გადაწყვეტილება

სამოქალაქო 31.05.2019
საქმის ნომერი
330210116001482419
კატეგორია
დავის ტიპი
სესხი
თარიღი
31.05.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N3-----------------

საქმე N2/25050-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

31 მაისი, 2019 წელი ქ.თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე - შორენა წიქარიძე

სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი

მოსარჩელე - მ------ გ-------–---–ი

წარმომადგენელი - დ----- ჭ-----–---–ი

მოპასუხე - ლ------------ა, ქ------- ჭ---------

წარმომადგენელი - თ----- მ---------ე

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

1.1. მოპასუხეებს ქ------- ჭ---------სა და ლ------------ას სოლიდარულად დაეკისროთ 34000 აშშ დოლარის გადახდა მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის სასარგებლოდ.

წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის ბავშვობიდან მოყოლებული არსებობდა მეგობრული ურთიერთობა, ამასთან, მოპასუხეები არიან დები, ხოლო მოპასუხე ლ------------ა კი არის მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის მეჯვარე.

მოსარჩელსი განმარტებით, 2010 წელს მას დაუკავშირდა ქ------- ჭ---------, რომელმაც სთხოვა თანხა და დაამატა, რომ თვეში 2%-ს გადაიხდიდა სარგებლის სახით. მოსარჩელემ მას განუმარტა, რომ მოგროვებული ჰქონდა სამკურნალო თანხა და შეეძლო მიეცა. ქ------- ჭ---------მ აიღო 15000 აშშ დოლარი იმ პირობით. რომ თვეში გადაიხდიდა 2%-ს, ხოლო ძირ თანხას დაუბრუნებდა მისი მოთხოვნიდან 1 თვის შემდეგ. გარკვეული დროის შემდეგ მან კვლავ მოითხოვა თანხა და მოსარჩელემ დამატებით გადასცა 8000 აშშ დოლარი იგივე პირობებით. 2011 წელს მოსარჩელეს კვლავ დაუკავშირდა ქ------- ჭ--------- და სთხოვა თანხის დამატება. მოსარჩელემ მას გადასცა 6000 აშშ დოლარი. 2011 წელს მ------ გ-------–---–ს დაუკავშირდა ლ------------ა და განუცხადა, რომ მას და ქ------- ჭ---------ს კვლავ სჭირდებოდათ თანხის დამატება, რადგან დებს ჰქონდათ საერთო ბიზნესი და ერთად იყვნენ საქმეში, ერთად კისრულობდნენ ვალდებულებებს, რაზეც მოსარჩელე დასთანხმდა და მიუხედავად იმისა, რომ თვითონ აღარ ჰქონდა თანხა, თავის დას გამოართვა 7000 აშშ დოლარი და გადასცა დებს მათსავე საცხოვრებელ სახლში. მოპასუხეებმა სულ აიღეს 36000 აშშ დოლარი, რომლის სარგებელიც ხან ლ------------ას მიჰქონდა და ხან ქ------- ჭ---------ს. 2013 წლის დასაწყისში მოპასუხეებმა დაუბრუნეს 1000 აშშ დოლარი ძირი თანხიდან. 2013 წლის ბოლოს დადგინდა, რომ საჭირო იყო მოსარჩელის ინტენსიური მკურნალობა, მისი ჯანმრთელობის გამო, იგი დაუკავშირდა მოპასუხეებს და მოითხოვა მთლიანი თანხის დაბრუნება, რაზეც უთხრეს, რომ აუცილებლად დაუბრუნებდნენ უახლოეს პერიოდში. 2013 წლის ნოემბრის ბოლოს ლ------------ამ დააბრუნა კვლავ 1000 აშშ დოლარი, დანარჩენის დაბრუნებას დაპირდნენ უახლოეს მომავალში. 2014 წელს, როდესაც მოსაჩელეს გაუუარესდა ჯანმრთელობა და მოითხოვა თანხის დაბრუნება, მათ განაცხადეს, რომ ყიდდნენ უძრავ ქონებებს და გაყიდვისთანავე დაუყოვნებლივ დაფარავდნენ ვალს. წარსული ურთიერობის გამო მოსარჩლე ცდილობდა დავა მოგვარებულიყო საჩივრის გარეშე, მაგრამ ეს შეუძლებელი აღმოჩნდა. 2015 წელს მოსარჩელის დას - ი---- გ-------–---–ს, შემთხვევით ქუჩაში შეხვდა ლ------------ა, რომელსაც მოსთხოვა ვალის დაბრუნება, ამას მოჰყვა ჩხუბი, რაზეც აღიძრა საქმე. მოპასუხე ქ------- ჭ--------- არის ააიპ ს-----------------------------–-------–---------–------------------ის თავჯდომარე, ამიტომ მოსარჩელემ დახმარებისთვის მიმართა არაერთ სასულიერო პირს, რომლებიც დაუკავშირდნენ ქ------- ჭ---------ს, მან არ უარყო ვალის არსებობა და დადო გადახდის პირობა. პოლიციაში გამოკითხვისას ლ------------ამ და ქ------- ჭ---------მ აღიარეს ვალის არსებობა, თანხის წაღება-დაბრუნების ფაქტი, ასევე 34000 აშშ დოლარის ოდენობით ვალის არსებობა.

მოსარჩელემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას ისეთი ურთიერთობა არ ჰქონდა შ----- ი-----–---თან, რომ მისთვის თანხა სესხის სახით გადაეცა, ამიტომ, მისგან, ვისთვისაც თანხა არ მიუცია, ვერც მოითხოვდა ვალის დაბრუნებას. აქვე განმარტა, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეებს შორის იყო ისეთი ახლო ურთიერთობა, ისეთი სიყვარული და ნდობა, რომ რაიმე ხელშეკრულების შედგენა ან ხელწერილის ჩამორმევა არ მომხდარა. მოსარჩელეს აქვს ეჭვი, რომ მისგან 2% სარგებლით ნასესხები თანხა, მოპასუხეებმა გაასესხეს შ----- ი-----–---ზე 4%-ად. ეს არის მხოლოდ მისი ვარაუდი. მოპასუხეები არიან დები და ვინაიდან ლ------------ას არ გააჩნია არანაირი ქონება, ვალდებულებაზე პასუხისმგებლობა აიღო თვითონ, ხოლო ქ------- ჭ--------- გადგა განზე. ლ------------ა არც მალავდა, რომ თანხა მიიღო თვითონ, მაგრამ შ----- ი-----–---ზე გადასაცემად. ეს უკანასკნელი კი იხდიდა სარგებელს ყოველთვიურად 900 აშშ დოლარის ოდენობით. მოპასუხეები არიან ოჯახის წევრები, მათ აქვთ საერთო ბინზესი და ნასესხები თანხა გამოიყენეს ბიზნესისთვის. ვინაიდან მოპასუხეები თანხას არ უბრუნებდნენ, გადაწყვიტა მათი საერთო მეგობრებისთვის ეთხოვა დახმარება, ამიტომ მიმართა საპატრიარქოს და მათ საერთო მეგობარს ქ------- ვ------------ეს. მათ სთხოვა, რომ დახმარებოდნენ თანხის დაბრუნებაში და დაერიგებინათ მოპასუხეები, რომ ნასესხი თანხა დაებრუნებინათ. მამა ბ------–---ემ უთხრა, რომ ქ------- ჭ---------მ მასთან საუბარში აღიარა ვალის არსებობა და აღნიშნა, რომ სახლს ყიდდა და ვალს მალე დააბრუნებდა, თუმცა ვალდებულება დღემდე შესრულებული არ არის. ვალის დაბრუნებაზე დახმარებისთვის მოსარჩელემ ასევე მიმართა პ------------------ანს მ-----– ბოტკოლევს, რომელმაც ხელწერილიც კი დაუწერა აღნიშნულზე, რითაც ასევე დასტურდება მოაპსუხეთა ვალდებულებს მოსარჩელის წინაშე (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხეების პოზიცია

 

2.1. მოპასუხეებმა ლ------------ამ და ქ------- ჭ---------მ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნეს და განმარტეს, რომ მხარეთა შორის არასოდეს წარმოშობილა სასესხო ან სხვა სახის ფულადი ურთიერთობა. მოპასუხეებს ლ------------ასა და ქ------- ჭ---------ს მ------ გ-------–---–ისგან არც სესხად და არც სხვა სახით თანხა არასოდეს მიუღიათ და შესაბამისად, არც მისი დაბრუნების ვალდებულება მ------ გ-------–---–ის მიმართ არასოდეს უკისრიათ. სრულიად უსაფუძვლოა მოსარჩელის მიერ მითითებული ის გარემოება, რომ თითქოსდა ლ------------ამ და ქ------- ჭ---------მ მისგან სესხად ნაწილ–ნაწილ წაიღეს თანხები, თითქოსდა ნაწილი დააბრუნეს კიდეც და თითქოსდა აღიარებენ მოპასუხეები მოსარჩელის მიმართ 34 000 აშშ დოლარის ვალის არსებობის ფაქტს. ბუნებაში არ არსებობს მოპასუხეების მიერ მ------ გ-------–---–ის მიმართ ვალის აღიარების დოკუმენტი, რასაც სრულიად უსაფუძვლოდ უთითებს მოსარჩელე. საქმეში თავად მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი ვაკე–საბურთალოს სამმართველოს 2016 წლის 24 აპრილის #1------ წერილით დასტურდება, რომ არანაირი სისხლის სამართლის დანაშაულებრივ ქმედებასაც, თუნდაც ზეპირი ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებას მოპასუხეების მხრიდან ადგილი არ ჰქონია, რის გამოც გამოძიების დაწყებაზე მოსარჩელეს ეთქვა უარი.

 

მხარეთა განმარტებით, აღნიშნული გარემოებები ადასტურებს, რომ მოპასუხეები მოსარჩელესთან არანაირ სასესხო–ვალდებულებით ან სხვა სახის ფულად ვალდებულებით ურთიერთობაში არასოდეს არ ყოფილან. მოსარჩელის მიერ სამედიცინო დოკუმენტების წარმოდგენა განპირობებულია სასამართლოსთვის იმ სიმულაციის შექმნით, რომ თითქოსდა იგი არის ჯანმრთელობა შერყეული და უსუსური, რაც სრული აბსურდია. პირიქით, მოსარჩელის მიერ მოპასუხეებს მიმართ ხორციელდება კანონსაწინააღმდეგო და ძალადობრივი ქმედებები, მოსარჩელე ახდენს მოპასუხეთა დისკრედიტაციას, ცილისწამებას და ცდილობს ტალახი და ჩირქი მოსცხოს მოპასუხეებს, მოსარჩელე მიმართავს ასევე ფიზიკური ძალადობის მექანიზმებსაც, რათა ზეგავლენა მოახდინოს და დააკნინოს მოპასუხეები საზოგადოებასა და ეკლესიის წიაღში, სადაც მოპასუხეებს ყოველდღიურად უხდებათ ურთიერთობა. მოსარჩელის აღნიშნული უკანონო ქმედებებითა და ნერვიულობის ნიადაგზე კი მნიშვნელოვნად შეირყა მოპასუხეთა ჯანმრთელობის მდგომარეობა. მოპასუხეებს აქვთ გულის უკმარისობისა და იშემიური პრობლემები. ყოველივე აღნიშნული კი გამოწვეულია მოსარჩელის იმ დაუსრულებელი უზნეო, უკანონო და ყოველგვარი ზნეობისა და კანონის ფარგლებს გარე ქმედებებით, რასაც მოსარჩელე პერმანენტულად ახორციელებს და დასასრული არ უჩანს. მოსარჩელეს მოპასუხეთა მიმართ თავისი ქმედებების განხორციელებაში ჩართული ჰყავს თავისი და – ი---- გ-------–---–იც, რომელთანაც საერთოდ არანაირი სასესხო თუ სხვა ფულად-ვალდებულებით ურთიერთობაში არ იმყოფებიან მოპასუხეები. 2015 წლის 9 აგვისტოს მოსარჩელის და ი---- გ-------–---–ი უეცრად თავს დაესხა მოპასუხე ლ------------ას სახლთან, ბ----------ის ქუჩაზე მდებარე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიაში, როდესაც ლ------------ა ყიდულობდა პროდუქტს. ი---- გ-------–---–ი ფიზიკურად გაუსწორდა ლ------------ას, კერძოდ, სხეულზე მიაყენა დაზიანებები ნაკაწრებისა და სისხლნაჟღენთების სახით, რა დროსაც ლ------------ამ დარეკა და დამოუყოვნებლივი შეტყობინება გააკეთა შინაგან საქმეთა სამინისტროს სსიპ -112–ში. შესაბამისად, სწორედ ლ------------ას შეტყობინების საფუძველზე 2015 წლის 9 აგვიტოს აღიძრა სისხლის სამართლის საქმე შსს საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს კრიმინალური დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის საგამოძიებო სამსახურში, დანაშაული გათვალისწინებული სისხლის სამართლის კოდექსის 125–ე მუხლის პირველი ნაწილით (ცემის ფაქტზე). თუმცა, მოსარჩელის დამ - ი---- გ-------–---–მა, მიმართა მორიგ თვალთმაქცურ ქმედებას და იმისათვის, რომ თითქოსდა მის მიერ ლ------------ას მიმართ განხორცილებული კანონსაწინაღმდეგო ცემის ფაქტი დაეფარა, მომდევნო დღეს 2015 წლის 10 აგვისტოს მიმართა სამხარაულის ბიუროს და ექსპერტიზის დასკვნა გააცემინა, რომ თითქოსდა მასზე თავდასხმა განახორციელა ლ------------ამ, რის შედეგადაც თითქოსდა ლ------------ამ მიაყენა სხეულის დაზიანება. აღნიშნული ფაქტიც აჩენს ეჭვს იმის შესახებ, რომ შესაძლოა ი---- გ-------–---–მა თავის თავს თვითონვე მიაყენა თვითდაზიანება, თუკი ასეთს ჰქონდა ადგილი, რომ რამენაირად შეექმნა ყალბი არგუმენტი და საბუთი. 2015 წლის 18 სექტემბერს შეწყდა აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება, სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ქმედების არარსებობის გამო. შესაბამისად, აღნიშნული გარემოება პირიქით ადასტურებს მოსარჩელის და მისი დის - ი---- გ-------–---–ის კანონსაწინააღმდეგო ქმედებებს. შესაბამისად, არავითარი კავშირი არ აქვს ცემის ფატზე აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეს და მის მასალებს მოცემული დავის განხილვისათვის. მით უმეტეს, რომ ცემის ფაქტს ადგილი ჰქონდა სულ სხვა მხარეებს: ლ------------ასა და ი---- გ-------–---–ს შორის, კერძოდ, თავდასხმა განხორციელდა ი---- გ-------–---–ის მიერ ლ------------აზე, რაც არაფერ კავშირი არ არის საერთოდ მოსარჩელე მ------ გ-------–---–თან და მის სასარჩელო მოთხოვნასთან.

 

მოპასუხე ქ------- ჭ--------- მართლაც არის ააიპ ს-----------------------------–-------–---------–------------------ის თავმჯდომარე. ამასთან, ქ------- ჭ--------- და ლ------------ა არიან მორწმუნეები და საპატრიარქოსა და ეკლესიასთან, ასევე სასულიერო პირებთან დაახლოებული პირები. მოსარჩელე და მისი და – ი---- გ-------–---–ი კი სარგებლობენ აღნიშნული ფაქტით და დადიან ეკლესიებში, სასულიერო პირებთან და საპატრიარქოში და ახორციელებენ ლ------------სა და ქ------- ჭ---------ს დისკრედიტაციას, ცილისწამებას, ახდენენ ზეწოლას და სთხოვენ რეაგირებას სასულიერო პირებსა და საპატრიარქოს, რომ რამენაირად მოახდინონ ზეგავლენა ქ------- ჭ---------სა და ლ------------აზე, რომ აიძულონ ისინი გადაუხადონ მ------ გ-------–---–ს არ არსებული და ე.წ. ვირტუალური სესხის თანხა. შესაბამისად, ქ------- ჭ---------ს, როგორც ააიპ ს-----------------------------–-------–---------–------------------ის თავმჯდომარედ ყოფნის ფაქტს და საქმეში წარმოდგენილ ამონაწერს სამეწარმეო რეესტრიდან, არავითარი კავშირი არ აქვს მ------ გ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნასთან და დავის საგანთან.

 

მოსარჩელემ თავად კარგად იცის ის გარემოება, რომ არავითარი ფულადი თანხა მოპასუხეებისათვის არ გადაუცია და მოპასუხეებს არანაირი ვალდებულება არ აქვთ მოსარჩელის მიმართ ფულადი თანხის გადაცემაზე. მოსარჩელემ ასევე კარგად იცის ის გარემოებაც, რომ არავითარი ვალის აღიარების, სესხის ხელშეკრულება ან მსგავსი დოკუმენტი არ არსებობს.

 

გაურკვეველია მოსარჩელის მიერ მამა მ-----– ბ----------–ის სახელით წარმოდგენილი ხელწერილისა და მასში მითითებული გარემოებების სინამდვილე, ვინაიდან აღნიშნულ ხელწერილში მითითებული არც ერთი გარემოება არ არის სინამდვილე და რეალობა. მამა მ-----– ბ----------–ი არ არის საერთოდ მოპასუხე ქ------- ჭ---------ს მოძღვარი და შესაბამისად, მასთან მ------ გ-------–---–ის ვითომდა ვალის საკითხზე საუბარსაც არ ჰქონია ადგილი. მით უმეტეს, შოკის მომგვრელია ის ფაქტი, თუ ეს ხელწერილი მართლაც დაწერილია მამა მ-----– ბ----------–ის მიერ. თუმცა, არსებობს საფუძვლიანი ეჭვი იმისა, რომ აღნიშნული ხელწერილი არც არის შედგენილი მამა მ-----– ბ----------–ის მიერ და იგი მ------ გ-------–---–ის ნააზრევი და შემოქმედებაა, ან/და მეორე გარემოება თუკი აღნიშნული ხელწერილი მართლაც დაწერილია მამა მ-----– ბ----------–ის მიერ (რომელთანაც საუბარი მოპასუხეებს საერთოდ არ ჰქონიათ), ე.ი უნდა ივარაუდონ, რომ აღნიშნული არის მ------ გ-------–---–ის ზეწოლითა და მისი ნაკარნახევით დაწერილი ხელწერილი. ამდენად, მამა მ-----– ბ----------–ის ხელწერილს არ შეიძლება მიენიჭოს რაიმე სახის მტკიცებულების ძალა. მამა მ-----– ბ----------–ის აღნიშნულ ხელწერილზე მოპასუხე ქ------- ჭ---------ს მიერ მოჰყვა სათანადო რეაგირება, კერძოდ ქ------- ჭ---------მ განცხადებით მიმართა საპატრიარქოს მამა მ-----– ბ----------–ის აღნიშნულ ხელწერილში გადმოცემული გარემოებების სიცრუის თაობაზე და სთხოვა საპატრიარქოს შესაბამისი რეაგირების განხორციელებაც.

 

მოსარჩელის მხრიდან აღნიშნული სახის უზნეო და ყოველგვარ ზღვარგადასულ ქმედებას ადგილი ჰქონდა ასევე 2015 წლის გაზაფხულზე, როდესაც მ------ გ-------–---–ი თავის დასთან, ი---- გ-------–---–თან ერთად გაშმაგებული მივარდნენ ფ-----–---–----------------ში (სადაც დადიან ხშირად ქ------- და ლ------------ები წირვა–ლოცვებზე), ტაძრის წინამძღვართან მამა ბ------–---ესთან და წირვის მიმდინარეობის პროცესში დაიწყეს ყვირილი და უხამსი სიტყვებით ლ------ ქ------- ჭ----------ის ლანძღვა. ვიდრე მამა ბ------–---ემ მკაცრი და ხმამაღალი ტონით არ მოუწოდა მ------ გ-------–---–ს და მის დას, რომ დაეტოვებინათ ტაძარი, მ------ გ-------–---–ი და თავისი და არ აპირებდნენ ტაძრის დატოვებას და ცდილობდნენ მოპასუხეების მიმართ დებოშის მოწყობას. აღნიშნულის შემსწრე იყვნენ ტაძარში მყოფი მრევლი და თავად მამა ბ------–---ეც.

 

ლ------------ას და ქ------- ჭ---------ს არანაირი თანხა მ------ გ-------–---–ისგან არ მიუღიათ და შესაბამისად, არანაირი თანხის დაბრუნების ვალდებულება არ გააჩნიათ მოსარჩელის მიმართ. თუმცა, სასამართლოს ალბათ გაუჩნდება კითხვა, თუ რატომ ებრძვის ასე მოსარჩელე ქ------- და ლ------------ებს და არა სხვას და მოსარჩელე ასე დაჟინებით რატომ უთითებს რომ თითქოსდა მოპასუხეებს აქვთ ვალი მოსარჩელის მიმართ?! სასამართლოსთვის საინტერესო იქნება ის პრეისტორია, რაც რეალურად წინ უძღოდა მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის მხრიდან მოპასუხეების მიმართ სარჩელის აღძვრას სასამართლოში.

 

მოსარჩელესა და მოპასუხეთა შორის იყო დიდი ხნის მეგობრული ურთიერთობა მოყოლებული ბავშვობიდან, რასაც თავად მოსარჩელეც ადასტურებს. კერძოდ, მ------ გ-------–---–ი იყო მოპასუხე ლ------------ას ბავშვობის მეგობარი და ამავდროულად ლ------------ა არის მ------ გ-------–---–ის მეჯვარე. მ------ გ-------–---–ი ცხოვრობდა ჭ----------ის მეზობლად, კერძოდ მათი სახლის წინ მდებარე სახლში და ფაქტიურად იზრდებოდნენ ერთად. მ------ გ-------–---–ი მთელ დღეებს ატარებდა ჭ----------ის სახლში.

 

მ------ გ-------–---–ი დაკავებული იყო ფულის გაპროცენტების და მას დაგროვილი ჰქონდა გარკვეული ოდენობის თანხები და აგრძელებდა ასეთ საქმიანობას. მ------ გ-------–---–ის აღნიშნული საქმიანობის შესახებ იცოდა და იცის აბსოლუტურად ყველა მხარეთა საერთო მეგობარმა და ნაცნობმა, ვინაიდან მ------ გ-------–---–ი მუდმივად სთხოვდა დახმარებას როგორც მოპასუხეებს ისე თავის მეგობრებსა თუ ნაცნობებს, რომ დახმარებოდნენ ფულის გაპროცენტებაში, ვისაც სურდა თანხების პროცენტად აღება მისგან. მოსარჩელის აღნიშნული საქმიანობის შესახებ იცოდა ასევე მოპასუხეების დეიდაშვილის - მ----- ჯ--------ის მეუღლემ შ--–-- (შ-----) ი-----–---მაც, რომელიც 2004 წლამდე მუშაობდა შინაგან საქმეთა ორგანოებში სხვადასხვა თანამდებობებზე. შ--–-- ი-----–---ი სამსახურიდან წამოსვლის შემდეგ დაკავებული იყო კერძო სექტორში ბიზნესით. შესაბამისად, შ--–-- (შ-----) ი-----–---მა იცოდა რა თანხის გაპროცენტებაზე მ------ გ-------–---–ის სურვილის შესახებ, დაახლოებით 2004–2005 წლების გაზაფხულზე, მ------ გ-------–---–მა გააპროცენტა და სესხად გადასცა შ--–-- შ----- ი-----–---ს 36 000 აშშ დოლარი, საიდანაც მ------ გ-------–---–ი იღებდა პროცენტებს 900 დოლარს წლების განმავლობაში სარგებლის სახით შ--–-- ი-----–---ისგან. შ--–-- ი-----–---ისა და მ------ გ-------–---–ის აღნიშნული სასესხო ურთიერთობის შესახებ ცნობილი იყო ყველა გარშემომყოფისთვის და სამეგობრო წრისთვის, ვინც იცნობდა მათ და ვისაც შეხება ჰქონდა მ------ გ-------–---–თან და შ--–-- ი-----–---თან. 2012 წლიდან შ--–-- (შ-----) ი-----–---ი გახდა ავად დაავადა სიმსივნით) და შესაბამისად ჩაუვარდა ბიზნესიც და ვეღარ შეძლო მ------ გ-------–---–ისთვის პროცენტების გადახდა. 2013 წლის მაისში კი შ--–-- ი-----–---ი გარდაიცვალა. შ--–-- ი-----–---ს მ------ გ-------–---–ის გარდა დარჩა ასევე სხვა მევალეებიც, თუმცა ქონების არ არსებობის გამო მათი მოთხოვნები შ--–-- ი-----–---ის მიმართ დარჩა დაუკმაყოფილებელი. შესაბამისად, მ------ გ-------–---–ს რადგან სხვა გზა აღარ დარჩა და მიხვდა, რომ შ--–-- (შ----- ი-----–---ისგან) თანხებს ვეღარ მიიღებდა, დაიწყო პროვოკაციული, მიზანმიმართული და უზნეო საბრძოლო კამპანია მოპასუხეების მიმართ და ეს მხლოდ იმ მოტივით იქნა გაპირობებული, რომ აწ გარდაცვლილი შ--–-- ი-----–---ი იყო მოპასუხეების დეიდაშვილის (მ----- ჯ--------ის) მეუღლე, ანუ ნათესავი და შესაბამისად, ამ ნათესაური კავშირის გამო მოსარჩელე მიიჩნევს, რომ თითქოსდა სწორედ ლ------ ქ------- ჭ----------მა უნდა გადაუხადონ მას თანხა შ--–-- ი-----–---ის ნაცვლად და თითქოსდა მოპასუხეები არიან მოსარჩელის მიმართ რაიმე სახით ვალდებულნი. აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე მოპასუხეების გარდა ფულადი თანხის დაბრუნებას სთხოვს ასევე მის გარშემომყოფ პირებს, ვინც იცნობდა შ--–-- (შ-----) ი-----–---ს, კერძოდ, მხარეების მეგობარს, ქ------- ვ------------ეს, რომელთანაც მოსარჩელე სამსახურშიც კი არაერთხელ მივიდა და დაჟინებით სთხოვდა თანხის გადახდას, იმ ლოგიკით, რომ თითქოსდა ქ------- ვ------------ეს ჰქონდა ფინანსური შესაძლებლობა (იმ პერიოდში ქ------- ვ------------ემ გაყიდა თავისი კუთვნილი ბინა).

 

მ------ გ-------–---–ის სასარჩელო მოთხოვნას მოპასუხეები: ქ------- და ლ------------ები არ ეთანხმებიან, ვინაიდან სასარჩელო მოთხოვნა არის სრულიად უსაფუძვლო, დაუსაბუთებელი და არ გამომდინარეობს კანონის მოთხოვნებიდან.

 

მხარეები არასოდეს არ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში, მოპასუხეებს არანაირი თანხა სესხად და არც სხვა საფუძვლით მოსარჩელისგან არ მიუღიათ და შესაბამისად მოპასუხეებს არც არასოდეს არ გააჩნდათ არანაირი ვალდებულება მოსარჩელისათვის თანხის დაბრუნების შესახებ. ასევე, მხარეთა შორის ვალდებულება არ წარმოშობილა კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდანაც (დელიქტი ან/და უსაფუძვლო გამდიდრება). ყოველივე აღნიშნულს ადასტურებს თავად სარჩელიც და სარჩელზე თანდართული მტკიცებულებებიც. ამასთან, მხარეთა შორის ფულად ვალდებულების არ არსებობის გამო, მოსარჩელე არ შეიძლება მიჩნეული იყოს კრედიტორად, რომელსაც სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად არ შეიძლება ჰქონდეს ვალდებულების შესრულების მოთხოვნის უფლება მოპასუხეებისგან.

 

მოპასუხეების: ლ------ ქ------- ჭ----------ის მხრიდან მოსარჩელის მიმართ ვალის არსებობის აღიარებას არც ზეპირი, არც წერილობითი, არც ანგარიშსწორების ან მორიგების გზით ადგილი არასოდეს არ ჰქონია, გამომდინარე იქიდან, რომ ქ------- და ლ------------ებს არასოდეს არ მიუღიათ მ------ გ-------–---–ისგან ფულადი თანხა და არც არანაირი თანხის დაბრუნებას ან/და მისი დაბრუნების აღიარებას მოპასუხეთა მხრიდან ადგილი არ ჰქონია. ბუნებაში არ არსებობს მოპასუხეთა მხრიდან ვალის არსებობის აღიარების დოკუმენტი მოსარჩელის, მ------ გ-------–---–ის მიმართ (იხ. დაზუსტებული შესაგებელი (ტ.1, ს.ფ. 106-127) და სასამართლო სხდომის ოქმი).

 

3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. უდავო გარემოებაა, რომ მ------ გ-------–---–სა და ლ------ ქ------- ჭ----------ს შორის არსებობდა ახლო დამყარებული ურთიერთობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.2. უდავო გარემოებაა, რომ მხარეთა შორის რაიმე სახის წერილობითი ხელშეკრულება ან/და შეთანხმება ან/და ხელწერილი სარჩელში მითითებულ თანხების გასესხების თაობაზე წარმოდგენილი არ ყოფილა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

3.1.3. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელეზე დაბრუნებული იქნა 1000 აშშ დოლარი და 1000 აშშ დოლარი 2013 წლის განმავლობაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- მხარეთა ახსნა-განმარტება

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. მოსარჩელე მ------ გ-------–---–მა 2015 წლის 09 ნეომბერს მიმართ საქართველოს პატრიარქს იმის თაობაზე, რომ ლ------ ქ------- ჭ----------ის მიერ არ ხდებოდა მისგან ნასესხები თანხის დაბრუნება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- განცხადება (ტ.1, ს.ფ. 26-28)

 

4.2. საქმეში წარმოდგენილია დეკანოზ მ-----– ბ----------–ის წერილი, რომელშიც აღნიშნულია, რომ მ------ გ-------–---–ის თხოვნით შეხვდა ქ------- ჭ---------ს, რომელსაც როგორც აღმოჩნდა აქვს მ------ გ-------–---–ის ვალი თანხის სახით, ქ------- ჭ---------მ არ უარყო აღნიშნული, მაგრამ განაცხადა, რომ არ აქვს დაბრუნების საშუალება. ამბობს, რომ აქვს უძრავი ქონება და მისი გაყიდვის შემთხვევაში თანხას აუცილებლად დააბრუნებს.

 

სასამართლო სხდომაზე წარმოდგენილი იქნა 2019 წლის 30 იანვრით დათარიღებული წერილი, სადაც მ-----– ბ----------–მა მიუთითა, რომ ხელწერილი, რომლის ირგვლივაც მხარეებს შეკითხვების დასმა სურდათ, არ შეიცავდა საკმარის ინფორმაციას სადავო საკითხის გადასაჭრელად. რეალურად არ იყო ნაჩვენები პირდაპირი კავშირი სავარაუდო გამსესხებელსა თუ სავარაუდო მსესხებელს შორის, არც თანხის ოდენობაზე იყო საუბარი და ეს ყოველივე ზოგადი სურათის შესაქმნელად ვერ ივარგებდა. განსახილველი საქმისთვის აღნიშნული წერილი არ იყო არანაირი მნიშვნელობის მატარებელი და ვერც იქნებოდა, რადგან ქალბატონმა მ------ გ-------–---–მა ისარგებლა იმით, რომ მისი თხოვნა გაითვალისწინა და ესაუბრა ქალბატონ ქ------- ჭ---------ს. ეს საუბარიც მხოლოდ იმიტომ შედგა, რომ უაღრესად აგრესიული ქალბატონი მ------ გ-------–---–ი ჟურნალისტების მიყვანას აპირებდა საპატრიარქოში და ცხადია ზედმეტ აჟიოტაჟს ვერ დაუშვებდნენ, რამდენადაც ქალბატონო ჭ--------- საპატრიარქოს თანამშრომელი ეგონა. მ------ გ-------–---–მა დაუმალა, რომ მისი წერილის სასამართლოში წარდგენას აპირებდა. ქ------- ჭ---------სთან საუბრის შედეგად მამა მ-----– ბ----------–ი მხარეთა შორის სესხის არსებობას ვერც დაადასტურებდა და ვერც უარყოფდა, რადგან არ გააჩნდა სრული და საკმარისი ინფორმაცია, შესაბამისად, ვერც აღნიშნული წერილის შინაარსს დაამატებდა რამეს და ვერც ახალ ინფორმაციას მიაწვდიდა სასამართლოს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელწერილი (ტ.1, ს.ფ. 29)

- წერილი (ტ.2, ს.ფ. 123.)

4.3. საქმეზე წარმოდგენილი ამონაწერით საჯარო რეესტრიდან, ასევე რეესტრის მიერ გაცემული ცნობის თანახმად, უძრავი ქონების საკუთრების უფლებით არსებობა დასტურდება მხოლოდ ქ------- ჭ---------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2016 წლის 18 აპრილის ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 33)

- საჯარო რეესტრის ეროვნული სააგნეტოს 2016 წლის 19 აგვიატოს წერილი (ტ.1, ს.ფ. 34)

4.4. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 19 აპრილის ზეპირი გასაუბრების ოქმი ლ------------ასთან, ასევე 2016 წლის 21 აპრილის გასაუბრების ოქმი ქ------- ჭ---------სთან.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ზეპირი გასაუბრების ოქმი (ტ.2, ს.ფ. 10-14)

- ზეპირი გასაუბრების ოქმი (ტ.2, ს.ფ. 33-34)

- განცხადება (ტ.2., ს.ფ. 15-19)

4.5. მოცემულ სამოქალაქო საქმეზე დაიკითხნენ შემდეგი პირები:

 

მოწმე ნუკრი ფირცხალაშვილი (მამა ბ------–---ე) - ცხოვრობს ფერიცვალების მამათა სახელობის მონასტერში. 2004 წლიდან მოპასუხეებთან ყავს ერთი სამეგობრო წრე. იცნობს მ------ გ-------–---–საც. ქ------- და ლ------------ებს იცნობს ეკლესიიდან, ქ-------ი არის საქართველოს საპატრიარქოს მორწმუნე ქალთა საზოგადოების თავჯდომარე. საქმის ირგვლივ განმარტავს შემდეგს: ერთ დღეს, როდესაც მორჩა ღვთისმსახურებას, მასთან მივიდა ორი ქალბატონი, როგორც შემდგომ გაიგო მ------ გ-------–---–ი და მისი და. ქალბატონმა მ------მ უთხრა, რომ სურდა მასთან გასაუბრება. მამა ბ------–---ემ ამ პერიოდში უკვე იცოდა, რომ მიმდინარეობდა რაღაც დავა რაღაც თანხაზე. ეს იცოდა ქ------- ვ------------ისგან, რომელიც იყო მისი მრევლის წევრი და ამავე დროს ს-----------------------------–-------–---------–------------------ის თანათავჯდომარე. მ------ ვ------------ემ შეწუხებულმა შესჩივლა, რომ სამსახურში მიაკითხა ვინმე მ------ გ-------–---–მა, რომელმაც უთხრა, რომ ქ------- და ლ------------ებს ჰქონდათ მისი ვალი და რადგან ის არის მათი მეგობარი, დახმარებოდა მათ და თვითონ გადაეხადა თანხა. ქ------- ვ------------ე არის ექიმი და მას სამსახურში მოსარჩელემ შეუქმნა დაძაბული სიტუაცია. მოწმის განმარტებით, მან მოსარჩელეს ჰკითხა, თუ რა შუაში იყო თვითონ მხარეთა შორის არსებულ დავასთან, მაშინ, როცა თანხა გაასესხეს თუ პროცენტზე შეთანხმდნენ მისი დასწრების გარეშე. იქ ხომ არ ყოფილა და არ ესწრებოდა აღნიშულ პროცესს. მამა ბ------–---ეს მოსარჩელემ უთხრა, რომ შეეძლო ზეგავლენა მოეხდინა ქ------- ჭ---------ზე, რადგან მისი სწამდა და სჯეროდა და აეძულებინა, რომ თანხა დაებრუნებინა. ვინაიდან თავს არ ანებებდა მ------ გ-------–---–ი, მამა ბ------–---ემ ხმამაღლა მიმართა ქალბატონს და მოსთხოვა ტაძრის დატოვება, რადგან თაძარი არ არის აღნიშნული საკითხების განხილვის და გარჩევის ადგილი. როდესაც მოწმე ასრულებდა ტაძარში ღვთისმსახურებას, გარედან ისმოდა საშინელი ყვირილი და ღრიალის ხმა. გამოვიდა გარეთ და დაინახა მიწაზე გართხმული მ------ გ-------–---–ი, რომელიც ხმამაღლა ღრიალებდა. მამა ბ------–---ეს განმარტებით, მან მოითხოვა ტყავის ქამარი, რომ შეეშინებინა მოსარჩელე, ამის შემდგომ ქალბატონმა დატოვა ტაძრის ეზო. ამით დამთავრდა მათი ურთიერთობა. ამის შემდგომ მხოლოდ ერთხელ შეხვდა ტაძრის კართან და ჰკითხა რატომ იყო ვალდებული მის საქმეში ჩარეულიყო, ის ხომ არც სესხის აღებას დასწრებია და არც რაიმე ინფორმაცია იყო მისთვის ცნობილი. მამა ბ------–---ეს განმარტებით, მან აღნიშნულის ირგვლივ საქმის კურსში ჩააყენა ჭ----------ი. მამა ბ------–---ეს განმარტებით მისთის სხვა ადამიანებისგან ცნობილი გახდა და ყური მოუკრავს, რომ ფული მ------ გ-------–---–ისგან სხვა ადამიანს ჰქონდა ნასესხები, შემდგომ ეს კაცი გარდაიცვალა და თანხა ვერ გადაუხადა. მ------ გ-------–---–მა სთხოვა, რომ თქვენ იცნობთ ქ------- ჭ---------ს, თქვენს გარდა ვარავინ მიშველისო, რადგან თქვენი სჯერაო. ქალბატონი მ------ გ-------–---–ი იყო საკმაოდ აგრესიული და უკონტროლო. როგორც მოწმისთვის არის ცნობილი, მისი მრევლის წევრთან და ჭ----------ის მეგობართან ქ------- ვ------------ესთან მოსარჩელე ორჯერ იყო მისული და სთხოვდა 50000 აშშ დოლარის დაბრუნებას. დრო ზუსტად არ ახსოვს. მოწმის განმარტებით ქ------- ჭ--------- არ არის მისი სულიერი შვილი, რომ რამე ურჩიოს. ის საღამოობით ესწრება ხოლმე ტაძარში წირვებს და იქედან აქვს ქ------- და ლ------------ებთან შეხება და კიდევ ქალთა საზოგადოებიდან, მაგრამ ვიღაცამ რაღაც გაასესხა და არ აბრუნებს, ეს არ არის მამა ბ------–---ეს განსახილველი საკითხი. მისი ვალი ის არის, რომ საქმის დასაწყისში, როცა იცის რა მოხდა და როგორ მოხდა ჩაერიოს და მოარიგოს კონფლიქტის მხარეები, მაგრამ სხვისი ვალის საკითხებში არ ერევა. რომ სცოდნოდა, რომ ჭ----------ს ჰქონდათ აღებული მ------ გ-------–---–ისგან ვალი, ჩაერეოდა. მას არ ჰქონდა აღნიშნული საკითხის გადაწყვეტის ბერკეტი. შეიძლება მ------ გ-------–---–მა წარმოიდგინა, რომ მას ჰქონდა ფული და შეეძლო ჭ----------ის ნაცვლად გადაეხადა.

 

მოწმე ქ------- ვ------------ე - მოწმის ჩვენების თანახმად, იგი დიდი ხანია იცნობს ქ------- და ლ------------ებს. მისი ძალიან ახლობლის დეიდაშვილები არიან. ვავშვობიდან იცნობს მათ და მათ ოჯახს თაობები იცნობდნენ. მ------ გ-------–---–ი იყო მისი მეზობელი, როდესაც ბ----------ზე ცხოვრობდა, პირველად ნახა ჭ----------თან და იქ გაიგო რომ იყო მათი მეზობელი. ის ცხოვრობდა კერძო სახლში, ხოლო თვითონ კორპუსში. მოწმის განმარტებით მხარეთა შორის ფულზე არსებული დავის შესახებ გაიგო მაშინ, როდესაც მ------ გ-------–---–მა მიაკითხა სამსახურში და ახსენა მ----- ჯ--------ე და შ-----. მოწმის განმარტებით მოსარჩელემ სთხოვა მისულიყო მ-----სთან და ეთხოვა ვალის დაბრუნება, მაგრამ ქ------- ვ------------ემ მ------ გ-------–---–ს უთხრა, რომ ვერ მივიდოდა მ-----სთან და აღნიშნულს ვერ ეტოდა, რადგან შ----- ახალი გარდაცვლილი იყო და მ----- იმყოფებოდა მძიმე მდგომარეობაში როგორც სულიერად, ისე ფინანსურად. მ------ გ-------–---–მა სამსახურში რამდენიმეჯერ მიაკითხა, ბოლოს მოსთხოვა, რომ ლ---სგან მოეთხოვა თანხის დაბრუნება. მოწმის განმარტებით, სამსახურში მოსარჩელის გამოჩენა არ სიამოვნებდა, რადგან პაციენტებისთვის როგორ უნდა აეხსნა მისი ხმამაღალი საუბრის შინაარსი, რომ მას არ ეკუთვნოდა ფულის დაბრუნება. ეხვეწებოდა, რომ არ მისულიყო მასთან სამსახურში. შემდეგ ტაძარში მიაკითხა და მრევლის წინაშე შეარცხვინა, რადგან ისმოდა ქ-------ის სახელი და ფული. მ------ გ-------–---–ისგან გაიგო, რომ თანხა შ-----ს ჰქონდა ნასესხები და ვერ იბრუნებდა. შემდგომ ტაძარში მივარდნისას დაიცვა მისმა მოძღვარმა. გასესხება, თანხის ოდენობა, პირობები, ვის რა წილი ეკუთვნოდა და რა პერიოდით მოწმემ არ იცის. თავიდან თქვა, რომ მ-----ს აქვს მოსაცემიო, შემდგომ თქვა ლ---ს აქვს მოსაცემიო, რადგან მისი ახლობელი იყო და ლ--- რომ არ ყოფილიყო შ-----ს ფულს არ მივცემდიო. სავარაუდოდ ეს იყო 2014 წელს. დეტალები არ ახსოვს. აღნიშნული საკითხის ირგვლივ ინფორმაცია მოძღვარს აღსარებაში უთხრა და უთხრა, რომ ასეთ გასაცდელში იყო. ეს ამბავი ჭ----------ისთვისაც კი არ გაუმხელია მოწმეს, 2015 წლამდე, მაშინ როდესაც მეგობრის დასაფლავებაზე იყვნენ მეგობრები და იქ გახდა ცნობილი, რომ მ------ აკითხავდა ვალის დაბრუნებისთის. მოწმის გამარტებით მხარეებს ერთმანეთთან ჰქონდათ არაჩვეულებრივი ურთიერთობა, ერთმანეთზე ჭკუა ეკეტებოდათ, ჰქონდათ გადასარევი ურთიერთობა, მაგრამ აღნიშნული ვალის გამო საშინელი სიტუაცია შეიქმნა და ერთმანეთს სასტიკად ექცევიან.

 

მოწმე მ----- ჯ--------ე - ქ------- და ლ------------ები არიან მისი დეიდაშვილები, მათგან იცნობს მ------ გ-------–---–ს. 2012 წლამდე რა ხდებოდა მისთვის ცნობილი არ არის. მოწმის მეუღლე შ----- ი-----–---ი მუშაობდა პოლიციის სამმართველოში თანამდებობაზე. 2004 წლიდან წამოვიდა სამსახურიდან და დაიწყო კერძო ბიზნესი. 2001 წელს გარდაეცვალათ შვილი და ამის შემდგომ ვეღარ შეძლო ორგანოში მუშაობა. მის კერძო ბიზნესში მოწმე არ ერეოდა. 2007 წელს შ----- ი-----–---ი გახდა ავად. 2008 წელს დასაწყისში დაუდგინდა სისხლის კიბო და დაიწყო ქიმიოთერაპიის კურსი სიცოცხლის ბოლომდე 2013 წლამდე. შეიცვალა, უცნაური გახდა, არაადეკვატური. მ----- ჯ--------ეს მისი მეუღლე რას აკეთებდა გარეთ არ უკითხავს არც მაშინ და არც მანამდე. 2012 წელს გახდა ცნობილი მეუღლის კერძო ვალების შესახებ. გაიგო ისიც, რომ მ------ გ-------–---–ისგან ჰქონდა აღებული თანხა, აღნიშნული გაიგო ჭ----------ისგან. მეუღლემ დაუდასტურა, რომ ლ---ს მეგობრისგან აიღო თანხა სესხად. მარტო მ------ს ვალი კი არა, სხვა ადამიანების ვალიც ჰქონდა. თუმცა როგორ აიღო, რა პირობებით და რამდენი მისთვის უცნობია. მაგრამ იცის, რომ ფული ნამდვილად შ-----მ აიღო, რადგან თავად შ-----მ დაადასტურა აღნიშნული. მოწმე აღნიშნულ ვალებს ვერ იხდის, რადგან არაფრის მქონეა და გაკოტრებული. ვერავის ვერაფერს გადაუხდის. თანხა მართალია მისმა მეუღლემ აიღო, მაგრამ თვითონ არ არის ვალდებული მის დაბრუნებაზე. ის არც აღებას დასწრებია და არც გარიგების დადებას. არც უფლის წინაშე და არც კანონის წინაშე ვალდებულება არ აკისრია. საიდან უნდა გაისტუმროს ვალი. სახლები ბანკს აქვს დაყადაღებული, მათ ვერ ყიდის. სხვა ქონება არ გააჩნია არც შ-----ს და არც თავის სახელზე. ადამიანურად თუ რამე ექნებოდა არ დატოვებდა თავის ქმარს სალაპარაკოს და გაისტუმრებდა ვალებს. ბევრი მოვალე ჰყავდა საკმაოდ. ვინც მიაკითხა რეანიმაციაში, მაგრამ სასამართლოსთვის არავის მიუმართავს. 2-3 ადამიანს კი ჰქონდა რაღაც საბუთი, მაგრამ არ უჩივლიათ. როგორც იცის ლ---მ დააკონტაქტა შ----- მ------სთან. თანხა ვის ვინ გადასცა არ იცის, მხოლოდ იცის, რომ სესხი სარგებლიანი იყო, ეს იცის, რადგან შ-----ს უანგაროდ არავისგან არაფერი ჰქონია აღებული. შ----- ძალიან განიცდიდა ვალის არსებობას, ამან გაანადგურა კაცი. სახლი 2008 წელს აჩუქა ქალიშვილს, მაგრამ აღნიშნულიც დაყადაღებულია. მ------ გ-------–---–ი თანხის გაპროცენტებით რომ იყო დაკავებული ბევრი ადამიანისგან იცოდა. მასთან შეხება მხოლოდ ქეთისგან და ლ---სგან ჰქონდა. მათგან იცოდა და შ-----მ უთხრა, რომ ფული გამოართა ლ---ს მეგობარს. მას მოწმე ხვდებოდა ხოლმე დეიდაშვილების დაბადების დღეზე. შ----- მას იცნობდა პირდად, მაგრამ ისე არა, რომ მისთვის ფული გამოერთმია დარეკვით. იცნობდა ჭ----------ისგან. შ-----ს ჰქონდა პურის ბიზნესი, ჰქონდა მაცივარი, ქონდა სახლები, მაგრამ ყველაფერი გაყიდა. მოწმის განმარტებით მან იცის, რომ თანხის სესხებაზე შუამავალი იყო ლია. მევახშეებს თანხას არ დაუბრუნებს საშუალებაც რომ ჰქონდეს, მათ შორის მ------ გ-------–---–ს, რადგან ის ყოველთვიურად იმხელა თანხას იღებდა, რომ უკვე ბევრჯერ აქვს დაბრუნებული სესხის თანხა. მოწმის განმარტებით მისი მეუღლის ვალის დაბრუნებას მოსარჩელე სთხოვდა მის მეგობარს ქ------- ვ------------ეს, რომელსაც რამდენჯერმე მიუვარდნენ და აუტეხეს ერთი ამბავი, რადგან მისი მეგობარი იყო და მის ნაცვლად მოითხოვდა 50000 აშშ დოლარის დაბრუნებას. მოწმისგან იმიტომ არ ითხოვენ თანხას და ითხოვენ მისი დეიდაშვილებისგან, რომ ისინი იყვნენ შუამავლები და თან მოსარჩელემ იცის, რომ მ----- ჯ--------ეს თანხის დაბრუნების საშულება არ აქვს, რადგან არის გაკოტრებული.

 

მ----- ჯ--------ის მიერ ასევე ხელმოწერილია ხელწერილი, სადაც ასევე უთითებს მისი აწ გარდაცვლილი მეუღლის დარჩენილ ვალდებულებებსა და მოსარჩელესთან ურთიერთობაზე (ტ.1., ს.ფ.162-164)

 

4.6. საქმეზე წარმოდგენილი სამედიცინო დოკუმენტაცია, რომელიც შეეხება მოსარჩელის ჯანმრთელობის მდგომარეობას (ტ.1, ს.ფ. 15-17), ასევე დოკუმენტაცია, რომელიც ეხება მოპასუხეების ლ------ ქ------- ჭ----------ის ჯანმრთელობის მდგომარეობას (ტ.1., ს.ფ. 128-137) საქმეში არსებულ სასესხო ურთიერთობასთან დაკავშირებულ სადავო გარემოებებს არ ეხება, შესაბამისად, მათ არ აქვთ შემხებლობა სასარჩელო მოთხოვნებთან და სასამართლოს მიერ არ შეფასდება.

 

4.7. საქმეზე წარმოდგენილი სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2015 წლის 01 სექტემბრის N 0-------- დასკვნის თანახმად, 2015 წლის 09 აგვისტოს დაახლოებით 16:00 საათზე ქ. თბილისში ბ----------ის ქუჩაზე ხილ-ბოსტნეულის მაღაზიასთან ქუჩაში მ------ გ-------–---–ს მისმა მოვალემ ლ------------ამ მიაყენა დაზიანება, გადაუტრიალა მარჯვენა მტევნის თითები, სასწრაფო სამედიცინო ბრიგადამ ადგილზე გაუწია სასწრაფო სამედიცინო დახმარება (ტ.1, ს.ფ.18-20). აღნიშნული დასკვნით არ დასტუერდება მოსარჩელეს მ------ გობეჯისვილსა და მოაპსუხეთა შორსი არსებული სასესხო ურთიერთობა. ამასთან, ინგა გ-------–---–ის (მოსარჩელის და) გადმოცემით, მისმა მოვალემ და არა მისი დის მოვალემ მიაყენა ფიზიკური შეურაცხყოფა. შესაბამისად, აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნით არ დასტურდება საქმეში არსებულ სადავო გარემოებები, რომელიც შეეხება მ------ გ-------–---–სა (და არა რომელიმე სხვა პირის) ურთიერთობას მოპასუხეებთან. 4.8. ასევე შემხებლობა არ აქვთ ტ.1, ს.ფ. 21, 23-24. ი---- გ-------–---–ის წერილებს, რითაც ითხოვს საქმის მასალების გადაცემას მის ცემის ფაქტთან დაკავშირებით. ასევე სადავო გარემოებები არ დასტურდება ამავე ფაქტთან დაკავშირებით მოპასუხეთა მიმართვებსა და განცხადებებს (ტ.1, ს.ფ. 138-142).

 

ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ საპატრულო პოლიციიდან გამოთხოვილი მასალები შეეხება ი---- გ-------–---–ის ცემის ფაქტზე დაწყებულ გამოძიებას, სასამართლოს მიაჩნია, რომ ტ.2., ს.ფ. 36-45, არ აქვს შემხებლობა მოცემულ სამოქალაქო საქმესთან და არც რაიმე სადავო გარემოებას არ ადასტურებს, რის გამოც იგი სასამართლოს მიერ არ შეფასდება.

 

4.9. 2015 წლის 13 ივლისის ამონაწერით მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან დგინდება, რომ ს-----------------------------–-------–---------–------------------ის თავჯდომარეა ქ------- ჭ---------, ხოლო თანათავჯდომარე ქ------- ვ------------ე. საზოგადოება წარმოადგენს არასამეწარმეო (არაკომერციულ) იურიდიულ პირს (ტ.1, ს.ფ.22). აღნიშნული ინფორმაციით არ დასტურდება საქმეში არსებული სადავო გარემოებები, რაც დაკავშირებულია მხარეთა შორის არსებულ სასესხო ურთიერთობას, შესაბამისად, მას არ აქვს რაიმე სახის შემხებლობა სასარჩელო მოთხოვნასთან.

 

4.10. საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 30 მაისის #82 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 5 თებერვლის და 2014 წლის 3,5,4,12 მარტის ნომრებში ნამდვილად გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: 2 ოთახიანი 70 კვ.მ. 2 (2) გარემონტებული ბ/აირით, ტელეფონით, ტექნიკით, ავეჯით, ცხ. წყლით, გადახურული ღია აივნით, ავზებით, მის. წ------, მ----–-------–ის ქ. (ეკლესიასთან) (ტ.1., ს.ფ. 30).

 

საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 30 მაისის #80 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 3,5, 6 თებერვლის და 2014 წლის 6 მარტის ნომრებში ნამდვილად გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: 5 ოთახიანი 180 კვ.მ. 3 (5) სუფთა, ჭერი 3,2, მ. ორი სველი წერტილით, გარშემო აივნებით, ორი სარდაფით. მის, ბ----------ის ქუჩის დასაწყისი (ტ.1. ს.ფ.31)

 

საქმეში წარმოდგენილია 2016 წლის 30 მაისის #81 წერილი, საიდანაც ირკვევა, რომ 2014 წლის 3,5 ,27 თებერვლის და 2014 წლის 3,5,4,6 მარტის ნომრებში ნამდვილად გამოქვეყნდა შემდეგი შინაარსის განცხადება: 2000 კვ.მ მიწის ნაკვეთი მ–-----ში, ფ-------------ზე, ლამაზი ხედებით (ტ.1., ს.ფ. 32)

 

აღნიშნული მტკიცებულებებით არ დასტურდება მხარეთა შორის ვალდებულების არსებობა, ამასთან, წარმოდგენილ განცხადებებში იდენტიფიცირებული არ არის მოპასუხე მხარე. იმ შემთხვევაში, რომც დადასტურდეს, რომ მოპასუხეთა მიერ ნამდვილად იყო მსგავსი შინაარსის განცხადება გაკეთებული, აღნიშნული მტკიცებულება სასამართლოს მიერ ვერ მიიჩნევა სესხის არსებობის დამადასტურებელ მტკიცებულებად, რადგან უძრავი ქონების გაყიდვა მოპასუხის მიერ შესაძლოა სადავო სასესხო ურთიერთობის ან სხვა რაიმე მიზეზის გამო გაყიდულიყო. ამდენად, სხვა მტკიცებულებების ერთობლიობით არ დგინდება, რომ სწორედ სადავო სესხის გადახდისთვის იყიდებოდა უძრავი ქონება. ამასთან, წარმოდგენილი მტკიცებულებებითა და თავად მხარეთა ახსნა-განმარტებით დგინდება, რომ მოპასუხე ლ------------ას თავის სახელზე არაინაირი ქონება არ აქვს აღრიცხული, ამასთან სასამართლომ სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება მხოლოდ მოპასუხე ქ------- ჭ---------ს მიმართ გამოიყენა, ხოლო საბოლოო გადაწყვეტილების მიღების დროს სარჩელი ლ------------ას მიმართ დაკმაყოფილდა, შესაბამისად, უძრავი ქონების მესაკუთრე ქ------- ჭ---------ს მიერ უძრავი ქონების გაყიდვის სურვილი და გაყიდვის თაობაზე განაცხადები ვერ იქნება იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მ------ გ-------–---–ის სესხის დაფარვის მიზნით ხდებოდა გაზეთ „სიტყვა და საქმეში“ ინფორმაციის გამოქვეყნება.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე ლ------ ქეთვან ჭ----------ის მიმართ თანხის დაკისრების შესახებ დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 361-ე, 623-ე, 624-ე, 327-ე, 365-ე, 463-ე, 464-ე მუხლები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე მუხლები

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.

 

ამასთან, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის პირველი წინადადების თანახმად, სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად.

 

ამდენად, ზეპირად დადებული სესხის ხელშეკრულება ისევე წარმოშობს სამოქალაქო სამართლებრივ ვალდებულებას, როგორც წერილობითი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის თანახმად სესხი რეალური ხელშეკრულებაა. ის დადებულად ითვლება და მხარეთა უფლება-მოვალეობები წარმოიშობა მხოლოდ გამსესხებლის მიერ მსესხებლისათვის ფულის ან სხვა გვაროვნული ნივთების საკუთრებაში გადაცემის მომენტიდან. რეალური სესხის ხელშეკრულება გულისხმობს საგნის ფიზიკურ გადაცემას, როგორც ხელშეკრულების ნამდვილობისა და იურიდიული ძალის პირობას. სესხის ხელშეკრულების რეალური ბუნებიდან გამომდინარე, ზეპირი ფორმით დადებული სესხის ხელშეკრულების კონკლუდენტურ მოქმედებაში, სესხის სახით თანხის გადაცემა დოკუმენტურად და კლასიკურად დასტურდება თანხის გადაცემის - გადახდის ქვითრით.

 

სესხის ხელშეკრულების არსებითი პირობაა შეთანხმება სესხის საგანზე - ფულად თანხაზე ან გვაროვნულ ნივთზე, ანუ როგორც სესხის პროცენტი, ასევე ვალის დაბრუნების ვადა შეიძლება მხარეთა შეთანხმებით იქნეს გათვალისწინებული, თუმცა ასეთი შეთანხმების არარსებობა გავლენას არ ახდენს სესხის ხელშეკრულების ნამდვილობაზე. თუ არ დასტურდება ვადაზე და პროცენტზე შეთანხმება, მაგრამ დგინდება სესხის საგნის სესხის სახით გაცემა, სესხი მიიჩნევა უვადოდ და სასყიდლის გარეშე დადებულ ხელშეკრულებად.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 365-ე მუხლის თანახმად, თუ ვალდებულების შესრულებისათვის არ არის განსაზღვრული დრო და იგი სხვა გარემოებებიდანაც არ ირკვევა, მაშინ კრედიტორს ნებისმიერ დროს შეუძლია მოითხოვოს მისი შესრულება, ხოლო მოვალეს შეუძლია იგი დაუყოვნებლივ შეასრულოს.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.

 

ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

მხარეთა ახსნა-განმარტებით და ლ------------ას 2016 წლის 19 აპრილის გასაუბრების ოქმით დადგენილია, რომ სესხის თანხა მ------ გ-------–---–მა გადასცა ლ------------ას და აღიშნულ სასესხო ურთიერთობაში მონაწილეობა ქ------- ჭ---------ს, ასევე შ----- ი-----–---ს არ მიუღია. ლ------------ა ახდენდა სესხის სარგებლის 900 აშშ დოლარის გადაცემას მ------ გ-------–---–ისთვის. მოგვიანებით მოპასუხემ მიუთითა, რომ მის გარდა შ----- ი-----–---ის თანამშრომლებისაც მიჰქონდათ მოსარჩელესთან სარგებლის თანხა, თუმცა კონკრეტულად ვერ მიუთითა თუ რომელ პირებზე იყო საუბარი. ახსნა-განმარტების თანხმად, სადავო გარემოება არ არის, რომ ლ------------ამ მოსარჩელეს გადასცა 1000-1000 აშშ დოლარი სესხის ძირი თანხა. აღნიშნული გამოკითხვის ოქმშიც არის მითითებული.

 

შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ იმის გათვალისწინებით, რომ თანხა უშუალოდ ლ------------ამ გამოართვა მ------ გობეჯისვილს (მიუხედავად იმისა თუ ვის გადასცა მოგვაინებით ეს თანხა ან კონკრეტულად რა ადგილს მოხდა თანხის გადაცემა) და ამასთან თავად მიჰქონდა სარგებლის თანხა და ძირი თანხის ნაწილი მოსარჩელისთვის, დადასტურებულად უნდა ჩაითვალოს, რომ სარგებლიან სასესხო ურთიერთობაში სწორედ მ------ გ-------–---–ი და ლ------------ა მონაწილეობდნენ.

 

საქმეში წარმოდგენილია ლ------------ას 2016 წლის 19 აპრილის გასაუბრების ოქმი, სადაც მითითებულია, რომ მ------ გ-------–---–ი არის მისი ბავშვობის მეგობარი, ის არის მ------ს მეჯვარე. იცის, რომ გ-------–---–ი დაკავებულია ფულის გაპროცენტებით და ბიზნესი დაიწყო 300 აშშ დოლარით. ლ------------ას მ------ გ-------–---–ი სთხოვდა დახმარებოდა ფულის გასესხებაში და ვინაიდან იცოდა, რომ მისი დეიდაშვილის მეუღლეს შ----- ი-----–---ს სჭირდებოდა თანხა, 36000 აშშ დოლარის ოდენობით, დაეხმარა მათ დაკავშირებაში. ისინი შეთანხმდნენ, რომ ყოველთვიურად შ----- ი-----–---ი გადაიხდიდა 900 აშშ დოლარს სარგებლის სახით, რაზეც მ------ გ-------–---–ი დასთანხმდა. თანხის გადაცემის დროს ვინაიდან მ------ არ იყო ფორმაში და იყო მოუწესრიგებელი, სახლის სადარბაზოში ლიფტთან გადასცა თანხა 36000 აშშ დოლარის ოდენობით ქაღალდში გახვეული და იქვე მანქანაში მყოფ შ----- ი-----–---ს გადასცა. ამის შემდგომ 2012 წლის გაზაფხულის ჩათვლით, რეგულარულად უგზავნიდა მ------ გ-------–---–ისთვის გადასაცემ თანხას პროცენტის სახით 900 აშშ დოლარს, ხან თავისი მძღოლის და ხან თავისი თანამშრომლის ხელით, რომელთა გვარებიც არ იცის, რადგან მათ არ იცნობს. ლ------------ა აღნიშნულ თანხებს გადასცემდა მ------ გ-------–---–ს. აღნიშნულს ანხორციელებდა საკუთარ სახლში. ლ------------ასთვის ცნობილია, რომ მ------ გ-------–---–ისგან აღებული 36000 აშშ დოლარიდან 7000 აშშ დოლარი იყო მისი დის - ი---- გ-------–---–ის. 36000 აშშ დოლარიდან 2000 აშშ დოლარი შ----- ი-----–---მა დაუბრუნა მოსარჩელეს ლ------------ას ხელით.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგინა, რომ მხარეთა შორის არსებობდა ზეპირი სასესხო ურთიერთობა, რომლის მიხედვით მოსარჩელემ გაასესხა 36000 აშშ დოლარი, ყოველთვიური 2%-იანი სარგებლით. მართალია კონკრეტული ვადა არ ყოფილა მხარეთა შორის დადგენილი, თუმცა შესაძლებელია სესხის მოთხოვნამდე იყოს გაცემული, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა კიდეც ადგილი, რადგან მხარეთა შორის არსებობდა მრავალწლიანი მეგობრული ურთიერთობა.

 

რაც შეეხება მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის 2015 წლის 09 ნოემბერს საქართველოს პატრიარქის სახელზე განცხადებას ლ------ ქ------- ჭ----------ის მიერ ვალის არ დაბრუნების თაობაზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული შესაძლოა მხოლოდამხოლოდ განხილული იქნეს იმ კუთხით, რომ სასულიერო პირების ჩაყენებას ცდილობდა საქმის კურსში, რათა მათი დახმარებით მაინც დაბრუნებულიყო გასესხებული თანხა (ტ.1, ს.ფ. 26-28). თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არც საქართველოს პატრიარქი და არც სხვა რომელიმე სასულიერო პირი არ არის ის სუბიექტი, რომელსაც შესაძლოა მიმართო ვალის დაბრუნების მოთხოვნით მსგავს სიტუაციებში, ან მოახდინოს რაიმე სახის აღსრულება თანხის დაბრუნებასთან დაკავშირებით. საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებებით აღნიშნული გარემოება დასტურდება იმდენად, რამდენადაც მიუხედავად არაერთი ვიზიტისა და განცხადებისა, ფაქტია, რომ მოპასუხეთა მიერ არ მომხდარა ვალდებულების შესრულება.

 

სადავო გარემოებების დამადასტურებელ ვარგის მტკიცებულებად ვერ ჩაითვლება ასევე მოპასუხე ქ------- ჭ---------ს წერილი საქართველოს პატრირქისადმი (ტ.1, ს.ფ. 144-145).

 

სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეზე წარმოდგენილი მ-----– ბ----------–ის ხელწერილი (ტ.1, ს.ფ. 29) და წერილი (ტ.2, ს.ფ. 123) არ ადასტურებენ საქმეში არსებულ სადავო გარემოებებს, კერძოდ, არსებობდა თუ არა სასესხო ურთიერთობა მხარეთა შორის, რა პირობებზე იყო მხარეთა შორის შეთანხმება და სხვა მსგავსი საკითხები. აღსანიშნავია, ისიც, რომ მიუხედავად იმისა, რომ საქმეზე მოწმის სახით არ დაკითხულა მ-----– ბ----------–ი, თუმცა მას, რომც დაედასტურებინა მის ხელწერილში არსებული ინფორმაცია, შესაბამისად, იგი არანაირი შეთანხმების ან/და თანხის გადაცემის შემსწრე არ ყოფილა, იგი ირიბად უთითებს მხოლოდ ინფორმაციას, რომ ქ------- ჭ---------მ არ უარყო მ------ გ-------–---–ის ვალის არსებობა. უფრო მეტიც, აღნიშნული ხელწერილით საერთოდ არ არის ნახსენები ლ------------ა.

 

სასამართლო აქვე განმარტავს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 624-ე მუხლის დანაწესის მიხედვით, ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამდენად, მხოლოდ მოწმის ჩვენებით არ არის შესაძლებელი, რომ დადგინდეს მხარეთა შორის სასესხო ურთიერთობის არსებობა. შესაბამისად, მ-----– ბ----------–ს რომც დაედასტურებინა ვალის არსებობა, იგი საკმარისი მტკიცებულება არ იქნებოდა იმისთვის, რომ მოპასუხეებს სოლიდარულად დაკისრებოდათ მოსარჩელის სასარგებლოდ ვალდებულების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს.

 

ამავე კოდექსის 464-ე მუხლის შესაბამისად, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით.

 

ამდენად, მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, სოლიდარული მოვალეობისთვის აუცილებელია კანონის დანაწესი, ხელშეკრულება და ნივთის განუყოფლობა. განსახილველ შემთხვევაში არცერთი მათგანი არ არის დადასტურებული, შესაბამისად, მოპასუხ ქ------- ჭ--------- ვერ იქნება სოლიდარული მოვალე ლ------------ასთან ერთად მოსარჩელე მ------ გ-------–---–თან მიმართებაში.

 

საქმეზე მოწმის სახით დაკითხული პირები არ შესწრებიან არც სახელშეკრულები პირობების შეთანხმებას მხარეთა შორის და არც თანხის სრულად ან ნაწილობრივ გაცემასა თუ დაბრუნებას. ამასთან, სასესხო ურთიერთობებში მოწმის ჩვენება ვარგისი მტკიცებულება არ არის, რომც პირდაპირ უთითებდეს თანხის გადაცემასა თუ დაბრუნებას, შესაბამისად, მოწმეთა ჩვენებით საქმეში არსებული არცერთი გარემოება ვერ იქნა დადასტურებული.

 

ამდენად, ვინაიდან წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება არც სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები სესხის ნაწილ-ნაწილ გადაცემასთან დაკავშირებით, თუმცა დასტურდება თანხის გადაცემის ფაქტი, ამასთან არ დასტურდება შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები, მათ შორის შ--–-- ი-----–---თან მიმართებაში, თუმცა დასტურდება ლ------------ას მიერ მოსარჩელისაგან თანხის 36000 აშშ დოლარის აღების ფაქტი, ასევე რამდენჯერმე სარგებლისა და ორჯერ ძირი თანხის ნაწილის დაბრუნების ფაქტი, რაც სადავო არ გამხდარა მხარეთა შორის, შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მოსარჩელე მ------ გ-------–---–სა და მოპასუხე ლ------------ას შორსი არსებობდა ზეპირი სასესხო ურთიერთობა. სესხის იყო სარგებლიანი და სწორედ ლ------------ა ახდენდა ვალდებლების შესრულებას მოსარჩელესთან, რის გამოც სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს და მხოლოდ ლ------------ას უნდა დაეკისროს ვალდებულების შესრულება 34000 აშშ დოლარის ოდენობით.

 

8. საპროცესო ხარჯები

 

8.1.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მაგრამ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი თანხა სრულად დაეკისრა მოპასუხე ლ------------ას, შესაბამისად, მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით სარჩელზე გადახდილი თანხა 2344 ლარის, ასევე სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროს მოპასუხე ლ------------ას მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

იმის გათვალისიწნებით, რომ სარჩელი არ დაკმაყოფილდა მოპასუხე ქ------- ჭ---------ს ნაწილში, შესაბამისად, უნდა გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რითაც ყადაღა დაედოს მოპასუხე ქ------- ჭ---------ს (პ/ნ N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - თბილისი, დაბა წ------, ქუჩა მ----–-------–ი, ჩ-----, N1, ს--------–---, ბ-------, ფართი 66.96 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის სარჩელი მოპასუხე ქ------- ჭ---------სა და ლ------------ას მიმართ სესხის 34000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

1.1. მოპასუხე ლ------------ას მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს 34000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.2. მ------ გ-------–---–ის მოთხოვნა მოპასუხე ქ------- ჭ---------სთვის სოლიდარულად 34000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე - არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოპასუხე ლ------------ას მოსარჩელე მ------ გ-------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 2344 ლარისა და სარჩელის უზრუნველყოფის განცხადებაზე გადახდილი 50 ლარის ანაზღაურება.

 

3. მოსარჩელის მიერ 2016 წლის 25 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 2344 ლარის, ასევე 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

4. მოპასუხე ქ------- ჭ---------ს მიერ 2016 წლის 13 სექტემბერს გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით (სარჩელის უზრუნველყოფის საჩივრის ნაწილში) - დარჩეს სახელმწიფო ბიეუჯეტში გადახდილად.

 

5. მოსარჩელე მ------ გ-------–---–ს მოპასუხე ქ------- ჭ---------ს სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 50 ლარის ანაზღაურება.

 

6. გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2016 წლის 26 აგვისტოს განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება, რომლითაც ყადაღა დაედო მოპასუხე ქ------- ჭ---------ს (პ/ნ N0----------) საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე - თბილისი, დაბა წ------, ქუჩა მ----–-------–ი, ჩ-----, N1, ს--------–---, ბ-------, ფართი 66.96 კვ.მ., მიწის (უძრავი ქონების) საკადასტრო კოდი N0----------------------;

 

7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (მის: თბილისი, გრ. რობაქიძის N7ა) დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (მის: თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით.

 

8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არუგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე შორენა წიქარიძე