის წარდგენის დაგვიანების შესახებ. სასარჩელო მოთხოვნის ამ ნაწილში ლ--–---------–---–-- და მ-----–--------–---–-ა იშუამდგომლეს საქმის წარმოების შეჩერების შესახებ. მოპასუხეების განმარტებით, მათსა და ი--–------------–---–- შორის მიმდინარეობს დავა უღირს მემკვიდრედ ცნობის თაობაზე, რაც საქმის წარმოების შეჩერების საფუძვლია. სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის განჩინებით ი--–------------–---–-ს და პ--------------ს წარმომადგენლის შუამდგომლობა საქმის წარმოების შეჩერების შესახებ არ დაკმაყოფილდა (იხ. სასამართლოს 2019 წლის 16 აპრილის საოქმო განჩინება). რაც შეეხება მოსარჩელის იურიდიულ ინტერესს, წარმოდგენილ აღიარებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით. ,,სააღსრულებო წარმოებათა შესახებ" საქართველოს კანონის 69-ე მუხლის მიხედვით, იმისთვის, რომ განხორციელდეს უძრავი ნივთის იძულებით აუქციონზე რეალიზაცია აუცილებელი მოვალე საჯარო რეესტრში რეგისტრირებული იყოს მესაკუთრედ. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით. შესაბამისად, მოსარჩელეს გააჩნია იურიდიული ინტერესი, რომ აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 წილი, რომელიც საჯარო რეესტრში აღრიცხულია გარდაცვლილი მ-------------–---–-ს საკუთრებად, აღირიცხოს მისი მემკვიდრეების სახელზე. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–-, როგორც მ-------------–---–-ს მემკვიდრეები, ცნობილი უნდა იქნენ მ-------------–---–-ს კუთვნილი 1/2 წილის მესაკუთრეებად უძრავი ქონებისა, მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0--------------- და აღნიშნული უძრავი ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში თანაბარწილად უნდა აღირიცხოს ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს საკუთრებად. 6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის 11 ნაწილის თანახმად, მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მოთხოვნები უზრუნველყოფილია იპოთეკით. კერძოდ, 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებიდან გამომდინარე კრედიტორის მოთხოვნების უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დატვირთულია უძრავი ქონება, მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------. 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები მხარეთა შორის დადებულია 2013 წლის 29 მაისის საკრედიტო პროდუქტებით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების ფარგლებში. დადგენილია, რომ მსესხებელს კრედიტორის მოთხოვნები, რომელთა უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, არ დაუკმაყოფილებია. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეებისთვის მოსარჩელის სასარგებლოდ დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით უნდა განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო დაადგენს გადაწყვეტილების აღსრულების განსაზღვრულ წესსა და ვადას, ან მიიღებს ზომებს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველსაყოფად, ამის შესახებ მითითებულ უნდა იქნეს გადაწყვეტილებაში. 2013 წლის 29 მაისის ხელშეკრულების 9.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულებების შესრულების უზრუნველსაყოფად იპოთეკით დატვირთული ან/და დაგირავებული ქონების (უზრუნველყოფის ობიექტების) რეალიზაციით მიღებული თანხა საკმარისი არ იქნება ამ ხელშეკრულების ან/და მის ფარგლებში გაფორმებული დამატებითი ხელშეკრულებების საფუძველზე წარმოშობილი ვალდებულების მთლიანად შესასრულებლად, კლიენტის ვალდებულებები ჩაითვლება შესრულებულად მხოლოდ იპოთეკისა და გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ტოლი ოდენობით, რაც ნიშნავს იმას, რომ კლიენტი ვალდებული იქნება გადაუხადოს ბანკს თანხა, რომელიც ტოლი იქნება სხვაობისა კლიენტის ვალდებულებების საერთო მოცულობასა და იპოთეკის/გირავნობის საგნების რეალიზაციით მიღებული თანხების ჯამურ ოდენობას შორის. იპოთეკის ხელშეკრულებების 7.2. პუნქტის თანახმად, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკარის მიერ იპოთეკის საგნის საკუთრებაში მიღების მომენტისთვის იპოთეკის საგნის ღირებლება იქნება უზრუნველყოფილ მოთხოვნაზე ნაკლები ან თუ იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხა არ იქნება საკმარისი უზრუნველყოფილი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად (დასაფარავად), უზრუნველყოფილი მოთხოვნა დაკმაყოფილებულად ჩაითვლება მხოლოდ იპოთეკის საგნის ღირებულების ან იპოთეკის საგნის რეალიზაციით მიღებული თანხის ტოლი ოდენობით. ამდენად, მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით პირდაპირ იყო განსაზღვრული, რომ მოსარჩელეს ჰქონდა უფლება აღსრულება მიექცია მოვალის სხვა ქონებაზე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნებოდა საკმარისი მისი მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხით არ მოხდება დავალიანების სრულად დაფარვა, 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებების საფუძველზე მსესხებლის და თავდებებისთვის დაკისრებული თანხის დაფარვის მიზნით იძულებით აღსასრულებლად უნდა მიექცეს შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------ს საკუთრებაში არსებული სხვა ქონება.

7. საპროცესო ხარჯები

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟი 5 000 ლარი. წარმოდგენილი სარჩელით მოსარჩელე ითხოვდა: 1) მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 144 627,35 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას; 2) მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის სოლიდარულად 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის წლიური 11,3%-ს გადახდის დაკისრებას, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 3) მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის სოლიდარულად 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის 0,2%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 4) მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 161 724,34 აშშ დოლარის სოლიდარულად გადახდის დაკისრებას; 5) მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის სოლიდარულად 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის წლიური 11%-ს გადახდის დაკისრებას, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 6) მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის სოლიდარულად 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის 0,2%-ს გადახდის დაკისრებას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე; 7) ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს ცნობას იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 1/2 წილის თანამესაკუთრეებად. ამდენად, მოსარჩელის მიერ სარჩელში გაერთიანებულია ორი დამოუკიდებელი სარჩელი. კერძოდ, 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 5 000 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა.ბ" ქვეპუნქტისა), ხოლო იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრეებად ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს ცნობის ნაწილში გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენს 120 ლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,კ" ქვეპუნქტის და ამავე კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა" ქვეპუნქტისა). შესაბამისად, სარჩელზე სულ გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის თანხა შეადგენდა 5 120 ლარს. როგორც ზემოთ იქნა აღნიშნული, მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი იქნა სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 5 000 ლარი, რის გამოც სარჩელზე გადასახდელი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი (120 ლარი) მოსარჩელეს უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. აღსანიშნავია, რომ 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკემბრის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში დავის საგნის ღირებულება შეადგენდა 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 144 627,35 აშშ დოლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 84 231,05 აშშ დოლარის (115 388,32*0,2/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 13 038,88 აშშ დოლარის (115 388,32*11,3/100), ასევე 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების 161 724,34 აშშ დოლარის, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხის 73 000 აშშ დოლარის (100 000*0,2/100*365 დღე) და ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტის 11 000 აშშ დოლარის (100 000*11/100), ჯამს, 487 621,62 აშშ დოლარს (თანახმად, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,დ” ქვეპუნქტებისა). მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი, 2013 წლის 30 მაისის და 2013 წლის 24 დეკმბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოთხოვნის ნაწილში, დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. დაკმაყოფილებული მოთხოვნის ღირებულება განისაზღვრება 282 236,92 აშშ დოლარით (2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 128 282,07 აშშ დოლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 8 424,2 აშშ დოლარი (115 388,32*0,02/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 13 038,88 აშშ დოლარი; 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანება 114 191,77 აშშ დოლარი, ერთი წლის განმავლობაში პირგასამტეხლოს სახით დაანგარიშებული თანხა - 7 300 აშშ დოლარი (100 000*0,02/100*365 დღე), ერთი წლის განმავლობაში დაანგარიშებული პროცენტი 11 000 აშშ დოლარი), ნაცვლად 487 621,62 აშშ დოლარისა (დაკმაყოფილდა სასარჩელო მოთხოვნის 57,88%). შესაბამისად, მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს, პ--------------ს, თ-----------------ს, ლ--------------ს, ი--–------------–---–-, ლ--–---------–---–- და მ-----–--------–---–- მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციული ბაჟის 5 000 ლარის 57,88%-ს, 2 894 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ. სარჩელი, მოპასუხეების ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების 1/2 წილის მესაკუთრეებად ცნობის ნაწილში, დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოპასუხეებს ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- მოსარჩელე სს ,,თ-----------ს" სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ ამ ნაწილში გაღებული სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ.

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა

 

1. სს ,,თ-----------ს” სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

1.1. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის გადახდა;

1.2. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 10 893,75 აშშ დოლარის გადახდა;

1.3. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 2 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.4. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის წლიური 11,3%-ს გადახდა, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე;

1.5. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს - 2013 წლის 30 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 115 388,32 აშშ დოლარის 0,02%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე;

1.6. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.7. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პროცენტის 9 191,77 აშშ დოლარის გადახდა;

1.8. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს 5 000 აშშ დოლარის გადახდა;

1.9. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის წლიური 11%-ს გადახდა, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე;

1.10. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს და პ--------------ს მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ პირგასამტეხლოს - 2013 წლის 24 დეკემბრის საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირითადი თანხის დავალიანების 100 000 აშშ დოლარის 0,02%-ს გადახდა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2015 წლის 26 აგვისტოდან დავალიანების სრულად დაფარვამდე;

1.11. ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- ცნობილი იქნენ უძრავი ქონების - მდებარე: თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------, მ-------------–---–-ს სახელზე აღრიცხული 1/2 წილის მესაკუთრეებად და მითითებული ქონების 1/2 წილი საჯარო რეესტრში თანაბარწილად აღირიცხოს მოპასუხეების ლ--–---------–---–-ს, ი--–------------–---–-ს და მ-----–--------–---–-ს თანასაკუთრებად;

1.12. გადაწყვეტილებით შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------სთვის დაკისრებული თანხის გადახდევინების მიზნით განხორციელდეს იპოთეკით დატვირთული უძრავი ქონების იძულებით აუქციონზე რეალიზაცია, მდებარე - თ---–------------–-----------, უძრავი ქონების საკადასტრო კოდი #0---------------;

1.13. იმ შემთხვევაში, თუ იპოთეკით დატვირთული ქონების რეალიზაციის შედეგად ამონაგები თანხა არ იქნება საკმარისი მოსარჩელის მოთხოვნის სრულად დასაკმაყოფილებლად, აღსრულება მიექცეს მოპასუხეების შპს ,,ი---------------ს", თ------------------ს და პ--------------ს საკუთრებაში არსებულ სხვა ქონებაზე;

 

2. სს ,,თ-----------" სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის სახით დაეკისროს 120 ლარის გადახდა;

 

3. მოპასუხეებს ლ--–---------–---–-, ი--–------------–---–- და მ-----–--------–---–- მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 120 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

 

4. მოპასუხეებს შპს ,,ი---------------", თ------------------ს, პ--------------ს, თ-----------------ს, ლ--------------ს, ი--–------------–---–-, ლ--–---------–---–- და მ-----–--------–---–- მოსარჩელე სს ,,თ-----------ს” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 2 894 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ;

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 31-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე სოსო ღურწკაია