განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 160100119003145138
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
ბოლნისის რაიონული სასამართლო
საქმე N1/258-19 7 ოქტომბერი 2019 წელი ქ. ბოლნისი
(გამოძიების N031240619001)
მოსამართლე - თეა ლეონიძე
სხდომის მდივანი - ვერიკო ნინიაშვილი
სხდომის სახე - ღია
ბრალდების მხარე:
პროკურორი: ზაზა ცქვიტარია
დაცვის მხარე:
ადვოკატი: რიმა გურგულია
ბრალდებული: თ------ ჩ-------
მამის სახელი: სულეიმანი
დაბადებული: 0-----------–--–-
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: საშუალო
ოჯახური მდგომარეობა: განქორწინებული
ნასამართლობა: ნასამართლობის მქონე
რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: ხელვაჩაურის რაიონი, სოფელი შარაბიძეები
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ბ“ და „დ“ ქვეპუნქტი.
აღწერილობით – სამოტივაციო ნაწილი:
1. სასამართლომ დაადგინა:
1.1 თ------ ჩ------- თბილისის საქალაქო სასამართლოს 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენით ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ და მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტებით. 2019 წლის 23 ივნისს თ------ ჩ-------მ, რომელიც იყო ნასამართლევი ყაჩაღობისათვის, ქ. თბილისში გააჩერა ტაქსი, კერძოდ ავტომანქანა „ტოიოტა პრიუსი“ სახ. N WW-299-FF, რომელსაც მართავდა ბ--------ნ ს--------ე და სთხოვა წაეყვანა ის ჯერ ქ. მარნეულში ხოლო შემდეგ ქ. სამტრედიაში. იმავე დღეს დაახლოებით 18:00 საათზე, მარნეულის რაიონის სოფელ წერეთელის მიმდებარე ტერიტორიაზე მისვლისას, თ------ ჩ-------მ 4-5-ჯერ დაარტყა მუშტი სახის არეში ბ--------ნ ს--------ეს და ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის და ჯანმრთელობისათვის წაართვა მას 1300 ლარი და მობილური ტელეფონი „აიფონი“, ღირებული 200 ლარად, რითაც მას მიაყენა მნიშვნელოვანი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:
2.1. ძარცვა, ესე იგი სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
თ------ ჩ------ის მიმართ ბრალად შერაცხული დანაშაულის ჩადენა ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული ბ--------ნ ს--------ის გამოკითვვის ოქმი, მოწმეების: ზვიად ს--------ის, გიორგი ირემაშვილის, შორენა გორგაძის, ლაშა დარბაიძის, ჯემალ თიბელიშვილის, სამირ ისმაილოვის, ნოდარ წიწილაშვილის, ბეთქილ გერლიანის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 24 ივნისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის 09 აგვისტოს ამოღების ოქმი, 2019 წლის 27 ივნისის ამოღების ოქმი, 2019 წლის 29 ივნისის პირის ამოცნობის ოქმები, 2019 წლის 21 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი.
ასევე საქმეზე უდავოდ ცნობილი სამედიცინო ექსპერტიზის N 005352919 დასკვნის თანახმად: 1,2) მოქ. ბ--------ნ ს--------ეს 25.06.19წ. ობიექტური შემოწმებით აღენიშნება სისხლნაჟღენთი ნიკაპის მიდამოში, რაც მიყენებულია რაიმე მკვრივი ბლაგვი საგნის მოქმედებით, ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ შემთხვევის თარიღს და მიეკუთვნება მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად.
სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტით კრიმინალიზებულია ძარცვა, ე.ი. მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, სხვისი მოძრავი ნივთის აშკარა დაუფლება, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ჩადენილი არაერთგზის, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის. განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის სახეობითი ობიექტია საკუთრების ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას. კანონმდებლის მიერ დაკონკრეტებულია ის აუცილებელი პირობები, რომელთა უტყუარად დადგენის შემდეგ არის მხოლოდ შესაძლებელი პირის მიერ ჩადენილი ქმედების სსკ-ის 178-ე მუხლით გათვალისწინებული ქმედების დანაშაულად კვალიფიკაცია, კერძოდ, აუცილებელია დადგენილი იქნეს: 1) ნივთის კუთვნილება და სახე (ნივთი უნდა განეკუთვნოდეს მოძრავ ნივთს და უნდა იმყოფებოდეს სხვა სუბიექტის საკუთრებაში/მფლობელობაში); 2) დამნაშავის მიერ დაზარალებულის მიმართ განხორცილებული უნდა იქნეს აღნიშნული მუხლით გათვალისწინებული ქმედება - ნივთის აშკარა დაუფლება; 3) პირის მიერ განხორციელებული ქმედება უნდა ხელყოფდეს ნივთის მესაკუთრის უფლებას.
2.2. ზემოაღნიშნული და საქმეში წარმოდგენილი უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების ერთობლიობაში გაანალიზებით, სასამართლოს უტყუარად დადასტურებულად მიაჩნია, რომ თ------ ჩ------- აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ბ--------ნ ს--------ის კუთვნილ 1300 (ათას სამასი) ლარს და მობილურ ტელეფონ „აიფონს“, ღირებული 200 (ორასი) ლარად.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 25-ე თავი - დანაშაული საკუთრების წინააღმდეგ ადგენს, რომ ამ თავში მნიშვნელოვან ზიანად ითვლება ნივთის(ნივთების) ღირებულება 150 ლარს ზევით. საქმეზე დადგენილი გარემოებების თანახმად თ------ ჩ-------მ ბ--------ნ ს--------ეს მიაყენა 1 500 (ათას უთასი) ლარის ზიანი, რაც საკუთრების წინააღმდეგ დანაშაულთა თავის მიხედვით ითვლება მნიშვნელოვან ზიანად.
2.3. საქართველოს სსკ-ის 15-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.
საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად ამ კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ჩაითვლება თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგიის 2010 წლის 26 ნოემბრის განაჩენით თ------ ჩ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“, მესამე ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, სსკ-ის 353-ე მუხლის პირველი ნაწილით, სსკ-ის 187-ე მუხლის პირელი ნაწილით და დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ სასჯელის ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 10(ათი) წლის ვადით. თ------ ჩ------- სასჯელაღსრულების დაწესებულებიდან გათავისუფლდა 2017 წლის 18 იანვარს.
თ------ ჩ-------ს ნასამართლეობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია. შესაბამისად იგი 2019 წლის 23 ივნისს ითვლებოდა ნასამართლობის მქონედ 179-ე მუხლით გათვალსიწინებული დანაშაულის ჩადენისათვის. შესაბამისად მან დანაშაული ჩაიდინა არაერთგზის.
2.4. დაზარალებულ ბ--------ნ ს--------ის ჩვენებით, სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილია, რომ თ------ ჩ-------მ მის მიმართ განახორციელა ძალადობა, მუშტი 4-5-ჯერ ჩაარტყა თავის არეში. აღნიშნული მტკიცებულებებით დგინდება, რომ თ------ ჩ-------მ ჩაიდინა ძარცვა ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
3.მტკიცებულებათა ერთობლიობა:
3.1. ბრალის დადგენილებაში მითითებული ფაქტობრივი გარემოებები და ფაქტები არ გამხდარა მხარეთა მიერ სადავოდ და შესაბამისად, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის შინაარსიდან გამომდინარე, წარმოადგენს პრეიუდიციას. ამდენად, სასამართლოს დასკვნა თ------ ჩ------ის მიერ დანაშაულის ჩადენის შესახებ, გარდა ბრალდებულ თ------ ჩ------ის აღიარებითი ჩვენებისა, ემყარება სისხლის სამართლის საქმეზე შეკრებილ გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შემდეგ მტკიცებულებათა ერთობლიობას: დაზარალებული ბ--------ნ ს--------ის გამოკითვვის ოქმი, მოწმეების: ზვიად ს--------ის, გიორგი ირემაშვილის, შორენა გორგაძის, ლაშა დარბაიძის, ჯემალ თიბელიშვილის, სამირ ისმაილოვის, ნოდარ წიწილაშვილის, ბეთქილ გერლიანის გამოკითხვის ოქმები, 2019 წლის 24 ივნისის დათვალიერების ოქმი და ფოტოცხრილი, 2019 წლის 09 აგვისტოს ამოღების ოქმი, 2019 წლის 27 ივნისის ამოღების ოქმი, 2019 წლის 29 ივნისის პირის ამოცნობის ოქმები, 2019 წლის 21 ივლისის ფოტოსურათით ამოცნობის ოქმი, სამედიცინო ექსპერტიზის N 005352919 დასკვნა, ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენი
4. სამართლებრივი შეფასება:
4.1. სასამართლომ განიხილა რა სისხლის სამართლის საქმე, შეაფასა ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი ყველა მტკიცებულება საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და დამტკიცებულად მიიჩნია, თ------ ჩ------ის მიერ ინკრიმინირებული დანაშაულის ჩადენა, კერძოდ, საქმეში არსებული მტკიცებულებებით, რაც მხარეებს სადავოდ არ გაუხდიათ, სასამართლო ცალსახად ადგენს, რომ თ------ ჩ-------ს ჰქონდა განზრახვა, აშკარად, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაუფლებოდა დაზარალებულების საკუთრებას, არაერთგზის, რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია, ძალადობით, რომელიც საშიში არ არის სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის.
4.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, ,,გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა“.
4.3. საქმეზე არსებული მტკიცებულებათა ერთობლიობა, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ თ------ ჩ-------მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით, რის გამოც იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.
5. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
სასჯელის დანიშვნის დროს, თანახმად საქართველოს სსკ-ის 53-ე მუხლისა, სასამართლო ითვალისწინებს ბრალდებულის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელ და დამამძიმებელ გარემოებებს, დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, დამნაშავის პიროვნებას, მის წარსულ ცხოვრებას, პირად და ეკონომიკურ პირობებს და ყოფაქცევას ქმედების შემდეგ, კერძოდ:
5.1. თ------ ჩ------ის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოებაა ის, რომ იგი აღიარებს და ინანიებს ჩადენილ დანაშაულს.
6. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:
6.1. გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელი კი არის კანონის რეაქცია ჩადენილ დანაშაულზე, შესაბამისად, იგი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური და ადექვატური და მას უნდა გააჩნდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი.
6.2. საქართველოს სსკ-ის 178-ე მუხლის მესამე ნაწილი სასჯელის სახით ითვალისწინებს თავისუფლების აღკვეთას ხუთიდან რვა წლამდე ვადით. იმის გათვალისწინებით, რომ ბრალდებული აღიარებს დანაშაულს, სასამართლო მიიჩნევს, რომ მის მიმართ სასჯელის სახით 6(ექვსი) წლით თავისუფლების აღკვეთა იქნება სასჯელის მიზნის პროპორციული.
ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 09 ივლისის განაჩენით თ------ ჩ------- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტითა და მე-3 ნაწილის „ბ“ და „დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში და ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნა თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად 03 (სამი) წლითა და 06 (ექვსი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა დაენიშნა პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო 03 (სამი) წელი, საქართველოს სსკ-ის 63-ე-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალა პირობით 03 (სამი) წლის გამოსაცდელი ვადით.
2019 წლის 09 ივლისის განაჩენით თ------ ჩ-------ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყო 2019 წლის 28 ივნისიდან. ამ განაჩენის გამოტანის მომენტისათვის თ------ ჩ-------ს მოსახდელად დარჩენილი აქვს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელიდან თავისუფლების აღკვეთა 3(სამი) წლის 2(ორი) თვის და 22(ოცდაორი) დღის ვადით და პირობითი მსჯავრი 3(სამი) წლის ვადით. რადგან თ------ ჩ------- 2019 წლის 9 ივლისის განაჩენის გამოტანის მომენტისათვის იყო ნასამართლევი მას სასჯელი დაენიშნება საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილების შესაბამისად.
შესაბამისად თ------ ჩ-------ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს განაჩენთა ერთობლიობით. სასამართლო მიიჩნევს, რომ თ------ ჩ-------ს საბოლოო სასჯელი უნდა დაენიშნოს ნაწილობრივი შეკრების პრინციპის გათვალისწინებით და ახალ დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ უნდა მიემატოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილიდან თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და საბოლოოდ სასჯელის სახედ და ზომად უნდა განესაზღროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
6.3. სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული სასჯელი სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას, კერძოდ - სამართლიანობის აღდგენას, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებასა და დამნაშავის რესოციალიზაციას.
7. ნივთმტკიცების საკითხი:
7.1 .საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლის ,,ე“ ქვეპუნქტის თანახმად დაზარალებულს, გამართლებულს ან სხვა პირს კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს. საქმეზე ნივთმტკიცების სახით ამოღებული მობილური ტელეფონი უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულს.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :
სასამართლომ იხელმძღვანელა რა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 20-ე, 255-ე მუხლის პირველი ნაწილით, 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-ე 279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა :
თ------ ჩ------- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით, ამავე მუხლის მესამე ნაწილის ,,ბ“ და ,,დ“ ქვეპუნქტებით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 6(ექვსი) წლის ვადით.
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს 59-ე მუხლის მე-3 და მე-4 ნაწილის თანახმად ნაწილობრივ დაემატოს ხელვაჩაურის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 9 ივლისის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოხუდელი ნაწილიდან (3 წელი, 2 თვე და 22 დღე რეალური, 3 წელი პირობითი სასჯელიდან) თავისუფლების აღკვეთა 2(ორი) წლის ვადით და საბოლოოდ სასჯელიოს სახედ და ზომად თ------ ჩ-------ს განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 8(რვა) წლის ვადით.
თ------ ჩ-------ს დანიშნული სასჯელის მოხდა დაეწყოს განაჩენის გამოტანის დღიდან 2019 წლის 7 ოქტომბრიდან.
სისხლის სამართლის საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ ნივთიერ მტკიცებულებათა ბედი გადაწყდეს შემდეგნაირად:
ნოდარ წიწილაშვილისაგან ამოღეული მობილური ტელეფონი დაუბრუნდეს კანონიერ მფლობელს ბ--------ნ ს--------ეს.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა გამოცხადებისთანავე.
განაჩენი ბრალდების მხარის და მსჯავრდებულის მიერ შეიძლება გასაჩივრდეს - განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, ბოლნისის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე: თეა ლეონიძე