გადაწყვეტილება

სამოქალაქო 12.09.2019
საქმის ნომერი
330210019002823515
კატეგორია
დავის ტიპი
საბანკო მომსახურება
თარიღი
12.09.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე #2/1333-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

12 სექტემბერი, 2019 წელი ქ. თბილისი

შესავალი ნაწილი

თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე

სხდომის მდივანი შორენა აბჟანდაძე

მოსარჩელე - სს "თ----------ი"

წარმომადგენელი - ე--------------------ა, მ-----------------ა, ი------–--------–-

მოპასუხე - თ------ კ-----–---–ი

დავის საგანი - თანხის დაკისრება

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 1207.76 ლარის გადახდა.

1.2. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულების საფუძველზე, 2576.43 ლარის გადახდა.

1.3. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2018 წლის 20 აპრილის ხელშეკრულების საფუძველზე, 4976.99 ლარის გადახდა.

1.4. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2017 წლის 19 ივნისის ხელშეკრულების საფუძველზე, 3050.12 ლარის გადახდა.

1.5. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, 2015 წლის 17 მარტის ხელშეკრულების საფუძველზე, 2241.43 ლარის გადახდა.

 

სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:

 

2016 წლის 22 დეკემბერს სს "თ----------ი"-სა და მოპასუხე თ------ კ-----–---–ს შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 700 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 4 წელი; გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური (საკომისიო) მინიმუმ 50 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 42% კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა თითოეული ტრანში უნდა განხორციელებულიყო თანხის გატანიდან 10 კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი კალენდარული თვის 15 რიცხვში. ბარათის მომსახურების საკომისიო 20 ლარი ყოველწლიურად; თანხის განაღდების საკომისიო 0.00% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების შემთხვევაში; მინიმალური - 0 ლარი კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისთვის 2%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

მოპასუხე თ------ კ-----–---–ის მიერ, ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო დავალიანება შეადგენს 1207.76 ლარს, საიდანაც ძირითადი თანხის ოდენობა შეადგენს 690.10 ლარის, პროცენტი - 164.83 ლარს და პირგასამტეხლო - 352.83 ლარს. სარჩელს თან ერთვის მოპასუხის გადახდების ისტორია საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხეზე თანხა გაიცა 2016 წლის 29 დეკემბერს. იგი ხელშეკრულების თანახმად ახორციელებდა გადახდებს, თუმცა მას ბოლო გადახდა უფიქსირდება 2018 წლის ივნისის თვეში, რის შემდეგადაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 11/01/2019 წლის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს თანხის ძირის, პროცენტისა და პირგასამტეხლოსა ერთობლიობას ჯამში - 1207.76 ლარს.

 

2017 წლის 22 დეკემბერს სს "თ----------მა" მოპასუხე თ------ კ-----–---–ზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე მითითებულ დასტურის ღილაკზე დაჭერით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, რომელიც შეადგენს შემდეგს: კრედიტის ოდენობა 2200 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 25.5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 15 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 15 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. (ინტ.ბანკით გაცემული სწრაფი სამომხმარებლო სესხის თანხის ათვისება დასტურდება გადახდების ისტორიით, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს.

აღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, მსესხებელ თ------ კ-----–---–ის მიერ ვალდებულების არაჯეროვნად შესრულების საფუძველზე, მოპასუხის დავალიანება შეადგენს 2576.43 ლარს. რომელშიც ძირითადი თანხა არის 2019.84 ლარი; პროცენტი - 294.12 ლარი; პირგასამტეხლო - 258.91 ლარი; დაზღვევა - 3.56 ლარი.

მხარის მითითებით მოპასუხეზე სესხის თანხა გაიცა 2017 წლის 22 დეკემბერს 2200 ლარის ოდენობით, რომელიც იმავე დღესვე აითვისა მოპასუხე თ------ კ-----–---–მა. მოპასუხის მიერ ფიქსირდება ვალდებულების შესრულება პერიოდულად, თუმცა მან ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის ივნისის თვეში რის შემდეგადაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მას ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა სესხის პირობების შესაბამისად პირგასამტეხლო. 2019 წლის 11 იანვრის მდგომარეობით კი მოპასუხის დავალიანება ინტერნეტ ბანკით გაცემულ სწრაფ სამომხმარებლო სესხზე შეადგენს 2576.43 ლარს;

 

2018 წლის 30 აპრილს სს "თ----------მა" მოპასუხე თ------ კ-----–---–ზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე მითითებულ დასტურის ღილაკზე დაჭერით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, რომელიც შეადგენს შემდეგს: კრედიტის ოდენობა 4100 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 25.5%; კრედიტის ვადა 2022 წლის 01 მაისამდე; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 01 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%; 2018 წლის 30 აპრილს მოპასუხე თ------ კ-----–---–მა აითვისა თანხა 4100 ლარი ინტ.ბანკით გაცემული სწრაფი სამომხმარებლო სესხის თანხის ათვისება დასტურდება გადახდების ისტორიით, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს.

მოსარჩელე მხარის მითითებით, მოპასუხეზე სესხის თანხა გაიცა 2018 წლის 30 აპრილს 4100 ლარის ოდენობით რომელიც იმავე დღესვე აითვისა მოპასუხე თ------ კ-----–---–მა; მოპასუხის მიერ ფიქსირდება ვალდებულების შესრულება პერიოდულად, თუმცა მან ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის ივლისის თვეში, რის შემდეგადაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მას ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა სესხის პირობების შესაბამისად პირგასამტეხლო; 2019 წლის 11 იანვრის მდგომარეობით კი მოპასუხის დავალიანება ინტერნეტ ბანკით გაცემულ სწრაფ სამომხმარებლო სესხზე შეადგენს 4976.99 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი დავალიანება შეადგენს 4002.01 ლარს, საპროცენტო სარგებელი 542.01 ლარს, პირგასამტეხლო 423.51 ლარს და დაზღვევა 9.46 ლარს.

 

2017 წლის 19 ივნისს სს ,,თ----------ს“ და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2000 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 14745 კალენდარული დღე 01/11/2057 წლამდე. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური საკომისიო; წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 36% კრედიტის სს "თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 12 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; ბარათის მომსახურების საკომისიო 40.00 ლარი; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ. 5.5 ლარი კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას.

მოსარჩლე მხარის მითითებით, მოპასუხის დავალიანება, შეადგენს 3050.12 ლარს, საიდანაც თანხის ძირი არის 1964.35 ლარი, პროცენტი- 374.57 ლარი; პირგასამტეხლო - 711.20 ლარი. სარჩელს თან ერთვის მოპასუხის ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხემ თანხის ათვისება დაიწყო 2017 წლის სექტემბრის თვიდან. იგი ხელშეკრულების თანახმად ახორციელებდა შენატანებს, თუმცა ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის ივლისის თვეში, რის შემდეგაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა 11/01/2019 წლის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს თანხის ძირის, პროცენტისა და პირგასამტეხლოსა ერთობლიობას ჯამში- 3050.12 ლარს.

 

2015 წლის 17 მარტს სს "თ----------ს“ და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 850 ლარი, რაც შემდგომში ბანკის მიერ ცალმხრივად გაიზარდა, რასაც მოპასუხე დაეთანხმა გაზრდილი ლიმიტით თანხის გატანით და მისმა ძირმა თანხამ შეადგინა1449.65 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 11917 კალენდარული დღე (01.11.2047 წლამდე), გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური საკომისიო, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისება და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 14 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს - დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ. 5.5 ლარი კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

მოპასუხის მიერ ზემოაღნიშნული ხელშეკრულების ფარგლებში, ვალდებულების არაჯეროვანი შესრულების საფუძველზე დავალიანება შეადგენს 2241.43 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი თანხა არის 1449.65 ლარი, პროცენტი- 261.27 ლარი, პირგასამტეხლო - 530.51 ლარი. სარჩელს თან ერთვის მოპასუხის ამონაწერი პირადი ანგარიშიდან, საიდანაც ირკვევა, რომ მოპასუხემ თანხის ათვისება დაიწყო 2015 წლის მარტის თვიდან. იგი ხელშეკრულების თანახმად ახორციელებდა შენატანებს, თუმცა ბოლო გადახდა განახორციელა 2018 წლის ივლისის თვეში, რის შემდეგადაც გადახდები აღარ განუხორციელებია. მოპასუხეს ყველა დარღვევაზე ერიცხებოდა ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმა. 11/01/2019 წლის მდგომარეობით კი მისი დავალიანება შეადგენს თანხის ძირის, პროცენტისა და პირგასამტეხლოს ერთობლიობას ჯამში - 2241.43.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. 1. მოპასუხე თ------ კ-----–---–მა სარჩელი ნაწილობრივ ცნო და მიუთითა, რომ მან ნამდვილად დაარღვია სს „თი ბი სი ბანკის“ მიმართ ნაკისრი ვალდებულებები, რადგან მას შეექმნა ფინანსური პრობლემები. სსიპ „შემოსავლების სამსახურის“ მიერ 2019 წლის 11 ივლისს გაცემული «ID 6852314 ცნობის თანახმად, საქართველოს საგადასახადო კოდექსის 154-ე მუხლის მე-3 ნაწილის გ.ა. ქვეპუნქტის საფუძველზე წარმოდგენილი ინფორმაციის შესაბამისად, შემოსავლების სამსახურში არსებული მონაცემებით (2019 წლის 11 ივლისის მდგომარეობით), ფ/პ თ------ კ-----–---–ის მიერ 2018 წლის 1 ივნისიდან 2019 წლის 31 მაისამდე ჩათვლით მიღებული დასაბეგრი შემოსავალი არ ფიქსირდება. შესაბამისად მოვალე კრედიტორისათვის თანხის გადახდას ვერ ახერხებდა. გარდა ამისა, მოპასუხეს საკუთრებაში არ გააჩნია უძრავი ქონებაც, რომ თუნდაც მისი რეალიზაციით გაესტუმრებინა ბანკის ვალი.

მოპასუხე თ------ კ-----–---–მა საქმის მოსამზადებელ ეტაპზე სს ,,თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნები ცნო ნაწილობრივ, კერძოდ, 2016 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 690.10 ლარის, 2017 წლის 22 დეკემბრის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 2019.84 ლარის და დაზღვევის თანხის - 3.56 ლარის, 2018 წლის 30 აპრილის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 4002.01 ლარის და დაზღვევით თანხის - 9.46 ლარის, 2017 წლის 19 ივნისის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 1964.35 ლარის და 2015 წლის 17 მარტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე დავალიანების ძირი თანხის 1449.65 ლარის ნაწილში. მოპასუხემ დამატებით მიუთითა, რომ ითხოვს სასამართლოს მიერ, პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირებას, საპროცენტო სარგებლის ასევე შემცირებას ან საერთოდ გაუქმებას, ვიანიდან მატერიალური მდგომარეობის გათვალისწინებით მოკლებულია შესაძლებლობას მოახდინოს გაზრდილი დავალიანების დაფარვა.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. 2016 წლის 22 დეკემბერს სს "თ----------ი"-სა და მოპასუხე თ------ კ-----–---–ს შორის დაიდო განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 700 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 4 წელი; გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური (საკომისიო) მინიმუმ 50 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 42% კრედიტის ერთი წლის მანძილზე დაფარვის შემთხვევაში; საკრედიტო ლიმიტის დაფარვა თითოეული ტრანში უნდა განხორციელებულიყო თანხის გატანიდან 10 კალენდარული თვის განმავლობაში ყოველი კალენდარული თვის 15 რიცხვში. ბარათის მომსახურების საკომისიო 20 ლარი ყოველწლიურად; თანხის განაღდების საკომისიო 0.00% კრედიტის სავაჭრო/მომსახურების ობიექტში ათვისების შემთხვევაში; მინიმალური - 0 ლარი კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; საკომისიო ვადაზე ადრე წინსწრებით დაფარვისთვის 2%, პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას (გარდა სესხის წინსწრებით დაფარვისა) და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

მოპასუხე თ------ კ-----–---–ის მიერ სადავო არ გამხდარა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მისი დავალიანების ოდენობა საკრედიტო დაწესებულების მიმართ, რომელიც ჯამში შეადგენს 1207.76 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 690.10 ლარი, საპოცენტო სარგებელი - 164.83 ლარი და პირგასამტეხლო - 352.83 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 19);

- 2016 წლის 22 დეკემბრის განვადების ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 20-22);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 23-24);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მიეთითა მისი შეუსაბამო ოდენობაზე).

 

3.1.2. 2017 წლის 22 დეკემბერს სს "თ----------მა" მოპასუხე თ------ კ-----–---–ზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე მითითებულ დასტურის ღილაკზე დაჭერით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, რომელიც შეადგენს შემდეგს: კრედიტის ოდენობა 2200 ლარი, წლიური საპროცენტო განაკვეთი 25.5%, კრედიტის ვადა 2021 წლის 15 დეკემბრამდე. კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 15 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%. ინტერნეტ ბანკით გაცემული სწრაფი სამომხმარებლო სესხის თანხის ათვისება დასტურდება გადახდების ისტორიით, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს.

 

მოპასუხე თ------ კ-----–---–ის მიერ სადავო არ გამხდარა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მისი დავალიანების ოდენობა საკრედიტო დაწესებულების მიმართ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ჯამში შეადგენს 2576.43 ლარს, საიდანაც დავალიანების ძირითადი თანხაა 2019.84 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 294.12 ლარი, პირგასამტეხლო - 258.91 ლარი და დაზღვევა - 3.56 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.01.2019 წლის ცნობა (ს.ფ. 25);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 26);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მიეთითა მისი შეუსაბამო ოდენობაზე).

 

3.1.3. 2018 წლის 30 აპრილს სს "თ----------მა" მოპასუხე თ------ კ-----–---–ზე ინტერნეტ ბანკის მეშვეობით განახორციელა შეთავაზება სწრაფ სამომხმარებლო სესხზე, სესხის პირობებს და ვებ-გვერდზე ატვირთულ ხელშეკრულებას მოპასუხე გაეცნო და ვებ-გვერდზე მითითებულ დასტურის ღილაკზე დაჭერით დაეთანხმა აღნიშნულ პირობებს, რომელიც შეადგენს შემდეგს: კრედიტის ოდენობა 4100 ლარი; წლიური საპროცენტო განაკვეთი 25.5%; კრედიტის ვადა 2022 წლის 01 მაისამდე; კრედიტის დაფარვა უნდა მომხდარიყო ყოველი თვის 01 რიცხვში; ფიქსირებული პირგასამტეხლო 20 ლარი და ყოველდღიური პირგასამტეხლო ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე 0.5%; 2018 წლის 30 აპრილს მოპასუხე თ------ კ-----–---–მა აითვისა თანხა 4100 ლარი ინტ.ბანკით გაცემული სწრაფი სამომხმარებლო სესხის თანხის ათვისება დასტურდება გადახდების ისტორიით, რაც თავისთავად ვალდებულების არსებობას გულისხმობს.

 

მოპასუხე თ------ კ-----–---–ის მიერ სადავო არ გამხდარა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მისი დავალიანების ოდენობა საკრედიტო დაწესებულების მიმართ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ჯამში შეადგენს 4976.99 ლარს, საიდანაც ძირითადი დავალიანება შეადგენს 4002.01 ლარს, საპროცენტო სარგებელი- 542.01 ლარს, პირგასამტეხლო 423.51 ლარს და დაზღვევა 9.46 ლარს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 15.01.2019 წლის ცნობა (ს.ფ. 27);

- გადახდის გრაფიკი (ს.ფ. 28);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მიეთითა მისი შეუსაბამო ოდენობაზე).

 

3.1.4. 2017 წლის 19 ივნისს სს ,,თ----------ს“ და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 2000 ლარი; საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 14745 კალენდარული დღე 01/11/2057 წლამდე. გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური საკომისიო; წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში 36% კრედიტის სს "თ----------ის“ ბანკომატით ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში. 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში; დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 12 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; ბარათის მომსახურების საკომისიო 40.00 ლარი; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ. 5.5 ლარი კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას.

 

მოპასუხე თ------ კ-----–---–ის მიერ სადავო არ გამხდარა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მისი დავალიანების ოდენობა საკრედიტო დაწესებულების მიმართ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ჯამში შეადგენს 3050.12 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი მოცულობა არის 1964.35 ლარი, საპროცენტო სარგებელი - 374.57 ლარი და პირგასამტეხლო - 711.20 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2017 წლის 19 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულების მნიშნელოვანი პირობები (ს.ფ. 29-30);

- 2017 წლის 19 ივნისის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 31-37);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 38-42);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მიეთითა მისი შეუსაბამო ოდენობაზე).

 

3.1.5. 2015 წლის 17 მარტს სს "თ----------ს“ და მოპასუხეს შორის დაიდო საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება შემდეგი პირობებით: საკრედიტო ლიმიტის მოცულობა 850 ლარი, რაც შემდგომში ბანკის მიერ ცალმხრივად გაიზარდა, რასაც მოპასუხე დაეთანხმა გაზრდილი ლიმიტით თანხის გატანით და მისმა ძირმა თანხამ შეადგინა1449.65 ლარი, საკრედიტო ლიმიტის მოქმედების ვადა 11917 კალენდარული დღე (01.11.2047 წლამდე), გასატანი თანხის ოდენობა საკრედიტო ლიმიტის მოცულობას გამოკლებული მომსახურების საფასური საკომისიო, წლიური საპროცენტო განაკვეთი 36% კრედიტის სავაჭრო მომსახურების ობიექტში ათვისების და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 36% კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისება და ერთი წლის განმავლობაში დაფარვის შემთხვევაში, 0% ორმოცდათხუთმეტ დღიანი საშეღავათო პერიოდის განმავლობაში, დაანგარიშების თარიღი ყოველი კალენდარული დღის 14 რიცხვი, საკრედიტო ლიმიტის დაფარვა: აუცილებელი მინიმალური დასაფარი თანხა, დაანგარიშების დღემდე ათვისებული საკრედიტო ლიმიტის 5%-ს - დამატებული ათვისების დღიდან ბილინგის დღემდე დარიცხული საპროცენტო სარგებელი და პირგასამტეხლო უნდა დაიფაროს ბილინგის თარიღიდან მაქსიმუმ 25-ე დღეს; ბარათის მომსახურების საკომისიო 40 ლარი; თანხის განაღდების საკომისიო 2.9% მინ. 5.5 ლარი კრედიტის სს "თ----------ის" ბანკომატით ათვისების შემთხვევაში; პირგასამტეხლო ვადაგადაცილებისთვის 20 ლარი გრაფიკის ყოველი დარღვევისას და დავალიანების 0.5% ყოველი ვადაგადაცილებული დღისთვის.

 

მოპასუხე თ------ კ-----–---–ის მიერ სადავო არ გამხდარა, რომ ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო მისი დავალიანების ოდენობა საკრედიტო დაწესებულების მიმართ აღნიშნული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში, რომელიც ჯამში შეადგენს 2241.43 ლარს, საიდანაც სესხის ძირითადი მოცულობაა 1449.65 ლარი, პროცენტი- 261.27 ლარი და პირგასამტეხლო - 530.51 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2015 წლის 17 მარტის ხელშეკრულების მნიშვნელოვანი პირობები (ს.ფ. 43);

- 2015 წლის 17 მარტის საკრედიტო ბარათით სარგებლობის შესახებ ხელშეკრულება (ს.ფ. 44-46);

- ამონაწერი საბანკო ანგარიშიდან (ს.ფ. 47-58);

- დავალიანების ცნობა (ს.ფ. 59);

- მხარეთა ახსნა-განმარტება - (მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია დავალიანების ციფრობრივი გაანგარიშება, სარგებლისა და პირგასამტეხლოს ნაწილში მიეთითა მისი შეუსაბამო ოდენობაზე).

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ სს ,,თ----------ის“ სარჩელი თ------ კ-----–---–ის მიმართ, თანხის დაკისრების შესახებ საფუძვლიანია და ნაწილობრივ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე, 327-ე, 361-ე, 417-ე, 418-ე, 420-ე, 867-ე, 868-ე, 873-ე მუხლები.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის თანახმად, მხარეები იწყებენ საქმის წარმოებას სასამართლოში, ამ კოდექსში ჩამოყალიბებული წესების შესაბამისად, სარჩელის ან განცხადების შეტანის გზით. ისინი განსაზღვრავენ დავის საგანს და თვითონვე იღებენ გადაწყვეტილებას სარჩელის (განცხადების) შეტანის შესახებ. მხარეებს შეუძლიათ საქმის წარმოება მორიგებით დაამთავრონ. მოსარჩელეს შეუძლია უარი თქვას სარჩელზე, ხოლო მოპასუხეს - ცნოს სარჩელი.

აღნიშნულიდან გამომდინარე, დისპოზიციურობის პრინციპის შესაბამისად, მხარე მისთვის მინიჭებული საპროცესო უფლებათა თავისუფალი განკარგვის შესაძლებლობით სარგებლობს. მოპასუხე მხარის მიერ სარჩელის ცნობა სწორედ აღნიშნული პრინციპის ერთ-ერთი გამოვლინებაა.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის ამავე 208-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, თუ მოსამზადებელ სხდომაზე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მოსამართლე გამოიტანს გადაწყვეტილებას სარჩელის დაკმაყოფილების შესახებ.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში მოპასუხე თ------ კ-----–---–მა მითითებულ სამოქალაქო დავაზე სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე სარჩელი ცნო დავალიანების ძირი და დაზღვევის თანხების ნაწილში, რამაც მთლიანობაში შეადგინა 10138.97 ლარი. შესაბამისად, სარჩელი მოთხოვნის ამ ნაწილში საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.2. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის შესაბამისად, საბანკო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით. ამავე კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, მხარეთა შეთანხმებით კრედიტისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი. ხელშეკრულების მონაწილე მხარეთა შორის პროცენტის თაობაზე შეთანხმების არსებობისას მსესხებლის ვალდებულებას წარმოადგენს დააბრუნოს სესხის ძირითადი თანხა და ასევე, ხელშეკრულებით განსაზღვრული პროცენტი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის თანახმად, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში დადგენილია, რომ სს ,,თ----------ს” და მოპასუხე თ------ კ-----–---–ს შორის არსებობს საკრედიტო სახელშეკრულებო ურთიერთობა, მოსარჩელე მხარემ მოპასუხეზე გასცა კრედიტი. აღნიშნულიდან გამომდინარე მხარეთა შორის წარმოიშვა ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. მხარეთა შორის შეთანხმებული იქნა ხელშეკრულების ყველა არსებითი პირობა და მოხდა მხარეთათვის კონკრეტულ უფლება-მოვალეობათა განსაზღვრა.

მოცემულ შემთხვევაში საკრედიტო ხელშეკრულებებიდან გამომდინარე საპროცენტო სარეგებლის მოთხოვნის ნაწილში მოსარჩელე მხარის მოთხოვნა საფუძვლიან და სრულად უნდა დაკმაყოფილდეს. სასამართლო მიუთითებს, რომ მხარეთა შეთანხმება თითოეულ ხელშეკრულების ფარგლებში შედგა საპროცენტო სარგებელზე. მოპასუხე მხარეს სადავო არ გაუხდია არც სარგებლის შეთანხმების თაობაზე მხარის მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოება, ისე მისი ციფრობრივი გაანგარიშების სისწორე. აღნიშნულის გათვალისწინებით, სასარჩელო ამ ნაწილში სრულად უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.

 

ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობს არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.

მოცემულ შემთხვევაში საქმეზე დადგენილია, რომ მოსარჩელის მიერ საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულდა სრულად - მსესხებელზე გაიცა შეთანხმებული საკრედიტო თანხა, ხოლო რაც შეეხება მსესხებლის ვალდებულებას, მოპასუხე თ------ კ-----–---–მა ვალდებულება არ შეასრულა ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის მიხედვით პირგასამტეხლო – მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა – მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვანი შესრულებისათვის.

 

კონკრეტულ შემთხვევაში დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების თანახმად, განაცხადზე ხელმოწერით მსესხებელი დაეთანხმა იმ საკრედიტო პირობებს რომელიც შეთავაზებული იქნა საბანკო დაწესებულების მიერ და მიიღო შეთანხმებული კრედიტის თანხა სრული მოცულობით. სესხის დაფარვის გრაფიკით დასტურდება მოპასუხე მხარის მიერ გარკვეული პერიოდულობით თანხების ანგარიშზე შეტანის ფაქტი, თუმცა მსესხებლის მიერ ნაკისრი ვალდებულების შეუსრულებლობის გამო არსებული ხელშეკრულების ფარგლებში ერიცხება პირგასამტეხლო.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირასამტეხლო.

 

აღნიშნული ნორმის დეფინიციის თანახმად, სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს სასამართლოს შესაძლებლობას შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო, რათა არ მოხდეს სამოქალაქო ბრუნვისათვის მიუღებელი და არაგონივრული ტვირთის მხარისათვის დაკისრება, რაც თავის მხრივ კრედიტორის უსაფუძვლოდ გამდიდრებას გამოიწვევს. სასამართლოს მიერ პირგასამტეხლოს ოდენობის შემცირება სწორედ მხარეთა უფლებება-მოვალეობების დაბალანსებას ემსახურება. მითითებულ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს ოდენობა, წარმოადგენს შეუსაბამოდ მაღალ პირგასამტეხლოს. სასამართლო მიუთითებს, რომ პირგასამტეხლო, როგორც მოთხოვნის უზრუნველყოფის დამატებითი საშუალება, მიზნად ისახავს კრედიტორის დარღვეული უფლების აღდგენას და არა მის უსაფუძვლო გამდიდრებას. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი, გონივრული და არ შეიძლება მნიშვნელოვნად და შეუსაბამოდ აღემატებოდეს მას.

 

წარმოდგენილ შემთხვევაში სასამართლო მიიჩნევს, რომ მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი პირგასამტეხლოს თანხები დავალიანების მთლიან ოდენობასთან მიმართებაში და მოპასუხე მხარის ფინანსური მდგომარეობის გათვალისწინებით არის შეუსაბამოდ მაღალი, შესაბამისად, უნდა იქნეს შემცირებული 10-ჯერ, რაც წარმოადგენს გონივრულ ოდენობას. კერძოდ, 2016 წლის 22 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე, მოპასუხეს უნდა დაეკისროს პირგასამტეხლოს თანხა 35.28 ლარის ოდენობით, 2017 წლის 22 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 25.89 ლარის, 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 42.35 ლარის, 2017 წლის 19 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 71.12 ლარის და 2015 წლის 17 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე 53.05 ლარის ოდენობით.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს: ამ კოდექსის 38-ე მუხლის „ა“, „ბ“, „გ“ და „ე“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებულ შემთხვევებში – დავის საგნის ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა, გარდა ამავე კოდექსის 1873 მუხლით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფო ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი ნაწილობრივ დაკმაყოფილდა, მაშინ ამ მუხლში აღნიშნული თანხა მოსარჩელეს მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რომელიც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს – სარჩელის მოთხოვნის იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა. იმ მხარის წარმომადგენლის დახმარებისათვის გაწეულ ხარჯებს, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, სასამართლო დააკისრებს მეორე მხარეს გონივრულ ფარგლებში, მაგრამ არაუმეტეს დავის საგნის ღირებულების 4 პროცენტისა, ხოლო არაქონებრივი დავის შემთხვევაში – განსახილველი საქმის მნიშვნელობისა და სირთულის გათვალისწინებით, 2 000 ლარამდე ოდენობით.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

ვინაიდან, სასამართლოს მოსამზადებელ სხდომაზე, მოპასუხე თ------ კ-----–---–მა სარჩელი ნაწილობრივ, დავალიანების ძირი თანხების და დაზღვევის თანხის ნაწილში ცნო, მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ უნდა დაუბრუნდეს, სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 421.59 ლარის ნაწილი 304.16 ლარის ოდენობით, ხოლო რა ნაწილშის სასარჩელო მოთხოვნა დაკმაყოფილდა პროპორციულად გადახდილი სახელწმიფო ბაჟი - 55.93 ლარის გადახდა უნდა დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ. ასევე, მოპასუხეს ასევე უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 14 ლარის გადახდა მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს „თ----------ის“ სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ;

 

2. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ 2016 წლის 22 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 890.21 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 690.10 ლარი, საპროცენტო სარგებელი 164.83 ლარი, პირგასამტეხლო 35.28 ლარი.

 

3. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 22 დეკემბრის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2343.41 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 2019.84 ლარი, საპროცენტო სარგებელი 294.12 ლარი, პირგასამტეხლო 25.89 ლარი და დაზღვევა 3.56 ლარი.

 

4. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ 2018 წლის 30 აპრილის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 4595.83 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 4002.01 ლარი, საპროცენტო სარგებელი 542.01 ლარი, პირგასამტეხლო 42.35 ლარი და დაზღვევა 9.46 ლარი.

 

5. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ 2017 წლის 19 ივნისის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 2410.04 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 1964.35 ლარი, საპროცენტო სარგებელი 374.57 ლარი და პირგასამტეხლო 71.12 ლარი.

 

6. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ 2015 წლის 17 მარტის საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე დაეკისროს 1763.97 ლარის გადახდა, საიდანაც დავალიანების ძირი თანხაა 1449.65 ლარი, საპროცენტო სარგებელი 261.27 ლარი და პირგასამტეხლო 53.05 ლარი.

 

7. მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარჩელო მოთხოვნა პირგასამტეხლოს სახით 2049.27 ლარის მოპასუხე თ------ კ-----–---–ისთვის დაკისრების თაობაზე, არ დაკმაყოფილდეს.

 

8. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის ანგარიშში გადახდილი 55.93 ლარის გადახდა.

 

9. მოპასუხე თ------ კ-----–---–ს მოსარჩელე სს ,,თ----------ის“ სასარგებლოდ დაეკისროს, მოსარჩელის მიერ საფოსტო მომსახურებისთვის გაწეული ხარჯის 14 ლარის გადახდა.

 

10. მოსარჩელე სს ,,თ----------ს“ დაუბრუნდეს, მის მიერ 2--------- წლის №14 საგადახდო დავალებით სს ,,თ----------ი“-ს მეშვეობით სარჩელზე წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის 421.59 ლარის ნაწილი - 304.16 ლარის ოდენობით, რომელიც ჩაირიცხა სახელმწიფო ხაზინის ანგარიშზე 300 773 150, ბანკის კოდი TRESGE22.

 

11 გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-12 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

12 გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე