გადაწყვეტილება

სამოქალაქო 21.06.2019
საქმის ნომერი
330210018002266154
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
21.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/1710-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

21 მაისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ლელა ცანავა

სხდომის მდივანი სალომე ბარდანაშვილი

მოსარჩელე, მოპასუხე შეგებებული სარჩელით გ------------–---–ი

წარმომადგენელი ნ-----------–---–ი

მოპასუხე, მოსარჩელე შეგებებული სარჩელით ე-----------------–---–ი

წარმომადგენელი ა-–-----------–--–-----–---–ი, მ-------–---------ა

მესამე პირი დ--------------–---–ი (არასრულწლოვანი)

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

წარმომადგენელი მ--------–---------–---ი

დავის საგანი სარჩელით არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა

დავის საგანი შეგებებული სარჩელით არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. არასრულწლოვანი დ--------------–---–ის (დაბადებული 2--- წლის 1-------------ს) საცხოვრებელ ადგილად მამის - გ------------–---–ის ( შ--------- მოქალაქის პასპორტი #8-------) საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა;

 

შეგებებული სასარჩელო მოთხოვნა

 

1.2. გ------------–---–ისთვის ( შ--------- მოქალაქის პასპორტი #8-------) 2--- წლის 0-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობის წესის განსაზღვრა შემდეგი გრაფიკით:

 

გ------------–---–ის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ე-----------------–---–ი კისრულობს ვალდებულებას მამა-შვილის ურთიერთობა მოხდეს სკაიპის, ვაიბერის, სატელეფონო საშუალებით, ყოველი კვირის ორშაბათს და ოთხშაბათს საღამოს 22.00 საათიდან - 22.20 საათამდე, სახლის ინტერნეტის ხარჯი - 30 ლარი დაეკისროს მამას - გ------------–---–ს.

 

გ------------–---–ს საქართველოში ყოფნის პერიოდში განესაზღვროს არასრულწლოვან შვილთან 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან 6 წლის ასაკის ჩათვლით ურთიერთობის შემდეგი წესი:

 

დ--------------–---–მა საქართველოში ყოფნის პერიოდში აიყვანოს ხელშეკრულებით კვალიფიციური ძიძა და არასრულწლოვანიო შვილი წაიყვანოს შაბათს 09.00 საათზე და დააბრუნოს დედასთან ე-----------------–---–თან შაბათს 18.00 საათზე, კვირას წაიყვანოს 09:00 საათზე და დააბრუნოს დედასთან კვირას 16:00 საათზე. აღნიშნული წესები მოქმედებს გ------------–---–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში. ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში დედას მიეცეს სატელეფონო ურთიერთიობის უფლება ვაიბერის, სკაიპის საშუალებით დღის განმავლობაში 30 წუთი.

 

გ------------–---–ს საქართველოში ყოფნის პერიოდში მიეცეს უფლება, არასრულწლოვანი შვილი დ--------------–---–ი 6 წლის ასაკის შემდეგ წაიყვანოს ყოველი კვირის ოთხშაბთს სასწავლო პროცესის დასრულების შემდგომ და დააბრუნოს დედასთან - ე-----------------–---–თან 21:00 საათზე, ასევე წაიყვანოს სასაწავლო პროცესის დასრულების შემდგომ ღამე დატოვების უფლებით და დააბრუნოს დედასთან შაბათს საღამოს 18:00 საათზე. თუ წაყვანის დრო დაემთხვა არდადეგების პერიოდს, წაიყვანოს ოთხშაბათს დილის 08:00 საათზე და დააბრუნოს საღამოს 18:00 საათზე, პარასკევს წაიყვანოს 08:00 საათზე ღამე დატოვების უფლებით და დააბრუნოს დედასთან შაბათს საღამოს 18:00 საათზე, აღნიშნული ურთიერთობის წესები მოქმედებს გ------------–---–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში, ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში დედას მიეცეს სატელეფონო ურთიერთობის უფლება ვაიბერის, სკაიპის საშუალებით დღის განმავლობაში 30 წუთი.

 

გ------------–---–ს საქართველოში ყოფნის პერიოდში მიეცეს უფლება შვილის დ--------------–---–ის 6 წლის ასაკიდან წაიყვანოს ზამთრის არდადეგებზე 8 იანვრიდან 13 იანვრის ჩათვლით, აღდგომის მესამე დღეს წაიყვანოს ხუთი დღის ვადით, ხოლო ზაფხულის პერიოდში ერთი კვირის ვადით 22 ივნისამდე დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ბავშვის მამასთან ყოფნის პერიოდში დედას მიეცეს სატელეფონო ურთიერთობის უფლება ვაიბერის, სკაიპის საშუალებით დღის განმავლობაში 30 წუთი.

 

ე-----------------–---–ის ოჯახის წევრების დაბადების დღეებზე ყოველი წლის 22 ივნისს, 3 ივლისს, 21 აპრილს, 24 მარტს დ--------------–---–ი იქნება დედასთან, ხოლო დ--------------–---–ის დაბადების დღეზე 1-------------ს დღის პირველ ნახევარში იყოს მამასთან, 15:00 საათიდან დედასთან - ე-----------------–---–თან.

თუ ბავშვი, მამასთან ყოფნის პერიოდში გახდება ავად, დაუყოვნებლივ უნდა შეატყობინოს გ------------–---–მა ბავშვის ჯანმრთელობის და ადგილმდებარეობის შესახებ ე-----------------–---–ს, ასევე დ--------------–---–მა ავადმყოფობის პერიოდში ავადმყოფიობის დღეები გაატაროს დედასთან.

 

სარჩელის საფუძვლები:

 

გ------------–---–ი და ე-----------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2--- წლის 2-----------ან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი, 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ი. მათი თანაცხოვრება გაგრძელდა სამი თვე, 2--- წლის 01 მარტამდე, როდესაც მოსარჩელე გაემგზავრა შ-------ში და მას შემდეგ მათი ოჯახური თანაცხოვრება აღარ გაგრძელებულა. მიუხედავად მოსარჩელის წინააღმდეგობისა ე-----------------–---–ი დ--------------–---–ს ზრდის თავისი მშობლების ოჯახში, ოროთახიან სახლში, სადაც მშობლების გარდა ცხოვრობენ მისი და და დის მეუღლე.

 

2--- წლის 1-------------ს, როდესაც გაჩნდა დ--------------–---–ი, მოპასუხე იმყოფებოდა შ-------ში და სამუშაოს ასრულებდა ხარჩოზე, რა დოსაც შვილის დაბადებით გამოწვეული სიხარულის გამო, აღმოჩნდა ძლიერ ემოციურ მდგომარეობაში, ვერ შეძლო თავის გაკონტროლება ჩამოვარდა ხარაჩოდან, რის გამოც გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც ჩაუტარდა მკურნალობა.

 

სასამართლოსთვის მომართვა განაპირობა იმ გარემოებამ, რომ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის, ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, დედასთან ყოფნის დრო და აგრესიულობა, მოპასუხის ძალადობრივი აღზრდის მეთოდები, ქმნის რეალურ საფრთხეს, რომ ბავშვი გაიზარდოს მოძალადედ. მოპასუხემ ბავშვს დაუნგრია იმუნიტეტი ძლიერი ანტიბიოტიკების დალევის სიხშირით და შეურყია ფსიქიკა ათასგვარი ანალიზების გაკეთებით. ის ბავშვს ზრდის არაჯანსაღ და საფრთხის შემცველ გარემოში, საკუთარი აკვიატებული მეთოდებით, მისი აღზრდა იწვევს ბავშვის ჯანმრთელობის დანგრევას და ფსიქიკის შერყევას. მიუხედვად იმისა, რომ ბავშვს ხშირად ჰქონდა ბრონხიტი, ანგინა და ოთხჯერ ფილტვების ანთება, მისი თქმით ასევე ჰქონდა სპასტიური ჰემიპლეგია გაუუქმა 100%იანი კერძო დაზღვევა. მოპასუხის ყოველგვარი ქმედება არის არაჯანსაღი და საშიშიც კი. მოპასუხე უმიზეზოდ იძახებდა პატრულს ბავშვის თანდასწრებით. მიუხედავად არაერთი გაფრთხილებისა, ის მაინც იძახებდა პატრულს, ატყუებდა და ემუქრებოდა ყველას.

 

როდესაც დ--------------–---–ი დაიბადა, მოსარჩელემ სთხოვა ე-----------------–---–ს გადასულიყო მის საცხოვრებელ სახლში, უთხრა რომ დაივიწყებდა ყველაფერს, ოღონდ მისი შვილი გაზრდილიყო ჯანსაღ გარემოში.მარამ მან სხვა გზა აირჩია. 2015 წლის დეკემბერში როდესაც მოსარჩელე ჩამოვიდა შ-------იდან, ნახა რომ ბავშვი იყო ცუდ პირობებში, არ ჰქონდა გათბობა, არ გაჰყავდათ სასეირნოდ, მხოლოდ ეტლით გაჰყავდათ აივანზე.

 

მოსარჩელის განმარტებით, ბავშვს დაბადებიდან ის და მისი ოჯახი უზრუნველყოფს ყველა საჭიროებებით. ის აგზავნიდა თანხას და ბავშვის ყველა საჭიროებისთვის მისი ძმა და რძალი იხდიდნენ თანხებს, მოსარჩელემ მისი რძლის მიერ გადახდილ თანხებზე გაცემული ქვითრები წარმოადგინა სასამართლოში. ე-----------------–---–ი თავს წარმოაჩენს, რომ არის ძალადობის მსხვერპლი და არანაირი დახმარება მოსარჩელისგან არ მიუღია, რომ არის უპასუხისმგებლო მამა, არ აქცევს ყურადღებას შვილს. მან 2015 წლის 31 დეკემბერს აუკრძალა მოსარჩელეს ბავშვის ნახვა, რის შემდგომაც მათი ურთიერთობა ძალიან დაიძაბა. მუდმივად აშანტაჟებდა ბავშვის მძიმე ავადმყოფობით, ხოლო შვილის სანახავად როდესაც მივიდა გამოიძახა პოლიცია, რა დროსაც გამოიცა შემაკავებელი ორდერი ერთი თვით. მისი აღნიშნული ქმედება გამეორდა რამდენჯერმე, ყოველივეს აკეთებდა ბავშვის თანდასწრებით. ბავშვს ზრდის იმ სულისკვეთებით, რომ მოსარჩელე არის საშინელი მამა.

 

ექიმის რჩევით ბავშვისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო ჰაერის გამოცვლა, მიუხედავად ე-----------------–---–ის წინააღმდეგობისა, სასამართლოს დახმარებით მოსარჩელემ შეძლო შვილის წაყვანა ს------ში 10 დღით - 2017 წლის ივლისის თვეში, რა დროსაც გაჰყავდა სუფთა ჰაერზე, ასეირნებდა ტყეში, დიდ დროს ატარებდა ბავშვებთან უთიერთობაში, დაჰყავდა ატრაქციონებზე, სხვადასხვა გასართობებზე, ბავშვის კვების რაციონი იყო ვიტამინებით სავსე და აძინებდა 21 საათზე.

 

ე-----------------–---–ი გამუდმებით ხელს უშლის მამისა და შვილის ურთიერთობას. სასამართლო განჩინებით მოსარჩელეს განესაზღვარა ბავშვთან ურთიერთობის დღეები და საათები, ხოლო ე-----------------–---–ი ცდილობს ხელი შეუშალოს მოსარჩელეს ბავშვთან კომუნიკაციაში, კერძოდ, როდესაც შ-------ში იმყოფება მოჰყავს მიზეზები, რომ მოსარჩელე არ დაალაპარაკოს ბავშვს, ეუბნება, რომ მხოლოდ დადგენილ დროში შეუძლია ესაუბროს ბავშვს, რაც შ--------- დროით არის დილის 04:30-05:30 საათი, ხოლო ამ დროს მისთვის შეუძლებელია ხმამაღალი საუბარი, რადგან იმყოფება სხვის ოჯახში და რამდენჯერმე მიიღო მკაცრი გაფრთხილება.

 

მოსარჩელის განმარტებით არ შეიძლება ბავშვი გახდეს მოპასუხის აკვიატებული და არასწორი აღზრდის მეთოდების მსხვერპლი, მის ხელში ის ხდება მანიპულირების საგანი და დედის ინტერესებს ბავშვისთვის საზიანოდ იყენებს, არ ზრუნავს ბავშვის განვითარებაზე და მის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებაზე, მაშინ როდსაც ბავშვი თავს კარგად გრძნობს მამასთან.

 

შეგებებული სარჩელის საფუძვლები

 

თბილისი საქალაო სასამარტლოს 2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით, გ------------–---–ს განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობის წესები, ვინაიდან, მოპასუხე ცხოვრობს საზღვარგარეთ და საქართველოში ჩამოდის სულ სამჯერ, ბავშვს აქვს გაუცხოების მომენტი და უჭირს დედასთან დაშორება, რაც გამოიხატება ისტერიულ ტირილში და რა დროსაც უძლურნი არიან ასევე სოციალური მუშაკებიც გადაწყვეტილების შესრულებაში. მოპასუხის მხრიდან არაერთხელ ჰქონდა ადგილი ძალადობას, რა დროსაც გამოძახებული იქნა პოლიციის ეკიპჟი. 2018 წლის 12 იანვარს სოციალური მომსახურების სათაო ოფისში მოხდა შეხვედრა ფსიქოლოის აქტიური ჩარევით, სადაც წამოიჭრა საკითხი შეცვლილიყო ბავშვის წაყვანის და ნახვის პირობები სასამართლოს მეშვეობით, ვინაიდან ბავშს ადგება ფსიქოლოგიური ტრამვა, რაც დაუშვებელია.

 

2. მოპასუხის პოზიცია სარჩელზე

 

2.1. მოპასუხე განმარტავს, რომ 2--- წლის 1-------------ს 03.40 საათზე საკეისრო კვეთით დაიბადა დ--------------–---–ი, ხოლო შ-------ში ამ დროს იყო 01.40 საათი, შესაბამისად, შეუძლებელია მოსარჩელე მდგარიყო ამ დროს ხარაჩოზე, რაც სიცრუეა. სიცრუეა ასევე, როდესაც გ------------–---–ი განმარტავს, რომ მან შესთავაზა ბავშვის დაბადებისთანავე მის საცხოვრებელ ბინაში გადასვლა, რადგან, როდესაც ბავშვი იყო ორი თვის, მოპასუხის დედას ჩაუტარდა გულის ოპერაცია, ხოლო თავად მოპასუხე მშობიარობის შემდგომ განვითარებული სეფსისის გამო, რამდენიმე დღის გამოწერილი იყი სეფსისის ცენტრიდან, სწორედ იმ პერიოდში აიძულებდა მოსარჩელე დიღმის ბინაში გადასვლას.

 

რაც შეეხება 2015 წლის 31 დეკემბერს, მაშინ როდესაც გ------------–---–მა პირველად ნახა ბავშვი, მისაღებ ოთახში დამონტაჟებული იყო გაზის გამათბობელი ,,ლონგვი“, ხოლო საძინებელში დენის გამათბობელი. მოპასუხემ მათი საძინებლისთვის შეიძინა ,,კარმა“, რაზედაც მოსარჩელეს უარი არ უთქვამს.

 

მოსარჩელის მითითებული გარემოება, რომ მოპასუხემ აფთიაქი ,,ავერსის“ ქვითრები წარმოადგინა სასამართლოში, რომელიც მისი რძლის მიერ, ბავშვის საჭიროებისთვისთვის გადახდილ თანხებზე იყო გაცემული სიმართლეს არ შეესაბამება, რადგან საქმის მასალებში არის დართული აფთიაქების ,,ჯიპისის“, ,,ფარმადეპოს“ და პეესპეს“ ქვითრები.

 

მოპასუხის განმარტებით მოსარჩელე და მისი ოჯახის წევრები ემუქრებოდნენ მოკვლით, ამიტომ ორჯერ იქნა გამოცემული შემაკავებელი ორდერი გ------------–---–ზე და მის ძმაზე - დ--------------–---–ზე.

 

2016 წლის მაისის თვეში, გ--------------–ი დაუკავშირდა მოპასუხეს და მოითხოვა ბავშვის ნახვა, რაზედაც დატანხმდა მოპასუხე და ბავშვი ჩაიყვანა სახლთან ახლოს მდებარე სკვერში, რა დროსაც გ------------–---–მა დაუწყო მუქარა და შეურაცხყოფა, შემდეგ მოიქნია თავისივე ხელჯოხი, რომელიც მოხვდა ბავშვს შუბლში, რაც დააფიქსირა ტელეფონით და აღნიშნულის საფუძველზე გამოიწერა შემაკავებელი ორდერი, მოპასუხე განმარტავს, რო იძულებული იყო მიემართა პოლიციისთვის, რადგან მოსარჩელე მასზე გამუდმებით ახორციელებდა ფსიქოლოგიურ ზეწოლას. შეუძლებელია ადამიანი, რომელიც გადაადგილდება ორი ხელჯოხის მეშვეობით და აქვს 12%-იანი ინვალიდობა მინიჭებული ასეთი მცირეწლოვანი ბავშვი წაიყვანოს რამდენიმე კვირით დედის გარეშე.

 

მოსარჩელე 2017 წლის ივლისშიც ახორციელებდა მოპასუხეზე ფსიქოლოგიურ ზეწოლას, რის გამოც ისევ გამოიცა შემაკავებელი ორდერი.

 

რაც შეეხება ბავშვის კვებას, ის იკვებება სრულფასოვნად უმაღლესი ხარისხის პროდუქტით, წვენებით, ხორცით. მას აქვს კარგი მადა და საუკეთესო მოვლა, იზდრება იდეალურ გარემოში, ხოლო გ------------–---–ს სურს წაართვას შვილი, წაიყვანოს შ-------ში და ბავშვის მეშვეობით სახელმწიფო გადაუხდის 150 ევროს, შესაბამისად ბავშვის სრულწლოვანებამდე მას ექნება შემოსავალი.

მოპასუხე ყოველთვის უკავშირდება და ბავშვს ალაპარაკებს მოსარჩელეს სასამართლოს მიერ განსაზღვრულ დროში, მაგრამ მოსარჩელე კატეგორიულად ითხოვს ბავშვმა ერთი საათი ესაუბროს ვაიბერში, რაც შეუძლებელი, ბავშვისთვის დამღლელი და მოსაწყენია, რადგან ბავშვი პატარაა და ერთ ადგილზე შეუძლებელია მისი გაჩერება, ამასთან, ვინაიდან მოსარჩელე წელიწადის განმავლობაში 2-3-ჯერ ჩამოდის საქრთველოში ხდება ბავშვის გაუცხოება, ვერ ცნობს მამას, ბავშვს მოსარჩელე უყვირის და აძულებს დედას, რაც მცირეწლოვანზე მძიმედ მოქმედებს.

 

მოპასუხის განმარტებით ის არის ყურადღებიანი დედა, განსაკუთრებით ყურადღებას აქცევს ბავშვის აღზრდა-განვითარების პროცესს, ზრუნავს მის ფსიქიკაზე, ყოველთვის დაჰყავს თანატოლებთან ერთად გასართობ ცენტრში, მეგობრებთან, სადაც მისი თანატოლები არიან. ბავშვის გასეირნებასა და მოვლაში მონაწილეობას იღებენ მისი შობლები.

რაც შეეხება შვილის ჯანმრთელობის მდგომარეობას, ის დაიბადა საკეისრო კვეთით, პლაცენტის აცლამ გამოიწვის მეორე ხარისხის სისხლჩაქცევა თავის ტვინში, წოვის რეფლექსის დაქვეითება, საკვების გადაცდენა, რაც უღიტინებდა ბრონქებს და იწვევდა ბრონქიტს, ყოველივეს გათვალისწინებით მიმართა კვალიფიციურ ექიმ - პედიატრს და უტარებდა ყველა საჭირო მკურნალობას.

 

დ--------------–---–ი დადის საბავშვო ბაღში, სადაც კარგად გრძნობს თავს, ის სიცხიანი არასოდეს გაუშვია ბაღში, ამასთან პედაგოგი არ მისცემს უფლებას სიცხიანი ბავშვი დატოვოს ბაღში, ის ბევრ ღონისძიებებში იღებს მონაწილეობას. მოპასუხე შვილს უვლის ძალიან კარგად ბავშვი აღრიცხულია და რეგისტრირებულია სამედიცინო დაწესებულება ,,ევექსში“, მას ჩატარებული აქვს აცრები.

 

მოსარჩელე განმარტავს, რომ მის შვილს ჰქონდა 100%-იანი დაზღვზღვევა, რაშიც იხდიდა ყოველთვიურად 100 ლარს, რომელსაც მოსარჩელე, მაგრამ საჭიროებებიდან გამომდინარე ვეღარ გააგრძელა გადახდა და ბავშვი სარგებლობს სახელმწიფო დაზღვევით.

 

როდესაც მოსარჩელეს მიჰყავს ბავშვი მას დედის წინააღმდეგ განაწყობს. გ------------–---–ი თავს ვერ აკონტროლებს, აქვს არაადეკვატური ქცევები, მოქმედებს ინსტიქტებით და სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

მოპასუხის პოზიცია შეგებებულ სარჩელზე

 

2017 წლის 27 ივნისის საოქმო განჩინებით დადგენილ მორიგების პირობებს თავად მოაწერა ხელი მოსარჩელემ, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი თავად ესწრებოდა სხდომებს და მათ მიიჩნიეს, რომ ურთიერთობის წესი ბავშვის ინტერესების საწინააღმდეგო არ იყო, ამ მორიგებამ მისცა საშუალება ბავშვს დაესვენა 10 დღით ს------ში, თუმცა ბავშვის დედამ მისი ინტერესების საწინააღმდეგოდ მიიჩნია.

 

შეგებებული სარჩელის მოსარჩელე ცრუობს როდესაც განმარტავს, რომ გ------------–---–ი ცდილობდა ატირებული ბავშვის ძალით წაყვანას, სწორედ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოში იქნა გაფრთხილებული ე-----------------–---–ი, რომ თუ ბავშვის თანდასწრებით გამოიძახებდა პოლიციას და გააგრძელებდა ასეთ ქმედებებს, მის მიმართ გამოიცემოდა შემაკავებელი ორდერი.

 

ისევ შეგნებულად ცრუობს ე-----------------–---–ი, როდესაც განმარტავს, რომ ძნელია ახალგაღვიძებული ბავშვისთვის დილის 07:30 საათზე მამასთან საუბარი, რადგან მან თავად აირჩია ეს დრო და სხვა ალტერნატივა მოპასუხეს არ ჰქონდა. ე-----------------–---–ი რეკავს ყოველ დილით შ--------- დროით 04:00-05:00 საათზე ფორმალურად, როდესაც იცის, რომ ამ დროს უფლება არ აქვს გიგის ისაუბროს ტელეფონზე.

 

ე-----------------–---–ს სურს რაც შეიძლება მეტი მატერიალური სიკეთის მიღება გ------------–---–ისგან.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის, მ--------–---------–---ის მიერ, სასამართლო სხდომაზე გაცხადებული რეკომენდაციის თანახმად მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა მოაგვარონ მცირეწლოვან ბავშვთან ურთიერთობის საკითხი. ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად მათ უნდა გაიარონ ფსიქოკონსულტირება და შეცვალონ ერთმანეთთან ურთიერთობა, უნდა ჩამოაყალიბონ ერთმანეთთან ჯანსაღი, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რითაც ნაკლებად შილახება არასრულწლოვანის ინტერესი.

 

გამოსავალი რაც შეიძლება ამჟამად იყოს, ეს არის ბავშთან ურთიერთობის მიზნით დღეების იმგვარად განაწილება, რომ ორივე მხარს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად იყვნენ ჩართული არასრუწლოვანის აღზრდა-განვითარებაში, უზრუნველყონ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ექიმთან მიყვანა, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნას ფსიქოლოგის რეკომენდაცია. თითოეული დეტალი უნდა იყოს გაწერილი და ბავშვის გადაცემა მხარეების ურთიერთობიდან გამომდინარე საბავშვო ბაღის ან მეურვეობის ორგანოს დახმარებით, სწორედ ამ მეთოდმა გამოუწვია მამასთან არასრულწლოვანის მიჯაჭვულობა.

 

არასრულწლოვანს აქვს ასევე ჯანსაღი მიჯაჭვულობა ბებია-ბაბუასთან, დედასთან და უნდა შენარჩუნდეს მათთან კონტაქტი, ხოლო უპირველეს ყოვლისა მხარეებმა უნდა შეცვალონ ურთიერთდამოკიდებულება.

 

ფსიქოლოგის პოზიცია

 

2018 წლის 13 ოქტომბერს შესრულებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგის თანახმად, დ--------------–---–ს არ აღენიშნება მნიშვნელოვანი ემოციური თუ ქცევითი სირთულეები, რომელებიც მისი ყოველდღიური ფუნქციონირების დარღვევას გამოიწვევდა. ბავშვი გამოხატავს ორივე მშობელთან და ასევე ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის სურვილს, მას განსაკუთრებული სიახლოვე აქვს დედის მშობლებთან, რომლებიც აქტიურად არიან ჩართული ბავშვის აღზრდის პროცესში. დ------ არ ავლენს გამოკვეთილ მიკერძოებულობას ან გაუცხოებას რომელიმე მშობლის მიმართ. ბავშვის პირველი რეაქცია მამასთან პირველი დანახვისა (ცრემლების წამოსვლა, გვერდზე გახედვა) შეიძლება მიუთითებდეს იმ ფსიქოლოგიურ წნეხზე, რომელსაც იგი განიცდის დედის და მისი ოჯახის მხრიდან მამასთან ურთიერთობასთან დაკავშირებით ან ზოგადად იმაზე, რომ მშობლებს შორის კონფლიქტური დამოკიდებულებაა. დ--------------–---–ის შემდგომი რეაქციები და ქმედებები მამის გარემოცვაში არ იძლევა იმის ვარაუდს, რომ ბავშვის აღნიშნული რეაქცია მამისადმი არსებული შიშით ან სხვა რაიმე ნეგატიური განცდებით იყოს განპირობებული.

შეფასების განმავლობაში, ე-----------------–---–ი აქცენტს აკეთებდა გ------------–---–ის მხოლოდ უარყოფით მხარეებზე და აღნიშნული ინფორმაციის გაჟღერება ხდებოდა ბავშვის თანდასწრებით, ასეთი ტიპის ინფორმაცია პოტენციურად სტრესულია ბავშვისთვის.

 

შეფასების პროცესში მამის მხერიდან არ მომხდარა ბავშვისათვის დედის ან მისი ოჯახის წევრების შესახებ უარყოფითი ინფორმაციის მიწოდება.

 

შეფასების პერიოდში არ იკვეთება რეალური რისკი ბავშვის მამასთან ღამე დარჩენასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუკი დედასთან განშორება არ იქნება ხანგრძლივი და ბავშვს ექნება მასთან კომუნიკაციის საშუალება. ამასთან, მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობის განსაზღვრული, პროგნოზირებადი განრიგი, რაც შეამცირებს რომელიმე მათგანთან განშორებით გამოწვეულ დისტრესს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ფსიქოლოგიური გამოკლვევის შედეგები (ტომი 5, ს.ფ. 15-32).

3. ფაქტობრივი გარემოებები

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. გ------------–---–ი და ე-----------------–---–ი არარეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებოდნენ 2--- წლის 2-----------ან. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ჯვრისწერის მოწმობა ( ტომი 1, ს.ფ. 24);

-დაბადების მოწმობა ( ს.ფ.24).

 

3.1.2. მხარეთა შორის ფაქტობრივი თანაცხოვრება შეწყვეტილია, 2--- წლის 01 მარტს გ------------–---–ი გაემგზავრა საზღვარგარეთ - შ-------ში, ე-----------------–---–ი ცხოვრობს მშობლების ოჯახში და არასრულწლოვან შვილთან ერთად მისამართზე - ქ.თბილისი, მ----------------–-------------------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი)

 

3.1.3. ე-----------------–---–ს და გ----------------–---–ს შორის გამწვავებული, კონფლიქტური ურთიერთდამოკიდებულებაა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ.სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

- 09.05.2016 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შემაკავებელი ორდერის დამტკიცების შესახებ (ტომი 1, ს.ფ.35-38);

- 25.04.2017 წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება, შემაკავებელი ორდერის დამტკიცებაზე უარის თქმის შესახებ (ტომი 1, ს.ფ.39-38);

-07.04.2017წ.რეაგირების ოქმი (ტომი 1, ს.ფ.43-44);

-10.04.2017წ.რეაგირების ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 45-46);

-24.04.2017წ.რეაგირების ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 47-48);

-25.12.2017წ.რეაგირების ოქმები (ტომი 1, ს.ფ. 49-50);

-27.12.2017წ.რეაგირების ოქმი (ტომი 1, ს.ფ. 51-52);

-03.05.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე29104-16) (ტომი 1, ს.ფ. 173-176)

-30.01.2017წ. თბილისის საქალაქო სასამართლოს გადაწყვეტილება (საქმე2/11962-16) (ტომი 1, ს.ფ. 190-194)

-15.07.2017წ. შემაკავებელი ორდერი (ტომი 1, ს.ფ.213);

-05.01.2018წ.რეაგირების ოქმი (ტომი 1, ს.ფ.300-301);

 

3.1.4. 2015 წლის 04.05.2015წ. A----------------------------------------–-----–--------------- წერილის მიხედვით, გ------------–---–ის საწარმოო ტრამვამ გამოიწვია 12%-იანი სამედიცინო ინვალიდობა 01.08.2013 წლიდან, რაც გულისხმობს ფიზიკური და ფსიქიკური ფუნქციის გაუარესებას. შეაფსება ხორციელდება პროფესიის და ჰობის მიუხედავად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

-2015 წლის 04.05.2015წ. A---------------------------------------–-----–--------------7 წერილი (ტომი 1, ს.ფ.21);

 

3.1.5. 2017 წლის 22 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს,მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინებით დამტკიცდა წარმოდგენილი მორიგების აქტი მხარეთა შორის შემდეგი პირობებით:

 

1.1 გ------------–---–ს (პ/ნ 0----------) განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან - 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობის შემდეგი წესი: გ------------–---–ის საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდში ე-----------------–---–ი (პ/ნ 0----------) კისრულობს ვალდებულებას მამა-შვილის ურთიერთობა მოხდეს სკაიპის, ვაიბერის, სატელეფონო საშუალებით ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 9:00 საათიდან 10:00 საათამდე და ამავე დღეებში საღამოს 22:30 საათიდან 23:00 საათამდე, ხოლო იმ შემთხვევაში თუ ბავშვი იქნება საბავშვო-სასწავლო დაწესებულებაში, ყოველი კვირის სამშაბათს და ხუთშაბათს დილის 8:00 საათიდან 8:30 საათის ჩათვლით. ასევე, ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღეების 07:30 საათიდან 08:30 საათის ჩათვლით და ამავე დღეებში საღამოს 21:00 საათიდან 22:00 საათამდე.

ზემოაღნიშნული კომუნიკაციისათვის ინტერნეტის ხარჯებს თვეში 10 (ათი) ლარის ოდენობით უზრუნველყოფს გ------------–---–ი.

 

1.2 გ------------–---–ს (პ/ნ 0----------) განესაზღვრა არასრულწლოვან შვილთან - 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობის შემდეგი წესი: გ------------–---–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში გ------------–---–ს მიეცეს უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ი ყოველ დღე დილის - 07:45 საათიდან და დააბრუნოს დედასთან - ე-----------------–---–თან იმავე დღეებში საღამოს 18:00 საათზე. ხოლო, თუ აღნიშნული დღეები დაემთხვევა ბავშვის სასწავლო პერიოდს, წაიყვანს სასწავლო პროცესების დასრულების შემდეგ და დააბრუნებს დედასთან იმავე დღეებში საღამოს 21:00 საათზე. (აღნიშნული ურთიერთობის წესი მოქმედებს გ------------–---–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში არაუმეტეს ერთი თვის განმავლობაში)

 

1.3 გ------------–---–ის საქართველოში ყოფნის პერიოდში გ------------–---–ს მიეცა უფლება წაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ი 2017 წლის 4 ივლისს 10 (ათი) დღის განმავლობაში და დააბრუნოს დედასთან - ე-----------------–---–თან.

2018 წლის ზაფხულის, ზამთრის და ბრწყინვალე ქრისტეშობის-აღდგომის პერიოდში ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგნაირად: გ------------–---–ს მიეცეს უფლება არასრულწლოვანი შვილი - 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ი წაიყვანოს ზამთრის არდადეგებზე 8 იანვარს და დააბრუნოს დედათან - ე-----------------–---–თან 15 იანვრამდე. ზაფხულის პერიოდში წაიყვანოს ივნისის თვეში ორი კვირის განმავლობაში - 22 ივნისამდე, დედასთან დაბრუნების ვალდებულებით. ბრწყინვალე აღდგომის დღესასწაულზე ბავშვს წაიყვანს აღდგომის მეორე დღეს და დააბრუნებს ერთი კვირის შემდეგ დედასთან.

 

1.4 მხარეები თანხმდებიან, რომ ე-----------------–---–ის ოჯახის წევრების დაბადების დღეებში, კერძოდ: ყოველი წლის 22 ივნისს, 3 ივლისს, 21 აპრილს, 24 მარტს დ--------------–---–ი იქნება დედასთან. დ--------------–---–ი დაბადების დღეს - 1-------------ს, დღის პირველი ნახევარი იქნება მამასთან - გ------------–---–თან, ხოლო შუადღის 15:00 საათიდან დედასთან - ე---------- ხატიშვილთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2017 წლის 22 მაისის, თბილისის საქალაქო სასამართლოს,მხარეთა მორიგების გამო საქმის წარმოების შეწყვეტის შესახებ განჩინება (ტომი 1, ს.ფ. 57-61).

 

3.1.6. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერის მიხედვით ნაწილობრივ დაკმაყოფილდა მოსარჩელისა და შეგებებული სარჩელით მოპასუხე გ------------–---–ის (დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) შუამდგომლობა დროებითი განკარგულების გამოცემის თაობაზე:

 

გ------------–---–ს (დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) თავის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობისთვის განესაზღვრა ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათი, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვის საბავშვო ბაღიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ორშაბათი დღის 09:00 საათიდან 09:30 საათამდე შუალედში, არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანის ვალდებულებით;

 

გ------------–---–ი სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ტელეფონის ნომრით 5--------) უზრუნველყოფს ე-----------------–---–ის ინფორმირებას (ნომერზე 5---------) არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანისა და უკან დაბრუნების თაობაზე;

 

პარასკევ დღეს, 2--- წლის 1-------------ს დაბადებული არასრულწლოვან დ--------------–---–ის საბავშვო ბაღში არყოფნის შემთხვევაში, დედა ე-----------------–---–ი (პირადი №0----------) ან დედის მიერ უფლებამოსილი პირი უზრუნველყოფს არასრულწლოვანის მიყვანას სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში (სარაჯიშვილის ქუჩა №1) 16:30 საათზე, საიდანაც განხორციელდება მამის გ------------–---–ის მიერ ბავშვის წაყვანა თავის საცხოვრებელ ადგილას;

 

2--- წლის 1-------------ს დაბადებული არასრულწლოვან დ--------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის გათვალისწინებით, გ------------–---–ი ვალდებულია ორშაბათი დღის 09:00 საათიდან 09:30 საათამდე შუალედში არასრულწლოვანი შვილი მიიყვანოს სასწავლო დაწესებულებაში ან ბავშვის არადამაკმაყოფილებელი ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო, უზრუნველყოს სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში (სარაჯიშვილის ქუჩა №1) 11:00 საათზე მიყვანა;

 

ე-----------------–---–ის მოუცლელობის შემთხვევაში, სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით ე-----------------–---–ი აცნობებს გ------------–---–ს დროს, თუ რომელ საათზე უნდა უზრუნველყოს ორშაბათ დღეს მამამ არასრულწლოვანი შვილის მიყვანა სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს გლდანი-ნაძალადევის სერვისცენტრში;

 

2--- წლის 1-------------ს დაბადებული არასრულწლოვანი დ--------------–---–ის მამასთან ყოფნის პერიოდში შაბათ და კვირა დღეს 18:00 საათზე, დედას ე-----------------–---–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 იანვრის დროებითი განკარგულების გამოცემის შესახებ სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერი (ტომი 5, ს.ფ.164-166).

 

3.1.7. ე-----------------–---–ი მუშაობს კლინიკა ,,ა-----–-“ ლაბორატორიის ექთნად, ასევე

ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----აში მუშაობს მედდის თანამდებობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 22 იანვარს კლინიკა ,,ა----------“ გაცემული დახასიათება (ტომი 2, ს.ფ.179).

- 2018 წლის 27 მარტს ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის მიერ გაცემული დახასიათება (ტომი 2, ს.ფ.180).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ს---------–----------------------–----------------–----–----–-------- 24.02.2016 წლის ცნობის მიხედვით, გ------------–---–ი, მკურნალობას მრავლობით ტრამვასთან დაკავშირებით, რომელიც მიიღო ჩამოვარდნით სამუშაო ადგილზე უბედური შემთხვევის შედეგად - 13 და პრობლემის გაუარესება 15 სექტემბერს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ს---------–----------------------–----------------–----–----–-------- 24.02.2016 წლის ცნობა (ტომი 1, ს.ფ. 26).

 

3.2.2. საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობის მიხედვით, ე-----------------–---–ს 2018 წლის 15 მაისს მიენიჭა, ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსი, გენდერული თანასწორობის, ქალთა მიმართ ძალადობისა და ოჯახში ძალადობის საკითხებზე მომუშავე უწყებათაშორის კომისიასთან არსებული ქალთა მიმართ ძალადობისა ან/და ოჯახში ძალადობის მსხვერპლის სტატუსის განმსაზღვრელი ჯგუფის მიერ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2018 წლის 20 ივნისს გაცემული ცნობა (ტომი 4, ს.ფ. 101).

 

3.2.3. 2018 წლის 04 მაისის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი #1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ გაცემული ცნობის მიხედვით, დ--------------–---–ის შესახებ ბაგა/ბაღში გამოცხადების და გაცდენის თაობაზე, ბაგა/ბაღში გამოცხადების საათებში სიცხიანი ბავშვის მიღება არასოდეს არ დაფიქსირებულა, ხოლო ჯანმრთელობის ცნობებს ყველა დოკუმენტში მითითებულია, რომ აღსაზრდელი არის ჯანმრთელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 04 მაისის არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი #1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის მიერ გაცემული ცნობა (ტომი 3, ს.ფ. 62).

 

3.2.4. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 16 მაისს გაცემული #0-------- დასკვნის მიხედვით ე-----------------–---–ს ჩაუტარდა საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი),იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმება ხუთ ნარკოტიკულ საშუალებებზე: ამფეტამინზე, ბუპრენორფინზე, მორფინზე, მეთადონზე და ტეტრაჰიდროკანაბინოლზე, რაზედაც მიღებული აუარყოფითი პასუხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივნისს გაცემული #0-------- დასკვნა(ტომი 3, ს.ფ. 69-74).

 

3.2.5. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივნისს გაცემული #0-------- დასკვნის მიხედვით გ------------–---–ს ჩაუტარდა საანალიზოდ აღებული ბიოლოგიური მასალის (შარდი), იმუნოქიმიური სტრიპტესტებით შემოწმება ხუთ ნარკოტიკულ საშუალებებზე: ამფეტამინზე, ბუპრენორფინზე, მორფინზე, მეთადონზე და ტეტრაჰიდროკანაბინოლზე, რაზედაც მიღებული უარყოფითი პასუხი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 06 ივნისს გაცემული #0-------- დასკვნა(ტომი 4, ს.ფ. 84-88).

 

3.2.6. ი--–-–-–---–--------–---------–---------–----–---------–----------------------------–-----------------------------------------------------------–----------------------–-–---–--------------------------–---–ის ფსიქოლოგიური შეფასების მიხედვით: შეფასების შედეგად ბავშვის განვითარება ნორმის შესაბამისია. კოგნიტური, მოტორული, თუ მეტყველების უნარები შეესაბამება ასაკობრივ ნორმას. სახეზეა არტიკულაციის სირთულეები, რაც გამოიხატება ზოგი სიტყვის დამახინჯებასა და რამდენიმე ასოს წარმოთქმის სირთულეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ი--–-–-–---–--------–---------–---------–----–---------–----------------------------–-----------------------------------------------------------–----------------------–-–---–--------------------------–---–ის ფსიქოლოგიური შეფასებ (ტომი 3, ს.ფ. 90-93);

 

3.2.7. გ------------–---–ი არ იმყოფება ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე შპს ,,ფ----------------------–--------------------------------–----–------ში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ,,ფ----------------------–--------------------------------–----–------ის“ მიერ გაცემული ცნობა (ტომი 4, ს.ფ. 89);

 

3.2.8. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივნისს გაცემული #5--------- დასკვნის მიხედვით ე-----------------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მას შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივნისს გაცემული #5--------- დასკვნ (ტომი 4, ს.ფ. 94-100).

 

3.2.9. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ივნისს გაცემული #5--------- დასკვნის მიხედვით გ------------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის. მას შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 ივნისს გაცემული #5--------- დასკვნა (ტომი 4, ს.ფ. 94-100).

 

3.2.10. თბილისი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინებით დავის სენსიტიურობისა და მხარეთა დაპირისპირებიდან გამომდინარე სასამართლომ მიზანშეწონილად მიიჩნია მცირეწლოვანი დ--------------–---–ის მიმართ ფსიქოლოგიური კვლევის ჩატარება, საქმეში ჩაბმული იქნა ფსიქოლოგი და დაევალა წერილობითი ფორმით მოსაზრების წარმოდგენა, ხოლო 2018 წლის 31 ივლისის განჩინებით, საქმეში ჩაბმული იქნა ,,გამოყენებითი ფსიქოლოგიის და კვლევის ცენტრის ფსიქოლოგი თამთა საამაშვილი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

 

-თბილისი საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 24 ივლისის საოქმო განჩინებ (ტომი 4, ს.ფ. 200-205).

-2018 წლის 31 ივლისის განჩინება (ტომი 4, ს.ფ. 206-209)

 

3.2.11. 2018 წლის 30 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილების მიხედვით, ე-----------------–---–ი ცნობილი იქნა დაზარალებულად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-2018 წლის 30 ივნისის დაზარალებულად ცნობის შესახებ დადგენილება (ტომი 4, ს.ფ.234-235).

 

3.2.12. 2018 წლის 01 მაიისის საოქმო განჩინების მიხედვით, მკურნალი ექიმის დ-------------–---–ის მიერ ჩატარებული იქნა დ--------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებული კვლევები. შპს ,,უ-------------ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის მიხედვით ჩატარებული იქნა მუცლის ღრუს, საშარდე სისტემის და გულის ექოსკოპიური კვლევა, რომლის შედეგადაც პათოლოგია არ იქნა ნანახი, შარდის საერთო ანალიზი ნორმის ფარგლებში, სისხლში ელექტროლიტების კვლევისას მნიშვნელოვანი ცვლილება არ იქნა ნანახი, სისხლის საერთო ანალიზში გამოხატულია მცირე ანემიის ნიშნები, რაც საჭიროებს შემდგომ ჰემატოლოგის კონსულტაციას, ნევროლოგის დასკვნით, ნევროლოგიური სტატუსი ნორმის ფარგლებშია, ჩაუტარდა ფსიქოლოგის კონსულტაცია, რის შედეგადაც გამოვლინდა, რომ ბავშვის განვითარება ნორმის შესაბამისია. კოგნიტური, მოტორული, თუ მეტყველების უნარები შეესაბამება ასაკობრივ ნორმას. სახეზეა არტიკულაციის სირთულეები, რაც გამოიხატება ზოგი სიტყვის დამახინჯებასა და რამდენიმე ასოს წარმოთქმის სირთულეში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-შპს ,,უ-------------ის“ მიერ გაცემული ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ტომი 4, ს.ფ.103-104).

 

3.2.13. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს გაცემული #0-------- დასკვნის მიხედვით, წარმოდგენილი სისხლის სამართლის მასალების მიხედვით და ე-----------------–---–ის ექსპერიმენტულ- ფსიქოლოგიური კვლევის შედეგებით დგინდება, რომ ე-----------------–---–მა, გ------------–---–ის მხრიდან განხორციელებული ქმედებებით განიცადა ფსიქოლოგიური ტანჯვა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 27 აგვისტოს გაცემული #0-------- დასკვნა (ტომი 5, ს.ფ.63-71);

 

3.2.14. 2018 წლის 22 იანვარს კლინიკა ,,ა----------“ გაცემული დახასიათების მიხედვით, ე-----------------–---–ი მუშაობს ამავე კლინიკის ლაბორატორიის ექთნად, რომელიც ხასიათდება, როგორც საექთნო საქმის, მანიპულაციებისზედმიწევნად კარგად მცოდნე, დისციპლინიებული, შრომისმოყვარე, განსაკუტრებული პასუხისმგებლობით ეკიდება დაკისებული მოვალეობების დროულ და ხარისხიან შესრულებას და პატივისცემით სარგებლობს ტანამშრომლებს შორის.

 

2018 წლის 27 მარტს ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის მიერ გაცემული დახასიათები ამავე კლინიკაში ე-----------------–---–ი მუშაობს მედდის თანამდებობაზე და ხასიათდება საქმისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულებით, არის უაღრესად ყურადღებიანი, გულუსხმიერი პიროვნება, თანამშრომლებთან და პაციენტებთან სარგებლობს დამსახურებული ავტორიტეტით.

 

არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი #1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის წერილით დგინდება, რომ ე-----------------–---–ი არის დ--------------–---–ის დედა, რომელიც არის გულისხმიერი და ყურადღებიანი მშობელი, მის მიერ სრულად არის დაცული აღსაზრდელის პირადი ჰიგიენა.

 

არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი #1-- საბავშვო ბაგა-ბაღის არმზრდელის ლ--–-------–---–ის განმარტებით ე-----------------–---–ი არის მობილიზებული, მზრუნველი, მოწესრიგებული მშობელი იგი ყოველთვის ზრუნავს მისი შვილის ჯანმრთელობაზე, ჰიგიენაზე და ბავშვის სწორად ჩამოყალიბებაზე. ყოველთვის ყურადღებას აქცევს თუ რა საჭირო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა მისმა შვილმა, რა შეისწავლა და რა გაუჭირდა, ცდილობს შვილი აღზარდოს მშვიდ და საჭირო გარემოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 22 იანვარს კლინიკა ,,ა----------“ გაცემული დახასიათება (ტომი 2, ს.ფ.179).

- 2018 წლის 27 მარტს ა------------------–---------–----------–------–--------–----------------------------–----ის მიერ გაცემული დახასიათება (ტომი 2, ს.ფ.180).

-არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი #1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის წერილი(ტომი 2, ს.ფ.181).

-არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი #1-- საბავშვო ბაგა-ბაღის არმზრდელის განმარტება (ტომი 2, ს.ფ.182).

 

3.2.15. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2018 წლის 23 თებერვალს შედგენილი #3--- დასკვნის მიხედვით, ე-----------------–---–ი ცხოვრობს მისამართზე: ქ. თბილისი, მ----------------------------------. საცხოვრებელი სახლი არის მოწესრიგებული ბავშვის ნივთები იყო მისთვის გამოყოფილ ადგილზე. დავითს აქვს საკუთარი პირადი მოხმარების ნივთები, მისი ტანსაცმელი არის ცალკე. მცირეწლოვნის კვების რაციონში შედის ყოველდღიურად ფაფები, რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი და ჯანსაღი პროდუქტები. დ------ იმყოფება აღრიცხვაზე კლინიკა ევექსში - ექიმი ნ-----–---------–---–ი. დ------ ხშირად დაჰყავს პედიატრთან კონსულტაციაზე ე----------ს. მცირეწლოვანი ირიცხება 1---ე საბავშვო ბაგა-ბაღში. ბავშვის აღმზრდელის - ლ--–-------–---–ის განმარტებით, ე---------- აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, მას ბავშვი ყოველთვის მოწესრიგებული მიჰყავს ბაღში, პირად ჰიგიენასთან არ აქვს პრობლემა და ბავშვი არ განიცდის რაიმე სახის ძალადობას.

ბაღის შემდგომ დ------ სეირნობს საღამოს ერთი საათით ეზოში, დასვენების დღეებში რამდენიმე საათს ატარებს ეზოში. ე---------ს დ------ დაჰყავს დაბადების დღეებზე და მისი თქმით ცდილობს ბავშვს ჰქონდეს აქტიური ურთიერთობა თანატოლებთან, რასაც ადასტურებს ფოტოსურათებით. მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ და მათი თქმის ოჯახი ბავშვის მიმართ გამოხატავს სითბოს და სიყვარულს, ასევე ჩაჰყავთ ეზოში ხშირად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა (ტომი 2, ს.ფ.117-118).

 

3.2.16. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2018 წლის 05 მარტის #4--- დასკვნის მიხედვით, გ------------–---–ი ცხოვრობს მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, დ------------------------------------------------------. ბინა შედგება 4 საძინებლისგან, 1 მისაღები ოთაისგან, 1 სამზარეოლოსა და 2 აბაზანა-ტუალეტისგან. ერთ-ერთი საძინებელი არის ბავშვისთვის განკუთვნილი კეთილმოწყობილი ოთახი, სახლი არის 150 კვ.მ. ფართის.ბინაში მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო პირობები, აღჭურვილია ყველა ავეჯით და ელექტროტექნიკით, საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით. ბინა არის ახალი გარემონტებული, კეთილმოწყობილი.გ------------–---–ის თქმით, ვინაიდან ბავშვი მცირეწლოვანია და ღამის განმავლობაში ძილის დროს საჭიროებს მეთვალყურეობას, ამ ეტაპზე სძინავს მის საძინებელში უსაფრთხოების მიზნით. დ--------------–---–ს, ტანსაცმლისთვის და პირადი ნივთების განსათავსებლად კარადაში გამოყოფილი აქვს საკუთარი უჯრა, ბავშვს აქვს განვითარებისთვის საჭირო უამრავი სათამაშო.

 

გ------------–---–თან განხორციელებული რამდენიმე ვიზიტის დროს ბავშვი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს ხვდება მოწესრიგებული და კარგი განწყობით, არ ტიროდა და მამასთან კარგად გრძნობდა თავს, მამა-შვილზე განხორციელებული დაკვირვების შედეგად ჩანდა, რომ გ------------–---–ი მშვიდი, გაწონასწორებული მდგომარეობით, დიდი სიყვარულით და თბილი ემოციების გამოხატვით ახორციელებდა მზრუნველობას შვილზე. იგი დამოუკიდებლად, კარგად ართმევდა თავს ბავშვის პამპერსის გამოვცლას, მისი პირადი ჰიგიენის დაცვას, დაუხმარებლად აჭმევდა ბავშვს საკვებს, ჰქონდა დაცული დღის რეჟიმი, კვების, გართობის, შემეცნებითი აქტივობების, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების დრო, ძილისა და დასვენების რეჟიმი. დიდი მინდომებით არჩევდა ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული კვების რაციონს. გ------------–---–ს კარგად აქვს განვითარებული ბავშვის მოვლის უნარ-ჩვევები.ბავშვს აქვს მამის მიმართ ჩამოყალიბებული მიჯაჭვულობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს დასკვნა #3324 (ტომი 2, ს.ფ150- 153).

 

3.2.17. საქმის განხილვის დროს მციერწლოვან დ--------------–---–ის მიმართ არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან; ამგვარი ფაქტობრივი გარემოების დასტურად რაიმე სახის მტკიცებულება საქმეში წარმოდგენილი არ არის.

 

3.2.18. საქმის მასალებით არ დასტურდება ის ფაქტობრივი გარემოება, რომ ე-----------------–---–ი ვერ ახორციელებს შვილის - დ--------------–---–ის სათანადო ზრუნვას და აღზრდას, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, კერძოდ დ--------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობებით, კვლევებით, ჩატარებული გეგმიური აცრებით ნათლად იკვეთება ე-----------------–---–ის ყურადღება და ბავშვის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზრუნვა, ამასთან, მკურნალი ექიმის დ-------------–---–ის მიერ, დ--------------–---–ის ჯანმრთელობის მდგომარეობასთან დაკავშირებით ჩატარებული კვლევების მიხედვით მცირეწლოვანი არის ჯანმრთელი, რაც მოწმობს ე-----------------–---–ის მხრიდან სწორი მიმართულებით მკურნალობას, გარდა აღნიშნულისა სასამართლო ყურადღებას გაამახვილებს საქმეში არსებულ დახასიათებებს სამსახურიდან და საბავშვო ბაღიდან, სადაც ის ხასიათდება როგორც დისციპლინიებული, შრომისმოყვარე, კეთილსინდისიერი თანამშრომელი და შვილის მიმართ ყურადღებიანი, გულისხმიერი და მოწესრიგებული მშობელი.

 

3.2.19. სასამართლო დადგენილად ვერ მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებებს იმის თაობაზე, რომ გ------------–---–ი წარმოადგენს ფსიქოლოგიურად გაუწონასწორებელ, ემოციურად არამდგრად პირს, რომელსაც, თავიანთი ძალადობრივი ქმედებით შეუძლია უარყოფითი გავლენა მოახდინოს მცირეწლოვან შვილზე. საწინააღმდეგოზე მიუთითებს მხარეთა მიმართ ჩატარებული სასამართლო-ფსიქოლოგიური ექსპერტიზის დასკვნები, ასევე, გ------------–---–ი არ იმყოფება ფსიქიატრიულ აღრიცხვაზე შპს ,,ფ----------------------–--------------------------------–----–------ში“. შესაბამისად, სათანადო მტკიცებულების არარსებობის პირობებში, სასამართლო ფაქტობრივ გარემოებას დადგენილად ვერ მიიჩნევს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და ბავშვის საუკეთესო ინტერესის გათვალისწინებით, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მიზანშეწონილია არასრულწლოვანის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა, რის გამოც გ------------–---–ის სარჩელი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელი არასრულწლოვანთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე, 1201-ე, 1202-ე, 1197-ე, 1198-ე, მუხლები.

 

,,ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-12, მე-14, მე-18 მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელე გ------------–---–მა მოითხოვა არასრულწლოვანი შვილის, დ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად თავისი საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ი არის ე-----------------–---–ის და გ------------–---–ის შვილი.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, 1. შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. 2. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს. ამავე კოდექსის 1201-ე მუხლის თანახმად, 1. თუ განქორწინების გამო ან სხვა მიზეზით მშობლები ცალ-ცალკე ცხოვრობენ, მათ შეთანხმებაზეა დამოკიდებული, თუ ვის ექნება უფლება, გადაწყვიტოს, ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი. 2. შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავას იმის თაობაზე, თუ ვისთან უნდა ცხოვრობდეს არასრულწლოვანი შვილი, წყვეტს სასამართლო ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

უდავო გარემოებაა, რომ 2015 წლიდან მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალკე ოჯახებად, ასევე, უდავოა, რომ 2015 წლის 14 სექტემბრის თვიდან არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ე-----------------–---–თან. მას ბავშვის გაზრდაში ეხმარებიან მშობლები.

 

საქმის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებებიდან დადგენილია, რომ დ--------------–---–ი ცხოვრობს დედასთან, ე-----------------–---–თან ერთად მისამართზე მდებარე: ქ.თბილისი, მ----------------–--------------------------ში, მეურვეობის და მზრუნველობის ორგანოს განმარტებით, ე-----------------–---–ის საცხოვრებელი სახლი იყო მოწესრიგებული, ბავშვის ნივთები იყო მისთვის გამოყოფილ ადგილზე. დავითს აქვს საკუთარი პირადი მოხმარების ნივთები, მისი ტანსაცმელი არის ცალკე. მცირეწლოვნის კვების რაციონში შედის ყოველდღიურად ფაფები, რძის ნაწარმი, ხორცი, ხილი და ჯანსაღი პროდუქტები. დ------ იმყოფება აღრიცხვაზე კლინიკა ევექსში - ექიმი ნ-----–---------–---–ი. დ------ ხშირად დაჰყავს პედიატრთან კონსულტაციაზე ე----------ს. მცირეწლოვანი ირიცხება 1---ე საბავშვო ბაგა-ბაღში. ბავშვის აღმზრდელის - ლ--–-------–---–ის განმარტებით, ე---------- აქტიურად არის ჩართული ბავშვის აღზრდაში, მას ბავშვი ყოველთვის მოწესრიგებული მიჰყავს ბაღში, პირად ჰიგიენასთან არ აქვს პრობლემა და ბავშვი არ განიცდის რაიმე სახის ძალადობას. ბაღის შემდგომ დ------ სეირნობს საღამოს ერთი საათით ეზოში, დასვენების დღეებში რამდენიმე საათს ატარებს ეზოში. ე---------ს დ------ დაჰყავს დაბადების დღეებზე და მისი თქმით ცდილობს ბავშვს ჰქონდეს აქტიური ურთიერთობა თანატოლებთან, რასაც ადასტურებს ფოტოსურათებით. მეზობლები ოჯახს დადებითად ახასიათებენ და მათი თქმის ოჯახი ბავშვის მიმართ გამოხატავს სითბოს და სიყვარულს, ასევე ჩაჰყავთ ეზოში ხშირად.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს 2018 წლის 05 მარტის #4--- დასკვნის მიხედვით, გ------------–---–ი ცხოვრობს მისამართზე მდებარე ქ.თბილისი, დ------------------------------------------------------. ბინა შედგება 4 საძინებლისგან, 1 მისაღები ოთაისგან, 1 სამზარეოლოსა და 2 აბაზანა-ტუალეტისგან. ერთ-ერთი საძინებელი არის ბავშვისთვის განკუთვნილი კეთილმოწყობილი ოთახი, სახლი არის 150 კვ.მ. ფართის. ბინაში მოწესრიგებულია საყოფაცხოვრებო პირობები, აღჭურვილია ყველა ავეჯით და ელექტროტექნიკით, საცხოვრებელი უზრუნველყოფილია ცენტრალური გათბობით. ბინა არის ახალი გარემონტებული, კეთილმოწყობილი. გ------------–---–ის თქმით, ვინაიდან ბავშვი მცირეწლოვანია და ღამის განმავლობაში ძილის დროს საჭიროებს მეთვალყურეობას, ამ ეტაპზე სძინავს მის საძინებელში უსაფრთხოების მიზნით. დ--------------–---–ს, ტანსაცმლისთვის და პირადი ნივთების განსათავსებლად კარადაში გამოყოფილი აქვს საკუთარი უჯრა, ბავშვს აქვს განვითარებისთვის საჭირო უამრავი სათამაშო.

 

გ------------–---–თან განხორციელებული რამდენიმე ვიზიტის დროს ბავშვი მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელს ხვდება მოწესრიგებული და კარგი განწყობით, არ ტიროდა და მამასთან კარგად გრძნობდა თავს, მამა-შვილზე განხორციელებული დაკვირვების შედეგად ჩანდა, რომ გ------------–---–ი მშვიდი, გაწონასწორებული მდგომარეობით, დიდი სიყვარულით და თბილი ემოციების გამოხატვით ახორციელებდა მზრუნველობას შვილზე. იგი დამოუკიდებლად, კარგად ართმევდა თავს ბავშვის პამპერსის გამოვცლას, მისი პირადი ჰიგიენის დაცვას, დაუხმარებლად აჭმევდა ბავშვს საკვებს, ჰქონდა დაცული დღის რეჟიმი, კვების, გართობის, შემეცნებითი აქტივობების, ექიმის მიერ დანიშნული მედიკამენტების მიღების დრო, ძილისა და დასვენების რეჟიმი. დიდი მინდომებით არჩევდა ჯანსაღი პროდუქტებით მომზადებული კვების რაციონს. გ------------–---–ს კარგად აქვს განვითარებული ბავშვის მოვლის უნარ-ჩვევები.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდაში მონაწილეობის უფლება-მოვალეობა ორივე მშობელს ერთნაირად გააჩნია, მათი ცალცალკე ცხოვრების შემთხვევაში კი უნდა უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილი. საკითხის გადაწყვეტისას არსებითია ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამ უკანასკნელის დასადგენად კი გამოკვლეული უნდა იყოს კონკრეტული გარემოებანი, უშუალოდ ბავშვის ფსიქო-ემოციური მდგომარეობა, მისი ურთიერთობა-მიჯაჭვულობა თითოეულ მშობელთან, გაუცხოვების არსებობისას კი მისი შესაძლო მიზეზები.

 

საქმეში წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ მხარეებს შორის ურთიერთობა გართულებულია, ყოფილი მეუღლეები ერთმანეთთან იმყოფებიან გამწვავებულ, კონფლიქტურ დამოკიდებულებაში, რაც უარყოფითად აისახება არასრულწლოვანის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე და ქმნის მისი დაზიანების რისკებს. შესაბამისად, მიზანშეწონილია ბავშვის საცხოვრებელი ადგილი განისაზღვროს ერთ-ერთ მშობელთან.

 

სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლიდან გამომდინარე, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ჯანსაღ გარემოში და მისი დარღვევის შემთხვევაში აუცილებელია სახელწმიფოს მხრიდან რეაგირება.

 

სახელმწიფო იცავს მშობლის უფლებას, აქტიური მონაწილეობა მიიღოს შვილის აღზრდაში და გადაწყვიტოს, ვისთან და სად იცხოვროს შვილმა (სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლი). მაგრამ მშობელთა შორის დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უპირატესობა უნდა მიანიჭოს ბავშვის ინტერესებს. სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს ბავშვის ასაკი, პირადი დამოკიდებულება მშობლისადმი, მისი ცხოვრების წესი, ფსიქოლოგიური მდგომარეობა. ბავშვის ინტერესის უპირატესობას განამტკიცებს გაერთიანებული ერების ორგანიზაციის 1989 წლის 20 ნოემბრის “ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენცია (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 21 აპრილიდან) რომლის მე-3 მუხლის თანახმად, 1. ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. 2. მონაწილე სახელმწიფოები, ითვალისწინებენ რა ბავშვის მშობლის, ბავშვის მიმართ პასუხისმგებლობის მტვირთველი კანონიერი მეურვეებისა და სხვა პირების უფლებებსა და მოვალეობებს, ვალდებულებას იღებენ უზრუნველყონ ბავშვი ისეთი დაცვითა და მზრუნველობით, რომელიც აუცილებელია მისი კეთილდღეობისათვის და ამისათვის იღებენ ყველა საკანონმდებლო და ადმინისტრაციულ ზომას. ამავე კონვენციის მე-12 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ საკუთარი შეხედულებების ჩამოყალიბების უნარის მქონე ბავშვის უფლებას, თავისუფლად გამოთქვას თავისი შეხედულებები ნებისმიერ საკითხზე, რომელიც მას ეხება, ამასთან, ბავშვის შეხედულებებს სათანადო ყურადღება ეთმობა მისი ასაკისა და სიმწიფის შესაბამისად. მე-14 მუხლის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები პატივს სცემენ ბავშვის აზრის თავისუფლებას.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონევნციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს. ეს შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაგალითად, როცა მშობლები სასტიკად ექცევიან ბავშვს და არ ზრუნავენ მასზე, ან როცა მშობლები ცხოვრობენ ცალ-ცალკე და აუცილებელია ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება.

 

“ბავშვის უფლებათა შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის ზემოთ მითითებული ნორმები სრულად შეესაბამება ,,ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციით ბავშვის უფლებების დამცავ ნორმებს და ერთმნიშვნელოვნად ადგენს ბავშვის ინტერესების დაცვის პრიორიტეტს. ამასთან, ეს ინტერესი არ შეიძლება ვიწროდ იქნეს გაგებული. მშობლებთან დაშორება შეიძლება აუცილებელი გახდეს ამა თუ იმ კონკრეტულ შემთხვევაში, მაშინ, როდესაც აუცილებელია ერთ-ერთ მშობელთან ბავშვის საცხოვრებელი ადგილის თაობაზე გადაწყვეტილების მიღება. ამასთან, ეს გადაწყვეტილება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს ბავშვების ყველაზე ჭეშმარიტ ინტერესებს, აღიზარდონ და იცხოვრონ მატერიალურად და მორალურად ჯანსაღ გარემოში. ბავშვის აღზრდისათვის გარემოს შესაბამისობა ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დეტალურად და დამაჯერებლად უნდა შემოწმდეს. ამ მიმართებით გადამწყვეტი მნიშვნელობა არა მხოლოდ მატერიალურ, არამედ მორალურ მხარეს უნდა მიენიჭოს. ამდენად, კანონი არ გამორიცხავს იმის შესაძლებლობას, რომ ბავშვი დაშორდეს მშობელს და ზოგ შემთხვევაში სხვა ოჯახის წევრთან ან უფლებამოსილ პირთან განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, თუმცა ასეთი დაშორება მხოლოდ ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებლობით უნდა იყოს გამოწვეული, ვინაიდან ბავშვისა და მშობლის დაშორება, ამ აუცილებლობის შემთხვევაშიც კი, უარყოფით გავლენას ახდენს მშობლის გარემოცვას მოწყვეტილი ბავშვის ფსიქიკაზე. კანონი ბავშვის მშობელთან დაშორებას ითვალისწინებს, რასაც საფუძვლად უდევს უპირველეს ყოვლისა, მშობლის უარყოფითი პიროვნული მახასიათებლები და ბავშვზე ნეგატიური ზეგავლენის დასაბუთებული საშიშროება.

 

ამავდროულად, ამგვარი გადაწყვეტილების განსაკუთრებული მნიშვნელობიდან გამომდინარე, მისი აუცილებლობა უფლებამოსილი ორგანოების მიერ დეტალურად უნდა იქნეს შესწავლილი და გამოკვლეული. საოჯახო ურთიერთობების სპეციფიკასა და განსაკუთრებული მნიშვნელობას ადასტურებს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებული ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს და ბავშვის უფლებებთან დაკავშირებული დავის გადაწყვეტისას სასამართლომ უტყუარად და სარწმუნოდ უნდა დაადგინოს მიღებული გადაწყვეტილების ბავშვის ინტერესებისათვის ყველაზე უკეთ შესაბამისობა.

 

შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან ორივე მშობელს აქვს მისაღები პირობები საცხოვრებელი ფართის, საცხოვრებელ ადგილას საყოფაცხოვრებო პირობების გათვალისწინებით, არსებითია ბავშვის ფსიქოლოგიური მდგომარეობიდან გამომდინარე განისაზღვროს მისი საცხოვრებელი ადგილი, საუკეთესო ინტერესების განხორციელების მიღწევის მიზნით. შეგებებული სარჩელის განხილვასთან დაკავშირებით, მნიშვნელოვანია შეჯერდეს ბავშვთან დაკავშირებული რისკები, რომლებიც ერთ შემთხვევაში, ეხება ბავშვის დროებით საცხოვრებელი ადგილისა და გარემოს შეცვლას და, მეორე შემთხვევაში, დედასთან დაშორებას. ამასთან, ბავშვის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრისათვის აუცილებელია ისეთი კრიტერიუმების შესწავლა, როგორიცაა: ბავშვის მიჯაჭულობა ერთ-ერთ მშობელთან, ბავშვის ასაკი, მშობლების ზნეობრივი და სხვა პირადი თვისებები, ბავშვის ორივე მშობელთან ურთიერთობა, ბავშვის აღზრდა-განვითარებისათვის შესაბამისი პირობების შექმნის შესაძლებლობა, ცალ-ცალკე მცხოვრები მშობლების ოჯახური მდგომარეობა.

 

2017 წლის 04 დეკემბერს შესრულებული ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგის თანახმად დგინდება, რომ დ--------------–---–ს არ აღენიშნება მნიშვნელოვანი ემოციური თუ ქცევითი სირთულეები, რომელებიც მისი ყოველდღიური ფუნქციონირების დარღვევას გამოიწვევდა. ბავშვი გამოხატავს ორივე მშობელთან და ასევე ბებია-ბაბუასთან ურთიერთობის სურვილს, შეფასების პერიოდში არ იკვეთება რეალური რისკი ბავშვის მამასთან ღამე დარჩენასთან დაკავშირებით, იმ შემთხვევაში თუკი დედასთან განშორება არ იქნება ხანგრძლივი და ბავშვს ექნება მასთან კომუნიკაციის საშუალება. ბავშვი ორივე მშობელთან ერთად ყოფნის სურვილს ავლენს. ფსიქოლოგის რეკომენდაციაა, მნიშვნელოვანია ბავშვს ჰქონდეს ორივე მშობელთან ურთიერთობის განსაზღვრული, პროგნოზირებადი განრიგი, რაც შეამცირებს რომელიმე მათგანთან განშორებით გამოწვეულ დისტრესს.

 

ორივე მშობელთან მიჯაჭვულობის შენარჩუნებას გაცილებით დიდი უპირატესობა აქვს ბავშვის ფსიქოლოგიური და სოციალური განვითარებისთვის; არსებული მონაცემების გათვალისწინებით, დ------ს შემდგომი ზრდა-განვითრებისთვის მთავარ რისკ-ფაქტორს მის მშობლებს შორის არსებული დაპირისპირება და არათანამშრომლური დამოკიდებულება წარმოადგენს. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ბავშვის თანდასწრებით ღიად არ არის გამოხატული ერთმანეთისადმი უარყოფითი დამოკიდებულება, მაინც არსებობს ამ დამოკიდებულების ბავშვზე ასახვის რისკი. შესაძლოა მთელი რიგი ფაქტორები გახდეს ამის არაპირდაპირი დადასტურება, ბაშვები კი იმაზე გაცილებით მეტს გრძნობენ, ვიდრე ეს უფროსებს წარმოუდგენიათ. ამიტომ, მნიშვნელიოვანია პირადი გრძნობების გვერდზე გადადება და ერთმანეთთან თანამშრომლობა ბავშვის საკეთილდღეოდ. შესაბამისად, სასამართლო აღნიშნავს, რომ ფსიქოლოგის მიერ გამოკვლეული ბავშვის ფსიქიკური მდგომარეობა უთითებს ისეთ გარემოებებზე, რომლებსაც გააჩნიათ იურიდიული მნიშვნელობა.

 

ყურადსაღებია ასევე უდავოდ დადგენილი გარემოება, 2015 წლის სექტემბრის თვიდან დ--------------–---–ის დედასთან - ე-----------------–---–ის ოჯახში უწყვეტად ცხოვრების შესახებ. დასახელებული საცხოვრებელი წარმოადგენს მის მშობლიურ გარემოს, სადაც ბავშვი ადაპტირებულია. რაც შეეხება მითითებულ გარემოებას ს------ში, ასევე მის საცხოვრებელ სახლში ბავშვის მასთან ცხოვრების, მამის მხრიდან შვილის მოვლასა და აღზრდასთან დაკავშირებით ვალდებულებების სრულყოფილად განხორციელების შესახებ, დადასტურების შემთხვევაშიც მოკლებულია სამართლებრივ მნიშვნელობას, ვინაიდან უდავოდაა დადგენილი - 2015 წლის სექტემბრიდან ამჟამინდელი პერიოდის ჩათვლით მცირეწლოვანი უწყვეტად იზრდება დედასთან, ბებია-ბაბუასთან და მას სხვა საცხოვრებელი არ ჰქონია.

მცირეწლოვანის ფაქტობრივად დედასთან ცხოვრების მიუხედავად, მამას, გ------------–---–ს აქვს მასთან ურთიერთობის საშუალება თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ მიღებული დროებითი განკარგულებით განსაზღვრული წესით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის კონტროლით. აღნიშნული განჩინებით განსაზღვრული წესი ნაწილობრივ სრულდებოდა მხარეთა მიერ, მამას ჰქონდა შვილთან ურთიერთობის საშუალება.

 

გასათვალისწინებელია, რომ საქმის განხილვის არც ერთ ეტაპზე, არასრულწლოვან დ--------------–---–ზე არ გამოკვეთილა რაიმე ნეგატიური შინაარსის ფსიქოლოგიური ზეგავლენის ღრმა კვალი რომელიმე მშობლის მხრიდან, მაგრამ სასამართლო აღნიშნავს არასრულწლოვანის მიმართ ნებისმიერი სახის ფსიქოლოგიური ზეწოლის მიუღებლობის შესახებ, რადგან მსგავსი პროვოცირებით იქმნება რისკი ბავშვების არასწორი ფსიქო-ემოციური განვითარებისა და გამოუსწორებელი ზიანისა. სამოქალაქო კოდექსის 1199-ე მუხლის თანახმად, მშობლების უფლებები არ უნდა განხორციელდეს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს ბავშვის ინტერესებს.

 

ფსიქოლოგიური შედეგის დასკვნის მიხედვით, რაც ასახავს ასევე დროებითი განკარგულების აღსრულების პერიოდს, ბავშვი განიცდის თანაბარ მიჯაჭვულობას ორივე მშობლის მიმართ, მაგრამ საბოლოო გადაწყვეტილების მიღებისას გასათვალისწინებელია უკვე არსებული რეჟიმი, დ--------------–---–ის ფაქტობრივი ცხოვრება მისამართზე, მამასთან მისი ურთიერთობისათვის განსაზღვრული წესი. შესაბამისად, სასამართლო დასახელებული ფაქტების, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების, მხარეთა ახსნა-განმარტების, არასრულწლოვანის მცირეწლოვანი ასაკის, ფსიქოლოგიური გამოკვლევის შედეგების საფუძველზე, სრულად ეთანხმება მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენლის და ფსიქოლოგის დასკვნას იმის თაობაზე, რომ მხარეებმა ურთიერთშეთანხმებით უნდა მოაგვარონ მცირეწლოვან ბავშვთან ურთიერთობის საკითხი. ფსიქოლოგის დასკვნის თანახმად მათ უნდა გაიარონ ფსიქოკონსულტირება და შეცვალონ ერთმანეთთან ურთიერთობა, უნდა ჩამოაყალიბონ ერთმანეთთან ჯანსაღი, კეთილგანწყობილი ურთიერთობა, რითაც ნაკლებად შილახება არასრულწლოვანის ინტერესი. გამოსავალი რაც შეიძლება ამჟამად იყოს, ეს არის ბავშთან ურთიერთობის მიზნით დღეების იმგვარად განაწილება, რომ ორივე მხარს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად იყვნენ ჩართული არასრულოვანის აღზრდა-განვითარებაში, უზრუნველყონ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ექიმთან მიყვანა, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნას ფსიქოლოგის რეკომენდაცია. თითოეული დეტალი უნდა იყოს გაწერილი და ბავშვის გადაცემა მხარეების ურთიერთობიდან გამომდინარე საბავშვო ბაღის ან მეურვეობის ორგანოს დახმარებით უნდა მოხდეს რაც თავის მხრივ არ წარმოადგენს დაბრკოლებას.

 

მიმდინარე პერიოდისათვის, ბავშვის ფსიქო-ემოციური ფონის მდგრადობის შენარჩუნების თვალსაზრისით, სასამართლოს არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესად მიაჩნია, დარჩეს იგი დედასთან ერთად, ჩვეულ გარემოში, ხოლო მამას მიეცეს შვილთან ურთიერთობის გაგრძელებისა და განვითარების შესაძლებლობა. საქმეში არსებული მასალებით ამ ეტაპზე არ გამოიკვეთა არასრულწლოვანი დ--------------–---–ის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მისი ფაქტობრივი საცხოვრებელი ადგილის შეცვლის აუცილებლობა და საცხოვრებელ ადგილად მამის, დ--------------–---–ის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიზანშეწონილობა. ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მიზანშოწილია, მას, მიმდინარე პერიოდისათვის არ შეეცვალოს საცხოვრებელი ადგილი.

 

არასრულწლოვანის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის საკითხის გადაწყვეტისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბავშვების ერთ-ერთ მშობელთან ყოფნის ხანგრძლივობის საკითხს, მათ უფრო მეტ მიჯაჭვულობას იმ მშობელთან, სადაც ის ცხოვრობს. სასამართლო აფასებს იმ რისკებს, რომლებიც ეხება, მცირეწლოვანი ასაკის მქონე ბავშვის საცხოვრებელი ადგილის შეცვლით მიღებულ და დედასთან დაშორებით გამოწვეულ სტრესს.

 

ამასთან, საქმის მასალებით არ დასტურდება ე-----------------–---–ის შესაბამისი უნარების არქონა, ფსიქოლოგიური გაუწონასწორობა, არამდგრადობა, მისი მხრიდან ბავშვის რომელიმე საჭიროების უგულებელყოფა. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2018 წლის 20 ივნისს გაცემული #5--------- დასკვნის მიხედვით ე-----------------–---–ი ფსიქიკურად დაავადებული არ არის, მას შეუძლია შეიგნოს თავისი მოქმედების მნიშვნელობა და განაგოს იგი. ე-----------------–---–ი საკმაოდ კარგად ხასიათდება როგორც სამსახურში, ასევე იმ საბავშვო ბაღში, სადაც აღსაზრდელი არის მისი შვილი - დ--------------–---–ი, არაკომერციული (არასამეწარმეო) იურიდიული პირი #1-- საბავშვო ბაგა-ბაღის დირექტორის წერილით დგინდება, რომ ე-----------------–---–ი არის დ--------------–---–ის დედა, რომელიც არის გულისხმიერი და ყურადღებიანი მშობელი, მის მიერ სრულად არის დაცული აღსაზრდელის პირადი ჰიგიენა. ამავე საბავშვო ბაგა-ბაღის აღმზრდელის ლ--–-------–---–ის განმარტებით ე-----------------–---–ი არის მობილიზებული, მზრუნველი, მოწესრიგებული მშობელი იგი ყოველთვის ზრუნავს მისი შვილის ჯანმრთელობაზე, ჰიგიენაზე და ბავშვის სწორად ჩამოყალიბებაზე. ყოველთვის ყურადღებას აქცევს თუ რა საჭირო აქტივობებში მიიღო მონაწილეობა მისმა შვილმა, რა შეისწავლა და რა გაუჭირდა, ცდილობს შვილი აღზარდოს მშვიდ და საჭირო გარემოში.

 

ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების ეფექტური უზრუნველყოფა, რომელიც გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მერვე მუხლით ითვალისწინების იმ ზომების განხორციელების უფლებას, რომელიც მიმართულია მშობლისა და ბავშვის გარეთიანებისაკენ, მაგრამ ამასთან, მიმართებით სახელმწიფოს მიერ გარკვეული ზომების მიღების ვალდებულება არ ატარებს აბსოლუტურ ხასიათს, შესაბამისად ყველა სამართლებრივი და ფაქტობრივი წინაპირობის გათვალისწინებით შესაძლებელია წარმოიშვას ბავშვის მშობელთან დაბრუნების აუცილებლობა.

 

სასამართლო ამასთან განმარტავს, რომ არასრულწლოვანი შვილების საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილებთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილებთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. გ------------–---–ს უნარჩუნდება ბავშვთან ურთიერთობის უფლება და ე-----------------–---–ის მოვალეა ასევე არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარე ხელი შეუწყოს მამას ამ უფლების განხორციელებაში (სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1202-ე მუხლები, გაერთიანებული ერების ორგანიზაციის კონვენცია).

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს მიერ წარმოდგენილ დასკვნებში ორივე მშობლის მიმართ გაცემულ რეკომენდაციაზეც, ასევე განუმარტავს მხარეებს, რომ რომ არასრულწლოვანი დ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად დედის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მიუხედავად, გ------------–---–ს უნარჩუნდება რა შვილთან ურთიერთობის უფლება, ამ უკანასკნელზეა მნიშვნელოვნად დამოკიდებული, გამოიყენებს თუ არა იგი ამ უფლებას. ე-----------------–---–ის კანონით დადგენილია ვალდებულებაა არ შეუზღუდოს მეორე მშობელს, გ------------–---–ს შვილთან ურთიერთობის უფლება, კანონის შესრულება კი თითოეული მოქალაქის მოვალეობაა. თუკი ადგილი ექნება დედის მხრიდან ამ მოვალეობის დარღვევას, ან ადგილი ექნება მხარეთა შეუთანხმებლობას შვილთან ურთიერთობის წესთან დაკავშირებით, გ------------–---–ს უფლება აქვს მომართოს სასამართლოს არასრულწლოვნების ნახვის წესის განსაზღვრის თაობაზე.

 

ამდენად, გ------------–---–ის მოთხოვნა არასრულწლოვანი დ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის თაობაზე არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2 საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილია მშობლების თანასწორუფლებიანობის პრინციპი შვილების მიმართ ხოლო ამავე მუხლის მე-2 წინადადების თანახმად, ბავშვს აქვს უფლება ცხოვრობდეს და იზრდებოდეს ოჯახში.

მშობლები უფლებამოსილნი და ვალდებულნი არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით (სკ-ის 1198.1 მუხლი).

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესის მიხედვით, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს ისეთ ქცევის წესს, რომ მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ი არის ე-----------------–---–ის და გ------------–---–ის შვილი. 2--- წლის მარტის თვიდან მხარეთა შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია და ისინი ცხოვრობენ ცალ-ცალკე, ასევე, უდავოა, რომ 2015 წლის 14 სექტემბრის თვიდან არასრულწლოვანი მუდმივად ცხოვრობს და იზრდება დედასთან, ე-----------------–---–თან. მას ბავშვის გაზრდაში ეხმარებიან მშობლები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ დავაში მონაწილე თითოეულმა მხარემ, მათთვის კანონით მინიჭებული უფლების, კონკრეტულ შემთხვევაში მშობლის უფლების განხორციელებისას, უნდა დაიცვას კეთილსინდისიერება და მართლზომიერება სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე, რომელიც კერძო სამართლებრივ ურთიერთობებში ავალდებულებს მონაწილე სუბიექტებს უფლებები ბოროტად არ გამოიყენონ. ეს უკანასკნელი მათი ზნეობრივი მოვალეობაცაა. აღნიშნული ნორმის მოთხოვნიდან გამოდინარე მოპასუხე მარიამ ოვიანმა მისთვის მინიჭებული მშობლის უფლება არ უნდა გამოიყენოს ისე, რომ ამით ზიანი მიადგეს მეორე მშობლის, გიგ დავითაშვილის უფლებას, ურთიერთობა იქონიოს თავის შვილთან.

 

სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

საერთაშორისო-სამართლებრივი აქტი -„ბავშვის უფლებათა კონვენცია“ ბავშვის უფლებების დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტებს აწესებს, რომლებიც საზოგადოების არასრულწლოვანი წევრის ღირსეულ პიროვნებად ჩამოყალიბებისა და ნორმალური განვითარების ამოცანას ემსახურება და ავალდებულებს წევრ სახელმწიფოებს, ყველა ღონე იხმარონ არასრულწლოვნის უპირატესი ინტერესების დაცვისათვის.

კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მონაწილე სახელმწიფოები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება.

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-9 მუხლის შესაბამისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შესაბამისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის შესაბამისად „ბავშვს, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ, ბავშვის დაცვისა და ჰარმონიული განვითარების საქმეში მნიშვნელოვანია ყოველი ხალხის ტრადიციებისა და კულტურული ფასეულობების გათვალისწინება.“

 

„ბავშვის უფლებათა შესახებ“ კონვენციის მე-3 მუხლის 1-ლი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.

 

აღნიშნული ნორმის შესახებ ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი #14 (2013 წ.) მითითებულია ბავშვის უფლების შესახებ, მის საუკეთესო ინტერესებს დაეთმოს უპირველესი ყურადღება (მე-3 მუხლის პირველი პუნქტი)*#, მე-60 პუნქტის მე-2 წინადადებაში მიუთითებს, რომ ერთ ან ორივე მშობელთან დაცილებული ბავშვი უფლებამოსილია, „რეგულარული პირადი ურთიერთობები და პირდაპირი კონტაქტები ჰქონდეს ორივე მშობელთან, იმ შემთხვევის გარდა, როცა ეს ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს“ (მე-9 მუხლის მე-3 პუნქტი).

 

ბავშვის საუკეთესო ინტერესები, კონვენციის მიხედვით, გულისხმობს მისი ფსიქიკური, გონებრივი, ემოციური, ფიზიკური განვითარების ინტერესს. ყველა ცალკეულ შემთხვევაში, საუკეთესო ინტერესი და მისი შინაარსი უნდა შეფასდეს კონკრეტული ვითარებიდან გამომდინარე.

 

ზემოხსენებული სამართლებრივი რეგულაციების განმარტებიდან გამომდინარე, მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილებთან ურთიერთობის წესს.

 

მართალია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლით დადგენილი, საერთაშორისოდ აღიარებული უფლება არ წარმოადგენს აბსოლუტურ უფლებას, თუმცა ზემოხსენებული სამართლებრივი აქტები თავადვე იძლევიან ჩარევის ლეგიტიმურ დეფინიციას და განსაზღვრავენ, რომ იგი პროპორციულია, თუ ჩარევა გამოწვეულია დემოკრატიულ საზოგადოებაში მიღებული აუცილებლობით. ამასთან, ჩარევის სტანდარტად გამოყენებულ უნდა იქნას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესი, რაც ცალსახადაა ასახული ,,ბავშვის უფლებათა კონვენციაში“.

 

ჩარევის პროპორციულობის დასაშვები ზღვარი იმის უალტერნატივოდ დადგენაა, რომ ამგვარი ჩარევა წარმოადგენს ერთადერთ სწორ და მისაღებ გადაწყვეტილებას არასრულწლოვნის/მცირეწლოვნის, როგორც საზოგადოების მომავალი სრულუფლებიანი და ღირსეული წევრის, განვითარებაში.

 

ამასთან, სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ მშობელთან ურთიერთობის წესის დადგენისას სასამართლოს განსახილველია არა მშობლის უფლება, ურთიერთობა ჰქონდეს საკუთარ შვილთან და ნახოს იგი, არამედ ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესი, ჰქონდეს მას ოჯახური გარემოს ჰარმონიული აღქმისა და აღზრდა-განვითარებისათვის ყველა პირობა, რათა კონტაქტი არ დაიკარგოს მშობელთან, მიუხედავად მშობლების დაშორებისა. ,,ბავშვები უნდა იყვნენ განხილული არა როგორც მშობლების საკუთრება, არამედ, როგორც საკუთარი უფლებებისა და საჭიროებების მქონე ინდივიდები“. (ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეა, 31-ე სესია, რეკომნდაციები ბავშვთა უფლებების ევროპულ ქარტიაზე, ტექსტი მიღებული 04.10.1979წ)

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ მშობლების ბავშვთან ურთიერთობასთან დაკავშირებულ დავებზე არაერთხელ აღნიშნა, რომ ბავშვის ინტერესები არის განსაკუთრებული მნიშვნელობის (Krasicki v.Poland, no. 17254/11, 15 april 2014)

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ, საქმეში ზავადკა პოლონეთის წინააღმდეგ (Zawadka v. Poland, No 48542/99, 23.06.2005, საბოლოო გახდა 12.10.2005წ), კონვენციის მე-8 მუხლის დარღვევად მიიჩნია ეროვნული სასამართლოების უმოქმედობა, გადაედგათ ნაბიჯები, რათა მომხდარიყო მომჩივნის - მამის უფლების რეალიზება, იძულებით აღსრულება, ენახა საკუთარი შვილი, როდესაც დედამ უარი განაცხადა დამორჩილებოდა მშობლებს შორის ადრე მიღწეულ შეთანხმებას. საბოლოოდ, მომჩივანმა, დაჰკარგა მუდმივი კონტაქტი ბავშვთან, მიუხედავად იმისა, რომ არასოდეს დამდგარა ეჭვქვეშ მისი უნარები, ყოფილიყო მშობელი.

 

ამრიგად, ბავშვისა და მშობლების ურთიერთობის უფლება შეიძლება შეიზღუდოს, შემცირდეს ან გამოირიცხოს მხოლოდ მაშინ, თუ ეს აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესებისათვის. შესაბამისად აღნიშნული უფლების შემცირების, შეზღუდვის ან გამორიცხვისას სასამართლომ მხედველობაში უნდა მიიღოს შემდეგი გარემოებები: 1. არსებობს თუ არა საკითხის გადაწყვეტის უფრო ნაკლებად შემზღუდავი საშუალება; 2. არის თუ არა უფლების შესაძლო შეზღუდვა, შემცირება ან გამორიცხვა პროპორციული ზომა და 3. არის თუ არა უფლების შეზღუდვის, შემცირების ან გამორიცხვის აუცილებლობა სათანადოდ დასაბუთებული.

 

შესაბამისად, ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალსწინებით, მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს შემოწმების საგანია არის თუ არა მცირეწლოვანი დ--------------–---–ის საუკეთესო ინტერესებში მამასთან დედის თანდასწრების გარეშე ყოფნა. კვლევის საგანია საკითხი იმის თაობაზე, თუ მამის უფლების განხორციელება მოთხოვნილი ოდენობით რამდენად შეესაბამება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს. გადასაწყვეტია საკითხი, როგორ უნდა განისაზღვროს მოსარჩელის ურთიერთობა არასრულწლოვან შვილთან, ისე, რომ ამ ურთიერთობამ არ შელახოს ბავშვის საუკეთესო ინტერესები.

 

ბავშვის - დ--------------–---–ის ჭეშმარიტი ინტერესის დადგენისათვის, მშობლის ბავშვთან გაერთიანების საკითხის გადაწყვეტისას ანგარიშგასაწევ ფაქტორებს წარმოადგენს ოჯახური ცხოვრება, მშობლებთან თანაბარი ურთიერთობის შესაძლებლობა და სხვა ისეთი ფაქტორები, რომლებიც არასრულწლოვნის სრულფასოვან აღზრდა-განვითარებას შეუწყობს ხელს.

 

მცირეწლოვანის ასაკი ცალსახად ადასტურებს ფაქტს იმის თაობაზე, რომ მას ესაჭიროება განსაკუთრებული მოვლა, ყურადღება და გარემო-პირობები. საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით კი არ დასტურდება გარემოება იმისა, რომ მამის მხრიდან ადგილი ჰქონდა ბავშვის ხსენებული, რომელიმე საჭიროების უგულებელყოფას, და რომ მამას აღნიშნულის უზრუნველყოფა დამოუკიდებლად და დედის მეთვალყურეობის გარეშე არ შეუძლია.

 

სასამართლოს მიერ დადგენილად ვერ იქნა მიჩნეული ე-----------------–---–ის მიერ მითითებულ ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ბავშვი მამასთან გაუცხოვებულია, ვინაიდან აღნიშნული არ დასტურდება საქმეში წარმოდგენილი არც ერთი მტკიცებულებით.

 

საქართველოს კანონმდებლობა,საერთაშორისო სამართლის ნორმები, მკაფიოდ ასახავს და მიუთითებს ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისას მშობლების თანაბარ უფლებებსა და მოვალეობებს ბავშვთან მიმართებით, სასამართლო იზიარებს არასრულწლოვანი დ--------------–---–ის წარმომადგენლის (სოც. სააგენტოს წარმომადგენლის) პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ გამოსავალი რაც შეიძლება ამჟამად იყოს, ეს არის ბავშთან ურთიერთობის მიზნით დღეების იმგვარად განაწილება, რომ ორივე მხარს მიეცეს შესაძლებლობა აქტიურად იყვნენ ჩართული არასრუწლოვანის აღზრდა-განვითარებაში, უზრუნველყონ არასრულწლოვანის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე ზედამხედველობა და ექიმთან მიყვანა, ამასთან გათვალისწინებული უნდა იქნას ფსიქოლოგის რეკომენდაცია. თითოეული დეტალი უნდა იყოს გაწერილი და ბავშვის გადაცემა მხარეების ურთიერთობიდან გამომდინარე საბავშვო ბაღის ან მეურვეობის ორგანოს დახმარებით,შესაბამისად, არასრულწლოვანი დ--------------–---–ს ნორმალური განვითარებისათვის, მიზანშეწონილია, მას ურთიერთობა ჰქონდეს როგორც ბიოლოგიურ დედასთან, ასევე ბიოლოგიურ მამასთან.

 

მამასა და შვილს შორის სისტემატიური ურთიერთობის არ ქონამ, მისმა გახანგრძლივებამ მამასთან დიდი ხნით დაშორების გამო, მოსალოდნელია გამოიწვიოს დ--------------–---–ის გაუცხოება მამის მიმართ, რაც უარყოფითად აისახება ბავშვის ფსიქო-ემოციურ და სოციალურ განვითარებაზე.

 

შესაბამისად, სასამართლო ბავშვის, დ--------------–---–ის საუკეთესო ინტერესისა და ოჯახური ცხოვრების პატივისცემის უფლების, იქონიოს მამასთან კონტაქტი, მაღალი სტანდარტის გათვალისწინებით მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ე-----------------–---–ის მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ, სასამართლოს მოსაზრებით, მამა-შვილს შორის ურთიერთობა უნდა მოხდეს შემდეგი წესის მიხედვით: გ------------–---–ს (დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) საქართველოში ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობისთვის განესაზღვროს:

ყოველი კვირის სამშაბათს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ოთხშაბათს დილით არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანის ვალდებულებით;

ყოველი კვირის პარასკევს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და კვირას დილით 10:30 საათზე არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის ვალდებულებით;

ზამთრის არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანმა დ--------------–---–მა გაატაროს მონაცვლეობით, ლუწი წლის პირველი ნახევარი დედასთან, მეორე ნახევარი მამასთან, კენტი წლის პირველი ნახევარი მამასთან, მეორე ნახევარი დედასთან;

აღდგომის დღესასწაული ლუწი წელი დედასთან, კენტი წელი მამასთან, 3 დღის ვადით;

ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას ლუწი წლის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ--------------–---–ი გაატარებს მამასთან, მეორე ნახევარს დედასთან, კენტ წლებში ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ--------------–---–ი გაატარებს დედასთან, მეორე ნახევარს მამასთან;

2--- წლის 1-------------ს დაბადებული არასრულწლოვანი დ--------------–---–ის მამასთან ყოფნის პერიოდში, დედას ე-----------------–---–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე;

 

2--- წლის 1-------------ს დაბადებული არასრულწლოვანი დ--------------–---–ის დედასთან ყოფნის პერიოდში, მამას გ------------–---–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე;

 

გ------------–---–ი სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ტელეფონის ნომრით 5--------) უზრუნველყოფს ე-----------------–---–ის ინფორმირებას (ნომერზე 5---------) არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანისა და უკან დაბრუნების თაობაზე;

გ------------–---–ს (დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) საქართველოში არ ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობისთვის განესაზღვროს:

სოციალური ქსელის (სკაიპი, ვაიბერის, მესენჯერის) საშუალებით ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, საღამოს 20.30 საათიდან - 21.00 საათამდე;

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი მუხლის ,,თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა არაქონებრივ დავაზე შეადგენს - 100 ლარს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლის განსჯად საქმეზე სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ყველა ინსტანციის სასამართლოში შეადგენს ამ მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი ოდენობის ნახევარს.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე გ------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით (ტომი1,ს.ფ. 80); ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოსარჩელე გ------------–---–ის მიერ გადახდილი 100 ლარი უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

საქმის მასალებით დასტურდება ასევე შეგებებულ სარჩელზე ე-----------------–---–ის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით 100 (ასი) ლარის გადახდა სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით (ტომი 2,ს.ფ. 110). ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს გ------------–---–ისთვის ე-----------------–---–ის სასარგებლოდ 50 ლარის დაკისრების საფუძველი, ხოლო ე-----------------–---–ის მიერ ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ე-----------------–---–სთვის დაბრუნების სამართლებრივი საფუძველი.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 38-ე, 39-ე, 46-ე, 53-ე, 55-ე, 243-ე- 244-ე, 248-ე-249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

გადაწყვიტა:

 

1. გ------------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

2. გ------------–---–ს უარი ეთქვას 2--- წლის 1-------------ს დაბადებული დ--------------–---–ის საცხოვრებელ ადგილად მამის საცხოვრებელი ადგილის განსაზღვრის მოთხოვნაზე.

3. გ------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

4. ე-----------------–---–ის შეგებებული სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

5. გ------------–---–ს (დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) საქართველოში ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობისთვის განესაზღვროს:

Ø ყოველი კვირის სამშაბათს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ, სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და ოთხშაბათს დილით არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებაში მიყვანის ვალდებულებით;

Ø ყოველი კვირის პარასკევს, 16:30 საათიდან 17:00 საათამდე პერიოდში, სასწავლო პროცესის დასრულების შემდეგ ბავშვის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანის, არასრულწლოვანი შვილის თავის საცხოვრებელ ადგილას წაყვანის და კვირას დილით 10:30 საათზე არასრულწლოვანი შვილის დედის საცხოვრებელ ადგილას მიყვანის ვალდებულებით;

Ø ზამთრის არდადეგების პერიოდში არასრულწლოვანმა დ--------------–---–მა გაატაროს მონაცვლეობით, ლუწი წლის პირველი ნახევარი დედასთან, მეორე ნახევარი მამასთან, კენტი წლის პირველი ნახევარი მამასთან, მეორე ნახევარი დედასთან;

Ø აღდგომის დღესასწაული ლუწი წელი დედასთან, კენტი წელი მამასთან, 3 დღის ვადით;

Ø ზაფხულის არდადეგების მიმდინარეობისას ლუწი წლის, ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ--------------–---–ი გაატარებს მამასთან, მეორე ნახევარს დედასთან, კენტ წლებში ივნისის, ივლისისა და აგვისტოს თვის პირველ ნახევარს არასრულწლოვანი დ--------------–---–ი გაატარებს დედასთან, მეორე ნახევარს მამასთან;

Ø 2--- წლის 1-------------ს დაბადებული არასრულწლოვანი დ--------------–---–ის მამასთან ყოფნის პერიოდში, დედას ე-----------------–---–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე;

 

Ø 2--- წლის 1-------------ს დაბადებული არასრულწლოვანი დ--------------–---–ის დედასთან ყოფნის პერიოდში, მამას გ------------–---–ს მიეცეს უფლება ტელეფონის საშუალებით დაუკავშირდეს არასრულწლოვან შვილს და მასთან კონტაქტი იქონიოს 10 (ათი) წუთის მანძილზე;

 

Ø გ------------–---–ი სატელეფონო შეტყობინების მეშვეობით (ტელეფონის ნომრით 5--------) უზრუნველყოფს ე-----------------–---–ის ინფორმირებას (ნომერზე 5---------) არასრულწლოვანი შვილის სასწავლო დაწესებულებიდან გამოყვანისა და უკან დაბრუნების თაობაზე;

6. გ------------–---–ს (დაბადებული 1--- წლის 0-----------ს, შ--------- მოქალაქის პასპორტის №8-------) საქართველოში არ ყოფნის პერიოდში, თავის არასრულწლოვან შვილთან, 2--- წლის 1-------------ს დაბადებულ დ--------------–---–თან ურთიერთობისთვის განესაზღვროს:

სოციალური ქსელის (სკაიპი, ვაიბერის, მესენჯერის) საშუალებით ყოველი კვირის ორშაბათს, ოთხშაბათს, პარასკევს, საღამოს 20.30 საათიდან - 21.00 საათამდე;

 

7. გ------------–---–ის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 100 (ასი) ლარის ოდენობით ჩაითვალოს ბიუჯეტში გადახდილად.

8. გ------------–---–ს დაეკისროს ე-----------------–---–ის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.

9. ე-----------------–---–ს დაუბრუნდეს ა-–-----------–--–-----–---–ის მიერ 21/02/2018 წელს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან - 100 (ასი) ლარიდან ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით (საგადასახადო დავალება #0, გადამხდელის ბანკი - სს,,თიბისი ბანკი“, სახაზინო კოდი - 300773150).

10. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ 2019 წლის 17 იანვარს მიღებული დროებითი განკარგულება სამოქალაქო საქმეზე (#2/1710-18).

11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ლელა ცანავა