გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.06.2019
საქმის ნომერი
330210019002844434
კატეგორია
დავის ტიპი
საოჯახო-სამართლებრივი დავები
თარიღი
12.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 2/2409 - 19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 ივნისი, 2019 წელი თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე გიორგი მაისურაძე

სხდომის მდივანი გრეტა ჩიქოვანი

მოსარჩელე მ-----ა ტ--–--–-–---–ი, ს--------ა ხ----–--ე

მოსარჩელე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი (შეგებებული სარჩელის მოპასუხე)

წარმომადგენელი ნ--------------ე

მოპასუხე ნ--ო ო------------ (შეგებებული სარჩელის მოსარჩელე)

წარმომადგენელი თ--------------–---–ი, ქ-----------------ე, დ---------–--ე

მესამე პირი სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტო (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო)

მესამე პირის წარმომადგენელი მ--------–---------–---ი

დავის საგანი თავდაპირველი სარჩელით არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრა

დავის საგანი შეგებებული სარჩელით ალიმენტის გადახდის დაკისრება, მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. სასარჩელო მოთხოვნა თავდაპირველი სარჩელით

მოსარჩელეებს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს, მ-----ა ტ--–--–-–---–ს და ს--------a ხ----–--ეს არასრულწლოვან ნ-–ა ტ--–--–-–---–თან (დაბადებული 2----–-–------------–ს) განესაზღვროთ ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შემდეგი წესით: სამი წლის ასაკამდე შემდეგი გრაფიკით - ყოველი კვირის შაბათი და კვირა დღე დილის 12:00 საათიდან 18:00 საათამდე საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, 3 წლიდან 6 წლამდე პერიოდში - ყოველი კვირის სამაშაბათი დღის 17:00 საათიდან ოთხშაბათს დილის 10:00 საათამდე და პარასკევი დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე, ასევე, ზაფხულის არდადეგებზე ყოველი წლის 15 აგვისტოდან 31 აგვისტომდე, საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით, ხოლო ექვი წლიდან - ყოველი კვირის სამშაბათი დღის 17:00 საათიდან ოთხშაბათს დილის 09:00 საათამდე, პარასკევს დღის 17:00 საათიდან კვირა დღის 12:00 საათამდე, ზამთრის არდადეგებზე 02 იანვრიდან 08 იანვრის ჩათვლით და ზაფხულის არდადეგებზე 01 აგვისტოდან 31 აგვისტომდე, საცხოვრებელ მისამართზე წაყვანის და უკან დედასთან დაბრუნების ვალდებულებით;

 

მოსარჩელეები მ-----ა ტ--–--–-–---–ი და ს--------ა ხ----–--ე არიან ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მშობლები. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი მოპასუხე ნ--ო ო------------სთან 2016 წლიდან იმყოფებოდა საქორწინო ურთიერთობაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------–ს შეეძინათ შვილი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი. მეუღლეებს შორის დაძაბული ურთიერთობის გამო, მოპასუხე ნ--ო ო------------ 20---–-–-------------ის თვიდან არასრულწლოვან ბავშვთან ერთად საცხოვრებლად გადავიდა დედის საცხოვრებელ მისამართზე. მას შემდეგ მხოლოდ ოთხჯერ მიეცათ მოსარჩელეებს ბავშვის ნახვის საშუალება. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მიზანია არასრულწლოვან ნ-–ას გაუწიოს კარგი მამობა. იზრუნოს ბავშვის კეთილდღეობისათვის, მაგრამ მას ნებაყოფლობით არ აძლევენ ბავშვის ნახვის საშუალებას. ასევე, ბავშვთან ურთიერთობის სურვილს გამოთქვამენ პაპა-ბებია და ითხოვენ არასრულწლოვან შვილიშვილთან, ნ-–ა ტ--–--–-–---–თან ურთიერთობისათვის დროის განსაზღვრას, რაც ხელს არ შეუშლის ბავშვის ნორმალურ აღზრდა-განვითარებას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მასზე. ბავშვი უნდა იზრდებოდეს ორივე მშობლის, პაპა-ბებიების მზრუნველობის და სიყვარულის გარემოცვაში. მოსარჩელის ოჯახში ასევე ცხოვრობს არასრულწლოვანი ძმა, ს--- ტ--–--–-–---–ი. თავად ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი სტუდენტია. ბავშვის საუკეთესო ინტერესია ურთიერთობა ჰქონდეს როგორც დედასთან, ასევე მამასთან და მისი ოჯახის წევრებთან. ბიოლოგიურ მშობლებს შეუძლიათ, ცალ-ცალკე ცხოვრების პირობებშიც, ერთობლივად, ღირსეულ პირობებში აღზარდონ შვილები.

 

1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა

 

1.2.1. მოპასუხე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის, ნ-–ა ტ--–--–-–---–ის (დაბადებული 2-----–-–------------–ს) სასარგებლოდ ალიმენტის სახით ყოველთვიურად 800 (რვაასი) ლარის გადახდა სარჩელის აღძვრიდან (2019 წლის 19 მარტიდან) ბავშვის სრულწლოვანებამდე.

1.2.2. მოპასუხე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის, ნ-–ა ტ--–--–-–---–ის (დაბადებული 2-----–-–------------–ს) მიმართ შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით (ერთი თვის ვადით) გაყვანის ნაწილში;

 

ნ--ო ო------------ს და ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------–ს შეეძინათ შვილი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი. ნ--ო ო----------ძის ორსულობიდან მოყოლებული ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი, სისტემატიურად ახორციელებდა მასზე ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ ზეწოლას. აღნიშნულის საფუძველზე მას შეეფარდა პატიმრობა. პატიმრობის შემდეგაც ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი მოპასუხის მიმართ განწყობილია აგრესიულად. იგი ემოციურად არასტაბილურია, მიდრეკილია ძალადობისკენ და შეს---მისად, არ არის გამორიცხული, რომ იგი საფრთხეს წარმოადგენდეს ბავშვის კეთილდღეობისათვის. მოპასუხე მხარეს ბავშვის დაბადებიდან არანაირი მონაწილეობა არ მიუღია მის აღზრდა-განვითარებაში. ნ--ო ო------------ კი დედასთან გადასვლის შემდეგ, დამოუკიდებლად უზრუნველყოფს ბავშვის ფინანსურ მხარდაჭერას. მოპასუხე ვალდებულია სტაბილურად იღებდეს მონაწილეობას ბავშვის რჩენაში და აღზრდაში.

მხარესთან არსებული დაძაბული ურთიერთობის გამო, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს შეეზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ გაყვანის ნაწილში და მოსარჩელეს უნდა მიეცეს უფლება მოპასუხის თანხმობის გარეშე შეძლოს ბავშვის პასპორტის აღება და საზღვარგარეთ დასასვენებლად გაყვანა ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინებით.

 

2.1. მოპასუხის პოზიცია (თავდაპირველი სარჩელის)

 

მოპასუხე ნ--ო ო------------ არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას. მოსარჩელეები ბავშვის დაბადებიდანვე არანაირ ყურადღებას არ იჩენდნენ ბავშვის მიმართ. პაპა-ბებიას ერთხელაც კი არ მოუკითხავთ დისტანციურად შვილიშვილი. მოსარჩელეები არაერთხელ იყვნენ ინფორმირებულები, რომ მათ შეეძლოთ მოენახულებინათ ბავშვი მოპასუხის მისამართზე, სადაც ბავშვი ცხოვრობს, თუმცა მათ ბავშვი არ უნახავთ. ასევე მოსარჩელეების მხრიდან მოპასუხის მიმართ მუდმივი დამამცირებელი და შეურაცხმყოფელი მოპყრობის გათვალისწინებით, აღნიშნული გარემოება გამორიცხავს დადებით გავლენას ბავშვის აღზრდა-განვითარებაზე. ბავშვის ასაკიდან გამომდინარე, ბავშვისთვის დედის გარეშე ხანგრძლივი ყოფნა, მით უმეტეს ღამისთევა, ბავშვისთვის სერიოზული ტრავმა იქნება, რაც მის ემოციურ მდგომარეობაზე უარყოფითად აისახება. მოსარჩელე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი მოპასუხის მიმართ განწყობილია აგრესიულად, იგი ემოციურად არასტაბილურია, მიდრეკილია ძალადობისკენ და შეს---მისად, იგი შეიძლება საფრთხეს წარმოადგენდეს ბავშვისათვის. მოპასუხე მიიჩნევს, რომ ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მხრიდან ბავშვის მონახულება უნდა მოხდეს კომპეტენტური მესამე პირის თანდასწრებით, ბავშვის უსაფრთხოებიდან გამომდინარე. მოსარჩელეებს აქვს საშუალება ჰქონდეთ ბავშვთან ურთიერთობა მოპასუხის საცხოვრებელ მისამართზე მესამე პირის თანდასწრებით ბავშვის უსაფრთხოების უზრუნველსაყოფად, რასაც ისინი არ ახორციელებენ. მათი მოთხოვნა წაიყვანონ ბავშვი და დედისგან მოშორებით ჰქონდეს ბავშვთან ურთიერთობა, ეწინააღმდეგება ბავშვის საუკეთესო ინტერესებს.

 

2.2. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელის)

 

მოპასუხე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას ალიმენტის დაკისრების თაობაზე ნაწილობრივ და თანახმაა არასრულწლოვანი შვილის რჩენა-აღზრდის მიზნით ყოველთვიურად გადაიხადოს 100 (ასი) ლარი. მოპასუხე სტუდენტია და მას არ აქვს მატერიალური შესაძლებლობა გადაიხადოს ალიმენტი მოთხოვნილი ოდენობით. ამასთან, მოსარჩელეს ამ ეტაპზე არ წარმოუდგენია სათანადო მტკიცებულება ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის საჭიროებასთან დაკავშირებით. აუცილებლობის შემთხვევაში, ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების გათვალისწინებით, მოპასუხე აღნიშნულზე ნებაყოფლობით დათანხმდება. ამასთან, მოპასუხე არაა წინააღმდეგი დასვენების მიზნით, არასრულწლოვანი ბავშვი გაიყვანონ კონკრეტული პერიოდით ევროპის ქვეყნებში.

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიცია

 

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე აუცილებელია მას ურთიერთობა ჰქონდეს ორივე მშობელთან და ასევე, პაპა-ბებიასთან. მოცემულ შემთხვევაში, სოციალური სამსახურის მიერ მოსარჩელეების საცხოვრებელი პირობების შეფასებისას, არ გამოიკვეთა მამის ბავშვთან ურთიერთობისათვის რაიმე ხელისშემშლელი, დამაბრკოლებელი გარემოება. ასევე, დადგინდა, რომ პაპა-ბებიასთან ურთიერთობა არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალურ აღზრდაზე ცუდ გავლენას არ მოახდენს. მოცემულ ეტაპზე, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელი მხარს უჭერს სასარჩელო მოთხოვნას მამამ და პაპა-ბებიამ არასრულწლოვანი ნახოს რამდენიმე საათი თავდაპირველად დედის ან მის მიერ შერჩეული პირის თანდასწრებით, ხოლო 3 წლის ასაკიდან მოსარჩელეების მხრიდან მიჩვევის შემდგომ, შესაძლებელია მათ არასრულწლოვანი დამოუკიდებლად წაიყვანონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას, ხოლო ასაკის მატებასთან ერთად ასევე შესაძლოა დადგინდეს ღამით წაყვანის უფლებით ურთიერთობის წესი. ბავშვთან ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს მისი დღის ჩვეული რეჟიმის გათვალისწინებით.

მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს წარმომადგენელმა განმარტა, რომ არასრულწლოვანი ბავშვის სრულყოფილი განვითარებისათვის და მისი საუკეთესო ინტერესებიდან გამომდინარე მნიშვნელოვანია დაუბრკოლებლად მოხდეს მისთვის საქართველოს მოქალაქის პასპორტის აღება. ასევე, აუცილებელია, არამართლზომიერად არ შეიზღუდოს არასრულწლოვანი ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მხარს დაუჭერს მოთხოვნას პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის ნაწილში მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ, თუკი დაკონკრეტდება საზღვარგარეთ ყოფნის პერიოდი და ის ქვეყნები, სადაც მოპასუხის თანხმობის გარეშე შეძლებს მოსარჩელე ნ--ო ო------------ (შეგებებული სარჩელით) გაიყვანოს არასრულწლოვანი შვილი.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. მოსარჩელე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი და მოპასუხე ნ--ო ო------------ იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------–ს შეეძინათ შვილი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N0---------- (ს.ფ. 22);

 

3.1.2. მოსარჩელე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი წარმოადგენს მ-----ა ტ--–--–-–---–ის და ს--------ა ხ----–--ის შვილს. ჯ------- ტ--–--–-–---–ს ჰყავს ასევე არასრულწლოვანი ძმა, ს--- ტ--–--–-–---–ი (დაბადებული 2----–-–-------------ს);

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N-- (ს.ფ. 23);

_ დაბადების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N---------- (ს.ფ. 24);

 

3.1.3. ნ--ო ო------------ და ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი განქორწინდნენ 2----–-–------------------ს. ისინი ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ 20---–-–-------------ის თვიდან. მითითებული პერიოდიდან, ნ--ო ო------------ არასრულწლოვან ნ-–ა ტ--–--–-–---–თან ერთად ცხოვრობს დედის საცხოვრებელ სახლში;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_ განქორწინების მოწმობა, აქტის ჩანაწერი N----------- (ს.ფ. 79);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.4. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა მოსარჩელეების საცხოვრებელ მისამართზე, სადაც ცხოვრობენ ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი, მ-----ა ტ--–--–-–---–ი, ს--------ა ხ----–--ე და ს--- ტ--–--–-–---–ი. სახლში საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფენ მოსარჩელეები მ-----ა ტ--–--–-–---–ი და ს--------ა ხ----–--ე. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი არის ა---------–-----------------ის სტუდენტი. სახლი ოჯახის საკუთრებაა. მოსარჩელე მხარემ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი დაკავებული იყო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 126-ე მუხლით და გათავისუფლების შემდეგ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა შვილის ნახვის. მოსარჩელეები ეცდებიან ყველანაირი პირობის შექმნას არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის აღზრდა-განვითარებაში დადებითი წვლილის შესატანად. მათი სურვილია, რომ პოზიტიური, სანდო და თბილი ურთიერთობა შეინარჩუნონ არასრულწლოვან შვილთან, შვილიშვილთან და ჰქონდეთ მასთან სტაბილური ურთიერთობა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–-----ის სერვის ცენტრის 2019 წლის 20 მარტის დასკვნა N---- (ს.ფ. 122);

_ამონაწერი საჯარო რეესტრიდან, მომზადების თარიღი 24.06.2018 წელი (ს.ფ. 33-34);

_ფოტოსურათები (ს.ფ. 26-29);

 

3.1.5. მ-----ა ტ--–--–-–---–ი მუშაობს შპს ,,შ-----------“-ში ვეტერინარ-ექიმის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს თვეში 800 ლარს. ს--------ა ხ----–--ე კი დასაქმებულია ქ. თბილისის ა--------- ს---ვშვო ბაგა-ბაღში ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 360 ლარს; ჯ------- ტ--–--–-–---–ი ა(ა)იპ საქართველოს ა---------–-----------------ის სტუდენტია;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,შ-----------“-ის მიერ 31.01.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 31);

_ქ. თბილისის ა--------- ს---ვშვო ბაგა-ბაღის მიერ 04.02.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 32);

_საქართველოს ა---------–-----------------ის მიერ 19.04.2018 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 30);

_საქართველოს ა---------–-----------------ის მიერ 26.03.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 134);

 

3.1.6. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს 2----–-–------------–ს წარედგინა ბრალდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ოჯახში ძალადობა. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განჩინებით, ბრალდებულის ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით გამოყენებული იქნა პატიმრობა.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენით, ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1261-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 თვის ვადით, რაც ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 1 წელი;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------–ის განჩინება, საქმე N------------- (ს.ფ. 73-78);

_თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 25 სექტემბრის განაჩენი, საქმე N--------- (ს.ფ. 137-144);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.1.7. სოციალური მუშაკის მიერ ვიზიტი განხორციელდა ნ--ო ო----------ძის საცხოვრებელ მისამართზე. მისი გადმოცემით, იგი ცხოვრობს დედასთან ქ-----------------ესთან და არასრულწლოვან შვილთან, ნ-–ა ტ--–--–-–---–თან ერთად. ბინა არის ოჯახის საკუთრება. ნ--ო ო------------ და ქ-----------------ე არიან დასაქმებულები და აქვთ სტაბილური შემოსავალი. ბინაში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ოჯახი აღჭურვილია ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ნივთებით. არასრულწლოვანი დედისა და ბებიის მხრიდან უზრუნველყოფილია ბაზისური საჭიროებებით. ქ-----------------ეს აღებული აქვს შვებულება და დაკავებულია შვილიშვილის აღზრდა-განვითარებით. მცირეწლოვან ნ-–ა ტ--–--–-–---–ს აქვს პოზიტიური და თბილი დამოკიდებულება დედის ნ--ო ო----------ძის და ბებიის ქ-----------------ის მიმართ. ბავშვი აყვანილია აღრიცხვაზე ე-----ს კლინიკაში. ნ--ო ო------------ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას არასდროს აუკრძალავს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ისათვის ბავშვის ნახვა. მისი თქმით, მოსარჩელეებს ყოველთვის შეეძლოთ ნ-–ა ტ--–--–-–---–ის ნახვა, როდესაც ექნებოდათ სურვილი, თუმცა წინააღმდეგია, რომ ბავშვის ნახვა მოხდეს მოსარჩელის სახლში მისი ან დედის ქ-----------------ის მეთვალყურეობის გარეშე. აღნიშნულის მიზეზად იგი ასახელებს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მხრიდან წარსულში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და მიაჩნია, რომ იგი გაბრაზებისას არ არის ადეკვატური და არ სურს მცირეწლოვანი შვილის საფრთხის შემცველ გარემოში მეთვაყურეობის გარეშე დატოვება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–-----ის სერვის ცენტრის 2019 წლის 20 მარტის დასკვნა N---- (ს.ფ. 122);

 

3.1.8. ნ--ო ო------------ 2019 წლის 01 იანვრიდან დასაქმებულია შპს ,,ჯ---------“-ში და მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო (ხელფასი) შეადგენს 765.31 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_შპს ,,ჯ---------ს“ მიერ 30.04.2019 წელს გაცემული ცნობა (ს.ფ. 196);

 

3.1.9. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ--ო ო----------ძის მიერ 2018 წლის 01 იანვრიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის იანვრის თვეში - 621.73 ლარს, თებერვლის თვეში - 759.73 ლარს, მარტის თვეში - 650.08 ლარს, აპრილის თვეში - 31.25 ლარს, ივნისის თვიდან დეკემბრის თვის ჩათვლით ყოველთვიურად - 312.5 ლარს, 2019 წლის იანვრის თვეში - 318.88 ლარს, თებერვლის თვეში - 318.88 ლარს, მარტის თვეში - 318.88 ლარს;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 01 მაისის მიმართვა N-----------, დანართი (ს.ფ. 202);

 

3.1.10. სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მიერ 01.01.2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის მარტის თვეში - 1.87 ლარს, აპრილის თვეში - 1000 ლარს და მაისის თვეში - 1000 ლარს. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის სხვა სახის მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ ფიქსირდება;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_სსიპ შემოსავლების სამსახურის მომსახურების დეპარტამენტის 2019 წლის 02 მაისის მიმართვა N2----------, დანართი (ს.ფ. 202);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მოსარჩელეებისა და მოპასუხის მოსაზრებას ბავშვთან ურთიერთობის განსაზღვრის ნაწილში, ვინაიდან მოცემულ შემთხვევაში ითვალისწინებს არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის ასაკობრივ მაჩვენებლებს და რეჟიმს, ასევე გარემო-სოციალურ პირობებს, აგრეთვე მშობლების დატვირთულობას და შვილის მიმართ მზრუნველობა-დამოკიდებულებას. ვინაიდან ამ ეტაპზე ჩამოყალიბებულია მიჯაჭვულობა ბავშვის მხრიდან დედის მიმართ, ამასთან, მამის და პაპა-ბებიის მიმართ გააჩნია გაუცხოვება, სასამართლოს მიაჩნია, რომ უნდა გადაიდგას ნაბიჯი მამა-შვილს და ასევე, პაპა-ბებიას და შვილიშვილს შორის ურთიერთობის მოწესრიგებისათვის, რაც არასრულწლოვანის ინტერესებიდან გამომდინარეობს. ამასთან, სასამართლო ითვალისწინებს იმ ფაქტორს, რომ არასრულწლოვანი ბავშვი მცირე ასაკიდან იზრდება დედასთან და ბებიასთან (დედის მხრიდან) და მისთვის უცხოა მამის ოჯახში არსებული საცხოვრებელი გარემო. შეს---მისად, მცირე ასაკიდან გამომდინარე, მას შეიძლება გაუჭირდეს გაუცხოვებულ გარემოში ადაპტაცია. ამდენად, მოსარჩელეებთან ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მამასთან და პაპა-ბებიასთან, რომელთაც მოცემულ ეტაპზე ფაქტიურად არ იცნობს არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი, ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათთან მიჩვევა მოხდეს ეტაპობრივად ისეთ გარემოში და იმ პირთა თანდასწრებით, რაც მატრავმირებელი არ იქნება არასრულწლოვნისთვის. აცილებული უნდა იქნეს ყოველგვარი რისკ-ფაქტორი, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე.

არასრულწლოვანი ბავშვის უფლებების უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო მიზანშეწონილად მიიჩნევს, რომ ბავშვის ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელია, მასზე იზრუნოს ორივე მშობელმა და მათ შორის არსებულმა უთანხმოებამ გავლენა არ მოახდინოს მის განვითარებაზე, მიზანშეწონილია საკითხი გადაწყდეს ბავშვის ინტერესებიდან გამომდინარე, რაც მოცემულ შემთხვევაში გულისხმობს თავდაპირველ ეტაპზე ბავშვთან ურთიერთობისათვის მცირე დროის განსაზღვრას დედის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. ამასთან, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს, მსგავსი დავის განხილვაში სოციალური სამსახურის (მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს) როლის გათვალისწინებით, მოსარჩელეების და არასრულწლოვანის პირველ შეხვედრას დაესწროს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–-----ის სერვის ცენტრის წარმომადგენელი. თავდაპირველად დადგენილი დროის ხანგრძლივობის გაზრდა მიზანშეწონილი იქნება მას შემდეგ, რაც ბავშვს მამასთან ჩამოუყალიბდება სრული მიჯაჭვულობა, რისთვისაც სოციალური სამსახურის წარმომადგენელი მიუთითებს ერთი წლის პერიოდს, რა დროის შემდეგაც ბავშვს შეუსრულდება 3 წელი და ასაკის მატებასთან და მამასთან, მის ოჯახთან შეჩვევის შემდგომ, მამას მიეცეს უფლება არასრულწლოვანი ბავშვი წაიყვანოს თავის საცხოვრებელ ადგილად დამოუკიდებლად და დადგენილი დროის (კონკრეტული საათების) გასვლის შემდგომ იმავე დღეს დააბრუნოს დედასთან. ხოლო მამასთან და პაპა-ბებიასთან ნ-–ა ტ--–--–-–---–თან ღამით დარჩენის უფლებით ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი შესაძლოა განისაზღვროს არასრულწლოვანის გარკვეული ასაკის მიღწევის შემდეგ;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

_სსიპ სოციალური მომსახურების სააგენტოს თბილისის სოციალური მომსახურების საქალაქო ცენტრის გ-–-----------–-----ის სერვის ცენტრის 2019 წლის 20 მარტის დასკვნა N---- (ს.ფ. 122);

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.2. მოპასუხე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი (თავდაპირველი სარჩელით) ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. მოპასუხის განმარტებით, იგი ამჟამად არის სტუდენტი. ამასთან, იხდის პირობით სასჯელს (პრობაციის სამსახურში დადის სისტემატიურად) რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას დასაქმდეს და ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხე მხარე თავად იმყოფება მშობლების კმაყოფაზე;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მესამე პირის განმარტება (სასამართლო სხდომის ოქმი);

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.3. სასამართლო სრულად ვერ გაიზიარებს მხარეთა მოსაზრებებს ალიმენტის ოდენობის განსაზღვრასთან დაკავშირებით, ვინაიდან აღნიშნული ეწინააღმდეგება როგორც მხარეთა მატერიალურ მდგომარეობას, ისე არასრულწლოვანი ბავშვის რჩენა-აღზრდის ინტერესებს. სასამართლომ ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას გაითვალისწინა მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები და არასრულწლოვანი ბავშვის ინტერესი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

 

3.2.4. არასრულწლოვანის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, არამართებულად არ უნდა შეიზღუდოს ბავშვის თავისუფალი გადაადგილების უფლება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყნებში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს ბავშვი მამის თანხმობის გარეშე დროებით გაიყვანოს საზღვარგარეთ, რაც მიზნად არ უნდა ისახავდეს ბავშვის საცხოვრებლად დარჩენას. მოსარჩელის მითითებით, მას სურს დასვენების მიზნით ყოველწლიურად არაუმეტეს ერთი თვის ვადით მიეცეს ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანის უფლება. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის პოზიციას. არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის პასპორტის აღებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ კონკრეტულ ქვეყნებში (კერძოდ კი ევროპის ქვეყნებში) დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

_მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმები).

_მესამე პირის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმები).

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონ განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაუდონ საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, გარემოებები, რომელიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სასამართლომ განიხილა მოსარჩელეების მ-----ა ტ--–--–-–---–ის, ს--------ა ხ----–--ის და ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის სარჩელის მოთხოვნა, მოისმინა მხარეთა და წარმომადგენელთა მოსაზრებანი, შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებანი და ფაქტობრივ გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე და მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არასრულწლოვან ბავშვთან ურთიერთობის წესის განსაზღვრის ნაწილში უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, რაც შეეს---მება მოსარჩელეების არასრულწლოვანთან ურთიერთდამოკიდებულების მართებულობას.

 

4.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვნის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების და შვილის რეალური მატერიალური და ოჯახური მდგომარეობის გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ასევე, ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით უნდა დაკმაყოფილდეს სასარჩელო მოთხოვნა არასრულწლოვანი შვილის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის თაობაზე.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

სასამართლომ გამოიყენა:

- ’’ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის მე-3, მე-8, მე-18-ე და 27-ე მუხლები;

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე, 1198-ე, 1200-ე, 1202-ე, 1203-ე, 1205-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. მოსარჩელეებმა ჯ-------ი ტ--–--–-–---–მა, მ-----ა ტ--–--–-–---–მა და ს--------ა ხ----–--ემ მოითხოვეს არასრულწლოვან ნ-–ა ტ--–--–-–---–თან (დაბადებული 2----–-–------------–ს) ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთის განსაზღვრა ბავშვთან არსებული ურთიერთდამოკიდებულების და მისი ასაკობრივი მაჩვენებლების გათვალისწინებით.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი და მოპასუხე ნ--ო ო------------ იმყოფებოდნენ ქორწინებაში. მათ თანაცხოვრების პერიოდში, 2----–-–------------–ს შეეძინათ შვილი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი წარმოადგენს მ-----ა ტ--–--–-–---–ის და ს--------ა ხ----–--ის შვილს. ჯ------- ტ--–--–-–---–ს ჰყავს ასევე არასრულწლოვანი ძმა, ს--- ტ--–--–-–---–ი (დაბადებული 2----–-–-------------ს).

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1197-ე მუხლის თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ, ხოლო ამავე კოდექსის 1198-ე მუხლით დადგენილია, რომ მშობლები უფლებამოსილნი და მოვალენი არიან აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1200-ე მუხლის თანახმად, შვილების აღზრდის ყველა საკითხს მშობლები ურთიერთშეთანხმებით წყვეტენ. მშობელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში სადავო საკითხს წყვეტს სასამართლო მშობლების მონაწილეობით. ამ შემთხვევაში მშობლის უფლება, იყოს ბავშვის წარმომადგენელი სასამართლო დავასთან მიმართებით, შეჩერებულია. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანო ნიშნავს ბავშვის წარმომადგენელს, რომელიც საქმის სასამართლოში განხილვის დროს ბავშვის ინტერესებს წარმოადგენს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1203-ე მუხლის მიხედვით, პაპისა და ბებიას უფლება აქვთ, ურთიერთობა იქონიონ თავიანთ არასრულწლოვან შვილიშვილებთან მაშინაც, როცა ისინი უშუალოდ არ მონაწილეობენ შვილიშვილების აღზრდაში. თუ მშობლები ან მეურვე/მზრუნველი უარს ეუბნებიან პაპასა და ბებიას შვილიშვილებთან ურთიერთობაზე, სასამართლოს შეუძლია დაავალდებულოს მშობლები ან მეურვე/მზრუნველი, საშუალება მისცეს პაპასა და ბებიას, ურთიერთობა იქონიონ შვილიშვილებთან სასამართლოს მიერ დადგენილი წესით, თუ სასამართლო დაადგენს, რომ ეს ხელს არ შეუშლის ბავშვების ნორმალურად აღზრდას და ცუდ გავლენას არ მოახდენს მათზე.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი და მოპასუხე ნ--ო ო------------ 20---–-–-------------ის თვიდან აღარ ცხოვრობენ ერთ ოჯახად. მოპასუხე ცხოვრობს დედასთან ქ-----------------ესთან და არასრულწლოვან შვილთან, ნ-–ა ტ--–--–-–---–თან ერთად. საცხოვრებელი ბინა არის ოჯახის საკუთრება. ნ--ო ო------------ და ქ-----------------ე არიან დასაქმებულები და აქვთ სტაბილური შემოსავალი. ბინაში დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. არასრულწლოვანი დედისა და ბებიის მხრიდან უზრუნველყოფილია ბაზისური საჭიროებებით. ნ-–ა ტ--–--–-–---–ს აქვს პოზიტიური და თბილი დამოკიდებულება დედის ნ--ო ო----------ძის და ბებიის ქ-----------------ის მიმართ. ბავშვი აყვანილია აღრიცხვაზე ე-----ს კლინიკაში. ნ--ო ო------------ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნავს, რომ მას არასდროს აუკრძალავს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ისათვის ბავშვის ნახვა. მისი თქმით, მოსარჩელე მხარეს ყოველთვის შეეძლო ნ-–ა ტ--–--–-–---–ის ნახვა დედის საცხოვრებელ მისამართზე, როდესაც ექნებოდათ სურვილი, თუმცა წინააღმდეგია, რომ ბავშვის ნახვა მოხდეს მოსარჩელის სახლში მისი ან დედის ქ-----------------ის მეთვალყურეობის გარეშე. აღნიშნულის მიზეზად იგი ასახელებს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მხრიდან წარსულში მასზე განხორციელებულ ფიზიკურ ძალადობას და მიაჩნია, რომ იგი გაბრაზებისას არ არის ადეკვატური, რის გამოც მოპასუხეს არ სურს მცირეწლოვანი შვილის საფრთხის შემცველ გარემოში მეთვალყურეობის გარეშე დატოვება. უდავოა ის გარემოება, რომ არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი დღეის მდგომარეობით იმყოფება აღზრდა-განვითარებისათვის შეს---მის კეთილსაიმედო და დაცულ გარემოში, რაც სრულად შეეს---მება მის უპირატესად დასაცავ ინტერესებს.

 

სოციალურმა სამსახურმა ასევე შეისწავლა მოსარჩელეების საცხოვრებელი პირობები. დადგენილია, რომ მოსარჩელეები ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი, მ-----ა ტ--–--–-–---–ი, ს--------ა ხ----–--ე ცხოვრობენ ერთად. მათთან ერთად ცხოვრობს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის არასრულწლოვანი ძმა, ს--- ტ--–--–-–---–ი. სახლში საცხოვრებელი პირობები დამაკმაყოფილებელია, დაცულია სანიტარულ-ჰიგიენური ნორმები. ოჯახს მატერიალურად უზრუნველყოფენ მოსარჩელეები მ-----ა ტ--–--–-–---–ი და ს--------ა ხ----–--ე. მოსარჩელე მხარემ სოციალურ მუშაკთან საუბრისას აღნიშნა, რომ ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი დაკავებული იყო და სასჯელაღსრულებითი დაწესებულებიდან გათავისუფლების შემდეგ ერთხელ მიეცა შესაძლებლობა შვილის ნახვის. მოსარჩელეები აღნიშნავენ, რომ ეცდებიან ყველანაირი პირობის შექმნას არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის აღზრდა-განვითარებაში დადებითი წვლილის შესატანად. მათი სურვილია, რომ პოზიტიური, სანდო და თბილი ურთიერთობა შეინარჩუნონ არასრულწლოვან შვილთან, შვილიშვილთან და ჰქონდეთ მასთან სტაბილური ურთიერთობა. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, ჯ-------ი ტ--–--–-–---–ი საქართველოს ა---------–-----------------ის სტუდენტია. მოსარჩელე მ-----ა ტ--–--–-–---–ი მუშაობს შპს ,,შ-----------“-ში ვეტერინარ-ექიმის თანამდებობაზე და მისი ხელფასი შეადგენს თვეში 800 ლარს. ს--------ა ხ----–--ე კი დასაქმებულია ქ. თბილისის ა--------- ს---ვშვო ბაგა-ბაღში ჭურჭლის მრეცხავის პოზიციაზე და მისი დარიცხული ხელფასი შეადგენს 360 ლარს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლიდან გამომდინარე, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავად იმისა, რომ ისინი განქორწინებული არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ. მშობელს, რომელთანაც შვილი ცხოვრობს, უფლება არა აქვს, შეზღუდოს მეორე მშობლის უფლება-მოვალეობები.

 

მოპასუხე ნ--ო ო------------ არ არის წინააღმდეგი მამას ურთიერთობა ჰქონდეს არასრულწლოვან შვილთან. იგი მოცემულ ეტაპზე ბავშვის ასაკის გათვალისწინებით, თანახმაა მოსარჩელეებმა ბავშვის საცხოვრებელ ადგილას (დედის საცხოვრებელ ბინაში) ან სხვა ნეიტრალურ ტერიტორიაზე ნახონ ნ-–ა ტ--–--–-–---–ი დედის ან ბებიის თანდასწრებით. მოპასუხე არ არის თანახმაა არასრულწლოვანი მოსარჩელეებმა წაიყვანონ თავის საცხოვრებელ ადგილას დამოუკიდებლად იმ პერიოდამდე, სანამ ბავშვი არ გახდება 6-7 წლის ასაკის. მოპასუხის მოსაზრებით, მოსარჩელეები ბავშვს დედის მიმართ განაწყობენ უარყოფითად, რის გამოც კატეგორიულად არ ეთანხმება ბავშვის მამასთან და მის ოჯახთან დამოუკიდებლად ურთიერთობას და მამის საცხოვრებელ ბინაში წაყვანას.

 

“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის შეს---მისად ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას. ამავე კონვენციის მე-9 მუხლის შეს---მისად, მონაწილე სახელმწიფოები უზრუნველყოფენ, რომ ბავშვი არ დაშორდეს თავის მშობლებს მათი სურვილის საწინააღმდეგოდ, იმ შემთხვევათა გამოკლებით, როცა კომპეტენტური ორგანოები, სასამართლო გადაწყვეტილების თანახმად, სათანადო კანონისა და პროცედურის შეს---მისად განსაზღვრავენ, რომ ასეთი დაშორება აუცილებელია და უკეთ ემსახურება ბავშვის ინტერესებს.

 

საქართველოს კონსტიტუციის 36-ე მუხლით სახელმწიფოს მიერ აღიარებულია ვალდებულება, ხელი შეუწყოს ოჯახის კეთილდღეობას. საოჯახო ურთიერთობებში ბავშვთან დაკავშირებულ საკითხებს მნიშვნელოვანი ადგილი უჭირავს. კანონი პატივს სცემს მშობლის უფლებას ურთიერთობა იქონიოს შვილებთან, მაგრამ აღნიშნული უფლების განხორციელების საკითხის გადაწყვეტისას უპირატესობას ანიჭებს ბავშვის ინტერესებს. მშობელს უფლება აქვს ურთიერთობა იქონიოს შვილთან, მიუხედავად იმისა, მონაწილეობს თუ არა მის აღზრდაში, ხოლო სასამართლო უფლებამოსილია, დაავალდებულოს მშობელი, საშუალება მისცეს მეორე მშობელს ურთიერთობა იქონიოს შვილთან და ამ მიზნით იგი განსაზღვრავს და ადგენს არასრულწლოვან შვილთან ურთიერთობის წესს. სამოქალაქო კანონმდებლობა ბავშვთან ურთიერთობის წესების დადგენისათვის თანაბარ უფლებებს განსაზღვრავს ბავშვის მშობლების მიმართ, სწორედ ამიტომ ამ უფლების განსაზღვრისა და გამოყენების წესების დადგენა ხდება სასამართლოს მიერ მხარეთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით.

 

საქმეში წარმოდგენილი სოციალური მუშაკების დასკვნებიდან ვლინდება არასრულწლოვან ბავშვის ორივე მშობლის ოჯახში შექმნილი აქვთ მეტ-ნაკლებად ნორმალური საცხოვრებელი პირობები და ორივე შემთხვევაში, შექმნილია არასრულწლოვანთათვის კეთილსაიმედო და უსაფრთხო გარემო. მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს პოზიციის შეს---მისად, ორივე მშობელი არასრულწლოვანი ბავშვებისათვის ერთნაირად აუცილებელი და საჭიროა. ბავშვის სრულფასოვანი აღზრდა-განვითარებისათვის მნიშვნელოვანია ორივე მშობელი თანაბრად მონაწილეობდეს მისი აღზრდა-განვითარების პროცესში. ხოლო ამ ეტაპზე არ გამოვლენილა როგორც მამასთან, ასევე ბებია-პაპასთან ურთიერთობის ხელისშემშლელი გარემოება, რამაც შესაძლოა ცუდი გავლენა მოახდინოს არასრულწლოვანზე. მშობლებს შორის უთანხმოებამ არ უნდა ჰპოვოს ასახვა ბავშვებთან დამოკიდებულებაზე.

 

სასამართლო პატივს სცემს ორივე მშობლის უფლებას თანაბარი ურთიერთობა ჰქონდეთ არასრულწლოვან შვილებთან. დადგენილია, რომ ორივე მშობლის სახლში შექმნილია ნორმალური საცხოვრებელი პირობები, რაც უზრუნველყოფს ბავშვების მშვიდ, უსაფრთხო და კეთილსაიმედო გარემოში აღზრდას. მოცემულ შემთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს, ბავშვის ასაკს, შეს---მის თავისებურებებს, მშობლებთან ურთიერთდამოკიდებულებას და ადგენს თავდაპირველ ეტაპზე, ბავშვის მამასთან და მამის მშობლებთან მიჩვევის და ურთიერთობის აღდგენის ხელშეწყობის მიზნით დროის მცირე მონაკვეთს, რა დროსაც მოსარჩელეებს ბავშვთან ურთიერთობა ექნება კონკრეტული პერიოდით დედის ნ--ო ო----------ძის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით, ხოლო შემდეგ, ბავშვის მამასთან, პაპა-ბებიასთან მიჩვევის და ასაკის მატებასთან ერთად უნდა გაიზარდოს მოსარჩელეებთან ურთიერთობისათვის განსაზღვრული დროის მონაკვეთი და მათ მიეცეს უფლება გადაწყვეტილებით დადგენილ დროს ბავშვი წაიყვანონ თავიანთ საცხოვრებელ ადგილას. ამასთან, სასამართლო მხედველობაში იღებს დავის სპეციფიკური ხასიათიდან გამომდინარე ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესების მხარდაჭერის საჭიროებას და სოციალური სამსახურის კანონით დაკისრებულ ფუნქციას, რათა ეფექტიანად და დროულად განხორციელდეს წინამდებარე გადაწყვეტილების აღსრულება. სასამართლოს მიერ გადაწყვეტილების მიღება მხარეთათვის კონკრეტულ სამართლებრივ შედეგებს წარმოშობს, რომელიც აღსრულებადი უნდა იყოს. მოსარჩელეებსა და ბავშვს შორის არსებული გაუცხოვების აღმოფხვრის და მათი ურთიერთობის ხელშეწყობის მიზნით, სასამართლო ადგენს ბავშვის ნახვის დღეებსა და საათებს, რომელთა გონივრულად, უპირატესად, ბავშვის ინტერესების გათვალისწინებით გამოყენება, ორივე მშობლის პასუხისმგებლობის საკითხია. სწორედ აღნიშნული მსჯელობის შეს---მისად, რომ მოსარჩელეების პირველი შეხვედრა არასრულწლოვან ბავშვთან უნდა შედგეს სოციალური მომსახურების წარმომადგენლის თანდასწრებით. სასამართლო განმარტავს, რომ მეურვეობისა და მზრუნველობის ორგანოს როლის საკანონმდებლო აღიარების სწორი აღქმა ამ ორგანოს მხრიდან მნიშვნელოვანია იმდენად, რამდენადაც სწორედ მას ეკისრება ვალდებულება აქტიური მონაწილეობით ხელი შეუწყოს სასამართლოს იმის დადგენაში, თუ რას წარმოადგენს ბავშვის საუკეთესო ინტერესები. ამდენად, მოსარჩელეებთან ურთიერთობის წესი უნდა განისაზღვროს იმგვარად, რომ მამასთან და პაპა-ბებიასთან, რომელთაც მოცემულ ეტაპზე ფაქტიურად არ იცნობს არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი, ურთიერთობის ჩამოყალიბება და მათთან მიჩვევა მოხდეს ეტაპობრივად ისეთ გარემოში და იმ პირთა თანდასწრებით, რაც მატრავმირებელი არ იქნება არასრულწლოვნისთვის. აცილებული უნდა იქნეს ყოველგვარი რისკ-ფაქტორი, რამაც შესაძლოა უარყოფითი გავლენა მოახდინოს ბავშვის ფსიქო-ემოციურ მდგომარეობაზე. არასრულწლოვანი ბავშვის ჭეშმარიტი ინტერესებიდან გამომდინარე, გათვალისწინებული უნდა იქნეს ყველა დეტალი, რამაც შესაძლოა ხელი შეუშალოს ბავშვის უსაფრთხო და მშვიდ გარემოში ცხოვრებას. საქმის მასალებით არ გამოიკვეთა მოსარჩელეების არასრულწლოვანი ბავშვთან მიმართებით ურთიერთობისა და კონტაქტის ხელისშემშლელი გარემოება, რაც ზიანის მომტანი შეიძლებოდა ყოფილიყო ბავშვისათვის. არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. სოციალური სამსახურის რეკომენდაციით, თავდაპირველად განსაზღვრული დროის მცირე მონაკვეთი უნდა გაიზარდოს თანდათან ბავშვის ასაკის მატებასთან და მოსარჩელეებთან მიჩვევის შემდგომ. ხოლო, მამის ოჯახში არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის ღამით დარჩენისა და შემდგომ არდადეგების პერიოდში კონკრეტული დღეების გატარების უფლებით ურთიერთობისათვის დროის მონაკვეთი უნდა განისაზღვროს არასრულწლოვანის გარკვეულ ასაკის მიღწევის შემდეგ, რაც სრულად შეეს---მება მის ინტერესებს.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ არასრულწლოვანი ბავშვის ასაკისა და მისი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით, მამის და პაპა-ბებიის კანონით გარანტირებული უფლებების შეს---მისად მოსარჩელეებს და ბავშვს შორის უნდა განისაზღვროს ურთიერთობისათვის დროის კონკრეტული მონაკვეთი, რაც შეეს---მება როგორც ბავშვის სწორი აღზრდის ინტერესებს, ასევე მშობლებისა და ბავშვის დღის რეჟიმს.

 

6.2. ნ--ო ო------------მ შეგებებული სარჩელით ალიმენტის მოპასუხისათვის გადახდის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მშობლები უფლებამოსილი და ვალდებული არიან, აღზარდონ თავიანთი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, მშობლებს აქვთ ბავშვის რჩენის ვალდებულება. ამავე კოდექსის 1197-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, შვილების მიმართ მშობლებს თანაბარი უფლება-მოვალეობები აქვთ.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1202-ე მუხლის თანახმად, მშობლებს თანაბრად აქვთ ყველა უფლება და მოვალეობა თავიანთი შვილების მიმართ, მიუხედავათ იმისა, რომ ისინი განქორწინებულნი არიან ან ცალ-ცალკე ცხოვრობენ.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად, მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.

 

სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.

 

„ბავშვის უფლებების შესახებ“ კონვენციის პრეამბულაში აღიარებულია, რომ ბავშვის პიროვნების სრული და ჰარმონიული განვითარებისათვის აუცილებელია იგი იზრდებოდეს ოჯახურ გარემოში, ბედნიერების, სიყვარულის და ურთიერთგაგების ატმოსფეროში. ბავშვს, მის ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო ესაჭიროება სპეციალური დაცვა და ზრუნვა, შესატყვისი სამართლებრივი დაცვის ჩათვლით, როგორც დაბადებამდე, ისე დაბადების შემდეგ. ამავე კონვენციის მე-18 მუხლის მიხედვით, მონაწილე სახელმწიფოები ყველაფერს აკეთებენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შეს---მის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები წარმოადგენს მათი ზრუნვის მთავარ საგანს.

 

სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის მიხედვით, თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე, მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. სამოქალაქო კანონმდებლობის შეს---მისად ალიმენტის დაკისრებისას მხედველობაში მიიღება ორივე მშობლის მატერიალურ მდგომარეობა, შემოსავლები, რომელსაც ალიმენტზე ვალდებული მხარეები იღებენ, ასევე ითვალისწინებს მათ კმაყოფაზე მყოფ პირთა კანონიერ ინტერესს.

 

მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ნ-–ა ტ--–--–-–---–ი (დაბადებული 2----–-–------------–ს) წარმოადგენს ნ--ო ო----------ძის და ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის საერთო შვილს. მხარეები ამ ეტაპზე ერთ ოჯახად აღარ ცხოვრობენ და არასრულწლოვანი იზრდება დედასთან. მხარეები განქორწინდნენ 2----–-–------------------ს. საქმეში წარმოდგენილი მასალების მიხედვით, სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, ნ--ო ო------------ს 2018 წლის 01 იანვრიდან უფიქსირდება სტაბილური მატერიალური შემოსავალი. დადგენილია, რომ ნ--ო ო------------ 2019 წლის 01 იანვრიდან დასაქმებულია შპს ,,ჯ---------“-ში და მისი ყოველთვიური სახელფასო სარგო (ხელფასი) შეადგენს 765.31 ლარს. თავად მხარის განმარტებით, ფიქსირებულ ხელფასის გარდა იგი გამომუშავებით იღებს შემოსავალს და საბოლოო ჯამში მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება დაახლოებით შეადგენს 1600-1700 ლარს.

 

ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას ერთ-ერთ მნიშვნელოვან ფაქტორს წარმოადგენს, მშობლის შესაძლებლობები, ანუ ალიმენტის ოდენობა გონივრულ და სამართლიან შეს---მისობაში უნდა იყოს მშობლის ფინანსურ შესაძლებლობებთან. მოცემულ შემთხვევაში, დადგენილია, რომ სსიპ შემოსავლების სამსახურის ერთიან ელექტრონულ ბაზაზე დაყრდნობით, 2019 წლის 1 მაისის მდგომარეობით, ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის მიერ 01.01.2018 წლის იანვრის თვიდან მიღებული დასაბეგრი შემოსავალი შეადგენს: 2018 წლის მარტის თვეში - 1.87 ლარს, აპრილის თვეში - 1000 ლარს და მაისის თვეში - 1000 ლარს. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის სხვა სახის მიღებული დასაბეგრი შემოსავლის შესახებ ინფორმაცია არ უფიქსირდება. მოპასუხე ამ ეტაპზე არ არის დასაქმებული. იგი ამჟამად არის სტუდენტი. ამასთან, მოპასუხე იხდის პირობით სასჯელს (დადის პრობაციის სამსახურში სისტემატიურად), რის გამოც მოკლებულია შესაძლებლობას დასაქმდეს და ჰქონდეს სტაბილური შემოსავალი. მოპასუხე მხარე თავად იმყოფება მშობლების კმაყოფაზე.

 

არასრულწლოვანთან მიმართებით ნებისმიერი საკითხის გადაწყვეტისას ამოსავალი წერტილი არის ბავშვის საუკეთესო ინტერესები. მამის მხრიდან, რაიმე სახის მატერიალურ დახმარების გაწევის ფაქტი, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დადასტურდა. მოპასუხე მხარეს ჯანმრთელობის მდგომარეობასთან მიმართებით პრობლემები არ გააჩნია. იგი შრომისუნარიანია. ბავშვის ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება მისი საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შეს---მისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც. განსახილველ შეთხვევაში, სასამართლო ითვალისწინებს იმას, რომ არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ი ცხოვრობს დედასთან და იმყოფება მის რჩენა-კმაყოფაზე. მოპასუხე მიუთითებს, რომ თავისი მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით, შეუძლია არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ ალიმენტის სახით გადაიხადოს თვეში 100 ლარი. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. მშობლის ვალდებულების არსებობა, არჩინოს თავისი შვილი, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, რომ მშობელს სტაბილური მატერიალური შემოსავალი არ უფიქსირდება, იგი არ შეიძლება გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისაგან. თუმცა ალიმენტის ოდენობის დადგენისას, სასამართლო ხელმძღვანელობს ალიმენტვალდებული პირის რეალური მატერიალური მდგომარეობით. ალიმენტის ოდენობა მინიმალურად მაინც უნდა უზრუნველყოფდეს არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნებს ანუ - საარსებო მინიმუმს. აღსანიშნავია ისიც, რომ მშობლის ფინანსური მდგომარეობა ბავშვის მოთხოვნილებებს არ ამცირებს. ასევე, მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილის გარდა სხვა პირების რჩენის ვალდებულება არ აკისრია. სასამართლო კიდევ ერთხელ აღნიშნავს, რომ არასრულწლოვანის აღზრდა-განვითარებისათვის სათანადო პირობების შექმნაში ორივე მშობელი თანაბრად უნდა იღებდეს მონაწილეობას. ალიმენტი წარმოადგენს იმ გარანტირებულ მინიმუმს, რითაც უზრუნველყოფილ უნდა იქნეს ბავშვის რჩენა და მისთვის ცხოვრებისათვის სათანადო პირობების პირობების სტაბილურად შენარჩუნება.

 

სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ პირს, რომელსაც აქვს ალიმენტის მოთხოვნის უფლება, კანონით დადგენილი წესით, ამ უფლების დაკარგვამდე ნებისმიერ დროს შეუძლია სასამართლოს საშუალებით მოითხოვოს ალიმენტის გადახდევინება, მიუხედავად ვადისა, რომელიც გასულია ალიმენტის მოთხოვნის უფლების წარმოშობის დროიდან. ალიმენტის გადახდის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. ამდენად, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის და ქვეყანაში დადგენილი საარსებო მინიმუმის გათვალისწინებით, არასრულწლოვანი ბავშვის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს არასრულწლოვანი შვილის სასარგებლოდ, იქნება თვეში 195 (ას ოთხმოცდათხუმეტი) ლარი.

 

6.3. მოსარჩელე ნ--ო ო------------მ მოითხოვა მოპასუხე ჯ-------ი ტ--–--–-–---–ისათვის არასრულწლოვანი შვილის, ნ-–ა ტ--–--–-–---–ის მიმართ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების ნაწილობრივ შეზღუდვა, კერძოდ, პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ დროებით გაყვანის შესახებ თანხმობის გაცემის ნაწილში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1205-ე მუხლის თანახმად, 1. მშობლის უფლებები და მოვალეობები შეიძლება შეიზღუდოს მხოლოდ სასამართლოს გადაწყვეტილებით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი. 2. სასამართლოს შეუძლია შეზღუდოს მშობლის ერთი ან რამდენიმე უფლება და მოვალეობა მშობლის სხვა უფლებებისა და მოვალეობებისაგან დამოუკიდებლად.

 

კანონმდებელი ანიჭებს სასამართლოს უფლებას შეზღუდოს მშობლის ერთ-ერთი უფლება. მოსარჩელემ მოითხოვა მოპასუხისათვის მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა კონკრეტულ სფეროში მოპასუხის მიერ ნებართვის გაცემის ნაწილში. მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მას ჰყავს საზღვარგარეთ ნათესავები და სურს დასასვენებლად არასრულწლოვანი ბავშვი გაიყვანოს საქართველოს ფარგლებს გარეთ არაუმეტეს ერთი თვის ვადით. მოპასუხე მხარე ნაწილობრივ დაეთანხმა მოსარჩელის მოთხოვნას ბავშვის საზღვარგარეთ გაყვანისა და ამისათვის პასპორტის აღების ნაწილში მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვის შესახებ. კერძოდ, იგი თანახმაა ბავშვის გაყვანა მისთვის წინასწარ ინფორმირებულობის პირობებში მოხდა მხოლოდ ევროპის ქვეყნებში კონკრეტული ვადით. მოპასუხე ასევე მიუთითებს იმ საშიშროებაზე, რომ ნ--ო ო------------ს არასრულწლოვანი შვილის გაყვანა სურს საცხოვრებლად, რითაც იგი ხანგრძლივად ჩამოაშორებს ბავშვს ბიოლოგიურ მამას.

 

,,საქართველოს მოქალაქეების საქართველოდან გასვლისა და საქართველოში შემოსვლის წესების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-8 მუხლის თანახმად, 16 წლამდე ბავშვის, აგრეთვე ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლა შესაძლებელია მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის ნებართვით და სრულწლოვანი ქმედუნარიანი პირის თანხლებით. 2. 16-დან 18 წლამდე არასრულწლოვნის, თუ იგი არ იმყოფება რეგისტრირებულ ქორწინებაში, საქართველოდან დროებითი გასვლისათვის საჭიროა მისი ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის თანხმობა. 3. არასრულწლოვანს, აგრეთვე ქმედუუნარო პირს, რომელსაც საზღვარგარეთ დროებით გამგზავრებისას თან არ ახლავს კანონიერი წარმომადგენლები, ამ უკანასკნელთა შუამდგომლობის საფუძველზე მიეცემა პასპორტი. 31. საქართველოს მოქალაქის პასპორტის გაცემისათვის ერთ-ერთი კანონიერი წარმომადგენლის სანოტარო წესით დამოწმებული თანხმობა საკმარისია, თუ: ა) მეორე კანონიერი წარმომადგენელი იძებნება საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით დადგენილი წესით; ბ) მეორე კანონიერი წარმომადგენელი გარდაცვლილი, ქმედუუნარო ან უგზო-უკვლოდ დაკარგულია; გ) მეორე კანონიერი წარმომადგენლის მძიმე ავადმყოფობის გამო შეუძლებელია ნების გამოხატვა, რაც დასტურდება შეს---მისი ცნობით; დ) არასრულწლოვანი 16 წელს მიღწეულია; ე) არასრულწლოვანი მარტოხელა დედის შვილია. 4. არასრულწლოვანი ან ქმედუუნარო პირის საქართველოდან დროებითი გასვლის საკითხზე კანონიერ წარმომადგენელთა შეუთანხმებლობის შემთხვევაში დავა გადაწყდება სასამართლოს წესით.

 

არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესების გათვალისწინებით, დამკვიდრებული პრაქტიკის შეს---მისად, სასამართლოსათვის ამოსავალი პრინციპია, ბავშვის არა დაცვის ობიექტად მიჩნევა, არამედ მისი, როგორც სუბიექტის უფლებების აღიარება და დაცვა. აღნიშნული საკითხი განსაკუთრებულ მნიშვნელობას იძენს ბავშვის უფლებასთან და საუკეთესო ინტერესთან დაკავშირებული თითოეული საქმის განხილვისა და ინდივიდუალური შეფასებისას. მშობლებს აქვთ თანაბარი უფლებები შვილის მიმართ, ამასთან ეკისრებათ პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდასა და განვითარებაზე, მათ შორის მის მშვიდ, ჯანსაღ ემოციურ-ფსიქოლოგიურ მდგომარეობის უზრუნველყოფაზეც. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ საქმეზე არ არის წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც მოპასუხე მხარის პოზიციას და ბავშვის საზღვარგარეთ დატოვების ვარაუდის საფუძვლიანობას დაადასტურებდა. თავად მოსარჩელე მხარე განმარტავს, რომ იგი არ აპირებს საზღვარგარეთ საცხოვრებლად გამგზავრებას და მისი მიზანია არასრულწლოვან შვილთან ერთად მხოლოდ მცირე დროით საქართველოს ფარგლებს გარეთ კონკრეტულ ქვეყანაში გამგზავრება. სოციალური სამსახურის მითითებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანი ბავშვის გაყვანა მოხდეს კონკრეტულ ქვეყნებში და ზუსტად იქნეს მითითებული ის პერიოდი, რა დროის განმავლობაშიც, მოსარჩელე შესძლებს არასრულწლოვანი ბავშვი მამის თანხმობის გარეშე დროებით გაიყვანოს საზღვარგარეთ, რაც მიზნად არ უნდა ისახავდეს ბავშვის საცხოვრებლად დარჩენას. განსახილველი დავის ფარგლებში არ გამოკვეთილა არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის პასპორტის აღებისა და საქართველოს საზღვრებს გარეთ დროებით გაყვანისათვის რაიმე ხელისშემშლელი გარემოება, რაც ბავშვისთვის საზიანო და საფრთხისშემცველი იქნებოდა. ამდენად, არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესებისა და მისი უფლებების უპირატესად დაცვის თვალსაზრისით, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ნ--ო ო----------ძის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე მხარეს უნდა შეეზღუდოს მშობლის წარმომადგენლობითი უფლება პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ ევროპის ქვეყნებში გაყვანის უფლების თანხმობის გაცემის ნაწილში. ამასთან, ნ--ო ო----------ძის მიერ დასვენების მიზნით არასრულწლოვნის საზღვარგარეთ (ევროპის ქვეყნებში) გაყვანა არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს. სასამართლო აქვე განმარტავს, რომ მშობლის წარმომადგენლობითი უფლების შეზღუდვა არ გულისხმობს მშობლისათვის შვილთან ურთიერთობის უფლების ჩამორთმევას ან შვილთან ურთიერთობის უფლების შეზღუდვას. მოპასუხე მხარეს უნარჩუნდება ბავშვთან როგორც პირადი, ისე კომუნიკაციის თანამედროვე საშუალებებით ურთიერთობის უფლება.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის ”ე” ქვეპუნქტის მიხედვით სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან მოსარჩელეები არასრულწლოვანთა უფლებების დარღვევასთან დაკავშირებულ სარჩელებზე. ამავე მუხლით, ამავე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან ასევე მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.

 

მოცემულ შემთხვევაში, ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის, მ-----ა ტ--–--–-–---–ის და ს--------ა ხ----–--ის თავდაპირველი სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ასევე, ნაწილობრივ იქნა დაკმაყოფილებული ნ--ო ო----------ძის შეგებებული სარჩელი. სასარჩელო მოთხოვნების შეს---მისად, ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით. ნ--ო ო------------ უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

შეგებებული სარჩელით მოსარჩელე ნ--ო ო------------მ მოითხოვა საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება. სასამართლო მიიჩნევს, რომ დავის საგნის ღირებულების გათვალისწინებით, დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის შეს---მისად, ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს ნ--ო ო----------ძის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 450 ლარის ოდენობით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 46-ე, 49-ე, 53-55-ე, 243-244-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ის (პირადი N0----------), ს--------ა ხ----–--ის (პირადი N1----------), მ-----ა ტ--–--–-–---–ის (პირადი N6----------) სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

 

1.1. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს (პირადი N0----------), ს--------ა ხ----–--ეს (პირადი N1----------) და მ-----ა ტ--–--–-–---–ს (პირადი N6----------) არასრულწლოვან ბავშვთან ნ-–ა ტ--–--–-–---–თან (დაბადებული 2----–-–------------–ს) ურთიერთობა განესაზღვროს შემდეგი სახით:

ა) თავდაპირველად, სამი თვის განმავლობაში შაბათი-კვირა დღის 12:00 საათიდან იმავე დღის 14:00 საათამდე, მოსარჩელეების არასრულწლოვანთან შეხვედრის ადგილი განისაზღვროს თბილისში, ს---ვშვო გასართობ ცენტრში, სკვერში, პარკში, რომლის არჩევის უფლებამოსილება მიენიჭოს ნ--ო ო------------ს (პირადი N0----------), ეს უკანასკნელი ვალდებულია შეხვედრის ადგილის შესახებ ინფორმაცია მიაწოდოს მოსარჩელეებს არანაკლებ 24 საათით ადრე ტელეფონის ("სმს") შეტყობინების სახით; მოსარჩელეების შეხვედრა არასრულწლოვან ბავშვთან შედგეს ნ--ო ო----------ძის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. მოსარჩელეების პირველი შეხვედრა არასრულწლოვან ბავშვთან, ნ-–ა ტ--–--–-–---–თან შედგეს თბილისის გლდანი- ნაძალადევის სოციალური მომსახურების წარმომადგენლის თანდასწრებით. აღნიშნული შეხვედრის შესახებ ინფორმაცია ტელეფონის ("სმს") შეტყობინების სახით 5-7 დღით ადრე მოსარჩელეთა მიერ ეცნობოს თბილისის გ-–-----------–-----ის სოციალური მომსახურების ცენტრს (წარმომადგენელს).

ბ) სამი თვის შემდეგ ყოველი კვირის შაბათი-კვირა დღის 11:00 საათიდან იმავე დღის 14:00 საათამდე დედის ან ამ უკანასკნელის უფლებამოსილი პირის თანდასწრებით. შეხვედრა შედგეს ს---ვშვო-გასართობ ცენტრში, პარკში, სკვერში, ტაძრის ტერიტორიაზე, კარფურის, თბილისი მოლის, ისთ-ფოინთის, გუდვილის გლდანი მოლის, ფრესკოს, კინო-თეატრის ტერიტორიაზე. შეხვედრის ადგილს ირჩევს ნ--ო ო------------, რომელიც ვალდებულია ტელფონის ("სმს") შეტყობინების სახით შეხვედრამდე არანაკლებ 24 საათით ადრე აცნობოს შეხვედრის ადგილი მოსარჩელეებს.

გ) არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის 3 წლის ასაკიდან, მამის (პაპა-ბებიის) ურთიერთობა შვილთან (შვილიშვილთან) ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგი სახით: პარასკევი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 20:00 საათამდე და შაბათი დღის 11:00-12:00 საათიდან იმავე დღის 18:00 საათამდე არასრულწლოვანი ბავშვის მოსარჩელეთა მიერ საცხოვრებელი ადგილიდან (სასწავლო დაწესებულებიდან) წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.

დ) არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის 5 წლის ასაკიდან, მამის (პაპა-ბებიის) ურთიერთობა შვილთან (შვილიშვილთან) ურთიერთობის წესი განისაზღვროს შემდეგი სახით: ყოველი კვირის სამშაბათი დღის 17:00 საათიდან იმავე დღის 21:00 საათამდე, ყოველი კვირის პარასკევი დღის 17:00 საათიდან შაბათი დღის 20:00 საათამდე არასრულწლოვანის წაყვანის და უკან დედის, ნ--ო ო----------ძის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით.

ე) არასრულწლოვანი ბავშვის ნ-–ა ტ--–--–-–---–ის 7 წლის ასაკიდან, გარდა დადგენილი ურთიერთობის წესისა (ი.ხ. 1.1. პუნქტის "დ" ქვეპუნქტი) მამას (პაპა-ბებიას) შვილთან (შვილიშვილთან) ურთიერთობის წესი ზაფხულის და ზამთრის არდადეგების პერიოდში განესაზღვროთ შემდეგი სახით: ზამთრის ადადეგების პერიოდში 3 იანვრიდან - 8 იანვრამდე, ხოლო ზაფხულის არდადეგების პერიოდში 01 აგვისტოდან - 10 აგვისტომდე ბავშვის წაყვანის და უკან დედის საცხოვრებელ ადგილას დაბრუნების ვალდებულებით;

1.2. ნ-–ა ტ--–--–-–---–ის მამასთან (პაპა-ბებიასთან) ურთიერთობისას, მამას (პაპა-ბებიას) ჩართული ჰქონდეთ საკომუნიკაციო საშუალება დედის მხრიდან შვილზე ინფორმაციის მიღების მიზნით;

1.3. მამის (პაპა-ბებიის) შვილთან (შვილიშვილთან) დადგენილი ურთიერთობის წესი შეიძლება შეიცვალოს მხარეთა (მოსარჩელის და მოპასუხის) ურთიერთშეთანხმებით;

 

2. ნ--ო ო----------ძის (პირადი N0----------) შეგებებული სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;

2.1. დაეკისროს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს (პირადი N0----------) არასრულწლოვანი შვილის ნ-–ა ტ--–--–-–---–ის (დაბადებული 2----–-–------------–ს) სასარგებლოდ ალიმეტის სახით ყოველთვიურად 195 (ას ოთხმოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით, რომლის გადახდევინება დაიწყოს შეგებებული სარჩელის აღძვრის დღიდან - 2019 წლის 19 მარტიდან მის სრულწლოვანების მიღწევამდე;

2.2. ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს (პირადი N0----------) შეეზღუდოს მშობლის კანონიერი წარმომადგენლობითი უფლებამოსილება არასრულწლოვანი შვილის ნ-–ა ტ--–--–-–---–ის (დაბადებული 2----–-–------------–ს; პირადი N0----------) მიმართ პასპორტის აღებისა და საზღვარგარეთ, კერძოდ ევროპის ქვეყნებში გაყვანის უფლების თანხმობის გაცემის ნაწილში. არასრულწლოვანი ნ-–ა ტ--–--–-–---–ის ევროპის ქვეყნებში გაყვანა ნ--ო ო----------ძის მიერ დასვენების მიზნით არ უნდა აღემატებოდეს ერთ თვეს;

 

3. დაეკისროს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს (პირადი N0----------) ნ--ო ო----------ძის (პირადი N0----------) სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული თანხის ანაზღაურება 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით;

 

4. დაეკისროს ჯ-------ი ტ--–--–-–---–ს (პირადი N0----------) სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდა 75 (სამოცდათხუთმეტი) ლარის ოდენობით;

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან 14 /თოთხმეტი/ დღის ვადაში.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნას და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70-78-ე მუხლებით დადგენილი წესით.

 

მოსამართლე: გიორგი მაისურაძე