გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №411210019002819455
საქმე №2/10-19
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
07.05.2019 წელი, ქ. ლაგოდეხი
ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე იოსებ აბრამიძე
სხდომის მდივანი მზია გულმაგარაშვილი
მოსარჩელე - სს „ლიბ-----------ი“
წარმომადგენელი - თა---ა ზირ---–---–ი
მოპასუხეები - პა--–ე ჩუ-----ე, ჭა----ი შე---–--ე, რე----ი კა-----ე, ნი----–---- ცნ-----–---
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხეებს - პა--–ე ჩუ-----ეს, ჭა----ი შე---–--ეს, რე---- კა-----ეს და ნი----–---- ცნ-----–---ს მოსარჩელე სს „ლიბ-----------ის“ სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 3868.26 ლარის გადახდა, საიდანაც ძირითადი თანხაა 2142.19 ლარი, პროცენტი - 1021 ლარი და ჯარიმა 714.01 ლარი.
1.2. თავდებების პასუხისმგებლობა განისაზღვროს თავდებობის ზღვრული ოდენობით - 15450 ლარით.
მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:
2015 წლის 06 სექტემბერს სს „ლიბ-----------ს“ და პა--–ე ჩუ-----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლს თანახმად, მოპასუხეზე გაიცა სესხი 15 000 ლარის ოდენობით, 2016 წლის 12 სექტემბრამდე. სესხის უზრუნველსაყოფად, მოპასუხე ჭა----ი შე---–--ესთან, ნი----–---- ცნ-----–---სთან და რე---- კა-----ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდებებმა სოლიდარულად იკისრეს ვალდებულება ბანკის წინაშე, ძირითადი მოვალის მიერ ნაკსირი ვალდებულების შესასრულებლად. თავდებების ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით. მოპასუხეთა მხრიდან დარღვეული იქნა ხელშეკრულება, რის გამოც, მოსარჩელემ, 2018 წლის 17 იანვარს, შეწყვიტა ხელშეკრლება. მოპასუხეთა დავალიანება ბანკის წინაშე შეადგენს 3868.26 ლარს, საიდანაც სესხის ძირი თანხაა 2142.19 ლარი, პროცენტი - 1021 ლარი და ჯარიმა - 714.01 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია:
მოპასუხე ნი----–---- ცნ-----–---მ წერილობითი შესაგებელით სარჩელი არ სცნო, ხოლო მოპასუხეებს - პა--–ე ჩუ-----ეს, ჭა----ი შე---–--ეს და რე---- კა-----ეს წერილობითი შესაგებელი სასამართლოში არ წარმოუდგენიათ.
სასმართლოს სხდომაზე გამოცხადებულმა მოპასუხეებმა სარჩელი არ სცნეს და განმარტეს, რომ ძირითადი მოვალე - პა--–ე ჩუ-----ე სესხს იხდიდა გრაფიკის შესაბამისად. აგვისტოს თვეში შეექმნა ფინანსური პრობლემები და ბანკთან შეთანხმებით, სხვადასხვა ოდენობის თანხებით იხდიდა სესხს ისე, რომ გრაფიკში ჩამჯდარიყო. მორიგი გადახდისას საკუთარ ანგარიშზე ვერ შეჰქონდა თანხა ტექნიკური ხარვეზის გამო და 2600 ლარი, პა--–ე ჩუ-----ის სესხის ოფიცერის - გი-----ი გო--------–---–ის მიერ მითითებულ ანგარიშზე ჩარიცხა ორ ნაწილად - 1400 და 1200 ლარის ოდენობით, იმ პირობით, რომ მისი სესხის ოფიცერი გადაიტანდა მის ანგარიშზე აღნიშუნლ თანხას. აღნიშნული თანხის გადახდის შემდგომ რამოდენიმე გადახდა კვლავ განახორციელა მოპასუხემ და ყველა გადახდაზე მისი სესხის ოფიცერი ეუბნებოდა, რომ გადახდილი 2600 ლარი გადატანილი იყო პა--–ე ჩუ-----ის ანგარიშზე, თუმცა ამონაწერში ვერ დაინახავდნენ, ვინაიდან შიდა გზავნილით ჰქონდა გადარიცხული. ბოლო გადახდის დროს, მოპასუხემ გი-----ი გო--------–---–ს ჰკითხა, თუ რა ოდენობის თანხა იყო შესატანი, რაზედაც გი-----ი გო--------–---–მა განუმარტა, რომ 1700 ლარის გადახდით შესრულდებოდა მისი ვალდებულება ბანკის მიმართ. გარკვეული პერიოდის შემდეგ გაიგო, რომ ბანკი ედავებოდა ვალდებულების შეუსრულებლობას და გი-----ი გო--------–---–ს მისი კუთვნილი თანხა არ გადაურიცხია სესხის ანგარიშზე, მიითვისა და ამჟამად იმყოფება საზღვარგარეთ, აღნიშნულ საქმეზე კი მიმდინარეობს გამოძიება.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოპასუხეები თვლიან, რომ ვალდებულება ბანკის წინაშე აქვთ შესრულებული და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.1.1. 2015 წლის 06 სექტემბერს, სს „ლიბ-----------ს“ და პა--–ე ჩუ-----ეს შორის გაფორმდა საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №191986, რომლს თანახმად, მოპასუხეზე გაიცა სესხი 15 000 ლარის ოდენობით, 2016 წლის 12 სექტემბრამდე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საბანკო კრედიტის №191986 ხელშეკრულება (ს.ფ. 16-19);
- თანხის გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 20).
3.1.2. სესხის უზრუნველსაყოფად, მოპასუხეებთან - ჭა----ი შე---–--ესთან, ნი----–---- ცნ-----–---სთან და რე---- კა-----ესთან გაფორმდა თავდებობის ხელშეკრულებები. თავდების პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა განისაზღვრა 15450 ლარით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თავდებობის განცხადებები, თავდებობის ხელშეკრულებები (ს.ფ. 21-32).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. მოპასუხე პა--–ე ჩუ-----ის მიმერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულების პირობები.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხეთა მითითებას ვალდებულების შესრულების შესახებ. მოპასუხე მხარის მიერ არც წარმოდგენილი შესაგებლით და არც სასამართლო სხდომაზე არ არის წარმოდგენილი არცერთი მტკიცებულება, მათ მიერ განხორციელებული ვალდებულების შესრულების დასადასტურებლად. ამასთან, მოპასუხეებს არც სასამართლოს წინაშე დაუყენებიათ შუამდგომლობა რაიმე სახის მტკიცებულების გამოთხოვის შესახებ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის პრინციპის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამდენად, სამოქალაქო პროცესში სასამართლო შებოჭილია არამარტო მხარეთა სასარჩელო მოთხოვნებისა თუ შესაგებლის ფარგლებით, არამედ მხარეთა მითითებებით, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსთვის არავითარ მტკიცებულებას არ აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამათლო განმარტავს, რომ მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას, თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შეფასებით ჩათვალა, რომ მოპასუხეებმა ვერ შეძლეს დაკისრებული მტკიცების ტვირთის სათანადოდ რეალიზება.
3.2.2. მოპასუხეთა დავალიანება მოსარჩელის მიმართ შეადგენს 3868.26 ლარს საიდანაც ძირითადი თანხაა - 2142.19 ლარი, პროცენტი - 1021 ლარი და ჯარიმა - 714.01 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სასარჩელო განცხადება (ს.ფ. 1-14 );
- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 33).
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
სასამართლო თვლის, რომ სს „ლიბ-----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და იგი უნდა დაკმაყოფილდეს სრულად.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
5.2. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება:
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით, კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
დადგენილია, რომ სს „ლიბ-----------სა“ და პა--–ე ჩუ-----ეს შორის, 2015 წლის 16 სექტემბერს, გაფორმდა №1------ საბანკო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზე, მოპასუხეზე გაიცა სესხი 15000 ლარის ოდენობით, 2016 წლის 12 სექტემბრამდე, სარგებლის სახით წლიური 30%-ის დარიცხვით. ხელშეკრულებით გათვალისწინებულია პირგასამტეხლო, ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1%-ის ოდენობით. მოპასუხემ იკისრა, როგორც სესხად მიღებული თანხის, აგრეთვე სარგებლის და ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მხარეებს შორის წარმოიშვა ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობა, კერძოდ - სახელშეკრულებო ურთიერთობა და დავის გადაწყვეტაც აღნიშნული ურთიერთობის მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმების და მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებული პირობების საფუძველზე უნდა მოხდეს.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით, ხოლო 868-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით, კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას, მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის, გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოიშვა სესხის და დარიცხული პროცენტის, აგრეთვე ვალდებულების დარღვევის გამო დარიცხული პირგასამტეხლოს გადახდის ვალდებულება.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის, ხოლო ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით, მხარები შეთანხმდნენ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს გადახდაზე, რაც, ხელშეკრულების მიხედვით, შეადგენს 1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. აღნიშნული გარემოება კი წარმოადგენს სარჩელით მოთხოვნილი პირგასამტეხლოს დაკისრების საფუძველს.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით, თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. თავდებობა შეიძლება გამოყენებული იქნეს აგრეთვე სამომავლო და პირობითი ვალდებულებებისათვის. ამავე კოდექსის 894-ე მუხლის თანახმად, თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე, ვიდრე კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას.
აღნიშნული კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, ხოლო 898-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობამდე. ამავე კოდექსის 902-ე მუხლის თანახმად, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს. თავდების მოთხოვნით, კრედიტორმა ნებისმიერ დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობები ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. თუ კრედიტორი არ შეასრულებს ერთ-ერთ ამ მოქმედებას, მაშინ იგი კარგავს თავის მოთხოვნებს თავდების წინააღმდეგ იმ ოდენობით, რა ოდენობითაც გამოიწვევდა შეუსრულებლობა ზიანს.
სასამართლო განმარტავს, რომ თავდებობა ვალდებულების უზრუნველყოფის პიროვნული საშუალებაა, ვინაიდან ამ შემთხვევაში, თავდები პირადად აგებს პასუხის კრედიტორის წინაშე მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში. თავდებობა არსებობს ჩვეულებრივი და სოლიდარული. ჩვეულებრივი თავდებობის შემთხვევაში თავდებს შეუძლია უარი თქვას კრედიტორის დაკმაყოფილებაზე მანამ, სანამ კრედიტორი არ შეეცდება ძირითადი მოვალის მიმართ იძულებით აღსრულებას (სსკ მუხლი 894). სოლიდარული თავდებობის შემთხვევაში, კრედიტორს არ სჭირდება მოვალის მიმართ იძულებითი აღსრულების მცდელობა (895), იგი უფლებამოსილია უშუალოდ მოსთხოვოს თავდებს ვალდებულების შესრულება. შესაბამისად, კრედიტორი უფლებამოსილია ძირითადი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების შესრულება მოსთხოვოს სოლიდარულ თავდებს ძირითადი მოვალის მიმართ პრეტენზიის წარდგენის გარეშეც.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ძირითად მოვალესთან - პა--–ე ჩუ-----ესთან 2015 წლის 16 სექტემბერს დადებული სესხის ხელშეკრულების შესრულების უზრუნველყოფის მიზნით, იმავე დღეს, თავდებობის ხელშეკრულებები დაიდო მოპასუხეებთან - ნი----–---- ცნ-----–---სთან, რე---- კა-----ესთან და ჭა----ი შე---–--ესთან. თავდებმა პირებმა სოლიდარული პასუხისმგებლობა იკისრეს სესხის ხელშეკრულების საფუძველზე გაცემული სესხის ძირითადი თანხის, სარგებლის და სიცოცხლის დაზღვევის საფასურის გადახდაზე. ვინაიდან ძირითადმა მოვალემ არ შეასრულა ვალდებულება, მოსარჩელე უფლებამოსილია, მასთან ერთად ვალდებულების შესრულება სოლიდარულად თავდები პირებისგანაც მოითხოვოს. ამასთან, მოპასუხეებთან დადებული თავდებობის ხელშეკრულებით, თითოეულის პასუხისმგებლობის მაქსიმალური ოდენობა 15450 ლარით განისაზღვრა, რაც ნიშნავს იმას, რომ თითოეული თავდები პირი ძირითადი მოვალის ვალდებულების შესრულებაზე მხოლოდ ამ მოცულობით შეიძლება იყო პასუხისმგებელი.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ძირითადი მოვალის - პა--–ე ჩუ-----ის დავალიანება 3868.26 ლარს შეადგენს. მოპასუხეებმა - ნი----–---- ცნ-----–---მ, ჭა----ი შე---–--ემ და რე---- კა-----ემ ძირითადი მოვალის მხრიდან ვალდებულების შეუსრულებლობაზე პასუხისმგებლობა იკისრეს 15450 ლარის ფარგლებში. გამომდინარე აქედან, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე სს „ლიბ-----------ის“ სარჩელი საფუძვლიანია და მოპასუხეებს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ 3868.26 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. იმავე მუხლის მეორე ნაწილით, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანი 3868,26 ლარით განისაზღვრა და მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილია 117 ლარი. მოცემული სარჩელი მაგისტრატი სასამართლოს განსჯადია, ამიტომ მოსარჩელე სს „ლიბ-----------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 58.5 ლარის ოდენობით.
სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამიტომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად უნდა დაეკისროთ სადავო თანხის შესაბამისი, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ანაზღაურება 58.5 ლარის ოდენობით.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-39-ე, 41-ე, 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 2591, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. სს „ლიბ-----------ის“ სარჩელი მოპასუხეების - პა--–ე ჩუ-----ის, ნი----–---- ცნ-----–--ის, ჭა----ი შე---–--ის და რე---- კა-----ის მიმართ, დაკმაყოფილდეს სრულად.
2. მოპასუხეებს - პა--–ე ჩუ-----ეს (პ/ნ 25001006747), ნი----–---- ცნ-----–---ს (პ/ნ 25001020643), ჭა----ი შე---–--ეს (პ/ნ 25001001444) და რე---- კა-----ეს (პ/ნ 25001008763) მოსარჩელე სს „ლიბ-----------ის“ (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების გადახდა 3868,26 (სამიათას რვაას სამოცდარვა ლარი, ოცდაექვსი თეთრი) ლარის ოდენობით, საიდანაც ძირითადი თანხაა - 2142.19 ლარი, პროცენტი - 1021 ლარი და ჯარიმა - 714.01 ლარი.
3. მოპასუხეებს - პა--–ე ჩუ-----ეს (პ/ნ 25001006747), ნი----–---- ცნ-----–---ს (პ/ნ 25001020643), ჭა----ი შე---–--ეს (პ/ნ 25001001444) და რე---- კა-----ეს (პ/ნ 25001008763) მოსარჩელე სს „ლიბ-----------ის“ (ს/ნ 203828304) სასარგებლოდ, სოლიდარულად დაეკისროთ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით წინასწარ გადახდილი თანხის ანაზრაურება 58.50 (ორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით.
4. მოსარჩელე სს „ლიბ-----------ს“ (ს/ნ 203828304) სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს სარჩელზე წინასწარ სახელმწიფო ბაჟის სახით ზედმეტად გადახდილი თანხა 58.50 (ორმოცდათვრამეტი ლარი და ორმოცდაათი თეთრი) ლარის ოდენობით (გადახდის თარიღი - 22.01.2019 წელი, საგადახდო დავალება №1, სახაზინო კოდი - 300573150).
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. №7ა), მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით, ლაგოდეხის მაგისტრატი სასამართლოს (ქ. ლაგოდეხი, 26 მაისის ქ. №21) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ლაგოდეხის მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში, გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე იოსებ აბრამიძე