გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №3/3235-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
29 მარტი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე
სხდომის მდივანი ციალა გახელაძე
მოსარჩელეები - ა-–------------–---, ლ-–--–----–-----
წარმომადგენელი - შ---------------–---
მოპასუხე - საქართველოს გენერალური პროკურატურა
წარმომადგენელი - ა-----------
მესამე პირები - საქართველოს ფინანსთა სამინისტრო, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახური
დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება, თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. საქართველოს გენერალური პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით გადახდილი თანხის - 30000 (ოცდაათიათასი) ლარის ანაზღაურება.
1.2. საქართველოს გენერალური პროკურატურას ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით გადახდილი თანხის - 30000 (ოცდაათიათასი) ლარის ანაზღაურება.
1.3. საქართველოს გენერალური პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს 30000 (ოცდაათიათასი) ლარის პროცენტის - 37537 (ოცდაჩვიდმეტიათასხუთასოცდაჩვიდმეტი) ლარის ანაზღაურება.
1.4. საქართველოს გენერალური პროკურატურას ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს 30000 (ოცდაათიათასი) ლარის პროცენტის - 37537 (ოცდაჩვიდმეტიათასხუთასოცდაჩვიდმეტი) ლარის ანაზღაურება.
1.5. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს მიყენებული ზიანის ანაზღაურება 43000 (ორმოცდასამიათასი) ლარის ოდენობით.
1.6. საქართველოს გენერალური პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 25000 (ოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით.
1.7. საქართველოს გენერალური პროკურატურას ლ-–--–--–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 25000 (ოცდახუთიათასი) ლარის ოდენობით.
1.8. საქართველოს გენერალური პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს მატერიალური ზიანის (ადვოკატის ხარჯი) ანაზღაურება 8000 (რვაათასი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
საქართველოს გენერალური პროკურატურის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.
3. მესამე პირების პოზიცია
საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს საქმის განხილვაში მონაწილეობა არ მიუღია.
4. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
4.1. „ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ“ 2005 წლის პირველი დეკემბრის ბრძანებით ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს აღკვეთი ღონისძიების სახით შეეფარდათ პატიმრობა 3 თვის ვადით. ბრძანების თანახმად, პატიმრობის ვადა ჩაეთვალათ დაკავების მომენტიდან.
2005 წლის 2 დეკემბერს ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს ადვოკატებმა - შ---------------–---მ, თ--------------მა და ო-----------–---–მა საჩივრით მიმართეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საგამოძიებო კოლეგიას და მოითხოვეს ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს მიმართ შეფარდებული აღკვეთი ღონისძიების პატიმრობის არასაპატიმრო ღონისძიებებით შეცვლა.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- „ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძების სახით დაპატიმრების გამოყენების შესახებ“ 2005 წლის პირველი დეკემბრის ბრძანება (ტ.I, ს.ფ.93-94);
- ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს ადვოკატების 2005 წლის 2 დეკემბრის საჩივარი (ტ.I, ს.ფ.95-96).
4.2. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 მაისის №M------------- წერილის თანახმად, საარქივო პირად საქმეში არსებული მონაცემების შესაბამისად, ლ-–--–----–----- ქ.თბილისის ყოფილ №5 საპყრობილეში შესახლებულ იქნა 2005 წლის პირველ დეკემბერს, საიდანაც სასჯელის შემდგომი მოხდის მიზნით 2006 წლის 10 ივნისს გადაყვანილ იქნა ქსანის №7 საპყრობილეში.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2018 წლის 10 მაისის №M------------- წერილი (ტ.I, ს.ფ.111).
4.3. საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 27 თებერვლის №M------------- წერილის თანახმად, ა-–------------–--- ქ.თბილისის №5 თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში სასჯელს იხდიდა 2005 წლის პირველი დეკემბრიდან 2006 წლის 10 ივნისამდე და შემდეგ ეტაპირებულ იქნა რუსთავის №- თავისუფლების აღკვეთის დაწესებულებაში.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს სასჯელაღსრულებისა და პრობაციის სამინისტროს 2017 წლის 27 თებერვლის №M------------- წერილი (ტ.I, ს.ფ.112).
4.4. „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილებით ლ-–--–----–----- ბრალდებულად პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილება (ტ.I, ს.ფ.86-89).
4.5. „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილებით ა-–------------–--- ბრალდებულად პასუხისგებაში იქნა მიცემული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- „ბრალდებულის სახით პასუხისგებაში მიცემის შესახებ“ 2006 წლის 15 თებერვლის დადგენილება (ტ.I, ს.ფ.90-92).
4.6. 2006 წლის 21 თებერვალს ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს ინტერესების დამცელ ადვოკატებს - შ---------------–---ს, თ--------------სა და ო-----------–---–ს გაეგზავნა შეტყობინება გამოძიების დამთავრებისა და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსთვის გადაგზავნის შესახებ.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2006 წლის 21 თებერვლის შეტყობინება გამოძიების დამთავრებისა და საქმის საბრალდებო დასკვნით სასამართლოსთვის გადაგზავნის შესახებ (ტ.I, ს.ფ.97-108).
4.7. 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №- საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–--ამ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 3--------, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი B-------), გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - წ----–-------–-–------–------ძე საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №7-------).
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №- საგადასახადო დავალება (ტ.I, ს.ფ.109).
4.8. 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №- საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–--ამ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 3--------, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი B-------), გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - ხ------–------–--------------ძე საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №7-------).
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №- საგადასახადო დავალება (ტ.I, ს.ფ.110).
4.9. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით (№--------- საქმეზე) დამტკიცდა ა-–------------–---სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ა-–------------–--- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა-–------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.
ამავე განაჩენით, დამტკიცდა ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ლ-–--–----–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ლ-–--–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით №--------- საქმეზე (ტ.I, ს.ფ.23).
4.10. თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენით (№---------- საქმეზე) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს მიმართ და მათ მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.
განაჩენის თანახმად, ა-–------------–--- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენის მიხედვით, ლ-–--–----–----- ცნობილ იქნა უდანაშაულოდ და გამართლდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
განაჩენის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (სხვისი ნივთის, ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მითვისება, ან გაფლანგვა, თუ ეს ნივთი, ან ქონებრივი უფლება იმყოფებოდა მიმთვისებლის, ან გამფლანგველის მართლზომიერ მფლობელობაში, ან გამგებლობაში) ჩადენაში ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს მხილება საქმეში არსებული მტკიცებულებებითა და ფაქტობრივი გარემოებებით ყოვლად უსაფუძვლოა, რადგანაც ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს მიერ თითქოსდა მითვისებული თანხა, მათ მართლზომიერ მფლობელობასა ან გამგებლობაში არ ყოფილა. შესაბამისად, სახეზე არ არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ნიშნები. თუ გამოძიება თვლიდა, რომ ა-–------------–---მ და ლ-–--–----–-----მ მიითვისა ის თანხა, რომელიც მათ გადაუხადა ს----------–-------------ამ (კონვერტაციის სხვაობა), ანუ თანხა, რომელიც გავიდა ს----------–-------------ის მართლზომიერი ფლობიდან ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს გამგებლობაში, მაშინ მას უნდა ემსჯელა ასევე ს----------–-------------ის უფლებამოსილი თანამდებობის პირებისა თუ თანამშრომლების ქმედებებზეც, რომელთა მეშვეობით მოხდა ამ თანხების გასვლა ს----------–-------------ის კანონიერი ფლობიდან, რა საკითხზეც ა-–------------–---ს ბრალდების საქმეზე საერთოდ არ არის მსჯელობა. გარდა ამისა, ამავე საქმეზე გამოძიებამ ვერ მოიპოვა ის ძირითადი დოკუმენტი (შპს „ო--------ს“ კომერციული წინადადება ელექტრო საქონლის ეროვნულ ვალუტაში მოწოდებაზე), რომელიც საფუძვლად დაედო ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს ბრალდებას. შესაბამისად, ადგილი ჰქონდა საქართველოს კონსტიტუციით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპის - უდანაშაულობის პრეზუმფციის დარღვევას. ა-–------------–--- და ლ-–--–----–----- არ იყვნენ ვალდებული ემტკიცებინათ ის, რომ მათ წარადგინეს კომერციული წინადადება ელექტრო საქონლის აშშ დოლარში მოწოდებაზე, არამედ მართლმსაჯულების ორგანოები იყვნენ ვალდებულნი დაემტკიცებინათ ისეთი კომერციული წინადადების არსებობის ფაქტი, სადაც საუბარი იქნებოდა ელექტრო საქონლის ეროვნულ ვალუტაში მოწოდებაზე, რაც ამ უკანასკნელმა ვერ შეძლო. აღნიშნული გარემოება არ დასტურდებოდა გამოძიების მიერ ბრალდების მოწმეებად მიჩნეული პირების ჩვენებებიდან. მსგავსი ვარაუდის დაშვების საფუძველი ვერც 2005 წლის 27 ნოემბრის დათვალიერების ოქმი გახდებოდა, რომლითაც ვერ იქნა აღმოჩენილი გამოძიებისთვის საინტერესო შპს „ო-------ის“ კომერციული წინადადება ს----------–-------------იდან ამოღებულ მასალებში. ახალი გამოძიების პირობებში დადასტურდა, რომ 2004 წლის 10 ნოემბრის სხდომის მონაწილეებისთვის წარდგენილი არ ყოფილა ხსენებული კომერციული წინადადება და №-- ოქმში ის აისახა სხდომის თავმჯდომარის მხოლოდ სიტყვიერი მოხსენებით. აღნიშნულის გათვალისწინებით, ა-–------------–---ს მიერ გამოძიებისთვის წარმოდგენილი 2004 წლის 13 სექტემბრის №3--- კომერციული წინადადების ასლი იღებს იმ მტკიცებულებით მნიშვნელობას, რითიც დასტურდება მისი ვერსია, რომელსაც ის თავიდანვე ავითარებდა მისი ბრალდების საქმეში და რომელიც განაცხადა სააპელაციო სასამართლოშიც, რომ შპს „ო--------ს“ მიერ კომერციული წინადადების ს----------–-------------ისთვის წარდგენა მოხდა ელექტრო საქონლის (ტრანსფორმატორები) აშშ დოლარში მიწოდებასთან დაკავშირებით. ყოველივე აღნიშნულის გათვალისწინებით, კი მისი და ლ-–--–----–-----ს ბრალდება ს----------–-------------ის კუთვნილი თანხების მითვისებაზე არის დაუსაბუთებელი.
განაჩენის მიხედვით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ყალბი საკრედიტო, ან საანგარიშსწორებო ბარათის, სხვა საგადასახადო დოკუმენტის, ან ქონებრივი უფლების დამადასტურებელი ისეთი დოკუმენტის დამზადება, ან შეძენა გასაღების, ან გამოყენების მიზნით, გასაღება, ან გამოყენება, რომელიც არ არის ფასიანი ქაღალდი) დამტკიცება, ან მისი ჩადენის უტყუარობაზე მსჯელობა დაუშვებელია მხოლოდ ერთი მტკიცებულების - მძღოლის ჩვენების საფუძველზე იმ პირობებში, როდესაც არსებობს სხვა მტკიცებულებებიც. მით უმეტეს, რომ სისხლის სამართლის საქმეში არსებული სხვა ფაქტობრივი გარემოებების ანალიზი ცხადყოფს სრულიად სხვა რამეს, კერძოდ, ამავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა სასაქონლო ზედნადებისა და საგადასახადო ანგარიშფაქტურასთან მიმართებაში გამოიხატება არა იმაში, რომ განზრახ, ან უნებლიედ არასწორად მოხდა ამ დოკუმენტების შევსება გადამზიდავი სატრანსპორტო საშუალებების მონაცემების ნაწილში ყალბი მონაცემებით, არამედ ზოგადად იმ ქმედების არარსებობაში, რა მიზნითაც დგება ეს დოკუმენტი (საქონლის გადაცემა, საქონლის ტრანსპორტირება), რაზეც თავის მხრივ არის კიდეც მსჯელობა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 2006 წლის 16 იანვრის აქტში. ამ შემთხვევაში კი გამოძიებით დადგენილი იყო, რომ ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს (შპს „ო--------ს“) ხსენებული დოკუმენტების საფუძველზე ს----------–-------------ისთვის მიწოდებული ჰქონდათ ელექტრო საქონელი (3 ერთეული ერთფაზა ზეთიანი ტრანსფორმატორი ომს კტპ-თი 4/6-1/023 და 7 ცალი ერთფაზა ზეთიანი ტრანსფორმატორი ომს 10/10-ის კტპ-თი), რაც დასტურდებოდა საქმეზე დაკითხული როგორც ს----------–-------------ის თანამშრომლების ჩვენებებით, როგორც ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს ბრალდების საქმეზე, ასევე, ახალი გამოძიების ფარგლებში საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 2005 წლის 8 დეკემბრის ცნობითა და საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2006 წლის 10 იანვრის №-------- ექსპერტიზის დასკვნით. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის სპეციალურ გამოკვლევათა სამმართველოს 2006 წლის 16 იანვრის აქტით დასტურდება, რომ შპს „გ----“, შპს „7--“ და შპს „ე-–---------ი“ არ ახდენდნენ შეძენილი საქონლის აღრიცხვას, რაც არ გამორიცხავს ამ საქონლის მათ მიერ სინამდვილეში შეძენას და შემდეგში შპს „ო--------სთვის“ გადაცემას, რასაც ედავებოდა მათ გამოძიება. გარდა ამისა, ახალი გამოძიების პირობებში და საქმის სააპელაციო წესით განხილვისას დაკითხული მოწმეების, ასევე ამოღებული დოკუმენტებითაც დასტურდება, რომ ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს მხრიდან ადგილი არ ჰქონია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას.
განაჩენის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულთა უდანაშაულობას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს არ ჩაუდენიათ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების არაერთგზის ჯგუფურად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენით №---------- საქმეზე (ტ.I, ს.ფ.24-43);
- „ერთფაზა ტრანსფორმატორების შესყიდვის შესახებ“ 2004 წლის 17 ნოემბრის №--------- ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.49-52);
- 2004 წლის 8 დეკემბრის №------ სასაქონლო ზედნადები (ტ.I, ს.ფ.53);
- 2005 წლის 14 იანვრის №------ საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ტ.I, ს.ფ.54);
- 2005 წლის 14 იანვრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.I, ს.ფ.55);
- №0----- სასაქონლო ზედნადები (ტ.I, ს.ფ.56);
- 2004 წლის 8 დეკემბრის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.I, ს.ფ.57);
- 2004 წლის 8 დეკემბრის საგადასახადო ანგარიშ-ფაქტურა (ტ.I, ს.ფ.58);
- 2006 წლის 10 იანვრის ექსპერტის დასკვნა (ტ.I, ს.ფ.59-68);
- შპს „ო--------ს“ დირექტორის 2004 წლის 13 მარტის განცხადება (ტ.I, ს.ფ.72);
- შპს „ს----------–-------------ის“ ოპერატიული შესყიდვების კომისიის №-- ოქმი (ტ.I, ს.ფ.73-85);
- შპს „ს----------–-------------ის“ 2015 წლის 19 ნოემბრის წერილი (ტ.I, ს.ფ.199-227);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს ფინანსური პოლიციის საგამოძებო დეპარტამენტის სისხლის სამართლის №-------- საქმე, ტომი №II (ტ.I, ს.ფ.229-244);
- სისხლის სამართის №-------- საქმესთან დაკავშირებით 2006 წლის 16 იანვრის აქტი (ტ.II, ს.ფ.43-46);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგადასახადო დეპარტამენტის 2006 წლის 3 თებერვლის №-- ბრძანება (ტ.II, ს.ფ.49).
4.11. სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 დეკემბრის №----- წერილის თანახმად, თბილისის საქალაქო სასამართლოს №--------- განაჩენის საფუძველზე გაცემული სააღსრულებო ფურცელი ლ-–--–----–-----ს მიმართ ჯარიმის 30000 ლარის დაკსირების თაობაზე, სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს მიმდინარე და საარქივო მასალებში ვერ მოიძებნა.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ აღსრულების ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 დეკემბრის №----- წერილი (ტ.II, ს.ფ.51).
4.12. 2006 წლის 7 აგვისტოს ამოიწერა სააღსრულებო ფურცელი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის გადაწყვეტილებაზე, რომელიც იმავე დღეს შესულია კანონიერ ძალაში, რომლითაც ა-–------------–---ს სასჯელის სახით განესაზღვრა ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 18 აგვისტოს №----- წერილით ა-–------------–---ს განემარტა სააღსრულებო ბიუროში გამოცხადებისა და მისთვის დაკისრებული სასჯელის - ჯარიმის გადახდის წესი და პირობები და აღნიშნულის შეუსრულებლობის შედეგები.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 7 აგვისტოს სააღსრულებო ფურცელი (ტ.II, ს.ფ.55);
- თბილისის სააღსრულებო ბიუროს 2006 წლის 18 აგვისტოს №----- წერილი (ტ.II, ს.ფ.56).
4.13. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №-------- წერილის თანახმად, ლ------------–--ას მიერ №7------- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ლ-–--–----–-----ს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი და ა-–------------–---ს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი 2006 წლის პირველ ივნისს შეტანილია ხაზინის ერთიან №--------- ანგარიშზე 3-------- სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---). ამასთან, აღნიშნულ თანხები, ისევ განთავსებულია ხაზინის ერთიან №--------- ანგარიშზე 3-------- სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---).
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №-------- წერილი (ტ.I, ს.ფ.309).
4.14. ა-–------------–---მ და ლ-–--–----–-----მ 2018 წლის 26 მარტს განცხადებით მიმართეს საქართველოს ფინანსთა მინისტრს და მოითხოვეს იმ თანხის დაბრუნება, რომელიც გადაიხადეს 2006 წლის 30 მაისს საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორსა და ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს შორის დადებული საპროცესო შეთანხმების საფუძველზე, კერძოდ, 2006 წლის პირველ ივნისს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშზე შეტანილ იქნა 30000 ლარი ა-–------------–---ს და ასევე, 30000 ლარი ლ-–--–----–-----ს სახელზე.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 28 მარტის №----------- წერილით აღნიშნული განცხადება გადაიგზავნა საქართველოს მთავარ პროკურატურაში.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს 2018 წლის 26 მარტის განცხადება (ტ.I, ს.ფ.44-45);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2018 წლის 28 მარტის №----------- წერილი (ტ.I, ს.ფ.46);
4.15. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №------------- წერილის თანახმად, ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს განემარტათ, რომ თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენის საფუძველზე აქვთ უფლება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის შესაბამისად, სამოქალაქო/ადმინისტრაციული წესით მოითხოვონ და მიიღონ უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს საგამოძიებო სამსახურის 2018 წლის 5 აპრილის №------------- წერილი (ტ.I, ს.ფ.47).
4.16. საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 12 აპრილის №-------- წერილის თანახმად, საქართველოს მთავარი პროკურატურის სამართალწარმოების პროცესში ჩადენილი დანაშაულის გამოძიების დეპარტამენტში განხილულ იქნა ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს 2018 წლის 26 მარტის №-------- განცხადება, რასთან დაკავშირებით განმცხადებლებს განემარტათ, რომ განცხადებით მოთხოვნილი საკითხების გადაწყვეტა სცილდება პროკურატურის კომპეტენციას და მის დასაკმაყოფილებლად უნდა იქნას მიმართული სასამართლოსთვის შესაბამისი მოპასუხე მხარის მითითებით.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 12 აპრილის №-------- წერილი (ტ.I, ს.ფ.48).
4.17. ა-–------------–---მ 2018 წლის 8 მაისს მიმართა განცხადებით სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროს ფინანსური და ბუღალტრული ექსპერტიზის ჩატარების მიზნით, ლ-–--–----–-----სა და ა-–------------–---ს მიერ დეპოზიტზე თანხის განთავსებისას პროცენტის დარიცხვის შესახებ, რის შესაბამისად, ა-–------------–---მ 2018 წლის 8 მაისს საექსპერტო მომსახურების შესახებ ხელშეკრულება გააფორმა სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან. ამასთან, აღნიშნული შინაარსის ხელშეკრულება იმავე დღეს ა-–------------–---მ, როგორ ლ-–--–----–-----ს წარმომადგენელმა დადო.
ა-–------------–---მ ტ--------ის მეშვეობით 2018 წლის 22 მაისის სალარო შემოსავლის №-------- ორდერით გადაიხადა 201 ლარი (გადახდის დანიშნულება - სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლოს ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს (ქვით.1---------) (დოკ.1-------) (პ/ნ0---------- - ა-–------------–---) 200.00(1.00)(სახაზინო კოდი7--------)).
სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარგენილი მასალების/ინფორმაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დეპოზიტზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით (10.5%), იმ შემთხვევაში, თუ ფიზიკურ პირები გამოსაკვლევ პერიოდში, კერძოდ, 2006 წლის პირველი ივნისიდან 2018 წლის პირველ მაისამდე 30000-30000 ლარს განათავსებდნენ სადეპოზიტო ანგარიშზე, მასზე დარიცხული სარგებელი საორიენტაციოდ შეადგენს - ა-–------------–--- - 37537 ლარი და ლ-–--–----–----- - 37537 ლარი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–------------–---ს 2018 წლის 8 მაისის №---------- განცხადება (ტ.I, ს.ფ.122);
- „საექსპერტო მომსახურების შესახებ“ 2018 წლის 8 მაისის №---------- (ტ.I, ს.ფ.123-125);
- „საექსპერტო მომსახურების შესახებ“ 2018 წლის 8 მაისის №---------- (ტ.I, ს.ფ.126-128);
- 2018 წლის 22 მაისის სალარო შემოსავლის №-------- ორდერი (ტ.I, ს.ფ.129);
- სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №--------- ექსპერტიზის დასკვნა (ტ.I, ს.ფ.130-134);
- საქართველოს ეროვნული ბანკი 2018 წლის 17 მაისის №--------- წერილი (ტ.I, ს.ფ.117-121).
4.18. ა-–------------–---მ 2018 წლის 17 ოქტომბერს განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს და მოითხოვა ინფორმაცია ლ------------–--ას მიერ 2006 წლის პირველ ივნისს ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი 30000-30000 ლარის სამართლებრივი სტატუსის შესახებ და ასევე, ვის კომპეტენციას განეკუთვნება აღნიშნული თანხის განკარგვა.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2018 წლის 23 ოქტომბრის №--/------ წერილის თანახმად, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის თანახმად, ხაზინის ერთიანი ანგარიშის 3-------- სახაზინო კოდზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას, ხორციელდება დეპოზიტის განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2018 წლის 23 ოქტომბრის №--/------ წერილი (ტ.I, ს.ფ.313)
- ა-–------------–---ს 2018 წლის 17 ოქტომბრის განცხადება (ტ.I, ს.ფ.316).
4.19. საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 29 იანვრის №-------- წერილის თანახმად, სახაზინო კოდზე 3-------- „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №-36 ბრძანების თანახმად, ირიცხება არასაგადასახადო შემოსულობები, კერძოდ, სხვა დეპოზიტები. ამასთან 2006 წლის პირველი ივნისისათვის 2-------- ანგარიში წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშს“, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვის მიზნით, ხოლო ბანკის კოდი 2-------- წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო კოდს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ეროვნული ბანის 2019 წლის 29 იანვრის №-------- წერილი (ტ.II, ს.ფ.97).
4.20. საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის პირველი თებერვლის №--/----- წერილის თანახმად, 3-------- სახაზინო კოდი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდს, რომელზეც ხდებოდა ისეთი თანხების დეპონირება, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც, საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად, შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან დაუბრუნდეს გადამხდელს. სადეპოზიტო კოდზე ჩარიცხული თანხების განკარგვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად, ხორციელდება დეპოზიტის მიმღები და განმკარგველი ორგანიზაციის მიერ სახაზინო სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე. რაც შეეხება 6--- დეპოზიტორის კოდს, იგი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდზე თანხის გადამხდელისათვის მინიჭებულ კოდს, აღნიშნული კოდი გადამხდელს ავტომატურად ენიჭება სისტემის მიერ.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის პირველი თებერვლის №--/----- წერილი (ტ.II, ს.ფ.96).
4.21. 2019 წლის 18 თებერვალს ა-–------------–---მ განცხადებით მიმართა საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურს. განცხადების თანახმად, საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2009 წლის პირველი თებერვლის №--/----- წერილიდან ირკვევა, რომ ხაზინის სადეპოზიტო კოდზე ჩარიცხული თანხების განკარგვა ხდებოდა საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანების მე-17 მუხლის შესაბამისად, ხოლო 6--- წარმოადგენს გადამხდელის კოდს, რომელსაც ავტომატურად ანიჭებს სისტემა. ამავე ბრძანების მე-16 მუხლის შესაბამისად, უნდა გახსნილიყო საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდი (მათ შორის, გენერალური პროკურატურა), სადაც უნდა ასახულიყო მისთვის განკუთვნილი თანხები. განცხადების თანახმად მოთხოვნილ იქნა ინფორმაცია, გაიხსნა თუ არა ეს ქვეკოდები გენერალური პროკურატურისათვის და აღნიშნული გადამხდელის მიერ 6--- კოდზე განთავსებული თანხა აისახა თუ არა გენერალური პროკურატურის ქვეკოდზე. ამასთან, წარდგენილი საგადასახადო დავალების მიხედვით (ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა), განცხადების შეტანის დღისათვის სად არის განთავსებული, ვის ანგარიშზე და რა ქვეკოდით.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის პირველი მარტის №-------- წერილის თანახმად, სახელმწიფო საბიუჯეტო ორგანიზაციებისათვის სადეპოზიტო ქვეკოდის გახსნა რეგულირდება ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებით, აღნიშნულ ბრძანებამდე სადეპოზიტო ქვეკოდების გახსნა დარეგულირდა 2009 წლის პირველი იანვრიდან, „ბიუჯეტების შემოსულობების აღიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2005 წლის 14 მარტის №45 დადგენილებაში ცვლილებისა და დამატების შეტანის თაობაზე“ საქართველოს მთავრობის 2008 წლის 29 დეკემბრის №-60 დადგენილებით. რაც შეეხება 3-------- სახაზინო კოდს, იგი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდს, რომელზეც ხდებოდა ისეთი თანხების დეპონირება, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან დაუბრუნდეს გადამხდელს. სადეპოზიტო კოდზე ჩარიცხული თანხების განკარგვა, საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებით დამტკიცებული ინსტრუქციის მე-17 მუხლის შესაბამისად, ხორციელდება დეპოზიტის მიმღები და განმკარგველი ორგანიზაციის მიერ სახაზინო სამსახურში წარდგენილი საგადასახადო დავალების საფუძველზე.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ა-–------------–---ს 2019 წლის 18 თებერვლის განცხადება (ტ.II, ს.ფ.161);
- საქართველოს ფინანსთა სამინისტროს 2019 წლის პირველი მარტის №-------- წერილი (ტ.II, ს.ფ.162).
4.22. 2006 წლის სტაციონარული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, გაცემული 2017 წლის 20 თებერვლის „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ ცნობის თანახმად, ა-–------------–---ს დიაგნოზად განსაზღვრული ჰქონდა გ.ი.დ. ს-------------- (II ფ.კლ.) ჰ--------------–ი დაავადება I-IIხ. გართულებული სისხლდენით უკ--------–-------------------------ით, შ------------------------.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- №-- მსჯავრდებულთა და ბრალდებულთა სამკურნალო დაწესებულების 2017 წლის 20 თებერვლის №M------------- წერილი (ტ.I, ს.ფ.113);
- „ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ“ 2017 წლის 20 თებერვლის ცნობა (ტ.I, ს.ფ.114).
4.23. ა-–------------–---მ 2006 წლის 14 ივლისს შ---------------–---ს მისცა მინდობილობა, რომლის თანახმად, შ---------------–---ს მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით უარი ეთქვა საკუთრების უფლებაზე საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ.თბ--–-------------------------------------–----------------------------------ის პრივატიზაციის დროს მისი მეუღლის რ----------–----–----ას სასარგებლოდ.
საკუთრების მოწმობის თანახმად, რ----------–----–----ა გახდა უძრავი ქონების (მდებარე ქ.თ---–-----------------------------------–---------------------------------) მესაკუთრე. 2006 წლის 26 ოქტომბრის უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ფ--------------ემ რ----------–----–----ასაგან 19000 ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება.
2018 წლის 2 მარტს ა-–------------–---მ შპს აუდიტორულ ფირმა „ბა--–---–---------------სთან“ დადო №------- ხელშეკრულება ფ--------------ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების მიზნით. მოცემული მომსახურების ღირებულება 200 ლარი ა-–------------–---მ გადაიხადა 2018 წლის 4 აპრილს.
„ფიზიკური პირის ა-–------------–---ს მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების“ 2018 წლის 4 აპრილის შპს აუდიტორულ ფირმა „ბ---–---–--------------------------- აქტის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე ქ.თ---–-----------------------------------–---------------------------------) ღირებულებას 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით შეადგენდა 62000 ლარს.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2006 წლის 14 ივლისის მინდობილობა (ტ.I, ს.ფ.135);
- საკუთრების მოწმობა (ტ.I, ს.ფ.136);
- 2006 წლის 26 ოქტომბრის უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის, ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.137-139);
- 2018 წლის 3 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.I, ს.ფ.140-141);
- 2018 წლის 2 მარტის №------- ხელშეკრულება (ტ.I, ს.ფ.142);
- გაწეული მომსახურების, სამუშაოების შესრულების შესახებ 2018 წლის 4 აპრილის მიღება-ჩაბარების აქტი (ტ.I, ს.ფ.143);
- სს საქართველოს ბანკის 2018 წლის 4 აპრილის სალაროს შემოსავლის ორდერი (ტ.I, ს.ფ.147);
- „ფიზიკური პირის ა-–------------–---ს მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების“ 2018 წლის 4 აპრილის შპს აუდიტორულ ფირმა „ბ---–---–-------------იის №--------- აქტი (ტ.I, ს.ფ.144-146).
4.24. ა-–------------–---სა და შ---------------–---ს შორის 2018 წლის 2 მარტს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა უკანონო ბრლადებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლო წარმოებაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასურად განისაზღვრა 8000 (რვაათასი) ლარი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე 2018 წლის 2 მარტის ხელშეკურლება (ტ.I, ს.ფ.148).
4.25. ა-–------------–---მ შ---------------–---ს იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადაუხადა 8000 (რვაათასი) ლარი.
სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2019 წლის 26 მარტის №8----------- გზავნილის მიღების ფორმა (ტ.I, ს.ფ.154);
- №------------ გზავნილის მიღების ფორმა (ტ.I, ს.ფ.155);
- გზავნილის მიღების ფორმა №------------ (ტ.I, ს.ფ.254-255);
- გზავნილის მიღების ფორმა №5----------- (ტ.I, ს.ფ.256-257);
- გზავნილის გაგზავნის ფორმა №5----------- (ტ.II, ს.ფ.139-146).
სამოტივაციო ნაწილი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუციის მე-9, მე-13, მე-18 მუხლები, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 317-ე, 326-ე, 408-ე, 411-ე, 413-ე, 1005-ე, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 და მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე და 105-ე მუხლები.
7. სამართლებრივი შეფასება
7.1. საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის მე-4 პუნქტის თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოსაგან ან მოსამსახურისაგან უკანონოდ მიყენებული ზიანის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის ან ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.
კონსტიტუციის მე-13 მუხლის მე-6 პუნქტის მიხედვით, ამ მუხლის მოთხოვნათა დარღვევა ისჯება კანონით. უკანონოდ თავისუფლებაშეზღუდულ პირს აქვს კომპენსაციის მიღების უფლება.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებაზე, რომ საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტით „გათვალისწინებულია როგორც მატერიალური, ასევე, პროცესუალური ხასიათის კონსტიტუციური გარანტიები. 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ყველას ანიჭებს უფლებას, მოითხოვოს და მიიღოს ზარალის ანაზღაურება სახელმწიფო სახსრებიდან. გარდა ამისა, ყველასთვის არის უზრუნველყოფილი სამართლებრივი დაცვის საშუალება - სასამართლოსათვის მიმართვა. ნათლად არის დადგენილი ანაზღაურების მასშტაბებიც – ზარალი სრულად უნდა ანაზღაურდეს. ამ სახით ჩამოყალიბებული კონსტიტუციური ნორმა კანონმდებელს უტოვებს თავისუფალი მოქმედების ვიწრო არეალს, რაც, უპირატესად, კონსტიტუციური მოთხოვნების დაცვით პროცედურული საკითხების მოწესრიგებას მოიცავს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 7 დეკემბრის №-/3/423 გადაწყვეტილება).
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაში კი საქმეზე №-/3/630 აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.
სახელმწიფო სახსრებიდან ანაზღაურება აღიარებული და გარანტირებულია, აგრეთვე, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა შესახებ ევროპული კონვენციის მე-5 მუხლის მე-5 პუნქტით - „თავისუფლებისა და უსაფრთხოების უფლება“.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 92-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს, სამოქალაქო/ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით მოითხოვოს და მიიღოს უკანონოდ ჩატარებული საპროცესო მოქმედებისა და უკანონო გადაწყვეტილების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.
სახელმწიფოს პასუხისმგებლობა მისი ორგანოების მიერ მიყენებული ზიანისათვის დადგენილია საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის XIV თავის დებულებებით. კერძოდ, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამავე კოდექსის 207-ე მუხლის მიხედვით კი, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიყენებული ზიანის ანაზღაურებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით დადგენილი წესი.
აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ვალდებულებითი სამართალი აწესრიგებს ისეთ ვალდებულებებთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, რომელთა დარღვევისათვის დამრღვევს სასამართლოს მეშვეობით შეიძლება დაეკისროს შესრულება ან ზიანის ანაზღაურება. ამდენად, სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილი ვალდებულების წარმოშობის წინაპირობად მიიჩნევს როგორც ხელშეკრულებას, ასევე, დელიქტს, უსაფუძვლო გამდიდრებას ან კანონით გათვალისწინებულ სხვა საფუძვლებს.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის (საქმე №ბს-52-47(კ-13), 23.07.2013 წ.) განმარტებაზე, რომ „დელიქტური ვალდებულება ზიანის მიყენების შედეგად წარმოშობილი ვალდებულებაა და არასახელშეკრულებო ვალდებულების ერთ-ერთი სახეა. ზიანი შეიძლება იყოს ხელშეკრულების დარღვევიდან წარმოშობილი ვალდებულების დარღვევის შედეგი, ხოლო დელიქტის დროს კი თვით ზიანის მიყენების ფაქტი წარმოადგენს ვალდებულების წარმოშობის საფუძველს, რომელი ვალდებულების ძალითაც დაზარალებულს უფლება აქვს, მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება მიმყენებლისაგან. ამასთან, ზიანის ანაზღაურების ვალდებულების დაკისრება შესაძლებელია, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია მართლსაწინააღმდეგო მოქმედებით, მართლსაწინააღმდეგო მოქმედებასა და ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურეობრივ მოვალეობას სხვა პირთა მიმართ, მაშინ სახელმწიფო ან ის ორგანო, რომელშიც მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, რეაბილიტირებული პირისათვის უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობის უკანონოდ გამოყენების, ადმინისტრაციული პატიმრობის ან გამასწორებელი სამუშაოების სახით ადმინისტრაციული სახდელის არასწორად დაკისრების შედეგად მიყენებულ ზიანს აანაზღაურებს სახელმწიფო, გამოძიების, პროკურატურის ორგანოებისა და სასამართლოს თანამდებობის პირთა ბრალის მიუხედავად.
სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მითითებული ნორმის თავისებურებას წარმოადგენს ის, რომ ზიანი ანაზღაურებას ექვემდებარება მიუხედავად ზიანის მიმყენებლის ბრალისა, ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილებისთვის საკმარისია დადგინდეს ქმედების უკანონობა და სახეზე იყოს პირის მარეაბილიტირებელი გარემოება. ამასთან, საგულისხმოა, რომ ზემოაღნიშნული ნორმები ანიჭებენ რა პირს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებას, არ განსაზღვრავენ მარეაბილიტირებელ გარემოებებს. შესაბამისად, კანონმდებელმა სასამართლოს მიანიჭა თავისუფლება ქმედების უკანონობისა და რეაბილიტაციის საფუძვლების შეფასებისას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით (№--------- საქმეზე) დამტკიცდა ა-–------------–---სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ა-–------------–--- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ა-–------------–---ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.
ამავე განაჩენით, დამტკიცდა ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმება ბრალზე. ლ-–--–----–----- დამნაშავედ იქნა ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით და სასჯელის ზომად განესაზღვრა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით - თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით - ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე სასჯელთა შეკრების პრინციპის გამოყენებით, საბოლოოდ სასჯელის სახით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით და ჯარიმა 30000 ლარის ოდენობით; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანიშნული სასჯელის ნაწილი ერთი წლით თავისუფლების აღკვეთა მოსახდელად განესაზღვრა სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, ხოლო დანარჩენი ნაწილი 5 წელი ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით. ლ-–--–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2018 წლის პირველი მარტის განაჩენით (№---------- საქმეზე) გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის გამამტყუნებელი განაჩენი ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს მიმართ და მათ მიმართ გამოტანილ იქნა გამამართლებელი განაჩენი.
განაჩენის შესაბამისად, სააპელაციო პალატამ მიიჩნია, რომ ახალი გამოძიების შედეგად მოპოვებული და სააპელაციო ინსტანციის სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით დასტურდება ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს მიმართ სისხლის სამართლის საქმის წარმოების პროცესში მათი უფლებების არსებითი დარღვევა, რაც გადასასინჯი განაჩენის გამოტანის დროს არ იყო ცნობილი და თავისთავად და სხვა დადგენილ გარემოებასთან ერთად ამტკიცებს მსჯავრდებულთა უდანაშაულობას და თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს მსჯავრდების საქმეში არსებული მტკიცებულებები და ამ მტკიცებულებებით დადგენილი გარემოებები სრულ წინააღმდეგობაში მოდის ახალი გამოძიების პირობებში მოპოვებულ მტკიცებულებებთან, რაც ქმნის გონივრულ ეჭვს, რომ ა-–------------–---ს და ლ-–--–----–-----ს არ ჩაუდენიათ სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება დიდი ოდენობით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფთან ერთად, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია და ყალბი საგადასახადო და ქონებრივი უფლებამოსილების დამადასტურებელი დოკუმენტების არაერთგზის ჯგუფურად გამოყენება, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, „გ“ ქვეპუნქტებით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, 210-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და „ბ“ ქვეპუნქტებით.
სასამართლო განმარტავს, რომ პირის მარეაბილიტირებელ გარემოებად უპირობოდ უნდა იქნას მიჩნეული მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა, ვინაიდან გამამართლებელი განაჩენი ადგენს პირის უდანაშაულობას, რაც იწვევს მისი უფლებების აღდგენას ანუ მის რეაბილიტაციას. რაც შეეხება სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილის მეორე კომპონენტს - ქმედების უკანონობას, არ უნდა მოხდეს კანონის აღნიშნული მოთხოვნის იმგვარად ინტერპრეტაცია, რომ ქმედების უკანონობა შეფასდეს მხოლოდ კონკრეტული საპროცესო თუ მატერიალური ნორმის დარღვევით, ვინაიდან არ შეიძლება ნორმა განიმარტოს ისე, რომ პირს არ მიეცეს უფლებების აღდგენის ეფექტური შესაძლებლობა. ნორმის ამგვარი ინტერპრეტაცია ვერ თავსდება საქართველოს კონსტიტუციით აღიარებულ ადამიანის და მის უფლებების, როგორც უმაღლესი ფასეულობის პრიორიტეტულობასა და პატივისცემასთან. მართალია, სისხლისსამართლებრივი დევნა და ბრალდებულის მიმართ გამოყენებული იძულების ღონისძიებები ემსახურება სახელმწიფოს ლეგიტიმურ მიზანს - საზოგადოების, მისი კონკრეტული წევრის უსაფრთხოების დაცვას, ამასთან, საქართველოს პროკურატურა წინასწარ ვერ განსაზღვრავს კონკრეტული საქმის შედეგს, ვინაიდან მტკიცებულებათა შეფასება გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საკმარისობის კუთხით წარმოადგენს სასამართლოს პრეროგატივას, თუმცა, მიუხედავად ამისა, ინდივიდს, რომლის მიმართაც დადგა გამამართლებელი განაჩენი, უნდა მიეცეს შესაბამისი კომპენსაცია სახელმწიფოს მხრიდან მის უფლებებში გაუმართლებელი ან/და გადაჭარბებული ჩარევისთვის.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა და მათი უდანაშაულოდ ცნობა წარდგენილ ბრალდებებში ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს ანიჭებს უფლებამოსილებას, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 პუნქტის საფუძველზე, მოითხოვონ მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.
7.2. მოსარჩელეების ერთ-ერთ მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მატერიალური ზიანის ანაზღაურების დაკისრება, რომელიც მათ მიადგათ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2006 წლის 2 ივნისის განაჩენით (№--------- საქმეზე) დამტკიცებული ა-–------------–---სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმებითა და ლ-–--–----–-----სა და საქართველოს გენერალური პროკურატურის ფინანსთა სამინისტროს გამოძიების საპროცესო ხელმძღვანელობის დეპარტამენტის სტაჟიორ-პროკურორს შორის 2006 წლის 30 მაისს დადებული საპროცესო შეთანხმებით, სასჯელის სახით თითოეულისათვის ჯარიმის 30000-30000 ლარის გადახდით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №- საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–--ამ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 3--------, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი B-------) გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - ხ------–------–--------------ძე საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №7-------).
2006 წლის პირველი ივნისის კ----------------------ის №- საგადასახადო დავალების თანახმად, ლ------------–--ამ სახელმწიფო შემოსულობების ერთიან ანგარიშზე (მიმღების ანგარიშის სახაზინო ნომერი 3--------, მიმღები ბანკი ქ.თბილისი, „საქართველოს ეროვნული ბანკი“, ბანკის კოდი B-------), გადარიცხა 30000 (ოცდაათიათასი) ლარი (გადახდის დანიშნულება - წ----–-------–-–------–------ძე საპროცესო შეთანხმების ჯარიმის უზრუნველსაყოფად №7-------).
საქართველოს მთავარი პროკურატურის 2018 წლის 9 ოქტომბრის №-------- წერილის თანახმად, ლ------------–--ას მიერ №7------- სისხლის სამართლის საქმესთან დაკავშირებით ლ-–--–----–-----ს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი და ა-–------------–---ს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი საპროცესო შეთანხმების თანხა 30000 ლარი 2006 წლის პირველ ივნისს შეტანილია ხაზინის ერთიან №--------- ანგარიშზე 3-------- სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---). ამასთან, აღნიშნულ თანხები ისევ განთავსებულია ხაზინის ერთიან №--------- ანგარიშზე 3-------- სახაზინო კოდზე (დეპოზიტორის კოდი - 6---).
სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ეროვნული ბანკის 2019 წლის 29 იანვრის №-------- წერილზე, რომლის თანახმად, სახაზინო კოდზე 3--------, „ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2005 წლის 15 მარტის №-36 ბრძანების თანახმად, ირიცხება არასაგადასახადო შემოსულობები, კერძოდ, სხვა დეპოზიტები. ამასთან, 2006 წლის პირველი ივნისისათვის 2-------- ანგარიში წარმოადგენდა საქართველოს ეროვნულ ბანკში გახსნილ „საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის ერთიან ანგარიშს“, სახელმწიფო ბიუჯეტის შემოსულობების აღრიცხვის მიზნით, ხოლო ბანკის კოდი 2-------- წარმოადგენდა საქართველოს ეროვნული ბანკის საბანკო კოდს.
საქართველოს ფინანსთა სამინისტროს სახაზინო სამსახურის 2019 წლის პირველი თებერვლის №--/----- წერილის თანახმად, კი 3-------- სახაზინო კოდი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდს, რომელზეც ხდებოდა ისეთი თანხების დეპონირება, რომლებიც შემოსავლად აღიარებამდე საჭიროებს უფლებამოსილი პირების მიერ დადასტურებას, რომლებიც საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად შეიძლება გადაეცეს თანხის მიღებაზე უფლებამოსილ პირებს, მიიმართოს შესაბამის ბიუჯეტში ან ანგარიშის მფლობელის სახელმწიფო ხაზინაში არსებულ ანგარიშზე ან დაუბრუნდეს გადამხდელს. რაც შეეხება 6--- დეპოზიტორის კოდს, იგი წარმოადგენს სადეპოზიტო კოდზე თანხის გადამხდელისათვის მინიჭებულ კოდს, აღნიშნული კოდი გადამხდელს ავტომატურად ენიჭება სისტემის მიერ.
სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო მოიხმობს „ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ“ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2009 წლის 30 დეკემბრის №--- ბრძანებას, რომლითაც რეგულირდება ბიუჯეტების შემოსულობების აღრიცხვა-ანგარიშგებისა და ანგარიშსწორების განხორციელებისა და ბიუჯეტში ზედმეტად ან შეცდომით გადახდილი შემოსულობის თანხის დაბრუნების, აღრიცხვისა და ანგარიშგების შესახებ ურთიერთობები.
აღნიშნული ბრძანების მე-17 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ხაზინის ერთიან ანგარიშზე განთავსებული დეპოზიტური თანხის განკარგვა, რომელიც მოქმედი კანონმდებლობის შესაბამისად ექვემდებარება შესაბამის ბიუჯეტში მიმართვას ან გადამხდელისათვის უკან დაბრუნებას ან/და ერთი სადეპოზიტო კოდიდან სხვა სადეპოზიტო კოდზე გადატანას, ხორციელდება დეპოზიტური ორგანიზაციის მიმღები და განმკარგავი ორგანოს მიერ სახელმწიფო ხაზინაში წარდგენილი საგადახდო დავალების საფუძველზე.
სასამართლო დამატებით მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლს, რომლის პირველ ნაწილის მიხედვითაც, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს სასჯელის - ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხა - 30000-30000 ლარი ჩარიცხულია სახელმწიფო ბიუჯეტში ისე, რომ მისი განკარგვის უფლებამოსილება გააჩნია საქართველოს გენერალურ პროკურატურას. ამასთან, ვინაიდან ა-–------------–--- და ლ-–--–----–----- უდანაშაულოდ არიან ცნობილები წარდგენილ ბრალდებებში, შესაბამისად, მითითებული თანხები საქართველოს გენერალური პროკურატურის მიერ ექვემდებარება მოსარჩელეებისათვის დაბრუნებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილისა და ამავე კოდექსის 408-ე მუხლის საფუძველზე. ამდენად, სასამართლო ვერ გაითვალისწინებს მოსარჩელის წარმომადგენლის პოზიციას, რომ აღნიშნული თანხების დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 976-ე მუხლი. სასამართლო აღნიშნულთან დაკავშირების მიუთითებს, რომ უსაფუძვლო გამდიდრების ნორმების გამოყენება ხდება მოთხოვნის სხვა საფუძვლებთან სუბსიდიალურად, რაც იმას ნიშნავს, რომ თუ არსებობს სასარჩელო მოთხოვნის შესაძლო დაკმაყოფილების სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძველი (მოთხოვნათა კონკურენცია), უსაფუძვლო გამდიდრების სამართლის ნორმების, როგორც მოთხოვნის საფუძვლის გამოყენება, ბოლოს უნდა განხორციელდეს, ანუ მას შემდეგ, რაც გამოირიცხება მოთხოვნის დაკმაყოფილება სახელშეკრულებო ან სხვა კანონისმიერი საფუძვლებიდან.
7.3. სასარჩელო მოთხოვნას, ასევე, წარმოადგენს საქართველოს გენერალურ პროკურატურას დაეკისროს ა-–------------–---ს სასარგებლოდ 30000 ლარის პროცენტის - 37537 ლარის და ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ, ასევე, 37537 ლარის ანაზღაურება. მოსარჩელე მხარის წარმომადგენელი აღნიშნული მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 981-ე მუხლზე.
სასამართლო განმარტავს, რომ ვინაიდან 30000-30000 ლარის მოსარჩელეებისათვის დაბრუნების სამართლებრივ საფუძველს წარმოადგენს დელიქტური სამართლის ნორმები, შესაბამისად, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 326-ე მუხლის საფუძველზე, რომლის თანახმად, წესები სახელშეკრულებო ვალდებულების შესახებ გამოიყენება ასევე სხვა არასახელშეკრულებო ვალდებულებათა მიმართ, თუკი ვალდებულების ხასიათიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს. სასამართლო იმსჯელებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობა/არასებობის საკითხზე, კონკრეტულ შემთხვევაში მოსარჩელეებისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით ზიანის ანაზღაურების მიმართ. კერძოდ, აღნიშნული სამართლებრივი ნორმის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილია სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 21 მაისის №--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი მასალების/ინფორმაციის და საქართველოს ეროვნული ბანკის მიერ დადგენილი დეპოზიტზე საშუალო წლიური საბაზრო საპროცენტო განაკვეთის გათვალისწინებით (10.5%), იმ შემთხვევაში თუ ფიზიკურ პირები გამოსაკვლევ პერიოდში, კერძოდ, 2006 წლის პირველი ივნისიდან 2018 წლის პირველ მაისამდე 30000-30000 ლარს განათავსებდნენ სადეპოზიტო ანგარიშზე, მასზე დარიცხული სარგებელი საორიენტაციოდ შეადგენს - ა-–------------–--- - 37537 ლარი და ლ-–--–----–----- - 37537 ლარი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის დანაწესი ათავისუფლებს მოპასუხეს ისეთი რისკისაგან, რაც მიუღებელია ქონებრივი პასუხისმგებლობის ჩვეულებრივი პრინციპისათვის. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს, რომ მის მიერ განცდილი ზიანი არის ჩვეულებრივი და ნორმალური შედეგი ვალდებულების დარღვევისა. ზიანის სავარაუდობა დგინდება გონიერი ადამიანის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ვალდებულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება.
7.4. განსახილველ შემთხვევაში ერთ-ერთ სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ა-–------------–---ს სასარგებლოდ მიყენებული მატერიალური ზიანის ანაზღაურება ვაზისუბნის ბინასთან დაკავშირებით 43000 ლარის ოდენობით.
დადგენილია, რომ ა-–------------–---მ 2006 წლის 14 ივლისს შ---------------–---ს მისცა მინდობილობა, რომლის თანახმად, შ---------------–---ს მიანიჭა უფლებამოსილება მისი სახელით უარი ეთქვა საკუთრების უფლებაზე საცხოვრებელ ბინაზე, მდებარე ქ.თბ--–-------------------------------------–----------------------------------ის პრივატიზაციის დროს მისი მეუღლის რ----------–----–----ას სასარგებლოდ. საკუთრების მოწმობის თანახმად, რ----------–----–----ა გახდა უძრავი ქონების (მდებარე ქ.თ---–-----------------------------------–---------------------------------) მესაკუთრე. 2006 წლის 26 ოქტომბერს უძრავი ქონების, საცხოვრებელი ბინის, ნასყიდობის ხელშეკრულების თანახმად, ფ--------------ემ რ----------–----–----ასაგან 19000 ლარად შეიძინა აღნიშნული ქონება. 2018 წლის 2 მარტს ა-–------------–---მ შპს აუდიტორულ ფირმა „ბა--–---–---------------სთან“ დადო №------- ხელშეკრულება ფ--------------ის საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ღირებულების შეფასების მიზნით. „ფიზიკური პირის ა-–------------–---ს მიერ წარმოდგენილი ქონების შეფასების“ 2018 წლის 4 აპრილის შპს აუდიტორულ ფირმა „ბ---–---–--------------------------- აქტის თანახმად, უძრავი ქონების (მდებარე ქ.თ---–-----------------------------------–---------------------------------) ღირებულებას 2018 წლის აპრილის თვის მდგომარეობით შეადგენდა 62000 ლარს.
სასამართლო მიუთითებს, რომ საქმეზე №ბს-648-623(2კ-13) (10.04.2014წ) საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატამ განმარტა, რომ „ზიანი ანაზღაურდება რეალურად არსებული, დამდგარი საზიანო შედეგისათვის, აუცილებელია პირდაპირი ზიანის არსებობის კონკრეტულ ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის მიზეზ-შედეგობრივი კავშირის არსებობის დადგენა ანუ ქმედება უშუალო წინაპირობას უნდა წარმოადგენდეს დამდგარი შედეგისათვის."
ამასთან, სასამართლო მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, ამასთან, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზშედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
კონკრეტულ შემთხვევაში, სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტებას, რომ ა-–------------–---ს პატიმრობაში ყოფნის პერიოდში, გასხვისდა უძრავი ქონება, რის საფუძველიც იყო სამართალდამცავი სტრუქტურის თანამშრომლების უკანონო ქმედება. სასამართლო მიიჩნევს, რომ ზიანის ასანაზღაურებლად უნდა იკვეთებოდეს უძრავი ქონების (მდებარე ქ.თ---–-----------------------------------–---------------------------------) გასხვისებასა და მოპასუხის უკანონო ქმედებას შორის პირდაპირი მიზეზშედეგობრივი კავშირი, თუმცა განსახილველ შემთხვევაში უტყუარად არ მტკიცდება, რომ მოსარჩელის მიმართ მიმდინარე სისხლისსამართლებრივი დევნა იყო უშუალო და პირდაპირი საფუძველი აღნიშნული ქონების გასხვისებისათვის, მით უფრო იმის გათვალისწინებით, რომ ა-–------------–---ს სახელით ჯარიმის თანხა - 30 000 ლარი გადახდილ იქნა 2006 წლის 01 ივნისს, ხოლო უძრავი ქონების გასხვისება მოხდა 2006 წლის 26 ოქტომბერს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
7.5. ა-–------------–---ს მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მატერიალური ზიანის სახით მოპასუხისათვის 8000 ლარის დაკისრება, რასაც მოიცავს საადვოკატო მომსახურებისათვის გადახდილი თანხა.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.
სასამართლო განმარტავს, რომ მხარისთვის მიყენებული მატერიალური ზიანი, რომლის არსებობა და მიზეზ-შედეგობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და ზიანის წარმოქმნას შორის დასტურდება სათანადო მტკიცებულებებით, ექვემდებარება სრულად ანაზღაურებას.
გაწეული ხარჯების ანაზღაურებასთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელემ უნდა უზრუნველყოს, ერთი მხრივ, ხარჯების გაწევის ნამდვილობის დადასტურება, ხოლო, მეორე მხრივ, მათი გაწევის აუცილებლობა. ანაზღაურებას ექვემდებარება არა ნებისმიერი გაწეული ხარჯი, არამედ მხოლოდ ის, რომელიც გაღებულია სასამართლოს წინაშე დარღვევის თავიდან ასაცილებლად ან უფლების აღსადგენად.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყების გამო, იძულებული იყო საკუთარი უფლებებისა და ინტერესების ეფექტურად დაცვისა და რეალიზებისათვის აეყვანა ადვოკატი და ესარგებლა მისი მომსახურებით საგამოძიებო ორგანოებსა თუ სასამართლოში, სრულყოფილად ესარგებლა სისხლის სამართლის კოდექსით ბრალდებულისათვის მინიჭებული უფლება-მოვალეობებით. ამრიგად, აღნიშნული ხარჯების გაწევა ცალსახად გამოწვეულია პირის მიერ დარღვეული უფლების აღდგენის მიზნითა და მოპასუხის ქმედების უკანონობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–------------–---სა და შ---------------–---ს შორის 2018 წლის 2 მარტს დაიდო იურიდიული მომსახურების გაწევის თაობაზე ხელშეკრულება, რომლის მე-2 პუნქტის თანახმად, ხელშეკრულების საგანს წარმოადგენდა იურიდიული მომსახურების გაწევა უკანონო ბრალდებით მიყენებული ზიანის ასანაზღაურებლად სასამართლო წარმოებაში. ამავე ხელშეკრულების 4.1 პუნქტის თანახმად, იურიდიული მომსახურების საფასურად განისაზღვრა 8000 (რვაათასი) ლარი. დადგენილია, ასევე, ა-–------------–---მ შ---------------–---ს იურიდიული მომსახურების ანაზღაურების მიზნით გადაუხადა 8000 (რვაათასი) ლარი. ამდენად, მოსარჩელის მოთხოვნა ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
7.6. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, ასევე, მოსარჩელეებისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება 25000-25000 ლარის ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყო 2005 წლის 28 ნოემბრიდან. სასამართლო სხდომაზე მხარეებმა დააზუსტეს, რომ მოსარჩელეები გათავისუფლდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან 2006 წლის 28 ნოემბერს.
არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნადაა დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურება პატივის, ღირსების, პირადი ცხოვრების საიდუმლოების, პირადი ხელშეუხებლობისა ან საქმიანი რეპუტაციის შელახვისას, ჯანმრთელობისთვის ზიანის მიყენებისას. ამდენად, პირის კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას, რაც გამოწვეულია მორალური ზიანის სპეციფიკით, რამეთუ სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლით განსაზღვრული სიკეთის ხელყოფისას პირი განსაკუთრებულად განიცდის სულიერ თუ ფიზიკურ ტანჯვას.
საქართველოს კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მიხედვით, ადამიანის ღირსება ხელშეუვალია და მას იცავს სახელმწიფო. დაუშვებელია ადამიანის წამება, არაადამიანური ან დამამცირებელი მოპყრობა, არაადამიანური ან დამამცირებელი სასჯელის გამოყენება.
კონსტიტუციის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის არსი იმაში მდგომარეობს, რომ ამ ნორმის შესაბამისად, მთავარი ღირებულება არის ადამიანი, როგორც თვითმყოფადი, თავისუფალი და სხვა ადამიანების თანასწორი სუბიექტი. ადამიანის ღირსების დაცვა არის ის, რაც უპირობოდ ეკუთვნის ყველა ადამიანს სახელმწიფოსაგან. ღირსებაში იგულისხმება სოციალური მოთხოვნა სახელმწიფოს მხრიდან ადამიანის რესპექტირებაზე. ღირსება ადამიანს აქვს იქიდან გამომდინარე, რომ ის ადამიანია და ამ შემთხვევაში მნიშვნელობა არ გააჩნია საზოგადოების შეხედულებას მასზე, ან მის სუბიექტურ თვითშეფასებას. ადამიანის ღირსების პატივისცემა გულისხმობს ყოველი ადამიანის პიროვნულ აღიარებას, რომლის ჩამორთმევა და შეზღუდვა დაუშვებელია. სახელმწიფოსათვის ადამიანი არის უმთავრესი მიზანი, პატივისცემის ობიექტი, მთავარი ფასეულობა და არა მიზნის მიღწევის საშუალება და ექსპლუატაციის ობიექტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძველი განსახილველ შემთხვევაში არის სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რადგან მოსარჩელების მიმართ მიმდინარეობდა სისხლისსამართლებრივი დევნა, მათ მიმართ გამოყენებული იყო აღკვეთის ღონისძიება, მათ მიმართ მიღებული იქნა გამამტყუნებელი განაჩენი და ამასთან, ისინი მსჯავრდებული იყვნენ, ყოველივე აღნიშნული იწვევს პირის ღირსების შელახვას. აღნიშნული სამართლებრივი სიკეთის ხელყოფა კი არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების საფუძველია.
ამასთან, მორალური ზიანის ანაზღაურების მოცულობას განსაზღვრავს სასამართლო მოსარჩელის მოთხოვნის საფუძველზე. მოსარჩელე უფლებამოსილია სარჩელში მიუთითოს ფულადი თანხა, რომელსაც ის ითხოვს მიყენებული სულიერი თუ ფიზიკური ტკივილის კომპენსაციისათვის, მაგრამ ეს მოთხოვნა მოსარჩელის მხოლოდ მოსაზრებაა და ანაზღაურების მოცულობის განსაზღვრა სასამართლოს შეხედულებით უნდა გადაწყდეს. მორალური ზიანი გულისხმობს ფიზიკურ და ზნეობრივ-ფსიქოლოგიურ ტანჯვას, რასაც პირი განიცდის ამა თუ იმ სიკეთის, უმეტესწილად არამატერიალურ ფასეულობათა ხელყოფით და მის ანაზღაურებას აკისრია სამი ფუნქცია: დააკმაყოფილოს დაზარალებული, ზემოქმედება მოახდინოს ზიანის მიმყენებელზე და თავიდან აიცილოს პიროვნული უფლების ხელყოფა სხვა პირების მიერ. მორალური ზიანის შეფასებისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს დაზარალებულის სუბიექტური დამოკიდებულება ასეთი ზიანის სიმძიმის მიმართ, ასევე, ობიექტური გარემოებები, რითაც შეიძლება, მისი ამ კუთხით შეფასება. მხოლოდ ამ შემთხვევაში შეიძლება დადგინდეს მორალური ზიანის არსებობა და მისი გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების კრიტერიუმები. კომპენსაციის მიზანია მორალური ზიანით გამოწვეული ტკივილების, ნეგატიური განცდების შემსუბუქება, დადებითი ემოციების გამოწვევა, რომელიც ეხმარება დაზარალებულს სულიერი გაწონასწორების მიღწევაში, სოციალურ ურთიერთობებში ჩართვაში, რაც მორალური (არაქონებრივი) ზიანის ანაზღაურების სატისფაქციურ ფუნქციას შეადგენს.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეების უკანონო მსჯავრდება ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს პირისთვის მორალურ ზიანის ანაზღაურების საფუძველს, სახეზეა მიზეზობრივი კავშირი სახელმწიფო ორგანოს ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. ამასთან, ზიანის ანაზღაურების მოცულობასთან დაკავშირებით სასამართლო განმარტავს, რომ მორალური ზიანის ანაზღაურების კონკრეტული შემთხვევა ინდივიდუალურია, განპირობებულია მრავალი სხვადასხვა ფაქტორით. ამასთან, მორალური ზიანის მოცულობა სასამართლოს მიერ ქონებრივი ზიანის ანაზღაურებისაგან დამოუკიდებლად განისაზღვრება, როგორც დამდგარი ზიანის სიმძიმის, ისე ბრალის ხარისხის მიხედვით. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის მიერ მორალური ზიანის სახით მოთხოვნილი თანხის ოდენობა შეუსაბამოდ მაღალია, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტს, რომ უკანონო მსჯავრდება არ არის ჩვეულებრივი და რიგითი მოვლენა ადამიანის ცხოვრებაში. ის დაკავშირებული არის გარკვეულ ნეგატიურ განცდებთან, სტრესთან და ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებასთან. მოსარჩელეები არ იყვნენ ვალდებული, ეთმინათ უკანონო სისხლისსამართლებრივ დევნასთან დაკავშირებული დისკომფორტი, რაც გამოიხატებოდა თუნდაც მთელი რიგი უფლებებითა და თავისუფლებებით სარგებლობის შეუძლებლობასა ან შეზღუდვაში. ამასთან, მნიშვნელოვანია სისხლისსამართლებრივი დევნის მიმდინარეობის პერიოდი და გამოყენებული აღკვეთის ღონისძიების სახე და სიმძიმე. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ განსახილველ შეთხვევაში მიყენებული მორალური ზიანის ასანაზღაურებლად გონივრული თანხა თითოეული მოსარჩელისათვის 12000-12000 ლარია.
8. საპროცესო ხარჯები
8.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მხარეები - უკანონო მსჯავრდების, სისხლის სამართლის პასუხისგებაში უკანონოდ მიცემის, აღკვეთის ღონისძიებად დაპატიმრების უკანონოდ გამოყენების ან გამასწორებელ სამუშაოთა სახით ადმინისტრაციული სახდელის უკანონოდ დადების შედეგად მოქალაქისათვის მიყენებული ზარალის ანაზღაურებასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
„სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის „უ“ ქვეპუნქტის თანახმად, საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან დაწესებულებები (ორგანიზაციები), რომელთა ხარჯები ფინანსდება მხოლოდ სახელმწიფო ბიუჯეტიდან – ყველა საქმეზე. ამდენად, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
8.2. მოსარჩელე, ასევე, ითხოვს 2018 წლის 2 მარტს ა-–------------–---ს მიერ შპს აუდიტორულ ფირმა „ბა--–---–---------------სთან“ დადებული №------- ხელშეკრულებით გათვალისწინებული მომსახურების გადახდილი ღირებულების - 200 ლარის ანაზღაურებას, რომელიც ა-–------------–---მ გადაიხადა 2018 წლის 4 აპრილს. ამასთან, ა-–------------–--- ითხოვს, ასევე, 2018 წლის 8 მაისის „საექსპერტო მომსახურების შესახებ“ სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროსთან გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებული საექსპერტო მომსასახურებისათვის გადახდილი 200 ლარის ანაზღაურებას, რომელიც მან გადაიხადა 2018 წლის 22 მაისს.
განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან არ დაკმაყოფილდა სარჩელი აღნიშნული მოთხოვნების ნაწილში, დაუსაბუთებელია მოპასუხეთათვის მოცემული სასამართლოსგარეშე ხარჯების ანაზღაურების დაკისრების მოთხოვნა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 46-ე, 37-ე, 53, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით, „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. ა-–------------–---სა და ლ-–--–----–-----ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 12000 (თორმეტიათასი) ლარის ოდენობით.
3. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანის ანაზღაურება 12000 (თორმეტიათასი) ლარის ოდენობით.
4. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის - 30000 (ოცდაათიათასი) ლარის ანაზღაურება.
5. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ლ-–--–----–-----ს სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის უზრუნველსაყოფად გადახდილი თანხის - 30000 (ოცდაათიათასი) ლარის ანაზღაურება.
6. საქართველოს გენერალურ პროკურატურას ა-–------------–---ს სასარგებლოდ დაეკისროს ადვოკატის ხარჯის 8000 (რვაათასი) ლარის ანაზღაურება.
7. დანარჩენ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
8. მხარეები გათავისუფლებული არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისგან.
9. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ.№7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.
მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე