გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე № 050310018002392051
N3/47-18
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
17.10.2019 წელი ქ. ოზურგეთი
შესავალი ნაწილი
ოზურგეთის რაიონული სასამართლო
მოსამართლე მარინა კიკნაძე
სხდომის მდივანი თამილა მახარაძე-ბოლქვაძე
მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტო,მოსარჩელის წარმომადგენელი -გრ-----–------–--ე
მოპასუხე - რა---–---–------ი,წარმომადგენელი-კა-------–-–--–ი
დავის საგანი : თანხის დაკისრება;
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. რა---–-–------ს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2016 წლის 14 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე ყოველთვიურად 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით.
მოსარჩელე სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს წარმომადგენელმა დააზუსტა სასარჩელო მოთხოვნა და მოითხოვა რა---–-–------ს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 22 აპრილამდე ყოველთვიურად 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს -4667 ლარს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, უძრავი ქონება, მდებარე ქ.ოზურგეთში, წ-------–---------------------------59 წარმოადგენს სახელმწიფო საკუთრებას.
სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონებით 2003 წლიდან არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის იყენებდა რა---–-–------ი.
სიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N--------- დასკვნის თანახმად, ოზურგეთი, წ-------–-------------------------0-- მდებარე 442,00 კვ.მ მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობის ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 125 ლარს.
მოპასუხეს გაეგზავნა სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს წერილები სხვადასხვა დროს, რომლითაც ეცნობა, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით მართლზომიერად სარგებლობისათვის სახელმწიფო ბიუჯეტში უნდა გადაეხადა 2016 წლის 14 მარტიდან თვეში 125 ლარის ოდენობით სარგებლობის საფასური და განესაზღვრა ვადა ვალდებულების შესასრულებლად. მოპასუხეს ასევე მოეთხოვა ფართით გამოთავისუფლება, თუმცა უშედეგოდ. რა---–-–------ს დღემდე არ შეუსრულენია კანონით გათვალისწინებული ვალდებულება.
გამომდინარე ზემოაღნიშნულიდან, მოპასუხე რა---–-–------ს ეკისრება სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 22 აპრილამდე ყოველთვიურად 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე - რა---–-–------მა განმარტა, რომ მას სარგებლობაში ჰქონდა არა სრული შენობა არამედ 4- კვ.მ შესაბამისად, არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნას იქედან გამომდინარე, რომ მისთვის არავის უცნობებია, რომ ფართით სარგებლობდა არამართლზომიერად.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. საჯარო რეესტრის ამონაწერის თანახმად, არასასოფლო-სამეურნეო მიწის ნაკვეთი, მდებარე ქ.ოზურგეთში, წერ----–--------------------------0-- საკუთრების უფლებით 2016 წლის 26 სექტემბერს აღრიცხულია სახელმწიფოს სახელზე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (მომზ. თარიღი 27.11.2017) (ს.ფ. 15-16);
3.1.2. 2017 წლის სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს წარმომადგენლის შტატგარეშე მოსამსახურის - ბორის ბუბუტეიშვილის მიერ შედგენილი აქტის თანახმად ადგილზე ქ.ოზურგეთში, წ-------–----------ე გადამოწმებით დადგინდა, რომ სახელმწიფო საკუთრებაში არსებული უძრავი ქონებით, რომლის ს/კ 26.26.4-.0-- არამართლზომიერად სარგებლობს და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებს რა---–-–------ი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
2017 წლის სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს წარმომადგენლის შტატგარეშე მოსამსახურის ბორის ბუბუტეიშვილის მიერ შედგენილი აქტი და ადგილზე დათვალიერების ოქმები (ს.ფ 21-24).
3.1.3. სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ზემოაღნიშნული უძრავი ქონების ნაწილით არამართლზომიერად სარგებლობდა და უძრავ ქონებას სამეწარმეო საქმიანობისთვის 2003 წლიდან 2019 წლის 22 აპრილამდე იყენებდა რა---–-–------ი
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ-სა---–-–-------------------------–-------ნტოს 2017 წლის აქტი; (ს.ფ 21-24)
- ფოტომასალა; (ს.ფ 32-33)
- საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს გურიის პოლიციის დეპარტამენტის ოზურგეთის რაიონული სამმართველოს 2----–-–---------------------------------- წერილი; (ს.ფ 25)
3.1.4. სიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნის თანახმად, N26.26.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების კერძოდ 442,00 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა- ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს 12 504 (თორმეტი ათას ხუთას ოთხი) ლარს.
N26.26.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება კერძოდ 442 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 125 (ასოცდახუთ) ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნა; (ს.ფ 26-35)
3.1.5. სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს 2017 წლის 27 სექტემბრის N 1------- წერილით რა---–-–------ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.ოზურგეთში წ-------–----------ე ს/კ 26.26.4-.0-- წარმოედგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც ის სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებს სამეწარმეო საქმიანობისთვის. რა---–-–------ს ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 14 მარტიდან არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს 2017 წლის 09 ნოემბრის №1------- წერილით რა---–-–------ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.ოზურგეთში წ-------–----------ე ს/კ 26.26.4-.0-- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის. რა---–-–------ს ეთხოვა უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 14 მარტიდან თვეში 125 ლარის ოდენობით არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს 2017 წლის 27 ნოემბერს ნოემბრის №-------- წერილით რა---–-–------ს ეცნობა, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.ოზურგეთში წ-------–----------ე ს/კ 26.26.4-.0-- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც სარგებლობს არამართლზომიერად და იყენებენ სამეწარმეო საქმიანობისთვის.
რა---–-–------ს განემარტა, რომ წერილის/შეტყობინების მიღებიდან 20 (ოცი) კალენდარული დღის ვადაში უზრუნველეყო სამეწარმეო საქმიანობისთვის სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერად სარგებლობის შესაბამისი საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში 2016 წლის 14 მარტიდან თვეში 125 ლარის ოდენობით არამართლზომიერი სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს 2017 წლის 27 სექტემბრის N 1------- და შეტყობინების ჩაბარების დასტური (ს.ფ. 36-37);
- სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს 2017 წლის 09 ნოემბრის №1------- წერილი და შეტყობინების ჩაბარების დასტური (ს.ფ. 38-4-);
- სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს 017 წლის 27 ნოემბერს ნოემბრის №-------- წერილი და შეტყობინების ჩაბარების დასტური(ს.ფ. 41-43);
3.1.6 სა---–-–-------------------------–-------ნტოს საფინანსო სამსახურის უფროსის იოსებ ჯ-----–---–--------–-–--------------------- სამსახურებრივი ბარათით ირკვევა, რომ რაულ ჯღენტის მიერ 2017 წლის 27 სექტემბრიდან სახაზინო კოდზე არამართლზომიერი სარგებლობისათვის დაკისრებული საფასურის სახით გადახდილი თანხები არ მოიძებნა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- ხელმწიფო ქონების ეროვნული სააგენტოს საფინანსო სამსახურის უფროსის იოსებ ჯ-----–---–--------–-–--------------------- სამსახურებრივი ბარათი (ს.ფ 44)
2019 წლის 22 აპრილიდან ქ.ოზურგეთში წ-------–----------ე მდებარე უძრავი ქონების ს.კ 26.26.4-.0--, დაზუსტებული ფართობით 442.00 კვ.მ მესაკუთრეა სსიპ ოზურგეთის მუნიციპალიტეტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
-------–-–------------–-- საჯარო რეესტრის ამონაწრი (ს.ფ 83-84)
3.1. სადაო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. რა---–-–------ი სადაოდ ხდის იმ გარემოებას, რომ სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა არა ყოფილი ფაიფურის ქარხნის მთლიან შენობას, არამედ მასში ეკავა პატარა ფართი დაახლოებით 4- კვ.მ.
ამასთან იგი შენობაში 4- კვ.მ ფლობდა და სარგებლობდა 2003 წლიდან ჯერ კიდევ იმ დროიდან, როცა მითითებული უძრავი ქონება არ ირიცხებოდა სახელმწიფოს საკუთრებაში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- მოპასუხე რა---–-–------ის შესაგებელი ( ს.ფ 50-57)
- სასამართლო სხდომაზე გაკეთებული ახსნა-განმარტებები,მოწმე ივან სოგოიანის ჩვენებით იგი ცხოვრობს სადაო შენობის მეზობლად. იცის, რომ რაული თუნუქზე მუშაობდა აღნიშნულ შენობაში. მეორე სართულზე არავინ არ მუშაობდა. არც კიბე არსებობდა ასასვლელად. პირველ სართულზე განთავსებული იყო სამი ,,ბოქსი". რაული მუშაობდა პირველ ,,ბოქსში", შენობის დასაწყისში, მეორეში და მესამეში იყო სამღებრო და იქ სხვა პიროვნებები მუშაიბდნენ. რაულის ეკავა შენობის დაახლოებით 30-4- კვ.მ .
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ივან სოგოიანის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
მოწმე ვლადიმერ ჩხაიძის ჩვენებით იგი იცნობს რა---–-–------ს, ერთად მუშაობდნენ ,,პროფილაქტიკაში". შემდეგ რაული მუშაობდა ყოფილი ფაიფურის ქარხნის ადმინისტრაციული შენობის პირველ სართულზე. შენობაში სამი ,,ბოქსი" იყო განთავსებული. ცალკე იზოლირებული ,,ბოქსი" ქონდა რაულის დაკავებული, დაახლოებით 4--45 კვ.მ. მეორე სართულზე არავინ არ მუშაობდა, დანგრეული იყო. კარ-ფანჯრები და კიბეც არ ქონდა.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
მოწმე ვლადიმერ ჩხაიძის ჩვენება (იხ. სასამართლო სხდომის ოქმი).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი; საქართველოს სამოქალაქო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი; საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, 131-ე, 208-ე მუხლები.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული დავის საგანი შეიძლება იყოს: ა) ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის შესაბამისობა საქართველოს კანონმდებლობასთან; ბ) ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადება, შესრულება ან შეწყვეტა; გ) ადმინისტრაციული ორგანოს ვალდებულება ზიანის ანაზღაურების, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემის ან სხვა რაიმე ქმედების განხორციელების თაობაზე; დ) აქტის არარად აღიარება, უფლების ან სამართალურთიერთობის არსებობა-არარსებობის დადგენა. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება არანებაყოფლობითი ფსიქიატრიული დახმარების მიზნით პირის სტაციონარში მოთავსების საქმე. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად კი, ამ მუხლის პირველი და მე-2 ნაწილებით გათვალისწინებული საქმეების გარდა, სასამართლოში ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით განიხილება სხვა საქმეებიც იმ სამართლებრივ ურთიერთობებთან დაკავშირებით, რომლებიც აგრეთვე გამომდინარეობს ადმინისტრაციული სამართლის კანონმდებლობიდან.
მოცემულ შემთხვევაში, სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტო წარმოდგენილი დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნით ითხოვს: რა---–-–------ს დაეკისროს სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობის საფასურის გადახდა საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 22 აპრილამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით, რაც ჯამში შეადგენს 4667 ლარს, მოთხოვნის სამართლებრივ საფუძვლად მხარე მიუთითებს ,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონზე.
6.2. სასამართლო განმარტავს, რომ ,,სახელმწიფო ქონების შესახებ“ საქართველოს კანონი აწესრიგებს საქართველოს სახელმწიფო ქონების მართვასთან, განკარგვასა და სარგებლობაში გადაცემასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს. დასახელებული კანონის 1.6 მუხლის თანახმად, სახელმწიფო ქონების მართვასა და განკარგვას ამ კანონით გათვალისწინებულ შემთხვევებში ახორციელებს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს (შემდგომ − სამინისტრო) სისტემაში შემავალი საჯარო სამართლის იურიდიული პირი − სა---–-–-------------------------–-------ნტო (შემდგომ − ქონების სააგენტო).
,,სახელმწიფო ქონების შესახებ’’ საქართველოს კანონის 36-ე მუხლით განსაზღვრულია ფიზიკური პირისა და კერძო სამართლის იურიდიული პირისათვის სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის წესი. დასახელებული მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სახელმწიფო ქონებას სასყიდლით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული სარგებლობის ფორმებით, აუქციონის საფუძველზე, ქონების მმართველის თანხმობით, გადასცემს ის სახელმწიფო ორგანო, აფხაზეთის ან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ორგანო, ადგილობრივი თვითმმართველობის ორგანო ან საჯარო სამართლის იურიდიული პირი, რომელსაც ეს ქონება სარგებლობაში აქვს გადაცემული ან ბალანსზე ერიცხება. თუ სახელმწიფო ქონება არ არის სარგებლობაში გადაცემული, მას ფიზიკურ პირს ან კერძო სამართლის იურიდიულ პირს სარგებლობაში გადასცემს ქონების მმართველი დადგენილი წესით. ამავე მუხლის 12 პუნქტის თანახმად, სახელმწიფო ქონების სასყიდლით სარგებლობაში მიმღები ფიზიკური პირი ან/და კერძო სამართლის იურიდიული პირი ვალდებულია ამ ქონებით სარგებლობის განმავლობაში ქონების სარგებლობაში გამცემისთვის დაბრუნებამდე გადაიხადოს სახელმწიფო ქონების სარგებლობაში გადაცემის საფასური და უზრუნველყოს აღნიშნული ქონების მოვლა-პატრონობა, ხოლო 13 პუნქტის თანახმად კი სახელმწიფო ქონებით მოსარგებლე, რომელსაც არ აქვს ამ ქონებით მართლზომიერად სარგებლობის უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი და რომელიც ქონებას სამეწარმეო საქმიანობისათვის (კომერციული მიზნით) იყენებს, ვალდებულია, ქონების მმართველის წერილობითი მოთხოვნის თანახმად, საქართველოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადაიხადოს სარგებლობაში გადაცემის საფასური, საბაზრო ღირებულების შესაბამისად (საექსპერტო/აუდიტორული დასკვნის საფუძველზე), საჯარო რეესტრში სახელმწიფოს საკუთრების უფლების რეგისტრაციის მომენტიდან სარგებლობის მთელი პერიოდისათვის.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ უძრავი ქონება მდებარე: ქ.ოზურგეთში წ-------–----------ე ს/კ 26.26.4-.0-- წარმოადგენს სახელმწიფოს საკუთრებას, რომლითაც 2003 წლიდან არამართლზომიერად სარგებლობს სამეწარმეო საქმიანობისთვის რა---–-–------ი, თუმცა საქმეში წარმოდგენილი მასალებითა და ახსნა-განმარტებებით ირკვევა, რომ რაულ ჯღენტს სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული აქვს არა სრული შენობა, არამედ შენობის ნაწილი -დაახლოებით 4- კვ.მ ფართი.
საქმეში წარმოდგენილი სიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნის თანახმად, N26.26.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონების კერძოდ 442,00 კვ.მ ფართობის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების საბაზრო ღირებულება დღეის მდგომარეობით საორიენტაციოდ შეადგენს- 12 504 (თორმეტი ათას ხუთას ოთხი) ლარს.
N26.26.4-.0-- საკადასტრო კოდით რეგისტრირებული უძრავი ქონება კერძოდ 442 კვ.მ ფართის მქონე მიწის ნაკვეთისა და მასზე განთავსებული შენობა-ნაგებობების ყოველთვიური საიჯარო ქირის საბაზრო ღირებულება საორიენტაციოდ შეადგენს 125 (ასოცდახუთ) ლარს.
დადგენილია, რომ მოპასუხე არ ეთანხმება სასარჩელო მოთხოვნა, მან განმარტა, რომ ის სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა მხოლოდ 4- კვ.მ.
6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლი პირველი ნაწილის, თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება. შესრულება შეიძლება გამოიხატოს მოქმედებისაგან თავის შეკავებაშიც. ამავე მუხლის მეორე ნაწილით თავისი შინაარსისა და ხასიათის გათვალისწინებით ვალდებულება შეიძლება ყოველ მხარეს აკისრებდეს მეორე მხარის უფლებებისა და ქონებისადმი განსაკუთრებულ გულისხმიერებას. 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხოლო ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად კი, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
სასამართლო მიუთითებს, საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის თანახმად, მხარეები ადმინისტრაციული საქმის განხილვისას სარგებლობენ საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით მინიჭებული უფლება-მოვალეობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა დადასტურდეს ეს ფაქტები.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მიხედვით, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხე რა---–-–------ისათვის სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 22 აპრილამდე პერიოდისათვის ყოველთვიურად 125 (ასოცდახუთი) ლარის ოდენობით საფასურის დაკისრებას, რაც ჯამში შეადგენს 4667 ლარს, თუმცა წარმოდგენილი მასალებით ირკვევა, რომ ყოველთვიური საფასური 122 ლარი სიპ - ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს N5--------- დასკვნის თანახმად დაანგარიშებულია ქ.ოზურგეთში წ-------–----------ე განთავსებული უძრავი ქონების ს/კ N26.26.4-.0-- სრულ ფართზე, რაც შეადგენს 442 კვ.მ -ს, ხოლო წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ რა---–-–------ის მიერ სამეწარმეო საქმიანობისათვის გამოყენებული იყო ზემოხსენებული უძრავი ქონება სრული ფართით, წარმოდგენილი ახსნა-განმარტებებით დგინდება, რომ რა---–-–------ი იყენებდა 4- კვ.მ, რაც სრული ფართის მეთერთმეტეტი ნაწილია.
მოწმეებმა- ვლადიმერ ჩხაიძემ და ივან სოგოიანმა განმარტეს, რომ რა---–-–------ს ყოფილი ფაიფურის შენობაში წლებია აქვს ავტოსახელოსნო, თუმცა შენობაში არსებული სამი ,,ბოქსიდან" მის სარგებლობაში იყო მხოლოდ ერთი ,,ბოქსი", დაახლოებით 4--45 კვ.მ, შენობის დანარჩენ ფართს, ასევე დანარჩენ ორ ,,ბოქსს" ფლობდნენ და სარგებლობდნენ სამეწარმეო საქმიანობისთვის სხვა ხელოსნები,კერძოდ ავტომანქანის მღებავები.
რაც შეეხება არამართლზომიერ სარგებლობას, საქმეში წარმოდგენილია სა---–-–-------------------------–-------ნტოს წერილები, რომლებიც გაეგზავნა რაულ ჯღენტს და ეცნობა, რომ უძრავი ქონება, რომელსაც იგი სამეწარმეო საქმიანობისათვის იყენებდა წარმოადგენდა სახელმწიფო საკუთრებას და ვალდებული იყო მისი სარგებლობისათვის გადაეხადა საფასური.
სასამართლოს ზემოაღნიშნულ სამართლებრივ ნორმათა შინაარსისა და საქმეზე დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ და მოპასუხე რა---–-–------ს სახელმწიფოს სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფოს საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების არამართლზომიერი სარგებლობისთვის საფასური 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 22 აპრილამდე იმ ფართის შესაბამისად რაც მას ეკავა სამეწარმეო საქმიანობისათვის, კერძოდ 4- კვ.მ ფართით სარგებლობისთვის. ვინაიდან სრული 442 კვ.მ ფართის ყოველთვიური საფასური შეადგენს 122 ლარს რაც საერთო ჯამში არის 4 667 ლარი და რეალურად დგინდება, რომ რაულ ჯღენტი სარგებლობდა არამართლზომიერად სრული ფართის მეთერთმეტედით, მოპასუხეს უნდა დაეკისროს 4667ლარის მეთერთმეტედი ნაწილი რაც შეადგენს 424 ლარისა და 27 თეთრს.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 38-ე მუხლის „ა“ ქვეპუნქტის თანახმად, სარჩელზე ბაჟის გადახდევინება წარმოებს სახელმწიფო ბაჟის შესახებ საქართველოს კანონით დადგენილი წესით. ამავე კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, სასამართლო ხარჯები (სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები), კანონით გათვალისწინებული შემთხვევების გარდა, წინასწარ შეაქვს მხარეს, რომელმაც შესაბამისი საპროცესო მოქმედების შესრულება მოითხოვა. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა” ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა შეადგენს დავის საგნის ღირებულების 3%, მაგრამ არანაკლებ 100 ლარისა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. ამავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, სარჩელზე უარის თქმისას სასამართლოს მიერ გაწეული ხარჯები გადახდება მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, ხოლო მოპასუხე განთავისუფლებულია სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ გადახდება მოსარჩელეს, რომელიც არ არის გათავისუფლებული სასამართლო ხარჯების გადახდისაგან, სასარჩელო მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომლის დაკმაყოფილებაზეც მას უარი ეთქვა.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.
განსახილველ შემთხვევაში მოსარჩელე - სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტო, ,,სახელმწიფო ბაჟის შესახებ’’ საქართველოს კანონის თანახმად გათავისუფლებული არის სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, შესაბამისად მის მიერ სარჩელზე სახელმწიფო ბაჟი გადახდილი არ არის. მოპასუხემ მხარემ სარჩელი არ სცნო, შესაბამისად მას ბაჟი უნდა დაეკისროს მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის თანახმად სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ მოპასუხეს რა---–-–------ს უნდა დაეკისროს ბაჟის თანხის 12 ლარის და 72 თეთრის გადახდა.
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-2, მე-3, მე-4, მე-12 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა
1. სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. რა---–-–------ს დაეკისროს სსიპ სა---–-–-------------------------–-------ნტოს სასარგებლოდ (სახელმწიფოს სასარგებლოდ) სამეწარმეო საქმიანობისათვის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული ფართით არამართლზომიერად სარგებლობისათვის 2016 წლის 14 მარტიდან 2019 წლის 22 აპრილამდე პერიოდის საფასურის ჯამში -424 ლარისა და 27 თეთრის გადახდა.
2. მოპასუხე- რა---–-–------ს, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის გადახდა 12 ლარის და 72 თეთრის ოდენობით.
3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა № 32) ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით (მდებარე: ოზურგეთი, ი. სიორიძის ქუჩა № 14) მხარეთათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში.
მოსამართლე მარინა კიკნაძე