განაჩენი

სისხლის სამართლის 13.05.2019
საქმის ნომერი
330100118002772661
თარიღი
13.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№ 1/5570-18

№ 0-----------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

13 მაისი 2019 წელი ქ. თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

მოსამართლე ლილი მსხილაძე

სხდომის მდივანი ფატიმა გოგიშვილი

 

სხდომის სახე - ღია

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - ს--–---- ა----–---–ი

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

დ----- მ--–----ე - დაბადებული 1--- წლის 0------ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დაოჯახებული, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ქ. თბილისი, გ-----------–---–------------------, კ-----------------------, ფაქტობრივად მცხოვრები:ქ. თბილისი, გ-----------–---–ის ქუჩა N-----.

 

ადვოკატი - ი---- ი--------ე

 

კვალიფიკაცია:

 

დ----- მ--–----ეს ბრალი ედება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით და მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით.

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. წარდგენილი ბრალდების არსი:

 

1.1. 2018 წლის 0---------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ----- მ--–----ემ, 2018 წლის 05 ნოემბერს, გამთენიისას, ქ. თბილისში, გ----------–---–ის ქუჩა N---ში მდებარე ი-----–--- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, სცადა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაჩერებულ მ--- ბ----–-ას კუთვნილ ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანას, სახელმიწფო ნომრით M------, ღირებულს 55 000 ლარად და რ----- ბ-----------ას კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით C--------, ღირებულს 28 000 ლარად. მან ავტომობილების მისაკუთრების მცდელობისას დააზიანა მ--- ბ----–-ას ავტომობილის წინა მარცხენა კარის საკეტი და ორივე მარცხენა კარი, რ----- ბ-----------ას ავტომობილის მისაკუთრების მცდელობისას კი დააზიანა ავტომობილის მარცხენა კარები და ჩაამტვრია უკანა კარის პატარა მინა, რათა შეეღწია აღნიშნულ ავტომობილებში და ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მათ. თუმცა მცდელობის მიუხედავად დ----- მ--–----ემ თავის განზრახვა ვერ მოიყვანა სისრულეში და ვერ მოახერხა ავტომობილების დაუფლება. დ----- მ--–----ის ქმედებით რ----- ბ-----------ას და მ--- ბ----–-ას შესაძლოა მისდგომოდათ დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

1.2. 2018 წლის 0---------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით ნასამართლევმა დ----- მ--–----ემ, 2018 წლის 05 ნოემბერს, გამთენიისას, ქ. თბილისში, გ----------–---–ის ქუჩა N---ში მდებარე ბ--------- გ-----–--ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გაჩერებული ბ--------- გ-----–--ს კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით V-------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა, ბ--------- გ-----–--ს კუთვნილ ნივთებს, ინტერნეტ გაყვანილობის პროდუქციას და მისი დამონტაჟებისათვის საჭირო დეტალებს ღირებულს 104.40 ლარად, ფულს 15 ლარის ოდენობით, ფანარს ღირებულს 10 ლარად და ტანსაცმელს ღირებულს 15 ლარად. საერთო ჯამში ზემოაღნიშნული ქმედებით ბ--------- გ-----–--ს მიადგა 144.4 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

1.3. 2018 წლის 05 ნოემბერს, 16:00 საათზე ქ. თბილისში, გ--------–---–ის ქუჩა N------ში მდებარე დ----- მ--–----ის საცხოვრებელ სახლში დ----- მ--–----ე უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, გამომშრალ მარიხუანას წონით 41.20 გრამს, რაც ამოღებული იქნა დ----- მ--–----ის სახლის ჩხრეკისას.

 

2. სასამართლომ დაადგინა:

 

2.1. სასამართლომ დადგენილად არ სცნო დ----- მ--–----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ავტომანქანების ქურდობის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით;

აღნიშნულ ეპიზოდში სასამართლომ დადგენილად სცნო დ----- მ--–----ის ბრალდება მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

2.2. სასამართლომ ასევე დადგენილად სცნო დ----- მ--–----ის ბრალდება ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდში ქურდობის ჩადენაში, ჩადენილი არაერთგზის.

 

2.3. სასამართლომ ასევე დადგენილად სცნო დ----- მ--–----ის ბრალდება ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენასა და შენახვაში.

 

3. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით,სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ

(მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ეპიზოდი)

 

3.1. დაზარალებულმა მ--- ბ----–-ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს საღამოს საათებში ქ. თბილისში, გ----------–---–ის ქუჩა N---ში მდებარედ გააჩერა კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M------. მან მანქანა პულტის მეშვეობით დაკეტა და სახლში შევიდა. მეორე დღეს დილის 09:00 საათზე მას დაუკავშირდა იქვე მეზობელად მცხოვრები დედამისი - ი-----–--- გ-------–---–ი, რომელმაც განუცხადა, რომ მისი კუთვნილი ა/მანქანა იყო გატეხილი. მ--- ბ----–-ამ ნახა, რომ ა/მანქანის ოთხივე კარის საკეტი იყო დაზიანებული, ასევე, საკეტის გული იყო ამოღებული, მაგრამ დამნაშავემ ა/მანქანის კარების გაღება ვერ მოახერხა. მ--- ბ----–-ამ ასევე დაადასტურა, რომ მისი ა/მანქანის გვერდით მდგომი რ----- ბ-----------ას კუთვნილი ა/მანქანა იყო დაზიანებული, მას მინები ჰქონდა ჩამტვრეული.

 

3.2. დაზარალებულმა რ----- ბ-----------ამ განაცხადა, რომ 2018 წლის 5 ნოემბერს დილის საათებში, როდესაც აპირებდა სამსახურში წასვლას ნახა, რომ მისი კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილს, სახელმწიფო ნომრით C-------- მინები ჰქონდა დასვრილი, ასევე ა/მანქანის წინა კანტი იყო დაზიანებული, საკეტთან ჟეშტი იყო დაზიანებული და ა/მანქანის უკანა კარის მინა იყო დამტვრეული. როდესაც ა/მანქანის კარი გააღო ნახა, რომ ა/მანქანის სალონიდან არაფერი არ იყო მოპარული. რ----- ბ-----------ამ განაცხადა, რომ ა/მანქანა გაჩერებული ჰყავდა თბილისში, გ----------–---–ის ქუჩა N---ში მდებარედ ი-----–--- გ-------–---–ის სახლის წინ, სადაც დამონტაჟებული იყო სათვალთვალო კამერები.

 

3.3. მოწმე ი-----–--- გ-------–---–ის ჩვენებით, რომელიც მხარეების მიერ უდაოდ იქნა ცნობილი, დასტურდება, რომ იგი არის მ--- ბ----–-ას დედა და ცხოვრებს გ----------–---–ის ქ. #---ში. მის საცხოვრებელ სახლის ეზოს კედელზე დამონტაჟებულია სამი ცალი სათვალთვალო კამერა, რომლის სათვალთვალო არეალში აჩერებს მანქანას როგორც მ--- ბ----–-ა, ასევე რ----- ბ-----------ა. 02:30 საათზე კარზე გაიგონა ზარი, გაიხედა და ვიდეოთვალში დაინახა ახალგაზრდა მამ---ცი, რომელმაც უთხრა, რომ იყო მისი მეზობელი დ-----, რომელთანაც ი-----–--- გ-------–---–ს მოუვიდა შელაპარაკება, რომ ასე გვიან ურეკავდა, მას არ მოეწონა ამ ახალგაზრდის საქციელი და პრევენცის მიზნით დარეკა პოლიციაში, მაგრამ პოლიცია როცა მოვიდა საეჭვო ვერაფერი ნახა. 5 ნოემბერს, დილით 08:55 საათზე დაურეკა რ----- ბ-----------ამ და უთხრა, რომ მისი ავტომანქანა იყო გატეხილი და გამოძახებული ყავდა პოლიცია, რომელთა მოსვლის შემდეგ გაიგო და თავისი თვალით ნახა, რომ დაზანებული იყო მისი შვილის მ--- ბ----–-ას ავტომანქანაც. მან ვიდეოჩანაწერებში ნახა თუ როგორ აზიანებს ავტომანქანებს ახალგაზრდა პიროვნება, რომლის ამოცნობაც შეუძლია.

 

3.4. ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ განაცხადა, რომ წარდგენილ ბრალდებაში იგი თავს ნაწილობრივ ცნობს დამნაშავედ და სრულად ეთანხმება გამოძიებაში მიცემულ ჩვენებას იმის თაობაზე, რომ 5 ნოემბერს ნასვამ მდგომარეობაში იმყოფებოდა უბანში, მან ჩაუარა ავტომანქანებს ,,მერსედესს’’ და ,,ლექსუსს’’ და დაინახა მანქანის სალონებში იყო ფულადი თანხა, ვინაიდან არ ჰქონდა ფული, განიზრახა ავტომანქანების გატეხვა ფულის მოპარვის მიზნით, მას არ ჰქონია განზრახვა მოეპარა მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ავტომობილები. მას სურდა ავტომობილის სალონიდან მოეპარა ფულადი თანხა, ასევე, რაიმე ღირებული, მაგრამ ვერ შეძლო ვერც ,,მერსედესის’’ და ვერც ,,ლექსუსის’’ ფირმის ავტომანქანების კარების გაღება და სალონში შეღწევა, მან შეძლო გაეხსნა ,,ტოიოტა პრიუსის’’ ა/მანქანა, საიდანაც მოიპარა ელექტრომოწყობილობები და სხვადასხვა ნივთები.

 

3.5. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. თბილისში, გ-----------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე. დასათვალიერებელ ობიექტებს წარმოადგენს რ----- ბ-----------ას კუთვნილი თეთრი ფერის ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილი, სახელმწიფო ნომრით C-------- და მ--- ბ----–-ას კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით M------. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა დნმ-ის ნიმუშები, ავტომანქანის ზედაპირიდან ხელის კვლები და შუშის ნამსხვრევები.

3.5.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა დაადასტურეს მ--- ბ----–-ამ, რ----- ბ-----------ამ და გამომძიებელმა ვ------- მ----–---–მა.

 

3.6. პირის ამოცნობის ოქმის თანახმად, ი-----–--- გ-------–---–ის მიერ ამოცნობილ იქნა დ----- მ--–----ე და განაცხადა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ზუსტად ის, რომელიც ნახა ,,დამოფონის’’ ვიდეოში, რომელიც ცხოვრობს მის უბანში და სახელი ჰქვია დ-----.

3.6.1. პირის ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა ვ------- მ----–---–მა.

 

3.7. სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობას შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს. ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარს. ა/მანქანის ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს. ა/მანქანა ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 28 000 (ოცდარვაათასი) ლარს.

3.7.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- მ--------ემ.

 

3.8. სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია ფიზიკური ძალით რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის.

3.8.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- ო-----–---–მა.

 

3.9. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ი-----–--- გ-------–---–ის მონაწილეობით მოხდა მისი საცხოვრებელი სახლიდან 05.11.2018 წლის 02:00 საათიდან 09:00 საათამდე პერიოდის გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერება. მესამე ელექტრონული დისკის დათვალიერებისას ჩანაწერი იწყება 2018 11 05. 03:00:00 საათზე. მოწმე ი-----–--- გ-------–---–ის განამრტებით, აღნიშნულ ვიდეო ჩანაწერში ჩანს ქ. თბილისში, გ--------–---–ის ქუჩა N---ში თავისივე საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია. კადრში ჩანს მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას კუთვნილი თეთრი ფერის ავტომობილები. 03:39:39 საათზე კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამ---ცი, მას აქვს შუბლზე შეთხელებული თმა, სახეზე თხელი წვერი, ტანთ აცვია მუქი ფერის ღია და შედარებით მუქი ზოლებიანი, ქვევით აცვია მუქი ფერის შარვალი, იგი მიდის მაღალი განმავლობის ავტომანქანის უკანა მხარეს და ცდილობს მის კარების გაღებას, რომელიც არ იღება ამის შემდეგ ბრუნდება უკან მსუბუქ ავტომანქანასთან და ცდილობს მსუბუქი ავტომობილის კარების გაღებას, მაგრამ ვერ ახერხებს. კადრში ასევე ჩანს როგორ ცდილობს ხელით ჩაამსხვრიოს ავტომობილის მინა. ახალგაზრდა მამ---ცი 03:43:27 საათზე ქრება კადრიდან. მოწმე ი-----–--- გ-------–---–ის განამრტებით, აღნიშნული მამ---ცი არის ის პიროვნება, რომელსაც 2018 წლის 05 ნოემბერს ღამით ესაუბრა დამაფონიდან და უთხრა, რომ იყო დ-----, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედების, ამოცნობის ჩატარებისას ამოიცნო და იგი აღმოჩნდა მისი მეზობელი დ----- მ--–----ე. მეოთხე ელექტრონული დისკის დათვალიერებისას, ჩანაწერი იწყება დროით 2018 11. 05. 04:00:00 საათზე, კადრში ჩნდება ახალგაზრდა მამ---ცი, რომელსაც თავზე წამოხვეული აქვს მუქი ფერის ტანთცმული უსახელო ჟილეტი, ჟილეტის შიგნიდან აცვია პულოვერი, სხვადასხვა მუქი ფერის ზოლებით, აცვია მუქი ფერის შარვალი. ის უახლოვდება მაღალი გამავლობის ავტომანქანას თან თავზე იფარებს ჟილეტს და ცდილობს ხელის დარტყმით გატეხოს მაღალი გამავლობის ავტომანქანის საქარე მინა, როდესაც ვერ ახერხებს მანქანის გაღებას, ის მიდის მსუბუქი ავტომანქანასთან და იქ ცდილობს მის გახსნას, ექაჩება წინა მარჯვენა კარის სახელურს. შემდეგ უკანა მარჯვენა კარის სახელურს ექაჩება და ცდილობს ავტომობილის გაღებას. აგრეთვე ცდილობს საბარგულის და მარცხენა კარების გაღებას. თუმცა როდესაც ვერ ახერხებს მის გაღებას მიდის მაღალი გამავლობის ავტომობილთან და ცდილობს მისი საბარგულის გაღებას. 04:04:00 საათიდან ის ისევ ბრუნდება კადრში და ლითონის გამოყენებით ცდილობს ხან ერთი ხან მეორე ავტომანქანის გაღებას ის აწვალებს საკეტებს და აზიანებს ავტომანქანის კარებებს, შემდეგ ის ქრება კადრიდან. 04:13:00 საათზე ახალგაზრდა პიროვნება ისევ ჩნდება კადრში და მიდის მაღალი გამავლობის ავტომობილთან და აწვალებს საბარგულს. შემდეგ მიდის სედანის ტიპის ავტომობილთან და ისევ აწვალებს საბარგულს. 04:17:26 საათზე ტეხს მსუბუქი ავტომანქანის უკანა მარცხენა საქარე მინას რკინის გამოყენებით ყოფს ხელს შიგნით, ცდილობს კარების გაღებას რა დროსაც ინთება სიგნალიზაცია და მანქანის ფარები, რის გამოც აღნიშნული პირი გარბის შემთხვევის ადგილიდან. მოწმე ი-----–--- გ-------–---–ის განმარტებით, აღნიშნული მამ---ცი არის ის პიროვნება, რომელსაც 2018 წლის 05 ნოემბრის ღამით ესაუბრა დამაფონიდან და უთხრა, რომ იყო დ-----, შემდეგ კი საგამოძიებო მოქმედების, ამოცნობის ჩატარებისას ამოიცნო და იგი აღმოჩნდა მისი მეზობელი დ----- მ--–----ე.

3.9.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ--–-----------მ (გამომძიებელი).

 

3.10. ბრალდებულ დ----- მ--–----ის ადვოკატის პოზიციით ბრალდებულს არ ჩაუდენია ქურდობის მცდელობა მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით. აღნიშნული წარმოადგენს ბრალდების ვარაუდს და არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებით. სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ და დიდი ოდენობით ქურდობის მცდელობაში ადვოკატმა მოითხოვა დ----- მ--–----ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება. ამასთანავე, ადვოკატმა მოითხოვა მ--- ბ----–-ას, რ----- ბ-----------ას და ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდების, როგორც ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი ქმედებების, ერთ განგრძობად დანაშაულად დაკვალიფიცირება.

 

3.11. გადაწყვეტილების მიღებისას სასამართლო ხელმძღვანელობს საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლით, რომლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლო აღნიშნავს, რომ დ----- მ--–----ის მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - ქურდობა, მიეკუთვნება საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულს და მიმართულია იმისკენ, რომ დამნაშავემ სხვისი ქონება მართლსაწინააღმდეგოდ ფარულად მიითვისოს და ამით მატერიალური ზიანი მიაყენოს ქონების მესაკუთრეს. გამოკვლეულ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ეპიზოდში დ----- მ--–----ის ქმედებაში არსებობს ქურდობის შემადგენლობის ყველა ელემენტი. კერძოდ:

3.11.1. დაზარალებულების მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას, მოწმე ი-----–--- გ-------–---–ის ჩვენებებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს, გამთენიისას, დ----- მ--–----ემ სცადა უკანონო გზით შეეღწია გ----------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ გაჩერებული მ--- ბ----–-ას კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის და რ----- ბ-----------ას კუთვნილი ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილების მანქანების სალონებში. მიუხედავად იმისა, რომ მან დააზიანა მ--- ბ----–-ას კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML”-ის ა/მანქანის ოთხივე კარის საკეტი, ასევე, საკეტის გული, მან ვერ შეძლო აღნიშნული ა/მანქანის კარების გაღება; ასევე, დააზიანა რა რ----- ბ-----------ას კუთვნილი ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომობილი, ჩაამტვრია ა/მანქანის უკანა კარის მინა, დ----- მ--–----ემ ვერ შეძლო ვერც აღნიშნული მანქანის სალონში შეღწევა.

3.11.2. სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- და სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დ----- მ--–----ემ იმ მიზნით, რომ შეეღწია ავტომანქანების სალონებში იმგვარად დააზიანა ისინი, რომ ავტომანქანებს აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევის სახით, საღებავის აფხეკა, ტრასოლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, აღნიშნული დაზიანებები თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია ფიზიკური ძალით რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის; ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 700 (შვიდასი) ლარს; ხოლო ა/მანქანის ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობა შეადგენს 600 (ექვსასი) ლარს.

3.11.3. იმ ფაქტს, რომ დ----- მ--–----ე აშკარად ცდილობდა მართლსაწინააღმდეგოდ გაეღო აღნიშნული ავტომანქანების კარები და შეეღწია სალონებში უტყუარად ადასტურებს ი-----–--- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერის გახსნისა და დათვალიერების ოქმი. აღნიშნულ ვიდეოჩანაწერებში ჩანს 2018/11/05 გამთენიისას ქ. თბილისში, გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე ახალგაზრდა მამ---ცი თუ როგორ ცდილობს აღნიშნული ავტომანქანების კარების გაღებას, მაგრამ ვერ ახერხებს. კადრში ასევე ჩანს, თუ როგორ ცდილობს ხელით ჩაამსხვრიოს ავტომობილის მინა; მოწმე ი-----–--- გ-------–---–ის ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული ამოცნობის ოქმით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ეს ახალგაზრდა მამ---ცი არის ის პიროვნება, რომელიც 2018 წლის 05 ნოემბრის ღამით ესაუბრა დამაფონიდან ი-----–--- გ-------–---–ს და უთხრა, რომ იყო დ-----. ამოცნობის ჩატარების შემდეგ გაირკვა, რომ ეს პიროვნება აღმოჩნდა მისი მეზობელი დ----- მ--–----ე.

3.11.4. ბრალდებულ დ----- მ--–----ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მას სურდა აღნიშნული ავტომანქანების სალონში შეღწევა იმ მიზნით, რომ დაუფლებოდა სალონში არსებულ თანხას და რაიმე ღირებულ ნივთს, მას არ ჰქონია განზრახვა ავტომანქანების დაუფლების.

3.11.5. სასამართლო განმარტავს, რომ საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, რომელსაც მიეკუთვნება ქურდობა, წარმოადგენენ შედეგიან დელიქტებს და დამთავრებულია სხვისი ნივთის დაუფლების მომენტიდან, რა დროსაც დამნაშავეს ამოძრავებს ანგარების მოტივი. კონკრეტულ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს დ----- მ--–----ის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, რადგან დ----- მ--–----ეს თავიდანვე ამოძრავებდა განზრახვა აღნიშნული ავტომანქანების სალონებიდან ღირებული ნივთების ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლების, განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით განახორციელა ყველა ქმედება, რაც მასზე იყო დამოკიდებული, მაგრამ განზრახვის ბოლომდე მიყვანა ვერ შეძლო იმის გამო, რომ ვერ გააღო მანქანების კარები.

3.11.6. სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს დ----- მ--–----ის ბრალდების იმ ფაქტობრივ გარემოებას, რომ დ----- მ--–----ეს განზრახული ჰქონდა ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა უშუალოდ ავტომობილებს. დ----- მ--–----ის მიერ ავტომანქანების ფარულად დაუფლების განზრახვის დამადასტურებელი არც ერთი მტკიცებულება საქმეში არ არსებობს.

3.11.7. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მტკიცების სტანდარტად განიხილავს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს’’ და განმარტავს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, ნათელი და ურთიერთდაკავშირებული დასკვნებიდან, რომლებიც უდავო, საკმარისად მტკიცე და ზუსტ ხასიათს ატარებს და არ შეიძლება ეფუძნებოდეს მხოლოდ თეორიულ ჰიპოთეზას. შესაბამისად, მოცემულ შემთხვევაში სახეზეა მხოლოდ თეორიული ჰიპოთეზა და არა მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა დ----- მ--–----ის ბრალდებას მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას კუთვნილი ავტომანქანების ქურდობის მცდელობაში; სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდება ამ ნაწილში ეფუძნება მხოლოდ ვარაუდს და არ გამომდინარეობს საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებებიდან. საკასაციო პალატამ საქმეში #62აპ-17 აღნიშნა, რომ ბრალდების მტკიცებულების ერთობლიობა, თუნდაც მაღალი ალბათობით, მაგრამ მაინც მხოლოდ ვარაუდის დონეზე წყვეტს ბრალეულობის საკითხს, საკმარისად ვერ იქნება მიჩნეული პირის კანონიერი მსჯავრდებისათვის, რადგან სსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, არ შეიძლება განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი; საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 ნაწლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდა კანონით დადეგნილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

3.11.8. აღნიშნული სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე, მტკიცებულებათა არ არსებობის გამო, სასამართლო დადგენილად არ მიიჩნევს დ----- მ--–----ის ბრალდებას მასში, რომ მას განზრახული ჰქონდა ფარულად მართლსაწინაღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა მ--- ბ----–-ას კუთვნილ ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ და რ----- ბ-----------ას კუთვნილ ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- ავტომანქანებს.

3.11.9. სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას, რომ დ----- მ--–----ეს არ ჩაუდენია ქურდობის მცდელობა სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ. სასამართლო განმარტავს, რომ სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულში არ შეიძლება მოიაზრებოდეს მხოლოდ მთლიანი ავტომანქანის დაუფლება, ავტომანქანის შემადგენელი ნაწილების დაუფლებისაკენ მიმართული ქმედებაც მიიჩნევა სატრანსპორტო საშულების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულად, რასაც ადგილი ჰქონდა კონკრეტულ შემთხვევაში. კერძოდ, ის ფაქტი, რომ დ----- მ--–----ემ დააზიანა ორივე ა/მანქანის კარებები, მინები და ეს მიზნად ისახავდა მანქანების სალონიდან ღირებული ნივთების ფარულად მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრებას (როგორც თავად აღნიშნა), ხოლო ამ მანქანების სალონებში არ იდო რაიმე ღირებული ნივთი, გარდა ა/მანქანის ნაწილებისა, ბუნებრივია, დ----- მ--–----ის ქმედება მიმართული იყო ავტომანქანების ნაწილების დაუფლებისკენ. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ერთობლიობაში ანალიზი სასამართლო დადეგნილად მიიჩნევს, რომ დ----- მ--–----ემ ჩაიდინა ქურდობის მცდლობა, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

3.11.10. სასამართლოს აძლევს რა შეფასებას წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს, გამთენიისას, ქ. თბილისში, გ----------–---–ის ქუჩა N---ში მდებარე ი-----–--- გ-------–---–ის საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ, დ----- მ--–----ე ცდილობდა ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა ზემოაღნიშნულ მისამართზე გაჩერებულ მ--- ბ----–-ას კუთვნილ ,,MERCEDES-BENZ ML”-ის მარკის ავტომანქანის და რ----- ბ-----------ას კუთვნილ ,,Lexus HS250h“ მარკის ავტომანქანის სალონში განთავსებულ ნივთებს.

 

3.12. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დაზარალებულების მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ.

 

ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის

(მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ეპიზოდი)

 

3.13. გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 0---------ს განაჩენით დ----- მ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

3.14. სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 0-----------ს მომართვის თანახმად, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 0---------ს განაჩენით დ----- მ--–----ეს განესაზღვრა პირობითი მსჯავრი 01 წლის გამოსაცდელი ვადით. პ/მსჯავრდებული დ----- მ--–----ე თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2018 წლის 16 მარტიდან. მას გამოსაცდელი ვადა დაეწყო 01.03.2018 წლიდან და გამოსაცდელი ვადა უმთავრდება 28.02.2019 წელს.

 

3.15. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

3.16. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

3.17. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის (მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ეპიზოდი).

 

ქურდობის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

(მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ეპიზოდი)

 

3.18. დ----- მ--–----ის ბრალდებას დიდი ოდენობით ქურდობის ჩადენაში საფუძვლად დაედო სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნა, რომლიც თანახმად, ა/მანქანის ,,MERCEDES-BENZ ML 350” სახ. #M------ საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 55 000 (ორმოცდათხუთმეტიათასი) ლარს. ა/მანქანა ,,LEXUS HS 250H” სახ. #C-------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 28 000 (ოცდარვაათასი) ლარს.

 

3.19. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მოწმეთა ჩვენებებით და წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებებით სასამართლო მიიჩნევს, რომ დ----- მ--–----ეს განზრახვაში და ქმედებებში არ იკვეთება ის ფაქტობრივი გარემოებები, რომლითაც ობიექტური პირი დარწმუნდებოდა, რომ დ----- მ--–----ეს სურდა ფარულად დაუფლებოდა და მართლსაწინააღმდეგოდ მიესაკუთრებინა მ--- ბ----–-ას კუთვნილი ,,MERCEDES-BENZ ML” სახელმიწფო ნომრით M------ და რ----- ბ-----------ას კუთვნილი ა/მანქანა ,,Lexus HS250h“ სახელმწიფო ნომრით C--------.

 

3.20. ვინაიდან, სასამართლო ასკვნის, რომ საქმეში არსებული ბრალდების მტკიცებულებებზე დაყრდნობით გონივრულ ეჭვს მიღმა არ დადასტურდა დ----- მ--–----ის ბრალეულობა მასში, რომ მან ჩაიდინა მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას კუთვნილი ავტომობილების ქურდობის მცდელობა, რომელთა ღირებულება დაედო საფუძვლად დ----- მ--–----ის ბრალდებას დიდი ოდენობით ქურდობის მცდელობაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს საფუძველი დ----- მ--–----ეს ბრალი დაედოს ქურდობის მცდელობაში, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ’’ ქვეპუნქტით, რაც სსსკ-ის 275-ე მუხლის მიხედვით, წარმოადგენს აღნიშნული ბრალდებაში დ----- მ--–----ის გამართლების საფუძველს.

 

ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება

მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

(ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდი)

 

3.21. დაზარალებულმა ბ--------- გ-----–--მ განაცხადა, რომ 2018 წლის 4 ნოემბერს საღამოს საათებში სახლის წინ გ----------–---–ის ქუჩა N---ში გააჩერა კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით V--------. მეორე დღეს დილის საათებში ნახა, რომ ა/მანქანის საბარგული გაღებულ იყო, ასევე ა/მანქანის უკანა კარის სამკუთხედი მინა გატეხილი იყო. მას ა/მანქანის სალონი არეული დახვდა. ა/მანქანის სალონიდან წაღებული იყო სამსახურეობრივი მასალები, უჯრის გასაღები, პლასტმასის სამაგრები, ჭანჭიკები, ოპტიკური კაბელები, ხურდა ფული და სამსახურეობრივი ტანსაცმელი. ბ--------- გ-----–--მ გამოიძახა საპატრულო პოლიცია, შემდეგ კი პოლიციის თანამშრომლების მიერ ჩატარებული იქნა საგამოძიებო მოქმედებები, რომლის შედეგადაც კინოლოგიის სამსახურმა 10 მეტრში აღმოჩინა ა/მანქანიდან წაღებული ნივთები, ტანსაცმელი, შემდეგ კი კინოლოოგის სასამხურის ძაღლი მივიდა დ----- მ--–----ის საცხოვრებელ სახლში. ბ--------- გ-----–--ს მიადგა დაახლოებით 900 ლარის მატერიალური ზიანი.

 

3.22. მოწმე ვ-–-------- ლ---–----ემ დაადასტურა, რომ პირადი კონტაქტისგან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია 2018 წლის 5 ნოემბერს გ--------–---–ის N2---- და N---ის მიმდებარე ტერიტორიაზე გაჩერებული ა/მანქანების გაქურდვა ჩადენილი უნდა ჰქონოდა გ--------–---–ის N---ში მცხოვრებ დ----- მ--–----ეს, რომელიც დანაშაულებრივი გზით მოპოვებულ ფულად თანხას და ნივთებს ინახავდა საცხოვრებელ სახლში.

 

3.23. მოწმეებმა ნ-----–---- შ-----–---–მა და ბ--------- ი-----ემ დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

3.24. ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ თავი დამნაშავედ სცნო ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდში წარდგენილ ბრალდებაში და აჩვენა, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა გააღო ბ--------- გ-----–--ს ,,ტოიოტა პრიუსის’’ ა/მანქანის სალონი, საბარგული და მოიპარა ელექტრომოწყობილობები და სხვადასხვა ნივთები.

 

3.25. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს, ქ. თბილისში, გ-----------–---–ის ქუჩა N2---- მიმდებარე ტერიტორიაზე. დასათვალიერებელ ობიექტს წარმოადგენს ა/მანქანა ,,ტოიოტა პრიუსი’’, სახელმწიფო ნომრით V--------. დათვალიერების შედეგად ამოღებული იქნა სუნის კვალის ნიმუში, 2 ცალი პლასტმასის დეტალი, 1 ცალი რკინის გასაღები, 4 ცალი ლურსმანი, ერთი ცალი შარვალი და ერთი ცალი ნაჭრის მაისური, სხვადასხვა დასახელების ნივთები მუყაოს და პლასტმასის ყუთები.

3.25.1. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილეობა დაადასტურეს ბ--------- გ-----–--მ, ექსპერტ-კრიმინალისტმა ლ-–- ჯ-----–---–მა და გამომძიებელმა გ------ გ--------ემ.

 

3.26. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. თბილისი, გ--------–---–ის ქუჩა N------ში დ----- მ--–----ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად ბინის აივნიდან ამოღებულ იქნა ორი ცალი ელექტრომოწყობილობა, ერთი ცალი სახრახნისი, ელექტრო მოწყობილობები და ელექტრო სადენები.

3.26.1. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა დაადასტურეს გამომძიებელმა თ-------- კ------მ, ბრალდებულის მეზობელმა თ----- მ---------–მა და უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ----- ბ-------მა.

 

3.27. სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ა/მანქანის ,,TOYOTA PRIUS” სახ. #V-------- დაზიანებით მიყენებული მატერიალური ზიანის საორიენტაციო ოდენობას შეადგენს 50 (ორმოცდაათი) ლარს. ა/მანქანის ,,TOYOTA PRIUS” სახ. #V-------- საბაზრო ღირებულება დაზიანებამდე, ექსპლუატაციაში ყოფნის გათვალისწინებით შეადგენს 12 000 (თორმეტიათასი) ლარს.

3.27.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- მ--------ემ.

 

3.28. სატრანსპორტო ტრასოლოგიური ექსპერტიზის N-------- დასკვნის თანახმად, წარდგენილ ავტომობილზე არსებული დაზიანებები ნაჭდევი სახისაა, თან გასდევს საღებავის აფხეკა, თავისი ფორმითა და განვითარების ხასიათით მექანიკურია და დამახასიათებელია ფიზიკური ძალით რაიმე მკვრივ საგანთან ურთიერთქმედებისათვის.

3.28.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა დ----- ო-----–---–მა.

 

3.29. ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის N0----------- საქმეზე, ქ. თბილისში, გ--------–---–ის ქუჩა N2---- მიმდებარედ ა/მანქანის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, ა/მანქანა ,,TOYOTA PRIUS” სახ. ნომერი V---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ დ----- მ--–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.

3.29.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა მ-------- ჩ-------მ.

 

3.30. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, მოწმე ბ--------- გ-----–--ს მონაწილეობით დათვალიერდა დ----- მ--–----ის საცხოვრებელი სახლიდან და გ-----------–---–ის ქუჩა N2---- მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ნივთები. პოლიეთილენის პაკეტის გახსნის შედეგად მასში აღმოჩნდა მუქი ლურჯი ფერის შარვალი და მაისური. მოწმე ბ--------- გ-----–--ს განმარტებით, აღნიშნული ტანისამოსი არის იმ ნივთების იდენტური, რომელიც მას მოპარეს ავტომანქანიდან 2018 წლის 5 ნოემბერს. შემდეგი პაკეტის გახსნისას მასში აღმოჩნდა ერთი ცალი რუხი ფერის ინტერნეტის სადენი, მოწმე ბ--------- გ-----–--ს განამრტებით, აღნიშნული სადენი არის იმ ნივთების იდენტური, რომელიც მას მოპარეს ავტომანქანიდან 2018 წლის 5 ნოემბერს. პოლიეთილენის პაკეტის გახსნისას მასში აღოჩნდა ერთი ცალი ინტერნეტ აპარატურის გამანაწილებელი სპრინტერი შავი ფერის, ყვითელი სადენებით, მოწმე ბ--------- გ-----–--ს განამრტებით, აღნიშნული ინტერნეტ აპარატურა არის იმ ნივთების იდენტური, რომელიც მას მოპარეს ავტომანქანიდან 2018 წლის 5 ნოემბერს. შემდეგ ბ--------- გ-----–--ს მიერ წარდგენილი იქნა იდენტური ნივთები შესადარებლად, ბ--------- გ-----–--ს მიერ წარდგენილი ნივთები არის იდენტური ექსპერტ კრიმინალისტების მიერ ამოღებული დ----- მ--–----ის სახლიდან და გ--------–---–ის ქუჩა 2---- მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ნივთებისა.

3.30.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმე გ--–-----------მ (გამომძიებელი).

 

3.31. სასაქონლო ექსპერტიზის N------ დასკვნის თანახმად, ოთხი ცალი თვითმჭრელი ჭანჭიკ პლასტმასის ბუდეებით, პლასტმასის სამაგრების ნაკრების, პლასტმასის ოთხკუთხა ფორმის დეტალების, პოლიმერული მასალის ოვალური ფორმის ფირფიტების, პოლიმერული მასალის მართკუთხა ფორმის ექვსი ცალი ფირფიტების, მოკლე სახელოებიანი მაისურის, ლურჯი ფერის შარვლის, ოპტიკური ქსელის გამანაწილებლის და ქსელის კაბელის საბაზრო ღირებულება შეადგენს 119,40 (ასცხრამეტი და ორმოცი თეთრი) ლარს.

3.31.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა შ----- მ--------ემ.

 

3.32. ბრალდებულ დ----- მ--–----ის ადვოკატის პოზიციით, დ----- მ--–----ის ბრალდება მ--- ბ----–-ას, რ----- ბ-----------ას და ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდებთან დაკავშირებით უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ-ის 19-177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით - ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის, რადგან სამივე ფაქტზე სახეზეა განგრძობადი დანაშაული - ერთიანი მიზნითა და საერთო განზრახვით ჩადენილი ქმედებები. ადვოკატის პოზიციით, მართალია ბრალდებული აღიარებს ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდში ბრალად შერაცხულ ქმედებას, მაგრამ საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებები მოპოვებულია კანონდარღვევით.

 

3.33. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდში წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ ისინი უტყუარად ადასტურბენ დ----- მ--–----ის ბრალდებას. კერძოდ: დაზარალებულ ბ--------- გ-----–--ს ჩვენებით, რომელიც სრულ თანხვედრაშია საქმეზე შეკრებილ სხვა მტკიცებულებებთან, ოდოროლოგიური ექსპერტიზის N--------- დასკვნით, რომლითაც დასტურდება, რომ ა/მანქანა ,,TOYOTA PRIUS” სახ. ნომერი V---------დან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია ბრალდებულ დ----- მ--–----ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის, დ----- მ--–----ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმით და ამოღებული ნივთებით, რომელიც ამოცნობილ იქნა დაზარალებულ ბ---------- გ-----–--ს მიერ, თავად ბრალდებულ დ----- მ--–----ის აღიარებითი ჩვენებით და საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით, რომელბიც კანონიერად არის მოპოვებული, სასამართლო დადეგნილად მიიჩნევს დ----- მ--–----ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს, გამთენიისას, ქ. თბილისში, გ----------–---–ის ქუჩა N---ში მდებარე ბ--------- გ-----–--ს საცხოვრებელი სახლის მიმდებარედ გაჩერებული ბ--------- გ-----–--ს კუთვნილი ,,TOYOTA PRIUS”-ის მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით V-------- ფარულად, დ----- მ--–----ე მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ--------- გ-----–--ს კუთვნილ ნივთებს, ზემოაღნიშნული ქმედებით ბ--------- გ-----–--ს მიადგა 144.4 ლარის ქონებრივი ზიანი.

 

3.34. სასამართლო არ იზიარებს ადვოკატის პოზიციას დ----- მ--–----ის მიმართ ბრალად წარდგენილი მ--- ბ----–-ას, რ----- ბ-----------ას და ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდების ერთ განგრძობად დანაშაულად მიჩნევის თაობაზე. სასამართლო აღნიშნავს რომ, მართალია, კონკრეტულ შემთხვევაში დ----- მ--–----ის მიმართ ბრალად წარდგენილი ქმედებები დაკვალიფიცირებულია ერთი მუხლით, მაგრამ ისინი არ არის ჩადენილი ერთი მიზნითა და საერთო განზრახვით, რადგან, თავად ბრალდებულის ჩვენება ადასტურებს, რომ მას თავიდანვე არ ჰქონია განზრახვა სამივე მანქანის გაქურდვის, თავდაპირველად მას განზრახული ჰქონდა ბ--------- გ-----–--ს ავტომანქანიდან ნივთების ქურდობა, რაც მოიყვანა სისრულეში და ამის შემდეგ განიზრახა ცოტა მოშორებით მდგომი მ--- ბ----–-ას და რ----- ბ-----------ას ა/მანქანების გაქურდვა. შესაბამისად, ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდი ბრალდების მხარის მიერ სწორად არის დაკვალიფიცირებული ცალკე ეპიზოდად.

 

3.35. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.

 

ქურდობის მცდელობა, ჩადენილი არაერთგზის

(ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდი)

 

3.36. გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 0---------ს განაჩენით დ----- მ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და ძირითადი სასჯელი სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სსკ-ის 63-ე მუხლის საფუძველზე, ჩაეთვალა პირობით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 64-ე მუხლის თანახმად, გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 01 (ერთი) წელი.

 

3.37. სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2018 წლის 0-----------ს მომართვის თანახმად, გარდაბნის მაგისტრატი სასამართლოს 2018 წლის 0---------ს განაჩენით დ----- მ--–----ეს განესაზღვრა პ/მ 01 წლის გამოსაცდელი ვადით. პ/მსჯავრდებული დ----- მ--–----ე თბილისის პრობაციის ბიუროში აღრიცხვაზე იმყოფება 2018 წლის 16 მარტიდან. მას გამოსაცდელი ვადა დაეწყო 01.03.2018 წლიდან და გამოსაცდელი ვადა უმთავრდება 28.02.2019 წელს.

 

3.38. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

3.39. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

3.40. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბ--------- გ-----–--ს ეპიზოდთან დაკავშირებით ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ ჩაიდინა ქურდობა არაერთგზის.

 

ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანის

უკანონო შეძენა და შენახვა

 

3.41. ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ თავი სცნო დამნაშავედ მასში, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს, ქ. თბილისში, გ--------–---–ის ქუჩა N------ში მდებარე დ----- მ--–----ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ამოღებული ნარკოტიკული საშუალება მარიხუანა იყო მისი კუთვნილება, რომელიც მან შეიძინა და ინახავდა თავის საცხოვრებელ სახლში.

 

3.42. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმის თანახმად, საგამოძიებო მოქმედება ჩატარდა ქ. თბილისი, გ--------–---–ის ქუჩა N------ში დ----- მ--–----ის საცხოვრებელ სახლში. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად სამზარეულოდან ამოღებული იქნა ოთხი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სამზარეულოს სკამიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ღეროები, ლითონის საგანი.

3.42.1. საცხოვრებელი სახლის ჩხრეკაში მონაწილეობა დაადასტურეს გამომძიებელმა თ-------- კ------მ, ბრალდებულის მეზობელმა თ----- მ---------–მა და უბნის ინსპექტორ გამომძიებელმა რ----- ბ-------მა.

 

3.43. ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, მომწვანო, გამომშრალი მცენარეული მასა წონით 41,20 გრამი წარმოადგენს ნარკოტიკულ საშუალება გამომშრალ მარიხუანას. პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე (ობ. N2) აღინიშნება ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წონით 0,0038 გრამი. პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე (ობ. N3) აღინიშნება ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წონით 0,0032 გრამი. ლითონის საგანზე (ობ. N4) აღინიშნება ნიკოტინი და ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი წონით 0.0012 გრამი.

3.43.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა თ----- უ---–---მ.

 

3.44. ქიმიური ექსპერტიზის N---------------- დასკვნის თანახმად, პოლიმერული მასალის ბოთლის ფსკერზე და შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, წონით 0,000325 გრამი (ობ. N1) გადაჭრილი პოლიმერული მასალის ბოთლის შიდა კედლებზე აღინიშნება ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი, წონით 0,002 გრამი (ობ. N2). საკვლევ ობიექტებზე N1,2 ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლის საერთო წონა შეადგენს 0,002325 გრამს.

3.44.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ნ----- ო-----------ემ.

 

3.45. წარმოდგენილ მტკიცებულებებს სასამართლო აძლევს რა შეფასებას მიაჩნია, რომ დ----- მ--–----ის აღიარებითი ჩვენება გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვასთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია მისი საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ოქმში დაფიქსირებულ ინფორმაციასთან; ასევე, ქიმიური ექსპერტიზის N---------------- და N---------------- დასკვნებით, ბინის ჩხრეკის ოქმით დასტურდება, რომ დ----- მ--–----ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთიერება არის ნარკოტიკული საშუალება ტეტრაჰიდროკანაბინოლი.

 

3.46. ზ/აღნიშნული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებენ დ----- მ--–----ის ბრალდებას მასში, რომ 2018 წლის 05 ნოემბერს, 16:00 საათზე ქ. თბილისში, გ--------–---–ის ქუჩა N------ში მდებარე თავის საცხოვრებელ სახლში დ----- მ--–----ე უკანონოდ ინახავდა მის მიერ უკანონოდ შეძენილ ნარკოტიკულ საშუალებას, გამომშრალ მარიხუანას წონით 41.20 გრამს, რაც ამოღებული იქნა დ----- მ--–----ის სახლის ჩხრეკისას.

 

3.47. ზ/აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს დ----- მ--–----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა.

 

4. სამართლებრივი შეფასება:

 

4.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

4.2. საქართველოს სსკ-ის მე-19 მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლის-სამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.

 

4.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა დ----- მ--–----ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის, სატრანსპორტო საშუალების წინააღმდეგ, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით; მანვე ჩაიდინა ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა ნარკოტიკული საშუალების გამომშრალი მარიხუანის უკანონო შეძენა და შენახვა, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით.

 

4.4. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ დ----- მ--–----ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4.5. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ვერ ადასტურებენ დ----- მ--–----ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ქურდობის მცდელობა, ჩადენილი დიდი ოდენობით, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, შესაბამისად, დ----- მ--–----ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

5.1. დ----- მ--–----ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

6.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

6.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: დ----- მ--–----ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე დანაშაულების ჩადენაში, არის დაოჯახებული.

 

6.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი კოლეგიის 2018 წლის 1----------ის განაჩენით დ----- მ--–----ე ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,ბ’’ ქ/პუნქტებით გათვალიწინებული დანაშაულის ჩადენაში და განაჩენთა ერთობლიობით, საბოლოო სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით. ამჟამად ბრალად შერაცხული ქმედება დ----- მ--–----ეს ჩადენილი აქვს 2018 წლის 5 ნოემბერს. აღნიშნული გარემოება სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად წარმოადგენს დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის განსაზღვრის საფუძველს.

 

6.4. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, დ----- მ--–----ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6.5. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა დ----- მ--–----ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

7. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

7.1. დ----- მ--–----ის სახლის ჩხრეკისას სამზარეულოდან ამოღებული ოთხი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სამზარეულოს სკამიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ღეროები, ლითონის მცირე ზომის საგანი, გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დნმ-ის ნიმუში ორ ცალ ჩხირზე, ხელის კვლები ხუთ ცალ დაქტილოფირზე, შუშის ნამსხვრევები; გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული სუნის კვალის ნიმუში, ორი ცალი პლასტმასის დეტალი, ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულის სუნის კვალი ნიმუში; საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა განადგურდეს.

 

7.2. დ----- მ--–----ის სახლის ჩხრეკისას ბინის აივნიდან ამოღებული ორი ცალი ელექტრომოწყობილობა, ერთი ცალი სახრახნისი, ელექტრო მოწყობილობები და ელექტრო სადენები; ასევე, დ----- მ--–----ის კუთვნილი მაისური; გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი რკინის გასაღები, ოთხი თვითმჭრელი ლურსმანი, ერთი ცალი ნაჭრის შარვალი, ერთი ცალი ნაჭრის მაისური, მუყაოს და პლასტმასის ყუთები; ბ--------- გ-----–--ს კუთვნილი ავტომანქანა TOYOTA PRIUS, V--------; მ--- ბ----–-ას კუთვნილი ავტომანქანა MERSEDES BENZ ML 350, M------; რ----- ბ-----------ას კუთვნილი ავტომანქანა LEXUS HS 250H C--------; - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

 

7.3. ი-----–--- გ-------–---–ის საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების 2018 წლის 5 ნოემბრის ჩანაწერები ექვს ცალ დისკზე; 2018 წლის 05 ნოემბრის დ----- მ--–----ის ბინის ჩხრეკის ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; 1---ის ზარის ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. დ----- მ--–----ე უდანაშაულოდ იქნეს ცნობილი და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით წარდგენილ ბრალდებაში.

 

2. დ----- მ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

3. დ----- მ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით.

 

4. დ----- მ--–----ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2731-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს ჯარიმა 2 000 (ორი ათასი) ლარის ოდენობით.

4.1. მასვე, ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

5. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, უფრო მკაცრმა სასჯელმა - 5 (ხუთი) წლით თავისუფლების აღკვეთამ შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი, ასევე თანაბარი სასჯელის დანიშვნისას ერთმა სასჯელმა შთანთქოს მეორე; საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, დ----- მ--–----ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

6. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2018 წლის 1----------ის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით.

 

7. საბოლოოდ, დ----- მ--–----ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 5 (ხუთი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

8. დ----- მ--–----ეს ,,ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ‘‘ საქართველოს კანონის შესაბამისად, 3 (სამი) წლის ვადით ჩამოერთვას - სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება; საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება; საადვოკატო საქმიანობის უფლება; პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება; სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება; პასიური საარჩევნო უფლება; იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვის და ტარების უფლება.

 

9. დ----- მ--–----ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

10. დ----- მ--–----ეს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2018 წლის 05 ნოემბრიდან.

 

11. უფლებების ჩამორთმევის შესახებ ეცნობოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს, საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს, საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს, საქართველოს თავდაცვის სამინისტროს, საქართველოს ცენტრალურ საარჩევნო კომისიას, საქართველოს ადვოკატთა ასოციაციას.

 

12. ნივთმტკიცება:

12.1. დ----- მ--–----ის სახლის ჩხრეკისას სამზარეულოდან ამოღებული ოთხი ცალი პოლიეთილენის ბოთლი, სამზარეულოს სკამიდან ამოღებული მომწვანო ფერის მცენარეული მასა და ღეროები, ლითონის მცირე ზომის საგანი, გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული დნმ-ის ნიმუში ორ ცალ ჩხირზე, ხელის კვლები ხუთ ცალ დაქტილოფირზე, შუშის ნამსხვრევები, გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას აღებული სუნის კვალის ნიმუში, ორი ცალი პლასტმასის დეტალი, ბრალდებულის ნერწყვის ნიმუში, ბრალდებულის სუნის კვალი ნიმუში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.

12.2. დ----- მ--–----ის სახლის ჩხრეკისას ბინის აივნიდან ამოღებული ორი ცალი ელექტრომოწყობილობა, ერთი ცალი სახრახნისი, ელექტრო მოწყობილობები და ელექტრო სადენები; ასევე, დ----- მ--–----ის კუთვნილი მაისური; გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ერთი ცალი რკინის გასაღები, ოთხი თვითმჭრელი ლურსმანი, ერთი ცალი ნაჭრის შარვალი, ერთი ცალი ნაჭრის მაისური, მუყაოს და პლასტმასის ყუთები; ბ--------- გ-----–--ს კუთვნილი ავტომანქანა TOYOTA PRIUS, V--------; მ--- ბ----–-ას კუთვნილი ავტომანქანა MERSEDES BENZ ML 350, M------; რ----- ბ-----------ას კუთვნილი ავტომანქანა LEXUS HS 250H C-------- - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მათ კანონიერ მესაკუთრეებს.

12.3. ი-----–--- გ-------–---–ის საცხოვრებელ სახლზე დამონტაჟებული სათვალთვალო კამერების 2018 წლის 5 ნოემბრის ჩანაწერები ექვს ცალ დისკზე; 2018 წლის 05 ნოემბრის დ----- მ--–----ის ბინის ჩხრეკის ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; გ--------–---–ის ქუჩა N---ის მიმდებარედ არსებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ფოტოსურათები ერთ ცალ დისკზე; 1---ის ზარის ჩანაწერი ერთ ცალ დისკზე - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

13. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

14. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მსჯავრდებულის/ადვოკატის და პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/