გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 28.06.2019
საქმის ნომერი
330310018002728125
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
28.06.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №3/7230-18

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

28 ივნისი, 2019 წელი ქ. თბილისი

 

შესავალი ნაწილი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე

 

სხდომის მდივანი ციალა გახელაძე

 

მოსარჩელეები - ლ-------------ე, ც-–-----------–---–ი

წარმომადგენელი - ლ-------------ე

 

მოპასუხე - საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო

წარმომადგენელი - მ----–-–--–-–---–ი

 

დავის საგანი - ზიანის ანაზღაურება

 

აღწერილობითი ნაწილი

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ-------------ისა და ც-–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს ორ-ოთახიანი ბინის საყიდლად - საბაზრო ღირებულებით - 150000 (ასორმოცდაათიათასი) ლარის ანაზღაურება.

 

1.2. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ-------------ისა და ც-–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს სარჩოს სახით 200 ლარის ანაზღაურება ლ-------------ის დაღუპვის დღიდან - 2008 წლის 6 აპრილიდან სიცოცხლის მანძილზე.

 

1.3. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ლ-------------ისა და ც-–-----------–---–ის სასარგებლოდ დაეკისროს მორალური ზიანისათვის 50000 (ორმოცდაათათასი) ლარის ანაზღაურება. (იხ. დაზუსტებული სარჩელი (ს.ფ.108-118) და 2019 წლის 29 მაისის სასამართლო სხდომის ოქმი).

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო, მხარი დაუჭირა წერილობით წარმოდგენილ შესაგებელს და განმარტა, რომ არ არსებობს ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის კანონიერი საფუძველი.

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 20 ოქტომბრის №7--------- წერილის თანახმად, ლ-------------ე 2008 წლის 3 აპრილის №5----– მივლინების ბრძანების საფუძველზე ოთხი დღით მივლინებული იყო ქ.ქ-------ში და მასზე გაიცა სადღეღამისო ნორმა 4 დღეზე 60 ლარი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ადმინისტრაციის უფროსის 2009 წლის 20 ოქტომბრის №7--------- წერილი (ს.ფ.22);

- მივლინების ყუა (ს.ფ.56-58).

 

3.2. ლ-------------ე გარდაიცვალა 2008 წლის 6 აპრილს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ლ-------------ის გარდაცვალების მოწმობა (ს.ფ.21).

 

3.3. შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2008 წლის 29 სექტემბრის დასკვნის თანახმად, ლ-------------ეს 2008 წლიდან დაკავებული ჰქონდა შს სამინისტროს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის თანამდებობა. 2008 წლის 7 აპრილიდან, იგი ამორიცხეს შს ორგანოების პირადი შემადგენლობის სიებიდან გარდაცვალების გამო.

 

დასკვნის მიხედვით, 2008 წლის 5 აპრილს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოში, ქ.თ---–--–-----------–-----–---------ზე სასტუმრო „უ–--სთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შს სამინისტროს თანამშრომლების ა.გ-ის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ლ-------------ის გარდაცვალების ფაქტზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით. 2008 წლის 7 აპრილს, აღნიშნული სისხლის სამართლის საქმე შემდგომი გამოძიების ჩასატარებლად გადაიგზავნა ქ.თბილისის პროკურატურის საგამოძიებო ნაწილში. საქმეზე ჩატარებული წინასწარი გამოძიებით დადგინდა, რომ 2008 წლის 5 აპრილს, ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს პოლიციას მე-5 განყოფილების დეტექტივ-გამომძიებელი ლ-----------–-–---–ი ნასვამ მდგომარეობაში მისი მართვის ქვეშ მყოფი “BMW”-ს მარკის ავტომანქანით (სახ.ნომრით O------), თანამშრომლებთან - ლ-------------ესთან და ა.გ-იანთან ერთად მოძრაობდა ქ.მცხეთიდან ქ.თბილისის მიმართულებით. დაახლოებით 19:30 საათზე, აღმაშენებლის ხეივანზე, სასტუმრო „უ–--ს“ მიმდებარე ტერიტორიაზე ლ-----------–-–---–მა შენიშნა ავტომობილის სავალ გზაზე გადმომავალი ბავშვი. ქვეითად მოსიარულესთან შეჯახების თავიდან ასაცილებლად, მან საჭე მკვეთრად მომართა მარჯვნივ, აიცილა ამ უკანასკნელზე შეჯახება, მაგრამ ვეღარ მოახერხა ავტომობილის დამორჩილება, გადავიდა სავალი გზიდან, დაეჯახა ბორდიურს და შემდეგ ელ.განათების ბოძს. მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად, სხეულის სხვადასხვა დაზიანება მიიღეს ავტომანქანის მგზავრებმა - ა.გ-იანმა და ლ-------------ემ. ლ-------------ე 2008 წლის 6 აპრილს, მიუხედავად დროულად აღმოჩენილი სამედიცინო დახმარებისა, ქ.თბილისის №5 საავადმყოფოში გარდაიცვალა.

 

დასკვნის მიხედვით, სისხლის სამართლის საქმეზე ჩატარებული კომპლექსური ავტოტექნიკური და ტრასოლოგიური ექსპერტიზის 2008 წლის 6 მაისის დასკვნის შესაბამისად - „დადგენილ ვითარებაში მძღოლ ლ-----------–-–---–ს ტექნიკური თვალსაზრისით ავტოსაგზაო შემთხვევის თავიდან აცილება არ შეეძლო და მის მოქმედებაში საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნათა უგულებელყოფა არ აღინიშნება“. შს სამინისტროს გენერალურ ინსპექციაში, ქ.თბილისის ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილებიდან შემოსული წერილით ირკვევა, რომ ვაკე-საბურთალოს პოლიციის მე-5 განყოფილების წარმოებაში არსებულ სისხლის სამართლის საქმეზე, 2008 წლის 3 აპრილიდან 6 აპრილის ჩათვლით დეტექტივ გამომძიებელი ლ-----------–-–---–ი და მისი თანაშემწეები ა.გ-იანი და ლ-------------ე სამსახურებრივი მივლინებით იმყოფებოდნენ ქ. ქ-------ში, რათა ეჭვმიტანილ ი.ხ-ძის ოჯახის წევრებთან ჩაეტარებინათ საგამოძიებო მოქმედებები. აღნიშნული წერილით, ასევე, ირკვევა, რომ ლ-----------–-–---–ი, ა.გ-იანი და ლ-------------ე მიმდინარე წლის 5 აპრილს ქ. ქ-------იდან ბრუნდებოდნენ თბილისში.

 

დასკვნის თანახმად, ლ-------------ე დაიღუპა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს. პოლიციის უფროს ლეიტენანტ ლ-------------ის ოჯახზე უნდა გავრცელდეს „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით და „საქართველო შს სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირით, სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის ბრძანებულებით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- შს სამინისტროს გენერალური ინსპექციის 2008 წლის 29 სექტემბრის დასკვნა (ს.ფ.17-20);

- საქართველოს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისის და მცხეთა-მთიანეთის საპატრულო პოლიციის მთავარი სამმართველოს 2008 წლის 7 აპრილის №2--------------- წერილი (ს.ფ.55);

 

3.4. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის №8-----– ბრძანებით შს ქ.თბილისის მთავარი სამმართველოს ვაკე-საბურთალოს სამმართველოს პოლიციის მე-5 განყოფილების დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლის, პოლიციის უფროსი ლეიტენანტის ლ-------------ის დაღუპვა ჩაითალა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს მომხდარ გარემოებად და მის ოჯახზე გავრცელდა „პოლიციის შესახებ“ საქართველოს კანონის 31-ე მუხლის მე-10 პუნქტით და „საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა და სამოქალაქო პირთა სოციალური დაცვისა და მატერიალური უზრუნველყოფის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 2005 წლის 23 დეკემბრის №1082 ბრძანებულების 21-ე პუნქტით გათვალისწინებული მოთხოვნები.

 

აღნიშნული ბრძანების აღსრულების მიზნით 2008 წლის ბიუჯეტით გათვალისწინებული ასიგნებიდან ლ-------------ის მეუღლეზე - ი------–---------ეზე 2008 წლის 4 ნოემბრის №1000 საგადახდო დავალებით გაიცა 15500 ლარი ერთჯერადად.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 6 ოქტომბრის №8-----– ბრძანება (ს.ფ.63);

- 2008 წლის 4 ნოემბრის №1000 საგადახდო დავალება (ს.ფ.64).

 

3.5. საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის №M------------- ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 500 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის №1------– ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 1000 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №8----- ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 1000 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №1------ ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 1000 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის №------- ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 1200 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 დეკემბრის №2------ ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 1200 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 22 სექტემბრის №1------ ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცა 1250 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №2------ ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცა 1200 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის №2------ ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცა 1200 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1--- ბრძანებით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს გადაეცა ლეპტოპი (ღირებულებით 740 ლარი) და 100-ლარიანი სასაჩუქრე ბარათი.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 21 მარტს №7----- ბრძანებით ერთჯერადი ფულადი დახმარება მიეცა 1250 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №3------ ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 1200 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანებით მატერიალური დახმარება მიეცა 700 ლარის ოდენობით ლ-------------ის ოჯახის (ერთ-ერთ) წევრს (მემკვიდრეს) ან მის კმაყოფაზე მყოფ (ერთ-ერთ) პირს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 4 ივნისის №M------------- ბრძანება (ს.ფ.68-69);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2008 წლის 23 დეკემბრის №1------– ბრძანება (ს.ფ.65);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2010 წლის 10 დეკემბრის №8----- ბრძანება (ს.ფ.100-102).

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2011 წლის 23 დეკემბრის №1------ ბრძანება (ს.ფ.96-98);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2012 წლის 24 დეკემბრის №------- ბრძანება (ს.ფ.92-94);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2013 წლის 25 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ.88-90);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 22 სექტემბრის №1------ ბრძანება (ს.ფ.87);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2014 წლის 24 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ.83-85);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 23 დეკემბრის №2------ ბრძანება (ს.ფ.80-82);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 31 დეკემბრის №1--- ბრძანება (ს.ფ.77-79);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2016 წლის 21 მარტს №7----- ბრძანება (ს.ფ.76);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 27 დეკემბრის №3------ ბრძანება (ს.ფ.73-75);

- საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2017 წლის 28 დეკემბრის №3------ ბრძანება (ს.ფ.70-72).

 

3.6. „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1--- გადაწყვტილებით ი------–---------ეს უარი ეთქვა „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 პუნქტის „ო“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით, საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს მოსამსახურე ლ-------------ის სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას (პოლიციის შესახებ საქართველოს კანონის 50-ე მუხლის 11 მუხლი) დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადასტურებაზე/დადგენაზე.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „სახელმწიფო კომპენსაციისა და სახელმწიფო აკადემიური სტიპენდიის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სახელმწიფო კომპენსაციის დანიშვნის მიზნით საქართველოს შინაგან საქმეთ სამინისტროს მოსამსახურეთა სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას დაღუპვის ან მიღებული ჭრილობების შედეგად გარდაცვალების ფაქტის დადგენა/დადასტურების კომისიის 2015 წლის 8 სექტემბრის №1--- გადაწყვტილება (ს.ფ.66-67).

 

3.7. „პირის ბრალდების შესახებ“ 2016 წლის 5 სექტემბრის დადგენილების თანახმად, ლ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

 

დადგენილების მიხედვით, ლ-----------–-–---–მა დაარღვია „საგზაო მოძრაობის უსაფრთხოების შესახებ“ საქართველოს კანონის მე-20 მუხლის მე-9 პუნქტის „ა“ ქვეპუნქტის აკრძალვა (სატრანსპორტო საშუალების ალკოჰოლურ, სიმთვრალის მდგომარეობაში მართა) და ამავე კანონის 29-ე მუხლის პირველი პუნქტის მოთხოვნები (სიჩქარის გადაჭარბება). აღნიშნული მოთხოვნების უგულვებელყოფის შედეგად, ლ-----------–-–---–ის მართვის ქვეშ მყოფი ავტომანქანა გადავიდა მარჯვნივ, ავარდა ბორდიურზე, შეეჯახა ელექტრო განათების ბოძს, ასევე ე.წ. „გარე განათების კარადას“, ქვეითთა მიწისქვეშა გადასასვლელის რკინა-ბეტონის კონსტრუქციას, დაუბრკოლებლად გადალახა იგი, ავარდა ჰაერში და საბოლოოდ გაჩერდა ამობრუნებულ მდგომარეობაში. საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შედეგად აღნიშნული ავტომანქანის მგზავრი ლ-------------ე მიღებული დაზიანების შედეგად გარდაიცვალა.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- „პირის ბრალდების შესახებ“ 2016 წლის 5 სექტემბრის დადგენილება (ს.ფ.176-179).

 

3.8. 2016 წლის 5 სექტემბრის ბრალდებულის დაკითხვის ოქმის თანახმად, ლ-----------–-–---–მა თავი დამნაშავედ არ ცნო წარდგენილ ბრალდებაში.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2016 წლის 5 სექტემბრის ბრალდებულის დაკითხვის ოქმი (ს.ფ.180-182).

 

3.9. 2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერის თანახმად, ლ-----------–-–---–ის მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში, შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერი №1-------- საქმეზე (ს.ფ.28).

 

3.10. საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 15 მარტის №6----- წერილის თანახმად, ლ-------------ის ხელფასს 2008 წლის აპრილის თვის შესაბამისად კომპონენტების მიხედვით შეადგენდა - თანამდებობრივი სარგო 1030 ლარი, წოდებრივი სარგო 30 ლარი, წელთა ნამსახურების დანამატი 159 ლარი, სულ დარიცხვა 1219 ლარი, აქედან საშემოსავლო გადასახადი 304.75 ლარი, ხელზე მისაღები კი 914.25 ლარი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს ქ.თბილისის პოლიციის დეპარტამენტის 2016 წლის 15 მარტის №6----- წერილი (ს.ფ.23).

 

3.11. ი------–---------ე და ლ-------------ე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში 2008 წლის 16 იანვრიდან.

 

მ---------------ე (დაბადებული 2----–-–------------ს) არის ი------–---------ისა და ლ-------------ის შვილი.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ქორწინების მოწმობა (ს.ფ.25);

- დაბადების მოწმობა (ს.ფ.26).

 

3.12. სსგს თბილისის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 2018 წლის 2 ოქტომბრის №0------------ წერილის თანახმად, ლ-------------ე რეგისტრაციის ადგილს წარმოადგენდა თბ--–-------–------------------------------------------------7.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 19 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ.175).

 

3.13. სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის №0------- წერილის თანახმად, ლ-------------ის საკუთრებაში არსებულ საცხოვრისში (მის: ქ.თბ--–-------–---------------------------------------------7, ს/კ 0----------------------), სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ელექტრონულ მონაცემთა ბაზის მიხედვით 2017 წლის 21 თებერვლის მდგომარეობით რეგისტრირებულია 4 პირი, მათ შორის, ც-–-----------–---–ი, ლ-------------ე და მ---------------ე.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს 2017 წლის 21 თებერვლის №0------- წერილი (ს.ფ.24).

 

3.14. ლ-------------ე დაიბადა 1947 წლის 25 აპრილს.

 

ც-–-----------–---–ი დაიბადა 1955 წლის 31 იანვარს.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლ-------------ის პირადობის მოწმობის ასლი (ს.ფ.16);

- რწმუნებულება/მინდობილობა - სანოტარო მოქმედებს რეგისტრაციის №1-------- (ს.ფ.127).

 

3.15. 2019 წლის 19 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობის თანახმად, ლ-------------ის დიაგნოზად განსაზღვრულია გიდ.მოციმციმე არითმია, პერმანენტული არტ.ჰიპერტენზია I, გულის უკმარისობა, პროსტატის ადენომა, შაქრიანი დიაბეტი ტ.2 დეკომპენსირებული.

 

სამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- 2019 წლის 19 მარტის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა (ს.ფ.126).

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალების გაცნობის, მხარეთა ახსნა-განმარტებების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-18 მუხლი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-ე და 208-ე მუხლები, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18, 411-ე, 412-ე, 413-ე, 992-ე, 1005-ე, 1006-ე მუხლები, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4, მე-17 მუხლები, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4, 102-ე, 105-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის „გ“ ქვეპუნქტის მიხედვით, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი) თანახმად, ყველასთვის გარანტირებულია სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და მოსამსახურეთაგან უკანონოდ მიყენებული ზარალის სასამართლო წესით სრული ანაზღაურება შესაბამისად სახელმწიფო, ავტონომიური რესპუბლიკის და ადგილობრივი თვითმმართველობის სახსრებიდან.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 31 ივლისის გადაწყვეტილებაზე (საქმე №23/630), სადაც აღნიშნულია, რომ კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტის უპირველეს მიზანს წარმოადგენს დაზარალებული პირის ინტერესების დაცვა მიყენებული ზარალის ანაზღაურების გზით. სახელმწიფო რესურსის მასშტაბის, მოცულობის და ბუნების გათვალისწინებით, სახელმწიფოს მხრიდან არამართლზომიერ ქმედებათა განხორციელება ხშირ შემთხვევებში გაცილებით მეტი საფრთხის შემცველია კერძო სუბიექტების მხრიდან განხორციელებულ ანალოგიური სახის ქმედებასთან შედარებით. ამიტომ მიყენებული ზარალის ანაზღაურების ვალდებულების დაწესება ხელს უწყობს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკების და თვითმმართველობის ორგანოთა და თანამდებობის პირთა თვითნებობის და ძალაუფლების უკანონოდ გამოყენების პრევენციას. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტი ზარალის ანაზღაურების უფლებას რამდენიმე წინაპირობის არსებობას უკავშირებს: 1. უნდა არსებობდეს სახელმწიფოს, ავტონომიური რესპუბლიკებისა და ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოთა სახელით მოქმედი პირის ქმედებით პირისათვის ზარალის მიყენების ფაქტი; 2. ხსენებულ პირთა ქმედების უკანონო ხასიათი დადგენილი უნდა იყოს სათანადო წესით; 3. პირისათვის მიყენებული ზარალი გამოწვეული უნდა იყოს საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 პუნქტში მითითებული სუბიექტების უკანონო ქმედებით და უნდა არსებობდეს მიზეზობრივი კავშირი უკანონო ქმედებასა და დამდგარ ზარალს შორის.

 

საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-9 ნაწილის შესაბამისად (ახალი რედაქციით მე-18 მუხლის მე-4 პუნქტი), სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის ან სხვა პირის სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურებრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის სახელმწიფოს პასუხისმგებლობის განსაკუთრებულ წესს ადგენს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 207-209-ე მუხლები. კერძოდ, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილი ცალსახად განსაზღვრავს, რომ სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე მისი თანამდებობის პირის ან ამ ორგანოს სხვა სახელმწიფო მოსამსახურის ან საჯარო მოსამსახურის (გარდა ამ მუხლის მე-2 ნაწილით განსაზღვრული საჯარო მოსამსახურისა) მიერ თავისი სამსახურებრივი მოვალეობის შესრულებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო. ამასთან, იმის გათვალისწინებით, რომ ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებლის ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული.

 

აღნიშნულთან დაკავშირებით, სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატის განმარტებაზე (საქმე №ბს-648-623(2კ-13), 10.04.2014წ), რომლის თანახმადაც „ადმინისტრაციული ორგანოს ზიანის მიმყენებელი ქმედება არსებითად არ განსხვავდება კერძო პირის ანალოგიური ქმედებისაგან, შესაბამისად, კოდექსის 207-ე მუხლით განსაზღვრულ იქნა კერძო სამართალში დადგენილი პასუხისმგებლობის ფორმებისა და პრინციპების გავრცელება სახელმწიფოს პასუხისმგებლობის შემთხვევებზეც, რაც გამოიხატა პასუხისმგებლობის სახეების დადგენით სამოქალაქო კოდექსზე მითითებით, იმ გამონაკლისის გარდა, რაც თავად ამ კოდექსით არის გათვალისწინებული. ამასთან, აღნიშნული კოდექსის 208-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ადმინისტრაციული ორგანოს, აგრეთვე, მისი თანამდებობის პირის მიერ ან სხვა სახელმწიფო მოსამსახურის მიერ მისი სამსახურეობრივი მოვალეობის განხორციელებისას მიყენებული ზიანისათვის პასუხისმგებელია სახელმწიფო.“ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1005-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე განზრახ ან უხეში გაუფრთხილებლობით არღვევს თავის სამსახურებრივ მოვალეობას სხვა პირის მიმართ, სახელმწიფო (მუნიციპალიტეტი) ან ის ორგანო, რომელშიც აღნიშნული მოსამსახურე მუშაობს, ვალდებულია აანაზღაუროს მიყენებული ზიანი. განზრახვის ან უხეში გაუფრთხილებლობის დროს სახელმწიფო მოსამსახურე ან საჯარო მოსამსახურე სახელმწიფოსთან (მუნიციპალიტეტთან) ერთად, სოლიდარულად აგებს პასუხს.

 

ამავე კოდექსის 992-ე მუხლის თანახმად კი, პირი, რომელიც სხვა პირს მართლსაწინააღმდეგო, განზრახი ან გაუფრთხილებელი მოქმედებით მიაყენებს ზიანს, ვალდებულია, აუნაზღაუროს მას ეს ზიანი.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ზიანის ანაზღაურებისთვის უნდა არსებობდეს შესაბამისი წინაპირობები. კერძოდ, პირის მართლსაწინააღმდეგო მოქმედება (უმოქმედობა), დამდგარი ზიანი, მიზეზშედეგობრივი კავშირის არსებობა ქმედებასა და შედეგს შორის და ზიანის მიმყენებლის ბრალეულობა. მოხელის ქმედება, რომელმაც ზიანი გამოიწვია, უნდა გამომდინარეობდეს მოხელის სამსახურებრივი მოვალეობიდან და უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული, რაც გამოიხატება პირის შეგნებულ, მიზანმიმართულ უმოქმედობაში ან უხეშ გაუფრთხილებლობაში ანუ პირი შეგნებულად უნდა უშვებდეს პირისათვის ზიანის მიმყენებელი გარემოების დადგომას და არ ახორციელებდეს მისთვის კანონით დაკისრებულ ვალდებულებებს მის თავიდან ასაცილებლად. ამასთან, ქმედების უკანონობა დადასტურებული უნდა იყოს კანონით დადგენილი წესით, რომელიც პირდაპირ მიზეზობრივ კავშირში იქნება დამდგარ ზიანთან. ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის მიზეზობრივი კავშირის არსებობა კი წარმოადგენს დელიქტური პასუხისმგებლობის დადგომის სავალდებულო პირობას და გამოიხატება იმაში, რომ პირველი წარმოშობს მეორეს. პასუხისმგებლობა დგება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ზიანი იყო ზიანის მიმყენებლის მოქმედების (უმოქმედობის) პირდაპირი და გარდაუვალი შედეგი.

 

6.2. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს დაეკისროს მოპასუხე ადმინისტრაციული ორგანოს მოსარჩელეების სასარგებლოდ სარჩოს, მორალური და მატერიალური ზიანის ანაზღაურება.

 

მოსარჩელის განმარტებით, შს სამინისტროს თანამშრომლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედებამ გამოიწვია მისი შვილის გარდაცვალება, რომელიც მშობლებს უზრუნველყოფდა მატერიალურად, რის გამოც ითხოვს სარჩოს დაკისრებას მოპასუხისათვის.

 

სასამართლო დამატებით მოიხმობს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველ ნაწილს, რომლის თანახმად, დაზარალებულის გარდაცვალების შემთხვევაში ზიანის მიმყენებელმა სარჩოს დაწესებით უნდა აუნაზღაუროს ზიანი იმ პირებს, რომელთა რჩენაც დაზარალებულს ევალებოდა. ეს ვალდებულება ძალაშია, ვიდრე დაზარალებული ვალდებული იქნებოდა ეხადა სარჩო.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მითითებული მუხლის საფუძველზე, სარჩოს დაკისრების სავალდებულო წინაპირობებს წარმოადგენს - ზიანის მიმყენებლის მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება, რომელიც მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ამასთან იმისათვის რომ პირს წარმოეშვას სარჩოს მოთხოვნის უფლება საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1006-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე უნდა დადგინდეს, რომ დაზარალებულის გარდაცვალებით აღნიშნულმა პირმა/პირებმა დაკარგეს მარჩენალი. აღნიშნული გულისხმობს, რომ სარჩოს მოთხოვნის უფლება წარმოიშობა მხოლოდ მაშინ, თუ დაზარალებულს ევალებოდა მათი რჩენა. მოცემულ შემთხვევაში მნიშნელოვანია ის გარემოება, რომ გარდაცვალების მომენტისათვის აღნიშნული პირები უნდა ყოფილიყვნენ გარდაცვლილი პირის კმაყოფაზე.

 

სარჩელის დასაბუთებულობის შემოწმების მიზნით სასამართლო, პირველ რიგში იმსჯელებს ადგილი ჰქონდა თუ არა შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან მართლსაწინააღმდეგო და ბრალეულ ქმედებას, რომელმაც გამოიწვია ლ-------------ის გარდაცვალება.

 

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ ლ-------------ე გარდაიცვალა 2008 წლის 6 აპრილს სამსახურებრივი მოვალეობის შესრულების დროს.

 

დადგენილია, რომ 2008 წლის 5 აპრილს, შს სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის ქ.თბილისისა და მცხეთა-მთიანეთის მთავარ სამმართველოში, ქ.თ---–--–-----------–-----–---------ზე სასტუმრო „უ–--სთან“ მომხდარი ავტოსაგზაო შემთხვევის შედეგად შს სამინისტროს თანამშრომლების ა.გ-ის ჯანმრთელობის დაზიანებისა და ლ-------------ის გარდაცვალების ფაქტზე, დაიწყო წინასწარი გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, დანაშაულის ნიშნებით, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-2 და მე-6 ნაწილებით.

 

„პირის ბრალდების შესახებ“ 2016 წლის 5 სექტემბრის დადგენილების თანახმად, ლ-----------–-–---–ი ცნობილ იქნა ბრალდებულად საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულში.

 

2018 წლის 18 სექტემბრის სასამართლო სხდომის ოქმიდან ამონაწერის თანახმად, ლ-----------–-–---–ის მიმართ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით წარდგენილ ბრალდებაში შეწყდა სისხლისსამართლებრივი დევნა, თანახმად, „ამნისტიის შესახებ“ 2012 წლის 28 დეკემბრის საქართველოს კანონის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილისა.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ ამნისტიის შედეგად შეწყდა სისხლის სამართლებრივი დევნა ლ-----------–-–---–ის მიმართ, შესაბამისად, ვერ იქნება გაზიარებული მოსარჩელის პოზიცია, რომ ლ-----------–-–---–ის ბრალეულობა არის დადგენილი კანონმდებლობით დადგენილი წესით, ვინაიდან, სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გამამტყუნებელი განაჩენით.

 

ზემოაღნიშნული ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ კონკრეტულ შემთხვევაში არ იკვეთება შს სამინისტროს თანამშრომლის მხრიდან ბრალეული ქმედება, რომელმაც გამოიწვია ზიანი.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში ვინაიდან არ დასტურდება კანონმდებლობით დადგენილი წესით მოპასუხის ბრალეული ქმედება დამდგარ შედეგში არ არსებობს სარჩოს დაკისრების ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძველი. ამასთან, სასამართლო დამატებით მიუთითებს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლზე, რომლის მიხედვითაც, ადმინისტრაციული საქმის განხილვისას მხარეები სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, სასამართლო უფლებამოსილია თავისი ინიციატივით მიიღოს გადაწყვეტილება დამატებითი ინფორმაციის ან მტკიცებულების წარმოსადგენად. ამავე კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი და წარადგინოს შესაბამისი მტკიცებულებები. მოპასუხე ვალდებულია წარადგინოს წერილობითი პასუხი (შესაგებელი) და შესაბამისი მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით განმტკიცებულია შეჯიბრებითობის პრინციპი. კერძოდ, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნას დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს, 105-ე მუხლის მე-2 ნაწილით კი განსაზღვრულია, რომ სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.

 

ამრიგად, სასამართლო წარმოებისას მიღებული გადაწყვეტილება ეფუძნება მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების სრულად, ყოველმხრივ და ობიექტურად გამოკვლევას, შესწავლასა და შეფასებას. მიუთითებს რა კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებაზე, მხარემ უნდა წარადგინოს შესაბამისი ფაქტის დამადასტურებელი მტკიცებულებები. მტკიცებულებას შეიძლება წარმოადგენდეს მხარეთა ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, ფაქტების კონსტატაციის მასალები, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები. ამასთან, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით ცალსახადაა განსაზღვრული, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელეს არ წარმოუდგენია მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდებოდა ლ-------------ის მიერ მის გარდაცვალებამდე მოსარჩელეების რჩენის ფაქტს. საქმეში წარმოდგენილი ლ-------------ის ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა იძლევა მხოლოდ ინფორმაციას სარჩელის განხილვის დროს მოსარჩელის სამედიცინო დიაგნოზების შესახებ, თუმცა არ იძლევა შესაძლებლობას დადგინდეს, იყო თუ არა იგი შრომისუუნარო ან შეზღუდული შრომისუნარიანი - ჯანმრთელობის მდგომარეობის გამო ლ-------------ის გარდაცვალების დროს. ამასთან, ლ-------------ის გარდაცვალების დროისათვის ლ-------------ე და ც-–-----------–---–ი არ იყვნენ საპენსიო ასაკს მიღწეულნი (იხ. 3.2 და 3.14 ფაქტობრივი გარემოებები). ამდენად, სასამართლო მიიჩნევს, რომ სასარჩელო მოთხოვნა აღნიშნულ ნაწილში არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხეს დაეკისროს მატერიალური ზიანის ანაზღაურება 150000 ლარის ოდენობით, რათა მოსარჩელეებმა შეძლონ საცხოვრებელი ბინის შეძენა, რომელიც, მოსარჩელეების განმარტებით, ლ-------------ეს უნდა ეყიდა მათთვის.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1----ე მუხლის პირველი ნაწილის შინაარსიდან გამომდინარეობს, რომ სახელმწიფოს მიერ მიყენებული ზიანი შეიძლება ანაზღაურდეს, თუ სახეზეა ზიანი, ზიანი მიყენებულია სახელმწიფო/სახელმწიფო მოსამსახურის განზრახი ან უხეში გაუფრთხილებლობით ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო ქმედებით და ქმედებასა და დამდგარ ზიანს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი. ზიანის ანაზღაურებისათვის მნიშვნელოვანია არსებობდეს მოცემული სამივე კომპონენტი, წინააღმდეგ შემთხვევაში დაუშვებელია ზიანის ანაზღაურების მოთხოვნის დაკმაყოფილება.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ პირმა, რომელიც ვალდებულია აანაზღაუროს ზიანი, უნდა აღადგინოს ის მდგომარეობა, რომელიც იარსებებდა, რომ არ დამდგარიყო ანაზღაურების მავალდებულებელი გარემოება.

 

მითითებული კოდექსის 411-ე მუხლის შესაბამისად, ზიანი უნდა ანაზღაურდეს არა მხოლოდ ფაქტობრივად დამდგარი ქონებრივი დანაკლისისთვის, არამედ მიუღებელი შემოსავლისთვისაც. მიუღებლად ითვლება შემოსავალი, რომელიც არ მიუღია პირს და რომელსაც იგი მიიღებდა, ვალდებულება ჯეროვნად რომ შესრულებულიყო.

 

ამავე კოდექსის 412-ე მუხლის მიხედვით, ანაზღაურებას ექვემდებარება მხოლოდ ის ზიანი, რომელიც მოვალისათვის წინასწარ იყო სავარაუდო და წარმოადგენს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ ზიანი უნდა ანაზღაურდეს სრულად, ამასთან, ანაზღაურებას ექვემდებარება არა მხოლოდ დამდგარი ზიანი, არამედ მიუღებელი შემოსავალიც. მიუღებელი შემოსავალი წარმოადგენს სავარაუდო შემოსავალს, მაგრამ მისი დადგენისათვის გათვალისწინებულ უნდა იქნას, თუ რამდენად მოსალოდნელი იყო მისი მიღება. ზიანის ანაზღაურების ერთ-ერთი აუცილებელი ნიშანი კი ისაა, რომ ზიანი უნდა იყოს ზიანის გამომწვევი მოქმედების უშუალო შედეგი. სასამართლო განმარტავს, რომ მართალია, მიუღებელი შემოსავლის არსი მდგომარეობს მის მიუღებლობაში, მაგრამ სასამართლომ უნდა შეაფასოს, რომ არა ზიანის მიმყენებლის ქმედება, რამდენად მიიღებდა მხარე ამ სარგებელს და რამდენად რეალური იქნებოდა აღნიშნული. ამრიგად, მიუღებელი შემოსავლის მტკიცება არ უნდა ეფუძნებოდეს აბსტრაქტულ, მხოლოდ მოსაზრებაზე დამყარებულ გარემოებებს, არამედ უნდა დასტურდებოდეს კონკრეტული ფაქტებითა და მტკიცებულებებით.

 

განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელეებს არ წარმოუდგენიათ მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა ლ-------------ის მიერ მათთვის ბინის ყიდვის დაპირების ფაქტს, განსაკუთრებით იმ პირობებში, რომ ლ-------------ის საკუთრებაში ირიცხება ბინა (მის: ქ.თბ--–-------–---------------------------------------------7, ს/კ 0----------------------). ამასთან, საქმეში არ არის მტკიცებულებები, რომელიც დაადასტურებდა მოსარჩელის მიერ მითითებულ გარემოებას - 2-ოთახიანი საცხოვრებელი ბინის საბაზრო ღირებულების შესახებ. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მიუღებელი შემოსავლის დაკისრების საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 411-ე მუხლით გათვალისწინებული წინაპირობები განსახილველ შემთხვევაში არ იკვეთება. ამდენად, აღნიშნულ ნაწილში სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.4. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოპასუხისათვის მორალური ზიანის ანაზღაურება მოსარჩელეების შვილის გარდაცვალების გამო.

 

მორალური ზიანის ანაზღაურების შესახებ სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით სასამართლო დამატებით მიუთითებს, რომ არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების წესს ითვალისწინებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლი, რომლის პირველი ნაწილის თანახმად, არაქონებრივი ზიანისათვის ფულადი ანაზღაურება შეიძლება მოთხოვილ იქნას მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში გონივრული და სამართლიანი ანაზღაურების სახით. ამავე მუხლის მე-2 ნაწილით დადგენილია, რომ სხეულის დაზიანების ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შემთხვევებში დაზარალებულს შეუძლია მოითხოვოს ანაზღაურება არაქონებრივი ზიანისთვისაც.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-18 მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, პირს უფლება აქვს სასამართლოს მეშვეობით, კანონით დადგენილი წესით დაიცვას საკუთარი პატივი, ღირსება, პირადი ცხოვრების საიდუმლოება, პირადი ხელშეუხებლობა ან საქმიანი რეპუტაცია შელახვისაგან.

 

სასამართლო განმარტავს, რომ კანონით ერთმნიშვნელოვნად დადგენილი მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლების გარდა კანონით დაცული სხვა უფლებების შეზღუდვა, მისი დადასტურების შემთხვევაშიც კი, არ წარმოშობს არაქონებრივი ზიანის ანაზღაურების ვალდებულებას.

 

საქართველოს უზენაესი სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატის 2012 წლის 20 იანვრის განჩინებაში (საქმეზე №ას-1156-1176-2011) საკასაციო სასამართლომ განმარტა, რომ კერძო სამართლით გათვალისწინებული სხვადასხვა ურთიერთობების შედეგად შეიძლება ადგილი ჰქონდეს მორალურ, სულიერ ტანჯვას, მაგრამ მისი ანაზღაურება დაიშვება მხოლოდ კანონით ზუსტად განსაზღვრულ შემთხვევებში, ე.ი. კანონი პირდაპირ ადგენს, თუ კონკრეტულად რომელი სიკეთის ხელყოფის შემთხვევაში შეიძლება მოითხოვოს დაზარალებულმა არაქონებრივი ზიანისათვის ანაზღაურება. ამდენად, კანონის მიზანია, შეამციროს, შეზღუდოს ამ ნორმით გათვალისწინებული შედეგის დაუსაბუთებელი გაფართოება, რათა უზრუნველყოფილი იქნას სამოქალაქო ბრუნვის სტაბილურობა და წესრიგი. ადამიანის ჯანმრთელობა წარმოადგენს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 413-ე მუხლის მე-2 ნაწილით დაცულ ერთ-ერთ სიკეთეს, რომლის ხელყოფისათვის დაზარალებულმა შეიძლება მოითხოვოს არაქონებრივი (მორალური) ზიანის ანაზღაურება. მითითებული ნორმით დადგენილი შედეგის აუცილებელ პირობას წამოადგენს ადამიანის ჯანმრთელობის ხელყოფა, რის შედეგად დაზარალებულმა, ასევე განიცადა სულიერი ტანჯვა, ფსიქიკური სტრესი“.

 

როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეები მორალური ზიანის ანაზღაურების საფუძვლად უთითებს იმ ფაქტს, რომ შვილის გარდაცვალებით მათ მიადგათ ძლიერი ფიზიკური და სულიერი ტანჯვა.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლობით გათვალისწინებული არ არის შვილის ან სხვა ახლობლის სიცოცხლის ხელყოფის გამო მიყენებული მორალური ზიანის ანაზღაურება. მორალური ზიანის გამო ფულადი კომპენსაცია შეიძლება მიეცეს მხოლოდ დაზარალებულს და არა მის უფლებამონაცვლეს. ამდენად, აღნიშნულ ნაწილშიც სასარჩელო მოთხოვნა არის დაუსაბუთებელი და იგი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სასამართლო ხარჯებს მოიცავს სახელმწიფო ბაჟი. ამასთან, პირველი ნაწილის „გ“ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სასამართლო ხარჯების გადახდისაგან თავისუფლდებიან: მოსარჩელეები – დანაშაულით მიყენებული მატერიალური ზარალის ანაზღაურების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელეები უნდა გათავისუფლდნენ სახელმწიფო ბაჟის გაადახდისაგან.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-12, მე-13 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 37-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა

 

1. ლ-------------ისა და ც-–-----------–---–ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს.

 

2. მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით თბილისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ.თბილისი, გრიგოლ რობაქიძის გამზ. №7ა) თბილისის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (მდებარე: ქ. თბილისი, დავით აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. №6) 14 დღის ვადაში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემის მომენტიდან.

 

მოსამართლე ინგა კვაჭანტირაძე