გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/6171-19
გადაწყვეტილება
ს----------–--ს სახელით
03 ივლისი 2019 წელი ქ. თ---–--ი
შესავალი ნაწილი
თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე დალი აბჟანდაძე
სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი
მოსარჩელე - თ---------------
წარმომადგენელი - ი-------------ე
მოპასუხე - დ-----------–----
წარმომადგენელი - თ------------ე
დავის საგანი: ალიმენტის დაკისრება.
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1 დ-----------–----სთვის (პ/ნ 3----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–------------ს დაბადებული ნ---------–----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
1.2 დ-----------–----სთვის (პ/ნ 3----------) არასრულწლოვანი შვილის - 2----–-–---------–--ს დაბადებული რ------------–----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ყოველთვიურად 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
მოსარჩელის პოზიცია:
თ--------------- და დ-----------–---- 2001 წლის 28 აპრილიდან 2----–-–----------------ამდე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ს დაბადებული ნ---------–---- და 2----–-–---------–--ს დაბადებული რ------------–----. მხარეები, 2----–-–----------------იდან ერთად აღარ ცხოვრობენ, არასრულწლოვანი შვილები ცხოვრობენ დედასთან ერთად მისამართზე: ქ. თ---–--ი, პ--------------------, ბ-------. შვილებზე როგორც მატერიალურად ასევე მორალურად ზრუნავს დედა, რომელსაც ეხმარებიან მშობლები.
უფროსი შვილი ნ---------–----, არის აბიტურიენტი, ის სწავლობს კერძო სკოლა ,,მ–----------------–--ში“, სადაც სწავლის საფასური წელიწადში შეადგენს 3000 ლარს და სხვადასხვა საგნებში ემზადება კერძო პედაგოგებთან, უმცროსი შვილი რ-----------–----ც ასევე სწავლობს კერძო სკოლა ,,მ–----------------–--ში“, სწავლის საფასური შეადგენს წელიწადში - 3000 ლარს, დადის აიკიდოს წრეზე და ემზადება კერძო პედაგოგებთან. სკოლას აქვს სატრანსპორტო მომსახურება, რომელიც ორივე არასრულწლოვნებისთვის დამატებით ხარჯებს მოითხოვს. ტანსაცმელი, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტი, კვება და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაფერი დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან.
მოპასუხე დ-----------–---- ბოლო ერთი წელია თითოეულ ბავშვს უხდის 100 ლარს, რაც ბავშვების მინიმალურ საჭიროებებსაც ვერ აკმაყოფილებს და არც დამატებით არანაირ ხარჯებში არ ღებულობს მონაწილეობას, თავს არიდებს ფინანსურ ხარჯებთან დაკავშირებულ პასუხისმგებლობას.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე დ-----------–---მა ნაწილობრივ ცნო სარჩელი. მისი განცხადებით, მხარეები განქორწინდნენ 2011 წელს, ხოლო იურიდიულად განქორწინება გაფორმდა 2012 წელს იუსტიციის სახლში.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე პროფესიით არის ე-----ე-------------–----, მას ჰქონდა რამდენიმე სამსახური, ასევე შეთავსებული აქვს ფსიქოლოგია, პაციენტებს ღებულობს სახლშიც და აქვს სოლიდური შემოსავალი.
არასრულწლოვნები ნამდვილად სწავლობენ კერძო სკოლაში, რომელიც არის საკმაოდ ძვირი და გადახდის შესაძლებლობა მოპასუხისთვის არის მძიმე. გამომდინარე იქედან, რომ ბავშვები დადიან კერძო სკოლაში, გასაოცარია, რომ ისევ სჭირდებათ დამატებით კერძო მასწავლებლებთან მომზადება.
დ-----------–----ს მითითებით, მოპასუხესთან განქორწინების შემდეგ მას არ მიუტოვებია მისი შვილები და გვერდში ედგა როგორც მატერიალურად ისე მორალურად. თუ ჰქონდა შემოსავალი ყიდულობდა ძვირადღირებულ ნივთებს, თუ არ ჰქონდა, ბანკიდან იღებდა გრძელვადიან სესხებს, რომ დაეკმაყოფილებინა მათი სურვილები. ნ---------–---ს შეუძინა პლანშეტი 200 ლარად, თ--------------ის მოთხოვნით ის და ნ---------–---- დააფინანსა საზღვარგარეთ, კერძოდ ესპანეთში დასასვენებლად რომ წასულიყვნენ, რის გამოც გამოიტანა სესხი 3500 ლარის ოდენობით, შვილებს ასევე განვადებით შეუძინა ლეპტოპი 899 ლარად, შეუძინა სათამაშო კომპიუტერი ,,იქსბოქსი“ 850 ლარად, მობილური ტელეფონები, ბავშვები დაჰყავდა გასართობ ადგილებში, ცირკში, კინოში, მოსარჩელეს ხელზე აძლევდა სახარჯო ფულს, ასევე აფინანსებდა ბავშვებს ფულადი თანხებით, მის მიერ დაფინანსებული იქნა ნ---------–----ს სიბრძნის კბილების ქირურგიული ოპერაცია, შეუძინა კბილების გასასწორებელი ფიქსატორი. შვილები დაზღვეული არიან სადაზღვევო კომპანიაში, რომლის გადასახადიც ეჭრება ხელფასიდან.
მოპასუხეს მეორე ქორწინებიდან ჰყავს ორი მცირეწლოვანი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული ს---------–---ი და 2----–-–------------ს დაბადებული ნ----------–---ი, რომლებიც ასევე საჭიროებენ მამის ყურადღებას და დახმარებას, ჰყავს მეუღლე - ნ---------–--ე, რომელიც არის უმუშევარი. ახალ ოჯახთან ერთად ცხოვრობს საბანკო კრედიტით შეძენილ მცირე ზომის, სარემონტო ბინაში და არ აქვს საშუალება, რომ იცხოვროს ფუფუნებაში.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. თ--------------- და დ-----------–---- 2001 წლის 28 აპრილიდან 2----–-–------------------დე იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- განქორწინების მოწმობა ( იხ. ს.ფ.17)
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.2. თ---------------ს და დ-----------–---ს თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–------------ს დაბადებული ნ---------–---- და 2----–-–---------–--ს დაბადებული რ------------–----.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.18);
- დაბადების მოწმობა. (იხ.ს.ფ.19);
3.1.3. თ--------------- და დ-----------–---- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, კერძოდ თ--------------- ცხოვრობს მშობლებთან მისამართზე: ქ. თ---–--ში, პ--------------------, ბ-------, ხოლო დ-----------–---- ცხოვრობს მისამართზე: ქ. თ---–--ში, დ--------------, დ-----–-------- მ/რ-ნი, კ-----------, ბ------- არასრულწლოვანი შვილები ნ---------–---- და რ-----------–---- ცხოვრობენ დედასთან - თ---------------სთან ერთად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (იხ.ს.ფ. 147)
3.1.4. შპს თ---–--ის ზოგადსაგანმანათლებლო ს----–---–-–-----ს ,,მ–----------------–--ის“ დირექტორის მიერ, 2019 წლის 25 მარტს გაცემული ცნობების მიხედვით, ნ---------–---- და რ-----------–---- სწავლობენ ამავე სკოლის მეთერთმეტე და მეექვსე კლასში. ნ---------–----ს სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს 3000 ლარს, ხოლო რ-----------–----ს სწავლის წლიური გადასახადი შეადგენს - 4000 ლარს. ისინი სარგებლობენ სკოლა ,,მ–----------------–--ის“ ტრანსპორტის მომსახურებით, რომლის ღირებულება წელიწადში შეადგენს თითოეულისათვის 650 ლარს.
ნ---------–---- და რ-----------–---- სკოლის მიერ ხასიათდებიან დადებითად როგორც ნ---------–---- ასევე რ-----------–---- სხვადასხვა აქტივობებში მონაწილეობისათვის დაჯილდოვებული არიან ,,დიპლომებით“ და ,,სიგელებით“, მათი აკადემიური მოსწრება მაღალია.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შპს თ---–--ის ზოგადსაგანმანათლებლო ს----–---–-–----- ,,მ–----------------–--ის“ დირექტორის მიერ, 2019 წლის 25 მარტს გაცემული ცნობები (იხ. ს.ფ.20-21)
- შპს თ---–--ის ზოგადსაგანმანათლებლო ს----–---–-–----- ,,მ–----------------–--ის“ დირექტორის მიერ გაცემული ცნობები (იხ.ს.ფ. 22-23),- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.5. თ--------------- ამჟამად არის უმუშევარი, ის 2018 წლის ოქტომბრის თვიდან გადის დ----------------ის სახელობის ფ------–-----ს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრში გ------------- ფ------–-----ს შესწავლის 9 თვიან კურსს. თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილებით, აღიარებული იქნა თ--------------ის უფლება საექიმო სპეციალობაში - ე-------------–----ა, ხოლო 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინებით, შეწყდა თ--------------ის სარჩელი სსიპ თბილისის ს----–-–----- სა-----–---------------------ს მიმართ, რომლითაც ითხოვდა დიპლომის შემდგომი განათლების სარეზიდენტო/რეზიდენტურის ალტერნატიულ პროგრამაზე საექიმო სპეციალობით ,,ე-------------–----ა“ და ამ საექიმო სპეციალობის - ,,ე-------------–----ა“ შესაბამისობის აღიარებას, თ--------------ითვის დიპლომით მინიჭებულ კვალიფიკაციასთან - ,,ე----“, ხოლო 2015 წლის 28 იანვრის ს----------–--ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისრტოს წერილით თ---------------ს განემარტა, რომ ს----–-–----- სასერთიფიკაციო გამოცდაზე დაშვების საკითხის განხილვა შესაძლებელია ერთიანი დიპლომისშემდგომი საკვალიფიკაციო გამოცდის, პროფილით ,,სამკურნალო საქმე“ წარმატებით ჩაბარების შემთხვევაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- დ----------------ის სახელობის ფ------–-----ს სასწავლო-საკონსულტაციო ცენტრის ცნობა (იხ.ს.ფ.126);
-თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2013 წლის 09 აგვისტოს გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.108-118)
- 2014 წლის 13 ნოემბრის განჩინება (იხ. ს.ფ.119-129)
-2015 წლის 28 იანვრის ს----------–--ს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისრტოს წერილი(იხ. ს.ფ.124-125)
- მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი);
3.1.6. დ-----------–---- და ნ---------–--ე რეგისტრირებულ ქორწინებაში იმყოფებიან 2013 წლის 08 თებერვლიდან, თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ორი შვილი: 2----–-–-------------ს დაბადებული - ს---------–---ი და 2----–-–------------ს დაბადებული ნ----------–---ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ქორწინების მოწმობა (იხ. ს.ფ.82)
- დაბადების მოწმობები (იხ.ს.ფ.80-81)
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.04.2019 წლის ცნობით, თ--------------ის
(პ/ნ 0----------) შემოსავალს 2018 წლის მაისის თვიდან - 2018 წლის ოქტომბრის თვის ჩათვლით შეადგენს - 1875 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი არის - 375.00 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 34-35);
- მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.2. სსიპ შემოსავლების სამსახურის 05.04.2019 წლის ცნობით, დ-----------–----ს (პ/ნ 3----------) შემოსავალს 2018 წლის იანვრის თვიდან- 2019 წლის იანვრის თვემდე შეადგენს - 68641.67 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი არის - 13882.35 ლარი, შესაბამისად, დ-----------–----ს საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს 2018 წლის 01 იანვრიდან -2018 წლის დეკემბრის თვის ჩათვლით - 4563.27 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ შემოსავლების ცნობა (იხ.ს.ფ 28-30);
- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.3. სს ,,თ------------“ და დ-----------–---ს (მსესხებელი) შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულების მიხედვით, კრედიტის თანხა განისაზღვრა 32000 აშშ დოლარით, კრედიტის ვადა - 4566 დღით, ყოველთვიური შენატანი - 304,94 აშშ დოლარით.
2019 წლის 15 მაისის გადახდის გრაფიკით დასტურდება, რომ აღნიშნულ სესხზე დ-----------–----ს გადახდილი ძირი თანხის ოდენობა შეადგენს 14562.32 დოლარს და პროცენტი - 5 771,77 დოლარს, ხოლო გადასახდელი თანხა შეადგენს - 17437.68 დოლარს და პროცენტი - 9573.11 დოლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სს ,,თ------------“ და დ-----------–---ს (მსესხებელი) შორის დადებული საბანკო კრედიტის ხელშეკრულება და თანდართული გრაფიკი (იხ.ს.ფ 65-76);
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება;
- გადახდის გრაფიკი (იხ.ს.ფ202-203);
3.2.4. სსიპ გ---------------–---–-ს ს----–-----------------–--ს თ-----–--ს სამინისტროს ს---------------------–-ს მიერ, 2019 წლის 10 მაისს გაცემული ცნობის # M---------------- მიხედვით, დ-----------–---- 2018 წლის 10 მაისიდან მუშაობს სსიპ გიორგი აბრამიშვილის ს----–-----------------–--ს თა----–-----------------ს ს---------------------–-ს დირექტორის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს - 3960 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სსიპ გ---------------–---–-ს ს----–-----------------–--ს თა----–-----------------ს ს---------------------–-ს მიერ 2019 წლის 10 მაისს გაცემული ცნობა (იხ.ს.ფ 194);
- ს----------–--ს თ-----–--ს მ-------------------- (იხ.ს.ფ 195-196)
- მოპასუხე მხარის ახსნა-განმარტება (იხ. სხდომის ოქმი);
3.2.5. სს „ლიბერთი ბანკის“ 30.08.2017 შემოსავლის ორდერით და სსიპ გ---------------–---–-ს ს----–-----------------–--ს თა----–-----------------ს ს---------------------–-ს მიერ შედგენილი კალკულაციის მიხედვით, დ-----------–----ს მიერ, ნ---------–----ს რეტენციული კბილის ექსრაქციისთვის გადახდილია -333.34 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- შემოსავლის ორდერი (იხ.ს.ფ.199);
- კალკულაცია (იხ.ს.ფ.199);
3.2.6.სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ მას, გამომდინარე იქედან, რომ შეიძინა საცხოვრებელი ბინა, გააჩნია სასესხო ვალდებულებები საბანკო დაწესებულებაში და ამ მიზეზის გათვალისწინებით, მისი შემოსავლებიდან გამომდინარე, არ შეუძლია არასრულწლოვან შვილებს გადაუხადოს ალიმენტი სარჩელით მოთხოვნილი ოდენობით.
აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებები:
სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი, 10.04.2019 წ. ინფორმაციის მიხედვით, დ-----------–----ს შემოსავალს 2018 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის იანვრის თვემდე შეადგენს - 68641.67 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი შეადგენს - 13 882.35 ლარს, შესაბამისად, მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს (68641-13 882.35):12თვე = 4563.27 ლარს, ამასთან, საქმეში არსებული საბანკო ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს სს ,,თ---------კთან“ გააჩნია ყოველთვიურად გადასახდელი თანხა 304.94 აშშ დოლარის ოდენობით, რაც ადასტურებს იმ გარემოებას, რომ მოპასუხეს შესწევს უნარი შვილებს გადაუხადოს რჩენა-აღზრდისათვის ალიმენტი, ამასთან, მტკიცებულება იმის შესახებ, რომ მისი შემოსავლებიდან გამომდინარე ვერ ასრულებს ბანკის მიმართ საკრედიტო ვალდებულებას და არის მძიმე მდგომარეობაში მოსარჩელეს არ წარმოუდგენია, პირიქით, სასამართლო სხდომაზე როგორც საქმეში წარმოდგენილი მოწმის ნ---------–--ის ასევე მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებით, მოპასუხე წინასწარ იხდის განსაზღვრულ ოდენობაზე უფრო მეტი თანხის ოდენობას ბანკში, გამომდინარე იქედან, რომ მალე დაფაროს ქონების შეძენისათვის აღებული იპოთეკური სესხის თანხა(იხ.ს.ფ.202-203).
მოპასუხე განმარტავს, რომ მას ასევე ჰყავს მეორე ქორწინებიდან ორი მცირეწლოვანი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული ს---------–---ი და 2----–-–------------ს დაბადებული ნ----------–---ი, რომელთა კვების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით - 600 ლარს, ჰიგიენური საშუალებების თანხა - 300 ლარს, ტანსაცმლის - 400 ლარს, კომუნალური გადასახადები ზამთრის პერიოდში დაახლოებით შეადგენს- 250 ლარს, ხოლო ზაფხულის პერიოდში - 150 ლარს, შესაბამისად, აღნიშნული ხარჯი სრულად შეადგენს დაახლოებით - 1550 ლარს, აღნიშნული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, თუმცა სასამართლო იზიარებს იმ პოზიციას, რომ ზემოთაღნიშნული გარემოებები ხარჯებთან არის დაკავშირებული. მოწმე ნ---------–--ის განმარტებით კვებისა და ჰიგიენური საშუალებებისათვის ორივე ბავშვზე იხარჯება დაახლოებით - 500 ლარი, კომუნალური გადასახადები ზამთარში 350 ლარს აღწევს, ხოლო ზაფხულის პერიოდში 80-120 ლარს, რაც შეეხება ტანსაცმელს, ბავშვები იცმევენ მეგობრის შვილების გამოცვლილ ტანსაცმელებს და ძირითადად არ იხარჯება თანხა, ხოლო გამონაკლისია ფეხსაცმელი, რასთან დაკავშირებითაცა ცდილობენ, რომ შეიძინონ მხოლოდ იაფფასიანი, მიუხედავად იმისა, რომ ერთ-ერთ ბავშვს სჭირდება ორთოპედიული ფეხსაცმელი.
საქმის მასალებში წარმოდგენილია 2018 წლის ნოემბრის თვიდან - 2019 წლის აპრილის თვის ჩათვლით კომუნალური გადასახადის გადახდის ქვითრები, საიდანაც სს ,,თელასის“, დასუფთავების სამსახურის, ,,ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის“ - წყლის და გაზის გადასახადი 2019 წლის იანვრის თვეში შეადგენს - 160.83 ლარს, 2109 წლის თებერვლის თვეში შეადგენს -154.70 ლარს 2019 წლის მარტის თვეში შეადგენს- 153,40 ლარს და 2019 წლის აპრილის თვეში შეადგენს -102.10 ლარს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნები - ნ---------–---- და რ------------–---- არიან სკოლის მოსწავლეები, მათ ესაჭიროებათ კვება, ტანსაცმელი, დამატებითი მეცადინეობა კერძო მასწავლებლებთან, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. მოსარჩელე მხარის განმარტებით ნ---------–---- სწავლობს კერძო სკოლა ,,მ–----------------–--ში“, სადაც სწავლის საფასური წელიწადში შეადგენს - 3000 ლარს, სკოლას აქვს სატრანსპორტო მომსახურება თვეში 650 ლარის ოდენობით, შესაბამისად, ყოველთვიურად სკოლის და ტრანსპორტის მომსახურების გადასახადი შეადგენს - 415 ლარს, ის არის აბიტურიენტი და სხვადასხვა საგნებში ემზადება კერძო პედაგოგებთან, კერძოდ ინგლისური ენის გადასახადი შეადგენს თვეში -120 ლარს, რუსული ენის - 100 ლარს, მათემატიკის გადასახადი -120 ლარს და ფიზიკა-ქიმიის გადასახადი - 120 ლარს.
უმცროსი შვილი რ-----------–----ც ასევე სწავლობს კერძო სკოლა ,,მ–----------------–--ში“, სწავლის საფასური შეადგენს წელიწადში - 4000 ლარს, ყოველთვიურად სკოლის და ტრანსპორტის მომსახურების გადასახადი შეადგენს - 415 ლარს, დადის ,,ტაკემუსუ აიკიდოს“ წრეზე, სადაც ყოველთვიური გადასახადი შეადგენს -70 ლარს და ემზადება კერძო პედაგოგებთან, კერძოდ ინგლისური ენის გადასახადი შეადგენს თვეში -120 ლარს, რუსული ენის - 100 ლარს, მათემატიკის გადასახადი -120 ლარს. ტანსაცმელი, სამედიცინო მომსახურება, ტრანსპორტი, კვება და სხვა საყოფაცხოვრებო ნივთები, ყველაფერი დაკავშირებულია მატერიალურ სახსრებთან. ორივე არასრულწლოვანს ყოველთვიურად კვებისათვის სჭირდებათ დაახლოებით - 800 ლარი, ტანსაცმლის, ფეხსაცმლის და ჰიგიენური საშუალებებისათვის კი - 300 ლარი.
ამდენად, როგორც აღინიშნა მოპასუხე დ-----------–----ს საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 4563.27 ლარს, საიდანაც მცირეწლოვანი შვილების საჭიროებისათვის და კომუნალური გადასახადებისათვის დანახარჯი შეადგენს დაახლოებით 1550 ლარს (თუ გაზიარებული იქნება მოპასუხის განმარტება), ხოლო თუ სასამართლო გაითვალისწინებს, რომ საბანკო დაწესებულების მიმართ გადასახდელი თანხის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს - 304.94 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში (ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსი ლართან მიმართებაში 1აშშ დოლარი - 2.8237 ლარი) - დაახლოებით 861.053 ლარს, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ყოველივე ამ საჭიროებების გათვალისწინებით, მოპასუხეს მისი სახელფასო ანაზღაურებიდან გამომდინარე რჩება იმ ოდენობის შემოსავალი, რომ უზუნველყოს არასრულწლოვანი შვილების რჩენა-არზრდისათვის საჭირო ხარჯების გაღება მის მიერ მითითებულ ოდენობაზე მეტი, ამასთან, აღნიშნული შემოსავალი გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხეს ჰყავს კიდევ ორი მცირეწლოანი შვილი, სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვანი შვილების ნ---------–----ს და რ-----------–----ს სასარგებლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს სასამართლო სხდომაზე მათს ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.
სასამართლო განმარტავს, რომ საპროცესო კოდექსი, აწესებს მტკიცების განაწილების სტანდარტს, თუმცა თითოეული მტკიცებულების შეფასებას, სასამართლოს შინაგან რწმენას უკავშირებს. მიუხედავად იმისა, რომ სასამართლოს შინაგანი რწმენა განპირობებულია სუბიექტური კრიტერიუმით, აღნიშნული პრინციპი არ არის შეუზღუდავად უზრუნველყოფილი და უნდა ეფუძნებოდეს მტკიცებულებათა ყოველმხრივ და სრულ გამოკვლევას. მხარეთა შორის მტკიცების ტვირთი განაწილებულ უნდა იქნეს იმგვარად, რომ მოსარჩელესა და მოპასუხეს უნდა დაეკისროთ იმ ფაქტების დამტკიცება, რომელთა მტკიცება მათთვის ობიექტურად შესაძლებელია.
მტკიცების ტვირთის მხარეთა შორის სწორად გადანაწილებას არა მარტო საპროცესო-სამართლებრივი, არამედ არსებითი მატერიალურ-სამართლებრივი მნიშვნელობაც გააჩნია, ვინაიდან მხარის მიერ ამ მოვალეობის შეუსრულებლობას ან არაჯეროვნად განხორციელებას, შედეგად მოჰყვება ამავე მხარისათვის უარყოფითი, არახელსაყრელი შედეგი.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
4.1. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას და განკუთვნილია არასრულწლოვანის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის, მშობლების, ასევე შვილის რეალური მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვის რჩენა-აღზრდის საჭიროებების გათვალისწინებით, სასარჩელო მოთხოვნა ალიმენტის დაკისრების თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და ალიმენტის ოდენობა განისაზღვროს თითოეულ არასრულწლოვანზე ყოველთვიურად 450 ლარის ოდენობით.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე, 1212-ე, 1213-ე, 1214-ე, 1234-ე, “ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3, მე-18, 27-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. მოსარჩელემ ალიმენტის მოპასუხისათვის დაკისრება მოითხოვა იმ ფაქტობრივ გარემოებაზე მითითებით, რომ მხარეებს ჰყავთ არასრულწლოვანი შვილები, 2----–-–------------ს დაბადებული ნ---------–---- და 2----–-–---------–--ს დაბადებული რ------------–----, რომლებიც მეორე მშობლისაგან ასევე, მატერიალურ დახმარებას საჭიროებენ.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 1198-ე მუხლის თანახმად: მშობლები უფლებამოსილნი არიან აღზარდონ თავისი შვილები, იზრუნონ მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი და სოციალური განვითარებისათვის, აღზარდონ ისინი საზოგადოების ღირსეულ წევრებად, მათი ინტერესების უპირატესი გათვალისწინებით. ამავე კოდექსის 1212-ე მუხლის თანახმად მშობლები მოვალენი არიან არჩინონ თავიანთი არასრულწლოვანი შვილები, აგრეთვე შრომისუუნარო შვილები, რომლებიც დახმარებას საჭიროებენ.
სამოქალაქო კოდექსის 1213-ე მუხლის თანახმად, არასრულწლოვანი ან სრულწლოვანი შრომისუუნარო შვილებისათვის გადასახდელი ალიმენტის ოდენობას განსაზღვრავენ მშობლები ურთიერთშეთანხმებით.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია ფაქტობრივი გარემოება იმის თაობაზე, რომ დ-----------–---- და თ--------------- ცხოვრობენ ცალ-ცალკე, მხარეებს შორის ფაქტობრივი საქორწინო ურთიერთობა შეწყვეტილია. ბავშვების საცხოვრებელ ადგილს წარმოადგენს დედის საცხოვრებელი ადგილი. შესაბამისად, ზემოაღნიშნული ნორმების თანახმად, ორივე მშობელი ვალდებულია არჩინოს არასრულწლოვანი შვილი.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანხმად: თუ მშობლები ვერ შეთანხმდნენ ალიმენტის ოდენობაზე მაშინ დავას გადაწყვეტს სასამართლო. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში. ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას სასამართლო მხედველობაში იღებს როგორც მშობლების, ისე შვილის რეალურ მატერიალურ მდგომარეობას.
კანონის ზემოხსენებული დანაწესი ადგენს მშობელთა ვალდებულებას, უზრუნველყონ თავიანთი შვილების მატერიალური კეთილდღეობა. აღნიშნული მიზნით მშობლები თანხმდებიან შვილის სარჩენად განკუთვნილი ალიმენტის ოდენობის შესახებ, თუმცა მითითებული შეთანხმების მიუღწევლობისას გადაწყვეტილებას ალიმენტის მოცულობის თაობაზე იღებს სასამართლო. კანონმდებელი არასრულწლოვანის რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების ზღვრულ ოდენობას არ ითვალისწინებს და შესაძლებლობას აძლევს სასამართლოს, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, ალიმენტის მოცულობა დაადგინოს ისეთი გარემოებების ობიექტურად და სამართლიანად შეფასების შედეგად, როგორიცაა მშობლების რეალური ფინანსური შესაძლებლობები, სარჩენი ბავშვის ასაკი, ჯანმრთელობის მდგომარეობა, მისი საჭიროებანი, თითოეული მშობლის კმაყოფაზე მყოფ პირთა რიცხვი და სხვა.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - ს----–-–----- თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
აღნიშნულ ნორმასთან დაკავშირებით, ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგად კომენტარში #14, რომლის მიზანია უზრუნველყოს ბავშვის საუკეთესო ინტერესების გათვალისწინება და პატივისცემა კონვენციის მონაწილე ს----–-–-----თა მიერ, აღნიშნულია, რომ ბავშვის საუკეთესო ინტერესების ცნება კომპლექსურია და უნდა განისაზღვროს ყოველი ცალკეული საქმის მიხედვით. ბავშვის საუკეთესო ინტერესი უნდა მოერგოს და განისაზღვროს ინდივიდუალურად, შესაბამისი ბავშვის თუ ბავშვების კონკრეტული სიტუაციის მიხედვით, მათი პირადი კონტექსტის, მდგომარეობის, კონკრეტული გარემოებებისა და საჭიროებების გათვალისწინებით. გადაწყვეტილების მისაღებად აუცილებელია ბავშვის საუკეთესო ინტერესების ყველა ელემენტის შეფასება და დაბალანსება.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე ს----–-–-----ები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის საუკეთესო ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის 27-ე მუხლით აღიარებულია ასევე ყოველი ბავშვის უფლება - უზრუნველყოფილი იყოს ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მისი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის. მშობლებს ან ბავშვის სხვა აღმზრდელებს ეკისრებათ ძირითადი პასუხისმგებლობა, თავიანთი უნარისა და ფინანსური შესაძლებლობების ფარგლებში უზრუნველყონ ბავშვის განვითარებისათვის საჭირო ცხოვრების პირობები. კონვენციის აღნიშნული ნორმა არასრულწლოვან შვილზე ზრუნვას და ცხოვრების ნორმალური პირობების შექმნის ვალდებულებას უპირატესად მშობლებს აკისრებს და მათ თანაბრად ეკისრებათ შვილის რჩენისა და აღზრდის ვალდებულება.
სასამართლო აგრეთვე მიუთითებს მშობლის პასუხისმგებლობის შესახებ ევრო საბჭოს წევრი ს----–-–-----ების მინისტრთა კომიტეტის R (84) 4 რეკომენდაციის პირველ პრინციპზე რომლის თანახმად, მშობლის პასუხისმგებლობა არის ვალდებულებებისა და უფლებამოსილებების ერთობლიობა რომელიც მოწოდებულია უზრუნველყოს ბავშვის მორალური და მატერიალური კეთილდღეობა, კერძოდ, ბავშვის მოვლა, ბავშვთან პირადი ურთიერთობების შენარჩუნება, და მისი უზრუნველყოფა განათლებით, რჩენისათვის საჭირო სახსრებით, ოფიციალური წარმომადგენლობით და მისი ქონების ადმინისტრირებით. ამავე რეკომენდაციის მე-2 პრინციპის თანახმად, უფლებამოსილი ორგანის ნებისმიერი გადაწყვეტილება მშობლის პასუხისმგებლობის განსაზღვრასთან ან ამ პასუხისმგებლობის განხორციელების გზებთან დაკავშირებით უპირველესად უნდა ეფუძნებოდეს ბავშვის ინტერესებს. 1966 წლის 16 დეკემბრის სამოქალაქო და პოლიტიკური უფლებების შესახებ, საერთაშორისო პაქტის (ს----------–--ში ძალაშია 1994 წლის 3 აგვისტოდან) 23-ე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ამ პაქტის მონაწილე ს----–-–-----ებმა უნდა განახორციელონ საჭირო ღონისძიებანი დაქორწინების, ქორწინებაში ყოფნისა და განქორწინების დროს მეუღლეთა თანასწორი უფლებებისა და მოვალეობების უზრუნველსაყოფად. განქორწინების შემთხვევაში გათვალისწინებული უნდა იყოს ბავშვის საჭირო დაცვა.
სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონისმიერი ურთიერთობების სამართლებრივი მოწესრიგების მიზანს ერთმნიშვნელოვნად წარმოადგენს არასრულწლოვანი ბავშვის უპირატესი ინტერესის დაცვა. არასრულწლოვანის „უპირატესი ინტერესია“ (“main interest“) - მიიღოს მშობლებისაგან ის სამართლებრივი სიკეთე, რაც აუცილებელია მისი საზოგადოებაში ღირსეულ წევრად ჩამოყალიბებისათვის. არასრულწლოვანი ბავშვის ამ ლეგიტიმური ინტერესის დაცვას ეძღვნება ეროვნული კანონმდებლობის - სამოქალაქო კოდექსის არაერთი ნორმა, ბავშვის ეს უფლება გარანტირებულია ასევე უნივერსალური საერთაშორისო-სამართლებრივი აქტებით, რომლებიც ს----–-–----- მხრიდან აწესებენ ს----–-–-----ს პოზიტიურ ვალდებულებას უზრუნველყოს ბავშვის ამგვარი ინტერესის დაცულობა.
აღნიშნული მოიცავს ს----–-–-----ს მხრიდან არა მხოლოდ ნეგატიური ჩარევის დაუშვებლობას (რაც იმას ნიშნავს, რომ ს----–-–-----მ არ უნდა დაარღვიოს არასრულწლოვანისათვის კანონით მინიჭებული უფლებები), არამედ აწესებს ს----–-–-----ს პოზიტიურ ვალდებულებასაც - განახორციელოს აქტიური მოქმედებები არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დაცვისათვის, კერძოდ, შეიმუშავოს არასრულწლოვანის უფლებებისა და კანონიერი ინტერესის დასაცავად საკანონმდებლო რეგულაციები.
,,სასამართლოს გადაწყვეტილება, რომელიც „ს----–-–-----ს სახელით“ გამოტანილი სამართლებრივი დოკუმენტია და შეეხება არასრულწლოვანის ინტერესებს, არის ს----–-–-----ს პოზიტიური ვალდებულების შესრულების ყველაზე ნათელი მაგალითი“ (იხ.სუსგ ას-307-294-2015, 3.06.2015 წელი)
ზემოხსენებული ნორმების შესაბამისად, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, მისთვის არა მარტო არსებობისათვის აუცილებელი მინიმუმის უზრუნველყოფას, არამედ, თუ ეს შესაძლებელია, ცხოვრების იმ დონის შენარჩუნებასაც, რომელიც მას ექნებოდა მშობლების ნორმალური ურთიერთობის პირობებში. ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე, შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა გათვალისწინებით. ამავე დროს, ალიმენტის ოდენობის განსაზღვრისას მხედველობაში მიიღება ის გარემოება, თუ რამდენს შეადგენს ალიმენტის გადამხდელის რეალური ქონებრივი მდგომარეობა. გასათვალისწინებელია, როგორც არასრულწლოვანი შვილის უფლება მიიღოს მშობლისაგან ალიმენტი, ასევე ის სამართლებრივი დანაწესი, რომ ორივე მშობელი თანაბრადაა ვალდებული იზრუნოს არასრულწლოვან შვილზე.
აღნიშნული ვალდებულების არსებობა უპირობო ხასიათს ატარებს, არ არის დამოკიდებული მშობლის ფინანსურ მდგომარეობაზე და იმის გამო, თუ შრომისუნარიან მშობელს არ გააჩნია სტაბილურად მაღალი მატერიალური შემოსავალი, იგი არ შეიძლება, გათავისუფლდეს შვილის რჩენის ვალდებულებისგან. მშობლის პოზიტიური ვალდებულება, არჩინოს არასრულწლოვანი შვილი, არა მისი ფაქტობრივად არსებული შემოსავლით, არამედ იმითაც განისაზღვრება, რამდენად შრომისუნარიანია მარჩენალი, რათა მან ყოველი ღონე იხმაროს შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდის პირობების შესაქმნელად.
საოჯახო-სამართლებრივ ურთიერთობებში უპირატესი ყურადღება ეთმობა ბავშვის უფლების სათანადოდ დაცვას. ალიმენტის განსაზღვრისას უპირატესია ბავშვის უფლება მიიღოს ნორმალური განვითარებისათვის აუცილებელი მატერიალური სახსრები. ამასთან, პერიოდული სარჩოს (ალიმენტის) ოდენობა უნდა დადგინდეს მშობლის მატერიალური მდგომარეობისა და შვილის რეალური საჭიროებების აუცილებელი გათვალისწინებით, სარჩელის აღძვრიდან მომავალი დროისათვის.
განსახილველ შემთხვევაში არასრულწლოვნების უპირატესი ინტერესი მდგომარეობს იმაში, რომ მხარეთა საერთო შვილები უზრუნველყოფილი უნდა იყვნენ ცხოვრების ისეთი დონით, რომელიც აუცილებელია მათი ფიზიკური, გონებრივი, სულიერი, ზნეობრივი და სოციალური განვითარებისათვის, რის გამოც ისინი ორივე მშობლის თანადგომას საჭიროებენ.
სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებებს, რომ დ-----------–---- დასაქმებულია და 2018 წლის 10 მაისიდან მუშაობს სსიპ ,,გ----------------–---–-- სახელობის, ს----------–--ს თა----–-----------------ს ს---------------------–-ს“ დირექტორის თანამდებობაზე და მისი ხელზე ასაღები ყოველთვიური თანამდებობრივი სარგო შეადგენს 3960.00 ლარს. ხოლო 2019 წლის 10 აპრილს სსიპ შემოსავლების სამსახურიდან გამოთხოვილი ინფორმაციის თანახმად დ-----------–----ს დასაბეგრ შემოსავალს, 2018 წლის იანვრის თვიდან - 2019 წლის თებერვლის თვის ჩათვლით შეადგენს - 68641.67 ლარი, აქედან დაკავებული გადასახადი შეადგენს - 13 882.35 ლარს, შესაბამისად, მისი საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 4563.27 ლარს, ამდენად მას აქვს უნარი და შესაძლებლობა უზრუნველყოს შვილების რჩენა-აღზრდისათვის ყოველთვიური ხარჯები. თ--------------- ამჟამად არის უმუშევარი და მას მატერიალურად ეხმარებიან მშობლები. გასათვალისწინებელია ის გარემოება, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებიდან გამომდინარე, დ-----------–---- გარკვეულ ყურადღებას იჩენს შვილების მიმართ, მაგრამ მხარეთა საერთო შვილები ცხოვრობენ დედასთან, რომელიც ფინანსურად უზრუნველყოფს ბავშვებს, რაც არ არის საკმარისი მოსარჩელე მხარის მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ არასრულწლოვნები ნ---------–---- და რ------------–---- არიან სკოლის მოსწავლეები, მათ ესაჭიროებათ კვება, ტანსაცმელი, დამატებითი მეცადინეობა კერძო მასწავლებლებთან, რაც შესაბამის ხარჯებთანაა დაკავშირებული. ბავშვები საჭიროებენ მშობლების დახმარებას, მათი აღზრდა-განვითარების, განათლების მიღების, და ყოველდღიური საჭიროებებიდან გამომდინარე, მხოლოდ დედის დახმარება არ არის საკმარისი. მშობლებმა უპირველესად უნდა გაითვალისწინონ შვილების საჭიროებები. მამა ასევე ვალდებულია ჩაერთოს შვილის რჩენა-აღზრდის საკითხებში, რათა უზრუნველყოფილი იქნას ბავშვის საარსებო მოთხოვნილებები.
მოპასუხე განმარტავს, რომ მას ასევე ჰყავს მეორე ქორწინებიდან ორი მცირეწლოვანი შვილი - 2----–-–-------------ს დაბადებული ს---------–---ი და 2----–-–------------ს დაბადებული ნ----------–---ი, რომელთა კვების თანხა ყოველთვიურად შეადგენს დაახლოებით - 600 ლარს, ჰიგიენური საშუალებების თანხა შეადგენს - 300 ლარს, ტანსაცმლის - 400 ლარს, კომუნალური გადასახადები ზამთრის პერიოდში დაახლოებით 250 ლარს, ხოლო ზაფხულის პერიოდში - 150 ლარს.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის პოზიციას, იმასთან დაკავშირებით, რომ რადგან მას აქვს ფინანსური ვალდებულებები ბანკის წინაშე და წინსწრებით იხდის ვალდებულებით განსაზღვრულ ოდენობაზე მეტ თანხას საბანკო დაწესებულებაში სესხის მოკლე დროში შემცირებისათვის, ვერ შეძლებს მის მიერ მითითებულზე მეტი თანხის გადახდას, ვინაიდან, სამოქალაქო კოდექსის 1214-ე მუხლის თანახმად, ალიმენტის ოდენობას სასამართლო განსაზღვრავს გონივრული, სამართლიანი შეფასების საფუძველზე შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში მშობლების რეალური მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით. მოპასუხეს ფინანსური ვალდებულება აღებული აქვს გარკვეული ვადით, ხოლო სამოქალაქო კოდექსის 1212-ე, 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან - ბავშვების სრულწლოვანებამდე. სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარის საკრედიტო ვალდებულებას არასრულწლოვანი შვილის წინაშე არსებულ საალიმენტო ვალდებულებასთან შედარებით უპირატესი მნიშვნელობა არ უნდა მიენიჭოს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც აღინიშნა მოპასუხე დ-----------–----ს საშუალო ყოველთვიური შემოსავალი შეადგენს - 4563.27 ლარს, საიდანაც მოპასუხის განმარტებით, მცირეწლოვანი შვილების საჭიროებისათვის და კომუნალური გადასახადებისათვის დანახარჯი შეადგენს დაახლოებით 1550 ლარს, ხოლო თუ სასამართლო გაითვალისწინებს, რომ საბანკო დაწესებულების მიმართ გადასახდელი თანხის ოდენობა ყოველთვიურად შეადგენს - 304.94 აშშ დოლარის ექვივალენტს ეროვნულ ვალუტაში - დაახლოებით 861.053 ლარს, სასამართლო მიდის დასკვნამდე, რომ ყოველივე ამ საჭიროებების გათვალისწინებით მოპასუხეს მისი სახელფასო ანაზღაურებიდან გამომდინარე რჩება იმ ოდენობის შემოსავალი, რაც სასამართლომ უნდა გაითვალისწინოს არასრულწლოვანი შვილების ნ---------–----ს და რ-----------–----ს სასარგებლოდ მოპასუხისათვის დასაკისრებელი ალიმენტის ოდენობის განსაზღვრის დროს.
არასრულწლოვანი, მისი ფიზიკური და გონებრივი მოუმწიფებლობის გამო, საჭიროებს განსაკუთრებულ დაცვას და მზრუნველობას. არასრულწლოვანის აღზრდა და მის კეთილდღეობაზე ზრუნვა უპირველესად მშობლების ვალდებულებას წარმოადგენს, რაც გამოიხატება ბავშვისათვის ცხოვრების ისეთი პირობების შექმნაში, რომელიც შეესაბამება მის საუკეთესო ინტერესებს. ალიმენტის ოდენობის დადგენისას არასრულწლოვანის საუკეთესო ინტერესები უნდა განისაზღვროს მისი ფიზიკური, სოციალური, გონებრივი, ემოციური და სულიერი მოთხოვნებიდან გამომდინარე. არასრულწლოვანის აღზრდის, მისი განვითარებისა და საზოგადოებაში წარმატებული ადაპტაციისათვის აუცილებელია არა მხოლოდ მისი ყოველდღიური საარსებო მოთხოვნილებების დაკმაყოფილება, არამედ არასრულწლოვანის უზრუნველყოფა იმ სახსრებით, რომელიც მას მისცემს განათლების მიღების, ემოციური და სულიერი სამყაროს განვითარების შესაძლებლობას, სხავადასხვა სოციალურ, სპორტულ, კულტურულ, საგანმანათლებლო თუ გასართობ აქტივობებში მონაწილეობის გზით. ასაკის ზრდასთან ერთად იზრდება ბავშვის საზოგადოებრივ ცხოვრებაში ჩართულობა და შესაბამისად, ამისათვის საჭირო ხარჯების ოდენობაც.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ განსახილველ შემთხვევაში, მხარეთა რეალური მატერიალური მდგომარეობის, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების გათვალისწინებით არასრულწლოვანი ბავშვების ასაკის, ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელ მოთხოვნათა ფარგლებში ალიმენტის გონივრული და სამართლიანი ოდენობა, რომელიც უნდა დაეკისროს მოპასუხეს არასრულწლოვანი შვილების სასარგებლოდ, იქნება თითოეულისათვის თვეში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარი.
არასრულწლოვნი ნ---------–----ს და რ-----------–----სათვის განსაზღვრული ალიმენტის ოდენობა თითოეულისათვის თვეში – 450 ლარი, ის გონივრული ოდენობაა, რაც აუცილებელია მათი ელემენტარული საცხოვრებელი პირობების შესაქმნელად. ამავდროულად, მშობლების უფლება-მოვალეობათა, ასევე, მათი ინტერესების დაბალანსებისას გასათვალისწინებელია, რომ მშობელი, რომელთანაც ბავშვი არ ცხოვრობს, ალიმენტის დაკისრებისას იტვირთება მხოლოდ ფულადი ვალდებულებით, განსხვავებით მშობლისაგან, რომელთანაც ცხოვრობს ბავშვი. ეს უკანასკნელი თავის თავზე იღებს რა შვილის მოვლასა და აღზრდას, ამ ვალდებულების გამო, მეორე მშობელთან შედარებით გარკვეულწილად იზღუდება, უზრუნველყოს მატერიალური სახსრების მიღება თავისი გამომუშავებით.
ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 1234-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ალიმენტის დაკისრება ხდება მხოლოდ მომავალი დროისათვის სასამართლოში სარჩელის აღძვრის მომენტიდან. აღნიშნულიდან გამომდინარე მოპასუხეს სარჩელის აღძვრის მომენტიდან, 2019 წლის 25 მარტიდან უნდა დაეკისროს ყოველთვიურად ალიმენტის სახით თითოეული ბავშვისათვის თვეში 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის გადახდა მის სრულწლოვანებამდე.
6.2 მოსარჩელე თ---------------მ სასამართლოს წინაშე იშუამდგომლა გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადაცემის შესახებ.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილებები ალიმენტის მიკუთვნების შესახებ.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის შესაბამისად გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი შეიძლება განხილულ იქნეს იმავე სხდომაზე, რომელზედაც გამოტანილი იქნება გადაწყვეტილება. თუ გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსრულების საკითხი აღნიშნულ სხდომაზე არ იქნა განხილული, იგი განიხილება ზეპირი მოსმენის გარეშე.
,,ბავშვის უფლებების შესახებ’’ კონვენციის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი - ს----–-–----- თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.
“ბავშვის უფლებების შესახებ” კონვენციის მე-18 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, მონაწილე ს----–-–-----ები ყოველ ღონეს ხმარობენ, რათა უზრუნველყონ ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის ორივე მშობლის საერთო და თანაბარი პასუხისმგებლობის პრინციპის აღიარება. მშობლებს ან შესაბამის შემთხვევებში კანონიერ მეურვეებს აკისრიათ ძირითადი პასუხისმგებლობა ბავშვის აღზრდისა და განვითარებისათვის. ბავშვის ყველაზე ჭეშმარიტი ინტერესები მათი ძირითადი ზრუნვის საგანია.
მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს არასრულწლოვანის სასარგებლოდ ალიმენტის დაკისრება, ალიმენტის გადახდევინება მიზნად ისახავს ბავშვის ინტერესების დაცვას, ყოველთვიურად შვილის ნორმალური რჩენა-აღზრდისათვის აუცილებელი ხარჯების დასაკმაყოფილებლად. ზემო აღნიშნულიდან გამომდინარე, მხარის მატერიალური მდგომარეობისა და ბავშვების ასაკის გათვალისწინებით სასამართლოს მიაჩნია, რომ გადაწყვეტილების აღსრულების დაყოვნებამ შეიძლება მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს არასრუწლოვანის ინტერესებს, რის გამოც არსებობს გადაწყვეტილების დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის საფუძველი.
7. საპროცესო ხარჯები
7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის I ნაწილის “ა” ქვეპუნქტისა და 38-ე მუხლის “ა” ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ს----–-–----- ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არა ნაკლებ 100 ლარისა. ამავე კოდექსის 41-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დავის საგნის ფასი ალიმენტის გადახდევინების შესახებ სარჩელისა განისაზღვრება ერთი წლის განმავლობაში გადასახდელი თანხების ერთობლიობით.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-14 მუხლის “გ” ქვეპუნქტის თანახმად, მაგისტრატი მოსამართლეები პირველი ინსტანციით განიხილავენ საოჯახო-სამართლებრივი ურთიერთობიდან გამომდინარე დავებს, გარდა შვილად აყვანის, მშობლის უფლების ჩამორთმევის, მამობის დადგენის და განქორწინების საქმეებისა, თუ მეუღლეებს შორის არსებობს დავა ბავშვის მიკუთვნების თაობაზე.
სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ ს----–-–----- ხარჯების გადახდისაგან თავისუფლებიან მოსარჩელეები ალიმენტის გადახდევინების სარჩელებზე. შესაბამისად, მოსარჩელე ლელა დოლაბერიძე ალიმენტთან დაკავშირებით სასარჩელო მოთხოვნასთან მიმართებით განთავისუფლდა ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და ს----–-–----- ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია.
ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან.
ვინაიდან, სარჩელი დაკმაყოფილდა სრულად, ამასთან მოსარჩელე მხარე გათავისუფლებულია ს----–-–----- ბაჟის გადახდისაგან, ხოლო, მოპასუხე მხარემ სარჩელი ცნო 250-250 ლარის ნაწილში, დ-----------–---ს ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ს----–-–----- ბაჟის სახით 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა.
7.2. ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არა უმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა.
მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. მოსარჩელე შუამდგომლობს მის მიერ გადახდილი საადვოკატო მომსახურებისათვის გაწეული თანხის - 800 ლარის დაკისრებას მოპასუხისათვის. სარჩელს თან ერთვის იურიდიული მომსახურების საფასურის 800 ლარის გადახდის ქვითარი (იხ. ს.ფ 237).
ვინაიდან სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, არსებობს მოპასუხისათვის მოსარჩელე თ--------------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ ადვოკატისათვის გაწეული ხარჯის 500 (ხუთასი) ლარის გადახდის დაკისრების საფუძველი.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-14, 38-39-ე, 46-ე, 49-ე, 55-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით.
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. თ--------------ის სარჩელი დ-----------–----ს მიმართ ალიმენტის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ:
1.1. დ-----------–---ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2----–-–------------ს დაბადებული ნ---------–----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
1.2. დ-----------–---ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს არასრულწლოვანი შვილის 2----–-–---------–--ს დაბადებული რ------------–----ს (პ/ნ 0----------) სასარგებლოდ ალიმენტის გადახდა, ყოველთვიურად 450 (ოთხას ორმოცდაათი) ლარის ოდენობით, სარჩელის აღძვრის მომენტიდან - 2019 წლის 25 მარტიდან, ბავშვის სრულწლოვნებამდე.
2. დ-----------–---ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს ს----–-–----- ბიუჯეტის სასარგებლოდ ს----–-–----- ბაჟის სახით 144 (ას ორმოცდაოთხი) ლარის გადახდა.
3. დ-----------–---ს (პ/ნ 3----------) დაეკისროს მოსარჩელე თ--------------ის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ იურიდიული მომსახურებისათვის გაწეული ხარჯის ანაზღაურება 500 (ხუთასი) ლარის ოდენობით.
4. წინამდებარე გადაწყვეტილების 1.1 და 1.2 პუნქტები აღსრულდეს დაუყოვნებლივ;
5. გადაწყვეტილება დაუყოვნებლივ აღსასრულებლად მიქცევის ნაწილში შეიძლება გასაჩივრდეს კერძო საჩივრით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიაში (მის.: ქ. თ---–--ი, დ. აღმაშენებლის ხეივანი მე-12 კმ. #6) მოპასუხისათვის ასლის გადაცემიდან 12 დღის ვადაში. კერძო საჩივრის შეტანა არ შეაჩერებს ამ განჩინების შესრულებას.
6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 46-ე მუხლით გათვალისწინებული პირებისათვის, ასევე პატიმრობაში მყოფი იმ პირებისათვის, რომლებსაც არ ჰყავთ წარმომადგენელი, გადაწყვეტილების ასლის გაგზავნა და ჩაბარება უზრუნველყოს სასამართლომ ამავე კოდექსის 70–78-ე მუხლებით დადგენილი წესით.
მოსამართლე: დალი აბჟანდაძე