გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 31.01.2019
საქმის ნომერი
330310018002422011
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
31.01.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

საქმე №3/2--4-18

31 იანვარი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ნათია ტოგონიძე

სხდომის მდივანი თეა აფციაური

მოსარჩელე - ა---------------ი

წარმომადგენელი - დ-----------–--–-–---–ი, ი---------–---–ი

მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტი

წარმომადგენელი - ფ---------------–---–ი

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხეს დაეკისროს ა---------------ის სასარგებლოდ ზიანის ანაზღაურება 1408400 (მილიონ ოთხასრვა ათას ოთხასი) ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხეთა პოზიცია

 

2.1.1. მოპასუხე - საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის საფუძველი.

 

3. სასამართლოს მიერ დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1-----------–ის განაჩენით (საქმე N1/3----09) გ--------------------–---–ი ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულთა ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (რ------------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (105389 ლარის მითვისების ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად 3 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ა---------------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ა----------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (ზ-----------------ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექისს 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (გ-----------–---–ის ეპიზოდი) - ჯარიმა 5000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,ი----------’’-თან დაკავშირებული ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით (შპს ,,რ---------’’-თან დაკავშირებული ეპიზოდი) – 7 წლით თავისუფლების აღკვეთა, მასვე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 43-ე მუხლის თანახმად 3 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება. საქართველოს სისხლის სამართლის სსკ 59-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელები შეიკრიბა მთლიანად და საბოლოოდ გ-------------–---–ს განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 21 წლის ვადით და ჯარიმა 30 000 ლარის ოდენობით და საქართველოს სსკ 43-ე მუხლის თანახმად 3 წლით ჩამოერთვა სამეწარმეო საქმიანობის უფლება.

 

ამავე განაჩენით დაკმაყოფილდა სამოქალაქო მოსარჩელეების ა---------------ის, ნ--------------–---–ისა, რ------------ის, ა----------ის, ზ-----------------ის, გ-----------–---–ის სამოქალაქო სარჩელები და გ--------------------–---–ს დაეკისრა ა---------------ის სასარგებლოდ 1 369 350 ლარის გადახდა, ნ--------------–---–ის სასარგებლოდ 400 000 ლარის და რ------------ის სასარგებლოდ 379 547,12 ლარის, ა----------ის სასარგებლოდ 488 621 ლარის გადახდა, ზ-----------------ის სასარგებლოდ 435 144 ლარის გადახდა, გ-----------–---–ის სასარგებლოდ 330 383 ლარის გადახდა.

 

ასევე დაკმაყოფილდა შპს ი-----------ის წარმომადგენლის ა---------------ის და შპს ,,რ---------’’-ის წარმომადგენელის რ------------ის სამოქალაქო სარჩელები და სამოქალაქო მოპასუხედ ცნობილ გ-------------–---–ს ,,ი----------’’-ის წარმომადგენლის ა---------------ის სასარგებლოდ დაეკისროს 39 050 ლარის გადახდა, ხოლო შპს ,,რ---------’’-ის წარმომადგენლის რ------------ის სასარგებლოდ 24000 ლარის გადახდა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1-----------–ის განაჩენი (საქმე N1/3----09) – (ს.ფ. 12-43)

 

3.2. 2011 წლის 10 თებერვალს, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N1-------10, სადაც კრედიტორად მითითებულია ა---------------ი, ხოლო მოვალეა გ--------------------–---–ი.

2011 წლის 02-------ს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის მიერ ასევე გაცემულია სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N1-------10, კრედიტორია ა---------------ი, მოვალე- გ-------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2011 წლის 1-----------–ის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N1-------10 (ს.ფ. 45)

- 2011 თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის წლის 2-------ის სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N1-------10 (ს.ფ. 44)

 

3.3. საქართველოს პრეზიდენტის, 2012 წლის 2-----------ის N2------- სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულებით, შეწყალებული იქნა გ---------------------------------–---–ი დაბადებული 1--- წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1-----------–ისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------რის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2-----------ის N2------- სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულება - (ს.ფ. 64)

 

3.4. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 1----------------------------- წერილის მიხედვით, თბილისის სააღსრულებო ბიუროს წარმოებაშია თბილისის სააპელაციო სასამართლოს მიერ გაცემული იქნა სააღსრულებო ფურცელი საქმეზე N1-------10. კრედიტორის განცხადების მიხედვით, გ-------------–---–ს დაეკისრა 1369350 ლარის გადახდა ა---------------ის სასარგებლოდ. ამავე წერილით ა---------------ს ეცნობა, რომ კრედიტორის ანგარიშზე გადარიცხულია 246,73 ლარი, ხოლო დარჩენილი დავალიანებაა 1 464 940, 5 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნული ბიუროს თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2018 წლის 1----------------------------- წერილი- (ს.ფ. 46)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ა---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის ,,გ” ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 18-ე მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №23/630 აღნიშნულია, რომ „კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.“

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით ,,გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №2/3/423 გადაწყვეტილება).

 

ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-13 მუხლის შესაბამისად, ყველას, ვისაც დაერღვა ამ კონვენციით გათვალისწინებული უფლებები და თავისუფლებები, უნდა ჰქონდეს სამართლებრივი დაცვის ეფექტიანი საშუალება ეროვნული ხელისუფლებისაგან, თუნდაც ეს დარღვევა ჩაიდინოს პირმა, რომელიც სამსახურებრივ უფლებამოსილებას ახორციელებდა.

 

სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც ,,ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო." საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლის მიხედვით, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

ამდენად, ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: 1) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; 2) დამდგარი ზიანი; 3) მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; 4) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღოდეს ბრალი.

 

მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია, დაამტკიცოს ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე, მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის, ანუ, მოპასუხის მოქმედება უნდა იყოს არამარტო ბრალეული, არამედ ზიანის გამომწვევიც, შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა. (იხ. სუსგ 19.04.16 წ. საქმე Nას-191-183-2016).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

მითითებული მუხლის თანახმად, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ წარმოიშვას ზიანის ანაზღაურების წინაპირობა, სახეზე უნდა იყოს პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), წარმოშობილი ზიანი და მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის პირდაპირი მიზეზობრივი კავშირი. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

6.2. საქართველოს კონსტიტუციის 49-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად საქართველოს პრეზიდენტი არის საქართველოს სახელმწიფოს მეთაური, ქვეყნის ერთიანობისა და ეროვნული დამოუკიდებლობის გარანტი.

საქართველოს კონსტიტუციის 52-ე მუხლის პირველი პუნქტის ,,ვ’’ ქვეპუნქტის თანახმად პრეზიდენტის ერთ-ერთ უფლებამოსილებას წარმოადგენს მსჯავრდებულის შეწყალება.

 

შეწყალება წარმოადგენს სახელმწიფოს მეთაურის ექსკლუზიური უფლებამოსილებაა, რომელიც შესაძლებლობას აძლევს მსჯავრდებულს, გათავისუფლდეს სასჯელის მოხდისაგან, შეუმცირდეს სასჯელი ან მოეხსნას ნასამართლობა. შეწყალების ერთ-ერთი ძირითადი მიზანია, მსჯავრდებულს კიდევ ერთხელ მიეცეს შესაძლებლობა, სახელმწიფოს მეთაურის მხრიდან გამოჩენილი ჰუმანური დამოკიდებულებით დაიბრუნოს თავისუფლება და იქცეს საზოგადოების სრულფასოვან წევრად. შეწყალების ინსტიტუტი პრეზიდენტის, როგორც სახელმწიფო მეთაურის, ექსკლუზიური კონსტიტუციური პრეროგატივაა, ფართო დისკრეციით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 78-ე მუხლის თანახმად შეწყალებას ახორციელებს საქართველოს პრეზიდენტი ინდივიდუალურად განსაზღვრული პირის მიმართ. შეწყალების აქტით მსჯავრდებული შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა.

 

ამდენად, მითითებული ნორმიდან გამომდინარე, შეწყალებით პირი შეიძლება გათავისუფლდეს სასჯელის შემდგომი მოხდისაგან ანდა მისთვის დანიშნული სასჯელი შეიძლება შემცირდეს ან შეიცვალოს უფრო მსუბუქი სასჯელით. სასჯელმოხდილს შეწყალების აქტით შეიძლება მოეხსნას ნასამართლობა. შეწყალებით პირი არ თავისუფლდება სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული პასუხისმგებლობისაგან.

 

საქართველოს პრეზიდენტის 2014 წლის 27 მარტის №120 ბრძანებულების მე-3 მუხლის მეორე პუნქტით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია შეწყალების თხოვნის განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ წესით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე. ხოლო ამ ბრძანებულების ამოქმედებამდე არსებული, 2004 წლის 19 ივლისის N277 ბრძანებულების მე-2 მუხლის მე-7 პუნქტის მიხედვით, საქართველოს პრეზიდენტი უფლებამოსილია, შეწყალების შუამდგომლობის (თხოვნის) განხილვის ნებისმიერ სტადიაზე და/ან ამ დებულებით დადგენილი მოთხოვნების დაუცველად მიიღოს გადაწყვეტილება პირის შეწყალების თაობაზე.

 

საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის 2012 წლის 2-----------ის N2------- სასჯელის სხვადასხვა ზომით მსჯავრდებულთა შეწყალების შესახებ განკარგულებით შეწყალებული იქნა გ--------------------–---–ი დაბადებული 1--- წელს, მსჯავრდებული თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 1-----------–ისა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2010 წლის 2-----------რის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, 182-ე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით და გათავისუფლდა საპატიმრო სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. აღნიშნული განკარგულებით დადგენილია, რომ საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით პირი გათავისუფლებულია სასჯელის შემდგომი მოხდისაგან. ასევე შეწყალების აქტით არ მომხდარა პირის რეაბილიტაცია და შეწყალების აქტით გ--------------------–---–ი არ გათავისუფლებულა სამოქალაქო სარჩელით დაკისრებული თანხის ანაზღაურებისგან.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან რომ არ გათავისუფლებულიყო გ-------------–---–ი, შესაძლებელი იქნებოდა მისთვის დაკისრებული თანხის გადახდა მომხდარიყო, რომ გათავისუფლების შემდეგ მოვალემ გადამალა ქონება და უარს აცხადებს ზიანის ანაზღაურებაზე. ამასთან, მისივე განმარტებით, პრეზიდენტმა კანონის უხეში დარღვევით ისე შეიწყალა მსჯავრდებული, რომ არ მოისმინა დაზარალებული პოზიცია. მოსარჩელე სარჩელის შინაარსიდან გამომდინარე, არ ეთანხმება პრეზიდენტის მიერ მიღებულ განკარგულებას, რაც არ არის დავის საგანი, თუმცა ასეც რომ იყოს საქართველოს პრეზიდენტი არ ექცევა ადმინისტრაციული მოწესრიგების სფეროში საქართველოს კონსტიტუციით განსაზღვრული შეწყალების უფლებამოსილების განხორციელებისას.

 

ამდენად, პრეზიდენტის მიერ განხორციელებული იქნა მისი კონსტიტუციური უფლებამოსილება, სახეზე არ არის ზიანის წარმომშობი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, სახეზე არ არის მის მიერ კანონის მოთხოვნათა დარღვევა, რაც სათანადო წესით უნდა იყოს დადასტურებული(არ არის განაჩენი დამდგარი). ზიანის ანაზღაურების დაკისრებისთვის კუმულატიურად უნდა არსებობდეს კანონმდებლობით გათვალისწინებული ყველა წინაპირობა. შესაბამისად, მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის დაკისრების შესახებ მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ა---------------ის სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

ამავე კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან,მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტის თანახმად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელე – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების შესახებ სარჩელზე. ამავე პუნქტის „უ’’ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ა---------------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე: თბილისი, გრ. რობაქიძის 7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) მეშვეობით.

 

მოსამართლე ნათია ტოგონიძე