გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე N3-----------------
საქმე №2/24602-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
21 მაისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - შორენა წიქარიძე
სხდომის მდივანი - გიორგი ლილუაშვილი
მოსარჩელე - სს ,,ბ------–--------------–--ი’’
წარმომადგენელი - ნ----–-------ე, ზ------ ჯ--------ა
მოპასუხე - შპს ,,ქ---------’’
წარმომადგენელი - დ-------- ა--–----
დავის საგანი - თანხის დაკისრება
ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ ი ნ ა წ ი ლ ი:
1. სასარჩელო მოთხოვნა:
1.1. მოპასუხე შპს ,,ქ---------’’-ს (ს/კ N4--------) მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ქირის თანხის - 22783,55 ლარის ანაზღაურება.
1.2. მოპასუხე შპს ,,ქ---------’’-ს (ს/კ N4--------) მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებით სარგებლობისათვის) გადასახდელი თანხის - 8412,72 ლარის ანაზღაურება.
წარმოდგენილი სარჩელის თანახმად, მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ბ------–--------------–--ს’’, 2014 წლის 01 იანვრიდან მისი დირექტორის ვ------- ლ------ს, ხოლო 2014 წლის 01 მარტიდან დირექტორ მ-----– ღ-----–---–ის სახით, შემდგომში „გამქირავებლად“ წოდებული და მოპასუხე შპს ,,ქ---------ს’’ შორის მისი დირექტორის დ-------- ა--–----ს სახით, შემდეგში „დამქირავებლად“ წოდებული, 2014 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 აგვისტომდე იდებოდა არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულებები, რომლითაც „გამქირავებელი“ გადასცემდა, ხოლო „დამქირავებელი“ დროებით სარგებლობაში ქირავნობით იღებდა სააქციო საზოგადოება ,,ბ------–--------------–--ის’’ უძრავი ქონების, საკადასტრო კოდით N0---------------, შენობა N2-ის მესამე სართულზე, მისამართზე ქ.თბილისი, ვ-–--ფ–----–ას გამზირი N--, 151,87 კვ.მ ფართს. ხელშეკრულებებით განსაზღვრული იყო მხარეთა უფლება-მოვალეობები, ხელშეკრულების მოქმედების ვადები და მისი ვადამდე მოშლის საფუძვლები.
დაკავებული ფართის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) შეადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2014 წლის 01 იანვარს დადებული ხელშეკრულებით 1352 აშშ დოლარის, ხოლო 2015 წლის 01 იანვრიდან 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშო თვის პირველ სამუშაო დღეს დადგენილი კურსის ოდენობით. დამქირავებელს ასევე უნდა გადაეხადა ელექტროენერგიის საფასური ინდივიდუალური მრიცხველების, ხოლო წყლის საფასური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, ასევე ყოველთვიურად დასუფთავების გადასახადი 80 ლარი (დღგ-ს ჩათვლით), რასაც გამქირავებელი ყოველი თვის ბოლოს გამოუწერდა დამქირავებელს საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე და მითითებულის შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელეს თანხას ურიცხავდა საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს საანგარიშო თვის დასაწყისიდან მე-5 სამუშაო დღეს ან შეჰქონდა მოსარჩელის სალაროში.
მხარის წარმომადგენლების განმარტებით, მხარეებს შორის 2014-2018 წლებში დაიდო შემდეგი ხელშეკრულებები:
2014 წლის 01 იანვრის ხელშეკრულებით, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წელი - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) შეადგენდა თვეში 1352 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით. საანგარიშო თვის პირველ სამუშაო დღეს: ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ფართის ქირის თანხის და კომუნალური გადასახადების გადასახდელად დაერიცხა 38527,47 ლარი, საიდანც მოპასუხემ გადაიხადა 30382,52 ლარი და დარჩა ვალი 8144,95 ლარის ოდენობით.
2015 წელს მხარეებს შორის დაიდო ექვსი ხელშეკრულება:
2015 წლის 01 იანვრის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2015 წლის 30 მარტამდე პერიოდი;
2015 წლის 01 აპრილის, 2015 წლის 01 მაისისა და 2015 წლის 01 ივნისის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადად განისაზღვრა თითო-თითო თვე.
2015 წლის 01 ივლისის ხელშეკრულება, რომლითაც მისი მოქმედების ვადად განისაზღვრა ორი თვე - 2015 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით პერიოდი.
2015 წლის 01 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით, 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი, რომელთა შესაბამისად დაკავებული ფართის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით საანგარიშო თვის პირველი სამუშაო დღეს, ხოლო ხელშეკრულების ყველა სხვა პირობა 2014 წლის ხელშეკრულების ანალოგიური იყო.
აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს დაერიცხა 53143,69 ლარი, საიდანაც გადაიხადა 43852,05 ლარი, მათ შორის დაიფარა 2014 წლის დავალიანება 8144,95 ლარი, და გადასახდელი დარჩა 9291,64 ლარი.
2016 წელს მხარეებს შორის დაიდო შემდეგი ხელშეკრულებები:
2016 წლის 01 იანვრის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება სამი თვით - 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით პერიოდი.
2016 წლის 01 აპრილის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრება სამი თვით - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
2016 წლის 01 ივლისის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადად განისაზღვრა ექვსი თვე - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
ჩამოთვლილი ხელშეკრულების პირობები 2015 წლის ხელშეკრულებების პირობების ანალოგიური იყო. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხეს 2016 წელს დაერიცხა 56616,74 ლარი, საიდანაც დაიფარა 45778,36 ლარი, საიდანაც 9291,64 ლარი იყო 2015 წლის დავალიანება. ამდენად, მოპასუხეს მოსარჩელის წინაშე გადასახდელი დარჩა 10838,38 ლარი.
2017 წელს მხარეთა შორის დაიდო შემდეგი ხელშეკრულებები:
2017 წლის 01 იანვრის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.
2017 წლის 01 აპრილის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი თვით - 2017 წლის 31 მაისამდე.
2017 წლის 01 ივნისის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით.
2017 წლის 07 ივლისის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2017 წლის 30 სექტემბრამდე პერიოდი.
2017 წლის 01 ოქტომბრის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
ზემოაღნიშნული ხელშეკრულებების პირობები 2015-2016 წლების ხელშეკრულების პირობების ანალოგიური იყო. 2017 წელს მოპასუხეს დაერიცხა 58551,67 ლარი, საიდანაც გადაიხადა 36971,62 ლარი, მათ შორის დაიფარა 2016 წლის დავალიანება 10838,38 ლარის ოდენობით და გადასახდელი დარჩა 21580,05 ლარი.
2018 წელს მხარეებს შორის დაიდო შემდეგი ხელშეკრულებები:
2018 წლის 01 იანვრის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი თვით -2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
2018 წლის 01 მარტის ხელშეკრულება, რომლის მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი თვით - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
2018 წლის 01 მაისის, 2018 წლის 01 ივნისისა და 2018 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებები, რომელთა მოქმედების ვადა განსაზღვრული იყო თითო-თითო თვით და რომელთა ხელსეკრულების პირობები 2015-2016-2017 წლების ხელშეკრულებების პირობებეის ანალოგიური იყო.
2018 წელს მოპასუხეს დაერიცხა გადასახდელად იანვარიდან ივლისის ჩათვლით თვეებზე დაერიცხა 34333,22 ლარი, საიდანაც გადაიხადა 3236,95 ლარი, ხოლო დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 31196,27 ლარი, საიდანაც 22783,55 ლარი იყო ქირავნობის ფართის ღირებულების გადასახადი, ხოლო დარჩენილი 8412,72 ლარი კი ელექტრო ენერგიის, წყლისა და დასუფთავების ხარჯებს შეადგენს.
მოსარჩელე მხარის განმარტებით, მან არაერთგზის მიმართა მოპასუხეს, როგორც სიტყვიერად, ისე წერილობით არსებული ვალის დაფარვასთან დაკავშირებით, მაგრამ მოპასუხემ არსებული ვალდებულების 2018 წლის11 აპრილის წერილობითი აღიარებისა და სიტყვიერი დაპირებისა, არაფერი გააკეთა გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად და თანხის გადასახდელად. შესაბამისად, მოსარჩელემ თავისი დარღვეული უფლებებისა და კანონიერი ინტერესების დასაცავად მიმართა სასამართლოს და ითხოვს მოპასუხეზე არსებული ვალდებულების დაკისრებას (იხ. სარჩელი და სასამართლო სხდომის ოქმი).
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხემ წარმოდგენილი შესაგებლით სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 2014 წლის 01 იანვარს დადებული ხელშეკრულებიდან გამომდინარე დამქირავებლის მიერ გადახდილი უნდა ყოფილიყო ელექტრო ენერგიის საფასური ინდივიდუალური მრიცხველების ჩვენების შესაბამისად, თუმცა დამქირავებელი აღნიშნულ გადასახადს იხდიდა ყოველგვარი ქვითრის გარეშე, მას არ ჰქონდა შესაძლებლობა და წვდომა მრიცხველის ჩვენებებთან. იგი ბრმად ენდობოდა გამქირავებლის მიერ მისთვის გამოწერილ თანხას, რაც საბანკო ანგარიშსწორების გზით შეჰქონდა მოსარჩელის ანგარიშზე.
მოპასუხე არ ეთანხმება მოსარჩელის მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ შპს ,,ქ---------ს’’ 2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ფართის ქირის თანხასთან ერთად კომუნალური გადასახადების გადასახდელად დაერიცხა 38527,47 ლარი, საიდანაც მოპასუხემ გადაიხადა 30382,52 ლარი და დარჩა ვალი 8144,95 ლარის ოდენობით თუმცა, ამ პერიოდის განმავლობაში გადახდილი კომუნალური გადასახადების რაოდენობა დაუდგენელია, რადგან დამქირავებელი ყოველგვარი ქვითრის გარეშე იხდიდა კომუნალურ გადასახადებს და მას არ ჰქონდა წვდომა მრიცხველთან. შესაბამისად, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს იმ ფაქტის ნამდვილობას, რომ მოპასუხის მიერ გადასახდელი თანხა ნამდვილად შეესაბამებოდა არსებულ დავალიანებას.
მოპასუხის განმარტებით, 2011 წლის ივნისის თვიდან დამქირავებელმა გაზარდა ქირავნობის ფართი და დაიმატა გვერდით არსებული 40 კვ.მ ფართის ოთახი, რომლის გამოყენების საშუალებაც მას არ მიეცა გამქირავებლის მიერ, თუმცა 2011 წლიდან დღემდე დამქირავებელი იხდიდა ამ ფართის ქირას 400 აშშ დოლარის ოდენობით. მან არაერთხელ სთხოვა გამქირავებელს ამ ფართის უკან დაბრუნება, რადგან იგი ვერ იყენებდა მას თავისი მიზნებისთვის არსებულ ფართს, თუმცა უშედეგოდ. 7 წლის განმავლობაში შპს ,,ქიენდდის’’ მიერ გამოუყენებელ ფართში გადახდილია 33,600 აშშ დოლარი. მოსარჩელის მხრიდან არ წარმოდგენილა ქირავნობის ფართის აზომვითი ნახაზი, რომელიც დაადასტურებდა, რომ ხელშეკრულებაში მითითებული ფართის ოდენობა ნამდვილად 151,87 კვ.მ იყო, შესაბამისად, აღნიშნული გარემოება საეჭვოს ხდის ყოველთვიური ქირის გადასახადის დაანგარიშების სისწორეს.
მოპასუხის განმარტებით, მოსარჩელე მხარე ვერ ადასტურებს ვალის ოდენობის ნამდვილობას, მის მიერ არ არის წარმოდგენილი არანაირი მტკიცებულება იმის შესახებ თუ რა თანხა უნდა გადაეხადა რეალურად დამქირავებელს, მის მიერ წარმოდგენილია მხოლოდ შპს ,,ქ---------ს’’ მიერ გადახდილი თანხების ამსახველი საბანკო ამონაწერები და არა ის ქვითრები, რომლის მიხედვითაც დამქირავებელს უნდა გადაეხადა კომუნალური გადასახადები, კერძოდ, ელექტრო ენერგიის გადასახადი.
მოსარჩელის მხრიდან 2018 წლის 11 აპრილს განხორციელდა ელექტრო ენერგიის შეწყვეტა შპს ,,ქ---------სთვის’’, რამაც გამოიწვია მუშაობის შეფერხება, გარდა ამისა არანაირ წერილობით მიმართვას არ ჰქონია ადგილი, ხოლო შპს ,,ქ---------ს’’ მოსარჩელის მუდმივი ზეწოლისა და მუქარის პირობებში უწევდა მუშაობა. აღნიშნული ინციდენტის შემდგომ მოპასუხემ აღიარა ვალი წერილობით, რათა შესძლებოდა მას მისი საქმიანობის განხორციელება და არსებული დავალიანების დაფარვა, რომლის რეალური ოდენობა იმ დროისათვისაც და დღემდე დაუდგენელია, რადგან იმის შიშით, რომ მოპასუხეს არ შეეწყვიტა თავისი საქმიანობა, იგი იძულებული ხდებოდა მოეწერა ხელი გამქირავებლისთვის ხელწერილზე და ბრმად გადაეხადა ის თანხები, რასაც გამქირავებელი მისგან ითხოვდა ყოველგვარი საგადახდო ქვითრების წარდგენის გარეშე. ამასთანავე მოპასუხეს თანამშრომლობის არცერთ ეტაპზე არ უცდია ვალდებულების შესრულების თავიდან აცილება, რაც ნათლად ჩანს მოსარჩელის მიერ წარმოდგენილ საბანკო ამონაწერებში და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებებით.
მოპასუხე მხარე არ დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ 2018 წლის 11 აპრილის შემდეგ შპს ,,ქ---------ს’’ არაფერი გაუკეთებია გარიგებიდან გამომდინარე ვალდებულების შესასრულებლად და თანხის გადასახდელად, რადგან საბანკო ამონაწერიდან დასტურდება, რომ 2018 წლის 08 მაისს შპს ,,ქ---------ს’’ მიერ გადახდილია 4614.34 ლარი, 2018 წლის 07 ივნისს გადახდილია 4992.93 ლარი და 2018 წლის 15 ივლისს - 4862.83 ლარი, ამასთანავე მხედველობაშია მისაღები ის თანხა, რასაც 7 წლის განმავლობაში შპს ,,ქ---------’’ იხდიდა გამოუყენებელ ფართში.
2017 წლის 4 დეკემბერს მოსარჩელე მხარის მიერ მოხდა ელექტრო ენერგიის შეწყვეტა შპს ,,ქ---------სთვის’’, 1 თვის განმავლობაში მოპასუხე მუშაობდა ელექტრო ენერგიის გარეშე და ამ პირობებშიც კი მოპასუხის მხრიდან არ მომხდარა ვალდებულების შესრულებისაგან თავის არიდება, მის მიერ 2017 წლის 29 დეკემბერს ხორციელდება 5036.06 ლარის ჩარიცხვა, ასევე 2017 წლის 31 იანვარს 5272.53 ლარის ჩარიცხვა.
2018 წლის იანვრიდან 2018 წლის 15 ივლისამდე მოპასუხის მიერ გადახდილია 34,713.20 ლარი, შპს ,,ქ---------ს’’ მიერ ამ ვალის გადახდა ხორციელდებოდა ზეწოლისა და მუქარის პირობებში, გამომდინარე იქედან, რომ მოპასუხე ვერ ახერხებდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ყოველი თვის 5 რიცხვში ქირის საფასურის გადახდას მის მიერ ვალის დაფარვა ხდებოდა ყოველდღიურად, ყოველი დღის 5 საათამდე, წინააღმდეგ შემთხვევაში მოსარჩელის მხრიდან ხორციელდებოდა მუქარა რომ შეუწყვიტავდა ელექტრო ენერგიას და ხელს უშლიდა მას მისი საქმიანობის განხორციელებაში, მოპასუხეს აღარ რჩებოდა სახსრები იმისათვის რომ დღის განმავლობაში შემოსული თანხა კვლავ ბიზნესში ჩაედო, რადგან იძულებული ხდებოდა მთელი დღის ნავაჭრი მოსარჩელისათვის გადაეხადა, წინააღმდეგ შემთხვევაში ვერ განახორციელებდა თავის საქმიანობას.
ხელშეკრულების მოქმედების ვადად მხარეთა მიერ ხელმოწერილი 2018 წლის 01 ივლისის ხელშეკრულებით გათვალისწინებული იყო 4.1 პუნქტში, რომლის მიხედვითაც, ხელშეკრულება ძალაშია მხარეების მიერ მისი ხელმოწერის დღიდან 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით, 2018 წლის 25 ივლისს მოსარჩელემ შეუწყვიტა ელექტრო ენერგიის მიწოდება, რამაც გამოიწვია ფართში არსებული პროდუქტების გაფუჭება და დამქირავებლის დაზარალება. მოსარჩელის მიერ დაირღვა ხელშეკრულების ვადამდე ადრე მოშლის პირობები, რადგან მან იცოდა შპს ,,ქ---------ს’’ შემოსავლები და ყოველდღიური ფინანსური მდგომარეობა. იგი მაინც უგრძელებდა მას ხელშეკრულებას ბოლო 1 წლის განმავლობაში და მოპასუხე მაქსიმალურად ცდილობდა დაეფარა ვალი იმ შესაძლებლობით, რა შესაძლებლობაც გააჩნდა აღნიშნული პერიოდისთვის და იგი თავს არ არიდებდა მასზე დაკისრებული ვალდებულების შესრულებას.
მოპასუხის განმარტებით, 2011 წლის ივნისის თვიდან მან გაზარდა ქირავნობის ფართი, რადგან სურდა გაეფართოვებინა თავისი ბიზნესი და მიიერთა გვერდით არსებული 40 კვ.მ ფართის ოთახი, რომლის გამოყენების საშუალებაც მას არ მიეცა გამქირავებლის მიერ იმ მიზნებისთვის რა მიზნებისთვისაც სჭირდებოდა აღნიშნული ფართი შპს ,,ქ---------ს’’, თუმცა 2011 წლიდან დღემდე დამქირავებელი იხდიდა ამ ფართის ქირას 400 აშშ დოლარს, მან არაერთხელ სთხოვა გამქირავებელს ამ ფართის უკან დაბრუნება, რადგან იგი ვერ იყენებდა მას თავისი მიზნებისთვის და თანხას იხდიდა ტყუილად, თუმცა უშედეგოდ. 7 წლის განმავლობაში შპს ,,ქ---------ს’’ მიერ გამოუყენებელ ფართში გადახდილია 33,600 აშშ დოლარი.
მოპასუხემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მას არ შეეძლო მოეთხოვა ხელშეკრულების შეწყვეტა, რადგან შენობის გარემონტებაში იმდენი თანხა და შრომა ჰქონდა ჩადებული, რომ ეცოდებოდა მათი დაკარგვა. ცდილობდა ბიზნესი ფეხზე წამოეყენებინა და ასევე ცდილობდა, რომ გვერდით დაქირავებულ ფართში ახალი ბიზნესი წამოეწყო, მაგრამ მოსარჩელემ მას დოლარის კურსის გაზრდასთან ერთად ქირის ღირებულებაც გაუზარდა, თვეში რასაც მოგებას ნახულობდა, იძულებული იყო მოსარჩელისთვის გადაეხადა, რადგან გადაუხდელობის შემთხვევაში 5 საათზე ელექტრო ენერგიას უთიშავდა. ფაქტობრივად საბრუნავი ფული აღარ რჩებოდა. დაქირავებულ ფართს კიდევ ვერ იყენებდა, რადგან მოსარჩელემ არ მისცა საშუალება კარი გაეხსნა. 2008 წლის ომმა კი ბიზნესს დაარტყმა მიაყენა, შემდეგ კი ობიექტთან გზა გადაკეტეს სამშენებლო სამუშაოების წარმოების გამო, თუმცა მაინც ცდილობდა თანხა გადაეხადა. 7 ადამიანი ჰყავდა დასაქმებული, საგადასახადოს თანხებს იხდიდა. ელოდებოდა, რომ ბიზნესი აეწყობოდა, მაგრამ გვერდით ფართში კარის გახსნაზე უარის თქმის გამო ახლადშემოერთებულ ფართს მხოლოდ საკუჭნაოდ იყენებდა და ამაში 400 აშშ დოლარს იხდიდა. მოსარჩელეს სთხოვა ქირის თანხა დაეკლო, მაგრამ უარი მიიღო. ბიზნესის აწყობა ვერ მოახერხა მოსარჩელის არაკეთილსინდისიერი ქმედებების გამო. მოსარჩელეს უნდა გაეუქმებინა ხელშეკრულება ვალდებულების შეუსრულებლობის მიზეზით მანამ, ვიდრე მოპასუხეს ესოდენ დიდ დავალიანებას დაუგროვებდა. აღნიშნულის გათვალისწინებით მოპასუხემ მოითხოვა, რომ მას არ დაკისრებოდა სასარჩელო მოთხოვნაში მითითებული თანხა გადასახდელად (იხ. შესაგებლები და სასამართლო სხდომის ოქმი).
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები:
უდავო ფაქტობრივი გარემოებები საქმეში არ არის.
4. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
4.1. ქ. თბილისში, ვ-–--ფ–----–ას გამზ. #45-ში მდებარე უძრავი ქონებაზე, ფართით 5111 კვ.მ, ს/კ N0--------------- საჯარო რეესტრში რეგისტრირებულია სს ,,ბ------–--------------–--ის’’ (საიდენტიფიკაციო კოდი 2--------) საკუთრების უფლება.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან (ტ.1, ს.ფ. 28-34)
4.2. 2014 წლის 01 იანვარს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი წლით - 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1352 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსის შესაბამისად.
2014 წლის 1 მარტს ზემოაღნიშნულ ხელშეკრულებაში შევიდა ცვლილება და მესამე მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:
3.1. 2014 წლის 01 მარტიდან დაკავებული ფართის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) შეადგენს თვეში 1352 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის კურსით საანგარიშო თვის პირველ სამუშაო დღეს.
3.2. დამქირავებლის ქირავნობის ღირებულებას იხდის გამოწერილი ანგარიშის საფუძველზე, ერთ თვეში გადასახდელი თანხის ოდენობით 5 სამუშაო დღის ვადაში.
3.3. მომხმარებელი მოხმარებული ენერგიის საფასურს სს ,,თელასის’’ ტარიფით იხდის ინდივიდუალური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს გამოწერილი ანგარიშის საფუძველზე.
3.4. მომხმარებელი იდივიდუალურ საკვანძში გახარჯული წყლის საფასურს კომპანია ჯორჯიან უოთერ ენდ ფაუერის ტარიფით იხდის მრიცხველის ჩვენების შესაბამისად ყოველი თვის ბოლო სამუშაო დღეს გამოწერილი ანგარიშის საფუძველზე.
3.5. დაემატოს დასუფთავება 80 ლარი დღგ-ს ჩათვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.01.2014 წლის არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება დანართი #1-ით (ტ.1, ს.ფ. 37-40)
4.3. 2015 წლის 01 იანვარს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2015 წლის 31 მარტამდე.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსის შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.01.2015 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 41-43)
4.4. 2015 წლის 01 აპრილს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით - 2015 წლის 30 აპრილის ჩათვლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.04.2015 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 44-46)
4.5. 2015 წლის 01 მაისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა“ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით - 2015 წლის 31 მაისის ჩათვლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.05.2015 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 47-49)
4.6. 2015 წლის 01 ივნისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით - 2015 წლის 30 ივნისის ჩათვლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასც 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.06.2015 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 50-52)
4.7. 2015 წლის 01 ივლისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი თვით - 2015 წლის 30 სექტემბის ჩათვლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.07.2015 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 53-55)
4.8. 2015 წლის 01 ოქტომბერს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.10.2015 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 56-58)
4.9. 2016 წლის 01 იანვარს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2016 წლის 31 მარტის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.01.2016 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1., ს.ფ. 59-61)
4.10. 2016 წლის 01 აპრილს სს ,,ბ------–------ ს-----–--ს’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2016 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.04.2016 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 62-64)
4.11. 2016 წლის 01 ივლისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ექვსი თვით - 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.07.2016 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება (ტ.1, ს.ფ. 65-67)
4.12. 2017 წლის 01 იანვარს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2017 წლის 31 მარტის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.01.2017 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 83-85)
4.13. 2017 წლის 01 აპრილს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი თვით - 2017 წლის 321 მაისის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.04.2017 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 86-88)
4.14. 2017 წლის 01 ივნისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით - 2017 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.06.2017 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 89-91)
4.15. 2017 წლის 01 ივლისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით -2017 წლის 30 სექტემბრის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.07.2017 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1., ს.ფ. 92-94)
4.16. 2017 წლის 01 ოქტომბერს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა სამი თვით - 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით, მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.10.2017 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 95-97)
4.17. 2018 წლის 01 იანვარს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი თვით - 2018 წლის 28 თებერვლის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.01.2018 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1., ს.ფ. 68-70)
4.18. 2018 წლის 01 მარტს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ორი თვით - 2018 წლის 30 აპრილის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.03.2018 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 71-73)
4.19. 2018 წლის 01 მაისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით - 2018 წლის 321 მაისის ჩათლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.05.2018 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 74-76)
4.20. 2018 წლის 01 ივნისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით - 2018 წლის 30 ივნისის ჩათვლით.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.06.2018 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 77-79)
4.21. 2018 წლის 01 ივლისს სს ,,ბ------–------ ს-----–--სა’’ და შპს ,,ქ---------’’-ს შორის დაიდო არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, რომლის 4.1. პუნქტის თანახმად ხელშეკრულების მოქმედების ვადა განისაზღვრა ერთი თვით - 2018 წლის 31 ივლისის ჩათვლით პერიოდი.
ამავე ხელშეკრულების 1.1 პუნქტის მიხედვით მოსარჩელემ მოპასუხეს დროებით სარგებლობაში გადასცა 151,87 კვ.მ ფართი, რომლის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) 3.1. პუნქტის თანახმად შეადგენდა თვეში 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის დადგენილი კურსით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- 01.07.2018 წ. არასაცხოვრებელი ფართის ქირავნობის ხელშეკრულება, (ტ.1, ს.ფ. 80-82)
4.22. საქმეზე დართული ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერით 2014 წლის 01 იანვრიდან 2014 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს ფართის ქირის თანხის და კომუნალური გადასახადების გადასახდელად დაერიცხა 38527,47 ლარი, საიდანც მოპასუხემ გადაიხადა 30382,52 ლარი, დარჩა ვალი 8144,95 ლარი.
საქმეში წარმოდგენილია ქვითრები, რითაც დასტურდება მოპასუხის მიერ 2014 წელს გადახდილი თანხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 206-208).
- დარიცხული და გადახდილი თანხის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 227)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1. ს.ფ. 100-113, 192)
- საინფორმაციო აქტი (ტ.1. ს.ფ. 193-195)
4.23. საქმეზე დართული ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერით 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებიდან გამომდინარე მოპასუხეს დაერიცხა 53143,69 ლარი, საიდანაც გადაიხადა 43852,05 ლარი, მათ შორის 2014 წლის დავალიანება 8144,95 ლარი, და გადასახდელია 9291,64 ლარი.
საქმეში წარმოდგენილია ქვითრები, რითაც დასტურდება მოპასუხის მიერ 2015 წელს გადახდილი თანხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 209-213)
- დარიცხული და გადახდილი თანხის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 227)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1. ს.ფ. 114-139)
- საინფორმაციო აქტი (ტ.1. ს.ფ. 193-195)
4.24. საქმეზე დართული ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერით 2016 წლის 01 იანვრიდან 2016 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებიდან მოპასუხეს 2016 წელს დაერიცხა 56616,74 ლარი, საიდანაც გადარიცხა 45778,36 ლარი, მათ შორის 2015 წლის დავალიანება 9291,64 ლარი, დარჩა გადასახდელი 10838,38 ლარი.
საქმეში წარმოდგენილია ქვითრები, რითაც დგინდება მოპასუხის მიერ 2016 წელს გადახდილი თანხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 214-217)
- დარიცხული და გადახდილი თანხის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 227)
- ნაერთი ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 196-200)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1. ს.ფ. 140-163)
- საინფორმაციო აქტი (ტ.1. ს.ფ. 193-195)
4.25. საქმეზე დართული ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერით 2017 წლის 01 იანვრიდან 2017 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებიდან მოპასუხეს დაერიცხა 58551,67 ლარი, საიდანაც გადაიხადა 36971,62 ლარი მათ შორის 2016 წლის დავალიანება 10838,38 ლარი, დარჩა გადასახდელი 21580,05 ლარი.
საქმეში წარმოდგენილია ქვითრები, რითაც დასტურდება მოპასუხის მიერ 2017 წელს გადახდილი თანხები.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 218-222).
- დარიცხული და გადახდილი თანხის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 227)
- ნაერთი ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 196-200)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1. ს.ფ. 164-185)
- საინფორმაციო აქტი (ტ.1. ს.ფ. 193-195)
4.26. საქმეზე დართული ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერით 2018 წლის 01 იანვრიდან 2018 წლის 31 დეკემბრის ჩათვლით ხელშეკრულებიდან მოპასუხეს დაერიცხა გადასახდელად იანვარი-ივლისის თვეების დავალიანება და სულ 2017 წლის დარჩენილმა დავალიანებამ (21580,05 ლარი) და 2018 წლის იანვარი-ივლისის დავალიანებამ შეადგინა 34333,22 ლარი, საიდანაც გადაიხადა 3236,95 ლარი, ხოლო დარჩენილმა დავალიანებამ შეადგინა 31196,27 ლარი, საიდანაც 22783,55 ლარი შეადგენს ქირავნობის ფართის ღირებულების გადასახადს, ხოლო სხვა დარჩენილი 8412,72 ლარი კი ელ.ენერგიის, წყლის, დასუფთავების ხარჯებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ანგარიშზე მოძრაობის ამონაწერი (ტ.1, ს.ფ. 223-226)
- დარიცხული და გადახდილი თანხის ამონაწერი (ტ.1. ს.ფ. 227)
- 2018 წლის დავალიანების გაშიფვრის ცხრილი (ტ.1, ს.ფ.228)
- ნაერთი ამონაწერი მოსარჩელის საბანკო ანგარიშიდან მოპასუხის მიერ ჩარიცხული თანხების შესახებ (ტ.1, ს.ფ. 196-200)
- საგადასახადო ანგარიშფაქტურები (ტ.1. ს.ფ. 186-191)
- საინფორმაციო აქტი (ტ.1. ს.ფ. 193-195)
4.27 საქმეში წარმოდგენილია მოპასუხის მიერ 2014-2018 წლებში ქირისა და კომუნალური გადარიცხვა-გადახდის ცხრილში მითითებულია, რომ:
2014 წლის კომუნალურის დავალიანებაა 9708 ლარი, საიდანაც გადახდილია 6756.67 ლარი, ხოლო ნაშთია 2951.87 ლარი.
2015 წლის კომუნალურის დავალიანებაა 12624.74 ლარი, საიდანაც გადახდილია - 13489.77 ლარი, ხოლო ნაშთია მინუს 865.03 ლარი.
2016 წლის კომუნალურის დავალიანებაა 14194.07 ლარი, საიდანაც გადახდილია 12891.38 ლარი, ხოლო ნაშთია 1302.69 ლარი.
2017 წლის კომუნალურის დავალიანებაა 13204.03 ლარი, საიდანაც გადახდილია 11571.79 ლარი, ხოლო ნაშთია 1632.24 ლარი.
2018 წლის კომუნალურის დავალიანებაა 8412.72 ლარი, საიდანაც გადახდილია 5021.77 ლარი, ხოლო ნაშთია 3390.95 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცხრილი (ტ.2. ს.ფ. 29)
4.28. საქმეში წარმოდგენილი 2018 წლის 11 აპრილის ხელწერილით შპს ,,ქ---------’’-ს დირექტორი დ-------- ა--–---- აღიარებს მოსარჩელის წინაშე არსებულ დავალიანებას 2018 წლის 01 აპრილის მდგომარეობით 21580.05 ლარის ოდენობით, ხოლო მიმდინარე დავალიანებას 2018 წლის 01 აპრილის მდგომარეობით 1984.14 ლარის ოდენობით. აქვე იღებს ვალდებულებას, რომ 16 აპრილისთვის გადაიხდის 3000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩააბარებს გასაღებს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ხელწერილი (ტ.1. ს.ფ.229)
ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა:
საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა:
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე-317-ე, 531-ე, 553-ე, 327-ე, 361-ე, 400-ე, 341-ე მუხლები
7. სამართლებრივი შეფასება:
7.1. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება.
ამავე კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მხარეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
განსახილველ შემთხვევაში, მხარეებს შორის არსებობდა სახელშეკრულებო-ვალდებულებითი ურთიერთობა, კერძოდ, ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ურთიერთობა.
სამოქალაქო კოდექსის 531-ე მუხლის მიხედვითაც, ქირავნობის ხელშეკრულებით გამქირავებელი მოვალეა დამქირავებელს სარგებლობაში გადასცეს ნივთი განსაზღვრული ვადით. დამქირავებელი მოვალეა გამქირავებელს გადაუხადოს დათქმული ქირა.
იმავე კოდექსის 553-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ქირა გადახდილ უნდა იქნეს ქირავნობის ხელშეკრულების ვადის დამთავრებისას. თუ ქირის გადახდა დროის მონაკვეთებით განისაზღვრება, მაშინ იგი გადახდილ უნდა იქნეს დროის ამ მონაკვეთების გასვლის შემდეგ.
ამდენად, ნორმის ანალიზი საფუძველია დასკვნისათვის, რომ ქირავნობა წარმოადგენს გრძელვადიან ორმხრივ, კონსენსუალურ და სასყიდლიან ვალდებულებით-სამართლებრივ ხელშეკრულებას, რომლის ძალითაც ხელშეკრულების ერთი მხარე -გამქირავებელი კისრულობს ვალდებულებას, ხელშეკრულების მეორე მხარეს - დამქირავებელს დროებით სარგებლობაში გადასცეს განსაზღვრული ნივთი, მისცეს დამქირავებელს საშუალება, ისარგებლოს ამ ნივთით ხელშეკრულების ვადის განმავლობაში; ხოლო დამქირავებელი, თავის მხრივ, ვალდებულია გადაუხადოს გამქირავებელს ხელშეკრულებით შეთანხმებული ქირა.
სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები შეთანხმდნენ ყველა არსებით პირობაზე საამისოდ გათვალისწინებული ფორმით.
მხარეებმა ხელშეკრულება გააფორმეს წერილობითი სახით, სადაც ყველა არსებით პირობაზე მოხდა შეთანხმება.
განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ დაკავებული ფართის ქირავნობის ღირებულება (დღგ-ს გათვალისწინებით) შეადგენდა ხელშეკრულებით გათვალისწინებულ 2014 წლის 01 იანვარს დადებული ხელშეკრულებით 1352 აშშ დოლარის, ხოლო 2015 წლის 01 იანვრიდან 2015 წლის 01 იანვრიდან 1500 აშშ დოლარის ექვივალენტს ლარში ეროვნული ბანკის მიერ საანგარიშო თვის პირველ სამუშაო დღეს დადგენილი კურსის ოდენობით. დამქირავებელს ასევე უნდა გადაეხადა ელექტროენერგიის საფასური ინდივიდუალური მრიცხველების, ხოლო წყლის საფასური მრიცხველის ჩვენების შესაბამისად, ასევე ყოველთვიურად დასუფთავების გადასახადი 80 ლარის (დღგ-ს ჩათვლით) ოდენობით, რასაც გამქირავებელი ყოველი თვის ბოლოს გამოუწერდა დამქირავებელს საგადასახადო ანგარიშფაქტურის საფუძველზე და მითითებულის შესაბამისად მოპასუხე მოსარჩელეს თანხას ურიცხავდა საბანკო ანგარიშზე არაუგვიანეს საანგარიშო თვის დასაწყისიდან მე-5 სამუშაო დღეს ან შეჰქონდა მოსარჩელის სალაროში.
მხარეებს შორის 2014 წლიდან 2018 წლამდე პერიოდში დაიდო ერთი და იგივე პირობების მქონე (გარდა თავდაპირველად დადებული ხელშეკრულება, სადაც საიჯარო ქირა სხვა ოდენობით იქნა მითითებული) არაერთი ხელშეკრულება, თუმცა თითოეული ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებობდა ვალდებულება, ხოლო მოგვიანებით გადახდილი თანხიდან სრულდებოდა ჯერ მანამდე არსებული დავალიანების დაფარვა, ხოლო დარჩენილით კი მიმდინარე დავალიანების.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს კეთილსინდისიერად, ჯეროვნად, დათქმულ დროსა და ადგილას. აღნიშნული პრინციპი უზრუნველყოფს სახელშეკრულებო ურთიერთობათა სტაბილურობას და ავალდებულებს მხარეებს შეასრულონ ნაკისრი ვალდებულებები.
სამოქალაქო კოდექსი ეფუძნება ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპს, ხელშეკრულების საფუძველი შეიძლება გახდეს მხარეთა შეთანხმება.
ამავე კოდექსის მე-400 მუხლის თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების შესრულების ვადა გადაცილებულად ითვლება, თუ შესრულებისათვის დადგენილ დროში ვალდებულება არ შესრულდა.
ვალდებულების შესრულების ცნება გულისხმობას არა მხოლოდ შესრულებისაკენ მიმართულ მოქმედებას, არამედ შესრულების შედეგს. ქმედება შესრულებულად რომ ჩაითვალოს, აუცილებელია მოვალემ შესრულება ზუსტად ისე განახორციელოს, როგორც ამაზე მხარეები იყვნენ შეთანხმებულნი.
სასამართლომ დადგენილ გარემოებად მიიჩნია, რომ მოპასუხის მიერ არ მომხდარა სადავო დავალიანების დაფარვა. სასამართლო ვერ გაიზიარებს მოპასუხის მხოლოდ განმარტებას იმასთან დაკავშირებით, რომ გადახდას ახორციელებდა ყოველთვიურად ხელზე გადახდის გზით, რადგან აღნიშნულის დამადასტურებელი სხვა რაიმე მტკიცებულება საქმესი არ წარმოდგენილა.
უფრო მეტიც, საქმეში წარმოდგენილია მოპასუხე კომპანიის დირექტორის ხელწერილი, რომლითაც აღიარებს მოსარჩელის წინაშე არსებულ დავალიანებას 2018 წლის 01 აპრილის მდგომარეობით 21580.05 ლარის ოდენობით, ხოლო მიმდინარე დავალიანებას 2018 წლის 01 აპრილის მდგომარეობით 1984.14 ლარის ოდენობით. აქვე იღებს ვალდებულებას, რომ 16 აპრილისთვის გადაიხდის 3000 ლარს, წინააღმდეგ შემთხვევაში ჩააბარებს გასაღებს.
მოცემულ შემთხვევაში მოპასუხის მიერ არ წარმოდგენილა არცერთი მტკიცებულება იმის თაობაზე, რომ მისი მხრიდან ვალდებულება სრულად არის შესრულებული, რის გამც არ არსებობს თანხის დაკისრების წინაპირობები.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 341-ე მუხლის მიხედვით,1. იმ ხელშეკრულების ნამდვილობისათვის, რომლითაც აღიარებულ იქნა ვალდებულებითი ურთიერთობის არსებობა (ვალის არსებობის აღიარება), აუცილებელია წერილობითი აღიარება. თუ სხვა ფორმაა გათვალისწინებული იმ ვალდებულებითი ურთიერთობის წარმოშობისათვის, რომლის არსებობაც აღიარებულ იქნა, მაშინ აღიარებაც მოითხოვს ამ ფორმას.
2. თუ ვალის არსებობა აღიარებულია ანგარიშსწორების (გადახდის) საფუძველზე ან მორიგების გზით, მაშინ ფორმის დაცვა არ არის აუცილებელი.
სასამართლო ასევე ყურადღებას გაამახვილებს იმ გარემოებაზეც, რომ მოსარჩელის მიერ რომც არ ყოფილყო წარმოდგენილი მხარეთა შორის დადებული არაერთი ხელშეკრულება, საქმეში წარმოდგენილია 2018 წლის 11 აპრილის ხელწერილი, რითაც მოპასუხე მხარის წარმომადგენელი მოსარჩელის წინაშე აღიარებს დავალიანების, ვალდებულების არსებობას და ასევე მითითებულია ვალდებულების შესრულების ზუსტი დრო. შესაბამისად, აღნიშნული ხელწერილი ცალსახად ადასტურებს მოპასუხის დავალიანებას მოსარჩელის წინაშე, რაც საფუძველია სარჩელის დაკმაყოფილებისა ქირავნობის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანების ნაწილში.
რაც შეეხება, მოსარჩელის მეორე სასარჩელო მოთხოვნას, რითაც მხარე ითხოვს მოპასუხე შპს ,,ქ---------’’-ს (ს/კ 4--------) მოსარჩელე სააქციო საზოგადოება ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავებით სარგებლობისათვის) გადასახდელი თანხის 8412,72 ლარის ანაზღაურება.
სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელე მხარის მითითებას აღნიშნული დავალიანების ოდენობის თაობაზე, ვინაიდან აღნიშნულის დადგენისას მტკიცების ტვირთი გადანაწილებულია მოსარჩელე მხარეზე, ვინც აყენებს აღნიშნული სახის მოთხოვნას და კონკრეტულ შემთხვევაში მხოლოდ მოსარჩელე მხარის ახსნა-განმარტება, რომელსაც არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის დანაწესიდან გამომდინარე ვერ ჩაითვლება იმ უტყუარ მტკიცებულებად, რომელიც სადაო ფაქტობრივი გარემოების დასადგენად იქნება რელევანტური, ვინაიდან საქმეში წარმოდგენილი არ არის ისეთი სახის მტკიცებულებები, რაც უშუალოდ დაკავშირებულია კომუნალურ დავალიანებებთან და მის გადახდებთან (მაგ: ქვითრები, ჩეკები და სხვ.). მართალია, საქმეზე წარმოდგენილია ქვითრები, თუმცა რამდენად არის საქმეზე წარმოდგენილი ქვითრები სწორედ სასარჩელო მოთხოვნასთან დაკავშირებული და ადასტურებს მოპასუხის დავალიანებას მოსარჩელესთან მიმართებაში, აღნიშნული სადავო გარემოებები არ დასტურდება.
შესაბამისად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა კომუნალური დავალიანებების გადახდის ნაწილში უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
8. საპროცესო ხარჯები:
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს ეთქვა უარი.
მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს მის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 980.89 ლარიდან (ტ.1, ს.ფ. 358) 45 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა 935,89 ლარი კი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
იმის გათვალისწინებით, რომ სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოსარჩელის მიერ სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 935,89 ლარიდან 683,51 ლარი დაკმაყოფილებული ნაწილის პროპორციულად.
რაც შეეხება საადვოკატო მომსახურების თანხას (ტ.1, ს.ფ.357), სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს საადვოკატო მომსახურების თანხის ნაწილის 200 ლარის ანაზღაურება.
9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 39, 47-ე, 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 248-250-ე, 257-ე, 364-ე, 365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე სს ,,ბ------–--------------–--ის’’ სარჩელი შპს ,,ქ---------’’-ს წინააღმდეგ თანხის დაკისრების თაობაზე - დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.
1.1. მოპასუხე შპს ,,ქ---------’’-ს (ს/კ N4--------) მოსარჩელე სს ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ქირის ხელშეკრულებიდან გამომდინარე არსებული დავალიანება 22783,55 ლარის ოდენობით გადახდა.
1.2. არ დაკმაყოფილდეს მოსარჩელე სს ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ N2--------) მოთხოვნა მოპასუხე შპს ,,ქ---------’’-ს სასარგებლოდ კომუნალური მომსახურების (ელექტროენერგიის, წყლის, დასუფთავების გადასახადი) თანხის 8412,72 ლარის დაკისრების თაობაზე.
2. მოსარჩელე სს ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ N2--------) დაუბრუნდეს მის მიერ 2018 წლის 17 აგვისტოს გადახდილი სახელმწიფო ბაჟიდან 980,89 ლარიდან 45 ლარი, როგორც ზედმეტად გადახდილი, ხოლო დარჩენილი თანხა 935,89 ლარი კი - დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
3. მოპასუხე შპს ,,ქ---------’’-ს (ს/კ N4--------) მოსარჩელე სს ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის 683,51 ლარის ანაზღაურება.
4. მოპასუხე შპს ,,ქ---------’’-ს (ს/კ N4--------) მოსარჩელე სს ,,ბ------–--------------–--ი’’-ს (ს/კ N2--------) სასარგებლოდ დაეკისროს ამ უკანასკნელის მიერ გაწეული საადვოკატო მომსახურების თანხის ნაწილის 200 ლარის ანაზღაურება.
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარისათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით;
6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს მე-20 და არა უგვიანეს 30-ე დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე შორენა წიქარიძე