განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №1--------
(№------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
07 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია
მოსამართლე გიორგი ებანოიძე
სხდომის მდივანი თეონა აბულაძე
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ქ--------------–---–-------------------–---–-----------–---–-------.
დაცვის მხარე:
ბრალდებული მ--–------------------------------------------- - დაბადებული 1----–-–--------------- საქართველოს მოქალაქე, ნასამართლევი, რეგისტრირებული მისამართზე:--------–------------–------------------------------------- ამჟამად ძებნილი.
ადვოკატი - მ--------–------
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტები - თაღლითობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, არაერთგზის;
სხდომის სახე - ღია
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ დაადგინა:
2017 წლის 27 დეკემბერს, ქ.თბილისში, კ--------- ქუჩაზე ავტომანქანით მოძრაობისას რ---------------------------------------- სახელით გაიცნო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2------------- განაჩენით სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით ნასამართლევი მ--–--------------, რომელმაც მოატყუა, რომ დაკავებული იყო სამშენებლო საქმიანობით და სურვილის შემთხვევაში რ------------------ მძღოლის პოზიციაზე დააწყებინებდა მუშაობას. გარდა ამისა, დაარწმუნა, რომ ტექნიკის მაღაზიებიდან განვადებით გამოეტანა ,,აიფონის“ ფირმის მობილური ტელეფონები, რასაც მაღალ ფასად გაყიდიდნენ ქ.ბათუმში და მიღებულ მოგებას გაინაწილებდნენ. მოიპოვა რა მ--–------------------------------------- ნდობა, 2017 წლის 30 დეკემბრიდან 2018 წლის 18 იანვრამდე პერიოდში ქ.თბილისში, პ------ ქუჩაზე მდებარე ტექნიკის მაღაზიებიდან განვადებით გამოატანინა ,,აიფონ 7“-ის ფირმის ორი ცალი მობილური ტელეფონი, აგრეთვე გამოართვა პირადი ,,აიფონ 4“-ის ფირმის მობილური ტელეფონი და ფულადი თანხა, რასაც დაეუფლა მართლსაწინააღმდეგოდ და დაზარალებულს მიაყენა 7249,40 ლარის მატერიალური ზიანი.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
დაზარალებულ რ------------------- განმარტა, რომ არის თვითდასაქმებული, ტაქსის მძღოლი. 2017 წლის 27 დეკემბერს კ--------- ქუჩაზე მოძრაობისას გააჩერა ახალგაზრდა მამაკაცმა და შესთავაზა გორში წასულიყვნენ, სანაცვლოდ შესთავაზა ფულად თანხა 130 ლარის ოდენობით. გორისკენ მიმავალ გზაზე კლიენტმა დარეკა ტელეფონზე. საუბრისას უცნობმა მამაკაცმა ტაქსის მძღოლს შესთავაზა 350 ლარად წასულიყო ბათუმში, რაზეც იგი დათანხმდა. სურამში ჩასვლისას მგზავრმა სთხოვა მოებრუნებინა მანქანა, რადგან იყო გვიანი და ტელეფონით მოაგვარებდა საქმეს ბათუმში ჩაუსვლელად. მანაც მოაბრუნა მანქანა და წავიდნენ თბილისის მიმართულებით, ქალაქში ჩამოსვლისას კი მგზავრმა გადაუხადა შეპირებული 350 ლარი და მძღოლს გამოართვა ტელეფონის ნომერი. უცნობი მამაკაცი, რომელიც გ------------------- სახელით გაეცნო დაპირდა სამშენებლო კომპანიაში სამსახურის დაწყებას 2018 წლის 06 იანვრიდან. რ------------------ და გ------------------ ხშირად ეკონტაქტებოდნენ ერთმანეთს, რამდენჯერმე ნახეს კიდეც ერთმანეთი. გ-------- ერთ-ერთ შეხვედრაზე უთხრა, რომ სამშენებლო საქმიანობის დაწყებამდე დაკავებული იყო ტელეფონების ბიზნესით, კერძოდ, ტელეფონები მიჰქონდა ბათუმში გასაყიდად. ვინაიდან, რ------ ჰქონდა ფინანსური პრობლემები დასთანხმდა გ------------------- ბიზნესში მონაწილეობაზე. 2017 წლის 30 დეკემბერს კვლავ შეხვდნენ ერთმანეთს,--------- სთხოვა უსახსრობის გამო დახმარებოდა რ------ და ბ-------- გამოეტანა ფულადი თანხა, სანაცვლოდ კი მასზედ არსებულ ყველა დავალიანებას დაუფარავდა. მართლაც, რ---------------------------- აიღო სესხი 1500 ლარის ოდენობით და გადასცა გ-------------------. 2018 წლის 03 იანვარს შეხვედრისას გ-------- უთხრა, რომ ისევ ძველი ბიზნესით (ტელეფონების გაყიდვა) იყო დაკავებული, რ------ შესთავაზა განვადებით გამოეტანა ,,აიფონ 7“-ის მოდელის ტელეფონი, რომელსაც შემდგომ გაყიდიდა ბათუმში. მაღაზიაში მისვლისას რ------ გააკეთებინა ორ ცალ ,,აიფონ 7“-ზე განვადება, ასევე, ტელეფონებთან ერთად გამოართვა ფულადი თანხა 340 ლარის ოდენობით. 06 იანვარს სატელეფონო კავშირის დროს გ-------- შეახსენა სამსახაურის შესახებ, ეს უკანასკნელი კი ამშვიდებდა და სამსახურის დაწყებას 08 იანვარს პირდებოდა. რამდენიმე დღის შემდეგ თავად გ---------- დაურეკა რ------, შეხვედრასთან ერთად სთხოვდა ბათუმში წასვლას ტელეფონების გასაყიდად. შეხვედრისას, ბათუმში წასვლამდე გ-------- მისცა თავისი ,,აიფონ 4“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რადგან ამ უკანასკნელის განცხადებით გაფუჭებული ჰქონდა ტელეფონი. ბათუმში ჩასვლისას მანქანა გააჩერა ქალაქში,--------- გადავიდა მანქანიდან და დაბრუნდა რამდენიმე წუთის შემდეგ, უთხრა დილამდე უნდა გაჩერებულიყვნენ. ვინაიდან გაჩერების მიზეზის ახსნა მოსთხოვა გ----------, მან უპასუხა, რომ აკლდა 380 ლარი ტელეფონების დაპროგრამებაში, რათა ძვირად ჩაებარებინათ ტელეფონები. რ------- მისცა გულადი თანხა 380 ლარის ოდენობით. გ---------სევ გადავიდა მანქანიდან, ხოლო თავად მანქანაში ელოდებოდა 07:00 საათამდე. ვინაიდან ადრესატი არ ჩანდა, გადაწყვიტა მახინჯაურში წასულიყო ახლობელთან დასასვენებლად. არაერთი ცდის მიუხედავად გ------------------- იმდღის შემდეგ არც დაურეკავს და არც შეხვედრია, თავად კი აღმოჩნდა მოტყუებულ მდგომარეობაში. ეჭვი, რ------------ ატყუებდა დადასტურდა 2018 წლის 03 თებერვალს, როდესაც ს----------–------------- სთხოვდნენ სესხის დაფარვას. გ------------------- ქმედებით მას დაახლოვებით მიადგა 7 000 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
ფოტოსურათით ამოცნობის ამოცნობის ოქმით (2--0-.2---) დგინდება, რომ რ------------------- წარდგენილი ფოტოსურათებიდან მ------–- თეთრი სახით, ხშირი წარბებით, მ-----–--–----–--------------------–-–----–--------, სწორი ცხვირით, საშუალო ზომის ტუჩებით, თ----–-------- თვალებით და თვალების მოყვანილობით ამოიცნო მეოთხე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - მ--–--------------.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე ლ------------------, დაზარალებულის შვილმა, განმარტა, რომ 2017 წელს რ------------------- გაიცნო გ------------------, რომელთანაც შემდგომ ჩალოუყალიბდა მეგობრული ურთიერთობა. გ----------------- ისევე როგორც მას სამსახურის დაწყებას პირდებოდა სამშენებლო კომპანიაში. მეგობრების შეხვედრას დაესწრო თავადაც ს----------------–-- მიმდებარე ტერიტორიაზე,---------მ უთხრა, მიეწოდებინა მისთვის პირადი ნომერი და საბანკო რეკვიზიტები, რისი საშუალებითაც მოხდებოდა თანხის ჩარიცხვა. წინადადებამ დააეჭვა, არ უნოდა უცნობ პირს სცოდნოდა მისი პირადი ანგარიშები და უარითაც გაისტუმრა. როგორც მისთვის შემდგომ გახდა ცნობილი რ------------------ განვადებით გამოუტანია ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, ასევე ბ-------- აუღია სესხი, ხოლო ეს ყოველივე გადაუცია გ-------------------------. ბათუმში მომხდარი ფაქტის შემდეგ რ------- თავი მოტყუებულად იგრძნო და საბოლოოდ გ------------------მ თაღლითური ქმედებით მამამისს მიაყენა 7200 ლარის ქონებრივი ზიანი.
ფოტოსურათით ამოცნობის ამოცნობის ოქმით (2--0-.2---) დგინდება, რომ ლ------------------ წარდგენილი ფოტოსურათებიდან მ------–- სახის მოყვანილობით, მაღალი შუბლით, ხშირი წარბებით და ტუჩებით ამოიცნო პირველ ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - მ--–--------------.
მოწმე გ----------–--------–--, შ-----------–------ მესაკუთრემ, დაადასტურა, რომ 2018 წლის 15 იანვარს მასთან მისული იყო ორი პიროვნება, რომელთაც სურდათ შეეძინათ ,,აიფონ 7“-ის მობილური ტელეფონი განვადებით. ერთ-ერთს ტელეფონი უნდოდა მეუღლისთვის. მოწმის განმარტებით იგი საქართველოში ყიდულობს ტელეფონებს და შემდგომ ახდენს მათ რეალიზაციას, ისე, რომ არ აწარმოებს ტელეფონის იმედ კოდების აღრიცხვას.
სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას მოწმე თ-------–-----------, შ-----------–------ კონსულტანტმა, განმარტა, რომ 2018 წლის იანვრის თვეში მართლაც მასთან მისული იყო ორი პიროვნება ,,აიფონ 7“-ის მობილური ტელეფონი შესაძენად. მოსულთაგან ერთ-ერთმა თავის სახელზე გააკეთა განვადება, დამტკიცების შემდეგ კი მოხდა ტელეფონების გაცემა. ვინაიდან, იმპერიოდში შავი ფერის ,,აიფონი“ სარეალიზაციოდ არ გააჩნდა, საჭირო გახდა სხვა მაღაზიიდან შეეძინა ტელეფონი და შემდგომ მიეყიდა მომხარებელზე. მართლაც, იმავე შენობაში განთავსებულ №---- მაღაზიიდან გამოიტანა ,,აიფონ 7“-ის ტელეფონი ყუთით, საგარანტიო ფურცლით და შემდგომ მოხდა კლიენტებზე რეალიზაცია.
მოწმე გ------------–-–---–--, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მეგობარს, მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით სურდა შეეძინა მობილური ტელეფონი, რომელიც მას უნდა გამოეტანა განვადებით. მართლაც, 2018 წლის 15 იანვარს მივიდნენ ქ.თბილისში, ვ------–---, სავაჭრო ცენტრ ,------------ შენობაში №- მაღაზიაში. ადგილზე დაათვალიერეს ტელეფონები, უნდოდათ შავი ფერის ,,აიფონი“ შეეძინათ. მაღაზიის კონსულტანტმა სხვა მაღაზიიდან გამოიტანა შავი ფერის ,,აიფონ 7“-ს მოდელის ტელეფონი, რომელიც იყო ახალი თავისივე ყუთით და საგარანტიო ფურცლით. ტელეფონი მოეწონა მეგობარს - ი-----–----–---–-. ვინაიდან, ტელეფონის შეძენა უნდა მომხდარიყო განვადებით, მივიდა ,--------- ბანკის წარმომადგენელთან განვადების ხელშეკრულების გასაფორმებლად. ტელეფონის შეძენის შემდეგ დატოვეს მაღაზია.
მოწმე ი-----–----–---–--, სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მეუღლის დაბადების დღესთან დაკავშირებით უნდოდა საჩუქარი გაეკეთებინა მისთვის და აღნიშნული მოტივით შეეძინა ,,აიფონ 7“-ის მობილური ტელეფონი. ქ.თბილისში, ვ-----–-------------- არსებულ სავაჭრო ცენტრ ,--------------- შეხვდა ნაცნობი ----------. გ---------------–-- სურვილის გაგების შემდეგ შესთავაზა დახმარება და მიიყვანა ,------------- პირველ სართულზე მაღაზია ,--------–---–--. ტელეფონების ფართო არჩევანიდან მან ყურადღება შეაჩერა ,,აიფონ 7“-ის მოდელზე, რომელიც შემდგომ განვადების საფუძველზე შეიძინა.
მოწმე ნ------------, განმარტა, რომ 2018 წლის 15 იანვარს დაბადების დღესთან დაკავშირებით მეუღლეს უნდოდა შეეძინა მისთვის ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი. მართლაც, მეგობარ ---------------–-–---–--- გაფორმებული განვადების ხელშეკრულების საფუძველზე ი-----–----–---–-- შეიძინა შავი ფერის ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი.
მოწმე ს--------------–---, განმარტა, რომ მუშაობს სავაჭრო ცენტრ ,----------–-- მდებარე №---- მაღაზიაში მენეჯერის თანამდებობაზე. მაღაზია ეწევა მობილური ტელეფონების და ტელეფონების აქსესუარების რეალიზაციას. 2018 წლის 0- იანვარს ტელეფონების საჭიროებიდან გამომდინარე სავაჭრო ცენტრ „----––-- მდებარე ლომბარდიდან 1550 ლარად იყიდა ,,აიფონ 7“-ს ფირმის მობილური ტელეფონი. მობილური ტელეფონი ლომბარდში ჩაბარებული ჰქონდა მისთვის უცნობ პიროვნებას გვარად ,------------.
გამომძიებელმა კ--------------–---–--, განმარტა, რომ მუშაობს ვ---------------–--- სამმართველოში ო-----------–------------–---- უფროსი-დეტექტივის პოზიციაზე. 2018 წლის თებერვალში სამსახურეობრივი მოვალეობის შესრულებისას დაუკავშირდა კონფიდენტი, რომელსაც შეხვედრისას უთხრა, რომ რ------------------- მიმართ თაღლითობის ფაქტი ჩადენილი ჰქონოდა მ--–---------------, მცხოვრები დ---–---- ქუჩაზე. ოპერატიული ინფორმაციის მიმწოდებელმა ასევე განუმარტა, რომ ბრალდებულმა რამდენიმე თვის წინ დატოვა საქართველო და წასული იყო თურქეთში. ოპერატიული ინფორმაცია პატაკის სახით მოახსენა უშუალო ხელმძღვანელს.
მოწმე ს--------–---------, განმარტა, რომ არის ინდ.მეწარმე და აქვს ლომბარდი პ------ გამზირზე. იბარებს ციფრულ ტექნიკას, ჩამბარებელი პირის დოკუმენტების (მაგ: პირადობა) შემოწმების შემდეგ. ერთ-ერთი ასეთი ფაქტი იყო 2018 წლის 0- იანვარი, როდესაც თანამშრომელმა ი--------–------------- უცნობი პირისგან შესაბამისი დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ ჩაიბარე ორი ცალი ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი. ლომბარდში ჩადებულ ნივთებს უკეთებს რეალიზაციას. 2018 წლის 04 იანვარს დაუკავშირდა ნაცნობი ს--------------–--, რომელსაც გაატანა ლომბარდში დატოვებული ტელეფონები. მოგვიანებით გახდა მისთვის ცნობილი, რომ უცნობი პირის მიერ ჩაბარებული ტელეფონი იყო დანაშაულებრივი ქმედების შედეგად მოვოვებული.
ანალოგიური სახის ჩვენები მისცა სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა მოწმემ ს---–----------------
გამომძიებელმა თ----------–----, განმარტა, რომ მუშაობს ვ---------------–--- სამმართველოში დ------------------------–---–- დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებლის თანამდებობაზე. 2018 წლის თებერვალში ვ---------------–--- სამმართველოს განცხადებით მიმართა მოქალაქე რ-------------------. განცხადებაში რ------------------- ასახა მის მიმართ განხორციელებული თაღლითობის ფაქტი. მიღებული განცხადების შედეგად სამმართველოში დაიწყო გამოძიება სსკ-ის 180-ე მუხლით. მოწმე რ------------------ არ ფლობდა ქართულ ენას სრულყოფილად, შესაბამისად თარჯიმნის მონაწილიებით მოხდა გამოკითხვა. რ------ ჩვენებაში უთითებდა ვიღაც გ--------, რომელმაც ბოროტად გამოიყენა მისი ნდობა და თაღლითურად მიაყენა მატერიალური ზიანი.
მოწმე ი--------–-------------, განმარტა, რომ მუშაობს ლომბარდში იდნ.მეწარმე ს----------------------------- ქუჩა №8-ში მოლარე-ოპერატორად. სამსახურეობრივ მოვალეობაში შედის მიღებული ტექნიკის, ოქროს და სხვა ნივთების მიღება, დათვალიერება და სარგებლის (პროცენტის) აღება. სამსახურში ყოფნისას ლომბარდში მივიდა ახაგალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მიიტანა ორი ცალი ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი. უცნობ მამაკაცს სურდა გაეყიდა ტელეფონები და ასე მიეღო სარგებელი. ი--------- ჩვეულებრისამებრ დაათვალიერა ტელეფონები, ნახა, რომ იყო ტელეფონები იყო ყუთებითურთ გაუხსნელ მდგომარეობაში. უფროსთან შეთანხმების შემდეგ კლიენტს გადაუხადა ჯამში 3 000 ლარი, სანაცვლოდ დოკუმენტებზე მოაწერინა ხელი. მოწმის განმარტებით, საგარანტიო ფურცელი იყო გაცემული სხვა პირზე, კითხვაზე თუ ვინ იყო ეს პიროვნება, მამაკაცმა უპასუხა, რომ იყო ახლობლის და მას დავალებული ჰქონდა გაეყიდა ტელეფონები. მიღებული ტელეფონები ს--------–--------- წაირო ვ-----–-------------- არსებულ სავაჭრო ცენტრ ,-----––-- ტექნიკის მაღაზიაში.
ფოტოსურათით ამოცნობის ამოცნობის ოქმით (1-.0-.2---) დგინდება, რომ ი--------–------------- წარდგენილი ფოტოსურათებიდან მ------–- თეთრი პირსახით, მ------–- შუბლით, სწორი ცხვირით, ხშირი წარბებით და საშუალო ზომის ტუჩებით ამოიცნო მესამე ფოტოსურათზე გამოსახული პიროვნება - მ--–--------------.
გამომძიებელმა კ----–-------------, განმარტა, რომ მუშაობს შსს პოლიციის დეპარტამენტის ვ---------------–--- სამმართველოს მ--- განყოფილებაში დეტექტივ-გამომძიებლის თანამდებობაში. 2018 წლის 09 თებერვლას ვ---------------–--- სამმართველოში შევიდა რ------------------- განცხადება, სადაც ის აღწერდა მისმიმართ ჩადენილ დანაშაულს. განცხადების საფუძველზე დაიწყო გამოძიება.
2018 წლის 20 თებერვლის შ--------–------- წერილის მიხედვით, რ------------------- 2018 წლის 03 იანვარს გააკეთა ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონის განვადება.
ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დგინდება, რომ რ------------------- 2018 წლის 03 იანვარს შ--------------–-- გააკეთა მობილური ტელეფონის ,,აიფონ 7“-ის განვადება.
სამართლომ ყოველმხრივად და ობიექტურად შეამოწმა რა საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი, საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის, ამასთან, ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, - მივიდა დასკვნამდე, რომ დაცვის მხარის პოზიცია წარდგენილ ბრალდებაში მ--–--------------- უდანაშაულობის შესახებ საფუძველს მოკლებულია, ვინაიდან ბრალადშერაცხულ დანაშაულში მ----------- ბრალეულობა სრულადაა დადასტურებული ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი, დამაჯერებელი და ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობით, კერძოდ:
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული, მოწმეთა ჩვენებებით, შ----------------- და შ---------–------- ცნობებით ცალსახად დადგინდა, რომ 2018 წლის 03 იანვარს მ--–--------------- წინასწარი შეთანხმებით (რ------------------), თითქოსდა ტელეფონები უნდა გაეყიდა, განვადებით გამოატანინა დაზარალებულს ორი ცალი ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რაც შემდგომ თავად ბრალდებულმა მიისაკუთრა. მართლაც, მ----------- იმავე დღეს მისთვის მინდობილი ტელეფონები ჩააბარა პ------ გამზირზე მდებარე ლომბარდში. ტელეფონების ჩაბარების ფაქტი დაადასტურა მოწმე ი--------–-------------, რომელმაც ამოიცნო მ--–--------------.
სასამართლო განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას იხელმძღვანელა კანონმდებლის მიერ დაწესებული, მაღალი, „გონივრულ ეჭვს მიღმა“ სამართლებრივი სტანდარტით, რომელიც სისხლის სამართლის საქმეში მოითხოვს წონადი და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობას, რომელთა ურთიერთშეჯერებისა და ანალიზის შედეგად, ნებისმიერი გონიერი და ობიექტური ადამიანი დარწმუნდება პირის ბრალეულობაში.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებს კანონმდებლის მიერ, გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დაწესებულ, გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, მაღალ სამართლებრივ სტანდარტს და საკმარისია იმაში დასარწმუნებლად, რომ მ--–--------------მ, რ------------------- ნდობის გამოყენებით, მოტყუებით მიისაკუთრა ზემოაღნიშნული მობილური ტელეფონი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია თაღლითობისათვის - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მოტყუებით დაუფლების ან ქონებრივი უფლების მიღებისათვის. თაღლითობა, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ეკონომიკური დანაშაულია, რომლის შემადგენლობისთვისაც აუცილებელია, რომ მოტყუება, როგორც ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების კონკრეტული საშუალება - ხერხი, წინ უსწრებდეს სუბიექტის მიერ ნივთის ან ქონებრივი უფლების მიღების ფაქტს. ამასთან, მოტყუება გულისხმობს ჭეშმარიტების განზრახ დამახინჯებას, ანდა გარკვეულ გარემოებათა განზრახ დაფარვას საკუთარი დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოსაყვანად.
ქმედების თაღლითობად დაკვალიფიცირებისათვის მნიშვნელოვანია, ასევე, რომ სუბიექტს ჰქონდეს სხვისი ნივთის ან ქონებრივი უფლების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი. სუბიექტს გაცნობიერებული უნდა ჰქონდეს, რომ იგი მოტყუებით, მართლსაწინააღმდეგოდ ეუფლება სხვის ქონებას, რითაც ზიანს აყენებს მის მესაკუთრეს.
ქონებისა და საკუთრების უფლების ტერმინების განსაზღვრებიდან ლოგიკურად გამომდინარეობს, რომ საკუთრება არის ნივთზე (ქონებაზე) მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლების კანონიერად მოპოვება, ხოლო სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლება გულისხმობს არაკანონიერი გზით ამ ნივთზე მფლობელობის, სარგებლობის და განკარგვის შესაძლებლობის მოპოვებას, რასაც თან ახლავს ასეთი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მისაღწევად განხორციელებული ქმედებები.
საქართველოს სსკ 180-ე მუხლი დამამძიმებელ გარემოებებად მიიჩნევს თაღლითობის ჩადენას, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია (მე-2 ნაწილის „ბ“ პუნქტი), ჩადენილი არაერთგზის (მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტი), რაც საქართველოს სსკ 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, გულისხმობს მატერიალურ ზიანს 150 ლარს ზევით.
გამოკვლეული მტკიცებულებების საფუძველზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ კ------------------ ქმედებაში აშკარად იკვეთება თაღლითობის, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული ქმედების, როგორც ობიექტური, ისე სუბიექტური შემადგენლობის ნიშნები - მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სამსახურებრივი მდგომარეობის გამოყენებით, სხვისი დიდი ოდენობით ნივთის დაუფლება მოტყუებით. შესაბამისად, მ--–-------------- დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი ზემოაღნიშნული დანაშაულის ჩადენაში, რისთვისაც უნდა დაენიშნოს კანონით გათვალისწინებული სამართლიანი სასჯელი.
გ) თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია
გამოკვლეული მტკიცებულებით დადგენილია, რომ მართალია მ----------- განზრახვა მოიყვანა სისრულეში და მართლასწინააღმდეგოდ მიაყენა დაზარალებულ რ------------------ 7249.40 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლზე დართული შენიშვნის 1-ლი ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებულ, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა შემთხვევაში, დანაშაულის 150 ლარზე მეტი ღირებულების საგანი (საგნები) წარმოადგენს მნიშვნელოვან ზიანს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ---------- დაეუფლა ფულად თანხას.
ბ) თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2------------- განაჩენით, მ--–-------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ პუნქტით გათვალისწინებული დანაშუალის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვრა 05 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად ჩაეთვალა პირობით 05 (ხუთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამავე კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის შესაბამისად, 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება თუ მას წინ უსწრებდა 177-ე -186-ე მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის მესამე ნაწილის ’’დ’’ ქვეპუნქტის თანახმად ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ.
იმის გათვალისწინებით, რომ მ--–-------------- ნასამართლევია სსკ-ის 182-ე მუხლით, ხოლო ამჯერად ბრალად ედება სსკ-ის 180-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენა, სსკ-ის მე-15 მუხლის 1-ლი ნაწილის მე-2 წინადადების შესაბამისად, სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ მ--–--------------მ დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის, ვინაიდან ნასამართლობა გაქარწყლებული არ არის.
სასჯელის დასაბუთება:
საქართველოს სსკ 39-ე მუხლის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
საქართველოს სსკ 53-ე მუხლის თანახმად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
ამავე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს. სასჯელის სახისა და ზომის განსაზღვრისას, სასამართლო ითვალისწინებს კ------------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებების არარსებობის ფაქტს; დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობას (7249.40 ლარი), რომელიც ბევრად აღემატება „მნიშვნელოვანი ზიანისთვის“ კანონით დადგენილ მინიმალურ ზღვარს (150 ლარს) და მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ ბრალდებული მისთვის ბრალადშერაცხულ დანაშაულებს სჩადიოდა წლების განმავლობაში, რაც ხაზს უსვამს მის მყარ და საშიშ მართლსაწინააღმდეგო ნებას. ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევა შესაძლებელია ბრალდებულ მ--–--------------- მიმართ მხოლოდ მკაცრი სასჯელის გამოყენების პირობებში.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-269-ე, 271-277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
მ--–---------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „გ“ პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელად განესაზღვროს - 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2015 წლის 2------------- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 04 (ოთხი) წლით 11 (თერთმეტი) თვით და 18 (თვრამეტი) დღით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--–--------------- სასჯელად განესაზღვროს 07 (შვიდი) წლით თავისუფლების აღკვეთა.
მ--–--------------- სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით მისი დაკავების მომენტიდან.
ნივთიერი მტკიცებულებები: 1. ლაზერული დისკები - დაერთოს საქმეს მისი შენახვის ვადით. 2. ,,აიფონ 7“-ის ფირმის მობილური ტელეფონი, სიმბარათი, ტელეფონის ყუთი, ყურსასმენები და დამტენი - გადაეცეს კანონიერ მფლობელს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
განაჩენი პროკურორის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მსჯავრდებულს უფლება აქვს განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.
მოსამართლე: გიორგი ებანოიძე