გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №-/3-----2---
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
27 ივნისი, 2--- წელი ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე გენადი მაკარიძე
სხდომის მდივანი ანნა ხვედელიანი
მოსარჩელე - დ----- ა--------–---.
წარმომადგენელი - მ----- გ---–---.
მოპასუხე - შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’
წარმომადგენელი - გ------- ბ--------–---–-.
მესამე პირი (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს) - დ----- ო-------–---.
წარმომადგენელი - გ------- ბ--------–---–-.
დავის საგანი - სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, სამსახურში აღდგენა და იძულებითი განაცდურის ანაზღაურება.
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით) - შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’
წარმომადგენელი - გ------- ბ--------–---–-.
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით) - დ----- ა--------–---.
წარმომადგენელი - მ----- გ---–---.
დავის საგანი - ხელფასის დანიშვნის შესახებ გადაწყვეტილების ბათილად ცნობა, თანხის ანაზღაურება.
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა.
1.1. ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- ი--–---- №- კრების ოქმი, დ----- ა--------–---- დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დ----- ა--------–--- აღდგენილ იქნეს სამუშაოზე.
1.2. შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 283 734,96 ლარიდან დაანგარიშებით, ამ თანხიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით, კერძოდ, საშემოსავლოს გარეშე ხელფასი - 226 987,95 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 56 747,0- ლარი;
1.3. შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ხელფასი 20 4--,57 ლარიდან დაანგარიშებით, ამ თანხიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით, კერძოდ, საშემოსავლოს გარეშე ხელფასი - 16 334,85 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 4 083,72 ლარი;
1.4. შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობის - 4 375 აშშ დოლარის ეკვივალენტი ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშებით სამი წ-–-- ვადით, ამ თანხიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით, რაც სარჩელის აღძვრის დღისათვის არსებული კურსის (2,6838) გათვალისწინებით შეადგენს (4 375 x 12=52 500 x 3=1-7 500 x 2,6838=422 698,5) 422 698,5 ლარს, აქედან საშემოსავლოს გარეშე ხელფასი (3 500 x 12=42 000 x 3=126 000 x 2,6838 = 338 1-8,8) 338 1-8,8 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი (875 x 12=1- 500 x 3=31 500 x 2,6838=84 539,7) 84 539,7 ლარი.
მოსარჩელის განმარტებით 2--- წ-–-- 1- ა-----–-, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული იქნა შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ი (ს/კ 4--------) შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: ს------ დ-------- - 51.33% წილი, ი-----–- ტ---–------ 16,33% წილი, რ----- ა--------–--- 16,33% წილი და დ----- ა--------–--- - 16.33% წილი.
პარტნიორთა კრების, 2--- წ-–-- 1- მ------- №- გადაწყვეტილებით საზოგადოების დირექტორად დანიშნულ იქნა ამავე საზოგადოების საწესდებო კაპიტალის 16.33% წილის მფლობელი პარტნიორი დ----- ა--------–---, რომლის თვიური ხელფასი განსაზღვრულ იქნა 4 375 (ოთხი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტით ეროვნულ ვალუტაში საშემოსავლოს ჩათვლით, საიდანაც ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 3 500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარი - საშემოსავლო გადასახადს. აღნიშნული გადაწყვეტილება ასახულ იქნა საზოგადოების, 2--- წ-–-- 1- ა-----–-- ამონაწერში.
მიუხედავად იმისა, რომ დ----- ა--------–--- ყოველთვის ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა მასზედ დაკისრებულ მოვალეობას და მის წინააღმდეგ დამსაქმებელს რაიმე სახის დისციპლინური ღონისძიება, მათ შორის ზეპირი ან წერილობითი გაფრთხილება არ გამოუყენებია, შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ის პარტნიორებმა (ს------ დ--------; ი-----–- ტ---–------ და რ----- ა--------–---) ისარგებლეს რა თავიანთი დომინანტური მდგომარეობით, ყოველგვარი გაფრთხილების გარეშე 2--- წ-–-- 1- ი--–--- ჩაატარეს პარტნიორთა №- კრება და მიიღეს გადაწყვეტილება დ----- ა--------–----ათვის დირექტორის უფლებამოსილების შეწყვეტისა და ახალი დირექტორის დანიშვნის შესახებ, რაც ასახული იქნა საზოგადოების 2--- წ-–-- 1- ი--–---- ამონაწერში.
პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება არ შეიცავდა დასაბუთებას დამსაქმებლის მიერ დასაქმებულისადმი რაიმე სახის პრეტენზიის არსებობის თაობაზე, არც სხვა სახის ინფორმაციას და არც ფაქტობრივ გარემოებებზე მითითებას.
დამსაქმებლის ბრალეული მოქმედებით დასაქმებულს მიადგა ზიანი, მან ვერ მიიღო შრომის ანაზღაურების სახით ის შემოსავალი, რასაც იგი მიიღებდა, რომ არა საწარმოს უკანონო მოქმედება. შესაბამისად მოპასუხეს უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება, 2--- წ-–-- ა------------ გადაწყვეტილების აღსრულებამდე, განსაზღვრული შრომის ანაზღაურების ყოველთვიური ოდენობის - 4 375 (ოთხი ათას სამას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარის ექვივალენტის ეროვნულ ვალუტაში დაანგარიშებით, ამ თანხიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით: ხელზე ასაღები ხელფასი შეადგენს 3 500 (სამი ათას ხუთასი) აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში, ხოლო 875 (რვაას სამოცდათხუთმეტი) აშშ დოლარი საშემოსავლო გადასახადს.
ხელფასის დარიცხვა უნდა მომხდარიყო ყოველი სამუშაო თვის მომდევნო თვის 7 რიცხვში. აქედან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ იძულებითი განაცდური 2--- წ-–-- ა------------ 2--- წ-–-- ს----------- ჩათვლით, რაც საერთო ჯამში შეადგენს 283 734,96 ლარს, აქედან საშემოსავლოს გარეშე ხელფასის ოდენობაა - 226 987,95 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადის - 56 747,0- ლარი.
მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს 2--- წ-–-- გაუცემელი ი------- და ი--–---- თვეების ხელფასი 8 750 (4 375 + 4 375) აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, ამ თანხიდან საქართველოს მოქმედი კანონმდებლობით დადგენილი წესით, საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით, რადგანაც მოსარჩელე საზოგადოების დირექტორის თანამდებობაზე მუშაობდა 2--- წ-–-- 1- აპრილიდან 2--- წ-–-- 1- ივლისამდე, დამსაქმებლის მხრიდან კი დასაქმებულს, 2--- წ-–-- 7 ი-----, გადაერიცხა მხოლოდ 2--- წ-–-- მ----- თვის ხელფასი 4 375 აშშ დოლარის ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში, რამაც შეადგინა 9 362,5 (კურსი 2,14) ლარი, აქედან საშემოსავლო ხელფასი იყო - 7 490 ლარი (3 500 აშშ დოლარი; კურსი 2,14) ხოლო საშემოსავლო გადასახადი 1 872,5 ლარი (875 აშშ დოლარი). აღნიშნულის გამო დამსაქმებელს უნდა დაეკისროს გადაუხდელი ხელფასი ჯამში 20 4--,57 ლარი, აქედან საშემოსავლოს გარეშე ხელფასი - 16 334,85 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი - 4 083,72 ლარი.
2. მოპასუხის პოზიცია.
2.1. მოპასუხე შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით დ----- ა--------–----, როგორც კომპანიის დირექტორის ხელფასის განსაზღვრა შესაძლებელი იყო მხოლოდ ამავე საზოგადოების პარტნიორთა ნების გამოხატვით - პარტნიორთა კრების გადაწყვეტილებით. განსახილველ შემთხვევაში პარტნიორთა კრება, ან ყველა პარტნიორის მიერ ცალკე გამოხატული ნება დ----- ა--------–---ზე, როგორც შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორის ხელფასის განსაზღვრისა და დანიშვნაზე არ არსებობს. საწარმოს დაფუძნების მომენტში, როდესაც მოითხოვება საწარმოს პარტნიორთა აქტიურობა რათა ამუშავდეს საწარმო, თუ საწარმოს დირექტორი ამავდროულად პარტნიორია, მასზედ ხელფასის გადახდა ძალზედ ხშირად არ ხდება. დ----- ა--------–---ზეც, საწარმოს დაფუძნებისას და შემდგომაც არ დანიშნულა ხელფასი - ეს არ არის მითითებული კომპანიის 2--- წ-–-- 1- მ------- N- გადაწყვეტილებაში, რომლითაც იგი დაინიშნა დირექტორად და თავად დ----- ა--------–---- თანხმობაშიც - დირექტორად დანიშვნაზე, არ არის მითითებული ხელფასის დანიშვნაზე. დ----- ა--------–---მ თვითნებურად გადაწყვიტა და დაინიშნა ხელფასი. რადგან მოსარჩელეს, როგორც საწარმოს ხელმძღვანელობით და წარმომადგენლობით უფლებამოსილ პირს, ჰქონდა წვდომა და შეეძლო განეკარგა შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის ფულადი სახსრები, თვითნებურად და უკანონოდ თვითონ დაინიშნა ხელფასი. ამასთან გაუგებარია 9362,5 ლარი, რაც მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში, წარმოადგენს დ----- ა--------–---- ერთი თვის ხელფასს თუ განსაზღვრულია დირექტორობის მთელ პერიოდზე.
დ----- ა--------–---ს, თვითონ არ სურდა შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორობა და ფაქტობრივად აღარც ასრულებდა დირექტორის მოვალეობებს, ამიტომ მან თავად მიმართა საწარმოს პარტნიორებს მისი დირექტორობიდან გათავისუფლების შესახებ. ამასთან იგი დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შემდეგ 6 თვის განმავლობაში კვლავ რჩებოდა კომპანიის პარტნიორად და ამ ხნის განმავლობაში, ისევე როგორც მის შემდეგ არ მოუთხოვია დირექტორად დანიშვნა და ხელფასის გადახდა. ამასთან გასულია პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- ი--–---- კრების ოქმის გასაჩივრების ვადა, კერძოდ: შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის წესდების 12.20 პუნქტის შესაბამისად პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება შესაძლებელია ოქმის შედგენიდან 2 თვის ვადაში, ხოლო თუ კრება მოწვეული იქნა ან ჩატარდა კანონის ან წესდების ნორმების უხეში დარღვევით, ასეთ შემთხვევაში გასაჩივრება დასაშვებია ერთი წ-–-- განმავლობაში.
მოპასუხის წარმომადგენელმა მიუთითა, რომ გასაჩივრებულია პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება და შესაბამისად სათანადო მოპასუხეს წარმოადგენს არა თავად შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ი, არამედ საწარმოს პარტნიორები, ვინც მიიღო გასაჩივრებული გადაწყვეტილება.
3. მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს) პოზიცია.
3.1. მესამე პირის (დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს) დ----- ო-------–---- წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე.
4. მოსარჩელის მოთხოვნა (შეგებებული სარჩელით).
4.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორის დ----- ა--------–---- ნების გამოხატვა, რომლითაც მან თავის თავს, როგორც შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორს დაუნიშნა და განსაზღვრა ანაზღაურება/ხელფასი დარიცხული ხელფასის 4375 აშშ დოლარი ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 9362,5 ლარის ოდენობით.
4.2. დაეკისროს დ----- ა--------–---ს უკანონოდ მიღებული ანაზღაურების თანხის 7490 ლარის გადახდა შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის სასარგებლოდ.
მოსარჩელის განმარტებით 2--- წ-–-- 1- ა-----–-, მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრში დარეგისტრირებული იქნა შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ი (ს/კ 4--------) შემდეგი წილობრივი მონაწილეობით: ს------ დ-------- - 51.33% წილი, ი-----–- ტ---–------ 16,33% წილი, რ----- ა--------–--- 16,33% წილი და დ----- ა--------–--- - 16.33% წილი.
კომპანიის რეგისტრაციასთან ერთად სამეწარმეო რეესტრში შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორად რეგისტრირებული იქნა დ----- ა--------–---, რომელიც გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან 2--- წ-–-- 1- ი--–---. ძირითად სარჩელში დ----- ა--------–--- თავად განმარტავს, რომ მას მიღებული აქვს მ----- თვის ხელფასი, რომელიც გადაირიცხა 7 ი----- და რამაც შეადგინა 4375 აშშ დოლარის ექვივალენტი ლარში 9362,5 ლარი. აღნიშნული თანხიდან ხელზე ასაღები ხელფასი იყო 7490 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 1-72,5 ლარი. დ----- ა--------–---მ, როგორც შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორმა და წარმომადგენლობით უფლებამოსილმა პირმა, მართლაც გადაურიცხა თავის თავს აღნიშნული ოდენობით ხელფასი, თუმცა აღნიშნულის უფლებამოსილება მას არ ჰქონდა. საზოგადოების პარტნიორებსა და დ----- ა--------–---ს შორის არ იყო დადებული სასამსახურო ხელშეკრულება და არ იყო შეთანხმებული მისი როგორც დირექტორის ანაზღაურება. მოპასუხის მოქმედება არის კანონსაწინააღმდეგო, რადგან მან საზოგადოების პარტნიორთა ნების გარეშე დაინიშნა ხელფასი იმ ოდენობით რაც მას სურდა და როგორც საბანკო ანგარიშებზე წვდომის უფლების მქონე პირმა, უკანონოდ გადაუხადა თავის თავს ეს თანხა.
5. მოპასუხის პოზიცია (შეგებებული სარჩელით).
5.1. მოპასუხე დ----- ა--------–---მ სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და მოითხოვა უარი ეთქვას მოსარჩელეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტებით დ----- ა--------–---- ხელფასი შეთანხმებული იყო პარტნიორებს შორის, ისევე როგორც მთლიანი სახელფასო ფონდი. 2--- წ-–-- მ------- თვეში, საზოგადების ჩამოყალიბების მიზნით გაიმართა შეხვედრა, რომელსაც ესწრებოდნენ - ი-----–- ტ---–------, რ----- ა--------–---, დ----- ა--------–---, ს------ დ-------, ამ უკანასკნელის მოადგილე, იურისტი და გაყიდვების მენეჯერი. აღნიშნულ სხდომაზე საზოგადოების სახელფასო ფონდად განისაზღვრა 5300 აშშ დოლარი ექვივალენტი ლარში, მათ შორის დირექტორისთვისაც.
6. ფაქტობრივი გარემოებები.
6.1. უდაო ფაქტობრივი გარემოებები.
6.1.1. დადგენილია, რომ შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’ რეგისტრირებულია 2--- წ-–-- 1- ა-----–- და საზოგადოების დირექტორად კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- მ------- გადაწყვეტილების საფუძველზე, დანიშნული იქნა დ----- ა--------–---.
კომპანიის პარტნიორები არიან - ს------ დ------- 51,0-% წილის მფლობელი პარტნიორი, ი-----–- ტ---–------ 16,33% წილის მფლობელი პარტნიორი, რ----- ა--------–--- 16,33% წილის მფლობელი პარტნიორი და დ----- ა--------–--- 16,33% წილის მფლობელი პარტნიორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 34-36);
- შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- მ------- გადაწყვეტილება (ს.ფ. 29-33);
6.1.2. დადგენილია, რომ შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- ი--–---- კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორს დ----- ა--------–---ს შეუწყდეს უფლებამოსილება და შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორად დაინიშნოს გ------- ჯ---------.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- ი--–---- №- კრების ოქმი (ს.ფ. 37-40);
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 41-43);
6.1.3. დადგენილია, რომ 2--- წ-–-- 14 ს----------- მდგომარეობით შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორი არის დ----- ო-------–--- და კომპანიის პარტნიორები არიან - ს------ დ------- 51,0-% წილის მფლობელი პარტნიორი, ი-----–- ტ---–------ 17,495% წილის მფლობელი პარტნიორი და რ----- ა--------–--- 31,495% წილის მფლობელი პარტნიორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 67-68);
6.1.4. დადგენილია, რომ 2--- წ-–-- 7 დ--------- მდგომარეობით შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორი არის გ------- ჯ--------- და კომპანიის პარტნიორები არიან - ს------ დ------- 51,0-% წილის მფლობელი პარტნიორი, ი-----–- ტ---–------ 24,495% წილის მფლობელი პარტნიორი და რ----- ა--------–--- 24,495% წილის მფლობელი პარტნიორი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი მეწარმეთა და არასამეწარმეო (არაკომერციული) იურიდიული პირების რეესტრიდან (ს.ფ. 21--219);
6.2. სადაო ფაქტობრივი გარემოებები.
6.2.1. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ა--------–---- ყოველთვიური ხელფასი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორის პოზიციაზე შეადგენდა 9362,5 ლარს, კერძოდ:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები.
ამავე კოდექსის 1-2-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
საქმეში წარმოდგენილია შემოსავლების სამსახურის 2--- წ-–-- 11 ო----------- ცნობა, რომლის შესაბამისად გადასახადების ადმინისტრირების საინფორმაციო სისტემის მონაცემების მიხედვით დ----- ა--------–---ს შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ში მუშაობისას 2--- წ-–-- ი------ თვეში მიღებული აქვს ხელფასის სახით შემოსავალი 9362,5 ლარის ოდენობით და დაკავებული გადასახადი არის 1-72,5 ლარი (ს.ფ. 44). ასევე საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის მიერ 2--- წ-–-- მ----- თვის ხელფასის უწყისის რეესტრი, რომლის თანახმად დ----- ა--------–---- ხელფასი, დაუბეგრავი სახით განსაზღვრულია 9362,5 ლარის ოდენობით (ს.ფ. 209). აღნიშნულს ასევე ადასტურებს კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში 2--- წ-–-- 14 ი--–--- წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ (ს.ფ. 21--213).
ზემოაღნიშნული მტკიცებულებების გათვალისწინებით სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ა--------–---- ყოველთვიური ხელფასი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორის პოზიციაზე შეადგენდა 9362,5 ლარს და შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის წარმომადგენლის მითითებას, რომ გაურკვეველია 9362,5 ლარი, რაც მითითებულია შემოსავლების სამსახურის მიერ გაცემულ ცნობაში, წარმოადგენს დ----- ა--------–---- ერთი თვის ხელფასს თუ განსაზღვრულია დირექტორობის მთელ პერიოდზე.
სამოტივაციო ნაწილი
7. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო გაეცნო სარჩელს, წარმოდგენილ წერილობით მასალებს, მხარეთა ახსნა-განმარტებებს და მიაჩნია, რომ დ----- ა--------–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ხოლო შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9, მე-91, 47-ე მუხლები;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსი 327-ე, 709-ე, 720-ე მუხლები;
9. სამართლებრივი შეფასება.
9.1. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის 47-ე მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საწარმოს პარტნიორები მმართველობით უფლებამოსილებას ახორციელებენ პარტნიორთა საერთო კრების მეშვეობით, თუ წესდებით სხვა რამ არ არის დადგენილი.
ამავე კანონის მე-91 მუხლის მე-6 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში, ამ მუხლის მე-5 პუნქტით განსაზღვრული საკითხების გარდა, კრება იღებს გადაწყვეტილებებს დირექტორების დანიშვნა და გამოწვევა, მათთან ხელშეკრულებების დადება და შეწყვეტა, აგრეთვე მათი ანგარიშების დამტკიცება.
სასამართლო განმარტავს, რომ პარტნიორთა კრების გადაწყვეტილება მიიღება კომპანიის სახელით. შესაბამისად შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- ი--–---- №- კრების ოქმი, დ----- ა--------–---- დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ, მიღებულია კომპანიის სახელით. აღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის წარმომადგენლის (ძირითადი სარჩელით) პოზიციას, რომ დ----- ა--------–---- სარჩელზე მოპასუხე მხარეს წარმოადგენს თავად გადაწყვეტილების მიმღები პარტნიორები და არა შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ი.
9.2. მეწარმეთა შესახებ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირთან (პირებთან), ასევე სამეთვალყურეო საბჭოსა და საწარმოს სხვა ორგანოების წევრებთან ურთიერთობები რეგულირდება ამ კანონით, საზოგადოების წესდებითა და მათთან დადებული ხელშეკრულებებით.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებულია სამეწარმეო საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის საკითხები. ნორმის მე-7 პუნქტი ადგენს ხელმძღვანელობაზე/წარმომადგენლობაზე უფლებამოსილ პირსა და საზოგადოებას შორის ურთიერთობის მოწესრიგების სამართლებრივ საფუძვლებს. საკორპორაციო სამართალი ერთმანეთისაგან განასხვავებს საწარმოს დირექტორის დანიშვნასა და მის შრომით თანამდებობაზე გამწესებას. მათ შორის შრომით თანამდებობაზე გამწესების აქტი წარმოადგენს იურიდიულ პირსა და დირექტორს შორის დადებულ ხელშეკრულებას, რომლითაც მხარეებს შორის ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა წარმოიშობა. შესაბამისად საწარმოს დირექტორთან დადებული ხელშეკრულება არის სასამსახურო და არა შრომით-სამართლებრივ ხელშეკრულება. ამდენად, კერძო სამართლის იურიდიული პირის დირექტორსა და ამ იურიდიულ პირს შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობა დავალების ხელშეკრულებაა, რომლის საფუძველზეც, დირექტორი საწარმოს სახელითა და ხარჯზე ახორციელებს მისთვის წესდებით/კანონით მინიჭებულ უფლებამოსილებებს. აღნიშნულის გათვალისწინებით განსახილველ დავაზე მსჯელობისას, მეწარმეთა კანონის ნორმებთან ერთად, გამოყენებული უნდა იქნეს არა შრომითი ურთიერთობების, არამედ დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი სამართლებრივი ნორმები (სსკ-ის 709-ე და 71--ე მუხლები)“
საქმის მასალებით დადგენილია, რომ შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’ რეგისტრირებულია 2--- წ-–-- 1- ა-----–- და საზოგადოების დირექტორად კომპანიის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- მ------- გადაწყვეტილების საფუძველზე, დანიშნული იქნა დ----- ა--------–---.
სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ დ----- ა--------–---- ყოველთვიური ხელფასი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორის პოზიციაზე შეადგენდა 9362,5 ლარს. ასევე დადგენილია და მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- ი--–---- კრებაზე მიღებული იქნა გადაწყვეტილება კომპანიის დირექტორს დ----- ა--------–---ს შეუწყდეს უფლებამოსილება და შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორად დაინიშნოს გ------- ჯ---------. აღნიშნული გადაწყვეტილება სარეგისტრაციო სამსახურში დარეგისტრირდა 2--- წ-–-- 1- ი--–---.
განსახილველ მოთხოვნაზე სასამართლოს შეფასების საგანს წარმოადგენს დ----- ა--------–---- მოთხოვნის კანონიერება, რომელიც შეეხება მისი კომპანიის დირექტორობის პერიოდში - 2--- წ-–-- მ-----ა და ი------ თვეში ხელფასის სახით მისაღები თანხის ანაზღაურებას ჯამში 20 4--,57 ლარის ოდენობით (საშემოსავლოს გარეშე ხელფასი - 16 334,85 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 4 083,72 ლარი).
თავის მხრივ, მოპასუხე არ ეთანხმება მოთხოვნას და აღნიშნავს, რომ დ----- ა--------–---- მიერ ხელფასის დანიშვნა არ იყო შეთანხმებული პარტნიორებთან, ანუ მოპასუხე სასყიდელზე შეთანხმებას უარყოფს და განმარტავს, რომ მოსარჩელემ, თავად დაინიშნა ხელფასი. ამ შედავებისა და სასარჩელო მოთხოვნის გათვალისწინებით განსახილველი დავის მტკიცების საგანს წარმოადგენს - სასამსახურო ხელშეკრულება ითვალისწინებდა თუ არა გასამრჯელოს.
პირველ რიგში სასამართლო აღნიშნავს, რომ არც დავალების მომწესრიგებელი ნორმები და არც ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონი დირექტორთან დადებული სასამსახურო ხელშეკრულების წერილობით დადების დათქმას არ შეიცავს, შესაბამისად, იგი ფორმათავისუფალ გარიგებას წარმოადგენს და მის მიმართ არ შეიძლება გამოყენებულ იქნას სამოქალაქო კოდექსის 59-ე მუხლის პირველი ნაწილის ის დებულება, რომელიც ადგენს, რომ ბათილია კანონით ან ხელშეკრულებით გათვალისწინებული აუცილებელი ფორმის დაუცველად დადებული გარიგება.
,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად შეზღუდული პასუხისმგებლობის საზოგადოებაში ხელმძღვანელობის უფლება აქვთ დირექტორებს, თუ წესდებით (პარტნიორთა შეთანხმებით) სხვა რამ არ არის გათვალისწინებული. ამავე მუხლის მე-2 პუნქტის შესაბამისად ხელმძღვანელობის უფლებამოსილება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილებების მიღებას, ხოლო წარმომადგენლობითი უფლებამოსილება გულისხმობს საწარმოს სახელით გამოსვლას მესამე პირებთან ურთიერთობაში.
ამავე კანონის 47-ე მუხლის მე-3 პუნქტის შესაბამისად დირექტორის კომპეტენცია და პასუხისმგებლობის მოცულობა განისაზღვრება ამ კანონით ან/და საწარმოს წესდებით.
საქმეში წარმოდგენილია შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის წესდება (ს.ფ. 1-5-121), რომლის თანახმად საზოგადოების ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება აქვს დირექტორს, რომელსაც ნიშნავს და ათავისუფლებს პარტნიორთა კრება. დირექტორის ხელმძღვანელობის უფლება გულისხმობს უფლებამოსილების ფარგლებში საწარმოს სახელით გადაწყვეტილების მიღების უფლებას. დირექტორი მინდობილობის გარეშე წარმოადგენს საზოგადოებას მესამე პირებთან ურთიერთობაში. თუ დანიშნულია რამდენიმე დირექტორი თითოეული მათგანი წარმოადგენს საზოგადოებას ცალ-ცალკე და ერთპიროვნულად. დირექტორის ხელმძღვანელობითი და წარმომადგენლობითი უფლებამოსილება შესაძლებელია შეიზღუდოს მხოლოდ პარტნიორთა საერთო კრების გადაწყვეტილებით. დირექტორი ახორციელებს საზოგადოების მართვას, პარტნიორთა კრების მიერ განსაზღვრული წესით და პირადად აგებს პასუხს მის სამეურნეო შედეგებზე. ის წარმოადგენს საზოგადოებას, მინდობილობის გარეშე განკარგავს საზოგადოების ქონებას (წესდებისა და პარტნიორთა კრების გადაწყვეტილების შესაბამისად), დებს ხელშეკრულებებს ფიზიკურ და იურიდიულ პირებთან საქართველოში და მის ფარგლებს გარეთ, ხსნის ანგარიშებს ბანკში, იღებს სესხს, სამუშაოდ იღებს და ათავისუფლებს თანამშრომლებს, წყვეტს მათი წახალისების და დისციპლინური პასუხისმგებლობის საკითხებს.
სასამართლო განმარტავს, რომ ,,მეწარმეთა შესახებ’’ საქართველოს კანონის მე-9 მუხლით რეგულირებული ავტონომიურობა, რაც იმას ნიშნავს, რომ საზოგადოების დირექტორი არ წარმოადგენს მის თანამდებობაზე გამამწესებელ პირთან დამოკიდებულებაში მყოფ პირს, არამედ, იგი თავისუფალია და საკუთარ საქმიანობას, საზოგადოების წესდებისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მოთხოვნათა გათვალისწინებით ახორციელებს კომერსანტის გულისხმიერებით, იმ მიზნით, რომ მის მიერ მიღებული მენეჯერული გადაწყვეტილებები ორიენტირებულია მეწარმე სუბიექტის ინტერესების გაუმჯობესება-გამყარებისკენ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე აღნიშნავს, რომ საწარმოში მისი საქმიანობა იყო ანაზღაურებადი, კერძოდ, საზოგადოების პარტნიორებთან ზეპირად დადებული ხელშეკრულების საფუძველზე, მან, როგორც ხელმძღვანელობითი უფლებამოსილების მქონე პირმა დაინიშნა ხელფასი, რომლის ანაზღაურება განხორციელდა მხოლოდ ერთი თვის და სამსახურიდან გათავისუფლების დროისათვის მიუღებელი დარჩა 2 თვის ხელფასი. მოპასუხე საწარმოს ძირითადი შედავება სარჩელის წინააღმდეგ არის ის, რომ ხელფასის დანიშვნა არ იყო შეთანხმებული პარტნიორებთან, შესაბამისად, არც დავალიანება გააჩნია მოპასუხეს ყოფილი დირექტორის მიმართ.
მხარეთა შორის დავას არ იწვევს ის გარემოება, რომ საზოგადოებასა და დირექტორს შორის სასამსახურო ხელშეკრულება წერილობით არ გაფორმებულა. შესაბამისად თუკი დამტკიცდება დირექტორსა და საზოგადოებას შორის დადებული დავალების სასყიდლიანი ხასიათი, მაშინ გათვალისწინებული უნდა იქნას სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილი რომლის თანახმად ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოხმობილი ნორმის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ სასამსახურო ხელშეკრულების არსებით პირობას მათ შორის გასამრჯელოზე შეთანხმება წარმოადგენს. შესაბამისად განსახილველი დავის მტკიცების საგანს წარმოადგენს: ა) სასამსახურო ხელშეკრულება ითვალისწინებდა თუ არა გასამრჯელოს; ბ) გააჩნია თუ არა კომპანიას ყოფილი დირექტორის მიმართ დავალიანება.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დავალების სასყიდლიან ხელშეკრულებაზე ზეპირი ფორმით შეთანხმების მტკიცების ტვირთი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-2-ე მუხლის შესაბამისად, ეკისრება მოსარჩელეს. ამ თვალსაზრისით კი, მან წარმოადგინა: სსიპ შემოსავლების სამსახურის 2--- წ-–-- 11 ო----------- ცნობა, შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის მიერ 2--- წ-–-- მ----- თვის ხელფასის უწყისის რეესტრი და კომპანიის მიერ საგადასახადო ორგანოში 2--- წ-–-- 14 ი--–--- წარდგენილი ინფორმაცია საანგარიშო თვის მიხედვით განაცემებისა და დასაკავებელი გადასახადების შესახებ.
გათვალისწინებით იმისა, რომ მოპასუხემ ვერ მოიყვანა არგუმენტი თუ რატომ უნდა შეესრულებინა კომპანიის დირექტორს და კონკრეტულად დ----- ა--------–---ს სამუშაო ანაზღაურების გარეშე, საქმეში წარმოდგენილი ზემოაღნიშნული დოკუმენტები, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1-5-ე მუხლის შესაბამისად, უნდა შეფასდეს ერთობლიობაში და მათი ანალიზი ქმნის პრეზუმფციას, რომ დავალების ხელშეკრულება მართლაც სასყიდლიანი იყო. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმებიდან გამომდინარე და საქმეში წარმოდგენილი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის წესდების მიხედვით, დ----- ა--------–---ს ჰქონდა სრული სამართლებრივი უფლება განესაზღვრა დირექტორის საქმიანობასთან დაკავშირებული პირობები და მათ შორის ხელფასის ანაზღაურების საკითხი. მოპასუხემ ვერ დაასაბუთა თუ რატომ შეასრულებდა დ----- ა--------–--- დირექტორის ფუნქციას ანაზღაურების გარეშე, შესაბამისად სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის არგუმენტაციას, რომ ვინაიდან დ----- ა--------–---მ საკუთარ თავთან გააფორმა ხელშეკრულება, მისი როგორც დირექტორის საქმიანობა არ იყო ანაზღაურებადი.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილიდან გამომდინარე, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. მოხმობილი ნორმის ფარგლებში უნდა აღინიშნოს, რომ სასამსახურო ხელშეკრულების არსებით პირობას მათ შორის გასამრჯელოზე შეთანხმება წარმოადგენს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ა--------–---- მოთხოვნა დაეკისროს შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ს ორი თვის სახელფასო დავალიანების ანაზღაურება 20 4--,57 ლარიდან დაანგარიშებით, ამ თანხიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით, კერძოდ, საშემოსავლოს გარეშე ხელფასი - 16 334,85 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 4 083,72 ლარი, საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
შესაბამისად უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის შეგებებული სარჩელი, რომლითაც კომპანია მოითხოვს - ა) ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორის დ----- ა--------–---- ნების გამოხატვა, რომლითაც მან თავის თავს, როგორც შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დირექტორს დაუნიშნა და განსაზღვრა ანაზღაურება/ხელფასი დარიცხული ხელფასის 4375 აშშ დოლარი ექვივალენტი ეროვნულ ვალუტაში 9362,5 ლარის ოდენობით; გ) დაეკისროს დ----- ა--------–---ს უკანონოდ მიღებული ანაზღაურების თანხის 7490 ლარის გადახდა შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის სასარგებლოდ.
9.3. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 709-ე მუხლის შესაბამისად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
ამავე კოდექსის 720-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად დავალების ხელშეკრულების შეწყვეტა მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ დროს. შეთანხმება ამ უფლებაზე უარის შესახებ ბათილია.
სასამართლო განმარტავს, რომ დავალება იმ ხელშეკრულებათა რიცხვს მიეკუთვნება, რომელიც დაკავშირებულია სამუშაოს შესრულებასთან, მისი საგანია რწმუნებული პირის მიერ ერთი ან რამდენიმე იმგვარი მოქმედების შესრულება, რომელიც იწვევს ამა თუ იმ შედეგის დადგომას და როგორც წესი, ეფუძნება ურთიერთნდობას, რწმუნებულის ვალდებულებას წარმოადგენს დავალებული მოქმედების მმართველის გულისხმიერებით წარმოება და მიღწეული შედეგის ადრესატი ხდება წარმოდგენილი პირი. საყურადღებოა, რომ დავალების ხელშეკრულების ვადასთან მიმართებით სამოქალაქო კოდექსი რაიმე მოწესრიგებას არ ითვალისწინებს, არამედ, მისი განსაზღვრა მხარეთა შეთანხმებაზეა დამოკიდებული,საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-11-4-1-74-20-7 საქმეზე განმარტა შემდეგი ,,მითითებულ ნორმათა ანალიზის საფუძველზე შეიძლება დავასკვნათ, რომ კომერციული იურიდიული პირის დამფუძნებელს (წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს) შეუძლია, ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან, შესაბამისად, ვალდებულებითი ურთიერთობის შეწყვეტის საფუძვლად შრომის კოდექსის 37-ე მუხლის კონკრეტული საფუძვლის გამოყენება და მისი გამოყენების მართლზომიერების შესწავლა მსგავსი ტიპის დავებში არარელევანტურია’’.
აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით საქართველოს უზენაესმა სასამართლომ განმარტება გააკეთა ასევე №ას-1203-2--- საქმეში, სადაც სასამართლომ აღნიშნა შემდეგი: ,,უზენაესი სასამართლოს მყარად დადგენილი პრაქტიკის მიხედვით, დაუშვებელია მეწარმე სუბიექტის საქმიანობაში იმგვარი ჩარევა, რომ პარტნიორს შეეზღუდოს საწარმოს დირექტორთან ხელშეკრულების შეწყვეტის უფლებამოსილება, რაც მას მინიჭებული აქვს „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონით (იხ. კანონის 91.6.“ე“ ქ/პუნქტი). სამართლებრივად დირექტორთან დადებული შეთანხმება დავალების (სასამსახურო) ხელშეკრულებაა და, შესაბამისად, მისი ცალმხრივად შეწყვეტის მართლზომიერების შემოწმებისას “მეწარმეთა შესახებ” კანონის ნორმებთან ერთად, გამოიყენება დავალების ხელშეკრულების მომწესრიგებელი ნორმები (სსკ-ის 709-ე და მომდევნო მუხლები). სწორედ სსკ-ის 720-ე მუხლის პირველი ნაწილი ანიჭებდა უფლებას მოსარჩელეს ცალმხრივად შეეწყვიტა მოპასუხესთან დადებული ხელშეკრულება. ამრიგად, საწარმოს ინტერესებიდან გამომდინარე, წესდებით გათვალისწინებულ შემთხვევაში, შესაბამის უფლებამოსილ პირსა თუ ორგანოს შეუძლია ყოველგვარი საფუძვლის გარეშე ნებისმიერ დროს შეწყვიტოს ხელშეკრულება ხელმძღვანელთან და გამოვლენილი ნება მესამე პირების მიმართ ნამდვილი ხდება მისი მარეგისტრირებელ ორგანოში რეგისტრაციის მომენტიდან (შდრ. მსგავს საქმეებზე სუსგ-ები: საქმე №ას-302-287-2---, 1- ივლისი, 2--- წელი; საქმე №ას-1---97-2---, 1- ივლისი, 2--- წელი; საქმე №ას-23-23-2---, 9 მარტი, 2--- წელი; საქმე №ას-302-287-2---, 1- ივლისი, 2--- წელი; საქმე №ას-131-127-2---; 23 სექტემბერი, 2--- წელი).
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ დ----- ა--------–---- სასარჩელო მოთხოვნები - ა) ბათილად იქნეს ცნობილი შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის დამფუძნებელ პარტნიორთა 2--- წ-–-- 1- ი--–---- №- კრების ოქმი, დ----- ა--------–---- დირექტორის თანამდებობიდან გათავისუფლების შესახებ და დ----- ა--------–--- აღდგენილ იქნეს სამუშაოზე; ბ) შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება 283 734,96 ლარიდან დაანგარიშებით, ამ თანხიდან საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, საშემოსავლო გადასახადის გამოქვითვით, კერძოდ, საშემოსავლოს გარეშე ხელფასი - 226 987,95 ლარი, ხოლო საშემოსავლო გადასახადი 56 747,0- ლარი; და გ) შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს იძულებითი განაცდური სარჩელის აღძვრის დღიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე - არ უნდა დაკმაყოფილდეს.
1-. საპროცესო ხარჯები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
საქართველოს უზენაესმა სასამართლომ №ას-131-127-2--- საქმეზე განმარტა შემდეგი: ,,საკასაციო პალატა დამატებით განმარტავს, რომ არასამეწარმეო იურიდიულ პირსა და მის წარმომადგენლობითი/ხელმძღვანელობითი უფლებამოსილებით აღჭურვილ სუბიექტს შორის დადებული ხელშეკრულების დავალების სამართლებრივ ურთიერთობად მიჩნევის მიუხედავად, ამ ურთიერთობას ასევე გააჩნია დასაქმებული დირექტორის მინიმალური სოციალური დაცვის გარანტიებით უზრუნველმყოფი მოთხოვნები, რაც დამახასიათებელია შრომითი ურთიერთობისათვის. „ევროპის სოციალური ქარტია“ აღიარებს დასაქმებულის დაცვის იმ მინიმალურ სტანდარტს, რომელიც საყოველთაოდ აღიარებული ადამიანის ძირითადი უფლებებიდან გამომდინარეობს და შეეხება ისეთ ფუნდამენტურ ღირებულებებს, როგორიცაა შრომის უფლება, რომელიც თავის თავში მოიცავს შრომის თავისუფლებას, უფლებას შრომის სამართლიან პირობებზე, სამართლიანი ანაზღაურების უფლებას, უფლებას შვებულებაზე და სხვა (იხ. ასევე „ე---ნომიკური, სოციალური და კულტურული უფლებების შესახებ“ საერთაშორისო პაქტის მე-7 მუხლის I- „d“ ქვეპუნქტი), რაც, სამოქალაქო კოდექსის 35-ე მუხლისა და „მეწარმეთა შესახებ“ საქართველოს კანონის მე-9 მუხლის მე-7 პუნქტის შესაბამისად, შესაძლოა, უფრო დეტალურად იქნას მოწესრიგებული არასამეწარმეო იურიდიული პირის წესდებითა და მასთან დადებული ხელშეკრულებით. თუკი ამგვარ პირობებზე მხარეთა შეთანხმების ფაქტი არ დგინდება, ასეთ შემთხვევაში, დირექტორის სოციალური უფლებების რეგულირებისათვის გამოყენებული უნდა იქნას როგორც ეროვნული, ისე _ საერთაშორისო კანონმდებლობით გარანტირებული დასაქმებულის დაცვის მინიმალური სტანდარტის დამდგენი დანაწესები’’.
სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად საერთო სასამართლოებში განსახილველ საქმეებზე სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან თავისუფლდებიან ფიზიკური პირები სარჩელებზე ხელფასის გადახდევინების შესახებ და სხვა მოთხოვნებზე შრომის ანაზღაურების თაობაზე, რომლებიც გამომდინარეობს შრომის სამართლებრივი ურთიერთობიდან.
მოსარჩელე დ----- ა--------–---ს სარჩელის აღძვრისას გადახდილი აქვს სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 72) და სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენებების მიზნით აღძრულ შუამდგომლობაზე 50 ლარის ოდენობით (ს.ფ. 73). გათვალისწინებით იმისა, რომ დ----- ა--------–---- სარჩელი უკავშირდება სამუშაოზე აღდგენას, სახელფასო დავალიანების ანაზღაურებასა და განაცდურის ანაზღაურებას, ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან. შესაბამისად მას უნდა დაუბრუნდეს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 ლარი და 50 ლარი.
ამასთან ვინაიდან დ----- ა--------–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა სარჩელის დაკმაყოფილებული ნაწილის - 20 4--,57 ლარის 3%-ის ოდენობით, რაც შეადგენს 612,55 ლარს. მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების შუამდგომლობაზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 ლარის ოდენობით.
რაც შეეხება შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ის მიერ შეგებებულ სარჩელზე გადახდილ სახელმწიფო ბაჟს (ს.ფ. 281) მისი ანაზღაურება მოპასუხე დ----- ა--------–---ს არ დაეკისრება, ვინაიდან შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად კი სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მართლმსაჯულების განხორციელება დაკავშირებულია სასამართლო ხარჯებთან და სასამართლოს გარეშე ხარჯებთან. ადვოკატისათვის გაწეული ხარჯი წარმოადგენს, სასამართლოს გარეშე ხარჯებს.
საქმეში წარმოდგენილია შეთანხმება საადვოკატო მომსახურების შესახებ, რომელიც გაფორმებულია ,,საადვოკატო ოფისი მ----- გ---–---’’-სა და დ----- ა--------–---ს შორის, ასევე გადახდის ქვითარი, რომლებითაც ირკვევა, რომ იურიდიული მომსახურების საფასური განისაზღვრა 3000 ლარის ოდენობით (ს.ფ. 45-48).
ასევე წარმოდგენილია გადახდის ქვითარი და 2--- წ-–-- 5 დ--------- გაფორმებული ხელშეკრულება გ------- ბ--------–---–-- და შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ს შორის (ს.ფ. 240-241), რომელთა თანხმად იურიდიული მომსახურების საფასური განსაზღვრულია 4700 ლარის ოდენობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლით განსაზღვრულია ადვოკატის მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ოდენობის გამოთვლის წესი, რომელიც უნდა იყოს გონივრული და შეესაბამებოდეს დავის საგნის ღირებულებას, კერძოდ, დადგენილია, რომ ქონებრივი დავის დროს ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტამდე ოდენობით, ხოლო არაქონებრივი დავის დროს განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით ადვოკატი მიიღებს ანაზღაურებას - 2000 ლარამდე ოდენობით. ამდენად, მითითებული ნორმა განსაზღვრავს მხარის მიერ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების იმ ოდენობის მაქსიმუმს, რომელიც შეიძლება დაეკისროს მეორე მხარეს ქონებრივი და არაქონებრივი დავის დროს. ამ მაქსიმუმის ფარგლებში სასამართლოს შეუძლია, თავისი შეხედულებით, გონივრულ ფარგლებში განსაზღვროს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობა, რომელიც მეორე მხარეს უნდა დაეკისროს. იმისათვის, რომ მხარისათვის მისი დაკისრება მოხდეს, აუცილებელია, შეფასება მიეცეს ამგვარი ხარჯის გაწევის აუცილებლობას და საჭიროებას, პირის სამართლებრივ მდგომარეობას, რომელიც ამგვარი ხარჯის ანაზღაურებას მოითხოვს ე.ი. უნდა შეფასდეს ფაქტობრივი საფუძველი, რაც განაპირობებს წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურების აუცილებლობას, მით უფრო იმ ოდენობით (იგულისხმება, ფაქტობრივ- სამართლებრივი სირთულე, საქმის მნიშვნელობა და სხვა), რომელსაც მხარე მოითხოვს. საკითხისადმი ამგვარი მიდგომა და წესი ქმნის, როგორც წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯების ოდენობის ხელოვნურად გაზრდის დაბრკოლებას, ასევე, კანონისმიერი ბოჭვის ფარგლებში აქცევს (ზღუდავს) სამართალწარმოების ხარჯზე, მეორე მხარისაგან სარგებლის მიღების შესაძლებლობას, რაც იცავს იმ მხარის ინტერესებს, რომელსაც ამ ხარჯის ანაზღაურება უნდა დაეკისროს.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ვინაიდან დ----- ა--------–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, მოპასუხეს უნდა დაეკისროს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 ლარის ოდენობით. თავის მხრივ დ----- ა--------–---ს შპს ,,ე--- რ------- ნ-------’’-ის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იურიდიული მომსახურების საფასური 500 ლარის ოდენობით, ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა მხოლოდ ნაწილობრივ.
11. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991-ე მუხლის შესაბამისად სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის 2--- წ-–-- 6 ნ--------- განჩინებით დ----- ა--------–---- შუამდგომლობა სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიების გამოყენების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ - აეკრძალა მოპასუხე შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს მის სახელზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებული უძრავი ქონებების მდებარე ქ. თბილისი, დ-------- თ------------–-- ქუჩა №---. ფართი №- (მშენებარე); სართული I-, ფართით 1-4,78 კვ. მეტრი, ს/კ 0-.1-.0-.0--.0--.0-.0--, გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა (დაგირავება).
გათვალისწინებით იმისა, რომ დ----- ა--------–---- სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ, ზემოაღნიშნული საკანონმდებლო ნორმიდან გამომდინარე სარჩელზე გამოყენებული უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს უცვლელად.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, მუხლებით და
გადაწყვიტა
1. დ----- ა--------–---- სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
2. შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ დაეკისროს გადაუხდელი ხელფასი 20 4--,57 (ოცი ათას ოთხას თვრამეტი ლარი და ორმოცდაჩვიდმეტი თეთრი) ლარი (დაუბეგრავი სახით).
3. სხვა ნაწილში დ----- ა--------–---- სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
4. დაუბრუნდეს დ----- ა--------–---ს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 3000 (სამი ათასი) ლარი (გადამხდელი დ----- ა--------–---, გადახდის თარიღი 2--- წ-–-- 23 ო-----------, გადახდილი თანხა 3000 ლარი, სახაზინო კოდი 300-731-0, გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი’’, საგადახდო დავალება №-).
5. დაუბრუნდეს დ----- ა--------–---ს სარჩელის აღძვრისას გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 50 (ორმოცდაათი) ლარი (გადამხდელი დ----- ა--------–---, გადახდის თარიღი 2--- წ-–-- 23 ო-----------, გადახდილი თანხა 50 ლარი, სახაზინო კოდი 300-731-0, გადამხდელის ბანკი სს ,,საქართველოს ბანკი’’, საგადახდო დავალება №-).
6. დაეკისროს შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს დ----- ა--------–---- სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
7. დაეკისროს დ----- ა--------–---ს შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ის სასარგებლოდ წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეული ხარჯი 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
8. დაეკისროს შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 612,55 (ექვსას თორმეტი ლარი და ორმოცდათხუთმეტი თეთრი) ლარის ოდენობით.
9. დაეკისროს შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით.
1-. შპს ,,ე--- რ------- ნ-------“-ის შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.
11. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. თბილისი, დ----- აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. №6) მხარეებისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 დღის ვადაში გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით.
12. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე: გენადი მაკარიძე