გადაწყვეტილება

სამოქალაქო 29.05.2019
საქმის ნომერი
190210019002940061
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
29.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №2-591-19

(საქმე N190210019002940061)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

29 მაისი 2019 წელი ქ. რუსთავი

 

შესავალი ნაწილი

რუსთავის საქალაქო სასამართლო

სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე - მაია შოშიაშვილი

სხდომის მდივანი - გიორგი ჩუბინიძე

 

მოსარჩელე - სს ,,მ---------------------ი’-

წარმომადგენელი - ნ------- კ------–--ე

 

მოპასუხე - მ-----– ლ---–---–ი

 

დავის საგანი - თანხის დაკისრება

 

აღწერილობითი ნაწილი:

სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. მოპასუხე - მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით განსაზღვრული სესხი 2000 ლარი.

1.2. მოპასუხე - მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს სარგებელი 2091 ლარი.

1.3. მოპასუხე - მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს პირგასამტეხლო 591 ლარი.

1.4. მოპასუხე - მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი საზღაური, ჯამში 50 ლარის ოდენობით.

1.5. მოპასუხე - მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯი 100 ლარის ოდენობით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. სარჩელზე დადგენილი წესით შესაგებელი წარმოადგინა მოპასუხე - მ-----– ლ---–---–მა, რომლითაც სარჩელი ცნო ნაწილობრივ. მოსამზადებელ სხდომაზე მ-----– ლ---–---–მა სარჩელი ცნო 2000 ლარის ძირითადი თანხის ნაწილში და სარგებლის 500 ლარის ნაწილში.

მ-----– ლ---–---–მა არ ცნო სარჩელი პირგასამტეხლოს ნაწილში.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:

3.1.1. 2017 წლის 20 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nრლე17016569, რომლის საფუძველზე გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ Nრლე17016569-ით მოსარჩელემ მოპასუხეს 5.1%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2000 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ნისან პრესაჯე.

ხელშეკრულება დარეგისტრირებულია სსიპ მომსახურების სააგენტოში. ხელშეკრულების თანახმად გირავნობის საგანი - ავტომობილი, არ წარმოადგენს მოთხოვნის დაკმაყოფილების ერთადერთ საშუალებას და მსესხებელი გამსესხებლის წინაშე პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით (ხელშეკრულების მე-4 მუხლის მე-5 პუნქტი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

- ცნობა მექანიკური სატრანსპორტო საშუალების სამართლებრივი მდგომარეობის შესახებ.

 

3.1.2. მოპასუხე ვალდებული იყო სესხი გადაეხადა 36 თვის განმავლობაში იმგვარად, რომ ყოველთვიურად და ნაწილ-ნაწილ დაფარავდა სესხს და გადაიხდიდა სესხის სარგებელს 123 ლარის ოდენობით, ხელშეკრულებაზე თანდართული გადახდის გრაფიკის შესაბამისად. მოპასუხის მიერ ხელშეკრულებაზე თანდართული გრაფიკის მიხედვით გათვალისწინებული არცერთი თვის გადასახადი ამ დრომდე გადახდილი არ არის. არსებული მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით ხელშეკრულებით დადგენილი წესით 19.11.18 წ. მსესხებელს გაუგზავნეს შეტყობინება და მოსთხოვეს დაგირავებული ავტომობილის მოგირავნესათვის გადაცემა, ვალდებულების შესრულება ამ დრომდე არ მომხდარა.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გაფრთხილების წერილი.

- ფოსტის უკუდასტური.

 

3.1.3. მოპასუხე მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხება სააღსრულებო წარმოების ხარჯი - 150 ლარის ოდენობით. ავტომობილის მფლობელობაში გადმოცემისა და მისი შემდგომი რეალიზაციის მიზნით კანონით დადგენილი წესით 05.02.18 წ შსს „მომსახურების სააგენტო“-ს მიერ გაცემული გირავნობის მოწმობის საფუძველზე 08.02.18 წ. დაიწყო სააღსრულებო წარმოება - ავტომობილი იძებნებოდა. თუმცა, აქვთ ინფორმაცია რომ ავტომობილი არის დაზიანებული. აღსანიშნავია, რომ არც რაიმე სახის რეაგირება ყოფილა მისი მხრიდან, გაფრთხილების გარეშეც იცოდა რა რომ ერიცხება დავალიანება და გირავნობის საგნის დაზიანება/განადგურება არ ნიშნავს ვალდებულების აღარ არსებობას. ვინაიდან სესხს ემატება სარგებელი, რაც კიდევ უფრო გაართულებს მისი გადახდის შესაძლებლობას, მათი მიზანი კი არ არის დროის გაჭიანურება, შესაბამისად, მომართეს სარცელით და ითხოვენ თანხის დაკისრებას მოპასუხეზე, რაზედაც იგი პასუხისმგებელია მთელი თავისი ქონებით.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- გირავნობის მოწმობის ასლი.

- შსს მომსახურების სააგენტოს მიერ გაწეული მომსახურებისათვის დაწესებული საფასურისა და ვადების შესახებ კანონის ამონარიდი, სადაც განსაზღვრულია მოწმობის - - საფასური 50 ლარის ოდენობით.

- საგადახდო დავალების ქვითარი.

- აღმასრულებელთან დადებული ხელშეკრულების ასლი, სადაც განსაზღვრულია მომსახურების წინასწარ გადასახდელი საფასური 100 ლარის ოდენობით.

- საგადახდო დავალების ქვითარი.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

- ცნობა ბუღალტერიიდან.

- გაფრთხილების წერილი (ელექტრონულად გაგზავნილი).

 

3.1.4. სარჩელის აღძვრის მომენტისათვის მოპასუხე მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხება სესხის ძირითადი თანხა: 2000 ლარი.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.1.5. იმ შემთხვევაში, თუ მსესხებელი 14 დღით გადააცილებს სესხის გადაცემის შესახებ შეთანხმებაზე თანდართული გადახდის გრაფიკით განსაზღვრულ გადახდის რომელიმე ეტაპის შესრულებას, გამსესხებელი უფლებამოსილია, ცალმხრივად შეწყვიტოს ხელშეკრულება სესხის ნაწილში, რა დროსაც, მსესხებლისთვის დამატებითი შეტყობინების წარდგენის გარეშეც (მათ წერილობითაც შეატყობინეს), ამ უკანასკნელს უპირობოდ დაეკისრება გამსესხებლისთვის სესხის(სესხის დარჩენილი ნაწილის) დაბრუნების ვალდებულება. ამასთანავე, თუ გამსესხებელს სხვაგვარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მსესხებელს აგრეთვე ეკისრება სესხის ვადაგადაცილების პერიოდში რიცხული სარგებლის გადახდაც. ვინაიდან 21.08.17 წ-დან ვადაგადაცილებაშია, მოპასუხე მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხება - 2017 წლის 21 აგვისტოს და ყოველი მომდევნო თვის 21 რიცხვისთვის სესხის დარჩენილი ნაწილის 5.1%, რაც შეადგენს 102 ლარს. შესაბამისად, ვინაიდან ვადაგადაცილების დღიდან სარჩელის წარდგენის დღისთვის გასულია სრული 20 თვე (21.08.17წ. და ყოველი მომდევნო თვე 20.03.17წ-ის ჩათვლით) და 15 კალენდარული დღე (2019 წლის 20 მარტიდან) დარიცხული სარგებელი შეადგენს ლარს 2091 (102*20 + 15 დღის სარგებელი 51 ლარი).

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.

- შეთანხმება სესხის გადცემის შესახებ.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.1.6. მოპასუხე მ-----– ლ---–---–ს სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ ერიცხება პირგასამტეხლო - ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 1 ლარის ოდენობით (ნავლად ხელშეკრულებით გათვალისწინებული 6 ლარისა). ვინაიდან 2017 წლის 21 აგვისტოდან დღემდე გასულია 591 კალენდარული დღე, პირგასამტეხლო შეადგენს 591 ლარს.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება.

- შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ.

- ცნობა დავალიანების შესახებ.

 

3.1.7. 2018 წლის 25 დეკემბრიდან შპს „მ---------------------ი“ გარდაიქმნა სს „მ---------------------ი“-ად.

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.2.1. დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ. მართალია მოპასუხე არ დაეთანხმა პირგასამტეხლოს ოდენობას და სესხისთვის გათვალისწინებული სარგებლის თანხის სრულად გადახდას, მაგრამ სადავოდ არ გაუხდია არც ხელშეკრულების და არც ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შინაარსი, მან სასამართლოსგან მოითხოვა, რომ პირგასამტეხლო და სარგებელი, როგორც შეუსაბამოდ მაღალი, შემცირებულიყო.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლო საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულად მიიჩნევს, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 62-ე, 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 623-ე, 625-ე მუხლები.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. იგივე შედეგი დგება სასამართლოს მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაშიც.

 

იმის გათვალისწინებით, რომ მოპასუხემ სარჩელი ცნო სასამართლოს მოსამზადებელ და ასევე მთავარ სხდომაზე დავალიანების ძირითადი თანხის დაკისრების და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში ნაწილობრივ ამდენად, სასამართლომ მიიჩნევს, რომ სარჩელი ამ ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს მოპასუხის მიერ მისი ცნობის გამო და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს დავალიანების ძირითადი თანხის და სარგებლის გადახდა (იმ ოდენობით, რაც ცნო მოპასუხემ - 2500 ლარის ოდენობით).

 

6.2. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოს და სესხის ნარჩენი ძირით სარგებლობისთვის გათვალისწინებული პროცენტის ოდენობა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოსა და სარგებლის ნაწილში (500 ლარს ზევით თანხის დაკისრებაზე) მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხემ შესაგებელში მიუთითა რომ ეთანხმება ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხების 2000 ლარისა და 500 ლარის დაკისრებას, ხოლო სარგებლის ნაწილში მიიჩნევს, რომ ყოველთვიური 5, 10% -იანი განაკვეთი არის მაღალი და უნდა შემცირდეს . ეთანხმება ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის 500 ლარის დაკისრებას .

 

ამდენად, სასამართლომ უნდა შეაფასოს არის თუ არა სესხით სარგებლობისთვის გათვალისწინებული სარგებელი და პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალი.

 

სასამართლო მიიჩნევს. რომ მოპასუხის პოზიცია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე სარგებლის ყოველთვიურად 5,10% მოცულობით განსაზღვრასთან დაკავშირებით, როგორც მაღალის, არის საფუძვლიანი და შესაბამისად, უნდა შემცირდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების, უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით სს ,,მ---------------------სა" და მსესხებელს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრებადი უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. სამოქალაქო კოდექსის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულება რეალური და ცალმხრივი ხასიათის ხელშეკრულებაა და მისი მონაწილეებიდან ერთი მხარე - მსესხებელი - კისრულობს ვალდებულებას დააბრუნოს ხელშეკრულების შესაბამისად მიღებული ფულადი თანხა ან სხვა გვაროვნული ნივთი, ხოლო, მეორე მხარეს - გამსესხებელს - გააჩნია შესაბამისი უფლება მოითხოვოს გასესხებული თანხის დაბრუნება.

 

ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მხარეთა შეთანხმებით სესხისათვის შეიძლება გათვალისწინებულ იქნეს პროცენტი.

 

პროცენტი არის პერიოდული საზღაური კაპიტალით სარგებლობისათვის. პროცენტის მეშვეობით კრედიტორი ახდენს იმ შემოსავლის კომპენსირებას, რასაც თანხის სხვაგვარად გამოყენების შემთხვევაში მიიღებდა, ანუ ეს არის კომპენსაცია ფულადი საშუალებების დროებითი „დაკავებისათვის“. საპროცენტო ვალდებულება დამატებითი, ანუ აქცესორული ვალდებულებაა და იგი ეფუძნება მთავარ ვალდებულებას, როგორიცაა კაპიტალთან დაკავშირებული ვალდებულება. თუ არ წარმოშობილა მთავარი ვალდებულება ანდა იგი ბათილად იქნება ცნობილი, არც საპროცენტო ვალდებულება წარმოიშობა. ამდენად, სესხის დროს პროცენტის გადახდის ვალდებულება უკავშირდება მთავარ სასესხო ვალდებულებას და აქცესორული ხასიათისაა წარმოშობის თვალსაზრისით. შესაბამისად, თუ მოსარჩელე (გამსესხებელი) ვერ დაადასტურებს ძირითადი ვალდებულების არსებობის ფაქტს, პროცენტის გადახდის ვალდებულებაც არ არსებობს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2017 წლიის 20 ივლისს მხარეებს შორის გაფორმდა საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულება Nრლე17016569, რომლის საფუძველზე გაცემული შეთანხმება სესხის გადაცემის შესახებ Nრლე17016569-ით მოსარჩელემ მოპასუხეს 5.1%-იანი სარგებლის დარიცხვის პირობით გადასცა სესხი 2000 ლარის ოდენობით. სესხის უზრუნველსაყოფად მოსარჩელის სასარგებლოდ გირავნობით დაიტვირთა მოპასუხის კუთვნილი ავტომობილი - ნისან პრესაჯე.

 

მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ სს ,,მ---------------------ის'' მიერ სრულად იქნა შესრულებული აღნიშნული სესხის ხელშეკრულებით მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა სესხი. მოპასუხეს სესხი გადაეცა სარგებლის დარიცხვის სანაცვლოდ. ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე ცნო დავალიანების ძირი თანხის და პროცენტის (ნაწილობრივ) ნაწილში. აღნიშნულ ფაქტობრივ გარემოებაზე დაყრდნობით სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნა სესხის ძირი თანხის ანაზღაურების ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ასევე სარგებლის ნაწილში ე ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ჯამში 2500 ლარის ოდენობით უნდა დაკმაყოფილდეს სარჩელის ცნობის გამო.

 

მხარეთა შორის დადებული საკრედიტო შეთანხმების მე-3 პუნქტით მხარეები შეთანხმდნენ შემდეგზე : სესხი არის პროცენტიანი და სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი შეადგენს 5,10%-ს, შესაბამისად, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 61,20%-ს, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 97, 60 %-ს. საკრედიტო ხაზით უზრუნველყოფისა და გირავნობის ხელშეკრულების მე-4 პუნქტით განსაზღვრულია, რომ ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი არ უნდა აღმატებოდეს საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით განსაზღვრულ საპროცენტო განაკვეთის ზედა ზღვარს.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ხელშეკრულებით განსაზღვრული საპროცენტო განაკვეთი უნდა შემცირდეს, აღნიშნულტან დაკავშირებით სასამართლო მიუთითებს საკასაციო სასამართლოს №ას-663-629-2015 განჩინებაზე, სადანაც ასახულია საკასაციო პალატის მსჯელობა პროცენტის ოდენობის განსაზღვრის კრიტერიუმების შესახებ.

მითითებულ განჩინებაში საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ " ნებისმიერი დავის გადაწყვეტისას, სასამართლო ხელმძღვანელობს დავის სამართლიანად გადაწყვეტისა და მონაწილეთა ინტერესების დაცვის პრინციპით. სამოქალაქო სამართალში ურთიერთობის მონაწილეთა კეთილსინდისიერი ქცევაა პრეზუმირებული, რაც იმთავითვე გულისხმობს იმის ვარაუდს, რომ ისინი თავიანთ უფლებებს კეთილსინდისიერად ახორციელებენ [სსკ-ის 8.3 მუხლი]. „უფლებათა ბოროტად გამოყენებისაგან სხვათა თავისუფლებას იცავს სამოქალაქო კანონის იმპერატიული ნორმები“ [სსკ-ის 10-ე მუხლის მესამე ნაწილი]. შესაბამისად, მხარეთა უფლება თავისუფლად დადონ ხელშეკრულება და ასევე თავისუფლად განსაზღვრონ მისი შინაარსი, აბსოლუტური არ არის. სახელშეკრულებო დებულებების განსაზღვრის დროს ისინი ვალდებულნი არიან გაითვალისწინონ ზემოაღნიშნული. ამ კონკრეტულ შემთხვევაში კასატორი, რომელიც ეწევა სამეწარმეო საქმიანობას, ეკონომიკურად უფრო ძლიერი მხარეა და უდავოა, რომ სწორედ მის მიერ იქნა განსაზღვრული სესხის სარგებელი - ყოველთვიური 6%. მართალია, ამ შეთავაზებას გ--ა ს--ე დაეთანხმა, მაგრამ ამით სამართლებრივი სურათი არ იცვლება, რადგანაც კასატორი მოქმედებდა სსკ-ის 325-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ქცევის წესის საწინაღმდეგოდ: „თუ ვალდებულების შესრულების პირობები უნდა განისაზღვროს ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის ან მესამე პირის მიერ, მაშინ საეჭვოობისას ივარაუდება, რომ ამგვარი განსაზღვრა უნდა მოხდეს სამართლიანობის საფუძველზე.“

" ამ შემთხვევაში, შესრულებასა და საპირისპირო შესრულებას შორის აშკარა შეუსაბამობაა და კასატორი [სარგებლის მიმღები] მოქმედებდა ცალსახად არაკეთილსინდისიერად: მის მიერ არ იქნა გათვალისწინებული ბაზარზე არსებული საპროცენტო განაკვეთი და მოსალოდნელი რისკები და მან ბოროტად გამოიყენა საბაზრო ძალაუფლება. ყველა კეთილსინდისიერი და საღად მოაზროვნე ადამიანი სესხის წლიური სარგებლის 72%-ით განსაზღვრას საზოგადოებაში დამკვიდრებული ზნეობრივი პრინციპების საწინააღმდეგო მოქმედებად შეაფასებდა."

სესხისათვის შეუსაბამოდ მაღალი სარგებელის განსაზღვრა, მაშინ როდესაც არ არსებობდა ასეთი მოქმედების ლეგიტიმური მიზანი, ეწინააღმდეგება საზოგადოებაში დამკვიდრებულ ზნეობრივ ღირებულებებს და სსკ-ის 54-ე მუხლის მიხედვით უცილოდ ბათილია, რაც ამ შემთხვევაში არ იწვევს მთლიანი ხელშეკრულების ბათილობას სსკ-ის 62-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე.

აღსანიშნავია, რომ უცილოდ ბათილ გარიგებას სამართლებრივი შედეგი არ მოჰყვება. მის ასეთად აღიარებას არ სჭირდება არც მხარის შეცილება და არც მისი ბათილობის მოთხოვნა. თუმცა, უნდა აღინიშნოს, რომ მ-----– ლ---–---–მა შეცილება გააკეთა, იგი სწორედ ამ ფაქტობრივ გარემოებაზე ამყარებდა სარჩელს. შესაბამისად, სასამართლომ შეაფასა რა ფაქტობრივი გარემოებები, სარგებლის ოდენობა შეამცირა ყოველთვიურად 3.5%-მდე , ვინაიდან სესხის ყოველთვიური საპროცენტო განაკვეთი 5,10% , შესაბამისად, წლიური საპროცენტო განაკვეთი - 61,20%, ხოლო ეფექტური საპროცენტო განაკვეთი - 97, 60 % ჩაითვალა საკმაოდ მარალ საპროცენტო განაკვეთად.

 

6.3. მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე სადავოდ გახადა პირგასამტეხლოსს ოდენობა და მიუთითა, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა არ უნდ დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიიჩნევს. რომ მოპასუხის პოზიცია სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირგასამტეხლოს მოცულობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, როგორც მაღალის, არის საფუძვლიანი და შესაბამისად, უნდა შემცირდეს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის პირველი და მე-2 ნაწილების თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა (იხ. სუსგ 28.12.12 წ. საქმე Nას-1560-1463-2012). სასამართლო ასევე დამატებით განმარტავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მართალია, მხარეები მათ შორის გაფორმებული ხელშეკრულებით შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული ე.წ. „სასამართლო შესაგებელი’- და მხარეთა შეთანხმების მიუხედავად, თავად შეაფასოს სამოქალაქო-სამართლებრივი პასუხისმგებლობის, კონკრეტულ შემთხვევაში, პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. მართალია, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, მაგრამ ამავე კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით რომ ზიანი მიადგეს სხვას. პირგასამტეხლოს ოდენობის განსაზღვრისას ყურადღება ექცევა რამდენიმე გარემოებას. მათ შორის: ა) პირგასამტეხლოს, როგორც სანქციის ხასიათის მქონე ინსტრუმენტის ფუნქციას, თავიდან აიცილოს დამატებით ვალდებულების დამრღვევი მოქმედებები; ბ) დარღვევის სიმძიმესა და მოცულობას და კრედიტორისათვის წარმოქმნილი საფრთხის ხარისხს; გ) ვალდებულების დამრღვევი პირის ბრალეულობის ხარისხს; დ) პირგასამტეხლოს ფუნქციას, მოიცვას თავის თავში ზიანის ანაზღაურება. სასამართლოს, ზემოაღნიშნული კრიტერიუმების გათვალისწინებით, უფლება აქვს, დაიყვანოს პირგასამტეხლო თანაზომიერების ფარგლებამდე. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო იზიარებს მოპასუხის პოზიციას და დადგენილად მიიჩნევს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა არის შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს. სასამართლოს აქვს კანონით მინიჭებული უფლება, რომ შეამციროს პირგასამტეხლოს ოდენობა, მისი შეხედულებისამებრ, თუ მიიჩნევს, რომ ის არის შეუსაბამოდ მაღალი. მოცემულ შემთხვევაში, გამომდინარე დავალიანების ოდენობიდან და დარღვევის პერიოდიდან, სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს შემცირება და მოპასუხისათვის დაკისრება მოსარჩელის სასარგებლოდ სასამართლოს მიერ შემცირებული ოდენობით - მოსარჩელემ პირგასამტეხლო განსაზღვრა ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 6 ლარის ოდენობით, მართალია, შემდგომში შეამცირა ყოველდღიურად 1 ლარის ოდენობით, მაგრამ სასამართლოს აღნიშნულიც მიაჩნია როგორც შეუსაბამოდ მაღალი და უნდა შემცირდეს და მოპასუხეს პირგასამტეხლოს სახით დაეკისროს ნაცვლად 591 ლარისა 59.1 ლარი .

 

7. საპროცესო ხარჯები

მოსარჩელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი იყო 73.00 ლარი.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის მოთხოვნათა გათვალისწინებით, რამდენადაც სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ და ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნათა გათვალისწინებით, მოპასუხემ ნაწილობრივ ცნო სარჩელი მოსამზადებელ და მთავარ სხდომაზე, მოსარჩელეს დაუბრუნდება მის მიერ სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 40,26 ლარი, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი -14,92 ლარის ოდენობით დაეკისრება მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი ბაჟიდან 17,82 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სარჩელზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

9. გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი

 

მოსარჩელე ითხოვდა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევას, რადგან მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების მე-8 მუხლის მე-16 პუნქტი ითვალისწინებს ამ საკითხს.

 

სასამართლო გაეცნო შუამდგომლობას და მიაჩნია, რომ იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს, შემდეგ გარემოებათა გამო:

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი პრიმა პუნქტის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავებთან დაკავშირებით, თუ ეს პირდაპირ არის გათვალისწინებული ხელშეკრულებით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მიხედვით, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობებათ მისი ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის განხილვასა და გადაწყვეტას.

 

სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობა სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას უკავშირებს მის კანონიერ ძალაში შესვლის მომენტს, თუმცა კანონმდებლობა გამონაკლისს უშვებს, რა დროსაც შესაძლებელია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება. ასეთ დროს გადაწყვეტილება აღსასრულებლად მიექცევა მიღებისთანავე, დაუყოვნებლივ, მის კანონიერ ძალაში შესვლამდე, რაც დასაშვებია კანონით პირდაპირ განსაზღვრულ შემთხვევებში ან ისეთი გარემოებების სარწმუნოდ დადასტურებისას, რომელთა დადგომა მომავალში გადაწყვეტილების აღსრულებას შეუძლებელს გახდის ან გადამხდევინებელს სერიოზულ ზიანს მიაყენებს.

 

სამოქალაქო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილი განსაზღვრავს კონკრეტული დავების ჩამონათვალს, როდესაც კანონიერ ძალაში შესვლამდე დასაშვებია გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიმართვა, ხოლო ”ზ” ქვეპუნქტით გაფართოებულია ამ გარემოებათა წრე და სასამართლოს ენიჭება უფლებამოსილება, მხარის თხოვნის საფუძველზე დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიაქციოს ნებისმიერი სხვა გადაწყვეტილება განსაკუთრებული გარემოებების არსებობისას.

ასეთ შემთხვევაში, შუამდგომლობის დაკმაყოფილების საკითხი სასამართლოს შეხედულებაზეა დამოკიდებული და, როგორც წესი, სასამართლო საკითხს წყვეტს საქმის გარემოებების ყოველმხრივი ანალიზის და იმ შესაძლო რისკების გონივრულ ფარგლებში შეფასებით, რაც შუამდგომლობის დაკმაყოფილებაზე უარს შეიძლება მოჰყვეს.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულება არ დაიშვება, თუ შეუძლებელია იმ ზარალის ზუსტად გამოთვლა, რომელიც შეიძლება მიადგეს მოწინააღმდეგე მხარეს, რის გამოც მეორე მხარე ვერ შეძლებს მის უზრუნველყოფას.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მიუთითებს მხოლოდ საპროცესო ნორმაზე, რომელშიც აღნიშნულია სასამართლოს უფლებამოსილებაზე, რომ სასამართლოს შეუძლია დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება, მაგრამ მოსარჩელე არ ასაბუთებს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის აუცილებლობას და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული გარემოებების არარსებობას, რის გამოც შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

10. გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების საკითხი

 

სასამართლოს სხდომაზე მოპასუხემ იშუამდგომლობა გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადების თაობაზე. მოპასუხემ განმარტა, რომ მძიმე ფინანსური მდგომარეობის გამო ვერ შეძლებს გადაწყვეტილებით მისთვის დაკისრებული თანხის გადახდას, რის გამოც ითხოვს გადაწყვეტილების აღსრულების განაწილვადება მოხდეს ერთი წლის ვადით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 263-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს, რომელმაც გამოიტანა საქმეზე გადაწყვეტილება, უფლება აქვს, მხარეთა თხოვნით, მათი ქონებრივი მდგომარეობისა და სხვა გარემოებათა გათვალისწინებით, ერთჯერადად, 3 თვემდე ვადით გადადოს ან ერთ წლამდე ვადით გაანაწილვადოს გადაწყვეტილების აღსრულება, აგრეთვე შეცვალოს მისი აღსრულების საშუალება და წესი. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო უფლებამოსილია, მხარეთა განცხადებები განიხილოს ზეპირი მოსმენის გარეშე. სხდომის ჩატარების შემთხვევაში მხარეებს ეცნობება სხდომის ჩატარების დრო და ადგილი, მაგრამ მათი გამოუცხადებლობა ვერ დააბრკოლებს სასამართლოს მიერ საკითხის გადაწყვეტას.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო არ იზიარებს მ-----– ლ---–---–ის მიერ მითითებულ გარემოებებს და მიაჩნია, რომ შუამდგომლობა არ უნდა დაკმაყოფილდეს .

 

11. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 260-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით ან თავისი ინიციატივით გაასწოროს გადაწყვეტილებაში დაშვებული უსწორობანი, ან აშკარა არითმეტიკული შეცდომები.

მოცემულ საქმეზე გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადების დროს დაშვებულია მექანიკური შეცდომა , რაც უნდა გასწორდეს და კერძოდ, მოპასუხის გვარი ნაცვლად ლეკიაშვილისა , მიეთითოს სწორად - ლ---–---–ი.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 2591-ე 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს „მ---------------------ი“-ს სარჩელი მოპასუხე მ-----– ლ---–---–ის მიმართ თანხის დაკისრების თაობაზე.

 

2 . მოპასუხე მ-----– ლ---–---–ს დაეკისროს მოსარჩელე სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ 3 494.1 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 2000 ლარი, პროცენტი 1435 ლარი, პირგასამტეხლო 59.1 ლარი.

სს „მ---------------------ი“-ს უარი ეთქვას მოთხოვნის დაკამყოფილებაზე 1187.9 ლარის დაკისრების ნაწილში.

მასვე სს „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ გირავნობის მოწმობის სანაცვლოდ გადახდილი 50 ლარის და გირავნობის მოწმობის საფუძველზე დაწყებული სააღსრულებო წარმოების ხარჯის 100 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოპასუხე მ-----– ლ---–---–ს მოსარჩელე „მ---------------------ი“-ს სასარგებლოდ დაეკისროს 14.92 ლარის გადახდა მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურების სახით, „მ---------------------ი“-ს დაუბრუნდეს მის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 40.26 ლარი (გადახდილია 11. 04. 2019წ. საგადახდო დავალება #1554960783), ხოლო 17.82 ლარი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. სს „მ---------------------ი“-ს მოთხოვნა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან დაკავშირებით არ დაკმაყოფილდეს.

 

5. მ-----– ლ---–---–ის შუამდგომლობა გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის ერთი წლით განწილვადების თაობაზე არ დაკმაყოფილდეს.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს რუსთავის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

8. განჩინება გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევასთან და განწილვადებასთან დაკავშირებით საჩივრდება კერძო საჩივრით თბილისის სააპელაციო სასამართლოში მხარეთათვის განჩინების ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მაია შოშიაშვილი