გადაწყვეტილება

სამოქალაქო 26.07.2019
საქმის ნომერი
330210016001532081
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სახის დავები
თარიღი
26.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე # 2/30724-16

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

8 ივლისი 2019 წელი თბილისი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ცისანა სირბილაძე

სხდომის მდივანი ანა დარჩაშვილი

მოსარჩელე -ბ--–------–--

წარმომადგენელი - ხ---------------–-–---–ი

მოპასუხეები - იბა „ჭ------------“ , თავმჯდომარე გ---------–-------ე

ნ-------------------ე

ჯ---–----------–------ი

გ----------------–--ე

ი----------–-----–ი

მ--------------ე

წარმომადგენელი - ა-----–--–---------ე

დავის საგანი- ხელშეკრულების შეწყვეტა, თანხის დაკისრება, ზიანის ანაზღაურება.

აღწერილობითი ნაწილი

1.სასარჩელო მოთხოვნა:

1.1. შეწყვეტილად იქნას აღიარებული იბა „ჭ------------“-ს და ბ--–------–--ს შორის, 2010 წლის 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ბ--–------–--სათვის 108.00 კვმ ფართის ბინის გადაცემის შესახებ.

1.2. დაეკისროს იბა „ჭ------------“-ს და მის წევრებს ნ-------------------ეს, ჯ---–----------–------ს, გ----------------–--ეს და ი----------–-----–ს, ბ--–------–--ს სასარგებლოდ, 108.00 კვმ ბინის საბაზრო ღირებულების 109 000 აშშ დოლარის გადახდა.

 

1.3. დაეკისროს იბა „ჭ------------“-ს და მის წევრებს ნ-------------------ეს, ჯ---–----------–------ს, გ----------------–--ეს და ი----------–-----–ს, ბ--–------–--ს სასარგებლოდ, სარგებლის გადახდა 109 000 აშშ დოლარის წლიური 9 %-ის ოდენობით, 6.10.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

1.4.მ--------------ეს, ბ--–------–--ს სასარგებლოდ, დაეკისროს 115 000 აშშ დოლარის გადახდა.

111.5. მ--------------ეს, ბ--–------–--ს სასარგებლოდ, დაეკისროს თვეში 700 აშშ დოლარის გადახდა 2011 წლის 30 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

სარჩელში აღნიშნულია, რომ ამხანაგობა „ჭ------------“-მ ვერ შეასრულა მოსარჩელის და მისი მეუღლის მიმართ ნაკისრი ვალდებულება, რის გამოც ამხანაგობის თავმჯდომარე, ნ-------------------ე, მიცემული იქნა სისხლის სამართლის პასუხისგებაში. ამხანაგობამ ბ--–------–--სთან დამატებით გააფორმა ხელშეკრულება 108 კვმ. ბინის გადაცემასთან დაკავშირებით 2010 წლის 24 სექტემბერს, ხოლო ნ-------------------ის მეუღლემ მ--------------ემ და ოჯახის ახლობელმა გ---------------–---–მა, ასევე ნოტარიულად დაუდასტურეს, რომ მოსარჩელეს გადასცემდნენ შესაბამისად 55.00 კვმ კომერციულ და 80.00 კვმ. საცხოვრებელ ფართს, რაც მათ მიერ არ იქნა შესრულებული. მოსარჩელე მოითხოვს ვალდებულების შესრულების ანგარიშში ქონების ღირებულების ანაზღაურებას.

2.მოპასუხის პოზიცია

მ--------------ემ და ნ-------------------ემ სარჩელი არ ცნეს და შესაგებელში აღნიშნეს, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, ნ-------------------ე, ცნობილი იქნა დამნაშავედ ბ--–------–--ს და მისი მეუღლის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის. ბ--–------–--ს ზარალი განისაზღვრა 38 000 აშშ დოლარით.

ნ-------------------ის საპროცესო შეთანხმებისათვის საჭირო იყო ბ--–------–--ს თანხმობა, რის გამოც ბ--–------–--მ ნ-------------------ის ახლობლებისაგან მოითხოვა თანხმობები სხვადასხვა ფართების გადაცემაზე.

2010 წლის 24 სექტემბერს, მ--------------ემ ნამდვილად შეადგინა ხელწერილი 55.00 კვმ. კომერციული ფართის გადაცემის შესახებ, რომლის ადგილმდებარეობა შერჩეული უნდა ყოფილიყო მასთან შეთანხმებით. მ--------------ისათვის ბ--–------–--ს თანხა არ გადაუხდია. ხელწერილი კი იურიდიული შედეგს არ წარმოშობს.

2010 წლის 24 სექტემბრის შეთანხმების შესაბამისად, ბ--–------–--ს უნდა გადასცემოდა 108.00 კვმ. ფართის ბინა. ბინის მთლიანი ღირებულებაა 50 000 აშშ დოლარი, რომელიც თითქოსდა გადახდილია ბ--–------–--ს მიერ. აღნიშნულ ბინაზე არსებობდა ყადაღა, რაც იმთავითვე ცნობილი იყო ბ--–------–--სათვის.

საბოლოოდ, მოპასუხეები აღნიშნავენ, რომ სულ ბ--–------–--ს ამხანაგობისათვის გადახდილი აქვს 32 000 აშშ დოლარი. განაჩენით ზიანის ოდენობა განსაზღვრულია 38 000 აშშ დოლარით, ხოლო მის მიერ მოთხოვილი თანხები სცილდება 300 000 აშშ დოლარს. მათივე განმარტებით ამოსავალი უნდა იყოს ბ--–------–--ს მიერ გადახდილი თანხები.

2.2.გ---------–-------ემ სარჩელი არ ცნო და აღნიშნა, რომ სასარჩელო მოთხოვნები მას არ ეხება და მოპასუხედ მისი დასახელება მხოლოდ ფორმალურ ხასიათს ატარებს.

2010 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებას ხელი მოაწერა 22.06.2010 წლით დათარიღებული მინდობილობის საფუძველზე. სარჩელის მიმართ არასათანადო მოპასუხეა.

სხვა მოპასუხეებს შესაგებელი არ წარმოუდგენიათ.

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1.2010 წლის 24 სექტემბერს, იმა „ჭ------------“-ს წარმომადგენელ გ---------–-------ეს და ბ--–------–--ს შორის, სანოტარო ფორმით, გაფორმდა ურთიერთშეთანხმების ხელშეკრულება, რომლითაც ამხანაგობამ ივალდებულა ი----------------------ი #3---ში მდებარე #5 ბინის, ფართით 108კვმ. ბ--–------–--სათვის გადაცემა.

 

ბინის ღირებულება განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ თანხა სრულადაა გადახდილი მყიდველის მიერ. ფართი ბ--–------–--ს უნდა გადასცემოდა 4 თვის ვადაში.

 

ბ--–------–--ს მითითებული ფართი ვერ გადაეცა, რადგანაც მესამე პირის მფლობელობაში აღმოჩნდა.

 

ს----------–---------------–------------–-----–------

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-ხელშეკრულება (ს.ფ. 116 ტომი2)

 

3.2.2.2010 წლის 24 სექტემბერს, სანოტარო ფორმით დადასტურდა მ--------------ის ხელწერილი, რომლის მიხედვითაც მან ივალდებულა ბ--–------–--სათვის საკუთრებაში გადაეცა 55.00 კვმ. კომერციული ფართი, რომლის ადგილმდებარეობაც (ვ---------------–--) შერჩეული იქნებოდა მასთან შეთანხმებით. ხელწერილში აღნიშნულია, რომ გადასაცემი ქონების ღირებულება გადახდილია ბ--–------–--ს მიერ 2003 წელს.

 

ს----------–---------------–------------–-----–------

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-ხელშეკრულება (ს.ფ. 119. ტომი2)

 

3.2.3. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–---------------ის განაჩენით, ამხანაგობა „ჭ------------“-ს თავმჯდომარე ნ-------------------ე ცნობილი იქნა დამნაშავედ ბ--–------–--ს და მისი მეუღლის კუთვნილი თანხების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრებისათვის.

 

განაჩენით, ბ--–------–--სათვის მიყენებული ზიანი განსაზღვრულია 38 000 აშშ დოლარით.

 

ს----------–---------------–------------–-----–------

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-განაჩენი (ს.ფ.131-143. ტომი2)

-საბრალდებო დასკვნა (ს.ფ. 144-151 ტომი2)

 

3.2.4 ბ--–------–--ს ამხანაგობა ‘ჭ------------“-სათვის გადახდილი აქვს 38 000 აშშ დოლარი.

 

ს----------–---------------–------------–-----–------

 

-მხარეთა ახსნა-განმარტება

-განაჩენი (ს.ფ.131-143. ტომი2)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შ-----------–-------------–-----------

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების საფუძველზე სასამართლო მიიჩნევს, რომ სარჩელი ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს ამხანაგობის მიმართ, ხოლო მ--------------ის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე, 352-ე, 407-ე, 8-ე, 115-ე. 930-ე, 937-ე მუხლები

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

სასამართლო შენიშნავს, რომ სამოქალაქო კოდექსი 316-317-ე, 361-ე მუხლების შესაბამისად, ვალდებულების შეუსრულებლობა წარმოშობს სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილით განსაზღვრულ შედეგებს. ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, ვალდებულების შეუსრულებლობამ შეიძლება მხარე აიძულოს, რომ უარი თქვას ხელშეკრულებაზე, თუ ვალდებულების შესრულება ვადის გადაცილებით მის ინტერესს ხელშეკრულების მიმართ აზრს უკარგავს.

 

სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლი ადგენს ხელშეკრულებიდან გასვლის წესსა და სავალდებულო წინაპირობებს. კერძოდ, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ. თუ ვალდებულების დარღვევის ხასიათიდან გამომდინარე, არ გამოიყენება დამატებითი ვადა, მაშინ დამატებითი ვადის განსაზღვრას უთანაბრდება გაფრთხილება. თუკი ვალდებულება მხოლოდ ნაწილობრივ დაირღვა, მაშინ კრედიტორს შეუძლია, უარი თქვას ხელშეკრულებაზე მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ვალდებულების დარჩენილი ნაწილის შესრულებამ მისთვის დაკარგა ინტერესი.

 

ამავე მუხლის 2-ე პუნქტის მიხედვით, არ არის აუცილებელი დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილება, თუ: აშკარაა, რომ მას არავითარი შედეგი არ ექნება; ვალდებულება არ შესრულდა ხელშეკრულებით განსაზღვრულ ვადაში, ხოლო კრედიტორმა ურთიერთობის გაგრძელება ხელშეკრულებით დაუკავშირა ვალდებულების დროულ შესრულებას; განსაკუთრებული საფუძვლებიდან გამომდინარე, ორმხრივი ინტერესების გათვალისწინებით, გამართლებულია ხელშეკრულების დაუყოვნებლივ მოშლა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2010 წლის 24 სექტემბერს, იმა „ჭ------------“-ს და ბ--–------–--ს შორის სანოტარო ფორმით, გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად, ამხანაგობამ ივალდებულა ი----------------------ი #3---ში მდებარე #5 ბინის, ფართით 108კვმ. ბ--–------–--სათვის გადაცემა. ფართი ბ--–------–--ს უნდა გადასცემოდა 4 თვის ვადაში.

 

დადგენილია, რომ ბინა ფაქტობრივად ბ--–------–--ს ვერ გადაეცა და არც მისი მომავალში გადაცემის პერსპექტივა არსებობს.

 

ასეთ პირობებში სასამართლოს მოსაზრებით, სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის 2-ე პუნქტის შესაბამისად, დამატებითი ვადის დაწესება ან გაფრთხილების განხორციელება აუცილებელი არ არის. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში არსებობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლით გათვალისწინებული ხელშეკრულებიდან გასვლის პირობები.

 

სამოქალაქო კოდექსის 352-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება). ხელშეკრულებიდან გასვლის უფლების განხორციელების გამო მხარეებს შორის წარმოიშვა ახალი ვალდებულება, რომლის თანახმად, მოსარჩელე უფლებამოსილია მოითხოვოს გადაცემულის უკან დაბრუნება.

 

სადავო ხელშეკრულებით ბ--–------–--სათვის გადასაცემი ბინის ღირებულება განისაზღვრა 50 000 აშშ დოლარით. ხელშეკრულებაში აღნიშნულია, რომ თანხა სრულადაა გადახდილი მყიდველის მიერ. გამომდინარე აღნიშნულიდან ბ--–------–--ს უნდა დაუბრუნდეს გადახდილი თანხა 50 000 აშშ დოლარი.

 

საკასაციო პალატამ არაერთ გადაწყვეტილებაში განმარტა, რომ სასამართლოს უპირველესი ამოცანა მდგომარეობს სასარჩელო მოთხოვნის იდენტიფიცირებასა და იმის დადგენაში თუ, რის საფუძველზე, რომელ ფაქტობრივ გარემოებებზეა დამყარებული მოთხოვნა. მოსარჩელის მიერ მითითებული მოთხოვნის ფარგლებში კი, სასამართლომ უნდა მოძებნოს ის სამართლებრივი ნორმა (ნორმები), რომელიც იმ იურიდიულ შედეგს ითვალისწინებს, რისი მიღწევაც მოსარჩელეს სურს. ამასთან, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მოძიებული ნორმა (ან ნორმები) უნდა შეიცავდეს იმ აღწერილობას (ფაქტობრივ შემადგენლობას), რომლის შემოწმებაც დავის განმხილველი სასამართლოს ვალდებულებაა და იმგვარად უნდა განხორციელდეს, რომ დადგინდეს ნორმის წინაპირობები (მოყვანილი აბსტრაქტული აღწერილობა), რამდენად შეესაბამება კონკრეტულ ცხოვრებისეულ სიტუაციას. საბოლოოდ, სასამართლომ უნდა გამოიტანოს შესაბამისი დასკვნები. პროცესის მონაწილე მხარე კი, რომელსაც გააჩნია მოთხოვნა მეორე მხარის მიმართ, ვალდებულია, სულ მცირე, მიუთითოს იმ ფაქტობრივ შემადგენლობაზე, რომელსაც სამართლის ნორმა ადგენს (შეიცავს). აქედან გამომდინარე, საკასაციო პალატა ასკვნის, მოთხოვნის სამართლებრივი საფუძვლის რომელიმე ფაქტობრივი წანამძღვრის (სამართლებრივი წინაპირობის) არარსებობა გამორიცხავს მხარისათვის სასურველი სამართლებრივი შედეგის დადგომას (შდრ.,სუსგ №ას-1338-2018,25 იანვარი, 2019 წელი, პ-17; №ას-1470-2018, 15 თებერვალი, 2019წელი, პ-41). თავის მხრივ, მოთხოვნის საფუძვლის (საფუძვლების) ძიებისას, სასამართლოსათვის ამოსავალია ის კონკრეტული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნას. სწორედ მოსარჩელის მიერ მითითებული ფაქტები და გარემოებები განსაზღვრავენ სარჩელის მოთხოვნის შინაარსს. სასამართლომ, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სარჩელში მითითებული ფაქტობრივი გარემოებების შეფასებით, უნდა გაარკვიოს, თუ საიდან გამომდინარეობს მოსარჩელის მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველი, კერძოდ, სახელშეკრულებო შეთანხმებებიდან, ზიანის მიყენებიდან (დელიქტი), უსაფუძვლო გამდიდრებიდან თუ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლიდან. (საქმე №ას-1646-2018 22 მარტი, 2019 წელი).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სამოქალაქო სამართალწარმოებაში მოქმედ მხარეთა შეჯიბრებითობის პრინციპის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების მიხედვით, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.

 

ამდენად, საქართველოს სამოქალაქო სამართალსა და საპროცესო სამართალში არსებობს მტკიცების ტვირთის სამართლიანი და ობიექტურის განაწილების სტანდარტი. აღნიშნული სტანდარტის თანახმად, მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცების ტვირთი, რომელთა მტკიცება მათთვის უფრო მარტივი და ობიექტურად შესაძლებელია. ამგვარი სტანდარტი მტკიცების ტვირთს ვალდებულებით სამართალში შემდეგნაირად ანაწილებს: მოსარჩელემ უნდა დაადასტუროს ხელშეკრულების დადება; ვალდებულების შესრულების ვადა ანუ ვადამოსული ვალდებულების არსებობა; მოპასუხემ უნდა ამტკიცოს ვალდებულების შესრულების ფაქტი ან/და გარემოებები, რომლებიც გამორიცხავდა მის მიერ ვალდებულების შესრულებას.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით კი სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას, უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სასამართლომ არ დააკმაყოფილა მოსარჩელის მოთხოვნა ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე 109 000 აშშ დოლარის დაკისრების თაობაზე, ვინაიდან მოსარჩელე ამ მოთხოვნის საფუძვლად მიუთითებდა 2010 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულებას, რომლის მიხედვითაც მოსარჩელისათვის გადასაცემი ქონების ღირებულება განსაზღვრული იყო 50 000 აშშ დოლარით და იმავე ხელშეკრულებაში არსებული დათქმის მიხედვით გადახდილი იყო მყიდველის ბ--–------–--ს მიერ. სამართლებრივ საფუძვლად კი მიუთითებდა სამოქალაქო კოდექსის 405-ე და 352-ე მუხლზე. ამ რეგულაციებით გადახდას 50 000 აშშ დოლარი ექვემდებარება.

 

ბ--–------–-- ზემოაღნიშნული ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოითხოვს დაეკისროს იბა „ჭ------------“-ს და მის წევრებს ნ-------------------ეს, ჯ---–----------–------ს, გ----------------–--ეს და ი----------–-----–ს, ბ--–------–--ს სასარგებლოდ, სარგებლის გადახდა 109 000 აშშ დოლარის წლიური 9 %-ის ოდენობით, 6.10.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 407-ე მუხლის შესაბამისად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელე ბ--–------–--ს მოთხოვნა 6.10.2016 წლიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე წლიური 9 %-ის ოდენობით სარგებლის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს იმ პრინციპით, რომ გადახდა განხორციელდეს ხელშეკრულების ღირებულების შესაბამისად, 50 000 აშშ დოლარიდან.

 

6.2. მ--------------ეს, ბ--–------–--ს სასარგებლოდ, დაეკისროს 115 000 აშშ დოლარის და ამავე ხელწერილიდან გამომდინარე თვეში 700 აშშ დოლარის გადახდა 2011 წლის 30 სექტემბრიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316–ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.

 

სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლი ადგენს ქცევის შემდეგ წესს: იმ ხელშეკრულების ნამდვილობისთვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.

 

ვალის არსებობის აღიარება არის ცალმხრივი და აბსტრაქტული ხელშეკრულებაა, რომლის თანახმად ერთი მხარე მეორის სასარგებლოდ დამოუკიდებლად კისრულობს გარკვეულ შესრულებას. ამდენად, ვალის არსებობის აღიარება თავად არის ხელშეკრულება. ცალმხრივი ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ პირს, ვინც აღიარა ვალის არსებობა, წარმოეშობა შესრულების ვალდებულება, ხოლო იმ პირს, რომლის სასარგებლოდაც განხორციელდა ვალის არსებობის აღიარება, უფლება აქვს მოითხოვოს შესრულება. აბსტრაქტული ხელშეკრულება არის იმიტომ, რომ იგი დამოუკიდებელია ძირითადი ვალდებულებითი ურთიერთობისაგან, რომლის არსებობა მხარეებისათვის შეიძლება სადავოც კი იყოს. ვალის არსებობის აღიარება ქმნის ახალ დამოუკიდებელ მოთხოვნას, რომლის მიზანი არ არის ძირითადი ვალდებულებიდან გამომდინარე შესრულების მოთხოვნა.

 

ერთ-ერთ საქმეზე საკასაციო პალატამ სსკ-ის 341-ე მუხლის ნორმატიულ შინაარსის განმარტებისას აღნიშნა: „ვალის აღიარების ხელშეკრულება თავისი შინაარსითა და გამოხატვის ფორმით შეიძლება იყოს სხვადასხვა სახის, კერძოდ, კონსტიტუციური ან დეკლარაციული ხასიათის. კონსტიტუციური ხასიათის ვალის არსებობის აღიარებით ხდება ახალი ხელშეკრულების დადება, რაც იმას ნიშნავს, რომ ვალის აღიარების ხელშეკრულებით დგინდება ახალი დამოუკიდებელი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა, წარმოიშობა ახალი მოთხოვნა, მიუხედავად ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ ნამდვილობისა. ახალი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივი ძალა არ არის დამოკიდებული ძველი ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობის სამართლებრივ ძალასა თუ შინაარსზე. სწორედ აღნიშნული სახის ვალის არსებობის აღიარებას ითვალისწინებს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის პირველი ნაწილი. ვალის არსებობის აღიარება, როგორც ვალდებულების არსებობის დამოუკიდებელი კომპონენეტი ხელწერილის შინაარსიდან უნდა მომდინარეობდეს, კერძოდ, ხელწერილით პირი უნდა აღიარებდეს გარკვეულ ვალდებულებით სამართლებრივი ურთიერთობის არსებობას და კისრულობდეს მისი შესრულების ვალდებულებას. ვალის არსებობის აღიარების ხელშეკრულების თავისებურება სწორედ იმაში მდგომარეობს, რომ მასში ვალდებულების შესრულების მზაობა იკვეთება (იხ.სუსგ №ას-226-213-2015, 18 მაისი, 2015 წ.).

 

სასამართლო აღნიშნავას, რომ სამოქალაქო კოდექსის 8-ე მუხლის 3-ე პუნქტის შესაბამისად, სამართლებრივი ურთიერთობის მონაწილენი ვალდებულნი არიან კეთილსინდისიერად განახორციელონ თავიანთი უფლებები და მოვალეობანი. ამასთან, ამავე კოდექსის 115-ე მუხლი ადგენს სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.

 

კეთილსინდისიერების პრინციპი, უპირველეს ყოვლისა, გულისხმობს კონტრაჰენტის ინტერესების გათვალისწინებას, რომლის არარსებობის შემთხვევაში ხდება უფლების ბოროტად გამოყენება. იგი წარმოადგენს სამოქალაქო სამართლის შეფასებით კრიტერიუმს, რომლის შესაბამისადაც, სამართლიანისა და უსამართლოს გამიჯვნის გზით, პირი იღებს ობიექტური დამკვირვებლის შეფასებით ყველაზე სამართლიან გადაწყვეტილებას. კეთილსინდისიერების პრინციპი ქართულ სასამართლო პრაქტიკაში მიჩნეულია უშუალოდ მოქმედ სამართლად და მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად, რომლის მიზანი სამართლიანი შედეგის დადგომა და უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა (იხ. სუსგ №ას-1338-1376-2015, 29 ივნისი, 2015; №ას-221-213-2012; №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011.). კეთილსინდისიერების პრინციპის გამოყენება აქტუალური ხდება მაშინ, როცა პირის მოთხოვნა ან ქმედება ფორმალურად შეესაბამება მოქმედ მატერიალურ კანონმდებლობას, მაგრამ მისი განხორციელება კონკრეტულ შემთხვევაში უსამართლოა. შესაბამისად, მისი ფუნქცია აშკარად უსამართლო შედეგების თავიდან აცილებაა, რაც პირდაპირ უკავშირდება სამოქალაქო ურთიერთობათა სტაბილურობასა და სიმყარეს (საქმე №ას-726-2019 5 ივლისი, 2019 წელი).

 

საკასაციო პალატა განმარტავს, რომ ზოგადად, ყველა მართლწესრიგი სამართლის სუბიექტთა ქცევის წესს კეთილსინდისიერების პრინციპზე აფუძნებს და ამ პრინციპს ნორმატიულ კონცეფციად განიხილავს. საბაზრო ეკონომიკაზე მორგებული კერძო სამართლის ჩამოყალიბების პროცესში განსაკუთრებით გამოიკვეთა ,,კეთილსინდისიერების” მნიშვნელობა. განვითარებული ქვეყნების სამართალში იგი წარმოადგენს მთელი სამოქალაქო ბრუნვის ქვაკუთხედს. ქართულ სამოქალაქო სამართალშიც იმავე მიზანს ემსახურება კეთილსინდისიერების, როგორც სამართლებრივი ფასეულობის შემოღება. სამოქალაქო ბრუნვის სიმყარე და სტაბილურობა მისი მონაწილის კეთილსინდისიერებაზეა დამოკიდებული. „კეთილსინდისიერების პრინციპის ძირითადი ფუნქცია სამართლიანი შედეგების დადგომა და ამავე დროს, აშკარად უსამართლო შედეგის თავიდან აცილებაა, რითაც მიღწეულ უნდა იქნეს სამოქალაქო ურთიერთობის სტაბილურობა და სიმყარე“. (იხ.სუსგ №ას-23-18-2011, 24 მაისი, 2011).

 

განსახილველ შემთხვევაში, 2010 წლის 24 სექტემბერს მ--------------ემ ხელწერილით, ივალდებულა ბ--–------–--სათვის საკუთრებაში გადაეცა 55.00 კვმ. კომერციული ფართი, რომლის ადგილმდებარეობაც (ვ---------------–--) შერჩეული იქნებოდა მასთან შეთანხმებით.

 

როგორც მხარეები განმარტავენ, ბ--–------–--ს და მ--------------ეს შორის დამატებითი შეთანხმება კონკრეტული კომერციული ფართის გადაცემის შესახებ არ გაფორმებულა.

 

მოპასუხე არ უარყოფს, რომ ხელწერილი ნამდვილია, თუმცა მიიჩნევს რომ ის იურიდიულ შედეგს არ წარმოშობს, ვინაიდან გაურკვეველია მისი შინაარსი, რადგან არ შეიცავს მითითებას გადასაცემი ქონების მონაცემების შესახებ.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ისეთ პირობებში, როცა ხელწერილით კონკრეტული გადასაცემი ფართი და მისი ღირებულება ხელწერილში დაფიქსირებული არ არის, ამ ხელწერილიდან გამომდინარე 115 000 აშშ დოლარის დაკისრების მოთხოვნა უსაფუძვლოა.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, თუ რა პირობებში იქნა ხელწერილი დადებული. კერძოდ, ხელწერილი გაფორმებული იქნა იმ პირობებში, როცა ამხანაგობის თავმჯდომარეს ნ-------------------ეს, სისხლის სამართლებრივი პასუხისმგებლობის შესამსუბუქებლად, საპროცესო შეთანხმების გასაფორმებლად, ესაჭიროებოდა ბ--–------–--ს, როგორც დაზარალებული პირის თანხმობა. ასეთ პირობებში გაფორმებული იქნა სამი ხელშეკრულება: ამხანაგობა „ჭ------------“-სთან, გ---------------–---–თან და მ--------------ესთან. უნდა აღინიშნოს, რომ გ---------------–---–თან ამ საქმის განხილვის ფარგლებში, გაფორმდა მორიგება და ბ--–------–--ს გადაეცა სამომავლო საკუთრების უფლება ქ. თბილისი, ყ---–--ის ქუჩაზე მდებარე საცხოვრებელ კორპუსში 80. 00 კვმ. ფართზე. ამასთან, სასამართლომ დააკმაყოფილა ბ--–------–--ს მოთხოვნა ამხანაგობასთან 2010 წლის 24 სექტემბრის ხელშეკრულების შეწყვეტის და თანხის დაბრუნების თაობაზე, რის შესაბამისადაც ბ--–------–--ს დაუბრუნდა 50 000 აშშ დოლარი. სასამართლომ ამ ხელშეკრულებიდან გამომდინარე, ასევე დააკმაყოფილა ბ--–------–--ს მოთხოვნა სარგებლის წლიური 9 %-ის გადახდის თაობაზე. იმ პირობებში, როცა მისივე განმარტებით და თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენით, ამხანაგობისათვის ბ--–------–--ს და მის მეუღლეს გადახდილი აქვთ 38 000 აშშ დოლარი, ბ--–------–--ს მოთხოვნები შესაძლოა უსაფუძვლო გამდიდრების ნიშნებსაც შეიცავდეს. ამიტომ სასამართლომ მ--------------ის 2010 წლის 24 სექტემბრის ხელწერილიდან გამომდინარე ბ--–------–--ს მოთხოვნები არ დააკმაყოფილა.

 

6.3. მოპასუხე გიორგი ლომთაძის მიმართ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

სამოქალაქო კოდექსის 930-ე მუხლის თანახმად, ერთობლივი საქმიანობის (ამხანაგობის) ხელშეკრულებით ორი ან რამდენიმე პირი კისრულობს ერთობლივად იმოქმედოს საერთო სამეურნეო ან სხვა მიზნების მისაღწევად ხელშეკრულებით განსაზღვრული საშუალებებით, იურიდიული პირის შეუქმნელად.

 

სამოქალაქო კოდექსის 937-ე მუხლით, ხელშეკრულების მონაწილეები ერთობლივი საქმიანობიდან წარმოშობილი ვალებისათვის პასუხს აგებენ სოლიდარულად. ერთმანეთთან ურთიერთობაში პასუხისმგებლობის ოდენობა განისაზღვრება მონაწილეთა წილის შესაბამისად, თუ ხელშეკრულება სხვა რამეს არ ითვალისწინებს.

 

საქმეში წარმოდგენილია 22.06.2010 წელს ნ-------------------ის მიერ გაცემული მინდობილობა რომლითაც გ---------–-------ეს მიენიჭა ამხანაგობის საქმიანობის მართვის უფლებამოსილება ორი წლის ვადით.

 

ბ--–------–--სთან ამხანაგობის სახელით 2010 წლის 24 სექტემბერს ხელშეკრულება დადებულია გ---------–-------ის, როგორც წარმომადგენლის მონაწილეობით. საქმის მასალებით არ დასტურდება ბ--–------–--ს მიმართ მისი ვალდებულებები. საქმეში წარმოდგენილ ამხანაგობის სადამფუძნებლო დოკუმენტაციაში გ---------–-------ე ამხანაგობის წევრად და პასუხისმგებელ პირად დასახელებული არ არის. ვინაიდან გ---------–-------ის მიმართ სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე მუხლებით გათვალისწინებული ვალდებულების წარმოშობის საფუძველი არ არსებობს, მის მიმართ სარჩელი სასამართლომ არ დააკმაყოფილა.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

სარჩელზე გადახდილია 3 000 ლარი (ს.ფ. 115 ტომი1) ასევე სარჩელის უზრუნველყოფის შესახებ განცხადებაზე გადახდილია 300 ლარი (ს.ფ. 157-163)

 

სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, რის შესაბამისადაც გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 463 ლარის ანაზღაურება უნდა დაეკისროთ მოპასუხეებს, ხოლო სახელმწიფო ბაჟის დარჩენილი ნაწილი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში. ასევე ბ--–- თელიას უნდა დაუბრუნდეს სარჩელის უზრუნველყოფისათვის ზედმეტად გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 250 ლარი.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 1991.მუხლის თანახმად, სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით. მხარეთა მორიგების შემთხვევაში სასამართლო აუქმებს უზრუნველყოფის ღონისძიებას, თუ მხარეები სხვა რამეზე არ შეთანხმდებიან.

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016წლის 27 ოქტომბრის განჩინებით, ყადაღა დაედო იმა ”ჭ----------------------------------- საკუთრებაში არსებულ უძრავ ქონებას მდებარე თბილისში, ი------------------------–-----------------–------------------------------------------------------------------------------

 

განმცხადებლის მოთხოვნა იმა ”ჭ----------------------------------- საკუთრებაში არსებულ: თბილისში, ჭ---------------------–-----------------–----------------------------------------------------------------------------------------------------------–--–-------------------------–----------------------------–----------–---------------------------------------------------------------------–--–-------------------------–------------------------–----------–--------------------------------------------------------------------–--–-------------------------–----------------------------–----------–-------------------------------------------------------------------–--–-------------------------–----------------------------–----------–--------------------------------------------------------------- ყადაღის დადების ნაწილში არ დაკმაყოფილდა;

 

ვინაიდან სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, უზრუნველყოფის ღონისძიების გაუქმების საფუძველი არ არსებობს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 8-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 2591, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. ბ--–------–--ს სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდეს.

2. შეწყვეტილად იქნას აღიარებული ბ--–------–--ს და ამხანაგობა „ჭ-------- 3--„-ს შორის, 2010 წლის 24 სექტემბერს დადებული ხელშეკრულება ბ--–------–--სათვის 108.00 კვმ ფართის საცხოვრებელი ბინის გადაცემის შესახებ.

3.ამხანაგობა „ჭ-------ე 3--„-ს, მ--------------ეს, ნ-------------------ეს, ჯ---–----------–------ს, გ----------------–--ეს, ი----------–-----–ს ბ--–------–--ს სასარგებლოდ, დაეკისროთ 50 000 აშშ დოლარის გადახდა.

4. ამხანაგობა „ჭ-------- 3---„-ს, მ--------------ეს, ნ-------------------ეს, ჯ---–----------–------ს, გ----------------–--ეს, ი----------–-----–ს ბ--–------–--ს სასარგებლოდ, დაეკისროთ 50 000 აშშ დოლარის წლიური 9 %-ის გადახდა სარჩელის შემოტანიდან 06.10.2016 წლიდან თანხის გადახდამდე.

5. ბ--–------–--ს უარი ეთქვას მ--------------ის მიმართ 2010 წლის 24 სექტემბრის ხელწერილიდან გამომდინარე სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

6. ბ--–------–--ს 29.09.2016 წელს, ს--–---------–--ს მიერ #12 საგადასახადო დავალებით გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 3000 ლარიდან დაუბრუნდეს 250 ლარი.

7.ბ--–- თელიას უარი ეთქვას გ---------–-------ის მიმართ სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილებაზე.

8. ამხანაგობა „ჭ-------------„-ს, ბ--–------–--ს სასარგებლოდ, დაეკისროთ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება 513 ლარის ოდენობით.

9 ამხანაგობა “ჭ------------„-ს მიმართ გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება დარჩება ძალაში.

10. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-11 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

11. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ცისანა სირბილაძე