განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N1/182-19
(-------------
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
3 ივლისი, 201- წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე - იზა კელენჯერიძე
სხდომის მდივანი - თეა ვარდოშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორები - ლ-–----------–--ე და ლ-–----------–---–ი,სტაჟიორ-პროკურორი - ი------------–---–ი
დაცვის მხარე:
ბრალდებული - გ-----------------ის ძე ც---–---–ი - დაბადებული 1----–-–-----------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი N-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, დ-----------–--------–--------------–-----.
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ’’ და „გ“ ქვეპუნქტები (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ბინაში უკანონო შეღწევით, ჩადენილი არაერთგზის);
ადვოკატი - ნ------–-------ე
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, გ-----–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (10 ეპიზოდი) განესაზღვრა 12 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 6 წლით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი ჩაეთვალა პირობით. 2012 წლის 28 დეკემბრის „ამნისტიის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, გ-----–---–---–ს საბოლოოდ განესაზღვრა 9 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა ჩაეთვალა პირობით. თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით, გ-----–---–---–ს საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის განესაზღვრა 1 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა, რასაც ნაწილობრივ დაემატა 2----–-–---------------ის განაჩენით დანიშნული, შემდგომში ამნისტიით შემცირებული მოუხდელი სასჯელი - 4 წლით და 6 თვით თავისუფლების აღკვეთა; საბოლოოდ გ-----–---–---–ს განესაზღვრა 6 წლით თავისუფლების აღკვეთა, საიდანაც 1 წელი განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით, 5 წლის და 3 თვის გამოსაცდელი ვადით.
1.2- 2--- წლის 06 ივლისს, ქ. თბილისში, რ------------------–--–----------------ში, გ------------–----–---–ის საცხოვრებელ N--------ში, გ-----–---–---–მა უკანანოდ შეაღწია და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეფლა გ------------–----–---–ის კუთვნილ პიჯაკს, პერანგს, მაჯის საათს, მზის სათვალეს, „-------ის ფირმის ფოტოაპარატის დამტენს, „---------ს ფირმის ნოუთბუქს და ნოუთბუქის ჩანთას. აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო ქმედების შედეგად, გ------------–----–---–ს მიადგა 2450 (ორი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
2- ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით
2-1. დაზარალებულ გ------------–----–---–ის ჩვენების თანახმად, 2--- წლის 6 ივლისს, დილის ექვსის ნახევარზე წავიდა სამსახურში, საიდანაც დაახლოებით საღამოს რვის ნახევარზე დაბრუნდა. დაზარალებულმა სახლიდან გასვლისას ბინის კარი დაკეტა, თუმცა დაბრუნებულს ღია დახვდა. მან შეამჩნია, რომ საკეტი დაზიანებული იყო, ხოლო ბინაში არეულობის კვალი შეიმჩნეოდა; ადგილზე არ იყო კომპიუტერი, ჩანთა საბუთებით, პიჯაკი, პერანგი, სათვალე და მაჯის საათი. დაზარალებულმა დაუყოვნებლივ დარეკა 112-ში და პოლიცია გამოიძახა. გამოძიების მიმდინარეობისას იგი ორჯერ გამოიკითხა; ფოტოაპარატი, რომელზეც გამოკითხვისას განაცხადა, რომ მოპარული იყო, სეიფში აღმოაჩნდა, რის შესახებაც დაუყოვნებლივ აცნობა გამომძიებელს. დაზარალებულმა განმარტა, რომ ქურდობის შედეგად მიყენებული ზიანის ოდენობად თავდაპირველად 2750 ლარი მიუთითა, თუმცა მოგვიანებით ზემოაღნიშნულ თანხას გამოაკლდა ფოტოაპარატის ღირებულება და მისთვის მიყენებული ზიანი საბოლოოდ შეადგენს 2450 ლარს. გ------------–----–---–მა განაცხადა, რომ გ-----–---–---–ს პირადად არ იცნობს და მასთან არანაირი ურთიერთობა არ ჰქონია; გამოკითხვისას გაიხსენა, რომ იგი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავდა ნანახი. 112-ში დარეკვიდან რამდენიმე წუთში მოვიდა პოლიციის თანამშრომელი, რომელმაც ბინა შეათვალიერა და წავიდა. ადგილზე მალევე მივიდნენ ექსპერტები, რომლებმაც აიღეს თითის ანაბეჭდი და სუნის ნიმუში. დაზარალებულმა განმარტა, რომ კომპიუტერი და ფოტოაპარატი გ--------ში შეიძინა; დოკუმენტაცია ჩანთაში ეწყო, რომელიც ასევე მოპარეს; მან ფოტოაპარატის ყუთი წარადგინა გამომძიებელთან.
2-2- 2--- წლის 6 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის თანახმად, შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ი--------------------–-–-------------------–--ის გამომძიებელ დ-----------–---–ის მიერ, ექსპერტების - რ------------–-–---–ის, ი-----–----------ისა და ზ---------–----ის მონაწილეობით, დაზარალებულ გ------------–----–---–ის თანდასწრებით, დათვალიერებულ იქნა შემთხვევის ადგილი, მდებარე ქ. თბილისი, რ------------------–--–----------------------------- ბინას გააჩნია ერთფრთიანი შეუღებავი კარი, რომლის საკეტი გამართულ მდგომარეობაშია, თუმცა საკეტის ენის ბუდის მიმდებარედ შეინიშნება მექანიკური დაზიანების კვალი. ბინის შესასვლელიდან მოპირდაპირე მხარეს განთავსებულია სამზარეულო ოთახი, სადაც დგას შესაბამისი ინვენტარი და რაიმე არეულობის კვალი არ შეინიშნება. ბინის შესასვლელიდან მარცხენა მხარეს მდებარეობს მისაღები ოთახი, სადაც განთავსებულია ერთი საწოლი, კედელზე მიდგმულია მაგიდა და სავარძელი, იატაკზე დაფენილია ხალიჩა. აღნიშნული ხალიჩიდან აღებულ იქნა სუნის ნიმუში, რის შემდეგაც გაშვებულ იქნა სამძებრო ძაღლი, რომელიც გავიდა ბინიდან, ჩავიდა კორპუსის მე-5 სართულზე და გაჩერდა. ექსპერტ-კრიმინალისტების მიერ, მაგიდაზე არსებული მუყაოს ყუთის ზედაპირიდან აღებულ იქნა ხელი კვალის ნიმუში ერთ ცალ დაქტილოფირზე. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა ექსპერტების მიერ.
2-3. 2--- წლის 6 ივლისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - ი-----–----------ემ და რ------------–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეთა განმარტებით, 2--- წლის 6 ივლისს, გამოცხადნენ ქ. თბილისში, რ------------------–--–ზე მდებარე კორპუსში, ბინის ქურდობის ფაქტთან დაკავშირებით. ბინაში ნივთები არეული იყო. რამდენიმე ნივთი დაამუშავეს სპეციალური ფხვნილით, მაგრამ მხოლოდ ფოტოაპარატის ყუთიდან მოხერხდა თითის კვალის ამოღება, რომელიც დაილუქა და გადაეცა გამომძიებელს. შემთხვევის ადგილი დასურათებულ იქნა მათ მიერ. ექსპერტების გარდა შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდნენ გამომძიებელი და ბინის მეპატრონე. გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. შემთხვევის ადგილიდან კინოლოგების მიერ აღებულ იქნა სუნის ნიმუში. შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2-4. შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს ი--------------------–-–-------------------–--ის გამომძიებელმა - დ-----------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა მის მიერ ჩატარებული საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებების კანონთან შესაბამისობა და დამატებით განმარტა, რომ აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება დაიწყო 2--- წლის 6 ივლისს, რომელსაც საფუძვლად დაედო შეტყობინება მოქალაქე გ------------–----–---–ის ბინის გაქურდვასთან დაკავშირებით. ძირითადი საგამოძიებო მოქმედებები დ-----------–---–მა ჩაატარა, რომელთა სისწორესაც ადასტურებს. ექსპერტების მონაწილეობით, ბინის მეპატრონის თანხმობითა და თანდასწრებით, მან დაათვალიერა შემთხვევის ადგილი, რა დროსაც ამოღებულ იქნა სუნის ნიმუში და ხელის კვალი. მოწმისთვის ცნობილია, რომ მოცემულ საქმეზე ორჯერ ჩატარდა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა შემთხვევის ადგილიდან აღმოჩენილ თითის კვალზე და ორივეჯერ დაემთხვა ბრალდებულის თითის ანაბეჭდს. ამასთან, ამოღებული სუნის კვალი შედარებულ იქნა გ-----–---–---–ისგან აღებულ სუნის ნიმუშს და ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა მათი იდენტურობა. შემთხვევის ადგილის დათვალიერების შესახებ შედგენილ იქნა ოქმი, რომელსაც ყველა მონაწილემ მოაწერა ხელი. მოწმემ ასევე დაადასტურა, რომ ბრალდებული რამდენჯერმე დაიბარა პოლიციაში. გ-----–---–---–ი ხან მარტო მიდიოდა, ხანაც ოჯახის წევრების თანხლებით.
2-5. 2--- წლის 23 აგვისტოს, ნიმუშის აღების ოქმის თანახმად, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ი---------------------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ს---------------ის მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, ექსპერტმა - დ-----------------მ, ქ. თბილისში, ე----------------------------ში, კინოლოგიის სამსახურში, გ-----–---–---–ს აუღო სუნის ნიმუში. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული გ-----–---–---–ი და მას რაიმე სახის შენიშვნა ან პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
2-6. ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - დ-----------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 23 აგვისტოს, დღის მეორე ნახევარში, ქ. თბილისის ი----------------–--------------–-------------------–--აში, სტერილური დოლბანდების დახმარებით, ბრალდებულს აუღო სუნის ნიმუში, რომელიც მოათავსა 0.5 ლიტრი ტევადობის ქილაში და დალუქა. ნიმუშის აღება განხორციელდა ნებაყოფლობით და ბრალდებულის მიმართ რაიმე იძულებას ადგილი არ ჰქონია. არ შეუმჩნევია, რომ ბრალდებული ნიმუშის აღებისას შეუძლოდ გრძნობდა თავს. დასმულ კითხვებს ბრალდებული ჩვეულებრივ პასუხობდა და არ შეინიშნებოდა, რომ სმენა დაქვეითებული ჰქონდა. გ-----–---–---–ს ნიმუშის აღების მიმდინარეობისას ექიმის დახმარება არ მოუთხოვია.
2-7. 2--- წლის 8------------, საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ი---------------------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ლ--------------ს მიერ შედგენილი ოქმის თანახმად, საექსპერტო-კრიმინალისტიკური სამსახურის ნარკოლოგიური შემოწმების სამსახურის შენობაში, მ---–--–----–-----------------ში, ექსპერტ ლ-------------ს მიერ გ-----–---–---–ისგან აღებულ იქნა ხელის კვალის ნიმუში. ოქმს ხელს აწერს ბრალდებული გ-----–---–---–ი და დაფიქსირებულია მინაწერი, რომლის მიხედვითაც, ბრალდებული თანახმაა მისგან აღებულ იქნეს ხელის კვალის ნიმუში. რაიმე შენიშვნა ან პრეტენზია ბრალდებულის მხრიდან გამოთქმული არ ყოფილა.
2-8. ნიმუშის აღების ოქმის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - ლ-------------მ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, 2--- წლის 8------------, ხელის კვალის ნიმუში აიღო ბრალდებულის თანხმობით, მშვიდ და წყნარ პირობებში, რის შესახებაც გამომძიებელმა შეადგინა შესაბამისი ოქმი, რომელსაც ხელი მოაწერა საპროცესო მოქმედებაში მონაწილე ყველა პირმა, მათ შორის, ბრალდებულმა - გ-----–---–---–მა.
2-9. 2--- წლის 1------------ს ბრალდებულის დაკავების ოქმის თანახმად, შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------–-–-------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ლ--------------ს მიერ დაკავებულ იქნა გ-----–---–---–ი. ამავე ოქმის თანახმად, ბრალდებულს განემარტა უფლებები, გადაეცა დაკავების ოქმის ასლი, თუმცა გ-----–---–---–მა გაურკვეველი მიზეზებით ოქმზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა.
2-10. შსს ქ. თბილისის პოლიციის დეპარტამენტის ი--------------------–-–-------------------–--ის დეტექტივ-გამომძიებელ - ი-----–------–---–ის განმარტებით, 2--- წლის 1-------------, მიღებული ოპერატიული ინფორმაციის საფუძველზე, ლ--------------სთან და გ-----------–---–---–თან ერთად, გაემგზავრა საქართველოს ს-------–----------------------ში, სადაც დახვდათ ბრალდებული - გ-----–---–---–ი, რომელსაც გამომძიებელმა - ლ--------------მ გააცნო დაკავების შესახებ მოსამართლის განჩინების შინაარსი და განუმარტა უფლებები. შედგა ბრალდებულის დაკავების ოქმი, რის შემდეგაც გ-----–---–---–ი გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულმა უარი განაცხადა ოქმზე ხელის მოწერაზე, რის გამოც ლ--------------მ, ოქმში შეიტანა შენიშვნა. გ-----–---–---–ის დაკავება მოხდა მშვიდ გარემოში და რაიმე სახის წინააღმდეგობის გაწევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია.
2-11. საქართველოს შს სამინისტროს ქ. თბილისის სამმართველოს, ი---------------------------------–--ის უბნის ინსპექტორ-გამომძიებელ - ლ--------------ს განმარტებით, მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოსამართლის განჩინების საფუძველზე, გაჩხრეკილ იქნა ბრალდებულის საცხოვრებელი სახლი, მოწმის სახით გამოკითხა გ-----–---–---–ი, შეადგინა ხელის კვალის ნიმუშის აღების ოქმი, დანიშნა ოდოროლოგიური ექსპერიტიზა, დაზარალებულს გააცნო დადგენილება დაზარალებულად ცნობის შესახებ, დააკავა გ-----–---–---–ი და აღნიშნულის შესახებ შეატყობინა ბრალდებულის ძმას. მის მიერ ჩატარებული ყველა მოქმედება შესრულდა კანონმდებლობის სრული დაცვით და რაიმე დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ბრალდებულის საცხოვრებელი სახლის ჩხრეკისას რაიმე კანონსაწინააღმდეგო ამოღებული არ ყოფილა. გ-----–---–---–მა ნებაყოფლობით მისცა ინფორმაცია გამოძიებას, ასევე მისი თანხმობით მოხდა ხელის კვალის ნიმუშის აღება ბრალდებულისგან. გ-----–---–---–ი დაკავებულ იქნა თბილისის ს-------–----------------------ში. დაკავებაში მასთან ერთად მონაწილეობდნენ ი-----–------–---–ი და გ-----------–---–---–ი. დაკავებაში მონაწილე პირებმა გ-----–---–---–ს განუმარტეს უფლებები, იგი გაეცნო დაკავების ოქმს, თუმცა მასზე ხელის მოწერაზე უარი განაცხადა. მოწმის განმარტებით, ბრალდებულს ნიმუშის აღებასთან დაკავშირებით არანაირი პრეტენზია არ დაუფიქსირებია.
2-1-- საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------–------------- დასკვნის თანახმად, ექსპერტიზაზე წარდგენილი კვალი №1 პიროვნების იდენტიფიკაციისთვის ვარგისია. გამოკვლევაზე წარდგენილი იდენტიფიკაციისათვის ვარგისი კვალი №1 იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში რიცხული გ-----------------ის ძე ც---–---–ის (დაბადებული 9--1--1---) მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის ანაბეჭდისა (ექსპერტი - თ--------------ე).
2-13. საქართველოს შ------------------------------------------–-----------------------------------–-–---------–---ს დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურეს ექსპერტებმა - თ--------------ემ და ი-----–---------–-–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმეთა განმარტებით, მათ მიერ გამოკვლეულ იქნა დალუქულ პაკეტში მოთავსებული ერთი ცალი დაქტილოფირი. გამოკვლევით დადგინდა, რომ ერთ ცალ დაქტილოფირზე დაფიქსირებული თითის კვალის ნიმუში იდენტური იყო ბაზაში არსებული გ-----–---–---–ის მარცხენა ხელის საჩვენებელი თითის კვალისა. ექსპერტებმა დაადასტურეს, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა კატეგორიულია და რაიმე ცდომილება ცალსახად გამოირიცხება.
2-14. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–-------------------------- დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის თითის კვალი №1 (იხ. 2--0--2--- წლის დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა №-------- ექსპერტები - ი---------–-–---–ი და თ----------ე), იდენტურია 2--- წლის 8------------ დაქტილოსკოპირებული გ-----------------ის ძე ც---–---–ის, (დაბადებული 1--1--1--- წ. პირადი ნომერი 0----------) ხელის თითის ანაბეჭდის ნიმუშის.
2-1-. 2--- წლის 1------------- დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა ექსპერტმა - ე---------------–--–---–მა, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას. მოწმის განმარტებით, დაქტილოსკოპიური ექსპერტიზა ჩაატარა გამომძიებლის დადგენილების საფუძველზე. ხელის თითის ერთი კვალი შედარებულ იქნა გ-----------------ის ძე ც---–---–ის ხელის თითის კვალს. დამთხვევა ცალსახად დადასტურდა და რაიმე ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ექსპერტმა დაადასტურა, რომ დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და ცდომილება ცალსახად გამორიცხულია.
2-16. საქართველოს შ----------------------------------------–-----------------------------------–-–--------------------------- ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, სისხლის სამართლის №------------ საქმეზე, გ------------–----–---–ის ბინის გაქურდვის ფაქტთან დაკავშირებით, შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას, მისაღებ ოთახში, კომპიუტერის მაგიდის წინ, ხალიჩის ზედაპირიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში იდენტურია მოწმე გ-----------------ის ძე ც---–---–ისგან აღებული სუნის კვალის ნიმუშის.
2-17. ექსპერტმა - მ----------------ემ, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, დაადასტურა მის მიერ ჩატარებული ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნის სისწორე და დამატებით განმარტა, რომ შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში მოთავსდა კონტეინერში და სამი სხვადასხვა ძაღლის მეშვეობით (ერთი ძაღლით სამჯერ) მოხდა შედარება გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუშთან. ყველა შემთხვევაში სუნის ნიმუშები დაემთხვა ერთმანეთს. ექსპერტის განმარტებით, ერთ ძაღლს მაინც რომ დაეფიქსირებინა განსხვავებული შედეგი, კატეგორიული ექსპერტიზის დასკვნა არ დაიწერებოდა. ექსპერტის განმარტებით, ორი და მეტი ახალი სუნი ახალ სუნს არ წარმოქმნის. ძაღლს შეუძლია რამდენიმე ათას სუნში ამოარჩიოს ერთი სუნი. მოცემულ შემთხვევაში ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა კატეგორიულია და ეჭვის შეტანის რაიმე საფუძველი არ არსებობს.
2-18. თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–---------------------------- განაჩენით, გ-----–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით (10 ეპიზოდი) და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 12 წლის ვადით, საიდანაც 6 წელი განესაზღვრა სასჯელაღსრულებით დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი 6 წელი შეეცვალა პირობით, 7 წლის გამოსაცდელი ვადით.
2-1-- თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პ--–-----------–-–-------------------------- განაჩენით, გ-----–---–---–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით და სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 1 წლის და 6 თვის ვადით. სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით და 2----–-–---------------–ის განჩინებით შემცირებული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 წელი და 6 თვე, რაც ჩათვლილი აქვს პირობითად და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული სასჯელიდან სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წელი, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და 3 თვე.
2-20. ცნობა №--------ის თანახმად, გ-----–---–---–მა სასჯელი კალენდარულად მოიხადა და სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2----–-–--------------------
2-21. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში, საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე, ბრალდებულ გ-----–---–---–ის მიმართ სისხლის სამართლის საქმეზე სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხაში მითითებული მტკიცებულებების ნაწილი მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე, კერძოდ: მტკიცებულებათა ნუსხაში 5.1. პუნქტად მითითებული შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუში, 5.2- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუში, 5.3. ბრალდებულ გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუში, 5.4. გ-----–---–---–ის ხელის კვალის ნიმუში. ასევე დაცვის მხარის მიერ წარმოდგენილი ზ----------------ის, ა-–------------ის, ნ------------ისა და დ------------ის გამოკითხვის ოქმები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ და მათზე სასამართლო დამატებით ყურადღებას არ შეაჩერებს.
დაცვის მხარის პოზიცია:
2-22- ბრალდებულმა გ-----–---–---–მა მისთვის წარდგენილ ბრალდებაში თავი არ ცნო დამნაშავედ და განმარტა, რომ მას ქურდობა არ ჩაუდენია. დაახლოებით 10 წელია აქვს რთული ჯანმრთელობის მდგომარეობა, გააჩნია პრობლემები ყურის შიდა კედლებზე, დაზიანებული აქვს მთავარი ნერვული სისტემა, დროგამოშვებით ეწყება გაუსაძლისი ტკივილები და აწუხებს არტერიული წნევა. ექიმის დანიშნულებით, სისტემატიურად მოიხმარს ძლიერმოქმედ პრეპარატებს. ვინიდან სმენა ძალიან დაქვეითებული აქვს, რძლის დახმარებით გადაადგილდება. აკრძალვის მიუხედავად, 2--- წლის 3 ივლისს, ძმიშვილის დაბადების დღეზე მიიღო მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი, რის გამოც თავი შეუძლოდ იგრძნო და რამდენიმე დღე საწოლიდან არ ამდგარა. როგორც ბრალდებულს ახსოვს, 2--- წლის 6 ივლისს, იმყოფებოდა სასაფლაოზე, ძმასთან ერთად. სასაფლაოზე შესასრულებელი სამუშაო საღამოს საათებში დაასრულეს და სახლში დაბრუნდა. გ-----–---–---–ის ჩვენების თანახმად, იგი კ-----–- იმყოფებოდა, როდესაც პოლიციაში დაიბარეს, სადაც რძალთან ერთად გამოცხადდა. პოლიციაში ბრალდებულს უთხრეს, რომ ქურდობა იყო მომხდარი და ბინაში მისი თითის ანაბეჭდი დაფიქსირდა. გამოკითხვის შემდეგ სახლში გაუშვეს. მეორე დღეს ისევ დაიბარეს პოლიციაში. ვინაიდან გ-----–---–---–ს დანიშნული მედიკამენტი არ ჰქონდა დალეული, თავს შეუძლოდ გრძნობდა. ამის მიუხედავად, იგი დილის 11 საათიდან საღამოს ოთხ საათამდე ალოდინეს პოლიციის განყოფილებაში; საღამოს დაახლოებით 5 საათზე კი გადაიყვანეს ექსპერტიზის განყოფილებაში. ბრალდებულმა პოლიციელებს სთხოვა მედიკამენტი ეყიდათ მისთვის, რადგან თავს ცუდად გრძნობდა, აღნიშნული თხოვნა პოლიციელებმა არ შეუსრულეს. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, ყოველგვარი განმარტების გარეშე, იგი მარტო შეიყვანეს ოთახში და დააჭერინეს ხელში ბამბა, რომელიც რამდენიმე წუთის შემდეგ დალუქეს. მან რაღაც ფურცელზე მოაწერა ხელი, მაგრამ არ იცის რა იყო. 2--- წლის 7 დეკემბერს, ბრალდებულმა გადაწყვიტა საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლა, მაგრამ არ გაუშვეს. ბრალდებულის განმარტებით, გამომძიებელმა იცოდა, რომ იგი საზღვარგარეთ სამკურნალოდ წასვლას აპირებდა. 2--- წლის 1-------------, გ-----–---–---–მა კვლავ აიღო თ-------------ით მგზავრობის ბილეთი და მივიდა ა------------ში, სადაც დახვდნენ პოლიციელები; დააკავეს იგი და ყოველგვარი უფლებების განმარტების გარეშე გადაიყვანეს ფ-------–ის პოლიციის განყოფილებაში. ბრალდებულის ჩვენების თანახმად, თითის ანაბეჭდების აღება მისი ნებით მოხდა და იძულებას ადგილი არ ჰქონია; იგი დაზარალებულს არ იცნობს და მის ბინასთან რაიმე შეხება არ ჰქონია; ბრალდებულისთვის გაუგებარია, თუ რატომ და როგორ დაფიქსირდა მისი სუნის კვალი და თითის ანაბეჭდი დაზარალებულის სახლში.
2-2-- დაცვის მხარის მოწმის - თ-----------–-----–ის განმარტებით, გ-----–---–---–ს (მისი მეუღლის ძმას) სმენა დაქვეითებული აქვს და დამოუკიდებლად ვერ გადაადგილდება. ბრალდებული ძლიერი ტკივილების გამო იღებს ფსიქოტროპულ მედიკამენტებს. 2--- წლის 3 ივლისს, მისი შვილის დაბადების დღეზე გ-----–---–---–მა მცირე ოდენობით ალკოჰოლური სასმელი დალია და შეუძლოდ გახდა, რამდენიმე დღე საწოლიდან ამდგარა. 2--- წლის 6 ივლისს, მოწმის მეუღლე - მ-----–-–---–---–ი და ბრალდებული სასაფლაოზე იმყოფებოდნენ და სახლში საღამოს დაბრუნდნენ. 2--- წლის აგვისტოს თვეში, პოლიციამ მათი საცხოვრებელი სახლი გაჩხრიკა. გ-----–---–---–ი დაიბარეს პოლიციის განყოფილებაში და უთხრეს, რომ ბრალი ქურდობაში ედებოდა. მოწმემ დაადასტურა, რომ გ-----–---–---–ს პოლიციის განყოფილებაში ახლდა, თუმცა ნიმუშის აღებისას ოთახში არ შეუშვეს. მან გამომძიებლისგან შეიტყო, რომ ბრალდებულს სუნის ნიმუში აუღეს. მოწმის ჩვენების თანახმად, გ-----–---–---–ი სამკურნალოდ საზღვარგარეთ აპირებდა წასვლას, რაზედაც გამომძიებელს დაურეკა, რომელმაც წასვლის ნებართვა მისცა. 2--- წლის 1-------------, ა------------ში მისული გ-----–---–---–ი პოლიციელებმა დააკავეს. ბრალდების მხარის კითხვაზე - შეუძლია თუ არა ზუსტად დაადასტუროს გ-----–---–---–ის სასაფლაოზე ყოფნის ფაქტი, მოწმემ განმარტა, რომ 2--- წლის 6 ივლისს, გ-----–---–---–ის სასაფლაოზე ყოფნის ფაქტს ვარაუდობს; გამომდინარე იქედან, რომ მ-----–-–---–---–მა სთხოვა ბრალდებულს სასაფლაოზე გაჰყოლოდა, მოწმემ ივარაუდა, რომ გ-----–---–---–ი ნამდვილად იმყოფებოდა სასაფლაოზე.
2-24. დაცვის მხარის მოწმე გ--------------–---–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დაადასტურა, რომ 2--- წლის 6 ივლისს, დაახლოებით 8 საათზე, მისი მეზობელი, უბნელი და დიდი ხნის ნაცნობი - გ-----–---–---–ი ნახა სასაფლაოზე, რომელიც ძმასთან - მ-----–-–---–---–თან ერთად იმყოფებოდა. გ--------------–---–მა მ-----–-–---–---–ს ფული გამოართვა სესხად, ერთი ჭიქა ღვინო დალია და წამოვიდა.
2-25. „--------- კლინიკის მიერ, 201- წლის 1---------------- გაცემული, ფორმა №IV-100ა, ც-------------- თანახმად, გ-----–---–---–ს დაუდგინდა დიაგნოზი: ნერვულ სენსორული სმენაჩლუნგობა, ორმხრივი, ქრონიკული სომატოფორმული ტკივილი, H90.3.F45.4.
2-26. სასამართლომ განიხილა წარმოდგენილი სისხლის სამართლის საქმის მასალები, გააანალიზა საქმეზე შეკრებილი და მხარეთა მიერ უდავოდ მიჩნეული მტკიცებულებები, თითოეული მტკიცებულება ერთობლიობაში შეაფასა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობისა და გ-----–---–---–ის დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით და მიაჩნია, რომ არსებობს გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რაც გამომდინარეობს საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებისა და ურთიერთშეჯერების შედეგად, რომელიც საკმარისია გ-----–---–---–ის დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის; შესაბამისად, იგი დამნაშავედ უნდა იქნეს ცნობილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით წარდგენილ ბრალდებაში.
3. სამართლებრივი შეფასება
3.1. საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, სსსკ-ის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
3.2- სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას, სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“.
3.3. საქმეში - Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) მტკიცებულებათა შეფასებისას, სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli a№d others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], №o. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, no. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016).ქ
3.4. აღნიშნულიდან გამომდინარე, შეიძლება ითქვას, რომ მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს და უნდა ტოვებდეს მხოლოდ უმნიშვნელო შესაძლებლობას საპირისპიროს არსებობაში.
3.5. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1-88 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1-88, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (იხ. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).
3.6. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო საქმის არსებით სხდომაზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს და საქმეში არსებულ სხვა, პრეიუდიციულად მიჩნეულ მტკიცებულებებს აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის, საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3.7. სასამართლომ ზემოხსენებული შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობითა და ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი სტანდარტების შესაბამისად, შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები, მივიდა დასკვნამდე, რომ ბრალდების მხარის მიერ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით იქნა დადასტურებული გ-----–---–---–ის მიერ ქურდობის, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარული დაუფლების, არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით ჩადენა, კერძოდ: მოცემულ შემთხვევაში ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით დადგენილია, რომ ბრალდებულმა გ-----–---–---–მა, 2--- წლის 06 ივლისს, უკანონოდ შეაღწია, ქ. თბილისში, რ------------------–--–ის, N------------ში, გ------------–----–---–ის საცხოვრებელ N--------ში და ფარულად დაეფლა გ------------–----–---–ის კუთვნილ პიჯაკს, პერანგს, მაჯის საათს, მზის სათვალეს, „-------ის ფირმის ფოტოაპარატის დამტენს, „---------ს ფირმის ნოუთბუქს და ნოუთბუქის ჩანთას, რითაც დაზარალებულს მიადგა 2450 (ორი ათას ოთხას ორმოცდაათი) ლარის მნიშვნელოვანი მატერიალური ზიანი.
3.8. განსახილველ შემთხვევაში ზემოხსენებული დასკვნის მიღებამდე, სასამართლომ მიმოიხილა დაცვის მხარის არგუმენტაცია და არ გაიზიარა მისი პოზიცია გ-----–---–---–ის უდანაშაულობის თაობაზე, შემდეგ გარემოებათა გამო:
- დაცვის მხარის მტკიცებით, შემთხვევის ადგილი დათვალიერდა კანონმდებლობის დარღვევით, რადგან აღნიშნული საგამოძიებო მოქმედება, რომელიც ჩატარდა დაზარალებულის მონაწილეობით, დაიწყო 1-:40 საათზე და დასრულდა 20:50 საათზე. შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს 20:50 საათს ემთხვევა დაზარალებულის პოლიციაში გამოკითხვის დაწყება. ამასთან, დაზარალებულის ხელწერილი, რომლითაც ნებართვა მისცა საგამოძიებო ორგანოს ბინის დათვალიერებაზე, წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დაუშვებლად იქნა ცნობილი. შესაბამისად დათვალიერება ჩატარდა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 72-ე მუხლის დარღვევით და სასამართლოს მიერ არ უნდა იქნეს გაზიარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული მტკიცებულებები - სუნის კვალი და ხელის კვალის ნიმუში.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ პოზიციას და განმარტავს: როგორც დაზარალებულმა, ასევე შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე გამომძიებელმა და ექსპერტ-კრიმინალისტებმა ცალსახად დაადასტურეს, რომ ქ. თბილისში, რ------------------–--–ის, N------------ში მდებარე გ------------–----–---–------- საცხოვრებელი ბინა დათვალიერდა დაზარალებულის თანხმობითა და მონაწილეობით, მშვიდ ვითარებაში და კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. ასევე ცალსახად იქნა დადასტურებული, რომ იმავე დღეს გ------------–----–---–ი იმყოფებოდა პოლიციის განყოფილებაში და გამოიკითხა გამომძიებლის მიერ; შესაბამისად, ის გარემოება, რომ გ------------–----–---–ის თანხმობის ხელწერილი მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათვალიერების თაობაზე, სასამართლოს მიერ დაუშვებელ მტკიცებულებად იქნა ცნობილი, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედების - შემთხვევის ადგილის დათვალიერების საპროცესო კანონმდებლობის დარღვევით ჩატარებაზე არ მიუთითებს. აღნიშნული ხელწერილი ადასტურებს მხოლოდ მესაკუთრის ნებას - დათვალიერდეს მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინა. ის, რომ მესაკუთრე - გ------------–----–---–ი თანახმა იყო მისი კუთვნილი საცხოვრებელი ბინის დათვალიერებაზე, არც გამოძიების და არც საქმის სასამართლო განხილვის ეტაპზე არ დამდგარა ეჭვქვეშ მხარეების მიერ. საქმის არსებითი განხილვის სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას, გ------------–----–---–ს არ განუცხადებია, რომ იგი წინააღმდეგი იყო სამართალდამცავთა მიერ მისი საცხოვრებელი ბინის დათვალიერებაზე. რაც შეეხება შემთხვევის ადგილის დათვალიერების დასრულებისა და დაზარალებულის გამოკითხვის დაწყების დროების დამთხვევას, სასამართლო განმარტავს, რომ სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 21--ე მუხლის მე-4 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტის თანახმად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე განიხილავს მხარეთა შუამდგომლობებს მტკიცებულებათა დასაშვებობის თაობაზე, ხოლო 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად, ამტკიცებს სასამართლოში წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას. ყოველივე აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო განმარტავს, რომ როგორც შემთხვევის ადგილის დათვალიერების, ისე დაზარალებულის გამოკითხვის ოქმები წინასასამართლო სხდომის მოსამართლის მიერ დამტკიცდა, როგორც დასაშვები მტკიცებულებები და რაიმე ახალი გარემოება, რაც მიუთითებდა აღნიშნული მტკიცებულების დაუშვებლობაზე, წინასასამართლო სხდომის გამართვიდან საქმის არსებითი განხილვის დასრულებამდე - არ გამოვლენილა (აღნიშნული მტკიცებულებების დაუშვებლად ცნობის თაობაზე არც დაცვის მხარეს მიუმართავს შუამდგომლობით წინასასამართლო სხდომის მოსამართლისთვის).
- დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ ბრალდების მხარემ სასამართლოში ვერ წარმოადგინა მტკიცებულება, რომლითაც დადგინდებოდა გ------------–----–---–ის საცხოვრებელი ბინის კარის დაზიანების ფაქტი; ასევე დაცვის მხარის პოზიციის თანახმად, ექსპერტმა - ლ-------------მ არ დაადასტურა ბრალდებულისგან ხელის კვალის ნიმუშის აღების სისწორე და მასზე არსებული ხელმოწერები, შესაბამისად იგი ვერ იქნება გამოყენებული როგორც მტკიცებულება. დაცვის მხარე მიუთითებს, რომ 2--- წლის 23 აგვისტოს ნიმუშის აღების ოქმი შედგენილია კანონის არსებითი დარღვევით, რადგან მოწმე თ-------------–-----–ის განმარტებით, გ-----–---–---–ი არის სმენადაქვეითებული და უჭირს ადამიანებთან კომუნიკაცია; შესაბამისად, ექსპერტი ვერ განუმარტავდა უფლებებს ბრალდებულს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის აღნიშნულ განმარტებებს, ვინაიდან ისინი არ გამომდინარებს საქმის არსებითი განხილვისას გამოკვლეული მტკიცებულებების ანალიზიდან. დაზარალებულმა გ------------–----–---–მა დაადასტურა, რომ სამსახურიდან დაბრუნებულს ბინის კარი დახვდა ღია მდგომარეობაში, ხოლო საკეტს დაზიანების კვალი აღენიშნებოდა. საქმის არსებითი განხილვისას არ ყოფილა გამოვლენილი რაიმე გარემოება, რომელიც ეჭვქვეშ დააყენებდა დაზარალებულის ჩვენების სანდოობას. დადგენილია, რომ იგი ბრალდებულს არ იცნობდა, არასდროს ჰქონია მასთან ურთიერთობა, შესაბამისად გამოირიცხება მისი მხრიდან რაიმე სახის დაინტერესება გ-----–---–---–ის პიროვნებით. რაც შეეხება ექსპერტ ლ-------------ს განმარტებას, ექსპერტმა სასამართლო სხდომაზე დაკითხვისას ვერ გაიხსენა ბრალდებულის პიროვნება, თუმცა დაადასტურა, რომ ნიმუშის აღების ოქმზე ხელი მოაწერა. ასევე დაადასტურა, რომ ნიმუშის აღებისას კანონმდებლობის დარღვევის ფაქტს ადგილი არ ჰქონია; შესაბამისად, საფუძველს მოკლებულია დაცვის მხარის მითითება თითის კვალის ნიმუშის აღების ოქმის დაუშვებელ მტკიცებულებად მიჩნევის თაობაზე. ის გარემოება, რომ სმენის დაქვეითების გამო გ-----–---–---–თან შეუძლებელია კომუნიკაციის დამყარება, არ დადასტურდა სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით. ბრალდებულის გამოკითხვაში მონაწილე გამომძიებელმა, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტმა - დ-----------------მ დაადასტურეს, რომ გ-----–---–---–ისთვის ჯანმრთელობის რაიმე განსაკუთრებული პრობლემები არ შეუმჩნევიათ. თავად ბრალდებულმაც დაადასტურა, რომ მშვიდ ვითარებაში, ხმაურის არარსებობის შემთხვევაში სიტყვების გარჩევა შეუძლია.
- დაცვის მხარის განმარტებით, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა არ არის კატეგორიული, იგი არ ემყარება რაიმე მეცნიერულ კვლევას, დამოკიდებულია ძაღლზე და დიდია ცდომილების ალბათობა; ასევე დაზარალებული არ არის გულწრფელი და გამოკვეთილია წინააღმდეგობები მის ჩვენებაში; დაცვის მხარე ასევე მიუთითებს, რომ გ------------–----–---–ის მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია არ დასტურდება სხვა მოწმეთა ჩვენებებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხულმა ექსპერტმა -მ----------------ემ დაადასტურა მის მიერ გაცემული ოდოროლოგიური დასკვნის სისწორე (კატეგორიულობა) და განმარტა, რომ ექსპერტიზა ჩაატარა სამი ძაღლით, ხოლო თითოეულმა ძაღლმა სამჯერ დაადასტურა სუნების იდენტურობა; შესაბამისად, ექსპერტმა კატეგორიულად გამორიცხა რაიმე ცდომილება. სასამართლოს მიაჩნია, რომ ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნა ცალკე აღებული შესაძლოა არ იყოს საკმარისი პირის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად, თუმცა მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, ერთიანობაში ქმნიან კანონმდებლობით დადგენილ მტკიცებულებათა სტანდარტს. სასამართლოს ასევე საფუძველს მოკლებულად მიაჩნია დაცვის მხარის მტკიცება დაზარალებულის ჩვენებაში არსებული წინააღმდეგობების შესახებ, ვინაიდან მსგავსი რამ საქმის არსებითი განხილვისას დადასტურებული არ ყოფილა. გ------------–----–---–ის ჩვენება არ ეწინააღმდეგება სისხლის სამართლის საქმის არცერთ მტკიცებულებას.
- სასამართლოს არადამაჯერებლად მიაჩნია დაცვის მხარის მოწმეთა განმარტებები, თითქოს 2--- წლის 6 ივლისს, გ-----–---–---–ი იმყოფებოდა სასაფლაოზე ძმასთან ერთად და მხოლოდ საღამოს დაბრუნდა სახლში, ვინაიდან აღნიშნული ფაქტობრივი გარემოება უტყუარად არ დასტურდება სისხლის სამართლის საქმის სხვა მტკიცებულებებით; შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ დაცვის მხარე ცდილობს ბრალდებულისათვის ალიბის შექმნას, მისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისგან არიდების მიზნით.
3.9. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ბინაში უკანონო შეღწევით. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის 21-ე მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1-48 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“
3.10. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის ფარული დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.
3.11. რაც შეეხება გ-----–---–---–ის ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებებს, მათ სასამართლო მიმოიხილავს დეტალურად:
გ-----–---–---–ის მიერ ჩადენილმა ქმედებამ გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, კოდექსის ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 1-0 ლარის ზევით. სისხლის სამართლის საქმეზე გამოკვლეული მტკიცებულებებით ცალსახად დგინდება, რომ კანონმდებლის მიერ დადგენილ მინიმალურ ზღვარს ბევრად აღემატება ის ზიანი, რაც გამოიწვია გ-----–---–---–ის მიერ ჩადენილმა მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულმა ქმედებამ. განსახილველ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მტკიცებულებებით, დადგენილია, რომ გ-----–---–---–ის მიერ ფარულად დაუფლებული ნივთების საერთო ღირებულება შეადგენს 2450 ლარს; შესაბამისად, სახეზეა მნიშვნელოვანი ზიანის არსებობის ფაქტი.
ქურდობის ჩადენა არაერთგზის:
საქართველოს სისხლის სამართლის მე-1- მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა. განსახილველ შემთხვევაში, მართალია თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-------------ს განაჩენით; გ-----–---–---–ი მსჯავრდებულია საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, თუმცა სასამართლომ ახლად დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაუმატა თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით და 2----–-–---------------–ის განჩინებით შემცირებული, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - 4 (ოთხი) წელი და 6 (ექვსი) თვე და საბოლოოდ, გ-----–---–---–ს განაჩენთა ერთობლიობით განუსაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 წლის ვადით. აღნიშნული სასჯელიდან, მსჯავრდებულს, სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე სასჯელაღსრულების დაწესებულებაში მოსახდელად განესაზღვრა 1 წელი, ხოლო 5 წელი ჩაეთვალა პირობით და სსკ-ის 64-ე მუხლის საფუძველზე გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 5 წელი და 3 თვე; აღნიშნულიდან გამომდინარე, დანაშაულის ჩადენის მომენტისთვის გ-----–---–---–ი ითვლებოდა ნასამართლევად, როგორც სსკ-ის 3782 მუხლის პირველი ნაწილით, ასევე 177-ე მუხლით. ამასთან, ნასამართლობის გაქარწყლების ვადის გასვლამდე, მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლით გათვალისწინებული მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება; შესაბამისად, სახეზეა გ-----–---–---–ის მიერ ქურდობის ჩადენა არაერთგზის.
ქმედების ჩადენა ბინაში უკანონო შეღწევით
დაზარალებულ გ------------–----–---–ის ჩვენებით, ოდოროლოგიური და დაქტილოსკოპიური ექსპერტიზების დასკვნებით, ასევე ექსპერტ-კრიმინალისტების ჩვენებებით დადგენილია, რომ გ-----–---–---–მა მართლსაწინააღმდეგოდ შეაღწია გ------------–----–---–ის საცხოვრებელ ბინაში, მდებარე რ------------------–--–ი, N------------ი, ბინა N----ში საიდანაც ფარულად დაეუფლა სხვადასხვა დასახელების ნივთებს, საერთო ღირებულებით - 2450 ლარი.
3.1-- სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური დებულება განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს „in dubio pro reo“, რომლითაც დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას წარმოადგენს.
3.13. ამდენად, საქმეში არსებული მტკიცებულებები გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს ბრალდებულ გ-----–---–---–ის მიერ მართლსაწინააღმდეგოდ და ბრალეულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის ჩადენას. მოცემულ შემთხვევაში, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები, რომლებიც გამოკვლეულ იქნა სასამართლო სხდომაზე, არ ტოვებს ეჭვს ბრალდებულის მიერ განხორციელებული ქმედების არცერთ ნიშანთან დაკავშირებით; ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება; შესაბამისად, გ-----–---–---–ი ცნობილი უნდა იქნეს დამნაშავედ სწორედ წარდგენილი კვალიფიკაციით.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----–---–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებები არ გააჩნია, ხოლო მისი პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა წარსულში ნასამართლობა განზრახი დანაშაულისთვის (სსკ-ის 3782 -ე მუხლის პირველი ნაწილი).
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
5.1. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე სსკ-ის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
5.2- ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
5.3. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის სამართლიანობა სასამართლომ უნდა შეაფასოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით. თითოეული ჩადენილი ქმედება და მისი ჩამდენი პირი თავისი ინდივიდუალობით გამოირჩევა, შესაბამისად, სწორედ ამ გარემოების გათვალისწინებით, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში დანიშნული სასჯელი უნდა იყოს მკაცრად პერსონალური, თანაზომიერი და პროპორციული მსჯავრდებულის პიროვნებასა და ჩადენილი დანაშაულის სიმძიმესთან.
5.4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებული ქმედება ისჯება თავისუფლების აღკვეთით, ვადით - ოთხიდან შვიდ წლამდე. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს პირის ინდივიდუალურ მახასიათებლებს, ასევე ერთიანობაში აფასებს სისხლის სამართლის საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებსა და წარმოდგენილ მტკიცებულებებს, მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ ბრალდებული იმყოფება პირობითი მსჯავრის ქვეშ და მიუხედავად, იმისა, რომ სახელმწიფოს მხრიდან მის მიმართ გატარებული იქნა საშეღავათო ღონისძიება, აღნიშნულმა ვერ იქონია შემაკავებელი ხასიათი, პირობითმა მსჯავრმა ვერ უზრუნველყო სასჯელის მიზნების მიღწევა და მჯავრდებულის რესოციალიზაცია და მან კვლავ ჩაიდინა საკუთრების წინააღმდეგ მიმართული დანაშაული.
5.5. გ-----–---–---–ი, მისთვის ბრალად შერაცხული ქმედების ჩადენის მომენტში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------ს განაჩენით, ნასამართლევი იყო საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის, რაც წარმოადგენს განზრახი კატეგორიის დანაშაულს და აღნიშნული ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა ქმედების ჩადენის დროისთვის. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას, ხოლო სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას; შესაბამისად, გ-----–---–---–ის მიმართ სასჯელის განსაზღვრისას გამოყენებულ უნდა იქნეს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის დანაწესი.
5.6. რაც შეეხება გ-----–---–---–ის წარსულში ნასამართლობას საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (10 ეპიზოდი), საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის თანახმად, სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე–186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა, ხოლო საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი; შესაბამისად, გ-----–---–---–ის წარსულში ნასამართლობა - საქართველოს სსკ-ის 177 მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებისთვის (10 ეპიზოდი), არ წარმოადგენს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებას მისთვის ბრალად შერაცხული, საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული ქმედებისთვის.
5.7. სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ამ კოდექსის 59-ე მუხლით გათვალისწინებული წესით, ხოლო საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. განსახილველ შემთხვევაში, გ-----–---–---–ს, წინა განაჩენით, სასჯელის სახედ და ზომად განსაზღვრული აქვს თავისუფლების აღკვეთა 5 წლისა და 3 თვის ვადით, რაც მას ჩაეთვალა პირობით იმავე გამოსაცდელი ვადით. სასამართლო გააქუმებს რა წინა განაჩენით დანიშნულ პირობით მსჯავრს, სასჯელის დანიშვნისას გამოიყენებს ნაწილობრივი შეკრების პრინციპს. საბოლოოდ, ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ გ-----–---–---–ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, მსჯავრდებულის პიროვნების გათვალისწინებით, მას, საქართველოს სსკ-ის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის გათვალისწინებით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, რასაც ნაწილობრივ უნდა დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, გ-----–---–---–ს, განაჩენთა ერთობლიობით უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
6.1. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუში და სუნის კვალის ნიმუში; გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში - უნდა განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ CD დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული უნდა იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-ე-260-ე, 268-ე-269-ე, 271-ე-274-ე, 277-ე-279-ე, 292-293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ-----–---–---–ი ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „გ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის ვადით;
2- საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-------------ს განაჩენით საქართველოს სსკ-ის 3782-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
3. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს წინა - თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–-------------ს განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან - თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) თვის ვადით და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----–---–---–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა - 5 (ხუთი) წლის და 3 (სამი) თვის ვადით.
4. გ-----–---–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2--- წლის 1------------ს 01:59 საათიდან.
5. მსჯავრდებულ გ-----–---–---–ის მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
6. საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, ნივთმტკიცებათა საკითხი გადაწყდეს შემდეგნაირად:
- შემთხვევის ადგილიდან ამოღებული ხელის კვალის ნიმუში და სუნის კვალის ნიმუში; გ-----–---–---–ის სუნის კვალის ნიმუში და ხელის კვალის ნიმუში - განადგურდეს კანონმდებლობით დადგენილი წესით;
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოები ჩაწერილი 01 (ერთი) ცალ CD დისკზე, რომელიც დალუქული სახით ერთვის მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს - შენახული იქნეს სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
7. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.
8. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე იზა კელენჯერიძე