გადაწყვეტილება

სამოქალაქო 24.06.2019
საქმის ნომერი
200210018002661422
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
24.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №200210018002661422

საქმე №2/941-18

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

24 ივნისი, 2019 წელი ქ. თელავი

შესავალი ნაწილი

თელავის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - ნინო ჩახნაშვილი

სხდომის მდივანი - თამარ ბერძენაშვილი, ფიქრია სვანიძე

მოსარჩელე: სს „ტ---------ი“

წარმომადგენელი: ლ-------------ე

მოპასუხეები: შ--------------–---–ი

გ--------------–---–ი

დავის საგანი: თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. შ--------------–---–ს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების შემცირებული ოდენობა 554 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 438,47 ლარი, პროცენტი -10.76 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 104.77 ლარი.

1.2. შ--------------–---–ს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს დავალიანების შემცირებული ოდენობა 640 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 461,91 ლარი, პროცენტი - 69,83 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 108,26 ლარი.

1.3. შ--------------–---–სა და გ--------------–---–ს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე სოლიდარულად დაეკისროთ 2209,25 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა - 1627,81 ლარი, პროცენტი - 80,80 ლარი, ხოლო პირგასამტეხლო - 500,64 ლარი.

 

2.1. შ--------------–---–ს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 19.09.2018 წ.-დან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირ თანხაზე - 438,47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 5.84 ლარს (არაუმეტეს 70.08 ლარი).

2.2. შ--------------–---–ს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 19.09.2018 წ.-დან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირ თანხაზე - 426,91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 29% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 10,31 ლარს (არაუმეტეს 123,72 ლარი).

2.3. შ--------------–---–სა და გ--------------–---–ს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს 19.03.2019 წ.-დან (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) საბანკო კრედიტის №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ძირ თანხაზე - 1627,81 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც შეადგენს ყოველთვიურად 19,66 ლარს (არაუმეტეს 235,92 ლარი) (დასუზტებული სასარჩელო მოთხოვნა).

 

მოსარჩელემ სასარჩელო მოთხოვნის საფუძვლად მიუთითა შემდეგი:

2015 წლის 27 აგვისტოს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება №4.0303758.0-- სახელფასო ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ. ხსენებული შეთანხმების მიხედვით ოვერდრაფტის თანახად განისაზღვრა 580 ლარი. ოვერდრაფტით სარგებლობის პროცენტი შეადგენდა 16%-ს, მოქმედების ვადა კი 27.08.2015 – 27.08. 2019 წწ. მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება და 2018 წლის მარტის შემდეგ კრედიტის დაბრუნების ვალდებულება აღარ შესრულებულა. მოვალემ სულ ცოტა 2-ჯერ გადააცილა თანხის გადახდის ვადას, რის საფუძველზეც კრედიტორი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს და მოითხოვოს მოვალეზე დავალიანების დაკისრება. 19.09.2018 წ. (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით შ--------------–---–ს ერიცხება დავალიანება 777.16 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 438,47 ლარი, პროცენტი - 10,76 ლარი, ჯარიმა - 327.93 ლარი.

2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება №4.0303758.0-- NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 29% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა ვადა 11.05.2016 წლიდან 11.05.2020 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა ფიქსირებულ 25 ლარს და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოვალის მიერ 2018 წლის მარტის შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვალდებულება აღარ შესრულებულა, რის საფუძველზეც ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. 19.09.2018 წ. (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1068.36 ლარს, ძირი თანხა - 426,91 ლარი, პროცენტი - 69.83 ლარი, ჯარიმა - 571.62 ლარი.

2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №4.0303758.0--. ხსენებული შეთანხმების მიხედვით კრედიტის თანხად განისაზღვრა 6200 ლარი, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 14,5% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა კრედიტის ვადა 11.05.2016 წლიდან 19.07.2019 წლამდე. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის, შეადგენდა ფიქსირებული სახით 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

№4.0303758.0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და გ--------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №4.0303758.0--/01. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა იკისრა ვალდებულება სსკ-ის 895-ე მუხლის შესაბამისად, პირადად აგოს პასუხი მის სახელზე არსებული ქონებით №4.0303758.0-- ხელშეკრულების მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში.

სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7725,29 ლარით.

მოვალისა და სოლიდარული თავდების მიერ 2018 წლის სექტემბრის შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვალდებულება აღარ შესრულებულა, რის საფუძველზეც ბანკი უფლებამოსილია მიმართოს სასამართლოს. 19.03.2019 წ. (დავალიანების ცნობის თარიღი) მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2209,25 ლარს, ძირი თანხა - 1627,81 ლარი, პროცენტი - 80,80 ლარი, ჯარიმა - 500,64 ლარი.

სს ,,ტ----------’’ გ--------------–---–ისა და შ--------------–---–ს გაუგზავნა შეტყობინება ფოსტის მეშვეობით, რომლის მიხედვითაც მოპასუხეებს კიდევ ერთხელ აცნობა არსებული ვალდებულების შესახებ და ამასთანავე, იმ შემთხვევაში, თუ შეტყობინების ჩაბარებიდან 14 კალენდარული დღის ვადაში არ მოხდებოდა დავალიანების სრული დაფარვა კომპანია საკუთარი ინტერესების დასაცავად მიმართავდა სასამართლოს.

სს ,,კ-----------------------’’ შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით არის სს ,,ტ---------’’, თუმცა საიდენტიფიკაციო ნომერი დარჩა უცვლელი.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა წერილობით წარმოდგენილი შესაგებლით და სასამართლო სხდომაზე მიცემული ახსნა-განმარტებით სარჩელი სცნეს ნაწილობრივ, კერძოდ, ხელშეკრულებიდან გამომდინარე სესხის ძირი თანხის და სარგებლის ნაწილში, ხოლო პირგასამტეხლოსთან დაკავშირებით მოითხოვეს შემცირება (იხ. შესაგებელი, სხდომის ოქმი).

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2015 წლის 27 აგვისტოს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება №4.0303758.0-- სახელფასო ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ. ხსენებული შეთანხმების მიხედვით ოვერდრაფტის თანახად განისაზღვრა 580 ლარი. ოვერდრაფტით სარგებლობის პროცენტი შეადგენდა 16%-ს, მოქმედების ვადა კი 27.08.2015 – 27.08. 2019 წწ. მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 27 აგვისტოს №4.0303758.0-- ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ (ს.ფ. 18-23);

 

3.1.2 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დაიდო ხელშეკრულება №4.0303758.0-- NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 29% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა ვადა 11.05.2016 წლიდან 11.05.2020 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა ფიქსირებულ 25 ლარს და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 მაისის №4.0303758.0-- NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 38-47);

 

3.1.3. 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დაიდო საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №4.0303758.0--. ხსენებული შეთანხმების მიხედვით კრედიტის თანხად განისაზღვრა 6200 ლარი, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 14,5% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა კრედიტის ვადა 11.05.2016 წლიდან 19.07.2019 წლამდე. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის, შეადგენდა ფიქსირებული სახით 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 11 მაისის №4.0303758.0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 109-114);

- განაცხადის გრაფიკი (115-116);

 

3.1.4. №4.0303758.0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულების უზრუნველსაყოფად 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და გ--------------–---–ს შორის დაიდო სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №4.0303758.0--/01. აღნიშნული ხელშეკრულების საფუძველზე თავდებმა იკისრა ვალდებულება პირადად აგოს პასუხი მის სახელზე არსებული ქონებით №4.0303758.0-- ხელშეკრულების მსესხებლის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობის შემთხვევაში. სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულებით გათვალისწინებული ინდივიდუალური პასუხისმგებლობის ზღვრული ოდენობა განისაზღვრა 7725,29 ლარით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 16 მაისის სოლიდარული თავდებობის განცხადება (ს.ფ. 117);

- სოლიდარული თავდებობის ხელშეკრულება №4.0303758.0-- (ს.ფ. 118-123);

 

3.1.5. სს ,,ტ----------’’ გ--------------–---–ისა და შ--------------–---–ს გაუგზავნა შეტყობინება ფოსტის მეშვეობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- შეტყობინებები (ს.ფ. 128-131);

 

3.1.6. სს ,,კ------------------------” შეიცვალა სახელწოდება და დღეის მდგომარეობით არის სს ,,ტ---------ი”, თუმცა საიდენტიფიკაციო ნომერი დარჩა უცვლელი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (იხ. ს.ფ. 53-54);

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 27 აგვისტოს №4.0303758.0-- ხელშეკრულებით, მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოპასუხის მიერ დაირღვა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება. 19.09.2018 წ. (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) მდგომარეობით შ--------------–---–ს ერიცხება დავალიანება 777.16 ლარი, საიდანაც ძირი თანხაა 438,47 ლარი, პროცენტი - 10,76 ლარი, ჯარიმა - 327.93 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 27 აგვისტოს №4.0303758.0-- ხელშეკრულება საბარათე ანგარიშზე (პლასტიკურ ბარათზე) ოვერდრაფტის დაშვების შესახებ (ს.ფ. 18-23);

- ამონაწერი 27.08.2015 – 27.08.2019 წწ. (ს.ფ. 24-36);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37);

 

3.2.2. 2016 წლის 11 მაისს №4.0303758.0-- NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა ფიქსირებულ 25 ლარს და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. მოვალის მიერ 2018 წლის მარტის შემდეგ ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხის დაბრუნების ვალდებულება აღარ შესრულებულა. 19.09.2018 წ. (დავალიანების ცნობის გაცემის თარიღი) მოპასუხის დავალიანება შეადგენს 1068.36 ლარს, ძირი თანხა - 426,91 ლარი, პროცენტი - 69.83 ლარი, ჯარიმა - 571.62 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 მაისის №4.0303758.0-- NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 39-47);

- ამონაწერი 11.05.2016–27.09.2018 წწ. (ს.ფ. 48-51);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 37);

 

3.2.3. 2016 წლის 11 მაისს საბანკო კრედიტის №4.0303758.0--. ხელშეკრულებით, პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის, შეადგენდა ფიქსირებული სახით 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 11 მაისის №4.0303758.0-- საბანკო კრედიტის ხელშეკრულება (ს.ფ. 111-116);

- გადახდების ისტორია (ს.ფ. 124-126);

- ცნობა დავალიანების შესახებ (ს.ფ. 127);

 

სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მსესხებლის მიერ დარღვეულია სესხით ხელშეკრულებით შეთანხმებული გრაფიკი და ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც აძლევს კრედიტორს სესხის ძირ თანხის, სარგებლის და პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

4.1. სარჩელის განხილვის, ახსნა-განმარტებების მოსმენის, მხარეთა სამართლებრივი პოზიციის გაანალიზებისა და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სს ტ---------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ შემდეგ გარემოებათა არსებობის გამო.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

5.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 327-ე, 361-ე, 394-ე, 400, 403-ე, 408-ე, 411-ე, 412-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 463-464-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე მუხლები;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.

 

ამდენად, კანონმდებელი განამტკიცებს ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს და შესაძლებლობას ანიჭებს მხარეებს, თავისი შეხედულებით განსაზღვრონ ხელშეკრულების შინაარსი და მისი შესრულების მექანიზმი. ამასთან, სახელშეკრულებო ბოჭვის პირობებში, ხელშეკრულების თითოეული მხარე ვალდებულია შეასრულოს მის მიერ ნაკისრი ვალდებულებები.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 623-ე მუხლის შესაბამისად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს, ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის საფუძველია, 1) 2015 წლის 27 აგვისტოს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება №4.0303758.0-- სახელფასო ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ. ხსენებული შეთანხმების მიხედვით ოვერდრაფტის თანახად განისაზღვრა 580 ლარი. ოვერდრაფტით სარგებლობის პროცენტი შეადგენდა 16%-ს, მოქმედების ვადა კი 27.08.2015 – 27.08.2019 წწ. მსესხებლის მიერ ხელშეკრულების პირობების დარღვევის შემთხვევაში პირგასამტეხლო შეადგენდა გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0,5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 2) 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დადებული ხელშეკრულება №4.0303758.0-- NEXT საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ. მხარეთა შორის არსებული შეთანხმებით მსესხებელზე გაიცა კრედიტი 500 ლარის ოდენობით, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 29% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა ვადა 11.05.2016 წლიდან 11.05.2020 წლამდე, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისათვის შეადგენდა ფიქსირებულ 25 ლარს და ათვისებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე. 3) 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------სა” და შ--------------–---–ს შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება №4.0303758.0--. ხსენებული შეთანხმების მიხედვით კრედიტის თანხად განისაზღვრა 6200 ლარი, რომლის წლიური საპროცენტო სარგებელი 14,5% შეადგენდა. ამასთანავე, განისაზღვრა კრედიტის ვადა 11.05.2016 წლიდან 19.07.2019 წლამდე. რაც შეეხება პირგასამტეხლოს ვადაგადაცილებისათვის, შეადგენდა ფიქსირებული სახით 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.

 

ამდენად, მითითებული ხელშეკრულებები წარმოადგენს მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელ საფუძველს, რომლის პირობების დარღვევა იწვევს მხარეთა პასუხისმგებლობას.

 

საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ მსესხებლების მიერ დარღვეული იქნა საბანკო კრედიტის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულება.

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,ტ---------'' უფლებამოსილია მოითხოვოს ხელშეკრულებებიდან გამომდინარე გაცემული ძირითადი თანხის დაბრუნება.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2015 წლის 27 აგვისტოს სახელფასო ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ოვერდრაფტის თანხა განისაზღვრა 580 ლარი, კრედიტის ვადა განისაზღვრა 17.08.2015 წლიდან 27.08.2019 წლამდე, სარგებლობის პროცენტი შეადგენდა 16 %. 2016 წლის 11 მაისს მხარეთა შორის გაფორმებული საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულების საფუძველზე ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 500 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 11.05.2016 წლიდან 11.05.2020 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 29 %. 2016 წლის 11 მაისის საბანკო კრედიტის ხელშეკრულების საფუძველზე, ბანკმა გასცა მსესხებელზე კრედიტი 6200 ლარის ოდენობით, კრედიტის ვადა განისაზღვრა 11.05.2016 წლიდან 19.07.2019 წლამდე, წლიური საპროცენტო სარგებელი 14.5%.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო-სამართლებრივი ურთიერთობა ეფუძნება მხარეთა მიერ ნამდვილი ნების გამოვლენის შედეგად მათთვის სასურველი უფლება-მოვალეობების წარმოშობას. სახელშეკრულებო სამართალში მოქმედებს მხარეთა ნების ავტონომია, რომლის ფარგლებში შესაძლებელია ხელშეკრულების იმგვარ პირობებზე შეთანხმება, რომლებიც ოპტიმალურად მისაღებია გარიგების ყველა მონაწილისათვის. ხელშეკრულებაზე ხელისმოწერით მხარეები ადასტურებენ იმ სამართლებრივი შედეგების მიღების სურვლისა და მზაობას, რაც ხელშეკრულებით გაითვალისწინეს.

 

ამდენად, როგორც პროცენტზე შეთანხმება მხარეთა შორის მოხდა ხელშეკრულებების საფუძველზე, შესაბამისად, პროცენტის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნა, საფუძვლიანია და ამ ნაწილშიც სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

მოპასუხე მხარის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულების შესრულება, რაც მისთვის როგორც ძირი თანხის, ასევე მასზე დარიცხული პროცენტის დაკისრების საფუძველია.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

 

საქმეზე უდავოდაა დადგენილი, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხები, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის და თავდების მიერ ვალდებულება არ იქნა შესრულებული ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

6.4. სს ,,ტ---------’’ ითხოვს დავალიანების სოლიდარულად დაკისრებას თავდებისათვის.

 

სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად.

 

ამავე კოდექსის 892-ე მუხლის პირველი ნაწილით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში (ხელშეკრულებაში) თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება.

 

მოცემულ შემთხვევაში, აღნიშნული ნორმით გათვალისწინებული ფორმა და მოთხოვნები დაცულია და თავდებობის ხელშეკრულებაში გარკვევითაა აღნიშნული თავდების პასუხიმგებლობის მოცულობა. თავდებობის შესახებ ხელშეკრულებებში დეტალურად არის მითითებული თავდებობის ყველა არსებითი პირობა (სკ-ის 327-ე მუხლი), რის გამოც თავდებობა ნამდვილია.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 463-464-ე მუხლების შესაბამისად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის თანახმად, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდისუუნარობა აშკარაა.

 

განსახილველ შემთხვევაში, შ--------------–---–თან ერთად გ--------------–---–ის ვალდებულება სს ,,ტ---------ს’’ წინაშე წარმოშობილია თავდებობის გარიგების საფუძველზე.

 

მსესხებელმა დაარღვია სესხის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, კერძოდ ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში სესხის თანხა და შეთანხმებული პროცენტი არ გადაიხადა.

 

დადგენილია, რომ მოპასუხე გ--------------–---–მა თავდებობის ხელშეკრულებით იკისრა სოლიდარული ვალდებულება სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებების შესრულებაზე აღებული სესხის ძირითადი თანხის, მასზე დარიცხული საპროცენტო სარგებლის გადასახდელებზე და დარიცხული პირგასამტეხლოს ჩათვლით. თავდებობის ხელშეკრულების თანახმად, თავდების პასუხისმგებლობის ზღვრულ ოდენობად განისაზღვრა 7725.29 ლარი.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ გ--------------–---–ს ეკისრება სოლიდარული პასუხისმგებლობა მოვალის მიერ ნაკისრი ვალდებულებების დარღვევისათვის. ამასთან, პასუხისმგებლობა უნდა გავრცელდეს დავალიანების სრულ თანხაზე.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის თანახმად, ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობს წერილობითი შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ, 2015 წლის 27 აგვისტოს სს ,,ტ---------ს’’ და შ--------------–---–ს შორის სახელფასო ბარათზე ოვერდრაფტის დაშვების შესახებ ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში განისაზღვრა პირგასამტეხლო ყოველვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------ს’’ და შ--------------–---–ს შორის საკრედიტო ბარათით მომსახურების შესახებ ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის შეადგენდა ფიქსირებულ 25 ლარს და ათვისებული თანხის 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე. 2016 წლის 11 მაისს სს ,,ტ---------ს’’ და შ--------------–---–ს შორის საბანო კრედიტის შესახებ ხელშეკრულებით, გრაფიკით გათვალისწინებულ ვადაში თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში შეადგენდა ფიქსირებულ 10 ლარს და გადასახდელი ვადაგადაცილებული თანხის 0.5% ყოველვადაგადაცილებულ დღეზე.

 

როგორც უკვე აღინიშნა მოპასუხეთა მიერ ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება არ არის შესრულებული ჯეროვნად, რაც ანიჭებს კრედიტორს პირგასამტეხლოს მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები.

 

ვალდებულების დარღვევა კრედიტორს ანიჭებს უფლებას მოითხოვოს პირგასამტეხლოს გადახდაც. პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულება, როგორც უკვე აღინიშნა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან და რომლის მიზანია, არა მხოლოდ, ვალდებულების შესრულების სტიმულირება, არამედ, ვალდებულების დარღვევის მინიმალური ზიანის ანგარიშში პირგასამტეხლოს თანხის ჩათვლა. ფუნქციური დანიშნულებით, მინიმალური ზიანი არ წარმოადგენს ფაქტობრივად დამდგარი ზიანის სრულ ანაზღაურებას, არამედ ესაა თანხა, რომელიც უზრუნველყოფს კრედიტორის მოთხოვნის მინიმალურ დაკმაყოფილებას, სწორედ ამითაა გამართლებული პირგასამტეხლოს სახელშეკრულებო ბუნება. პირგასამტეხლოს მიზანია ვალდებულების შეუსრულებლობის ან ვალდებულების დარღვევის თავიდან აცილება, ხოლო ვალდებულების დარღვევის პირობებში ე.წ ''პრეზუმირებული მინიმალური ზიანის'' ანაზღაურების უზრუნველყოფა, რაც, რაღა თქმა უნდა, არ წარმოადგენს ფაქტობრივი ზიანის ეკვივალენტ ფულად თანხას და არც ფაქტობრივად დამდგარი ზიანის ანაზღაურებას ემსახურება. შესაბამისად, პირგასამტეხლოს მოთხოვნის პარალელურად ვალდებულების შესრულების მოთხოვნა დაუშვებელია, თუ, რა თქმა უნდა, დარღვევა ვადაგადაცილებაში არ მდგომარეობს, ხოლო პირგასამტეხლოსთან ერთად ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა სავსებით შესაძლებელია. პირგასამტეხლოს ფუნქცია ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფაა.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსი იმთავითვე ადგენს კანონით დადგენილი წესით შეთანხმებული პირგასამტეხლოს დაკისრების შესაძლებლობას ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების შემთხვევაში, შესაბამისად, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების პირობებში პირგასამტეხლოს დაკისრება კანონშესაბამისი და მართლზომიერია, ვინაიდან, ასეთ შემთხვევაში ვალდებულება არაჯეროვნადაა შესრულებული, რაც პირგასამტეხლოს მოთხოვნის შესაძლებლობას არ გამორიცხავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობას იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. ნორმის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს. პირგასამტეხლოს ოდენობის შესაბამისობის გათვალისწინებისას, სასამართლო მხედველობაში იღებს ვალდებულების დარღვევის ხასიათს, აღნიშნულით გამოწვეული ზიანს, მის თანაფარდობას, მხარეთა ფინანსური მდგომარეობას, მოსარჩელის ეკონომიკურ ინტერესს, აგრეთვე, სხვა ობიექტურ გარემოებებს. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა უნდა შემცირდეს და მოპასუხეს მხარეს პირგასამტეხლოს სახით №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან უნდა დაეკისროს - 10.47 ლარის გადახდა, №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან უნდა დაეკისროს - 10.82 ლარის გადახდა, №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან უნდა დაეკისროს - 50.06 ლარის გადახდა.

 

ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა სარჩელის ნაწილობრივ დაკმაყოფილების მატერიალურ-სამართლებრივი საფუძვლები.

 

6.6. მოსარჩელე ითხოვს ზიანის ანაზღაურებას მიუღებელი შემოსავლისთვისაც, ანუ იმ დანაკლისისათვის, რაც ბანკმა ვერ მიიღო მოპასუხის ქმედებით. კერძოდ, მოსარჩელე მიუღებელი შემოსავლის სახით ითხოვს მოპასუხისთვის იმ სარგებლის გადახდის დაკისრებას, რასაც მოსარჩელე მიიღებდა, ხელშეკრულების პირობები სრულად რომ შესრულებულიყო. ამასთან, მოსარჩელე ზიანის ანაზღაურებას ითხოვს ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა იმ საპროცენტო სარგებლის ფარგლებში, რაც განსაზღვრული იყო კრედიტით სარგებლობისათვის.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 403.1. მუხლის თანახმად, მოვალე, რომელიც ფულადი თანხის გადახდის ვადას გადააცილებს, ვალდებულია, გადაცილებული დროისათვის გადაიხადოს მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული პროცენტი, თუ კრედიტორს, სხვა საფუძვლიდან გამომდინარე, უფრო მეტის მოთხოვნა არ შეუძლია.

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

ნებისმიერ მსესხებელთან საბანკო კრედიტის ხელშეკრულების გაფორმება ხდება იმ მოლოდინით, რომ ბანკი ხელშეკრულებით გათვალისწინებულ მოგებას მიიღებს. საპროცენტო განაკვეთი საბანკო კრედიტისათვის არის კრედიტის ფასი, რაც კრედიტით სარგებლობის გარკვეული ეტაპის დასრულებისას უნდა იყოს გადახდილი. საპროცენტო განაკვეთი უზრუნველყოფს ბანკს, რომ მან დაფაროს ის ხარჯები, რაც დაკავშირებულია დეპოზიტზე მოზიდული სხვისი სახსრების პროცენტების გადახდასთან, შესაბამისი მოგების მიღებასთან და სარესურსო ფონდების გაზრდასთან. მოვალის მიერ ვალდებულების შეუსრულებლობა კი, ბანკს უფლებას აძლევს მოითხოვოს როგორც დამდგარი ზიანის, ისე მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურება.

 

აღნიშნულის გათვალისწინებით, მიუღებელი შემოსავალი თანხის კრედიტის გამცემისათვის სარეალიზაციოდ დაბრუნებას უკავშირდება. კონკრეტული საპროცენტო განაკვეთი მოქმედებს მხოლოდ იმ პერიოდისათვის, როდესაც ფულადი რესურსი ბანკის სარგებლობაში არ იმყოფება. იმ მომენტიდან, როდესაც სესხის თანხა კრედიტის გამცემს უბრუნდება, მიუღებელი შემოსავალი აღარ არსებობს, რადგანაც კრედიტორს სრული შესაძლებლობა აქვს სხვაგვარად განკარგოს ეს თანხა, თავიდან გასცეს კრედიტი, ან სხვა საშუალებით მიიღოს მოგება.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, არსებობს პრეზუმფცია, რომ მოსარჩელე მოპასუხის მხრიდან ვალდებულების ჯეროვნად შესრულების შემთხვევაში მიიღებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ საპროცენტო სარგებელს ხელშეკრულების მოქმედების განმავლობაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის შემადგენლობა, რაც მოსარჩელის მოთხოვნის დაკმაყოფილების საკმარის საფუძველს წარმოადგენს.

 

ამდენად, მითითებული პირობებით ხელშეკრულების დადებისას, მსესხებლისათვის წინასწარ იყო ცნობილი მის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების მოცულობა, ისევე, როგორც ამ ვალდებულებათა დარღვევის შედეგად ბანკისათვის მიუღებელი შემოსავლის სახით მიყენებული ზიანის მოცულობა. მოვალის მიერ ბანკის წინაშე ნაკისრი ვალდებულებების შეუსრულებლობის შედეგად, ბანკმა დაკარგა ის შემოსავალი, რასაც მიიღებდა ხელშეკრულებაში გათვალისწინებული წლიური სარგებლის სახით. შესაბამისად, სასამართლო თვლის, რომ მოსარჩელის მოთხოვნა მიუღებელი შემოსავლის მოპასუხისათვის დაკისრების თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

7.1. განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი აქვს 57.5 ლარი.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

მოცემულ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოპასუხე მხარემ მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო ნაწილობრივ, შესაბამისად მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლებში და მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან 40.34 ლარის ოდენობით. მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროთ სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 7.52 ლარის ოდენობით, სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის პროპორციულად, საიდანაც გ--------------–---–ის ვალდებულება უნდა განისაზღვროს 2.15 ლარის ოდენობით. ამასთან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს ნაწილში სრულად არ დაკმაყოფილდა ამ ნაწილში სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხა - უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები;

 

სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53-ე, 243-ე, 249-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1. სს ,,ტ---------ის” სასარჩელო მოთხოვნები დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. მოპასუხე შ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 459.99 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 438.47 ლარი, პროცენტი - 10.76 ლარი და პირგასამტეხლო - 10.47 ლარი.

1.2. მოპასუხე შ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ დაეკისროს №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 542.56 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 461.91 ლარი, პროცენტი - 69.83 ლარი და პირგასამტეხლო - 10.82 ლარი.

1.3. მოპასუხეებს შ--------------–---–ს და გ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების - 1758.67 ლარის გადახდა, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 1627.81 ლარი, პროცენტი - 80.80 ლარი და პირგასამტეხლო - 50.06 ლარი.

1.4. მოპასუხე შ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2018 წლის 19 სექტემბრიდან) საბანკო კრედიტის №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 438.47 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 16% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 5.84 ლარს (არაუმეტეს 70.08 ლარი).

1.5. მოპასუხე შ--------------–---–ს მოსარჩელე სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ გადასახდელად დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2018 წლის 19 სექტემბრიდან) საბანკო კრედიტის №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 461.91 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 29% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 10.31 ლარს (არაუმეტეს 123.72 ლარი).

1.6. მოპასუხეებს შ--------------–---–ს და გ--------------–---–ს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად დაეკისროს დავალიანების ცნობის გაცემიდან (2019 წლის 19 მარტიდან) საბანკო კრედიტის №4.0303758.0-- ხელშეკრულებიდან გამომდინარე ძირითად თანხაზე - 1627.81 ლარზე, ვალდებულების სრულად შესრულებამდე არაუმეტეს 1 წლისა, წლიური 14.5% სარგებლის გადახდა, რაც ყოველთვიურად შეადგენს 19.66 ლარს (არაუმეტეს 235.92 ლარი).

 

2. მოპასუხეებს სს ,,ტ---------ის” სასარგებლოდ სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის თანხა - 7.52 ლარი, საიდანაც გ--------------–---–ის პასუხისმგებლობა განისაზღვროს მხოლოდ 2.15 ლარით.

 

3. სს ,,ტ---------ს” დაუბრუნდეს 02/10/2018 წელს და 26/03/2019 წელს სს ,,ტ--------–-’’ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილი - 40.34 ლარი, (საკრედიტო საგადახდო დავალება №6, №1), რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინაში შემდეგ რეკვიზიტებზე - ბიუჯეტის შემოსულობების სახაზინო კოდი 300863150. სარჩელის დაუკმაყოფილებელ ნაწილში სახელმწიფო ბაჟი გადახდილია.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თელავის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თელავის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე : ნინო ჩახნაშვილი