გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 19.07.2019
საქმის ნომერი
120310119002906381
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა აქტები
თარიღი
19.07.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N2906381-3/041-19წ

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

19.07.2019წ ქ. ახალციხე

შესავალი ნაწილი

ახალციხის რაიონული სასამართლო

მოსამართლე გია ბერაია

სხდომის მდივანი თამარ ტეფნაძე

მოსარჩელე -გ-------–------------( მონაწილეობოს გარეშე)

მოსარჩელის წარმომადგენელი - ა-–---------------–---–-

მოპასუხე -ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია.

წარმომადგენელი-ნ-----–---------–---

მოპასუხე-სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტო.

წარმომადგენელი-თ---------------------–-- მ-------------------–---–-.

მოპასუხე-კ-----------------(მონაწილეობის გარეშე)

წარმომადგენელი-გ--–--------–--–---–-

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან.

აღწერილობითი ნაწილი :

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის დადებული 2018 წლის 09 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულება დამოწმებული ნოტარიუს თ---------–---–-- მიერ N1---------.

 

1.2. ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- წერილი/თანხმობა.

 

მოსარჩელემ თავის მოთხოვნა დაამყარა შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

მოსარჩელე ფაქტობრივად ფლობს და იყენებს საქონლის საძოვრად სადაო იჯარის ხელშეკრულებით გაცემულ მიწის ნაკვეთს.

გ-------–------------- მერიას მიმართა განცხადებით 2017 წლის 27 სექტებერს და მოითხოვა შუამდგომლობის გაწევა დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან და იჯარის ხელშეკრულების გაფორმება. კ------ მ--------მა კი იგივე მიწის ნაკვეთის იჯარის მოთხოვნით მერიას მიმართა 2017 წლის 14 ივლისს.

სააგენტომ მერიას მიწერა იჯარებთან დაკავშირებით ორი წერილი და არც ერთ წერილში 2018 წლის 15 ივნისის N-- და 2018 წლის 18 სექტემბრის N1--- და არც ერთ მათგანში არ არის მიწერილი რაიმე გ-------– მ----------ს დოკუმენტაციაზე ან/და ხარვეზიან ნახაზებზე.

2018 წლის 12 სექტემბერს სააგენტომ მოითხოვა თანხმობა კ-----------------ს იჯარაზე წერილი N---- 12.09.2018 და მერიამაც გასცა თანხმობა 2018 წლის 2- სექტემბრის N------- წერილით.

სააგენტო 2019 წლის 20 თებერვლის N--- წერილში წერს, რომ თითქოსდა მათ სავარაუდო მოიჯარეების მათ შორის კ-----------------ს და გ-------– მ----------ს და მათი ხარვეზიანი ნახაზების შესახებ, მიწერეს მერიას 2018 წლის 18 სექტემბრის წერილით, თუმცა ამ წერილში გ-------– მ----------ს ნახაზებზე არაფერია ნათქვამი და კიდევ უფრო მეტიც სააგენტოს ამ წერილის გაგზავნამდე ესე იგი 2018 წლის 18 სექტემბრამდე ექვსი დღით ადრე უკვე გაგზავნილი ჰქონდა მოთხოვნა თანხმობაზე მერიაში და ახლა კი ეუბნება თითქოსდა 18 სექტემბრის წერილით მოუწოდა გაესწორებინათ ნახაზები კ------ მ--------ს და გ-------–------------ს.

მათ გამოითხოვეს სააგენტოდან და მერიიდან გ-------– მ----------ს და კ-----------------ს ადმინისტრაციული წარმოების სრული მასალები და ამ მასალებში არ არის არც ერთი დოკუმენტი, რომლითაც დადგინდება, რომ ამ ორი წლის განმავლობაში აცნობეს მის მარწმუნებელს, რომ მას გამოსასწორებელი ჰქონდა ნახაზები და ხელახლა წარსადგენი. უბრალოდ უპირატესობა უკანონოდ მიანიჭეს სხვა მუნიციპალიტეტის მაცხოვრებელს და არა ადგილობრივ მაცხოვრებელს.

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ სარჩელი არ ცნო და მიუთითა სასარჩელო მოთხოვნა ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- სექტემბრის №------- წერილის ბათილად ცნობასთან დაკავშირებით, არის დაუსაბუთებელი და საფუძველს მოკლებული. გაუგებარია რა იურიდიული ინტერესი აქვს მხარეს წერილთან მიმართებაში, როდესაც მუნიციპალიტეტის ვალდებულება განისაზღვრება მხოლოდ სააგენტოში მოქალაქეთა განცხადებების წარდგენით. საკითხის განხილვა, კანონშესაბამისობის დადგენა და გადაწყვეტილების მიღება მხოლოდ სააგენტოს კომპეტენციაა. შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნა არ უნდა დაკმაყოფილდეს. „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მე-12 მუხლის თანახმად ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებელია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მიერ 2018 წლის 06 ივნისის №0------ წერილით გადაგზავნილ იქნა როგროც გ. მ----------ს განცხადება, ასევე კ. მ--------ის განცხადება შესწავლისა და განხილვის მიზნით, რაზედაც სსიპ „დაცული ტერიტორიების სააგენტო"-მ 2018 წლის 12 სექტემბრის №1--- წერილით აცნობა, რომ მ--------ის მიერ წარმოდგენილი დოკუმენტაცია დაექვემდებარა კორექტირებას - მითითებული ხარვეზი გამოსწორებულ იქნა მოქალაქის მიერ და მოითხოვა პოზიციის დაფიქსირება. მაშინ როდესაც, სააგენტოს განმარტებით განცმხადებელმა აღმოფხვრა მითითებული ხარვეზი, მუნიციპალიტეტმაც შესაბამისი პოზიცია დააფიქსირა. იმ შემთხვევაშიც, თუკი მ---------- წარმოადგენდა დაკორექტირებულ საკადასტრო ნახაზს სააგენტოში და კანონმდებლობის ნორმებს დააკმაყოფილებდა, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერია დააფიქსირებდა შესაბამის იგივე პოზიციას, ყოველივე ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- სექტემბრის №------- წერილის ბათილად ცნობის მოთხოვნა არასწორია და საფუძველს მოკლებული.აღნიშნული წერილის ბათილად ცნობით არანაირი სამართლებრივი შედეგი მხარეს არ დაუდგება. ბ---------ის მუნიციპალიტეტის პოზიციას არსებითი მნიშვნელობა არ აქვს აღნიშნული საკითხის გადაწყვეტასთან. კვლავ განვმარტავთ, რომ საკითხის განხილვა, კანონშესაბამისობის დადგენა და გადაწყვეტილების მიღებს მხოლოდ სააგენტოს კომპეტენციაა. მუნიციპალიტეტის ვალდებულება განისაზღვრება მხოლოდ სააგენტოში მოქალაქეთა განცხადებების წარდგენით.

 

2.2. მოპასუხე დაცული ტერიტორიების სააგენტომ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 2 პრიმა პუნქტის თანახმად ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ა დ გ ი ლ ო ბ რ ი ვ ი თვითმმართველობის ორგანოს წ ა რ დ გ ი ნ ე ბ ი ს საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

კ------ მ--------ზე სადაო იჯარის ხელშეკრულების გაფორმება მოხდა კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით ბ---------ის მერის წარდგინების საფუძველზე, ამდენად მისი გაუქმების კანონიერი საფუძველი არ არსებობს. მოსარჩელე ასევე ვერ უთითებს თუ კანონის კონკრეტულად, რომელი მოთხოვნა დაირღვა, რაც ასევე მიუთითებს მისი მოთხოვნის დაუსაბუთებლობაზე.

მოსარჩელე გ-------– მ----------ს მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მის მიერ სადაო მიწის ნაკვეთის ფლობა(იხ. პირველი ფაქტობრივი უსწორობა). თუნდაც მოსარჩელეს ფაქტიურ მფლობელობაში ჰქონოდა სადაო მიწის ნაკვეთი, წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დგინდება მართლზომიერი მფლობელობა(მას არ გააჩნდა იჯარის ხელშეკრულება დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან). აღნიშნული მიწის ნაკვეთს მოსარჩელე უკანონოდ ფლობდა. სადაო მიწის ნაკვეთის სხვა პირზე გაცემით კი უკანონო მფლობელის უფლება ვერ დაირღვევა. ამიტომ მისი პრეტენზია ამ მხრივაც დაუსაბუთებელია. რაც შეეხება სააგენტოს მიმართ სარჩელში გამოთქმულ პრეტენზიებს, თითქოს სააგენტომ არ განიხილა გ-------– მ----------ს განცხადება, იგი დაუსაბუთებელია, რადგან ჩვენს შესაგებელში მითითებული ფაქტობრივი უსწორობებით ცალსახად დგინდება სააგენტოს მიერ განცხადების განხილვა და ხარვეზზე მითითება ბ---------ის მერიიდან გადმოცემული მასალის მიღებიდან 9 დღის ვადაში საქმე.

 

2.3. მოპასუხე კ------ მ--------მა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ საქონლის საძოვრად გამოყენებულ სადაო იჯარით ხელშეკრულებით გაცემულ მიწის ნაკვეთს ადრეც და დღესაც ფლობს და სარგებლობს. 21012 წლიდან სახელმწიფოს უხდის გადასახადებს. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას მიმართა განცხადებით 2017 წლის 14 სექტემბერს თხოვნით გამოეყოთ საძოვარი. ამ განცხადებაში ნამდვილად მითითებულია, რომ იყენებს საძოვრებს 212 წლიდან.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2014 წლის 16 მაისის N1--- მიმართვით დადგენილია, რომ სააგენტომ განიხილა მისი 2014 წლის 6 მაისის განცხადება და აცნობებენ, რომ წარმოდგენილი ნაკვეთები მდებარეობს ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე.

დაცული ტერიტორიების საზრვრებში არსებული სათიბი-საძოვრების იჯარით გაცემა ხორციელდება ,,დაცული ტერიტორიების სისტემის" შესახებ საქართველოს კანონის 12-ე მუხლი ,,22" პუნქტის თანახმად.

 

მიმდინარე ეტაპზე ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიის ნაწილი უკანონოდ გასხვისებულია სხვადასხვა ფიზიკურ და იურიდიულ პირებზე, რასთან დაკავშირებითაც სისხლის სამართლის საქმეა აღძრული. შესაბამისად ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრების იჯარით გაცემა განხორციელდება აღნიშნული სისხლის სამართლის საქმის დასრულების შემდგომ, როდესაც გაირკვევა უკანონოდ გასხვისებული ნაკვეთების სამართლებრივი მდგომარეობა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2014 წლის 16 მაისის N1--- მიმართვა(იხ.სფ.109).

 

3.2. 2017 წლის 14 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ. ი-----------–-–- მცხოვრებმა კ------ მ--------მა და მიუთითა, რომ მისი ოჯახი 2012 წლიდან ე.წ. ქ–------------ საძოვარზე ეწევა ფერმერულ საქმიანობას. აღნიშნული საძოვარი მოხვედრილია ა---------–-ს ტერიტორიაზე. წარუდგენს დოკუმენტაციას და ითხოვს შუამდგომლობის გაწევას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საძოვრის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-კ-----------------ს განცხადება (იხ.სფ.105).

 

3.3. სსიპ. სურსათი ეროვნული სააგენოტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის გაცემული ცნობით N---------- დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბ---------ის მუნიციპალიტეტის საზაფხულო საძოვარზე (ე.წ. ,,ქ–-----------) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანაშომლების მიერ სახელმწიფო ქვეპროგრამის ,,ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის" ფარგლებში განხორციელდა პროფილაქტიკური ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ კ-----------------ს სარგებლობაში მყოფ წვრილფეხა პირუტყვზე 2120 სული და მსხვილფეხა პირუტყვს 68 სულს..

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ. სურსათი ეროვნული სააგენოტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2017 წლის 12 სექტემბერს გაცემული ცნობა N---------- (იხ.სფ.106),3.4. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის მიმართვით N0------ ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–-–- მცხოვრებ კ-----------------სადმი დადგენლია, რომ თქვენი ამა წლის 14 სექტემბრის N 9------ განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12-ე მუხლის 22 პუნქტი ითვალისწინებს ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველოს მთავრობის 2014 წლის 16 იანვრის N84 დადგენილება ,,ტექნიკური რეგლამენტი ქ–--------–------- ა---------–-ს ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ შესაბამისად დადგენილია ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე არსებული საძოვრების დატვირთვის დასაშვები ნორმები, რომელიც შეადგენს 1 ჰა საძოვარზე არა უმეტეს 1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის არა უმეტეს 3 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა (ცხვარი, თხა), თქვენს მიერ მოთხოვნილი ფართობი არ შეესაბამება 2014 წლის 16 იანვრის N84 დადგენილებით დაწესებულ საძოვრების დატვირთვის დასაშვებ ნორმებს.

საძოვრად გასაცემი ტერიტორიის იჯარისათვის საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

პოტენციური მეიჯარის პირადობის დამადატურებელი მოწმობის ასლი;

ნაკვეტის საკადასტრო აზომვითი ნახაზები ქარალდის და ციფრული ვერსია;

ცნობა პირუტყვის სულადობის შესახებ; ცნობა აცრების ჩატარების შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის მიმართვა N0------(იხ.სფ.110-111).

 

3.5.2017 წლის 27 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა გ-------–------------- და ითხოვა მიწის ნაკვეთის იჯარით მიცემა მის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვითთ ბ---------ის რაიონი ,,დ---------" ქ–----------- 10 წლით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-გ-------– მ----------ს განცხადება (იხ.სფ.97).

 

3.6. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დაბა ბ----------- ერთეულში მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს გაცემული ცნობით N-- გ-------–------------ ნამდვილად ცხოვრობს ბ---------ის მუნიციპალიტეტის დ. ბ---------–- 9 ა-----–-- ქ. N2--ში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დაბა ბ----------- ერთეულში მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს გაცემული ცნობა N--(იხ.სფ.98).

 

3.7. სსიპ. სურსათი ეროვნული სააგენოტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს გაცემული ცნობით N---------- დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბ---------ის მუნიციპალიტეტის საზაფხულო საძოვარზე (ე.წ. ,,ქ–-----------) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანამშრომლების მიერ სახელმწიფო ქვეპროგრამის ,,ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის" ფარგლებში განხორციელდა პროფილაქტიკური ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ გ-------– მ----------ს სარგებლობაში მყოფ წვრილფეხა პირუტყვზე 770 სულს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-სსიპ. სურსათი ეროვნული სააგენოტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს გაცემული ცნობით N---------- (იხ.სფ.99),3.8. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დაბა ბ----------- ერთეულში მიერ 2017 წლის 06 აგვისტოს გაცემული ცნობით N-- დ. ბ---------–- 9 ა-----–-- ქ. N2--ში მცხოვრებ გ-------–------------ს ნამდვილად ყავს სარგებლობაში

წვრილფეხა პირუტყვი 770 სული.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დაბა ბ----------- ერთეულში მიერ 2017 წლის 06 აგვისტოს გაცემული ცნობა N--(იხ.სფ.100).

 

3.9. ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს N0------ მიმართვის ეცნობა გ-------–------------, რომ მოსახლეობის საზაფხულო საძოვრებით უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისგან შექმნილია სამუშაო ჯგუფი. რიგი საკითხების დარეგურირების შემდგომ, სამუშაო ჯგუფის ერთობლივი რეკომენდაციის საფუძველზე, მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ საზაფხულო საძოვრების მსურველთათვის შუამდგომლობის წარდგენა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს N0------ მიმართვა(იხ.სფ.104).

 

3.10. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 ივნისის მიმართვით N0------ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარისადმი დადგენილია, რომ 2017 წლიდან დღემდე ბ---------ის მუნიციპალიტეტში შემოსულია არაერთი მოქალაქის განცხადება, რომლებიც ითხოვენ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრის გამოყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბ---------ის მუნიციპალიტეტმა თავისი პოზიცია აცნობა სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ 29/06/2017 წლის N0------ წერილით, ასევე 2017 წლის 13 ივლისს მოხდა შეხვედრა სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოსა“ და ბ---------ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, ქ–--------–------- ა---------–-ს იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. შედგა შეთანხმება, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტი გამოყოფდა წარმომადგნელს, რომელიც ბ----------ხ---------–-ს ეროვნული პარკის თანამშრომლებთან ერთად ადგილზე შეისწავლიდა მდგომარეობას, მონაწილეობას მიიღებდა განხილვაში და კოორდინაციას გაუწევდა ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრების მართვის და იჯარით გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუნიციპალიტეტმა გამოყო შესაბამისი წარმომადგენლები, რაზედაც 01/09/2017 წლის N0------ წერილით აცნობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს. აღნიშნულის მიუხედავად არ მომხდარა დაცული ტერიტორიების საგენტოს თანამშრომლებსა და ბ---------ის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიერ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიიაზე სათიბ-საძოვრების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემური საკითხის ადგილზე შესწავლა/განხილვა.

ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიის ნაწილს წლებია სათიბად იყენებს ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა. მათვის უცნობია მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ იჯარით გადასაცემ საძოვარ ფართობებში მოქცეულია თუ არა სათიბი ფართობები. ა---------–-ს მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის ნაწილს ისევ იყენებს, როგორც სოფლის საძოვარი.

გიგზავნით მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეების განცხადებებს, რომლებიც ითხოვენ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრის გამოყოფას. გთხოვთ შეისწავლოთ და განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში.

დანართი 254 ფურცელი და 12 SHP ფაილი.

ბ---------ის მინიციპალიტეტის მერიის მიერ გადაგზავნილი იქნა, როგორც კ------ მ--------ის, ასევე გ-------–ოლ მ----------ს განცხადება საძოვრის გამოყოფის შესახებ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

სარჩელი (იხ.სფ.3-5).

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის შესაგებელი (იხ.სფ.89-91).

-ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 ივნისის მიმართვა N0------ -დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარისადმი(იხ.სფ.112).

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქმის Cd.დისკი).

 

3.11. როგორც გ-------–------------, ასევე კ----------------- ითხოვდნენ ერთი და იმავე ტერიტორიის იჯარით გადაცემას, რომელიც მდებარეობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სარჩელი (იხ.სფ.3-5).

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის შესაგებელი (იხ.სფ.89-91).

- დაცული ტერიტორიების სააგენტოს შესაგებელი (იხ.სფ.72-76);

-იჯარის ხელშეკრულება თანდართული აზომვითი ნახაზით(იხ.სფ.23-28)

-საკადასტრო აზომვითი ნახაზები (იხ.სფ.37; 107);

-დაცული ტერიტორიების სააგენტოს2018 წლის 15 ივნისის მიმართვით N--(იხ.სფ.113-114).

- მხარეთა ახსნა-განმარტება(იხ.სას.სხ.ოქმის Cd.დისკი).

 

3.12. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 სექტემბრის N0------ მიმართვით N--------- დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარისადმი დადგენილია, ეგზავნებათ ბ---------ის მუნიციპალიტეტში შესული მოქალაქეთა გაბცხადებებს, რომლებიც ითხოვენ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრის გამოყოფას.

ასევე გაცნობებთ, რომ ქ–--------–------- ა---------–-ა ტერიტორიის ნაწილს წლებია სათიბად იყენებს ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადგილობრივო მოსახლეობა.ჩვენთვის უცნობია მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ იჯარით გადასაცემ საძოვარ ფართობებში მოქცეულია თუ არა სათიბი ფართობები. ა---------–-ს მიმდებარე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის ნაწილსვ ასევე იყენებს როგოც სოფლის საძოვარი.

გთხოვთ შეისწავლოთ და განიხილოთ წარმოდგენილ განცხადებები კომპეტენციის ფარგლებში და პასუხი აცნობოთ განმცხადებლებს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 სექტემბრის N0------ მიმართვა(იხ.სფ.22).

 

3.13. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის მიმართვით N-- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი დადგენილია, რომ ნახაზები ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე იჯარით გასაცემი საძოვრების თაობაზე შეიცავს მთელ რიგ ხარვეზებს, კერძოდ: კ----------------- - შეიპი არ არის წარმოდგენილი, საკადასტრო აზომვითი ნახაზიით იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ მათ საზღვრებშია, მაგრამ კვეთს გ-------– მ----------ს საზღვარს და დაცული ტერიტორიების სააგენტო მზადაა იმსჯელოს ქ–--------–------- ა---------–-ს საძოვრების იჯარით გაცემაზე წერილში მოცემული ხარვეზის გასწორების შემდგომ.

აღნიშნულ სიაში არ მითითებული გ-------–------------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაცული ტერიტორიების სააგენტოს2018 წლის 15 ივნისის მიმართვით N--(იხ.სფ.113-114).

 

3.14. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 12 სექტემბრის მიმართვით N1--- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი დადგენილია, რომ მათი 06.06.2018 წლის N 0------ წერილით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში წარმოდგენილ იქნა იმ პოტენციური მოიჯარეთა სია, რომლებსაც სააგენტოს წინაშე გაუწიეთ შუამდგომლობა ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიწის ნაკვეთების (საძოვარი) იჯარით აღებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პოტენციურ მოიჯარეთა სიაში არის მოქალაქე კ-----------------, რომლის დოკუმენტაციაც კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაექვემდებარა კორექტირებას.

არსებული მდგომარეობით ზემოხსენებული მოქალაქის მიერ განხორციელდა მითითებული ხარვეზის (აზომვითი ნახაზების ელ.ვერსიით) გამოსწორება და სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოში“ წარმოადგენა.

,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში კიდევ ერთხელ დაუდასტურონ პოზიცია მოქალაქე კ-----------------ს მიერ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარის უფლებით აღებასთან დაკავშირებით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 12 სექტემბრის მიმართვა N1--- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი(იხ.სფ.115).

 

3.15. ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- მიმართვით დაცული ტერიტორიების სააგენტოსადმი დადგენილია, რომ მათი ამა 12 სექტემბრის N1--- წერილის პასუხად აცნობებენ, რომ მუნიციპალიტეტი არ არის წინააღმდეგი წერილში წარდგენილ მოქალაქეზე(კ------ მ--------ზე) ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარით გაცემა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

-ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- მიმართვა დაცული ტერიტორიების სააგენტოსადმი(იხ.სფ.117).

 

3.16. დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის მიმართვით N1--- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი დადგენილია, რომ შ---- მ--------ი ზედდებაშია გ-------–------------სთან და კ------ მ--------თა. ასევე მცირე მონაკვეთზე სცილდება იჯარით გასაცემ ტერიტორიას(ხვდება მკაცრი დაცვის ზონაში).

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის მიმართვით N1--- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი(იხ.სფ.120-123).

 

3.17. 2018 წლის 09 ოქტომბრის საძოვრის საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის 5 წლის ვადით. ქ–---------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, რომლის ფართობი ხელშეკრულებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად შეადგენს 2 405 018 კვმ-ს(24.5018ჰა). ,,მეიჯარეს" წარმოადგენს სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო ,,მოიჯარეს" კ-----------------. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N6------------

 

ყოველწლიურად საიჯარო ქირა 1 ჰექტარზე შეადგენს 18 (თვრამეტი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით),240,5018 ჰა -ზ შეადგენს 4 329,50 ლარს, ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშწორების წესით შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 09 ოქტომბრის საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება(იხ.სფ.23-29).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გ-------– მ----------ს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ: სადავო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი- წარდგინება და მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის დადებული 2018 წლის 09 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულება.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსი, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონი.

 

საქართველოს მთავრობის 2014 წლის N13 დადგენილება ,,ტექნიკური რეგლამენტის - ბ----------ხ---------–-ს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე"; საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N125 დადგენილების ,,დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე".

 

6. სამართლებრივი შეფასება.

6.1. საქართველოს კონსტიტუციის 42.1. მუხლის თანახმად, ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავისი დარღვეული, შეზღუდული, წართმეული ან სადავოდ ქცეული უფლების დაცვა-აღდგენისათვის მიმართოს სასამართლოს.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 2-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ბ" პუნატის თანახმად სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

ამავე კოდექსის 251-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად სახელშეკრულებო დავების გადაწყვეტა ხდება საერთო სასამართლოებისათვის მიმართვის გზით. ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ 2018 წლის 09 ოქტომბრს გაფორმდა საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის 5 წლის ვადით და სახეზეა ადმინისტრაციული ხელშეკრულება, რომლის კანონიერება განხილული უნდა იქნეს ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით.

 

6.2. ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად საქართველოს ტერიტორიაზე დაცული ტერიტორიების სისტემის დაგეგმვის, კატეგორიების შერჩევის, თითოეული დაცული ტერიტორიის დაარსებისა და ფუნქციონირების მიზნებია:

ა) ბუნებრივი პროცესების უწყვეტი განვითარების უზრუნველსაყოფად საქართველოს ბიოგეოგრაფიული ერთეულების გრძელვადიანი გარანტირებული დაცვა;

ბ) ბუნებრივი ეკოსისტემების, ლანდშაფტებისა და ცოცხალი ორგანიზმების დაცვა და აღდგენა;

გ) საქართველოს „წითელ ნუსხაში“ შეტანილ, გადაშენების საფრთხის წინაშე მყოფ გარეულ ცხოველთა და ველურ მცენარეთა გენოფონდის დაცვა და ბიოლოგიური მრავალფეროვნების შენარჩუნება;

დ) უნიკალური და იშვიათი ორგანული თუ არაორგანული ბუნებრივი წარმონაქმნების შენარჩუნება;

ე) ეროზიული, ღვარცოფის, წყალდიდობა-წყალმოვარდნის, ზვავის, მეწყრის აქტიური გავლენის ზონაში მოხვედრილი ტერიტორიების, აგრეთვე ზედაპირული და მიწისქვეშა წყლების ფორმირების, გადინებისა და განტვირთვის არეალების დაცვა ანთროპოგენური ზემოქმედებისაგან;

ვ) ისტორიულ-კულტურული ლანდშაფტების, ხუროთმოძღვრული და არქეოლოგიური კომპლექსების დამახასიათებელი პეიზაჟების შენარჩუნება და აღდგენა;

ზ) განათლებისა და მეცნიერული კვლევა-ძიებისათვის ფასდაუდებელი და შეუცვლელი ობიექტების ტერიტორიაზე შესაბამისი საველე პირობების შექმნა;

თ) ბუნებრივ და ისტორიულ-კულტურულ გარემოში რეკრეაციის, ჯანმრთელობის დაცვისა და ტურიზმისათვის ხელსაყრელი პირობების უზრუნველყოფა;

ი) ტრადიციული სამეურნეო საქმიანობისა და ხალხური შემოქმედების დაცვის, აღდგენისა და განვითარების ხელშეწყობა თვითმყოფადი ისტორიულ-კულტურული გარემოს შესანარჩუნებლად;

კ) სასოფლო-სამეურნეო, სამრეწველო, სატრანსპორტო და ენერგეტიკული დანიშნულების ტერიტორიებისა და ბუნებრივი რესურსების დამზოგავი სამეურნეო საქმიანობის სტიმულირება.

 

ამავე კანონის თანახმად დაცული ტერიტორიების ერთ-ერთ კატეგორიას წარმოადგენს ა---------–-.

 

ამავე კანონის მეშვიდე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ა---------–- შეიძლება დაარსდეს ეროვნული მნიშვნელობის მქონე ცოცხალი ორგანიზმის ველური სახეობების, სახეობათა ჯგუფების, ბიოცენოზებისა და არაორგანული ბუნების წარმონაქმნების შესანარჩუნებლად საჭირო ბუნებრივი პირობების დასაცავად, რაც ადამიანის მიერ სპეციალური აღდგენითი და მოვლითი ღონისძიებების განხორციელებას მოითხოვს. ა---------–ში მკაცრი კონტროლის პირობებში დაშვებულია ცალკეული განახლებადი რესურსების მოხმარება.

 

დადგენილია, რომ როგორც გ-------–------------, ასევე კ----------------- ითხოვდნენ ტერიტორიის იჯარით გადაცემას, რომელიც მდებარეობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 12-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად დაცულ ტერიტორიებზე ბუნებრივი რესურსების ფლობის, განკარგვისა და სარგებლობის დაშვებული ფორმები განისაზღვრება მათი კატეგორიებისა და ტერიტორიულ-ფუნქციონალური ზონების მიხედვით. სახელმწიფო ნაკრძალის, ეროვნული პარკის, ბუნების ძეგლისა და ა---------–-ს ტერიტორიები და ამ ტერიტორიებზე არსებული ბუნებრივი რესურსები მხოლოდ სახელმწიფო საკუთრებაა. დაუშვებელია ამ ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ა---------–-ს ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ მუხლის დეფინიციიდან გამომდინარე დგინდება, რომ იკრძალება დაცული ტერიტორიებისა და მათზე არსებული ბუნებრივი რესურსების ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სარგებლობაში გადაცემა, გარდა ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონისა, მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ა---------–-ს ცალკეული უბნებისა და ამ მუხლის 21−25 პუნქტებით გათვალისწინებული შემთხვევებისა.

 

მოცემულ კანონი ამასთან გამონაკლისს უშვებს ადგილობრივი მოსახლეობისათვის, რადგან ამავე მუხლის 22-ე პუნატის თანახმად ,,ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით".

 

ამავე კანონის 14-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად საქართველოში დაცული ტერიტორიების შექმნის, ტერიტორიული გაფორმებისა და დაცვითი კატეგორიის ამაღლების გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს პარლამენტი.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N125 დადგენილების ,,დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" პირველი მუხლის მესამე ნაწილის თანახმად თანახმად ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), სამინისტროსა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სსიპ – სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოსთან შეთანხმებით, ხოლო „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე"

 

ამავე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 და 25 პუნქტებით განსაზღვრულ შემთხვევებში, ქონების გადაცემა ხდება აუქციონის გარეშე.

 

ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე საძოვრების იჯარის გაცემა და მართალია ადგილობრივი თვითმართველობის ორგანოების წარდგინების აუცილებლობამ გარკვეულ წილად შეზღუდა სსიპ. დაცული ტერიტორიის სააგენტოს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმებაში, რადგან ხელშეკრულების გაფორმების აუცილებელ პირობას წარმოადგენს ადგილობრივი მუნიციპალიტეტის მიერ წარდგინების არსებობა, მაგრამ არ წარმოშობს ვალდებულებას დაცული ტერიტორიების სააგენტოსათვის სავალდებულო წესით იჯარის ხელშეკრულების გაფორმების წარდგინების მქონე პირთან, რადგან ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის მეთვრამეტე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად დაცული ტერიტორიების სისტემის დაფუძნების, ფუნქციონირებისა და მართვის სახელმწიფო პოლიტიკას, ქმედებათა კოორდინირებასა და კონტროლს ახორციელებს საქართველოს გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო. დაცულ ტერიტორიებს მართავს დაცული ტერიტორიების სააგენტო, შესაბამისად სწორედ დაცული ტერიტორიების სააგენტოს დისკრეციულ უფლებამოსილებას წარმოადგენს საიჯარო ხელშეკრულების გაფორმება წარდგინების მქონე პირთან.

 

6.3. ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 12-ე მუხლის 21-ე მუხლის ბუნების ძეგლის მიზნობრივი დანიშნულების გათვალისწინებით შესაძლებელია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის ბუნების ძეგლის სარგებლობაში გადაცემა, მხოლოდ ეკოტურიზმისა და რეკრეაციული მიზნებისთვის, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

 

ამავე მუხლის 23-ე ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ, ვიზიტორთა და ტრადიციული გამოყენების ზონებში, აგრეთვე ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით განსაზღვრული ვიზიტორთა ინფრასტრუქტურის ობიექტის მშენებლობისთვის, ამავე გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი საბაზისო არქიტექტურულ-სამშენებლო და ტექნიკური პარამეტრებისა და ობიექტის სპეციალიზებული მიზნობრივი დანიშულების ფარგლებში, მიწის ნაკვეთის ოპტიმალური ფართობის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული სასყიდლიანი აღნაგობის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 49 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, აღნაგობის უფლების გასხვისებაზე ან გაქირავებაზე მიწის ნაკვეთის მესაკუთრის თანხმობის პირობით.

 

ამავე მუხლის 24-ე დაცულ ტერიტორიაზე დაშვებულია ფიზიკური და იურიდიული პირებისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ტურისტული ინფრასტრუქტურის ობიექტის (გარდა მიწისა) საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული ფორმით სარგებლობაში გადაცემა.

 

ამავე მუხლის 25- ეროვნული პარკის ადმინისტრაციულ ზონასა და ტრადიციული გამოყენების ზონაში, ა---------–-ს ცალკეულ უბნებში, დაცულ ლანდშაფტში და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიაზე დაშვებულია კავშირგაბმულობის საკომუნიკაციო ნაგებობის განთავსება საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესის შესაბამისად.

 

საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N125 დადგენილების ,,დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" პირველი მუხლის პირველი ნაწილის თანახმად დებულება „დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ“ (შემდგომში – დებულება) შემუშავებულია „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად და ადგენს დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების („დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21, 22, 23 და 24 პუნქტებით გათვალისწინებული უძრავი ქონების) (შემდგომში – ქონება), გარდა დაცული ლანდშაფტისა და მრავალმხრივი გამოყენების ტერიტორიის მიწისა, სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების პროცედურებს.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ქონების საჯარო აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემა ხორციელდება საქართველოს კანონმდებლობის შესაბამისად.

 

ამავე მუხლის მესამე ქონების სარგებლობაში გადაცემის თაობაზე გადაწყვეტილებას იღებს საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს საჯარო სამართლის იურიდიული პირი – დაცული ტერიტორიების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვისა და საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროებთან შეთანხმებით, ხოლო „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში – აგრეთვე ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 21 და 23 პუნქტებით განსაზღვრული ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს ყველაზე მაღალ ფასს შესთავაზებს.

 

ამავე მუხლის მეხუთე ნაწილის თანახმად „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევაში ქონების აუქციონის ფორმით სარგებლობაში გადაცემის მიზანია, სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 24პუნქტით განსაზღვრული ქონების სარგებლობით განხორციელებული ყოველწლიური ბრუნვიდან (შემდგომში – ყოველწლიური ბრუნვა) ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს, ხოლო თუ აუქციონი გამოცხადდება პირობებით – სარგებლობის უფლება მიანიჭოს აუქციონში მონაწილე იმ პირს, რომელიც აიღებს ვალდებულებას, დააკმაყოფილოს გამოცხადებული პირობები და ვაჭრობის პროცესში სააგენტოს შესთავაზებს ყოველწლიური ბრუნვიდან ყველაზე მაღალ საპროცენტო განაკვეთს.

 

ამავე მუხლის მეცხრე ნაწილის თანახმად „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ქონების გადაცემა ხდება აუქციონის გარეშე.

 

მოცემული მუხლებიდან გამომდინარე, სასამართლო აღნიშნავს, რომ აუქციონის გარეშე იჯარის ხელშეკრულება გაფორმება შესაძლებელია, მხოლოდ ადგილობრივი მაცხოვრებლებისათვის ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით, „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში.

 

6.4. საქართველოს მთავრობის 2014 წლის N13 დადგენილებით ,,ტექნიკური რეგლამენტის - ბ----------ხ---------–-ს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმის დამტკიცების თაობაზე" პირველი მუხლის თანახმად „ბ----------ხ---------–-ს დაცული ტერიტორიების მენეჯმენტის გეგმა“ შემუშავებულია ბ---------ის სახელმწიფო ნაკრძალის, ბ----------ხ---------–-ს ეროვნული პარკისა და ნ----- ა---------–-სათვის.

 

ამავე დადგენილების მესამე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ბ----------ხ---------–-ს დაცული ტერიტორიების საზღვრებს შიგნით არსებული მიწები სახელმწიფოს საკუთრებაა. ბ----------ხ---------–-ს ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ნ----- ა---------–-ს გარკვეულ უბნებში ადგილობრივი მოსახლეობის მიერ ხორციელდება განახლებადი ბუნებრივი რესურსებით ლიმიტირებული სარგებლობა.

 

ამავე დადგენილების 21-ე მუხლის თანახმად დაცული ტერიტორიები ქმნის შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს ადგილობრივი მოსახლეობისათვის.

 

ამავე დადგენილების 23-ე მუხლის თანახმად ადგილობრივი მოსახლეობა აცნობიერებს დაცული ტერიტორიების მნიშვნელობას. დაცული ტერიტორიები ხელს უწყობს მიმდებარედ მცხოვრები მოსახლეობის კეთილდღეობას, ხელს უწყობს ადგილობრივი მოსახლეობისათვის ბუნებრივი რესურსებით მდგრადი სარგებლობის უზრუნველყოფას. დაცული ტერიტორიების არსებობა ქმნის შემოსავლის ალტერნატიულ წყაროს, რაც ამცირებს ადგილობრივი მოსახლეობის დამოკიდებულებას ბუნებრივ რესურსებზე.

 

ამავე დადგენილების ,,ეკოსაგანმანათლებლო და საზოგადოებასთან ურთიერთობის პროგრამის" მეორე ნაწილის ,,გ" ქვეპუნქტის თანახმად არის ადგილობრივი მოსახლეობის დაცული ტერიტორიების სამუშაოებში ჩართვის შესაძლებლობა;

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლო განმარტავს, ,ადგილობრივი მოსახლეობის" გაიგივება არ შეიძლება საქართველოს მოქალაქის ცნებასთან და არც იმ მოქალაქეებთან, ვინც ავითარებს ფერმერულ მეურნეობებს. ,,ადგილობრივი მოსახლეობად" ჩაითვლებიან მხოლოდ ის მოქალაქეები ვინც ცხოვრობენ ბ---------ის მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე მოცემულ შემთხვევაში.

 

6.5. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს.

 

ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები.

 

-დადგენილია, რომ 2017 წლის 14 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–-–- მცხოვრებმა კ------ მ--------მა და მიუთითა, რომ მისი ოჯახი 2012 წლიდან ე.წ. ქ–-------------- საზოვარზე ეწევა ფერმერულ საქმიანობას. აღნიშნული საძოვარი მოხვედრილია ა---------–-ს ტერიტორიაზე. წარუდგენს დოკუმენტაციას და ითხოვს შუამდგომლობის გაწევას დაცული ტერიტორიების სააგენტოსთან საძოვრის იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემის საკითხზე.

 

- სსიპ. სურსათი ეროვნული სააგენოტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2017 წლის 12 სექტემბრის გაცემული ცნობით N---------- დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბ---------ის მუნიციპალიტეტის საზაფხულო საძოვარზე (ე.წ. ,,ქ–-----------) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანაშომლების მიერ სახელმწიფო ქვეპროგრამის ,,ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის" ფარგლებში განხორციელდა პროფილაქტიკური ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ კ-----------------ს სარგებლობაში მყოფ წვრილფეხა პირუტყვზე 2120 სული და მსხვილფეხა პირუტყვს 68 სულს.

 

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2017 წლის 19 სექტემბრის მიმართვით N0------ ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–-–- მცხოვრებ კ-----------------სადმი დადგენლია, რომ თქვენი ამა წლის 14 სექტემბრის N 9------ განცხადების პასუხად გაცნობებთ, რომ ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12-ე მუხლის 22 პუნქტი ითვალისწინებს ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით.

საქართველ;ოს მთავრობის 2014 წლის 16 აინვრის N84 დადგენილება ,,ტექნიკური რეგლამენტი ქ–--------–------- ა---------–-ს ფუნქციონირების დროებითი რეგულირების წესის“ შესაბამისად დადგენილია ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე არსებული საძოვრების დატვირთვის დასაშვები ნორმები, რომელიც შეადგენს 1 ჰა საძოვარზე არა უმეტეს 1 მსხვილფეხა რქოსანი პირუტყვის არა უმეტეს 3 წვრილფეხა რქოსანი პირუტყვისა (ცხვარი, თხა), თქვენს მიერ მოთხოვნილი ფართობი არ შეესაბამება 2014 წლის 16 იანვრის N84 დადგენილებით დაწესებულ საძოვრების დატვირთვის დასაშვებ ნორმებს.

საძოვრად გასაცემი ტერიტორიის იჯარისათვის საჭიროა წარმოადგინოთ შემდეგი დოკუმენტაცია:

პოტენციური მეიჯარის პირადობის დამადატურებელი მოწმობის ასლი;

ნაკვეტის საკადასტრო აზომვითი ნახაზები ქაღალდის და ციფრული ვერსია;

ცნობა პირუტყვის სულადობის შესახებ; ცნობა აცრების ჩატარების შესახებ.

 

- 2017 წლის 27 სექტემბერს ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას განცხადებით მიმართა გ-------–------------- და ითხოვა მიწის ნაკვეთის იჯარით მიცემა მის მიერ წარდგენილი ნახაზის მიხედვითთ ბ---------ის რაიონი ,,დ---------" ქ–----------- 10 წლით.

 

-ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დაბა ბ----------- ერთეულში მიერ 2017 წლის 25 აგვისტოს გაცემული ცნობით N-- გ-------–------------ ნამდვილად ცხოვრობს ბ---------ის მუნიციპალიტეტის დ. ბ---------–- 9 ა-----–-- ქ. N2--ში.

 

- სსიპ. სურსათი ეროვნული სააგენოტოს, სამცხე-ჯავახეთის რეგიონალური სამმართველოს მიერ 2017 წლის 31 აგვისტოს გაცემული ცნობით N---------- დადგენილია, რომ სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს ტერიტორიაზე, კერძოდ ბ---------ის მუნიციპალიტეტის საზაფხულო საძოვარზე (ე.წ. ,,ქ–-----------) სამცხე-ჯავახეთის რეგიონული სამმართველოს უფლებამოსილი თანასომლების მიერ სახელმწიფო ქვეპროგრამის ,,ცხოველთა ჯანმრთელობის დაცვა და იდენტიფიკაცია-რეგისტრაციის" ფარგლებში განხორციელდა პროფილაქტიკური ვაქცინაცია თურქულის საწინააღმდეგოდ გ-------– მ----------ს სარგებლობაში მყოფ წვრილფეხა პირუტყვზე 770 სულს.

 

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის წარმომადგენლის დაბა ბ----------- ერთეულში მიერ 2017 წლის 06 აგვისტოს გაცემული ცნობით N-- დ. ბ---------–- 9 ა-----–-- ქ. N2--ში მცხოვრებ გ-------–------------ს ნამდვილად ყავს სარგებლობაში

წვრილფეხა პირუტყვი 770 სული.

 

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის გამგებლის მიერ 2017 წლის 03 ოქტომბერს N0------ მიმართვის ეცნობა გ-------–------------, რომ მოსახლეობის საზაფხულო საძოვრებით უზრუნველსაყოფად მუნიციპალიტეტისა და დაცული ტერიტორიების სააგენტოს თანამშრომლებისგან შექმნილია სამუშაო ჯგუფი. რიგი საკითხების დარეგურირების შემდგომ, სამუშაო ჯგუფის ერთობლივი რეკომენდაციის საფუძველზე, მოხდება მუნიციპალიტეტის მიერ საზაფხულო საძოვრების მსურველთათვის შუამდგომლობის წარდგენა.

 

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 06 ივნისის მიმართვით N0------ დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარისადმი დადგენილია, რომ გაცნობებთ, რომ 2017 წლიდან დღემდე ბ---------ის მუნიციპალიტეტში შემოსულია არაერთი მოქალაქის განცხადება, რომლებიც ითხოვენ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრის გამოყოფას. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ბ---------ის მუნიციპალიტეტმა თავისი პოზიცია აცნობა სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოს“ 29/06/2017 წლის N0------ წერილით, ასევე 2017 წლის 13 ივლისს მოხდა შეხვედრა სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოსა“ და ბ---------ის მუნიციპალიტეტის წარმომადგენლებს შორის. შეხვედრაზე გამოიკვეთა პრობლემური საკითხები, ქ–--------–------- აღკვეტილის იჯარით გაცემასთან დაკავშირებით. შედგა შეთანხმება, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტი გამოყოფდა წარმომადგნელს, რომელიც ბ----------ხ---------–-ს ეროვნული პარკის თამშრომლებთან ერთად ადგილზე შეისწავლიდა მდგომარეობას, მონაწილეობას მიიღებდა განხილვაში და კოორდინაციას გაუწევდა ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრების მართვის და იჯარით გაცემასთან დაკავშირებულ საკითხებს.

მუნიციპალიტეტმა გამოყო შესაბამისი წარმომადგენლები, რაზედაც 01/09/2017 წლის N0------ წერილით აცნობა დაცული ტერიტორიების სააგენტოს. აღნიშნულის მიუხედავად არ მომხდარა დაცული ტერიტორიების საგენტოს თანამშრომლებსა და ბ---------ის მუნიციპალიტეტის თანამშრომლების მიერ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიიაზე სათიბ-საძოვრების იჯარით გაცემასთან დაკავშირებით წარმოშობილი პრობლემური საკითხის ადგილზე შესწავლა/განხილვა.

აქვე გაცნობებთ, რომ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიის ნაწილს წლებია სთიბად იყენებს ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადგილობრივი მოსახლეობა. ჩვენთვის უცნობია მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ იჯარით გადასაცემ საძოვარ ფართობებში მოქცეულია თუ არა სათიბი ფართობები. ა---------–-ს მიმდებარედ მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის ნაწილს ისევ იყენებს როგორც სოფლის საძოვარი.

გიგზავნით მუნიციპალიტეტში შემოსულ მოქალაქეების განცხადებებს, რომლებიც ითხოვენ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრის გამოყოფას. გთხოვთ შეისწავლოთ და განიხილოთ კომპეტენციის ფარგლებში.

დანართი 254 ფურცელი და 12 SHP ფაილი.

ბ---------ის მინიციპალიტეტის მერიის მიერ გადაგზავნილი იქნა, როგორც კ------ მ--------ის, ასევე გ-------–ოლ მ----------ს განცხადება საძოვრის გამოყოფის შესახებ.

 

-გ-------–------------, ასევე კ----------------- ითხოვდნენ ერთი და იმავე ტერიტორიის იჯარით გადაცემას, რომელიც მდებარეობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 12 სექტემბრის N0------ მიმართვით N--------- დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავჯდომარისადმი დადგენილია, ეგზავნებათ ბ---------ის მუნიციპალიტეტში შესული მოქალაქეთა განცხადებებს, რომლებიც ითხოვენ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე საძოვრის გამოყოფას.

ასევევ გაცნობებთ, რომ ქ–--------–------- ა---------–-ა ტერიტირიის ნაწილის წლებია სათიბად იყენებს ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადგილობრივო მოსახლეობა. ჩვენთვის უცნობია მოქალაქეების მიერ მოთხოვნილ იჯარით გადასაცემ საძოვარ ფართობებში მოქცეულია თუ არა სათიბი ფართობები. ა---------–-ს მიმდებარე მცხოვრები ადგილობრივი მოსახლეობა ტერიტორიის ნაწილს ასევე იყენებს როგოც სოფლის საძოვარი.

გთხოვთ შეისწავლოთ და განიხილოთ წარმოდგენილ განცხადებები კომპეტენციის ფარგლებში და პასუხი აცნობოთ განმცხადებლებს.

 

- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- მიმართვით დაცული ტერიტორიების სააგენტოსადმი დადგენილია, რომ მათი 12 სექტემბრის N1--- წერილის პასუხად აცნობებენ, რომ მუნიციპალიტეტი არ არის წინააღმდეგი წერილში წარდგენილ მოქალაქეზე(კ------ მ--------ზე) ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარით გაცემა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად.

 

- დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 18 სექტემბრის მიმართვით N1--- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი დადგენილია, რომ შ---- მ--------ი ზედდებაშია გ-------– მ-------------ან და კ------ მ--------თა. ასევე მცირე მონაკვეთზე სცილდება იჯარით გასაცემ ტერიტორიას(ხვდება მკაცრი დაცვის ზონაში).

 

- 2018 წლის 09 ოქტომბრის საძოვრის საიჯარო ხელშეკრულებით დადგენილია, რომ საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის 5 წლის ვადით. ქ–---------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, რომლის ფართობი ხელშეკრულებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად შეადგენს 2 405 018 კვმ-ს(24.5018ჰა). ,,მეიჯარეს" წარმოადგენს სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო ,,მოიჯარეს" კ-----------------. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N6------------

 

ყოველწლიურად საიჯარო ქირა 1 ჰექტარზე შეადგენს 18 (თვრამეტი) ლარს (დღგ-ს ჩათვლით),240,5018 ჰა -ზ შეადგენს 4 329,50 ლარს, ამ ხელშეკრულების 2.1 პუნქტით განსაზღვრული საიჯარო ქირის გადახდა უნდა განხორციელდეს უნაღდო ანგარიშწორების წესით შემდეგ საბანკო რეკვიზიტებზე:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ზ“ პუნქტის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას წარმოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსათან დადებული სამოქალაქო-სამართლებრივი ხელშეკრულება.

 

ამავე მუხლის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,ლ" პუნქტის თანახმად დისკრეციული უფლებამოსილება – უფლებამოსილება, რომელიც ადმინისტრაციულ ორგანოს ან თანამდებობის პირს ანიჭებს თავისუფლებას საჯარო და კერძო ინტერესების დაცვის საფუძველზე კანონმდებლობის შესაბამისი რამდენიმე გადაწყვეტილებიდან შეარჩიოს ყველაზე მისაღები გადაწყვეტილება.

 

ამავე კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, შესაძლებელია ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობა, შეცვლა ან შეწყვეტა ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით. ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია კონკრეტული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი ურთიერთობა, რომლის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის გზით მოწესრიგების უფლებამოსილება მას კანონით აქვს მინიჭებული, მოაწესრიგოს ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადების გზით.

 

ამავე კოდექსის 66-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს მხოლოდ კანონით მისთვის მინიჭებულ უფლებამოსილებათა ფარგლებში.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანოს მიერ დადებული ადმინისტრაციული ხელშეკრულება არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საქართველოს კონსტიტუციასა და კანონმდებლობას.

 

ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად დაუშვებელია ადმინისტრაციული ხელშეკრულებით საქართველოს კონსტიტუციის მეორე თავში მითითებული ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების დარღვევა.

 

მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ გადაგზავნილი იქნა წარდგინებები ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–-–- მცხოვრები კ-----------------ს და ბ---------ის რაიონის სოფელ ბ---------–- ბ---------ის ქუჩა N---ში მცხოვრების გ-------– მ----------ს, მიერ რომლებიც ითხოვდნენ ტერიტორიის იჯარით გადაცემას, რომელიც მდებარეობს დაცული ტერიტორიების სააგენტოს ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადმინისტრაციულ საზღვრებში.

 

დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 15 ივნისის მიმართვით N-- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი დადგენილია, რომ ნახაზები ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე იჯარით გასაცემი საძოვრების თაობაზე შეიცავდა მთელ რიგ ხარვეზებს, კერძოდ: კ----------------- - შეიპი არ არის წარმოდგენილი, საკადასტრო აზომვითი ნახაზიით იდენტიფიკაციის შედეგად დადგინდა, რომ მათ საზღვრებშია, მაგრამ კვეთს გ-------– მ----------ს საზღვარს და დაცული ტერიტორიების სააგენტო მზადაა იმსჯელოს ქ–--------–------- ა---------–-ს საძოვრების იჯარით გაცემაზე წერილში მოცემული ხარვეზის გასწორების შემდგომ.

აღნიშნულ სიაში არ მითითებული გ-------–------------.

 

- დაცული ტერიტორიების სააგენტოს 2018 წლის 12 სექტემბრის მიმართვით N1--- ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერისადმი დადგენილია, რომ მათი 06.06 .2018 წლის N 0------ წერილით სსიპ დაცული ტერიტორიების სააგენტოში წარმოდგენილ იქნა იმ პოტენციური მოიჯარეთა სია, რომლებსაც სააგენტოს წინაშე გაუწიეთ შუამდგომლობა ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე დაკავშირებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთების მიწის ნაკვეთების (საძოვარი) იჯარით აღებასთან დაკავშირებით.

აღნიშნულ პოტენციურ მოიჯარეთა სიაში არის მოქალაქე კ-----------------, რომლის დოკუმენტაციაც, კერძოდ, საკადასტრო აზომვითი ნახაზი დაექვემდებარა კორექტირებას.

არსებული მდგომარეობით ზემოხსენებული მოქალაქის მიერ განხორციელდა მითითებული ხარვეზის (აზომვითი ნახაზების ელ.ვერსიით) გამოსწორება და სსიპ ,,დაცული ტერიტორიების სააგენტოში“ წაადგენა.

,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22 პუნქტის შესაბამისად გთხოვთ, შესაძლო მოკლე ვადაში კიდევ ერთხელ დაუდასტურონ პოზიცია მოქალაქე კ-----------------ს მიერ ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე არსებული სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარის უფლებით აღებასთან დაკავშირებით.

 

მოცემულ შემთხვევაში დადასტურებულია, რომ კ------ მ--------ს სსიპ დაცული ტერიტორიების მიერ დაუდგინდა დადგინდა ხარვეზი და მიეცა ვადა ხარვეზის გამოსასწორებლად, ხოლო აღნიშნული არ უცნობებიათ გ-------– მ----------სათვის. ასევე იმ სიაში რომელიც სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტოს მიერ გადაგზავნილი იქნა ბორომის მუნიციპალიტეტის მერიაში არ ფიგურირებს გ-------–------------ და არ ჩანს საერთოდ რა ბედი ეწია ბ---------ის მუნიციციპალიტეტის წარდგინებას გ-------– მ----------ს მიმართებაში და 2018 წლის 09 ოქტომბერს საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება გაფორმდა სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის 5 წლის ვადით. ქ–---------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე არსებულ სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების ნაკვეთზე, რომლის ფართობი ხელშეკრულებაზე დართული საკადასტრო აზომვითი ნახაზის თანახმად შეადგენს 2 405 018 კვმ-ს(24.5018ჰა). ,,მეიჯარეს" წარმოადგენს სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტო, ხოლო ,,მოიჯარეს" კ-----------------. უძრავი ქონების საკადასტრო კოდია N6------------ და რატომ მიენიჟა უპირატესობა ადგილობრივ მაცხოვრებელთან შედარებით ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–-–- მცხოვრებ კ------ მ--------ს.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

ამავე კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევას სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კ------ მ--------ზე იჯარი ხელშეკრულების გაფორმების დროს დაარღვია გ-------– მ----------ს კანონით დაცული უფლებები, როცა ფაქტობრივად საერთო არ განიხილა მისი განცხადება, და მიანიჭა უპირატესობა კ------ მ--------ს ხელშეკრულების გაფორმებისას, ხოლო მეორე შემთხვევაში დაარღვია ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 12-ე მუხლის 22-ე პუნატის მოთხოვნები :,,ეროვნული პარკის ტრადიციული გამოყენების ზონაში და ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით" და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N125 დადგენილების ,,დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" პირველი მუხლის მეცხრე ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ქონების გადაცემა ხდება აუქციონის გარეშე, შესაბამისად, მაშინ როდესაც საქმის მასალებში კ-----------------ს საცხოვრებელ მისამართად მითითებულია იყო ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–--, ხოლო საძოვრის იჯარით გაცემა აუქციონის გარეშე დაიშვება მხოლოდ-მხოლოდ ერთ შემთხვევაში ,,ადგილობრივი მოსახლეობისათვის" და რამდენად წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეს ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–-–- მცხოვრები კ-----------------.

 

ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს განმარტავს, რომ 2018 წლის 09 ოქტომბერს გაფორმებული საძოვრის საიჯარო ხელშეკრულება სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის არსებითად ეწინააღმდეგება კანონს და არღვევს მესამე პირის გ-------– მ----------ს კანონით დაცულ უფლებებს, რის გამოც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.

 

ამასთან სასამართლო ხელშეკრულების გაუქმებისას ითვალისწინებს იმ გარემოებასაც, რომ მერიის წარდგინება, რომელიც ამავე გადაწყვეტილებით სადავო საკითხის გადუწყვეტლად ბათილად იქნა სასამართლოს მიერ წარმოადგენს აუცილებელ პირობას და საფუძველს ხელშეკრულების გაფორმებისათვის.

 

6.6. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეორე მუხლის პირველი ნაწილის ,,დ" ქვეპუნქტის თანახმად ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი –ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

მოსარჩელის მიერ სადავოდ ქცეული ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- წერილი/წარდგინება, წარმოადგენს ინდივიდულურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტს, რადგან აღნიშნული წარდგინების საფუძველზე სსიპ. დაცული ტერიტორიების სააგენტომ კ------ მ--------ს გაუფორმა იჯარის ხელშეკრულება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–5 მუხლის პირველ ნაწილში რეგლამენტირებულია ადმინისტრაციული ორგანოს უფლებამოსილების განხორციელების სავალდებულო პრინციპი – უფლებამოსილების განხორციელება კანონის საფუძველზე, რაც გულისხმობს, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ეკრძალება კანონმდებლობის მოთხოვნის საწინააღმდეგოდ განახორციელოს რაიმე მოქმედება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები.

 

ამავე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32ე ან 34ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

ამავე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალურიადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 6-ე მუხლის თანახმად თუ ადმინისტრაციულ ორგანოს რომელიმე საკითხის გადასაწყვეტად მინიჭებული აქვს დისკრეციული უფლებამოსილება, იგი ვალდებულია ეს უფლებამოსილება განახორციელოს კანონით დადგენილ ფარგლებში.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის მასალების თანახმად ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიამ ისე გასცა წარდგინება კ-----------------ს სახელზე, რომ საერთოდ არ უწარმოებია ადმინისტრაციული წარმოება, არ შეუსწავლია გარემოებები, რამდენად აკმაყოფილებდა კ-----------------ს მიერ წარდგენილი დოკუმენტაცია ,,დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ" საქართველოს კანონის 12-ე მუხლის 22-ე პუნქტის მოთხოვნებს რომლის თანახმად ა---------–-ს ცალკეულ უბნებში დაშვებულია ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოს წარდგინების საფუძველზე ადგილობრივი მოსახლეობისათვის მენეჯმენტის გეგმით ან დროებითი რეგულირების წესით დადგენილი სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების (სათიბი და საძოვარი) მიწის ნაკვეთის საქართველოს სამოქალაქო კოდექსით განსაზღვრული იჯარის ფორმით სარგებლობაში გადაცემა არა უმეტეს 10 წლისა, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით" და საქართველოს მთავრობის 2013 წლის 22 მაისის N125 დადგენილების ,,დაცული ტერიტორიების უძრავი ქონების სარგებლობაში გადაცემისას საწყისი სააუქციონო ფასის განსაზღვრისა და აუქციონის ჩატარების შესახებ დებულების დამტკიცების თაობაზე" პირველი მუხლის მეცხრე ნაწილის მოთხოვნები, რომლის თანახმად „დაცული ტერიტორიების სისტემის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-12 მუხლის 22-ე პუნქტით განსაზღვრულ შემთხვევებში ქონების გადაცემა ხდება აუქციონის გარეშე, შესაბამისად, მაშინ როდესაც საქმის მასალებში კ-----------------ს საცხოვრებელ მისამართად მითითებულია იყო ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–ა, ხოლო საძოვრის იჯარით გაცემა აუქციონის გარეშე დაიშვება მხოლოდ-მხოლოდ ერთ შემთხვევაში ,,ადგილობრივი მოსახლეობისათვის" და რამდენად წარმოადგენდა ბ---------ის მუნიციპალიტეტის ადგილობრივ მოსახლეს ს----------- მუნიციპალიტეტის სოფ ი-----------–-–- მცხოვრები კ----------------- და სასამართლო კიდევ ერთხელ ხაზს უსვამს იმ გარემოებას, რომ ,,ადგილობრივი მოსახლეობის" ცნება არ შეიძლება გაიგივდეს საქართველოს მოქალაქის ცნებასთან და ასევე ფერმერულ მეურნეობებთა/ფერმერებთან.

 

ამასთან სასამართლო დამატებით მიუთითებს იმ გარემოებას, რომ მოქმედი კანონმდებლობის მიხედვით ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც გამოცემულია წერილობითი სახით, აუცილებელია შეიცავდეს დასაბუთებას, კერძოდ, მასში მითითებული უნდა იყოს ის სამართლებრივი და ფაქტობრივი წანამძღვრები, რომელთა საფუძველზეც გამოიცა იგი. იმ შემთხვევაშიც კი, თუ ადმინისტრაციული ორგანო მოქმედებს დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, იგი ვალდებულია, აქტის დასაბუთებაში მიუთითოს იმ გარემოებებზე, რომლებიც საფუძვლად დაედო მის მიერ მიღებულ გადაწყვეტილებას, კერძოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-4 ნაწილის მიხედვით, თუ ადმინისტრაციული ორგანო ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას მოქმედებდა დისკრეციული უფლებამოსილების ფარგლებში, წერილობით დასაბუთებაში მიეთითება ყველა ის ფაქტობრივი გარემოება, რომელსაც არსებითი მნიშვნელობა ჰქონდა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისას, ხოლო ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

 

განსახილველ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საქმისთვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების გარეშე გამოცემული იქნა წარდგინება კ-----------------ს მიმართ.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მეოთხე ნაწილის თანახმად თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- წარდგინება დაცული ტერიტორიების სააგენტოსადმი დადგენილია, რომლითაც მათი ამა 12 სექტემბრის N1--- წერილის პასუხად აცნობებენ, რომ მუნიციპალიტეტი არ არის წინააღმდეგი წერილში წარდგენილ მოქალაქეზე(კ------ მ--------ზე) ქ–--------–------- ა---------–-ს ტერიტორიაზე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ნაკვეთის (საძოვრის) იჯარით გაცემა მოხდეს მოქმედი კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად, გამოცემულია საქმის საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მოსარჩელე მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი, ამიტომ სადავო სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი- წარდგინება და მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

7. საპროცესო ხარჯები.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად,საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 10-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად: ,,თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც”.

 

გამომდინარე აღნიშნულიდან, რადგან სარჩელი დაკმაყოფილდა დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას და კ------ მ--------ს დაეკისროთ მოსარჩელე გ-------– მ----------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 1-ლი, მე-10. მე-12, მე-13, 24-ე მუხლებით და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8 მუხლით, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :

 

1.გ-------– მ----------ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:

 

1.1. ბათილად იქნეს ცნობილი დაცული ტერიტორიების სააგენტოსა და კ------ მ--------ს შორის დადებული 2018 წლის 09 ოქტომბრის იჯარის ხელშეკრულება.

 

1.2. სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად იქნეს ცნობილი ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიის 2018 წლის 2- სექტემბრის N------- ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი- წარდგინება.

 

1.3. მოპასუხე ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს საქმისათვის მნიშვნელოვანი გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი ინდივიდუალური ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტი.

 

2. დაცული ტერიტორიების სააგენტოს, ბ---------ის მუნიციპალიტეტის მერიას და კ------ მ--------ს დაეკისროთ მოსარჩელე გ-------– მ----------ს სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის 200 ლარის გადახდა (მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის სანაცვლოდ);

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. თბილისი, გრ. რობაქიძის ქ.№7ა) ახალციხის რაიონული სასამართლოს (ქ.ახალციხე, მებაღიშვილის ქ.№62) მეშვეობით;

 

მოსამართლე გია ბერაია