განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1579-19
(#------------)
თბილისის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
25 ივლისი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი
სხდომის მდივანი ანნა ქოჩიაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - დ----------------
დაცვის მხარე:
ადვოკატები - დ------------------, ნ-------------–---–-, დ-------------–---–-, ა-–-------------------
ბრალდებული - გ----------------- - დაბადებული 1-----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, ვ-----------–-------------------------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი - განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
ბრალდებული - გ--------------------- - დაბადებული 2-----–-–--------------, საქართველოს მოქალაქე, პირადი #-----------, ნასამართლობის მქონე, რეგისტრაციის და ფაქტობრივი საცხოვრებელი მისამართი: ქ. თბილისი, წ------------------------;
კვალიფიკაცია:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი - ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი - განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება;
სხდომის სახე - ღია
აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 2----–-–-----------, გ--------------------- გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ამისა, მან კვლავ არაერთგზის ჩაიდინა ყაჩაღობა, კერძოდ:
2019 წლის 5 მარტს, გ---------------------- და გ-----------------მ, განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტ-----------------“, სახელმწიფო ნომრით Z--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ---–------------. მძღოლს შეუთანხმდნენ 4 ლარად მიეყვანა ისინი კ--–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ--------------------- და გ-----------------, ჯგუფურად თავს დაესხნენ ზ---–------------ს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა ზ---–------------, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 35 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ზ---–------------ს კი მიაყენეს 35 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 5 მარტს, გ---------------------- და გ-----------------მ, განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტ-----------------“, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მძღოლი გ-----------------. მძღოლს შეუთანხმდნენ მიეყვანა ისინი კ--–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ--------------------- და გ-----------------, ჯგუფურად თავს დაესხნენ გ-----------------ს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მიაბჯინა კისერზე, ხოლო გ----------------------, ასევე ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა გ-----------------, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 90 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გ-----------------ს კი მიაყენეს 90 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ---------------------, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარედ, უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ მჩხვლეტავ-მჭრელი პირის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
1.2 2----–-–-----------, გ----------------- გასამართლებულ იქნა თბილისის საქალაქო სასამართლოს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის, მიუხედავად ამისა, მან კვლავ არაერთგზის ჩაიდინა ქურდობა, კერძოდ:
2019 წლის 30 იანვარს, დაახლოებით 21:30 საათზე, ქ. თბილისში, ვ-----------------–-------------–ი მდებარე, სს ,,ფ------------“ მაღაზია ,,ს---------“ გ----------------- ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ ,,ჯეკ დენიელსის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, ერთ ცალ ძეხვს და ერთ ცალ შებოლილ თევზს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 87 ლარის და 25 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 5 მარტს, გ-----------------მ და გ----------------------, განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 22:50 საათზე, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტ-----------------“, სახელმწიფო ნომრით Z--------, რომელსაც მართავდა მძღოლი ზ---–------------. მძღოლს შეუთანხმდნენ 4 ლარად მიეყვანა ისინი კ--–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ--------------------- და გ-----------------, ჯგუფურად თავს დაესხნენ ზ---–------------ს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა ზ---–------------, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 35 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. ზ---–------------ს კი მიაყენეს 35 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 5 მარტს, გ-----------------მ და გ----------------------, განიზრახეს ჯგუფურად, ყაჩაღურად თავს დასხმოდნენ ტაქსის მძღოლს, თანხის მართლსაწინააღმდეგო დაუფლებისათვის. ამ მიზნით, იმავე დღეს, დაახლოებით 23:50 საათზე, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარედ, გააჩერეს გამვლელი ტაქსი, ა/მანქანა ,,ტ-----------------“, სახელმწიფო ნომრით I--------, რომელსაც მართავდა მძღოლი გ-----------------. მძღოლს შეუთანხმდნენ მიეყვანა ისინი კ--–------------------ის მიმდებარედ, გააჩერებინეს ა/მანქანა, რა დროსაც გ--------------------- და გ-----------------, ჯგუფურად თავს დაესხნენ გ-----------------ს, კერძოდ გ-----------------მ ამოიღო თან ნაქონი დანა და მიაბჯინა კისერზე, ხოლო გ----------------------, ასევე ამოიღო თან ნაქონი დანა და მისი დემონსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, მოსთხოვეს თანხა, რასაც დაემორჩილა გ-----------------, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით გასტაცეს თანხა 90 ლარის ოდენობით და მიიმალნენ შემთხვევის ადგილიდან. გ-----------------ს კი მიაყენეს 90 ლარის ოდენობის მატერიალური ზიანი.
2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი გ-----------------, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარედ, უკანონოდ ატარებდა ქარხნული წესით დამზადებულ მჭრელი პირის მქონე დანას, რომელიც მიეკუთვნება ცივ იარაღთა კატეგორიას.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,დ“ ქვეპუნქტის თანახმად, ,,გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან”. მოცემულ შემთხვევაში არსებითი განხილვის ეტაპზე ბრალდებულებს გ--------------------- და გ-----------------ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად გამოკვლევის გარეშე.
გ---------------------ს და გ-----------------ს მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა, გარდა მათი აღიარებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებულების - ზ---–-------------, გ------------------ და სს ,,ფ------------“ წარმომადგენლის ს--–--------------- გამოკითხვის ოქმებს, მოწმეების - ლ--------–-–---–--, მ------------–---–--, ვ-–----------–---–--, ვ-------------–--–-- და შ---–---------–---- გამოკითხვის ოქმებს, საცხოვრებელი ბინის ჩხრეკის ოქმებს, გ---------------------ს და გ-----------------ს დაკავების ოქმებს და ამოღებულ ნივთიერ მტკიცებულებებს, ამოცნობის ოქმებს, ა/მანქანის დათვალიერების ოქმებს, ფოტოსურათების დათვალიერების ოქმებს, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებს, ტანსაცმლის ამოღების ოქმს, დაქტილოსკოპიური, ბიოლოგიური და ცივი იარაღის ექსპერტიზის დასკვნებს, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენს გ---------------------ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენს გ-----------------ს მიმართ.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლო საქმეში არსებულ მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, აფასებს საქმესთან მათი რელევანტურობის, უტყუარობის და საკმარისობის თვალსაზრისით და ერთმნიშვნელოვნად დადასტურებულად მიაჩნია განაჩენის პირველ პუნქტში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
3. სამართლებრივი შეფასება:
საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-7 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. ეს კონსტიტუციური სტანდარტი a priori ავალდებულებს დანაშაულებრივი ფაქტების დამდგენ სასამართლოს, რომ სამართლიანად გადაჭრას მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობები, სათანადოდ აწონოს ისინი და ამ პროცესში წარმოშობილი ყოველგვარი გონივრული ეჭვი გადაწყვიტოს ბრალდებულის უდანაშაულობისა და მისი თავისუფლების სასარგებლოდ.
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ „გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებითი სტანდარტი თამაშობს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან როლს სისხლის სამართლის პროცესში. იგი უზრუნველყოფს უდანაშაულობის პრეზუმფციის პრინციპის დაცვას, არსებითად ამცირებს უსამართლო და დაუსაბუთებელი გამამტყუნებელი განაჩენის საფრთხეს, მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში ხელს უწყობს შეცდომის დაშვების საფრთხის თავიდან აცილებას. ბრალდებულს არ უნდა შეერაცხოს დანაშაული მანამ, სანამ მტკიცებულებების საკმარისი და დამაჯერებელი ერთობლიობით არ დადასტურდება დანაშაულის თითოეული ელემენტის არსებობა მის ქმედებაში (იხ. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“ №1/1/548, 22/01/2015, §41).
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით კრიმინალიზირებულია ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, არაერთგზის. ქურდობის შემადგენლობის დროს, აუცილებელია, რომ მოძრავი ნივთის დაუფლება განხორციელდეს ფარულად და ქმედების ჩამდენს ამოძრავებდეს ნივთის მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზანი. ამასთან, ფარულობა გულისხმობს დამნაშავის სურვილს, დანაშაულის ჩადენის დროს თავი აარიდოს როგორც ქონების მესაკუთრესთან, ასევე ნებისმიერ სხვა პირთან უშუალო შეხებას, რათა მისი ქმედება გარკვეულ დრომდე შეუმჩნეველი დარჩეს. ქურდობას ექნება ადგილი ასევე ისეთი შემთხვევაშიც, როდესაც პირის ქმედება არ რჩება შეუმჩნეველი სხვა პირისათვის, თუმცა დამნაშავემ ეს არ იცის და დარწმუნებულია, რომ მას ვერ ხედავენ. ამ შემთხვევაში გადამწყვეტია დამნაშავის სურვილი - დანაშაული ფარულად ჩაიდინოს და იმის შეგნება, რომ ქონების მართლსაწინააღმდეგო დაუფლება ხდება სხვებისგან შეუმჩნევლად, თუმცა შესაძლებელია რეალურად მისი მოქმედება აშკარა ხასიათსაც ატარებდეს. ქურდობის ობიექტური მხარე სავალდებულო ნიშნად მიიჩნევს, მავნე შედეგის დადგომას ან ასეთი შედეგის დადგომის საფრთხის შექმნას, ამიტომ, ქურდობა დამთავრებულად ითვლება იმ მომენტიდან, როდესაც დამნაშავე დაეუფლა სხვის ქონებას და აქვს რეალური შესაძლებლობა განკარგოს ეს ქონება თავისი შეხედულებისამებრ, იმისდა მიუხედავად, მოახდინა თუ არა მან ამ შესაძლებლობის რეალიზება.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლში კრიმინალიზებულია ყაჩაღობა ე.ი. თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიში ძალადობითა და ძალადობის მუქარით. აღნიშნული დანაშაული ერთდროულად ხელყოფს, როგორც ადამიანის საკუთრების უფლებას, ისე მის სიცოცხლეს და ჯანმრთელობას. ქმედების აღნიშნული მუხლით კვალიფიკაციისათვის გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს დანაშაულის ჩადენის ხერხს, რაც გულისხმობს ნივთის დაუფლების მიზნით თავდასხმას სიცოცხლისათვის საშიში ძალადობით ან ძალადობის გამოყენების მუქარით. ობიექტური მხრივ ყაჩაღობა აქტიური მოქმედებით - სხვადასხვა ფორმით თავდასხმით შეიძლება იქნეს ჩადენილი. სუბიექტური მხრივ დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ ითხოვს ქონებას, რომელზეც რაიმე უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს კანონიერი მფლობელისთვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ეს. ყაჩაღობა ფორმალურ დანაშაულის შემადგენლობათა რიცხვს განეკუთვნება და დამთავრებულია ყაჩაღური თავდასხმის მომენტიდან იმისდა მიუხედავად, შეძლო თუ არა დამნაშავემ სხვისი ქონების დაუფლება. სუბიექტური შემადგენლობის მხრივ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლი მოითხოვს განზრახვის არსებობას. უფრო მეტიც, ყაჩაღობა მოითხოვს სპეციალურ - მისაკუთრების მიზანს, რაც შესაძლებელია მხოლოდ პირველი ხარისხის პირდაპირი, კონკრეტიზებული განზრახვის არსებობისას.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ცალსახად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ გ--------------------- და გ----------------- მოქმედებდნენ ერთიანი განზრახვით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, - დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისათვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.
გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელთაგან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–-------------- წერილით დგინდება, რომ გ--------------------- აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში.
თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით გ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის კოდექსის 2----–-–---------–---- განჩინებით (უზუსტობის აღმოფხვრის შესახებ), მსჯავრდებულ გ-----------------ს მიმართ, თბილისის საქალაქო სასამართლოს განაჩენის შესავალ ნაწილში დაშვებული უზუსტობა აღმოიფხვრა (განაჩენის თარიღთან და გ------------------- პირად ნომერთან დაკავშირებით).
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–---- განაჩენით, თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენში შეტანილ იქნა ცვლილება, კერძოდ:
გ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2----–-–----------------- საქართველოს პრეზიდენტის №-------- განკარგულების საფუძველზე, გ-----------------ს მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
2----–-–---------------------- ცნობით დგინდება, რომ გ----------------- სასჯელის მოხდით გთავისუფლდა პენიტეციური დაწესებულებიდან 2018 წლის 15 ივნისს.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–---------------–-- წერილით დგინდება, რომ გ----------------- აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში.
მოცემულ შემთხვევაში, განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევი გ----------------- ქ. თბილისში, ვ-----------------–-------------–ი მდებარე, სს ,,ფ------------“ მაღაზია ,,ს---------“ ფარულად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, დაეუფლა ერთ ბოთლ ,,ჯეკ დენიელსის“ ფირმის ალკოჰოლურ სასმელს, ერთ ცალ ძეხვს და ერთ ცალ შებოლილ თევზს, რითაც დაზარალებულს მიაყენა 87 ლარის და 25 თეთრის ოდენობის მატერიალური ზიანი.
ასევე, განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის ნასამართლევმა გ--------------------- და გ-----------------, თავს დაესხნენ ზ---–------------ს და გ-----------------ს, რა დროსაც დანის დემოსტრირებით, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით მოსთხოვეს თანხა, რის შემდგომაც მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ორივე მათგანს გასტაცეს თანხა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალნენ.
სასამართლო ზემოაღნიშნულ ქმედებებთან დაკავშირებით განმარტავს, რომ საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით, მათ შორის ეს უფლება განმტკიცებულია საერთაშორისო მასშტაბით 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით. აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...“.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (ყაჩაღობის - ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
ასევე, სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის (გ-----------------ს ნაწილში) ქურდობის, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის) შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი.
სასამართლო ასევე განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა დაწესებულია, განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარებისათვის. დანაშაულის საგანია ცივი იარაღი, რაც ,,იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის ,,ო” პუნქტში განმარტებულია, როგორც იარაღი, რომლის მოქმედება ხორციელდება ადამიანის ფიზიკური ძალით და რომელიც განკუთვნილია უშუალო შეხებით ობიექტის დასაზიანებლად. განსახილველი დანაშაულის შემადგენლობისთვის აუცილებელია, რომ ა) დანაშაულის სუბიექტი იყოს ნასამართლევი მძიმე დანაშაულისათვის (ნასამართლობა არ უნდა იყოს მოხსნილი ან გაქარწყლებული); ბ) იარაღი, რომელსაც პირი ატარებს უნდა მიეკუთვნებოდეს ცივ იარაღთა კატეგორიას; გ) სახეზე უნდა იყოს ცივი იარაღის ტარება - ერთი ადგილიდან მეორესკენ გადაადგილებისას პირს თან უნდა ჰქონდეს ცივი იარაღი (უჭირავს ხელში, მიმაგრებული აქვს სხეულზე ან ინახავს ტანსაცმელში).
მოცემულ შემთხვევაში განაჩენის მეორე პუნქტში მითითებული მტკიცებულებებით უტყუარად არის დადასტურებული ის გარემოება, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით გ---------------------, ხოლო თბილისის საქალაქო სასამართლოს 2----–-–------------ განაჩენით გ----------------- ნასამართლევია განზრახი მძიმე კატეგორიის დანაშაულის (სსკ-ის 179-ე მუხლი) ჩადენისათვის და ახალი ქმედების ჩადენის დროს მათი ნასამართლობა, კანონით დადგენილი წესით მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ყოფილა. ასევე უტყუარად დადგენილია, რომ 2019 წლის 5 მარტს, დაახლოებით 22:40 საათზე, გ----------------- და გ---------------------, ქ. თბილისში, გ--------–-------------ის მიმდებარედ, უკანონოდ ატარებდა ცივ - იარაღს დანას.
ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სახეზეა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობის სავალდებულო ყველა ნიშანი - განზრახი მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება.
სასამართლო ასევე აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, არც ერთი ბრალდებულის მიმართ მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დადგენილა.
ამდენად, ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობის საფუძველზე სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ-----------------მ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი არაერთგზის); საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება). ხოლო, გ---------------------- ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაული (ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჯგუფურად, არაერთგზის (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული (განზრახ მძიმე დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ ცივი იარაღის ტარება), რისთვისაც თითოეული მათგანი - გ----------------- და გ--------------------- ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
გ-----------------ს და გ---------------------ს შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ ისინი აღიარებენ და ინანიებენ ჩადენილ დანაშაულს, ხოლო პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოებაა - დანაშაულის რეციდივი.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს სამართლიანი. ამავე მუხლის მე-4 ნაწილის თანახმად, ,,სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებასა და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს“. სასჯელის სამართლიანობის პრინციპს განამტკიცებს ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილიც, რომელიც სასამართლოს ავალდებულებს, დამნაშავეს დაუნიშნოს სამართლიანი სასჯელი და პრიორიტეტს ანიჭებს ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელის გამოყენებას, გარდა იმ შემთხვევისა, როდესაც იგი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
ამასთან, სასჯელის დანიშვნის დროს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გათვალისწინებულ უნდა იქნეს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები, კერძოდ, დანაშაულის ჩადენის მოტივი და მიზანი, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნება, მოვალეობათა დარღვევის ხასიათი და ზომა, ქმედების განხორციელების სახე, ხერხი და მართლსაწინააღმდეგო შედეგი, დამნაშავის წარსული ცხოვრება, პირადი და ეკონომიკური პირობები, ყოფაქცევა ქმედების შემდეგ.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. სასამართლო განმარტავს, რომ სასჯელის კონკრეტული ზომა, ერთობლიობაში სამივე ზემოაღნიშნული მიზნის შესაბამისი უნდა იყოს, ვინაიდან, მიზნები ერთმანეთისაგან „და“ კავშირით გამოიყოფა. ამდენად, შესაძლოა ითქვას, რომ საბოლოო ჯამში, სასჯელის გამართლება მისი მიზნების შესაბამისობით დგინდება.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-----------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი მიეკუთვნება მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
გ---------------------ს მიმართ ბრალად შერაცხული ქმედება - საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტი და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტი მიეკუთვნება განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად უალტერნატივოდ ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას რვიდან თორმეტ წლამდე ვადით. ასევე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილი მიეკუთვნება ნაკლებად მძიმე დანაშაულთა კატეგორიას და სასჯელის სახედ და ზომად ითვალისწინებს ჯარიმას ან თავისუფლების აღკვეთას სამ წლამდე ვადით.
ამდენად, სასამართლო იმსჯელებს და შეაფასებს გ-----------------ს და გ---------------------ს პიროვნებისა და ჩადენილი ქმედების გათვალისწინებით, სასჯელის რა ზომა იქნება პროპორციული/თანაზომიერი და უზრუნველყოფს სასჯელის მიზნებს.
სასამართლო მიუთითებს, რომ სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპიდან გამომდინარე, რომლის გაუთვალისწინებლადაც შეუძლებელია საუბარი სასჯელის სამართლიანობაზე, ინდივიდუალურად უნდა შეფასდეს მოცემული საქმის გარემოებები და მსჯავრდებულების პიროვნება; ასევე, ის გარემოება, კონკრეტულად რომელი სახისა და ზომის სასჯელის შერჩევა უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას.
სასამართლო ხაზს უსვამს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობას და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს კანონის საგანმანათლებლო მიზნის მისაღწევად, რათა გაცნობიერებულ იქნეს დანაშაულის საფრთხე. სასამართლო სასჯელის დანიშვნის დროს ითვალისწინებს გ-----------------ს და გ---------------------ს მიერ ჩადენილი ქმედებების საზოგადოებრივ საშიშროებას (ჩადენილია საკუთრების წინააღმდეგ და საზოგადოებრივი უშიშროებისა და წესრიგის წინააღმდეგ მიმართული დანაშაულები, აქედან ერთ-ერთი კი მომეტებული საშიშროების მატარებელი ძალადობრივი ხასიათის დანაშაულია), ქმედებების განხორციელების სახესა და ხერხს (ბრალდებულები დანის გამოყენებით თავს დაესხნენ დაზარალებულებს, ხოლო მეორე შემთხვევაში გ----------------- ფარულად მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა სხვის საკუთრებას, ხოლო მესამე შემთხვევაში გ----------------- და გ-------------------- ქუჩაში ჯიბით ატარებდნენ ცივ იარაღს - დანას), ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას (მათ მტკიცე სურვილს ჩაედინათ დანაშაული), ქმედების ჩადენის მოტივსა და მიზანს (ანგარებით სხვისი ფულადი თანხის და გ-----------------ს შემთხვევაში ერთი ბოთლი ალკოჰოლური სასმელის დაუფლებას) და მათ წარსულს.
სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რომ გ--------------------- - 2018 წლის 15 ივნისს განთავისუფლდა პენიტენციური დაწესებულებიდან. აღნიშნული გარემოება ცხადყოფს, რომ მოხდილი სასჯელი არ აღმოჩნდა ეფექტიანი მისი შემდგომი დანაშაულებრივი ქმედების თავიდან ასაცილებლად. ამასთან გასათვალისწინებელია ის გარემოებაც, რომ გ-----------------მ და გ---------------------- არაერთი განზრახი დანაშაული ჩაიდინეს პირობითი მსჯავრის ქვეშ, რაც მიუთითებს იმაზე, რომ მათი რესოციალიზაცია ჯერ კიდევ არ მომხდარა. უნდა აღინიშნოს, რომ სახელმწიფო ორგანოების მხრიდან მათ მიმართ ერთგვარმა ლოიალურმა დამოკიდებულებამ შედეგი ვერ გამოიღო და ვერ უზრუნველყო მათი კანონმორჩილ მოქალაქეებად ჩამოყალიბება. მათ მიმართ მრავალმხრივი შეღავათის გავრცელების მიუხედავად, მათ მაინც არ შეწყვიტეს დანაშაულებრივი საქმიანობა, რითაც გამოავლინეს მყარი მიდრეკილება დანაშაულებრივი საქმიანობისაკენ.
სასამართლო განმარტავს, რომ გ-----------------ს და გ---------------------ს მხრიდან ჩადენილი დანაშაულის შემდგომი პრევენცია საჭიროებს განსაკუთრებულ კონტროლს და სახელმწიფოს მხრიდან მკაცრ მიდგომას, მათ შორის სასჯელთან მიმართებაშიც.
სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე 1 წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისათვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისათვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას.
მოცემულ შემთხვევაში, როგორც საქმის მასალებით ირკვევა თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის და 9 (ცხრა) თვის ვადით;
საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად.
გ--------------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-3 ნაწილის გამოყენებით, შეუმცირდა ერთი მეოთხედით და საბოლოოდ, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანიშნულ სასჯელთაგან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქა ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღვეთა 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, რაც საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-ე მუხლის საფუძველზე, დანიშნული სასჯელი ჩაეთვალა პირობითად, 4 (ოთხი) წლის და 6 (ექვსი) თვის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სსიპ-არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულებისა და პრობაციის ეროვნული სააგენტოს ტერიტორიული ორგანოს თბილისის პრობაციის ბიუროს 2----–-–-------------- წერილით დგინდება, რომ გ--------------------- აღრიცხვაზე იმყოფება თბილისის პრობაციის ბიუროში.
თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–---- განაჩენით, გ----------------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით განესაზღვრა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წელი, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, იმავე გამოსაცდელი ვადით.
2----–-–----------------- საქართველოს პრეზიდენტის №-------- განკარგულების საფუძველზე, გ-----------------ს მოსახდელად დარჩენილი საპატიმრო სასჯელი გაუნახევრდა.
2----–-–---------------------- ცნობით დგინდება, რომ გ----------------- სასჯელის მოხდით გთავისუფლდა პენიტეციური დაწესებულებიდან 2018 წლის 15 ივნისს.
ამდენად, როგორც საქმის მასალებით ირკვევა განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა გ-----------------მ (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) და განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევმა გ---------------------- (საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის) ჩაიდინეს განზრახი დანაშაული, შესაბამისად, ორივე მათგანს სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლით დადგენილი წესით.
ამასთან, ვინაიდან გ-----------------ს და გ---------------------ს მიერ ჩადენილია არაერთი განზრახი დანაშაული, მათ სასჯელი უნდა დაენიშნოთ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილით დადგენილი წესით, შთანთქმის პრინციპის გამოყენებით, კერძოდ დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულისათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება. ამასთანავე, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში ვადიანი თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული სასჯელის ვადა არ უნდა აღემატებოდეს 30 წელს.
6. ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის შესაბამისად, სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· ზ---–------------- ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ხელის კვალის ნიმუშვი, ნაწმენდები - განადგურდეს;
· გ------------------ ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები - განადგურდეს;
· გ---------------------სგან და გ-----------------სგან აღებული სუნი კვალის, ხელის კვალის, ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები - განადგურდეს;
· გ-----------------ს და გ---------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი დანა - განადგურდეს;
· გ-----------------ს და გ---------------------ს ტანსაცმელები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· გ-----------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 156 (ას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 209-ე-216-ე, 258-ე-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. გ--------------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ------------------ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ------------------ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–------------- ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2----–-–------------ განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 4 (ოთხი) წლით, 5 (ხუთი) თვითა და 27 (ოცდაშვიდი) დღით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერით) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ--------------------- სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
გ---------------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გ--------------------- სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს - 2019 წლის 6 მარტიდან;
2. გ----------------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით -თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–------------- ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ------------------ ეპიზოდი) - თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (გ------------------ ეპიზოდი) დანიშნულმა სასჯელმა შთანთქას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით (დაზარალებულ ზ---–------------- ეპიზოდი) და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 2381-ე მუხლის მე-2 ნაწილით დანიშნული სასჯელები და საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8 (რვა) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ დაემატოს თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2----–-–---------–---- განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი 3 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთიდან 1 (ერით) წელი და საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, გ-----------------ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 9 (ცხრა) წლის ვადით.
გ-----------------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - პატიმრობა გაუქმდეს.
გ-----------------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს 2019 წლის 6 მარტიდან;
საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერი მტკიცებულება:
· ზ---–------------- ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ხელის კვალის ნიმუშვი, ნაწმენდები - განადგურდეს;
· გ------------------ ა/მანქანიდან ამოღებული სუნის კვალის ნიმუშები, მიკრონაწილაკები, ანაწმენდები - განადგურდეს;
· გ---------------------სგან და გ-----------------სგან აღებული სუნი კვალის, ხელის კვალის, ნერწყვის ნიმუშები და ანაწმენდები - განადგურდეს;
· გ-----------------ს და გ---------------------ს პირადი ჩხრეკისას ამოღებული ორი ცალი დანა - განადგურდეს;
· გ-----------------ს და გ---------------------ს ტანსაცმელები - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს ან/და მისი ნდობით აღჭურვილ პირებს;
· გ-----------------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული თანხა 156 (ას ორმოცდათექვსმეტი) ლარის ოდენობით - დაუბრუნდეს მის კანონიერ მფლობელს;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.
მოსამართლე მაია კვირიკაშვილი