გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/1237-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
29 მაისი, 2019 წელი ქ. ქუთაისი
შესავალი ნაწილი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე ციცინო მოსიძე
სხდომის მდივანი თეონა აბზიანიძე
მოსარჩელე - ბ------ ვ-–-----
მოპასუხე - ს----------–--- გ------–----, მ-–---------, კ---–--------- და ს--------- ს------------
წარმომადგენელი - ქ------- ი------–---–-
დავის საგანი - ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა და იძულებითი
განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 16 მარტის №26/კ ბრძანება ბ------ ვ-–------ თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და ბ------ ვ-–----- აღდგენილი იქნას ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უ--------- თანამდებობაზე.
1.2. ბ------ ვ-–-----ს აუნაზღაურდეს განაცდური გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე აღდგენამდე, თვეში 1200 ლარის ოდენობით.
1.3. დაეკისროს მოპასუხე მხარეს პროცესის ხარჯები, როგორც სასამართლოს ხარჯები, ისე სასამართლოს გარეშე ხარჯები.
მოსარჩელის განმარტებით, ის წლების განმავლობაში მუშაობს ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უ--------- თანამდებობაზე. იგი მასზე დაკისრებულ მოვალეობას ასრულებდა პირნათლად და რაიმე სახის დარღვევა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს დაშვებული არ ყოფილა, თუმცა 2018 წლის 16 მარტის ბრძანებით იგი გაანთავისუფლეს სამსახურიდან შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტის საფუძველზე, თუმცა მის მიერ არანაირი დარღვევის ჩადენას ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გათავისუფლების ბრძანება ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. აღდგენილ იქნეს იმავე თანამდებობაზე და აუნაზღაურდეს განაცდური თვეში 1200 ლარი, გათავისუფლების დღიდან სამუშაოზე ფაქტობრივად აღდგენამდე.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხე ს----------–--- გ------–----, მ-–---------, კ---–--------- და ს--------- ს------------ს წარმომადგენელმა წარმოდგენილი შესაგებლით არ ცნო სარჩელი და განმარტა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 16 მარტის NN26/კ ბრძანების ბათილად ცნობის თაობაზე უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად მოთხოვნა სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზეც უსაფუძვლო და დაუსაბუთებელია.
ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №67 ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს - ზ----- ხ------–----, თ----- ქ-----–--- და ს--–---- კ-------- დაევალათ ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- ინსპექტირება, ბრძანების დანართით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად (ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, 2017 წლის 29 დეკემბრის №1------ წერილში მითითებული საკითხები; ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- საქმიანობა შერჩევით 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 02 თებერვლის ჩათვლით და ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხები). შემმოწმებელი პირები ინსპექტირების პროცესში იღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას და ინსპექტირების პერიოდში განმარტებებს იძლეოდნენ რესურსცენტრის თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივად იყვნენ დაკავშირებული შესამოწმებელ საკითხებთან. ინსპექტირების განხორციელების შედეგად შედგენილ იქნა დასკვნა ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- თაობაზე.
ინსპექტირების შედეგად რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ საქმიანობაში გამოვლინდა უხეში ხასიათის არაერთი ფაქტი, კერძოდ, ზოგიერთი თანამშრომლის მიმართ ირღვეოდა თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის პრინციპი. დადგინდა, რომ ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას ჰქონდა ფორმალური ხასიათი და რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის კონტროლი. ვერ უზრუნველყოფდა დილით, რესურსცენტრის შესასვლელი კარების გაღებას, რის გამოც თანამშრომლები ვერ შედიოდნენ სამუშაო ოთახებში და ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას. ზოგიერთ თანამშრომელთან ურთიერთობისას დაარღვია თავაზიანობის და კორექტულობის პრინციპი, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით მათ მიმართა ღირსების შემლახავი ფრაზებით და დაემუქრა რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მათ არ დანიშნავდა თანამდებობაზე, ხოლო რ-------–-------- თანამშრომლის, რ------ რ----------- თხოვნას, შეეწყვიტა მათი მისამართით არაკორექტული ქმედება, უპასუხა ყვირილით. სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალთან დაკავშირებით, ბ------ ვ-–-----მ რ------ რ----------- თანამშრომლების თანდასწრებით მიმართა ყვირილით.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები, რომელთაც რიგ შემთხვევებში ჰქონდათ განმეორებადი და მრავალჯერადი ხასიათი.
ასევე დადგინდა, რომ ზოგიერთ იურისტს სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად არ აქვს შექმნილი შესაბამისი სამუშაო გარემო, რაც გამოიხატება კოდიფიცირებული ნორმატიული აქტების ბაზაზე წვდომის შეზღუდვაში.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესისა“ და „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის“ დარღვევის ფაქტები.
ინსპექტირების შედეგად რ-------–-------- საქმიანობის შესწავლით გამოვლინდა უხეში ხასიათის შემდეგი დარღვევის ფაქტები, კერძოდ კონდიციონერის შესაყიდვასთან და მონტაჟთან დაკავშირებით. გამოვლინდა დარღვევები ზოგიერთი სკოლისათვის სახელმძღვანელოების შესყიდვასთან და გადაცემასთან დაკავშირებით.
ბ------ ვ-–------ ხელმძღვანელობის პერიოდში რ-------–-------- საქმიანობაში არაერთხელ გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რის გმოც ბ------ ვ-–------ მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური სახდელი.
2017 წელს შიდა აუდიტის დეპარტამენტმა ასევე შეისწავლა რ-------–-------- შესახებ დეპარტამენტში შემოსული კორესპონდენცია, რის შედეგად გამოვლინდა ხარვეზები სახელმწიფო შესყიდვების განხორციელების მიმართულებით. აღნიშნულზე შედგა დასკვნა (№2---------) და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, რესურსცენტრს მიეცა მითითება რეაგირების მოხდენისა და ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე.
მიუხედავად ყოველივე ზემოაღნიშნულისა, რესურსცენტრში 2018 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად კვლავ გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რომელთა ნაწილს აქვს უხეში, მრავალჯერადი და განმეორებადი ხასიათი, რაც მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–----- ვერ უზრუნველყოფს რ-------–-------- საქმიანობის კანონშესაბამისობასა და სათანადო ხელმძღვანელობას. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ბ------ ვ-–----- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. შესაბამისად, არ არსებობს ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 16 მარტის N26/კ ბრძანების ბათილად ცნობის არც ერთი საფუძველი. ამდენად, სასარჩელო მოთხოვნა, როგორც ბრძანების ბათილად ცნობის, ისე სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
3. ფაქტობრივი გარემოებები:
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.
3.2. სასამართლოს მიერ დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. ბ------ ვ-–-----, 2013 წლის 08 ნოემბრიდან გათავისუფლებამდე ხელმძღვანელობდა ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრს. ამ პერიოდის განმავლობაში მის მიმართ გამოყენებულია არაერთი დისციპლინური სახდელი. კერძოდ, 2014 წლის 29 იანვრის N1/კ-41 ბრძანების შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება; 2015 წლის 12 იანვრის N2/კ-20 ბრძანების შესაბამისად, მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - დაუკავდა 7 სამუშაო დღის ხელფასი; 2015 წლის 18 თებერვლის N2/კ-122 ბრძანების შესაბამისად, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - დაუკავდა 9 სამუშაო დღის ხელფასი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ბ------ ვ-–------ თანამდებობაზე დანიშვნის ბრძანებები (იხ. ს.ფ. 70; 71. ტ.2);
- 2014 წლის 29 იანვრის 2/კ-41 ბრძანება (იხ.დანართი 107, ს.ფ. 25, ტ. 5);
- 2015 წლის 12 იანვრის N2/კ-20 ბრძანება (იხ. დანართი 109, ს.ფ. 43, ტ. 5);
- 2015 წლის 18 თებერვლის N2/კ-122 ბრძანება (იხ.დანართი 112, ს.ფ. 62 ტ. 5).
3.2.2. ბ------ ვ-–---- დარიცხული თანამდებობრივი სარგო შეადგენდა 1200 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.3. ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №67 ბრძანების საფუძველზე, ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს - ზ----- ხ------–----, თ----- ქ-----–--- და ს--–---- კ-------- დაევალათ ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- ინსპექტირება, ბრძანების დანართით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად (ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, 2017 წლის 29 დეკემბრის №1------ წერილში მითითებული საკითხები; ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- საქმიანობა შერჩევით 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 02 თებერვლის ჩათვლით და ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხები).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №67 ბრძანება, დანართით (იხ. ს.ფ. 65-67, ტ. 2).
3.2.4. ინსპექტირება მიმდინარეობდა 2018 წლის 29 იანვრიდან 2018 წლის 02 თებერვლის ჩათვლით. ინსპექტირების პერიოდში ახსნა-განმარტებები ჩამოერთვათ ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უფროსს, ბ------ ვ-–-----სა და ცალკეულ თანამშრომლებს, რომლებიც სამსახურებრივად დაკავშირებული იყვნენ შესამოწმებელ საკითხებთან.
ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრში დასაქმებულია 9 თანამშრომელი, აქედან 3 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (იურისტი), 1 მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ბუღალტერი), ორი მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (პედაგოგი), ერთი მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (აუდიტი), ასევე 1 შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებული პირი (დამლაგებელი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შიდა აუდიტის დეპარტამენტის უფროსის ფუნქციათა შემსრულებლის თ----- გ--------- 2018 წლის 07 თებერვლის N132359 სამსახურებრივი ბარათი (იხ. ს.ფ. 68, ტ. 2).
- სამართლებრივი უზრუნველყოფის დეპარტამენტის უფროსის დ----- ლ------–---–-- 2018 წლის 09 თებერვლის N142648 სამსახურებრივი ბარათი, თანდართული ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2013 წლის 08 ნოემბრის №1/კ-1057 და 2014 წლის 05 თებერვლის №1/კ-101 ბრძანებებით იხ. ს.ფ. 69-71, ტ. 2).
- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.5. ინსპექტირების განხორციელების შედეგად ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის მიერ შედგენილ იქნა დასკვნა N1--------- ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- ინსპექტირების შესახებ. სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რ-------–-------- თანამშრომლებმა დაადასტურეს დასკვნაში მითითებული დარღვევები და ინსპექტირების ჩატარებისას მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა N1--------- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- ინსპექტირების შესახებ (იხ. ს.ფ. 269-320; ტ. 4).
- მოწმეების გ--- ც------, ნ---- მ-------–---–--, ს------- ბ------------, მ------ თ------------, მ------ გ----------, ა.. ლ-–---- ჩვენებები, მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.6. ბ------ ვ-–----- 2017 წლის 29 დეკემბრის №1------ წერილში აღნიშნავდა, რომ რ-------–-------- თანამშრომლები სამუშაო დროის განმავლობაში არათანაბრად იყვნენ დატვირთულები. ინსპექტირებით დადგინდა, რომ რ-------–-------- უფროსმა ბ------ ვ-–-----მ რ------ რ-----------, მ------ თ------------ა და ს------- ბ------------ მიმართ არ დაიცვა თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის პრინციპი, რისი ვალდებულებაც მას ეკისრებოდა. ბ------ ვ-–-----, როგორც რ-------–-------- უფროსი, ვალდებული იყო ყურადღებით მოესმინა დავალებასთან დაკავშირებით რ-------–-------- თანამშრომლების პოზიცია და თუ მიაჩნდა, რომ მათი არგუმენტი არ იყო დასაბუთებული, ვალდებული იყო მათთვის აეხსნა და დაესაბუთებინა მისი მოთხოვნის შესრულების აუცილებლობა, რაც გამორიცხავდა თანამშრომლების მხრიდან დავალების შესრულების გაჭიანურებას და მათთვის წერილობითი მიმართვისა და გაფრთხილების აუცილებლობას. ასევე დადგინდა, რომ ს------- ბ---------------- დაკავშირებით ინფორმაცია არ მიაწოდა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს, ვინაიდან მან პირად საუბარში მოუხადა ბოდიში და დაჰპირდა, რომ მომავალში შეასრულებდა დავალებებს.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ--------- ბ------ ვ-–------ა და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების (იურისტების) რ------ რ-----------, მ------ თ------------ა და ს------- ბ------------ ახსნა - განმარტებებით, რ-------–-------- უ--------- 2017 წლის 29 დეკემბრის №1595001, №1595291 და 2018 წლის 05 იანვრის №7649 წერილებით. (იხ. ს.ფ. 72-101, ტ .2).
3.2.7. 2017 წლის 29 დეკემბრის №1------ წერილში ბ------ ვ-–----- უთითებდა, რომ გ--- ც----- არღვევდა რ-------–-------- შინაგანაწესს და სამსახურში გამოცხადებისას ერთდროულად აწერდა ხელს, როგორც მოსვლაზე, ასევე წასვლაზე.
ინსპექტირებით დადგინდა რომ, ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას ჰქონდა ფორმალური ხასიათი და რიგ შემთხვევებში არ ხდებოდა თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის კონტროლი. რ-------–-------- შინაგანაწესის მე-5 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, რ-------–-------- უფროსი ვალდებულია ბრძანებით გამოყოს პასუხისმგებელი პირი, რომელიც გააკონტროლებს თანამშრომელთა მიერ სამუშაოზე გამოცხადებას და მათ აღრიცხვას.
რ-------–-------- უ--------- 2017 წლის 14 ივნისის №42 ბრძანებით, რ-------–-------- თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებაზე და კონტროლზე პასუხისმგებელ პირად განსაზღვრული იყო რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----. აღნიშნულიდან გამომდინარე, იგი ვალდებული იყო, ჯეროვნად შეესრულებინა მასზე დაკისრებული მოვალეობა. ამასთან, ყურადღება გამახვილდა იმ ფაქტზე, რომ ბ. ვ-–------ განმარტებით, აღნიშნულ შემთხვევაში გ. ც------ მხრიდან შინაგანაწესის დარღვევის ფაქტებს ადგილი ჰქონდა წერილობით გაფრთხილებამდე ბოლო ერთი თვის მანძილზე, თუმცა ხსენებული აღმოაჩინა მოგვიანებით. შესაბამისად, ბ. ვ-–-----ს თუ კი მიაჩნდა, რომ გ. ც------ მხრიდან ირღვეოდა რ-------–-------- შინაგანაწესი, ვალდებული იყო მიეღო ზომები, რათა თავიდან აეცილებინა გ. ც------ მხრიდან კანონმდებლობის დარღვევის ფაქტები და უზრუნველეყო რ-------–-------- შინაგანაწესის დაცვა.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ--------- ბ------ ვ-–------ ახსნა - განმარტებით, რ-------–-------- თანამშრომლების - გ--- ც------, მ------ გ----------, ნ---- მ-------–---–--, რ------ რ-----------, მ------ თ------------, ს------- ბ------------ და ა.... ლ-–---- ახსნა - განმარტებებით (იხ. ს.ფ. 73-85, 86-90, 91-94, 193-195, 196-198, 199-202, 203-206, 207, 208-209, ტ. 2), ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.
3.2.8. ბ------ ვ-–-----, 2017 წლის 29 დეკემბრის №1------, №1597832, №1595291 და №1595001 წერილებში და ახსნა - განმარტებაში უთითებდა, რომ რ-------–-------- თანამშრომლები - გ--- ც-----, რ------ რ----------- ს------- ბ----------- და მ------ თ----------- არ ასრულებენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას, თუმცა ბ------ ვ-–-----მ მიუხედავად აღნიშნულისა, 2017 წლის 28 დეკემბერს წერილობით მიმართა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრს და ითხოვა თანხმობა რ-------–-------- თანამშრომლებზე, მათ შორის რ------ რ-----------, ს------- გ----------, მ------ თ------------ და გ--- ც------ სახელზე ხელფასის სრული ოდენობით პრემიის გაცემის თაობაზე, ხოლო თანხმობის წერილის საფუძველზე, 2017 წლის 29 დეკემბრის №1/კ-125 ბრძანებით, სამსახურებრივი მოვალეობის სანიმუშო შესრულებისათვის და კეთილსინდისიერი სამსახურისათვის რ------ რ-----------, ს------- გ----------, მ------ თ------------ და გ--- ც------ სახელზე გასცა ერთჯერადი ფულადი ჯილდო ხელფასის სრული ოდენობით. (იხ. ს.ფ. 72, 95, 96, 97-101, 210, 211-213, 214-215, ტ. 2).
3.2.9. ინსპექტირებით დადგინდა, რომ რ-------–-------- თანამშრომლების: გ--- ც------, მ------ გ----------, ნ---- მ-------–---–--, რ------ რ-----------, მ------ თ------------, ს------- ბ------------ და ა... ლ-–---- განმარტებით, რ-------–-------- ცენტრალური შემოსასვლელი კარების გასაღები აქვს ბ------ ვ-–-----ს და დილით კარებს იგი აღებს. თუმცა არის შემთხვევები, როცა შენობის შესასვლელი კარები არის დაკეტილი, რის გამოც, რ-------–-------- თანამშრომლები რამდენიმე საათის განმავლობაში დგანან ქუჩაში და ვერ ასრულებდნენ სამსახურებრივ მოვალეობას. გამომდინარე იქიდან, რომ რ-------–-------- საქმიანობას წარმართავს რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, ზემოაღნიშნულ შემთხვევებში ვალდებული იყო, რ-------–-------- თანამშრომლებისთვის შეექმნა სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო გარემო და უზრუნველეყო შინაგანაწესის დაცვა.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- თანამშრომლების - გ--- ც------, მ------ გ----------, ნ---- მ-------–---–--, რ------ რ-----------, მ------ თ------------, ს------- ბ------------ და ა.... ლ-–---- ახსნა - განმარტებებით (იხ. ს.ფ. 86-90, 91-94, 193-195, 196-198, 199-202, 203-206, 207, 208-209, ტ. 2), ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.
3.2.10. ინსპექტირებით დადგინდა, რომ 2017 წლის 27 დეკემბერს ჩატარებულ თანამშრომელთა თათბირზე, როცა რ------ რ----------- მკაცრად მოთხოვა დავალებების ჯეროვანი და დროული შესრულება, ასევე როცა სხვა იურისტებს მიმართა მკაცრი ტონით და უთხრა, რომ ისინი არ არიან დატვირთულები სათანადოდ და ხელფასსაც დაუმსახურებლად იღებდნენ და შეახსენა, რომ გამოსაცდელი ვადით იყვნენ დანიშნული და დაემუქრა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ არ დანიშნავდა თანამდებობაზე, ბ------ ვ-–-----მ დაარღვია საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესები.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- თანამშრომლების, მ------ თ------------, ს------- ბ------------, მ------ გ---------- და ნ---- მ-------–---–-- ახსნა - განმარტებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.
3.2.11. ინსპექტირებით დადგინდა, რომ ბ------ ვ-–------ მხრიდან ზემოაღნიშნულ ფაქტს რ-------–-------- პედაგოგების - მ------ გ---------- და ნ---- მ-------–---–-- მისამართითაც ჰქონდა ადგილი. კერძოდ, ბ------ ვ-–-----ს მათთვის გაღიზიანებული ტონით უთქვამს და დამუქრებიათ, რომ არ სჭირდებოდა ორი პედაგოგი და სამი იურისტი, რის თაობაზეც საკითხს დააყენებდა მინისტრთან. 2016 წლის 12 სექტემბრის ეპიზოდთან დაკავშირებით (როცა ბ------ ვ-–----- გაბრაზდა და მათ დაუწყო თითის ქნევით ყვირილი, უყვიროდა, რომ მოემზადებინათ მისი შვებულებიდან გამოსვლის ბრძანება, ვინაიდან მისთვის მტრულად განწყობილ თანამშრომლებს ვერ დატოვებდა უმეთვალყურეოდ) გამოვლინდა შინაგანაწესის 27-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტების დარღვევა, კერძოდ, ბ------ ვ-–----- ვალდებული იყო ზემოაღნიშნულ შემთხვევაში დაეცვა რ-------–-------- შინაგანაწესი და ნ---- მ-------–---–---- და მ------ გ-------------- ურთიერთობისას დაეცვა ეთიკური და ზნეობრივი ნორმები.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- თანამშრომლების - ნ---- მ-------–---–--ა და მ------ გ---------- ახსნა - განმარტებებით (იხ. ს.ფ. 199-202, 203-206, ტ. 2), ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.
3.2.12. ინსპექტირებით დადგინდა, რომ რ------ რ---------- 2018 წლის 04 იანვარს იმყოფებოდა კანცელარიის ოთახში, სადაც შევარდა ბ------ ვ-–----- და კოლეგების - გ--- ც------, მ------ გ---------- და ნ---- მ-------–---–-- თანდასწრებით დაუწყო ყვირილი, რომ, ვინაიდან წინა დღეს სოკარ ჯორჯიაში არ წაიღო ხელშეკრულება, გაითიშა გაზი და ყვირილით უთხრა, რომ ამას არ აპატიებდა და დაემუქრა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ არ დანიშნავდა თანამდებობაზე. ბ------ ვ-–-----მ რ------ რ----------- ყვირილით უთხრა, რომ დიდ დროს ატარებდა კანცელარიის ოთახში და უკრძალავდა თანამშრომლებთან კონტაქტს და ყვირილით უთხრა - ,,არ დაგინახო სხვა თანამშრომლების ოთახებში შესული“. რ------ რ----------- განმარტებით, ყველა დოკუმენტი ინახება კანცელარიის ოთახში და სამსახურებრივი საჭიროებიდან გამომდინარე, დღის მანძილზე ხშირად უწევს აღნიშნულ ოთახში შესვლა, ისევე, როგორც ყველა თანამშრომელს. განმარტების თანახმად, მისი სამსახურებრივი კომპიუტერი დაზიანებულია, ვერ ახერხებს სხვადასხვა პროგრამაში მუშაობას და ხშირად იყენებს კანცელარიაში მდებარე კომპიუტერს. იმის გათვალისწინებით, რომ რ-------–-------- საქმიანობას წარმართავს რ-------–-------- უფროსი, თანამშრომლებისათვის შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა წარმოადგენს ბ------ ვ-–------ მოვალეობას და ზემოაღნიშნულ შემთხვევაში იგი ვალდებული იყო რ------ რ-------------- ურთიერთობისას ყოფილიყო კორექტული და არ იყო უფლებამოსილი მისთვის შეეზღუდა სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენება.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- თანამშრომლების - რ------ რ----------- მ------ გ----------, ნ---- მ-------–---–--, ს------- ბ------------, მ------ თ------------ და გ--- ც------ ახსნა - განმარტებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.
3.2.13. ინსპექტირებით დადგინდა, რომ 2018 წლის 4 იანვრის დილით აღმოჩნდა, რომ სამსახურში გამოცხადების ჟურნალის გვერდები შევსებული იყო და რ------ რ----------- შეთავაზა მსგავსი ფორმის ცარიელ გვერდზე დაეფიქსირებინა გამოცხადება. რასთან დაკავშირებითაც გ--- ც-----ს გადაულაპარაკა, რომ რა უწესრიგობა იყო. ჩანს, ბ------ ვ-–-----მ გაიგონა მისი ნათქვამი, მივარდა და დაუწყო ყვირილი, თუ რატომ თქვა აღნიშნული სიტყვები და ყვირილით დაემუქრა, რომ არ დანიშნავდა თანამდებობაზე. ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების მე-13 მუხლის მე-2 პუნქტი სამსახურებრივ საკითხებთან დაკავშირებით რ------ რ----------- ანიჭებდა თავისი პოზიციის დაფიქსირების უფლებას. შესაბამისად, რ-------–-------- უფროსი ზემოხსენებულ შემთხვევაში ვალდებული იყო რ------ რ-----------თან ურთიერთობისას შეენარჩუნებინა კორექტულობა და უზრუნველეყო მისი მხრიდან საკუთარი მოსაზრების გამოხატვის თავისუფლება.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- თანამშრომლების რ------ რ-----------, გ--- ც------, მ------ გ----------ა და ს------- ბ------------ ახსნა - განმარტებებით, ასევე სასამართლო სხდომაზე მიცემული ჩვენებებით.
3.2.14. რ-------–-------- უ--------- ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემაში (e----) არსებული კორესპონდენციების შერჩევით შესწავლის პროცესში დადგინდა, რომ 2017 წლის 13 და 21 თებერვალს რ-------–-------- უფროსს, ბ------ ვ-–-----ს, წერილობით (წერილები N1--------------) მიმართეს სსიპ - ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორმა, ნ----------–---- და სსიპ - ქალაქ ქუთაისის N- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ს------- ქ---------–---- და აცნობეს, რომ ცალკეული მოსწავლეებისათვის გადასაცემად სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ. სკოლების ხელმძღვანელებმა ბ------ ვ-–------აგან ითხოვეს საკითხთან დაკავშირებით ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------სთან შუამდგომლობა.
ინსპექტირებით დადგინდა რომ, ერთ შემთხვევაში, მოსწავლეებს გამოსაყენებლად გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები გადაეცათ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით უწევდათ სახელმძღვანელოებისათვის ასლების გადაღება, არ დასტურდება რ-------–-------- მხრიდან სსიპ - ქალაქ ქუთაისის N-- და სსიპ - ქალაქ ქუთაისის N- საჯარო სკოლების ცალკეული მოსწავლეების ჭეშმარიტ ინტერესებზე ორიენტირებული ქმედებისა და ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ქმედითი ღონისძიებ(ებ)ის გატარება. იმის გათვალისწინებით, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, წერილობით ახსნა-განმარტებაში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ სკოლებისათვის მოთხოვნილი სახელმძღვანელოების გადაცემა არ მომხდარა და არც წერილები გადაგზავნილა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ში, არ დასტურდება მისი მხრიდან რ-------–-------- საქმიანობის სწორად წარმართვა.
ზემოაღნიშნული დასტურდება: ბ------ ვ-–------ 2018 წლის 2 თებერვლის ახსნა- განმარტებით (ს.ფ. 219-220, ტ. 2), ა... ლ-–---- 2017 წლის 10 მარტის N2----- სამსახურებრივი ბარათით (ს.ფ. 221-222, ტ. 2); N-- საჯარო სკოლის დირექტორის ნ---- ს---–---- 2017 წლის 13 თებერვლის N1----- წერილით (ს.ფ. 223-225, ტ. 2); N- საჯარო სკოლის დირექტორის ს------- ქ---------–---- N1----- წერილით (ს.ფ. 226-229, ტ. 2); ნ----- ს---–---- 2018 წლის 1 მარტის ახსნა-განმარტება, 2017 წლის 13 თებერვლის N1----- წერილით (ს.ფ. 230-232, ტ. 2); ს------- ქ---------–---- 2018 წლის 1 მარტის ახსნა-განმარტება, N1----- წერილით (ს.ფ. 233-236, ტ. 2); ა... ლ-–---- 2018 წლის 28 თებერვლის ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 237-238, ტ. 2).
3.2.15. რ-------–-------- უ--------- ელექტრონული დოკუმენტბრუნვის და ელექტრონული ხელმოწერის სისტემაში (e----) არსებული კორესპონდენციების შერჩევით შესწავლის პროცესში ასევე დადგინდა, რომ რ-------–-------- უფროსმა, ბ------ ვ-–-----მ, 2017 წლის 05 ივლისს N7----- წერილით მიმართა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრს და აცნობა, რომ რ-------–-------- ბალანსზე რიცხული კონდიციონერები არ იყო საკმარისი სამუშაო ოთახებისთვის და ბაზრის კვლევის შედეგად მიიღეს 1 ცალი 840 ლარის ღირებულების კონდიციონერის შეძენის გადაწყვეტილება, რომლის მონტაჟის ღირებულება იქნებოდა 90 ლარი. წერილით მოთხოვნილ იქნა კონდიციონერის შესაძენად რ-------–-------- ბიუჯეტის „საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან 930 ლარის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში გადატანა. ზემოაღნიშნულის მიუხედავად, 2017 წლის 15 აგვისტოს რესურსცენტრსა და შპს „ელო-07“-ს შორის გაფორმდა N18 ხელშეკრულება, რომლითაც შესყიდულ იქნა 930 ლარის ღირებულების 1 ერთეული კონდიციონერი, ნაცვლად 840 ლარისა, ხოლო კონდიციონერის მონტაჟი შესყიდულ იქნა დამოუკიდებლად ი---------–- გ-----------, ღირებულებით 100 ლარი (ხელშ. N20 17/08/2017წ.).
კონდიციონერის მონტაჟის ღირებულების ანაზღაურების საკითხთან დაკავშირებით, როდესაც ხაზინაში წარდგენილ იქნა ვალდებულების დოკუმენტი N212 ი---------–- გ------------- ხელშეკრულების ღირებულების (100 ლარი) ანაზღაურების თაობაზე. ხაზინამ დაიწუნა აღნიშნული დოკუმენტი და მიზეზად მიუთითა, რომ მონტაჟის ღირებულება კონდიციონერის ღირებულებისათვის დაემატებინათ, თუმცა ვინაიდან „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში გათვალისწინებული 930 ლარი უკვე გახარჯული იყო, შეუძლებელი გახდა ი---------–- გ------------- თანხის ანაზღაურება. აღნიშნული წერილობითი ახსნა-განმარტებით დაადასტურა ბ------ ვ-–-----მაც. კერძოდ, 2018 წლის 02 თებერვლით დათარიღებულ ახსნა-განმარტებაში მიუთითა, რომ ი---------–- გ------------- ანაზღაურებული არ არის ხელშეკრულების ღირებულება, რისი მიზეზიც ისაა, რომ ხელშეკრულების გაფორმების დროს ყურადღება ვერ მიაქციეს აღნიშნულ ფაქტს და არც შემდეგში უთხოვიათ სამინისტროსთვის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში თანხის დამატება. მისივე განმარტებით, ი---------–- გ------ თანხის ანაზღაურებას არ ითხოვს და პრეტენზია არ გააჩნია.
შესაბამისად, იმ შემთხვევაში, თუ ი---------–- გ------ მოითხოვს ანგარიშსწორების განხორციელებას, რესურსცენტრს შესაძლოა, მოუწიოს არა მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების, არამედ პირგასამტეხლოს ანაზღაურებაც, რაც შესყიდვის სათანადოდ დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ბ------ ვ-–------, როგორც რ-------–-------- უ---------ა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის, მხრიდან აღნიშნული სახსრების მიზნობრივად გამოყენების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება.
ზემოაღნიშნული დასტურდება: ბ------ ვ-–------ 2017 წლის 05 ივლისის N7----- წერილით (ს.ფ. 239, ტ. 2). ანგარიშფაქტურა და ინვოსი (ს.ფ. 240-242, ტ. 2), ეკონომიკური დეპარტამენტის უ--------- მ------ ბ------- 2017 წლის 20 ივლისის N8----- წერილი (ს.ფ. 243-244, ტ. 2), 2017 წლის 15 აგვისტოს N18 ხელშეკრულება (ს.ფ. 245-248, ტ. 2), 2017 წლის 16 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი (ს.ფ. 249, ტ. 2) 2017 წლის 16 აგვისტოს სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 250, ტ. 2), საგადახდო მოთხოვნა N0---- (ს.ფ. 251, ტ. 2); 2017 წლის 17 აგვისტოს N20 ხელშეკრულება (ს.ფ. 252-255, ტ. 2); 2017 წლის 17 აგვისტოს მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ. 256, ტ. 2); ინფორმაცია ფინანსური მდგომარეობის შესახებ (ს.ფ. 257-274, ტ. 2); ვალდებულების დოკუმენტი (ს.ფ. 275-276, ტ. 2);
3.2.16. ინსპექტირების პროცესში შერჩევით შესწავლილ იქნა რ-------–-------- მიერ 2016-2017 წლებში განხორცილებული სახელმწიფო შესყიდვების შესაბამისობა შესყიდვების სფეროში მოქმედ კანონმდებლობასთან. ინსპექტირებით დადგინდა, რომ რ-------–-------- 2018 წლის შესყიდვების წლიური გეგმა დამტკიცდა რ-------–-------- უ--------- 2017 წლის 20 ნოემბრის N58 ბრძანებით, თუმცა მისი დარეგისტრირება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შექმნისა და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებულ „e----“ მოდულში განხორციელდა 2017 წლის 21 ნოემბერს (რეგისტრირებული გეგმა: P1--------), მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ თანახმად, 2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის დარეგისტრირება უნდა განხორციელებულიყო არა უგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა.
მსგავს დარღვევას ადგილი ჰქონდა 2015, 2016 და 2017 წლების შესყიდვების წლიური გეგმების შემთხვევაშიც, რაც ასახულ იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში (N2---------) და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, რესურსცენტრს მიეცა მითითება დარღვევებზე რეაგირების მოხდენისა და ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე. დასკვნის პასუხად, შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ იქნა რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, 2017 წლის 01 ივნისის N5----- წერილი, რომელშიც მითითებულია, რომ რესურსცენტრი მომდევნო წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის სისტემის e---- მოდულში რეგისტრაციას განახორციელებს კანონით განსაზღვრულ ვადებში - არა უგვიანეს მიმდინარე წლის 20 ნოემბრისა.
აღნიშნულის მიუხედავად, რესურსცენტრმა ვერ უზრუნველყო 2018 წლის შესყიდვების წლიური გეგმის სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შექმნისა და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებულ „e----“ მოდულში დროულად დარეგისტრირება, რითაც, ერთმნიშვნელოვნად დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესით“ დადგენილი მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა, რესურსცენტრმა არ გაითვალისწინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევა შემდგომ საქმიანობაში, რის გამოც დარღვევას აქვს განმეორებადი ხასიათი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა... ლ-–----, ახსნა-განმარტებებით (ს.ფ. 277-280, 281-287, 288-291, 292-297, ტ. 2); აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შექმნისა და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებულ „e----“ მოდულში რეგისტრირებული რ-------–-------- 2018 წლის შესყიდვების წლიური გეგმით (რეგისტრირებული გეგმა: P1--------) და შიდა აუდიტის დეპარტამენტის N2--------- დასკვნით. (იხ. დანართი 52, ს.ფ. 298-302, ტ. 2, სფ. 1-63, ტ.3; დანართი 53, ს.ფ.64-93, ტ. 3; დანართი 54, ს.ფ. 94-110, ტ. 3).
3.2.17. ინსპექტირებით დადგინდა, რომ 2018 წლის შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით, რესურსცენტრს არ მოუხდენია ბაზრის გამოკვლევა/შიდა ბაზრის შესწავლა. მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა 2016 წლის შესყიდვების წლიურ გეგმასთან მიმართებით შიდა აუდიტის დეპარტამენტის N2--------- დასკვნაშიც, რის პასუხად შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, 2017 წლის 01 ივნისის N5----- წერილში მითითებულია, რომ წლიური გეგმით გათვალისწინებული შესყიდვის ობიექტების შესყიდვამდე და წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს, რესურსცენტრი განახორციელებს ბაზრის კვლევას შესყიდვის ობიექტის საორიენტაციო ღირებულების დადგენის მიზნით. აღნიშნულის მიუხედავად, ამ შემთხვევაშიც, რესურსცენტრმა არ მოახდინა ბაზრის გამოკვლევა/შიდა ბაზრის შესწავლა, რითაც ერთმნიშვნელოვნად დაირღვა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესით“ დადგენილი მოთხოვნები. გარდა აღნიშნულისა, ამ შემთხვევაშიც რესურსცენტრმა არ გაითვალისწინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევა შემდგომ საქმიანობაში, რის გამოც დარღვევას აქვს განმეორებადი ხასიათი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ლ-–----, ახსნა-განმარტებებით (ს.ფ. 277-280, 281-287, 288-291, 292-297, ტ. 2) და შიდა აუდიტის დეპარტამენტის N2--------- დასკვნით (ს.ფ. 94-110, ტ. 3).
...
3.2.18. რ-------–-------- მიერ 2016-2017 წლებში გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებების შერჩევით შესწავლით დადგინდა, რომ რიგ შემთხვევებში ხელშეკრულების გაფორმების დროს „e----“ მოდულში რეგისტრირებული შესყიდვების წლიური გეგმა საერთოდ არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ობიექტის კლასიფიკატორის კოდით გათვალისწინებულ შესყიდვას ან ხელშეკრულების ღირებულება აღემატებოდა გეგმაში ხელშეკრულების ობიექტის კლასიფიკატორის კოდით გათვალისწინებული სავარაუდო შესყიდვის ღირებულებას, ხოლო სათანადო ცვლილებები შესყიდვების წლიურ გეგმაში განხორციელებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ. რაც მიუთითებს შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე, კერძოდ, საჭიროებების იდენტიფიცირების არარსებობაზე ან ნაკლებობაზე, რის გამოც სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების რაციონალურად განხორციელება.
აღნიშნული ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და საქართველოს სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით. ამასთან, საგულისხმოა, რომ მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N2--------- დასკვნაშიც, რის პასუხად შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილ რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, 2017 წლის 01 ივნისის N5----- წერილში მითითებულია, რომ გათვალისწინებული იქნება ხელშეკრულების გაფორმებისას დაშვებული შეცდომა იმის შესახებ, რომ სახელმწიფო შესყიდვა განხორციელდეს „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნის დაცვით, შესყიდვების წლიური გეგმის შესაბამისად. ამდენად, რესურსცენტრმა არ გაითვალისწინა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევა შემდგომ საქმიანობაში, რის გამოც დარღვევას აქვს განმეორებადი ხასიათი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა... ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ზემოხსენებული ხელშეკრულებებითა და სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შექმნისა და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებულ „e----“ მოდულში რეგისტრირებული რ-------–-------- 2016 და 2017 წლების შესყიდვების წლიური გეგმებით (P1--------, P1--------) და შიდა აუდიტის დეპარტამენტის N2--------- დასკვნით.
3.2.19. შესწავლით ასევე დადგინდა, რომ 2016 და 2017 წლებში, ცალკეულ შემთხვევებში, რესურსცენტრს A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელებული აქვს კონსოლიდირებული ტენდერის გარეშე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტებისაგან განსხვავებული პირებისაგან, რითაც დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 20 მარტის N2 ბრძანებით დამტკიცებული „A4 ფორმატის საბეჭდი ქაღალდის კონსოლიდირებული ტენდერის ჩატარების წესისა და პირობების“ პირველი მუხლის მე-3 პუნქტი, A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2016 წლის კონსოლიდირებული ტენდერების (C-----------, C-----------) სატენდერო დოკუმენტაციების პირველი მუხლის 1.2 ქვეპუნქტები და A4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის 2017 წლის კონსოლიდირებული ტენდერის (C-----------) სატენდერო დოკუმენტაციის პირველი მუხლის 1.2 ქვეპუნქტი.
აღნიშნული კი მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ-------–-------- უფროსმა, ბ------ ვ-–-----მ, რომელიც წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ვერ უზრუნველყო გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების რაციონალურად, ეკონომიურად და პროდუქტიულად განხორციელება.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ზემოხსენებული ხელშეკრულებებით - N04 (25/02/2016წ.) - (C-----------), N14 (05/09/2016წ.) - (C-----------), N7 (16/02/2017წ.) - (C-----------), სსიპ - სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს მიერ გამოცხადებული კონსოლიდირებული ტენდერების (C-----------, C-----------, C-----------) სატენდერო დოკუმენტაციითა და კონსოლიდირებული ტენდერების სატენდერო კომისიის სხდომის ოქმებით.
3.2.20. რიგი ხელშეკრულებების თანახმად, შესყიდვის ობიექტი განისაზღვრება დანართით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ისინი არც ხელშეკრულებებს ერთვის და არც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულშია განთავსებული. რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი) ა.. ლ-–---- განმარტებით, არცერთ ხელშეკრულებასთან მიმართებით დანართი არ შედგენილა. ამდენად, ხელშეკრულებაში მათ მითითებას აქვს ფორმალური ხასიათი.
3.2.21. რიგი ხელშეკრულებების შემთხვევაში ერთმანეთს არ ემთხვევა ხელშეკრულების დანართით გათვალისწინებული ცალკეული შესყიდვის ობიექტი და ფაქტობრივად შეძენილი საქონელი. აღნიშნულთან დაკავშირებით არსებითად განსხვავებული პოზიციები აქვთ რ-------–-------- უფროსს, ბ------ ვ-–-----სა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტს (ფინანსისტი), ა.. ლ-–----. კერძოდ, ბ------ ვ-–----- განმარტავს, რომ როდესაც ხელშეკრულების დანართით სხვა საქონლის შეძენა იყო გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივად სხვა საქონელი იქნა შეძენილი, გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ აღნიშნული ფაქტისთვის არც მას და არც ა... ლ-–---- ყურადღება არ მიუქცევიათ, ხოლო რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტი (ფინანსისტი), ა.. ლეჟავა, განმარტავს, რომ ზემოაღნიშნული გამოწვეულია იმ გარემოებით, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, ერთპიროვნულად იღებს გადაწყვეტილებებს შესყიდვებთან დაკავშირებით, რაც გამოიხატება შემდეგში: თავად მიდის ან რომელიმე თანამშრომელს აგზავნის მიმწოდებლებთან ისე, რომ აღნიშნულის თაობაზე წინასწარ არ ატყობინებს და არც გეგმაში ამოწმებს ფინანსური რესურსის არსებობას, ყიდულობს კონკრეტულ საგნებს, რომლებიც თავად მოსწონს და აღნიშნულის შემდეგ მიდის მასთან (ა... ლ-–----თან) უკვე გაფორმებული ხელშეკრულებით. ისეთ პირობებში, როდესაც ხელშეკრულების დანართით (რომელიც, თავის მხრივ, ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს), სხვა საქონლის შეძენაა გათვალისწინებული, ხოლო ფაქტობრივად სხვა საქონლის შეძენა ხდება, ირღვევა ხელშეკრულებით განსაზღვრული შესყიდვის ობიექტი. ამასთან, აღსანიშნავია, რომ N28 (03/11/2017წ.) - C--1-------- ხელშეკრულების დანართში არ არის მითითებული შესყიდვის ობიექტის რაოდენობა და ღირებულება, რითაც დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „დ“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ხელშეკრულებებით - N24 (08/12/2016წ.) - C--1--------; N28 (03/11/2017წ.) - C--1--------.
3.2.22. რიგი ხელშეკრულებების შემთხვევაში არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებების თანახმად, საქონელი მიღებულად ითვლებოდა მხოლოდ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ, რითაც დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-14 მუხლის მე-4 პუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ხელშეკრულებებით - N19 (18/11/2016წ.) - C--1--------; N7 (16/02/2017წ.) - C-----------; N23 (21/09/2017წ.) - C--1--------.
3.2.23. რიგი ხელშეკრულებების შემთხვევაში დარღვეულია საქონლის მიწოდების ვადები, თუმცა მიმწოდებლებს არ აქვთ დარიცხული პირგასამტეხლო, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებული იყო მხარეებს შორის გაფორმებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებებით. აღნიშნულით დარღვეულია: საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ხელშეკრულებებით - N19 (18/11/2016წ.) - C--1--------; N20 (22/11/2016წ.) - C--1--------; N21 (22/11/2016წ.) - C--1--------; N22 (22/11/2016წ.) - C--1--------; N23 (22/11/2016წ.) - C--1--------; N7 (16/02/2017წ.) - C-----------.
3.2.24. 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების უმეტეს ნაწილს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულში „შესრულებული ხელშეკრულების“ სტატუსი მინიჭებული აქვს ინსპექტირების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თანხები ანაზღაურებული იყო და ხელშეკრულების მოქმედების ვადაც ამოწურული იყო. აღნიშნულით დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, 2016 წელს გაფორმებულ ხელშეკრულებებთან დაკავშირებით სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულში განთავსებული ინფორმაციით.
3.2.25. 2017 წელს გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულებების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულში საბოლოო ანგარიშსწორების/ფაქტობრივი გადახდების თაობაზე ინფორმაცია ასახულია და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია ინსპექტირების შემდეგ (16/02/2018წ.). აღნიშნულით დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-5 მუხლის პირველი და მე-2 პუნქტები და „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულში განთავსებული ინფორმაციით (C--1--------, C--1--------).
3.2.26. დადგინდა, რომ რიგ ხელშეკრულებებში მითითებულია ხელშეკრულების ობიექტის რამდენიმე კლასიფიკატორის კოდი, თუმცა ხელშეკრულების ღირებულებაში არ არის გამიჯნული თითოეული მათგანის ღირებულება.
სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ მე-4 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია შესყიდვებს ახორციელებს მხოლოდ წინასწარ დამტკიცებული და დადგენილი წესით რეგისტრირებული გეგმის შესაბამისად. იმ შემთხვევაში, როდესაც შემსყიდველი ორგანიზაცია საქონლის/მომსახურების/სამუშაოს სახელმწიფო შესყიდვის მიზნით გაფორმებულ ხელშეკრულებებში არ ითვალისწინებს ცალკეული შესყიდვის ობიექტების კონკრეტული ღირებულებას, შემსყიდველი ორგანიზაცია ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული მოთხოვნის დაცვას.
3.2.27. დადგინდა, რომ 2017 წლის 30 მარტს რესურსცენტრსა და შპს „ე-–----–---“ შორის შენობის დასრულების სამუშაოების შესყიდვის მიზნით გაფორმებულ N8 ხელშეკრულებაში (C--1--------) არ არის მითითებული შესრულებული სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა. ამასთან, ხელშეკრულების ცალკეული მუხლები არეგულირებს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ შეძენილია კონკრეტული სამუშაო. ამდენად, ხელშეკრულების შედგენა ატარებს ფორმალურ ხასიათს. აღნიშნულით დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ხელშეკრულებით - N8 (30/03/2017წ.) - C--1--------.
3.2.28. დადგინდა, რომ 2016 წლის 08 აპრილს რესურსცენტრსა და შპს „თ------------------“ შორის გაფორმებულ N- ხელშეკრულებაში (C--1--------) არ არის მითითებული გამარტივებული შესყიდვის სამართლებრივი საფუძველი - კანონის შესაბამისი ნორმა. ამასთან, აღნიშნული ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით არ აღემატება მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას. აღნიშნულით დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „გ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-4 პუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა... ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ხელშეკრულებით - N- (08/04/2016წ.) - C--1--------.
3.2.29. დადგინდა, რომ რიგ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ვადა. ამასთან, N04 (25/02/2016წ.) - C----------- ხელშეკრულებაში არაზუსტადაა მითითებული ხელშეკრულების მოქმედების ვადა. აღნიშნულით დარღვეულია: სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2015 წლის 17 აგვისტოს N13 ბრძანებით დამტკიცებული „გამარტივებული შესყიდვის კრიტერიუმების განსაზღვრისა და გამარტივებული შესყიდვის ჩატარების წესის“ მე-10 მუხლის მე-2 პუნქტის „ვ“ ქვეპუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. აგრეთვე, ხელშეკრულებებით - N04 (25/02/2016წ.) - C-----------; N14 (05/09/2016წ.) - C-----------.
3.2.30. შესწავლით ასევე დადგინდა, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს რესურსცენტრსა და შპს „ბ---------------“ შორის გაფორმდა N28 ხელშეკრულება (C--1--------), რომლის ფარგლებშიც სასაქონლო ზედნადებების თანახმად (ელ - 0---------; ელ - 0---------), სხვა ნივთებთან ერთად, რ-------–-------- მიერ შეძენილ იქნა 1 ერთეული ფენი (ღირებულებით: 65 ლარი), 1 ერთეული უთო (ღირებულებით: 65 ლარი), 1 ერთეული საუთაო მაგიდა (ღირებულებით: 46,50 ლარი), 1 ერთეული სარეცხის საშრობი (ღირებულებით: 59 ლარი) და 1 ერთეული თავაკები (ღირებულებით: 131 ლარი). ბ------ ვ-–------ განმარტებით, ზემოაღნიშნული ნივთების შეძენა იყო მისი ინიციატივა. ამასთან, დადგინდა, რომ ამ ეტაპზე ისინი (გარდა საშრობისა) არავის გამოუყენებია, არც თვითონ და არც რესურსცენტრში დასაქმებულ სხვა პირებს, შესაბამისად არ არსებობდა ზემოხსენებული ნივთების შეძენის აუცილებლობა/საჭიროება და მათი გამოყენება არ ხდება. შესაბამისად, არ დასტურდება რ-------–-------- მიერ შეძენილი ნივთების (თავაკები, ფენი, უთო და საუთაო მაგიდა), შეძენის აუცილებლობა, საჭიროება და მიზანშეწონილობა.
ზემოაღნიშნული დასტურდება: 2017 წლის 03 ნოემბრის N28 ხელშეკრულებით (ს.ფ.1-5, ტ. 4); ბ------ ვ-–------ ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 115-116; 117-118, ტ. 4);
3.2.31. ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტებს (იურისტებს) - რ------ რ-----------ა და მ------ თ-----------ს, მათ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად არა აქვთ შექმნილი შესაბამისი სამუშაო გარემო, რაც გამოიხატება კოდიფიცირებული ნორმატიული აქტების ბაზაზე წვდომის შეზღუდვაში. კერძოდ, მათ სრულყოფილი სამართლებრივი დახმარებისა და კონსულტაციის გასაწევად კოდიფიცირებული საკანონმდებლო თუ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტების მოძიება სჭირდებათ, თუმცა იქიდან გამომდინარე, რომ არც „საკანონმდებლო მაცნეში“ და არც რაიმე სხვა პროგრამაში არ აქვთ დაშვება, მნიშვნელოვან სირთულეებს აწყდებიან მუშაობის პროცესში. შესაბამისად, დადგინდა, რომ იურისტებისათვის არათუ ხელმისაწვდომი არ იყო კოდიფიცირებული ნორმატიული აქტების ბაზა, არამედ მათთვის ისიც კი არ იყო ცნობილი, რომ რესურსცენტრს „საკანონმდებლო მაცნეს“ მომსახურება ჰქონდა შეძენილი.
ამასთან, აღსანიშნავია, რომ საქართველოს იუსტიციის მინისტრის 2010 წლის 06 დეკემბრის N225 ბრძანებით დამტკიცებული „საქართველოს საკანონმდებლო მაცნეში“ ნორმატიული აქტების გამოქვეყნებისა და მომსახურებისათვის დაწესებული საფასურის ოდენობისა და გადახდის წესის“ N1 დანართის გათვალისწინებით, 12 თვის განმავლობაში სარგებლობის უფლების შეძენისათვის 1 მომხმარებლის (1-დან 10 მომხმარებლის ჩათვლით) შემთხვევაში მომსახურების საფასური შეადგენს 360 ლარს (ფასდათმობით 288 ლარი), ხოლო რ-------–-------- უ--------- ინიციატივით შეძენილი ნივთების (ფენი, უთო, საუთაო მაგიდა, თავაკები) ღირებულება - 307,50 ლარს. (იხ. მხარეთა ახსნა-განმარტებები, მოწმეთა ჩვენებები).
ზემოაღნიშნული დასტურდება: ბ------ ვ-–------ ახსნა-განმარტებებით (ს.ფ. 115-116; 117-118, ტ. 4); 2018 წლის 12 იანვრის 211477 წერილი, დანართით (ს.ფ. 119-120, ტ. 4), მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებები (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.32. ინსპექტირების პროცესში ასევე მოთხოვნილ იქნა რ-------–-------- 2016-2017 წლების ინვენტარიზაციის მასალები. დადგინდა, რომ საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის N2 ოქმის (29/12/2016წ.) თანახმად, საინვენტარო აღწერილობის N1, N2, N3 აქტები კომისიის შემადგენლობის ხელმოწერით ჩათვლილ იქნა ოქმის განუყოფელ ნაწილად, თუმცა ოქმზე დართულ N1, N2 და N3 დანართებზე არ ფიქსირდება საინვენტარიზაციო კომისიის არცერთი წევრის ხელმოწერა. აღნიშნულით დარღვეულია: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-8 მუხლის მე-6 პუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 125-126, 127-128, 130, 131-132, ტ. 4), არაფინანსური აქტივების ჩამონათვალი (ს.ფ. 129-126, 127-128, ტ. 4), აგრეთვე, საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის N2 ოქმითა (29/12/2016წ.) და N1, N2 და N3 დანართებით (ს.ფ. 136-144, ტ. 4),3.2.33. დადგინდა, რომ სპეციალური ოქმი (29/12/2016წ.) არ არის ხელმოწერილი კომისიის წევრებისა და რ-------–-------- უ--------- მიერ, აგრეთვე, მასზე არ არის დასმული რ-------–-------- ბეჭედი, ხოლო სხვა დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო აღწერების შედეგების განხილვის ფაქტს დაადასტურებდა, ბ------ ვ-–-----ს არ წარმოუდგენია. შესაბამისად, დოკუმენტურად არ დასტურდება რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, მიერ საინვენტარიზაციო აღწერების შედეგების განხილვა. აღნიშნულით დარღვეულია: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2010 წლის 23 ივლისის N605 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესის“ მე-15 მუხლის მე-2 პუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, ახსნა-განმარტებით (ს.ფ. 130, 131-132, ტ. 4) და სპეციალური ოქმით (29/12/2016წ.) (ს.ფ. 145-155, ტ. 4)
3.2.34. რაც შეეხება 2017 წელს, ინსპექტირების პერიოდში შედგენილი იყო საინვენტარიზაციო აღწერები, თუცა არ იყო განხორციელებული რესურსცენტრში ფაქტობრივად არსებული ქონების შედარება წინა წლის მონაცემებთან და ინვენტარიზაციის შედეგების გამოყვანის მიზნით არ იყო შედგენილი შედარების უწყისები. აღნიშნულის მიზეზად რ-------–-------- უფროსმა, ბ------ ვ-–-----მ, მიუთითა 2017 წლის 16 დეკემბრიდან 2018 წლის 29 იანვრამდე რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, საავადმყოფო ფურცელზე ყოფნის ფაქტზე.
3.2.35. 2017 წელს შედგენილი საინვენტარიზაციო აღწერების მონაცემების რ-------–-------- შენობაში არსებულ ქონებასთან შერჩევით შედარების მიზნით, ინსპექტირების ჯგუფის წევრმა რ-------–-------- მეორე კატეგორიის უფროს სპეციალისტთან (პედაგოგი), მ------ გ------------- და მესამე კატეგორიის უფროს სპეციალისტთან (ფინანსისტი), ა.. ლ-–----თან, ერთად განახორციელა რესურსცენტრში არსებული ქონების ფიზიკურად დათვალიერება, რის შედეგად გამოვლინდა, რომ რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, ოთახში განთავსებულ 1 ერთეულ მონიტორზე (H--------), 1 ერთეულ ფერად პრინტერზე (C----), 3 ერთეულ საოფისე სკამზე; სამზარეულოში განთავსებულ 5 ერთეულ სამზარეულოს სკამზე; საკონფერენციო ოთახში განთავსებულ 79 ერთეულ სკამზე და სხვადასხვა ოთახებში განთავსებულ 6 ერთეულ მონიტორზე (HP L1908w), 1 ერთეულ დასადგმელ თაროსა და 1 ერთეულ პრინტერზე (LaserJet M1132 MFP) არ იყო მიკრული საინვენტარო ნომერი. ამასთან, საინვენტარიზაციო აღწერილობაში 80 სკამის ნაცვლად, მითითებული იყო 50 სკამი. რაზეც შედგა ოქმი (30/01/2018წ.), რომლის სისწორე დადასტურებულია როგორც ინსპექტირების ჯგუფის წევრის, ასევე, მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (პედაგოგი), მ------ გ----------, მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლეჟავას და რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, ხელმოწერებით.
აღსანიშნავია, რომ საინვენტარიზაციო აღწერილობებში ყველა ზემოაღნიშნული ინვენტარი, რომელთა რაოდენობა შეადგენს 2-ს ან მეტს, შეტანილია ერთიანად. შესაბამისად, ყველა მათგანს მინიჭებული აქვს ერთიანი/საერთო საინვენტარო ნომერი, ნაცვლად ინდივიდუალური საინვენტარო ნომრისა (მაგალითად, საინვენტარიზაციო აღწერილობების N2 აქტში მითითებულია 7 ერთეული მონიტორი HP L1908w, ხოლო საინვენტარო ნომრად - 10.-123). იქიდან გამომდინარე, რომ ცალკეულ ინვენტარებს არ აქვთ მინიჭებული ინდივიდუალური საინვენტარო ნომერი, არ დასტურდება აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე კონტროლის სათანადოდ უზრუნველყოფა. ამასთანავე, დადგინდა, რომ ძირითად აქტივებზე გახსნილი საინვენტარო ბარათები არ არის შევსებული სრულად (არ არის დაფიქსირებული ბარათის შემვსები პირის ვინაობა, თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი). აღნიშნულით დარღვეულია: საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------ა და რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის (ფინანსისტი), ა.. ლ-–----, ახსნა-განმარტებებით. (იხ. ს.ფ. 125-126, 127-128, 216, 217-218, ტ. 4).
3.2.36. საინვენტარიზაციო კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის N3 ოქმით ირკვევა, რომ კომისიამ ვერ მოახდინა N1 დანართში მითითებული 1 ერთეული ციფრული პროექტორის მოძიება, რომელიც თავის მხრივ, დაფიქსირებულია 2016 წლის საინვენტარიზაციო აღწერილობაში.
2018 წლის 28 თებერვალს ბ------ ვ-–-----მ შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა 1 ერთეული ნაცრისფერი შეფერილობის პროექტორი „hp vp6311“ და წერილობით განმარტებაში მიუთითა, რომ, მისი ფიქრით, სწორედ ეს არის ის ციფრული პროექტორი, რომელიც საინვენტარიზაციო კომისიამ ვერ მოიძია. იმის გათვალისწინებით, რომ ციფრულ პროექტორთან დაკავშირებით წარმოდგენილ ერთადერთ დოკუმენტში (მონაცემები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ 01/01/2013 წლის მდგომარეობით) მითითებულია მხოლოდ „ციფრული პროექტორი“ და არ ფიქსირდება რაიმე მონაცემი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის იდენტიფიცირებას, არ დადასტურდა ბ------ ვ-–------ მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი პროექტორისა და რ-------–-------- ბალანსზე რიცხული პროექტორის იდენტურობა. ამასთან, სწორედ რ-------–-------- უფროსია პასუხისმგებელი რ-------–-------- სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე, ხოლო რ-------–-------- უ---------ათვის დაზუსტებით ისიც კი არ იყო ცნობილი, თუ სად იყო პროექტორი და მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ განხორციელდა მისი მოძიება, არ დასტურდება ბ------ ვ-–------ მხრიდან რ-------–-------- ქონების სათანადოდ დაცვა ან/და მიზნობრივად გამოყენება.
ზემოაღნიშნული დასტურდება: ა.. ლ-–---- 2018 წლის 02 თებერვლის ახსნა-განმარტებებით (იხ. ს.ფ. 222-223, 224, ტ. 4); რ------ რ----------- 2018 წლის 02 თებერვლის ახსნა-განმარტებებით (ს.ფ. 225-226, 227, ტ. 4); მ------ თ------------ 2018 წლის 01 და 02 თებერვლის ახსნა-განმარტებები (ს.ფ. 228-229, 230, ტ. 4); მ------ გ---------- 2018 წლის 02 თებერვლის ახსნა განმარტებები (ს.ფ. 231, 232, ტ. 4); მ-------- ჯ-–--------- 2018 წლის 31 იანვრის ახსნა განმარტება (ს.ფ. 233, ტ. 4); შოთა გოქაძის 2018 წლის 31 იანვრის ახსნა განმარტება (ს.ფ. 234, ტ. 4); 2017 წლის 13 ივლისის N251 მიღება ჩაბარების აქტი (ს.ფ. 235, ტ. 4); სასაქონლო ზედნადები (ს.ფ. 236, ტ. 4); 2012 წლის 03 იანვრის N5-03 შრომითი ხელშეკრულება (ს.ფ. 237-239, ტ. 4); 2015 წლის 27 თებერვლის N21 ხელშეკრულება, ზედნადები, აქტივების ცვეთის აღრიცხვა 2016 წელი (ს.ფ. 240-247, ტ. 4);
3.2.37. დადგინდა, რომ რ-------–-------- შენობაში (როგორც გარე, ასევე, შიდა პერიმეტრზე) მიმდინარეობს ვიდეოთვალთვალი, თუმცა აღნიშნულის თაობაზე არ არის განთავსებული შესაბამისი გამაფრთხილებელი ნიშანი. აღნიშნულით დარღვეულია: „პერსონალურ მონაცემთა დაცვის“ შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის მე-2 პუნქტი.
ზემოაღნიშნული დასტურდება: რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, რ-------–-------- მეორე კატეგორიის უფროსი სპეციალისტის, მ------ გ----------ა და მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების - რ------ რ-----------, მ------ თ------------ა და ა.. ლ-–---- ახსნა-განმარტებებით.
3.2.38. ვინაიდან ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- ინსპექტირების დროს გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რომელთა ნაწილს ჰქონდა მრავალჯერადი და განმეორებადი ხასიათი, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, ვერ უზრუნველყოფდა რ-------–-------- საქმიანობის კანონშესაბამისობასა და სათანადო ხელმძღვანელობას, შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მიზანშეწონილად მიიჩნია ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, გათავისუფლდეს დაკავებული თანამდებობიდან;
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა N1--------- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- ინსპექტირების შესახებ (იხ. ს.ფ. 269-320, ტ. 4);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
3.2.39. ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 16 მარტის N26/კ ბრძანებით ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან. გათავისუფლების საფუძველი გახდა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უ---------, გ------- ქ-----–---–-- 2018 წლის 12 მარტის N2----- სამსახურებრივი ბარათი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს
- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 16 მარტის N26/კ ბრძანება (იხ. ს.ფ. 4-5, ტ. 5);
- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უ---------, გ------- ქ-----–---–-- 2018 წლის 12 მარტის N2----- სამსახურებრივი ბარათი (იხ. ს.ფ. 6-16, ტ. 5);
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
- საქართველოს კონსტიტუცია;
- ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი;
- ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაცია;
- საქართველოს სამოქალაქო კოდექსი;
- საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი;
- საქართველოს შრომის კოდექსი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. აღნიშნულ პრინციპს ითვალისწინებს, ასევე, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილი, რომლის თანახმადაც, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. საქმის განხილვას სასამართლო შეუდგება იმ პირის განცხადებით, რომელიც მიმართავს მას თავისი უფლების ან კანონით გათვალისწინებული ინტერესების დასაცავად.
განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელემ მიიჩნია რა თავისი შრომითი უფლება დარღვეულად, აღნიშნული უფლების დაცვის მიზნით, სარჩელით მომართა სასამართლოს.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლით აღიარებულია უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება - შრომის უფლება და დადგენილია, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია ორგანული კანონით - საქართველოს შრომის კოდექსით.
საქართველოს შრომის კოდექსი აწესრიგებს საქართველოს ტერიტორიაზე შრომით და მის თანმდევ ურთიერთობებს, თუ ისინი განსხვავებულად არ რეგულირდება სხვა სპეციალური კანონით ან საქართველოს საერთაშორისო ხელშეკრულებებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.1. მუხლი); შრომის ურთიერთობასთან დაკავშირებული საკითხები, რომლებსაც არ აწესრიგებს ეს კანონი ან სხვა სპეციალური კანონი, რეგულირდება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ნორმებით (საქართველოს შრომის კოდექსის 1.2. მუხლი).
საქართველოს შრომის კოდექსის 2.1. მუხლის შესაბამისად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ბ------ ვ-–-----, 2013 წლის 08 ნოემბრიდან გათავისუფლებამდე ხელმძღვანელობდა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრს.
სასამართლო განმარტავს, რომ სამსახურიდან განთავისუფლების თაობაზე შრომითი დავის განხილვისას, საქმის განმხილველმა სასამართლომ უნდა შეამოწმოს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას. აღნიშნული საკითხის გამორკვევა კი, შესაძლებელია მხოლოდ დასაქმებულის გათავისუფლების თაობაზე გამოცემულ ბრძანებაში მითითებული გათავისუფლების საფუძვლის კვლევის შედეგად.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ ბ------ ვ-–----- ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უ--------- თანამდებობიდან განთავისუფლდა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 16 მარტის N26/კ ბრძანებით, რომლის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია ,,საქართველოს შრომის კოდექსის“ 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტი.
აღნიშნული ნორმის დანაწესით, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერების შეფასების მიზნით დადგენილ უნდა იქნეს დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების უხეში დარღვევის ფაქტი.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შრომის კოდექსის იმ ჩანაწერზე, რომლის მიხედვით, ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველის წარმოადგენს არა ვალდებულების დარღვევა, არამედ ვალდებულების უხეში დარღვევა, რაც იმას ნიშნავს, რომ ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამსახურიდან დათხოვნის მართლზომიერების მიზნით უნდა შეფასდეს სამსახურებრივ მოვალეობათა შეუსრულებლობის ფაქტი, დარღვევის ხარისხი, დარღვევის სიხშირე, დასაქმებულის ბრალეულობა, დარღვევის გამომწვევი და ხელშემწყობი ფაქტორები, ასევე, ის სამართლებრივი შედეგები, რაც დარღვევას მოჰყვა და ა.შ. ამგვარი დასკვნა გამომდინარეობს არა მხოლოდ შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის სიტყვა-სიტყვითი, არამედ ამავე კოდექსის 37-ე მუხლის ისტორიული ახსნა-განმარტებიდანაც. შრომის კოდექსის 37-ე მუხლი დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესაძლებლობას დასაქმებულის მიერ შრომითი ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში ითვალისწინებს. შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს განხორციელებული ცვლილებების შემდეგ კი, შრომით ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარის მიერ მასზე დაკისრებულ ვალდებულებათა (იხ. შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტი 2013 წლის 12 ივნისამდე მდგომარეობით) დარღვევა შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი აღარ არის. 2013 წლის 12 ივნისიდან იმისათვის, რომ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება შეწყდეს, აუცილებელია, რომ დარღვევა „უხეშ“ ხასიათს ატარებდეს. სწორედ კანონის მითითებული რეგულირების რეჟიმში მოწმდება სასამართლოს მხრიდან შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის მართლზომიერება დასაქმებულის მიერ მასზე დაკისრებული ვალდებულებების დარღვევის პირობებში. (იხ. სუს 10.06.2015წ.-ის გადაწყვეტილება Nას-415-395-2015).
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ბ------ ვ-–-----მ, როგორც ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრს უფროსმა, მასზე დაკისრებული ვალდებულებები უხეშად დაარღვია. შესაბამისად არსებობდა მისი სამსახურიდან გათავისუფლების შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათავისუფლების წინაპირობები, შემდეგ გარემოებათა გამო:
ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრს უ--------- ბ------ ვ-–------ გათავისუფლებას საფუძვლად დაედო ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის უ---------, გ------- ქ-----–---–-- 2018 წლის 12 მარტის N2----- სამსახურებრივი ბარათი.
ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2012 წლის 03 მაისის N89/ნ ბრძანების პირველი პუნქტით დამტკიცებული "ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს შიდა აუდიტის დეპარტამენტის თანდართული დებულების" მე-12 მუხლის თანახმად, სამინისტროს სისტემაში სამართალდარღვევის ფაქტის, სამსახურებრივი გადაცდომის ან /და სამინისტროს მიზნებთან შეუსაბამო ქმედების არსებობის შემოწმებისა და გამოვლენის მიზნით დეპარტამენტი ახორციელებს ინსპექტირებას. ზემოაღნიშნული დებულების მე-13 მუხლის თანახმად, ინსპექტირების საფუძველი შეიძლება იყოს ინფორმაცია (ზეპირი/წერილობითი) სამართალდარღვევის ან დისციპლინური გადაცდომის შესახებ, მათ შორის, განცხადებები, სასამართლოს (მოსამართლის) კერძო განჩინებები (დადგენილებები), სხვა ადმინისტრაციული ორგანოებიდან მიღებული შეტყობინებები და მასალები, მასობრივი ინფორმაციის საშუალებებით გამოქვეყნებული ინფორმაცია, „ცხელი ხაზით’’ შემოსული შეტყობინებები (გარდა ანონიმური შეტყობინებებისა), დეპარტამენტის საქმიანობის პროცესში გამორკვეული ფაქტები.
ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2018 წლის 26 იანვრის №67 ბრძანების საფუძველზე, სამინისტროს შიდა აუდიტის დეპარტამენტის ინსპექტირების სამმართველოს პირველი კატეგორიის უფროს სპეციალისტებს - ზ----- ხ------–----, თ----- ქ-----–--- და ს--–---- კ-------- დაევალათ ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- ინსპექტირება, ბრძანების დანართით განსაზღვრული საკითხების შესაბამისად (ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, 2017 წლის 29 დეკემბრის №1------ წერილში მითითებული საკითხები; ქ. ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- საქმიანობა შერჩევით 2016 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 02 თებერვლის ჩათვლით და ადგილზე წამოჭრილი სხვა საკითხები).
შემმოწმებელი პირები ინსპექტირების პროცესში იღებდნენ ყველა საჭირო ინფორმაციას და ინსპექტირების პერიოდში განმარტებებს იძლეოდნენ რ-------–-------- თანამშრომლები, რომლებიც სამსახურებრივად იყვნენ დაკავშირებული შესამოწმებელ საკითხებთან. ინსპექტირების განხორციელების შედეგად შედგენილ იქნა დასკვნა Nქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- თაობაზე. აღნიშნული დასკვნა ზემოაღნიშნული მუხლის გათვალისწინებით შიდა აუდიტის დეპარტამენტმა მოხსენებითი ბარათით წარუდგინა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრს და მიუთითა იმ ქმედებების განხორციელების შესახებ, რაც გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე შიდა აუდიტის დეპარტამენტს მიაჩნდა მიზანშეწონილად.
ინსპექტირების შედეგად რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, საქმიანობაში გამოვლინდა უხეში ხასიათის შემდეგი დარღვევის ფაქტები:
• რ-------–-------- უფროსმა, ბ------ ვ-–-----მ, თანამშრომლებთან - რ------ რ-----------თან, მ------ თ-----------სთან და ს------- ბ---------------- ურთიერთობაში დაარღვია ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის და 56-ე მუხლის მე-2 პუნქტის მოთხოვნა, რაც გამოიხატა იმაში, რომ მან აღნიშნული თანამშრომლების მიმართ არ დაიცვა თანაბარი და სამართლიანი მოპყრობის პრინციპი.
• რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, მხრიდან ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 72-ე მუხლის მე-2 პუნქტისა და ,,საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის დარღვევის ფაქტი. კერძოდ, რ-------–-------- უ--------- ბრძანებით, რ-------–-------- თანამშრომელთა სამუშაოზე გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოება და კონტროლი წარმოადგენს ბ------ ვ-–------ კომპეტენციას, თუმცა დადგინდა, რომ ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რესურსცენტრში თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალის წარმოებას აქვს ფორმალური ხასიათი და რიგ შემთხვევებში არ ხდება თანამშრომელთა სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის კონტროლი.
• რ-------–-------- უ---------, ბ------ ვ-–------, მიერ ხშირად ირღვეოდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების მოთხოვნა. კერძოდ, რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–----- ვერ უზრუნველყოფდა დილით, რ-------–-------- შესასვლელი კარების გაღებას, რის გამოც თანამშრომლები ვერ შედიოდნენ სამუშაო ოთახებში და ვერ ასრულებდნენ მათზე დაკისრებულ მოვალეობას.
• სამსახურებრივი საქმიანობის განხორციელებისას, ბ------ ვ-–------ მხრიდან ადგილი ჰქონდა საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-20 მუხლის პირველი პუნქტის, 25-ე მუხლის მე-7, მე-10, მე-12 და მე-15 პუნქტების, ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- შინაგანაწესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის 6.3 ქვეპუნქტის მოთხოვნების დარღვევის ფაქტს. კერძოდ, რ-------–-------- თანამშრომლების ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, რომ რ-------–-------- უფროსმა, ბ------ ვ-–-----მ, 2017 წლის 27 დეკემბრის თათბირზე, თანამშრომლებთან, რ------ რ-----------თან, ს------- ბ---------------- და მ------ თ-----------სთან ურთიერთობისას დაარღვია თავაზიანობის და კორექტულობის პრინციპი, სხვა თანამშრომლების თანდასწრებით მათ მიმართა ღირსების შემლახავი ფრაზებით და დაემუქრა რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ, მათ არ დანიშნავდა თანამდებობაზე, ხოლო რ-------–-------- თანამშრომლის, რ------ რ----------- თხოვნას, შეეწყვიტა მათი მისამართით არაკორექტული ქმედება, უპასუხა ყვირილით.
ასევე, საყურადღებოა ის ფაქტი, რომ რ-------–-------- თანამშრომლების, მ------ გ----------ა და ნ---- მ-------–---–-- განმარტებით, ბ------ ვ-–------ მხრიდან მსგავს ფაქტს მანამდე მათი მისამართითაც ჰქონდა ადგილი. საკითხის შესწავლით დადგინდა, რომ ხსენებულ შემთხვევაში ბ------ ვ-–------ მხრიდან დაირღვა ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- იმ დროს მოქმედი შინაგანაწესის 27-ე მუხლის მე-2 და მე-8 პუნქტები.
• 2018 წლის 04 იანვარს, ბ------ ვ-–------ მხრიდან, რ-------–-------- თანამშრომელ რ------ რ-----------თან ურთიერთობისას, ადგილი ჰქონდა ,,საჯარო სამსახურის შესახებ“ ს----------–--- კანონის 56-ე მუხლის პირველი და მეორე პუნქტების, ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- შინაგანაწესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის 6.3 ქვეპუნქტის და ,,ს----------–--- ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნების დარღვევის ფაქტს. კერძოდ, მან თანამშრომლების თანდასწრებით რ------ რ----------- მიმართა ყვირილით, რ-------–-------- კანცელარიაში შესვლის აკრძალვით მას შეუზღუდა სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებებისა და ადმინისტრაციული რესურსების გამოყენების საშუალება და დაემუქრა, რომ გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ არ დანიშნავდა თანამდებობაზე.
• 2018 წლის 04 იანვარს, ბ------ ვ-–-----მ, რ-------–-------- თანამშრომელ - რ------ რ-----------თან ურთიერთობისას დაარღვია საქართველოს მთავრობის 2017 წლის 20 აპრილის №200 დადგენილებით დამტკიცებული ,,საჯარო დაწესებულებაში ეთიკისა და ქცევის ზოგადი წესების“ მე-13 მუხლის მე-2 პუნქტის, ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- შინაგანაწესის მე-16 მუხლის მე-6 პუნქტის 6.3 ქვეპუნქტისა და „საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის“ მე-5 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა. კერძოდ, რ------ რ----------მ 2018 წლის 04 იანვარს ბ------ ვ-–------ თანდასწრებით დააფიქსირა თავისი მოსაზრება თანამშრომლების სამსახურში გამოცხადების აღრიცხვის ჟურნალთან დაკავშირებით, რის გამოც ბ------ ვ-–----- გაბრაზდა და მას თანამშრომლების თანდასწრებით მიმართა ყვირილით.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა სახელმწიფო შესყიდვების მარეგულირებელი კანონმდებლობის უხეში დარღვევის ფაქტები, რომელთაც რიგ შემთხვევებში აქვთ განმეორებადი და მრავალჯერადი ხასიათი:
• რ-------–-------- 2018 წლის შესყიდვების წლიური გეგმა დამტკიცდა რ-------–-------- უ--------- 2017 წლის 20 ნოემბრის N58 ბრძანებით, თუმცა მისი დარეგისტრირება სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შექმნისა და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებულ „e----“ მოდულში განხორციელდა 2017 წლის 21 ნოემბერს (რეგისტრირებული გეგმა: P1--------), მიუხედავად იმისა, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონისა და სახელმწიფო შესყიდვების სააგენტოს თავმჯდომარის 2011 წლის 10 თებერვლის N2 ბრძანებით დამტკიცებული „შემსყიდველი ორგანიზაციის ანგარიშგების წესის“ თანახმად, 2018 წლის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის დარეგისტრირება უნდა განხორციელებულიყო არა უგვიანეს 2017 წლის 20 ნოემბრისა.
აღსანიშნავია, რომ მსგავს დარღვევას ადგილი ჰქონდა 2015, 2016 და 2017 წლების შესყიდვების წლიური გეგმების შემთხვევაში, რაც ასახულ იქნა შიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში (2---------) და გამოვლენილი დარღვევების საფუძველზე, რესურსცენტრს მიეცა მითითება დარღვევებზე რეაგირების მოხდენისა და ანგარიშის წარმოდგენის თაობაზე, თუმცა რესურსცენტრმა არ გაითვალისწინა დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევა შემდგომ საქმიანობაში, რის გამოც დარღვევას აქვს განმეორებადი ხასიათი.
• 2018 წლის შესყიდვების წლიური გეგმის პროექტის შემუშავების დროს პოტენციური მიმწოდებლების გამოვლენისა და მისაღები ხელშეკრულების პირობების განსაზღვრის მიზნით, რესურსცენტრს არ მოუხდენია ბაზრის გამოკვლევა/შიდა ბაზრის შესწავლა.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა 2016 წლის შესყიდვების წლიური გეგმის შემთხვევაშიც შიდა აუდიტის დეპარტამენტის N2--------- დასკვნაშიც, თუმცა ამ შემთხვევაშიც რესურსცენტრმა არ გაითვალისწინა დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევა შემდგომ საქმიანობაში, რის გამოც დარღვევას აქვს განმეორებადი ხასიათი.
• რ-------–-------- მიერ 2016-2017 წლებში გაფორმებული 14 ხელშეკრულების შემთხვევაში, მათი გაფორმების დროს სახელმწიფო შესყიდვების ერთიანი ელექტრონული სისტემის სახელმწიფო შესყიდვების წლიური გეგმის შექმნისა და სააგენტოსათვის წარსადგენად არსებულ „e-----“ მოდულში რეგისტრირებული 2016-2017 წლების შესყიდვების წლიური გეგმები საერთოდ არ ითვალისწინებდა ხელშეკრულების ობიექტის კლასიფიკატორის კოდით გათვალისწინებულ შესყიდვას ან ხელშეკრულების ღირებულება აღემატებოდა გეგმაში ხელშეკრულების ობიექტის კლასიფიკატორის კოდით გათვალისწინებული სავარაუდო შესყიდვის ღირებულებას, ხოლო სათანადო ცვლილებები შესყიდვების წლიურ გეგმაში განხორციელებულია ხელშეკრულების გაფორმების შემდეგ.
აღსანიშნავია, რომ მსგავსი დარღვევა დაფიქსირდა შიდა აუდიტის დეპარტამენტის N2--------- დასკვნაშიც, თუმცა რესურსცენტრმა არ გაითვალისწინა დასკვნაში დაფიქსირებული დარღვევა შემდგომ საქმიანობაში, რის გამოც დარღვევას აქვს განმეორებადი ხასიათი.
ყოველივე ზემოაღნიშნული მიუთითებს შესყიდვების დაგეგმვაში არსებულ ხარვეზებზე, კერძოდ, საჭიროებების იდენტიფიცირების არარსებობაზე ან ნაკლებობაზე, რის გამოც სათანადოდ არ არის უზრუნველყოფილი გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების რაციონალურად განხორციელება. აღნიშნული ეწინააღმდეგება „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ ს----------–--- კანონის მე-7 მუხლის მე-2 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტს, რომლის თანახმად, შემსყიდველი ორგანიზაცია ვალდებულია რაციონალურად და ს----------–--- სახელმწიფო ინტერესების გათვალისწინებით განახორციელოს შესყიდვები მისთვის გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში, ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესების დაცვით.
• 2016 და 2017 წლებში, 3 შემთხვევაში, რესურსცენტრსA4 ფორმატის პირველი ხარისხის საბეჭდი ქაღალდის სახელმწიფო შესყიდვა განხორციელებული აქვს კონსოლიდირებული ტენდერის გარეშე, კონსოლიდირებულ ტენდერში გამარჯვებული პრეტენდენტებისაგან განსხვავებული პირებისაგან.
გასათვალისწინებელია, რომ სამივე შემთხვევაში ერთი შეკვრა საბეჭდი ქაღალდის ღირებულება მნიშვნელოვნად ნაკლებია რ-------–-------- მიერ შესყიდული ერთი შეკვრა საბეჭდი ქაღალდის ღირებულებაზე. აღნიშნული მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ რ-------–-------- უფროსმა, ბ------ ვ-–-----მ, რომელიც ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2006 წლის 17 იანვრისN31 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოების ს-----------–---–-- რესურსცენტრების ტიპური დებულების“ თანახმად, წარმოადგენს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღებ პირს, ვერ უზრუნველყო გამოყოფილ ასიგნებათა ფარგლებში შესყიდვების რაციონალურად, ეკონომიურად და პროდუქტიულად განხორციელება.
• რიგი ხელშეკრულებების თანახმად, შესყიდვის ობიექტი განისაზღვრება დანართით, რომელიც ხელშეკრულების განუყოფელ ნაწილს წარმოადგენს, თუმცა ისინი არც ხელშეკრულებებს ერთვის და არც სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულშია განთავსებული.
• რიგი ხელშეკრულებების შემთხვევაში არ არის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, მიუხედავად იმისა, რომ ხელშეკრულებების თანახმად, საქონელი მიღებულად ითვლებოდა მხოლოდ მხარეთა შორის მიღება-ჩაბარების აქტის გაფორმების შემდეგ.
• რიგი ხელშეკრულებების შემთხვევაში დარღვეულია საქონლის მიწოდების ვადები, თუმცა მიმწოდებლებს არ აქვთ დარიცხული პირგასამტეხლო, მიუხედავად იმისა, რომ პირგასამტეხლოს დარიცხვა გათვალისწინებული იყო მხარეებს შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით.
• რიგ ხელშეკრულებებში მითითებულია ხელშეკრულების ობიექტის რამდენიმე კლასიფიკატორის კოდი და ხელშეკრულების ღირებულებაში არ არის გამიჯნული თითოეული მათგანის ღირებულება.
• რიგ ხელშეკრულებებში არ არის მითითებული საქონლის მიწოდების/მომსახურების გაწევის ვადა.
• 1 ხელშეკრულებაში არ არის მითითებული შესრულებული სამუშაოს გონივრული საგარანტიო ვადა. ამასთან, ხელშეკრულების ცალკეული მუხლები არეგულირებს საქონლის მიწოდებასთან დაკავშირებულ საკითხებს, მიუხედავად იმისა, რომ შეძენილია სამუშაო.
• 1 ხელშეკრულებაში არ არის მითითებული გამარტივებული შესყიდვის სამართლებრივი საფუძველი - კანონის შესაბამისი ნორმა. ამასთან, ხელშეკრულების მოქმედება, სულ მცირე, 30 დღით არ აღემატება მომსახურების გაწევისთვის ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადას.
• 2016 წელს გაფორმებული ხელშეკრულების უმეტეს ნაწილს სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულში „შესრულებული ხელშეკრულების“ სტატუსი მინიჭებული აქვს ინსპექტირების შემდეგ, მიუხედავად იმისა, რომ მანამდე თანხები ანაზღაურებული იყო და ხელშეკრულების მოქმედების ვადაც ამოწურული იყო.
• 2017 წელს გაფორმებული ცალკეული ხელშეკრულებების შემთხვევაში სახელმწიფო შესყიდვების ერთიან ელექტრონულ სისტემაში ანგარიშის წარდგენისათვის განსაზღვრულ „C--“ მოდულში საბოლოო ანგარიშსწორების/ფაქტობრივი გადახდების თაობაზე ინფორმაცია ასახულია და ხელშეკრულების შესრულების დამადასტურებელი დოკუმენტაცია ატვირთულია ინსპექტირების შემდეგ (16/02/2018წ.).
გასათვალისწინებელია, რომ „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს საქართველოს კანონის მე-7 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, პასუხისმგებლობა ამ კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დაცვისათვის, შესყიდვების რაციონალური განხორციელებისათვის მთლიანად ეკისრება შემსყიდველ ორგანიზაციას. თავის მხრივ, ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოების ს-----------–---–-- რესურსცენტრების ტიპური დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რ-------–-------- საქმიანობას წარმართავს რ-------–-------- უფროსი, რომელიც მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რ-------–-------- გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს, ხოლო „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან სწორედ ბ------ ვ-–----- წარმოადგენს შემსყიდველი ორგანიზაციის ხელმძღვანელსა და გადაწყვეტილების მიმღებ პირს, მას ეკისრება პასუხისმგებლობა „სახელმწიფო შესყიდვების შესახებ“ საქართველოს კანონითა და შესაბამისი ნორმატიული აქტებით დადგენილი წესებისა და ნორმების დარღვევებზე.
• ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ 2017 წლის 03 ნოემბერს რ-------–-------- მიერ შეძენილ იქნა 1 ერთეული ფენი (ღირებულებით: 65 ლარი), 1 ერთეული უთო (ღირებულებით: 65 ლარი), 1 ერთეული საუთაო მაგიდა (ღირებულებით: 46,50 ლარი) და 1 ერთეული თავაკები (ღირებულებით: 131 ლარი), თუმცა საკითხთან დაკავშირებული პირების ახსნა-განმარტებების გათვალისწინებით, არ დასტურდება მათი შესყიდვის აუცილებლობა, საჭიროება და მიზანშეწონილობა.
ამასთან, საგულისხმოა, რომ როგორც რ-------–-------- მესამე კატეგორიის უფროსი სპეციალისტების (იურისტები) - რ------ რ-----------ა და მ------ თ------------ წერილობითი ახსნა-განმარტებებიდან ირკვევა, მათ სამსახურებრივი მოვალეობების შესასრულებლად არ აქვთ შექმნილი შესაბამისი სამუშაო გარემო, რაც გამოიხატება კოდიფიცირებული ნორმატიული აქტების ბაზაზე წვდომის შეზღუდვაში.
აღსანიშნავია, რომ „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის 56-ე მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, მოხელეს უფლება აქვს, ჰქონდეს უსაფრთხო სამუშაო პირობები და მიიღოს სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად საჭირო ორგანიზაციულ-ტექნიკური საშუალებები, ხოლო მე-2 პუნქტის თანახმად, საჯარო დაწესებულება ვალდებულია შექმნას შესაბამისი სამუშაო გარემო მოხელის ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული პირობებითა და საშუალებებით უზრუნველსაყოფად, აგრეთვე უზრუნველყოს მოხელეების მიმართ თანაბარი და სამართლიანი მოპყრობა ადამიანური რესურსების მართვის, კარიერული წინსვლის, ანაზღაურებისა და სამართლებრივი დაცვის საკითხებთან დაკავშირებით.
გასათვალისწინებელია, რომ იურისტების საქმიანობა დაკავშირებულია სამართლებრივი დოკუმენტაციის მომზადება/შედგენასთან, სასამართლოში წარმომადგენლობასთან, იურიდიულ კონსულტაციასთან და სხვა საქმიანობასთან, რაც ნორმატიულ აქტებთან წვდომის გარეშე წარმოუდგენელია. ისეთ პირობებში, როდესაც იურისტები სამსახურებრივი მოვალეობების შესრულების დროს მათ მიერ დასახელებულ სირთულეებს აწყდებიან, ხოლო რ-------–-------- უფროსი ყიდულობს ნივთებს, რომელთა შეძენის აუცილებლობა, საჭიროება და მიზანშეწონილობა დაუსაბუთებელია, არ დასტურდება ბ------ ვ-–------, როგორც ორგანიზაციის ხელმძღვანელისა და გადაწყვეტილების მიმღები პირის მხრიდან, კონკრეტული თანამშრომლებისათვის სამსახურებრივი ფუნქციების შესასრულებლად შესაბამისი სამუშაო გარემოს შექმნა.
ინსპექტირების შედეგად გამოვლინდა „საბიუჯეტო ორგანიზაციებში ქონების, მოთხოვნებისა და ვალდებულებების ინვენტარიზაციის ჩატარების წესისა“ და „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ ინსტრუქციის“ დარღვევის ფაქტები:
• საინვენტარიზაციო კომისიის სხდომის N2 ოქმის (29/12/2016წ.) თანახმად, საინვენტარო აღწერილობის N1, N2, N3 აქტები კომისიის შემადგენლობის ხელმოწერით ჩათვლილ იქნა ოქმის განუყოფელ ნაწილად, თუმცა ოქმზე დართულ N1, N2 და N3 დანართებზე არ ფიქსირდება საინვენტარიზაციო კომისიის არცერთი წევრის ხელმოწერა. გასათვალისწინებელია, რომ ბ------ ვ-–------ განმარტებით, სწორედ აღნიშნული დანართები წამოადგენს საინვენტარიზაციო აღწერილობებს და სხვა აღწერილობა კომისიას არ შეუდგენია;
• სპეციალური ოქმი (29/12/2016წ.) არ არის ხელმოწერილი კომისიის წევრებისა და რ-------–-------- უ--------- მიერ, აგრეთვე, მასზე არ არის დასმული რ-------–-------- ბეჭედი, ხოლო სხვა დოკუმენტი, რომელიც ორგანიზაციის ხელმძღვანელის მიერ საინვენტარიზაციო აღწერების შედეგების განხილვის ფაქტს დაადასტურებდა, ბ------ ვ-–-----ს არ წარმოუდგენია. 2017 წელს შედგენილი საინვენტარიზაციო აღწერების მონაცემების რ-------–-------- შენობაში არსებულ ქონებასთან შერჩევით შედარების პროცესში გამოვლინდა, რომ ცალკეულ ქონებაზე არ იყო განთავსებული საინვენტარო ნომერი;
• საინვენტარიზაციო აღწერილობებში ყველა ინვენტარი, რომელთა რაოდენობა შეადგენს 2-ს ან მეტს, შეტანილია ერთიანად. შესაბამისად, ყველა მათგანს მინიჭებული აქვს ერთიანი/საერთო საინვენტარო ნომერი, ნაცვლად ინდივიდუალური საინვენტარო ნომრისა;
• ძირითად აქტივებზე გახსნილი საინვენტარო ბარათები არ არის შევსებული სრულად (არ არის დაფიქსირებული ბარათის შემვსები პირის ვინაობა, თანამდებობა, ხელმოწერა და თარიღი);
საგულისხმოა, რომ საქართველოს ფინანსთა მინისტრის 2014 წლის 31 დეკემბრის N429 ბრძანებით დამტკიცებული „საბიუჯეტო ორგანიზაციების ბუღალტრული აღრიცხვის და ფინანსური ანგარიშგების შესახებ“ ინსტრუქციის 70-ე მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე კონტროლის უზრუნველსაყოფად, ძირითად აქტივებს, გრძელვადიან მცირეფასიან აქტივებსა და ფასეულობებს მიღებისას მიენიჭებათ საინვენტარო ნომრები, რომლებიც რჩებათ მოცემულ აქტივებს ორგანიზაციაში ყოფნის მთელი პერიოდის განმავლობაში. თითოეული საინვენტარო ნომრის მიხედვით იხსნება საქართველოს ფინანსთა მინისტრის შესაბამისი ბრძანებით (ნორმატიული) დადგენილი საინვენტარო ბარათი, სადაც მიეთითება ბარათით განსაზღვრული რეკვიზიტები (მათი არსებობის შემთხვევაში). იქიდან გამომდინარე, რომ ცალკეულ ინვენტარს არ აქვს მინიჭებული ინდივიდუალური საინვენტარო ნომერი, არ დასტურდება აღრიცხვის ორგანიზებასა და მოვლა-შენახვაზე კონტროლის სათანადოდ უზრუნველყოფა.
• ინსპექტირების შედეგად დადგინდა, რომ საინვენტარიზაციო კომისიის 2017 წლის 28 დეკემბრის სხდომის N3 ოქმის თანახმად, კომისიამ ვერ მოახდინა N1 დანართში მითითებული 1 ერთეული ციფრული პროექტორის მოძიება.
აღსანიშნავია, რომ 2018 წლის 28 თებერვალს ბ------ ვ-–-----მ შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოადგინა 1 ერთეული ნაცრისფერი შეფერილობის პროექტორი „hp vp6311“ და განმარტა, რომ, მისი ფიქრით, სწორედ ეს არის ის ციფრული პროექტორი, რომელიც საინვენტარიზაციო კომისიამ ვერ მოიძია, თუმცა აღნიშნულის დადასტურებით თქმა არ შეუძლია.
იმის გათვალისწინებით, რომ პროექტორთან დაკავშირებით რ-------–-------- მიერ წარმოდგენილ ერთადერთ დოკუმენტში (მონაცემები მატერიალურ-ტექნიკური ბაზის შესახებ 01/01/2013 წლის მდგომარეობით) მითითებულია მხოლოდ „ციფრული პროექტორი“ და არ ფიქსირდება რაიმე მონაცემი, რომელიც შესაძლებელს გახდიდა მის იდენტიფიცირებას, არ დასტურდება ბ------ ვ-–------ მიერ შიდა აუდიტის დეპარტამენტში წარმოდგენილი პროექტორისა და რ-------–-------- ბალანსზე რიცხული პროექტორის იდენტურობა.
ამასთან, ის ფაქტი, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, მხოლოდ ინსპექტირების შემდეგ დაინტერესდა ციფრული პროექტორით და მანამდე მისთვის აღნიშნული ნივთის ზუსტი ადგილსამყოფელიც კი უცნობი იყო, დასტურდება ინსპექტირების დროს მისთვის ჩამორთმეული წერილობითი ახსნა-განმარტებით (31/01/2018წ.), რომელშიც ბ------ ვ-–----- აღნიშნავდა, რომ სსიპ - იოსებ ოცხელის სახელობის ქალაქ ქუთაისის N2 საჯარო სკოლისათვის პროექტორის გადაცემის შემდეგ, მისი ბედი აღარ მოუკითხავს და ფიქრობდა, რომ იგი კვლავ აღნიშნულ სკოლაში იყო, თუმცა დაზუსტებით თქმა არ შეეძლო. აღსანიშნავია, რომ ისეთ პირობებში, როდესაც ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2006 წლის 17 იანვარის N31 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოების ს-----------–---–-- რესურსცენტრების ტიპური დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „ი“ ქვეპუნქტის თანახმად, სწორედ რ-------–-------- უფროსია პასუხისმგებელი რ-------–-------- სარგებლობაში არსებული სახელმწიფო ქონების დაცვასა და მიზნობრივად გამოყენებაზე, ხოლო რ-------–-------- უ---------ათვის დაზუსტებით ისიც კი არ იყო ცნობილი, თუ სად იყო პროექტორი და ინსპექტირების შემდეგ განხორციელდა მისი მოძიება, არ დასტურდება ბ------ ვ-–------ მხრიდან რ-------–-------- ქონების სათანადოდ დაცვა ან/და მიზნობრივად გამოყენება.
ინსპექტირების შედეგად რ-------–-------- საქმიანობის შესწავლით გამოვლინდა უხეში ხასიათის შემდეგი დარღვევის ფაქტები:
• რ-------–-------- უფროსმა, ბ------ ვ-–-----მ, 2017 წლის 05 ივლისს წერილობით მიმართა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრს და ითხოვა კონდიციონერისა და მისი მონტაჟის მომსახურების შესაძენად რ-------–-------- ბიუჯეტის „საქონელი და მომსახურების“ მუხლიდან 930 ლარის „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში გადატანა. აღნიშნულის მიუხედავად, რ-------–-------- მიერ შესყიდულ იქნა 930 ლარის ღირებულების 1 ერთეული კონდიციონერი და 100 ლარის ღირებულების კონდიციონერის მონტაჟი (ჯამში: 1 1030 ლარი), ხოლო იქიდან გამომდინარე, რომ „არაფინანსური აქტივების ზრდის“ მუხლში გათვალისწინებული 930 ლარი სრულად იქნა გახარჯული კონდიციონერის შესყიდვაზე, არ განხორციელებულა კონკრეტული მიმწოდებლისათვის (ი---------–- გ------) კონდიციონერის მონტაჟის ღირებულების ანაზღაურება, მიუხედავად იმისა, რომ მხარეებმა (რესურსცენტრი, ი---------–- გ------) მიღება-ჩაბარების აქტით დაადასტურეს ხელშეკრულების ობიექტის მიღებისა და ჩაბარების ფაქტი.
გასათვალისწინებელია, რომ მხარეებს (რესურსცენტრი, ი---------–- გ------) შორის გაფორმებული ხელშეკრულებით გათვალისწინებულია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში პირგასამტეხლოს დარიცხვის შესაძლებლობა. აღნიშნულიდან გამომდინარე, იმ შემთხვევაში, თუ მიმწოდებელი მოითხოვს ანგარიშსწორების განხორციელებას, შესაძლოა, რესურსცენტრს მოუწიოს არა მხოლოდ ხელშეკრულების ღირებულების, არამედ პირგასამტეხლოს ანაზღაურებაც, რაც შესყიდვის სათანადოდ დაგეგმვისა და განხორციელების შემთხვევაში, თავიდან იქნებოდა აცილებული.
აღსანიშნავია, რომ ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოების ს-----------–---–-- რესურსცენტრების ტიპური დებულების“ მე-3 მუხლის მე-4 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, რ-------–-------- უფროსი იღებს გადაწყვეტილებებს საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენების შესახებ. მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება ბ------ ვ-–------, როგორც რ-------–-------- უ---------ა და საბიუჯეტო სახსრების მიზნობრივად გამოყენებაზე გადაწყვეტილების მიმღები პირის, მხრიდან აღნიშნული სახსრების მიზნობრივად გამოყენების სათანადოდ დაგეგმვა და განხორციელება.
• 2017 წლის 13 და 21 თებერვალს რ-------–-------- უფროსს, ბ------ ვ-–-----ს, წერილობით მიმართეს სსიპ - ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის დირექტორმა, ნ----------–---- და სსიპ - ქალაქ ქუთაისის N- საჯარო სკოლის დირექტორის მოვალეობის შემსრულებელმა, ს------- ქ---------–---- და აცნობეს, რომ ცალკეული მოსწავლეებისათვის გადასაცემად სახელმძღვანელოები არ ჰქონდათ. სკოლების ხელმძღვანელებმა ბ------ ვ-–------აგან ითხოვეს საკითხთან დაკავშირებით ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------სთან შუამდგომლობა, თუმცა როგორც წარმოდგენილი დოკუმენტაციითა და ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რ-------–-------- მიერ რეაგირება სკოლებისათვის მოთხოვნილი სახელმძღვანელოების გადაცემის კუთხით არ განხორციელებულა და სსიპ - ქალაქ ქუთაისის N-- საჯარო სკოლის კონკრეტულ მოსწავლეებს თავად სკოლის მიერ შემდგომი გამოყენებისათვის ფაქტობრივად უვარგისი სახელმძღვანელოები გადაეცათ, ხოლო სსიპ - ქალაქ ქუთაისის N- საჯარო სკოლის ცალკეული მოსწავლეები 2017 წლის ივნისამდე სახელმძღვანელოების გარეშე დარჩნენ და საკუთარი ხარჯებით უწევდათ სახელმძღვანელოებისათვის ასლების გადაღება.
იმის გათვალისწინებით, რომ, ერთ შემთხვევაში, მოსწავლეებს გამოსაყენებლად გამოუსადეგარი სახელმძღვანელოები გადაეცათ, ხოლო, მეორე შემთხვევაში, საკუთარი ხარჯებით უწევდათ სახელმძღვანელოებისათვის ასლების გადაღება, არ დასტურდება რ-------–-------- მხრიდან სსიპ - ქალაქ ქუთაისის N-- და სსიპ - ქალაქ ქუთაისის N- საჯარო სკოლების ცალკეული მოსწავლეების ჭეშმარიტ ინტერესებზე ორიენტირებული ქმედებისა და ხელშემწყობი სასწავლო გარემოს უზრუნველყოფის მიზნით ქმედითი ღონისძიებ(ებ)ის გატარება. გასათვალისწინებელია, რომ ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრის 2006 წლის 17 იანვრის N31 ბრძანებით დამტკიცებული „ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოების ს-----------–---–-- რესურსცენტრების ტიპური დებულების“ მე-3 მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, რ-------–-------- საქმიანობას წარმართავს რ-------–-------- უფროსი, რომელიც ამავე მუხლის მე-4 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, ხელმძღვანელობს რესურსცენტრს, წარმოადგენს რესურსცენტრს მესამე პირებთან ურთიერთობაში, წარმართავს მის საქმიანობას და წყვეტს რ-------–-------- გამგებლობის სფეროსათვის მიკუთვნებულ საკითხებს. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე და იმის გათვალისწინებით, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, წერილობით ახსნა-განმარტებაში ერთმნიშვნელოვნად ადასტურებს, რომ რ-------–-------- მიერ სკოლებისათვის მოთხოვნილი სახელმძღვანელოების გადაცემა არ მომხდარა და არც წერილები გადაგზავნილა ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ში, არ დასტურდება მისი მხრიდან რ-------–-------- საქმიანობის სწორად წარმართვა.
აღსანიშნავია, რომ ბ------ ვ-–------ ხელმძღვანელობის პერიოდში რ-------–-------- საქმიანობაში არაერთხელ გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რის გამოც მის მიმართ გამოყენებულია არაერთი დისციპლინური სახდელი. კერძოდ, 2014 წლის 29 იანვრის N1/კ-41 ბრძანების შესაბამისად, მის მიმართ გამოყენებული იქნა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - გაფრთხილება; 2015 წლის 12 იანვრის N2/კ-20 ბრძანების შესაბამისად, მას დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - დაუკავდა 7 სამუშაო დღის ხელფასი; 2015 წლის 18 თებერვლის N2/კ-122 ბრძანების შესაბამისად, დაეკისრა დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომა - დაუკავდა 9 სამუშაო დღის ხელფასი.
მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, რესურსცენტრში 2018 წელს ჩატარებული ინსპექტირების შედეგად კვლავ გამოვლინდა სხვადასხვა ხასიათისა და სიმძიმის სამართლებრივი აქტების დარღვევის ფაქტები, რომელთა ნაწილს ჰქონდა უხეში, მრავალჯერადი და განმეორებადი ხასიათი, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, ვერ უზრუნველყოფდა რ-------–-------- საქმიანობის კანონშესაბამისობასა და სათანადო ხელმძღვანელობას. სწორედ ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- მინისტრმა გამოსცა ბრძანება, რომლის შესაბამისად, ბ------ ვ-–----- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებებს მასზედ, რომ მის საქმიანობაში არ იყო მძიმე ფინანსური დარღვევები და რომ არც ერთი ხარვეზი არ იყო ისეთი, რომლის გამოსწორება არ შეიძლებოდა; რომ აქ იყო მხოლოდ პიროვნული დაინტერესება. ჯერ მიიღება გადაწყვეტილება ადამიანის გაშვებისა და შემდეგ იწყებენ მიზეზების მოძებნას; რომ არც ერთი მისი გადაცდომა არ იყო არც უხეში და არც მძიმე. აუდიტი ჩამოვიდა მხოლოდ მსუბუქ გადაცდომაზე; რომ ის იცავდა სახელმწიფო ქონებას, გაარემონტა შენობა, შექმნა კომფორტული გარემო; გააჩერა მანქანა, რითაც დაზოგა 10-დან 14 ათასამდე ლარი. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები საქმეში არ მოიპოვება. პირიქით, ინსპექტირების ჩატარებისას გამოვლინდა არაერთი დარღვევა, რომელსაც თვით ბ------ ვ-–-----ც არ უარყოფდა და რომლებიც სამინისტროს მიერ შეფასდა უხეშ დარღვევად, რადგან მას არაერთჯერადი და განმეორებადი ხასიათი ჰქონდა და პირდაპირ მიუთითებდა იმაზე, რომ ბ------ ვ-–----- ვერ უზრუნველყოფდა რ-------–-------- საქმიანობის კანონშესაბამისობასა და სათანადო ხელმძღვანელობას. შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------სშიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნაში მითითებული ფაქტები, რაც საფუძვლად დაედო ბ------ ვ-–------ გათავისუფლებას, რეალურია. ამ ფაქტების გასაქარწყლებელი მტკიცებულებები ბ------ ვ-–------ მიერ სასამართლოზე წარმოდგენილი არ ყოფილა. პირიქით, სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა რ-------–-------- თანამშრომლება დაადასტურეს დასკვნაში მითითებული დარღვევები და ინსპექტირების ჩატარებისას მათ მიერ მიცემული ახსნა-განმარტებები.
სასამართლო ასევე არ იზიარებს მოსარჩელის განმარტებებს მასზედ, რომ მის მიმართ არ უნდა ყოფილიყო გამოყენებული შრომის კოდექსი და ის არ უნდა გათავისუფლებულიყო შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ პუნქტით, რადგან „საჯარო სამსახურის შესახებ“ ს----------–--- კანონის თანახმად (გათავისუფლების მომენტში მოქმედი რედაქციით), ამ კანონის მოქმედება არ ვრცელდება სამინისტროს ტერიტორიული ორგანოს ხელმძღვანელსა და მის მოადგილეზე (იხ. მე-4.1 „ფ“ პუნქტი).
სასამართლოს იმ დარღვევების შესწავლის შედეგად, რომლებიც ბ------ ვ-–------ გათავისუფლებას დაედო საფუძვლად, მიაჩნია, რომ ბ------ ვ-–------ მხრიდან ადგილი ჰქონდა ისეთ დარღვევას, რომელიც საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტის კონტექსტში „უხეშ დარღვევად“ შეიძლება დაკვალიფიცირებულიყო.
სასამართლო დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების პირობებში განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ თვალსაზრისით განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება შრომის სამართალში მოქმედ Ultima Ratio - ს პრინციპის დაცვას, რაც იმას ნიშნას, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება გამოყენებულ უნდა იქნეს მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დასაქმებულის მიმართ, მის მიერ ჩადენილი გადაცდომის (დარღვევის) ხასიათიდან და სიმძიმიდან გამომდინარე, უფრო მსუბუქი სანქციის შეფარდებას აზრი აქვს დაკარგული. აღნიშნული დასკვნა ეფუძნება პრინციპს, რომლის შესაბამისადაც, შრომით სამართლებრივი ურთიერთობის შენარჩუნებას აქვს პრიორიტეტი მის რღვევასთან შედარებით. შესაბამისად, სწორედ აღნიშნული არგუმენტაცია დაედო საფუძვლად შრომის კოდექსში 2013 წლის 12 ივნისს 37-ე მუხლში განხორციელებულ ცვლილებას, რომლის მიხედვითაც, შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველია არა მხარის მიერ შრომითი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვალდებულებათა „უბრალოდ დარღვევა“, არამედ, მითითებულ ვალდებულებათა „უხეში დარღვევა“. საერთაშორისოდ აღიარებული სტანდარტია, რომ დასაქმებულის სამუშაო ადგილიდან დათხოვნისას, უნდა არსებობდეს გათავისუფლების გონივრული საფუძველი. შესაბამისად, ნებისმიერი დარღვევა პირის სამსახურიდან დათხოვნის საფუძველი არ უნდა იყოს. აღნიშნული ეწინააღმდეგება დასაქმებულთა შრომის უფლებების დაცვის კონსტიტუციურ პრინციპს. შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იყოს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში Ultima Ratio-ს პრინციპი ითხოვს დამსაქმებლის მხრიდან დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, რა დროსაც, პასუხი უნდა გაეცეს შეკითხვას - არის თუ არა გათავისუფლება დარღვევის (გადაცდომის) ადეკვატური? ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას გამოყენებულ უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს უკეთესს გახდის, კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერად მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც, შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის. ამდენად, იმისათვის, რომ დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად იქნეს მიჩნეული, აუცილებელია, სახეზე იყოს ისეთი მძიმე დარღვევა, რომელიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდის. (იხ. სუს 10.06.2015წ.-ის გადაწყვეტილება Nას-415-395-2015; სუს 27.04.2015წ.-ს გადაწყვეტილება Nას -164-154-2015).
1919 წლის ვერსალის ხელშეკრულების საფუძველზე შექმნილია შრომის საერთაშორისო ორგანიზაცია (შსო), რომლის ფარგლებშიც შემუშავებულია შრომითი უფლებების დაცვის საერთაშორისო სტანდარტები და კონვენციები. ერთ-ერთი მათგანია შსო-ს N158 შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის კონვენცია, რომელიც 1982 წელს არის მიღებული და ითვალისწინების გონივრული საფუძვლის ცნებას. კონვენციის მიხედვით, „გონივრულობის“ პრინციპი ასახული უნდა იყოს ყველა სახელმწიფოს შიდასახელმწიფოებრივ დონეზე და განმტკიცებული უნდა იყოს საკანონმდებლო სისტემაში. რაც შეეხება საქართველოს, მიუხედავად იმისა, რომ იგი 158-ე კონვენციის მონაწილე მხარე არ არის, მას „გონივრული საფუძვლის“ პრინციპის კონვენცისეული მნიშვნელობით შიდასახელმწიფოებრივ დონეზე დანერგვის მოვალეობა იმავე ხარისხითა და მოცულობით აკისრია, როგორც ეს - კონვენციის ხელშემკვრელ სახელმწიფოებს. საქართველოს ეს საერთაშორისო ვალდებულება საერთაშორისო ჩვეულებითი სამართლიდან და ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის მე-6 მუხლიდან გამომდინარეობს“. პალატა ასევე განმარტავს, რომ „შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია, კერძოდ, კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა შეიძლება მხოლოდ კანონიერი საფუძვლის არსებობისას, რაც უკავშირდება დასაქმებულის შესაძლებლობებსა და ქცევის წესს ან დაწესებულების, საწარმოს აუცილებლობას ან სამსახურს (იხ. სუს 10.06.2015წ.-ის გადაწყვეტილება Nას-415-395-2015).
საქართველოს კონსტიტუცით აღიარებულია პირის უმნიშვნელოვანესი სოციალური უფლება – შრომის უფლების სახით და დადგენილია, რომ შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. შრომის კონსტიტუციური უფლება გარანტირებულს ხდის პირის თავისუფლებას შრომითი საქმიანობის არჩევანში და მის განხორციელებაში, ამასთან, აწესებს სახელმწიფოს ვალდებულებას დასაქმებული მოქალაქის შრომითი უფლებების დაცვაში, რაც უზრუნველყოფილია სათანადო ორგანული კანონით - შრომის კოდექსით.
შრომის კონსტიტუციური უფლების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია დასაქმების დაცვის უფლება, რაც გულისხმობს დასაქმებულ პირთა დასაცავად გარკვეული სამართლებრივი მექანიზმების არსებობას – შრომის კოდექსსა თუ შრომის ურთიერთობის მომწესრიგებელ აქტებში დასაქმებულთა უფლების დაცვის მარეგულირებელი საერთაშორისო ნორმების ასახვას.
ამ მხრივ უმნიშვნელოვანესია საერთაშორისო აქტები, რომლებიც იცავენ დასაქმებულის უფლებებს. ეკონომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტის (საქართველოში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) მე-6 მუხლის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე სახელმწიფოები აღიარებენ შრომის უფლებას, ხოლო ამავე მუხლის მეორე ნაწილით კი, ამ პაქტით მონაწილე სახელმწიფოთა ღონისძიებანი, ამ უფლების სრულად განხორციელების მიზნით, შეიცავენ პროფესიულ-ტექნიკური სწავლებისა და მომზადების პროგრამებს, განუხრელი ეკონომიკური, სოციალური და კულტურული განვითარებისა და სრული საწარმოო დასაქმების გზებსა და მეთოდებს ისეთ პირობებში, რომლებიც უზრუნველყოფენ ადამიანის ძირითად პოლიტიკურ და ეკონომიკურ თავისუფლებებს.
ადამიანის სოციალურ უფლებებთან დაკავშირებით მნიშვნელოვან დანაწესს ადგენს 1948 წლის 10 დეკემბრის ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის (ძალაშია საქართველოს უზენაესი საბჭოს 1991 წლის 15 სექტემბრის დადგენილებით) 22-ე მუხლი, რომლის თანახმად ყოველ ადამიანს, როგორც საზოგადოების წევრს, აქვს სოციალური უზრუნველყოფის უფლება და უფლება, განახორციელოს ეკონომიკურ, სოციალურ და კულტურულ დარგებში, ნაციონალური მეცადინეობისა და საერთაშორისო თანამშრომლობის მეშვეობით და ყოველი სახელმწიფოს სტრუქტურისა და რესურსების შესაბამისად, ის უფლებები, რომლებიც აუცილებელია მისი ღირსების შენარჩუნებისა და პიროვნების თავისუფალი განვითარებისათვის. ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ შრომის თავისუფლება ფართო გაგებით პირდაპირ უკავშირდება ადამიანის ღირსებასა და თავისუფალ განვითარებას.
ევროპის სოციალური ქარტიის პირველი მუხლის მე-2 პუნქტის თანახმად, (რატიფიცირებულია საქართველოს პარლამენტის 2005 წლის 1 ივლისის დადგენილებით), შრომის უფლების ეფექტური განხორციელების მიზნით, მხარეები ვალდებულებას იღებენ, ეფექტურად დაიცვან მუშაკის ნებაყოფლობით არჩეული სამუშაოს შესრულების გზით ფულადი სახსრების გამომუშავების უფლება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ეფექტური დაცვა გულისხმობს დასაქმებისა და ხელფასის მიღების უფლების შენარჩუნებას. ამიტომ ამ უფლების წართმევა დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც იგი წარმოადგენს კანონისმიერ წინაპირობებზე დაფუძნებულ ერთადერთ ქმედით გამოსავალს.
ამდენად, სასამართლოს მითითებით, ზემოაღნიშნული საერთაშორისო სამართლის ნორმები გვაძლევენ უალტერნატივო დასკვნის საშუალებას დასაქმებულთა შრომის უფლების მინიმალური სტანდარტებით დაცვაზე სახელმწიფოს ვალდებულებასა და მიზანზე, აღნიშნული სტანდარტების, ქვეყნის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესების თანამდევად, მხოლოდ დაქირავებულის სასარგებლოდ შეცვლაზე. საქართველოს კონსტიტუციის პრეამბულით აღიარებული სახელმწიფოებრივი ნება სოციალური სახელმწიფოს დამკვიდრებისა, პირდაპირ და უშუალო კავშირშია შრომის უფლების დაცვასთან, რაც ცალსახად გულისხმობს დასაქმებულის უფლების დაცვას.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ მითითებული ნორმით დამსაქმებლისათვის მინიჭებული დისციპლინური პასუხისმგებლობის გამოყენების უფლება არ არის შეუზღუდავი, რამეთუ არ არსებობს აბსოლუტური, შეუზღუდავი სამოქალაქო უფლება. იგი ყოველთვის შემოფარგლულია მისი განხორციელების მართლზომიერებით.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენებისა და ვალდებულების შესრულების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავის განხილვისას სასამართლომ უნდა შეაფასოს, დაირღვა თუ არა მხარეთა უფლებები ამა თუ იმ სამართლებრივი აქტის თუ მოქმედების განხორციელების შედეგად, უნდა დადგინდეს დაცულია თუ არა მხარეთა თანასწორობის პრინციპი, გამოიწვია თუ არა ამ მოქმედებამ რაიმე ზიანი და რამდენად არსებითია იგი, ხომ არ განხორციელდა დისკრიმინაცია და ა.შ. ამ ამოცანის შესრულება კი შეუძლებელია, თუ სასამართლოსათვის უცნობია დისციპლინური პასუხისმგებლობის წარმოშობის მიზეზი და უცნობია ან არ დადგინდა დავის წარმოშობის მიზეზი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ დამსაქმებლის მიერ დისციპლინური პასუხისმგებლობის ნებისმიერი ზომის გამოყენება საჭიროებს დამსაქმებლის მხრიდან დასაბუთებას და ასევე გამოყენებული უნდა იქნეს კანონმდებლობით დადგენილი წესისა და შინაგანაწესის შესაბამისად. შინაგანაწესისა და კანონმდებლობის დაცვა ევალება არა მხოლოდ დასაქმებულს, არამედ დამსაქმებელსაც, წინააღმდეგ შემთხვევაში ნებისმიერი მისი გადაწყვეტილება წინააღმდეგობაში იქნება შრომის სამართლის უზოგადეს პრინციპებთან, კერძოდ, შრომის კოდექსის მე-2 მუხლის თანახმად, შრომითი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა თანასწორუფლებიანობას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ შრომითი დავების გადაწყვეტისას დაცულ უნდა იქნეს როგორც მითითებული, ასევე კონსტიტუციითა და სხვა ნორმატიული აქტებით რეგულირებული ადამიანის უფლებანი და თავისუფლებანი, ხოლო ამ უფლებათა დარღვევის შეფასება შეუძლებელია დავის წარმოშობის საფუძვლის არცოდნის შემთხვევაში.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
მოცემულ შემთხვევაში საქმის გამოკვლევის შედეგად სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ბ------ ვ-–-----მ, როგორც ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------ს ტერიტორიული ორგანოს - ქალაქ ქუთაისის ს-----------–---–-- რ-------–-------- უფროსმა, მასზე დაკისრებული ვალდებულებები უხეშად დაარღვია (იხ. ს----------–--- გ------–----- და მ-–--------- ს------------სშიდა აუდიტის დეპარტამენტის დასკვნა). სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება დამსაქმებლის მხრიდან ადეკვატურ, საჭირო და პროპორციულ ღონისძიებად უნდა იქნეს მიჩნეული, რადგან სახეზე იყო ისეთი მძიმე დარღვევები, რომლებიც სხვა უფრო მსუბუქი სანქციის გამოყენებას არამიზანშეწონილს ხდიდა. ინსპექტირების ჩატარებისას დადგინდა, რომ მოსარჩელე არაჯეროვნად ასრულებდა მასზე დაკისრებულ მოვალეობებს და დარღვევების უმეტეს ნაწილს ჰქონდა უხეში, მრავალჯერადი და განმეორებადი ხასიათი, რაც მიუთითებდა იმ გარემოებაზე, რომ რ-------–-------- უფროსი, ბ------ ვ-–-----, ვერ უზრუნველყოფდა რ-------–-------- საქმიანობის კანონშესაბამისობასა და სათანადო ხელმძღვანელობას. სასამართლო მიიჩნევს, რომ დამსაქმებლის ქმედება უნდა ჩაითვალოს მიზანშეწონილად, შესაბამისად, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობდა ბ------ ვ-–------ სამსახურიდან გათავისუფლების შრომის კოდექსის 37-ე მუხლის „ზ“ ქვეპუნქტით გათავისუფლების წინაპირობები, რის გამოც სადავო ბრძანება არ უნდა გაბათილდეს.
6.2. საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
ზემოთდასახელებული მუხლი სასამართლოს ანიჭებს დისკრეციას შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში გამოიყენოს კანონით განსაზღვრული ალტერნატივა და მოახდინოს დასაქმებულის პირვანდელ სამუშაოზე აღდგენა, ან ტოლფასი სამუშაოთი უზრუნველყოფა და ან დააკისროს კომპენსაცია.
სასამართლო ვალდებულია ყოველმხრივ შეაფასოს საქმის გარემოებები, მხარეთა ინტერესები და შესაძლებლობები და ისე მიიღოს გადაწყვეტილება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ მიიჩნია, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა დაკისრებული ვალდებულებების უხეშ დარღვევას. რადგან გათავისუფლების ბრძანება კანონიერია და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, არ არსებობს ბ------ ვ-–------ თანამდებობაზე აღდგენის საფუძველი. შესაბამისად არ არსებობს არც განაცდურის ანაზღაურების საფუძველი.
6.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო სამართალწარმოებაში მოქმედი მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგადი წესის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს (სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხ.). ნიშანდობლივია, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული, რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება მასზედ, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას. აღნიშნული დასკვნა გამომდინარეობს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, კერძოდ, დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა შრომითი მოვალეობები დაარღვია, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზედ, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად ასრულებდა. შესაბამისად, მოპასუხეა ვალდებული სათანადო მტკიცებულებებით დაადასტუროს მოსარჩელის მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტები, რაც შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სამართლებრივი საფუძვლით მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების მართლზომიერ საფუძვლად იქნება მიჩნეული.
მოცემულ შემთხვევაში მოსარჩელემ ვერ შეძლო დაემტკიცებინა სარჩელის საფუძვლიანობა. ხოლო თავის მხრივ მოპასუხემ სათანადო მტკიცებულებებით დაადასტურა ბ------ ვ-–------ მიერ მისთვის დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევის ფაქტი, შესაბამისად, შეძლო დაესაბუთებინა და დაემტკიცებინა სარჩელის უსაფუძვლობა და დაუსაბუთებლობა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2000 ლარამდე ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის განთავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზედაც მას უარი ეთქვა. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ ორივე მხარე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, მაშინ სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეულ ხარჯებს გაიღებს სახელმწიფო.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელე ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ” საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის ,,ა” ქვეპუნქტის თანახმად გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან. ასევე დადგენილია, რომ სარჩელი ამ ნაწილში არ დაკმაყოფილდა. შესაბამისად, მოსარჩელე სასარჩელო მოთხოვნაზე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, უნდა განთავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ სარჩელის აღძვრისათვის სასარჩელო მოთხოვნაზე ბრძანების ბათილად ცნობასთან დაკავშირებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილია 100 ლარი. ვინაიდან ამ ნაწილში სარჩელი არ დაკმაყოფილდა, არ არსებობს მის მიერ გაწეული სასამართლო ხარჯების მოპასუხისთვის დაკისრების საფუძველი.
დადგენილია, რომ მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა წარმოადგინა სამივლინებო (საწვავის) ხარჯების დამადასტურებელი მტკიცებულებები და ითხოვა მათი ანაზღაურება მოსარჩელის მხრიდან. კერძოდ, 2018 წლის 7 სექტემბერი - 80.29 ლარი, 2018 წლის 11 დეკემბერი - 121.44 ლარი, 2019 წლის 4 იანვარი - 55.66 ლარი, 2019 წლის 11 იანვარი - 100.23 ლარი, 2019 წლის 28 იანვარი - 97.66 ლარი, 2019 წლის 26 თებერვალი - 73.50 ლარი, 2019 წლის 14 მარტი - 41.16 ლარი და 21.78 ლარი, 2019 23 – 75.64 ლარი. ჯამში საწვავის ხარჯმა შეადგინა 667.36 ლარი. ვინაიდან სარჩელი არ დაკმაყოფილდა და მოპასუხის სასარგებლო გადაწყვეტილება იქნა მიღებული, აღნიშნული ხარჯები მოპასუხის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელე ბ------ ვ-–-----ს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 41-ე, 53-ე, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 2591, 364 -ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ბ------ ვ-–------ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
2. ბ------ ვ-–-----ს მოპასუხე ს----------–--- გ------–----, მ-–---------, კ---–--------- და ს--------- ს------------ს სასარგებლოდ დაეკისროს სამივლინებო (საწვავის) ხარჯები 667,36 ლარის ოდენობით.
3. მოსარჩელე ბ------ ვ-–----- სასარჩელო მოთხოვნაზე განაცდურის ანაზღაურების თაობაზე, განთავისუფლდეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
4. ბრძანების ბათილად ცნობისა და თანამდებობაზე აღდგენის ნაწილში სახელმწიფო ბაჟი 100 ლარის ოდენობით გადახდილია, რომელიც დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მისამართი: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქ. №32), დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6-7 პუნქტებით გათვალისწინებული წესების დაცვით ქუთაისის საქალაქო სასამართლოს (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) მეშვეობით.
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში (მისამართი: ქ. ქუთაისი, კუპრაძის ქ. №11) და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
7. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნასა და ჩაბარებას უზრუნველყოფს სასამართლო ამავე კოდექსის 70-ე–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: ციცინო მოსიძე