გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 040310519003050291
საქმე №3/14
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
21 აგვისტო, 2019 წელი
ცაგერი
შესავალი ნაწილი
ცაგერის რაიონული სასამართლო
მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი
სხდომის მდივანი ეკატერინე მუკბანიანი
მოსარჩელე – ბესარიონ გვიდიანი
წარმომადგენელი – ჯამლათ გვიდიანი
მოპასუხე –ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია.
წარმომადგენელი – ტუღუ აფაქიძე
დავის საგანი: ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ -სამართლებრივი აქტის გამოცემის თაობაზე
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, -რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია ბესარიონ გვიდიანის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. 1.2. პროცესის ხარჯების გადახდის დაკისრება 1300(ერთი ათას სამასი) ლარის ოდენობით. 1.1. 2.მოსარჩელის არგუმენტაცია 1.2. ბესარიონ გვიდიანმა, 2018 წლის 03 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, კერძოდ მიწის ნაკვეთზე. 1.3. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ კომპეტენციის ფარგლებში შეაფასა წარდგენილი განცხადება, დოკუმენტები, აზომვითი ნახაზი, მოიძია საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტები და 2019 წლის 11 თებერვალს მივიდა იმ დასკვნამდე, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და ბესარიონ გვიდიანის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა კანონით დადგენილი წესით და უფლებამოსილების ფარგლებში, უნდა დაედასტურებინა მუნიციპალიტეტის წარმომადგენელს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტით. 1.4. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის თანახმად, მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი არის მუნიციპალიტეტის მერი. 1.5. საკუთრების უფლების დასრულების რეგისტრაციის მიზნით, საჯარო რეესტრის მიერ მოხდა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისათვის, ჯერ კიდევ 2019 წლის 11 თებერვალს N48655 და N49005 წერილის და თანდართული დოკუმენტების, მათ შორის ბესარიონ გვიდიანის წარმომადგენლის განცხადების და სარეგისტრაციოდ დამატებით წარდგენილი დოკუმენტების გაგზავნა, რათა მერიას დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (ცნობა 13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. ამავდროულად, 2019 წლის 11 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებოდა N48655 და N49005 წერილებზე მერიიდან პასუხის მიღებისთანვე. 1.6. ლენტეხის მერიას დღემდე არავითარი გადაწყვეტილება არ მიუღია, მიუხედავად იმისა, რომ შესაბამისი ადმინისტრაციული აქტის გამოცემისათვის განცხადებასთან ერთად წარდგენილი იყო ყველა საჭირო ინფორმაცია/დოკუმენტი, მათ შორის მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნოტარიალური წესით დამოწმებული განცხადებები. ამავდროულად მერიამ დაარღვია აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილი მაქსიმალური ვადა. არ მოუკვლევია ფაქტობრივი გარემოებები, არ ჩაურთავს მესაკუთრე და არც წარმომადგენელი ადმინისტრაციულ წარმოებაში, არ მიუწოდებია არავითარი წერილობითი ინფორმაცია არც განმცხადებლისათვის და არც საჯარო რეესტრისათვის და ა.შ. აღნიშნული კი პირდაპირ და უშუალო(ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს - ვერ ირეგისტრირებს და სრულყოფილად ვერ სარგებლობს საკუთრებით. 1.7. განცხადებით მოთხოვნილ საკითხებზე, საბოლოო გადაწყვეტილების მისაღებად საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს ესაჭიროება სწორედ მერის შესაბამისი ადმინისტრაციული აქტი, რის გარეშეც ის მოკლებულია შესაძლებლობას მიიღოს საკუთრების რეგისტრაციის შესახებ გადაწყვეტილება და უზრუნველყოს მესაკუთრის უფლების რეალიზება. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოსარჩელემ სარჩელს მხარი დაუჭირა და ითხოვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემა, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია ბესარიონ გვიდიანის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა, ასევე მოპასუხე მხარისათვის მოსარჩელის მიერ გაწეული საპროცესო ხარჯების გადახდის დაკისრება 1300(ერთიათას სამასი ) ლარის ოდენობით, სარჩელში მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებსა და სამართლებრივ საფუძველზე დაყრდნობით. 3.მოპასუხის პოზიცია მოპასუხე მხარემ, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ წარმოადგინა შესაგებელი, სადაც სარჩელს ნაწილობრივ სცნობს, კერძოდ ეთანხმება აქტის დროულად გამოუცემლობას და არ ეთანხმება საპროცესო ხარჯების ანაზღაურების მოთხოვნას 1 300 ლარის ოდენობით. შესაგებელში მითითებულია, რომ 2019 წლის თებერვალში, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიაში, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოდან შევიდა წერილი, რასაც თან ახლდა საარქივო ცნობა ბესარიონ გვიდიანის კომლის შესახებ, მიწის ნაკვეთის აზომვითი ნახაზები და მოწმეთა ჩვენებები. ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში, მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტში მიწის ნაკვეთის იდენტურობის ოქმის შედგენაზე უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მერიის რამდენიმე თანამშრომელს. კერძოდ, აღნიშნული კანონის მე-16 და 24-ე მუხლების შესაბამისად, ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის 2016 წლის 15 აგვისტოს N344 და 2018 წლის 22 ივლისის N222 ბრძანებებით, კონკრეტულად ჩოლურის თემში ეს უფლებამოსილება მინიჭებული აქვს მერის წარმომადგენელს ნოდარ ონიანს. არ არის მართალი მოსარჩელის განცხადება, თითქოს ამ უფლებამოსილებას პირადად მუნიციპალიტეტის მერი ასრულებს. იდენტურობის ოქმის შედგენასა და გაგზავნაზე პასუხისმგებელი არიან ის პირები, რომელთაც დელეგირებული აქვთ აღნიშნული უფლებამოსილება. ჩოლურის თემის წარმომადგენელი განმარტავს, რომ აღნიშნულ საქმეზე არ იყო წარდგენილი საკმარისი დოკუმენტაცია, რის გამოც ვერ შეადგინეს იდენტურობის ოქმი და ცნობა ვერ მიაწოდეს საჯარო რეესტრს. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის მესამე პუნქტის თანახმად, თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია კანონის დადგენილ ვადაზე მეტი დრო, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება აქვს განსაზღვროს ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ვადა. უფლებამოსილი პირების განმარტებით, ვინაიდან იდენტურობის დადგენა რთული იყო და დაგვიანდა აქტის გამოცემა, მიაჩნიათ, რომ ხარჯების ანაზღაურების 1300 ლარის მოთხოვნა არის უსაფუძვლო და არა მართებული. საქმის სასამართლო განხილვის დროს მოპასუხე მხარის წარმომადგენელმა სარჩელი სცნო იმ ნაწილში, რომ დროულად არ მოხდა სადავო საკითხთან დაკავშირებით ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა, არ დაეთანხმა მოთხოვნას საპროცესო ხარჯებთან დაკავშირებით და მიუთითა, რომ არქივიდან მათ მიერ გამოთხოვილი საბუთების მიღების შემდგომ მოხდება მოპასუხე მხარისაგან ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემა. მანვე მიუთითა, რომ არ არსებობს ფიზიკური ან იურიდიული პირი, რომელიც პრეტენზიას აცხადებდეს ბესარიონ გვიდიანის მიერ დასმულ საკითხთან დაკავშირებით უძრავ ქონებასთან მიმართებაში. ამასთან, განმარტა, რომ მიწის ორი ნაკვეთი, რომლის იდენტურობის თაობაზე უნდა გამოცემულიყო ადმინისტრაციული აქტი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის და ბესარიონ გვიდიანის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის შესახებ, გამიჯნულია გზით, რის თაობაზეც მის უწყებაში მისულმა გოგი გვიდიანმა მიუთითა, რომ გზა მას შემდეგ იქნა გაყვანილი, რაც ბესარიონ გვიდიანი ფლობდა და სარგებლობდა სადავო უძრავი ქონებით. ყურადღება გაამახვილა, რომ ამ სახის ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პასუხისმგებელი არის ჩოლურის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებული ნოდარ ონიანი 3. ფაქტობრივი გარემოებები.
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 1.8. 3.1.1. ბესარიონ გვიდიანმა, 2018 წლის 03 დეკემბერს მიმართა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს და წარდგენილი დოკუმენტაციის საფუძველზე მოითხოვა სახელმწიფო პროექტის ფარგლებში საკუთრების უფლების რეგისტრაცია უძრავ ქონებაზე, მიწის ნაკვეთზე, მდებარე ლენტეხის მუნიციპალიტეტი, სოფელი საყდარი 1305 კვ.მ. და 2943 კვ.მ. 1.9. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.4–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 114-121); 3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის N902018044784-13 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. (ს.ფ.20); 4. .საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის N902018044823-13 გადაწყვეტილება სარეგისტრაციო წარმოების მიმდინარეობის შესახებ. (ს.ფ.21); 5.. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 3.1.2. საჯარო რეესტრის ეროვნულმა სააგენტომ მოსარჩელე ბესარიონ გვიდიანის განცხადება და თანდართული დოკუმენტები (აზომვითი ნახაზი, საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი N13/163396, მოსაზღვრე მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნორმატიული წესით დამოწმებული განცხადებები) 2019 წლის 11 თებერვალს გადაუგზავნა ლენტეხის მერიას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.4–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ. 114 -121); 3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის N48655 მიმართვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისადმი. (ს.ფ.17); 4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის N49005 მიმართვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისადმი. (ს.ფ.18); 5.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 20 დეკემბრის N13/163396 ცნობა(ს.ფ.22); 6.ბესარიონ გვიდიანის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები(ს.ფ.27-30); 7. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 8. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 4.1.1.ბესარიონ გვიდიანი არის მიწის იმ ნაკვეთის მართლზომიერი მფლობელი, რომლის საკადასტრო აზომვითი ნახაზი წარადგინა საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოში, რომელზედაც მოდავე არ გააჩნია და რომელიც იდენტურია საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.4–16): 2.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის N48655 მიმართვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისადმი. (ს.ფ.17); 3.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს 2019 წლის 11 თებერვლის N49005 მიმართვა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიისადმი. (ს.ფ.18); 4.საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს საქართველოს ეროვნული არქივის 2018 წლის 20 დეკემბრის N13/163396 ცნობა(ს.ფ.22); 5.ბესარიონ გვიდიანის მართლზომიერ მფლობელობაში არსებული ნაკვეთის მეზობელი მიწის ნაკვეთების მესაკუთრეთა ნოტარიალურად დამოწმებული განცხადებები(ს.ფ.27-30); 6. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 7. მოპასუხის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 4.1.2.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას, 2019 წლის 11 თებერვლიდან, საქმის სასამართლო განხილვის დღემდე არ გამოუცია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, არც მოსარჩელე მხარისათვის უცნობებია აქტის გამოუცემლობის მიზეზი და არც საქმის სასამართლო განხილვის აუხსნია თავის შეკავების საფუძველი. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: 1.სარჩელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.4–16): 2.შესაგებელი ადმინისტრაციულ საქმეზე(ს.ფ.114-121); 3. მოსარჩელის წარმომადგენლის განმარტება(სხდომის ოქმი); 4.მოპასუხის წარმომადგენელთა განმარტება(სხდომის ოქმი); მოპასუხის წარმომადგენლის მხრივ ვერ იქნა ახსნილი ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტის გამოცემის დამაბრკოლებელი გარემოებები და ასეთი აქტის გამოცემისათვის კანონით დადგენილი ვადის გადაცილების მიზეზი. ვერ დასაბუთდა მერიის მხრივ ამ საკითხის შესწავლაში ინერტულობის საბაბი. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია მტკიცებულება, ბესარიონ გვიდიანის საქმესთან დაკავშირებით როდის მიმართა არქივს და რა საბუთები მოითხოვა სადავო საკითხში გასარკვევად. სასამართლო სრულად იზიარებს მოპასუხე მხარის წარმომადგენლის განმარტებას, ასევე დადგენილ გარემოებად მიიჩნევს, რომ გზის გაყვანა მას შემდეგ მოხდა, რაც ბესარიონ გვიდიანი სარგებლობდა ამ მიწის ნაკვეთით, რაც მოპასუხე მხარეს სადავოდ არ გაუხდია შესაბამისად საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 131-ე მუხლისა ერთი მხარის მიერ ისეთი გარემოების არსებობის ან არარსებობის დადასტურება (აღიარება), რომელზედაც მეორე მხარე ამყარებს თავის მოთხოვნებსა თუ შესაგებელს, სასამართლომ შეიძლება საკმარის მტკიცებულებად ჩათვალოს და საფუძვლად დაუდოს სასამართლო გადაწყვეტილებას. მოპასუხე მხარის წარმონმადგენლის განმარტება, რომ სადავო საკითხზე, ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პასუხისმგებელობა ეკისრება ჩოლურის ადმინისტრაციული ერთეულის რწმუნებულს ნოდარ ონიანს გაზიარების შესაძლებლობას მოკლებულია. მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია რაიმე მტკიცებულება და არც განუმარტავს, აცნობა თუ არა ან მუნიციპალიტეტმა, ან მათი დელეგირებული უფლებით აღჭურვილმა ნოდარ ონიანმა ბესარიონ გვიდიანს საქმის მიმდინარეობის ან მისი ჩართულობის აუცილებლობის შესახებ მათ მიერ გაურკვეველ საკითხში სიცხადის შესატანად. რეაგირების გარეშე დატოვა მოთხოვნა და შელახა მფლობელის კანონიერი ინტერესი, დროულად მიეღო პასუხი და მოეხდინა უძრავ ქონების რეგისტრაცია კანონით დადგენილი წესით. მოპასუხე მხარე შემოიფარგლა მხოლოდ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერის ბრძანებების წარმოდგენით, ,,მიწის ნაკვეთის იდენტურობის დადგენისათვის ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის (გამგეობის) უფლებამოსილი პირის წარმომადგენლის განსაზღვრის შესახებ“, თუმც მათ მიერ გაკეთებული, სარჩელთან დაკავშირებული რაიმე ინფორმაცია საქმის განმხილველი სასამართლოსთვის არ წარუდგენია. საქმეში არსებული მასალები ადასტურებენ, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტი ზედაპირულად მოეკიდა საჯარო რეესტრის მიერ გადაგზავნილი მასალების შეფასებას, ადგილზე ვითარების შესწავლას და არ გამოსცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განაცხადზე წარდგენილი საკადასტრო - აზომვითი ნახაზის, ლენტეხის მუნიციპალიტეტის სოფელ საყდარში მდებარე ბესარიონ გვიდიანის მართლზომიერ მფლობელობაში მყოფი მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით. სასამართლომ მიიჩნია, რომ წარმოდგენილი მასალები საკმარისია და ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ უნდა გამოიცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ–სამართლებრივი აქტი მოთხოვნის დაკმაყოფილების შესახებ. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილით, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილის ბოლო წინადადების თანახმად, მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს, ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მხარეთა მიერ წარმოდგენილ სარჩელს იხილავს მათ მიერ, მითითებული ფაქტობრივი საფუძვლის ფარგლებში. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-3 ნაწილით, საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის პირველი ნაწილით, ,სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც, მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას რაიმე მტკიცებულება სასამართლოსთვის, რაც დაასაბუთებდა მათ მიერ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობას არ წარმოუდგენია, ხოლო მისი დაუსაბუთებელი განმარტება არ არის მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი მტკიცებულებების საპირწონე. სამოტივაციო ნაწილი 5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა 5.1.აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას უნდა დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია ბესარიონ გვიდიანის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა და ამავდროულად უნდა დაეკისროს ბესარიონ გვიდიანის სასარგებლოდ სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის, საადვოკატო მომსახურების საფასურის 1000(ერთი ათასი) ლარის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ხარჯის 200(ორასი) ლარის, სულ 1300(ერთიათას სამასი ) ლარის გადახდა. 1.10. 6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს კონდტიტუცია ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი ; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; საქართველოს კანონი ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ; 7. სამართლებრივი შეფასება 7.1.1.ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის პირველი მუხლის შესაბამისად, ეს კანონი განსაზღვრავს ადგილობრივი თვითმმართველობის განხორციელების სამართლებრივ საფუძვლებს, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანოების უფლებამოსილებებს, მათი შექმნისა და საქმიანობის წესებს. 7.1.2. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერია, როგორც ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო, რომელიც საქართველოს კანონმდებლობის საფუძველზე ახორციელებს საჯარო სამართლებრივ უფლებამოსილებებს, წარმოადგენს ადმინისტრაციულ ორგანოს და ,,ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსის“ 54–ე მუხლის ე.ე. პუნქტის საფუძველზე გამოსცემს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტებს. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ”დ” ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი განიმარტება, როგორც ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს, ან ადასტურებს პირის, ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები; 7.1.3.საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-100 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, თუ კანონით ან მის საფუძველზე გამოცემული აქტით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციული ორგანო გადაწყვეტილებას ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან მასზე უარის თქმის შესახებ იღებს განცხადების წარდგენიდან ერთი თვის ვადაში. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც არ ეხება მესამე პირის ინტერესებს, უნდა გამოიცეს განცხადების წარდგენიდან 15 დღის ვადაში. მითითებული მუხლის მესამე ნაწილით, თუ საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებათა დადგენისათვის აუცილებელია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოსაცემად კანონმდებლობით გათვალისწინებულზე მეტი ვადა, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. ამ მუხლის მე-3 ნაწილით გათვალისწინებულ შემთხვევაში ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის საერთო ვადა არ უნდა აღემატებოდეს 3 თვეს. განსახილველ საქმეზე დადგენილია და სადავოდ არ გამხდარა გარემოება, რომ საჯარო რეესტრმა მიმართა ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას 2019 წლის 11 თებერვალს N48655 და N49005 წერილით(თანდართული დოკუმენტებით), რათა მერიას დაედასტურებინა უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით(ცნობა 13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და მიწის ნაკვეთის საკადასტრო/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა. 2019 წლის 11 თებერვალს, საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მიღებული იქნა გადაწყვეტილება, რომ საკუთრების უფლების რეგისტრაციაზე გადაწყვეტილებას მიიღებოდა N48655 და N49005 წერილებზე მერიიდან პასუხის მიღებისთანვე. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენელი მის მიერ წარმოდგენილ შესაგებელსა და საქმის სასამართლო განხილვის დროს მოხსენებაში შემოიფარგლა, მხოლოდ ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მეასე მუხლის მესამე ნაწილის მეორე წინადადების მოშველიებით, რომ ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული წარმოების დაწყებისას გამოაქვს გადაწყვეტილება ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის განსაზღვრის შესახებ. თუმც არც გადაწყვეტილება წარმოუდგენია, რას მოიცავდა მათ მიერ განსაზღვრული ვადა და არც ამავე მუხლის მეოთხე ნაწილზე მიუთითებია, რომ ასეთი ვადა არ შეიძლება აღემატებოდეს სამ თვეს. 7.1.4. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემისათვის დადგენილი ვადის დარღვევა ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის თქმად და იგი გასაჩივრდება ამ თავით დადგენილი წესით. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის ყველანაირი ვადა დაარღვია, შესაბამისად ფაქტიურად უარი უთხრა დაინტერესებულ მხარეს მოთხოვნის დაკმაყოფილებაზე. 7.1.5.ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 180-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული საჩივარი წარდგენილ უნდა იქნეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოქვეყნების ან ოფიციალური წესით გაცნობის დღიდან ერთი თვის ვადაში, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება უნდა გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში იმ დღიდან, როდესაც შესაბამისი დაინტერესებული მხარისათვის ცნობილი გახდა ამ მოქმედებათა განხორციელების ან განხორციელებისაგან თავის შეკავების შესახებ. მითითებული მუხლის მესამე ნაწილით, გასაჩივრების ვადა არ შეიძლება დადგინდეს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ვადის დარღვევის შემთხვევაში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ ადმინისტრაციული აქტის გამოცემის მოლოდინის რეჟიმში მყოფ ბესარიონ გვიდიანს არ ჰქონდა შესაძლებლობა განესაზღვრა რა ვადაში მიიღებდა პასუხს მის მიერ სადავოდ გახდილ უფლებაზე ადმინისტრაციული ორგანოს მხრივ და ზღვარსგადასული ვადის გასვლის შემდგომ მიმართა სასამართლოს. 7.1.6.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის მოთხოვნით. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციული ორგანოს უარი ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს. ამავე მუხლის მესამე ნაწილით, თუ კანონით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, სარჩელი სასამართლოს უნდა წარედგინოს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემაზე უარის მიღებიდან ერთი თვის ვადაში. განსახილველ შემთხვევაში ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, თავისი უფლებამოსილების ფარგლებში ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის გამო პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანი მიადგა მოსარჩელე ბესარიონ გვიდიანის კანონიერ უფლებას ან ინტერესს უძრავი ქონების დარეგისტრირების, საკუთრებით შეუზღუდავად სარგებლობის და სურვილის შემთხვევაში განკარგვაში. ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიამ დაარღვია საქართვლოს კონსტიტუციის მე-18 მუხლის პირველი ნაწილის მოთხოვნა, რომლითაც ყველას აქვს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მასთან დაკავშირებული საქმის გონივრულ ვადაში სამართლიანად განხილვის უფლება. 7.1.7. ამდენად, სასამართლო განმარტავს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოსაგან მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და ბესარიონ გვიდიანის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობასთან დაკავშირებით გასაცემი წერილობითი ინფორმაცია არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტი, რომელზეც სრულად ვრცელდება საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მოთხოვნები, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის მომზადება - გამოცემასთან დაკავშირებით. 7.1.8. მოცემულ შემთხვევაში, დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციული სამართლებრივი აქტის გამოუცემლობა და სარჩელი აღძრულია საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 23-ე მუხლის საფუძველზე, მისი გამოცემის მოთხოვნით. შესაბამისად, შეფასება უნდა მიეცეს რამდენად შეესაბამება კანონით დადგენილ ვადაში აქტის გამოუცემლობა საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის და ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ საქართველოს კანონის მოთხოვნებს”. მითითებული კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით, ეს კანონი განსაზღვრავს სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალურ წესს, ადგენს ამ რეგისტრაციის სამართლებრივ საფუძვლებს და ადმინისტრაციულ წარმოებაში მონაწილე მხარეთა უფლება-მოვალეობებს. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემურ და სპორადულ რეგისტრაციასთან დაკავშირებული ურთიერთობები წესრიგდება ამ კანონით, „საჯარო რეესტრის შესახებ“ საქართველოს კანონით და მათ საფუძველზე გამოცემული კანონქვემდებარე ნორმატიული აქტებით. ამავე კანონის მეორე მუხლით, ამ კანონის მიზანია სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთების სრულყოფილი უფლებრივი და საკადასტრო მონაცემების შექმნის უზრუნველყოფა. მითითებული კანონის მეხუთე მუხლის პირველი ნაწილით, სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთზე საკუთრების უფლების სპორადული რეგისტრაცია წარმოებს ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე, დაინტერესებული პირის განცხადების, სარეგისტრაციო დოკუმენტაციისა და ამ კანონის შესაბამისად შედგენილი მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზის საფუძველზე, ამავე კანონით გათვალისწინებული შეღავათების შესაბამისად. ამავე კანონის მე–16 მუხლის პირველი ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, სახელმწიფო პროექტის განხორციელების პროცესში მუნიციპალიტეტის წარმომადგენელი, საჭიროების შემთხვევაში, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით ადგენს უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთის ან/და საჯარო რეესტრში დაუზუსტებელი საკადასტრო მონაცემებით რეგისტრირებული მიწის ნაკვეთის და მიწის ნაკვეთის საკადასტრო აგეგმვით/აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობას, გარდა იმ შემთხვევისა, როცა სარეგისტრაციო დოკუმენტაციის საფუძველზე უტყუარად დგინდება მიწის ნაკვეთის ფაქტობრივი მდებარეობა; განსახილველ საქმეზე მუნიციპალიტეტის წარმომადგენლის მიერ არ მოხდა საკითხის გამოკვლევა, არ გაირკვა შეესაბამებოდა თუ არა ბესარიონ გვიდიანის მიერ წარდგენილი საკადასტრო–აზომვით ნახაზი საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტს (საარქივო ცნობა N13/163396), არ მოხდა გასაუბრება მოსარჩელის წარმომადგენელთან ამ საკითხზე, და ზედაპირული დამოკიდებულების გამო არ გამოიცა ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. 7.1.9. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-5 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციულ ორგანოს უფლება არ აქვს კანონმდებლობის მოთხოვნების საწინააღმდეგოდ, განახორციელოს რაიმე ქმედება. აქტის გამოუცემლობას საფუძვლად დაედო საკითხისადმი უგულისყურო დამოკიდებულება, უფლების დელეგირების არასწორი შეფასება, პასუხისმგებლობის შეუსაბამო გაგება და აქტის გამოუცემლობის არც ერთი საბაბი (უნდა გამოეცა ონიანს, უნდა შეესწავლა კომისიას, ელოდებიან არქივის ცნობას) არ არის კანონის შესაბამისად დასაბუთებული. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 72-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ კანონი არ ითვალისწინებს სხვა სახის ადმინისტრაციული წარმოების გამოყენებას, ადმინისტრაციული ორგანო ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ - სამართლებრივ აქტს ამზადებს მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესით. ამავე კანონის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას, გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე; ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. 7.1.10.უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით გათვალისწინებული მიწის ნაკვეთისა და და მიწის ნაკვეთის საკადასტრო–აზომვით ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთის იდენტურობა დგინდება ,,სახელმწიფო პროექტის ფარგლებში მიწის ნაკვეთებზე უფლებათა სისტემური და სპორადული რეგისტრაციის სპეციალური წესისა და საკადასტრო მონაცემების სრულყოფის შესახებ“ საქართველოს კანონის შესაბამისად., არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და იგი უნდა აკმაყოფილებდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 52-ე და 53-ე მუხლებით დადგენილ მოთხოვნებს, რაც მოპასუხე ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მიერ არ შესრულდა, აქტის გამოუცემლობის გამო. 7.1.11. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლისა და სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 103-ე მუხლების თანახმად, თითოეული მხარე ვალდებულია დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზეც ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და წარმოადგინოს შესაბამისი მტკიცებულება. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებით. ამასთან, ადმინისტრაციულ - სამართლებრივი აქტის გამოუცემლობის საბაბის მტკიცების ტვირთი სარჩელის წარდგენის შემთხვევაში, ეკისრება ადმინისტრაციულ ორგანოს, რომელმაც არ გამოსცა ეს აქტი. 7.1.12. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 95-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ აცნობოს დაინტერესებულ მხარეს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტით შეიძლება გაუარესდეს მისი სამართლებრივი მდგომარეობა, და უზრუნველყოს მისი მონაწილეობა ადმინისტრაციულ წარმოებაში. სასამართლო მიიჩნევს, რომ ადმინისტრაციული აქტის დროულად გამოუცემლობით დაზარალდა მოსარჩელე მხარე საკუთრების საჯარო რეესტრში რეგისტრაციის და უძრავი ქონებით შეუზღუდავად სარგებლობის ხელშეშლის გამო. 7.1.13. სასამართლო ვერ გაიზიარებს ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის წარმომადგენლის განმარტებას, რომ სადავო საკითხზე გადაწყვეტილების მიუღებლობა განაპირობა არასრულყოფილმა დოკუმენტაციამ, რომ დამატებით არქივისაგან გამოთხოვილია ნოტარიალურად დამოწმებული ცნობა, რამეთუ მოსარჩელე მხარის განცხადებიდან გამომდინარე საჯარო რეესტრმა მოიძია და მოპასუხე მხარის ხელთ არის არქივისაგან გაცემული ცნობა, ბესარიონ გვიდიანის უძრავი ქონების თაობაზე, რომლის ეჭვის ქვეშ დაყენების საფუძველი მოპასუხე მხარეს არ გააჩნდა. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. განსახილველ საქმეზე სასამართლო მიიჩნევს, რომ ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიის მუშაობა იყო არასრულფასოვანი, არ იქნა გამოკვლეული ფაქტები და გარემოებები, რომლებზედაც მოსარჩელე ამყარებს თავის მოთხოვნებს და მოპასუხეს საპირისპირო პოზიცია სათანადო მტკიცებულებების წარმოდეგით არ დაუდასტურებია, უფრო მეტიც მანვე აღიარა, რომ ბესარიონ გვიდიანს მოდავე არ გააჩნია და გზა, რომლითაც მიწის ერთიანი ბალანსი იკვეთება, ბესარიონ გვიდიანის მფლობელობაში არსებულ მიწის ნაკვეთზე იქნა გაყვანილი. 8. საპროცესო ხარჯები 8.1.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. ამავე კოდექსის მე-10 მუხლის მეორე ნაწილით, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემული იყო საქმის გარემოებების სათანადო გამოკვლევის გარეშე, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია აანაზღაუროს პროცესის ხარჯები მის სასარგებლოდ გადაწყვეტილების გამოტანის შემთხვევაშიც. საქართველოსს ამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილით, , პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. ამავე მუხლის მეორე ნაწილით, სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. მითითებული მუხლის მესამე ნაწილით, სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯი. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილით, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით. სასამართლოს მიაცნია, რომ საქმე თავისი შინაარსით (ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოუცემლობით უძრავი ქონების სარგებლობის უფლების შეზღუდვა) მნიშვნელოვანია, რამაც ასახვა უნდა ჰპოვოს მოპასუხისათვის მოსარჩელე მხარის მიერ გაღებული საპროცესო ხარჯების ანაზღაურებაზე. მოსარჩელის მიერ გადახდილია სახელმწიფო ბაჟი 100 ლარი, იურიდიული მომსახურების საფასური 1000 ლარი, პროცესზე გამოცხადების ხარჯები 200 ლარი(განისაზღვრა მოსარჩელის მოთხოვნით შემცირებული ოდენობით) რაც უნდა დაეკისროს მოპასუხეს. 9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები განსახილველ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ არის. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-9, მე-12, მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა : 1.ბესარიონ გვიდიანის სარჩელი დაკმაყოფილდეს. 2.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას დაევალოს გამოსცეს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ- სამართლებრივი აქტი, რომ საჯარო რეესტრის ეროვნული სააგენტოს მიერ მოძიებული საკუთრების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტით (საარქივო ცნობა N13/163396) გათვალისწინებული მიწის ნაკვეთი იდენტურია ბესარიონ გვიდიანის მიერ სარეგისტრაციოდ წარდგენილი, საკადასტრო აგეგმვითი/აზომვითი ნახაზზე ასახული მიწის ნაკვეთისა. 3.ლენტეხის მუნიციპალიტეტის მერიას დაეკისროს ბესარიონ გვიდიანის სასარგებლოდ სასამართლოში განსახილველ საქმეზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 100(ასი) ლარის, საადვოკატო მომსახურების საფასურის 1000(ერთი ათასი) ლარის, სასამართლო სხდომაზე გამოცხადების ხარჯის 200(ორასი) ლარის, სულ 1300(ერთიათას სამასი ) ლარის გადახდა. 4.გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32), ცაგერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ.ცაგერი, ლადო ასათიანის ქუჩა № 14), მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან, 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში. მოსამართლე ლეილა გურგუჩიანი