განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 1/464-19
(№012010119001)
რუსთავის საქალაქო სასამართლო
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
26 სექტემბერი, 2019 წელი ქ.რუსთავი
რუსთავის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის
მოსამართლე მადონა მაისურაძემ,სხდომის მდივანი ეკატერინე გობეჯიშვილი,ბრალდების მხარე:
პროკურორი: ანი ხუბეჯაშვილი,დაცვის მხარე:
არასრულწლოვანი ბრალდებული: ა-----–----–-----–ი, დაბადებული 2----–-–------------ს, პ----------------------------, საქართველოს მოქალაქე, არასრული საშუალო განათლებით, ნასამართლობის მქონე, დასაოჯახებელი, რეგისტრირებული მისამართზე: ქ.თ---–---------------------- და ფაქტობრივად მცხოვრები - ქ------–---------------------–--------------------------;
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტები - ქურდობა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერ, დიდი ოდენობით,კანონიერი წარმომადგენელი: ლ--------------ი,ადვოკატი: ლელა მარიამიძე,სხდომის სახე: დახურული,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო
ნ ა წ ი ლ ი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით:
ა-----–----–-----–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ , ,,ბ“ ქვეპუნქტებით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლის ვადით, საქართველოს კანონის - არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის გამოყენებით, დანიშნული თავისუფლების აღკვეთის ვადა შემცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-4 ნაწილის საფუძველზე, ამ განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქა წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 22 მარტის და 2019 წლის 17 აპრილის განაჩენებით დანიშნული და თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოუხდელი ნაწილი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ა-----–----–-----–ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, დანიშნული სასჯელი საქართველოს კანონის-არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლისა და საქართველოს სსკ-ის 63-ე და 64-ე მუხლების საფუძველზე ჩაეთვალა პირობითად, 2 (ორი) წლის და 8 (რვა) თვის გამოსაცდელი ვადით.
ა-----–----–-----–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 29 იანვრიდან-2019 წლის 4 მარტის ჩათვლით, ასევე 2019 წლის 24 ივნისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოხდილი ნაწილი შემდეგი გაანგარიშებით შინაპატიმრობის ორი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
1.2 თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით:
ა-----–----–-----–ი ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 4 (ოთხი) წლით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე შეუმცირდა 1/3-ით და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალა პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდა 2 (ორი) წელი და 8 (რვა) თვე.
1.3 2018 წლის 31 დეკემბერს ღამის საათებში, ნ-------------ა, ა-----–----–-----–ი და გამოძიებით დაუდგენელი პირი მივიდნენ ქ------------------–---–-------------ში მდებარე შ------–---------ს“ კუთვნილ მაღაზიასთან, საიდანაც წინასწარ შეთანხმებით ჯგუფურად დაეუფლნენ მაღაზიის კუთვნილ 11 (თერთმეტი) ცალ მობილურ ტელეფონს, კერძოდ ა-----–----–-----–მა და გამოძიებით დაუდგენელმა პირმა გატეხეს მაღაზიის შუშა, რის შემდეგაც ა-----–----–-----–ი შევიდა მაღაზიაში და აიღო 11 მობილური ტელეფონი, ამ დროს ნ-------------ა და გამოძიებით დაუდგენელი პირი იდგნენ გარეთ და უზრუნველყოფდნენ, რომ არჩილ ალანიანცის ქმედება სხვა პირთათვის შესამჩნევი არ ყოფილიყო. ა-----–----–-----–ის, ნ-------------ას და დაუდგენელი პირის ქმედებით შ------–---------ს“ მიადგა 12 445 (თორმეტიათას ოთხას ორმოცდახუთი) ლარის დიდი ოდენობით ზიანი.
2. მტკიცებულებათა ერთობლიობა:
სასამართლოს დასკვნა, ა-----–----–-----–ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: მოწმეების: ე-–---------------–--ის, ხ-----–------–---–ის, ბ---------------–---–ის, ნ-------------ას, მ--–---------–--ის, ა---------–---------ის, დ--------------–---–ის, დ--------------ის, ი----------------ის, ლ-----------–---–ის, ქ--------–--------ის გამოკითხვის ოქმებს, ა-----–----–-----–ის პირადი ჩხრეკის ოქმს და ჩხრეკის შედეგად ამოღებულ მობილურ ტელეფონს, ა-----–----–-----–თან ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმს, ლომბარდიდან ამოღებულ მობილურ ტელეფონს, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმს, ოდოროლოგიური ექსპერტიზის დასკვნას და სხვა მტკიცებულებებს, რომლებიც მხარეებს, სასამართლოში 2019 წლის 20 ივნისს გამართულ წინასასამართლო სხდომაზე, სადავოდ არ გაუხდიათ და დაეთანხმნენ აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებსა და გარემოებებს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,გ“ და ,,დ“ ქვეპუნქტების შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება სხვა სისხლის სამართლის საქმეზე განაჩენით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, თუ პროცესის არცერთი მონაწილე მათ საეჭვოს არ ხდის, აგრეთვე ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან. საქართველოს სსსკ-ის 220-ე მუხლის ,,გ“ ქვეპუნქტის თანახმად კი, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით საქმის არსებითი განხილვისათვის მოსამზადებლად ამტკიცებს მხარეების მიერ წარსადგენ მტკიცებულებათა ნუსხას, ასევე მათგან მიღებულ იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან, შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის ”დ” ქვეპუნქტის საფუძველზე, საქმეში არსებული მტკიცებულებები სასამართლოს მიერ შეფასებულ იქნა გამოკვლევის გარეშე.
საქართველოს სსსკ-ის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით“. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილებით, საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, განმარტა, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელევანტურობის განსაზღვრა, არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა და მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა. (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia).
3. სამართლებრივი შეფასება:
სასამართლო განმარტავს, რომ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის კონვენციის მე-6 მუხლი მოითხოვს, რომ ეროვნულმა სასამართლოებმა სრულად, დამოუკიდებლად და სრულფასოვნად შეისწავლონ და შეაფასონ იმ მტკიცებულებების დასაშვებობა და სანდოობა, რომელიც განსაზღვრავს ბრალდებულის ბრალეულობის საკითხს. უდანაშაულობის პრეზუმფციის და ბრალდებულის უფლების გათვალისწინებით, რომ ჰქონდეს საშუალება გამოიკვლიოს მისი მამხილებელი ნებისმიერი მტკიცებულება, სისხლის სამართლის სასამართლომ საქმე უნდა განიხილოს სრულად, დამოუკიდებლად და დეტალურად მოახდინოს მტკიცებულებების დასაშვებობისა და სანდოობის შეფასება.
პირველ რიგში სასამართლო საჭიროდ მიიჩნევს მხარეთა საყურადღებოდ განმარტოს, რომ სისხლის სამართლის საქმეს სასამართლო იხილავს მხარეთა მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე და აძლევს მათ სამართლებრივ შეფასებას. ბრალდების მხარის მიერ მტკიცებულებათა მოპოვება სს დევნის განხორციელებას უკავშირდება და პროკურორი ვალდებულია სასამართლოს წარმოუდგინოს ის მტკიცებულებები, რომელსაც საკმარისად მიიჩნევს ამათუ იმ საქმეზე პირის მიერ დანაშაულის ჩადენის დასადასტურებლად. რაც შეეხება დაცვის მხარეს, მისი უფლებაა მოიპოვოს მტკიცებულება და ასეთის შემთხვევაში სასამართლო იკვლევს მათ და აფასებს ისეთივე პირობებში, როგორც ბრალდების მხარის მტკიცებულებებს.
სასამართლო აღნიშნავს, რომ გამოძიების პროცესი, მიზანი და მნიშვნელობა გამოიხატება საპროცესო მოქმედებების ჩატარებასა და ისეთი ტიპის მტკიცებულებების მოპოვებაში, რომელიც მაქსიმალურად მოიცავს ინფორმაციას დანაშაულის ჩადენის შესახებ, შესაბამისად მტკიცებულებათა მოცულობაც და მათი შინაარსიც უნდა ემსახურებოდეს შემთხვევის ვითარების გადმოცემას და ბრალდების მხარის მიერ მტკიცების პროცესში ისეთი მტკიცებულებების წარმოდგენას, რომლითაც უნდა დადასტურდეს პირის ბრალეულობა.
ზოგადად საქმის კანონიერი გადაწყვეტა, ემყარება საქმეზე შეკრებილ მტკიცებულებებს, რომელთა გამოკვლევისა და შეფასების საფუძველზე ხდება საქმის ფაქტობრივი გარემოებების დადგენა. ფაქტობრივი გარემოებების სწორ დადგენაზეა დამოკიდებული სასამართლოს მიერ ქმედებისათვის სწორი სამართლებრივი შეფასების მიცემა. აღნიშნულიდან გამომდინარე, განსაკუთრებული მნიშვნელობა ენიჭება სასამართლოს მიერ საქმეზე ფაქტობრივი გარემოებების კვალიფიციურ დადგენას, საქმეში დაცული მტკიცებულებების, მოწმეთა ჩვენებების სწორ შეფასებას.
გაეროს ბავშვის უფლებათა კომიტეტის ზოგადი კომენტარი N10 მართლმსაჯულების სისტემაში ბავშვის უფლებების შესახებ 42-ე პუნქტის თანახმად, ბავშვს, რომელმაც სავარაუდოდ დაარღვია სისხლის სამართლის კანონმდებლობა, წაყენებულ ბრალდებებში მისი დამნაშავედ ცნობა შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მოცემული ბრალდებების დამტკიცება ხდება გონივრულ ეჭვის ფარგლების მიღმა.
საქართველოს კონსტიტუციის მე-19 მუხლის თანახმად, საკუთრებისა და მემკვიდრეობის უფლება აღიარებული და უზრუნველყოფილია. საჯარო ინტერესებისათვის დასაშვებია ამ უფლების შეზღუდვა კანონით განსაზღვრულ შემთხვევებში და დადგენილი წესით. აუცილებელი საზოგადოებრივი საჭიროებისათვის საკუთრების ჩამორთმევა დასაშვებია კანონით პირდაპირ გათვალისწინებულ შემთხვევებში, სასამართლოს გადაწყვეტილებით ან ორგანული კანონით დადგენილი გადაუდებელი აუცილებლობისას, წინასწარი, სრული და სამართლიანი ანაზღაურებით. ანაზღაურება თავისუფლდება ყოველგვარი გადასახადისა და მოსაკრებლისაგან.
სასამართლო განმარტავს, რომ ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით დაკვალიფიცირებისათვის, საჭიროა დადგინდეს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზანი და სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლების ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ფარულ დაუფლებას მაშინ აქვს ადგილი, როდესაც სხვისი ნივთის დაუფლება ხდება როგორც მისი მესაკუთრისაგან, ისევე სხვა გარეშე პირებისაგან ფარულად, რომელთაც გააზრებული და გაცნობიერებული არ აქვთ ეს ფაქტი, რასაც მოცემულ შემთხვევაში ჰქონდა ადგილი, ასევე მნიშვნელოვანია პირის აღქმა, კერძოდ, შეგნებული აქვს თუ არა მას, რომ ნივთს სხვისგან ფარულად ეუფლება. სასამართლოს შეფასებით, წარმოდგენილი მტკიცებულების საფუძველზე დასტურდება, რომ ა-----–----–-----–ი მაღაზიაში ტელეფონების დაუფლების დროს მოქმედებდა ფარულად, გაცნობიერებული ჰქონდა, რომ მისი ქმედება არ იყო შესამჩნევი.
იმისათვის, რათა დადგინდეს მისაკუთრების მართლსაწინააღმდეგო მიზანი, თავად ქმედება უნდა იყოს მართლსაწინააღმდეგო, ანუ მესაკუთრის ნებისაგან დამოუკიდებელი და ამას უნდა აცნობიერებდეს პირი, რომელიც მას სჩადის. ასევე მნიშვნელოვანია, პირს გაცნობიერებული ჰქონდეს, რომ ქმედება ზიანის მომტანია ნივთის მესაკუთრისათვის. ვინაიდან ა-----–----–-----–ის განზრახვა მოიცავდა იმ ნივთის დაუფლებას, რომელიც არ იყო მისი საკუთრება და არანაირი მართლზომიერი უფლება არ გააჩნდა ამ ნივთზე, დასაუფლებლად იგი მოქმედებდა მართლსაწინააღმდეგო მიზნით.
საქართველოს სსკ-ს 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტი პასუხისმგებლობას აწესებს თუ ქმედება ჩადენილია სადგომში ან საცავში უკანონო შეღწევით, ვინაიდან ამ კონკრეტულ შემთხვევაში ქმედება ჩადენილია სხვის სარგებლობაში (საკუთრებაში) მყოფ ტერიტორიაზე და ბრალდებულის მაღაზიაში შესვლის მიზანი იყო სხვისი ქონების დაუფლება, სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებული ცნობილ უნდა იქნეს დამნაშავედ შესაბამისი ქვეპუნქტის მითითებით.
სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-3 ნაწილი ადგენს დიდი ოდენობით ზიანის ცნებას, რომლის თანახმად, კოდექსის ამ თავში დიდ ოდენობად ითვლება ნივთის (ნივთების) ღირებულება 10 000 ლარის ზევით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მხარეთა შორის შეთანხმებული მტკიცებულებებათა ერთობლიობით, ა-----–----–-----–ის ქმედებამ დაზარალებულ შ------–---------ს“ მიაყენა 10 000 ლარის ზევით მატერიალური ზიანი, რაც ქმნის სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის ”ბ” ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენლობას.
საქართველოს სსკ-ის 27-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, დანაშაული წინასწარი შეთახმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად, შესაბამისად, ვინაიდან ნივთების დაუფლების მომენტში ა-----–----–-----–ი იმყოფებოდა სხვა პირთან ერთად, მისი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მესამე ნაწილის ”ა” ქვეპუნქტით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოში წარმოდგენილი ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი მტკიცებულებების ერთობლიობით, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ა-----–----–-----–მა ჩაიდინა, დანაშაული გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით. ამასთან, სასამართლო აღნიშნავს, რომ საქმეში არსებული მტკიცებულებების ანალიზის საფუძველზე, მართლწინააღმდეგობის ან ბრალის გამომრიცხველი გარემოებები არ დგინდება.
სსსკ-ს 259-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად სასამართლოს განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები.
ა-----–----–-----–ის შემამსუბუქებელი გარემოებაა, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს, არის არასრულწლოვანი, ხოლო დამამძიმებელი გარემოებები არ გამოვლენილა. ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, გამოკვეთილი რისკებისა და საჭიროებების გათვალისწინებით, მიზანშეწონილია არასრულწლოვანთან შემდეგი სახის ინტერვენციის ჩატარება: მუშაობა დანაშაულის გაცნობიერების, ცხოვრებისეული ფასეულობების გააზრებისა და ემოციების მართვის შესწავლის მიზნით, მიეწოდოს ინფორმაცია ძალადობის რაობის და მისი შედეგების, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების რისკების და საფრთხეების შესახებ, ასევე განხორციელდეს მასთან მუშაობა ასერტული უნარის გაძლიერების, სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლების და მომავლის დაგეგმვის კუთხით. ასევე ოჯახთან მუშაობა, მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს მათ მიერ მოზარდის ქცევის მართვა.
5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება.
5.1. საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლის შესაბამისად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, პირად და ეკონომიკურ პირობებს, ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, განსაკუთრებით - მის მისწრაფებას აანაზღაუროს ზიანი, შეურიგდეს დაზარალებულს, ოჯახურ მდგომარეობას.
5.2. გაეროს ბავშვთა უფლებათა კონვენციის მე-3 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ”ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორციელებისას, მიუხედავად იმისა, თუ ვინ არის მათი განმახორციელებელი, - სახელმწიფო თუ კერძო დაწესებულებები, რომლებიც მუშაობენ სოციალური უზრუნველყოფის საკითხებზე, სასამართლოები, ადმინისტრაციული თუ საკანონმდებლო ორგანოები - უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას.”
”გაეროს მინიმალური სტანდარტული წესები არასრულწლოვნათა მიმართ მართლმსაჯულების განხორიცელების შესახებ” (პეკინურ წესები) მე-17 მუხლის ”ა”, ”ბ”, ”გ” , ”დ” ქვეპუნქტების თანახმად, რომელიც სახელმძღვანელო პრინციპია სასამართლო განხილვისას და გადაწყვეტილების გამოტანისას, ზემოქმედების ზომა ყოველთვის უნდა იყოს არა მარტო სამართალდარღვევის სიმძიმისა და გარემოებების პროპორციული, არამედ ასევე არასრულწლოვანის მდგომარეობის და მოთხოვნების, ასევე საზოგადოების მოთხოვნების პროპორციული, არასრულწლოვანის პირადი თავისუფლების შეზღუდვა შეიძლება გამოყენებულ იქნეს მხოლოდ დაწვრილებით განხილვის შემდეგ და უნდა შემოიფარგლოს შესაძლო მინიმუმით, პირადი თავისუფლების შეზღუდვა არ გამოიყენება, თუ არასრულწლოვანს არ ასამართლებენ სერიოზული ქმედებისათვის სხვა პირის მიმართ ძალადობით ან სხვა სერიოზული სამართალდარღვევის არაერთჯერადი ჩადენისათვის და თუ არ არსებობს სხვა შესაბამისი ზემოქმედების ზომა, არასრულწლოვანის კეთილდღეობა არის გადამწყვეტი ფაქტორი მისი საქმის განხილვისას.
5.3.ბავშვის უფლებათა კონვენცია ითვალისწინებს, რომ ბავშვის მიმართ ნებისმიერ ქმედებათა განხორიელებისას უპირველესი ყურადღება ეთმობა ბავშვის საუკეთესო ინტერესების დაცვის უკეთ უზრუნველყოფას, პროპორციული პრინციპის შესაბამისად, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ დანაშაულზე რეაგირება ყოველთვის უნდა იყოს არამარტო დანაშაულის ვითარებისა და სიმძიმის პროპორციული, არამედ ბავშვის ასაკის, ნაკლები ბრალეულობის, ბავშვის მდგომარეობისა და საჭიროებებისას, ასევე საზოგადოების სხვადასხვა გრძელვადიანი საჭიროების პროპორციულიც, სასჯელის შეფარდების მიზანი უნდა იყოს რეინტეგრაცია, იგი უნდა იყოს კონსტრუქციული და არა სადამსჯელო ხასიათის, საპატიმრო სასჯელთა გამოყენება უნდა მოხდეს უკიდურესი ზომის სახით და რაც შეიძლება შესაფერისი ხანმოკლე ვადით.
5.4 არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 75-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, არასრულწლოვნისთვის სასჯელის დანიშვნისას სასამართლომ გაითვალისწინა მისი საუკეთესო ინტერესები და ინდივიდუალური შეფასების ანგარიში. ა.ასლანიანცს არ აქვს ათვისების სირთულეები, მას განსაკუთრებით კარგი მათემატიკური უნარები აქვს. შეფასებისას გამოვლინდა, რომ არჩილს დადებითი დამოკიდებულება ჰქონდა დასაქმების მიმართ, აქვს სამუშაო გამოცდილება, რის შედეგადაც მან გამოიმუშავა გარკვეული უნარები - ფლობს მეტლახის ფილების დამზადებისა და დაგების უნარ-ჩვევებს, მოზარდის ინტერესის სფეროს სპორტი წარმოადგენს, ვარჯიშობდა ბოქსს, თუმცა სამსამხურის დაწყების შემდგომ მოუხდა ვარჯიშის შეწყვეტა, ამაჟამად იგი ინტერესს ავლენს მოტოციკლეტების მიმართ, იგი მუშაობს მოპედებისა და მოტოციკლების სახელოსნოში, პირველ ეტაპზე იგი შეისწავლის აღნიშულს და შემდეგ აქტიურად ჩაერთვება მუშაობის პროცესში. არჩილს ჰყავს მეგობრები, რომლებიც არ ხასიათდება დანაშაულებრივი ქმედებებით, იგი ავლენს მოტივაიციას აღარ აღმოჩნდეს კანონთან კონფლიქტში.
5.5. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს სასჯელის სამართლიანობის სწორად განსაზღვრის აუცილებლობაზე და აღნიშნავს, რომ სასჯელი აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს ჩადენილი ქმედებისათვის, რათა გაცნობიერებული იქნეს დანაშაულის საფრთხე და ბრალდებულის პიროვნება.
5.6. საქართველოს იუსტიციის მინისტრის არასრულწლოვნის მიმართ განრიდების გამოყენების წესისა და მხარეთა შორის გასაფორმებელი ხელშეკრულების ძირითადი პირობების დამტკიცების თაობაზე 2016 წლის 1 თებერვლის №120 ბრძანების თანახმად, არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესების, აგრეთვე ყველაზე მსუბუქი საშუალებისა და ალტერნატიული ზომის პრიორიტეტულობის პრინციპიდან გამომდინარე, არასრულწლოვნის მიმართ, რომლის შესახებაც არსებობს დასაბუთებული ვარაუდი, რომ მან ნაკლებად მძიმე ან მძიმე დანაშაული ჩაიდინა, პირველ რიგში, განიხილება განრიდების შესაძლებლობა. პროკურორი იღებს გადაწყვეტილებას განრიდების შესახებ, თუ არასრულწლოვნის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის თავიდან ასაცილებლად და მისი რესოციალიზაცია-რეაბილიტაციისთვის აუცილებელი არ არის სისხლისსამართლებრივი დევნა და თუ არასრულწლოვნის საუკეთესო ინტერესები, რომლებიც სისხლისსმართლებრივი დევნით შეილახება, აღემატება იმ სხვა საზოგადოებრივ ინტერესებს, რომლებიც არასრულწლოვნის მიმართ სისხლისსამართლებრივი დევნის შედეგად იქნებოდა დაცული. ამავე ბრძანების თანახმად, პროკურორი ითვალისწინებს დაზარალებულის პოზიციას, თუმცა მისი უარი განრიდების პროცესის დაწყებაზე ან/და მედიაციაში მონაწილეობაზე არ აბრკოლებს განრიდების პროცესს.
5.7. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის მე-40-ე მუხლი ადგენს განრიდების გამოყენების წინაპირობებს, რა დროსაც განრიდების გამოყენება შესაძლებელია მუხლში მითითებულ გარემოებათა ერთობლიობისას. იმის გათვალისწინებით, რომ საქმეზე არ არსებობს მითითებული ნორმით გათვალისწინებულ გარემოებათა ერთობლიობა, სასამართლომ განრიდების მიზნით საქმე არ დაუბრუნა საქმე პროკურორს.
5.8. ვინაიდან ბრალდებული ნასამართლევია, მის მიმართ წარსულში გამამტყუნებელი განაჩენებია გამოტანილი, სასამართლო ვერ იხელმძღვანელებს არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 76-ე მუხლით გათვალისწინებული შეღავათით და არასრულწლოვან ვერ დაუნიშნავს კანონით გათვალისწინებულზე უფრო მსუბუქ სასჯელს.
5.9. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ ა-----–----–-----–ს სსკ-ს 39-ე მუხლით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 65-ე მუხლით გათვალისწინებული სასჯელის მიზნების მიღწევისთვის, რომლის მიზიანია არასრულწლოვნის რესოციალიზაცია-რეაბილიტაცია და ახალი დანაშაულის თავიდან აცილება, უნდა განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა სსკ-ს 177-ე მუხლის მე-4 ნაწილისათვის დადგენილი სანქციის ფარგლებში, დანიშნული სასჯელი უნდა ჩაეთვალოს პირობითად და საბოლოო სასჯელი, საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად უნდა განესაზღვროს გამაჩენთა ერთობლიობით. ამასთან სასამართლო აღნიშნავს, რომ როგორც აღინიშნა, ა.ასლანიანცის მიმართ გამოტანილია ოთხი გამამტყუნებელი განაჩენი, დაენიშნა არასაპატიმრო სახის სასჯელები, დარღვეული აქვს განრიდების პირობები, რაც მიუთითებს შედარებით მკაცრი ზომის გამოყენების აუცილებლობაზე, რათა გამოსაცდელი ვადის განმავლობაში უკეთ გაცნობიეროს მის მიერ ჩადენილი ქმედების ხასიათი.
6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხები:
6.1 საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული სუნის ნიმუშები, თითის კვლები, ხელის კვლის ნიმუშები, აგური, უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, სამსუნგ გ61 მოდელის მობილური ტელეფონი, ჰუავეის მოდელის მობილური ტელეფონი, ჰუავეის მოდელის მობილური ტელეფონი, ჰუავეის მოდელის ტელეფონი, ნ-------------ას პირადობის მოწმობის ასლი, უნდა დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო ლაზერული დისკი, სალომბარდე ხელშეკრულება, შემოსავლის ორდერი და ხელშეკრულება, შპს „გია კრედიტის“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, უნდა დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
6.2 ბრალდებულის მიმართ აღკვეთის ღონისძიება არ გამოყენებულა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-21-ე, 81-ე, 182-ე, 209-216-ე, 258-260-ე, 268-ე-274-ე, 277-ე, 279-ე, 280-281-ე, 292-293-ე მუხლებით, არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
1. ა-----–----–-----–ი ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის „ბ“, მესამე ნაწილის „ა“ და მეოთხე ნაწილის „ბ“ ქ/პუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით.
საქართველოს სსკ-ს 59-ე მუხლის მე-2 და მე-4 ნაწილების თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა - თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით (რომელიც მას ჩათვლილი აქვს პირობითად) და თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 22 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელი თავისუფლების აღკვეთა 2 (ორი) წლისა და 8 (რვა) თვის ვადით (რომელიც მას ჩათვლილი აქვს პირობითად) და საბოლოოდ, ა-----–----–-----–ს განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა აღკვეთა 7 (შვიდი) წლის ვადით, რაც არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 73-ე მუხლის მესამე ნაწილის საფუძველზე შეუმცირდეს 1/4-ით და საბოლოოდ განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 5 (ხუთი) წლისა და 3 (სამი) თვის ვადით და არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 74-ე მუხლის თანახმად ჩაეთვალოს პირობითად და გამოსაცდელ ვადად დაუდგინდეს 5 (ხუთი) წელი და 3 (სამი) თვე.
ინდივიდუალური შეფასების ანგარიშის მიხედვით, ა-----–----–-----–თან განხორციელდეს შემდეგი ღონისძიებები: მუშაობა დანაშაულის გაცნობიერების, ცხოვრებისეული ფასულობების გააზრებისა და ემოციების მართვის შესწავლის მიზნით, მიეწოდოს ინფორმაცია ძალადობის რაობის და მისი შედეგების, ნარკოტიკული ნივთიერების მოხმარების რისკების და საფრთხეების შესახებ, ასევე განხორიცელდეს მასთან მუშაობა ასერტული უნარის გაძლიერების, სწავლის მიმართ მოტივაციის ამაღლების და მომავლის დაგეგმვის კუთხით. ასევე ოჯახთან მუშაობა, მხარდაჭერისა და გაძლიერების მიზნით, რათა შესაძლებელი იყოს მათ მიერ მოზარდის ქცევის მართვა.
2. ცნობად იქნეს მიღებული, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 15 ივლისის განაჩენით ა-----–----–-----–ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალა პატიმრობაში ყოფნის პერიოდი 2019 წლის 29 იანვრიდან - 2019 წლის 4 მარტის ჩათვლით, ასევე 2019 წლის ივნისის განჩინებით განსაზღვრული სასჯელის მოხდილი ნაწილი შემდეგი გაანგარიშებით შინაპატიმრობის ორი დღე - თავისუფლების აღკვეთის ერთი დღე.
3. არასრულწლოვანთა მართლმსაჯულების კოდექსის 77-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, პირობითი მსჯავრის ნაწილში სასჯელის აღსრულება „არასაპატიმრო სასჯელთა აღსრულების წესისა და პრობაციის შესახებ“ საქართველოს კანონით დადგენილი წესით უზრუნველყოს პრობაციის ეროვნულმა სააგენტომ მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის (იურიდიული მისამართის) მიხედვით.
4. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 65-ე მუხლის თანახმად, განემარტოს მსჯავრდებულს, რომ გამოსაცდელი ვადის განმავლობაში, პრობაციის ბიუროს ნებართვის გარეშე არ შეიცვალოს მუდმივი ბინადრობის ადგილი.
5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოცემულ საქმიდან გამოყოფილ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ, საქმეზე ამოღებული სუნის ნიმუშები, თითის კვლები, ხელის კვლის ნიმუშები, აგური, განადგურდეს კანონით დადგენილი წესით, სამსუნგ გ61 მოდელის მობილური ტელეფონი, ჰუავეის მოდელის მობილური ტელეფონი, ჰუავეის მოდელის მობილური ტელეფონი, ჰუავეის მოდელის ტელეფონი, ნ-------------ას პირადობის მოწმობის ასლი, დაუბრუნდეს მათ მფლობელებს, ხოლო ლაზერული დისკი, სალომბარდე ხელშეკრულება, შემოსავლის ორდერი და ხელშეკრულება, შპს „გია კრედიტის“ საბანკო კრედიტის ხელშეკრულებები, დაერთოს სისხლის სამართლის საქმეს.
(ნივთები ინახება შს სამინისტროს რუსთავის საქალაქო სამმართველოს პირველი განყოფილებაში).
6. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
7. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს ერთი თვის ვადაში თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, რუსთავის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე მ.მაისურაძე