გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.05.2019
საქმის ნომერი
330210019002832302
კატეგორია
დავის ტიპი
ვალდებულებითი სამართლებრივი დავები
თარიღი
24.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2/1813-19

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

24 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

მოსამართლე - შორენა ჯანხოთელი

სხდომის მდივანი - თამარ აკობია

მოსარჩელე - ნ------–-----ე

წარმომადგენელი - დ---------–----ე

მოპასუხე - 1) შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ი''

წარმომადგენელი - მ-----------------–ი

2) კერძო აღმასრულებელი ლ-------------–---–ი

3) ლ---------–------ი

დავის საგანი - ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის შემცირება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ც-------------ის მიერ 2----–-–----------არს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში და გაუქმდეს პირგასამტეხლოს და პროცენტის დაკისრების ვალდებულება.

სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები (ს.ფ. 2-18):

1.1.1. 2----–-–-------------ერს შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ს'' და ლ---------–------ს შორის გაფორმდა №1------- საკრედიტო ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ის'' მიერ ლ---------–------ზე გაიცა სესხი 12 000 აშშ დოლარის ოდენობით. ხელშეკრულების თანახმად სესხის წლიური საპროცენტო განაკვეთი განისაზღვრა 18%-ით, სესხის ვადა კი 35 თვით და იგი სრულდებოდა 20---–-–------------ერს;

1.1.2. ხელშეკრულებისა და გადახდის გრაფიკის თანახმად, ყოველთვიურად, სესხის აღებიდან 35 თვის მანძილზე მსესხებელს უნდა გადაეხადა მხოლოდ პროცენტის მომსახურების თანხა, ხოლო ძირითადი თანხა უნდა გადაეხადა 20---–-–------------ერს - გრაფიკის დასრულებისას. ხელშეკრულების თანახმად სარგებლის/პროცენტის გადახდა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 30 რიცხვში;

1.1.3. სესხის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2----–-–---------–--ს შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ს'' და ლ---------–------ს შორის დაიდო №1---- იპოთეკის ხელშეკრულება;

1.1.4. იგი ხელშეკრულებით გათვალისწინებული იპოთეკის საგნის ამჟამინდელი მესაკუთრეა;

1.1.5. 2----–-–----------არს ნოტარიუს ც-------------ის მიერ გაიცა №1-------- სააღსრულებო ფურცელი, რომლის თანახმადაც მოვალეს - ლ---------–------ს მოპასუხის სასარგებლოდ დაეკისრა სესხის ძირითადი თანხის - 11 985.81 აშშ დოლარის, მასზე დარიცხული სარგებლის - 423.38 აშშ დოლარის და პირგასამტეხლოს - 2 457.09 აშშ დოლარის, სულ 14 866.28 აშშ დოლარის, ასევე სააღსრულებო ფურცლის გაცემის ხარჯის - 127.90 ლარის გადახდა;

1.1.6. სააღსრულებო ფურცლის თანახმად დადგინდა მის საკუთრებაში არსებული იპოთეკის საგნის რეალიზაცია. სააღსრულებო ფურცელი აღსასრულებლად წარდგენილი იქნა კერძო აღმასრულებელ ლ-------------–---–თან, რომლის მიერაც გაიცა გაფრთხილება ვალდებულების ნებაყოფლობით შესრულების თაობაზე;

1.1.7. სადავოო არაა სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული ძირითადი თანხის ოდენობა;

1.1.8. გრაფიკის თანახმად მსესხებელი ყოველთვიურად პროცენტის სახით იხდიდა დაახლოებით 180 აშშ დოლარს. მის მიერ არ არის შესრულებული მხოლოდ გრაფიკით გათვალისწინებული ბოლო თვის საპროცენტო სარგებელის გადახდის ვალდებულება, შესაბამისად, გაურკვეველია შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ის'' მიერ სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პროცენტის ოდენობა;

1.1.9. მოვალის მიერ 35 თვის განმავლობაში პროცენტის სახით ჯამში გადახდილი აქვს 6 116.82 აშშ დოლარი - ძირითადი თანხის 50%-ზე მეტი. აღნიშნული თანხიდან კი მხოლოდ 14.19 აშშ დოლარია მიმართული ძირითადი კაპიტალის შესამცირებლად;

1.1.10. სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია, იგი წარმოადგენს სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული ძირითადი ვალდებულების 20.50%-ს;

1.1.11. მხარეებს შორის ვერ მოხერხდა აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობის შემცირების თაობაზე მოლაპარაკება.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------მა’’ დადგენილი წესით წარმოადგინა შესაგებელი, რომელშიც, ისევე როგორც სასამართლო სხდომაზე, არ ცნო სარჩელი.

შესაგებლის საფუძვლები (ს.ფ. 83-91)

2.1.1. ხელშეკრულების საფუძველზე გაცემულ სესხზე ვადაგადაცილების დაფიქსირების შემდეგ მათ თავად მიმართეს მოსარჩელეს რეფინანსირებისათვის, თუმცა თავდაპირველად იგი უარყოფდა მოვალედ ყოფნას, მოგვიანებით კი ითხოვდა დარიცხული პირგასამტეხლოს სრულად გაუქმებას;

2.1.2. მსესხებლის მიერ გრაფიკით დადგენილი სარგებლის გადახდის ვალდებულების დარღვევა დაფიქსირდა 20---–-–------------ერს;

2.1.3. ვალდებულების დარღვევის გამო 20---–-–------------რიდან სესხს დაერიცხა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ყოველდღიური პირგასამტეხლო;

2.1.4. მოსარჩელეს, ისევე როგორც ლ---------–------ს, 2----–-–-------------ერს გაეგზავნათ შეტყობინება და განემარტათ, რომ ვალდებულების დარღვევის გამო, არაუგვიანეს 2----–-–-------------რისა თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, მოხდებოდა ნოტარიუსის სააღსრულებო ფურცლის გამოთხოვა და თანხის გადახდევინება, თუმცა ვალდებულება მოვალის მიერ დაგვიანებითაც არ შესრულებულა;

2.1.5. სააღსრულებო ფურცელში მითითებული აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა დაანგარიშებულია ხელშეკრულების შესაბამისად, შესაბამისად, არ არსებობს არც სარგებლის და არც პირგასამტეხლოს სახით დაკისრებული ვალდებულების გაუქმების საფუძველი;

2.1.6. ვალდებულების დარღვევის გამო დაკისრებული პირგსამტეხლო არ არის შეუსაბამოდ მაღალი.

2.2. მოპასუხეებს - კერძო აღმასრულებელ ლ-------------–---–ს და ლ---------–------ს სარჩელი და თანდართული მასალები ჩაბარდათ დადგენილი წესით, თუმცა მათ სარჩელთან მიმართებით დადგენილ ვადაში შესაგებლები არ წარმოუდგენიათ.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

3.1.1. 2----–-–-------------ერს ლ---------–------ს და შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ს’’ შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების შესახებ №1---- ხელშეკრულება/2----–-–---------–--ის ხელშეკრულების დანართი, რომლის თანახმადაც მსესხებელზე 35 თვის ვადით, წლიური სარგებლის სახით 18%-ის გადახდის პირობით გაიცა კრედიტი - 12 000 აშშ დოლარი.

ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ვადის დამთავრებისას, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხოლოდ შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ის’’ შეხედულებისამებრ.

ხელშეკრულების 2.6 პუნქტის თანახმად, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებაზე შეადგენს დარჩენილი სესხის თანხის 0.5%-ს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

ხელშეკრულების 3.5.2. მუხლის თანახმად, მხარეები შეთანხმდნენ, რომ მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ი’’ უფლებამოსილია მიმართოს ნოტარიუსს სააღსრულებო ფურცლის მისაღებად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულება, დანართი (ს.ფ. 22-29)

3.1.2. 2----–-–---------–--ის საკრედიტო ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად ამავე თარიღში შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ს'' და ლ---------–------ს შორის დაიდო იპოთეკის ხელშეკრულება და იპოთეკით დაიტვირთა ლ---------–------ის საკუთრებაში არსებული უძრავი ქონება, მდებარე: ქ. თბილისი, დ------------ი, კ--------–----, კ-------------, ს--------–----, ბ------, ს/კ 0----------------------.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- სანოტარო აქტი - იპოთეკის ხელშეკრულება (ს.ფ. 30-36)

3.1.3. სსიპ ს-------------------------------–ი ს-------ოში 2----–-–---------–--ს რეგისტრირებული ნასყიდობის ხელშეკრულების საფუძველზე მოსარჩელე აღირიცხა 2----–-–---------–--ის იპოთეკის ხელშეკრულებით განსაზღვრული იპოთეკის საგნის, მდებარე: ქ. თბილისი, დ------------ი, კ--------–----, კ-------------, ს--------–----, ბ------, ს/კ 0---------------------- მესაკუთრედ.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი (ს.ფ. 37-38)

3.1.4. 20---–-–------------რიდან - გრაფიკით დადგენილი სარგებლის გადახდის ბოლო თვიდან - მსესხებლის მიერ დაირღვა საკრედიტო მომსახურების ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება კრედიტორისთვის თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე.

20---–-–------------რისათვის მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადასახდელი სარგებლის ოდენობა შეადგენდა 179.78 აშშ დოლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი, მხარეთა ახსნა-განმარტება (ს.ფ. 20-21)

 

3.1.5. 2----–-–----------არს ნოტარიუს ც-------------ის მიერ მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ის’’ სასარგებლოდ გაიცა სააღსრულებო ფურცელი №1--------, სადაც მოვალედ მითითებულია ლ---------–------ი.

სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობაა სესხის ძირითადი თანხა - 11 985.81 აშშ დოლარი, მასზე დარიცხული სარგებელი - 423.38 აშშ დოლარი, პირგასამტეხლო - 2 457.09 აშშ დოლარი, აგრეთვე სააღსრულებო ფურცლის ხარჯი - 127.90 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სააღსრულებო ფურცელი (ს.ფ. 41-43) 3.1.6. 2----–-–----------არს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ფარგლებში 2----–-–----------არს კერძო აღმასრულებელ ლ-------------–---–ის მიერ მოვალე ლ---------–------ს გაეგზავნა წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - წინადადება გადაწყვეტილების შესრულების შესახებ (ს.ფ. 39-40) 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები: 3.2.1. მოვალის მიერ კრედიტორისათვის პროცენტის ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრება მის მიერ სესხის გრაფიკით დადგენილი ბოლო თვის - 20---–-–------------რისათვის გადასახდელი ვალდებულების მოცულობით - 179.78 აშშ დოლარით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე. ფაქტები, რომლებიც ივარაუდება მოსარჩელის სასარგებლოდ, უნდა დაამტკიცოს მოპასუხემ, რაც იმას ნიშნავს, რომ მოსარჩელე თავისუფალია ამ ფაქტების დამტკიცებისაგან. მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად კი მხარეთა შეთანხმებით სესხისთვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნას პროცენტი. სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, მხარეები თავად განსაზღვრავენ ხელშეკრულების პირობებს. ამასთან, ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპი არ არის შეუზღუდავი უფლება და გარკვეული იმპერატიული დანაწესებით იგი შეიძლება იქნას შეზღუდული. მოცემულ შემთხვევაში, ზემოხსენებული ნორმა სესხის სარგებლის განსაზღვრის თაობაზე დისპოზიციურია და მხარეებს აძლევს შესაძლებლობას თავად განსაზღვრონ სესხის პირობები, მათ შორის, თავად დაადგინონ სესხის ხელშეკრულების პირობა სარგებლის თაობაზე, კერძოდ, სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის თანახმად, მხარეთა სპეციალურ შეთანხმებაზეა დამოკიდებული სარგებლის გათვალისწინება სესხის ხელშეკრულებაში. სხვა შემთხვევაში სესხი არის სარგებლის გარეშე. განსახილველ შემთხვევაში მხარეებმა ხელშეკრულებით გაითვალისწინეს გაცემული სესხის საპროცენტო განაკვეთი, ანუ ის სარგებელი, რაც უნდა მიეღო სესხის გაცემით შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------სს''. წარმოდგენილი სააღსრულებო ფურცლის თანახმად, აღსასრულებელი ვალდებულების მოცულობა სარგებლის გადახდის ნაწილში განსაზღვრულია 479.46 აშშ დოლარით. განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელის მიერ სადავოდაა გამხდარი სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პროცენტის ოდენობა, ვინაიდან მისი მითითებით მოვალის მიერ არ შესრულებულა მხოლოდ ერთი თვის (რომელიც ამავდროულად წარმოადგენდა გრაფიკით განსაზღვრულ ბოლო თვეს) - 20---–-–------------ერს გადასახდელი სარგებლის გადახდის ვალდებულება. დადგენილია, რომ 2----–-–---------–--ს ლ---------–------ს და შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ს’’ შორის დაიდო საკრედიტო მომსახურების შესახებ №1---- ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც მსესხებელზე 35 თვის ვადით, წლიური სარგებლის სახით 18%-ის გადახდის პირობით გაიცა კრედიტი - 12 000 აშშ დოლარი. ასევე დადგენილია, რომ 20---–-–------------რიდან - გრაფიკით დადგენილი სარგებლის გადახდის ბოლო თვიდან - მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება კრედიტორისთვის თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე. ასევე დადგენილია, რომ 20---–-–------------რისათვის მოვალის მიერ კრედიტორისათვის გადასახდელი სარგებლის ოდენობა შეადგენდა 179.78 აშშ დოლარს. მოპასუხის წარმომადგენლის სასამართლო სხდომაზე გაცხადებული განმარტებით, სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული სარგებელი - 423.38 აშშ დოლარი შეადგენს მოვალის მიერ ვადაგადაცილებიდან - 20---–-–------------რიდან - სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე - 2----–-–----------რამდე გადასახდელ სარგებელს. მოპასუხის მითითებით, კრედიტორის მიერ, მისივე ინიციატივით ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად გაგრძელდა ხელშეკრულება, შესაბამისად, იგი უფლებამოსილი იყო დაერიცხა ძირითად თანხაზე გადასახდელი პროცენტი ხელშეკრულების შეწყვეტამდე - სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე. დადგენილია, რომ საკრედიტო ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად, სარგებლობის ვადის დამთავრებისას, კრედიტზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის სრულად დაფარვის შემთხვევაში, ხელშეკრულების ვადა გაგრძელდება მხოლოდ შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ის’’ შეხედულებისამებრ. ასევე დადგენილია, რომ 20---–-–------------რიდან - გრაფიკით დადგენილი სარგებლის გადახდის ბოლო თვიდან - მსესხებლის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით განსაზღვრული ვალდებულება კრედიტორისთვის თანხის ყოველთვიურად, დადგენილი გრაფიკით გადახდის თაობაზე. შესაბამისად, მოვალის მიერ არ შესრულებულა საპროცენტო სარგებლის სრულად გადახდის ვალდებულება, რომელიც ხელშეკრულების 2.4 პუნქტის თანახმად ანიჭებდა კრედიტორს ხელშეკრულების ვადის გაგრძელების უფლებამოსილებას. სასამართლო მიუთითებს, რომ ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები’’ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესით განსაზღვრულია, რომ თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე. განსახილველ შემთხვევაში მოპასუხემ მასზე არსებული მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, ის გარემოება რომ მის მიერ სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე მოპასუხისთვის პროცენტის დარიცხვა მოვალის მიერ სარგებლის არასრულად გადახდის პირობებში გამომდინარეობდა ხელშეკრულების 2.4 პუნქტიდან და მისი როგორც კრედიტორის ქცევა არ წარმოადგენდა უფლების ბოროტად გამოყენებას. შესაბამისად, ვინაიდან უდავოა მოვალის მიერ მხოლოდ ერთი თვის - 20---–-–------------ერს გადასახდელი სარგებლის გადაუხდელობის ფაქტი, სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული სარგებლის მოცულობაც უნდა განისაზღვროს სწორედ ამ ოდენობით. შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მოვალის მიერ კრედიტორისათვის პროცენტის ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვრება მის მიერ სესხის გრაფიკით დადგენილი ბოლო თვის - 20---–-–------------რისათვის გადასახდელი ვალდებულების მოცულობით - 179.78 აშშ დოლარით. 3.2.2. კრედიტორის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლო - 2 457.09 აშშ დოლარი შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია. მოვალეს მისი გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით, რაც შეადგენს 246 აშშ დოლარს. მხარეებს შორის სადავო არ არის მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების მსესხებლის მიერ დარღვევის ფაქტი. მათ შორის სადავოა დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობა. მოსარჩელე ითხოვს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, რადგან მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლო არის შეუსაბამოდ მაღალი და არაგონივრულია და იგი უტოლდება ძირითადი თანხის 20.50%-ს. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას პირგასამტეხლოს არაგონივრულ ოდენობასთან მიმართებით და დადგენილად მიიჩნევს, რომ მოვალის მიერ გადასახდელი პირგასამტეხლო მაღალია და უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. პირგასამტეხლო დამატებითი (აქცესორული) ვალდებულებაა, რაც იმას ნიშნავს, რომ მისი წარმოშობა და ნამდვილობა ძირითადი ვალდებულების არსებობაზეა დამოკიდებული. ქართულ კანონმდებლობაში პირგასამტეხლოს ორმაგი ფუნქცია გააჩნია: ერთი მხრივ, მას ვალდებულების ჯეროვანი შესრულების უზრუნველსაყოფად პრევენციული დატვირთვა აქვს ანუ, პირგასამტეხლოს დაკისრების რისკი ფსიქოლოგიურად ზემოქმედებს ვალდებულ პირზე და აიძულებს ვალდებულება ჯეროვნად შეასრულოს. პირგასამტეხლოს ფსიქოლოგიური ზემოქმედების ეფექტი სწორედ იმაში ვლინდება, რომ ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, ვალდებულ პირს რეპრესიული ხასიათის სანქცია ეკისრება. პირგასამტეხლოს მეორე ფუნქცია განცდილი ზიანის მარტივად და სწრაფად ანაზღაურებაში მდგომარეობს. იგი ერთგვარ სანქციასაც წარმოადგენს. ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში, სანქციად ქცეული პირგასამტეხლო ვალდებულ პირს უპირობოდ ეკისრება, მიუხედავად იმისა, განიცადა თუ არა კრედიტორმა ზიანი ამ დარღვევის შედეგად (სუსგ 6.05.2015წ. საქმე №ას-1158-1104-2014, 10.02.2016წ. საქმე №ას-1265-1187-2015). შესაბამისად, პირგასამტეხლოს დაკისრების სამართლებრივ წინაპირობას წარმოადგენს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს მიზანია კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს დაკისრებით უნდა მოხდეს კრედიტორის დანაკარგების კომპენსირება და არა გამდიდრება. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე №ას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, ხელშეკრულებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’’ და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. სასამართლომ უნდა შეაფასოს პირგასამტეხლოსა და მოვალის მიერ დაშვებული დარღვევით გამოწვეული შედეგების თანაფარდობა. ამასთან, არ უნდა დაირღვეს ხელშეკრულების მხარეთა თანასწორობისა და ხელშეკრულების პირობების სამართლიანობის პრინციპები. ნაკისრი ვალდებულების ხასიათის, ვალდებულების ვადის დარღვევის, ხელშეკრულების შესრულებისადმი მხარეთა ინტერესის, მოსარჩელის ქონებრივი მდგომარეობის და სხვა შესაბამისი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ შეუსაბამოდ მაღალია მოსარჩელის მიმართ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა - 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. გამომდინარე აღნიშნულიდან, მოვალეს სააღსრულებო ფურცლით დაკისრებული პირგასამტეხლოს ოდენობის გადახდა უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ 10-ჯერ შემცირებული ოდენობით, რაც შეადგენს 246 აშშ დოლარს. სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ წარმოდგენილი სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. კანონები რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლი, ,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის 38-ე მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 623-ე, 625-ე, 361-ე, მე-400, 417-ე, 418-ე, 420-ე, 115-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 302-ე მუხლის მე-31 ნაწილის თანახმად, კრედიტორისა და მესაკუთრის წერილობითი ფორმით დადებულ გარიგებაში მხარეებს შეუძლიათ გაითვალისწინონ, რომ იპოთეკით დატვირთული უძრავი ნივთის კრედიტორისთვის გადაცემა და რეალიზაცია შეიძლება განხორციელდეს ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე. ასეთ შემთხვევაში მხარეთა შორის დადებული გარიგება დადასტურებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

,,ნოტარიატის შესახებ’’ საქართველოს კანონის 38-ე მუხლის მე-5 პუნქტის თანახმად, ნოტარიუსი გასცემს სააღსრულებო ფურცელს ფულადი თანხის დავალიანების გადახდევინების ვადადამდგარი მოთხოვნის, ქონებაზე უფლების გადაცემის, აგრეთვე დაგირავებულ/იპოთეკით დატვირთულ ქონებაზე იძულებითი აღსრულების მიქცევის მოთხოვნის საფუძველზე, თუ ამაზე არსებობს მხარეთა შეთანხმება და ნოტარიუსის მიერ სანოტარო აქტში წერილობით განმარტებულია სააღსრულებო ფურცლის გაცემის სამართლებრივი შედეგები.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეთა შორის ვალდებულებითი ურთიერთობა წარმოიშვა 2----–-–-------------რის ხელშეკრულების საფუძველზე. თავის მხრივ, აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე ნოტარიუსის მიერ 2----–-–----------არს გაიცა სააღსრულებო ფურცელი.

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. რაც ნიშნავს, რომ თუკი მოვალე გადააცილებს ვალდებულების შესრულების დროს ან შეასრულებს მას არაჯეროვნად (ვთქვათ, შეასრულებს მხოლოდ ნაწილს ან/და არასრულად), ეს განიხილება ვალდებულების დარღვევად.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილებად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდება.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოვალის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების არაჯეროვანი შესრულება, რის გამოც ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით მას დაეკისრა პროცენტისა და პირგასამტეხლოს გადახდა.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 625-ე მუხლის მიხედვით, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

სასამართლო მიუთითებს, რომ პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი ,,დაკავებისათვის’’. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით.

სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. სამოქალაქო კოდექსის 418-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს მიყენებულ ზიანს.

დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულებით შეთანხმებულ იქნა პირგასამტეხლოს ოდენობა და შესაბამისად მისი გადახდის ვალდებულება ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო.

სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ პირგასამტეხლო წარმოადგენდა შეუსაბამოდ მაღალს და უნდა მომხდარიყო მისი შემცირება სასამართლოს მიერ განსაზღვრულ გონივრულ ოდენობამდე. ამასთანავე, დადგენილად მიიჩნია რომ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოვალეს ეკისრებოდა არა სააღსრულებო ფურცლის გაცემამდე, არამედ მხოლოდ გრაფიკით გადასახდელი სარგებლის გადახდა. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ზემო აღნიშნული სამართლებრივი ნორმების და სასამართლოს მიერ დადგენილად მიჩნეული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და სააღსრულებო ფურცლით განსაზღვრულ მოვალეს პროცენტი და პირგასამტეხლო უნდა დაეკისროს სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით. ამასთან, სასამართლო მიუთითებს, რომ სასარჩელო წარმოებაში მოპასუხის საპროცესო- სამართლებრივი დაინტერესება, ანუ მხარის შესაძლებლობა დაიცვას თავისი უფლებები, გამომდინარეობს სადავო მატერიალურ-სამართლებრივი ურთიერთობის ხასიათიდან. ამდენად, მოპასუხე არის პირი, რომელსაც გააჩნია საქმის მატერიალურ-სამართლებრივი და აქედან გამომდინარე, საპროცესო- სამართლებრივი დაინტერესება. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპის შესაბამისად, საპროცესო კოდექსი, თანასწორ შესაძლებლობას ანიჭებს პროცესის ორივე მხარეს, თავიანთი უფლებების სასამართლო წესით დასაცავად. მხარეთა საპროცესო თანასწორობის პრინციპი პროცესში იმითაა უზრუნველყოფილი, რომ მოპასუხეს კანონი აძლევს უფლებას დაიცვას თავი სარჩელისაგან. შესაბამისად, მხარის უფლება გამოვიდეს მოპასუხედ საქმის განხილვაში, ვინაიდან გადაწყვეტილება შეეხება მის უფლებებსა და ინტერესებს, უზრუნველყოფილი უნდა იყოს. განსახილველ შემთხვევაში იპოთეკის საგნის მესაკუთრის მიერ სააღსრულებო ფურცელში ცვლილების განხორციელების თაობაზე წარმოდგენილი სასარჩელო მოთხოვნის სათანადო მოპასუხეებად ვერ განიხილებიან ლ---------–------ი და კერძო აღმასრულებელი, შესაბამისად, მათ მიმართ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძველი.

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 230 ლარი (ს.ფ. 48), ხოლო სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე - 50 ლარი (ს.ფ. 49). სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ს’’ მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის - 69 ლარის და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი კი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991 მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, უნდა გაუქმდეს სარჩელზე თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39-ე, 53-ე,1991-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

1. ნ------–-----ის სარჩელი მოპასუხეების შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ის'', ლ-------------–---–ის და ლ---------–------ის მიმართ ნოტარიუსის მიერ გაცემული სააღსრულებო ფურცლით გათვალისწინებული თანხის შემცირების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

2. ცვლილება შევიდეს ნოტარიუს ც-------------ის მიერ 2----–-–----------არს გაცემულ №1-------- სააღსრულებო ფურცელში, კერძოდ, პირგასამტეხლოს და პროცენტის ნაწილში და აღსასრულებელი ვალდებულება პირგასამტეხლოს ნაწილში განისაზღვროს 246 აშშ დოლარის ოდენობით, ხოლო პროცენტის ნაწილში აღსასრულებელი ვალდებულება განისაზღვროს 179.78 აშშ დოლარის ოდენობით;

3. ნ------–-----ის სარჩელი მოპასუხეების - ლ-------------–---–ის და ლ---------–------ის მიმართ არ დაკმაყოფილდეს;

4. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც შეჩერდა ნოტარიუს ც-------------ის მიერ 2----–-–----------არს გაცემული №1-------- სააღსრულებო ფურცლის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოება;

5. მოპასუხე შპს ,,მ-----------------------------–-- რ-------------ს'' მოსარჩელე ნ------–-----ის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 69 ლარის ოდენობით და სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილი ბაჟის ანაზღაურება 50 ლარის ოდენობით. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად;

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა ჯანხოთელი