განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100118002750612
საქმე №1-1058/18
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
10 ივლისი, 2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლოს
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე - თამარ ბეჟანიშვილმა
ნათია ზოიძის სხდომის მდივნობით
პროკურორის _ ა----------–---–ის
ბრალდებულების _ დ----- ხ--–--–---–ის, ნ-------- უ----–--ის, ი-–-- ა---------ს
ადვოკატების _ მ-------------ის, პ----- შ----ის, დ----- ჯ--------ის
მონაწილეობით, ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის №171200918015 საქმე,1. ბრალდებულ ნ-------- უ----–--ის მიმართ
მამის სახელი: ი-–-
დაბადებული: 0--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: უ-----–---
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: არმქონე
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-------------------------------------9
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილი;
2. ბრალდებულ დ----- ხ--–--–---–ის მიმართ
მამის სახელი: ქ----–-
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ---------------------------–---–-----------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტები;
3. ბრალდებულ ი-–-- ა---------ს მიმართ
მამის სახელი: გ--
დაბადებული: 2--------- წელს
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს
განათლება: ს-–----–--
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
ნასამართლობა: მქონე
რეგისტრირებული/ფაქტობრივად მცხოვრები: ქ. ბ-----------–----–----–------------
კვალიფიკაცია :
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტები;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ – ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
ი-–-- ა---------ს და დ----- ხ--–--–---–ის მიმარ წარდგენილი ბრალდების არსი:
1. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის პირველი სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი-–-- ა---------მ, წინასწარი შეთანხმებით დ----- ხ--–--–---–თან ერთად, ჯგუფურად, 2018 წლის 22 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბ------–-------------------------------------------ში მდებარე თ----- თ---------ის კუთვნილ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ა--------- და ხ--–--–---–ი ფარულად დაეუფლნენ ოქროს ჯაჭვისებურ სამაჯურს, ოქროს გულსაბამს, სუნამოს, 500 ლარის ოდენობის თანხას, კასრისა და ორი მამაკაცის გამოსახულების მინი ქანდაკებას და საიუველირო კომპანია „ზარაფხანას“ საგარანტიო ბარათს, ოქროსფერ ჯაჭვისებურ სამაჯურს, „FEDERIQUE CONSTANT”-ის, “SWATCH”- ის და “TISSOT”- ის ფირმის მაჯის საათებს, “INVICTA”-ს ფირმის სამ ცალ მაჯის საათს და სხვა ნივთებს, რითაც დაზარალებულს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის პირველი სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი-–-- ა---------მ, 2018 წლის 16 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ---------–------–----------------------------ში მდებარე ს------- ვ---–--–-----ის კუთვნილ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა 300 ლარის ოდენობის თანხას, ქალის ვერცხლისფერ საათს, ვერცხლის ბეჭედს, ვერცხლის საყურეს, მუყაოს კოლოფში მოთავსებულ შოკოლადს, რითაც დაზარალებულ ს------- ვ---–--–-----ეს მიადგა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
3. ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2005 წლის პირველი სექტემბრის, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2007 წლის 14 ივნისის და ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2007 წლის 26 ნოემბრის განაჩენებით, სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის ნასამართლევმა ი-–-- ა---------მ, 2018 წლის 04 ოქტომბერს, შუადღის საათებში, უკანონოდ შეაღწია ქ. ბ------–------–--–---–-------------------------ში მდებარე ე----- მ--–--ის კუთვნილ ბინაში, საიდანაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა დაზარალებულ ე----- მ--–--ის კუთვნილ საათს, რითაც ამ უკანასკნელს მიადგა ქონებრივი ზიანი.
4. აღნიშნულიდან გამომდინარე დ----- ხ--–--–---–ს წარედგინა ბრალდება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით, ხოლო ი-–-- ა---------ს - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით;
სასამართლომ დაადგინა:
5. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებულები დ----- ხ--–--–---–ი და ი-–-- ა--------- უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, დ----- ხ--–--–---–მა და ი-–-- ა---------მ ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
1. თ----- თ---------ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი:
-- ი-–-- ა---------ს შემთხვევაში - ქურდობა: სხვისი მოძრავი ნივთვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში უკანონო შეღწევით,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, ჩადენილი იმის მიერ, ვინც ორჯერ ან მეტჯერ არის ნასამართლევი სხვისი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისთვის:
-- დ----- ხ--–--–---–ის შემთხვევაში - ქურდობა: სხვისი მოძრავი ნივთვის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ბინაში უკანონო შეღწევით, წინასაწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
6. საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა თ----- თ---------ის მიერ ელ-სმენის საშუალებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში შესული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმში, ფარნავაზ მეფის N108/21-ში მდებარე ბინა არის გაქურდული.
7. საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 22 ოქტომბერს შედგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ---------–--------------------------------, საცხოვრებელი კორპუსის მე-4 სართულზე მდებარე ბინა №21-ში. დათვალიერდა ბინის ყველა ოთახი, ბიოლოგიური ნახშირით აღებულ იქნა სუნის კვალი, ამოღებულ იქნა ბინის საკეტი გულა და ერთი ცალი გასაღები, მუყაოს ორი ცალი კოლოფი და საფულე. სუნამოს ყუთის ზედაპირიდან, ასევე სუვენირის კოლოფიდან აღებულ იქნა ხელის კვლები.
8. შემთხვევის ადგილის დათვალიერების ჩამტარებელმა გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ, დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა ა-----– ა---–---მა და ე------ ჯ--------ემ, კინოლოგმა გ---- მ----–--ემ სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები.
9. საქმის არსებითი განხილვისას, სსსკ-ის 243-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის შესაბამისად, გამოქვეყნდა დაზარალებულ თ----- თ---------ის მიერ გამოძიების ეტაპზე მიცემული ჩვენება, რომელშიც თ---------ე განმარტავს, რომ 2018 წლის 22 ოქტომბერს დილის დაახლოებით 11 საათზე გავიდა ქ---------–--------------------------------/21-ში მდებარე ბინიდან, სახლში დაბრუნდა დაახლოებით 16:30 საათზე, ბინის კარი ჩვეულებრივად დაკეტილი დახვდა. საძინებელში შესვლისას შენიშნა, რომ კარადის სათავსოები იყო გამოღებული. ერთ-ერთ სათავსოში ინახავდნენ თავისივე კოლოფებით 6 ცალ საათს, "FEDERIKO KONSTANT"-ის, "TISOT"-ის "SWATCH"-ის, "INVIQTA"-ს ფირმის. დაათვალიერა და ნახა, რომ კოლოფებში საათები აღარ იდო. სათავსოში ასევე არ აღმოჩნდა ოქროს სამაჯური და გულსაბამი წმინდა გიორგის გამოსახულებით, მოპარული აღმოჩნდა საფულე, რომელშიც დაახლოებით 500 ლარი ჰქონდა შენახული, საიუველირო კომპანია "ზარაფხანას" ნაკეთობა - კასრი ორი მამაკაცის ქანდაკებით, რომელსაც ჰქონდა დასადგამი და მასში იდო საგარანტიო ტალონი, ასევე ჯაჭვისებრური სამაჯური - ბიჟუტერია. მოპარული საათებიდან ორი მას, ოთხი კი მის მეუღლეს ეკუთვნოდა. შეუძლია ყველა მოპარული ნივთის ამოცნობა. ბინაში არეულობა არ შეინიშნებოდა, გარდა ჩამოთვლილი ნივთებისა, სხვა არაფერი იყო დაკარგული. ქურდობის შესახებ შეატყობინა პოლიციას.
10. საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციული პატაკის თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელმა თ------ კ--------–--მ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ თ---------ის ბინის ქურდობა ჩადენილი უნდა ჰქონოდათ დ----- ხ--–--–---–ს და ი-–-- ა---------ს. ინფორმაციის მიღებისას ა--------- იმყოფებოდა ბათუმში, თ------------–-----------ის მიმდებარედ და თან ჰქონდა ნაქურდალი ნივთების ნაწილი, ხოლო ხ--–--–---–ი იმყოფებოდა ქ. ბ------–-----------------–----------–------–-- ქუჩების კვეთის მიმდებარედ და მასაც თან ჰქონდა ნაქურდალი ნივთების ნაწილი. ამავე ინფორმაციის თანახმად, თ---------ის ბინიდან ნაქურდალი ნივთების ნაწილი ამ პირებმა მიყიდეს ნ-------- უ----–--ეს, ნაწილს ინახავენ საცხოვრებელ სახლებში.
11. მოწმე თ------ კ--------–--მ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი, რომლის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას წერილობითი პატაკით.
12. 2018 წლის 24 ოქტომბერს გადაუდებელი აუცილებლობით ქ. ბათუმში, ვ-–----–----–-------------ში მდებარე ი-–-- ა---------ს საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, ი-–-- ა---------ს საძინებელ ოთახში განთავსებული საწოლის ლეიბის ქვეშ აღმოჩენილი იქნა ორი ცალი მაჯის საათი და ერთი ცალი სამაჯური, რაც ადგილზევე იქნა ამოღებული და დალუქული. ჩხრეკის ოქმში ი-–-- ა---------ს მიერ გაკეთებული შენიშვნის თანახმად, აღნიშნული ნივთები ეკუთვნის მისი ოჯახის წევრებს.
13. ი-–-- ა---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის ჩამტარებელმა გამომძიებელმა ა------- ძ-------ემ, ჩხრეკაში მონაწილე უბნის ინსპექტორ-გამომძიებელებმა - ი-----–- ბ-----ემ, ლ-–- ჯ----–მა, ექსპერტ-კრიმინალისტმა ბ--------------ემ, სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს ჩხრეკის ოქმში ასახული ფაქტების სისწორე.
14. 2018 წლის 24 ოქტობერს გადაუდებელი აუცილებლობით ქ. ბათუმში, დ----------------–----------–------------ში მდებარე დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლში ჩატარებული ჩხრეკის ოქმის თანახმად, საცხოვრებელი სახლის ჩხრეკის შედეგად მისაღებ ოთახში არსებული ტელევიზორის სადგამზე ნანახი და ამოღებული მაჯის საათი წარწერებით V-BOAT, ყელსაბამი კულონით, კულონი წითელი და თეთრი თვლებით, ოთხთვლიანი კულონი. ტელევიზორის ზევით არსებულ თაროზე ნანახი და ამოღებული იქნა მაჯის საათი, წარწერით - ORIENT. საათებიდან აღებულ იქნა ანაწმენდები. სამზარეულოში, კედელზე მიდგმული სკამის უჯრაში ნანახი და ამოღებული იქნა ყვითელი ფერის ლითონის სამაგრი. მეორე სართულზე არსებული საძინებელში განთავსებულ ტრილიაჟზე აღმოჩენილ იქნა წითელსამაჯურიანი მაჯის საათი, ასევე ოთხკუთხა კოლოფში სხვადასხვა სამკაული - ბიჟუტერია. იმავე ოთახში საწოლის ტუმბოზე აღმოჩენილ იქნა ორი ცალი მაჯის საათი, მამაკაცის გამოსახულებიანი ე.წ. "სტატუეტკა", "ზარაფხანის" საგარანტიო ფურცლით. მეორე საძინებელ ოთახში აღმოჩენილ იქნა მაჯის საათი და ორი ცალი საყურე. საათების ზედაპირიდან აღებულ იქნა ანაწმენდები. ამოღებული ნივთები ადგილზევე დაილუქა.
15. საქმის არსებითი განხილვისას ჩხრეკის ჩამტარებელმა გამომძიებელმა ჯ----–-–-–--–--ემ, ჩხრეკაში მონაწილე ექსპერტ-კრიმინალისტებმა: რ---–-----------ემ, ი-----–- ჭ-----–--ემ, პოლიციის თანამშრომლებმა რ-------–----ემ, თ----------------–---–მა, კ-------------ემ, პ----- საფარიძემ, მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ჩხრეკისას ჩხრეკის ოქმში მითითებული ნივთების ამოღების ფაქტი.
16. ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტები და დაათვალიერა დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "SWATCH"-ის, "INVIQTA"-ს ფირმის მაჯის საათები, კასრის ფორმის სუვენირი ორი მამაკაცის გამოსახულებით და "ზარაფხანას" საგარანტიო ტალონი.
17. 2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----- თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა „SWATCH”- ის“ ფირმის სამი საათი, თითქმის იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო „SWATCH”- ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც ინახებოდა მასთან და რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბ------–-----------------------------------------დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ხ--–--–---–ის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.
18. 2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----- თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "INVIQTA"-ს ფირმის სამი საათი, თითქმის იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო INVIQTA"-ს“ ფირმის მაჯის საათი, რომელიც ინახებოდა მასთან და რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბ------–-----------------------------------------დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ხ--–--–---–ის ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.
19. იგივე უნდა ითქვას სუვენირის ამოცნობის ოქმზეც. ამოცნობისას თ----- თ---------ემ მის წინაშე წარდგენილი, თითქმის იდენტური აღწერილობის სამი სუვენირიდან ამოიცნო ერთ-ერთი სუვენირი, თუმცა არის თუ არა ეს ნივთი სწორედ ხ--–--–---–ის ბინის ჩხრეკისას ამოღებული ნივთი, ამოცნობის ოქმი არაინფორმატიულია.
20. დაზარალებული თ---------ის მონაწილეობით ჩატარებული საგარანატიო ტალონის დათვალიერების ოქმის თანახმად, თ---------ემ დაადასტურა, რომ ტალონი ნამდვილად ეკუთვის მას და ის წარმოადგენს მის მიერ შეძენილი სუვენირის საგარანტიო ტალონს.
21. ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტი და დაათვალიერა ი-–-- ა---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "DEFAQTO"-ს და "QUARTZ"-ის ფირმის მაჯის საათები და ჯაჭვისებურად ნაქსოვი სამაჯური.
22. 2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----- თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა სამი ერთმანეთის იდენტური აღწერილობის სამაჯური და მან ამოიცნო ერთ-ერთი, რომელიც ინახებოდა მასთან და რომელიც 2018 წლის 22 ოქტომბერს, ქ. ბ------–-------------------------------------------დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ა---------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული სამაჯური რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი სამაჯური არის თუ არა სწორედ ა---------ს ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.
23. საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციული პატაკის თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ----–-----–----ემ მიიღo ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ თ---------ის ბინიდან ნაქურდალი ნივთები შეძენილი აქვს და გასაღებას აპირებს ნ-------- უ----–--ე, რომელიც "ლექსუსის" მარკის ავტომანქანით უნდა მივიდეს გა---------------------ის მიმდებარედ და თან აქვს ნაქურდალი ნივთები, მათ ნაწილს უნდა ინახავდეს ასევე თავის საცხოვრებელ სახლში.
24. მოწმე ჯ----–-----–----ემ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი, რომლის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას წერილობითი პატაკით.
25. 2018 წლის 24 ოქტობერს გადაუდებელი აუცილებლობით ქ. ბათუმში, გა---------------------ის მიმდებარედ ჩატარებული ნ-------- უ----–--ის პირადი (რომელიც ასევე მოიცავდა ავტომანქანის ჩხრეკას) ჩხრეკისას მისი მართვის ქვეშ არსებული მანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებულ იქნა "FEDERIKO KONSTANT"-ის, "INVIQTA"-ს, "TISOT"-ის ფირმის მაჯის საათები. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე.
26. ჩხრეკის ჩამტარებელმა გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ, ჩხრეკაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ი-----–- მ------–--ემ და ჯ---------–---–მა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს ჩხრკის ოქმში მითითებული გარემოებები.
27. ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტები და დაათვალიერა ნ-------- უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "FEDERIKO KONSTANT"-ის, "INVIQTA"-ს, "TISOT"-ის ფირმის მაჯის საათები.
28. 2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----- თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "TISOT"-ის ფირმის სამი საათი, ერთმანეთის მსგავსი, ხოლო ორი მათგანი აბსოლუტურად იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო „TISOT-ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც ფ---------------------------, ბინა N21-დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.
29. იგივე უნდა ითქვას იმავე დღეს ჩატარებულ ამოცნობებზე, რომელთა ოქმების თანახმად, თ----- თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "FEDERIKO KONSTANT"-ის, "INVIQTA"-ს ფირმის საათები და ერთმანეთის მსგავსი, ხოლო ორ შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტური აღწერილობის სამ-სამი საათიდან ამოიცნო ერთ-ერთი, რომელიც მისი ბინიდან მოიპარეს 2018 წლის 22 ოქტომბერს. ამოცნობის ოქმები არც ამ შემთხვევაში შეიცავს ინფორმაციას უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული საათები რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი საათები არის თუ არა სწორედ უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები.
30. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ფ-------------------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელში დამონტაჟებული კამერის ჩანაწერები, რომლებიც ბრალდების მხარის პოზიციით, ადასტურებენ ი-–-- ა---------ს და დ----- ხ--–--–---–ის მიერ თ----- თ---------ის საცხოვრებელი ბინის გაქურდვის ფაქტს, კერძოდ, ჩანს როგორ შედიან ისინი 2018 წლის 22 ოქტომბერს თ---------ის საცხოვრებელ კორპუსის შესასვლელ დერეფანში.
31. სასამართლომ გამოიკვლია რა აღნიშნული ჩანაწერი, განმარტავს, რომ მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. კადრში ჩანს კოსპუსის შესასვლელი დერეფანი, სადაც 15:41 საათზე შედის მამაკაცი ს-–----–--ზე დიდი ზომის ქოლგით ხელში, ქოლგა ფარავს მისი სხეულის დიდ ნაწილს, სახეს სრულად და იდენტიფიცირება შეუძლებელია. მის უკან მიდის შავკეპიანი მამაკაცი, რომლის სახე ასევე არ ჩანს, თუმცა ქოლგიან მამაკაცზე მაღალი აღნაგობისაა. ქოლგიან და კეპიან მამაკაცებში ი-–-- ა---------ს ან დ----- ხ--–--–---–ის შეცნობა შეუძლებელია.
32. სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N001121719 დასკვნით ირკვევა, რომ ქ. ბ------–-------------------------------------დან ამოღებულ შავი ფერის ორ ყუთზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი შერეულია და ლოკუსებში გამოვლენილ ალელთა სიჭარბის გამო, იდენტიფიცირებისთვის არაინფორმატიულია. ყვითელი ფერის ყუთზე და საფულეზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, მათში ი-–-- ა---------ს და დ----- ხ--–--–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება.
33. საქმის განხილვისას მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა ნ--------–----ემ დაადასტურა დასკვაში მითითებული გარემოებების სისწორე.
34. საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-228 დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ: ქ. ბ------–------–--------------------------------------–------–--–---–----------------------------------------–------------------------------------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების - დ----- ხ--–--–---–ის და ი-–-- ა---------სგან აღებული სუნის ნიმუშებისა.
35. საქმის განხილვისას მოწმედ დაკითხულმა ექსპერტმა მ----------------ემ დაადასტურა დასკვაში მითითებული გარემოებების სისწორე და ახსნა მითითებული სახის ექსპერტიზის ჩატარების თავისებურებები (იხ. სხდომის ელექტრონული ოქმი).
36. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს ი-–-- ა---------ს და დ----- ხ--–--–---–ის მიერ თ----- თ---------ის ბინის გაქურდვის ფაქტს და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.
2. ი-–-- ა---------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ე----- მ--–--ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი:
37. საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ე----- მ--–--ის მიერ 2018 წლის 5 ოქტომბერს ელ-სმენის საშუალებით ბათუმის საქალაქო სამმართველოში გაკეთებული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმში, ხ--–--–---–ის ქ. N20/160-ში მდებარე ბინა არის გაქურდული.
38. საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 5 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს ხ--–--–---–ის ქ------------------ში საცხოვრებელი კორპუსის მე-15 სართულზე. კარის საკეტს გარეგანი დაზიანებები არ აღენიშნება, დათვალიერდა ბინის ყველა ოთახი, ხელის ან სუნის კვალი აღებული არ ყოფილა.
39. დაზარალებულმა ე----- მ--–--ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს ხ--–--–---–ის ქ------------------ში. 2018 წლის 5 ოქტომბერს, გვიან ღამით სახლში დაბრუნებისას შენიშნა, რომ სამზარეულოს თაროზე მის მიერ დადებული და სახლში დატოვებული საათი ადგილზე აღარ იდო, ასევე ვერ იპოვა საძინებელ ოთახში მდებარე კარადის თაროზე შენახული "მაკაროვის" სისტემის ტაბელური იარაღი, რომელიც პოლიციაში ნამსახურობის გამო საჩუქრად ჰქონდა მიღებული შს მინისტისგან. ქურდობის შესახებ შეატყობინა პოლიციას. მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ამოცნობისას, ამოსაცნობად წარდგენილი სამი საათიდან ამოიცნო თავისი საათი.
40. ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტი და დაათვალიერა ი-–-- ა---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "DEFAQTO"-ს და "QUARTZ"-ის ფირმის მაჯის საათები .
41. 2018 წლის 8 ნოემბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმის თანახმად, დაზარალებულ ე----- მ--–--ეს ამოსაცნობად წარედგინა "QUARTZ"-ის“ ფირმის სამი საათი, ერთმანეთის არათუ მსგავსი, მინიმუმ ორი მათგანი იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო „"QUARTZ"- ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც მისი ბინიდან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ა---------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ა---------ს ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.
42. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხ--–--–---–ის ქ. N20-ში მდებარე "უნიმედი აჭარას" ვიდეოსათვალთვალო სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეოჩანაწერები, რომლებიც ბრალდების მხარის პოზიციით, ადასტურებენ ე----- მ--–--ის ბინის ი-–-- ა---------ს მიერ გაქურდვის ფაქტს, კერძოდ ჩანს როგორ შედის ის 2018 წლის 4 ოქტომბერს მ--–--ის საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში.
43. სასამართლომ გამოიკვლია რა აღნიშნული ჩანაწერი, განმარტავს, რომ მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. კადრში ჩანს სადარბაზოს შესასვლელი, სადაც შედის და გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოდის ორი მამაკაცი, ორივეს თავზე ახურავს კეპი და სახე არც ერთს უჩანს. ერთ-ერთი მათგანი, ბრალდების მხარის მტკიცებით ი-–-- ა---------ა, თუმცა მისი შეცნობა თეთრკეპიან და წითელფეხსაცმლიან მამაკაცში შეუძლებელია. რაც შეეხება მის თანმხლებს, მის ვინაობაზე ბრალდების მხარეს სასამართლო განხილვისას ვერსია არ გაუჟღერებია.
44. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარე უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს ი-–-- ა---------ს მიერ ე----- მ--–--ის ბინის გაქურდვის ფაქტს და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში.
3. ი-–-- ა---------ს მიმართ ბრალად წარდგენილი ს------- ვ---–--–-----ის ბინის გაქურდვის ეპიზოდი:
45. საქმეზე გამოძიების დაწყების საფუძველი გახდა ს------- ვ---–--–-----ის მიერ 2018 წლის 16 ოქტომბერს 112-ის სამსახურში შესული შეტყობინება იმის თაობაზე, რომ ბათუმში, გ------------ის ქუჩაზე მდებარე ბინა არის გაქურდული, საწოლზე დახვდა ნაკვალევი, სიგარეტის ნამწვი, წაღებულია ფულადი თანხა.
46. საქმეში წარმოდგენილი, 2018 წლის 16 ოქტომბრის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შემთხვევის ადგილი მდებარეობს პ--–--------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის მე-16 სართულზე ბინა N263-ში. დათვალიერდა ბინის ყველა ოთახი, აღებული იქნა ხელის და სუნის კვალი, ამოღებულ იქნა შავი ფერის მოწითალო კოპლებიანი მუყაოს ყუთი.
47. დაზარალებულმა ს------- ვ---–--–-----ემ სასამართლოს განუმარტა, რომ ცხოვრობს მითითებულ მისამართზე. 2018 წლის 16 ოქტომბერს სამსახურიდან სახლში საღამოს დაბრუნებულმა, სააბაზანოში შესვლისას უნიტაზში დაინახა სიგარეტის ნამწვი, საძინებელ ოთახში საწოლზე ფეხის ნაკვალევი, მიხვდა, რომ მის ბინაში ვიღაც უცხო იყო ნამყოფი. აღმოაჩინა, რომ უჯრაში აღარ იდო 300 ლარი, მოპარული იყო "DEFAQTO"-ს ფირმის საათი, ვერცხლის ბეჭედი, ვერცხლის საყურე და ბელგიური შოკოლადი. პოლიციას შეატყობინა მომხდარი ქურდობის თაობაზე. პოლიციის თანამშრომლემა დაათვალიერეს მისი ბინა, აიღეს ხელის და სუნის კვალი. მოგვიანებით, პოლიციის განყოფილებაში ჩატარებული ამოცნობისას, ამოსაცნობად წარდგენილი სამი საათიდან ამოიცნო თავისი საათი.
48. ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტი და დაათვალიერა ი-–-- ა---------ს საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "DEFAQTO"-ს და "QUARTZ"-ის ფირმის მაჯის საათები .
49. 2018 წლის 8 ნოემბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ ს------- ვ---–--–-----ეს ამოსაცნობად წარედგინა "DEFAQTO"ის“ ფირმის სამი საათი, ერთმანეთის არათუ მსგავსი, მინიმუმ ორი მათგანი იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო ერთ-ერთი მათგანი, რომელიც მისი ბინიდან მოიპარა უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას ა---------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ ა---------ს ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.
50. სასამართლომ გამოიკვლია ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, პ--–------------------ში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერი, რომელზე ასახული ინფორმაცია აბსოლუტურად არაიმფორმატიულია და გაურკვეველია საქმეზე მისი დამაგრების მიზანშეწონილობა. რაც შეეხება გ------------ის N63-ში განთავსებული კამერების ჩანაწერებს, ტექნიკური ხარვეზის გამო მისი გამოკვლევის გართულების შემდეგ ბრალდების მხარემ მოხსნა აღნიშნული ჩანაწერი მტკიცებულებებიდან. შესაბამისად მისი გამოკვლევა არ მომხდარა.
51. ზემოაღნიშნული მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდების მხარე უტყუარად დადასტურებულად მიიჩნევს ი-–-- ა---------ს მიერ ს------- ვ---–--–-----ის ბინის გაქურდვის ფაქტს და ითხოვს მის დამნაშავედ ცნობას ბრალდების აღნიშნულ ეპიზოდში.
52. ამდენად, მითითებული ინფორმაცია ქმნის ბაზას მტკიცებულებებისას, რომელთა საფუძველზე ბრალდების მხარე გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულად მიიჩნევს დ----- ხ--–--–---–ის და ი-–-- ა---------ს მიერ თ----- თ---------ის ბინის, ასევე ი-–-- ა---------ს მიერ ე----- მ--–--ის და ს------- ვ---–--–-----ის ბინების ქურდობის ჩადენას და ითხოვს მათ დამნაშავედ ცნობას.
53. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეს უფლება აქვს, ამ კოდექსით დადგენილი წესით დააყენოს შუამდგომლობა, მოიპოვოს, სასამართლოს მეშვეობით გამოითხოვოს, წარადგინოს და გამოიკვლიოს ყველა შესაბამისი მტკიცებულება. ამავე კოდექსის მე–14 მუხლის შესაბამისად, მხარეს უფლება აქვს სასამართლოში მოითხოვოს მოწმის უშუალოდ დაკითხვა და წარადგინოს საკუთარი მტკიცებულება, ხოლო 25-ე მუხლის მე–2 ნაწილის მიხედვით, მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეების კომპეტენციაა.
54. მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპი განმტკიცებულია ასევე საერთაშორისო ხელშეკრულებებითა და შეთანხმებებით, კერძოდ: "სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ საერთაშორისო პაქტი" და "ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენცია" უზრუნველყოფენ, რომ ყოველ პირს, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, უფლება აქვს „თვითონ დაკითხოს ან დააკითხვინოს მისი ბრალდების მოწმეები და გამოაძახებინოს და დააკითხვინოს მისი დაცვის მოწმეები ბრალდების მოწმეების თანაბარ პირობებში”.
55. შესაბამისად, საქმის არსებითი განხილვისას ბრალდების და დაცვის მხარეებს მიეცათ თანაბარი შესაძლებლობები სასამართლოს წინაშე წარდგენილი ინფორმაციის საფუძველზე დაერწმუნებინათ ის საკუთარი პოზიციების მართებულობაში.
56. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა დაცვის მხარის მტკიცებულებებიც - ბრალდებულების ი-–-- ა---------ს და დ----- ხ--–--–---–ის ჩვენებები.
57. ბრალდებულმა ი-–-- ა---------მ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში და სასამართლოს განუმარტა, რომ არ ჩაუდენია არც ერთი ბინის ქურდობა. მის მიმართ გამიზნულად შეთხზეს ცრუ ბრალდება, რადგან ნასამართლევია და ციხიდან გამოსვლის შემდეგ პოლიცია ითხოვდა მისგან ბათუმის დატოვებას. კატეგორიულად აცხადებს, რომ მისი საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული ორი საათი და ერთი სამაჯური ეკუთვნის მას და მისი ოჯახის წევრებს და გამორიცხულია იყოს სხვისი საკუთრება.
58. ბრალდებულმა დ----- ხ--–--–---–მა თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განმარტა, რომ არ აქვს შეხება თ----- თ---------ის ბინის ქურდობასთან. 2018 წლის 24 ოქტომბერს ქუჩაში დააკავეს და სახლში ჩხრეკის ჩასატარებლად პოლიციის თანამშრომლებთან ერთად მივიდა, თუმცა სანამ გადაიყვანეს მანქანიდან, მანამ შევიდნენ პოლიციელები მის სახლში და ჯერ კიდევ მანქანაში მჯდარი ხედავდა მისი სახლის აივანზე გასულ პოლიციელებს. მისი ოჯახის გარდა, სახლში მდგმურების ორი ოჯახი ცხოვრობს და არ იცის ნივთები, რომლებიც პოლიციამ ჩხრეკისას ამოიღო, ვინ მიიტანა მათ სახლში.
59. ბრალდების და დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზემოაღნიშნული მტკიცებულებებიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მტკიცებულებების კრიტიკული ანალიზი და ობიექტური შეფასება, გამორიცხავს სასამართლოს მხრიდან ასეთი მტკიცებულებების საფუძველზე ბრალდებულად ცნობილი პირების გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დამნაშავედ ცნობას და არ ქმნის მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული, დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთიან ჯაჭვს, კერძოდ:
60. მხარეთა დავას და სასამართლოს ეჭვს არ იწვევს ის გარემოება, რომ 2018 წლის 5 ოქტომბერს ე----- მ--–--ის ბინაში, 2018 წლის 16 ოქტომბერს ს------- ვ---–--–-----ის ბინაში და 2018 წლის 22 ოქტომბერს თ----- თ---------ის ბინაში მოხდა ქურდობის ფაქტები, რომელთა შედეგად აღნიშნულ პირებს მიადგათ მატერიალური ზიანი, თუმცა ბრალდების მხარის ვერსიამ, რომ ქურდობის ფაქტები სწორედ ხ--–--–---–მა და ა---------მ ჩაიდინეს, დადასტურება ვერ ჰპოვა ამავე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით.
61. საქმეში წარმოდგენილი არ არიან ფაქტების შემსწრე, თვითმხილველი - პირდაპირი მოწმეები და ბრალდების მხარე ხ--–--–---–ის და ა---------ს ბრალეულობაზე მსჯელობისას ეყრდობა დაზარალებულების ჩვენებებს, ა---------ს და ხ--–--–---–ის საცხოვრებელი სახლებში და უ----–--ის ავტომანქანაში ჩატარებული ჩხრეკის შედეგებს, ამოცნობის ოქმებს, ვიდეო-კამერების ჩანაწერებში ასახულ ინფორმაციას, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას,62. დაზარალებულად ცნობილი თ----- თ---------ის, ე----- მ--–--ის, ს------- ვ---–--–-----ის ჩვენებები ადასტურებენ მხოლოდ მათ ბინებში მომხდარი ქურდობის ფაქტებს, თუმცა არ შეიცავენ ინფორმაციას ქურდობის ჩამდენი პირების თაობაზე. ამასთან, დაზარალებულთაგან ერთ-ერთი - თ----- თ---------ე არ დაკითხულა არსებითი განხილვისას და გამოქვეყნდა გამოძიების ეტაპზე მიცემული მისი ერთადერთი ჩვენება, რომელიც არ შეიცავს ინფორმაციას გამოკითხვის შემდეგ თ---------ის მონაწილეობით ჩატარებულ არც ერთ საგამოძიებო მოქმედებაზე, მათ შორის არც ამოცნობებთან დაკავშირებით. შესაბამისად, სასამართლოს არ მიეცა შესაძლებლობა მოესმინა მისი განმარტებები ამოცნობის გარემოებებთან და იმ ინდივიდუალურ ნიშნებთან დაკავშირებით, რომელთა საშუალებითაც წარდგენილი ნივთებიდან ამოიცნო თავისი ნივთები.
63. როგორც უკვე აღინიშნა, თ----- თ---------ის მონაწილეობით ჩატარებული არც ერთი ამოცნობის ოქმი, რომელიც ბრალდების მხარის პოზიციით ბრალდების უტყუარად დამადასტურებელი მტკიცებულებაა, არ შეიცავს ინფორმაციას ა---------ს სახლის ჩხრეკისას, ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას, უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი ნივთები არის თუ არა სწორედ ა---------ს ბინის, ხ--–--–---–ის ბინის, უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები. აღნიშნულ კითხვას პასუხი ვერ გაეცემა თვითონ თ---------ის მიერ გამოკითხვისას დასახელებული ნივთების აღწერილობით, რადგან ის ძალიან ზოგადია და ვერც ამოცნობამდე გამომძიებლის მიერ ნივთმტკიცების გახსნა-დათვალიერებისას შედგენილ ოქმში ასახული აღწერილობით, რადგან ამოსაცნობად წარდგენილი სამი ნივთის ინდივიდუალური ნიშნების აღწერილობა იმდენად ერთნაირია, განსაკუთრებით ორ-ორი მათგანის, რომ შეუძლებელია ისეთ პირობებში, როდესაც ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას რომელ ნომრად განთავდა ჩხრეკებისას ამოღებული ნივთები და არც ისაა მითითებული საბოლოოდ თ---------ემ სწორედ ჩხრეკებისას აღმოჩენილი ნივთები ამოიცნო თუ არა, - უტყუარად იქნეს გარკვეული და დადასტურებული თ----- თ---------ის მიერ იმ ნივთების ამოცნობა, რომელიც საგამოძიებო მოქმედებების შედეგად იქნა საქმეზე ამოღებული და დამაგრებული.
64. იგივე უნდა ითქვას დაზარალებულ ე----- მ--–--ის და დაზარალებულ ს------- ვ---–--–-----ის მონაწილეობით ჩატარებულ ნივთის ამოცნობის ოქმებზეც. არც ერთი მათგანი არ შეიცავს ინფორმაციას ა---------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები რომელ ნომრად იქნა წარდგენილი მათ წინაშე და მათ მიერ ამოცნობილი ნივთები არის თუ არა სწორედ ა---------ს ბინის ჩხრეკისას აღმოჩენილი. ამოსაცნობად წარდგენილი სამი ნივთის აღწერილობა კი იმდენად ერთნაირია, განსაკუთრებით ორ-ორი მათგანის, რომ ოქმში გაკეთებული შესაბამისი ჩანაწერის გარეშე შეუძლებელია განსხვავების პოვნა და გამიჯვნა ა---------ს სახლის ჩხრეკისას ამოღებული ნივთის და ამოცნობისთვის გამოყენებულ აბსოლუტურად სხვა პირის თუ პირების კუთვნილი ნივთებისა.
65. საქართველოს უზენაესმა სასამართლომ თავის არაერთ და მათ შორის 2015 წლის 3 აპრილის, N448 აპ-14 გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ მხოლოდ ნაქურდალი ნივთის ბრალდებულისთვის აღმოჩენა, ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მისი დამნაშავედ ცნობისთვის, თუ ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს თუ რა გარემოებებში და ვინ დაეუფლა ნივთებს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით. საკასაციო პალატამ შეუძლებლად მიიჩნია ასეთ მოცემულობაში პირის დამნაშავედ ცნობა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანა.
66. ამდენად, მხოლოდ მოპარული ნივთის ბრალდებულთან აღმოჩენით ვერ იქნება უტყუარად დადასტურებული ამ ნივთის სწორედ მის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლების ფაქტი. ამიტომ სხვა უტყუარი მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ ეს მოცემულობა არ ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს.
67. რაც შეეხება ბრალდების მხარის სხვა მტკიცებულებებს, ასეთია ვიდეო-კამერების ჩანაწერები, რომლებში ასახული ინფორმაცია ბრალდების მხარის პოზიციით უტყუარად ადასტურებს ხ--–--–---–ის და ა---------ს მიერ თ----- თ---------ის, ასევე ა---------ს მიერ ე----- მ--–--ის და ს------- ვ---–--–-----ის საცხოვრებელი ბინების გაქურდვის ფაქტს, კერძოდ, ჩანს როგორ შედიან ისინი ქურდობის დღეს თ---------ის, მ--–--ის, ვ---–--–-----ის საცხოვრებელი კორპუსების შესასვლელებში.
68. სასამართლომ გამოიკვლია რა აღნიშნული ჩანაწერები, განმარტავს, რომ ისინი ნამდვილად ვერ იქნება შეფასებული ბრალდების დამადასტურებელ მტკიცებულებებად, რადგან მათში ასახული პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. ფარნავას მეფის N108-ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის შესასვლელ დერეფანში დამონტაჟებული კამერის მიერ გადაღებულ კადრში ჩანს 15:41 საათზე კორპუსში შემავალი საშუალოზე დიდი ზომის ქოლგით ხელში მამაკაცი, რომლის სხეულის დიდ ნაწილს, სახეს კი სრულად ფარავს ქოლგა და იდენტიფიცირება შეუძლებელია. მის უკან მიდის შავკეპიანი მამაკაცი, რომლის სახე ასევე არ ჩანს. ქოლგიან და კეპიან მამაკაცებში ი-–-- ა---------ს ან დ----- ხ--–--–---–ის შეცნობა შეუძლებელია.
69. საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეულ იქნა სასამართლოს განჩინების საფუძველზე ხ--–--–---–ის ქ. N20-ში მდებარე "უნიმედი აჭარას" ვიდეოსათვალთვალო სისტემიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები, რომლებიც ბრალდების მხარის პოზიციით, ადასტურებენ ე----- მ--–--ის ბინის ი-–-- ა---------ს მიერ გაქურდვის ფაქტს, კერძოდ ჩანს როგორ შედის ის 2018 წლის 4 ოქტომბერს მ--–--ის საცხოვრებელ კორპუსის სადარბაზოში.
70. სასამართლომ გამოიკვლია რა აღნიშნული ჩანაწერი, აღნიშნავს, რომ მასში ასახული პირების იდენტიფიკაცია შეუძლებელია. კადრში ჩანს სადარბაზოს შესასვლელი, სადაც შედის და გარკვეული პერიოდის შემდეგ გამოდის ორი მამაკაცი, ორივეს თავზე ახურავს კეპი და სახე არც ერთს უჩანს.
71. სასამართლომ გამოიკვლია ასევე მოსამართლის განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი, პ--–------------------ში არსებული ვიდეო კამერების ჩანაწერები, რომელზე ასახული ინფორმაცია აბსოლუტურად არაიმფორმატიულია და გაურკვეველია საქმეზე მისი დამაგრების მიზანშეწონილობა. რაც შეეხება გ------------ის N63-ში განთავსებული კამერების ჩანაწერებს, ტექნიკური ხარვეზის გამო მისი გამოკვლევის გართულების შემდეგ ბრალდების მხარემ მოხსნა აღნიშნული ჩანაწერი მტკიცებულებებიდან.
72. ამდენად, სასამართლომ იხილა და გამოიკვლია ვიდეო-კამერების ჩანაწერები და უშუალოდ დარწმუნდა მასში ასახული პირების იდენტიფიცირების შეუძლებლობაში. მიუხედავად იმისა, რომ საქმე რამდენიმე თვის განმავლობაში იხილებოდა და სასამართლოს ჰქონდა შესაძლებლობა ბრალდებულების ვიზუალური მონაცემების კარგად დანახვა-დამახსოვრებისა, კადრებში ასახულ პირებთან მათ იგივეობაში დარწმუნება შეუძლებელია, არც ერთ კადრში არ ჩანს სახე და არც სხვა ფიზიკური მახასიათებელი ისე მკაფიოდ, რომ იდენტიფიცირება უტყუარად იყოს შესაძლებელი. აღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო ვერ გაიზიარებს სასამართლო განხილვისას დაკითხული პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს, რომლებმაც გამოძიების ეტაპზე მონაწილეობა მიიღეს ვიდეოკადრების დათვალიერებაში და მათი მტკიცებით, შეძლეს ამ კადრებში ბრალდებულების შეცნობა - "სიარულის მანერით". კადრებში ჩანს მხოლოდ ქოლგიანი და კეპიანი მამაკაცების მიერ რამდენიმე მეტრზე გადადგმული რამდენიმე ნაბიჯი და რომც არსებობდეს "სიარულის მანერით" ადამიანის უტყუარად ამოცნობაში დარწმუნების ალბათობა, რამდენიმე ნაბიჯზე ფეხის გადადგმა სიარულის მანერაზე წარმოდგენის შესაქმნელად არასაკმარისია.
73. კიდევ ერთი მტკიცებულება, რომელიც ბრალდების მხარემ წარმოუდგინა სასამართლოს, არის სსიპ "ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს" ბიოლოგიური (გენეტიკური) ექსპერტიზის N001121719 დასკვნა, რომლის თანახმად ქ. ბ------–-------------------------------------დან ამოღებულ ყუთზე და საფულეზე არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, მათში ი-–-- ა---------ს და დ----- ხ--–--–---–ის გენეტიკური თანამონაწილეობა არ ვლინდება. ამდენად, აღნიშნული დასკვნა ვერ გამოდგება ბრალდების დამადასტურებელი ინფორმაციის შემცველ მტკიცებულებად.
74. რაც შეეხება საქართველოს შსს საექსპერტო-კრიმინალისტიკური დეპარტამენტის ოდოროლოგიური ექსპერტიზის N46/22-228 დასკვნას, რომელიც ბრალდების მხარის პოზიციით უტყუარად ადასტურებს ხ--–--–---–ის და ა---------ს მიმართ წარდგენილი ბრალდებების საფუძვლიანობას და ქმნის გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის საფუძველს, სასამართლო განმარტავს შემდეგს:
75. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების თანახმად, ქურდობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა ქ. ბ------–-------------------------------------ში; ქ. ბათუმში, ს. ხ--–--–---–ის ქ------------------ში და ქ. ბ------–------–--------------------------ში.
76. ბრალდების შესახებ დადგენილების თანახმად, ქურდობის ფაქტებს ადგილი ჰქონდა - ქ. ბ------–-------------------------------------ში; ქ. ბათუმში, ს. ხ--–--–---–ის ქ. N205, ბინა N160-ში და ქ. ბ------–------–--------------------------ში.
77. საქმეში წარმოდგენილ მასალებში არსებობს მხოლოდ სამი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი. აქედან ერთი დათვალიერებისას, კერძოდ, ე----- მ--–--ის საცხოვრებელი ბინის დათვალიერებისას სუნის ნიმუშის აღება არ მომხდარა.
78. ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, შემთხვევის ადგილებიდან, კერძოდ: ქ. ბ------–------–--------------------------------------–------–--–---–----------------------------------------–------------------------------------------- აღებული სუნის კვალის ნიმუშები იდენტურია ბრალდებულების - დ----- ხ--–--–---–ის და ი-–-- ა---------სგან აღებული სუნის ნიმუშებისა.
79. ბრალდების მხარეს ოდოროლოგიური ექსპერტიზის გამოკვლევის, ექსპერტის დაკითხვის მიმდინარეობისას, ისევე როგორც დასკვნითი სიტყვის წარდგენისას, არც ერთხელ მიუთითებია ამ დასკვნის არარელევანტურობაზე ა---------ს მიმართ წარდგენილ რომელიმე ბრალდებასთან, არ უხსენებია რომ არ ეხებოდა რომელიმე ეპიზოდს და აღნიშნულ მტკიცებულებას იყენებდა სამივე მისამართზე ჩადენილი ქურდობის ფაქტის დამადასტურებელ ინფორმაციად (იხ. სასამართლო სხდომის ელექტონული ოქმი).
80. ამდენად, ისეთ პირობებში, როდესაც საქმის მასალებში არ არსებობს შემთხვევის ადგილის დათვალიერების მესამე ოქმი - თ---------ის და ვ---–--–-----ის ბინების დათვალიერების ოქმების გარდა, რომლითაც დადასტურდებოდა საექსპერტი კვლევისთვის სუნის ნიმუშების აღების ფაქტი, ოდოროლოგიური ექსპერტიზა კი ჩატარდა სამი ლოკაციიდან აღებულ ნიმუშებზე, ბრალდების მხარეს არ მიუთითებია ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მითითებული სამ მისამართზე აღებული ნიმუშებიდან არც ერთზე, როგორც განსახილველ საქმეზე არარელევანტურ ინფორმაციაზე, -- სასამართლო მიიჩნევს, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა განხილულ უნდა იქნას როგორც ი-–-- ა---------ს მიმართ წარდგენილ სამივე ბრალდებასთან შემხებლობაში არსებული ინფორმაცია, როგორც თავად ბრალდების მხარე განიხილავდა ასეთად.
81. ასეთ შემთხვევაში კი ჩნდება კითხვა - ე----- მ--–--ის საცხოვრებელი ბინიდან სუნის კვალის ნიმუშის არაღების პირობებში, როგორ იქნა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი ამ ბინიდან აღებული სუნის ნიმუშის იდენტურობა ა---------ს და ხ--–--–---–ისგან აღებულ სუნის ნიმუშებთან. მით უფრო, რომ ხ--–--–---–ს არ ედავებიან აღნიშნული ბინის ქურდობას. ხოლო რაც შეეხება ბინის ნომრის სხვაობას, როგორც უკვე აღინიშნა, მსგავსი სხვაობები დაფიქსირებულია ბრალდების შესახებ დადგენილებაშიც და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმებში მითითებული ნომრებისგან განსხვავებული ნომრებია აღნიშნული. საქმეში დაშვებული ნებისმიერი ბუნდოვანება, მტკიცებულებებში არსებული ნებისმიერი უზუსტობა, ამ მტკიცებულების სასამართლოში წარმდგენი მხარის პასუხისმგებლობა და ტვირთია და მსგავსი ბუნდოვანებები ამყარებს მხოლოდ ეჭვებს, ნებისმიერი ეჭვის შემთხვევაში კი საკითხი წყდება ბრალდებულის სასარგებლოდ.
82. სსსკ-ის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად: მტკიცებულება დაუშვებელია, თუ იგი მოპოვებულია ამ კოდექსით დადგენილი წესის დაცვით, მაგრამ უარყოფილი არ არის გონივრული ეჭვი მისი შესაძლო გამოცვლის, მისი ნიშან-თვისებების არსებითი შეცვლის ან მასზე დარჩენილი კვალის არსებითი გაქრობის შესახებ.
83. ცალკე აღნიშვნის საგანია თავად ოდოროლოგიური ექსპერტიზის ჩატარების თავისებურებები და ის გარემოება, რომ ის ერთადერთი სახეა ექსპერტიზის, რომელიც ტარდება ცხოველის მიერ გამოვლენილ ინსტინქტებზე დაყრდნობით და ადამიანის მონაწილეობა და როლი, მინიმალურია.
84. საქარველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საკასაციო პალატამ - 14. 11. 08. N303-აპ განჩინებაში მიუთითა, რომ "ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში მოხსენიებულ სასამსახურო ძაღლებთან დაკავშირებით ცალკე გამოკვლევის და მსჯელობის საგანი უნდა იყოს ცხოველის გამოყენებით მიღებული მონაცემების საიმედოობა და უტყუარობა ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნაში რამდენად იყო სათანადო მეცნიერული მეთოდით შემოწმებული და დასაბუთებული".
85. სასამართლოს წინაშე წარმოდგენილი დასკვნა არ შეიცავს რაიმე მსჯელობას და მითითებას რომელი მეცნიერული მეთოდით იქნა შემოწმებული და დასაბუთებული ცხოველის გამოყენებით მიღებული მონაცემების სანდოობა.
86. ბრალდების მხარის ვერსიით, თ----- თ---------ისგან მოპარული ნივთების ნაწილი ი-–-- ა---------მ და დ----- ხ--–--–---–მა გაასაღეს ნ-------- უ----–--ეზე. ამ უკანასკნელის მფლობელობაში არსებული ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთებიდან კი თ----- თ---------ემ ამოუცნო თავისი კუთვნილი საათები. აღნიშნული გარემოება, ბრალდების მხარის მითითებით, ადასტურებს როგორც ხ--–--–---–ის და ა---------ს, ისე უ----–--ის მიმართ წარდგენილ ბრალდებებს, კერძოდ:
3. ნ-------- უ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდების ეპიზოდი:
ბრალდების არსი:
87. ნ-------- უ----–--ემ, გამოძიებით დაუდგენელ დროსა და ვითარებაში, დ----- ხ--–--–---–ისგან და ი-–-- ა---------სგან შეიძინა, წინასწარი შეცნობით, დანაშაულებრივი გზით მოპოვებული „TISSOT”- ის, „FEDERIQUE CONSTANT”-ის, “SWATCH”- ის“ ფირმის მაჯის საათები, ასევე “INVICTA”-ს ფირმის ორი ცალი მაჯის საათი. ნ-------- უ----–--ე მის მფლობელობაში არსებული SB-155-SS სახელმწიფო სანომრე ნიშნის მქონე „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანით გადაადგილდებოდა ქ. ბათუმში, რა დროსაც მის მფლობელობაში არსებული „ლექსუსის“ მარკის ავტომანქანიდან ამოღებული იქნა ზემოაღნიშნული ნივთები.
88. ნ-------- უ----–--ეს წარედგინა ბრალდება, გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით;
სასამართლომ დაადგინა:
89. სასამართლომ გააანალიზა რა მის წინაშე წარდგენილი მტკიცებულებები, მიიჩნევს, რომ ბრალდებული ნ-------- უ----–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნეს ცნობილი და გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში, რადგან საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. მოცემულ საქმეში კი არ მოიპოვება საკმარისი მტკიცებულებები ბრალდების მხარის იმ ვერსიის უტყუარად დასადატურებლად, რომლის მიხედვით, ნ-------- უ----–--ემ ჩაიდინა ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედება, კერძოდ:
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
წინასწარი შეცნობით დანაშაულებრივი გზით მოპოვებული ქონების შეძენა და ფლობა;
90. საქმეში წარმოდგენილი ინფორმაციული პატაკის თანახმად, 2018 წლის 24 ოქტომბერს დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელმა ჯ----–-----–----ემ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მასზედ, რომ თ----- თ---------ის ბინიდან ნაქურდალი ნივთები შეძენილი აქვს და გასაღებას აპირებს ნ-------- უ----–--ე, რომელიც "ლექსუსის" მარკის ავტომანქანით უნდა მივიდეს გა---------------------ის მიმდებარედ და თან აქვს ნაქურდალი ნივთები, მათ ნაწილს უნდა ინახავდეს ასევე თავის საცხოვრებელ სახლში.
91. მოწმე ჯ----–-----–----ემ სასამართლოში დაკითხვისას დაადასტურა მითითებული შინაარსის ოპერატიული ინფორმაციის მიღების ფაქტი, რომლის თაობაზე მოახსენა ხელმძღვანელობას წერილობითი პატაკით.
92. 2018 წლის 24 ოქტობერს გადაუდებელი აუცილებლობით ქ. ბათუმში, გა---------------------ის მიმდებარედ ქუჩაში ჩატარებული ნ-------- უ----–--ის პირადი (რომელიც ასევე მოიცავდა ავტომანქანის ჩხრეკას) ჩხრეკისას მისი მართვის ქვეშ არსებული მანქანის უკანა სავარძლიდან ამოღებულ იქნა "FEDERIKO KONSTANT"-ის, "INVIQTA"-ს, "TISOT"-ის ფირმის მაჯის საათები. ამოღებული ნივთები დაილუქა ადგილზე.
93. ჩხრეკის ჩამტარებელმა გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ, ჩხრეკაში მონაწილე ინსპექტორ-გამომძიებლებმა - ი-----–- მ------–--ემ და ჯ---------–---–მა სასამართლოში მოწმედ დაკითხვისას დაადასტურეს ჩხრეკის ოქმში მითითებული გარემოებების სისწორე.
94. იმავე დღეს, 2018 წლის 24 ოქტომბერს ჩხრეკა ჩატარდა ნ-------- უ----–--ის საცხოვრებელ სახლშიც, მდებარე, ქ---------–---------------------------ში. ბინის ჩხრეკისას ამოღებული იქნა საათები და სამკაულები, თუმცა მათი კავშირი განსახილველ საქმესთან არც გამოძიების, არც სასამართლო განხილვის ეტაპზე არ დადგენილა.
95. ნივთმტკიცების გახსნის და დათვალიერების ოქმის თანახმად, გამომძიებელმა ჯ------ მ--–--ემ ამოცნობის ჩატარების მიზნით გახსნა დალუქული პაკეტები და დაათვალიერა ნ-------- უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული ნივთები - "FEDERIKO KONSTANT"-ის, "INVIQTA"-ს, "TISOT"-ის ფირმის მაჯის საათები.
96. 2018 წლის 25 ოქტომბერს შედგენილი ნივთის ამოცნობის ოქმით დასტურდება, რომ დაზარალებულ თ----- თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "TISOT"-ის ფირმის სამი საათი, ერთმანეთის მსგავსი, ხოლო ორი მათგანი აბსოლუტურად იდენტური აღწერილობის და მან ამოიცნო „TISOT-ის“ ფირმის მამაკაცის მაჯის საათი, რომელიც ფ---------------------------, ბინა N21-დან მოიპარა მისთვის უცნობმა პიროვნებამ. ამოცნობის ოქმი არ შეიცავს ინფორმაციას უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული საათი რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი მაჯის საათი არის თუ არა სწორედ უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთი.
97. იგივე უნდა ითქვას იმავე დღეს ჩატარებულ კიდევ ორ ამოცნობაზე, რომელთა ოქმების თანახმად, თ----- თ---------ეს ამოსაცნობად წარედგინა "FEDERIKO KONSTANT"-ის, "INVIQTA"-ს ფირმის საათები და ერთმანეთის მსგავსი, ხოლო ორ შემთხვევაში აბსოლუტურად იდენტური აღწერილობის სამ-სამი საათიდან ამოიცნო ერთ-ერთი, რომელიც მისი ბინიდან მოიპარეს 2018 წლის 22 ოქტომბერს. ამოცნობის ოქმები არც ამ შემთხვევაში შეიცავს ინფორმაციას უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას ამოღებული საათები რომელ ნომრად იქნა წარდგენილი ამომცნობის წინაშე და ამ უკანასკნელის მიერ ამოცნობილი საათები არის თუ არა სწორედ უ----–--ის ავტომანქანის ჩხრეკისას აღმოჩენილი ნივთები.
98. თავად თ---------ე არ დაკითხული არსებითი განხილვისას და მისი ჩვენებით არ შევსებულა ამოცნობის ოქმებში არსებული ინფორმაციული ხარვეზები.
99. ყველაზე მთავარი კითხვა, რომელსაც პასუხი ვერ გაეცა ბრალდების მხარის მიერ სასამართლოში წარმოდგენილი მტკიცებულებებით, მდგომარეობს შემდეგში: გარდა ჯ----–-----–----ის ოპერატიული პატაკისა, რომელიც თავისი არსით ვერ იქნება მიჩნეული რაიმე გარემოების დამადასტურებელ მტკიცებულებად, რა ინფორმაცია მოიპოვა ბრალდების მხარემ იმ გარემოების დასადასტურებლად, რომ ნ-------- უ----–--ემ წინასაწარი შეცნობით ი-–-- ა---------ს და დ----- ხ--–--–---–ისგან შეიძინა ნაქურდალი ნივთები. უ----–--ე დაკავების დღიდანვე კატეგორიულად გამორიცხავდა აღნიშნულს. მითითებულ ფაქტს არ ადასტურებენ არც ხ--–--–---–ი და ა---------. ბრალდების მხარის შუამდგომლობით, ბათუმის საქალაქო სასამართლომ 2018 წლის 31 ოქტომბერს გასცა 11/დ-473 განჩინება ინფორმაციის გამოთხოვის თაობაზე, კერძოდ, პროკურატურამ მიიღო ნებართვა უ----–--ეს, ხ--–--–---–სა და ა---------ს შორის 2018 წლის 10 ოქტომბრიდან 2018 წლის 24 ოქტომბრამდე პერიოდში არსებული შესაძლო კავშირების დასადგენად, ოპერატიულ-ტექნიკური სააგენტოდან მათ სარგებლობაში არსებული მობილური ტელეფონების ნომრებზე შემავალი და გამავალი ზარების და მომსახურე ანძების დეტალური ნუსხის მისაღებად და გასაშიფრად.
100. განჩინების საფუძველზე გამოთხოვილი ინფორმაცია არ ერთვის საქმეს, შესაბამისად, უცნობია, დადგინდა თუ არა ბრალდებით გათვალისწინებულ პერიოდში რაიმე კავშირი ამ პირებს შორის. არათუ დანაშაულებრივი ურთიერთობის, არამედ უბრალო ნაცნობობის ფაქტის უტყუარად დასადასტურებლადაც არ კმარა მოწმე პოლიციელის განმარტება იმის თაობაზე, რომ ქუჩაში ერთად მოსაუბრე უ----–--ე, ა--------- და ხ--–--–---–ი დაინახა. მყარი, უტყუარი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებების ერთობლიობა ბრალდებულებს შორის დანაშაულებრივი კავშირების არსებობის ფაქტის დასადასტურებლად ბრალდების მხარეს არ მოუპოვებია. თუნდაც დანაშაულის საგნის ბრალდებულთან აღმოჩენა კი, როგორც უკვე აღინიშნა, საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებით (2015 წლის 3 აპრილის, N448 აპ-14 გადაწყვეტილება) ვერ ქმნის გონივრულ ეჭვს მიღმა შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობას, მისი დამნაშავედ ცნობისთვის, თუ ბრალდების მხარე ვერ წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს თუ რა გარემოებებში განხორციელდა დანაშაულებრივი ქმედება.
101. ბრალდების მხარის მტკიცებულებებით შექმნილ მოცემულობის პირობებში, გაურკვეველი რჩება რამ გამოიწვია ერთნაირი ფაქტობრივი გარემოებების არსებობის შემთხვევაში, ერთი და იგივე ძალის და მნიშვნელობის მქონე ინფორმაციის ფონზე ნ-------- უ----–--ისთვის სსკ-ის 186-ე, ხოლო ა---------ს და ხ--–--–---–ის შემთხვევაში სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედებების ბრალად შერაცხვა. როგორც ამ უკანასკნელების, ისე უ----–--ის მიმართ ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებს საფუძვლად დაედო ოპერატიული ინფორმაცია, საგამოძიებო მოქმედებების შედეგად სამივე მათგანის შემთხვევაში ამოღებულ იქნა ნივთები, რომლებიც ბრალდების მხარის ვერსიით მოპარულია თ----- თ---------ის საცხოვრებელი ბინიდან, თუმცა, საბოლოოდ, ერთნაირი მოცემულობის პირობებში აღნიშნული პირებს სხვადასხვა ბრალდებები წარედგინათ. როგორც უკვე აღინიშნა, სხვაობა მხოლოდ ოპერატიული ინფორმაციის შინაარსია, მასზე დაყრდნობით კი რაიმეს დადასტურებულად მიჩნევა, ან გამორიცხვა საფუძველშივე მცდარი პოზიციაა, რადგან ოპერატიული ინფორმაცია უცნობი წყაროსგან მიღებული ინფორმაციაა, რომელიც არ გამოკითხულა და ვერც მომავალში გამოიკითხება საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებების თაობაზე.
102. ზემოაღნიშნული გარემოებებიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ბრალდების მხარის ვერსია, რომლის მიხედვითაც ბრალდებულებმა ი-–-- ა---------მ, დ----- ხ--–--–---–მა და ნ-------- უ----–--ემ ჩაიდინეს ბრალად წარდგენილი დანაშაულებრივი ქმედებები, ვერ სცილდება ვარაუდის და დაუდასტურებელი ეჭვის დონეს, რაც არ შეიძლება საფუძვლად დაედოს გამამტყუნებელ განაჩენს. სისხლის სამართლის პროცესის სახელმძღვანელო პრინციპების მიხედვით, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალდების მხარეს, მტკიცებულებათა შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი საეჭვო გარემოება, რომელიც ვერ დადასტურდება ბრალდების მხარის მიერ სასამართლოსთვის წარდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცებულებებათა ერთობლიობით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.
103. სასამართლო აღნიშნავს, რომ დანაშაულის შემადგენლობისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტის დადგენისათვის საჭიროა პირდაპირი მტკიცებულებების არსებობა, რაც გამყარებულია მოქმედი კანონმდებლობით, კერძოდ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლით რეგლამენტირებულ გამამტყუნებელი განაჩენისათვის საჭირო უტყუარ მტკიცებულებებში. სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის დადგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტში მოიაზრება სწორედ პირდაპირი მტკიცებულებების საჭიროება, რომელიც დამოკიდებულია ყოველი კონკრეტული საქმის ფაქტობრივ გარემოებებზე და ერთმნიშვნელოვნად არ იძლევა ყველა შემთხვევაში რაოდენობრივად თუნდაც მხოლოდ ორი პირდაპირი მტკიცებულების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის უპირობოდ გამოტანის შესაძლებლობას. პირდაპირი მტკიცებულებით უნდა დასტურდებოდეს დანაშაულის შემადგენლობის ყველა ნიშანი, რაც ქმედების დანაშაულად კვალიფიკაციისათვის არის სავალდებულო.
104. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტია – სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
105. საქართველოს სისხლის სამართლოს საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.
106. იგივეს მიუთითებს სსსკ-ის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილი, რომლის მიხედვით, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.
107. საქართველოს სსსკ-ის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.
108. სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან.
109. სასამართლო განმარტავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი პირდაპირი მტკიცებულების არსებობას გულისხმობს, რომლებიც ნეიტრალურ და გონივრულად მოაზროვნე პირს დაარწმუნებენ ბრალდებულის მიერ ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენაში. მტკიცებულებათა დამაჯერებლობის ხარისხი იმდენად მაღალი უნდა იყოს, რომ ეჭვს ან ვარაუდს არ უნდა იწვევდეს ბრალდებულის მიმართ. მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ადგენს და ადასტურებს გარკვეულ ფაქტებს და გარემოებებს, არ უნდა ბადებდეს ისეთ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭქვეშ დააყენებს და გონივრულ კითხვებს გააჩენს ამ პოზიციის საწინააღმდეგოდ. განსახილველ შემთხვევაში ბრალდების მხარემ ვერ შეძლო გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ი-–-- ა---------ს, დ----- ხიმსიაშვილის და ნ-------- უ----–--ის მიმართ წარდგენილი ბრალდებების დადასტურება.
110. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, ადამიანის პიროვნული თავისუფლების მნიშვნელობიდან გამომდინარე, საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტი მოითხოვს, რომ მტკიცებულებების შეფასებისას წარმოშობილი ნებისმიერი ეჭვი გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს მტკიცებულებითი სტანდარტი ვალდებულებას აკისრებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას სამხილებს შორის არსებული კონფლიქტები, სათანადოდ აწონოს მტკიცებულებები და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობის, მისი თავისუფლების სასარგებლოდ. გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი უნდა გამორიცხავდეს ეჭვებისა და ვარაუდების საფუძველზე პირისათვის სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის დაკისრებას და, ამდენად, ამყარებდეს საზოგადოების ნდობას სისხლის სამართლის საქმეზე მართლმსაჯულების მიმართ .
სამართლებრივი შეფასება :
111. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზე არ არის გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ, შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ი-–-- ა---------ს, დ----- ხ--–--–---–ის და ნ-------- უ----–--ის წარდგენილ ბრალდებებში დამნაშავედ ცნობისა და მათ მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის. ბრალდების მხარის მიერ არ იქნა წარმოდგენილი გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო უტყუარი, დამაჯერებელი, ურთიერთშეთანხმებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომლებიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა მის ბრალეულობაში, რის გამოც ი-–-- ა---------, დ----- ხ--–--–---–ის და ნ-------- უ----–--ე უდანაშაულოდ უნდა იქნენ ცნობილნი და გამართლდნენ წარდგენილ ბრალდებებში.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
112. სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნივთმტკიცებად ცნობილი - თ----- თ---------ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი, ხელის კვლები ორ ცალ დაქტილოფირზე და სუვენირის კოლოფიდან ორ ცალ ამონაჭერზე ამოღებული ხელის კვლები, დ----- ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ანაწმენდები, ბრალდებულ დ----- ხ--–--–---–ისგან და ი-–-- ა---------სგან აღებული ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დაქტილოფირზე, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი, დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული აბები და ნივთიერი მტკიცებულებებიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
- თ----- თ---------ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული ბინის შესასვლელი კარის საკეტის გულა და გასაღები, ორი ცალი მუყაოს კოლოფი და ერთი ცალი საფულე ელვა შესაკრავით, ნ-------- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „FREDERIQUE CONSTANT“-ს ფირმის მაჯის საათი, ასევე „TISSOT“-ის და „INVICTA“-ს ორი ცალი მაჯის საათი, პენიტენციური დაწესებულებიდან ამოღებული დ----- ხ--–--–---–ის ტანსაცმელი, ი-–-- ა---------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „QUARTZ“-ს ფირმის მაჯის საათი და ქალის ერთი ცალი მაჯის ვერცხლისფერი საათი და ერთი ცალი რგოლებიანი (ჯაჭვისებური) სამაჯური, დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელი ჩხრეკის დროს ამოღებული „INVIQTA“-ს და „SWATCH“-ის ფირმის საათები და მინი ქანდაკება კასრისა და ორი ადამიანის გამოსახულებით, დ----- ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყველა სხვა ნივთი (იხ. ბინის ჩხრეკის ოქმი), ე----- მ--–--ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა და გასაღები, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული მუყაოს ყუთი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ.
- ქ. ბ------–----------------------------------დან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული ვიდეო- ჩანაწერები კომპაქტ დისკზე; კომპაქტ დისკი, რომელშიც ჩაწერილია 01.11,2018 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომელშიც ჩაწერილია 25.10.2018 წელს და 26.10.2018 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
- განსახილველ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებებად ცნობილია ასევე ნ-------- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „iphone 7“ -ის ფირმის მობილური ტელეფონი და „PHILIPPE“-ს ფირმის მაჯის საათი, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე, ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით SB-155-SS, რომელიც გაჩერებულია შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ეზოში და ნ-------- უ----–--ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ნივთები. აღნიშნულ ნივთებს შეხება არ აქვთ წარდგენილ ბრალდებასა და საქმის გარემოებებთან, რის გამოც სსსკ-ის 81-ე მუხლის პირველი ნაწილით დადგენილი წესის თანახმად, ნ-------- უ----–--ეს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს უნდა დაუბრუნდეს პირველი ინსტანციის სასამართლოს შემაჯამებელი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, რადგან არ არსებობს საფუძველი საქმესთან კავშირში არარსებული ამ ნივთების დაბრუნების საკითხის გადაწყვეტა მოხდეს საქმეზე მხოლოდ საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, რაც სრულიად უსაფუძვლოდ, თან ხანგრძლივი დროით შეზღუდავს პირის კანონიერ უფლებას ფლობდეს და სარგებლობდეს თავისი კუთვნილი ნივთებით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
აღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის მე-20, 255-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 270-276-ე, 277-ე, 279-ე, 280-ე, 292-ე, 293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
1. ბრალდებული დ----- ქ----–-ს ძე ხ--–--–---–ი ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ და მე-3 ნაწილის „ა“ და „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებაში.
დ----- ხ--–--–---–ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.
2. ბრალდებული ი-–-- გ--ს ძე ა--------- ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „ა“, „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით, 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით და 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ და მე-4 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტებით წარდგენილ ბრალდებებში.
ი-–-- ა---------ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს და გათავისუფლდეს სასამართლო სხდომის დარბაზიდან.
3. ბრალდებული ნ-------- ი-–-ს ძე უ----–--ე ცნობილ იქნეს უდანაშაულოდ და გამართლდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 186-ე მუხლის პირველი ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში.
ნ-------- უ----–--ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება გირაო გაუქმდეს და ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 04 იანვრის განჩინებით, გირაოს უზრუნველყოფის მიზნით დადებული ყადაღა მოეხსნას - მ------------------------------- საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების, მდებარე: ქ-----------------------------------------------------------------------------------------–-------------------------------------------------------------------------------------------------------------- – 10 000 (ათი ათასი) ლარის ღირებულების წილს, განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში.
გამართლებულებს ნ-------- უ----–--ეს, დ----- ხ--–--–---–ს და ი-–-- ა---------ს განემარტოთ მიყენებული ზიანის ანაზღაურების უფლების შესახებ.
ნივთმტკიცებები - თ----- თ---------ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერების დროს ამოღებული სუნის კვალი, ხელის კვლები ორ ცალ დაქტილოფირზე და სუვენირის კოლოფიდან ორ ცალ ამონაჭერზე ამოღებული ხელის კვლები, დ----- ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ანაწმენდები, ბრალდებულ დ----- ხ--–--–---–ისგან და ი-–-- ა---------სგან აღებული ნერწყვის და სუნის ნიმუშები, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული ხელის კვლები სამ ცალ დაქტილოფირზე, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული სუნის კვალი, დ----- ხ--–--–---–ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული აბები და ნივთიერი მტკიცებულებებიდან აღებული ანაწმენდები - განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თ----- თ---------ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული ბინის შესასვლელი კარის საკეტის გულა და გასაღები, ორი ცალი მუყაოს კოლოფი და ერთი ცალი საფულე ელვა შესაკრავით, ნ-------- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „FREDERIQUE CONSTANT“-ს ფირმის მაჯის საათი, ასევე „TISSOT“-ის და „INVICTA“-ს ორი ცალი მაჯის საათი, პენიტენციური დაწესებულებიდან ამოღებული დ----- ხ--–--–---–ის ტანსაცმელი, ი-–-- ა---------ს საცხოვრებელი ბინის ჩხრეკისას ამოღებული „QUARTZ“-ს ფირმის მაჯის საათი და ქალის ერთი ცალი მაჯის ვერცხლისფერი საათი და ერთი ცალი რგოლებიანი (ჯაჭვისებური) სამაჯური, დ----- ხ--–--–---–ის საცხოვრებელი ჩხრეკის დროს ამოღებული „INVIQTA“-ს და „SWATCH“-ის ფირმის საათები და მინი ქანდაკება კასრისა და ორი ადამიანის გამოსახულებით, დ----- ხ--–--–---–ის სახლის ჩხრეკისას ამოღებული ყველა სხვა ნივთი (იხ. ბინის ჩხრეკის ოქმი), ე----- მ--–--ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა და გასაღები, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა, ს------- ვ---–--–-----ის ბინის (შემთხვევის ადგილის) დათვალიერებისას ამოღებული მუყაოს ყუთი - დაუბრუნდეთ კანონიერ მფლობელებს მათი კუთვნილების მიხედვით, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ხოლო ნ-------- უ----–--ის პირადი ჩხრეკის დროს ამოღებული „iphone 7“ -ის ფირმის მობილური ტელეფონი და „PHILIPPE“-ს ფირმის მაჯის საათი, რომლებიც ინახება შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ადმინისტრაციულ შენობაში, ასევე, ავტომანქანა, სახელმწიფო ნომრით SB-155-SS, რომელიც გაჩერებულია შსს ბათუმის საქალაქო სამმართველოს ეზოში და ნ-------- უ----–--ის საცხოვრებელი ბინიდან ამოღებული ყველა ნივთი, (რომელიც არ არის შემხებლობაში წარდგენილ ბრალდებასთან, იხ. ბინის ჩხრეკის ოქმი)- დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ან მისი ნდობით აღჭურვილ პირს, პირველი ინსტანციის შემაჯამებელი გადაწყვეტილების შემდეგ.
ქ. ბ------–----------------------------------დან ინფორმაციის გამოთხოვის შედეგად მიღებული ვიდეო- ჩანაწერები კომპაქტ დისკზე; კომპაქტ დისკი, რომელშიც ჩაწერილია 01.11,2018 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია, ორი ცალი კომპაქტ დისკი, რომელშიც ჩაწერილია 25.10.2018 წელს და 26.10.2018 წელს გამოთხოვილი ინფორმაცია, რომლებიც დალუქულ მდგომარეობაში ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - დარჩეს საქმესთან, საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს მხარეთა მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე თამარ ბეჟანიშვილი