განაჩენი

სისხლის სამართლის 12.04.2019
საქმის ნომერი
330100118002646685
თარიღი
12.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #1/4----18

#0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

12 აპრილი, 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - მაია ქოქიაშვილი

 

სხდომის მდივანი - მაია ბერიანიძე

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ლ-----------–----

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს---------–------------------–-------- - საქართველოს მოქალაქე, პირადი #0----------, დაბადებული 1----–-–---------------ს, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. თბილისი, ვ---------–---------------------------------------------------------ში.

 

ადვოკატი - ნ----------------, ალ-------------

 

თარჯიმანი - ე-–---------–---, მ----------–-----

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი.

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და არაერთგზის.

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

პირის ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად:

 

ს----------–-----კოს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით და არაერთგზის, რაც გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–----------------–ს, ს----------–-----კო გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

 

2018 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ს----------–-----კო სტუმრად იმყოფებოდა ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------ში მდებარე ი-------–---–--ას საცხოვრებელ სახლში, სადაც დანის გამოყენებით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით თავს დაესხა ი-------–---–--ას, თმებში სწვდა ხელით, დანა მიადო ყელზე და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა, რის შემდეგაც დაეუფლა ი-------–---–--ას საფულეში მოთავსებულ თანხას 856 ლარს და „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონს და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

სასამართლომ დაადგინა:

 

ს----------–-----კომ ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის. ს----------–-----კოს მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება გამოიხატა შემდეგში:

 

2----–-–----------------–ს, ს------ მ--–--–----- გასამართლებული იქნა საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული, კერძოდ:

 

2018 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, ს----------–-----კო სტუმრად იმყოფებოდა ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------ში მდებარე ი-------–---–--ას საცხოვრებელ სახლში, რა დროსაც, სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით, აშკარად დაეუფლა ი-------–---–--ას კუთვნილ „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონს და დატოვა შემთხვევის ადგილი.

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული დაზარალებულის ი-------–---–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ ცხოვრობს ქ.თბილისში, ვ-–----–----–-----------------------------------------------ში. შემთხვევის დროსაც ცხოვრობდა აღნიშნულ მისამართზე. ს----------–-----კო გაიცნო 2018 წლის თებერვალში სოციალურ ქსელ „Одноклассники“-?? ?????????. თავდაპირველად ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, შემდეგ იჩხუბეს, რის გამოც დაბლოკა და მხოლოდ სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდათ. ს----------–-----კო რამდენჯერმე დაუკავშირდა მობილურ ტელეფონზე და მოუბოდიშა, რის შემდეგაც შეხვდნენ, ხოლო შემდეგ პერიოდულად ხვდებოდნენ ერთმანეთს. 2018 წლის 7 აგვისტოს შეხვდნენ მის სახლთან ახლოს კაფეში, ლუდი მიირთვეს, რის შემდეგ ს----------–-----კომ უთხრა, რომ უნდოდა დალევა და ასულიყვნენ მასთან სახლში, რაზეც დათანხმდა და ავიდნენ მასთან სახლში. სახლში ასვლის შემდეგ აღმოაჩინა, რომ გაუთავდა სიგარეტი, ს------- თანდასწრებით გამოაღო კომოდის უჯრა, სადაც თანხას ინახავდა და ამოიღო თანხა. ჩავიდა, შეიძინა სიგარეტი და უკან დაბრუნებულმა ხურდა დადო კომოდის თავზე. ს----------–-----კომ დაინახა როგორ ამოიღო თანხა კომოდის უჯრიდან. შესაბამისად, მისთვის ცნობილი იყო, თუ სად ინახავდა თანხას. მათ მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, თავად დალია რამდენიმე ჭიქა, რის შემდეგ ს----------–-----კო გავიდა, სად არ იცის, სავარაუდოდ საპირფარეშოში ან/და სხვა ოთახში. როდესაც ს------ დაბრუნდა, ხელში ეჭირა დანა, მარცხენა ხელით თმაზე მოქაჩა, მარჯვენა ხელით ყელზე დანა მიადო უკანა მხრიდან, ანუ ის მხარე დაადო, რომელიც არ ჭრის და მოსთხოვა 300 ლარის გადაცემა, რაზეც უთხრა, რომ არ ჰქონდა ფული. ს----------–-----კომ თმაზე მოქაჩა და თავისი სხეულით უბიძგა კომოდისკენ, სადაც ინახავდა თანხას. დანა დადო მაგიდაზე, თმაზე ხელი გაუშვა და ორივე ხელით ეძებდა თანხას. კომოდს აქვს ოთხი უჯრა, პირველი უჯრა გამოაღო და დაიწყო საფულეებში ფულის ძებნა, თეთრ საფულეში იპოვა ფული 856 ლარი, ხოლო ერთი ლარი აიღო კომოდის ზედაპირიდან და ჩაიდო ჯიბეში, ასევე აიღო თეთრი ფერის „Lenovo A5000“ ფირმის მობილური ტელეფონი და წავიდა. ს----------–-----კოს უთხრა, რომ თანხას და მობილურ ტელეფონს მეორე დღის ორ საათამდე თუ არ დაუბრუნებდა, პოლიციას მიმართავდა. ვინაიდან ს------მ არ დაუბრუნა ნივთები, მეორე დღეს შეატყობინა პოლიციას, რომლებმაც დაათვალიერეს შემთხვევის ადგილი და ამოიღეს თეთრი ფერის საფულე და დანა, რომლებიც დალუქეს და ხელი მოაწერეს. მოწმის განმარტებით, ს----------–-----კოს მუქარის შეეშინდა. მოწმის განმარტებით, ს----------–-----კო მისი მაღაზიაში ყოფნის დროს სახლში იმყოფებოდა მარტო და მას შეეძლო თავად აეღო თანხა, მაგრამ იმიტომ არ აიღო, რომ იცოდა თავადაც მისცემდა, რადგან მანამდეც მიუცია მისთვის თანხა. ბრალდებული მასთან აღნიშნულ სახლში არასოდეს დარჩენილა, სხვაგან როდესაც ცხოვრობდა, დარჩა მასთან, ვინაიდან მთვრალი იყო და ჩაეძინა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------–-–---–ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს თარჯიმნის მონაწილეობით მოწმის სახით გამოკითხა ს----------–-----კო, რის შემდეგ მისგან ნებაყოფლობით ამოიღო მობილური ტელეფონი, რომელიც დაილუქა კანონმდებლობით დადგენილი წესით. ასევე ს----------–-----კოს დედის მონაწილეობით ჩაატარა ბინის ჩხრეკა, რა დროსაც კანონსაწინააღმდეგო ნივთი ან ნივთიერება არ ამოღებულა. მის მიერ შედგენილი იქნა შესაბამისი ოქმები, რომლებსაც გაეცნენ მონაწილე პირები და მოაწერეს ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული გ-----------------–--ის ჩვენებით დადგენილია, რომ გამომძიებლის, ბრალდებულის და თარჯიმნის მონაწილეობით დროებითი მოთავსებით იზოლატორში ბრალდებულისგან აიღო ნერწყვის ნიმუში. გამომძიებლის მიერ შედგენილ იქნა შესაბამისი ოქმი, რომელსაც გაეცნო და მოაწერა ხელი.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ლ-–------ას ჩვენებით დადგენილია, რომ მის მიერ დაზარალებულის განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება, გამოიკითხა ი-------–---–--ა. იმავე დღეს მის მიერ ჩატარებულ იქნა პირის ამოცნობა, რა დროსაც ი-------–---–--ამ ამოიცნო ს----------–-----კო. ამოცნობის დასრულების შემდგომ ს----------–-----კო დაკავებულ იქნა ბრალდებულის სახით. ს----------–-----კოს ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი. მის მიერ ექსპერტების მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა დანა და საფულე. ექსპერტების მიერ კომოდის უჯრის სახელურებიდან აღებული იქნა ანაწმენდები, რომლებზეც დანიშნა ექსპერტიზა.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული რ--------------ის ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 9 აგვისტოს სამორიგეო ნაწილში შევიდა შეტყობინება ვ---------------–ოს პოლიციის მეორე განყოფილებიდან ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით, ესაჭიროებოდათ ექსპერტები შემთხვევის ადგილის დასათვალიერებლად. მეწყვილე ნ--------------ესთან ერთად გამოცხადა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა გამომძიებელი, მოწმე და თარჯიმანი. გამომძიებელმა მოკლე ინფორმაცია მიაწოდა, შემდეგ მოწმესაც გაესაუბრნენ, ჰკითხეს რა და როგორ მოხდა, რის შემდეგ მისაღებ ოთახში კომოდის ზედა უჯრის სახელურიდან სტერილური ბამბის ჩხირზე ამოღებული იქნა ანაწმენდი. უჯრიდან ამოღებული იქნა 1 ცალი ღია ფერის საფულე, ხოლო სამზარეულოს მაგიდიდან დანა. ამოღებული ნივთები და ნიმუშები შეიფუთა სპეც პაკეტებში, დაილუქა, დაესვა თარიღი, ხელმოწერები და გადაეცა დალუქულ მდგომარეობაში გამომძიებელს. გამომძიებელმა შეადგინა შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, რომელსაც გაეცნენ და მოაწერეს ხელი.

 

ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ-----------–---–მა და განმარტა, რომ თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მეორე განყოფილების გამომძიებლის ლ-–------ას დადგენილებისა და მომართვის საფუძველზე, დანიშნული იქნა ბიოლოგიურ-გენეტიკური ექსპერტიზა და დასმული იქნა შემდეგი კითხვები: 1.ექსპერტიზაზე წარდგენილ სტერილურ ჩხირზე დალუქული სპეც პაკეტში შტრიხ კოდით f---------, მოთეთრო ფერის საფულეზე და მოყავისფრო ფერის ტარიან დანაზე არის თუ არა ადამიანის ბიოლოგიური (გენეტიკური) კვალი? დადებით შემთხვევაში იდენტურია თუ არა ისინი ს---------–------------------–--------ს, დ---------.1--- წელს, პ/ნ 0--------- ბიოლოგიური (გენეტიკური) კვალისა?. ჩატარებული კვლევის შედეგად დადგინდა, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდის ნიმუში 2 (ორი) ცალი სტერილურ ჩხირზე აღებული საძინებელ ოთახში კარადის ზედა პირველი უჯრის სახელურიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N1) ეკუთვნის ს----------–-----კოს (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ს---------–------------------–------ოს (დ---------.1---წ) პირის ღრუდან...“). პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი საფულე (ღია ფერის) მასზე არსებული წარწერებით ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული უჯრებიანი კარადის ზედა, პირველი უჯრიდან...“ მოთავსებულ საფულის გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----------–-----კოს (ობ. N6), ხოლო საფულის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია. პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი დანა ამოღებული სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან... მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ბ. N4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----------–-----კოს (ობ. N6).

 

2018 წლის 9 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგენილია, რომ ს----------–-----კოსგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის „LENOVO“-ს ფირმის მობილური ტელეფონი, იმეი კოდებით: 8-------------- და 8--------------.

 

2018 წლის 9 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით დადგენილია, რომ ამომცნობმა პირმა ი-------–---–--ამ ამოიცნო მის წინ წარმოდგენილი სამი მამაკაციდან მარჯვნიდან მარცხნივ რიგით მეორე ადგილას მდგომი მამაკაცი - ს----------–-----კო. იგი არის სწორედ ის მამაკაცი, რომელმაც 2018 წლის 7 აგვისტოს მის საცხოვრებელ ბინაში დანის მუქარით გასტაცა ფულადი თანხა 856 ლარი და „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი. ი-------–---–--ამ ამოსაცნობი პირი ამოიცნო შემდეგი ნიშნებით: ასაკით, სიმაღლით, აღნაგობით, ხორბლისფერი ოდნავ მოგრძო პირისახით, ოდნავ კეხიანი ცხვირით, საშუალო ზომის წარბებით, თხელი ტუჩებით, ღია ფერის თვალებით, ჭაღარა შემელოტებული მოკლედ შეჭრილი თმით.

 

2018 წლის 9 აგვისტოს შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დადგენილია, რომ დათვალიერებულ იქნა ქ.თბილისი, ვ-–----–----–--------------------------, რა დროსაც ექსპერტების მიერ მისაღებ ოთახში არსებული კომოდის ზედა უჯრის სახელურიდან ამოღებული იქნა ანაწმენდები სტერილურ ჩხირებზე. ამავე უჯრიდან ამოღებული იქნა მოთეთრო ფერის ტყავის საფულე. სამზარეულოში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ამოღებული იქნა ერთი ცალი მოყავისფრო ფერის ტარიანი დანა.

 

2018 წლის 20----------ის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგენილია, რომ პაკეტში, წარწერით: ,,...ანაწმენდის ნიმუში 2 (ორი) ცალი სტერილურ ჩხირზე აღებული საძინებელ ოთახში კარადის ზედა პირველი უჯრის სახელურიდან...“ მოთავსებულ სპეცდანიშნულების ჩხირების ბამბიან ბოლოებზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი (ობ. N1) ეკუთვნის ს----------–-----კოს (ობ. N6; პაკეტი, წარწერით: „... ნერწყვის ნიმუში 1 (ერთ) სტერილურ ბიოლოგიურ ჩხირზე აღებული ს---------–------------------–------ოს (დ---------.1---წ) პირის ღრუდან...“). პაკეტში, წარწერით: „...1 (ერთი) ცალი საფულე (ღია ფერის) მასზე არსებული წარწერებით ამოღებული საძინებელ ოთახში არსებული უჯრებიანი კარადის ზედა, პირველი უჯრიდან...“ მოთავსებულ საფულის გარე ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N2) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----------–-----კოს (ობ. N6), ხოლო საფულის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის (ობ. N3) გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია. პაკეტში წარწერით: „...1 (ერთი) ცალი დანა ამოღებული სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან... მოთავსებულ დანაზე არსებული ბიომასალის (ბ. N4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----------–-----კოს (ობ. N6).

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხული ბრალდებულის - ს----------–-----კოს ჩვენებით დადგენილია, რომ ი-------–---–--ა გაიცნო სოციალური ქსელის მეშვეობით, დაუტოვა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ნომერი, რის შემდეგ დაუკავშირდა და დაპატიჟა ნაქირავებ ბინაში. 2018 წლის 10 თებერვალს ი------ უთხრა, რომ მისულიყო ქ.თბილისში, ვ-–----–----–------------თან და შემდეგ უკარნახებდა როგორ მისულიყო. ავიდა მასთან, სადაც სუფრა იყო გაშლილი და დარჩა 4 დღე. შემდეგაც ადიოდა და რჩებოდა მასთან, ხან ერთი კვირით, ხან 3 დღით. 2018 წლის 29-30 ივლისს იყო დაზარალებულთან ღამისთევით. ეს ორი დღე სვამდნენ და სიმთვრალეში კამათი მოუვიდათ. კამათის გაგრძელება არ უნდოდა, ჩამოჯდა სავარძელზე და ჩაეძინა. დაზარალებულმა არ გააღვიძა და გამოიძახა საპატრულო პოლიცია, რომ ვითომ მის ბინას არ ტოვებდა და მას უნდოდა, რომ დაეტოვებინა ბინა. მან ი-------–---–--ას უთხრა, რომ გაეღვიძებინა და ეთქვა, რომ წასულიყო, რა საჭირო იყო პატრულის გამოძახება, ჩვეულებრივად წავიდა, არც წინააღმდეგობა გაუწევია და არც პრეტენზია გამოუთქვამს. სასმელს სვამდნენ ყველა შეხვედრაზე. 2018 წლის 6 აგვისტოს დილის 11:00 საათზე ი-------–---–--ას მისწერა მოკლე ტექსტური შეტყობინება, რომ 30 ლარი სჭირდებოდა და ესესხებინა, რაზეც მან უპასუხა, რომ მისულიყო მასთან. 12:00 საათიდან 12:30 საათამდე შუალედში შეხვდნენ მეტროსთან. ი------ უთხრა, რომ ცოტა არაყი ჰქონდა დალეული, ლუდის დალევა უნდოდა და სთხოვა გაყოლოდა დასალევად. წავიდნენ ბარში, თითო კათხა ლუდი დალიეს, მას ვალი ჰქონდა მისაცემი მაღაზიაში და უნდა წასულიყო. ი------ უთხრა, რომ რა ეჩქარებოდა, რესტორანში წასულიყვნენ და შემდეგ მისცემდა ვალს. მან უთხრა, რომ რესტორანში არ უნდოდა წასვლა. ი------ ცუდი სიმთვრალე აქვს, ადრეც იყვნენ 4-ჯერ ერთად რესტორანში და იცოდა, რომ ი-------–---–--ა პერსონალთან და გვერდზე მსხდომებთან ჩხუბობდა. მან ი------ უთხრა, რომ თუ სურდა მასთან სახლში ასულიყვნენ, იქ გაეგრძელებინათ დალევა, ერთი საათი გაჩერდებოდა და შემდეგ წავიდოდა. აიღეს ერთი ბოთლი არაყი, გაშალეს სუფრა, თავადაც აკეთებდა საკვებს, ბინაში როცა რჩებოდა, დალიეს 4 ჭიქა და დააპირა წასვლა, რაზეც ი------ უთხრა, რომ არ წასულიყო. აბაზანაში შესვლა უნდოდა და უთხრა შენი პირსახოცი კომოდის უჯრაში დევს და აიღეო. მათ მიირთვეს ალკოჰოლური სასმელი, შემდეგ ორი ბოთლი სასმელი შეიძინეს და დაიწყეს დალევა. მან ი-------–---–--ას უთხრა, რომ მათ არანაირი მომავალი არ ჰქონდათ, რაზეც ი----- გაბრაზდა და იკამათეს. შემდეგ შერიგდნენ და გააგრძელეს დალევა. მან ი------ უთხრა, რომ აპირებდა წასვლას, რაზეც ი------ უპასუხა, რომ მასთან ერთად სურდა წასვლა. ისინი ერთად წავიდნენ, შევიდნენ მაღაზიაში, უკვე იყო საღამო. ი------თან ერთად მივიდა სახლში დაახლოებით 21:00 საათზე, სახლში იმყოფებდნენ მისი დედა და რძალი. დედამისს ი------თან სატელეფონო კომუნიკაცია ჰქონდა და იცოდა, რომ ი------ ხვდებოდა, მათ ნორმალური ურთიერთობა ჰქონდათ, გაიცნეს ერთმანეთი, ცოტა დალიეს. იმ ღამეს ი----- მასთან დარჩა. დილით, დაახლოებით 07:00 საათზე, გაიღვიძეს, დარჩენილი არაყი დალიეს და ი------ თქვა, რომ უნდა წასულიყო. მან უთხრა, რომ გააცილებდა სახლში. ტაქსი გააჩერეს, მივიდნენ საბურთალოზე, აიღეს ისევ არაყი და ავიდნენ ი------თან სახლში. სვამდნენ და საუბრობდნენ. საუბრისას ი------ უთხრა, რომ ქირის ფული ჰქონდა გადასახდელი, 400 ლარი დააკლდა და სთხოვა დახმარებოდა ამ ფულის მოძიებაში. იგი დაუკავშირდა დედას სახლის ტელეფონით და უთხრა იქნებ ვინმესთვის გამოერთვა ეს თანხა და მაქსიმუმ ორ კვირაში დაუბრუნებდა, რაზეც დედამისმა უარი უთხრა. ამის გამო ი----- გაბრაზდა და დაუყო ჩხუბი. მან გაშალა სუფრა, დასხდნენ, დალიეს, როგორც საკუთარ სახლში ისე იყო, ისევ დალიეს და ისევ იკამათეს. ეს კამათი გაგრძელდა და იფიქრა, რომ თავს აარიდებდა და დააპირა წასვლა. მან ი-------–---–--ას უთხრა, რომ ტელეფონი სჭირდებოდა, თუმცა არ უთქვამს რისთვის, რაზეც ი------ არაფერი არ უთქვამს. შემდეგ ი------ უთხრა, ვიცი ტელეფონი გჭირდება და ხვალ მოდი, სალაპარაკო მაქვსო. მან წაიღო ტელეფონი და წავიდა. ტელეფონი იმიტომ აიღო, რომ ბელორუსიაში ჰქონდა დასარეკი. მან ჩათვალა, რომ ტელეფონის აღების უფლება ჰქონდა, მათი ურთიერთობიდან გამომდინარე. მისი ანაბეჭდებიც იმიტომ ამოვიდა, რომ უფლება ჰქონდა მიცემული, რომ არ გაეღვიძებინა ი----- და ჩასულიყო მაღაზიაში, თუ რამე დასჭირდებოდა. შემდეგ წავიდა სახლში. მეორე დღეს ორი ადამიანი დაუკავშირდა და „ლ---–-“ იკითხეს. მან უთხრა, რომ ი------ ტელეფონი დარჩა და ან მოგვიანებით დაერეკათ, ან როცა ი----- მივიდოდ,ა ეტყოდა და გადაურეკავდა. ტელეფონი სახლში მიტანის შემდეგ ჩართული ჰქონდა. მივიდნენ პოლიციის თანამშრომლები, ჰკითხეს სად ჰქონდა მობილური ტელეფონი, მან გამოიტანა ტელეფონი და გადასცა მათ. შემდეგ სთხოვეს პოლიციის განყოფილებაში გაყოლა, რასაც იგი დაემორჩილა. პოლიციის განყოფილებაში დაიკითხა და მისცა ჩვენება.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდებულის ჩვენებას იმ ნაწილში, რომ თითქოს მან დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი წაიღო საზღვარგარეთ დარეკვის მიზნით. სასამართლო განმარტავს, რომ დაზარალებულმა განცხადა, რომ ბრალდებულმა მაგიდიდან აიღო მობილური ტელეფონი და წაიღო, რისი უფლებაც მას არ მიუცია, პირიქით ტელეფონის აღების შემდეგ ბრალდებულს მოუწოდა, რომ მეორე დღეს შუადღემდე დაებრუნებინა ტელეფონი, წინააღმდეგ შემთხვევაში საჩივრით მიმართავდა სამართალდამცავ ორგანოებს. თავად ს----------–-----კომაც დაადასტურა ის გარემოება, რომ მისთვის ცნობილი იყო იმ გარემოების თაობაზე, რომ დაზარალებულს სჭირდებოდა მისი კუთვნილი მობილური ტელეფონი, აღნიშნული ტელეფონი აიღო დაზარალებულის თვალწინ და მობილური ტელეფონის დაუფლებისას ი-------–---–--ას თანხმობა არ განუცხადებია, რომ მას წაეღო დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონი.

 

ზემოაღნიშნული ჩვენებების და საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებით სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სისხლის სამართლის საქმეში არ მოიპოვება სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო, საკმარისი და შეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დაარწმუნებდა ბრალდებულ ს----------–-----კოს მხრიდან საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–-----კოს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-31 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, ბრალდების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი იურიდიული კვალიფიკაციის მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ წარდგენილი ბრალდებით პირის მსჯავრდება მოხდეს, უნდა არსებობდეს შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადგინდება პირველ რიგში ფაქტის არსებობა, შემდეგ უნდა არსებობდეს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლითაც დადასტურდება ბრალდებულის დანაშაულებრივი კავშირი ფაქტთან და მხოლოდ ამის შემდეგ მოხდება ქმედების სამართლებრივი შეფასება. მოცემულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს----------–-----კოს მიერ ი-------–---–--აზე ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტი, ვინაიდან ბრალდების მხარის მიერ ყაჩაღობის დასადასტურებლად ფაქტობრივად წარმოდგენილი იქნა მხოლოდ ერთი მტკიცებულება დაზარალებულის ჩვენების სახით, თუმცა უტყუარად დადასტურდა ს----------–-----კოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია პირველ რიგში ყურადღება გაამახვილოს პროკურორის მიერ პირის ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებულ ბრალდების ფორმულირებაზე და ამ საკითხის მნიშვნელობაზე მტკიცებულებების საკმარისობის შეფასების კონტექსტში. საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ სასამართლო საქმეს განიხილავს წარდგენილი ბრალდების ფარგლებში. საქართველოს სსსკ-ის მე-17 მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, პირის ბრალდება მხოლოდ პროკურორის უფლებამოსილებაა. ამავე კოდექსის 169-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ბრალდების შესახებ დადგენილებაში უნდა აღინიშნოს: ბრალდების ფორმულირება – ინკრიმინირებული ქმედების აღწერა, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, წარდგენილი ბრალდების ფარგლებში მოიაზრება სწორედ პროკურორის მიერ ბრალდების შესახებ დადგენილებაში ჩამოყალიბებული ბრალდების ფორმულირება, რომელშიც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული იმ მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედების აღწერა (როგორ გამოიხატა), რომელსაც ბრალდების მხარე ედავება ბრალდებულს, მისი ჩადენის ადგილის, დროის, ხერხის, საშუალების, იარაღის, აგრეთვე ამ ქმედებით გამოწვეული შედეგის მითითებით. ამდენად, სასამართლო სისხლის სამართლის საქმეს განიხილავს, ბრალდებულის დამნაშავეობასა თუ უდანაშაულობაზე მსჯელობს და ქმედებას სამართლებრივად აფასებს სწორედ ბრალდების დადგენილებაში მითითებული ფორმულირების ფარგლებში, სადაც მკაფიოდ უნდა იყოს ჩამოყალიბებული ინკრიმინირებული ქმედების აღწერა.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია.

 

ამდენად, სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს თითოეული მტკიცებულების შინაარსზე, იმსჯელებს მათი უტყუარობის შესახებ და განმარტავს, თუ რომელი ფაქტების დადგენის შესაძლებლობას იძლევა ერთობლივად და ინდივიდუალურად აღნიშნული ბრალდების მხარის მტკიცებულებები.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ს----------–-----კოს მიერ ი-------–---–--ას მიმართ ჩადენილი ყაჩაღობის დასადასტურებლად ბრალდების მხარემ სასამართლოს წარმოუდგინა ფაქტობრივად მხოლოდ ერთი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება - ი-------–---–--ას ჩვენების სახით, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარე ს----------–-----კოს ედავება მასში, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს, დაახლოებით 16:30 საათზე, სტუმრად იმყოფებოდა ქ. თბილისი, ვ-–----–----–---------------------------ში მდებარე ი-------–---–--ას საცხოვრებელ სახლში, სადაც დანის გამოყენებით თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლების მიზნით თავს დაესხა ი-------–---–--ას, თმებში სწვდა ხელით, დანა მიადო ყელზე და სიცოცხლისთვის და ჯანმრთელობისთვის საშიში ძალადობის გამოყენებით მუქარით მოსთხოვა თანხის გადაცემა, რის შემდეგაც დაეუფლა ი-------–---–--ას საფულეში მოთავსებულ თანხას 856 ლარს და „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონს და დატოვა შემთხვევის ადგილი. სასამართლო ყურადღებას შეაჩერებს დაზარალებულის ჩვენებაზე და იმ გარემოებაზე, რამდენად დასტურდება უტყუარად სხვა მტკიცებულებებით დაზარალებულის მიერ განმარტებული ფაქტობრივი გარემოებები.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს ბრალდების მხარის არგუმენტაციას იმ ნაწილში, რომ ბრალდებული დანის გამოყენებით დაზარალებულის საფულიდან დაეუფლა ფულად თანხას, ვინაიდან აღნიშნული გარემოება არ დადასტურდა საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობით. ამ ნაწილში ინფორმაციის მიმწოდებელი პირი არის მხოლოდ და მხოლოდ დაზარალებული ი-------–---–--ა. საქმეზე ჩატარებული 2018 წლის 20----------ის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ საფულის შიდა ზედაპირზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო არაინფორმატიულია. შესაბამისად, ვერ დადგინდა ბრალდებულის მიერ საფულიდან ფულადი თანხის დაუფლების ფაქტი. საგულისხმოა ის გარემოება, რომ ს----------–-----კოსგან რაიმე თანხა გამოძიების მიერ არ ამოღებულა. შესაბამისად, მართლსაწინააღმდეგო ქმედების ჩადენის ხერხისა და შემთხვევის ადგილზე განვითარებული მოვლენების თაობაზე, გარდა დაზარალებულის ჩვენებისა, რაიმე სხვა მტკიცებულება, რომლითაც დადასტურდებოდა ბრალდებულის მიერ ყაჩაღური თავდასხმის გზით დაზარალებულის კუთვნილი ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი, ბრალდების მხარის მიერ არ წარმოდგენილა.

 

2018 წლის 20----------ის ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დადგინდა, რომ საძინებელ ოთახში კარადის ზედა პირველი უჯრის სახელურზე, უჯრებიანი კარადის ზედა პირველ უჯრაში მოთავსებულ საფულის გარე ზედაპირზე და დანაზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის ს----------–-----კოს. სასამართლო განმარტავს, რომ აღნიშნული გარემოება ერთმნიშვნელოვნად არ ადასტურებს ბრალდებულის მიერ ყაჩაღობის ჩადენის ფაქტს, გამომდინარე იქედან, რომ როგორც ბრალდებულის ჩვენებით, ასევე საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა მიერ შედგენილი რეაგირების ოქმით დადგინდა, ბრალდებული დადიოდა დაზარალებულთან სახლში, ერთად ამზადებდნენ და მიირთმევდნენ საკვებსა და ალკოჰოლურ სასმელს, ბრალდებულმა ღამეც კი გაათია დაზარალებულის მიერ ნაქირავებ ბინაში, შესაბამისად, ასეთ ვითარებაში სრულიად ბუნებრივია, რომ ბრალდებულის დნმ-ის ნიმუშები დარჩა დაზარალებულის სარგებლობაში მყოფ სხვადასხვა ნივთებზე.

 

დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი 2018 წლის 30 ივლისით დათარიღებული საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის მ---------------------–--------------------–----------- ოცეულის ინსპექტორ-გამომძიებლის მ----------–--–--ლის მიერ შედგენილი რეაგირების ოქმით დადგენილია, რომ გამოცხადდნენ მისამართზე: ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------ში, სადაც დახვდათ ი-------–---–--ა, რომელმაც განმარტა, რომ აღნიშნულ მისამართზე ცხოვრობს ქირით, 2018 წლის 29 ივლისს მიაკითხა მეგობარმა ს----------–-----კომ და დღემდე სვამდნენ. 2018 წლის 30 ივლისს მოსთხოვა დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი ბინა, თუმცა ს------მ დაიძინა, რის გამოც ვერ უზრუნველყო მისი სახლიდან გაშვება, რაც გახდა მათი გამოძახების საფუძველი. მათი თანდასწრებით გააღვიძა ს------, რის შემდეგ ს----------–-----კომ დატოვა საცხოვრებელი ბინა. ი-------–---–--ამ განაცხადა, რომ სხვა სახის მოთხოვნა ან პრეტენზია არ ჰქონდა. შესაბამისად, აღნიშნული ცნობით უტყუარად დადასტურდა, რომ ს----------–-----კო ადრეც იყო ნამყოფი დაზარალებულის ბინაში.

 

სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ მოწმეებმა: გ-----------–-–---–მა, გ-----------------–--ემ, ლ-–------ამ და რ--------------მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების კანონიერება და ავთენტურობა. მოწმე ნ-----------–---–მა კი მის მიერ ჩატარებული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე. შესაბამისად, აღნიშნული პირები არ არიან ფაქტის უშუალო შემსწრენი და მათ საქმის გარემოებები გაიგეს მხოლოდ დაზარალებულის მიერ მიწოდებული ინფორმაციის საფუძველზე.

 

საქართველოს სსსკ-ის 76-ე მუხლის 1-ლი ნაწილის შესაბამისად, ირიბია მოწმის ის ჩვენება, რომელიც ეფუძნება სხვა პირის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაზე, რომლის თანახმადაც, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მეორე წინადადებისა და იმავე კოდექსის 169-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს აღნიშნული კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული (2013 წლის 14 ივნისის რედაქცია) მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას.

 

აღნიშნულ საქმეზე საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ განმარტა, რომ ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით. შესაბამისად, სასამართლომ დაადგინა, რომ სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც შესაძლებელს ხდის ირიბი ჩვენებების საფუძველზე მიღებულ იქნეს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით გადაწყვეტილება, არ პასუხობს საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტით დადგენილ მტკიცებულებათა უტყუარობის მოთხოვნებს და, შესაბამისად, არაკონსტიტუციურია.

 

ამდენად, სასამართლო მოკლებულია შესაძლებლობას მოწმეების: გ-----------–-–---–ის, გ-----------------–--ის, ლ-–------ას, რ--------------ის და ნ-----------–---–ის ირიბი ჩვენების საფუძველზე დაადგინოს ის ფაქტი, რომ ი-------–---–--ას მიმართ ს----------–-----კომ ჩაიდინა ყაჩაღობა.

 

საქართველოს სსსკ-ის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს ერთმანეთთან შეთანხმებული, მტკიცებულებებს შორის უნდა არსებობდეს შინაარსობრივი კავშირი და ერთმანეთთან შეთანხმებული მტკიცებულებები აშკარად უნდა ადასტურებდნენ რაიმე ფაქტს ან გარემოებას და მათში ეჭვის შეტანის გონივრული საფუძველი არ უნდა არსებობდეს. ასევე მტკიცებულებათა ერთობლიობა უნდა იყოს დამაჯერებელი, ობიექტური ნეიტრალური პირისათვის, რათა ეს პირი დარწმუნდეს სწორედ ბრალდებულის მიერ დანაშაულის ჩადენაში. დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ რაიმე გონივრულ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებსა და გარემოებებს, არ უნდა წარმოშობდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის ფაქტობრივ გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს და გააჩენს გონივრულ კითხვებს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ბრალდების მხარე ვალდებულია სრულყოფილად ჩაატაროს გამოძიება და სასამართლოს წარუდგინოს მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმისათვის მნიშვნელოვან ყველა ფაქტთან დაკავშირებით. ბრალდების მხარის მიერ, გარდა დაზარალებულ ი-------–---–--ას ჩვენებისა და მის მიერ მიწოდებული ინფორმაციისა, არ მოპოვებულა რაიმე სხვა მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა ს----------–-----კოს მიერ შერაცხული დანაშაულის ჩადენის ფაქტს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით რეგლამენტირებულ, გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში, სსსკ-ის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილით განმტკიცებულ, ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობასა და ამავე კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო. ის მოწმეები, რომლებიც უშუალოდ არ არიან ფაქტის შემსწრე, სხვა სახის მტკიცებულებები, რომლებიდანაც პირდაპირ არ გამომდინარეობს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტები, წარმოადგენს მხოლოდ პირდაპირი მოწმეების ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების დადასტურებისა და შემოწმების საშუალებას და მათ საფუძველზე ერთმნიშვნელოვნად და უტყუარად ფაქტების დადგენა, უმეტეს შემთხვევაში, ობიექტურად შეუძლებელია. მოცემულ შემთხვევაში დანაშაულებრივი ქმედების თაობაზე ინფორმაციის მომწოდებელი არის ერთადერთი პირი - დაზარალებული ი-------–---–--ა, რომლის ჩვენება ვერ აკმაყოფილებს მტკიცებულებათა საკმარისობის სტანდარტს.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციით და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად ყველა კატეგორიის საქმეზე დადგენილია ერთი სტანდარტი - ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი (უტყუარი) მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლიდანაც გამონაკლისი არ არის დასაშვები. მაგალითად, საკითხის იმგვარად შეფასება და გადაწყვეტა, რომ რომელიმე კატეგორიის საქმეზე (მაგ.: თუ დაზარალებული არასრულწლოვანია) გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად დადგინდეს უფრო დაბალი მტკიცებულებითი სტანდარტი, ვიდრე ამას საქართველოს კონსტიტუცია და საპროცესო კოდექსი მოითხოვს, არსობრივად მცდარია. არასაკმარისი, არადამაჯერებელი და უტყუარი მტკიცებულებების გარეშე პირის მსჯავრდება დაუშვებელია და არსებითად ეწინააღმდეგება როგორც საქართველოს კონსტიტუციითა და სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებებით დადგენილ სტანდარტებს, რადგან შეიცავს უდანაშაულო პირის მსჯავრდების რისკს.

 

მტკიცებულების საკმარისობის საკითხზე არაერთი განმარტება აქვს გაკეთებული საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატას, კერძოდ: საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა ერთობლიობის დროს დასაბუთებულობის მაღალი სტანდარტიდან გამომდინარე პირის მსჯავრდებისათვის მინიმუმ ორი პირდაპირი ხასიათის მტკიცებულება უნდა არსებობდეს. მხოლოდ ერთი პირდაპირი მტკიცებულების არსებობა არ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 26 ივლისის №251აპ-16 განაჩენი, პუნქტი 29, 2016 წლის 9 თებერვლის N453აპ-15 განაჩენი, პუნქტი 8). ერთ პირდაპირ მტკიცებულებასთან ერთად საქმეში არსებული სხვა მოწმეთა ჩვენებები (ირიბი ჩვენებების სახით) არ ქმნის მტკიცებულებათა იმგვარ ერთობლიობას, რომელიც საკმარისი იქნებოდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით გამამტყუნებელი განაჩენის დასადგენად. აღნიშნული სტანდარტის დაცვით გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად აუცილებელია, სულ ცოტა ორი პირდაპირი, ამასთან, კანონიერი გზით მოპოვებული და უტყუარი მტკიცებულების არსებობა, რაც ობიექტურ დამკვირვებელს შეუქმნის საფუძვლიან, დამაჯერებელ რწმენას მათი სანდოობის თაობაზე და, აქედან გამომდინარე, თვით სასამართლო გადაწყვეტილების სამართლიანობაზეც, იმისგან დამოუკიდებლად - მათთან ერთად მოიპოვება თუ არა ირიბი ჩვენებების სახით სხვა მტკიცებულებებიც (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2016 წლის 28 აპრილის №561აპ-15 განაჩენი, პუნქტი 45).

 

ამდენად, პირდაპირი ხასიათის მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც დაადასტურებდა ს----------–-----კოს მიერ ი-------–---–--ას მიმართ ყაჩაღობის განხორციელების ფაქტს, ბრალდების მხარეს სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, თუმცა წარმოადგინა მტკიცებულებათა საკმარისი ერთობლიობა, რომლითაც დასტურდება ს----------–-----კოს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს, ს----------–-----კო ქ.თბილისი, ვ-–----–----–---------------------------ში მდებარე ი-------–---–--ას საცხოვრებელ სახლში, აშკარად, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა ი-------–---–--ას კუთვნილ „ლენოვოს“ ფირმის მობილურ ტელეფონს. სასამართლო ყურადღებას მიაპყრობს იმ გარემოებას, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად ვერ დადასტურდა დაზარალებულისათვის მიყენებული ზიანის ოდენობა, რამეთუ დაზარალებულს არ განუმარტავს მისი კუთვნილი მობილური ტელეფონის ღირებულება, ასევე ბრალდების მხარის მიერ არ ჩატარებულა სასაქონლო ექსპერტიზა, რომლითაც უტყუარად დადასტურდებოდა დაზარალებულისათვის მიყენებული ზუსტი ზიანის ოდენობა.

 

პირველ რიგში სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებზე და სამართლებრივად შეაფასებს ამ მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, კერძოდ:

 

დაზარალებულის ი-------–---–--ას ჩვენებით დადგენილია, რომ 2018 წლის 7 აგვისტოს ს----------–-----კო მასთან ავიდა სახლში, მიირთვეს ცოტაოდენი ალკოჰოლური სასმელი, რის შემდეგ ს----------–-----კო მისი კუთვნილი ბინიდან მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით აშკარად დაეუფლა დაზარალებულის კუთვნილ „Lenovo A5000“ მოდელის თეთრი ფერის მობილურ ტელეფონს.

 

2018 წლის 9 აგვისტოს პირის ამოცნობის ოქმით დადგინდა, რომ დაზარალებულმა ამოიცნო ბრალდებული ს----------–-----კო.

 

2018 წლის 9 აგვისტოს ამოღების ოქმით დადგინდა, რომ ბრალდებულისგან ამოღებული იქნა დაზარალებულის კუთვნილი თეთრი ფერის „ლენოვოს“ ფირმის მობილური ტელეფონი. დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის დაზარალებულის მიერ ნაქირავები ბინიდან აშკარად დაუფლების ფაქტი დაადასტურა თავად ბრალდებულმაც.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ ზემოთგანხილული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ს----------–-----კოს მიერ დაზარალებულ ი-------–---–--ას მიმართ ყაჩაღური თავდასხმის განხორციელების ფაქტი, თუმცა უტყუარად დასტურდება ს----------–-----კოს მიერ დაზარალებულ ი-------–---–--ას მიმართ ძარცვის ჩადენის ფაქტი, არაერთგზის, რის გამოც, სასამართლოს მიაჩნია, რომ ს----------–-----კო ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

ამდენად, საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების გაანალიზებისა და შეფასების შემდეგ სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეზე არსებული უტყუარი, ერთმანეთთან შეთანხმებული, ზემოაღნიშნული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დასტურდება ს----------–-----კოს მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენის ფაქტი.

 

სასამართლო იზიარებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომას, რომლის მიხედვითაც, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს. მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეზე: Georgiadis v. Greece, § 43). სასამართლოს მიაჩნია, რომ მთავარ არგუმენტებთან დაკავშირებით, სასამართლომ ნათლად და ერთმნიშვნელოვნად დააფიქსირა თავისი პოზიცია, რის გამოც საჭიროდ არ მიაჩნია სხვა იმ საკითხებზე მსჯელობა, რომლებიც ვერავითარ გარდატეხას მოახდენს სადავო ფაქტის დადგენის/უარყოფის თვალსაზრისით.

 

საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, „მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - „გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განმარტა, რომ ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სტანდარტით უნდა დაასაბუთოს პირის ბრალეულობა და ასევე უნდა დააკმაყოფილოს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითადი პრინციპი - in dubio pro reo, რაც იმას გულისხმობს, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებები საქმეებზე: ბარბერა, მესეგე და ხაბარდო ესპანეთის წინააღმდეგ (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain) პარ 77; ლავენცი ლატვიის წინააღმდეგ (Lavents v. Latvia) პარ 125 და მელიჩი და ბექი ჩეხეთის რესპუბლიკის წინააღმდეგ (Melich and Beck v. Czech Republic) პარ 49).

 

გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY, განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლომ საქმეზე ბარანი და ჰუნი თურქეთის წინააღმდეგ (BARAN AND HUN v. TURKEY), განაცხადი no. 30685/05 განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლომ ზოგადად გამოიყენა გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულების სტანდარტი. ამგვარი მტკიცებულება შესაძლოა გამომდინარეობდეს მყარი, ცხადი და შეთანხმებული დასკვნების თანაარსებობიდან ან მსგავსი ფაქტების დასაბუთებული პრეზუმპციიდან.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

 

ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის:

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით: ს----------–-----კო ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ს----------–-----კოს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 6 იანვრიდან.

 

2----–-–-----------ის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილია, რომ შეწყალებულ იქნა ს---------–------------------–--------, დაბადებული 1--- წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.

 

2015 წლის 23 სექტემბერს ს---------–------------------–-------- სასჯელის მოხდით განთავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან.

 

მითითებული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა მას მოხსნილი და გაქარწყლებული არა აქვს.

 

სამართლებრივი შეფასება:

 

სასამართლომ მხარეთა მონაწილეობით, განიხილა საქმე, გამოიკვლია მტკიცებულებები საქმესთან მათი დასაშვებობის, რელევანტურობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ს----------–-----კოს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამართლებრივი შეფასების თვალსაზრისით სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაულის - ძარცვის დასადასტურებლად აუცილებელია მისთვის დამახასიათებელი ყველა ნიშნის არსებობა, კერძოდ: 1.სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება, 2.ქმედების აშკარად განხორცილება, 3.მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა.

 

მოცემულ საქმეზე დადგენილია, რომ ს----------–-----კოს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის დაუფლება დაზარალებულ ი-------–---–--ას მობილური ტელეფონის აშკარა დაუფლებაში გამოიხატა. დადგენილია, რომ ბრალდებულს არავითარი სამართლებრივი უფლება არ გააჩნდა დაზარალებულის კუთვნილი მობილური ტელეფონის მიმართ, რომელსაც დაეუფლა. ქმედების აშკარად განხორციელება დადასტურებულია საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ამასთან, ს----------–-----კო სუბიექტური შეგნებით დარწმუნებული იყო, რომ მისი ქმედება იყო ხილვადი და ატარებდა აშკარა ხასიათს. მართლსაწინააღმდეგო მიზნის არსებობა სამართლებრივად გულისხმობს მომენტს, როდესაც პირი არ არის კონკრეტული ნივთის მესაკუთრე, კანონიერი მფლობელი და მის მიერ ხდება სხვისი ქონების უკანონო დაუფლება. ამ შემთხვევაში ს----------–-----კოს მიერ სხვისი მოძრავი ნივთის -მობილური ტელეფონის დაუფლება არამართლზომიერი და მართლსაწინააღმდეგო ხასიათისაა.

 

საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ძარცვის შემადგენლობის მაკვალიფიცირებელი გარემოებაა ამ მუხლით გათვალისწინებული ქმედების ჩადენა არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, ამ კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. საქმის მასალებით დადგენილია, რომ ს----------–-----კო თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით, ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, 2 (ორი) წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 3 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 3 (სამი) წელი. ს----------–-----კოს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო დაკავების მომენტიდან - 2014 წლის 6 იანვრიდან.

2----–-–-----------ის საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით დადგენილია, რომ შეწყალებულ იქნა ს---------–------------------–--------, რომელსაც თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის „ა“, „ბ“ ქვეპუნქტებით განსაზღვრული, მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. 2015 წლის 23 სექტემბერს ს---------–------------------–-------- სასჯელის მოხდით განთავისუფლდა სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან. მითითებული განაჩენით დადგენილი ნასამართლობა შერაცხული დანაშაულის ჩადენის დროისათვის მას მოხსნილი და გაქარწყლებული არა აქვს. შესაბამისად, მას მსჯავრი უნდა დაედოს ძარცვის ჩადენისათვის, არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, „გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. სასამართლოს მიაჩნია, რომ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებათა ასეთი ერთობლიობა საქმეში არსებობს და ს----------–-----კოს მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულის ს----------–-----კოს მიერ განხორციელებული ქმედებით მან ჩაიდინა ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ს----------–-----კოს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას.

 

სასამართლო ასევე ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის სანქცია სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ვადით 5-დან 8 წლამდე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რაც დაკავშირებულია თავისუფლების აღკვეთასთან და საზოგადოებისგან მის იზოლაციასთან.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს----------–-----კოს რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის მას უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

ამასთანავე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ვინაიდან ს----------–-----კოს მიერ მისთვის შერაცხული განზრახი დანაშაული ჩადენილი იქნა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მის მიმართ ხელახლა პირობითი მსჯავრის გამოყენების სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით.

 

სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ს----------–-----კოს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ, განაჩენთა ერთობლიობისას სასჯელთა შთანთქმის პრინციპის გათვალისწინებით, რა დროსაც ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი.

 

ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, ნივთიერი მტკიცებულების საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

- ს----------–-----კოსგან ამოღებული მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საფულე, რომელებიც ინახება შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-------–---–--ას.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, დანა და ს----------–-----კოს ბიოლოგიური ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 272-274-ე, 277-279-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------–-----კოს მიმართ წარდგენილი ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტზე.

 

2. ს----------–-----კო ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით.

 

3. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------–ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ს----------–-----კოს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5(ხუთი) წლისა და 6(ექვსი) თვის ვადით.

 

5. ს----------–-----კოს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2018 წლის 9 აგვისტოდან.

 

6. ს----------–-----კოს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. ნივთიერი მტკიცებულებები:

- ს----------–-----კოსგან ამოღებული მობილური ტელეფონი, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საფულე, რომლებიც ინახება შსს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–ოს სამმართველოს მე-2 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ი-------–---–--ას.

- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, დანა და ს----------–-----კოს ბიოლოგიური ნიმუშები, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდგომ განადგურდეს.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან 1(ერთი) თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე: მ.ქოქიაშვილი