გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2402--------------
(2/858-20-8)
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
22 მაისი, 20-9 წელი ქ. სენაკი
სენაკის რაიონული სასამართლო
მოსამართლე - ალექსანდრე გოგუაძე
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ი“
წარმომადგენელი - აკ---------ა
მოპასუხე - სე---–-------–--ა
მოპასუხე - სო--------–---
მოპასუხე - რე-------------ა
წარმომადგენელი - ნი---------ა
დავის საგანი - ხელშეკრულების მოშლა, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. სე---–-------–--ას, სო--------–---ს და რე-------------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ სასარგებლოდ 20-5 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულების ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილი 21 982.31 ლარის და ხელშეკრულების მოქმედების პერიოდში პროცენტის სახით დარიცხული სარგებლის გადაუხდელი ნაწილის 2 963.85 ლარი.
1.2. სე---–-------–--ას, სო--------–---ს და რე-------------ას სოლიდარულად დაეკისროთ სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ სასარგებლოდ, მათ შორის 20-5 წლის 29 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული გადაუხდელი პირგასამტეხლო, ჯამური ოდენობით 6 754.64 ლარი.
1.3. მოთხოვნის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მხარეთა შორის იპოთეკის ხელშეკრულების საგნების, მდებარე მა-------–-ს რაიონის, სოფელი სე-------ში, საკადასტრო კოდით 4-.1-.3-.00- და მა-------–---------------------–------------ში, საკადასტრო კოდით 4-.1-.3-.00- რეალიზაციის გზით.
1.4. დაეკისროს სე---–-------–--ას, სო--------–---ს, რევ--------–---ს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის და საფოსტო ხარჯების გადახდილი თანხის ანაზღაურება.
20-2 წლის 14 მაისს სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ისა“ და სე---–-------–--ას შორის დაიდო გენერალური ხაზის ხელშეკრულება №65----, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებაზე ხელშეკრულებების საბაზისო პირობებით.
20-2 წლის 18 მაისს სო--------–---სა და სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება №65----, რომელიც წარმოადგენს №65---- გენერალური ხელშეკრულების დანართს. ბატონი სო--- ინფორმირებული გახლდათ სესხის პირობების და თავისი უფლება-მოვალეობების შესახებ და მას ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება დაეკისრა სოლიდარულად. აღნიშნული გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სო--------–---სთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №00----, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა კომპანიასა და მსესხებელს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. იპოთეკის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის კუთვნილი ქონება, მდებარე მა-------–-ს რაიონის, სოფელ სე-------ში, ს/კ 4-.1-.3-.00-. 20-4 წლის 11 თე-------–ს, გენერალური სესხის ხელშეკრულების №65---- ფარგლებში, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება №000-6-, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა კომპანიასა და მსესხებელს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები. იპოთეკის საგანს წარმოადგენს რე-------------ას კუთვნილი ქონება, მდებარე მა-------–-ს რაიონის სოფელ ვე---------ში, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.04-; 20-4 წლის 12 თე-------–ს კი, რე-------------ასა და კომპანიას შორის სოლიდარული ვალდებულების შესახებ №65----. რე-------------ა ინფორმირებული იყო სესხის პირობების და უფლება-მოვალეობების შესახებ და მას ხელშეკრულების საფუძველზე მსესხებლის მიერ ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება დაეკისრა სოლიდარულად. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელსა და სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ შორის 20-5 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №9-56-, რომლის მოცულობამაც შეადგინა 50000 ლარი. სესხის დაფარვის გრაფიკით, რომელიც თან ერთვოდა ხელშეკრულებას, მსესხებელს სრულად უნდა დაეფარა სესხი 48 თვის ვადაში. გრაფიკში მითითებული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს დაეკისრებოდა ჯარიმა ჯამური დავალიანების 0.5%-ის ოდენობით, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული სესხის ფარგლებში, მოპასუხეები ხშირად არღვევდნენ გადახდის გრაფიკს, მაგრამ კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა ხელშეკრულება არ მოშლილიყო. თუმცა, 2018 წლის მაისის შემდეგ, მსესხებელს შენატანი არ განუხორციელებია. მოლაპარაკების კეთილსინდისიერ პროცესს კი მოპასუხეები არ ცნობენ. კომპანიის წინაშე მოპასუხეების დავალიანება ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის 31700.80 ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 21982.31 ლარი, დარიცხული პროცენტია 2963.85 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა არის 6-54.64 ლარი. იქიდან გამომდინარე, რომ ხელშეკრულება უხეშად დაირღვა და მოპასუხეები მოლაპარაკების კეთილსინდისიერი პროცესის მიმართ ავლენენ გულგრილ დამოკიდებულებას, მოსარჩელე სასამართლოს მომართავს და ითხოვს სე---–-------–--ას, სო--------–---სა და რე-------------ას სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ სასარგებლოდ დაეკისროს აღნიშნული თანხები.
2. მოპასუხეების პოზიცია
2.1. სო--------–---მ წარმოდგენილი შესაგებლით, წერილობით სასარჩოლო მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ. თუმცა სრულად სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა; მისი განმარტებით 2012 წელს სს „მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ი“-სგან აღებული სესხის დაფარვა ხდებოდა კეთილსინდისიერად. მი--------------ო ორ-------–-ას აქვს საქმეზე დართული სესხის ხელშეკრულებები. მოპასუხის წარმომადგენელი უთითებს მოსარჩელის ბუნდოვან განმარტებაზე.
მოპასუხე რე-------------ამ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო. პირველ სასარჩელო მოთხოვნას არ დაეთანხმა, მისი განმარტებით, 2012 წელს სს „მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ი“-სგან აღებული სესხის დაფარვა ხდებოდა კეთილსინდისიერად. მი--------------ო ორ-------–-ას აქვს საქმეზე დართული სესხის ხელშეკრულებები. რე---------------ს თქმით ისინი იძლევიან ბუნდოვან განმარტებას არსებულ სიტუაციაზე და კონკრეტულ ინფორმაციას საქმეზე მოახსენებს სასამართლოს პროცესების მიმდინარეობისას.
შესაგებლით სე---–-------–--ამ სასარჩელო მოთხოვნა არ ცნო. განმარტა, რომ სესხის რეფინანსირებაზე მას ბანკისთვის არ მიუმართავს და რატომ მოხდა ამდენი თანხის გაცემა მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო. სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ი“-საგან აიღო სესხი, რომელსაც კეთილსინდისიერად იხდიდა. შემდეგ ისევ დაჭირდა გარკვეული საქმიანობისთვის თანხა, რაც ისევ გასცა ორგანიზაციამ, როგორც კარგ გადახდისუნარიან კლიენტს. შემდეგ რატომ დაეკისრა გადასახდელად 50000 ლარის გადახდა, მისთვის გაუგებარია. სესხის რეფინანსირება რომ მოეხდინა ბანკს ასეთ შემთხვევაში მოხდებოდა არსებული კრედიტის სრულად დაფარვა და დამატებით სესხის თანხიდან კიდევ რჩებოდა 20000 ლარამდე. მაგრამ თანხის გატანა არ მომხდარა. საქმეში ასევე არ არსებობს დასტური იმისა, რომლებიც დაადასტურებენ სესხის რეფინანსირების თხოვნას. ისინი იძლევიან ბუნდოვან განმარტებას არსებულ ურთიერთობებზე.
მოპასუხეების წარმომადგენელმა მიუთითა 2012 წლის 14 მაისს სს მისო „ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის დადებულ N65---- გენერალურ ხელშეკრულებაზე, აქვე განმარტა, რომ 20-2 წლის 18 მაისს „ლ---------------–სა“ (შემდგომში „საზოგადოება“) და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულება N46---. N65---- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში სო--------–---სა და სს „მი------------–ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება N65----. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში 20-2 წლის 15 მაისს სო--------–---სთან გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N00----. 20-4 წლის 11 თე-------–ს „ლ---------------–სა“ და რე-------------ას შორის გენერალური სესხის ხელშეკრულების N65---- ფარგლებში გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N000-6-. 20-4 წლის 12 თე-------–ს საზოგადოებასა და სე---–-------–--ას შორის დაიდო ხელშეკრულება N71---. ასევე 20-4 წლის 12 თე-------–ს საზოგადოებასა და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა ხელშეკრულება N70---. 20-4 წლის 11 თე-------–ს გენერალური სესხის ხელშეკრულების N65---- ფარგლებში ლ---------------–სა და რე-------------ას შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება N000-6-. 20-5 წლის 28 აგვისტოს სს მისო „ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა ახალი, მესამე, სესხის ხელშეკრულება. მოსარჩელეს მის მიერ წარმოდგენილ სასარჩელო განცხადებაში დეტალურად არ აქვს მითითებული სესხის ოდენობა თავდაპირველ სესხზე და ახალ გაცემულ სესხზეც.
1. 20-2 წელს ს. სულავაზე გაიცა სესხი - 15360,04 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში 25000 ლარი.
2. ასევე 20-3 წელს გაიცა 9035.0- აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში-1463- ლარი.
3. 20-4 წელს გაიცა 28886.7 აშშ დოლარი, ეროვნულ ვალუტაში 50000 ლარი, რომლის ნაწილით დაიფარა 20-2 წლის სესხი.
4. 20-5 წელს გაიცა 50000 ლარი, რომლითაც მთლიანად დაიფარა 20-4 წლის სესხის დარჩენილი ნაწილი.
5. ამჟამად, 20-5 წლის სესხზე სე---–-------–--ას მიერ გადახდილია 53939,35 ლარი.
წარმომადგენელმა განმარტა, რომ მთლიანად მსესხებელს დაბრუნებული აქვს 118 575 ლარი სესხის ძირი თანხა, საპროცენტო დანაკისრის გარეშე. პროცენტის სახით მთლიან სესხზე გადახდილი აქვს 45 386 ლარი, თითქმის ძირი თანხის ნახევარი. სს მისო „ლ---------------–ს“ არსებითად დარღვეული აქვს სესხის გაცემისათვის მხარეებს შორის შედგენილი ხელშეკრულებების გარკვეული პუნქტები. კერძოდ, სესხის ვადაგადაცილებისას საზოგადოებას არცერთხელ არ მიუმართავს მსესხებელისთვის და ასევე კონტრაჰენტებისათვის ვალდებულების შესრულების თხოვნით. არ ყოფილა არც წერილობითი და არც სატელეფონო კომუნიკაცია მხარეებს შორის სესხის ვადაგადაცილების და ამით გამოწვეული ჯარიმის ოდენობაზე. საზოგადოების მხრიდან ამდაგვარი მოქმედების დამადასტურებელი მტკიცებულებები სასარჩელო განცხადებას არ ერთვის. ასევე საზოგადოების მხრიდან დარღვეულია მხარეთა შორის თანასწორობის პრინციპი საკრედიტო ვალდებულების და უფლებების განხორციელებისას. სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის და 301-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის უზრუნველყოფისას აუცილებელია მოვალისა და კრედიტორის უფლებების თანაზომიერი დაცვა . უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისას გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მოვალისა და კრედიტორის ნებას. შესაბამისად, იპოთეკის ხელშეკრულების დადებისას იმთავითვე ნათელი უნდა იყოს თუ სად გადის მოვალის, კონკრეტულ შემთხვევაში, არაპირდაპირი მოვალის იპოთეკით დატვირთული ნივთის მესაკუთრის პასუხისმგებლობის ზღვარი, რომელიც გამომდინარეობს ძირითადი ვალდებულებებიდან. კერძოდ, იგი დამოუკიდებლად არ წარმოიშვება და მიბმულია ძირითადი მოთხოვნის არსებობაზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ იპოთეკით დადგენილი პასუხისმგებლობის ფარგლები მთლიანად განისაზღვრება ძირითადი მოთხოვნიდან გამომდინარე ვალდებულების ფარგლებით. 2014 წელს გაცემულ სესხზე, სესხის უზრუნველყოფის მიზნით იპოთეკით დაიტვირთა რე---------------ს საკუთრებაში არსებული ქონება. სესხის ოდენობა განისაზღვრა 49999,99 ლარით ეროვნულ ვალუტაში. გრაფიკით გადახდის ვადა შეადგენდა 48 თვეს, გენერალური ხელშეკრულების ლიმიტი განისაზღვრა 50 000 ლარით. რე---------------ს პასუხისმგებლობის ფარგლებიც განისაზღვრებოდა აღნიშნული სესხის შესაბამისად. გენერალური ხელშეკრულება - ტერმინთა მნიშვნელობის სახით არ განსაზღვრავს ლიმიტის ცნებას, რომ აღნიშნულში იგულისხმება 50 000 ლარის გაცემა მრავალჯერ, შეუზღუდავად. გენერალური ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულების მე-2 მუხლის 1 პუნქტით დადგენილი ლიმიტის ათვისების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთ, ან რამდენიმე პარალელური სესხის სახით 48 თვეს. მე-2 მუხლის 2.1 პუნქტის თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებისას, მხარეები თანხმდებიან გააფორმონ კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულება, იმ საბაზისო პირობებით, რა პირობებიც გათვალისწინებულია წინამდებარე ხელშეკრულებაში. სო--------–---ს იპოთეკური ვალდებულება გრძელდებოდა 20-2 წლის სესხის ფარგლებში, ხოლო რე---------------ს იპოთეკური ვალდებულება 20-4 წელს გაცემული სესხის ფარგლებში. მოპასუხეთა მხარე ვერ გაიზიარებს საზოგადოების მხრიდან განმარტებას თითქოს ლიმიტი შეადგენდა 50 000 ლარს და მისი ათვისების ვადა შეადგენდა 48 თვეს, ამ პირობებით თითქოს საზოგადოებას შეეძლო მრავალჯერ გაეცა 50 000 ისევ 48 თვით. კონტრაჰენტებს 2015 წლის კრედიტზე არ გააჩნიათ არანაირი ვალდებულება, რადგანაც მათ მიერ აღებული ვალდებულებების ზღვარი მთავრდება კონკრეტული კრედიტის ფარგლებში. ახალი საკრედიტო ხელშეკრულების გასაფორმებლად, სო--------–---ს 2014 და 2015 წელს აღებულ კრედიტებზე არ გამოუვლენიათ მათი ქონებით უზრუნველყოფის ნება. ასევე მხარეებს შორის გაფორმებული სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულების მე-5 პუნქტის 5.3 ქვეპუნქტის თანახმად, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების 3.6 პუნქტით გათვალისწინებული უფლება ვალდებულების საფუძველზე ვადის გაგრძელებისა და ახალი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში კონტრაჰენტს ეგზავნება შეტყობინება მხარეებს შორის ახალი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ ვადისა და სესხის ოდენობის მითითებით. აღნიშნული პუნქტის უგულებელყოფა და შეუსრულებლობა კი საზოგადოებისა და მოპასუხეების ურთიერთშეთანხმების უხეში დარღვევაა. ყველანაირი ცვლილება ახალი გარიგებაა, ახალი სამართლებრივი შედეგი დგება, ძველი ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამართლებრივი ურთიერთობა წყდება და ახალი სამართალურთიერთობა ყალიბდება. შესაბამისად, ახალ ხელშეკრულებაზე ძველი იპოთეკა ვერ გავრცელდება, ვინაიდან ლ---------------–ი ახალი საკრედიტო ხელშეკრულებებით, გაზრდილი ვადის და თანხის ოდენობით, გასცდა გენერალური ხელშეკრულების ფარგლებს. გენერალური ხელშეკრულება საბანკო მომსახურების შესახებ 13-ე მუხლის 13.2 პუნქტი თანახმად, ცვლილებები, რომლებიც არსებითად ცვლიან ბანკსა და კლიენტს შორის არსებულ სახელშეკრულებო პირობას, რომლის ცალმხრივად და კლიენტისგან დამატებითი თანხმობის გარეშე შეცვლის უფლება ბანკს არ გააჩნია, ძალაში შედის და კლიენტისთვის შესასრულებლად სავალდებულო ხდება ამ ცვლილებების თაობაზე კლიენტისათვის შესაბამისი შეტყობინებიდან 30 კალენდარული დღის გასვლის შემდეგ, გარდა იმ შემთხვევისა, თუ ამ ვადის განმავლობაში კლიენტი უარს არ განაცხადებს აღნიშნულ ცვლილებებზე. განსახილველ შემთხვევაში, არათუ კონტრაჰენტებს პოზიციის დაფიქსირების საშუალება წაერთვათ, არამედ არც კი იცოდნენ ახალი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ. შესაბამისად, სე---–-------–--ას, სო--------–---ს და რე---------------ს სოლიდარულად არ უნდა დაეკისროთ სს მისო „ლ---------------–ის“ სასარგებლოს 2015 წლის 29 აგვისტოს გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება და მოპასუხეების განცხადებით აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. წარმომადგენელმა მიუთითა, რომ საზოგადოებას არ აქვს კონკრეტული დოკუმენტი წარმოდგენილი, თუ როგორ ხდებოდა 2015 წლის კრედიტზე ვადაგადაცილების ჯარიმის დარიცხვა და რამდენი იყო ჯარიმის ოდენობა სარჩელის შეტანის დღისათვის. ბუნდოვნად აქვს გაკეთებული აღნიშნულზე განმარტება. რადგანაც კრედიტორი პერიოდულად იხდიდა სესხზე და მასზე დარიცხულ პროცენტს, ხოლო ბოლო შენატანი გაკეთებული აქვს 2018 წლის 30 მაისს. 2015 წლის N9-56- სესხის ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.2 პუნქტის თანახმად უწყვეტად ვადაგადაცილებული დღეების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს 180 კალენდარულ დღეს. ამავე მუხლის 6.5 პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ საზოგადოება ხელშეკრულების 6.2 პუნქტით გათვალისწინებულ ვადამდე არ მიმართავს სასამართლოს სესხზე წარმოქმნილი ვალდებულების შესრულების მოთხოვნით, სასარჩელო განცხადების შეტანისთანავე ხდება მიმდინარე სესხზე პროცენტის და ჯარიმის დარიცხვის შეჩერება. უნდა ვივარაუდოთ, რომ 2018 წლის 30 მაისიდან უნდა მოხდეს ხელშეკრულების აღნიშნული პუნქტის თარიღის ათვლა. 2018 წლის 31 მაისიდან 20-8 წლის 26 სექტემბრამდე (სარჩელის სასამართლოში შემოტანის დღე) არის 119 დღე. აქაც დარღვეულია ხელშეკრულების პირობები და გაუგებარია როგორ მოხდა ჯარიმის სახით მოთხოვნილი თანხის დაანგარიშება. სს მისო „ლ---------------–ის“ მეორე სასარჩელო მოთხოვნა 20-5 წლის 29 აგვისტოს დადებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე დარიცხული გადაუხდელი პირგასამტეხლოს, ჯამი 6-54.64 ლარის, მოპასუხეებზე სოლიდარულად დაკისრების შესახებ არ უნდა დაკმაყოფილდეს. სო--------–---ს და რე---------------ს აღნიშნულ სესხის ხელშეკრულებაზე შემხებლობა არ გააჩნიათ. არ არსებობს მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა აღნიშნული პირების ნებას 20-5 წლის 29 აგვისტოს გაცემული სესხის მათი ქონებით უზრუნველყოფაზე. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ოდენობას, მიგვაჩნია, რომ საზოგადოების მხრიდან ადგილი აქვს უფლების არაკეთილსინდისიერად და არამართლზომიერად გამოყენების ფაქტს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მე-3 ნაწილით და 115-ე მუხლით, არსებობს სამართლებრივი ურთიერთობის ერთი მხარის მიერ უფლების არაკეთილსინდისიერად განხორციელების ფაქტი, რაც გამოიხატება იმაში, რომ მოვალის მიერ დაფარული თანხებიდან საკმაოდ დიდი ნაწილი ბანკის კომპიუტერული პროგრამით წარიმართა ვადაგადაცილებული პროცენტის დასაფარად, რასაც ხელშეკრულება არ ითვალისწინებდა. ასევე სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის სწორი გამოყენებით ყოველდღიური პირგასამტეხლოს ოდენობა 0,5 % ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, მიჩნეულ უნდა იქნეს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოდ და შემცირდეს 0,05 %-მდე. თუმცა, აქაც სესხის ვადაგადაცილების ზუსტი თანხის ოდენობა უცნობია, საიდანაც შესაძლებელი გახდებოდა პირგასამტეხლოს 0,05 %-ანი დარიცხვა. (იხ. შესაგებელი, 22.05.20-9 წ. სხდომის ოქმი)
3.ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 20-2 წლის 14 მაისს სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ისა“ და სე---–-------–--ას შორის დაიდო გენერალური ხაზის ხელშეკრულება #LC/C/65----, რომლითაც მხარეები შეთანხმდნენ კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებაზე ხელშეკრულებების საბაზისო პირობებით. კერძოდ, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50000 ლარით. (3.1.) ლიმიტის ათვისების ვადა არ უნდა აღემატებოდეს ერთი ან რამდენიმე პარალელური სესხის სახით 48 თვეს. წინამდებარე ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების რაოდენობა არ უნდა აღემატებოდეს ექვს მიმდინარე სესხს. წლიური საპროცენტო სარგებელი შეადგენს 19%-40%. (3.2. 3.3. 3.4.); ამავე ხელშეკრულების 5.3. პუნქტით, კლიენტის მიერ საზოგადოებისთვის გადახდილი თანხით კლიენტის დავალიანება დაიფაროს შემდეგი თანმიმდევრობით: პირველ რიგში პირგასამტეხლო/საკომისიო (ასეთის არსებობის შემთხვევაში), შემდეგ სარგებელი, შემდეგ კრედიტის ძირითადი თანხა. 5.5. პუნქტით, კი წინამდებარე ხელშეკრულება და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებები წარმოადგენენ წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს, რომლითაც განისაზღვრება შესაბამისი კრედიტის კონკრეტული პირობები, კონკრეტულად კრედიტის ვადა, საპროცენტო განაკვეთი, პირგასამტეხლო, საკომისიო, დაფარვის გრაფიკი, ხელშეკრულების ვადამდე შეწყვეტის პირობები და ა.შ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- გენერალური ხაზის ხელშეკრულება №65----.
3.2.2. 20-2 წლის 18 მაისს სს ,,ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #LC/A/46---, რომლის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; სესხის მოცულობა შეადგენს 15 360.04 აშშ დოლარს (25 000,00 ლარს 1აშშ=1,6276 ლარი), სესხის მიზნობრიობა არის: ფიქსირებული აქტივების შეძენა, საბრუნავი საშუალებების შევსება. სესხი გაიცა 36 თვის ვადით. წინამდებარე სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. # LC/A/46--- სესხის ხელშეკრულების დანართის მიხედვით, სესხის თანხა უნდა დაფარულიყო 20-2 წლის 18 ივნისიდან, 20-9 წლის 18 მაისის ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-2 წლის 18 მაისის #LC/A/46--- სესხის ხელშეკრულება და მასზე დართული სესხის გადახდის გრაფიკი.
3.2.3. 20-2 წლის 18 მაისს სო--------–---სა და სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ს“ შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ ხელშეკრულება #LC/C/65----, რომელიც წარმოადგენს №65---- გენერალური ხელშეკრულების დანართს. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის მიხედვით, კონტრაჰენტი იღებს ვალდებულებას და თანახმაა, მსესხებელსა და საზოგადოებას შორის 18/05/20-2 წელს გაფორმებული #LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად იკისროს სოლიდარულად, რის საფუძველზეც საზოგადოებას უფლება ეძლევა წაუყენოს კონტრაჰენტს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მოთხოვნის გარეშე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების ხელშეკრულება #LC/C/65----.
3.2.4. გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში, სო--------–---სთან 20-2 წლის 15 მაისის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #LC/M/00----, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა კომპანიასა და მსესხებელს შორის გაფორმებული გენერალური ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე ამავე ხელშეკრულებით, ნაკისრ ვალდებულებებს შეუსრულებლობით და არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის, სარგებლის, საურავის, პირგასამტეხლოს ანაზღაურებას და იპოთეკის საგნის შენახვაზე და მის რეალიზაციაზე ,,იპოთეკარის“ მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას. იპოთეკის საგანს წარმოადგენს მესაკუთრის კუთვნილი ქონება, მდებარე მა-------–-ს რაიონის, სოფელ სე-------ში, ს/კ 4-.1-.3-.00-. 20-2 წლის 08 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მა-------–-ს რაიონის სოფელ სე-------ში უძრავი ქონების, 4-.1-.3-.00- საკადასტრო კოდის მესაკუთრეა სო--------–---, პ/ნ 29---------. ამონაწერის თანხმად, უძრავ ქონებაზე 20-2 წლის 15 მაისს რეგისტრირებულია იპოთეკა, იპოთეკარია სს ,,ლ---------------–ი“. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაა 50000 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება №00----;
- №88---------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.5. 20-4 წლის 12 თე-------–ს სს ,,ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #LC/A/71---, რომლის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; სესხის მოცულობა შეადგენს 11 554.68 აშშ დოლარს (20 000,00 ლარს 1აშშ=1,7309 ლარი), სესხის მიზნობრიობა არის: კაპიტალური დანახარჯები - 5488 აშშ დოლარი, რეფინანსირება 60-6 აშშ დოლარი, სესხი გაიცა 48 თვის ვადით. წინამდებარე სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. #LC/A/71--- სესხის ხელშეკრულების დანართის მიხედვით, სესხის თანხა უნდა დაფარულიყო 20-4 წლის 12 თებერვლიდან, 20-8 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
#LC/A/71--- სესხის რეფინანსირების დანართის მიხედვით დგინდება, რომ სე---–-------–--ა თანხაა, ლ---------------–სა და მის შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე 20-2 წლის 18 მაისს გაცემული #LC/A/46--- სესხიდან მის მიერ დარჩენილი გადასახდელი დავალიანების ნაწილი სს ,,ლ---------------–ის“ მიერ გადაფარულ იქნას 12.02.20-4 წელს გაფორმებული LC/A/71--- სესხის ხელშეკრულებით გასაცემი თანხიდან, 12 198,36 ლარის დავალიანების ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-4 წლის 12 თებერვლის LC/A/71--- სესხის ხელშეკრულება და მასზე დართული სესხის გადახდის გრაფიკი.
- სესხის რეფინანსირების დანართი;
3.2.6. 20-4 წლის 12 თე-------–ს სს ,,ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #LC/A/70---, რომლის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს; სესხის მოცულობა შეადგენს 173-2,02 აშშ დოლარს (29 999,99 ლარს 1აშშ=1,7309 ლარი), სესხის მიზნობრიობა არის: საბრუნავი საშუალებების შეძენა - 8666 აშშ დოლარი, რეფინანსირება 8666 აშშ დოლარი, სესხი გაიცა 48 თვის ვადით. წინამდებარე სესხის ხელშეკრულება წარმოადგენს LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. #LC/A/71--- სესხის ხელშეკრულების დანართის მიხედვით, სესხის თანხა უნდა დაფარულიყო 20-4 წლის 12 თებერვლიდან, 20-8 წლის 20 თებერვლის ჩათვლით.
#LC/A/70--- სესხის რეფინანსირების დანართის მიხედვით დგინდება, რომ სე---–-------–--ა თანხაა, ლ---------------–სა და მის შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე 20-2 წლის 18 მაისს გაცემული #LC/A/46--- სესხიდან მის მიერ დარჩენილი გადასახდელი დავალიანების ნაწილი სს ,,ლ---------------–ის“ მიერ გადაფარულ იქნას 12.02.20-4 წელს გაფორმებული #LC/A/70--- სესხის ხელშეკრულებით გასაცემი თანხიდან, 12 691,25 ლარის დავალიანების ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 20-4 წლის 12 თებერვლის #LC/A/70--- სესხის ხელშეკრულება და მასზე დართული სესხის გადახდის გრაფიკი.
- სესხის რეფინანსირების დანართი
3.2.7. 20-4 წლის 11 თე-------–ს, გენერალური სესხის ხელშეკრულების #LC/C/65---- ფარგლებში, გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #LC/M/000-6-, რომლითაც უზრუნველყოფილ იქნა გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები, ასევე ამავე ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობითა და არასათანადო შესრულებით გამოწვეული ზიანის, სარგებლის, საურავის, პირგასამტეხლოსა და იპოთეკის საგნის შენახვაზე და მის რეალიზაციაზე ,,იპოთეკარის“ მიერ გაწეული დანახარჯების ანაზღაურებას. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაა 35 000 ლარი. (ხელშეკრულების 1.1., 2.1., 3 პუნქტი). იპოთეკის საგანს წარმოადგენს რე-------------ას კუთვნილი ქონება, მდებარე მა-------–-ს რაიონის სოფელ ვე---------ში, საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.04-; 20-4 წლის 12 თე-------–ს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მა-------–-ს რაიონის სოფელ ვე---------ში უძრავი ქონების, 4-.0-.3-.04- საკადასტრო კოდის მესაკუთრეა რე---------------, პ/ნ 60---------. ამონაწერის თანხმად, უძრავ ქონებაზე 20-4 წლის 12 თე-------–ს რეგისტრირებულია იპოთეკა, იპოთეკარია სს ,,ლ---------------–ი“.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იპოთეკის ხელშეკრულება #LC/M000-6-;
- №88---------- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან.
3.2.8. 20-4 წლის 12 თე-------–ს სს ,,ლ---------------–სა“ და რე-------------ას შორის გაფორმდა სოლიდარული ვალდებულების შესახებ #LC/C/68---- ხელშეკრულება, რომლის მიხედვით, აღნიშნული ხელშეკრულება წარმოადგენს სოლიდარული ვალდებულების შესახებ LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების დანართს; გენერალური ხელშეკრულების საგანია მსესხებელსა და საზოგადოებას შორის 14.05.20-2 წელს გაფორმებული LC/C/65---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით ნაკისრი ფულადი ვალდებულებების შესრულება მსესხებელთან ერთად იკისროს სოლიდარულად, რის საფუძველზეც საზოგადოებას უფლება ეძლევა წაუყენოს კონტრაჰენტს მოთხოვნა მსესხებლის მიმართ იძულებითი აღსრულების მოთხოვნის გარეშე. გენერალური ლიმიტის მოცულობა შეადგენს 50000 ლარს. კონტრაჰენტის მიერ სოლიდარული ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებას წარმოადგენს #LC/C/65---- გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებით და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულება სრულად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სოლიდარული ვალდებულების შესახებ #LC/C/68---- ხელშეკრულება.
3.2.9. 20-5 წლის 29 აგვისტოს სე---–-------–--ასა და სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ შორის # LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება LC/A/9-56-. ხელშეკრულების თანახმად, კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულება წარმოადგენს გენერალურ ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს და საზოგადოება უფლებამოსილია მსესხებელზე გასცეს ფულადი სახსრები.
სესხის მოცულობა შეადგინა 50 000 ლარს. სესხის მიზნობრიობა არის სე---–-------–--ას რეფინანსირება. სესხი გაიცა 48 თვის ვადით. სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთია 23%. ხელშეკრულების მიხედვით, სესხის ძირითადი თანხისა და მასზე დარიცხული პროცენტების დაფარვა უნდა მოხდეს ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით, რომელიც წარმოადგენს წინამდებარე ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს. სესხის დაფარვის გრაფიკში მოცემული ვადების დარღვევის შემთხვევაში, მსესხებელს ერიცხება ჯამური დავალიანება 0,5%-ის ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
სესხზე დანართი დაფარვის გრაფიკის მიხედვით, სესხის თანხის გადახდა უნდა დაწყებულიყო 2015 წლის 02 ოქტომბრიდან და გადახდა სრულდებოდა 2019 წლის 02 სექტემბერს.
LC/A/9-56- სესხის რეფინანსირების დანართის მიხედვით დგინდება, რომ სე---–-------–--ა თანხაა, ლ---------------–სა და მის შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე 20-4 წლის 12 თე-------–ს გაცემული #LC/A/71--- სესხიდან მის მიერ დარჩენილი გადასახდელი დავალიანების ნაწილი სს ,,ლ---------------–ის“ მიერ გადაფარულ იქნას 02.1-.20-5 წელს გაფორმებული LC/A/9-56- სესხის ხელშეკრულებით გასაცემი თანხიდან, 19 297,76 ლარის დავალიანების ოდენობით, ხოლო ხოლო 20-4 წლის 12 თე-------–ს გაცემული #LC/A/70--- სესხიდან მის მიერ დარჩენილი გადასახდელი დავალიანების ნაწილი სს ,,ლ---------------–ის“ მიერ გადაფარულ იქნას 02.1-.20-5 წელს გაფორმებული LC/A/9-56- სესხის ხელშეკრულებით გასაცემი თანხიდან, 2890-,11 ლარის დავალიანების ოდენობით. ამდენად 20-5 წლის 29 აგვისტოს სესხის LC/A/9-56- ხელშეკრულებით სე---–-------–--ას მიერ მოხდა ორი სესხის LC/A/71--- და #LC/A/70--- რეფინანსირება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სე---–-------–--ას და სს ,,მისო ლ---------------–ს“ შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება LC/A/9-56-.
- სესხის რეფინანსირების დანართი;
3.2.1-. სარჩელზე თანდართული დანართი 1--ით ირკვევა, რომ სესხზე გადახდა დაწყებულია 20-5 წლის 29 აგვისტოს - 700 ლარის ოდენობით, 02.1-.20-5წ.- 535.77 ლარის ოდენობით, 02.1-.20-5წ.- 1-71.23 ლარის ოდენობით, 02.11.20-5წ.- 640.75 ლარის ოდენობით, 02.11.20-5წ.- 966.25 ლარის ოდენობით, 02.12.20-5წ.- 684.04 ლარის ოდენობით, 02.12.20-5წ.- 922.96 ლარის ოდენობით, 04.0-.20-6წ.- 61- ლარის ოდენობით, 05.0-.20-6წ.- 275.6 ლარის ოდენობით, 05.0-.20-6წ.- 421.3- ლარის ოდენობით, 05.0-.20-6წ.- 3.03 ლარის ოდენობით, 0-.0-.20-6წ.- 3-2.69 ლარის ოდენობით, 0-.0-.20-6წ.- 30.16 ლარის ოდენობით, 0-.0-.20-6წ.- 1.65 ლარის ოდენობით, 30.0-.20-6წ.- 281.17 ლარის ოდენობით, 30.0-.20-6წ.- 718.83 ლარის ოდენობით, 02.02.20-6წ.- 465.68 ლარის ოდენობით, 02.02.20-6წ.- 89.32 ლარის ოდენობით, 04.03.20-6წ.- 693.11 ლარის ოდენობით, 04.03.20-6წ.- 913.89 ლარის ოდენობით, 04.04.20-6წ.- 70-.64 ლარის ოდენობით, 04.04.20-6წ.- 900.36 ლარის ოდენობით, 03.05.20-6წ.- 777.65 ლარის ოდენობით, 03.05.20-6წ.- 829.35 ლარის ოდენობით, 03.0-.20-6წ.- 320.66ლარის ოდენობით, 03.0-.20-6წ.- 871.36 ლარის ოდენობით, 03.0-.20-6წ.- 3.76 ლარის ოდენობით, 03.0-.20-6წ.- 4.22 ლარის ოდენობით, 0-.0-.20-6წ.- 218.81 ლარის ოდენობით, 0-.0-.20-6წ.- 83.72 ლარის ოდენობით, 0-.0-.20-6წ.- 6.74 ლარის ოდენობით, 1-.0-.20-6წ.- 223.6- ლარის ოდენობით, 1-.0-.20-6წ.- 111.07 ლარის ოდენობით, 1-.0-.20-6წ.- 4.26 ლარის ოდენობით, 04.07.20-6წ.- 204 ლარის ოდენობით, 04.07.20-6წ.- 39.9- ლარის ოდენობით, 04.07.20-6წ.- 459.0- ლარის ოდენობით, 04.07.20-6წ.- 215.19 ლარის ოდენობით, 09.07.20-6წ.- 138.02 ლარის ოდენობით, 04.07.20-6წ.- 16.79 ლარის ოდენობით, 14.07.20-6წ.- 20-.26 ლარის ოდენობით, 14.07.20-6წ.- 13-.3- ლარის ოდენობით.... ბოლო გადახდა განხორციელდა 30.05.20-8 წელს 70.16 ლარის ოდენობით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელის დანართი #1-;
3.2.11. # #LC/A/46--- სესხზე ამონაწერით დგინდება, რომ აღნიშნული სესხის ფარგლებში, მოპასუხეები ხშირად არღვევდნენ გადახდის გრაფიკს, მაგრამ კომპანია მაქსიმალურად ცდილობდა ხელშეკრულება არ მოშლილიყო. თუმცა, 2018 წლის მაისის შემდეგ, მსესხებელს შენატანი არ განუხორციელებია. მოლაპარაკების კეთილსინდისიერ პროცესს კი მოპასუხეები არ ცნობენ. კომპანიის წინაშე მოპასუხეების დავალიანება ხელშეკრულებიდან გამომდინარე არის 31700.80 ლარი, საიდანაც ძირი თანხა შეადგენს 21982.31 ლარი, დარიცხული პროცენტია 2963.85 ლარი, ხოლო პირგასამტეხლოს ჯამური ოდენობა არის 6-54.64 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ტრანზაქციების ცხრილი.
მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელის მტკიცებას, რომ 20-2 წლის 14 მაისს სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ისა“ და სე---–-------–--ას შორის დაიდო გენერალური ხაზის ხელშეკრულება #LC/C/65----, ლიმიტის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 50000 ლარით.
20-2 წლის 18 მაისს სს ,,ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #LC/A/46--- და გაიცა სესხი 15 360.04 აშშ დოლარი (25 000,00 ლარს 1აშშ=1,6276 ლარი),20-4 წლის 12 თე-------–ს სს ,,ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #LC/A/71---, რომლის თანახმად, სესხად გაიცა 11 554.68 აშშ დოლარი (20 000,00 ლარს 1აშშ=1,7309 ლარი), საიდანაც 12 198,36 ლარით დაიფარა #LC/A/46--- სესხის ნაწილი.
20-4 წლის 12 თე-------–ს სს ,,ლ---------------–სა“ და სე---–-------–--ას შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება #LC/A/70---, რომლის თანახმად, სესხად გაიცა 173-2,02 აშშ (29 999,99 ლარს 1აშშ=1,7309 ლარი), საიდანაც 12 691,25 ლარით დაიფარა #LC/A/46--- სესხის ნაწილი.
20-5 წლის 29 აგვისტოს სე---–-------–--ასა და სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ შორის #LC/C/65---- გენერალური ხელშეკრულების ფარგლებში გაფორმდა სესხის ხელშეკრულება LC/A/9-56-, რომლის თანახმად, სესხად გაიცა 50 000, საიდანაც მოხდა ორი სესხის LC/A/71--- და #LC/A/70--- რეფინანსირება.
20-8 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით სე---–-------–--ას ერიცხა დავალიანება - 31 700,80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 21 982.31 ლარი, პროცენტი - 2963.85 ლარი და პირგასამტეხლო - 6 754.64 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ იმ გარემოებების საწინააღმდეგოდ, რომ დავალიანება, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, მოპასუხე მხარეს მტკიცებულება, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია, რაც შეეხება მოპასუხე მხარის აპელირებას, რომ სესხის რეფინანსირებაზე მას ბანკისთვის არ მიუმართავს და რატომ გახდა ამდენი თანხის გაცემა მისთვის თავიდანვე გაუგებარი იყო და რომ საქმეში ასევე არ არსებობს დასტური იმისა, რომლებიც დაადასტურებენ სესხის რეფინანსირების თხოვნაზე დადასტურებას. სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში არის სესხის რეფინანსირების დანართი (რომელიც ცნობილია მოპასუხე მხარისათვის) რომელიც ხელმოწერილია სე---–-------–--ას მიერ და არ გამხდარა ხელისმოწერა სადავო, აღნიშნულია რომ სე---–-------–--ა თანხაა, ლ---------------–სა და მის შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულების საფუძველზე, მასზე 20-4 წლის 12 თე-------–ს გაცემული #LC/A/71--- სესხიდან მის მიერ დარჩენილი გადასახდელი დავალიანების ნაწილი სს ,,ლ---------------–ის“ მიერ გადაფარულ იქნას 02.1-.20-5 წელს გაფორმებული LC/A/9-56- სესხის ხელშეკრულებით გასაცემი თანხიდან, 19 297,76 ლარის ოდენობით, ხოლო 20-4 წლის 12 თე-------–ს გაცემული #LC/A/70--- სესხიდან მის მიერ დარჩენილი გადასახდელი დავალიანების ნაწილი სს ,,ლ---------------–ის“ მიერ გადაფარულ იქნას 02.1-.20-5 წელს გაფორმებული LC/A/9-56- სესხის ხელშეკრულებით გასაცემი თანხიდან, 2890-,11 ლარის ოდენობით. ამდენად, 20-5 წლის 29 აგვისტოს სესხის LC/A/9-56- ხელშეკრულებით სე---–-------–--ას მიერ მოხდა ორი სესხის LC/A/71--- და #LC/A/70--- რეფინანსირება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „მი--------------ო ორ-------–-ა ლ------------ს“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სასამართლომ გამოიყენა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 4-7-4-8-ე, 873-ე, 361-ე, 4-1-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.
მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან სე---–-------–--აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. სე---–-------–--ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.
მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბანკო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
დადგენილია, რომ სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ისა“ და სე---–-------–--ას შორის შორის 20-5 წლის 29 აგვისტოს გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბანკო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნები სე---–-------–--ამ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2018 წლის 26 სექტემბრის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება - 31 700,80 ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 21 982.31 ლარი, პროცენტი - 2963.85 ლარი და პირგასამტეხლო - 6 754.64 ლარი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, სე---–-------–--ასაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, სე---–-------–--ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, საქართველო სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. სე---–-------–--ას მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.
მოპასუხეებმა დაარღვიეს ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბანკს არ დაუბრუნდა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.
მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სკ-ის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, სე---–-------–--ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.
საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ სე---–-------–--ამ სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ისაგან“ მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. სე---–-------–--ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.
სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს - 21 982.31 ლარს რომელის ანაზღაურების ვალდებულება სე---–-------–--ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ. აღსანიშნავია, რომ სო--------–--- მოსარჩელის მოთხოვნას ძირითადი დავალიანების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 2.6. პუნქტის თანახმად: - ‘’ სესხით სარგებლობისთვის მსესხებელი უხდის საზოგადოებას გაცემული თანხის წლიურ 23%-ს კალენდარული წლის 365 (სამას სამოცდახუთი) დღეზე გაანგარიშებით. პროცენტები დაირიცხება სესხის გაცემის დღიდან ფაქტიური გადახდის დღემდე’’ სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც სე---–-------–--ას უნდა შეესრულებინა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების შეადგენს - 2 963.85 ლარს რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს. აღსანიშნავია, რომ სო--------–--- მოსარჩელის მოთხოვნას სარგებლის დაკისრების ნაწილში ცნობს, რაც სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე, 208-ე მუხლების მოთხოვნათა შესაბამისად, ასევე წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველს.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 4-7-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.
სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.
მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.
მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.
დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლის 29 აგვისტოს საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2018 წლის 29 სექტემბრამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 6 754.64 ლარის ოდენობით.
სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.
სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და №LC/A/9-56- საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 675.46 ლარით. (ნაცვლად მოთხოვნილი 6754.64 ლარისა).
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის მიხედვით, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის 464-ე მუხლის თანახმად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.
სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. იმავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.
დადგენილია, რომ აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია და ამ მხრივ მოპასუხე მხარეს არსებითი შედავება არ განუხორციელებია. დადგენილია, რომ მოპასუხე სო--------–---მ და რე-------------ამ მოსარჩელის წინაშე წერილობით იკისრეს სრული პასუხისმგებლობა სე---–-------–--ას მიერ ბანკის მიმართ ნაკისრი ვალდებულების შესრულებაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სე---–-------–--ასთან ერთად სო--------–---ს და რე-------------ას სოლიდარული ვალდებულება ბანკის წინაშე წარმოშობილია მასთან დადებული თავდებობის (სოლიდარული ვალდებულების კისრების) გარიგების საფუძველზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლი განსაზღვრავს თავდების პასუხისმგებლობის ფარგლებს. კერძოდ, პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე, სოლიდარული ხელშეკრულების 6.1. ა პუნქტით #LC/C/65----, გენერალური საკრედიტო ხელშეკრულებითა და მის ფარგლებში გაფორმებული კონკრეტული საკრედიტო ხელშეკრულებებით წარმოშობილი ვალდებულების შესრულება სრულად.
განსახილველ შემთხვევაში, თავდებების პასუხიმგებლობის ფარგლები განსაზღვრულია 50 000 ორმოცდაათი ათასი ლარის ოდენობამდე (სოლიდარული ხელშეკრულების 6.1. ა პუნქტი), როგორც ძირითადი ვალის, ისე პროცენტის, პირგასამტეხლოს ჩათვლით, ამდენად, თავდებმა პირმა სრულად უნდა აგოს პასუხი ძირითადი მოვალის საკრედიტო ვალდებულებისათვის.
6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,1. უძრავი ნივთი შეიძლება ისე იქნეს გამოყენებული (დატვირთული) მოთხოვნის დასაკმაყოფილებლად, რომ უზრუნველყოფილ კრედიტორს მიეცეს უფლება, სხვა კრედიტორებთან შედარებით პირველ რიგში მიიღოს თავისი მოთხოვნის დაკმაყოფილება ამ ნივთის რეალიზაციით ან მის საკუთრებაში გადაცემით (იპოთეკა).
სამოქალაქო კოდექსის 286-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,იპოთეკა უზრუნველყოფს მოთხოვნასა და მასთან დაკავშირებულ სხვა დამატებით უფლებებს (მათ შორის, პროცენტსა და პირგასამტეხლოს), აგრეთვე ქონების მოვლა-შენახვის, სასამართლოსა და რეალიზაციის ხარჯებს, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული”.
განსახილველ შემთხვევაში, უდავოდ დადგენილია, რომ 20-2 წლის 15 მაისის გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №LC/C/65----, უზრუნველყოფის მიზნით, ბანკსა და სო--------–---ს გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #LC/M/00----, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა სო--------–---ს (პ/ნ 29---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე მა-------–-ს რაიონი სოფელ სე-------ი (საკადასტრო კოდი - 4-.1-.3-.00-). იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება. 20-2 წლის 08 ოქტომბერს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მა-------–-ს რაიონის სოფელ სე-------ში უძრავი ქონების, 4-.1-.3-.00- საკადასტრო კოდის მესაკუთრეა სო--------–---, ამონაწერის თანხმად, უძრავ ქონებაზე 2012 წლის 15 მაისს რეგისტრირებულია იპოთეკა, იპოთეკარია სს ,,ლ---------------–ი“. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაა 50000 ლარი.
20-4 წლის 12 თე-------–ს გენერალური საკრედიტო ხელშეკრულების №LC/C/65----, უზრუნველყოფის მიზნით, ბანკსა და რე---------------ს შორის გაფორმდა იპოთეკის ხელშეკრულება #LC/C/68----, რომლითაც იპოთეკით დაიტვირთა რე---------------ს (პ/ნ 60---------) საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება - მდებარე მა-------–-ს რაიონი სოფელი ვე---------ი (საკადასტრო კოდი - 4-.0-.3-.04-). იპოთეკის შინაარსიდან გამომდინარე მოსარჩელეს უპირატესი უფლება აქვს იპოთეკის საგნით დაიკმაყოფილოს უფლება. 20-4 წლის 12 თე-------–ს მომზადებული ამონაწერით საჯარო რეესტრიდან დასტურდება, რომ მა-------–-ს რაიონის სოფელ ვე---------ში უძრავი ქონების, 4-.0-.3-.04- საკადასტრო კოდის მესაკუთრეა რე---------------. ამონაწერის თანხმად, უძრავ ქონებაზე 20-4 წლის 11 თე-------–ს რეგისტრირებულია იპოთეკა, იპოთეკარია სს ,,ლ---------------–ი“. იპოთეკის საგნით უზრუნველყოფილი მოთხოვნის მოცულობაა 50 000 ლარი.
სამოქალაქო კოდექსის 301-ე მუხლის მიხედვით თუ მოვალე არ დააკმაყოფილებს მოთხოვნას, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, იპოთეკარი უფლებამოსილია, მოითხოვოს უძრავი ნივთის რეალიზაცია, თუ იპოთეკის ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. მოთხოვნა, რომლის უზრუნველყოფის საშუალებაც არის იპოთეკა, დაკმაყოფილებულად ითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის რეალიზაციიდან ამონაგები თანხა საკმარისი არ არის იპოთეკით უზრუნველყოფილი მოთხოვნის დასაფარავად, თუ კანონით ან მხარეთა შეთანხმებით სხვა რამ არ არის დადგენილი”.
დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ბანკის მიმართ ვალდებულება ჯეროვნად არ შეასრულეს. და გადააცილეს კრედიტის დაფარვის გრაფიკს, რამაც ბანკს უფლება მისცა გავიდეს ხელშეკრულებიდან და მოითხოვოს ვალდებულების სრული შესრულება. ბანკის ხელშეკრულებიდან გასვლას უნდა მოყვეს ვალდებულების მთლიანი შესრულება. ბანკის მოთხოვნა უზრუნველყოფილია იპოთეკით, შესაბამისად მას უფლება აქვს მოითხოვოს იპოთეკის საგნის რეალიზაცია და მიღებული თანხით ვალდებულების შესრულება.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. შესაბამისად, მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მათ მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 768.65 ლარს. დანარჩენი თანხა - 182.45 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-39-ე, 41-ე, 53-ე, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 2591 -ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გადაწყვიტა:
1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ (ს/კ 24-------) სარჩელი მოპასუხეების სე---–-------–--ას (პ/ნ 29---------), სო--------–---ს (პ/ნ 29---------) და რე-------------ას (პ/ნ 60---------) მიმართ ხელშეკრულების მოშლისა და თანხის დაკისრების თაობაზე;
მოპასუხეებს სე---–-------–--ას (პ/ნ 29---------), სო--------–---ს (პ/ნ 29---------) და რე-------------ას (პ/ნ 60---------) სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ (ს/კ 24-------) სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ 20-5 წლის 29 აგვისტოს ხელშეკრულებიდან გამომდინარე 25621.62 (ოცდახუთი ათას ექვსას ოცდაორი და 62) ლარი, საიდანაც ხელშეკრულების ძირითადი თანხის გადაუხდელი ნაწილია 21982.31 (ოცდაერთი ათას ცხრაას ოთხმოცდორი და 31) ლარი, სარგებელია 2963.85 (ორი ათას ცხრაას სამოცდასამი და 85) ლარი და პირგასამტეხლოა 675.46 (ექვსას სამოცდათუთხმეტი და 46) ლარი.
2. დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოდ მიექცეს სესხის უზრუნველსაყოფად დატვირთული შემდეგი უძრავი ქონება:
ა) რე-------------ას (პ/ნ 60---------) საკუთრებაში რიცხული მა-------–-ს რაიონის სოფელ ვე---------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 4-.0-.3-.04-
ბ) სო--------–---ს (პ/ნ 29---------) საკუთრებაში რიცხული მა-------–-ს რაიონის სოფელ სე-------ში მდებარე უძრავი ქონება საკადასტრო კოდით 4-.1-.3-.00-.
3. იმ შემთხვევაში, თუ კი უზრუნველყოფის საგანი საკმარისი არ აღმოჩნდება მოთხოვნის სრულად დასაფარად, დავალიანების დაფარვის მიზნით აუქციონზე სარეალიზაციოს მიექცეს მოპასუხეების სე---–-------–--ას (პ/ნ 29---------), სო--------–---ს (პ/ნ 29---------) და რე-------------ას (პ/ნ 60---------) კუთვნილი მთელი ქონება.
4. მოპასუხეებს სე---–-------–--ას (პ/ნ 29---------), სო--------–---ს (პ/ნ 29---------) და რე-------------ას (პ/ნ 60---------) სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ (ს/კ 24-------) სასარგებლოდ დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი 768.65 (შვიდას სამოცდარვა და 62) ლარის გადახდა; სს ,,მი--------------ო ორ-------–-ა ლ---------------–ის“ (ს/კ 24-------) მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 182.45 (ას ოთხმოცდაორი და 45) ლარი დარჩეს სახელწმიფო ბიუჯეტში გადახდილად.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო პალატაში სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: ალექსანდრე გოგუაძე