გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
211210018002550543 (2-76/18 )
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
05.06.2019 წელი დ. ხულო
შესავალი ნაწილი
ხულოს მაგისტრატი სასამართლო
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე
სხდომის მდივანი მაყვალა ხიმშიაშვილი
მოსარჩელე: ამ----- ი------ე
წარმომადგენელი: ომარ ხაჯიშვილი
მოპასუხე : მუ----- ი------ე
წარმომადგენელი: მა-----–--------------ძე
მოპასუხე : ზუ---- მ--------ე,დავის საგანი: ქმედების დავალდებულება, ზიანის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.დავალდებულდნენ მოპასუხეები მუ----- ი------ე და ზუ---- მ--------ე სოლიდარულად აღადგინონ და პირვანდელ მდგომარეობაში მოიყვანონ მათი ბრალეული მოქმედების შედეგად მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების უკუსვლითი შეჯახებისას დანგრეული და განადგურებული ხულოს რაიონის სოფ ი------ეებში მოსარჩელე ამ----- ი------ის წინაპართა სასაფლაოების შემოსაკავებელი ღობე. ქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში მოპასუხეები მუ----- ი------ეს და ზუ---- მ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მათი ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანი 2500 (ორიათასხუთასი) ლარი მოსარჩელე ამ----- ი------ის სასარგებლოდ.
1.2. მოპასუხეებს მუ----- ი------ეს და ზუ---- მ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ გადახდილი სასამართლო და იურიდიული მომსახურების ხარჯები 550 ლარის ოდენობით.
1.3. სასამართლო გადაწყვეტილება მიექცეს დაუყონებლივ აღსასრულებლად.
სასამართლოს მთავარ სხდომაზე, მოსარჩელე მხარემ დააზუსტა მოთხოვნა და ზიანის სახით მოიხთხოვა 1500 ლარის მოპასუხეებზე დაკისრება.
სარჩელი ეფუძნება შემდეგ გარემოებებს:
2015 წლის ოქტომბრის თვეში მოსარჩელის მეზობელმა მუ----- ი------ემ სოფ. ნა-------------დან მოიტანა შეშა მისი ნათესავის ზუ---- მ--------ის საკუთრებაში არსებული ზილ 131 მარკის ავტომანქანით. მუ----- ი------ის საცხოვრებლ სახლთან მისასვლელი გზა არის აღმართი სადაც მუ----- ი------ის ავტომანქანამ ვერ შეძლო ტვირთის ატანა აღმართ გზაზე, რის გამოც მისი ავტომანქანა დრეკადი მისაბმელით ჩაიბა ზუ---- მ--------ემ მისი მართვის ქვეშ არსებული ავტომანქანით და ასეთ მდგომარეობაში გააგრძელეს გზა მის საცხოვრებელ სახლამდე. აღმართ გზაზე მოძრაობისას მძღოლებმა ზუ---- მ--------ემ და მუ----- იმერაძემ ვერ უზრუნველყეს ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაუგორდათ დრეკადი მისაბმელით ჩაბმული ავტომანქანა, უკუსვლით ავტომანქანები გადავიდა სავალი ნაწილიდან და მთელ სიგრძეზე დაანგრიეს და გაანადგურეს მოსარჩელის წინაპართა სასაფლაოების შემოსაკავაებლი ღობე. მოსარჩელე ამ----- ი------ემ მოპასუხე მუ----- ი------ეს თხოვა მოეწესრეგებინა და პირვანდელ მდგომარეობაში აღედგინა დანგრეული და განადგურებული ღობე რომელიც მათი ბრალეული ქმედების შედეგად იყო განადგურებული რაზეც კატეგორიული უარი მიიღო. მოსარჩელე ამ----- ი------ემ საკითხის მოგვარების უზრუნველსაყოფად მიმართა სოფლის და რაიონის ხელმძღვანელობას მათგან საკითხის მოუგვარებლობის გამო იძულებული გახდა მიემართა პოლციის სამმართველოსათვის.
მოსარჩელის განხადების საფუძველზე პოლიციის ხულოს სამმართველოში აღიძრა სისხლის სამართლის საქმე N176050716001, რომელზეც ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, მოხდა შემთხვევის ადგილის დათვალიერება ჩატარდა ექსპერტიზები დაიკითხნენ მოწმეები რის შემდეგაც საქმეზე შეწყდა გამოძიება საქართველოს სსკ-ის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ ქვეპუქნტისა და 106-ე მუხლის საფუძველზე და განემარტა მოსარჩელეებს მიემართა სარჩელით სასამართლოსათვის. ამ----- ი------ის წინაპრების სასაფლაოს შემოსაკავებელი ღობე დანგრეულია მოპასუხეების მუ----- ი------ის და ზუ---- მ--------ის ბრალეული მოქმედებით ავტოსატრანსპორტო საშუალებების მათვის შესახებ წესების დარღვევით კერძოდ მათ ვერ უზრუნველყო მათი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანების უსაფრთხო გადაადგილება, დაუგორდათ ავტომანქანები უკუსვლით, შეეჯახნენ სასაფლაოს შემოსაკავებელ ღობეს მთელ სიგრძეზე და სრულად დაანგრიეს და გაანადგურეს. მათ ნებაყოფლობით არ სურთ მათი ბრალეული მოქმედების შედეგად განადგურებული სასაფლაოების აღდგენა და პირვანდელ მდგომარეობაში მოყვანა, რის გამოც იძულებულია მოსარჩელე მიმართოს სასამართლოს ქმედების დავალდებულებით რათა მოპასუხეებმა თავიანთი ხარჯებით აღადგინონ მათი ბრალეული მოქმედებით დანგრეული სასაფლაოს შემოსაკავებული ღობე და მოიყვანონ იგი პირვანდელ მდგომარეობაში ქმედების შეუსრულებლობის შემთხვევაში კი მოპასუხეებს მუ----- ი------ეს და ზუ---- მ--------ეს სოლიდარულად დაეკისროთ მათი ბრალეული მოქმედებით გამოწვეული ზიანი 2500 (ორიათასხუთასი) ლარი მოსარჩელე ამ----- ი------ის სასარგებლოდ.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე ზუ---- მ--------ე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა სარჩელის მოთხოვნას, მიიჩნევს რომ სარჩელი უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია, სარჩელში ასახული გარემოებები არ შეესაბამება სინამდვილეს, მას არასოდეს არ ჰქონდა თავის საკუთრებაში ზილ 131 მარკის მანქანა, 2015 წლისთვის არ ჰქონდა მართვის მოწმობა და არავითარი შეშა მუ----- ი------ისათვის არ მიუტანია. მოსარჩელემ საჩივარი შეიტანა პოლიციაში და ჩატარდა სრულყოფილი გამოძიება, რასაც თვითონ მოსარჩელეც ადასტურებს. ზუ---- მ--------ე რომ იქ ნამდვილად ყოფილიყო მართვის მოწმობის გარეშე და ასეთი ავტოსაგზაო შემთხვევა მომხდარიყო პოლიცია მაშინ იმოქმედებდა კანონმდებლობის ზშესაბამისად, აღნიშნულ შემთხვევაში კი პოლიციამ ვერ მიაგნო ვერნაირ მტკიცებულებას, რომელიც დააკმყოფილებდა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რომლის საფუძველზეც შესაძლებელი იყო გამოგვეტანა დასკვნა, რომ ზუ---- მ--------ე იმყოფებოდა ამ----- ი------ის წინაპართა სასაფლაოზე ახლოს და მანქანით დაანგრია მისი წინაპართა სასაფლაოების ღობე, გამომდინარე იქედან რომ არსებობდა არანაირი საფუძველი რომ ეჭვი მიეტანათ ზუ---- მ--------ის მიმართ გამოძება შეწყდა. შესაბამისად ზუ---- მ--------ემ არ იცის როდის და როგორ მოხდა ამ----- ი------ის ტერიტორიაზე ღობის დანგრევა და არც მისი აღდგენა ევალება და არც ღობის საფასურის გადახდა.
მოპასუხე ზუ---- მ--------ემ აღნიშნული პოზიცია დააფიქსირა სასამართლო სხდომაზეც. განმარტა, რომ მისთვის გაუგებარია საიდან მოიფიქრა ამ----- ი------ემ მისი მანქანით შეშის მიტანის, ან მანქანების დაბუქსირების და დაღმართში დაგორების ფაქტი, როცა ასეთი რამ საერთოდ არ ყოფილა და არცერთი მტკიცებულებით არ დგინდება. ამ----- ი------ეს მუ----- ი------ესთან აქვს კონფლიქტი, პირადი ინტერესი და სავარაუდოდ ამის გამო მეტი დამაჯერებლობისთვის მოიფიქრა მისი იქ ყოფნაც და ღობის დაშლა, რასაც არ ეთანხმება და ითხოვს არ დაკმაყოფილდეს სარჩელის მოთხოვნა.
2.2. მოპასუხე მუ----- ი------ე წარმოდგენილი შესაგებლითა და სასამართლო სხდომაზე მიცემული განმარტებით სარჩელის მოთხოვნას არ ეთანხმება და მიუთითებს შემდეგ გარემოებებზე:
მას 2015 წლის შემოდგომაზე ზუ---- მ--------ის მანქანით შეშა არ მიუტანია, მისი მანქანა არის გამართული და არ დაჭირდებოდა ბუქსირით წაღება. იმ დროისათვის ამ----- ი------ისა და მისი ღობის ნაწილიც დაზიანებული იქნა სხვა მანქანის მიერ, რის თაობაზეც იცის ამ----- ი------ემ, მაგრამ იმის გამო რომ მათ ოჯახებს შორის არის კონფლიქტური ურთიერთობა და ამ----- ი------ე წლების განმავლობაში უსაფუძვლოდ ედავება, მას ტყუილად აბრალებს. სადავო ღობე იყო სიძველისგან დაშლილი და ჩამოვარდნილი იყო რამდენიმე სარი, მაგრამ ამ----- ი------ემ არ შეაკეთა რომ ენახა დავის მიზეზი. მუ----- ი------ე მიუთითებს სხვა გარემოებებზეც, სარჩელს არ ცნობს და მოითხოვს უარი ეთქვას მოსარჩელეს მის დაკმაყოფილებაზე.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო გარემოებები არ არის.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. 2016 წლის 25 მაისს, მოსარჩელე ამ----- ი------ემ განცხადებით მიმართა შინაგან საქმეთა სამინისტროს ხულოს რაიონულ სამმართველოს და მიუთითა, რომ 2015 წლის შემოდგომაზე მუ----- ი------ემ თავისი და თავისი მოყვარის შეშით დატვირთული მანქანებით შევლისას დაუშალა სასაფლაოების ღობე, რაზეც ითხოვდა სათანადო რეაგირებას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მოსარჩელის ახსნა -განმარტება.
- ამ----- ი------ის განცხადება.
3.2.2. ამ----- ი------ის განცხადების საფუძველზე ხულოს რაიონული სამმართველოს მიერ დაწყებული გამოძიების პერიოდში 2016 წლის 22 ივლისს აჭარის საექსპერტო კრიმინალისტიკური სამსახურის მიერ გაცემული N 289/ს დასკვნის მიხედვით, ამ----- ი------ის კუთვნნილი, დაზიანებული ღობის აღსადგ----- ჩასატარებელია შემედეგი დასახელების , მოცულობისა და ღირებულების აღდგენითი სარემონტო სამუშაოები:
-ორი ცალი ხის მორის ( სიგრძით 11.2 მ. და 9.2 მ) ღირებულება -40 ლარი
-14 ცალი ხის სარის ღირებულება (სიგრძით -1,2 მ) -14 ლარი
-სარემონტო აღდგენითი სამუშაოების (ღობის აღდგენა საჭირო მასალების გათვალისწინებით )ღირებულება - 40.0 ლარი.
საბოლო დასკვნით, ,, ხულოს რაიონში, სოფ. ი------ეებში ა. ი------ის კუთვნილი ხის ღობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა (საჭირო მასალებისა და აღდგენითი- სარემონტო სამუშაოების ღირებულების გათვალისწინებით) შეადგენს 94.0 (ოთხმოცდათოთხმეტი) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
-გამოძიების მასალები
- ექსპერტიზის დასკვნა
3.2.3 ამ----- ი------ის განცხადების საფუძველზე აღძრულ სისხლის სამართლის საქმეზე 2016 წლის 31 ივლისს ხელვაჩაურის რაიონული პროკურატურის პროკურორის მიერ მიღებული იქნა დადგენილება გამოძიების შეწყვეტის შესახებ, იმ საფუძვლით, რომ ამ----- ი------ის ქონებაზე მიყენებული ზიანის ღირებულება არ აღემატება 150 ლარს, რაც გამორიცხავს სსკ-ის 187-ე მუხლით გათვალისწინებულ დანაშაულს.
ამასთანავე, გამოძიებით ვერ იქნა დადგენილი ზიანის მიმყენებელი პირი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დადგენილება სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიების შეწყვეტის შესახებ,-სისხლის სამართლის საქმის მასალები.
3.2.4 მხარეთა შორის ძირითად სადავო საკითხს წარმოადგენს ამ----- ი------ის კუთვნილი ღობის ნაწილის დაზიანება მუ----- ი------ისა და ზუ---- მ--------ის მიერ.
მოსარჩელე ასევე სადავოდ ხდის მიყენებული ზიანის ოდენობას.
მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ ღობის ნაწილი დაშლილი იქნა მოპასუხეების მიერ მუ----- ი------ის შეშის მიტანისას ორი მანაქანის უკან დაგორების დროს. მიყენებული ზიანი შეადგენს 1500 ლარს.
მოპასუხე მხარე საპირისპიროს განმარტავს და ამტკიცებს, რომ ზუ---- მ--------ეს სატვირთო მანქანით იმ წელში მუ----- ი------ისათვის შეშა საერთოდ არ მიუტანია და არ ყოფილა დასახელებულ ადგილას, ღობის რამდენიმე ცალი ხის სარი მოძვრა სხვისი ავტომანქანის უკან დაგორებით, რის შესახებაც იცის მოსარჩელემ, თუმცა იგი შეგნებულად და უსაფუძვლოდ, სხვა მოტივებით ითხოვს მუ----- ი------ისაგან ზიანის ანაზღაურებას.
ფაქტობრივად საქმეში მონაწილე ორივე მხარე იძლევა ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებას. მათი განმარტებები გამორიცხავენ ერთმანეთის არგუმენტებს. სასამართლო ორივე მხარის განმარტებას აფასებს თანაბარი მნიშვნელობის მტკიცებულებად. საბოლოოდ გაიზიარებს მხოლოდ იმ მხარის განმარტებას, ვინც მტკიცებულებებით დაადასტურებს თავის არგუმენტებს. მხარეთა არგუმენტების დამტკიცება დასაშვებია დისპოზიციურობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე შეკრებილი მტკიცებულებებით.
სასამართლო დასახელებული სადავო ფაქტობრივი გარემოებების შეფასებისას აღნიშნავს შემდეგს:
სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირობაზე, რომლის მიხედვითაც სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
სასამართლო განმარტავს, რომ სსკ-ს მე-4 მუხლი წარმოადგენს დისპოზიციურობის გამოვლენის პრინციპის ამსახველს. ამ პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოებების დასადასტურებლად. თავადვე არიან ვალდებულნი განსაზღვრონ რომელი ფაქტობრივი გარემოება რა მტკიცებულებებით დაამტკიცონ. თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ანუ თვითონ უნდა წარმოადგინოს სარჩელში ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების დამამტკიცებელი მტკიცებულებები. სხვა ფორმით სარჩელი ან შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები არ დამტკიცდება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. მხარეთა მიერ შეჯიბრებითობისა და თანასწორობის საფუძველზე წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აფასებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მტკიცებულებათა ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შემდეგაც სასამართლოს გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. საყურადღებოა ის გარემოება, რომ როდესაც მხარეები დაობენ ფაქტობრივ გარემოებაზე, ასეთ შემთხვევაში მათი ვალდებულებაა სადაო გარემოებებთან დაკავშირებით წარმოადგინონ მყარი და დამაჯერებელი მტკიცებულება, რაც სასამართლოს მისცემს ანალიზის საშუალებას და შეუქმნის ფაქტის არსებობის დამაჯერებელ შინაგან რწმენას. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მხარეებზე უნდა განაწილდეს სწორად. მხარეებს უნდა დაეკისროთ ისეთი ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომლის დამტკიცებაც მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. წინამდებარე შემთხვევაში მოსარჩელეზე მოპასუხეების მიერ ზიანის მიყენების ფაქტის, ანუ ღობის ნაწილის ზუ---- მ--------ისა და მუ----- ი------ის მიერ დაზიანების ფაქტის მტკიცების ტვირთი ეკისრება მოსარჩელე ამ----- ი------ეს.
ამასთანავე სასამართლო მიუთითებს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 30917 მუხლის დანაწესზე, რომლის თანახმად, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს უნდა დაერთოს კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომლითაც დასტურდება ზიანის მიყენების ფაქტი. თუ კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არ შეიცავს მიყენებული ზიანის გაანგარიშებას, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელს შეიძლება ასევე დაერთოს უფლებამოსილი პირის/ორგანოს მიერ შედგენილი დოკუმენტი, რომელშიც განსაზღვრული იქნება მიყენებული ზიანის ოდენობა. ხოლო ამავე კოდექსის 30920 მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, ზიანის ანაზღაურების შესახებ სარჩელის განხილვისას სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ზიანის მიყენების ფაქტს, რომელიც დასტურდება კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენით ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმეზე გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით.
მოცემულ შემთხვევაში მართალია მოსარჩელეს არ წარმოუდგენია კანონიერ ძალაში შესული სასამართლო განაჩენი ან ადმინისტრაციული სამართალდარღვევის საქმის განმხილველი ორგანოს/თანამდებობის პირის მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, თუმცა გამოძიების მასალებით, კერძოდ ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ ხულოს რაიონში, სოფ. ი------ეებში ამ----- ი------ის კუთვნილი ხის ღობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 94.0 ლარს. ღობის დაზიანების ფაქტი მხარეებს სადავო არ გაუხდიათ, სადავოა ვის მიერ იქნა ღობე დაზიანებული და რა ოდენობის ზიანია მიყენებული.
ზიანის ოდენობასთან დაკავშირებით სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეზე ექსპერტიზის დასკვნის გარდა სხვა რაიმე მტკიცებულება არ არის წარმოდგენილი, რითაც დადგინდებოდა ღობის დაშლით ამ----- ი------ეზე მიყენებული ზიანის მეტი ოდენობა. შესაბამისად, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ამ----- ი------ის კუთვნილი ხის ღობის დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზარალის ოდენობა შეადგენს 94.0 ლარს.
მოპასუხე მხარემ თავის არგუმენტების დასადასტურებლად მიუთითა გამოძიების მასალებზე და დადგენილად მიიჩნევს, რომ ზუ---- მ--------ეს სადავო პერიოდში არ გააჩნდა მართვის მოწმობა, არ ჰქონდა სატვირთო ავტომობილი და 2015 წლის შემოდგომაზე მუ----- ი------ის სახლში შეშა არ მიუტანია. აღნიშნული ფაქტი დადასტურდა სასამარლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების ჩვენებებითაც. მოპასუხის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხულმა ხა-------–--ემ აჩვენა, რომ ამ----- ი------ის ღობის ნაწილი, რომელიც სიძველის გამო ისედაც ავარიულ მდგომარეობაში იყო, დააზიანა ვი----–- მელაძის სახლში მისულმა სატვირთო ავტომანქანამ, მოძვრა რამდენიმე სარი.
მოსარჩელე მხარეს გარდა თავისი ახსნა განმარტებისა არ წარმოუდგენია რაიმე ისეთი მტკიცებულება, რითაც დადასტურდებოდა, რომ 2015 წლის ოქტომბრის თვეში მუ----- ი------ემ ზუ---- მ--------ის საკუთრებაში არსებული ზილ 131 მარკის ავტომანქანით მიიტანა შეშა, მისი მანქანა აღმართზე ასვლისას დრეკადი მისაბმელით ჩაიბა ზუ---- მ--------ემ, მძღოლებმა ზუ---- მ--------ემ და მუ----- იმერაძემ ვერ უზრუნველყეს ავტომანქანის უსაფრთხო მოძრაობა, დაუგორდათ ავტომანქანები, გადავიდნენ სავალი ნაწილიდან და მთელ სიგრძეზე დაანგრიეს და გაანადგურეს მოსარჩელის წინაპართა სასაფლაოების შემოსაკავებელი ღობე. მოსარჩელის მტკიცება საქმეში არსებული ვერცერთი მტკიცებულებით ვერ იქნა დადასტურებული, ავტოსატრანსპორტო შემთხვევის ფაქტი არ არის დადგენილი გამოძიების მასალებით, ასევე დადგენილია, რომ ზუ---- მ--------ეს არ გააჩნდა მართვის მოწმობა და არ ირიცხება საკუთრებაში ზილ 131 მარკის ავტომანქანა. მოსარჩელე მხარის ინიციატივით მოწმის სახით დაკითხულმა გ----- ი------ემ განმარტა, რომ ღამით გაიგონა ზემოთ მიმავალი სატვირთო მანქანის ხმა, თუმცა ვერ ადასტურებს ვისი მანქანა იყო, სად მიდიოდა, და რა ტვირთი გადაჰქონდა, შემდეგში გაიგო, რომ ამ----- ი------ე ეკამათებოდა მუ----- ი------ეს ღობის დაშლაზე. მოწმე ლ---- ი------ის განმარტებით ამ----- ი------ემ უთხრა რომ დაუნგრიეს ღობე, მაგრამ ვინ დაანგრია არ იცის, ორივე მხარის ღობე დანგრეული იყო. მანქანა ვისთან მივიდა არ იცის და რა მანქანა იყო არ იცის. მოპაუხეების მიერ ამ----- ი------ის კუთვნილი ღობის დაზიანების ფაქტი ვერ დასტურდება ვერც მოწმეების ვი----–- ი------ისა და ემ---------–--ის ჩვენებით.
თვითონ მოსარჩელე ამ----- ი------ის განმარტება, რომ მან დაინახა მუ----- ი------ის ეზოში მიტანილი შეშა, არ წარმოადგენს იმის მტკიცებულებას, რომ მისი ღობე მუ----- ი------ემ და ზუ---- მ--------ემ დააზიანეს ჩაბმული მანქანების უკან დაგორებით.
მხარეთა განმარტებების, მოწმეთა ჩვენებებისა და საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა შეფასებით სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო მტკიცების ტვირთის დაძლევა და მის მიერ ვერ იქნა წარმოდგენილი სათანადო მტკიცებულებები, რითაც დადასტურდებოდა მოპასუხეების მიერ ამ----- ი------ეზე განზრახ ან გაუფრთხილებლობით ზიანის მიყენების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეთა ახსნა განმარტებები
-მოწმეთა ჩვენებები
-სისხლის სამართლის საქმის მასალები
-ექსპერტიზის დასკვნა.
3.2.5. მხარეებს შორის სხვა გარემოებებიცაა სადავო, მაგრამ მოცემული დავის გადაწყვეტისათვის იმ გარემოებების დადგენა არ არის გადამწყვეტი მნიშვნელობის.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ამ----- ი------ის სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 992-ე, 170-ე, 408-ე, 409-ე მუხლები.
-საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 992-ე მუხლი იძლევა დელიქტური ვალდებულების ლეგალურ დეფინიციას. კერძოდ „პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი”.
ამ ნორმის შესაბამისად, მოპასუხეს, რომ დაეკისროს ზიანის ანაზღაურება, უნდა არსებობდეს კანონით გათვალისწინებული ძირითადი პირობები: უნდა დადასტურდეს მოსარჩელისათვის ზიანის მიყენების ფაქტი, მიყენებული ზიანი გამოწვეული უნდა იყოს მოპასუხის მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი და ზიანის მიმყენებელს ბრალი უნდა მიუძღვოდეს მის წარმოშობაში.
სასამართლო განმარტავს, რომ პირს ზიანის ანაზღაურება დაეკისრება, თუ არსებობს ზიანის მიყენებისათვის პასუხისმგებლობის დაკისრების ზემოთ ჩამოთვლილი პირობები. ამ პირობათა ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის, ანუ დელიქტური ვალდებულების წარმოშობისათვის.
6.3. ქმედება (ან უმოქმედობა) მართლსაწინააღმდეგოა, თუ სუბიექტის მოქმედება არ შეესაბამება სამართლის ნორმებით დადგენილ წესს და ეწინააღმდეგება მას. კანონი იცავს სამართლით რეგულირებულ და დაცულ საზოგადოებრივ ურთიერთობებს. მართლსაწინააღმდეგო ქმედებით შესაძლებელია ზიანი მიადგეს საზოგადოებისა და ცალკეული პიროვნების კანონით დაცულ ფასეულობას, საკუთრებას, სახელმწიფოს ან საზოგადოებას მთლიანად და იწვევს იურიდიულ პასუხისმგებლობას. მოქალაქეთა პირადი და ქონებრივი უფლებების ხელყოფა მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგია და ამისათვის გათვალისწინებულია სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა. პირი, რომელიც სხვას მიაყენებს ზიანს, ვალდებულია აუნაზღაუროს მას ეს ზიანი. იმისათვის, რომ მოპასუხის მოქმედება ჩაითვალოს მართლსაწინააღმდეგოდ, უპირველესად უნდა დადგინდეს მისი მოქმედება კანონით დადგენილ რომელ წესს ეწინააღმდეგება.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 170-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,მესაკუთრეს შეუძლია, კანონისმიერი ან სხვაგვარი, კერძოდ, სახელშეკრულებო შებოჭვის ფარგლებში თავისუფლად ფლობდეს და სარგებლობდეს ქონებით (ნივთით), არ დაუშვას სხვა პირთა მიერ ამ ქონებით სარგებლობა, განკარგოს იგი, თუკი ამით არ ილახება მეზობლების ან სხვა მესამე პირთა უფლებები, ანდა, თუ ეს მოქმედება არ წარმოადგენს უფლების ბოროტად გამოყენებას.
სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების უფლება წარმოადგენს საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ და გარანტირებულ უფლებას. მას საქართველოს კანონმდებლობა განსაკუთრებულად იცავს. აღნიშნული უფლების დაცვის მარეგულირებელი ნორმები მოცემულია სხვადასხვა ნორმატიულ აქტში, მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ზემოაღნიშნულ მუხლში, სადაც მითითებულია, რომ მხოლოდ მესაკუთრეს შეუძლია ფლობდეს, სარგებლობდეს და განკარგავდეს ქონებას. არავის არ აქვს უფლება სხვა პირის ქონებაზე მართლსაწინააღმდეგო ზემოქმედებისა.
6.4. დელიქტური ვალდებულებისათვის აუცილებელია მართლსაწინააღმდეგო ქმედების გარდა დადგინდეს ზიანის არსებობა. სასამართლო განმარტავს, რომ ზიანის ანაზღაურებას საერთო მნიშვნელობა აქვს, რაც იმას ნიშნავს, რომ ის გამოიყენება ვალდებულების ყოველგვარი დარღვევის დროს (გარდა კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული გამონაკლისებისა), თუნდაც კონკრეტული ვალდებულების მარეგულირებელი ნორმები არ მიუთითებენ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებაზე. სამოქალაქო სამართლის ზიანის ცნებაში მოიაზრება პირის ქონებაზე ან სამართლებრივად დაცულ სხვა სიკეთეზე გარკვეული ზემოქმედებით გამოწვეული უარყოფითი შედეგი, ზიანის წარმოქმნისას სუბიექტების სხვადასხვა სამართლებრივი მდგომარეობისა და მისი ანაზღაურების ვალდებულების წარმოშობის სამართლებრივი საფუძვლების შესაბამისად,ზიანი წარმოადგენს დელიქტური ვალდებულების შემადგენლობის აუცილებელ ელემენტს. თუ არაა ზიანი, არც ქონებრივი პასუხისმგებლობის საკითხი შეიძლება დადგეს. ზიანი სწორედ რომ მართლსაწინააღმდეგო მოქმედების შედეგია. იგი წარმოადგენს სამართლებრივი სიკეთის ხელყოფის შედეგს. ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ანაზღაურებადი ზიანი.
მოსარჩელე მოპასუხეთა ქმედებას მართლსაწინააღმდეგოდ მიიჩნევს იმ არგუმენტით, რომ მათ დააზიანეს მის კუთვნილი ღობის ნაწილი.
იმის მიუხედავად, რომ მოსარჩელეს არ აქვს წარმოდგენილი საკუთრების დამადასტურებელი მტკიცებულება, ამონაწერი საჯარო რეესტრიდან ან საკომლო ამონაწერი, მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რომ ნამდვილად არის დაზიანებული ამ----- ი------ის კუთვნილი ღობის ნაწილი.
6.5. 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სამოქალაქო კოდექსის 409-ე მუხლის თანახმად, თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმა განსაზღვრავს იმ აუცილებელ წინაპირობებს, რომლებიც უნდა არსებობდეს დელიქტური ურთიერთობის წარმოშობისათვის. სასამართლოს განმარტებით, დელიქტიდან გამომდინარე საფუძვლით სამოქალაქო სამართლებრივი პასუხისმგებლობა – ზიანის ანაზღაურების ვალდებულება, პირს დაეკისრება ერთდროულად რამდენიმე პირობის არსებობის შემთხვევაში: ა) უნდა არსებობდეს მართლსაწინააღმდეგო მოქმედება; ბ) სახეზე უნდა იყოს ზიანი; გ) უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი დამდგარ შედეგსა (ზიანს) და მართლსაწინააღმდეგო მოქმედებას შორის; დ) ზიანის მიმყენებელს უნდა მიუძღვოდეს ბრალი. ამ პირობების ერთობლიობა სავალდებულოა ზიანის იურიდიული შემადგენლობისათვის.
ამასთან, მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების პრინციპიდან გამომდინარე, მოსარჩელე ვალდებულია იყო ემტკიცებინა, როგორც ზიანის არსებობა და მისი მოცულობა, ასევე მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. შესაბამისად, ზიანის მიმყენებელმა უნდა დაამტკიცოს მის ქმედებაში მართლწინააღმდეგობისა და ბრალის არარსებობა.
განსახილველ შემთხვევაში, საქმის მასალებით არ დასტურდება მოპასუხე ზუ---- მ--------ის ზიანის გამომწვევი ქმედება დამდგარ შედეგთან მიმართებით, რაც გამორიცხავს მის მიმართ სარჩელის დაკმაყოფილების შესაძლებლობას.
6.6. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლო სხდომაზე არ გამოცხადდება მოპასუხე, რომელსაც გაეგზავნა შეტყობინება ამ კოდექსის 70-ე-78-ე მუხლებით დადგენილი წესით და მოსარჩელე შუამდგომლობს დაუსწრებელი გადაწყვეტილების გამოტანაზე, მაშინ სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები დამტკიცებიულად ითვლბა.
ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელში მითითებული გარემოებები იურიდიულად ამართლებს სარჩელის მოთხოვნას, სარჩელი დაკმაყოფილდება.
მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მთავრ სხდომაზე, საპაექრო ეტაპზე, არ გამოცხდდა მოპასუხე ამ----- ი------ე და მის მიერ არ იქნა დაფიქსირებული პოზიცია სარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით. იგი კანონით დადგენილი წესით გაფრთხილებული იყო სასამართლო სხდომის შესახებ. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე ორი მოპასუხე იყო ჩართული და ერთ-ერთი გამოცხადებულია, სასამართლო ვერ იმსჯელებს დაუსწრებელი გადაწყვეტილების მიღებაზე. ამასთანავე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ----- ი------ემ გამოუცხადებლობით გამოხატა, რომ მოცემულ დავასთან დაკავშირებით აღარ აქვს აქტიური ინეტერესი, რაც სასამართლოს აძლევს საფუძველს, რომ არასაპატიო მიზეზით გამოუცხადებელ მხარეს დააკისროს ზიანის ანაზღაურება საქმის განხილვისას დადგენილი ოდენობით. შესაბამისასდ მუ----- ი------ეს ამ----- ი------ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ზიანის - 94 ლარის ანზღაურება.
6.7. რაც შეეხება მოთხოვნას გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსრულებაზე, სასამართლო მიიჩნევს რომ არ არსებობს გადაწყვეტილების დაუყონებლივ აღსასრულებლად მიქცევის სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლით გათვალისწინებული საფუძველი, რის გამოც შუამდგომლობა ამ ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად კი დადგენილია, რომ იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე გათავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. ამავე კოდექსის თანახმად ასევე დადგენილია, რომ იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს ამ კოდექსის 47-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული ოდენობისა.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე წინასწარ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით. იმის გათვალისწინებით, რომ სარცელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, გადახდილი ბაჟის ნახევარის 25 ლარის მოსარჩელის სასარგებლოდ ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე მუ----- ი------ეს.
რაც შეეხება იურიდიული მომსახურებისათვის გაწულ ხარჯებს, სასამართლო არც ერთ მხარეს არ დააკისრებს აღნიშნული ხარჯების ანაზღაურებას, რამდენადაც სარჩელი ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელზე უზრუნველყოფის ღონისძიება არ ყოფილა გამოყენებული.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14, 39-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე და 365-ე მუხლებით
გადაწყვიტა
1. ამ----- ი------ის სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. მოპასუხე მუ----- ი------ეს ამ----- ი------ის სასარგებლოდ დაეკისროს ზიანის თანხის 94.0 (ოთხმოცდათოთხმეტი) ლარისა და წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 25 (ოცდახუთი) ლარის გადახდა.
3. სარჩელის სხვა მოთხოვნები, მათ შორის მოთხოვნა დაუყონებლივ აღსრულებაზე არ დაკმაყოფილდეს.
4. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსრულებაზე უარის თქმის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. № 32), დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის გადაცემის მომენტიდან 12 დღის ვადაში, ხულოს მაგისტრი სასამართლოს მეშვეობით.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-4 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ხულოს მაგისტრატი სასამართლოს მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ხულოს მაგისტრატ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ნუგზარ მგელაძე