გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 30.09.2019
საქმის ნომერი
100310019003089334
კატეგორია
დავის ტიპი
ადგილობრივი თვითმმართელობისა და მმართველობის აქტების თაობაზე
თარიღი
30.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 100310019003089334

საქმე #3/21-19 წ.

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

 

30.09.2019 წელი. ქ. საჩხერე

 

საჩხერის რაიონული სასამართლო

სასამართლოს დასახელება

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი

სხდომის მდივანი: ნათია ბერიძე

 

მოსარჩელე - ხვ--- გო-----–---–ი

წარმომადგენელი: ნ--- ღუ------–---–ი

 

მოპასუხე - ს.ს.გ.ს. ,,სამოქალაქო რეესტრის სამსახური“

წარმომადგენელი - ნი----–---- გუ----------ე

 

დავის საგანი: ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობა.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ბათილად იქნას ცნობილი ქორწინების სააქტო ჩანაწერი N- ხვ--- გო-----–---–სა და ნ---- ჭა---------ს ქორწინების შესახებ, შესრულებული საჩხერის რაიონის სოფელ ს------- ადგილობრივი ორგანოს მიერ 200- წლის 04 მ----.

 

1.2. მოსარჩელე მიუთითებს, რომ ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფება ირ-- სო-–------------ნ 2006 წლიდან, მასთან აქვს საეკლესიო ქორწინება. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - მა----- გო-----–---–ი დაბადებული 200- წლის 0- აპ----–-. მოსარჩელე სარჩელში მიუთითებს რომ, ფაქტიურ ქორწინებაში იმყოფება ირ-- სო-–------------ნ 2006 წლიდან, მასთან აქვს სეკლესიო ქორწინება. ქორწინების იურდიული რეგისტრაცია არ აქვს ირ-- სო-–------------ნ. თანაცხოვრების პერიოდში შეეძინათ ერთი შვილი - მა----- გო-----–---–ი, დაბ. 0-.04.200-წ. ს.გ.ს. სამოქალაქო რეესტრის სამსახურში მივიდა მის ფაქტიურ მეუღლესთან ირ-- სო-–------------ნ ერთად და მოითხოვა ქორწინების რეგისტრაცია.

ს.გ.ს. სამსახურში განუმარტეს, რომ არსებობს ქორწინების სააქტო ჩანაწერი ( საჩხერის რ-ნის სოფ. ს------- საბჭოს 04.0-.200- წ. N-- აქტი) ჩემსა და ვინმე ნ---- ჭა---------ს შორის. აღნიშნული ფაქტი მისთვის იყო მოულოდნელი. იგი მიუთითებს, რომ ის არასოდეს არ ყოფილა ნ---- ჭა---------სთან ქორწინებაში, არ იცნობს ასეთ პიროვნებას და არასოდეს ურთიერთობაც არ ქონია მასთან. კანონის დარღვევით არის მომხდარი. მათ შორის ფაქტიურად ოჯახი არ შექმნილა არასოდეს და ნ---- ჭა---------ს არ მოუმართავს ქორწინების რეგისტრაციის თაობაზე. მოსარჩელე მიუთითებს რომ, ქორწინების ბათილობის (გაუქმების) მოთხოვნით მიმართა სრს სამსახურს, საიდანაც მიიღო წერილობითი უარი.

იგი მიუთითებს, რომ აღნიშნული ქორწინების აქტის ბათილად ცნობის შემდეგ მოვახდენ ქორწინების რეგისტრაცია მის ფაქტიურ მეუღლესთან.

 

2.მოპასუხის პოზიცია.

 

2.1.მოპასუხე შესაგებელში მიუთითებს, რომ ქორწინების ბათილობას სსგს სამოქალაქო რეესტრის სამსახურში ვერ განახორციელებს, ამიტომაც იგი სარჩელს არ ცნობდა მოსამზადებელ ეტაპზე, თუმცა მთავარ სხდომაზე მოპასუხის წარმომადგენელმა ჩანაწერის ბათილად ცნობას მხარი დაუჭირა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ ხვ--- გო-----–---–ი ( დაბადებული 198- წლის 1- მ------ მისი პირადი ნომერია 3----------) და ირ-- სო-–-------- (დაბადებული 197- წლის 0- ნოემბერს პ/ნ 4----------) ფაქტიურ ქორწინებაში არიან 2006 წლიდან და მათ ერთობლივ ქორწინებაში შეეძინათ ერთი შვილი - მა----- გო-----–---–ი 200- წლის 5 აპ----–-.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობები (ს.ფ.17-18)

- პირადობის მოწმობები (ს.ფ.13-14)

- მხარეთა ახსნა-განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.2. დადგენილია, რომ 200- წლის 04 მ---- საჩხერის რაიონის სოფელ ს------- საბჭოს (საკრებულოს) მიერ შედგა ქორწინების ჩანაწერის აქტიN-- რომელშიდაც მექორწინეებად მითითებულია ხვ--- გო-----–---–ი დაბადებული 198- წლის 1- მ------ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საბჭოთა პასპორტის რეკვიზიტები X-----TN N------ და ნ---- ჭა--------- დაბადებული 198- წლის 2- თე-------–-, ქორწინების საფუძვლად მითითებულია პირადობის მოწმობა Nბ------3. შესაბამის გრაფებში ასევე ფიქსირდება მექორწინეთა ხელმოწერები.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტებები(იხ.ოქმი)

- წერილები სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს(ს.ფ.22-23)

- ქორწინების ჩაწერის აქტი(ს.ფ.24)

 

3.3. ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის წერილით დადგენილია, რომ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით ხვ--- გო-----–---–ი დაბადებულია 198- წლის 1- მ------, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მას საბჭოთა პასპორტო ჰქონოდა აღებული. საბჭოთა პასპორტები 1976 წელს დაბადებულ მოქალაქეებზე გაიცა ბოლოს, ხოლო შემდეგ დაიწყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების გაცემა.. აქედან გამომდინარე ქორწინების რეგისტრაციის დროს რეგისტრატორს სავარაუდოდ ყალბი/არარსებული პასპორტის მონაცემები აქვს მითითებული.

დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში მოქალაქე მონაცემებით: ნ---- ჭა---------, ნ---- გო-----–---–ი, ნ---- ნუ--–-ს ასული ჭა--------- -გო-----–---–ი დაბადებული 198- წლის 2- თე-------–- დღეის მდგომარეობით არ ფიქსირდება.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის წერილები (ს.ფ.25, 55);

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

3.4. დადგენილია, რომ ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 20-9 წლის 27 აგვისტოს N06---------- გადაწყვეტილების საფუძველზე, საჩხერის შ.ს. რაიონულ სამმართველოში დაიწყო გამოძიება ს.ს.N0---------0- საქმეზე დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს ს.ს.კ.-ის 362-ე მუხლის პირველი ნაწილით, ხვ--- გო-----–---–ის მიერ სავარაუდოდ ყალბი ქორწინების მოწმობის დამზადება გამოყენების ფაქტზე. საქმეში წარმოდგენილი ხვ--- გო-----–---–ის ჩვენებით ხვ--- გო-----–---–ი ადასტურებს, რომ მან ფიქტიურად გააკეთა ქორწინების მოწმობა და სახელი-ნ---- ჭა--------- მან გამოიგონა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მიმართვა(ს.ფ.48)

- მოწმის ჩვენება(ს.ფ.49-50)

- მხარეთა ახსნა - განმარტებები (იხ.ოქმი)

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს, მხარეთა მოსაზრებების მოსმენის, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების გამოკვლევის, მათი ურთიერთშეჯერებისა და შეფასების, შედეგად მიაჩნია, რომ ხვ--- გო-----–---–ის სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს და ბათილად უნდა იქნას ცნობილი ქორწინების სააქტო ჩანაწერი N- შესრულებული 200- წლის 04 მ---- საჩხერის რაიონის სოფელ ს------- ადგილობრივი ორგანოს მიერ (სადაც მექორწინეებად მითითებულია ხვ--- გო-----–---–ი დაბადებული 198- წლის 1- მ------ საბჭოთა პასპორტის რეკვიზიტები X-----TN N------ და ნ---- ჭა--------- დაბადებული 198- წლის 2- თე-------–-, პირადობის მოწმობა Nბ------3).

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესი კოდექსი, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, ,,სოციალური დახმარების შესახებ’’ საქართველოს კანონი

„შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირთა სოციალური დაცვის შესახებ“ საქართველოს კანონი. საქართველოს ორგანული კანონის „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსი“.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი წამოადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემულ ინდივიდუალურ-სამართლებრივ აქტს, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოისილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

6.2. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის პირველი და მეორე ნაწილებით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

6.3.სასამართლო მიიჩნევს, რომ სახეზეა სადავო ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის საფუძველი, რამდენადაც ისინი კანონს ეწინააღმდეგება და პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებასა და ინტერესს, ამასთან სასამართლოს მიაჩნია, რომ საქართველოს არსებობს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის მე-4 ნაწილით სასამართლოსთვის მინიჭებული უფლებამოსილების გამოყენების საჭიროება, რამდენადაც ადმინისტრაციული აქტი დაუსაბუთებელია და გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოებების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე.

 

6.4.სასამართლო მიუთითებს, რომ დავა ფიზიკურ პირებს შორის კი არ არსებობს, არამედ დავის საგანს შეადგენს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ქორწინების დადასტურების მართლზომიერება. საკითხი ეხება ადმინისტრაციული ორგანოს მიერ განხორციელებულ უკანონო ქმედებებს ქორწინების დადასტურების მომენტში.

 

6.5.სამოქალაქო კოდექსის 1106-ე მუხლით ქორწინება ოჯახის შექმნის მიზნით ქალისა და მამაკაცის ნებაყოფლობითი კავშირია, რომელიც რეგისტრირებულია მოქალაქეთა მდგომარეობის რეგისტრაციის სახელმწიფო ორგანოში.

 

სამოქალაქო კოდექსის 1107-ე მუხლით დაქორწინებისათვის აუცილებელია: ა. საქორწინო ასაკი; ბ. დასაქორწინებელ პირთა თანხმობა.

 

6.6.სამოქალაქო კოდექსის 1120-ე მუხლით დაქორწინება არ დაიშვება იმ პირთა შორის, რომელთაგან თუნდაც ერთი დაქორწინებულია სხვასთან.

ამ შემთხვევაში ერთმნიშვნელოვანია, რომ მოსარჩელე ვერ მოახერხებდა დაქორწინებას მის ფაქტიურ მეუღლესთან - ირ-- სო-–------------ნ. დადგენილია, რომ ხვ--- გო-----–---–ი ( დაბადებული 198- წლის 1- მ------ მისი პირადი ნომერია 3----------) და ირ-- სო-–-------- (დაბადებული 197- წლის 0- ნოემბერს პ/ნ 4----------) ფაქტიურ ქორწინებაში არიან 2006 წლიდან და მათ ერთობლივ ქორწინებაში შეეძინათ ერთი შვილი-მა----- გო-----–---–ი დაბადებული 200- წლის 5 აპ----–-.

 

6.7.სამოქალაქო აქტების შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის ,,ბ“ პუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტის ჩანაწერი არის ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, რომელიც ადასტურებს ამ კანონით გათვალისწინებულ იურიდიული მნიშვნელობის მქონე ფაქტს;

ხოლო ამავე მუხლის ,,დ“ პუნქტის შესაბამისად სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის მოწმობა არის უფლებამოსილი ორგანოს მიერ სამოქალაქო აქტის ჩანაწერის საფუძველზე გაცემული დოკუმენტი, რომელიც ადასტურებს სამოქალაქო აქტის რეგისტრაციას;

 

6.8.რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-3 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოები არიან სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის დაწესებულებები, რომლებსაც შესაბამისი ნორმატიული აქტის საფუძველზე მინიჭებული აქვთ განსაზღვრული უფლებამოსილება სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის სფეროში;

 

6.9.იმავე კანონის მე-7 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანოებია:

ა) ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესაბამისი ორგანოს სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის განყოფილება და სპეციალიზებული განყოფილება; ბ) საქართველოს საკონსულო დაწესებულება; გ) სოფლის, დაბის, თემის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა.

იმავე კანონის მე-12 მუხლის შესაბამისად სოფელში, დაბაში, თემში მცხოვრები მოქალაქეების ზოგიერთი სამოქალაქო აქტის (დაბადების, ქორწინების, მამობის დადგენის, გარდაცვალების) რეგისტრაციას აწარმოებს სოფლის, დაბის, თემის ადგილობრივი თვითმმართველობის აღმასრულებელი ორგანო - გამგეობა (გამგეობის მიერ უფლებამოსილი თვითმმართველობის საჯარო მოსამსახურე), ხოლო იმ სოფელში, სადაც არ არის გამგეობა-სოფლის გამგებელი.

 

6.10.რეგისტრაციის დროისათვის მოქმედი სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესახებ საქართველოს კანონის მე-16 მუხლის შესაბამისად სამოქალაქო აქტის ჩანაწერის შესასრულებლად წარმოდგენილი უნდა იქნეს საბუთები, რომლებიც სამოქალაქო აქტის რეგისტრაციის საფუძველია, აგრეთვე განმცხადებლის პირადობის დამადასტურებელი საბუთი.

 

6.11.ამავე კანონის 39-ე მუხლის შესაბამისად ქორწინების რეგისტრაციისათვის აუცილებელია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1107-ე და 1108-ე მუხლებით გათვალისწინებული პირობების დაცვა.

 

6.12.ამავე კანონის მე-40 მუხლის შესაბამისად დაქორწინების მსურველი პირები პირადად წარმოადგენენ განცხადებას. თუ განცხადების წარმოდგენისას სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის შესაბამის ორგანოში ერთ-ერთი დასაქორწინებელი პირის გამოცხადება შეუძლებელია, მისი ხელმოწერა განცხადებაზე დამოწმებული უნდა იქნეს სანოტარო წესით.

 

6.13.ამავე კანონის 44-ე მუხლის შესაბამისად ქორწინების რეგისტრაცია წარმოებს დასაქორწინებელ პირთა და ორი მოწმის თანდასწრებით. ქორწინების რეგისტრაცია მინდობილობით ან წარმომადგენლის მეშვეობით დაუშვებელია. ქორწინების დროს მოწმეების დასწრება სავალდებულოა. მოწმეებს თან უნდა ჰქონდეთ პირადობის მოწმობები.

 

6.14. ჭიათურის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის უფროსის წერილით დადგენილია, რომ მონაცემთა ბაზაში არსებული ინფორმაციით ხვ--- გო-----–---–ი დაბადებულია 198- წლის 1- მ------, რაც გამორიცხავს შესაძლებლობას, რომ მას საბჭოთა პასპორტო ჰქონოდა აღებული. საბჭოთა პასპორტები 1976 წელს დაბადებულ მოქალაქეებზე გაიცა ბოლოს, ხოლო შემდეგ დაიწყო საქართველოს მოქალაქის პირადობის მოწმობების გაცემა.. აქედან გამომდინარე ქორწინების რეგისტრაციის დროს რეგისტრატორს სავარაუდოდ ყალბი/არარსებული პასპორტის მონაცემები აქვს მითითებული.

დადგენილია, რომ სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ბაზაში მოქალაქე მონაცემებით: ნ---- ჭა---------, ნ---- გო-----–---–ი, ნ---- ნუ--–-ს ასული ჭა--------- - გო-----–---–ი დაბადებული 198- წლის 2- თე-------–- დღეის მდგომარეობით არ ფიქსირდება.

 

დადგენილია, რომ 200- წლის 04 მ---- საჩხერის რაიონის სოფელ ს------- საბჭოს (საკრებულოს) მიერ შედგა ქორწინების ჩანაწერის აქტიN-- რომელშიდაც მექორწინეებად მითითებულია ხვ--- გო-----–---–ი დაბადებული 198- წლის 1- მ------ რეგისტრაციის საფუძვლად მითითებულია საბჭოთა პასპორტის რეკვიზიტები X-----TN N------ და ნ---- ჭა--------- დაბადებული 198- წლის 2- თე-------–-, ქორწინების საფუძვლად მითითებულია პირადობის მოწმობა Nბ------3. შესაბამის გრაფებში ასევე ფიქსირდება მექორწინეთა ხელმოწერები.

 

6.15.ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის შესახებ საქართველოსორგანული კანონის მე-9 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად

სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის წარმომადგენლობითი ორგანოა სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის საკრებულო, რომელიც შედგება შესაბამის ტერიტორიაზე მცხოვრებ საქართველოს მოქალაქეთა მიერ ადგილობრივი თვითმმართველობისა და მმართველობის წარმომადგენლობითი ორგანოების არჩევნების შესახებ საქართველოს კანონით გათვალისწინებული წესით პირდაპირი, საყოველთაო, თანასწორი და ფარული კენჭისყრით არჩეული წევრებისაგან.

 

6.16.ამავე მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად საკრებულოს აღმასრულებელი ორგანოს თანამდებობის პირები არიან: ა) სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი, რომელსაც ირჩევს შესაბამისი საკრებულო თავისი შემადგენლობიდან. სოფლის, თემის, დაბის და ქალაქის გამგებელი იმავდროულად არის საკრებულოს თავმჯდომარე;

 

6.17.დადგენილია, რომ სადაო ინდივიდუალური აქტი ქორწინების ჩაწერის აქტი შედგენილია კანონის დარღვევით, რადგან ფიზიკურად არ არსებობს დაქორწინებული-ნ---- ჭა--------- და აღნიშნული პიროვნება მოგონილია, ამიტომ არ არსებობს არც ნების გამოხატვა და არც მისი ხელმოწერა შესაბამისად სოფელ ს------- ადგილობრივი ორგანოს მიერ გაცემული სადაო დოკუმენტი კანონსაწინააღმდეგოა.

 

6.18.საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის შესაბამისად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით.

თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას.

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერესს ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

6.19. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის პირველი და მესამე ნაწილის შესაბამისად წერილობითი ფორმით გამოცემული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი უნდა შეიცავდეს წერილობით დასაბუთებას. ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტში უნდა მიეთითოს ის საკანონმდებლო ან კანონქვემდებარე ნორმატიული აქტი ან მისი შესაბამისი ნორმა, რომლის საფუძველზედაც გამოიცა ეს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი.

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 ნაწილის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს.

ამდენად დაუსაბუთებელია სადაო ინდივიდუალური აქტი მთლიანად, რადგან ფაქტობრივად უგულებელყოფილია რეგისტრაციის პროცესის ყველა ეტაპი.

 

6.20. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის შესაბამისად ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. დაუშვებელია, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას საფუძვლად დაედოს ისეთი გარემოება ან ფაქტი, რომელიც კანონით დადგენილი წესით არ არის გამოკვლეული ადმინისტრაციული ორგანოს მიერ. ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლის შესაბამისად საქმის გარემოებებიდან გამომდინარე ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია: ა) გამოითხოვოს დოკუმენტები; ბ) შეაგროვოს ცნობები; გ) მოუსმინოს დაინტერესებულ მხარეებს........ ზ) მტკიცებულებათა შეგროვების, გამოკვლევისა და შეფასების მიზნით მიმართოს კანონმდებლობით გათვალისწინებულ სხვა ზომებს.

 

6.21.ერთმნიშვნელოვნია რომ ადმინისტრაციულმა ორგანომ კანონის დარღვევით გამოსცა ინდივიდუალურ - სამართლებრივი აქტი. ამდენად სასამართლოს მიაჩნია, სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.22„ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის" ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამოქალაქო უფლებებისა და მოვალეობების განსაზღვრისას ან წარდგენილი ნებისმიერი სისხლისსამართლებრივი ბრალდების საფუძვლიანობის გამორკვევისას, ყველას აქვს გონივრულ ვადაში მისი საქმის სამართლიანი და საქვეყნო განხილვის უფლება კანონის საფუძველზე შექმნილი დამოუკიდებელი და მიუკერძოებელი სასამართლოს მიერ. სასამართლოს განმარტებით, აღნიშნული საერთაშორისო აქტით განმტკიცებული სამართლიანი სასამართლოს უფლება გულისხმობს სასამართლოს ვალდებულებას, დაასაბუთოს მის მიერ მიღებული გადაწყვეტილება. პროცესის მონაწილეებისათვის, ისევე როგორც, საზოგადოებისათვის, ნათელი უნდა იყოს განსჯის ის პროცესი, რომელიც სასამართლომ გაიარა კონკრეტული გადაწყვეტილების მიღებამდე. გადაწყვეტილებაში ასახული უნდა იყოს სასამართლოს მოსაზრებები და სამართლებრივი დასკვნები, რომლებმაც დავის სწორედ ამგვარი გადაწყვეტა გამოიწვია. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ ყველას შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება. ეს მოთხოვნა მიზნად ისახავს მხარის მიერ გასაჩივრების უფლების განხორციელების შესაძლებლობის უზრუნველყოფას. ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2003 წლის 24 ივლისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Suominen v. Finland, აბზაცი 36, აგრეთვე 2008 წლის 27 ივნისის გადაწყვეტილებაში საქმეზე Peric v. Croatia, აბზაცი 21, განმარტა შემდეგი– „მიუხედავად იმისა, რომ ეროვნულ სასამართლოებს აქვთ გარკვეული მიხედულება კონკრეტული საქმის დასაბუთების არჩევისას და მხარეთა მოსაზრებების მხარდამჭერი მტკიცებულებების დაშვებისას, სასამართლო ვალდებულია დაასაბუთოს თავისი საქმიანობა თავის მიერ მიღებული გადაწყვეტილებების მოტივაციით“.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ხოლო სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის შესაბამისად თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, სახელმწიფო ბაჟი ნახევრდება. მოპასუხემ მთავარ სხდომაზე სარჩელი ცნო.

 

სარეზოლუციო ნაწილი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, 32-ე მუხლის მე-4 ნაწილის შესაბამისად და საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 53.1, 243-ე, 244-ე, 248-ე, 250-ე, 257-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. ხვ--- გო-----–---–ის სარჩელი დაკმაყოფილდეს და ბათილად იქნას ცნობილი ქორწინების სააქტო ჩანაწერი N- შესრულებული 200- წლის 04 მ---- საჩხერის რაიონის სოფელ ს------- ადგილობრივი ორგანოს მიერ (სადაც მექორწინეებად მითითებულია ხვ--- გო-----–---–ი დაბადებული 198- წლის 1- მ------ საბჭოთა პასპორტის რეკვიზიტები X-----TN N------ და ნ---- ჭა--------- დაბადებული 198- წლის 2- თე-------–-, პირადობის მოწმობა Nბ------3)

 

2. ხვ--- გო-----–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტიდან დაუბრუნდეს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 50(ორმოცდაათი) ლარი(საგადასახადო დავალებაN20-8---- გადამხდელი ნ--- ღუ------–---–ი. დანიშნულება სახელმწიფო ბაჟი ხვ--- გო-----–---–ის(პ/ნ3----------) სასარგებლოდ. გადამხდელის ბანკი ს.ს. ,,ლიბერთი ბანკი“.გადახდის თარიღი 20-9 წლის 03 ივლისი)

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი ნიუპორტის ქუჩა №32) მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, საჩხერის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ქ. საჩხერე დავით აღმაშენებლის ქუჩა # 3).

 

მოსამართლე: ივანე ყიფიანი