გადაწყვეტილება

სამოქალაქო 30.04.2019
საქმის ნომერი
050210119002860905
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
30.04.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N050210119002860905 (N2/108-19)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

30 აპრილი, 2019 წელი ქ. ოზურგეთი

 

შესავალი ნაწილი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ციცინო როხვაძე

სხდომის მდივანი - მაკა გუჯაბიძე

 

მოსარჩელე - სს მი----------------------------–--------------–ი''

წარმომადგენელი - გუ--------–--–--ე

 

მოპასუხე - მი----–----–--ე, ბი-----–-–--–--ე, ლუ--------ე

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მ-----–----–-------------–-–--–-----------–----------------------------------------------–--------------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 25948.46 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 15000 ლარი, პროცენტი - 9886.7 ლარი და პირგასამტეხლო - 1061.76 ლარის გადახდა.

 

სასარჩელო განცხადება ეყრდნობა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:

 

2----–-–-----------რს მი----–----–--ესა და სს მი----------------------------–--------------–ს" შორის გაფორმდა N1------------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 15000 ლარის ოდენობით, 47 თვის ვადით, წლიური კლებადი 26%, ხელშეკრულების ასევე გათვალისწინებულ იქნა პირგასამტეხლო, პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 3%-ი, ხოლო ვადაგადაცილების მომდევნო დღეებზე გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 0.5%-ი ყოველ დღეზე. ვადაგადაცილებულ სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა ხორციელდება ყოველ ვადაგადაცილებულ შენატანზე მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი და მასზე დარიცხული სარგებლის გადახდა უზრუნველეყო სესხის ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად.

 

2----–-–-----------რს, ბი-----–-–--–--ესა და სს მი----------------------------–--------------–ს" შორის გაფორმდა თავდებობის N1-------------7 ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - მი----–----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 24 888.7 ლარით.

 

სს მი----------------------------–--------------–სა" და ლუ--------ეს შორის 2----–-–-----------რს დაიდო თავდებობის N3------------- ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - მი----–----–--ის მიერ სამომავლოდ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 24888.7 ლარით.

 

მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულება არ შესრულდა სესხის გრაფიკის შესაბამისად და იმყოფება ვადაგდაცილებაში.

 

2018 წლის 09 იანვრის სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მოპასუხეთა დავალიანება სარჩელის აღძვრის მდგომარეობით შეადგენს: 25948.46 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 15000 ლარი, პროცენტი – 9886.7ლარი, და პირგასამტეხლო -1061.76 ლარი. მსესხებელი და თავდებები გაფრთხილებულნი იქნენ როგორც წერილობითი ფორმით ასევე ზეპირად ვალდებულების შესრულების თაობაზე, თუმცა უშედეგოდ.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე მი----–----–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით არ ცნობს სარჩელს, ითხოვა პირგასამტეხლოს შემცირება, მისი განმარტებით ეკონომიური მდგომარეობიდან გამომდინარე არ შეუძლია მოთხოვნილი თანხის გადახდა.

 

2.2. მოპასუხე ბი-----–-–--–--ეს შესაგებელი არ წარმოუდგენია კანონით დადგენილ ვადაში, სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი არ ცნო იმაზე მითითებით, რომ მოვალე არის მი----–----–--ე, რომელმაც მიიღო სესხი -15000 ლარი, გამოიყენა თავისი საქმიანობისათვის და მანვე უნდა უზრუნველყოს დავალიანების გადახდა, ბი-----–-–--–--ე არის პენსიონერი, სხვა დამატებითი შემოსავალი არ გააჩნია, შესაბამისად მიაჩია, რომ არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა.

 

2.3. მოპასუხე ლუ--------ეს შესაგებლი არ წარმოუდგენია კანონოთ დადგენილ ვადაში, ასევე არ გამოცხადდა სასამართლო სხდომაზე.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2----–-–-----------რს სს მი----------------------------–--------------–სა" და მი----–----–--ეს შორის გაფორმდა N1------------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 15000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 26%-ით, კრედიტის ვადა - 47 თვის ვადით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო: პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 3%-ი, ხოლო ვადაგადაცილების მომდევნო დღეებზე გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 0.5 %-ი ყოველ დღეზე, ამასთან ვადაგადაცილებულ სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ ვადაგადაცილულ შენატანზე მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2018 წლის 09 იანვრის N1------------- სესხის ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი (ს.ფ. 23);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.04.2019 წლის და 30.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.2. N1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს მი----------------------------–--------------–სა" და ბი-----–-–--–--ეს შორის 2----–-–-----------რს დაიდო თავდებობის N1-------------7 ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - მი----–----–--ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 24888.7 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1.3. სს მი----------------------------–--------------–სა" და ლუ--------ეს შორის 2----–-–-----------რს დაიდო თავდებობის N3------------- ხელშეკრულება, რომლითაც თავდებმა ასევე აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - მი----–----–--ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 24888.7 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.25);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.04.2019 წლის და 30.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.4. მი----–----–--ის მიერ დარღვეულ იქნა მასსა და სს მი----------------------------–--------------–ს" შორის 09.01.2018 წელს გაფორმებული სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებები. კერძოდ, მის მიერ გადახდილ იქნა ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკით გათვალისწინებული მხოლოდ - 525 ლარი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სესხის ამონაწერი (ს.ფ.26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.04.2019 წლის და 30.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).

 

3.1.5. სს მი----------------------------–--------------–მა", სოლიდარულ მოვალეებს გაუგზავნა შეტყობინებები, რომლითაც მათ ეცნობათ, რომ ბანკის მიმართ ერიცხებათ დავალიანება და მიეცათ წინადადება ნებაყოფლობით შეესრულებინათ ნაკისრი ვალდებულებები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- გაფრთხილების წერილები და ჩაბარების დასტურები (იხ. ს.ფ 27-32).

 

3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2018 წლის 09 იანვრის სესხისა N1------------- და თავდებობის ხელშეკრულებებიდან გამომდინარე სოლიდარული მოვალეების - მი----–----–--ის, ბიძნა ცეცხლაძისა და ლუ--------ის დავალიანება მოსარჩელე სს მი----------------------------–--------------–ის" წინაშე შეადგენს - 25948.46 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხა არის - 15000 ლარი, პროცენტი – 9886.7 ლარიდა პირგასამტეხლო - 1061.76 ლარი,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სარჩელი (ს.ფ. 2-19)

- სესხის ამონაწერი (ს.ფ.26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. 05.04.2019 წლის და 30.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმები).

 

განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ N1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად სს მი----------------------------–--------------–სა" და ბი-----–-–--–--ეს შორის 2----–-–-----------რს დაიდო თავდებობის N1-------------7, რომლითაც თავდებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხევლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - მი----–----–--ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, მაშინაც კი, როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ. თავდების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა 24886.7 ლარით, შესაბამისად სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეს ბიძინა ცეცხალძის განმარტებას, მასზედ, რომ მას როგორც თავდებს არ უნდა დაეკისროს პასუხისმგებლობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- თავდებობის ხელშეკრულება (ს.ფ.24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება.(იხ. 05.04.2019 წლის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის (თანასწორობის) პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სს მი----------------------------–--------------–ის“ სარჩელი საფუძვლიანია. ამასთან, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე, 317-ე, 361-ე, 400, 405-ე, 417-ე-418-ე, 420-ე, 463-ე, 464-ე, 799-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე, , 892-ე, 895-ე, 898-ე, 899-ე, 902-ე მუხლებით

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლი განსაზღვრავს ვალდებულების წარმოშობის საფუძვლებს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. სამოქალაქო მართლწესრიგი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი, ხოლო სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში პირი ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები. სწორედ, აღნიშნულ პრინციპზე მიუთითებს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ვალდებულების შესრულების ძირითად კრიტერიუმებს. კერძოდ, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მიერ არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

სადავო არ არის, რომ 2----–-–-----------რს სს მი----------------------------–--------------–სა" და მი----–----–--ეს შორის გაფორმდა N1------------- სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მსესხებელზე გაიცა სესხი - 15000 ლარის ოდენობით, წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 26%-ით, კრედიტის ვადა - 47 თვის ვადით, კრედიტის დაფარვა უნდა განხორციელებულიყო ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის შესაბამისად. ამასთან, ხელშეკრულებით გათვალისწინებული იქნა პირგასამტეხლო: პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 3%-ი, ხოლო ვადაგადაცილების მომდევნო დღეებზე გადაცილებული ძირითადი ვალდებულების 0.5 %-ი ყოველ დღეზე, ამასთან ვადაგადაცილებულ სესხზე პირგასამტეხლოს დარიცხვა უნდა განხორციელებულიყო ყოველ ვადაგადაცილულ შენატანზე მაქსიმუმ 90 დღის განმავლობაში. მოპასუხემ ხელშეკრულებაზე ხელის მოწერით იკისრა ვალდებულება გადაეხადა კრედიტის თანხა ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის მიხედვით. ანუ, საკრედიტო ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ მის ყველა არსებით პირობაზე: თანხის ოდენობაზე, ვადაზე, სარგებელზე და ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო პასუხისმგებლობის წესსა და ოდენობაზე.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ 2----–-–-----------რს მხარეთა შორის გაფორმებული N1------------- სესხის ხელშეკრულება, წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას. ანუ შეთანხმებული საპროცენტო სარგებლის გადახდის ვალდებულების არსებობას ხელშკრულების მოქმედების პერიოდში სრულად.

 

სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405.1 მუხლის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

განსახილველ შემთხვევაში, კრედიტის დაბრუნება გათვალისწინებული იყო ნაწილ-ნაწილ (გრაფიკით), რომლის დაფარვის ვადა მსესხებლის მიერ დაირღვა და გაფრთხილების მიუხედავად, გადახდა არ მომხდარა, რის გამოც მოსარჩელე უფლებამოსილია, შეწყვიტოს ხელშკრულება და მოითხოვოს დავალიანების სრულად დაფარვა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ:

ა) შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება;

ბ) შესრულების ვადის დადგომიდან კრედიტორის მიერ გაფრთხილების შემდეგაც, იგი არ ასრულებს ვალდებულებას.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს მი----------------------------–--------------–ის" მიერ სრულად იქნა შესრულებული საკრედიტო ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და ნი----–----–--ეზე გაიცა კრედიტი. მოპასუხეთა მხრიდან კი კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის სრულად.

 

აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა, 2----–-–-----------რის N1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეებისადმი სოლიდარულად ძირი თანხის სახით - 15000 ლარისა და პროცენტის - 9886.7 ლარის მოთხოვნის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს;

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მხარეების მიერ ხელშეკრულებით შეთანხმებული იქნა პირგასამტეხლო ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის. მსესხებლის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. აღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელეს უფლება აქვს მოსთხოვოს მსესხებელს პირგასამტეხლოს გადახდა. ამასთან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი და შეთანხმებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა მოხდეს მისი შემცირება შედეგი გარემოებების გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. პირგასამტეხლო წარმოადგენს ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის დამატებით საშუალებას. ვალდებულების დარღვევამდე პირგასამტეხლო ემსახურება ვალდებულების შესრულების სტიმულირებას, ვინაიდან მოვალემ იცის, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მას მოუწევს გარკვეული საზღაურის გადახდა. პირგასამტეხლო ატარებს პრევენციული და მინიმალური ზიანის ანაზღაურების ფუნქციას, შესაბამისად პირგასამტეხლო, რომელიც გადააჭარბებს ამ ოდენობას, იძენს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლოს სტატუსს. მნიშვნელოვანია, რომ პირგასამტეხლო მოვალეს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა ვალდებულების დარღვევით კრედიტორმა ზიანი განიცადა თუ არა. მართალია, კრედიტორს ენიჭება პირგასამტეხლოს უპირობოდ მოთხოვნის უფლება, მაგრამ მისი ოდენობის განსაზღვრისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა მოხდეს პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება და მოპასუხეებს - მი----–----–--ეს, ბი-----–-–--–--ესა და ლუ--------ეს პირგასამტეხლოს სახით უნდა დაეკისროთ 2----–-–-----------რს მხარეთა შორის გაფორმებული N1------------- სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ჯარიმა შემცირებული სახით - 100 ლარის ოდენობით.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-ე და 464-ე მუხლების თანახმად: თუ, რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

სამოქალაქო კოდექსით თავდებობის ხელშეკრულების ორი ფორმაა გათვალისწინებული სტანდარტული და სოლიდარული, თუმცა, ორივე შემთხვევაში, ხელშეკრულების ნამდვილობისათვის სავალდებულოა თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება (სკ-ის 892-ე მუხლი). თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე (სკ-ის 898-ე მუხლის პირველი ნაწილი). ამასთან, თავდებ პირს ძირითადი მოვალის კუთვნილი შესაგებლების წაყენების უფლება აქვს (სკ-ის 899-ე მუხლი).

სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 902-ე მუხლის ნორმა ადგენს თავდებობისათვის დამახასიათებელ ერთ-ერთ უმთავრეს ნიშანს, რაც იმაში გამოიხატება, რომ თავდები ინფორმირებული უნდა იყოს, თუ როგორ სრულდება ვალდებულება ძირითადი მოვალის მიერ. შესაბამისად, აღნიშნულთან დაკავშირებით კანონმდებელი ითვალისწინებს კრედიტორის პასუხისმგებლობის საკითხს. კრედიტორი ვალდებულია, თავდებს აცნობოს ძირითადი მოვალის მიერ ვალის გადახდის გადაცილების შემთხვევა. კრედიტორის მხრიდან ამ ვალდებულების შეუსრულებლობა თავდების პასუხისმგებლობის შემცირების (გათავისუფლების) საფუძველია. აღნიშნული ვრცელდება, როგორც სტანდარტულ, ასევე სოლიდარულ თავდებობაზე. შესაბამისად, კრედიტორი კარგავს მოთხოვნის უფლებას იმ ფარგლებში, რომლებშიც, თავდებისათვის დარღვევის მდგომარეობის შესახებ შეუტყობინებლობა გამოიწვევდა ზიანს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898.1 -ე მუხლით თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების უზრუნველსაყოფად 2----–-–-----------რს, ერთის მხრივ სს მი----------------------------–--------------–სა" და ბი-----–-–--–--ეს, ხოლო მეორეს მხრივ სს მი----------------------------–--------------–სა" და ლუკა ჩაიძეს შორის დაიდო თავდებობის ხელშეკრულებები, რომლითაც თავდებმა პირებმა აიღო ვალდებულება სოლიდარულად აგოს პასუხი ,,გამსესხებლის“ წინაშე ძირითადი მოვალის - მი----–----–--ის მიერ ნაკისრ ვალდებულებებზე, როგორც სესხის ძირითადი თანხის, პროცენტის, ასევე დარიცხული ჯარიმების გადახდის ნაწილში, თავდების პირების პასუხისმგებლოს მაქსიმალური თანხა განისაზღვრა - 24888.7 ლარით. ასევე დადგენილია, რომ ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებება. შესაბამისად, სს მი----------------------------–--------------–ს" სასარჩელო მოთხოვნა თავდებისათვის სოლიდარული პასუხისმგებლობის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისას სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილ იქნა 779 ლარი, სარჩელის უზრუნველყოფისათვის - 50 ლარი;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53.1 მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

ამავე კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. თავის მხრივ, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები, ხოლო სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მხარის მიერ გაღებულ ხარჯებში მოიაზრება, როგორც სასამართლოში საქმის განხილვისთვის აუცილებელი ხარჯები, ასევე საქმის წარმოების პროცესში მხარის მიერ გაწეული სასამართლოსგარეშე ხარჯები. მოცემულ შემთხვევაში, საქმის მასალებით დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ გაღებულ იქნა საჯარო რეესტრში სარჩელის უზრუნველყოფის რეგისტრაციის საფასური - 40 ლარი.

მოპასუხეებს - მ-----–----–-------------–-–--–-----------–----------------------------------------------–--------------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 779 ლარიდან - 749.6 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარისა და უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის - 40 ლარის გადახდა.

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, არ არსებობს საქმეზე 2019 წლის 06 მარტის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი, რომლითაც სარჩელის უზრუნველყოფის მიზნით, მოპასუხე მი----–----–--ეს აეკრძალა მის საკუთრებაში რიცხული უძრავი ქონებების მდებარე, ოზურგეთის მუნიციპალიტეტი, სოფელი ლიხაური, ს/კ N26.16.16.033 და ოზურგეთის მუნიციპალიტეტის, საკრებულოს გარეშე სავარგულები, სოფელი ლიხაური ,,ჩოლოქი'' ს/კ N26.36.23.032 გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე-244-ე, 248-ე-249-ე, 250-ე, 257-ე, 2591-ე, 263-ე, 268-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. სს მი----------------------------–--------------–ის'' სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

1.1. მოპასუხეებს - მ-----–----–-------------–-–--–-----------–----------------------------------------------–--------------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ - 24986.7 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხა არის - 15000 ლარი, პროცენტი - 9886.7 ლარი და პირგასამტეხლო - 100 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხეებს - მ-----–----–-------------–-–--–-----------–----------------------------------------------–--------------–---- სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 779 ლარიდან - 749.6 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფისათვის გადახდილი - 50 ლარისა და უძრავ ქონებაზე საჯარო რეესტრში შეზღუდვის რეგისტრაციის საფასურის - 40 ლარის გადახდა.

 

2 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ოზურგეთის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ციცინო როხვაძე