გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/3372-17
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
01.07.2019 წელი ქ. ქუთაისი
ქუთაისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - მა-–-------------ე
სხდომის მდივანი - გ------------ე
მოსარჩელე - სს ,,კ-------------’’
წარმომადგენელი - ნ---------------ე
მოპასუხეები - მ---–------------–--ე; ინ----------–--ე; ნ----------------–-ძე; ლ--–-------ე; თე---------ე
დავის საგანი - ფულადი ვალდებულების შესრულება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხეებს- მე--–--დი ო-----–-ძეს, თე---------ეს, ლ--–-------ეს, ნ----------------–-ძეს და ინ----------–--ეს სოლიდარულად მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს არსებული დავალიანების 5434.31 ლარის გადახდა;
1.2. მოპასუხეებს- მე--–--დი ო-----–-ძეს, თა მანაგაძეს, ლ--–-------ეს, ნ----------------–-ძეს და ინ----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 163.02 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟს 50 ლარის, მოსარჩელის მიერ გადახდილი 11 ლარის საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადების და უზრუნველყოფის განცხადების დაკმაყოფილების შემთხვევაში გადახდილი 21 ლარის, უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფასურის გადახდა;
მოსარჩელის განმარტებით, 2016 წლის 24 ნოემბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-სა და მოპასუხე მ---–------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 4600 ლარი 36 თვით, კლებადი 2% თვიური საპროცენტო სარგებლით. სსკ-ის 623 მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნონ იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ, ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 275 დღისა.
მსესხებელს ჰყავს 4 თავდები. სსკ-ის 891 მუხლის მიხედვით თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისურლობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაზე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად, აგრეთვე სსკ-ის 892 მუხლის მიხედვით, თავდებობის ნამდვილობისათვის საჭიროა თავდების წერილობითი განცხადება და თვით თავდებობის დოკუმენტში თავდების პასუხისმგებლობის რაოდენობრივად განსაზღვრული მაქსიმალური თანხის მითითება. 2016 წლის 22 ნოემბერს დადებული თავდებობის ხელშეკრულების საფუძველზე თავდებებმა თე---------ემ, ინ----------–--ემ და 2016 წლის 24 ნოემბერს ნ----------------–-ძემ და ლ--–-------ემ იკისრეს ვალდებულება კრედიტორის წინაშე სოლიდარულად დაფარონ ძირითადი მოვალის დავალიანება, მაშინ კი როცა ადგილი არ ექნება იძულებითი აღსრულების მცდელობას ძირითადი მოვალის მიმართ, ხოლო თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული ან/და მისი გადახდისუუნარობა აშკარაა, თავდები ვალდებულია თვითონ დაფაროს ძირითადი მოვალის გადასახდელი თანხა კრედიტორის მხრიდან დავალიანების დაფარვის შესახებ წერილი მოთხოვნის მიღებიდან 15 კალენდარულ დღეში.
აგრეთვე მსესხებელ მ---–------------–--ეს და სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-ს შორის 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1----------თPX. წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე განვადების ლიმიტად დამტკიცდა 1466 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 18 თვეს. ასევე 2017 წლის 24 თებერვალს გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №1------------- წინამდებარე ხელშეკრულების საფუძველზე განავადების ლიმიტად დამტკიცდა 263 ლარი, ხოლო ხელშეკრულების მოქმედების ვადა შეადგენდა 12 თვეს.
2016 წლის 16 დეკემბერსა და 2017 წლის 24 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის გადასახდელი თანხა. აღნიშნული ხელშეკრულებების 4.1 მუხლის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში მსესხებელს ერიცხება ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო დანარჩენ მომდევნო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე ჯარიმა 0.27% არაუმეტეს 275 დღისა.
მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს’’ უფლება აქვს დაუყონებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან არაჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება.
2017 წლის 07 ნოემბრის მდგომარეობით მსესხებლის დავალიანება ორივე ტრანზაქციაზე ჯამურად შეადგენს 1325.74 ლარს, საიდანაც:
1215.52 ლარი არის ძირი თანხა;
43.79 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევისათვის გადასახდელი თანხა;
36.73 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე ერთჯერადი;
30.71 ლარი არის 5% ჯარიმა ძირზე.
მოსამზადებელ სხდომაზე მოსარჩელემ 1325.74 ლარის მოთხოვნის ნაწილში უარი თქვა სარჩელზე.
2. მოპასუხეთა პოზიცია
2.1. მოპასუხეებმა - მ---–------------–--ემ, ინ----------–--ემ, ნ----------------–-ძემ, ლ--–-------ემ და თე---------ემ შესაგებელით სარჩელი ნაწილობრივ ცნეს და განმარტეს, რომ ნამვილად აიღეს სესხის სახით 4600 ლარი, თუმცა არ დაეთანხმნენ დარიცხული ჯარიმების დაკისრებას. ასვე განმარტეს, რომ ნამვილად ჰყავდათ თავდები პირები ხელშეკრულებით გათვალისიწნებული, თუმცა პასუხიმგებლობას თანხის გადახდაზე სრულად იღებდნენ უშუალოდ მსესხებლები.
3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. დადგენილია, რომ სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-მ შეიცვალა სამართლებრივ ფორმა და სახელწოდება, ამჟამად საჯარო რეესტრის მეწარმეთა და არასამეწარმეო იურიდიული პირების რეესტრში აღრიცხულია უკვე სააქციო საზოგადოების სახით, აგრეთვე 2017 წლის მარტის თვეში შეიცვალა სახელწოდება და ამჟამად იწოდება სს ,,კ-------------’’-ს სახით.
მტკიცებულება: ამონაწერი სამეწარმეო რეესტრიდან;
3.1.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-სა და მოპასუხე მ---–------------–--ეს შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 4600 ლარი 36 თვით, კლებადი 2% თვიური საპროცენტო სარგებლით.
მტკიცებულება: 2016 წლის 24 ნოემბრის სესხის ხელშეკრულება.
3.1.3. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა - მ---–------------–--ემ, ინ----------–--ემ, ნ----------------–-ძემ, ლ--–-------ემ და თე---------ემ სარჩელი ნაწილობრივ ცნეს - 4600 ლარის ნაწილში.
მტკიცებულება: შესაგებელი. მოპასუხის ახსნა-განმარტება.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე მსესხებელი ვალდებულია გადაიხადოს კლებადი 2% თვიური საპროცენტო სარგებელი.
სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ, ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 275 დღისა.
მტკიცებულება:
- სესხის ხელშეკრულება.
- დავალიანების შესახებ გადახდის ისტორიები;
- გაფრთხილების წერილები;
3.2.2. დადგენილია, რომ 2016 წლის 16 დეკემბერს გაფორმებული ხელშეკრულებებიდან გამომდინარე, მსესხებელს ჰყავდა სოლიდარული თავდები პირები. სსკ-ის 896-ე მუხლის მიხედვით, თუ ერთი და იმავე ვალდებულებების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, თავდებობის ხელშეკრულებიდან სსკ-ის მიხედვით თავდებები ვალდებულნი არიან დაფარონ მოვალის არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სსკ-ის 902 მუხლის მიხედვით თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს, თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერი დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობების ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამდენად, მსესხბელისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით, განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი ასევე სატელეფონო და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა;
მტკიცებულება:
- თავდებობის ხელშეკრულებები;
- თავდების განცხადებები;
- გაფრთხილების წერილები;
3.2.3. სსკ-ის 361 მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას, აგრეთვე გამსესხებელს უფლება აქვს დაუყონებლივ მოითხოვოს ვალის დაბრუნება თუ მსესხებელი გადააცილებს გადახდის ვადას. სესხის ხელშეკრულების მე-3 მუხლის 3.2 პუნქტის თანახმად მსესხებელ მ---–------------–--ეს სესხის მასზე დარიცხული პროცენტებით უნდა დაეფარა სესხის დაფარვის გრაფიკის მიხედვით. ამავე ხელშეკრულების მე-7 მუხლის 7.1 პუნქტის მიხედვით ხელშეკრულების დარღვევას წარმოადგენს ,,გადახდის გრაფიკით განსაზღვრული გადასახდელი თანხისა და გადაუხდელობის შემთხვევაში დარიცხული ჯარიმის გადაუხდელობა’’. ამავე მუხლის 7.4 პუნქტი განსაზღვრავს, რომ მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულების დარღვევის შემთხვევაში ,,გამსესხებელს’’ უფლება აქვს დაუყონებლივ ერთდროულად მოითხოვოს მათ შორის გაფორმებული ყველა სესხის ვადამდე დაფარვა, ასევე ხელშეკრულების შეუსრულებლობით ან ჯეროვნად შესრულებით მიყენებული ზარალის ანაზღაურება;
მტკიცებულება:
- სესხის ხელშეკრულება;
- თავდებობის ხელშეკრულება;
- გადახდის ისტორია;
- გაფრთხილების წერილები;
3.2.4. ამჟამად მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 5434.31 ლარი, საიდანაც:
3856.88 ლარი არის ძირითადი თანხა;
1219.73 ლარი არის პროცენტი;
311.32 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა;
30.54 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე;
15.84 ლარი ჯარიმა ძირზე 5%;
მტკიცებულება: დავალიანების ცნობა.
3.2.5. სასამართლო სრულად იზიარებს მოსარჩელის მითითებას სარჩელის საფუძვლიანობის თაობაზე და განმარტავს შემდეგს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. მოსარჩელე აცხადებს, რომ მოპასუხეს მის მიმართ გააჩნია დავალიანება ე.ი. მისი მოთხოვნის საფუძველს წარმოადგენს კონკრეტული ფაქტის არსებობა, მოპასუხე კი შესაგებელში არ აღიარებს დავალიანების არსებობას და უთითებს სარჩელის უსაფუძვლობაზე. მოსარჩელე მხარემ მოთხოვნის დასადასტურებლად წარმოადგინა საკრედიტო ხელშეკრულება.
მოპასუხე მოსარჩელის მოთხოვნის საფუძვლად მითითებული გარემოების გასაქარწყლებლად შემოიფარგლა მხოლოდ ახსნა-განმარტებებით. სამოქალაქო სამართალწარმოებისას მოწინააღმდეგე მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულების გასაქარწყლებლად აუცილებელია მტკიცებულებით დადგენილი ფაქტების საწინააღმდეგო, გამაბათილებელი ან სულ მცირე, განსხვავებული ფაქტების დამადასტურებელი ალტერნატიული მტკიცებულების წარმოდგენა.
სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სსს კოდექსის 102-ე და იმავე კოდექსის 103-ე მუხლები განსაზღვრავენ, თუ რომელი გარემოებები უნდა დამტკიცდეს სამოქალაქო საქმის განხილვის და გადაწყვეტის მიზნით და ვინ, ე. ი. რომელმა მხარემ უნდა დაამტკიცოს ეს გარემოებანი (მტკიცების ტვირთი). სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრობითობის პრინციპზე უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, რათა განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. სასამართლოს უპირველესი ამოცანაც სამოქალაქო უფლების მართლზომიერად განხორციელების უზრუნველყოფაში მდგომარეობს. ნებისმიერი დავის განხილვისას, როგორც წესი, სასამართლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს და მის საფუძველზე აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. წინააღმდეგ შემთხვევაში სასამართლოსათვის მიმართვის უფლება თავის მნიშვნელობას კარგავს. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად კი, აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელ გარემოებათა მართლზომიერების შეფასება.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.
სასამართლო განმარტავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების; მ---–------------–--ის; ინ----------–--ის; ნ----------------–-ძის; ლ--–-------ის და თე---------ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 4600 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე დადასტურებულია მოპასუხეების ვალდებულებები მოსარჩელის წინაშე, რაც მოთხოვნის სრულად დაკმაყოფილების საფუძველია.
5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 361-ე, 411-ე, 427-ე, 868-ე, 891-ე, 895-ე, 898-ე მუხლებით.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1.საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1 მუხლის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 623-ე მუხლის თანახმად, სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს დააბრუნოს იმავე სახის, ხარისხის და რაოდენობის ნივთი.
6.3. ამავე კოდექსის 624-ე მუხლის თანახმად სესხის ხელშეკრულება იდება ზეპირად. მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გამოყენებულ იქნეს წერილობითი ფორმაც. ზეპირი ხელშეკრულების დროს მისი ნამდვილობა არ შეიძლება დადგინდეს მხოლოდ მოწმეთა ჩვენებებით. ამავე კოდექსის 625-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სესხისათვის მხარეთა შეთანხმებით შეიძლება გათვალისწინებული იქნეს პროცენტი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის თანახმად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.
-მოცემულ შემთხვევაში, მხარეებს შორის სასესხო ურთიერთობის საფუძველი გახდა 2016 წლის 24 ნოემბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-ს და მოპასუხე მ---–------------–--ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 4600 ლარი 36 თვით, კლებადი 2% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა უნდა გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა. ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ, ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 275 დღისა.
სსკ-ის 623 მუხლის მიხედვით სესხის ხელშეკრულებით გამსესხებელი საკუთრებაში გადასცემს მსესხებელს ფულს ან სხვა გვაროვნულ ნივთს, ხოლო მსესხებელი კისრულობს ვალდებულებას დააბრუნონ იმავე სახის, ხარისხისა და რაოდენობის ნივთი.
6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 3.2 მუხლით მოპასუხე უფლებამოსილია ცნოს სარჩელი. ამავე საპროცესო კოდექსის 208.3 მუხლით თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ. სამოქალაქო სამართალწარმოება სასამართლოში მიმდინარეობს შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპების დაცვით, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობა, რაც სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების საფუძველია წარმოადგენს მოსარჩელის მხრიდან მისთვის მინიჭებული საპროცესო სამართლებრივი უფლების რეალიზაციას, რის გამოც სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეების; მ---–------------–--ის; ინ----------–--ის; ნ----------------–-ძის; ლ--–-------ის და თე---------ის მიერ ცნობილ სასარჩელო მოთხოვნის 4600 ლარის ნაწილში, სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს, მოპასუხეების მიერ სარჩელის ცნობის გამო.
6...საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 868.1 მუხლით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.
მოცემულ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პროცენტი და პირგასამტეხლო.
მოთხოვნა საფუძვლიანია, რადგან დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-ს და მოპასუხე მ---–------------–--ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 4600 ლარი 36 თვით, კლებადი 2% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა ევალება გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ, ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 275 დღისა.
დადგენილია, რომ მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელი აქვთ 5434.31 ლარი, საიდანაც:
3856.88 ლარი არის ძირითადი თანხა;
1219.73 ლარი არის პროცენტი;
311.32 ლარი არის სიცოცხლის დაზღვევის თანხა;
30.54 ლარი არის 0.27% ჯარიმა ძირზე;
15.84 ლარი ჯარიმა ძირზე 5%;
-საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა.
-სახელშეკრულებო ურთიერთობის არსი მდგომარეობს მხარეთა წინასწარ განსაზღვრული უფლება-მოვალეობების არსებობაში. ხელშეკრულებით დათქმული ვალდებულებების დარღვევა წარმოადგენს მისი შესრულების იძულებით დავალდებულების მექანიზმის ამოქმედების პირობას. განსახილველ შემთხვევაში, ხელშეკრულების დადებით ბანკსა და მსესხებელ გოჩა ბოჭორიშვილსა და შემდეგ მის თავდებ პირებს შორის წარმოიშვა საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. დადგენილია, რომ მოპასუხის მხრიდან არაჯეროვნად იქნა შესრულებული ვალდებულება.
მხარეები სადავოდ არ ხდიან და სასამართლოსაც დადგენილად მიაჩნია ის გარემოება, რომ მოსარჩელის, მიერ სრულად იქნა შესრულებული მის მიერ ნაკისრი ვალდებულება და მოპასუხეზე გაიცა კრედიტი, ხოლო მოვალის მიერ კრედიტორის წინაშე ვალდებულებები შესრულებული არ არის, ხოლო საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
ამდენად სარჩელი, სესხის პროცენტის ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლით, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა- მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.
ამავე კოდექსის 418.1 მუხლით ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. განსახილველ შემთხვევაში სადავოა სესხზე დარიცხული პირგასამტეხლო.
დადგენილია, რომ 2016 წლის 24 ნოემბერს სს ,,მიკროსაფინანსო ორგანიზაცია კრედო’’-ს და მოპასუხე მ---–------------–--ეს შორის გაფორმებული სესხის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც მან ისესხა 4600 ლარი 36 თვით, კლებადი 2% თვიური საპროცენტო სარგებლით. სესხის ხელშეკრულების მე-5 მუხლის თანახმად, მსესხებელმა ევალება გადაიხადოს სიცოცხლის დაზღვევის თანხა, ხოლო ხელშეკრულების 3.9 პუნქტის საფუძველზე, გრაფიკით გათვალისწინებული თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, ერიცხება ჯარიმა ყოველ პირველ ვადაგადაცილებულ დღეზე გადაუხდელი ძირი თანხის 5% არანაკლებ 5 ლარისა, ხოლო შემდეგ, ვადაგადაცილებულ დღეზე დაგვიანებული გადაუხდელ ძირ თანხას ერიცხება ჯარიმა 0.27%-ის ოდენობით არა უმეტეს 275 დღისა.
- საქართველოს საკასაციო სასამართლომ ანალოგიური კატეგორიის საქმეზე განმარტა, რომ სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „პაცტა სუნტ სერვანდა-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა და ა.შ.) ვალდებულება. სამოქალაქო კანონმდებლობა ვალდებულების დარღვევის პრევენციისათვის ითვალისწინებს მოთხოვნის უზრუნველყოფის სანივთო და ვალდებულებით სამართლებრივ საშუალებებს, რომლებიც ვალდებულების შესრულებას ემსახურებიან და რომელთა შერჩევა მხარეთა ნებაზეა დამოკიდებული. ასეთ საშუალებათა რიგს განეკუთვნება ვალდებულების უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება პირგასამტეხლო (სუსგ 25.05.2010 წ. საქმე №ას-1220-1480-09).
- საქართველოს უზენაესმა სასამართლომ (საქმე ას-10-10-2017) განმარტა, რომ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებისას მხედველობაში მიიღება როგორც კრედიტორის ინტერესი ვალდებულების შესრულების მიმართ, ასევე, სარჩელის აღძვრამდე პერიოდზე დარიცხული პირგასამტეხლოს ოდენობა ძირითად თანხასთან მიმართებაში. პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საკითხის გადაწყვეტისას მხედველობაში მიიღება მხარის ქონებრივი მდგომარეობა და სხვა გარემოებები, კერძოდ, ის, თუ როგორია შესრულების ღირებულება, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა: ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალი პროცენტი, პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა.
- სასამართლო დავის გადაწყვეტისას ეყრდნობა რა საქართველოს სამოქალაქო კოდექსის ძირითად დებულებებს, ასევე ხელმძღვანელობს დადგენილი სასამართლო პრაქტიკით და მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოს ნაწილში სარჩელის დაკმაყოფილება უნდა მოხდეს მოთხოვნის ფარგლებში, რადგან ბანკი, როგორც სამოქალაქო სამართალურთიერთობის სუბიექტი და როგორც საკრედიტო ორგანიზაცია, ორიენტირებულია მოგების მიღებაზე, რაც მისთვის აუცილებელი, სასიცოცხლო მნიშვნელობისაა და თუ არ მოხდება საკრედიტო ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობების შესრულება, ასეთ შემთხვევაში იგი, როგორც კერძო სამართლის სუბიექტი, შეწყვეტს ფუნქციონირებას.
განსახილველ შემთხვევაში, სარჩელით მოთხოვნილია ჯარიმა - 30.54 ლარი 0.27% ჯარიმა ძირზე და 15.84 ლარი ჯარიმა ძირზე 5% ლარის ოდენობით, რაც სამართლიანად და საფუძვლიანად უნდა ჩაითვალოს და არ არსებობს მისი შემცირების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლები, რადგან საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ. განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა შორის სახეზეა სახელშეკრულებო ურთიერთობა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361.2 მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 891-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდებობის ხელშეკრულებით თავდები კისრულობს ვალდებულებას, თავდებად დაუდგეს კრედიტორის წინაშე მესამე პირს ამ უკანასკნელის ვალდებულების შესასრულებლად. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 895-ე მუხლის მიხედვით, თუ თავდები კისრულობს პასუხისმგებლობას სოლიდარულად ან სხვა თანაბარმნიშვნელოვანი სახით, მას შეიძლება წაეყენოს მოთხოვნა იძულებითი აღსრულების მცდელობის გარეშეც, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას და უშედეგოდ იქნა გაფრთხილებული, ანდა მისი გადახდის უუნარობა აშკარაა. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 898-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თავდები ყველა შემთხვევაში პასუხს აგებს მხოლოდ თავდებობის დოკუმენტში მითითებული ზღვრული თანხის ოდენობით.
სსკ-ის 896-ე მუხლის მიხედვით, თუ ერთი და იმავე ვალდებულებების თავდები რამდენიმე პირია, ისინი პასუხს აგებენ, როგორც სოლიდარული მოვალეები, თავდებობის ხელშეკრულებიდან სსკ-ის მიხედვით თავდებები ვალდებულნი არიან დაფარონ მოვალის არსებული ვალდებულება სრულად, ხოლო სსკ-ის 902 მუხლის მიხედვით, თუ ძირითადმა მოვალემ გადააცილა გადახდის ვადას, კრედიტორმა უნდა აცნობოს ამის შესახებ თავდებს, თავდების მოთხოვნით კრედიტორმა ნებისმიერი დროს უნდა მიაწოდოს მას ცნობების ძირითადი ვალის მდგომარეობის შესახებ. ამდენად, მსესხებლისა და თავდებების მიერ დარღვეულ იქნა სესხისა და თავდებობის ხელშეკრულებებით, განსაზღვრული ვალდებულებები, მსესხებელი და თავდები პირები არაერთხელ იქნენ გაფრთხილებულები როგორც ზეპირი ასევე სატელეფონო და გაფრთხილების წერილების ჩაბარებით. მიუხედავად მოსარჩელის არაერთი გაფრთხილებისა მოპასუხეების მიერ არ განხორციელდა;
ამდენად, მოთხოვნა თავდები პირების მიმართ საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს, რადგან სახეზეა სოლიდარული თავდებობა.
6.7.საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
როგორც ზემოთ აღინიშნა, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით და ექსპერტთა დასკვნებით.
მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის (მოვალეობების) განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ - გარემოებები, რომელზეც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მტკიცების ვალდებულება (ტვირთი) მხარეთა შორის ნაწილდება სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლით დადგენილი ზოგადი წესისა და მატერიალური კოდექსის ნორმებში არსებული კერძო (სპეციალური) წესების საფუძველზე. მოცემულ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელემ შეძლო დაედასტურებინა თავისი მოთხოვნის საფუძვლიანობა. დადგენილია, რომ მოპასუხეების მიერ დარღვეულია საკრედიტო ხელშეკრულებებით გათვალისწინებული გადახდის პირობები, რის გამოც მოპასუხეს გააჩნია დავალიანება მოსარჩელის მიმართ.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. საქართველოს სამოქალაქო პროცესის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელემ სახელმწიფო ბაჟის სახით გადაიხადა 163.03 ლარი. სარჩელის უზრუნველყოფისათვის-50ლარი. საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის - 11 ლარი; ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფასური 21 ლარი.
მოპასუხეებმა შესაგებელით და მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნეს 4600 ლარის მოთხოვნის ნაწილში. ამ ნაწილში გადახდილი სახ. ბაჟი - 138.00 ლარი, მოსარჩელეს უნდა დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან - 300183150; საგადახადო დავალება N0 23----------------
მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს 834.31 ლარის ნაწილში. ამ ნაწილში მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟი 25.03 ლარი; სარჩელის უზრუნველყოფისათვის-50 ლარი; საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისათვის - 11 ლარი; ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფასური 21 ლარი, სსს კოდექსის 53-ე მუხლის საფუძველზე, მოსარჩელის სასარგებლოდ სოლიდარულად გადასახდელად უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს.
8. სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება.
8.1. სსს კოდექსის 199.1 მუხლის საფუძველზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელი.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 247-248-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. სს ,,კ-------------’’-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს.
2. მოპასუხეებს - მ---–------------–--ეს, თე---------ეს, ლ--–-------ეს, ნ----------------–-ძეს და ინ----------–--ეს სოლიდარულად, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროთ დავალიანების - 5434.31 ლარის გადახდა;
3. მოპასუხეებს - მ---–------------–--ეს, თე---------ეს, ლ--–-------ეს, ნ----------------–-ძეს და ინ----------–--ეს სოლიდარულად დაეკისროს მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 25.03 ლარის, სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოქვეყნებისთვის მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 50 ლარის, საჯარო რეესტრის ამონაწერის მომზადებისთვის, მოსარჩელის მიერ გადახდილი 11 ლარის და მოსარჩელის მიერ უძრავ ქონებაზე ყადაღის რეგისტრაციის საფასურის - 21 ლარის გადახდა;
4. მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის ნაწილი-138.00 ლარი, მოსარჩელეს დაუბრუნდეს და ამოირიცხოს ანგარიშიდან - 300183150; საგადახადო დავალება N0 23----------------
5. სარჩელის უზრუნველყოფა დარჩეს უცვლელი;
6.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში, ქუთაისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით;
7.გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ქუთაისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე მა-–-------------ე