გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №240310019003015292 (3/41-2019)
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
13 ნოემბერი, 2019 წელი ქ. სენაკი
შესავალი ნაწილი
სენაკის რაიონული სასამართლოს
მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია
სხდომის მდივანი - თეონა ჭანტურია
მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ო
წარმომადგენელი - ჯ----–-----------–ი
მოპასუხე - ა-----------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1.ა-----------------–---–ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით.
1.2.ა-----------------–---–ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს ზედმეტად დარიცხული - 255.61 ლარის ანაზღაურება.
სარჩელში მითითებულია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 22.03.2018 წლის №1544 ბრძანებით, ა-----------------–---–ი გაწვეულ იქნა საქართველოს შეიარაღებული ძალების რიგებში, ჩაირიცხა საკონტრაქტო (პროფესიულ) სამხედრო სამსახურში. 19.09.2016 წელს ა-----------------–---–სა და ს----------–-----------–---------------ოს შორის გაფორმდა საქართველოს თავდაცვის მინისტრის 04.11.2008 წლის №683 ბრძანებით დამტკიცებული №4------ კონტრაქტი ,,საკონტრაქტო სამხედრო მოსამსახურეების მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ’’, რომლის 1.1 პუნქტის თანახმად, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ იღებდა ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად ემსახურა ,,სამინისტროს’’ სამხედრო სამსახურში. ამავე კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად, კონტრაქტის პირველ ეტაპზე მოქმედების ვადის ამოწურვისთანავე, კონტრაქტი ავტომატურად გაგრძელდა 04 წლამდე ვადით.
საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 09.11.2019 წლის №6850 ბრძანებით, ა-----------------–---–ი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან და დათხოვილ იქნა სამხედრო სამსახურიდან რეზერვში ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ’’ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ’’ ქვეპუნქტითა და საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,ს----------–-----------–---------------ოს სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების’’ 43-ე მუხლის (თვითნებური მიტოვება) პირველი პუნქტით.
ზემოაღნიშნული კონტრაქტის 7.3 პუნქტის თანახმად, თუ სამხედრო მოსამსახურე, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში ვადამდე იქნება დათხოვილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან, სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში, ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე’’ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან 10 დღის ვადაში, აუნაზღაუროს ,,სამინისტროს’’ ჯარიმის სახით 3000 ლარი. ა-----------------–---–ი საქართველოს შეიარაღებულ ძალებში გაწვეულ იქნა 22.03.2018 წელს, იგი დათხოვნილია 09.11.2018 წლის №6850 ბრძანებით, შესაბამისად, მისი ნამსახურობის პერიოდი შეადგენს 7 თვესა და 16 დღეს. შესაბამისად, მას წარმოეშვა კონტრაქტის 7.3 პუნქტით გათვალისწინებული ფინანსური პასუხისმგებლობა. ამასთან, ა-----------------–---–ის მიმართ სამინისტროს მიერ, ზედმეტად არის გაცემული ხელფასი 255,61 ლარის ოდენობით.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელე მოითხოვს მოპასუხეს ა-----------------–---–ს ს----------–-----------–---------------ოს სასარგებლოდ (სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ) დაეკისროს საჯარიმო თანხა 3000 ლარის ოდენობით და ზედმეტად დარიცხული - 255.61 ლარის ანაზღაურება. სასარჩელო მოთხოვნა ეფუძნება საქართველოს ადმინისტრაციულ საპროცესო კოდექსის მე-2 და 251 მუხლებს, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316.1-ე, 317-ე, 361.2-ე მუხლებსა და 04.11.2008 წლის №------ კონტრაქტის 7.3. პუნქტებს.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. 2019 წლის 21 ივნისს ა-----------------–---–მა წარმოადგინა შესაგებელი, სადაც ცნო სარჩელი ნაწილობრივ, დაეთანხმა ფაქტობრივ გარემოებას, თუმცა აღნიშნა, რომ იმყოფებოდა დათხოვნაში და სამხედრო სამსახურში გამოუცხადებლობის შესახებ დროულად ვერ აცნობა ხელმძღვანელობას, რასაც მოყვა მისი განთავისუფლება. აქვს მძიმე სოციალური და ეკონომიკური პირობები, ითხოვა სასამართლოს მხრიდან ჯარიმის შემცირება. პროცესზე გამოცხადებულმა ა-----------------–---–მა დაადასტურა შესაგებელში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ ის არის სოციალურად დაუცველი და ჯარიმის გადახდას ვერ შეძლებს.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
უდავო ფაქტობრივი გარემოებები მიცემულ საქმეზე არ გამოვლენილა.
3.2. სადავო ფაქტობრივი გარემოებები:
3.2.1. დადგენილია, რომ 2018 წლის 23 მარტს №M---------------- ბრძანებით ა-----------------–---–ი დაინიშნა საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის წვრთნებისა და სამხედრო განათლების სარდლობის უფროს სერჟანტ ზ------------ის სახელობის საწყისის საბრძოლო მომზადების ცენტრის საწყისი საბრძოლო მომზადების (BCT) კურსის რეკრუტად (საშტატო კატეგორია „ I კლასის რიგითი“) თანამდებობაზე.
2018 წლის 23 მარტს ა-----------------–---–ს და ს----------–-----------–---------------ოს შორის გაფორმდა №------ კონტრაქტი სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“. სამხედრო სამსახურის ვადა კონტრაქტის 3.2 პუნქტის შესაბამისად განისაზღვრა 04 წლის ვადით.
№------ კონტრაქტის 1.1 პუნქტის თანახმად „სამხედრო მოსამსახურე“ იღებს ვალდებულებას, წინამდებარე კონტრაქტით განსაზღვრული პირობებით, კეთილსინდისიერად იმსახუროს „სამინისტროს“ სამხედრო სამსახურში, ხოლო „სამინისტრო“ იღებს ვალდებულებას, გადაუხადოს „სამხედრო მოსამსახურეს“ ანაზღაურება და უზრუნველყოს იგი სამხედრო სამსახურითა და შესაბამისი პირობებით, საქართველოს კანონმდებლობით დადგენილი წესით. ამავე კონტრაქტის მე-7 მუხლის 7.3. პუნქტით, იმ შემთხვევაში, თუ „სამხედრო მოსამსახურე“ ამ კონტრაქტის მოქმედების მეორე ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული „სამხედრო მოსამსახურე“ მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნება დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდება ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აუნაზღაუროს „სამინისტროს“ ჯარიმის სახით 3 000 ( სამი ათასი) ლარი; „სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ აცხადებს, რომ კონტრაქტიდან გამომდინარე დავების განხილვისას, სადაო არ გახდება წინამდებარე მუხლში აღნიშნული თანხა და არანაირი დავა არ წარმოიშვება მის ირგვლივ.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 23 მარტს №M---------------- ბრძანება (ს. ფ. 14-16)
- 2018 წლის 23 მარტის კონტრაქტი ,,საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო მოსამსახურეების (გარდა ოფიცრებისა) მიერ, სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ“ (ს.ფ. 17-23);
3.2.2. ს----------–-----------–---------------ოს სამხედრო მოსამსახურეთა სადისციპლინო წესდებით განსაზღვრული დისციპლინური პასუხისმგებლობის ზომის დაკისრების თაობაზე ადმინისტრაციული წარმოების დაწყების შესახებ დისციპლინური ოქმით, დგინდება, რომ დისციპლინური ოქმი წარმოადგენს დისციპლინური გადაცდომის ჩადენის ფაქტზე ან განმცხადებლის მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე (გარდა ანონიმური ინფორმაციის) ან ინსპექტირების/სამსახურებრივი შემოწმების მასალებზე დაფუძნებულ ობიექტურად დასაბუთებულ ვარაუდს სამხედრო მოსამსახურის მიერ დისციპლინური გადაცდომის ჩადენის თაობაზე. ოქმში დისციპლინური გადაცდომის აღწერით ასევე დგინდება, რომ - 2018 წლის 12 სექტემბრიდან 13 სექტემბრის 08:00 საათამდე ა-----------------–---–ი იმყოფებოდა დათხოვნაში, თუმცა დაბრუნდა 13 სექტემბერს 22:50 საათზე, სამუშაო დროის დასრულების შემდგომ. მას რაიმე საპატიო გარემოების არსებობის დამადასტურებელი დოკუმენტაცია არ წარმოუდგენია, სამხედრო პოლიციის წარმომადგენლების შეფასებით დგინდება, რომ 1 კლასის რიგით ა-----------------–---–ის მხრიდან ადგილი ქონდა სადისციპლინო წესდების 43-ე მუხლით გათვალისწინებულ დისციპლინურ გადაცდომას.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2018 წლის 06 ნოემბრის დისციპლინური ოქმი (ს. ფ. 26-29);
3.2.3. სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურის M---------------- ბრძანებით დგინდება, რომ საქართველოს თვდაცვის მინისტრის 2017 წლის 25 ივლისის №54 ბრძანებით დამტკიცებული ,,ს----------–-----------–---------------ოს გენერალური შტაბის და სახმელეთო ჯარების თანამშრომელთა/მომსახურეთა სამსახურის გავლის წესის’’ მე-8 მუხლის მე-3 პუნქტის, 18 მუხლის მე-3 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის, მე-4 პუნქტის ,,ე’’ ქვეპუნქტის და ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სმხედრო მოსამსახურეთა მართვის ზოგიერთი საკითხის მოწესრიგების შესახებ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2017 წლის 04 სექტემბრის №737 ბრძანების მე-4 პუნქტის ,,ბ’’ ქვეპუნქტის შესაბამისად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის III მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის მსროლელ, რიგით ა------------------------------–---–ს შეუჩერდა სამსახურებრივი უფლებამოსილება 2018 წლის 21 სექტემბრიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
სამსახურებრივი ურთიერთობის შეჩერების შესახებ, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურის M---------------- ბრძანება (ს. ფ. 33);
3.2.4. თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 ნოემბრის №6850 ბრძანებით დგინდება, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების’’ 43-ე მუხლი (თვითნებური მიტოვება) პირველი პუნქტის და ..სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის III მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის მსროლელი, რიგითი ა------------------------------–---–ი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურის 2018 წლის 20 სექტემბრის M---------------- ბრძანებით შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება 2018 წლის 21 სექტემბრიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედროს სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 ნოემბრის №6850 ბრძანება (ს.ფ. 25);
3.2.6. ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ ცნობით ირკვევა, რომ ა-----------------–---–ს კონტრაქტის გაფორმებიდან ამავე კონტრაქტის დარღვევამდე (ვადამდე შეწყვეტამდე) ნამსახურები აქვს 7 თვე და 16 დღე.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (იხ. ს.ფ. 30)
3.2.7. საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2019 წლის 23 მაისის M---------------- მიმართვის მიხედვით, რიგითი - ა-----------------–---–ი, გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 ნოემბრის №6850 ბრძანების თანახმად დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზერვში, 2018 წლის 21 სექტემბრიდან. დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის III მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის მსროლელის, რიგითი ა------------------------------–---–ის ხელფასი ხელზე ასაღები შეადგენდა - 763,60 ლარს. ა-----------------–---–ის მიმართ სრულად მოხდა 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასის ჩარიცხვა. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე 1 კლასის რიგით ა-----------------–---–ს სექტემბრის თვეში უნდა ჩარიცხვოდა 20 დღის ხელფასი 507,99 ლარი, ზედმეტად გაცემულმა 10 დღის ხელზე ასაღებმა ხელფასმა შეადგინა 255,61 ლარი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ცნობა ფინანსური პასუხისმგებლობის განსაზღვრის შესახებ (იხ. ს. ფ. 30)
- საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2019 წლის 23 მაისის M----------------მიმართვა (ს. ფ. 31-232).
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
საქმეში არსებული მასალებისა და სხდომაზე გამოცხადებული მხარის ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ს----------–-----------–---------------ოს მიერ აღძრული სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს კონსტიტუცია, საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო კოდექსი, „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი, „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონი, „ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილება.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-2 პუნქტი ყველას აძლევს გარანტირებულ უფლებას თავისი უფლებებისა და თავისუფლებების დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 24-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, სარჩელი შეიძლება აღიძრას ისეთი მოქმედების განხორციელების ან ისეთი მოქმედებისაგან თავის შეკავების მოთხოვნით, რომელიც არ გულისხმობს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემას.
„საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-2 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, სამინისტროში საქმიანობა წარმოადგენს საჯარო სამსახურს, ხოლო იმავე კანონის პრეამბულის თანახმად, ეს კანონი ადგენს საქართველოში საჯარო სამსახურის ორგანიზაციის სამართლებრივ საფუძვლებს, აწესრიგებს საჯარო სამსახურის განხორციელებასთან დაკავშირებულ ურთიერთობებს, განსაზღვრავს მოსამსახურის სამართლებრივ მდგომარეობას. ამრიგად, ს----------–-----------–---------------ოსა და სამინისტროში დასაქმებულ საჯარო მოსამსახურეს შორის არსებულ სამართლებრივ ურთიერთობებს, მათ შორის თანამდებობიდან გათავისუფლებასთან დაკავშირებულ საკითხებს განსაზღვრავს „საჯარო სამსახურის შესახებ“ საქართველოს კანონი. სასამართლო განმარტავს, რომ ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილია გამოიყენოს საქმიანობის როგორც საჯარო სამართლებრივი, ასევე კერძო სამართლებრივი ფორმები, მათ შორის დადოს როგორც ადმინისტრაციული, ისე კერძო სამართლებრივი ხელშეკრულება. კონკრეტულ შემთხვევაში ადმინისტრაციული და სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულებების გამიჯვნა შესაძლებელია ამ ხელშეკრულებათა მიზნის დადგენის გზით.
საქართველოს პრეზიდენტის 2004 წლის 5 აპრილის №119 ბრძანებულებით დამტკიცებული „ს----------–-----------–---------------ოს დებულების“ თანახმად, თავდაცვის სამინისტროს ერთ-ერთი ძირითადი ფუნქციაა საქართველოს შეიარაღებული ძალების აღმშენებლობის პროგრამიდან გამომდინარე ამოცანების შესასრულებლად ჯარების მომზადების დონის განსაზღვრა, სამხედრო კადრების მომზადება.
„სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის მე-10 მუხლის თანახმად, სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ხოლო ამავე კანონის მე-12 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურე იმყოფება სრულ სახელმწიფო კმაყოფაზე, რაც სახელმწიფოს მხრიდან მის მატერიალურ, სოციალურ და სამედიცინო უზრუნველყოფას გულისხმობს. ამდენად, სამხედრო კადრების მომზადება, რათა უზრუნველყოფილი იყოს საქართველოს შეიარაღებული ძალები პროფესიული, დისციპლინური, მაღალკვალიფიციური სამხედრო პერსონალით, ს----------–-----------–---------------ოს საჯარო უფლებამოსილება და მისი უშუალო, პირდაპირი ფუნქციაა, ანუ ამ შემთხვევაში ს----------–-----------–---------------ო ახორციელებს საჯაროსამართლებრივ უფლებამოსილებას და სწორედ ამ მიზნით არის დადებული ხელშეკრულება, რომლის შესაბამისადაც მოსარჩელე ითხოვს სადავო თანხების ანაზღაურებას, რის გამოც მხარეთა შორის დადებული ხელშეკრულება წარმოადგენს ადმინისტრაციულ ხელშეკრულებას.
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 251-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ხელშეკრულების დადებასთან, შესრულებასთან და შეწყვეტასთან დაკავშირებული დავები განიხილება საერთო სასამართლოების მიერ ადმინისტრაციული სამართალწარმოების წესით, ხოლო საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 65-ე მუხლის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ ა-----------------–---–ის სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ ჯარიმის თანხის დაკისრების მოთხოვნა მხარეთა შორის გაფორმებული ადმინისტრაციული ხელშეკრულებიდან გამომდინარე, წარმოადგენს საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ“ პუნქტით გათვალისწინებულ დავის საგანს და დავის განხილვისას უნდა შემოწმდეს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსითა და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ნორმებიდან გამომდინარეობს თუ არა მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ოს მოთხოვნა ხელშეკრულების პირობების შეუსრულებლობის გამო მოპასუხისთვის თანხის დაკისრების თაობაზე.
ასევე, სასამართლომ უნდა იმსჯელოს გამომდინარეობს თუ არა საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნებიდან მოსარჩელის მოთხოვნა- მოპასუხე ა-----------------–---–ს დაეკისროს ხელფასის სახით ზედმეტად მიღებული თანხის ანაზღაურება.
6.2. სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს კონსტიტუციის 70-ე მუხლის მე-2 პუნქტის მიხედვით, ქვეყნის დაცვა საქართველოს ყოველი მოქალაქის ვალია. სამხედრო ვალდებულების მოხდის ფორმას ადგენს კანონი.
სასამართლო განმარტავს, რომ სამხედრო სამსახური წარმოადგენს სახელმწიფო სამსახურის განსაკუთრებულ სახეს და მიზნად ისახავს საქართველოს თავდაცვის უზრუნველყოფას, ამასთან, ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ” საქართველოს კანონის მე-2 მუხლის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამართლებრივი სტატუსის თავისებურებები, განისაზღვრება სახელმწიფო შეიარაღებული დაცვისათვის მასზე დაკისრებული ვალდებულებით, რაც დაკავშირებულია დასახული ამოცანების ყოველგვარ პირობებში შესრულებასთან, მაშინაც კი, თუ მის სიცოცხლეს საფრთხე ემუქრება.
სასამართლო აღნიშნავს, რომ ,,სამხედრო ვალდებულებისა და სამხედრო სამსახურის შესახებ" საქართველოს კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად, სამხედრო სამსახური იყოფა სავალდებულო, საკონტრაქტო (პროფესიულ), კადრის სამხედრო სამსახურებად და რეზერვად. სამხედრო სავალდებულო სამსახური შეიძლება მოხდილი იქნეს საკონტრაქტო სამსახურის ან საკონტრაქტო (პროფესიული) სამხედრო სამსახურის სახითაც.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2018 წლის 4 ნოემბრის №683 ბრძანების საფუძველზე, 2018 წლის 22 მარტს, ს----------–-----------–---------------ოსა და სამხედრო მოსამსახურე - ა-----------------–---–ს შორის გაფორმდა ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის გავლის შესახებ, ხოლო ამავე კონტრაქტის 3.3. პუნქტის საფუძველზე, სამხედრო მოსამსახურის, კონტრაქტის მოქმედებისა და სამსახურის გავლის ვადა შეადგენდა 4 (ოთხ) წელს, რომელიც აითვალა კონტრაქტის გაფორმების თარიღიდან.
სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ" ქვეპუნქტზე, რომლის მიხედვით, ადმინისტრაციული ხელშეკრულება არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ საჯარო უფლებამოსილების განხორციელების მიზნით ფიზიკურ ან იურიდიულ პირთან, აგრეთვე სხვა ადმინისტრაციულ ორგანოსთან დადებული სამოქალაქო სამართლებრივი ხელშეკრულება.
მითითებული კოდექსის 65-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული ხელშეკრულების დადებისას გამოიყენება ამ კოდექსის ნორმები და საქართველოს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული დამატებითი მოთხოვნები ხელშეკრულებათა შესახებ.
ამრიგად, სასამართლო აღნიშნავს, რომ მოსარჩელე - ს----------–-----------–---------------ოსა და მოპასუხე - ა-----------------–---–ს შორის დაიდო ადმინისტრაციული ხელშეკრულება სამხედრო სამსახურის შესახებ, რომლის მიმართ გამოყენებული უნდა იქნეს მათ შორის საქართველოს სამოქალაქო კოდექსის შესაბამისი ნორმები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამავე კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად და კეთილსინდისიერად.
სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში მხარეებს შორის დადებული ხელშეკრულებით განისაზღვრა ისეთი არსებითი პირობები, რომელთა შეუსრულებლობისათვის ხელშეკრულების მონაწილე მხარეს წარმოეშვა ამავე ხელშეკრულებით გათვალისწინებული ჯარიმის ანაზღაურების ვალდებულება, კერძოდ, ს----------–-----------–---------------ოსა და ა-----------------–---–ს შორის გაფორმებული კონტრაქტის თანახმად, აღნიშნული ხელშეკრულების მე-7 მუხლით გათვალისწინებული იქნა სამხედრო მოსამსახურის პასუხისმგებლობის განსაკუთრებული პირობები, რომლის 7.3. პუნქტის მიხედვით, იმ შემთხვევაში, თუ სამხედრო მოსამსახურე კონტრაქტის მოქმედების მე-2 ეტაპის განმავლობაში, ხოლო მე-3 მუხლის 3.3 პუნქტით გათვალისწინებული ვადის განმავლობაში, ვადამდე იქნებოდა დათხოვნილი საკონტრაქტო სამხედრო სამსახურიდან (წვევამდელის შემთხვევაში კანონმდებლობით გათვალისწინებულ შემთხვევებში ვადამდე შეუწყდება კონტრაქტი) სამხედრო სამსახურის პირველი ორი წლის გავლის პერიოდში, საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული იმ საფუძვლით, რომელიც კონტრაქტის ვადამდე შეწყვეტის შემთხვევაში ითვალისწინებს ფინანსური პასუხისმგებლობის წარმოშობას, ,,სამხედრო მოსამსახურე“ უპირობოდ ხდებოდა ვალდებული, კონტრაქტის შეწყვეტიდან (შეიარაღებული ძალების რიგებიდან დათხოვნის შესახებ ბრძანების გამოცემიდან) 10 (ათი) დღის ვადაში, აანაზღაუროს ,,სამინისტროს“ სასარგებლოდ ჯარიმის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარი.
საქმის მასალებით დადგენილია, რომ თანამდებობიდან გათავისუფლებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნის შესახებ საქართველოს შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 ნოემბრის №6850 ბრძანებით დგინდება, რომ ,,სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონის 21-ე მუხლის მე-2 პუნქტის ,,თ“ (კონტრაქტის პირობების დარღვევის გამო) ქვეპუნქტის საქართველოს მთავრობის 2016 წლის 17 მარტის №124 დადგენილებით დამტკიცებული ,,ს----------–-----------–---------------ოს სისტემის სამხედრო მოსამსახურეთა სამხედრო სადისციპლინო წესდების’’ 43-ე მუხლის (თვითნებური მიტოვება) პირველი პუნქტის და "სადისციპლინო წესდების აღსრულების ღონისძიებათა შესახებ’’ საქართველოს თავდაცვის მინისტრის 2016 წლის 12 აპრილის №23 ბრძანების თანახმად, საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის III მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის მსროლელი, რიგითი ა------------------------------–---–ი, რომელსაც საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის მეთაურის 2018 წლის 20 სექტემბრის M---------------- ბრძანებით შეჩერებული აქვს სამსახურებრივი უფლებამოსილება 2018 წლის 21 სექტემბრიდან, გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან, დათხოვნილ იქნა სამხედროს სამსახურიდან და ჩაირიცხა სამობილიზაციო რეზერვში, რაც არ გასაჩივრებულა და დღეის მდგომარეობით ძალაშია.
სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში განხორციელდა ხელშეკრულების (კონტრაქტის) შეუსრულებლობა, ხოლო ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. საყურადღებოა ის გარემოება, რომ ხელშეკრულების (კონტრაქტის) სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულების შინაარსი, რაც თავისთავად გულისხმობს ნების გამოვლენას კონტრაქტში მონაწილე პირებს შორის. შესაბამისად სასამართლო მიიჩნევს, რომ აღნიშნული კონტრაქტი დადებულად ითვლება თუ მხარეები, მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. ამდენად, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ დარღვეული იქნა ხელშეკრულებით გათვალისწინებული იმგვარი პირობები, რაც მას ვალდებულებას აკისრებს მოსარჩელეს აუნაზღაუროს კონტრაქტით განსაზღვრული ფულადი თანხა.
6.3. სასამართლო მიუთითებს „სამხედრო მოსამსახურის სტატუსის შესახებ“ საქართველოს კანონზე, რომელიც ადგენს სამხედრო მოსამსახურის სტატუსს, სამხედრო მოსამსახურის სტატუსის მქონე პირებსა და მათ უფლება-მოვალეობებს, აგრეთვე სამხედრო მოსამსახურეების, მათი ოჯახის წევრებისა და სამხედრო სამსახურიდან დათხოვნილი პირების ძირითად სოციალურ-სამართლებრივი დაცვის გარანტიებს. მითითებული კანონის 21-ე მუხლით გათვალისწინებულია სამსახურიდან დათხოვნის საფუძვლები, კერძოდ, აღნიშნული მუხლის მე-2 პუნქტის „თ“ ქვეპუნქტის თანახმად, სამხედრო მოსამსახურის სამსახურიდან დათხოვნის ერთ-ერთი საფუძველია კონტრაქტის პირობების დარღვევა, კონტრაქტით გათვალისწინებული ვადის გასვლა ან მხარეთა შეთანხმება.
მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ საქართველოს შეიარაღებული ძალების სახმელეთო ჯარების დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის მეთაურის 2019 წლის 23 მაისის M---------------- მიმართვის მიხედვით, რიგითი - ა-----------------–---–ი, გენერალური შტაბის უფროსის 2018 წლის 09 ნოემბრის №6850 ბრძანების თანახმად დათხოვნილია სამხედრო სამსახურიდან სამობილიზაციო რეზერვში, 2018 წლის 21 სექტემბრიდან.
დადგენილია, რომ დასავლეთ სარდლობის მე-3 ქვეითი ბრიგადის 31-ე ქვეითი ბატალიონის III მსუბუქი ქვეითი ასეულის II მსუბუქი ქვეითი ოცეულის III მესამე მსუბუქი ქვეითი ათეულის II საცეცხლე ჯგუფის მსროლელის, რიგითი ა------------------------------–---–ის ხელფასი ხელზე ასაღები შეადგენდა - 763,60 ლარს. ა-----------------–---–ის მიმართ სრულად მოხდა 2018 წლის სექტემბრის თვის ხელფასის ჩარიცხვა, 1 კლასის რიგით ა-----------------–---–ს სექტემბრის თვეში უნდა ჩარიცხვოდა 20 დღის ხელფასი 507,99 ლარი, ზედმეტად გაცემულმა 10 დღის ხელზე ასაღებმა ხელფასმა შეადგინა 255,61 ლარი.
6.4. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, ვალდებულების ძალით კრედიტორი უფლებამოსილია მოსთხოვოს მოვალეს რაიმე მოქმედების შესრულება, ამავე კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილით, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის მე-2 ნაწილით, მოვალის მიერ ვადის გადაცილებისას კრედიტორს შეუძლია დაუნიშნოს მოვალეს ვალდებულების შესრულებისათვის აუცილებელი დრო. თუკი მოვალე ამ დროშიც არ შეასრულებს ვალდებულებას, მაშინ კრედიტორს უფლება აქვს ვალდებულების შესრულების ნაცვლად მოითხოვოს ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 407-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ხელშეკრულებიდან გასვლისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს იმ ზიანის ანაზღაურება, რომელიც მას მიადგა ხელშეკრულების შეუსრულებლობით. ხოლო, 352-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთ-ერთი მხარე 405-ე მუხლით გათვალისწინებული პირობების არსებობისას უარს იტყვის ხელშეკრულებაზე, მაშინ მიღებული შესრულება და სარგებელი მხარეებს უბრუნდებათ (ნატურით დაბრუნება).
მითითებული კოდექსის 385-ე მუხლის თანახმად, ის, რაც ვალდებულების გარეშეა გადახდილი, შეიძლება უსაფუძვლო გამდიდრების შესახებ წესების მიხედვით უკან იქნეს მოთხოვილი, ხოლო 976-ე მუხლის პირველი ნაწილის „ა“ პუნქტის შესაბამისად პირს, რომელმაც სხვას ვალდებულების შესასრულებლად რაიმე გადასცა, შეუძლია მოსთხოვოს ვითომ-კრედიტორს (მიმღებს) მისი უკან დაბრუნება, თუ: ვალდებულება გარიგების ბათილობის ან სხვა საფუძვლის გამო არ არსებობს, არ წარმოიშობა ან შეწყდა შემდგომში.
ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ არსებობს ს----------–-----------–---------------ოს სასარჩელო მოთხოვნის დაკმაყოფილების ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძველი, რის გამოც მოპასუხე - ა-----------------–---–ს სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს ჯარიმის სახით - 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება. ასევე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ მოპასუხე - ა-----------------–---–ს უსაფუძვლოდ ანაზღაურებულმა ხელფასის ოდენობამ შეადგინა - 225,61 ლარი, რის გამოც მოპასუხე - ა-----------------–---–ს ს----------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ უნდა დაეკისროს, მის მიერ უსაფუძვლოდ მიღებული თანხის ანაზღაურება - 225,61 ლარის ოდენობით.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც იო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი და მე-2 მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 244-ე, 248-ე, 249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა :
1. ს----------–-----------–---------------ოს სარჩელი დაკმაყოფილდეს;
2.ა-----------------–---–ს (პ/ნ 3----------), ს----------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ დაეკისროს ჯარიმის სახით 3 000 (სამი ათასი) ლარის ანაზღაურება;
3.ა-----------------–---–ს (პ/ნ 3----------), დაეკისროს ს----------–-----------–---------------ოს (სახელმწიფო ბიუჯეტის) სასარგებლოდ - 225,61 ლარის ანაზღაურება.
4. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულებისაგან;
5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს დასაბუთებული გადაწყვეტილების მხარეთათვის გადაცემიდან 14 დღის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში (მდებარე ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32) სენაკის რაიონულ სასამართლოში (მდებარე ქ. სენაკი, შ. რუსთაველის ქ. 247) სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით.
მოსამართლე- დარეჯან კვარაცხელია