განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N110100117002025987
N1/114-2017
ზესტაფონის რაიონული სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
24 ივლისი, 2019 წელი ქ.ზესტაფონი
ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მოსამართლე - ზურაბ ბალავაძე
სხდომის მდივანი - თამარ გელაშვილი
ბრალდების მხარე:
პროკურორი - კ---- ს------;
დაცვის მხარე:
ადვოკატები - ნ---- ვ----–---–-, გ---- შ-----;
ბრალდებული - დ----- ბ--–--------, დაბადებული 1----–-–------------, საქართველოს მოქალაქე (პირადი ნ-------------------), ს-–----–----------–-----------, დაოჯახებული, ნასამართლეობის მქონე, მცხოვრები: თერჯოლის რაიონი, სოფელი ზ-------–--------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ 19.178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტი, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტი (ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის);
სხდომის სახე - ღია.
აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:
სასამართლომ დაადგინა:
1. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით, დ----- ბ--–--------, ცნობილი იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 140-ე მუხლით და სსკ 55-ე მუხლის საფუძველზე, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი. გამოსაცდელი ვადის პერიოდში, 2017 წლის 14 ივნისს, დაახლოებით 18:40 საათზე, ზესტაფონში, ჭ----------------------ში მდებარე ხ------- ჟ---ის კუთვნილ ტანსაცმლის მაღაზიაში ყოფნისას, დ----- ბ--–--------მ მოითხოვა ეჩვენებინათ მამაკაცის ტანსაცმელი, რის გამოც ამავე მაღაზიის თანამშრომელმა, თ----- ღ-------მ, აიყვანა მაღაზიის მეორე სართულზე, სადაც განთავსებული იყო მამაკაცის ტანსაცმლისა და ფეხსაცმლის სექციები. დ----- ბ--–--------მ დაიწყო ფეხსაცმლის შერჩევა. თ----- ღ------- მისგან იმყოფებოდა დაახლოებით ორი მეტრის დაშორებით, რა დროსაც დ----- ბ--–-------- სწრაფად შებრუნდა და წავიდა მისი მიმართულებით, მოსთხოვა ორასი ლარის გადაცემა, რის შემდეგაც გაშლილი ხელი მძლავრად დაარტყა სახის არეში და ხელი მოუჭირა პირზე. დ----- ბ--–--------სგან განხორციელებული ძალადობის მიუხედავად, თ----- ღ-------მ შეძლო დაყვირება და ითხოვა დახმარება. ხმაურზე, გამოვიდა იმავე სართულზე მოსასვენებელ ოთახში მყოფი მაღაზიის მესაკუთრე ხ------- ჟ---ი, რის გამოც დ----- ბ--–--------მ დანაშაულებრივი განზრახვის სისრულეში მოყვანა ვერ შეძლო და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
ქმედება - ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით:
2. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ----- ღ-------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე ტანსაცმელების მაღაზიაში. საღამოს ხანს, როდესაც იმყოფებოდა მაღაზიის უკანა მხარეს, დაახლოებით 18:40 საათზე მაღაზიაში შევიდა დ----- ბ--–--------, რომელსაც ეცვა ჯინსის შარვალი, შავი, მკლავიანი მაისური, „ადიდასის“ შავი ბოტასი, სამი თეთრი ზოლით, ჰქონდა ხვეული, ყავისფერი თმა, კეხიანი ცხვირი და გადაბმული წარბები. დ-----მა იკითხა მამაკაცის ფეხსაცმელები. უფროსის მითითებით, დ-----ს აჰყვა მეორე სართულზე, სადაც განთავსებული ჰქონდათ მამაკაცის ტანსაცმელი და ფეხსაცმელი. დ-----ი არჩევდა ფეხსაცმელს, როდესაც შეარჩია, კითხა 41 ზომა თუ ჰქონდათ. უპასუხა, რომ გაესინჯა 42 ზომა და 41 მოუძებნიდა. ამასობაში, დ-----ი კვლავ ადგა სკამიდან და უთხრა, რომ სხვა ფეხსაცმელსაც შეარჩევდა. დ-----ისგან დაახლოებით 2 ან 3 მეტრი დაშორებით იდგა და შეამჩნია, რომ დ.ბ--–--------, მას, სარკიდან უყურებდა, რა დროსაც თავი უხერხულად იგრძნო. რამდენიმე წუთში, დ-----ი წავიდა მისკენ სწრაფად და მოსთხოვა 200 ლარი. აღნიშნულზე, თავად მოასწრო და დაიყვირა უფროსის სახელი. მის ყვირილზე, დ-----ი გაიქცა პირველ სართულზე, ჩაირბინა კიბეებზე და გავიდა გარეთ. დაინახა, რომ გაქცევის დროს, დ-----მა ხელი ჰკრა მის უფროსს, ქალბატონს. მის დაყვირებაზე და დ-----ის გაქცევის შემდეგ, ადგილზე, მივიდა ლ--- კ------ია, რომელსაც მოუყვა მომხდარის შესახებ. ასევე, მომხდარის თაობაზე მოუყვა უფროსს, ჩინელ ქალბატონს - ჩ-- ქ-------ს. დაზარალებულის განმარტებით, მან დაურეკა მის ნაცნობ ზ------ კ--------ოს და მოუყვა მომხდარის შესახებ, სთხოვა მისვლა და კამერების შემოწმება. როდესაც ზ----ა მივიდა, ნახა კამერის ჩანაწერები, გადაუღო სურათები და წავიდა. თვითონაც წავიდა სახლში. დაახლოებით 20 წუთში, ზ----ამ მიწერა მოკლეტექსტური შეტყობინება, რომ უნდა წაჰყოლოდა პოლიციაში, რადგან თავდამსხმელი დაკავებული იყო. დაზარალებულის განმარტებით, მისი უფროსი მამაკაცი არის ხ------- ჟ---ი, რომელსაც ქართულ სახელს - გ-------ს ეძახიან. შესაბამისად, როდესაც მას დ-----მა მოსთხოვა 200 ლარი, მან დაიძახა სახელი გ-------, რა დროსაც მისი უფროსი სწრაფად გამოვიდა მოსასვენებელი ოთახიდან, რომელიც მდებარეობს მეორე სართულზე და დაედევნა დ----- ბ--–--------ს.
3. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--- კ------იამ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე ტანსაცმელების მაღაზიაში. საღამოს, დაახლოებით 18:40 საათზე ალაგებდა მაღაზიას, რა დროსაც შევიდა დაახლოებით 23-24 წლის მამაკაცი, ხუჭუჭა, მოყავისფრო თმით, კეხიანი ცხვირით, გადაბმული წარბებით, შუბლის მიდამოში, ორივე მხარეს მელოტით - დ----- ბ--–--------, რომელმაც იკითხა მამაკაცის ტანსაცმელი. ვინაიდან თვითონ დაკავებული იყო, მისმა უფროსმა, ქალმა, თ-----ს უთხრა ეჩვენებინა მისთვის ტანსაცმელი. თ----- ღ------- და დ----- ბ--–-------- ავიდნენ მეორე სართულზე, სადაც განთავსებული იყო მამაკაცის ტანსაცმელები. დაახლოებით 2 წუთში, გაიგონეს თ-----ს შეშინებული ხმა, რომელმაც დაიყვირა სახელი გ-------. გაიქცა მეორე სართულისაკენ, რა დროსაც დაინახა, რომ დ----- ბ--–-------- ჩამორბოდა კიბეებზე. შეეცადა მის დაკავებას, თუმცა გაუსხლტა ხელიდან და ვერ შეძლო. როდესაც ავიდა მეორე სართულზე, უფროსთან, ქალბატონთან ერთად, თ-----მ მოუყვა, რომ დ----- ბ--–--------მ მას მოსთხოვა 200 ლარი. თ----- ძალიან შეშინებული იყო. მომხდარის თაობაზე დაურეკეს ნაცნობ ზ------ კ--------ოს და სთხოვეს დახმარება. მოწმის განმარტებით, მონაწილეობა მიიღო ამოცნობაში, რა დროსაც წარდგენილი სამი პიროვნებიდან ამოიცნო დ----- ბ--–--------. თავად თავდასხმის შემსწრე არ არის, თუმცა დეტალები იცის თ----- ღ------ისგან.
4. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ჟ---მა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე ქალისა და მამაკაცის ტანსაცმელის მაღაზიაში. იყო მოსასვენებელ ოთახში და უყურებდა ტელევიზორს. საღამოს საათებში, ზუსტი დრო არ ახსოვს, შემოესმა თანამშრომლის თ----- ღ------ის ხმამაღალი, ანერვიულებული დაძახება - გ-------. აღნიშნულზე, გაიქცა მაღაზიისკენ და როდესაც გავიდა მეორე სართულზე, დაინახა, რომ ახალგაზრდა, დაახლოებით 23-24 წლის მამაკაცი გარბოდა კიბეებზე. ვინაიდან იფიქრა, რომ მამაკაცმა რაღაც მოიპარა, დაედევნა მას, თუმცა ვერ დაეწია. მოწმის განმარტებით, 23-24 წლის მამაკაცი, რომელიც გარბოდა კიბეებზე, იყო დ----- ბ--–--------. პროკურორის მიერ, საქართველოს სსსკ 243-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, გამოქვეყნებული იქნა გამოძიებაში, მოწმის მიერ მიცემული ჩვენების (ტომი I, ს.ფ. 186-188) ნაწილი, სადაც აღნიშნულია „მე შემიძლია გავიგო რამდენიმე ქართული სიტყვა. თ----- ღ-------მ მე ქართულ ენაზე ამიხსნა, რომ მაღაზიაში შესულმა ზემოთ აღნიშნულმა მამაკაცმა მას უთხრა, რომ სურდა ფეხსაცმლის შეძენა. როდესაც ავიდნენ მეორე სართულზე, აღნიშნულმა მამაკაცმა ძალის გამოყენებით ხელი ააფარა პირზე და მოსთხოვა 200 ლარის გადაცემა. თ----- ღ-------მ მოასწრო, რომ დაეძახა ჩემთვის, რის შემდეგაც მამაკაცი, რომელიც ცდილობდა ძარცვის ჩადენას, გაიქცა მაღაზიიდან“. პროკურორის შეკითხვაზე, მოწმემ განმარტა, რომ აღნიშნული სიტყვები თ----- ღ-------მ უთხრა დედამისს.
5. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- ჩ--მა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, იმყოფებოდა სამსახურში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე ტანსაცმლის მაღაზიაში. საღამო ხანს, ზუსტი დრო არ ახსოვს, მაღაზიაში შევიდა დ----- ბ--–--------, რომელსაც სურდა ფეხსაცმლის შეძენა. მისი მითითებით, თ----- აყვა დ-----ს მეორე სართულზე ფეხსაცმლის საჩვენებლად. რამდენიმე ხანში გაიგონა თ-----ს მოგუდული ხმა, რომელმაც დაიძახა მისი შვილის, გ-------ს სახელი. როდესაც წავიდა მეორე სართულისაკენ, დაინახა, რომ დ-----ი სწრაფი ნაბიჯებით მირბოდა კიბეებზე. ჰკითხა რა მოხდა. დ-----მა ჩაირბინა კიბე და გავიდა გარეთ. დ.ბ--–-------- იყო შეშინებული და ანერვიულებული. როგორც თ-----სგან გაიგო, დ-----მა, მას მოსთხოვა ფულის გადაცემა.
6. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ------- ლ--–--ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 15 ივნისს, საღამოს საათებში, როდესაც იმყოფებოდა ქ.ზესტაფონში, პოლიციელების თხოვნით, მონაწილოება მიიღო ამოცნობაში. წარდგენილი სამი პიროვნებიდან, თ----- ღ-------მ ამოიცნო ერთი - დ----- ბ--–--------.
7. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა გ------- კ-----–---–-ა განაცხადა, რომ მონაწილოება აქვს მიღებული ამოცნობაში, რა დროსაც წარდგენილი სამი პიროვნებიდან, ქალბატონმა ამოიცნო ერთი.
8. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ომ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 14 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და მეწყვილე დ----- ნ---–--ესთან ერთად ასრულებდა სამსახურებრივ მოვალეობას. საღამოს, დაახლოებით 19:00 საათისათვის, მას, დაურეკა უცნობმა ნომერმა. როდესაც უპასუხა, აღმოჩნდა მისი ნაცნობი თ----- ღ-------, რომელიც მუშაობს ქ.ზესტაფონში, ჭ----------------------ში მდებარე ჩინელების ტანსაცმლის მაღაზიაში. თ-----მ სთხოვა სასწრაფოდ მასთან მისვლა. როდესაც ადგილზე მივიდა დ.ნ---–--ესთან ერთად, თ----- იყო განერვიულებული და მოუყვა, რომ როდესაც იმყოფებოდა მეორე სართულზე მაღაზიაში, უცნობ, ახალგაზრდა მამაკაცთან ერთად, მან მოსთხოვა 200 ლარის გადაცემა და გაიქცა მაღაზიიდან, აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით. თ-----მ აღუწერა ახალგაზრდა მამაკაცი, რომ იყო დაახლოებით 23-24 წლის, კეხიანი ცხვირით, მოყავისფრო, ხვეული თმით, შუბლზე ორივე მხარეს მელოტი, რომელსაც ეცვა გრძელსახელოებიანი შავი მაისური, მოლურჯო ფერის ჯინსის შარვალი, ფეხზე ბოტასი, სამი თეთრი ხაზით. ვინაიდან ფაქტი ახალი მომხდარი იყო, დ.ნ---–--ესთან ერთად გაემართა აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით, სადაც, მაღაზია „ა-–------------------“ წინ დაინახა თ----- ღ------ის მიერ აღწერილი პირი, რომელიც ასევე, ნახა ვიდეო ჩანაწერებში. შეაჩერეს აღნიშნული პიროვნება, რომელმაც ნებაყოფლობით წარუდგინა თავი და უთხრა, რომ იყო დ----- ბ--–--------. დ-----მა, საუბრისას მათ მოუყვა მომხდარი ფაქტის შესახებ და დაუდასტურა თ----- ღ------ისათვის 200 ლარის მოთხოვნის ფაქტი. ადგილზე მოხდა დ.ბ--–--------ს დაკავება, ჩაუტარდა პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. დაკავების ოქმი შეადგინა თავად, რასაც დ.ბ--–--------მ ნებაყოფლობით მოაწერა ხელი.
9. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ნ---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 14 ივნისს იმყოფებოდა სამსახურში და მეწყვილე ზ------ კ--------ოსთან ერთად პატრულირებდა ქალაქის ტერიტორიაზე, რა დროსაც ზ.კ--------ოს დაუკავშირდნენ ტელეფონზე და რამდენიმე ხნიანი საუბრის შემდეგ ზ------მა უთხრა, რომ მის ნაცნობ თ----- ღ-------ს ესაჭიროებოდა დახმარება. სამსახურებრივი მანქანით მივიდნენ ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას ქუჩაზე მდებარე ჩინელების მაღაზიაში, სადაც მათ დახვდათ თ----- ღ-------, რომელმაც მოუყვა მომხდარის შესახებ, რომ მაღაზიაში შესული იყო ახალგაზრდა მამაკაცი, რომელმაც მას მოსთხოვა ფულის გადაცემა. მათი მითითებით, თ-----მ, მათ აჩვენა ვიდეო ჩანაწერი, სადაც ჩანდა დაახლოებით 20-25 წლის ახალგაზრდა მამაკაცი, შავგრემანი, ხუჭუჭთმიანი. ზ.კ--------ოსთან ერთად გაემართა აღმაშენებლის ქუჩის მიმართულებით, სადაც მაღაზია „ა-–------------------“ მიმდებარე ტერიტორიაზე ნახეს ვიდეოში ნანახი ახალგაზრდა მამაკაცი. მათ მოთხოვნაზე წარედგინა თავი, დ----- ბ--–--------მ, რომელიც იყო აღელვებული მათ გადასცა პირადობის მოწმობა და მოუყვა მომხდარის შესახებ, რომ ესაჭიროებოდა 200 ლარი და აღნიშნული თანხა მოსთხოვა თ----- ღ-------ს. ადგილზე მოხდა დ.ბ--–--------ს დაკავება და პირადი ჩხრეკა, რა დროსაც ამოღებული იქნა სხვადასხვა ნივთები. დაკავებულს, ზ.კ--------ომ განუმარტა მისი უფლებები და გადაყვანილი იქნა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში.
10. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ა-----– ა---–------მა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე მონაწილოება მიიღო თ----- ღ------ის და ლ--- კ------იას მიერ დ----- ბ--–--------ს ამოცნობაში, რა დროსაც მოახდინა ფოტოგადაღება. მოწმის განმარტებით, ამოცნობის დროს, თ----- ღ------ის და ლ--- კ------იას მიერ მოხდა დ----- ბ--–--------ს ამოცნობა. საგამოძიებო მოქმედების ოქმი შედგა ადგილზე, რაც დაადასტურა ხელის მოწერით.
11. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ნ--- ა------ემ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს მუშაობდა ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მოწმის სახით გამოკითხა დ----- ბ--–--------ს დამკავებელი პირები - ზ------ კ--------ო და დ----- ნ---–--ე.
12. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა თ------ შ------–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივ-გამომძიებლად. იყო დ----- ბ--–--------ს სისხლის სამართლის საქმის გამომძიებელი და საქმეზე ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო და საპროცესო მოქმედებები, მათ შორის: დაკითხა მოწმეები და დაზარალებული, დანიშნა ექსპერტიზები, ჩაატარა ამოცნობები, დადგენილება ბრალდების შესახებ გააცნო დ.ბ--–--------ს და გაუცვალა მტკიცებულებები. შეადგინა თ.ღ------ისგან ნიმუშის აღების ოქმი და გამოითხოვა სხავადასხვა ინფორმაცია და დოკუმენტაცია.
13. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ----- ბ--–--------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, დილით სახლიდან წამოვიდა ბანკში თანხის, 130 ლარის შესატანად. როდესაც ბანკში მივიდა, უარი უთხრეს თანხის შეტანაზე, დარიცხული პროცენტების გამო, ასევე, მოსთხოვეს ხელშეკრულების მიტანა. როდესაც წამოვიდა ბანკიდან, გაიარა ტოტალიზატორში, ითამაშა და თანხა წააგო. ბევრ ახლობელს დაურეკა და სთხოვა ფული, მაგრამ ვერ იშოვა. როდესაც ქუჩაზე მიდიოდა, მაღაზიასთან დაინახა გოგო, რომელიც ახლობელს მიამსგავსა და იფიქრა, რომ მას სთხოვდა. მივიდა მაღაზიასთან, თ----- ღ------- გარეთ იდგა. როდესაც მაღაზიაში შევიდა, პირდაპირ თანხის თხოვნა მოერიდა ხალხში და ამიტომ იკითხა მამაკაცის ტანსაცმელები. თ-----მ მიასწავლა, რომ მეორე სართულზე იყო. როდესაც მეორე სართულზე იმყოფებოდა თ----- ღ-------სთან ერთად, დაიწყო ბოტასების მოზომვა, ხოლო შემდეგ უთხრა ფული მომეცი. ამის თქმაზე, თ-----მ უცებ იყვირა სახელი გ-------. აღნიშნულზე, ვინაიდან თ-----ს ვერ დააწყნარებდა, გავიდა გარეთ, აღარ გაჩერდა მაღაზიაში. მას ფულის გატაცება არ სურდა, უბრალოდ უნდოდა სესხად აეღო თანხა. რაიმე მოქმედება, ფულის გასატაცებლად არ განუხორციელებია. ამოცნობაზე, თ----- ღ-------მ მას დაადო ხელი და განაცხადა, რომ ის იყო ბიჭი, რომელმაც მას ფული მოსთხოვა მაღაზიაში ყოფნის დროს.
14. 2017 წლის 15 ივნისის, პირის ამოცნობის ოქმით, წარდგენილი სამი პიროვნებიდან, დაზარალებულ თ----- ღ------ის მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან მესამე, ესე იგი მარჯვნიდან პირველი მამაკაცი (სწორედ მითითებული მამაკაცი 2017 წლის 14 ივნისს შეეცადა აშკარად დაუფლებოდა 200 ლარს) - დ----- ბ--–--------.
15. 2017 წლის 15 ივნისის, პირის ამოცნობის ოქმით, წარდგენილი სამი პიროვნებიდან, მოწმე ლ--- კ------იას მიერ ამოცნობილი იქნა მარცხნიდან მეორე, ესე იგი მარჯვნიდან მეორე მამაკაცი (სწორედ მითითებული მამაკაცი იმყოფებოდა 2017 წლის 14 ივნისს, ე.წ. ჩინურ მაღაზიაში და როგორც თ----- ღ-------მ უთხრა, სწორედ მან მოსთხოვა 200 ლარის გადაცემა) - დ----- ბ--–--------.
16. 2017 წლის 16 ივნისის, იმერეთის პრობაციის ბიუროს N----------------- მომართვით დასტურდება, რომ დ----- ბ--–-------- (დაბ: 0----------–--–--------------------) აღრიცხვაზე იმყოფება და მასზე ზედამხედველობას ახორციელებს იმერეთის პრობაციის ბიურო, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 20.11.2015 წლის განაჩენით, საქართველოს სსკ 140-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისათვის.
17. ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დასტურდება, რომ დ----- ბ--–-------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ 140-ე მუხლით და სსკ 55-ე მუხლის საფუძველზე სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით, რაც სსკ 63-64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობით და გამოსაცდელ ვადად განესაზღვრა 2 (ორი) წელი.
18. 2017 წლის 4 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინების შესაბამისად, ქ.ზესტაფონში, ჭ----------------------ში განთავსებული ხ------- ჟ---ის კუთვნილი მაღაზიის შიდა მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით, განხორციელდა შესვლა კომპიუტერულ სიტემაში, სადაც მოძიებული იქნა 2017 წლის 14 ივნისის ჩანაწერი. მაღაზიის ჩრდილოეთ სექტორში, ჭერზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი იწყება 18:40:00 სთ-ზე. კადრში ფიქსირდება, რომ გამყიდველი თ----- ღ------- მიდის დასავლეთ მხარეს. კადრში ფიქსირდება, რომ გამყიდველი ლ--- კ------ია ასუფთავებს მაღაზიის იატაკს. 18:40:20 სთ-ზე მაღაზიაში კარებიდან შედის დ----- ბ--–--------, რომელსაც ტანზე აცვია მუქი ფერის გრძელსახელოიანი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი. მას მარჯვენა ხელი ჩადებული აქვს შარვლის უკან მარჯვენა ჯიბეში და მიდის მაღაზიის დასავლეთ მიმართულებით. 18:40:33 სთ-ზე კადრში ფიქსირდება, რომ თ----- ღ------- და დ----- ბ--–-------- მიდიან მაღაზიის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის მხარეს. მოძრაობის დროს დ----- ბ--–--------ს მარჯვენა ხელი კვლავ ჩადებული აქვს შარვლის უკან მარჯვენა ჯიბეში. 18:40:36 სთ-ზე თ----- ღ------- და დ----- ბ--–-------- კადრში აღარ ფიქსირდებიან. აღნიშნულ დროს ლ--- კ------ია აგრძელებს იატაკის დასუფთავებას. 18:41:42 სთ-ზე კადრში ფიქსირდება, რომ ლ--- კ------ია გარბის მაღაზიის კარების მიმართულებით და 18:41:45 სთ-ზე გადის კარებში. 18:41:44 სთ-ზე კადრში ფიქსირდება, რომ დ----- ბ--–-------- მეორე სართულზე ასასვლელი კიბის მხრიდან გარბის მაღაზიის კარების მიმართულებით. 18:41:45 სთ-ზე ფიქსირდება, რომ დ----- ბ--–--------ს გამოედევნა ჩ-- ქ-------. 18:41:46 სთ-ზე დ----- ბ--–-------- მაღაზიის კარების გამოყენებით გარბის შენობიდან. 18:41:48 სთ-ზე ჩ-- ქ------- გადის კარებში. 18:41:52 სთ-ზე ფიქსირდება, რომ ხ------- ჟ---ი გარბის კარების მიმართულებით და გადის შენობიდან. 18:41:53 სთ-ზე მაღაზიაში შედის ლ--- კ------ია. 18:42:02 სთ-ზე მეორე სართულის მიმართულებით მიდის ლ--- კ------ია. 18:42:31 სთ-ზე ჩ-- ქ------- მიდის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის მიმართულებით. 18:42:35 სთ-ზე მაღაზიაში შედის ხ------- ჟ---ი, რომელიც მიდის მეორე სართულზე ასასვლელი კიბის მიმართულებით. 18:42:54 სთ-ზე კადრში ფიქსირდება თ----- ღ-------, რომელსაც მარცხენა ხელში უჭირავს ტელეფონი. 18:43:31 სთ-ზე ლ--- კ------ია მიდის მაღაზიის დასავლეთ მხარეს. მაღაზიის აღმოსავლეთ სექტორში, ჭერზე დამონტაჟებული კამერის ჩანაწერი იწყება 18:40:00 სთ-ზე. 18:40:27 სთ-ზე კადრში ფიქსირდება დ----- ბ--–--------, რომელსაც მარჯვენა ხელი მოთავსებული აქვს შარვლის უკან მარჯვენა ჯიბეში. ის მიდის მაღაზიის დასავლეთ მიმართულებით. გამყიდველი თ----- ღ------- მოძრაობს აღმოსავლეთის მიმართულებით და საუბრობს მობილურ ტელეფონზე. 18:40:32 სთ-ზე დ----- ბ--–-------- ბრუნდება. მას მარჯვენა ხელი კვლავ შარვლის უკან მარჯვენა ჯიბეში აქვს მოთავსებული. ორივე მოძრაობს აღმოსავლეთის მიმართულებით და 18:40:35 სთ-ზე კადრში აღარ ფიქსირდებიან. 18:42:53 სთ-ზე კადრში ფიქსირდება თ----- ღ-------, რომელსაც უკან მიჰყვება ლ--- კ------ია. 18:44:58 სთ-ზე თ----- ღ------- მოძრაობს დასავლეთის მიმართულებით. 18:45:56 სთ-ზე ლ--- კ------ია მიდის დასავლეთის მიმართულებით. 18:46:45 სთ-ზე მათ მიუახლოვდა ჩ-- ქ------- და ესაუბრება. 18:49:10 სთ-ზე კადრში ფიქსირდება ხ------- ჟ---ი, რომელსაც ესაუბრება თ----- ღ------- და ლ--- კ------ია. ვიდეომეთვალყურეობის სისტემის ჩანაწერი ჩაწერილი იქნა ფლეშმეხსიერების ბარათზე, საიდანაც გადაწერილი იქნა 1 ცალ CD დისკზე და დაილუქა თეთრი ფერის კონვერტში ზესტაფონის რაიონული სამმართველოს N33/10 ლუქის ბეჭდით პაკეტებისათვის.
19. სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის (სსკ 178-ე მუხლი) ობიექტი იგივეა, რაც საკუთრების წინააღმდეგ მიმართული ყველა დანაშაულისა, მაგრამ იმის გამო, რომ ძარცვის დროს შეიძლება გამოყენებულ იქნეს ისეთი ძალადობა, რომელიც საშიში არ არის ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის, იგი ორობიექტიან დანაშაულს წარმოადგენს. საკუთრებითი ურთიერთობის გარდა, ამ დანაშაულით საფრთხე ექმნება ადამიანის ფიზიკურ ხელშეუხებლობას. ობიექტური მხრივ ძარცვა აქტიურ მოქმედებაში გამოიხატება. ამ დროს ხდება სხვისი მოძრავი ქონების აშკარა მართლსაწინააღმდეგო დაუფლება. ამრიგად, ძარცვისათვის დამახასიათებელია მისი აშკარა ხასიათი და ზოგჯერ ადამიანზე ფიზიკური ან ფსიქიკური ზემოქმედება, რაც, ცხადია, ამ დანაშაულს უფრო საშიშს ხდის საზოგადოებისათვის. ძარცვის აშკარა ხასიათი იმაში მდგომარეობს, რომ სხვისი ქონების ანგარებით დაუფლება ხდება თვალნათლივ, როგორც იმ პირისათვის, ვის საკუთრებაში, მფლობელობასა ან სარგებლობაში იმყოფება ნივთი, ასევე, სხვა ადამიანებისათვისაც. ცხადია, დამნაშავეს შეგნებული აქვს, რომ დამსწრეებს გააზრებული აქვთ მისი მოქმედების დანაშაულებრივი ხასიათი. ამიტომაც არის, რომ ძარცვისას დამნაშავე უფრო საშიშია, მას შინაგანად გაცნობიერებული აქვს, რომ თავისი მიზნის მისაღწევად და წინააღმდეგობის გადასალახავად შეუძლია მიმართოს ძალადობას. ამრიგად, იმისათვის, რომ განისაზღვროს, თუ რა ხერხით ხდება სხვისი ქონების დაუფლება, ყურადღება უნდა მიექცეს ობიექტურ და სუბიექტურ კრიტერიუმებს. ობიექტური კრიტერიუმი გულისხმობს ქონების მესაკუთრის, მფლობელის ან სხვა პირის შეგნებას, რომ ისინი ხედავენ და აღიქვამენ პირის მოქმედების დანაშაულებრივ ხასიათს; ხოლო სუბიექტური კრიტერიუმი კი მდგომარეობს იმაში, რომ თვით დამნაშავესაც შეგნებული აქვს სხვათათვის მის მიერ სხვისი ქონების დაუფლების აშკარა ხასიათი. ძარცვა დანაშაულის მატერიალურ შემადგენლობას მიეკუთვნება. იგი დამთავრებულია ქონების ფაქტობრივი დაუფლების მომენტიდან, რომლის შედეგადაც დამნაშავეს ეძლევა შესაძლებლობა თავისი შეხედულებით გამოიყენოს ან განკარგოს სხვისი ქონება. ძარცვის ობიექტურ მხარეში შედის ასევე მიზეზობრივი კავშირის დადგენა დამნაშავის მართლსაწინააღმდეგო ქმედებასა და დამდგარ მავნე შედეგს შორის. ძარცვის სუბიექტური მხარე პირდაპირ განზრახვასა და მისაკუთრების მიზნის არსებობას გულისხმობს. დამნაშავეს გაცნობიერებული აქვს, რომ იგი აშკარად, სხვათა თანდასწრებით ეუფლება ქონებას, რომელზეც არავითარი უფლება არ გააჩნია, ითვალისწინებს მესაკუთრისა ან სხვა კანონიერი მფლობელისათვის ზიანის მიყენების შესაძლებლობას და სურს ამ შედეგის დადგომა. ძარცვის ამსრულებელია კანონით დადგენილ ასაკს მიღწეული ფიზიკური პირი.
20. საქართველოს სსკ 19-ე მუხლის თანახმად, დანაშაულის მცდელობად ითვლება განზრახი ქმედება, რომელიც თუმცა უშუალოდ მიმართული იყო დანაშაულის ჩასადენად, მაგრამ დანაშაული ბოლომდე არ იქნა მიყვანილი. სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა მცდელობისათვის განისაზღვრება ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით, რომლითაც გათვალისწინებულია პასუხისმგებლობა დამთავრებული დანაშაულისათვის, ამ მუხლზე მითითებით.
21. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- ბ--–--------მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
ქმედება - ძარცვის მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი:
22. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ----- ღ-------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც იმყოფებოდა მაღაზიაში და დ----- ბ--–--------სთან ერთად ავიდა მეორე სართულზე, ამ უკანასკნელმა მას მოსთხოვა თანხის - 200 ლარის გადაცემა. აღნიშნულის შესახებ მან მოუყვა ლ--- კ------იას და ჩინელ უფროსებს.
23. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--- კ------იამ განაცხადა, რომ როგორც თ----- ღ------ისგან იცის, 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც დ----- ბ--–-------- შევიდა მათთან მაღაზიაში, ამ უკანასკნელმა თ-----ს მოსთხოვა თანხა 200 ლარის ოდენობით.
24. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ კ--------ომ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპეტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც თ----- ღ------ის თხოვნით მივიდა ქ.ზესტაფონში, ჭ----------------------ში მდებარე მაღაზიაში, მას თ----- ღ-------მ უთხრა, რომ ახალგაზრდა, დაახლოებით 23-24 წლის მამაკაცმა მას მაღაზიაში ყოფნის დროს მოსთხოვა თანხა, 200 ლარის ოდენობით. მოწმის განმარტებით, თანხის, 200 ლარის თ----- ღ------ისათვის მაღაზიაში მოთხოვნის ფაქტი მას დაუდასტურა დაკავებულმა დ----- ბ--–--------მაც.
25. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა დ----- ნ---–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც მივიდნენ ქ.ზესტაფონში, ჭ----------------------ში მდებარე ჩინელების მაღაზიაში, თ----- ღ-------მ მათ უთხრა, რომ ახალგაზრდა მამაკაცმა მას მოსთხოვა თანხის გადაცემა. თანხის, 200 ლარის თ----- ღ------ისათვის მაღაზიაში მოთხოვნის ფაქტი მათ დაუდასტურა დაკავებულმა დ----- ბ--–--------მაც.
26. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ჟ---მა დაადასტურა გამოძიების დროს მის მიერ გამოკითხვის ოქმში მითითებული გარემოება, რომ დ----- ბ--–--------მ, თ----- ღ-------ს მოსთხოვა თანხა 200 ლარის ოდენობით. აღნიშნული გაიგო, როდესაც თ----- ამას დედამის უყვებოდა.
27. სასამართლო სხდომაზე მოწმის (ბრალდებულის) სახით დაკითხულმა დ----- ბ--–--------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც მაღაზიაში იმყოფებოდა, მან თ----- ღ-------ს მოსთხოვა თანხა 130 ლარის ოდენობით. მას ფულის მიტაცების სურვილი არ ჰქონია, უნდოდა რომ ესესხებინა.
28. სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს ქმედება - რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია. მნიშვნელოვანი ზიანის ოდენობა მითითებულია სსკ 177-ე მუხლის შენიშვნაში. მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით.
29. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- ბ--–--------მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
ქმედება - ძარცვის მცდელობა, ჩადენილი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის:
30. სასამართლო სხდომაზე მოწმის (დაზარალებულის) სახით დაკითხულმა თ----- ღ-------მ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც იმყოფებოდა მაღაზიაში და დ----- ბ--–--------მ მას ფული მოსთხოვა 200 ლარის ოდენობით, გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში და ასევე, ხელი ააფარა პირზე, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი.
31. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--- კ------იამ განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც თ----- ღ------- იმყოფებოდა მაღაზიაში მეორე სართულზე, გაიგონა თ-----ს დაყვირების ხმა. როდესაც ის და მისი უფროსი, ჩინელი ქალბატონი ავიდნენ მეორე სართულზე, ნახეს თ----- ღ-------, რომელიც ანერვიულებული იყო და ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. თ-----მ უთხრა, რომ როდესაც დ----- ბ--–--------მ მას ფული მოსთხოვა, სახეში ხელი აარტყა. მოწმის განმარტებითვე, თ-----ს სიწითლე ემჩნეოდა სახეზე.
32. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ხ------- ჟ---მა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც იმყოფებოდა მაღაზიაში, მეორე სართულზე, მოსასვენებელ ოთახში და გაიგო თ----- ღ------ის ხმამაღალი დაძახილი, რომელიც ეძახდა მას, გამოვიდა და დაინახა, რომ დ.ბ--–-------- ჩარბოდა კიბეებზე, ხოლო თ----- ღ-------ს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი. მის კითხვაზე თუ რა მოხდა, თ-----მ უპასუხა რომ ხელის შეხებით ცხვირიდან სისხლი ადინა.
33. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ქ------- ჩ--მა განაცხადა, რომ 2017 წლის 14 ივნისს, როდესაც იმყოფებოდნენ მაღაზიაში და დ----- ბ--–-------- გაიქცა მათი მაღაზიიდან, ქვევით, პირველ სართულზე ჩავიდა თ----- ღ-------, რომელსაც სისხლი მოსდიოდა ცხვირიდან. თ-----მ უთხრა, რომ დ-----მა მას ხელი მიადო ცხვირზე, რა დროსაც წამოუვიდა სისხლი.
34. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ე-–--- გ--–--ემ განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 14 ივნისს, დაზარალებულ თ----- ღ------ის თანხმობით მოახდინა მისი გარეგნული დათვალიერება. თ----- ღ-------ს ცხვირის მიდამოში აღენიშნებოდა შეწითლების კვალი. მოწმის განმარტებით, თ----- ღ-------მ მას უთხრა, რომ აღნიშნული დაზიანება მას მიაყენა დაახლოებით 23-24 წლის მამაკაცმა, როდესაც გაშლილი ხელი ჩაარტყა სახეში და ცდილობდა პირზე ხელის აფარებას, რის შედეგადაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი.
35. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ზ------ გ--–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს იმერეთის საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურში, ექსპერტის თანამდებობაზე. მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, მონაწილეობა აქვს მიღებული შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში, როგორც ექსპერტს და მოახდინა ფოტოგადაღება. ასევე, მაღაზიაში არსებული სამუშაო მაგიდის გვერდით მდებარე ურნიდან ამოიღო ხელსახოცი, რომელსაც აღენიშნებოდა მოწითალო ფერის ლაქები. ამოღებული ხელსახოცი დალუქა ადგილზე და გადასცა გამომძიებელს.
36. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ-–- პ------–-–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებლად. 2017 წლის 14 ივნისს, ჩაატარა შემთხვევის ადგილის დათვალიერება, რა დროსაც ექსპერტის მიერ ამოღებული იქნა ხელსახოცი, სისხლისმაგვარი ლაქებით. ამოღებული ხელსახოცი დაილუქა ადგილზე. ასევე, შეადგინა საგამოძიებო მოქმედების ოქმი, რაც მონაწილეებმა დაადასტურეს ხელის მოწერით.
37. 2017 წლის 14 ივნისის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ქ.ზესტაფონში, ჭ---------ას N---–- და წარმოადგენს ორსართულიან რკინა-ბეტონის კონსტრუქციის ტანსაცმლის მაღაზიას...... შესასვლელიდან მარჯვენა მხარეს არის მცირე ზომის მაგიდა..... მაგიდის ქვემოთ დევს ნაგვისათვის განკუთვნილი მუყაოს მცირე ზომის ყუთი, რომელშიც დევს თეთრი ფერის ხელსახოცი, რომელზეც აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ხელსახოცი ამოღებული იქნა და დაილუქა პაკეტში N---------......ოთახის ჭერზე დამონტაჟებულია სათვალთვალო ვიდეოკამერა.
38. 2017 წლის 14 ივნისის გარეგნული დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სამმართველოს შენობაში გამომძიებელ ე-–--- გ--–--ის მიერ სს N0----------- საქმეზე მოხდა დაზარალებულ თ----- ღ------ის გარეგნული დათვალიერება და ფოტოგადაღება. დაზარალებულმა თ----- ღ-------მ თანხმობა განაცხადა დათვალიერებაზე. დაზარალებულ თ----- ღ-------ს ვიზუალური დათვალიერებით ცხვირის არეში აღენიშნებოდა შეწითლების კვალი. თ.ღ------ის განმარტებით, 2017 წლის 14 ივნისს, მაღაზიაში, სადაც მუშაობდა გამყიდველად, დაახლოებით 23-24 წლის ასაკის მამაკაცმა გაშლილი ხელი მძლავრად დაარტყა სახის წინა ნაწილში და შეეცადა ხელი აეფარებინა პირზე. აღნიშნულ დროს მას ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი.
39. სსიპ ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს ბიოლოგიური (გენეტიკური, სეროლოგიური) ექსპერტიზის N--------- დასკვნით დასტურდება, რომ სეროლოგიური და გენეტიკური კვლევებისა და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა:
- პაკეტში, წარწერით: ,,...ქ.ზესტაფონი ჭ---------ას ქ. N---–- შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული ქაღალდის ერთჯერადი სალფეთქი სისხლის მაგვარი ლაქებით..." მოთავსებულ ხელსახოცზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N1,2) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის თ----- ღ-------ს (ობ. N3, პაკეტი, წარწერით:,,...თ----- ღ------ის ნერწყვის ნიმუში...").
-პაკეტში, წარწერით: ,,თ----- ღ------ისგან ამოღებული შავი ფერის მაისური" მოთავსებულ მაისურზე სისხლის საეჭვო ლაქები არ აღმოჩნდა. აღნიშნული ექსპერტიზის დასკვნის სისწორე დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა ი-------–--------მ.
40. 2017 წლის 4 ივლისის ინფორმაციის გამოთხოვის ოქმით დასტურდება, რომ ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2017 წლის 26 ივნისის განჩინების შესაბამისად, ქ.ზესტაფონში, ჭ----------------------ში განთავსებული ხ------- ჟ---ის კუთვნილი მაღაზიის შიდა მეთვალყურეობის სისტემაზე დაფიქსირებული ინფორმაციის დათვალიერების მიზნით, განხორციელდა შესვლა კომპიუტერულ სიტემაში, სადაც მოძიებული იქნა 2017 წლის 14 ივნისის ჩანაწერი. ჩანაწერის თანახმად, 18:42:54 სთ-ზე კადრში ფიქსირდება თ----- ღ-------, რომელიც მარჯვენა ხელით თეთრი ფერის ცხვირსახოცს იდებს ცხვირზე, ხოლო მარცხენა ხელში უჭირავს ტელეფონი. 18:42:58 სთ-ზე თ----- ღ------- კადრში აღარ ფიქსირდება. 18:44:51 სთ-ზე თ----- ღ------- ურნაში აგდებს ცხვირსახოცს. 18:42:58 სთ-ზე თ----- ღ------- ბრუნდება. მას ცხვირზე მიდებული აქვს თეთრი ფერის ცხვირსახოცი. 18:43:02 სთ-ზე თ----- ღ-------მ ჩამოიღო ცხვირსახოცი, რომელსაც ათვალიერებს და 18:43:25 სთ-ზე კვლავ იდებს ცხვირზე. 18:43:26 სთ-ზე თ----- ღ------- მიდის დასავლეთის მიმართულებით. მას ხელში უჭირავს ცხვირსახოცი და იდებს ცხვირზე. 18:44:23 სთ-ზე ლ--- კ------ია კადრში აღარ ფიქსირდება. 18:44:45 სთ-ზე თ----- ღ------- მიდის აღმოსავლეთის მიმართულებით და კვლავ იდებს ცხვირზე ცხვირსახოცს. 18:44:50 სთ-ზე თ----- ღ------- კადრში აღარ ფიქსირდება. აღნიშნული ვიდეო ჩანაწერი, ასევე, გამოკვლეული იქნა სასამართლო სხდომაზე, სადაც კადრში ჩანს დაზარალებული თ----- ღ-------, მოწმე ლ--- კ------ია და მოწმე ქ------- ჩ--ი, რომლებიც საუბრობენ. დაზარალებული თ----- ღ------- ცხვირზე იფარებს თეთრი ფერის ხელსახოცს. საუბრისას, ჟესტიკულაციით უხსნის ლ---სა და ქ-------ს რაღაცას, რა დროსაც აკეთებს ხელის მოძრაობას სახის მიმართულებით (გაშლილი ხელი მიაქვს სახესთან). რამდენიმე ხანში ცხვირიდან იშორებს თეთრი ფერის ხელსახოცს, იხრება მაგიდასთან და ურნაში აგდებს.
41. სასამართლო განმარტავს, რომ ძარცვის ერთერთ დამამძიმებელ გარემოებას წარმოადგენს მისი ჩადენა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. ქმედების აღნიშნული კვალიფიკაციისათვის ძალადობას, შედეგად არ უნდა მოჰყვეს ჯანმრთელობის მძიმე, ნაკლებად მძიმე ან მსუბუქი დაზიანება. ფიზიკური ძალადობა, შესაძლებელია გამოიხატოს ცემაში ან სხვაგვარ ძალადობაში (ხელის გარტყმა, ჩარტყმა, თმის მოქაჩვა და სხვა). განხორციელებული ძალადობა ყოველთვის სხვისი ქონების დაუფლების საშუალებას უნდა წარმოადგენდეს. ძალადობა მხოლოდ მაშინ შეიძლება ჩაითვალოს ძარცვის დამამძიმებელ გარემოებად, როდესაც იგი გამოიყენება სხვისი ქონების დასაუფლებლად. ძარცვის დროს ძალადობა შეიძლება გამოყენებული იქნეს როგორც ქონების მესაკუთრის ან სხვა კანონიერი მფლობელის მიმართ, ისე სხვა პირის მიმართაც, რომელთა ბედითაც დაინტერესებულია დაზარალებული, ან რომლებიც ხელს უშლიან დანაშაულის ჩადენას ან, რომლებსაც დამნაშავის აზრით, შეეძლოთ ხელი შეეშალათ მისთვის ქონების უკანონო დაუფლებაში.
42. აღნიშნულიდან გამომდინარე, ერთმანეთთან შეთანხმებულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ დ----- ბ--–--------მ განხორციელებული ქმედებით, ჩაიდინა ძარცვის მცდელობა, ჩადენილი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის.
სამართლებრივი შეფასება:
43. სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება. მას შემდეგ, რაც დასრულდება საქმის განხილვა, საქმის განმხილველ მოსამართლეს შეუძლია შეაფასოს გამოკვლეული მტკიცებულებების მნიშვნელობა და წონა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს.
44. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ზეპირ მტკიცებულებებს. სასამართლო მოითხოვს განმცხადებლისა და შესაბამისი მოწმეების მოსმენის ვალდებულების პატივისცემას, რათა დადგინდეს საქმის ფაქტობრივი გარემოებები, საქმის სამართლიანი განხილვისა და დაცვის უფლებების შესაბამისად. საქმის საჯარო სასამართლო სხდომაზე ზეპირი განხილვა მე-6 (§1) მუხლით გათვალისწინებული ფუნდამენტური პრინციპია. მოცემული პრინციპი განსაკუთრებით მნიშვნელოვანია სისხლის სამართალწარმოების კონტექსტში, რამდენადაც ამ შემთხვევაში, ზოგადი წესის თანახმად, პირველი ინსტანციის საქმის განმხილველი ტრიბუნალი სრულად უნდა აკმაყოფილებდეს მე-6 მუხლის მოთხოვნებს და განმცხადებელს უნდა ჰქონდეს მისი საქმის განხილვის უფლება, ასევე, შესაძლებლობა, მათ შორის წარადგინოს მტკიცებულება საკუთარი თავის დაცვის მიზნით, გამოკითხოს და ჯვარედინი დაკითხვის სახით, კითხვები დაუსვას მოწმეს (Jussila v.Finland, 2006 წლის 23 ნოემბერი, განაცხადი N73053/01, პარაგრაფი N40).
45. სასამართლო აღნიშნავს, რომ ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილებით, ეროვნული სასამართლოების მიერ მიღებული გადაწყვეტილებები სისხლის სამართლის მართლმსაჯულების ძირითად მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს, კერძოდ, ბრალდებამ „გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით“ უნდა დაასაბუთოს ბრალეულობა და ასევე უნდა აკმაყოფილებდეს სისხლის სამართლის კანონმდებლობის ძირითად პრინციპს „in dubio pro reo“ (პირი არ შეიძლება დამნაშავედ იყოს ცნობილი სასამართლოს მიერ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი) (Barbera, Messegue and Jabardo v. Spain, განაცხადი ნომერი 10590/83, 1988 წლის 6 დეკემბერი, პარაგრაფი N77; Lavents v. Latvia, განაცხადი ნომერი 58442/00, 2002 წლის 28 ნოემბერი, პარაგრაფი N125; Melich and Beck v. The Czech Republic, განაცხადი ნომერი 35450/04, 2008 წლის 24 ივლისი, პარაგრაფი N60).
46. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურდა, რომ დ----- ბ--–--------მ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ძარცვის მცდელობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლების მცდელობა, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რასაც შეეძლო გამოეწვია მნიშვნელოვანი ზიანი, ჩადენილი ძალადობით რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის (რაც გათვალისწინებულია საქართველოს სსკ 19.178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით). წარმოდგენილი მტკიცებულებებით ბრალდების მხარემ გონივრულ ეჭვს მიღმა დაამტკიცა დ----- ბ--–--------ს ბრალეულობა აღნიშნულ ბრალდებაში. მოცემულ საქმეზე, წარმოდგენილ მტკიცებულებათა ერთობლიობა, თანხვედრილია ერთმანეთთან, დამაჯერებელია და აშკარად უთითებენ დ----- ბ--–--------ს მიერ დანაშაულის ჩადენაზე, რის გამოც მის მიმართ გამოტანილი უნდა იქნეს გამამტყუნებელი განაჩენი და ის მითითებული კვალიფიკაციებით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
47. სასამართლო, ვერ გაიზიარებს ბრალდებულის პოზიციას, რომ მას ძარცვის მცდელობის სურვილი არ ჰქონია, სურდა მხოლოდ თანხის სესხება და მას არანაირი ძალადობა არ ჩაუდენია თ----- ღ------ის მიმართ. ასევე, დაცვის მხარის პოზიციას, რომ საქმეში არ მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა დაადასტურებდა ბრალდებულის ბრალეულობას. საქმეში მხოლოდ ერთადერთი პირდაპირი მოწმის, დაზარალებულ თ----- ღ------ის ჩვენებაა, რომელიც ამხელს ბრალდებულს დანაშაულის ჩადენაში, სხვა მტკიცებულებები კი წარმოადგენენ ირიბ მტკიცებულებებს. შესაბამისად, მხოლოდ ერთი პირდაპირი მოწმის და სხვა ირიბი მოწმეების ჩვენებები ვერ აკმაყოფილებს გამამტყუნებელი განაჩენისათვის გამოტანისათვის არსებულ გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტს, რის გამოც დ.ბ--–-------- უნდა გამართლდეს წარდგენილ ბრალდებაში. დაცვის მხარის განმარტებითვე, ბრალდებულის ჩვენებიდან გამომდინარე, თუ სასამართლო მიიჩნევს მის ქმედებაში სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს სსკ 178-ე მუხლის 1-ლი ნაწილით, ვინაიდან, ბრალდებულმა განმარტა, რომ მას თანხა, 130 ლარი სჭირდებოდა ბანკში შესატანად და მას თ----- ღ------ის მიმართ ძალადობა არ განუხორციელებია.
აღნიშნული გარემოებების საწინააღმდეგოდ, სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული - ძარცვის მცდელობა, თავისი ბუნებიდან და ხასიათიდან გამომდინარე, გარკვეულ შემთხვევებში, შესაძლოა არ გამოირჩეოდეს თვითმხილველ მოწმეთა სიმრავლით. შესაბამისად, ასეთ შემთხვევებში, განსაკუთრებით მნიშვნელოვანია დაზარალებულის ჩვენების თანმიმდევრულობა, შესაბამისობა სხვა მტკიცებულებებთან და ისეთი მოტივის არარსებობა, რამაც სასამართლოს შესაძლებელია აფიქრებინოს დაზარალებულის მიკერძოებულობის შესახებ ბრალდებულის საწინააღმდეგოდ. სწორედ ასეთ სანდო ჩვენებას წარმოადგენს დაზარალებულ თ----- ღ------ის ჩვენება. ანუ, სასამართლოს აღნიშნული ჩვენება უტყუარ მტკიცებულებად მიაჩნია, ვინაიდან მის მიერ მითითებული ფაქტები დასტურდება საქმეში არსებული სხვა, როგორც პირდაპირი, ასევე, ირიბი მტკიცებულებებით, კერძოდ კი მოწმეთა ჩვენებებით და ვიდეო ჩანაწერით. გარდა ამისა, სასამართლოს არ აქვს დაზარალებულ თ----- ღ------ის ჩვენებაში ეჭვის შეტანის საფუძველი, ვინაიდან ის თანმიმდევრულად აღწერს მასსა და დ----- ბ--–--------ს შორის მომხდარი ინციდენტების დროს განვითარებულ მოვლენებს. დაზარალებულმა თ----- ღ-------მ განაცხადა, რომ როდესაც იმყოფება მაღაზიაში, მეორე სართულზე, დ----- ბ--–--------სთან ერთად, ამ უკანასკნელმა მოსთხოვა თანხა 200 ლარი, გაშლილი ხელი გაარტყა სახეში და მოუჭირა პირზე, რა დროსაც ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, მან დაიყვირა უფროსის სახელი - გ-------, რა დროსაც დ----- ბ--–-------- გაიქცა ქვევით. როდესაც მეორე სართულზე იმყოფებოდნენ, ისინი იყვნენ მარტო, ვინაიდან მამაკაცის ტანსაცმელი, რომელიც მაღაზიაში შესვლისას მოითხოვა დ----- ბ--–--------მ, განთავსებული იყო მეორე სართულზე. აღნიშნული გარემოებები დაადასტურეს, სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა ლ--- კ------იამ, ხ------- ჟ---მა და ქ------- ჩ--მა. მათივე განმარტებით, ის გარემოება, რომ დ-----მა 200 ლარი მოსთხოვა თ-----ს და სახეში დაარტყა ხელი, რა დროსაც თ-----ს ცხვირიდან წამოუვიდა სისხლი, მათ იციან თ-----სგან. თუმცა ის გარემოება, რომ თ-----ს ცხვირიდან მოსდიოდა სისხლი, თავადაც ნახეს, როდესაც მეორე სართულიდან ქვევით ჩავიდა თ-----, რომელსაც ცხვირზე აფარებული ჰქონდა თეთრი ხელსახოცი. ასევე, მოწმე, ლ--- კ------იამ დაადასტურა, რომ თ-----ს ცხვირზე ემჩნეოდა სიწითლე. თ----- ღ------ის სახეზე სიწითლის არსებობა, ასევე, დადასტურებულია გარეგნული დათვალიერების ოქმითაც, სადაც აღნიშნულია, რომ დაზარალებულ თ----- ღ-------ს, ვიზუალური დათვალიერებით, ცხვირის არეში აღენიშნებოდა შეწითლების კვალი. ის გარემოება, რომ მაღაზიაში შედის დ----- ბ--–-------- დადასტურებულია, ასევე, საქმეზე გამოკვლეული ვიდეო ჩანაწერით, სადაც ნათლად ჩანს დ----- ბ--–--------ს მაღაზიაში შესვლის, გადაადგილების ფაქტი, რომელსაც თან მიჰყვება თ----- ღ-------. ასევე, კადრში ნათლად ჩანს, თუ როგორ გარბის მაღაზიიდან დ----- ბ--–--------. ასევე, ვიდეო ჩანაწერში ნათლად ჩანს, რომ თ----- ღ------- ესაუბრება ლ--- კ------იას და ქ------- ჩ--ს, რომელთაც უხსნის რაღაცას და ჟესტიკულაციით აჩვენებს მოქმედებას (გაშლილი ხელი მიაქვს სახესთან). ამ დროს, თ----- ღ------- ცხვირს იწმენდს თეთრი ფერის ხელსახოცით, რომელსაც შემდეგ აგდებს მაგიდის გვერდით მდებარე ურნაში, რაც ამოღებული იქნა შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ექსპერტის მიერ, ჩატარდა ბიოლოგიური ექსპერტიზა და დადგინდა, რომ ხელსახოცზე არსებული სისხლი ეკუთვნოდა თ----- ღ-------ს. აღნიშნულის გარემოებების საწინააღმდეგო და დამაჯერებელი არგუმენტაცია კი სხდომაზე ჩვენების ან მტკიცებულების სახით არ წარმოდგენილა.
48. სასამართლო, დაცვის მხარის მიერ მითითებულ ირიბ ჩვენებასთან დაკავშირებით აღნიშნავს, რომ საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებით არაკონსტიტუციურად იქნა ცნობილი საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტთან მიმართებით: ა) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის მე-2 წინადადების ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანის შესაძლებლობას; ბ) საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ამავე კოდექსის 76-ე მუხლით განსაზღვრული მტკიცებულების - ირიბი ჩვენების საფუძველზე პირის ბრალდებულად ცნობის შესაძლებლობას. თუმცა, მიუხედავად ზემოაღნიშნულისა, საკონსტიტუციო სასამართლომ მოცემული გადაწყვეტილებით აბსოლუტურად არ გამორიცხა ირიბი ჩვენების დასაშვებობის და მისი, როგორც გამამტყუნებელ მტკიცებულებად გამოყენებადობის შესაძლებლობა. კერძოდ, მოცემული გადაწყვეტილების 36-ე პუნქტში მითითებულია, რომ ,,საკონსტიტუციო სასამართლო არ გამორიცხავს, გამონაკლის შემთხვევებში, ირიბი ჩვენების გამოყენების მართლზომიერებას. ასეთი გამონაკლისის დაშვება შესაძლოა გამართლებული იყოს, თუ არსებობს ობიექტური მიზეზი, რის გამოც შეუძლებელია იმ პირის დაკითხვა, რომლის სიტყვებსაც ემყარება ირიბი ჩვენება და, როდესაც ეს აუცილებელია მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე........ ვინაიდან სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსი ადგენს ირიბი ჩვენების ზოგად დასაშვებობას, მისი გამოყენება შეიძლება მოხდეს იმ შემთხვევაშიც, როდესაც მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე, ამის აუცილებლობა არსებობს“. აღნიშნულის გაანალიზება ცხადყოფს, რომ საკონსტიტუციო სასამართლო ირიბი ჩვენებების სისხლის სამართლის სამართლის საქმეზე გამოყენების კუთხით აწესებს მაღალ სამართლებრივ სტანდარტს (და აბსოლუტურად, კატეგორიულობის ფორმით არ გამორიცხავს მის გამოყენებადობას), რა დროსაც აუცილებელია ირიბი ჩვენების გამოყენება მოხდეს სასამართლოს მიერ ყოველი კონკრეტული გარემოებების შეფასებით, რომლებიც ირიბი ჩვენების წარდგენის გასამართლებლად არის დასახელებული სისხლისსამართლებრივ დევნაზე პასუხისმგებელი ორგანოს მიერ.
სასამართლო, ყურადღებას ამახვილებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრაქტიკაზე, რომლის თანახმადაც, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10). თუმცა, ზოგიერთ შემთხვევაში სასამართლო აღნიშნული წესიდან გამონაკლისის დაშვების შესაძლებლობასაც არ გამორიცხავს, როდესაც მოცემულ საქმეში სასამართლომ კიდევ ერთხელ გაიმეორა საქმეში დიდი პალატის მიერ დადგენილი პრინციპები, სადაც მან განაცხადა, რომ მსჯავრდების დაფუძნება ირიბი მოწმის ჩვენებაზე ავტომატურად არ არღვევს კონვენციის მე-6 მუხლის პირველ პარაგრაფს, როდესაც ირიბი მტკიცებულება ერთადერთი და გადამწყვეტი მტკიცებულებაა, რა დროსაც უნდა დადგინდეს არსებობს თუ არა ადეკვატური საპირწონე ფაქტორები, მათ შორის ძლიერი პროცედურული გარანტიები, რომელიც მტკიცებულების სანდოობის სათანადო და სამართლიანი შეფასების შესაძლებლობას იძლევა, რაც მოახდენს დაცვის მხარისათვის წარმოშობილი სირთულეების კომპენსირებას (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. the United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06).
49. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, როგორც საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, ასევე, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლო მკაცრად განსაზღვრული სტანდარტებით და პირობებით, საგამონაკლისო წესით უშვებს იმის შესაძლებლობას, რომ სისხლის სამართლის საქმეზე მსჯავრდება შეიძლება დაეფუძნოს ირიბ ჩვენებებს/მტკიცებულებებს მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის საქმისათვის მისი მნიშვნელობიდან გამომდინარე საკმარისად სანდოა. ამასთან, მნიშვნელოვანია მოცემული მტკიცებულებების გამოყენებისას მოხდეს იმის უტყუარად დადგენა ირიბი მტკიცებულებების გამოყენება, აუცილებელია თუ არა მართლმსაჯულების ინტერესებიდან გამომდინარე. შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ საქმეში მოიპოვება ერთმანეთთან შეთანხმებულ აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს დ----- ბ--–--------ს ბრალეულობას მის მიმართ წარდგენილ ბრალდებაში.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
50. დ----- ბ--–--------ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია, ხოლო დამამძიმებელი გარემოებაა ის, რომ პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში ჩაიდინა ახალი დანაშაული.
სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
51. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 259-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად, სასამართლოს განაჩენი სამართლიანია, თუ დანიშნული სასჯელი შეესაბამება მსჯავრდებულის პიროვნებას და მის მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს.
52. საქართველოს სსკ 53-ე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დამნაშავის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, კერძოდ, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ. შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს სისხლის სამართლის კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, მსჯავრდებულს უნდა დაენიშნოს ისეთი სასჯელი, რომელიც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას. აღნიშნულიდან გამომდინარე, დ----- ბ--–--------ს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი მისთვის, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროებისა და გასაკიცხაობის ხარისხი. სასჯელის მიზანია როგორც ბრალდებულზე, ასევე, სხვა პირებზე ზემოქმედებაც, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. სასამართლო აღნიშნავს, რომ გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი. მოცემულ შემთხვევაში, დ----- ბ--–--------ს მიერ ჩადენილი დანაშაულის სიმძიმის, ასევე, მისი პიროვნების გათვალისწინებით (მიუხედავად სახელმწიფოს მხრიდან გამოცხადებული ნდობისა, გაუფორმდა საპროცესო შეთანხმება, განესაზღვრა სასჯელის უმდაბლეს ზღვარზე ნაკლები სასჯელი, რაც ჩაეთვალა პირობით მსჯავრად და გამოსაცდელ ვადაში კვლავ ჩაიდინა განზრახი დანაშაული), სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლისა და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის ზომა შეძლებს დააფიქროს დ----- ბ--–-------- უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გასაკიცხაობის ხარისხი და გამოწვეული შედეგის სიმძიმე.
53. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, თუ პირობით მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს ?? ???????? 59-? ?????? გათვალისწინებული წესით. სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს. მოცემულ შემთხვევაში უდავო გარემოებას წარმოადგენს, რომ დ----- ბ--–-------- ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელი მოხდილი არ ჰქონდა დანაშაულის ჩადენისა და ბრალის წარდგენის დროს, იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელ ვადაში და აღრიცხვაზე იდგა პრობაციის ბიუროში. შესაბამისად, სახეზეა საქართველოს სსკ 67-ე მუხლის მე-5 ნაწილით გათვალისწინებული პირობითი მსჯავრის გაუქმებისა და სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, განაჩენთა ერთობლიობის დროს, სასჯელთა შთანთქმის საფუძვლები. სასამართლო მიუთითებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 13 ოქტომბრის N203აპ-15 გადაწყვეტილებაზე, სადაც საკასაციო პალატამ აღნიშნა, რომ "საკასაციო პალატა არ იზიარებს კასატორთა პოზიციას იმის შესახებ, რომ, ვინაიდან, პირველი ინსტანციის სასამართლოს მიერ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის მისთვის წინა განაჩენით განსაზღვრული გამოსაცდელი ვადა გასული იყო, მის მიმართ დადგენილი პირობითი მსჯავრის გაუქმება არ შეესაბამება კანონის მოთხოვნებს და მიუთითებს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, თუ მსჯავრდებულმა გამოსაცდელ ვადაში განზრახი დანაშაული ჩაიდინა, სასამართლო გააუქმებს პირობით მსჯავრს და მსჯავრდებულს დაუნიშნავს სასჯელს სსკ 59-ე მუხლით დადგენილი წესით. იმის გამო, რომ გ.გ-მ საქართველოს სსკ 375-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ჩაიდინა გამოსაცდელ ვადაში, სასამართლო, საქართველოს სსკ 67-ე მუხლის იმპერატიული მოთხოვნიდან გამომდინარე, ვალდებულია, გააუქმოს მის მიმართ წინა განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრი და სასჯელი განუსაზღვროს საქართველოს სსკ 59-ე მუხლით დადგენილი წესით" (სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3). (ასევე, იხილეთ, საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 24 დეკემებრის N401აპ-15 გადაწყვეტილება, პარაგრაფი N5-7). შესაბამისად, დ----- ბ--–--------ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს სსკ 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, კერძოდ: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, უნდა შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ დ----- ბ--–--------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით. სასამართლო იზიარებს საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის (2016 წლის 7 ივნისის გადაწყვეტილება N54-აპ-16, სამოტივაციო ნაწილი, პარაგრაფი N3) განმარტებას, რომ „საქართველოს სსკ 39-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია. საკასაციო პალატა, ასევე, იზიარებს პირველი ინსტანციის სასამართლოს მსჯელობას, რომ საქართველოს სსკ 39–ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს. მთავარია, არა დამნაშავის მკაცრად დასჯა, არამედ ის, რომ დანაშაულის შემთხვევა არ დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება იყოს დამნაშავის პიროვნების, მის მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების ადეკვატური“.
ნივთიერი მტკიცებულებები:
54. საქმეზე დართული საგნებისა და ნივთების ბედი უნდა გადაწყდეს საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლით დადგენილი წესის შესაბამისად.
სარეზოლუციო ნაწილი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ 20-21-ე, 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-ე, 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
დ----- ბ--–-------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ 19.178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „დ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს - თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, გაუქმდეს ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დ----- ბ--–--------ს მიმართ დანიშნული პირობითი მსჯავრი (თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით);
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა, თავისუფლების აღკვეთამ 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით, შთანთქას წინა, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს 2015 წლის 20 ნოემბრის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის ვადით და საბოლოოდ დ----- ბ--–--------ს (განაჩენთა ერთობლიობით) სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6 (ექვსი) წლის და 6 (ექვსი) თვის ვადით;
მსჯავრდებულ დ----- ბ--–--------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს განაჩენის აღსრულების მიზნით დაპატიმრების მომენტიდან და მოთავსებული იქნეს სპეციალური პენიტენციური სამსახურის შესაბამის დაწესებულებაში; მასვე სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო - 2017 წლის 14 ივნისიდან, 2017 წლის 17 ივნისის ჩათლით;
დ----- ბ--–--------ს მიმართ გამოყენებული აღკვეთის ღონისძიება - გირაო გაუქმდეს და გირაოს შემტანს განაჩენის აღსრულებიდან ერთი თვის ვადაში გირაოს თანხა დაუბრუნდეს საქმის განმხილველი სასამართლოს გადაწყვეტილების საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში შემავალ საჯარო სამართლის იურიდიულ პირში – აღსრულების ეროვნულ ბიუროში წარდგენის გზით;
საქმეზე დართული საგნები და ნივთები: დ----- ბ--–--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული „ბილაინის“ ფირმის, შავი კორპუსის მქონე ორკარტიანი მობილური ტელეფონი, იმეი კოდით 8----------------------------------, მასში მოთავსებული სიმბარათები, ნომრით 5----------------------- დ----- ბ--–--------ს სახელზე გაცემული საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობა; კოდის ფურცელი; 4 ცალი ოცთეთრიანი მონეტა; ლურჯი ფერის სანთებელა; დ----- ბ--–--------ს სახელზე გაცემული „ს----------–----------“ 02.09.2014 წლის N------- ხელშეკრულება და ქვითრები, სულ 6 ფურცლად; დ----- ბ--–--------ს სახელზე გაცემული ს----------–---------- N-------------------- კრედიტის დაფარვის გრაფიკები 2 ფურცლად; 05.06.2017 წლით დათარიღებული 1------ შეტყობინება 1 ფურცლად; ს----------–---------- N------- და N------- ხელშეკრულებები, სულ 7 ფურცლად; შეგროვებითი დეპოზიტის ხელშეკრულება 6 ფურცლად; ასევე, დ----- ბ--–--------სგან ამოღებული შავი ფერის გრძელსახელოებიანი მაისური და ლურჯი ფერის ჯინსის შარვალი, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბუნდეს დ----- ბ--–--------ს ან მისი ოჯახის წევრს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
თ----- ღ------ისგან ამოღებული შავი ფერის მოკლესახელოიანი მაისური, რომელიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, დაუბუნდეს თ----- ღ-------ს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
ცნობად იქნეს მიღებული, რომ დ----- ბ--–--------ს პირადი ჩხრეკის შედეგად ამოღებული მაგული შერგ--–-–---–ის სახელზე გაცემული „ლიბერთი ბანკის“ პლასტიკური ბარათი, დაბრუნებული აქვს დ----- ბ--–--------ს;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული თეთრი ფერის ქაღალდის ხელსახოცი, სისხლისმაგვარი ლაქებით; ასევე, თ----- ღ------ისგან აღებული ნერწყვის ნიმუში, რომლებიც ინახება ზესტაფონის რაიონულ სამმართველოში, განადგურდეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ;
შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას გადაღებული ფოტოსურათების ამსახველი CD-R დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
ქ.ზესტაფონი, ჭ----------------------ში განთავსებულ ხ------- ჟ---ის მაღაზიის ვიდეოკამერის ჩანაწერების ამსახველი CD დისკი, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით;
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე;
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ზესტაფონის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ზურაბ ბალავაძე