გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N2/27577-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17 ივნისი, 2019 წელი თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე ხათუნა ჯინორია
სხდომის მდივანი ირაკლი გამსახურდია
მოსარჩელე (შეგებებული სარჩელით მოპასუხე) - შპს ,,ე---------"
წარმომადგენელი - გ------- მ---------ე, გ------- ქ--------ე
მოპასუხე (შეგებებული სარჩელით მოსარჩელე) - შპს ,,ო---------------ი"
წარმომადგენელი - ხ----------------–---ი, ქ-----------------–--ე
მესამე პირი დამოუკიდებელი სასარჩელო მოთხოვნის გარეშე მოპასუხის მხარეს - R------------
წარმომადგენელი - ქ------- კ-------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება (ძირითადი სარჩელით), ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლოს გადახდა (შეგებებული სარჩელით)
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1 ძირითადი სარჩელის მოთხოვნა:
1.1.1. შპს „ო---------------ს“ დაეკისროს შპს „ე---------ს“ სასარგებლოდ 180 068 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა.
1.1.2. ბათილად იქნას ცნობილი:
1.1.2.1. შპს „ო---------------სა“ და შპს „ე---------ს“ შორის 2017 წლის 12 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 37/17-ის პუნქტი 10.4;
1.1.2.2. შპს „ო---------------სა“ და შპს „პ-----ს“ შორის 2017 წლის 11 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 36/17-ის პუნქტი 10.4;
1.1.2.3. შპს „ო---------------სა“ და შპს „ბ----ს“ შორის 2017 წლის 10 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 35/17-ის პუნქტი 10.4;
1.1.2.4. შპს „ო---------------სა“ და შპს „კ-“-ს შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 39/17-ის პუნქტი 10.4;
1.1.2.5. შპს „ო---------------სა“ და შპს „მ------------ს“ შორის 2017 წლის 14 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 38/17-ის პუნქტი 10.4;
1.1.3. შპს „ო---------------ს“ მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს 246 999.25 ლარის წლიური 11.4%-ის გადახდა 2017 წლის 24 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
1.2. შეგებებული სარჩელის მოთხოვნა (შემცირებული):
1.2.1. შპს „ე---------ს“ შპს „ო---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის შეუსრულებლობის გამო პირგასამტეხლოს - 30 388.50 ევროს გადახდა.
1.2.2. შპს „ე---------ს“ შპს „ო---------------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს სახელშეკრულებო ვალდებულების შეუსრულებლობით მიყენებული ზიანის - 22 500 ევროს გადახდა.
ძირითადი სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
შპს „ო---------------სა“ და შპს „ე---------ს“ შორის 2017 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 37/17. ხელშკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „ე---------სთვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა წინასწარ 2017 წლის 24 თებერვალს ბეს სახით გადახადა 18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი. ხელშეკრულების 4.10 პუნქტის თანახმად, „მყიდველის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა ავტომანქანის მთლიანი ღირებულების თანხაში, ხოლო ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით, კი მყიდველის მიერ ბეს თანხის გადახდის შემდეგ ავტომობილების შეძენაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი ბეს თანხა დარჩებოდა გამყიდველს. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ ავტომობილები უნდა მიეწოდებინა 7 თვის ვადაში ანუ 2017 წლის 24 სექტემბრამდე, თუმცა შპს „ო---------------მა“ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. რამდენადაც გამყიდველმა დაარღვია ვალდებულება, ის ვალდებულია მყიდველს ბეს თანხა დაუბრუნოს ორმაგად - 36 013.6 ევრო.
შპს „ო---------------სა“ და შპს „პ-----სს“ შორის 2017 წლის 11 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 36/17. ხელშკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „პ-----ისათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა წინასწარ 2017 წლის 24 თებერვალს ბეს სახით გადახადა 18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი. ხელშეკრულების 4.10 პუნქტის თანახმად, „მყიდველის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა ავტომანქანის მთლიანი ღირებულების თანხაში, ხოლო ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით, კი მყიდველის მიერ ბეს თანხის გადახდის შემდეგ ავტომობილების შეძენაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი ბეს თანხა დარჩებოდა გამყიდველს. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ ავტომობილები უნდა მიეწოდებინა 7 თვის ვადაში ანუ 2017 წლის 24 სექტემბრამდე, თუმცა შპს „ო---------------მა“ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. რამდენადაც გამყიდველმა დაარღვია ვალდებულება, ის ვალდებულია მყიდველს ბეს თანხა დაუბრუნოს ორმაგად - 36 013.6 ევრო.
შპს „ო---------------სა“ და შპს „ბ----ს“ შორის 2017 წლის 10 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 35/17. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „ბ----სათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა წინასწარ 2017 წლის 24 თებერვალს ბეს სახით გადახადა 18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი. ხელშეკრულების 4.10 პუნქტის თანახმად, „მყიდველის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა ავტომანქანის მთლიანი ღირებულების თანხაში, ხოლო ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით, კი მყიდველის მიერ ბეს თანხის გადახდის შემდეგ ავტომობილების შეძენაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი ბეს თანხა დარჩებოდა გამყიდველს. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ ავტომობილები უნდა მიეწოდებინა 7 თვის ვადაში ანუ 2017 წლის 24 სექტემბრამდე, თუმცა შპს „ო---------------მა“ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. რამდენადაც გამყიდველმა დაარღვია ვალდებულება, ის ვალდებულია მყიდველს ბეს თანხა დაუბრუნოს ორმაგად - 36 013.6 ევრო.
შპს „ო---------------სა“ და შპს „კ--ს“ შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 39/17. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „კ 2-სათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა წინასწარ 2017 წლის 24 თებერვალს ბეს სახით გადახადა 18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი. ხელშეკრულების 4.10 პუნქტის თანახმად, „მყიდველის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა ავტომანქანის მთლიანი ღირებულების თანხაში, ხოლო ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით, კი მყიდველის მიერ ბეს თანხის გადახდის შემდეგ ავტომობილების შეძენაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი ბეს თანხა დარჩებოდა გამყიდველს. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ ავტომობილები უნდა მიეწოდებინა 7 თვის ვადაში ანუ 2017 წლის 24 სექტემბრამდე, თუმცა შპს „ო---------------მა“ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. რამდენადაც გამყიდველმა დაარღვია ვალდებულება, ის ვალდებულია მყიდველს ბეს თანხა დაუბრუნოს ორმაგად - 36 013.6 ევრო.
შპს „ო---------------სა“ და შპს „მ------------ს“ შორის 2017 წლის 14 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 38/17. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „ბ----სათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა წინასწარ 2017 წლის 24 თებერვალს ბეს სახით გადახადა 18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი. ხელშეკრულების 4.10 პუნქტის თანახმად, „მყიდველის მიერ ბეს სახით გადახდილი თანხა ჩაითვლებოდა ავტომანქანის მთლიანი ღირებულების თანხაში, ხოლო ხელშეკრულების 8.5 პუნქტის მიხედვით, კი მყიდველის მიერ ბეს თანხის გადახდის შემდეგ ავტომობილების შეძენაზე უარის თქმის შემთხვევაში გადახდილი ბეს თანხა დარჩებოდა გამყიდველს. ხელშეკრულების 2.1. პუნქტის შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ ავტომობილები უნდა მიეწოდებინა 7 თვის ვადაში ანუ 2017 წლის 24 სექტემბრამდე, თუმცა შპს „ო---------------მა“ აღნიშნული ვალდებულება არ შეასრულა. რამდენადაც გამყიდველმა დაარღვია ვალდებულება, ის ვალდებულია მყიდველს ბეს თანხა დაუბრუნოს ორმაგად - 36 013.6 ევრო.
მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის არაერთხელ შედგა შეხვედრა, მოპასუხე ადასტურებს, რომ მან ვალდებულება ვერ შეასრულა, აღიარებს, რომ თანხა გადასახდელია, თუმცა მიუხედავად ამისა თანხას მაინც არ იხდის. 2018 წლის 27 ივლისს შპს „ო---------------ს“ გაეგზავნა შეტყობინება, რომლითაც შეთავაზებულ იქნა კიდევ ერთხელ მორიგება. თუმცა მოპასუხე გაურკვეველი მიზეზით უარს ამბობდა თანხის დაბრუნებაზე, უფრო მეტიც - ითხოვდა გარკვეული თანხების გადახდას.
2018 წლის 9 აგვისტოს შპს „ე---------ს“ და შპს „პ-----სს“, შპს „ბ----ს“, შპს „კ-“-ს და შპს „მ------------ს“ შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში შპს „პ-----მა“, შპს „ბ----მ“, შპს „კ-“-მა და შპს „მ------------მა“ სრულად დაუთმეს შპს „ე---------ს“ მოთხოვნის უფლებები შპს „ო---------------ის“ მიმართ, რომელიც გამომდინარეობს მყიდველებსა და შპს „ო---------------ს“ შორის ზემოხსენებული ხელშეკრულებებიდან.
სარჩელში მითითებული სატრანსპორტო საშუალებების ნასყიდობის ხელშეკრულების 10.4 პუნქტი ითვალისწინებდა კანონსაწინააღმდეგო ჩანაწერს, რომლის მიხედვითაც „არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი უფლებების მესამე მხარეს, მეორე მხარესთან შეუთანხმებლად“. აღნიშნული ჩანაწერი საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის შესაბამისად არის ბათილი.
თითოეულმა მყიდველმა გამყიდველს წინასწარ გადაუხადა ბეს თანხა - ნასყიდობის ფასის 20%-ის ოდენობით. მოპასუხემ არცერთი მყიდველის მიმართ არ შეასრულა ნაკისრი ვალდებულება და უფრო მეტიც, მყიდველთა მიერ გადახდილი თანხებით სარგებლობს დღემდე უფასოდ. თითოეულ მყიდველს შეეძლო ეს თანხა განეთავსებინა დეპოზიტზე და მიეღო სარგებელი. რეალურად მოპასუხემ უფასოდ მიიღო საბრუნავი თანხა, რაც მხოლოდ ბანკიდან შეიძლებოდა მიეღო პროცენტის სახით, თუმცა მიუხედავად ამისა მოსარჩელე ითხოვს დეპოზიტის პროცენტს, ანუ თანხას რომელსაც მოსარჩელე მიიღებდა აღნიშნული თანხები მოპასუხისათვის გადახდის ნაცვლად დეპოზიტზე რომ განეთავსებინა. თითოეული მყიდველისათვის გადახდილი თანხის ოდენობა შეადგენს 49 399.85 ლარს, ანუ ჯამურად ხუთივე მყიდველმა ბეს სახით გადაიხადა 246 999.25 ლარი. შესაბამისად მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს 246 999.25 ლარის 11.4%-ის გადახდა 2017 წლის 24 თებერვლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
შეგებებული სარჩელი ეფუძნება შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებს:
2017 წლის 10-14 თებერვლის პერიოდში შპს „ო---------------სა“ და შპს „პ-----სს“, შპს „ბ----ს“, შპს „კ-“-ს და შპს „მ------------ს“ შორის დაიდო სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებები.
შპს „ო---------------ი“ ავტომობილების მიწოდებას ახორციელებს მისი უშუალო მწარმოებლის მეშვეობით. ავტომობილების შეკვეთა წარმოებს „BMW-ს“ საწარმოს მკაცრად დადგენილი წესების შესაბამისად, ყოველი თვის მიწოდება კვოტირებულია, ამასთან, შეკვეთა ხორციელდება კვოტის განსაზღვრამდე ორი თვით ადრე. კვოტების განსაზღვრა ავტომანქანების საფასურის დროულად გადახდასთან იყო დაკავშირებული, ავტომანქანის ღირებულების გადაუხდელობისა და ტრანსპორტირების განუხორციელებლობის შემთხვევაში კვოტების რაოდენობა მცირდება. „BMW-ს“ გერმანული ოფისის მხრიდან მოცემულ ავტომანქანებზე კვოტა მხოლოდ 2018 წლის მაისის თვისთვის გამოიყო და შეკვეთილი მანქანებიც მაისის თვეშივე დამზადდა.
კომპანიათა ერთადერთ წარმომადგენელთან, შუამავალ გ------- ქ--------ესთან და ასევე ხელშეკრულებების საფუძველზე განსაზღვრული იყო ათი ავტომობილის საბოლოო შემძენის/ნასყიდობის ფასის რეალური გადამხდელის - R-------- L---ს მითითებით, 2018 წლის 10 აპრილს დასრულდა გამყიდველსა და მყიდველს შორის მიმდინარე მოლაპარაკებები და ხელშეკრულების არსებით პირობებში განხორციელდა ცვლილება - კერძოდ, ნაცვლად ხუთი ერთეული თეთრი ფერის BMW X5 xDrive35i-სა შეკვეთა განხორციელდა ათივე შავი ფერის ავტომობილზე. ვინაიდან მყიდველს, რეალურ გადამხდელსა და შემძენს წერილობით ჰქონდა გამოხატული დასტური ათივე ავტომანქანის მიღებისა, შპს „ო---------------მა“ დაუყოვნებლივ განახორციელა ფერის ცვლილების შეკვეთა და ათივე ავტომობილის უკვე განსახვავებული მახასიათებლებით მოთხოვნა.
მყიდველის მოთხოვნის შესაბამისად, შეკვეთილი ავტომანქანები დამზადდა და ტრანსპორტირებისათვის მზად იყო 2018 წლის მაისში, მიუხედავად იმისა, რომ მყიდველისათვის ცნობილი იყო ავტომანქანების ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნა (რის შემდეგაც მას წარმოეშვა დარჩენილი თანხის გადახდის ვალდებულება) - მყიდველმა აღარ გადაიხადა ღირებულება. შპს „ო---------------ის“ შეკვეთით დამზადებულ მანქანათა საწარმოს ტერიტორიაზე დგომის/ტერიტორიის მოცდენის/შენახვის გამო, თითოეულ მანქანაზე ჯარიმის სახით ყოველდღიურად 450 ევრო ერიცხებოდა. დარიცხული ჯარიმების რაოდენობა 2018 წლის 1 ნოემბრის მდგომარეობით 13500 ევროს შეადგენს.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი გამყიდველს უხდის 0.15%-ს ავტომობილის საერთო ღირებულებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც თითოეული ავტომობილისათვის შეადგენს 67.53 ევროს. 2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით ჯამში 10 ავტომობილისათვის ერიცხება 30 388.50 ევროს გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1 ძირითად სარჩელზე:
შპს „ო---------------ი“ სარჩელს არ ცნობს და განმარტავს, რომ მოსარჩელის მხრიდან არასწორადაა ციტირებული და ინტერპრეტირებული ხელშკრულების პუნქტები, კერძოდ, ხელშეკრულების 4.1 პუნქტი ითვალისწინებდა არა ბეს, არამედ ავანსის სახით „ავტომობილების ნასყიდობის ფასის 20%-ის“ გადახდის ვალდებულებას.
ხელშეკრულების 4.10 პუნქტი ითვალისწინებდა ბეს გადახდის მხოლოდ ჰიპოთეტურ და ალტერნატიულ შესაძლებლობას. ამასვე მოწმობს მოსარჩელისვე მიერ მოხმობილი 8.5 პუნქტი, სადაც მხარეების მიერ ცალსახადაა განსაზღვრული ალტერნატივა ბეს, ნასყიდობის ფასის 20%-ისა და თანხის სრულად გადახდის სახით. ამასვე მოწმობს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი - 24.02.2017 წლის ჩანაწერი თ----------იდან, სადაც გადახდილი თანხის დანიშნულებად ავტომობილების დეპოზიტია აღნიშნული და არა ბე.
შპს „ო---------------ის“ მიერ ხელშეკრულების პირობების შესრულება ჯეროვნად ხორციელდებოდა და ავტომობილების ტრანსპორტირების წესისა და ვადების თაობაზეც კლიენტი მუდმივად იყო ინფორმირებული. უფრო მეტიც, კლიენტისვე თხოვნით, ცვლილება განხორციელდა ხელშეკრულების არსებით პირობაში, რამაც ავტომატურად გამოიწვია მიწოდების ვადების ცვლილებაც. გარდა ამისა, თავის მხრიდან, მოსარჩელის მიერ გადახდის ვალდებულების არაჯერვნად შესრულებით, შპს „ო---------------ი“ დღემდე განიცდის ზიანს.
მოსარჩელის მხრიდან ხელშეკრულებისადმი „ინტერესის დაკარგვა“ და დაუდგენელი ზიანის მიყენება ავტომობილების შემდგომი რეალიზაციის შეუძლებლობითაა ახსნილი. შეძენილი ავტომანქანების შემდგომი რეალიზაცია ხელშეკრულების 8.6 პუნქტით აკრძალული იყო. ამდენად, მყიდველ კომპანიებს ვერ ექნებოდათ ამგვარი მოლოდინი და ვერც ეს გარემოება გახდებოდა ხელშეკრულებისადმი ინტერესის დაკარგვის საფუძველი.
მოსარჩელის მიერ სარჩელზე თანდართული შპს „ო---------------ის“ 2018 წლის 19 სექტემბრის წერილიდან ირკვევა, რომ კომპანიათა ჯგუფის წარმომადგენლის და 2018 წლის 18 ივლისიდან ხუთივე კომპანიის ერთადერთი პარტნიორისა და დირექტორის, გ------- ქ--------ის თხოვნით, არაერთი თვის განმავლობაში წარმოებდა მოლაპარაკებები ნასყიდობის ღირებულების 20%-ის სხვა დანიშნულებით მიმართვის შესახებ. მიუხედავად იმისა, რომ შპს „ო---------------ს“ კლიენტის მოთხოვნათა მხედველობაში მიღებით მნიშვნელოვნად ეშლებოდა ხელი ვალდებულების შესრულებაში. დაკვეთა მყიდველისვე თხოვნით დაკორექტირდა და სრულად და ჯეროვნად შესრულდა, თუმცა მყიდველს საკუთარი ფულადი ვალდებულება არ შეუსრულებია, რის თაობაზეც მოპასუხემ აღძრა შეგებებული სარჩელი.
ხელშეკრულებების 10.4 პუნქტის შესაბამისად, „არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი უფლებები მესამე მხარეს, მეორე მხარესთან შეუთანხმებლად“. განსახილველ შემთხვევაში კი, მოსარჩელის მხრიდან არ არის წარმოდგენილი შპს „ო---------------ის“ თანხმობა უფლებათა გადაცემის თაობაზე. შესაბამისად, 2018 წლის 09 აგვისტოს ხელშეკრულება მოთხოვნის უფლების დათმობის თაობაზე ბათილია და მოსარჩელე არ არის უფლებამოსილი დანარჩენი კომპანიების სახელით განახორციელოს ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე რაიმე ქმედება. შპს „ო---------------ს“ ჰქონდა პატივსადები ინტერესი ხელშეკრულების 10.4 პუნქტით გათვალისწინებული ჩანაწერის მიმართ. რეალური შემძენი იყო არა გ------- ქ--------ე და მის მიერ ამ ავტომანქანათა შეძენის მიზნით დაფუძნებული კომპანიები, არამედ R-------- LTD. სწორეს ამ კომპანიის მხრიდან ხდებოდა გადახდები და ხელშეკრულების პირობებისა და შესაბამისი ავტომანქანის შეკვეთის კორექტირებები. შპს „ო---------------ისათვის“ არსებითი მნიშვნელობის მქონე იყო ფინანსურად სტაბილური კონსტრაქტორის არსებობა, რამაც განაპირობა 10.4 პუნქტის არსებობა.
2.2 შეგებებულ სარჩელზე:
შეგებებული სარჩელის მოპასუხე შპს „ე---------“ სარჩელს არ ცნობს და აღნიშნავს, რომ შპს „ო---------------ის“ კვოტებზე დამოკიდებული არ ყოფილა ხელშეკრულების შესრულება/შეუსრულებლობა და შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ მწარმოებლისგან რა ოდენობის კვოტა აქვს დადგენილი არ არის მნიშვნელოვანი.
სატრანსპორტო საშუალებების ნასყიდობის ხელშეკრულება გაფორმებული იყო შპს „ე---------სთან“, შპს „პ-----თან“, შპს „ბ----სთან“, შპს „კ-“-თან და შპს „მ------------თან“. ხელშკრულებების გაფორმების დროს კომპანიებს ყავდათ სხვადასხვა პარტნიორი და დირექტორი. გ------- ქ--------ემ ამ კომპანიებში წილი შეიძინა მხოლოდ მას შემდეგ, რაც შესრულება გაპრობლემდა და შპს „ო---------------მა“ ვალდებულებები არ შეასრულა.
მყიდველებს არასოდეს არსად არ გაუკეთებიათ ცვლილება ხელშეკრულებაში, არც მითითება, რომ არსებობდა მინდობილი პირი, შუამავალი, საბოლოო შემსყიდველი ან ნებისმიერი სხვა როგორც ამას ო---------------ი აღნიშნავს. ხელშკრულების 8.6 პუნქტით იკრძალებოდა შემდგომი გაყიდვა ავტომობილების. ხელშეკრულებების 2.1 პუნქტის მიხედვით, ავტომობილები უნდა დამზადებულიყო და მათი ტრანსპორტირება უნდა მომხდარიყო ბეს თანხის გადახდიდან 7 თვის ვადაში. შესაბამისად, თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე ყველა ავტომობილი საქართველოში უნდა ყოფილიყო არაუგვიანეს 2017 წლის სექტემბრის ბოლომდე. შპს „ო---------------ი“ კი აცხადებს, რომ ავტომობილები ტრანსპორტირებისათვის მზად იყო 2018 წლის მაისში ანუ 9 თვის დაგვიანებით. ამასთანავე, არც ამ ფაქტის თაობაზე უცნობებია გამყიდველს მყიდველისათვის.
გაუგებარია, თუ რატომ უნდა იყოს პასუხისმგებელი რომელიმე მყიდველი ამ ჯარიმაზე, როცა გამყიდველმა დაარღვია ვალდებულება თითოეული მყიდველის მიმართ.
2.3. მესამე პირის პოზიცია:
მესამე პირი იზიარებს მოპასუხის პოზიციას და აღნიშნავს, რომ მათ სურდათ ავტომობილების შეძენა, გ------- ქ--------ესთან შედგა შეთანხმება მის მიერ დაფუძნებული კომპანიების მეშვეობით და შპს „ო---------------ისაგან“ შეიძნა ათი ერთეული ავტომობილი მათი ჩინეთში ტრანპორტირებისა და R-------------სათვის საკუთრებაში გადაცემის მიზნით.
R-------------მა შპს „ო---------------ის“ მიერ მომზადებული ხელშეკრულების ნიმუშის მიხედვით, 2017 წლის 4 იანვარს, გ------- ქ--------ის მიერ დაფუძნებულ კომპანიასთან, შპს „ე---------სთან“ გააფორმა ნასყიდობის ხელშეკრულება 10 ერთეული ავტომობილის შესყიდვის შესახებ.
მოცემული ხელშეკრულების გაფორმების თანმდევად, მხარეთა შეთანხმების შესასრულებლად, გ------- ქ--------ის კონტროლის ქვეშ არსებული კომპანიების მეშვეობით გამყიდველთან გაფორმდა ხელშეკრულებები, რომლის საფუძველზეც შპს „ე---------ს“ გადაურიცხა შპს „ო---------------ისათვის“ გადასახდელი ავანსი - 91000 ევრო. აღნიშნული თანხა მოპასუხემ მიიღო 2017 წლის 24 თებერვალს.
R-------------ის 2018 წლის 10 აპრილის წერილით განსაზღვრულ მოთხოვნათა გათვალისწინებით შპს „ო---------------მა“ სრულად, ჯეროვნად და კეთილსინდისიერად შეასრულა ნაკისრი ვალდებულებები. უფრო მეტიც, მიუხედავად იმისა, რომ R-------------მ ვერ შეძლო საკუთარი ფინანსური ვალდებულებების ჯეროვნად შეასრულება - ნასყიდობის ღირებულება ვერ იქნა გადახდილი დროულად, შპს „ო---------------მა“ 2017 წლის 24 თებერვალს მიღებული საავანსო თანხა ჩაუთვალა ათი ერთეული ავტომობილის ღირებულებაში. R-------------სა და შპს „ო---------------ს“ შორის დამკვიდრებული პრაქტიკის შესაბამისად, შუამავალი კომპანიის - შპს „პ---------ის“ მიერ სრულად იქნა გადახდილი ავტომობილების საფასური დღეის მდგომარეობით ათივე ავტომანქანა წარმოადგენს R-------------ის საკუთრებას.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. შპს „ო---------------სა“ (გამყიდველი) და შპს „ე---------ს“ (მყიდველი 1) შორის 2017 წლის 12 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 37/17. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „ე---------სთვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი BMW X5 xDrive35i შავი ფერის, შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა 1 არაუგვიანეს 2017 წლის 24 თებერვლისა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ფასის 20% - 18 006,80 ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო გამყიდველმა, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, იკისრა ვალდებულება, რომ ნასყიდობის საგანს მყიდველს 1 გადასცემდა 4.1. პუნქტის შესრულებიდან 7 თვის განმავლობაში, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი 1-ს ნასყიდობის ფასის 80% - 72 027,20 ევროს ეკვივალენტი ლარი მყიდველს 1 უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც გამყიდველისაგან მიიღებდა შეტყობინებას მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე. მყიდველს შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა ავტომობილის ღირებულების 100 % სრულად.
მყიდველი 1-ის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი ნ-------------–---–ი.
მყიდველმა 1 შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა 20% -18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 12.02.2017წ სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 18-24);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ტ. I; ს.ფ. 28-29).
3.1.2. შპს „ო---------------სა“ (გამყიდველი) და შპს „პ-----სს“ (მყიდველი 2) შორის 2017 წლის 11 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 36/17. ხელშკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „პ-----ისათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი BMW X5 xDrive35i, თეთრი ფერის, შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა 2 არაუგვიანეს 2017 წლის 24 თებერვლისა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ფასის 20% - 18 006,80 ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო გამყიდველმა, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, იკისრა ვალდებულება, რომ ნასყიდობის საგანს მყიდველს 1 გადასცემდა 4.1. პუნქტის შესრულებიდან 7 თვის განმავლობაში, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი 2-ს ნასყიდობის ფასის 80% - 72 027, 20 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც გამყიდველისაგან მიიღებდა შეტყობინებას მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე. მყიდველს შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა ავტომობილის ღირებულების 100 % სრულად.
მყიდველი 2-ის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი კ---------------.
მყიდველმა 2 შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა 20% -18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 11.02.2017წ სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 30-36);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ტ. I; ს.ფ. 41).
3.1.3. შპს „ო---------------სა“ (გამყიდველი) და შპს „ბ----ს“ (მყიდველი 3) შორის 2017 წლის 10 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 35/17. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „ბ----სათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი BMW X5 xDrive35i, თეთრი ფერის, შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა 3 არაუგვიანეს 2017 წლის 24 თებერვლისა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ფასის 20% - 18 006,80 ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო გამყიდველმა, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, იკისრა ვალდებულება, რომ ნასყიდობის საგანს მყიდველს 3 გადასცემდა 4.1. პუნქტის შესრულებიდან 7 თვის განმავლობაში, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი 3-ს ნასყიდობის ფასის 80% - 72 027,20 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც გამყიდველისაგან მიიღებდა შეტყობინებას მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე. მყიდველს შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა ავტომობილის ღირებულების 100 % სრულად.
მყიდველი 3-ის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი გ------- ფ---------–---–-.
მყიდველმა 3 შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა 20% -18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 10.02.2017წ სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 42-48);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ტ. I; ს.ფ. 51-52).
3.1.4. შპს „ო---------------სა“ (გამყიდველი) და შპს „კ--ს“ (მყიდველი 4) შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 39/17. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „კ 2-სათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი BMW X5 xDrive35i, ერთი თეთრი და ერთი შავი ფერის, შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა 4 არაუგვიანეს 2017 წლის 24 თებერვლისა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ფასის 20% - 18 006,80 ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო გამყიდველმა, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, იკისრა ვალდებულება, რომ ნასყიდობის საგანს მყიდველს 4 გადასცემდა 4.1. პუნქტის შესრულებიდან 7 თვის განმავლობაში, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი 4-ს ნასყიდობის ფასის 80% - 72 027,20 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც გამყიდველისაგან მიიღებდა შეტყობინებას მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე. მყიდველს შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა ავტომობილის ღირებულების 100 % სრულად.
მყიდველი 4-ის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი ა-–------------------–------ე.
მყიდველმა 4 შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა 20% -18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 15.02.2017წ სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 53-59);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ტ. I; ს.ფ. 64).
3.1.5. შპს „ო---------------სა“ და შპს „მ------------ს“ (მყიდველი 5) შორის 2017 წლის 14 თებერვალს გაფორმდა სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 38/17. ხელშეკრულების შესაბამისად, შპს „ო---------------ს“ შპს „მ------------ისათვის“ უნდა მიეწოდებინა ორი ავტომობილი BMW X5 xDrive35i, თეთრი ფერის, შესაბამისი ფასის გადახდის სანაცვლოდ. ხელშეკრულების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველმა 4 არაუგვიანეს 2017 წლის 24 თებერვლისა უნდა გადაიხადოს ნასყიდობის ფასის 20% - 18 006,80 ევროს ეკვივალენტი ლარი, ხოლო გამყიდველმა, ხელშეკრულების 2.1 პუნქტის თანახმად, იკისრა ვალდებულება, რომ ნასყიდობის საგანს მყიდველს 4 გადასცემდა 4.1. პუნქტის შესრულებიდან 7 თვის განმავლობაში, მყიდველის მიერ ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში.
ხელშეკრულების 4.2 პუნქტის თანახმად, მყიდველი 4-ს ნასყიდობის ფასის 80% - 72 027,20 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადა მას შემდეგ, რაც გამყიდველისაგან მიიღებდა შეტყობინებას მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე. მყიდველს შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა ავტომობილის ღირებულების 100 % სრულად.
მყიდველი 5-ის სახელით ხელშეკრულებას ხელს აწერს დირექტორი შ-----------------ე.
მყიდველმა 5 შეთანხმებულ ვადაში გადაიხადა 20% -18 006.8 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 14.02.2017წ სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 66-72);
- ამონაწერი ანგარიშიდან (ტ. I; ს.ფ. 76).
3.1.6. ხუთივე ხელშეკრულების 10.4 პუნქტის თანახმად, არც ერთ მხარეს არ აქვს უფლება გადასცეს თავისი უფლებები მესამე მხარეს, მეორე მხარესთან შეუთანხმებლად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებები.
3.1.7. ხუთივე ხელშეკრულების 8.1 პუნქტის მიხედვით, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი გამყიდველს უხდის 0,15%-ს ავტომობილის საერთო ღირებულებიდან ყოველ გადაცილებულ დღეზე.
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულებები.
3.1.8 2018 წლის 9 აგვისტოს შპს „ე---------სა“ (მყიდველების უფლებამონაცვლე, მოსარჩელე) და მყიდველებს 2-5 შორის დაიდო მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება. აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში მყიდველებმა 2-5 სრულად დაუთმეს მყიდველი 1-ს მოთხოვნის უფლებები შპს „ო---------------ის“ მიმართ, რომელიც გამომდინარეობს მყიდველებსა და შპს „ო---------------ს“ (მოპასუხე, გამყიდველი) შორის დადებულ ზემოხსენებული ხელშეკრულებებიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მხარეთა ახსნა-განმარტება;
- 09.08.2018 მოთხოვნის უფლების დათმობის ხელშეკრულება (ტ. I, ს.ფ. 84).
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სატრანსპორტო საშუალებების ნასყიდობის ხელშეკრულებების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული თანხა არის ავანსი და არა ბე.
ხუთივე ხელშეკრულება შეიცავს ერთი და იგივე პირობებს.
როგორც აღინიშნა, ხელშეკრულებების 4.1. პუნქტის თანახმად, მყიდველი ვალდებულია ხელშეკრულებით გათვალისწინებული ავტომობილების ნასყიდობის ფასის 20%, რაც შეადგენს 18006.80 ევროს (გადახდის დღისათვის მყიდველისათვის სს „თ----------ის“ მიერ განსაზღვრული შესყიდვის კურსის შესაბამისად ეროვნულ ვალუტაში) უნდა გადაიხადოს არა უგვიანეს 2017 წლის 24 თებერვლისა. ხოლო 4.2 პუნქტში აღნიშნულია, რომ დარჩენილი თანხა, 80%, 72027.20 ევრო, მყიდველი ვალდებულია გადაიხადოს მას შემდეგ, რაც გამყიდველისაგან მიიღებს შეტყობინებას მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე. მყიდველმა შესაბამისი შეტყობინების მიღებიდან არაუგვიანეს 10 კალენდარული დღის განმავლობაში, უნდა მოახდინოს ავტომობილის ღირებულების 100 პროცენტის სრულად დაფარვა.
ამავე ხელშეკრულებების 8.5 პუნქტში აღნიშნულია, რომ მყიდველის მიერ, ავტომობილის შეძენაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, გამყიდველი იტოვებს უფლებას ავტომობილის რეალიზაციაზე, რის შემდეგაც გამყიდველთან რჩება მყიდველის მიერ გადახდილი ბეს თანხა, ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული თანხა (ნასყიდობის ფასის ნაწილი - 20%) ან თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, ავტომობილის საერთო ღირებულების 20 პროცენტი. გასაყიდ ფასს ადგენს მყიდველი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებაში აღნიშნული ავტომობილის ღირებულებას.
სასამართლო ეთანხმება გამყიდველის პოზიციას, რომ აღნიშნულ პუნქტში ბე და ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული თანხა არაა სინონიმებად გამოყენებული, არამედ არის ჩამონათვალი.
ხელშეკრულების აღნიშნული მუხლების მიხედვით გამიჯნულია ნასყიდობის ფასის 20%-ისა და ბეს გადახდით გათვალისწინებული შედეგები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტშიც ასევე აღნიშნულია, რომ გადახდის დანიშნულებას წარმოადგენს ავტომობილების დეპოზიტი და არა ბე.
ამდენად, მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა სატრანსპორტო საშუალებების ნასყიდობის ხელშეკრულებების 4.1 პუნქტით გათვალისწინებული შესასყიდი ავტომობილების ავანსი.
3.2.2. გამყიდველმა დაარღვია ნასყიდობის ხელშეკრულებებით ნაკისრი ვალდებულებები და ვერ უზრუნველყო შეთანხმებულ ვადაში მყიდველებისათვის ნასყიდობის საგნების გადაცემა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. სასამართლომ უნდა განსაზღვროს, თუ რომელ მხარეს ეკისრება ამ ფაქტის მტკიცების ტვირთი და ფაქტის დაუმტკიცებლობის არახელსაყრელი შედეგები უნდა დააკისროს იმ მხარეს, რომელსაც ამ ფაქტის დამტკიცება ევალებოდა. მტკიცებულებათა წარმოდგენის მოვალეობას საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტების დასადგენად, კანონმდებელი აკისრებს იმ მხარეს, რომლისთვისაც ეს უფრო ადვილი და მოსახერხებელია.
ამავე კოდექსის 102-ე მუხლი ადგენს მტკიცების ტვირთის განაწილების პროცესუალურ სტანდარტს და ზოგადი წესის თანახმად, თითოეულ მხარეს ევალება მის მიერ მითითებული გარემოების დამტკიცება, თუმცა, ამავე ნორმის მე-3 ნაწილი ყურადღებას ამახვილებს რიგი გარემოებების სათანადო, განკუთვნადი მტკიცებულებებით დადასტურების აუცილებლობაზე. ამგვარი სათანადო მტკიცებულებების სახეს კი, როგორც წესი, მატერიალური კანონმდებლობა განსაზღვრავს.
მოსარჩელე მოვალეა დაამტკიცოს ფაქტები, რომლებიც იურიდიულად ამართლებენ მის მოთხოვნას, ხოლო იმ ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლებიც ასეთი მოთხოვნის უფლებას გააქარწყლებენ - დაკისრებული აქვს მოპასუხეს. აქვე აღსანიშნავია, რომ მხარეებს შორის, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია. ფაქტების დამტკიცებას იწყებს მოსარჩელე, რომელმაც უნდა დაამტკიცოს მის მიერ მოპასუხისადმი წაყენებული მოთხოვნის ფაქტობრივი საფუძველი. მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც მოსარჩელე დაამტკიცებს ამ ფაქტებს, მტკიცების ტვირთი გადადის მოპასუხეზე.
განსახილველ შემთხვევაში მართალია მოპასუხე წარმოდგენილი შესაგებლით არ დაეთანხმა მოსარჩელის მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებას ვალდებულების ვადაში შეუსრულებლობის შესახებ, თუმცა, შედავება განახორციელა იმ გარემოებასთან მიმართებით, რომ მიწოდების ვადის ცვლილება გამოიწვია ხელშეკრულების არსებით პირობაში ცვლილებამ.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ნასყიდობის ხელშეკრულებების 2.1 პუნქტზე, რომლის მიხედვითაც, გამყიდველი იღებს ვალდებულებას მყიდველს საკუთრებაში გადასცეს ავტომობილი მყიდველის მიერ ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტის შესრულებიდან 7 თვის განმავლობაში, მყიდველის მიერ ავტომობილის ღირებულების სრულად გადახდის შემთხვევაში.
ხელშეკრულებების 4.2 პუნქტის თანახმად კი მყიდველებს ნასყიდობის ფასის 80% - 72 027,20 ევროს ეკვივალენტი ლარი უნდა გადაეხადათ მას შემდეგ, რაც გამყიდველისაგან მიიღებდა შეტყობინებას მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე. მყიდველს შეტყობინებიდან 10 კალენდარული დღის ვადაში უნდა გადაეხადა ავტომობილის ღირებულების 100 % სრულად.
ამდენად, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ მყიდველებს აცნობებდა მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის შესახებ და, ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში, 2017 წლის 24 სექტემბრამდე მიაწვდიდა მყიდველებს ავტომანქანებს.
სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ, როგორც შეტყობინება, ისე ავტომანქანების მიწოდება ამ ვადამდე უნდა განხორციელებულიყო. ხელშეკრულების 2.1 პუნქტი მკაფიოდ განსაზღვრავს ხელშეკრულების შესრულების ვადას და ის სხვა რაიმე პირობაზე დამოკიდებული არ არის.
სადავო არ არის, რომ ამ ვადის ამოწურვამდე ავტომანქანები მიწოდებული არ ყოფილა.
საქმეში არც იმის დამდასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ გამყიდველმა მყიდველებს ამ ვადაში აცნობა მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის თაობაზე და ამის შემდეგ მყიდველებმა არ გადაიხადა ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი.
2018 წლის 27 ივლისს მყიდველების წარმომადგენელმა მიმართა გამყიდველს, განმარტა, რომ, ვინაიდან გამყიდველმა დაარღვია ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება, მყიდველებმა განაცხადეს ხელშეკრულებიდან გასვლის თაობაზე, მხარეებს შორის შედგა არაერთი შეხვედრა თანხის დაბრუნების შესახებ. წერილით მყიდველების წარმომადგენელმა მოითხოვა ბეს სახით გადახდილი თანხის ორმაგად დაბრუნება, რისთვისაც გამყიდველს განუსაზღვრა ვადა 2018 წლის 3 აგვისტომდე.
2018 წლის 13 აგვისტოს წერილით გამყიდველი არ დაეთანხმა მოთხოვნას, განმარტა, რომ მყიდველებს არ გადაუხდიათ ნასყიდობის ფასის დარჩენილი 80%. ამავე წერილით გამყიდველმა აღნიშნა, რომ მხარეებს შორის მიმდინარეობდა მოლაპარაკება, რომ ავანსის თანხა გამოყენებული ყოფილიყო სამი „ბენტლის“ მარკის ავტომანქანის შესაძენად. გამყიდველი აქვე განმარტავს, რომ მყიდველებს 2018 წლის 2 ივლისს აცნობა ავტომანქანების დამზადების თაობაზე, მაშინ, როცა, ხელშეკრულებით ავტომანქანები მიწოდებული უნდა ყოფილიყო 2017 წლის 24 სექტემბრამდე.
ამ გარემოებებზე დაყრდნობით, სასამართლო მიიჩნევს, რომ ხელშეკრულების შესრულების ვადა გამყიდველმა დაარღვია.
რაც შეეხება იმ მტკიცებას, რომ მყიდველებმა მოისურვეს ხელშეკრულების შეცვლა, საქმეში წარმოდგენილი არ არის მტკიცებულება, რომელიც დაადასტურებდა, რომ მყიდველებმა მოისურვეს ნასყიდობის საგნის მახასიათებლების (ფერი) ან მოდელის შეცვლა და მხარეთა შორის მსგავსი მოლაპარაკება მიმდინარეობდა. მოსარჩელე ამ გარემოებას უარყოფს. მხოლოდ მოპასუხის წერილის საფუძველზე, რომელიც არც დადასტურებულია მოსარჩელის მხრიდან და არც რაიმე პასუხია გაცემული, ამ გარემოების დადგენა შეუძლებელია.
რაც შეეხება მოპასუხის იმ მტკიცებას, რომ ავტომანქანების მიწოდება დამოკიდებული იყო მწარმოებლისგან კვოტების გამოყოფაზე, სასaმართლო აღნიშნავს, რომ მხარემ წარმოადგინა მიმოწერა, საიდანაც ჩანს, რომ 2017 წლის მარტიდან 2018 წლის თებერვლამდე ის ახორციელებდა სხვადასხვა მოდელის ავტომანქანების შეკვეთას მწარმოებელთან, თუმცა მათ შორის არ არის სადავო ხელშეკრულებებში მითითებული მოდელი (ტ. I; ს.ფ. 252-308).
მოპასუხისვე წარმოდგენილი შეკვეთის დადასტურებებით ჩანს, რომ ამ მოდელის ავტომანქანები შეკვეთილია 2018 წლის აპრილში (ტ. I; ს.ფ. 323-361). თავად მოპასუხემაც განმარტა, რომ ავტომანქანა დამზადდა 2018 წლის მაისში.
ამ მტკიცებულებებზე დაყრდნობით, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ გამყიდველმა ვერც შეკვეთის დროულად განთავსება უზრუნველყო დამკვეთთან და ვერც ხელშეკრულებით შეთანხმებულ ვადაში მყიდველებისათვის ავტომანქანის მიწოდება.
3.2.3 მყიდველებს არ დაურღვევიათ გამყიდველის წინაშე ნაკისრი ვალდებულებები.
მოპასუხე განმარტავს, რომ ვინაიდან გამყიდველებმა დროულად არ გადაიხადეს ნასყიდობის ფასი, შპს „ო---------------ის“ შეკვეთით დამზადებულ მანქანათა საწარმოს ტერიტორიაზე დგომის/ტერიტორიის მოცდენის/შენახვის გამო, თითოეულ მანქანაზე ჯარიმის სახით ყოველდღიურად 450 ევრო ერიცხებოდა. დარიცხულმა ჯარიმამ 22 500 ევრო შეადგინა.
საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით მართლაც დასტურდება, რომ ხელშეკრულებაში მითითებული მოდელის 10 ავტომანქანის საწყობში 60 (90) დღეზე ხანგრძლივად გაჩერების გამო გამყიდველს დაერიცხა შენახვის გადასახადი 450 ევრო დღეში თითოეულ ავტომანქანაზე (იხ. შეტყობინებები ტ. III; ს.ფ. 229-237).
მოპასუხის მითითებით, ავტომანქანები გაყვანილი იქნა 2019 წლის 2 თებერვალს.
როგორც უკვე აღინიშნა, მყიდველებს ნასყიდობის ფასის დარჩენილი ნაწილი უნდა გადაეხადათ მას შემდეგ, რაც გამყიდველი აცნობებდა ავტომანქანების მწარმოებლის მიერ დამზადებისა და ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის შესახებ, ამასთან, გამყიდველმა ავტომანქანების მიწოდების ვალდებულება 2017 წლის 24 სექტემბრამდე იკისრა. დადგენილია ასევე, რომ 2018 წლის 2 ივლისამდე გამყიდველს მყიდველისათვის არ უცნობებია მწარმოებლის მიერ დამზადების თაობაზე, მაშინ, როცა შესრულების ვადა დიდი ხნის გასული იყო. საქმეში არაა წარმოდგენილი იმის დამადასტურებელი მტკიცებულება, რომ მხარეებმა ხელშეკრულების ვადა გააგრძელეს. ვინაიდან გამყიდველმა ვალდებულება ვერ შეასრულა, 2018 წლის 27 ივლისს მყიდველები გავიდნენ ხელშეკრულებიდან და ბეს (იგულისხმება ავანსი) დაბრუნება მოითხოვეს. ამ გარემოების გათვალისწინებით, მყიდველებს არ დაურღვევიათ ვალდებულება და არც გამყიდველისათვის მიყენებულ ზიანზე აგებენ პასუხს.
3.2.4 R-------------სა (მესამე პირი) და მოსარჩელეს (ან გ------- ქ--------ეს) შორის არ დადებულა დავალების ხელშეკრულება 3.1.1-3.1.5 პუნქტებში მითითებული ავტომანქანების შესაძენად.
მოპასუხის განმარტებით 3.1.1-3.1.5 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ავტომანქანების რეალური შემძენი იყო მესამე პირი, რომელმაც მიიღო ეს ავტომანქანები და გამყიდველთან პრეტენზია არ აქვს.
მესამე პირი ადასტურებს მოპასუხის ამ მტკიცებას.
მოპასუხისვე განმარტებით, ასეთი სქემა აუცილებელი იყო, ვინაიდან გამყიდველი უშუალოდ მესამე პირთან ვერ დადებდა ხელშეკრულებას მწარმოებლის მიერ დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე - ქართული ბაზრისათვის განკუთვნილი ავტომანქანები რომ არ მოხვედრილიყო სხვა ბაზარზე.
საქმეში წარმოდგენილია 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულება, დადებული შპს „ე---------–სა“ (დირექტორი გ------- ქ--------ე) და მესამე პირს შორის. ხელშეკრულების საგანია 10 ერთეული 2017 წლის გამოშვების BMW X5 xDrive35i ავტომანქანის შეძენა. ათივე ავტომანქანა უნდა ყოფილიყო შავი ფერის. ხელშეკრულების ძირითადი პირობები (ნასყიდობის ფასი, მიწოდების წესი, ავანსის ოდენობა და გადახდის წესი) ემთხვევა 3.1.1-3.1.5 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებების პირობებს. ნასყიდობის საგნის გადაცემის ვალდებულება უნდა შესრულებულიყო 6 თვის ვადაში (ტ. III; ს.ფ. 102-110).
ხელშეკრულების შესაბამისად, მესამე პირმა გადაიხადა ავანსი 91 000 ევრო (ტ. III; ს.ფ. 111).
მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ეს ხელშეკრულება სხვა ავტომანქანებს ეხება და ვალდებულება შესრულებულია.
სასამართლო ეთანხმება მოსარჩელის ამ მტკიცებას შემდეგი მიზეზების გამო:
გამყიდველთან დადებული ხელშეკრულებების შესაბამისად, ნასყიდობის საგანი იყო ხუთი შავი და ხუთი თეთრი ფერის ავტომანქანა. მესამე პირთან დადებული ხელშეკრულების შესაბამისად კი, ათივე ავტომანქანა შავი უნდა ყოფილიყო.
გამყიდველთან დადებული ხელშეკრულება შესრულების უფრო ხანგრძლივ ვადას ითვალისწინებს, რაც იმთავითვე გამორიცხავდა მესამე პირთან ნაკისრი ვალდებულების ვადაში შესრულებას.
მესამე პირს ხელშეკრულება არ აქვს დადებული არც თავდაპირველ მყიდველებთან და არც მოცემული დავის მოსარჩელესთან. სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ყველა ამ კომპანიის უკან გ------- ქ--------ე იდგა და, სინამდვილეში, ყველა ხელშეკრულება მასთანაა დადებული. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით ეს გარემოება არ დასტურდება. სადავო ხელშეკრულების დადების დროისათვის მყიდველი კომპანიების წარმომდგენლები სხვა პირები იყვნენ.
სასამართლო ასევე დადგენილად მიიჩნევს, რომ შპს „ე---------–მა“ ამ ხელშეკრულების ფარგლებში მესამე პირის მიმართ ნაკისრი ვალდებულება შეასრულა და ავტომანქანები გადასცა.
მოსარჩელემ წარმოადგინა 2017 წლის 7 სექტემბერს შპს „ე---------–სა“ და გამყიდველს შორის გაფორმებული მიღება-ჩაბარების აქტები, რომელთა თანახმადაც N01/17 ხელშეკრულების ფარგლებში მან მიიღო 8 შავი ფერის BMW X5 xDrive35i. კიდევ ორი იმავე მოდელის ავტომანქანა კი მიიღო 03/17 ხელშეკრულების ფარგლებში 2017 წლის დეკემბერში.
საქმეში ასევე წარმოდგენილია საბაჟო დეკლარაციები, რომლის თანახმადაც გ------- ქ--------ემ ჩინეთში გააგზავნა 10 BMW X5 xDrive35i ავტომანქანა. საქმის მასალებით ასევე დასტურდება, რომ მესამე პირი საქმიანობას ეწევა ჩინეთში.
აღნიშნული მტკიცებულებების ერთობლივად შეფასების შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შესრულდა სწორედ 2017 წლის 4 იანვრის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება.
რაც შეეხება იმ გარემოებას, რომ 3.1.1-3.1.5 პუნქტებში მითითებული ხელშეკრულებებით განსაზღვრული ავტომანქანები 2018 წელს, საბოლოოდ, ასევე მესამე პირმა შეიძინა, ამ დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს, ვინაიდან თავდაპირველ მყიდველებთან ნაკისრი ვალდებულება უკვე დარღვეული იყო.
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი საფუძვლიანობის შესწავლის შედეგად სასამართლო მიიჩნევს, რომ ძირითადი სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს, ხოლო შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
სამოქალაქო კოდექსის 54-ე, 198-ე, 199-ე, 361-ე, 477-ე, 352-ე, 405-ე, 407-ე, 408-ე, 409-ე, 394-ე, 411-ე, 417-ე, 709-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477-ე მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება.
განსახილველ შემთხვევაში მხარეთა შორის ვალდებულების წარმოშობის საფუძველია ნასყიდობის ხელშეკრულება, რომლითაც გამყიდველმა აიღო ვალდებულება მყიდველებისათვის კონკრეტულ ვადაში გადაეცა ხელშეკრულებით განსაზღვრული ნასყიდობის საგანი - ავტომობილები. სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ მყიდველებმა გადაიხადეს ნასყიდობის ფასის 20%.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ჯეროვანი შესრულება შეიცავს რამდენიმე მოთხოვნის დაცვის აუცილებლობას, რომლებიც განსაზღვრავენ, ვინ ვის წინაშე უნდა განახორციელოს შესრულება, რომელი საგნით, სად, როდის და რა გზით უნდა განხორციელდეს იგი. ბრუნვის მონაწილის ვალდებულება, ჯეროვნად შეასრულოს ვალდებულება, ემყარება იმ სინამდვილეს, რომელიც მისთვის ცნობილია და მას ამ სინამდვილისადმი კეთილსინდისიერი დამოკიდებულება ევალება. კეთილსინდისიერად ქცევის ვალდებულება ემყარება სამართალში საზოგადოდ მოქმედ კეთილსინდისიერების ვარაუდს. ეს ვარაუდი განსაზღვრავს სამართლებრივი ურთიერთობის განვითარების საერთო მიმართულებას. ვალდებულების ჯეროვანი, კეთილსინდისიერი შესრულების სტანდარტი მოქმედებს ხელშეკრულებით გათვალისწინებული დროის მიმართაც. ხელშეკრულებით ვალდებულების შესრულებისათვის დროის განსაზღვრა, ნიშნავს მხარეთა ინტერესს აღნიშნულ ვადაში ვალდებულების შესრულებასთან დაკავშირებით. შესაბამისად, კრედიტორის ინტერესი ვალდებულების ხელშეკრულებით გათვალისწინებულ დროში შესრულების მიმართ მტკიცებას არ საჭიროებს.
სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
ამავე კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ, ხოლო მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად კი არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება.
განსახილველ შემთხვევაში სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო ნასყიდობის საგნის შეთანხმებულ ვადაში მყიდველებისათვის გადაცემა, კერძოდ, გამყიდველმა იკისრა ვალდებულება, რომ მყიდველებს აცნობებდა მწარმოებლისაგან ავტომობილის ტრანსპორტირებისათვის მზადყოფნის შესახებ და, ნასყიდობის ფასის სრულად გადახდის შემთხვევაში, 2017 წლის 24 სექტემბრამდე მიაწვდიდა მყიდველებს ავტომანქანებს.
სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ, როგორც შეტყობინება, ისე ავტომანქანების მიწოდება ამ ვადამდე უნდა განხორციელებულიყო.
მოპასუხემ თავად განმარტა, რომ მწარმოებელმა შესაბამისი კვოტები გამოყო მხოლოდ 2018 წლის მაისში. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით დასტურდება, რომ შეკვეთა 2018 წლის აპრილამდე არ განხორციელებულა.
სამოქალაქო კოდექსის 397-ე მუხლის თანახმად მოვალე პასუხისმგებელია შესრულებისათვის მაშინაც, როცა შესრულების საგანი სხვა პირისაგან უნდა მიეღო და ვერ მიიღო, თუკი ხელშეკრულებიდან ან სხვა გარემოებებიდან სხვა რამ არ გამომდინარეობს.
განსახილველ შემთხვევაში გამყიდველმა იკისრა ვალდებულება ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში მიეწოდებინა ნასყიდობის საგანი მყიდველებისათვის. ვალდებულების შესრულება ხელშეკრულებით არ არის დამოკიდებული მესამე პირისაგან (მწარმოებელი) ნივთის გადაცემაზე. თუ გამყიდველმა ვერ უზრუნველყო შეკვეთის დროულად განთავსება ან ისე იკისრა ვალდებულება, რომ არ გათვალა შესაბამისი რისკები, კერძოდ კი, მწარმოებლის მხრიდან კვოტების გვიან განსაზღვრა და ა.შ. - ეს მას არ ათავისუფლებს პასუხისმგებლობისაგან.
ვინაიდან ვალდებულება დაირღვა, 2018 წლის 27 ივლისს მყიდველები ხელშეკრულებიდან გავიდნენ. მართალია, საქმეში წარმოდგენილი არაა მტკიცებულება, რომ ხელშეკრულებიდან გასვლამდე მყიდველებმა დამატებითი ვადა დაუწესეს გამყიდველს, მაგრამ ვადა იმდენად დარღვეული იყო, რომ სასამართლოს მოსაზრებით, დამატებითი ვადის დაწესება ამ შემთხვევაში უშედეგო იყო.
ხელშეკრულებიდან გასვლის შედეგია ორმხრივი რესტიტუცია. როგორც უკვე აღინიშნა, მყიდველებს გადახდილი ჰქონდათ ნასყიდობის ფასის 20%. მოსარჩელე მიიჩნევს, რომ ეს იყო ბე, ხოლო მოპასუხე - ავანსი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 421-ე მუხლის თანახმად, ბედ მიიჩნევა ფულადი თანხა, რომელსაც ხელშეკრულების ერთი მხარე აძლევს მეორე მხარეს და ამით დასტურდება ხელშეკრულების დადების ფაქტი, ხოლო 423.2 მუხლის მიხედვით, თუ ვალდებულების შეუსრულებლობა გამოწვეულია ბეს მიმღების ბრალეული მოქმედებით, მან ბე უკან უნდა დააბრუნოს ორმაგად. ამასთან, ბეს მიმცემს შეუძლია მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება.
იმ შემთხვევაში, თუ სადავო თანხა მიჩნეული იქნებოდა ბედ, მოპასუხეს მისი ორმაგად დაბრუნების ვალდებულება დაეკისრებოდა.
სამოქალაქო კოდექსის 52-ე და 337-338 მუხლების საფუძველზე დასაშვებია ხელშეკრულების ბუნდოვან დებულებათა განმარტება.
ხელშეკრულება არის მხარეთა მიერ მიღწეული კონსესუსის შედეგი, რომელიც, სამართლებრივი თვალსაზრისით, იწვევს მხარეთა მიმართ უფლებებისა და ვალდებულებების წარმოშობას მათივე ნების საფუძველზე. ხელშეკრულების არსებობისათვის აუცილებელია ორი ან მეტი ნების თანხვედრა, რაც იწვევს მხარეთა საერთო ნების დადგენის აუცილებლობას. სხვა სიტყვებით რომ ვთქვათ, ხელშეკრულების განმარტების არსი მხარეთა მიერ გამოვლენილი საერთო ნების ნამდვილი შინაარსის, ხელშეკრულების რეალური მიზნის დადგენაში მდგომარეობს. სასამართლო მხარეთა ნამდვილ ნებას ადგენს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ განმარტების პროცესში წარმოიშობა ხელშეკრულების ტექსტში გადმოცემულ დებულებათა შორის წინააღმდეგობა ან შეუსაბამობა. ხელშეკრულების განმარტების საჭიროებას ადგილი აქვს იმ შემთხვევაში, როცა სახეზეა ხელშეკრულება, რომლის გამონათქვამებიც ბუნდოვანი, ორაზროვანი ან ურთიერთგამომრიცხავია, აგრეთვე როცა მისი გამონათქვამები შესწორებასა და შევსებას მოითხოვენ. ხელშეკრულების განმარტების დროს სასამართლო ორ მნიშვნელოვან საკითხს წყვეტს: სასამართლოს ევალება მხარეთა მიერ ხელშეკრულებაში გაკეთებული გამონათქვამების დაზუსტება, ხოლო მეორეს მხრივ, სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით ხელშეკრულებაში ღიად დარჩენილი ადგილების ე.წ. ხარვეზების შევსებას ახორციელებს. „ხელშეკრულების გამონათქვამების განმარტება“ და „ხელშეკრულების შევსებითი განმარტება“ განსხვავებული ცნებებია. სხვადასხვანაირი, ორაზროვანი და მრავალმნიშვნელოვანი გამონათქვამების დაზუსტების აუცილებლობას ადგილი აქვს, როდესაც მხარეები ხელშეკრულების გამონათქვამების მიღმა არსებულ მნიშვნელობებზე დავობენ. ხოლო ხელშეკრულების შევსებით განმარტებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც მხარეებს ხელშეკრულების ტექსტში გამორჩენილი აქვთ ცალკეულ საკითხთა მოწესრიგება ან ხელშეკრულების პირობები გარკვეული ხარვეზებითაა მოცემული (იხ. სუსგ Nა-2135-შ-46-2015).
სასამართლომ შეისწავლა და განმარტა ხელშეკრულების სადავო დებულებები, რის შედეგადაც მივიდა დასკვნამდე, რომ სადავო თანხა ავანსი იყო.
ხელშეკრულებების 8.5 პუნქტში აღნიშნულია, რომ მყიდველის მიერ, ავტომობილის შეძენაზე უარის გაცხადების შემთხვევაში, გამყიდველი იტოვებს უფლებას ავტომობილის რეალიზაციაზე, რის შემდეგაც გამყიდველთან რჩება მყიდველის მიერ გადახდილი ბეს თანხა, ამ ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული თანხა (ნასყიდობის ფასის ნაწილი - 20%) ან თანხის სრულად გადახდის შემთხვევაში, ავტომობილის საერთო ღირებულების 20 პროცენტი. გასაყიდ ფასს ადგენს მყიდველი, რომელიც არ უნდა აღემატებოდეს ხელშეკრულებაში აღნიშნული ავტომობილის ღირებულებას.
სასამართლო ეთანხმება გამყიდველის პოზიციას, რომ აღნიშნულ პუნქტში ბე და ხელშეკრულების 4.1 პუნქტით განსაზღვრული თანხა არაა სინონიმებად გამოყენებული, არამედ არის ჩამონათვალი.
ხელშეკრულებების მიხედვით გამიჯნულია ნასყიდობის ფასის 20%-ისა და ბეს გადახდით გათვალისწინებული შედეგები. მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ გადახდის დამადასტურებელ დოკუმენტშიც ასევე აღნიშნულია, რომ გადახდის დანიშნულებაა ავტომობილების დეპოზიტი და არა ბე.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით გამყიდველმა უნდა დააბრუნოს ნასყიდობის საგნის ღირებულების 20 % - 90034 ევროს ეკვივალენტი ლარი.
სასამართლო არ იზიარებს მოპასუხის მტკიცებას, რომ ხელშეკრულებებით განსაზღვრული ნასყიდობის საგნის რეალური შემძენი მესამე პირი იყო, რომელმაც ავტომანქანები მიიღო და გამყიდველთან პრეტენზია არ აქვს. მსოარჩელე კი, დავალების ხელშეკრულების ფარგლებში მოქმედებდა.
სამოქალაქო კოდექსის 709-ე მუხლის თანახმად დავალების ხელშეკრულებით რწმუნებული ვალდებულია შეასრულოს მისთვის დავალებული (მინდობილი) ერთი ან რამდენიმე მოქმედება მარწმუნებლის სახელითა და ხარჯზე.
სასამართლო მიიჩნევს, რომ მოცემულ შემთხვევაში, დავალებისათვის დამახასიათებელი პირობები არ იკვეთება: მოსარჩელე (არც თავდაპირველი მყიდველები) არ მოქმედებდნენ მესამე პირის სახელით. მყიდველებმა თავიანთი სახელით დადეს ხელშეკრულება გამყიდველთან და თავად იკისრეს შესაბამისი ვალდებულების შესრულება. საქმეში არც იმის დამდასტურებელი მტკიცებულებაა წარმოდგენილი, რომ მყიდველები მესამე პირის ხარჯზე მოქმედებდნენ.
რაც შეეხება მესამე პირსა და შპს „ე---------–ს“ შორის დადებულ ხელშეკრულებას და გადახდილ ავანსს, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ეს ხელშეკრულება არ ეხებოდა 3.1.1-3.1.5 პუნქტებში მითითებულ ნასყიდობის ხელშეკრულებების საგნებს, არამედ დადებული იყო სხვა ავტომანქანებზე და ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულება გ------- ქ--------ემ შეასრულა.
დავის გადაწყვეტისათვის მნიშვენლობა არ აქვს იმ ფაქტს, რომ 3.1.1-3.1.5 პუნქტებში მითითებულ ნასყიდობის ხელშეკრულებების საგნები საბოლოოდ მესამე პირმა შეიძინა 2018 წლის აპრილში, ვინაიდან მყიდველებთან ნაკისრი ვალდებულება გამყიდველს უკვე დარღვეული ჰქონდა და ეს გარემოება მხოლოდ იმ არგუმენტს ამყარებს, რომ 2018 წლის 27 ივლისისათვის დამატებითი ვადის განსაზღვრას აზრი აღარ ჰქონდა, ვინაიდან ვალდებულება ვეღარ შესრულდებოდა.
6.2. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ არ უნდა დაკმაყოფილდეს მოსარჩელის შემდეგი მოთხოვნები: ბათილად იქნას ცნობილი შპს „ო---------------სა“ და შპს „ე---------ს“ შორის 2017 წლის 12 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 37/17-ის პუნქტი 10.4; შპს „ო---------------სა“ და შპს „პ-----ს“ შორის 2017 წლის 11 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 36/17-ის პუნქტი 10.4; შპს „ო---------------სა“ და შპს „ბ----ს“ შორის 2017 წლის 10 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 35/17-ის პუნქტი 10.4; შპს „ო---------------სა“ და შპს „კ-“-ს შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 39/17-ის პუნქტი 10.4; შპს „ო---------------სა“ და შპს „მ------------ს“ შორის 2017 წლის 14 თებერვალს გაფორმებული სატრანსპორტო საშუალების ნასყიდობის ხელშეკრულება 38/17-ის პუნქტი 10.4.
აღნიშნული პუნქტების თანახმად, არც ერთ მხარეს არა აქვს უფლება გადასცეს თავისი უფლებები მესამე მხარეს, მეორე მხარესთან შეუთანხმებლად.
სამოქალაქო კოდექსის 198-ე მუხლის პირველი ნაწილის მეორე წინადადების შესაბამისად, მოთხოვნები და უფლებები ახალ პირზე გადადის ისეთსავე მდგომარეობაში, როგორშიც ისინი ძველი მფლობელის ხელში იყვნენ, ხოლო ამავე კოდექსის 199-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი.
სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის დანაწესით ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს. ამავე კოდექსის 62-ე მუხლის თანახმად, გარიგების ნაწილის ბათილობა არ იწვევს მისი სხვა ნაწილების ბათილობას, თუ სავარაუდოა, რომ გარიგება დაიდებოდა მისი ბათილი ნაწილის გარეშეც.
გარიგება ან მისი ესა თუ ის პირობა ზნეობრივ ნორმებთან და საჯარო წესრიგთან შეუსაბამოა, როდესაც ის ეწინააღმდეგება სოციალური სამართლიანობის პრინციპს, ხელშეკრულების მხარეს აყენებს შეუსაბამოდ რთულ მდგომარეობაში. შეფასებისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული როგორც თითოეული გარიგების შინაარსი და მისი სამართლებრივი ბუნება, ასევე მისი პირობების შედარება სამოქალაქო ბრუნვაში ანალოგიური ეკონომიკური დანიშნულების მქონე გარიგებების შინაარსთან, ასევე ის გარემოებები, რომელთა გათვალისწინებითაც გამოავლინა გარიგების დადების ნება მხარემ.
განსახილველ შემთხვევაში სახეზეა ორმხრივი ხელშეკრულება, ამასთან ხელშეკრულების ორივე მხარეს შეზღუდული აქვს მოთხოვნის უფლების დათმობა კონტრაჰენტთან შეუთანხმებლად.
მოპასუხის განმარტებით, გამყიდველისათვის მნიშვნელოვანი იყო, სცოდნოდა ვინ იქნებოდა მყიდველი, რადგან მწარმოებლისგან კვოტების გამოყოფა დამოკიდებული იყო თანხის დროულად გადახდაზე. თანხის გადაუხდელობის შემთხვევაში, კვოტები მცირდება, ამიტომ გამყიდველს უნდა სცოდნოდა, რამდენად საიმედო გადამხდელი იყო ხელშეკრულების მეორე მხარე, გარა ამისა, მოთხოვნის უფლების დათმობის აკრძალვა გამართლებულია მწარმოებლის მიერ დაწესებული შეზღუდვიდან გამომდინარე - საქართველოს ბაზრისათვის განკუთვნილი ავტომანქანა არ უნდა მოხვედრილიყო სხვა ბაზარზე.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელის მტკიცებას სადავო პირობის ბათილობასთან დაკავშირებით და მიიჩნევს, რომ გამყიდველს პატივსადები მიზეზი გააჩნდა ამ შეზღუდვის დასაწესებლად.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ ფაქტზე, რომ გამყიდველებმა მოსარჩელეს მოთხოვნის უფლება ხელშეკრულებიდან გასვლის შემდეგ დაუთმეს, ანუ დათმობილია არა ნასყიდობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე პირველად მოთხოვნა (ავტომანქანის მიღება), არამედ სამოქალაქო კოდექსის 352-ე და 394-ე მუხლებიდან გამომდინარე მოთხოვნები - ვალდებულების დარღვევის გამო ხელშეკრულებიდან გასვლისას გადახდილი თანხის უკან დაბრუნების და ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლებები. გამყიდველის მიერ დაწესებული შეზღუდვა ამ მოთხოვნებზე არ ვრცელდება. სხვა კონტექსტში ხელშეკრულების სადავო პუნქტების ბათილად ცნობის იურდიული ინტერესი კი მოსარჩელეს არ გააჩნია.
6.3. სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.
სამოქალაქო კოდექსი აღიარებს და ეფუძნება „pacta sunt servanda-ს“ (ხელშეკრულება უნდა შესრულდეს) პრინციპს, რომლის თანახმად ხელშეკრულების მხარემ, რომელმაც იკისრა ვალდებულება, უნდა შეასრულოს ხელშეკრულებით მისივე ნებით შეთანხმებული უფლება-მოვალეობები. შესრულების ვალდებულება პირველ რიგში ხელშეკრულებით გათვალისწინებული შედეგის დადგომას გულისხმობს. ამავდროულად, პირველადი ვალდებულების შეუსრულებლობისას წარმოიშობა ნაწარმოები შესრულების (ზიანის ანაზღაურება, პირგასამტეხლო) ვალდებულება. სსკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მიხედვით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამ მოთხოვნათა შეუსრულებლობა ვალდებულების დარღვევაა.
დადგენილია, რომ გამყიდველმა ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება დაარღვია რის გამოც მყიდველები ხელშეკრულებიდან გავიდნენ, ამდენად, ზიანის ანაზღაურების ნაწილში მოსარჩელის მოთხოვნის დამფუძნებელი ნორმაა სკ-ის 407-ე მუხლი.
სასამართლო განმარტავს, რომ სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევისას ანაზღაურებას არ ექვემდებარება ყველა სახის ზიანი. პირველ რიგში უნდა აღინიშნოს, რომ სამოქალაქო კოდექსის 395-ე მუხლი ზიანის ანაზღაურების წინაპირობად ბრალის არსებობას განსაზღვრავს. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 412-ე მუხლის თანახმად კი, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.
სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლის თანახმად ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.
ზიანი არის კანონით გათვალისწინებული ანაზღაურებადი სხვაობა „უნდა-ყოფილიყო“ და „არის მდგომარეობას“ შორის (სხვაობის ჰიპოთეზა). სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს პირვანდელი მდგომარეობა, ანუ მდგომარეობა რომელიც იარსებებდა, რომ არა ვალდებულების დარღვევა (Total reparation-ის პრინციპი). სსკ-ის 411-ე მუხლი კიდევ უფრო აკონკრეტებს 408-ე მუხლში მოცემულ ზიანის სრულად ანაზღაურების პრინციპს. სრული ანაზღაურება ეხება არა საერთოდ ზიანს, რომელიც შეიძლება ვინმემ განიცადოს, არამედ იმ ზიანს, რომელიც სამოქალაქო პასუხისმგებლობის საერთო საფუძვლებიდან გამომდინარე ანაზღაურებადია. ანაზღაურებას ექვემდებარება ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს. როდესაც ხელშეკრულების მხარე კისრულობს ვალდებულებას, მას მხედველობაში აქვს მხოლოდ იმ რისკის აღება, რომელიც კანონზომიერად არის დაკავშირებული ხელშეკრულების შესრულებასთან. აღნიშნულიდან გამომდინარე, მისგან შეიძლება მოთხოვნილ იქნეს მხოლოდ იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც ხელშეკრულების დარღვევის ნორმალურ შედეგად აღიქმება (იხ. სუსგ ას-929-869-2017).
ვალდებულების შეუსრულებლობა, თავისთავად ზიანის მომტანია მხარისთვის, რადგან კრედიტორს ყოველთვის აქვს შესრულების მოლოდინი და შესრულება მისთვის ყოველთვის გარკვეულ ღირებულებას წარმოადგენს, მაგრამ ზიანის ანაზღაურების მოთხოვნა წარმოიშობა ვალდებულების დარღვევის შემთხვევაში მხოლოდ მაშინ, თუ დარღვევამ დამატებით ზიანი მიაყენა კრედიტორს. ზიანი დგება, როდესაც ვალდებულების შესრულებით კრედიტორს გარკვეული შემოსავლის წყარო გაუჩნდებოდა, დამატებით მატერიალურ სიკეთეს შეიძენდა, რაც ვერ განხორციელდა ვალდებულების შეუსრულებლობის გამო.
„ზიანის სავარაუდობა დგინდება გონივრულობის თვალსაზრისით და არ განისაზღვრება კონკრეტული ხელშეკრულების დამრღვევის სუბიექტური შესაძლებლობებით. მოვალემ ზიანი ყოველთვის უნდა აანაზღაუროს, მაგრამ ხელშეკრულებით ნაკისრი რისკის ფარგლებში. სსკ-ის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის, 411-ე, 412-ე მუხლების ამოსავალი დებულება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ ანაზღაურებას ექვემდებარება მიუღებელი შემოსავალი, ანუ ანაცდური მოგება (Lucrum cessans). სსკ-ის 411-ე მუხლის მიხედვით, მიუღებლად მიიჩნევა შემოსავალი, რომელიც კრედიტორს არ მიუღია და რომელსაც იგი მიიღებდა მოვალეს რომ ვალდებულება ჯეროვნად შეესრულებინა. მიუღებელი შემოსავალი სავარაუდო შემოსავალია. ყურადღება უნდა მიექცეს იმას, რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. მიუღებელი შემოსავალი თავისი ბუნებით გულისხმობს წმინდა ეკონომიკურ დანაკარგს (Pure economic loss), რომელიც ხელშეკრულების მხარემ განიცადა და რომელსაც ადგილი არ ექნებოდა, ხელშეკრულება რომ ჯეროვნად შესრულებულიყო. იმისათვის, რომ შემოსავალი მიუღებლად ჩაითვალოს, მას პირდაპირი და უშუალო კავშირი უნდა ჰქონდეს მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევასთან. პირდაპირ კავშირში იგულისხმება მოვლენების, მოქმედებისა და დამდგარი შედეგის ის ლოგიკური ბმა, რომელიც არ ტოვებს შემოსავლის მიღების რეალურ შესაძლებლობასთან დაკავშირებული ეჭვის საფუძველს“ (იხ სუსგ ას-776-725-2017).
განსახილველ შემთხვევაში, საქმეში არ არის წარმოდგენილი რაიმე მტკიცებულება და არც სარჩელშია მითითებული, რომ მოსარჩელე თავისუფალ ფულად თანხებს ანაბარზე (სადეპოზიტო ანგარიშზე) ათავსებდა და მასზე დარიცხული პროცენტით დამატებით შემოსავალს იღებდა. მხარემ მარტივი მათემატიკური გამოთვლით დაიანგარიშა, რა იქნებოდა სადავო თანხაზე დარიცხული ანაბრის საშუალო პროცენტი, რაც არ წარმოადგენს სარწმუნო მტკიცებულებას იმისა, რომ მოსარჩელე დამატებით შემოსავალს მიიღებდა სადავო თანხიდან. ამასთან, სასამართლოსათვის უცნობია, საიდან აიღო მოსარჩელემ ის პროცენტული მაჩვენებელი, რომლითაც იხელმძღვანელა.
გარდა ამისა, თუნდაც დადასტურებულად იქნეს მიჩნეული, რომ მოსარჩელე სადეპოზიტო ანგარიშზე (ანაბარზე) თანხის განთავსებით დამატებით შემოსავალს მიიღებდა, ეს გარემოება ვერ იქნებოდა მოპასუხისათვის სავარაუდო ხელშეკრულების დადებისას.
მოსარჩელის საქმიანობა პირდაპირ არ უკავშირდება ანაბარზე თანხის განთავსებას ან თანხის გასესხების (ან ინვესტირების) გზით მასზე დარიცხული პროცენტებიდან შემოსავლის მიღებას, შესაბამისად, ხელშეკრულების დადებისას მოპასუხე ასეთ ვარაუდს ვერ დაუშვებდა.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი მიუღებელი შემოსავლის ანაზღაურების ნაწილში არ უნდა დაკმაყოფილდეს.
6.4. სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ შეგებებული სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს შემდეგ გარემოებათა გამო:
სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ეს წესი არ მოქმედებს მაშინ, როცა მოვალეს არ ეკისრება პასუხისმგებლობა ვალდებულების დარღვევისათვის.
ამავე კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება, ხოლო თუ ზიანის ანაზღაურება პირვანდელი მდგომარეობის აღდგენით შეუძლებელია ან ამისათვის საჭიროა არათანაზომიერად დიდი დანახარჯები, მაშინ კრედიტორს შეიძლება მიეცეს ფულადი ანაზღაურება.
შეგებებული სარჩელის ავტორი ითხოვს ძირითადმა მოსარჩელემ აანაზღაუროს ავტომანქანის დაგვიანებით გაყვანისათვის დარიცხული შენახვის საფასური და პირგასამტეხლო ნასყიდობის ფასის დაგვიანებით გადახდისათვის.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის, ან არაჯეროვნად შესრულებისათვის.
მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებების 8.1 პუნქტის შესაბამისად, მყიდველის მიერ ხელშეკრულებით გათვალისწინებული გადახდის პირობის დარღვევის შემთხვევაში, მყიდველი გამყიდველს უხდის 0.15%-ს ავტომობილის საერთო ღირებულებიდან ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე.
შპს „ო---------------ი“ აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს ოდენობა თითოეული ავტომობილისათვის შეადგენს 67.53 ევროს ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, რაც 2018 წლის 16 ივლისის მდგომარეობით ჯამში 10 ავტომობილისათვის შეადგენს 30 388.50 ევროს.
სასამართლომ ასევე დაადგინა, რომ 90 დღეზე ხანგრძლივად ავტომანქანების დგომისათვის მწარმოებელმა გამყიდველს დაარიცხა შენახვის საფასური - დღეში 450 ევრო თითოეულ ავტომანქანაზე.
სასამართლო არ იზიარებს მყიდველების უფლებამონაცვლის მტკიცებას, რომ მან მიიღო მხოლოდ მოთხოვნის უფლება და ხელშეკრულებით ვალდებულებები არ გადასცემია, ამდენად გამყიდველს მის მიმართ პირგასამტეხლოს ან ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის უფლება არ გააჩნია.
სასამართლო პირველ რიგში განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლება ცესიონერთან გადადის იმავე მდგომარეობაში, რა მდგომარეობაშიც იმყოფებოდა ცედენტთან, ანუ მოთხოვნის დათმობა გულისხმობს სუბიექტის და არა ვალდებულების შინაარსის ცვლილებას. გარდა ამისა, სამოქალაქო კოდექსის 201-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად მოვალეს უფლება აქვს წაუყენოს ახალ მფლობელს ყველა ის შესაგებელი, რაც მას ჰქონდა თავდაპირველი მფლობელის მიმართ მოთხოვნის დათმობის შესახებ ცნობის მიღების დროისათვის.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ როგორც ზიანის ანაზღაურების, ისე პირგასამტეხლოს მოთხოვნის წინაპირობაა სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევა.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ ვალდებულება დაარღვია გამყიდველმა, რის გამოც მყიდველები ხელშეკრულებიდან გავიდნენ. მყიდველებს კი, ხელშეკრულება არ დაურღვევიათ, ამდენად, გამყიდველი ვერ მოითხოვს ზიანის ანაზღაურებას ან პირგასამტეხლოს გადახდას.
6.5 სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 249-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების აღწერილობით ნაწილში მოკლედ უნდა მიეთითოს მოსარჩელის მოთხოვნა, მოპასუხის პოზიცია მოსარჩელის მოთხოვნასთან დაკავშირებით, სასამართლოს მიერ დადგენილი გარემოებანი, მტკიცებულებანი, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნები, მოსაზრებანი, რომლებითაც სასამართლო უარყოფს ამა თუ იმ მტკიცებულებას, ხოლო მე-4 ნაწილის თანახმად გადაწყვეტილების სამოტივაციო ნაწილში უნდა აღინიშნოს სამართლებრივი შეფასება და კანონები, რომლებითაც სასამართლო ხელმძღვანელობდა.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პარაგრაფზე და განმარტავს, რომ აღნიშნული მუხლი ავალდებულებს სასამართლოს, დაასაბუთოს თავისი გადაწყვეტილება, რაც არ უნდა იქნეს გაგებული თითოეულ არგუმენტზე დეტალური პასუხის გაცემად (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ, №7932/03; Van de Hurk v. Netherlands, par.61, Garcia Ruiz v. Spain [GC] par.26; Jahnke and Lenoble v France (dec.); Perez v France [GC], par. 81); Boldea v. Romania, par. 30).
სასამართლო არ არის ვალდებული, დაადგინოს ფაქტობრივი გარემოებები ან შეაფასოს მტკიცებულებები, რომლებსაც დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ ენიჭება.
განსახილველ შემთხვევაში, სასამართლო არ აფასებს მხარეთა იმ განმარტებებს და მტკიცებულებებს, რასაც სადავო ფაქტობრივი გარემოებების დადგენისა და მოცემული დავის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობა არ აქვს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა (დავის საგნის მთლიანი ღირებულების 55%), შპს „ო---------------ს“ შპს „ე---------ს“ სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2750 ლარის ანაზღაურება, ვინაიდან შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდა, შპს „ო---------------ის“ მიერ გაწეული ხარჯების ანაზღაურების საფუძველი არ არსებობს.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა და ამ ნაწილში არსებობს გადაწყვეტილების აღსრულების უზრუნველყოფის ინტერესი, გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება ძალაში უნდა დარჩეს.
სარეზოლუციო ნაწილი :
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. შპს „ე---------ს“ სარჩელი შპს „ო---------------ის“ მიმართ ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს;
2. შპს „ო---------------ს“ შპს „ე---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს 90 034 ევროს ეკვივალენტი ლარის გადახდა;
3. დანარჩენ ნაწილში შპს „ე---------ს“ სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
4. შპს „ო---------------ის“ შეგებებული სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
5. შპს „ო---------------ს“ შპს „ე---------ს“ სასარგებლოდ დაეკისროს სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 2750 ლარის ანაზღაურება;
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (თბილისი, გრ. რობაქიძის გამზ. 7ა) სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის (თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი, მე-12 კმ. N6) მეშვეობით;
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ხათუნა ჯინორია