განაჩენი

სისხლის სამართლის 11.06.2019
საქმის ნომერი
330100118002753564
თარიღი
11.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N1/5436-18

N------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

11 ივნისი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

ბრალდების მხარე:

პროკურორი - ს------- ბ-------ე

 

დაცვის მხარე:

ბრალდებული:

მ--- შ------ე (ძებნილი) - დაბადებული 1--- წლის 1--------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული: ჭ---------, ზ---------------------.

 

ადვოკატი - მ------ გ--------

 

კვალიფიკაცია:

 

მ--- შ------ეს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით.

 

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით.

 

მასვე, ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

სხდომის სახე - ღია

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. მ--- შ------ემ განიზრახა თაღლითურად მიეღო ელექტრო ტექნიკა ქ. თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს’’ მაღაზიიდან. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ--- შ------ემ შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - 2018 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, 2018 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვები ხელშეკრულება, 2018 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და 2018 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები გამოიყენა 2018 წლის 24 აგვისტოს და 2018 წლის 28 აგვისტოს ქ. თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში, რათა შეეძინა ელექტრო ტექნიკა შემდგომი გადახდის ვალდებულებით, ხოლო ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები წარადგინა, რათა დადასტურებულიყო მ--- შ------ის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. მ--- შ------ემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით და მიღება-ჩაბარების აქტებით შეიძინა 24 500 ლარის ტექნიკა, რის შედეგადაც შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 24 500 (ოცდაოთხი ათას ხუთასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

1.2. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ--- შ------ემ განიზრახა თაღლითურად მიეღო ელექტრო ტექნიკა ქ. თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიიდან. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ--- შ------ემ შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა 2018 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება და 2018 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი. ელექტრო ტექნიკის მისაკუთრების მიზნით, 2018 წლის 24 აგვისტოს მ--- შ------ე მივიდა ქ. თბილისში, ა-–-------–----------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში, სადაც მაღაზიის მენეჯერს გაეცნო, როგორც ჭ--------ის მ-----ს წარმომადგენელი, ხოლო 2018 წლის 25 აგვისტოს ამავე მაღაზიის თანამშრომელს წარუდგინა მის მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტები, 2018 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება და 2018 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა საფუძველზეც მაღაზიისგან შეიძინა 4800 ლარის ღირებულების ტექნიკა, შემდგომი გადახდის ვალდებულებით. მ--- შ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 4800 (ოთხი ათას რვაასი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

1.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------ის განაჩენით საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა მ--- შ------ემ განიზრახა თაღლითურად მიეღო ელექტრო ტექნიკა ქ.თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიიდან. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ--- შ------ემ შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა 2018 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება და 2018 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი. ელექტრო ტექნიკის მისაკუთრების მიზნით, 2018 წლის 28 აგვისტოს მ--- შ------ე მივიდა ქ. თბილისში წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში, სადაც მაღაზიის მენეჯერს უთხრა, რომ სჭირდება ელექტრო ტექნიკის შესყიდვა ჭ----------------–----–------ის დავალებით, წარუდგინა მის მიერ დამზადებული ყალბი დოკუმენტი 2018 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება და 2018 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი, რომელთა საფუძველზეც მაღაზიისგან შეიძინა 19 700 ლარის ღირებულების ტექნიკა, შემდგომი გადახდის ვალდებულებით. მ--- შ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 19 700 (ცხრამეტი ათას შვიდასი) ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება,რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.1. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ შპს ,,ზ-----------------ს“ წარმომადგენელმა მოწმე ნ----- ი-–-------–მა განაცხადა, რომ მუშაობს წ-------–----------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ ცენტრალურ ფილიალში მენეჯერის თანამდებობაზე. 2018 წლის 24 და 28 აგვისტოს მაღაზიაში მისული იყო მ--- შ------ე, რომელმაც განაცხადა, რომ იყო ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი და ჭ----------------–----–------ისათვის ტექნიკის შეძენის მიზნით წარმოადგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც იყო ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მ--- შ------ემ შპს ,,ზ-----------------დან“ წაიღო სხვადასხვა დასახელების ტექნიკა, ჯამში 24 500 ლარის ღირებულების.

 

2.2. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- წ---–-----მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,ზ-----------------ში“ ბუღალტრის პოზიციაზე. 2018 წლის 25 და 28 აგვისტოს მ--- შ------ემ შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები, რომელიც იყო ხელმოწერილი და დასმული ჰქონდა ბეჭედი, ასევე მ--- შ------ის მიერ წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც იყო ხელმოწერილი. ჭ----------------–----–------იდან არ მომხდარა თანხის გადახდა, შემდგომ გაირკვა მ--- შ------ე არ იყო ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი და შესაბამისად, ჭ----------------–----–------ს შპს ,,ზ-----------------ში“ არაფერი შეუძენია.

 

2.3. ანალოგიური ჩვენება მისცა სასამართლოს შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლებმა მ------- მ------–---–მა, ვ--–---- მ------–---–მა, ა----- ნ--------ემ.

 

2.4. სასამართლო სხდომაზე მოწმე ლ---- ბ-–--ემ განაცხადა, რომ მუშაობდა ჭ----------------–----–------ის მ-----ს ს------------------------------–----------- სამსახურის უფროსად, მისი ხელმძღვანელობით ხდებოდა მ----–----–------ის მიერ სახელმწიფო შესყიდვების განხორციელება. ლ---- ბ-–--ეს დაუკავშირდა შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომელი, რომელიც ითხოვდა თანხის გადახდას, შემდეგ შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომელმა ლ---- ბ-–--ეს გადაუგზავნა მ--- შ------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, რომელიც იყო გაყალბებული და მასში ასახული ინფორმაცია არ შეესაბამებოდა სიმართლეს. მოწმის განცხადებით, ხელშეკრულებაში ხელმოწერა დაფიქსირებული იყო თითქოს პ----- ნ--------ის მიერ, მაგრამ პ----- ნ--------ე იმ პერიოდში იმყოფებოდა შვებულებაში და ხელს ვერაფერს აწერდა; ასევე, მიღება-ჩაბარების აქტზე მ----–----–------ის თანამშრომლები ხელს არ აწერენ. მან აღნიშნულის შესახებ აცნობა პოლიციას.

 

2.5. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე გ--- მ--------ემ აჩვენა, რომ იმ დროისთვის მუშაობდა ჭ--------ის მ----- მოვალეობის შემსრულებლად, რადგან ჭ--------ის მ---- პ----- ნ--------ე შვებულებაში იმყოფებოდა. 2018 წლის სექტემბერში მისთვის ლ---- ბ-–--ისგან ცნობილი გახდა რომ შპს ,,ზ-------’’ ჭ----------------–----–------ს ედავებოდა თანხის გადახდას. მან ნახა ხელშეკრულება, რომელსაც ხელს აწერდა ა---–---, მ----–----–------ში ასეთ თანამშრომელი არ ყავდათ, თავიდანვე მიხვდა, რომ წესრიგში არ იყო დოკუმენტაცია. ამასთან, მ----–----–------ს მხოლოდ 5000 ლარზე აქვს ერთჯერადად ხელშეკრულების გაფორმების უფლება, გადმოგზავნილ დოკუმენტებს მ--- შ------ის პირადობაც ახლდა და იცნობდა რა მ--- შ------ის პიროვნებას, რომელიც წარსულში იყო ნასამართლევი, მიხვდა, რომ დოკუმენტები გაყალბებული იყო, რის შემდეგაც ლ---- ბ-–--ე დაუკავშირდა პოლიციას.

 

2.6. სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე პ----- ნ--------ემ აჩვენა, რომ 2018 წლის სექტემბრის თვემდე მუშაობდა ჭ----------------–----–------ის მ----- თანამდებობაზე, იმყოფებოდა შვებულებაში და მ----- მოვალეობას ასრულებდა მისი პირველი მოადგილე გ--- მ--------ე. 2018 წლის 5 სექტემბერს გ--- მ--------ემ შეატყობინა, რომ შპს ,,ზ-----------------’’ ითხოვდა თანხის გადახდას, რადგან თითქოს ტექნიკა ქონდათ შეძენილი, მაგრამ იმ პერიოდში მათ საერთოდ არ შეუძენიათ შპს ,,ზ-----------------ში’’ არავითარი ტექნიკა. ამასთან, ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე დაფიქსირებული იყო მისი გაყალბებული ხელმოწერა, რადგან იმყოფებოდა შვებულებაში. მოწმემ აღნიშნა, რომ კომპიუტერული ტექნიკის შეძენა მ----–----–------ის მიერ ხდებოდა ტენდერში გამარჯვებულ კომპანიასთან, რასაც ამ შემთხვევაში არ ჰქონდა ადგილი. ამის შემდეგ მისი დავალებით აღნიშნული ფაქტი აცნობეს პოლიციას.

 

2.7. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- თანახმად, ხელშეკრულება დათარიღებულია 2018 წლის 24 აგვისტოს, ჭ---------. ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, ს.ს.ი.პ. თ--------------–-----------–-, ჭ----------------–----–------ის (შემსყიდველი) წარმოდგენილია ჭ--------ის მ----- პ-----------ის სახით და, მეორეს მხრივ, შპს ,,ზ-------“ (მიმწოდებელი) წარმოდგენილი მისი დირექტორის ლ------------–---–ის სახით. შესყიდვის ობიექტია კლასიფიკატორის ჯგუფის, 3------- და 3------- კოდით გათვალისწინებული მომსახურეობა. კერძოდ, საოფისე ტექნიკის და მობილური ტელეფონის შეძენა დანართი N1-ს შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 4 800 (ოთხიათას რვაას) ლარს. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შემსყიდველი: პ----- ნ--------ე. მიმწოდებელი: ლ------------–---–ი.

 

2.8. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დათარიღებულია 2018 წლის 27 აგვისტოს, ჭ---------. ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, ს.ს.ი.პ. თ--------------–-----------–-, ჭ----------------–----–------ი (შემსყიდველი) წარმოდგენილია ჭ--------ის მ----- პ-----------ის სახით და, მეორეს მხრივ, შპს ,,ზ-------“ (მიმწოდებელი) წარმოდგენილი მისი დირექტორის ლ-------------–---–ის სახით. შესყიდვის ობიექტია კლასიფიკატორის ჯგუფის, 3------- და 3------- კოდით გათვალისწინებული მომსახურეობა. კერძოდ, საოფისე ტექნიკის და მობილური ტელეფონის შეძენა დანართი N1-ს შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 19 700 (ცხრამეტი ათას შვიდასი) ლარს. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შემსყიდველი: პ----- ნ--------ე. მიმწოდებელი: ლ-------------–---–ი.

 

2.9. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აქტი დათარიღებულია 2----.2018, თბილისი. ერთის მხრივ, სსიპ თ--------------–-----------–- ჭ----------------–----–------ი, წარმოდგენილი მ----–----–------ის მ---- პ-----------ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ზ------------------“ წარმოდგენილი დირექტორის ლ-------------–---–ის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია პ-----------ის და ლ-------------–---–ის მიერ, ასევე პასუხისმგებელი პირი ა----–--ის მიერ.

 

2.10. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აქტი დათარიღებულია 2-----2018, თბილისი. ერთის მხრივ, სსიპ თ--------------–-----------–- ჭ----------------–----–------ი, წარმოდგენილი მ----–----–------ის მ---- პ-----------ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ზ------------------“ წარმოდგენილი დირექტორის ლ-------------–---–ის სახით. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია პ-----------ის და ლ-------------–---–ის მიერ, ასევე პასუხისმგებელი პირი ა----–--ის მიერ.

 

2.11. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 13 სექტემბერს ქ.თბილისში, ა-----–-------–------------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს’’ მაღაზიიდან მაღაზიის მენეჯერ ნ----- ი-–-------–ისგან ამოღებული იქნა მ--- შ------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია: ხელშეკრულებები სახელმწიფო შესყიდვების შესახებ თანდართულ დოკუმენტებთან ერთად.

2.11.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.12. კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის N--------, 1--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2----.2018 წ. დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-- ხელშეკრულების მეხუთე ფურცელზე გრაფაში, ,,ჭ----------------–----–------ის მ----ა პ----- ნ--------ე“ და 2-----2018წ. დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-- ხელშეკრულების მეხუთე ფურცელზე გრაფაში: ,,ჭ----------------–----–------ის მ---- პ-----------ე“ არსებული ხელმოწერები, 2----.2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის და 2-----2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფებში: ,,ჭ----------------–----–------ის მ---- - პ-----------ე“ არსებული ხელმოწერები შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და მათი შედარებითი კვლევა პ----- ნ--------ის ხელმოწერების ნიმუშებთან არ ჩატარებულა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2----.2018წ. დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-- ხელშეკრულების მეხუთე ფურცელზე გრაფებში ,,ჭ----------------–----–------ის მ----ა პ----- ნ---------“ და 2-----2018 წ. დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-- ხელშეკრულების მეხუთე ფურცელზე გრაფებში ,,ჭ----------------–----–------ის მ---- პ-----------ე“ არსებული N--------- ბეჭდის ანაბეჭდის გამოსახულებები, 2----.2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის და 2-----2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფებში: ,,ჭ----------------–----–------ის მ---- პ-----------“ არსებული N--------- ბეჭდის ანაბეჭდის გამოსახულებები დატანილია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ამიტომ მათი შედარებითი კვლევა ნიმუშის სახით წარმოდგენილი ჭ----------------–----–------ის მ-----ს N--------- ბეჭდის ანაბეჭდებთან არ ჩატარებულა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2----.2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში ,,პასუხისმგებელი პირი - ა----–--ე“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ლ---- ბ-–--ის, არამედ სხვა პირის მიერ. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2-----2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში ,,პასუხისმგებელი პირი - ა----–--ე“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ლ----ის ბ-–--ის, არამედ სხვა პირის მიერ.

2.12.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- მ-–---–---მა.

 

2.13. სასამართლო სხდომაზე მ--- შ------ის ინტერესების დამცველმა ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში მ--- შ------ის უდანაშაულოდ ცნობა და მის მიმართ გამამართლებელი განაჩენის გამოტანა იმ საფუძვლით, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება უშუალოდ მ--- შ------ის მიერ დოკუმენტების გაყალბების ფაქტი.

 

2.14. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყალბი დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რომელიც მიეკუთვნება მმართველობის წესის წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულთა კატეგორიას და უზრუნველყოფს დოკუმენტის შედგენისა და გამოყენების დადგენილ წესს, რითაც იცავს მმართველობის წესს. დოკუმენტი წერილობითი აქტია, რომელიც ადასტურებს ან უარყოფს ამა თუ იმ ფაქტს, რომელსაც იურდიული მნიშვნელობა აქვს რაიმე უფლების მისანიჭებლად ან მოვალეობისაგან გასათავისუფლებლად. სუბიექტი დანაშაულს ჩადის მხოლოდ პირდაპირი განზრახვით, მოტივსა და სხვა სუბიექტურ ელემენტებს კვალიფიკაციისათვის მნიშვნელობა არა აქვს.

2.14.1. სასამართლომ შეაფასა რა მ--- შ------ის ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელ----ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ მ--- შ------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ--- შ------ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. კერძოდ:

2.14.2. შპს ,,ზ-----------------ს“ წარმომადგენელის მოწმე ნ----- ი-–-------–ის, ასევე შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლების მ--- წ---–-----ის, მ------- მ------–---–ის, ვ--–---- მ------–---–ის, ა----- ნ--------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 24 და 28 აგვისტოს წ-------–----------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ ცენტრალური ფილიალში მისულმა მ--- შ------ემ თავი წარადგინა როგორც ჭ----------------–----–------ის თანამშრომელმა და ჭ----------------–----–------ისათვის ტექნიკის შეძენის მიზნით წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომლებიც იყო ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. აღნიშნულ დოკუმენტებზე დაყრდნობით მ--- შ------ემ შპს ,,ზ-----------------დან“ თანხის შემდგომში გადახდის წესით შეისყიდა სხვადასხვა დასახელების ტექნიკა, ჯამში 24 500 ლარის ღირებულების.

2.14.3. ჭ----------------–----–------ის თანამშრომლების მოწმეების ლ---- ბ-–--ის, გ--- მ--------ის, პ----- ნ--------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--- შ------ეს არასოდეს უმუშავია ჭ----------------–----–------ში, მის მიერ შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში წარდგენილი დოკუმენტებში ასახული ფაქტები არ შეესაბამებოდა სინამდვილეს და იყო გაყალბებული.

2.14.4. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- და N--- ხელშეკრულებებით, მიღება - ჩაბარების აქტებით, ამოღების ოქმით და კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის N--------, 1--------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ხელშეკრულებებში და მიღება-ჩაბარების აქტებში არსებული ხელმოწერები შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით; ასევე, N--------- ბეჭდის ანაბეჭდის გამოსახულებები, დატანილია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით; 2----.2018წ. და 2-----2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფებში ,,პასუხისმგებელი პირი - ა---–---“ არსებული ხელმოწერები შესრულებულია არა ლ---- ბ-–--ის, არამედ სხვა პირის მიერ.

2.14.5. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო ასკვნის, რომ მ--- შ------ემ, როგორც არაუფლებამოსილმა პირმა დაარღვია მმართველობის ის წესი, რაც დადგენილია მ----–----–------ების მიერ ქონების შესყიდვისას, თავად შეადგინა ხელშეკრულებები და მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა გამოყენებითაც დაეუფლა ელექტრო ტექნიკას, აღნიშნული ქმედების ჩადენისას იგი მოქმედებდა პირდაპირი განზრახვით.

2.14.6. ფაქტობრივი და სამართლებრივი გარემოებების ანალიზის საფუძველზე სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მ--- შ------ის ბრალდებას მასში, რომ მ--- შ------ემ განიზრახა თაღლითურად მიეღო ელექტრო ტექნიკა ქ. თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს’’ მაღაზიიდან. განზრახვის სისრულეში მოყვანის მიზნით მ--- შ------ემ შემდგომი გამოყენების მიზნით დაამზადა ყალბი ოფიციალური დოკუმენტები - 2018 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, 2018 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვები ხელშეკრულება, 2018 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და 2018 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი. ზემოაღნიშნული ხელშეკრულებები გამოიყენა 2018 წლის 24 აგვისტოს და 2018 წლის 28 აგვისტოს ქ. თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში, რათა შეეძინა ელექტრო ტექნიკა შემდგომი გადახდის ვალდებულებით, ხოლო ზემოაღნიშნული მიღება-ჩაბარების აქტები წარადგინა, რათა დადასტურებულიყო მ--- შ------ის მიერ საქონლის მიღების ფაქტი. მ--- შ------ემ ზემოაღნიშნული ხელშეკრულებებით და მიღება-ჩაბარების აქტებით შეიძინა 24500 ლარის ტექნიკა, რის შედეგადაც შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 24 500 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.15. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს მ--- შ------ის ბრალდებას მასში, რომ ჩაიდინა ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით

 

2.16. სასამართლო სხდომაზე დაზარალებულ შპს ,,ზ-----------------ს“ წარმომადგენელმა მოწმე ნ----- ი-–-------–მა განაცხადა, რომ 2018 წლის 24 აგვისტოს მაღაზიაში მისული იყო მ--- შ------ე, რომელმაც მოითხოვა ინვოისის გამოწერა ელექტრო ტექნიკის, კერძოდ, ლეპტოპების და მობილური ტელეფონის შესაძენად. მ--- შ------ე აცხადებდა, რომ იყო ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი და სურდა ჭ----------------–----–------ისათვის ნივთების შეძენა. მეორე დღეს მ--- შ------ემ წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებიც იყო ხელმოწერილი და ბეჭედდასმული. მ--- შ------ემ ასევე წარადგინა მისი პასპორტი. მ--- შ------ეს სურდა კონსიგნაციით, შემდგომი გადახდის ვალდებულებით, შეეძინა ელექტრო ტექნიკა. ჭ----------------–----–------იდან თანხა 5 დღის ვადაში გადაირიცხებოდა შპს ,,ზ-----------------ს“ ანგარიშზე. მ--- შ------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეამოწმეს ბუღალტერიაში, რის შემდეგაც მ--- შ------ეს გადასცეს ლეპტოპები, მობილური ტელეფონი და ლეპტოპის აქსესუარები, ჯამში ღირებული 4 800 ლარად. ნ----- ი-–-------–ის განმარტებით, ჭ----------------–----–------იდან არ მომხდარა თანხის გადარიცხვა შპს ,,ზ-----------------ს“ ანგარიშზე, რის გამოც დაუკავშირდნენ ჭ----------------–----–------ს და გაირკვა, რომ მ--- შ------ე არ ყოფილა ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი, ასევე ჭ----------------–----–------ს შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში სახელმწიფო შესყიდვებით არაფერი შეუძენია. მისი განცხადებით, მ--- შ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 4800 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.17. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- წ---–-----მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,ზ-----------------ს“ ბუღალტრად. 2018 წლის 25 აგვისტოს მ--- შ------ემ შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც იყო ხელმოწერილი და დასმული ჰქონდა ბეჭედი, ასევე მ--- შ------ის მიერ წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც იყო ხელმოწერილი. მ--- შ------ეს სურდა შემდგომი გადახდის ვალდებულებით შეეძინა ელექტრო ტექნიკა, ხოლო ნივთების შეძენის შემდეგ 5 დღის ვადაში უნდა მომხდარიყო თანხის გადახდა. მ--- წ---–-----ის განმარტებით, პირველ ჯერზე მ--- შ------ემ მაღაზიიდან წაიღო ლეპტოპები და ერთი მობილური ტელეფონი. მისი განცხადებით, მ--- შ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 4800 ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.

 

2.18. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ------- მ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში მოლარის პოზიციაზე. 2018 წლის 25 აგვისტოს მ--- შ------ემ შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, რომლის თანახმად ნივთებს ჭ----------------–----–------ი იძენდა, რის შემდეგაც გაატანეს ლეპტოპები და მობილური ტელეფონი თანხის შემდგომი გადახდის ვალდებულებით. მ------- მ------–---–მა მ--- შ------ეს გამოართვა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რომლის ასლიც დაამზადა. ასევე, მან შეავსო ზედნადები, რომლსაც ხელი მოაწერა მ--- შ------ემ, ზედნადების მიხედვით მ--- შ------ე შეძენილ ნივთებს ა/მანქანით გადაიტანდა.

 

2.19. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ--–---- მ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიის კონსულტანტად. 2018 წლის 25 აგვისტოს წ-------–----------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში მისული იყო მ--- შ------ე, რომელსაც სურდა ლეპოტპების და მობილური ტელეფონის შეძენა ჭ----------------–----–------ისთვის, თანხის შემდეგი გადახდის პირობით. ვ--–---- მ------–---–ის განმარტებით, მან მ--- შ------ეს გაუწია კონსულტაცია, აარჩევინა სხვადასხვა ლეპტოპები, მობილური ტელეფონი და სხვადასხვა სახის აქსესუარები, რომელთა ღირებულება 4000 ლარზე მეტი იყო. აღნიშნული ნივთები მეორე დღეს მ--- შ------ემ წაიღო.

 

2.20. სასამართლო სხდომაზე შპს ,,ზ-----------------ს“ იურისტმა მოწმე ა----- ნ--------ემ განაცხადა, რომ შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლებს მ--- შ------ე გაეცნო როგორც ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი და სურდა შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში ჭ----------------–----–------ისთვის შეეძინა ელექტრო ტექნიკა, ლეპტოპები და მობილური ტელეფონები. მ--- შ------ის მიერ წარდგენილი იქნა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებიც იყო ხელმოწერილი და ბეჭედ დასმული. მას სურდა კონსიგნაციით - შემდგომი გადახდის ვალდებულებით, შეეძინა ელექტრო ტექნიკა. შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლების მიერ შესწავლილი იქნა დოკუმენტაცია, მაგრამ არ ჩატარებია სამართლებრივი ექსპერტიზა. მოწმის განმარტებით, მ--- შ------ემ ყალბი დოკუმენტაციით შეიძინა ნივთები, პირველ ჯერზე მ--- შ------ემ წაიღო 4 800 ლარის ღირებულების ნივთები, ხოლო მეორე ჯერზე 19 700 ლარის ღირებულების ნივთები. ა----- ნ--------ემ, განმარტა, რომ როდესაც პრობლემური გახდა თანხის გადახდა, გაირკვა, რომ მ--- შ------ეს ჭ---------ში იცნობდნენ როგორც ცნობილ თაღლითს, რომელიც ნასამართლევი იყო.

 

2.21. სასამართლო სხდომაზე ჭ----------------–----–------ის თანამშრომელმა - მოწმე ლ---- ბ-–--ემ განაცხადა, რომ მ--- შ------ე ჭ----------------–----–------ში არ მუშაობს და არც არასდროს უმუშავია. ჭ----------------–----–------ში წარმოდგენა არ ჰქონდათ მ--- შ------ე მ----–----–------ის სახელით რა გარიგებებს დებდა. ლ---- ბ-–--ეს დაუკავშირდა შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომელი, რომელიც ითხოვდა თანხის გადახდას, შემდეგ შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომელმა ლ---- ბ-–--ეს გადაუგზავნა მ--- შ------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია, მან მ--- შ------ის წარდგენილ დოკუმენტაციაში აღმოაჩინა, რომ დოკუმენტაცია იყო ყალბი და არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

 

2.22. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცეს სასამართლოს იმ დროისთვის ჭ--------ის მ----- მოვალეობის შემსრულებელმა გ--- მ--------ემ და ჭ--------ის მ----- პ----- ნ--------ემ.

 

2.23. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ა--------მა აჩვენა, რომ ის მ--- შ------ეს ემსახურებოდა ტაქსით, სანაცვლოდ კი გარკვეული პერიოდის მანძილზე მ--- შ------ე თანხას უხდიდა. მ-----– ა--------მა დაადასტურა ის ფაქტი, რომ ის და მ--- შ------ე იმყოფებოდნენ წ-------–------ში მდებარე ,,ზ-------ს’’ მაღაზიაში, სადაც მ--- შ------ემ შეიძინა სხვადასხვა სახის ელექტრო ტექნიკა, დაახლოებით 4-5 ლეპტოპი და რამდენიმე ცალი მობილური ტელეფონი. ასევე მან დაადასტურა, რომ მ--- შ------ის მითითებით ის და მ--- შ------ე მისული იყვნენ პ-----ს გ-------ზე მდებარე ლომბარდებში, სადაც მ--- შ------ემ თანხის სანაცვლოდ ,,დაალომბარდა“ ზ-------ს მაღაზიიდან შეძენილი ნივთები. მისი განმარტებით, მ--- შ------ემ ორჯერ ,,დაალომბარდა“ ზ-------ს მაღაზიაში შეძენილი ნივთები. მ-----– ა--------მა ასევე განაცხადა, რომ მ--- შ------ე ა/მანქანით წაიყვანა ხ---------–ის რაიონის მიმართულებით, სადაც გადასახვევთან დატოვა და მის შემდეგ მ--- შ------ე მას აღარ დაკონტაქტებია.

 

2.24. სასამართლო სხდომაზე მოწმე ტ----- ფ--------–---მა განაცხადა, რომ მუშაობს პ-----ს გ------------ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში, რომელიც ეკუთვნის ი/მ ,,ა--- ნ--------ეს’’. 2018 წლის 25 აგვისტოს მ--- შ------ემ ლომბარდში სესხის სანაცვლოდ ჩააბარა ორი ახალი ლეპტოპი და სესხის სახით მიიღო 700 ლარი. ტ----- ფ--------–---ს მ--- შ------ემ წარუდგინა პირადობის დამადასტურებელი მოწმობა, რის შემდეგ მისი იდენტიფიკაცია მოახდინა.

 

2.25. სასამართლო სხდომაზე მოწმე ვ----– მ-------ემ დაადასტურა, რომ მუშაობს დეტექტივის თანაშემწის თანამდებობაზე. მან მიიღო ოპერატიული ინფორმაცია მ--- შ------ის მიერ პ-----ს გ-------ზე მდებარე ლომბარდში ტექნიკის ჩაბარების თაობაზე. ინფორმაციის თანახმად, მ--- შ------ემ პ-----ს მდებარე ლომბარდში თანხის სანაცვლოდ ჩააბარა სხვადასხვა სახის ნივთები.

 

2.26. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, ექსპერიმენტი ჩატარდა მოწმე მ-----– ა--------ის ჩვენების შესამოწმებლად. ასევე, ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ გამომძიებელი გ--–-------- ჯ----, ექსპერტ-კრიმინალისტები - ლ---–- გ-----–-ა და გ----- ჩ----ე. მ-----– ა--------ის მითითებით ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ წ-------–----------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში, სადაც მ-----– ა--------ის განმარტებით, მ--- შ------ემ 2018 წლის 25 აგვიტოს შეიძინა ლეპტოპები, რომელიც მოათავსა მ-----– ა--------ის ა/მანქანაში. მ-----– ა--------ის მითითებით შემდეგ მივიდნენ პ-----ს გ-------ზე მდებარე ლომბარდში, სადაც მ-----– ა--------ის განმარტებით მ--- შ------ემ ლომბარდში ჩააბარა ორი ცალი ლეპტოპი.

2.26.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა გ--–-------- ჯ----მ და ლ---–- გ-----–-ამ.

 

2.27. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 08 სექტემბერს ქ.თბილისში, პ-----ს გ------------ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში, მოლარე-ოპერატორ ტ----- ფ--------–----გან ამოღებული იქნა 2018 წლის 25 აგვისტოს მ--- შ------ის მიერ ჩაბარებული კომპიუტერული ტექნიკა (ორი ცალი acer-ის ფირმის ლეპტოპი) და დოკუმენტაცია.

2.27.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.28. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დათარიღებულია 2018 წლის 24 აგვისტოს, ჭ---------. ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, ს.ს.ი.პ. თ--------------–-----------–-, ჭ----------------–----–------ის (შემსყიდველი) წარმოდგენილია ჭ--------ის მ----- პ-----------ს სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ზ-------“ (მიმწოდებელი) წარმოდგენილი მისი დირექტორის ლ-------------–---–ის სახით. შესყიდვის ობიექტია კლასიფიკატორის ჯგუფის, 3------- და 3------- კოდით გათვალისწინებული მომსახურეობა. კერძოდ, საოფისე ტექნიკის და მობილური ტელეფონის შეძენა დანართი N1-ს შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 4 800 (ოთხიათას რვაას) ლარს. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შემსყიდველი: პ----- ნ--------ე. მიმწოდებელი: ლ------------–---–ი. ხელშეკრულების დანართი N1: 1) Acer Aspire E E-5-576-39RN N----------- რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1099, სულ თანხა 1099. 2) Acer Extensa EX2519-P79W N----------- რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 839, სულ თანხა 839. 3) LENOVO Notebook V110-15ISK 8--------- რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 759, სულ თანხა 759. 4) Acer Aspire 3 A315-31-C4Gj NX.GNTER.013 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 749, სულ თანხა 749. 5) Samsung A530FD Galaxy a-A8 Dual Sim 64GB LTE201 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1099, სულ თანხა 1099. 6) Defender Datum MM-070 Black რაოდენობა 2, ერთეულის ფასი 19, სულ თანხა 38. 7) Defender Accura MM-665 red რაოდენობა 2, ერთეულის ფასი 25, სულ თანხა 50. 8) Remax 3.5 Aux Audio Cable 2000 mm RL-L200 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 12, სულ თანხა 12. 9) Seagate HDD Expension 500 Gb რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 155, სულ თანხა 155.

 

2.29. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აქტი დათარიღებულია 2----.2018, თბილისი. ერთის მხრივ, სსიპ თ--------------–-----------–- ჭ----------------–----–------ი, წარმოდგენილი მ----–----–------ის მ----- პ-----------ის სახით და, მეორეს მხრივ, შპს ,,ზ------------------“ წარმოდგენილი დირექტორის ლ------------–---–ის სახით, შეადგინეს აქტი მასზედ, რომ შპს ,,ზ------------------მ“ ჩააბარა, ხოლო სსიპ თ--------------–-----------–- ჭ----------------–----–------მა მიიღო, მათ შორის 2018 წლის 24 აგვისტოს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით შესყიდული, შემდეგი სახის პროდუქცია: 1) Acer Aspire E E-5-576-39RN N----------- რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1099, სულ თანხა 1099. 2) Acer Extensa EX2519-P79W N----------- რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 839, სულ თანხა 839. 3) LENOVO Notebook V110-15ISK 8--------- რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 759, სულ თანხა 759. 4) Acer Aspire 3 A315-31-C4Gj NX.GNTER.013 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 749, სულ თანხა 749. 5) Samsung A530FD Galaxy a-A8 Dual Sim 64GB LTE201 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1099, სულ თანხა 1099. 6) Defender Datum MM-070 Black რაოდენობა 2, ერთეულის ფასი 19, სულ თანხა 38. 7) Defender Accura MM-665 red რაოდენობა 2, ერთეულის ფასი 25, სულ თანხა 50. 8) Remax 3.5 Aux Audio Cable 2000 mm RL-L200 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 12, სულ თანხა 12. 9) Seagate HDD Expension 500 Gb რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 155, სულ თანხა 155. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია პ-----------ის და ლ-------------–---–ის მიერ, ასევე პასუხისმგებელი პირი ა----–--ის მიერ.

 

2.30. ფოტოსურათების ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ----- ი-–-------–მა წარმოდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო მ--- შ------ე და აღნიშნა, რომ ფოტოსურათზე აღბეჭდილია სწორედ ის პირი, რომელიც 2018 წლის 24 აგვისტოს და 28 აგვისტოს მოვიდა ა--–-------–-------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს’’ მაღაზიაში, გაეცნო როგორც მ--- შ------ე, წარმოადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და წაიღო ტექნიკა.

2.30.1. ფოტოსურათების ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.31. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო მოწმე ნ----- ი-–-------–მა. დათვალიერებული იქნა შპს ,,ზ-----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. 2----.2018 წლით დათარიღებულ ჩანაწერის 11:03:52 საათზე კადრის მარჯვენა მხრიდან ჩნდება მ--- შ------ე, რომელსაც აცვია თეთრი პერანგი და შავი შარვალი, მას ახლავს ჭაღარა მამ---ცი, თავისი მძღოლი. დროდადრო მ--- შ------ე ესაუბრება კონსულტანტს და მძღოლს. 11:14:17 საათზე კონსულტანტი მ--- შ------ის წინ ალაგებს სხვადასხვა ნივთებს და 4 ცალ ყავისფერ ყუთს, მ--- შ------ე მოძრაობს დახლთან და კონსულტანტები ამოწმებენ ტექნიკას, ხელს აწერს სხვადასხვა დოკუმენტებზე, რის შემდეგაც შეძენილ ნივთებს ათავსებენ პარკში და გადასცემენ მ--- შ------ეს. 11:36:18 საათზე მ--- შ------ე გადის კადრიდან.

2.31.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.32. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ი/მ ,,ა--- ნ--------ის’’ კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. 08-25-2018 ვიდეო ჩანაწერის კადრში ჩანს ქუჩის ნაწილი და ლომბარდის სალარო. 22:36:04 საათზე კადრში ჩნდება მ--- შ------ე, რომელსაც აცვია თეთრი პერანგი და შავი შარვალი, მიდის სალაროსთან და 22:37:05 საათზე გადის ლომბარდიდან, 23:10:10 მ--- შ------ე ისევ შემოდის ლომბარდში, ხელში უჭირავს თეთრი ფერის დიდი ზომის პარკი, რომელსაც აწვდის ფანჯარაში, 23:13:06 საათზე პარკის გარეშე გადის ლომბარდიდან.

2.32.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.33. კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის N--------, 1--------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი, 2----.2018 წ. დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-- ხელშეკრულების მეხუთე ფურცელზე გრაფაში, ,,ჭ----------------–----–------ის მ----ა პ----- ნ--------ე“., 2----.2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში: ,,ჭ----------------–----–------ის მ---- - პ-----------“ არსებული ხელმოწერები შესრულებულია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით და მათი შედარებითი კვლევა პ----- ნ--------ის ხელმოწერების ნიმუშებთან არ ჩატარებულა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2----.2018წ. დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ 1-- ხელშეკრულების მეხუთე ფურცელზე გრაფებში ,,ჭ----------------–----–------ის მ----ა პ----- ნ---------“ არსებული N--------- ბეჭდის ანაბეჭდის გამოსახულებები, 2----.2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში: ,,ჭ----------------–----–------ის მ---- პ-----------“ არსებული N--------- ბეჭდის ანაბეჭდის გამოსახულებები დატანილია სამრავლებელი ტექნიკის გამოყენებით, ამიტომ მათი შედარებითი კვლევა ნიმუშის სახით წარმოდგენილი ჭ----------------–----–------ის მ-----ს N--------- ბეჭდის ანაბეჭდებთან არ ჩატარებულა. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2----.2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში ,,პასუხისმგებელი პირი - ა---–---“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ლ---- ბ-–--ის, არამედ სხვა პირის მიერ.

2.33.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ქ------- მ-–---–---მა.

 

2.34. ბრალდებულ მ--- შ------ის ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში მ--- შ------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ 2018 წლის 25 აგვისტოს ეპიზოდში მ--- შ------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

2.35. საქმეზე წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობაში ანალიზის საფუძველზე სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში მ--- შ------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ მ--- შ------ის სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ--- შ------ის ბრალდებას.

2.35.1. სასამართლო განმარტავს, რომ თაღლითობა ანგარებითი დანაშაულია და მიმართულია იმისკენ, რომ დაზარალებულს მიადგეს ქონებრივი ზიანი, რაც ხორციელდება მოტყუების გზით, რომელიც წინ უსწრებს ქონების დაუფლებას და სწორედ ეს ხერხი უადვილებს დამნაშავეს მიზნის მიღწევას.

2.35.2. მოწმეების დაზარალებულ შპს ,,ზ-----------------ს“ წარმომადგენელის - ნ----- ი-–-------–ის, შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლების - მ--- წ---–-----ის, მ------- მ------–---–ის, ვ--–---- მ------–---–ის ჩვენებებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით, შპს ,,ზ-----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებით და დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათების ამოცნობის ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--- შ------ე შპს ,,ზ-----------------ს’’ თანამშრომლებს გაეცნო, როგორც ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი, მათ წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, თავისი პასპორტი და კონსიგნაციით (შემდგომი გადახდის ვალდებულებით) შეიძინა სხვადასხვა დასახელების ტექნიკა - ლეპტოპები, მობილური ტელეფონი და ლეპტოპის აქსესუარები, ჯამში 4 800 ლარის ღირებულების; ამავე ფაქტს ადასტურებს მ-----– ა--------ი, რომელიც არის მ--- შ------ის ნაცნობი და თავისი მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანით გადაადგილდებოდა და იმყოფებოდა მ--- შ------ესთან ერთად 2018 წლის 25 აგვისტოს მაღაზია ,,--------ში’’ მაშინ, როდესაც მ--- შ------ემ შეიძინა სხვადასხვა დასახელების ტექნიკა და ჩააბარა ლომბარდში;

2.35.3. შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლების - ნ----- ი-–-------–ის, მ--- წ---–-----ის, ა----- ნ--------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჭ----------------–----–------იდან არ მომხდარა თანხის გადარიცხვა შპს ,,ზ-----------------ს“ ანგარიშზე, თანხის გადახდის მიზნით შპს ,,ზ------------------ს’’ თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჭ----------------–----–------ს და გაირკვა, რომ მ--- შ------ე არ ყოფილა ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი, ასევე ჭ----------------–----–------ს შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში სახელმწიფო შესყიდვებით არაფერი შეუძენია.

2.35.4. ჭ----------------–----–------ის თანამშრომელების - მოწმეების ლ---- ბ-–--ის, გ--- მ--------ის და პ----- ნ--------ის ჩვენებით სასამართლო დადგენილად მიჩნევს, რომ მ--- შ------ე ჭ----------------–----–------ში არ მუშაობს და არასდროს უმუშავია; შპს ,,ზ-----------------ში’’ წარდგენილ დოკუმენტზე ხელმომწერი პ----- ნ--------ე, იმ დროისთვის იმყოფებოდა შვებულებაში და ხელს ვერ მოაწერდა ვერანაირ დოკუმენტს; მიღება-ჩაბარების აქტზე მ----–----–------ის თანამშრომლები ხელს არ აწერენ; ამასთან, მ--- შ------ის პიროვნება და წარსული კარგად იყო ცნობილი მათთვის და დარწმუნდნენ, რომ მ--- შ------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია იყო გაყალბებული და არ შეესაბამებოდა სიმართლეს.

2.35.5. მოწმე მ-----– ა--------ის ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით, ლომბარდის თანამშრომლის ტ----- ფ--------–---ის ჩვენებით, ამოღების ოქმებით, გამომძიებელ გ--–-------- ჯ----ს ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ პ-----ს---------------ში მდებარე ი/მ ,,ა--- ნ--------ის’’ კუთვნილ ლომბარდში 2018 წლის 25 აგვისტოს მ--- შ------ემ ჩააბარა შპს ,,ჯ-------- ზ-------დან’’ წამოღებული ორი ახალი ლეპტოპი, რაშიც სესხის სახით მიიღო 700 ლარი.

2.35.6. კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2----.2018 წ. დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა ჭ----------------–----–------ის მ----- პ----- ნ--------ის სახელით არის გაყალბებული. ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2----.2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში ,,პასუხისმგებელი პირი - ა---–---“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ლ---- ბ-–--ის, არამედ სხვა პირის მიერ.

2.35.7. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ--- შ------ის ბრალდებას მასში, რომ მ--- შ------ემ თავიდანვე განიზრახა ყალბი დოკუმენტების გაყალბების გზით მოტყუებით დაუფლებოდა ქ.თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიიდან ელექტრო ტექნიკას, რაც მოიყვანა სისრულეში, როდესაც დაამზადა 2018 წლის 24 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, 2018 წლის 25 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და მათი შპს ,,ზ-----------------ში’’ წარდგენის და გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა 4800 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ტექნიკას.

 

2.36. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიიჩნევს მ--- შ------ის ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით.

 

თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია

 

2.37. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის ღირებულება 150 ლარს ზემოთ.

 

2.38. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ მ--- შ------ის მიერ ჩადენილი ქმედებების შედეგად, შპს ,,ზ-----------------სთვის’’ მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 150 ლარს და შეადგენს 4 800 ლარს.

 

2.39. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--- შ------ემ ჩაიდინა თაღლითობა, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.

 

თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის

 

2.40. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------ის განაჩენით მ--- შ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით (რაც გადახდილი არ არის); მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად, 1 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

2.41. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვის თანახმად, მ--- ა-–-----------------–- შ------ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობდა ი--------ს პრობაციის ბიუროში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------ის განაჩენის საფუძველზე. აღნიშნული განაჩენის თანახმად, მ-–-------ს, სსკ-ის 43-ე მუხლის მიხედვით, 01 (ერთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რომელიც დასრულდა 2017 წლის 29 მარტს.

 

2.42. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.43. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.44. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--- შ------ემ ჩაიდინა თაღლითობა არაერთგზის.

 

თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით

სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით

 

2.45. სასამართლო სხდომაზე მოწმე ნ----- ი-–-------–მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 28 აგვისტოს მეორედ მაღაზიაში მისული იყო მ--- შ------ე, რომელმაც კვლავ მოითხოვა ელექტრო ტექნიკის, კერძოდ, ლეპტოპების და მობილური ტელეფონების შეძენა ჭ----------------–----–------ისათვის. მ--- შ------ემ წარადგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, რომლებზეც დასმული იყო ბეჭედი და იყო ხელმოწერილი, მ--- შ------ემ ასევე წარადგინა მისი პირადობის დამადასტურებელი მოწმობა. მ--- შ------ეს კვლავ სურდა ნივთების შემდგომი გადახდის ვალდებულებით შეეძინა ელექტრო ტექნიკა. მ--- შ------ის მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია შეამოწმეს ბუღალტერიაში, რის შემდეგაც მ--- შ------ეს გადასცეს ნივთები, ლეპტოპები და მობილური ტელეფონები და ლეპტოპის აქსესუარები, ჯამში 19 700 ლარის ღირებულების. ნ----- ი-–-------–ის განმარტებით, ჭ----------------–----–------იდან არ მომხდარა თანხის გადარიცხვა შპს ,,ზ-----------------ს“ ანგარიშზე, რის გამოც ისინი დაუკავშირდნენ ჭ----------------–----–------ს და გაირკვა, რომ მ--- შ------ე არ ყოფილა ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი, ასევე, ჭ----------------–----–------ს შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში სახელმწიფო შესყიდვებით არაფერი არ შეუძენია. მისი განცხადებით, მ--- შ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 19 700 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2.46. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ--- წ---–-----მა დაადასტურა, რომ 2018 წლის 27 აგვისტოს მ--- შ------ე კვლავ მივიდა შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში. მ--- შ------ემ მეორედ მოითხოვა ნივთების თანხის შემდგომი გადახდის პირობით წაღება, შპს ,,ზ-----------------ს“ ბუღალტერიის სამსახურში თანამშრომლები ჭოჭმანობდნენ, ვინაიდან მ--- შ------ის მიერ პირველ ჯერზე წაღებული ნივთების თანხა არ იყო გადახდილი. მ--- შ------ემ წარადგინა დოკუმენტაცია, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ ხელშეკრულება, რომელიც იყო ხელმოწერილი და დასმული ჰქონდა ბეჭედი, ასევე მ--- შ------ის მიერ წარდგენილი იყო მიღება-ჩაბარების აქტი, რომელიც იყო ხელმოწერილი. მ--- შ------ეს შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლებმა გადასცეს ნივთები, ლეპტოპები, ლეპტოპის აქსესუარები და მობილური ტელეფონები, რომელთა ჯამური ღირებულება იყო 19 700 ლარი. მ--- წ---–-----მა აღნიშნა, რომ ჭ----------------–----–------იდან არ მომხდარა თანხის გადახდა, რის გამოც ის დაუკავშირდა მ--- შ------ეს, რომელმაც პირობა დადო, რომ მეორე დღეს თანხას გადაიხდიდა, მაგრამ აღნიშნული საუბრის შემდეგ მ--- შ------ეთან დაკავშირება ვეღარ მოხერხდა. მ--- წ---–-----მა განაცხადა, რომ შემდგომ გაირკვა მ--- შ------ე არ იყო ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი და შესაბამისად, ჭ----------------–----–------ს შპს ,,ზ-----------------ში“ არაფერი შეუძენია. მისი განცხადებით, მ--- შ------ის მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად შპს ,,ზ-----------------ს“ მიადგა 19 700 ლარის დიდი ოდენობით მატერიალური ზიანი.

 

2.47. ანალოგიური შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლებმა ვ--–---- მ------–---–მა და ა----- ნ--------ემ.

 

2.48. ჭ----------------–----–------ის თანამშრომლებმა ლ---- ბ-–--ემ , გ--- მ--------ემ და პ----- ნ--------ემ დაადასტურეს, რომ ჭ----------------–----–------ში მ--- შ------ეს არასოდეს უმუშავია და შპს ,,ზ-----------------ში“ 2018 წლის 28 აგვისტოს მის მიერ წარდგენილი დოკუმენტები იყო ყალბი.

 

2.49. სასამართლო სხდომაზე მოწმე მ-----– ა--------ის ჩვენებით დასტურდება, რომ 28 აგვისტოს მ--- შ------ემ შპს ,,ზ-----------------ში’’ შეიძინა ტექნიკა, რაც შემდეგში დაალომბარდა პ-----ს გ-------ზე მდებარე ლომბარდში.

 

2.50. სასამართლო სხდომაზე მოწმე ი------------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს პ-----ს გ-------------ში მდებარე ლომბარდში. 2018 წლის 29 აგვისტოს ლომბარდში მივიდა მ--- შ------ე, რომელმაც სესხის სანაცვლო ლომბარდში ჩააბარა სამი ცალი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ერთი ნოუთბუქი. მათ შორის გაფორმდა შესაბამისი ხელშეკრულება და მ--- შ------ეს გადაეცა 1500 ლარი. მისი განცხადებით, დაახლოებით 10 დღეში ლომბარდში მისული იყო მ--- შ------ე, რომელმაც პროცენტის თანხა გადაიხადა, ასევე მ--- შ------ემ ძირი თანხის ნაწილიც გადაიხადა და ნაწილი ნივთები წაიღო, ხოლო იმ დღის შემდეგ მ--- შ------ე ლომბარდში არ მისულა და შესაბამისად, მის მიერ ლომბარდში დატოვებული ნივთები არ გაუტანია.

 

2.51. სასამართლო სხდომაზე გამოქვეყნდა მოწმე გ--- კ------ის ჩვენება, რომლის თანახმად, იგი მუშაობს ქ. თბილისი პ-----ს გ---------ში მდებარე ი/მ ლ-–- ნ--------ის ტექნიკის ლომბარდში შემფასებლად. 2018 წლის 3 სექტემბერს მ--- შ------ემ ლომბარდში ჩააბარა Samsung-ის ფირმის მობილური ტელეფონი 350 ლარის სესხის უზრუნველყოფით, რაზეც გაფორმდა ხელშეკრულება.

 

2.52. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბერს ქ.თბილისში, პ-----ს გ-------ი N3-ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში შპს ,,პ----------------“ ოპერატორ ი------------–---–ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი acer-ის ფირმის ლეპტოპი და დოკუმენტაცია, რომელიც ჩაბარებულია მ--- შ------ის მიერ.

2.52.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა შ------- გ--------–--ემ.

 

2.53. ამოღების ოქმის თანახმად, 2018 წლის 10 სექტემბერს ქ.თბილისში, პ-----ს გ-------ი N3-ში მდებარე ტექნიკის ლომბარდში ი/მ ,,ლ-–- ნ--------ე’’ მოლარე-ოპერატორ გ--- კ------ისგან ამოღებული იქნა ერთი ცალი Samsungis ფირმის მობილური ტელეფონი და დოკუმენტაცია, რომელიც ჩაბარებულია მ--- შ------ის მიერ.

2.53.1. ამოღების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა შ------- გ--------–--ემ.

 

2.54. ფოტოსურათების ამოცნობის ოქმის თანახმად, ნ----- ი-–-------–მა წარმოდგენილი ოთხი ფოტოსურათიდან ამოიცნო მ--- შ------ე და აღნიშნა, რომ ფოტოსურათზე აღბეჭდილია სწორედ ის პირი, რომელიც 2018 წლის 24 აგვისტოს და 28 აგვისტოს მოვიდა ა--–-------–-------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს’’ მაღაზიაში, გაეცნო როგორც მ--- შ------ე, წარმოადგინა ხელშეკრულება სახელმწიფო შესყიდვების შესახებ და წაიღო ტექნიკა.

2.54.1. ფოტოსურათების ამოცნობის ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.55. სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულება დათარიღებულია 2018 წლის 27 აგვისტოს, ჭ---------. ხელშეკრულების თანახმად, ერთის მხრივ, ს.ს.ი.პ. თ--------------–-----------–-, ჭ----------------–----–------ი (შემსყიდველი) წარმოდგენილია ჭ--------ის მ----- პ-----------ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ზ-------“ (მიმწოდებელი) წარმოდგენილი მისი დირექტორის ლ-------------–---–ის სახით. შესყიდვის ობიექტია კლასიფიკატორის ჯგუფის, 3------- და 3------- კოდით გათვალისწინებული მომსახურეობა. კერძოდ, საოფისე ტექნიკის და მობილური ტელეფონის შეძენა დანართი N1-ს შესაბამისად. ხელშეკრულების ღირებულება შეადგენს 19 700 (ცხრამეტი ათას შვიდასი) ლარს. ხელშეკრულებას ხელს აწერენ შემსყიდველი: პ----- ნ--------ე. მიმწოდებელი: ლ-------------–---–ი. ხელშეკრულების დანართი N1: 1) Acer Aspire A515-51 G-81 URNX.GTOER.003 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 2199, სულ თანხა 2199. 2) HP 15BSS568UR 2MF 16 EA რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 999, სულ თანხა 999, 3) Lenovo Notebook IP 320115LaP 80XR00JFRU რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 649, სულ თანხა 649. 4) Acer SPIN 5 SP514-51-772E NX.GLDER.011 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 2799, სულ თანხა 2799. 5) ACER Aspine ES1-532G-P8WTNX.GHAER 0 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 929, სულ თანხა 929. 6) Lenovo Notebook ip 320-15isk 80xhooDB რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1259, სულ თანხა 38. 7) Defender Accura MM-665 red რაოდენობა 2, ერთეულის ფასი 25, სულ თანხა 50. 8) J600FD Galaxy j6 Dual sim 3GB RAM 3 რაოდენობა 15, ერთეულის ფასი 555, სულ თანხა 8325. 9) Apple Ip hone 7 32 GB BLASK რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1569, სულ თანხა 1569. 10) Panasonic KX-TG 3721 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 139, სულ თანხა 139. 11) Coolbell Laptop Bag CB-5001 15 Grey რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 69, სულ თანხა 69. 12) Hoco Bluetooth Headset e 13 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 29, სულ თანხა 29. 13) U730F Galaxy J7 Pro Dual Sim 3 GB RAM რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 719, სულ თანხა 719. 14) Dver Fascination Series Samsung J 730 G რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 16, სულ თანხა 16.

 

2.56. მიღება-ჩაბარების აქტის თანახმად, აქტი დათარიღებულია 2-----2018, თბილისი. ერთის მხრივ, სსიპ თ--------------–-----------–- ჭ----------------–----–------ი, წარმოდგენილი მ----–----–------ის მ---- პ-----------ის სახით და მეორეს მხრივ, შპს ,,ზ------------------“ წარმოდგენილი დირექტორის ლ-------------–---–ის სახით, შევადგინეთ ეს აქტის მასზედ, რომ შპს ,,ზ------------------მ“ ჩააბარა, ხოლო სსიპ თ--------------–-----------–- ჭ--------ის მინიციპალიტეტმა მიიღო, მათ შორის 2018 წლის 27 აგვისტოს გაფორმებული N--- ხელშეკრულებით შესყიდული, შემდეგი სახის პროდუქცია: 1) Acer Aspire A515-51 G-81 URNX.GTOER.003 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 2199, სულ თანხა 2199. 2) HP 15BSS568UR 2MF 16 EA რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 999, სულ თანხა 999, 3) Lenovo Notebook IP 320115LaP 80XR00JFRU რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 649, სულ თანხა 649. 4) Acer SPIN 5 SP514-51-772E NX.GLDER.011 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 2799, სულ თანხა 2799. 5) ACER Aspine ES1-532G-P8WTNX.GHAER 0 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 929, სულ თანხა 929. 6) Lenovo Notebook ip 320-15isk 80xhooDB რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1259, სულ თანხა 38. 7) Defender Accura MM-665 red რაოდენობა 2, ერთეულის ფასი 25, სულ თანხა 50. 8) J600FD Galaxy j6 Dual sim 3GB RAM 3 რაოდენობა 15, ერთეულის ფასი 555, სულ თანხა 8325. 9) Apple Ip hone 7 32 GB BLASK რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 1569, სულ თანხა 1569. 10) Panasonic KX-TG 3721 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 139, სულ თანხა 139. 11) Coolbell Laptop Bag CB-5001 15 Grey რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 69, სულ თანხა 69. 12) Hoco Bluetooth Headset e 13 რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 29, სულ თანხა 29. 13) U730F Galaxy J7 Pro Dual Sim 3 GB RAM რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 719, სულ თანხა 719. 14) Dver Fascination Series Samsung J 730 G რაოდენობა 1, ერთეულის ფასი 16, სულ თანხა 16. მიღება-ჩაბარების აქტი ხელმოწერილია პ-----------ის და ლ-------------–---–ის მიერ, ასევე პასუხისმგებელი პირი ა----–--ის მიერ.

 

2.57. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ მ-----– ა--------ის მითითებით ექსპერიმენტში მონაწილე პირები მივიდნენ წ-------–----------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში, სადაც მ-----– ა--------ის განმარტებით, მ--- შ------ემ 2018 წლის 28 აგვიტოს შეიძინა ტექნიკა, რომელიც მოათავსა მ-----– ა--------ის ა/მანქანაში და ჩააბარა ლომბარდში.

2.57.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე დაადასტურეს მოწმეებმა გ--–-------- ჯ----მ და ლ---–- გ-----–-ამ.

 

2.58. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო მოწმე ნ----- ი-–-------–მა. დათვალიერებული იქნა შპს ,,ზ-----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. 2-----2018 წლის 19:03:56 საათზე კადრში ჩნდება მ--- შ------ე, რომელსაც აცვია კუბოკრული პერანგი და ღია ფერის შარვალი, ის ესაუბრება ნ----- ი-–-------–ს და აწვდის დოკუმენტაციას, მ--- შ------ე მოძრაობს დახლთან და კონსულტანტები მას აწვდიან შეძენილ ნივთებს, ყველა ნივთის პარკში მოთავსების შემდეგ, მ--- შ------ე იღებს ნივთებს.

2.58.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.59. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ლ-–- ნ--------ის კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. 09-03-2018, ვიდეო ჩანაწერის კადრში ჩანს ქუჩის ნაწილი და ლომბარდის სალარო. 23:28:30 საათზე კადრში ჩნდება მ--- შ------ე, რომელსაც აცვია კუბოკრული პერანგი და ღია ფერის შარვალი, მას ხელში უჭირავს დიდი ზომის ლურჯი პარკი, მიდი სალაროსთან პარკიდან იღებს ყუთს, რომელსაც აწვდის ფანჯარაში, დგას დახლთან და 23:38:30 საათზე ხელს აწერს დოკუმენტებს, 23:40:00 საათზე გადის ლომბარდიდან.

2.59.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.60. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,პ----- ს-------ს’’ კუთვნილი ლომბარდიდან გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერები. 08-29-2018. ვიდეო ჩანაწერის კადრში ჩანს ქუჩის ნაწილი და ლომბარდის სალარო. 01:59:30 საათზე კადრში ჩნდება მ--- შ------ე, რომელსაც აცვია კუბოკრული პერანგი და ღია ფერის შარვალი, მას ხელში უჭირავს დიდი ზომის ლურჯი პარკი, მიდის სალაროსთან, პარკიდან იღებს ყავისფერ ყუთს, რომელსაც აწვდის ფანჯარაში, დგას დახლთან და 02:22:30 საათზე ხელს აწერს დოკუმენტებს, 02:24:55 საათზე გადის ლომბარდიდან.

2.60.1. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა გ--–-------- ჯ----მ.

 

2.61. ბრალდებულ მ--- შ------ის ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში მ--- შ------ის უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება იმ საფუძვლით, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები უტყუარად ვერ ადასტურებენ 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდში მ--- შ------ის მიმართ წარდგენილ ბრალდებას.

 

2.62. როგორც ზემოთ აღნიშნულ 2018 წლის 25 აგვისტოს, ასევე 2018 წლის 28 აგვისტოს ეპიზოდთან დაკავშირებით, სასამართლო ვერ გაიზიარებს ადვოკატის პოზიციას წარდგენილ ბრალდებაში მ--- შ------ის უდანაშაულოდ ცნობისა და გამართლების თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნულ ეპიზოდთან დაკავშირებით მ--- შ------ის სისხლის სამართლის საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს მ--- შ------ის ბრალდებას. კერძოდ:

2.62.1. მოწმეების დაზარალებულ შპს ,,ზ-----------------ს“ წარმომადგენელის - ნ----- ი-–-------–ის, შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლების - მ--- წ---–-----ის, მ------- მ------–---–ის, ვ--–---- მ------–---–ის ჩვენებებით, მ--- შ------ის ნაცნობის მოწმე მ-----– ა--------ის ჩვენებით, სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებით, მიღება-ჩაბარების აქტით, შპს ,,ზ-----------------დან“ გამოთხოვილი ვიდეო ჩანაწერების დათვალიერებით და დათვალიერების ოქმებით, ფოტოსურათების ამოცნობის ოქმით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ მ--- შ------ე შპს ,,ზ-----------------ს’’ თანამშრომლებს მეორედ გაეცნო, როგორც ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი, წარუდგინა სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულება, მიღება-ჩაბარების აქტი, თავისი პასპორტი და ამ შემთხვევაშიც კონსიგნაციით (შემდგომი გადახდის ვალდებულებით) შეიძინა სხვადასხვა დასახელების ტექნიკა - ლეპტოპები, მობილური ტელეფონი და ლეპტოპის აქსესუარები, ჯამში 19 700 ლარის ღირებულების;

2.62.2. შპს ,,ზ-----------------ს“ თანამშრომლების - ნ----- ი-–-------–ის, მ--- წ---–-----ის, ა----- ნ--------ის ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ვინაიდან ჭ----------------–----–------იდან არ მომხდარა თანხის გადარიცხვა შპს ,,ზ-----------------ს“ ანგარიშზე, თანხის გადახდის მიზნით შპს ,,ზ------------------ს’’ თანამშრომლები დაუკავშირდნენ ჭ----------------–----–------ს და გაირკვა, რომ მ--- შ------ე არ ყოფილა ჭ----------------–----–------ის თანამშრომელი, ასევე ჭ----------------–----–------ს შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიაში სახელმწიფო შესყიდვებით არაფერი შეუძენია.

2.62.3. კონკრეტულ ფაქტზეც, ჭ----------------–----–------ის თანამშრომელები - მოწმები ლ---- ბ-–--ე, გ--- მ--------ე და პ----- ნ--------ე ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ მ--- შ------ეს ჭ----------------–----–------ში არასდროს უმუშავია და მ--- შ------ის მიერ შპს ,,ზ-----------------ში“ 2018 წლის 28 აგვისტოს წარდგენილი დოკუმენტები იყო გაყალბებული.

2.62.4. მოწმე მ-----– ა--------ის ჩვენებით და მისი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტით, ლომბარდის თანამშრომლის ი------------–---–ის ჩვენებით, ამოღების ოქმებით, გამომძიებელ გ--–-------- ჯ----ს ჩვენებით და სხვა მტკიცებულებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2018 წლის 29 აგვისტოს ლომბარდში მივიდა მ--- შ------ე, რომელმაც სესხის სანაცვლოდ ჩააბარა სამი ცალი ,,სამსუნგის“ ფირმის მობილური ტელეფონი და ერთი ნოუთბუქი, რაშიც მიიღო 1500 ლარი; ასევე, მოწმე გ--- კ------ის ჩვენებით დასტურდება, რომ ქ. თბილისი პ-----ს გ---------ში მდებარე ი/მ ,,ლ-–- ნ--------ის’’ ტექნიკის ლომბარდში 2018 წლის 3 სექტემბერს მ--- შ------ემ ჩააბარა Samsung-ის ფირმის მობილური ტელეფონი 350 ლარის სესხის უზრუნველყოფით.

2.62.5. კომპლექსური (გრაფიკული და დოკუმენტების ტექნიკური) ექსპერტიზის დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2-----2018 წელს დათარიღებული სახელმწიფო შესყიდვების შესახებ N--- ხელშეკრულებაზე და მიღება-ჩაბარების აქტზე ხელმოწერა ჭ----------------–----–------ის მ----- პ----- ნ--------ის სახელით არის გაყალბებული; ექსპერტიზაზე წარმოდგენილი, 2-----2018წ. დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტის გრაფაში ,,პასუხისმგებელი პირი - ა---–---“ არსებული ხელმოწერა შესრულებულია არა ლ---- ბ-–--ის, არამედ სხვა პირის მიერ.

2.62.6. სასამართლო აძლევს რა შეფასებას დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებს მიაჩნია, რომ წარმოდგენილი მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს მ--- შ------ის ბრალდებას მასში, რომ მ--- შ------ემ თავიდანვე განიზრახა დოკუმენტების გაყალბების გზით მოტყუებით დაუფლებოდა ქ.თბილისში, წ-------–------------ში მდებარე შპს ,,ზ-----------------ს“ მაღაზიიდან ელექტრო ტექნიკას, რაც მოიყვანა სისრულეში, როდესაც დაამზადა 2018 წლის 27 აგვისტოთი დათარიღებული N--- სახელმწიფო შესყიდვების ხელშეკრულება, 2018 წლის 28 აგვისტოთი დათარიღებული მიღება-ჩაბარების აქტი და მათი შპს ,,ზ-----------------ში’’ წარდგენის და გამოყენების გზით მოტყუებით დაეუფლა 19 700 ლარის ღირებულების სხვადასხვა დასახელების ტექნიკას.

 

2.63. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიიჩნევს მ--- შ------ის ბრალდებას მასში, რომ იმან ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით.

 

თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით

 

2.64. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.

 

2.65. სისხლის სამართლის საქმის მასალებით დგინდება, რომ მ--- შ------ის მიერ ჩადენილი ქმედების შედეგად დაზარალებულ შპს ,,ზ-----------------ს“ მიყენებული ქონებრივი ზიანი აღემატება 10 000 ლარს და იგი შეადგენს 19 700 ლარს.

 

2.66. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--- შ------ემ ჩაიდინა თაღლითობა, ჩადენილი დიდი ოდენობით.

 

თაღლითობა, ჩადენილი არაერთგზის

 

2.67. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------ის განაჩენით მ--- შ------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 182-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 3 000 ლარის ოდენობით (რაც არ არის გადახდილი); მასვე, სსკ-ის 43-ე მუხლის თანახმად 1 წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება.

 

2.68. სსიპ არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს მომართვის თანახმად, მ--- ა-–-----------------–- შ------ის მიმართ სააღსრულებო საქმისწარმოება მიმდინარეობდა ი--------ს პრობაციის ბიუროში თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------ის განაჩენის საფუძველზე. აღნიშნული განაჩენის თანახმად, მ-–-------ს სსკ-ის 43-ე მუხლის მიხედვით, 01 (რთი) წლის ვადით ჩამოერთვა თანამდებობის დაკავების უფლება, რომელიც დასრულდა 2017 წლის 29 მარტს.

 

2.69. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.70. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.71. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--- შ------ემ ჩაიდინა თაღლითობა არაერთგზის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა მ--- შ------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებებით ჩაიდინა - ყალბი ოფიციალური დოკუმენტის დამზადება და გამოყენება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით; მანვე ჩაიდინა თაღლითობა, ესე იგი მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით სხვისი ნივთის მიღება მოტყუებით, ჩადენილი დიდი ოდენობით, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით.

 

3.3. მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მ--- შ------ის ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებებში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. მ--- შ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: მ--- შ------ეს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, წარსული ნასამართლობა ქმედების მაკვალიფიცირებელი გარემოებაა.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, მ--- შ------ეს უნდა დაენიშნოს სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა მ--- შ------ემ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

6.1. შპს ,,ზ-----------------დან“ ამოღებული 2018 წლის 24 აგვისტოს N--- ხელშეკრულება, 2018 წლის 25 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული მასალები მ--- შ------ის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად; 2018 წლის 27 აგვისტოს N--- ხელშეკრულება, 2018 წლის 28 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული მასალები მ--- შ------ის პასპორტის ასლთან ერთად - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.2. შპს ,,პ----- ს-------დან“ ამოღებული ,,acer aspire”-ის ფირმის ლეპტოპი, რომელიც ინახება დ-----------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.3. სალომბარდე ხელშეკრულება N---- და თანდართული მასალა, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.4. ი/მ ,,ა--- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული ორი ცალი ლეპტოპი, რომელიც ინახება დ-----------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.5. გირაოთი უზრუნველყოფის საკრედიტო ხელშეკრულება N-----, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.6. ი/მ ,,ლ-–- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული Samsung”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება დ-----------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

6.7. ი/მ ,,ლ-–- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული N------- ხელშეკრულება და თანდართული მასალები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

6.8. ლ-–- ნ--------ის ლომბარდიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქული ერთ პაკეტად; ი/მ ,,ა--- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში; შპს ,,პ-----------ს“ ლომბარდიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში; შპს ,,ზ-----------------დან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

სარეზოლუციო ნაწილი:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 255-ე, 258-260-ე, 269-ე, 272-274-ე, 277-278-ე მუხლების შესაბამისად, სასამართლომ

 

დ ა ა დ გ ი ნ ა:

 

1. მ--- შ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. მ--- შ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

3. მ--- შ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

4. მ--- შ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.

 

5. მ--- შ------ე ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და ,,გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

6. მ--- შ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით.

 

7. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაულთა ერთობლიობით სასჯელის დანიშვნისას მკაცრმა სასჯელმა შთანთქონ ნაკლებად მკაცრი სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, მ--- შ------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლის ვადით.

 

8. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 3--------ის განაჩენით დანიშნული მოუხდელი სასჯელი - ჯარიმა 3 000 (სამი ათასი) ლარი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, მ--- შ------ეს სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვროს 7 (შვიდი) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

9. მ--- შ------ის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

10. მსჯავრდებულ მ--- შ------ეს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების გამო მისი დაპატიმრებიდან ან სათანადო ორგანოებში მისი გამოცხადების მომენტიდან.

 

11. ნივთმტკიცება:

11.1. შპს ,,ზ-----------------დან“ ამოღებული 2018 წლის 24 აგვისტოს N--- ხელშეკრულება, 2018 წლის 25 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული მასალები მ--- შ------ის პირადობის მოწმობის ასლთან ერთად; 2018 წლის 27 აგვისტოს N--- ხელშეკრულება, 2018 წლის 28 აგვისტოს მიღება-ჩაბარების აქტი და თანდართული მასალები მ--- შ------ის პასპორტის ასლთან ერთად - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

11.2. შპს ,,პ----- ს-------დან“ ამოღებული ,,acer aspire”-ის ფირმის ლეპტოპი, რომელიც ინახება დ-----------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.3. სალომბარდე ხელშეკრულება N---- და თანდართული მასალა, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

11.4. ი/მ ,,ა--- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული ორი ცალი ლეპტოპი, რომელიც ინახება დ-----------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.5. გირაოთი უზრუნველყოფის საკრედიტო ხელშეკრულება N-----, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

11.6. ი/მ ,,ლ-–- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული Samsung”-ის ფირმის მობილური ტელეფონი, რომელიც ინახება დ-----------------------------------–-------- განყოფილების ადმინისტრაციულ შენობაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს.

11.7. ი/მ ,,ლ-–- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული N------- ხელშეკრულება და თანდართული მასალები, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

11.8. ლ-–- ნ--------ის ლომბარდიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქული ერთ პაკეტად; ი/მ ,,ა--- ნ--------ის“ ლომბარდიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში; შპს ,,პ-----------ს“ ლომბარდიდან ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში; შპს ,,ზ-----------------დან“ ამოღებული ვიდეოჩანაწერი ერთ ცალ ლაზერულ დისკზე დალუქულ მდგომარეობაში - რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს - საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

12. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

13. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს პროკურორის მიერ გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

14. მსჯავრდებულს, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 1 თვის ვადაში: დაპატიმრებიდან; ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან; ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ მსჯავრდებული ითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/