განაჩენი

სისხლის სამართლის 20.06.2019
საქმის ნომერი
330100119002887410
თარიღი
20.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/1007-19

(--------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

 

20 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის

მოსამართლე - იზა კელენჯერიძე

სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორები - ლ-------------ე, თ---------------–--ე

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული - ს----------------------------------ი (დაბადებული 1----–-–----------------–-, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: გ---------ა, დ------------- და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ვ---------–------------------------------–---------------------------–-).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

 

დისპოზიცია: სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის; ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის.

 

ადვოკატი - ნ----------------

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით, ს----------------------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

1.1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განჩინებით, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

1.1.3. 2----–-–------------ს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მოსახდელი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. ს----------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----- ოქტომბერს;

 

1.1.4. 2018 წლის 05 დეკემბერს, ქ. თბილისში, ქ---------------–აში, რ------------------–--–------–- არსებული მ-------------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან, ამავე ბინის დამქირავებელმა ს----------------------მა მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მ-------------–---–ის კუთვნილი 500 (ხუთასი) ლარად ღირებული „--------- ფირმის ტელევიზორი და ჩააბარა ქ. თბილისში, პ----------------–- მდებარე ტექნიკის ლომბარდში. აღნიშნული ქმედების შედეგად, მ-------------–---–ს მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 09 დეკემბერს, იმავე საცხოვრებელი ბინიდან, საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ს----------------------მა, კვლავ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მ-------------–---–ის კუთვნილი 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარად ღირებული, „----------- ფირმის სარეცხის მანქანა, რაც ჩააბარა ქ. თბილისში, ჯ--------------------–- განთავსებულ ტექნიკის ლომბარდში.

 

1.3.1. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით, ს----------------------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტებით, 187-ე მუხლის პირველი ნაწილით და 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით, დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოოდ განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 1 (ერთი) წელი და 6 (ექვსი) თვე ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით;

 

1.3.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განჩინებით, გაუქმდა პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

 

1.3.3. 2----–-–------------ს საქართველოს პრეზიდენტის განკარგულებით, მოსახდელი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. ს----------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----- ოქტომბერს;

 

1.3.4. 2019 წლის 23 იანვარს მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე ს------------ის მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში უკანონო შეღწევით, ს----------------------ი ფარულად დაეუფლა 4 (ოთხი) ცალ მობილურ ტელეფონს, ერთ ცალ პლანშეტს და მობილური ტელეფონის ეკრანს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა. აღნიშნული ქმედების შედეგად დაზარალებულს მიადგა 490 ლარის (ოთხას ოთხმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.

 

2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:

 

სასამართლომ განიხილა რა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და ს----------------------ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია ს----------------------ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ დ ა ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

3.1. ბრალდებულმა ს----------------------ის საქმის არსებითი განხილვის დროს წარდგენილ ბრალდებაში თავი დამნაშავედ სრულად ცნო და განმარტა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს მის მიერ ჩადენილ დანაშაულებრივ ქმედებას.

3.2. ს----------------------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა თავად ბრალდებულ ს----------------------ის საქმის არსებით სხდომაზე გაცხადებული ინფორმაციისა (რა დროსაც ბრალდებულმა განაცხადა, რომ იგი სრულად ცნობს თავს დამნაშავედ მისთვის წარდგენილ ბრალდებაში), ასევე ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - მ-------------–---–ის, ს------------ის და მოწმეების: დ---------------–---–ის, გ---------------------ის, გ---------------–-–---–ის, ზ-----------ის, დ---------------ის, გ--–-------------–---–ის, თ--------–---–ის, მ-----------–-----–ის, ე-–--------------ს, ა-------------–---–ის, ზ-------------------–--ის და მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებს; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 23 იანვრის ოქმს; მობილური ტელეფონის ამოღების 2019 წლის 23 იანვრის ოქმს; საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონების ამოღების 2019 წლის 23 იანვრის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 23 იანვრის ოქმს; პლანშეტის ამოღების 2019 წლის 23 იანვრის ოქმს; საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------ს განკარგულებას; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენს; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განჩინებას; ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 29 იანვრის ოქმს; დათვალიერების 2019 წლის 17 იანვრის ოქმს; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 17 იანვრის ოქმს; სარეცხი მანქანის ამოღების 2019 წლის 17 იანვრის ოქმს; დოკუმენტების დათვალიერების 2019 წლის 19 იანვრის ოქმს; დოკუმენტების დათვალიერების 2019 წლის 27 იანვრის ოქმს; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნას; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 15 თებერვლის ოქმს; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 04 მარტის ოქმებს; ნივთის ამოცნობის 2019 წლის 04 მარტის ოქმებს და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებებს.

3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებით სხდომაზე მხარეებს სხვა მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებული იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.

3.4. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

3.5. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.

3.6. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).

3.7. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.

3.8. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

3.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.

4. სამართლებრივი შეფასება:

4.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია მითვისება, ე.ი. სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, თუ ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის. სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის.

4.2. განსახილველი დანაშაულებისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.

4.3. სასამართლო საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მითვისებისთვის დამახასიათებელია ის, რომ დამნაშავე უფლებამოსილია ჰქონდეს ქონება მართლზომიერ მფლობელობაში ან გამგებლობაში, რომელსაც ახორციელებს სამსახურებრივი მოვალეობის, სახელშეკრულებო ურთიერთობისა თუ სპეციალური დავალების სახით. მითვისების დროს დანაშაული დამთავრებულია იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავისათვის კანონიერად მინდობილი ქონება მისმა მოქმედებამ უკანონოდ გადააქცია, ანუ როდესაც სხვის ქონებას დამნაშავე საკუთარ ქონებას უერთებს მისი, როგროც საკუთარის განკარგვის მიზნით. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, კერძოდ, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.

4.4. სასამართლო ასევე საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლთან მიმართებით აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება: სხვისი მოძრავი ნივთის ფარულ დაუფლებაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, სადგომში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის. მოცემულ შემთხვევაში, საქმე გვაქვს დამთავრებულ დანაშაულთან, რა დროსაც აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირის ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.

4.5. ზემოაღნიშნული ნორმის შინაარსით დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება (ნივთის ფარული დაუფლება); 3) აღნიშნულმა ქმედების შედეგად უნდა დადგეს შედეგი (ქმედებამ გამოიწვია დაზარალებულის საკუთრების უფლების ხელყოფა და მნიშვნელოვანი ზიანი); 4) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს სადგომში უკანონო შეღწევით (სადგომის მესაკუთრის/მფლობელის ნების საწინააღმდეგოდ) და 5) ქმედება ჩადენილი უნდა იყოს საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ.

4.6. რაც შეეხება ს----------------------ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:

- მითვისება/ქურდობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. ქმედების ამ ნიშნით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა ენიჭება მითვისებული ნივთის ღირებულებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 (ას ორმოცდაათი) ლარის ზევით. საქართველოს სსკ-ის 182- მუხლთან მიმართებით, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი მტკიცებულებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ მ-------------–---–ის ,---------- ფირმის ტელევიზორის ღირებულებაა 500 (ხუთასი) ლარი, ხოლო ,------------ ფირმის სარეცხი მანქანის - 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარი, რაც ორივე შემთხვევაში აღემატება ამ მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს. ასევე, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტთან მიმართებით, საქმეში წარმოდგენილი მასალებით დადგენილია, რომ ოთხი ცალი მობილური ტელეფონის, ერთი ცალი პლანშეტის და მობილური ტელეფონის ეკრანის დაუფლებით დაზარალებულს მიადგა 490 ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი, რაც ასევე აღემატება საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნით განსაზღვრულ ნიშნულს.

- მითვისება/ქურდობა, ჩადენილი არაერთგზის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას, ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა. ასევე, საქართველოს სსკ-ის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. ნასამართლობა მხედველობაში მიიღება სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის, დანაშაულის კვალიფიკაციისა და სისხლისსამართლებრივი ზემოქმედების ღონისძიების საკითხის გადაწყვეტისას, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ნასამართლობა გაქარწყლდება მძიმე დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთით მსჯავრდებულისა - სასჯელის მოხდიდან ექვსი წლის შემდეგ. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით, ს----------------------ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, ამავე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის; ს----------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----- ოქტომბერს. აღნიშნული დანაშაულისათვის იგი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან გათავისუფლებული არ ყოფილა და არც ნასამართლობა აქვს მოხსნილი ან გაქარწყლებული; შესაბამისად, ბრალად წარდგენილი ქმედებების ჩადენისას, ს----------------------ი ნასამართლევი იყო საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისთვის და სახეზეა როგორც მითვისების, ასევე ქურდობის ჩადენა არაერთგზის.

- ქურდობა, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წარმოადგენს ქურდობის მაკვალიფიცირებელ გარემოებას. შეღწევა უკანონოა, თუ იგი ხორციელდება დადგენილი აკრძალვის მიუხედავად, იმ პირის მიერ, რომელსაც ამის უფლება არ აქვს. შეღწევა ძირითადად გულისხმობს წინააღმდეგობის გადალახვით სადგომში შესვლას ქურდობის მიზნით. იმისათვის, რომ დამნაშავის მოქმედება სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირდეს, აუცილებელია გაირკვეს, თუ რა მიზნით აღმოჩნდა პირი სხვის სადგომში. სადგომის ცნების ქვეშ იგულისხმება შენობა-ნაგებობანი, რომლებიც ადამიანთა და ფასეულობათა განსათავსებლად არის გამიზნული. ეს შეიძლება იყოს ფაბრიკა-ქარხანა, მუზეუმი, მაღაზია, თეატრი, სასწავლო დაწესებულება და სხვა. დაზარალებულ ს------------ის შემთხვევაში დადგენილია, რომ მის მფლობელობაში არსებული მაღააზიის მცირე ზომის ფანჯრის მინა ჩამსხვრეული და იქ არსებული მობილური ტელეფონები, პლანშეტი და მობილური ტელეფონის ეკრანი წაღებული იყო.

4.7. სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საქმისწარმოება სისხლისამართლებრივი დევნის დაწყების მომენტიდან მიმდინარეობს მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის საფუძველზე, რა დროსაც სასამართლოში სწორედ მხარეებმა უნდა წარადგინონ ის მტკიცებულებები, რომლის საფუძველზეც ისინი ადასტურებენ ან უარყოფენ ფაქტებს, ხოლო სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლევის შემდეგ ადგენს არსებობს თუ არა ესა თუ ის ფაქტი ან ქმედება, რის შემდეგაც ახდენს მის სამართლებრივ შეფასებას.

 

4.8. სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მხარეებს მტკიცებულებები სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, რაც თავისთავად გულისხმობს იმ გარემოებას, რომ როგორც დაცვის მხარე, ასევე ბრალდების მხარე აღნიშნულ მტკიცებულებებში მოცემული ინფორმაციის სისწორეს და ნამდვილობას საეჭვოდ არ მიიჩნევს და ეთანხმება. თუმცა, სასამართლო აღნიშნავს, რომ მიუხედავად ბრალდების მხარის მტკიცებულებების გამოკვლევის გარეშე მიღებისა, ქმედების სამართლებრივი შეფასება - ბრალდებულის ქმედებისათვის სწორი კვალიფიკაციის მინიჭება სწორედ ამ (უდავო) მტკიცებულებებით დადგენილი ფაქტების შესაბამისად, სასამართლოს ვალდებულებაა.

4.9. ამასთან, სასამართლოს მიზანშეწონილად მიაჩნია ყურადღება გაამახვილოს იმ გარემოებაზე, რომ მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების შეფასებას ახდენს ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მათი სანდოობისა და სარწმუნოობის კუთხით, რა დროსაც კონკრეტული ფაქტობრივი გარემოებების უტყუარად მიჩნევისას სასამართლო ხელმძღვანელობს კანონმდებლის მიერ დაწესებული მაღალი, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით, ხოლო აღნიშნული სამართლებრივი სტანდარტი გულისხმობს, რომ სასამართლომ ეჭვის გამომრიცხავად მიიჩნიოს ის, რომ კონკრეტული მხარის (ბრალდების იქნება ეს, თუ დაცვის) მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები (ურთიერთშეჯერებით და გაანალიზებით) საკმარისია რათა ობიექტური პირი დარწმუნდეს ამა თუ იმ ფაქტობრივი გარემოების ნამდვილობაში და უტყუარობაში.

4.10. სასამართლო ბრალდებულ ს----------------------ის მიმართ ბრალად წარდგენილი - ზემოაღნიშნული ნორმის სამართლებრივი განმარტების/შეფასების შემდეგ, ყურადღებას ამახვილებს მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებების ურთიერთშეჯერებისა და გაანალიზების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებზე, კერძოდ, მოცემულ შემთხვევაში დაზარალებულების: მ-------------–---–ის, ს------------ის და მოწმეების: დ---------------–---–ის, გ---------------------ის, გ---------------–-–---–ის, ზ-----------ის, დ---------------ის, გ--–-------------–---–ის, თ--------–---–ის, მ-----------–-----–ის, ე-–--------------ს, ა-------------–---–ის, ზ-------------------–--ის და მ--------------–---–ის გამოკითხვის ოქმებით; შემთხვევის ადგილის დათვალიერების 2019 წლის 23 იანვრის ოქმით; მობილური ტელეფონის ამოღების 2019 წლის 23 იანვრის ოქმით; საცხოვრებელი ბინიდან მობილური ტელეფონების ამოღების 2019 წლის 23 იანვრის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 23 იანვრის ოქმით; პლანშეტის ამოღების 2019 წლის 23 იანვრის ოქმით; საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------ს განკარგულებით; თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით; თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განჩინებით; ბრალდებულის დაკავების 2019 წლის 29 იანვრის ოქმით; დათვალიერების 2019 წლის 17 იანვრის ოქმით; საგამოძიებო ექსპერიმენტის 2019 წლის 17 იანვრის ოქმით; სარეცხი მანქანის ამოღების 2019 წლის 17 იანვრის ოქმით; დოკუმენტების დათვალიერების 2019 წლის 19 იანვრის ოქმით; დოკუმენტების დათვალიერების 2019 წლის 27 იანვრის ოქმით; საქართველოს შ------------------------------------------------------–---------------------------------------–------------------------ დასკვნით; ინფორმაციის გამოთხოვის შესახებ 2019 წლის 15 თებერვლის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 15 თებერვლის ოქმით; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების 2019 წლის 04 მარტის ოქმებით; ნივთის ამოცნობის 2019 წლის 04 მარტის ოქმებით, თავად ბრალდებულის - ს----------------------ის აღიარებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებათა ურთიერთშეჯერებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულისათვის ნასამართლევმა ს----------------------მა 2018 წლის 05 დეკემბერს, ქ. თბილისში, ქ---------------–აში, რ------------------–--–------–- არსებული მ-------------–---–ის კუთვნილი საცხოვრებელი ბინიდან, მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მ-------------–---–ის კუთვნილი 500 (ხუთასი) ლარად ღირებული „--------- ფირმის ტელევიზორი და ჩააბარა ქ. თბილისში, პ----------------–- მდებარე ტექნიკის ლომბარდში, რითაც მ-------------–---–ს მიადგა 500 (ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი; მანვე, 2018 წლის 09 დეკემბერს, იმავე საცხოვრებელი ბინიდან, კვლავ მართლსაწინააღმდეგოდ მიითვისა მის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული, მ-------------–---–ის კუთვნილი 850 (რვაას ორმოცდაათი) ლარად ღირებული, „----------- ფირმის სარეცხის მანქანა, რაც ჩააბარა ქ. თბილისში, ჯ--------------------–- განთავსებულ ტექნიკის ლომბარდში; ასვე, ს----------------------ი 2019 წლის 23 იანვარს, მეტროსადგურ „----------–--- მიმდებარე ტერიტორიაზე, ს------------ის მფლობელობაში არსებულ მაღაზიაში უკანონო შეღწევით, ფარულად დაეუფლა 4 (ოთხი) ცალ მობილურ ტელეფონს, ერთ ცალ პლანშეტს და მობილური ტელეფონის ეკრანს, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მიისაკუთრა, რითაც დაზარალებულს მიადგა 490 ლარის (ოთხას ოთხმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი. სასამართლოს შეფასებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი) და ამავე კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ობიექტური და სუბიექტური შემადგენლობის ელემენტები სახეზეა, რაც დასტურდება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებათა ერთობლიობიდან.

 

4.11. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.

 

4.12. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ს----------------------მა ჩაიდინა - სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მითვისება, როდესაც ეს ნივთი იმყოფებოდა მიმთვისებლის მართლზომიერ მფლობელობაში, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით (ორი ეპიზოდი); მანვე ჩაიდინა - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მითვისების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

5.1. ს----------------------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობა.

5.2. ს----------------------ის პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად მიჩნეული უნდა იქნეს ნასამართლობა განზრახი დანაშაულებისათვის (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით).

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

6.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.

 

6.2. ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.

 

6.3. განაჩენის 6.1. და 6.2. პუნქტებთან მიმართებით სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.

6.4. სასჯელის შემსუბუქების კუთხით სასამართლო მხედველობაში იღებს ბრალდებულის მხრიდან დანაშაულის აღიარებას და მის მიერ სწრაფი და ეფექტური მართლმსაჯულების განხორციელებისთვის ხელის შეწყობას; რაც შეეხება სასჯელის დამძიმებას, იმის გათვალისწინებით, რომ ს----------------------ი 2----–-–---------–---ს განაჩენით ნასამართლევია განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის (საქართველოს სსკ-ის 353-ე მუხლის მე-2 ნაწილით და სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით) სახეზეა საქართველოს სსკ-ის მე-17 მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის რეციდივი. საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 (ერთი) წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.

6.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ ს----------------------ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან სხვადასხვა დროს არაერთი შეღავათი იქნა გამოყენებული, კერძოდ:

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით ს----------------------ის მიმართ ბრალდების მხარის მხრიდან გამოყენებული იქნა კანონით გათვალისწინებული შეღავათი და მასთან დაიდო საპროცესო შეთანხმება;

- 2012 წლის 28 დეკემბრის ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის საფუძველზე, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------–-- განჩინებით, ს----------------------ს ¼-ით შეუმცირდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული სასჯელები;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–---ს განაჩენით, ს----------------------ის მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (ოთხი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით (სამი ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით (ორი ეპიზოდი) დანიშნულ და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, ¼-ით შემცირებული სასჯელები საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, ნაწილობრივ შეიკრიბა და განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რასაც დაემატა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით, საქართველოს სსკ-ის 375-ე მუხლით დანიშნული და ,,ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად ¼-ით შემცირებული სასჯელიდან - 1 (ერთი) წლის, 3 (სამი) თვის, 22 (ოცდაორი) დღის და 12 (თორმეტი) საათის ვადით თავისუფლების აღკვეთიდან, ნაწილი - 6 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა და საბოლოოდ ს----------------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, საქართველაოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, 2 (ორი) წლის და 3 (სამი) თვის გამოსაცდელი ვადით. ს----------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–--------------

- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ს განჩინებით, გაუქმდა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენით ს----------------------ის მიმართ საბოლოოდ დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა აღნიშნული განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

- თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებით, უცვლელი დარჩა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------- განაჩენით დანიშნული და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–---ს განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და აღსრულდა განაჩენით განსაზღვრული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 1 (ერთი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;

- საქართველოს პრეზიდენტის 2----–-–------------------------ განკარგულებით შეწყალებული იქნა ს----------------------ი თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–----------------ა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–---------–---ს განაჩენებით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------სა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–----------------- განჩინებებით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 187-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით, საქართველოს სსკ-ის 363-ე მუხლის მე-2 ნაწილით და მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა. ს----------------------ი პენიტენციური დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–----- ოქტომბერს.

6.6. სასამართლო ხაზგასმით აღნიშნავს, რომ მიუხედავად ს----------------------ის მიმართ სახელმწიფოს მხრიდან არაერთი ჰუმანური აქტისა და შეღავათების გამოყენებისა, მისი რესოციალიზაცია ამ დრომდე ვერ მოხდა და მის მიერ ნასამართლობის გაქარწყლებამდე კვლავ ჩადენილი იქნა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული განზრახი მძიმე დანაშაულები.

 

6.7. ს----------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ისჯება - ჯარიმით ან თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე, თანამდებობის დაკავების ან საქმიანობის უფლების ჩამორთმევით ვადით სამ წლამდე. ასევე, ს----------------------ის მიერ ჩადენილი დანაშაულებრივი ქმედება, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, ისჯება - თავისუფლების აღკვეთით ვადით ოთხიდან შვიდ წლამდე.

 

6.8. მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მძიმე კატეგორიის დანაშაულები. სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს, წარმოდგენილ მტკიცებულებებს და საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე, ს----------------------ს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდისთვის) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; ასევე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 9 (ცხრა) თვის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება; მასვე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის (2018 წლის 09 დეკემბრის ეპიზოდისთვის) ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით; ასევე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

 

6.9. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება.

 

6.10. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ს----------------------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, შემამსუბუქებელი გარემოებების მხედველობაში მიღებით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას გამოყენებული უნდა იქნას - სასჯელთა შთანთქმის პრინციპი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის საფუძველზე, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით უნდა ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

7. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვა (ბეტონის ნატეხი) და 11 (თერთმეტი) ცალი ხელის კვალი - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- 1 (ერთი) ცალი მობილური ტელეფონის ეკრანი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ,-------ის ფირმის პლანშეტი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; 4 (ოთხი) ცალი მობილური ტელეფონი დალუქული 4 (ოთხი) პაკეტად; ქ. თბილისი, ვ---------––-, ჯ--------------------–- მდებარე ტექნიკის ყიდვა-გაყიდვის ლომბარდიდან, ინდ/მეწარმე „ზ-------------------–--ე“-დან ამოღებული 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის „----------- ფირმის სარეცხის მანქანა დალუქული 1 (ერთი) ფუთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

- შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები გადატანილი 1 (ერთი) ცალ CD დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ CD დისკზე; ს------------ისგან გამოთხოვილი დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები დალუქული სახით, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. ს----------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 9 (ცხრა) თვის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება (2018 წლის 05 დეკემბრის ეპიზოდი);

2. ს----------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება (2018 წლის 09 დეკემბრის ეპიზოდი);

3. ს----------------------ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და ,,ბ“ ქვეპუნქტებით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით;

4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის საფუძველზე, საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის 2018 წლის 09 დეკემბრის ეპიზოდისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა ძირითადმა და დამატებითმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი ძირითადი და დამატებითი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ს----------------------ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 1 (ერთი) თვის ვადით; მასვე, საქართველოს სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, დამატებითი სასჯელის სახედ და ზომად 1 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვას სამეწარმეო ორგანიზაციებში ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი თანამდებობების დაკავებისა და ასევე მატერიალურად პასუხისმგებელ პირად საქმიანობის უფლება.

5. ს----------------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 29 იანვრის 15:13 საათიდან.

6. მსჯავრდებულ ს----------------------ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.

 

7. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:

 

- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ქვა (ბეტონის ნატეხი) და 11 (თერთმეტი) ცალი ხელის კვალი - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;

 

- 1 (ერთი) ცალი მობილური ტელეფონის ეკრანი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; ,-------ის ფირმის პლანშეტი დალუქული 1 (ერთი) პაკეტად; 4 (ოთხი) ცალი მობილური ტელეფონი დალუქული 4 (ოთხი) პაკეტად; ქ. თბილისი, ვ---------––-, ჯ--------------------–- მდებარე ტექნიკის ყიდვა-გაყიდვის ლომბარდიდან, ინდ/მეწარმე „ზ-------------------–--ე“-დან ამოღებული 1 (ერთი) ცალი თეთრი ფერის „----------- ფირმის სარეცხის მანქანა დალუქული 1 (ერთი) ფუთად - დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მესაკუთრის ნდობით აღჭურვილ პირს;

- შემთხვევის ადგილის ფოტოსურათები გადატანილი 1 (ერთი) ცალ CD დისკზე; საგამოძიებო ექსპერიმენტის ფოტოსურათები 1 (ერთი) ცალ CD დისკზე; ს------------ისგან გამოთხოვილი დანაშაულის ამსახველი ვიდეოჩანაწერები დალუქული სახით, რომლებიც ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე იზა კელენჯერიძე