გადაწყვეტილება

ადმინისტრაციული 22.11.2019
საქმის ნომერი
010310016001436613
კატეგორია
დავის ტიპი
ადმინისტრაციული
თარიღი
22.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე 3/574-16(010310016001436613)

გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა

საქართველოს სახელით

27.11.2019 წ. ქ. ბათუმი

 

შესავალი ნაწილი

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგია

მოსამართლე კობა გოცირიძე

სხდომის მდივანი ქეთევან თურმანიძე

 

მოსარჩელე - ე----------------------

წარმომადგენელი - რ-------------------

 

მოპასუხე - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა

წარმომადგენელი - რ-----–----–---

 

დავის საგანი: ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტების ბათილად ცნობა, საწარმოო ტრამვის შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურება.

 

აღწერილობითი ნაწილი:

 

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1.1. ნაწილობრივ გაუქმდეს ანუ - ნაწილობრივ ბათილად გამოცხადდეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის რ----–-----------ს მიერ 2016 წლის 15 იანვარს მიღებული #4 ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს დაენიშნა მხოლოდ სარჩოს გადახდა.

 

2. გაუქმდეს ანუ ბათილად გამოცხადდეს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივნისის #193 ბრძანება, რომლის საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

3. დაეკისროს მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის ე--------------------- სასარგებლოდ გადახდილი სარჩოს დაბეგრილი ნაწილი - დღეის მდგომარეობით 2908,8 ლარი. მოპასუხე ვალდებულია მოახდინოს სარჩოს თანხის სრულად გადაახდევინება, რადგანაც ამგვარი თანხა დაბეგვრას არ ექვემდებარება.

 

3.1. აეკრძალოს მოპასუხეს შემდგომში სარჩოს დარიცხვისას ნებისმიერი დაბეგვრა.

 

4. დაეკისროს მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის ე--------------------- სასარგებლოდ - დღეის მდგომარეობით გაწეული მკურნალობის თანხის --1865,06 ლარის გადახდა.

 

4.1. დაეკისროს 2014 წლიდან დღემდე, წლიური 2000 ლარის ფარგლებში მკურნალობის უზრუნველყოფა, რაც შეადგენს 12000 – 1865,06 = 10134.94 ლარის ფარგლებში.

 

4.2. დაეკისროს ასევე მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის ე--------------------- სასარგებლოდ - მომავალში გასაწევი შესაბამისი ოდენობის - წლიური 2000 ლარის ფარგლებში, მკურნალობის თანხების გადახდა, რომლის ზუსტი ოდენობა განისაზღვება შესაბამისი სამედიცინო დოკუმენტაციის წარდგენის შემდეგ. საქართველოს შრომის კოდექსის 35-ე მუხლის მე-6 ნაწილის თანახმად, დამსაქმებელი ვალდებულია სრულად აუნაზღაუროს დასაქმებულს სამუშაოს შესრულებასთან დაკავშირებული, ჯანმრთელობის მდგომარეობის გაუარესებით მიყენებული ზიანი და აუცილებელი მკურნალობის ხარჯები.

 

5. დაეკისროს მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის სასარგებლოდ მთავარი სპეციალისტის დანამატის (განაკვეთის - 790 ლარის 40%-ის) – 316 ლარის 70% - 221, 2 ლარი X 48 თვეზე = 10 617, 6 ლარი.

 

6. დაეკისროს მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელის სასარგებლოდ 2018 წლის 1 იანვრიდან გადახდის დღემდე, 1400 ლარის 70% -ს, 980 ლარს - 533 ლარი = 427 ლარი ყოველთვიურად. დღეის მდგომარეობით, 427 X 18 = 7686 ლარი.

 

6.1. გადახდეს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 1 ივლისიდან ყიველთვიურად ფიქსირებული სარჩოს სახით 980 ლარის ოდენობით. საშტატო განაკვეთზე განსაზღვრული სახელფასო თანხების გაზრდის შემთხვევაში პროპორციულად გაიზარდოს სარჩოს თანხა. სახელფასო თანხის 70%-ის ოდენობით.

 

7. დაეკისროს მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას საკუთარი ბრალით მოსარჩელის 30%-ით არ დასაქმებისათვის (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 32.1), 2014 წლის 1 იანვრიდან 2018 წლის 1 იანვრამდე, 331,8 ლარი X 48 თვეზე = 15 926,4 ლარი, 2018 წლის 1 იანვრიდან 2019 წლის 1 ივლისამდე , 1400 ლარის 30% = 420 ლარი . 420 ლარი X 18 თვეზე =7560 ლარი. სულ 15 926,4 +7560= 23486,4 ლარი

 

7.1. უზრუნველყოს მოპასუხემ მოსარჩელის დასაქმება აღნიშნული 30%-ის ფარგლებში. დაუსაქმლებლობის შემთხვევაში 100% პროცენტით სარჩოს ანაზღაურება

 

8. დაეკისროს მოპასუხეს - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მოსარჩელისათვის სარჩოს ანაზღაურების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0,07 პროცენტი (საქართველოს შრომის კოდექსი, მუხლი 31.3). დღეის მდგომარეობით 46563.86ლარი X 0,07% X 1980 დღეზე (5 წელი და 6 თვე) = 64537.5 ლარი. მოპასუხის მიერ საკუთარი ბრალეულობით გამოწვეული მატერიალური ზარალი, რომელიც მას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, დღეის მდგომარეობით შეადგენს 46 563.86+ 64 537.5= 111 101.36 ლარს.

 

9. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ მორალური ზიანის ანაზღურება 50 000 ლარი, რაც გამოწვეული მოპასუხის მიერ მოსარჩელის მიმართ შეურაცხმყოფელი დამოკიდებულებით, რომელიც გრძელდება 5 წელზე მეტია. მოსარჩელისათვის დროული სამედიცინო დახმარების, აუცილებელი მკურნალობის აღმოუჩენლობის გამო, მის ჯანმრთელობას ადგება აუნაზღაურებელი ზიანი, რომელიც ვერცერთი თანხით ვერ ანაზღაურდება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 268-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ბ) ქვეპუნქტის თანახმად, სასამართლოს შეუძლია მხარეთა თხოვნით მთლიანად ან ნაწილობრივ დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება დასახიჩრების ან ჯანმრთელობის სხვა დაზიანებით გამოწვეული ზიანის ასანაზღაურებლად გადასახადების დაკისრების შესახებ. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს ვთხოვთ, ჩვენი სარჩელის დაკმაყოფილების შემთხვევაში, დაუყოვნებლივ აღსასრულებლად გადასცეს გადაწყვეტილება მოპასუხის მიმართ მკურნალობის ხარჯების სრული ანაზღაურების და სხვა მატერიალური ზარალის ნაწილში.

 

2908,8+1865,06 +10 617, 6+7686+23486,4=46563.86

 

(იხ. საბოლოო სასარჩელო მოთხოვნა)

 

2019 წლის 01 ივლისის საოქმო განჩინებით მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი წერილობითი შუმდგომლობის საფუძველზე სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთვარობის მიმართ მოსარჩელე ე--------------------- სასარგებლოდ მორალური ზიანის 50 000 ლარის დაკისრების თაობაზე უკან იქნა განხმობილი და მოთხოვნის ამ ნაწილში სარჩელი დატოვებული იქნა განუხილველი (იხ 2019 წლის 01 ივლისის სხდომის ოქმი და განჩინება)

 

დავის მოკლე შინაარსი;

 

2003 წლის 29 ნოემბერს აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში მუშაობისას მოსარჩელემ მიიღო საწარმოო ტრამვა, დაუდგინდა მუდმივი, ანუ უვადო შრომისუუნარობა და დაენიშნა სარჩო, შრომის ანაზღაურების 70%-ის ოდენობით, ხოლო სარჩოს ოდენობა განისაზღვრა დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის შრომის ანაზღაურების (790 ლარი) 70%-ის ოდენობით. ის ასევე იღებდა სამკურნალო ხარჯებს, შესაბამისი პროპორციული გაანგარიშების საფუძველზე. ამასთან, მან როგორც დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის კონსულტანტი, შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად იღებდა გასამრჯელოს 237 ლარს და მკურნალობის ხარჯებს. მოპასუხის მიერ მიღებული 2013 წლის 26 დეკემბრის №33 დადგენილებით ლიკვიდირებულად გამოცხადდა აჭარის ა.რ. მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი და შესაბამისად შეწყდა აღნიშნული თანხების გაცემის პროცესი. ამის შემდგომ ის იძულებული გახდა მიმემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის და მოეთხოვა - აჭარის ა.რ. მთავრობის აღიარება, ლიკვიდირებული პირის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების-ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, მისთვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სარჩოს გაცემის მხრივ.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ (მოსამართლე ჯ----------–------ 2014 წლის 28 ნოემბერს (საქმე №3-194/14 (010310014529439) მიიღო გადაწყვეტილება რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა; ეს გადაწყვეტილება გასაჩივრდა ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში; საბოლოოდ აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი ამ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით. სასამართლო აღმასრულებელმა აჭარის ა/რ მთავრობაში წარადგინა სააღსრულებო მომართვა და ითხოვა ხსენებული გადაწყვეტილების იძულებით აღსრულება.

 

აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხემ 2015 წლის 23 დეკემბერს გამოსცა #239 განკარგულება, რომლის საფუძველზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსს რ----–------------ დაევალა მოსარჩელისათვის მხოლოდ სარჩოს გაცემის მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. რუსლან ქორიძემ 2016 წლის 15 იანვარს მიიღო ბრძანება #4 რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს დაენიშნა მხოლოდ სარჩოს გადახდა 553 ლარის ოდენობით. ეს ბრძანება მის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ანუ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში, ხოლო აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივნისის #193 ბრძანები, საფუძველზეც არ დაკმაყოფილდა მოსარჩელის ადმინისტრაციული საჩივარი.

 

2. მოპასუხის პოზიცია:

 

2.1. მოპასუხე - წარმოდგენილ წერილობით შესაგებელში და ახსნა-განმარტებაში განმარტავს, რომ გასაჩივრებული აქტები გამოცემულია კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი და ასევე საბოლოოდ დაზუსტებული სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების სამართლებრივი საფუძვლები. (იხ. შესაგებელი, ახსნა-განმარტება)

 

3. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები:

 

3.1. 2003 წლის 29 ნოემბერს ე--------------------- აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტში უფროს სპეციალისტად მუშაობისას მიიღო საწარმოო ტრამვა, რის გამოც მას დაენიშნა სარჩო და მკურნალობის თანხები. სარჩოსა და მკურნალობის თანხების გაცემასთან დაკავშირებით სხვადასხვა დროს მიღებული იქნა სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის კომისიის დასკვნები და შესაბამისი ბრძანებები. ხოლო - აჭარის ა/რ შპს „ბათუმის #2 პოლიკლინიკას“ 2009 წლის 21 ოქტომბერს გაცემული აქვს სამედიცინო-სოციალური ექპერტიზის სსე-I 105346 ცნობა, რომლითაც დასტურდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დაუდგინა მუდმივი ანუ უვადო შრომითი დასახიჩრება - შრომისუუნარობის ფაქტი. სამედიცინო დასკვნის საფუძველზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტს 2009 წლის 30 ოქტომბერს მიღებული აქვს #57 ბრძანება, რომლის საფუძველზეც მოსარჩელეს მუდმივად დაენიშნა სარჩო, შრომის ანაზღაურების 70%-ის ოდენობით. იმავე ორგანოს მიერ 2012 წლის 13 აგვისტოს მიღებული #99 ბრძანების თანახმად, მოსარჩელეს განესაზღვრა სარჩოს ოდენობა მთავარი სპეციალისტის შრომის ანაზღაურების 790. ლარის - 70 პროცენტის ოდენობით. მოცემულ საქმეზე ასევე შესაფასებელია ის გარემოებაც, რომ მოსარჩელე, როგორც დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის კონსულტანტი, შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად იღებდა 237 ლარს - სამუშაო განაკვეთით განსაზღვრული თანხის 30%-ს. ამდენად მოსარჩელე მთლიანობაში ღებულობდა 790 ლარს; იგი ასევე ღებულობდა შესაბამისი პროპორციული გაანგარიშებებით სამკურნალო თანხებს მოპასუხის მიერ მიღებული დადგენილებით ლიკვიდირებულად გამოცხადდა აღნიშნული სამსახური და შესაბამისად მოსარჩელეს შეუწყდა სარჩოსა და მკურნალობის თანხების გადახდა. ამის შემდგომ ის იძულებული გახდა მიმემართა ბათუმის საქალაქო სასამართლოსათვის და მომეთხოვა - აჭარის ა.რ. მთავრობის აღიარება, ლიკვიდირებული პირის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების-ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, მისთვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სარჩოს გაცემის მხრივ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიამ 2014 წლის 28 ნოემბერს (საქმე №3-194/14 (010310014529439) მიიღო გადაწყვეტილება, რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა; ეს გააწყვეტილება გასაჩივრდა ჯერ ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში და შემდგომ საქართველოს უზენაეს სასამართლოში; საბოლოოდ აღნიშნული გადაწყვეტილება დარჩა ძალაში და გამოიწერა სააღსრულებო ფურცელი ამ გადაწყვეტილების იძულებით აღსრულების მიზნით.

 

მტკიცებულება; იხ. ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის 2014 წლის 28 ნოემბრის (საქმე №3-194/14 გადაწყვეტილება.

 

3.2. აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხესთან მოსარჩელემ წარადგინა სპეციალური განცხადება და მოითხოვა გადაწყვეტილების აღსრულება. მოპასუხესთან წარდგენილი განცხადების შინაარსი ჩამოყალიბებული იყო შემდეგნაირად: 1. პირად კონტროლზე აეყვანათ მისი საკითხი და არ მიეცეს რომელიმე მათ თანამშრომელს იმის საშუალება რომ დაარღვიოს კანონი. 2. მისი მოხოვნაა განახორციელოთ ადმინისტრაცული ქმედება ანდა გამოსცეთ ადმინისტრაციული აქტი, რომლის საფუძველზეც აღსდგება სამართლიანობა და აჭარის ა.რ. მთავრობას დეფაქტოდ აღიარებთ, ლიკვიდირებული პირის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულების-ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, მისთვის შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების და სარჩოს გაცემის საკითხში. 3. და საბოლოოდ ითხოვა - გამოეცათ ადმინისტრაციული აქტი რომლის საფუძველზეც 2014 წლის 01 იანვრიდან დაენიშნებოდა სარჩო, შრომის ანაზღაურების 70%-ის ოდენობით, სარჩოს ოდენობა განისაზღვროს დეპარტამენტის მთავარი სპეციალისტის შრომის ანაზღაურების (790 ლარი) 70%-ის ოდენობით. მას ასევე მიეღო სამკურნალო ხარჯები, შესაბამისი პროპორციული გაანგარიშების საფუძველზე. ამასთან, მან როგორც დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის კონსულტანტი, შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად აიღოს გასამრჯელო 237 ლარი და შესაბამისი ოდენობის მკურნალობის ხარჯები. 4. ის მზად არის ადმინისტრაციული წარმოების პროცესში მიაწოდოს საჭირო ინფორმაციები. მოპასუხემ უგულებელყო კანონის მოთხოვნები და და სადაო საკითხის შესწავლის დროს არ აწარმოა ადმინისტრაციული წარმოება; შესაბამისად მოსარჩელეს არ მიეცა საშუალება წარედგინა თავისი მოსაზრებები სადაო საკითხებთან დაშკავშირებით. მათი 2016 წლის 11 მარტის #788/01 განცხადების პასუხად მოპასუხემ 2016 წლის 23 მარტს გასცა მომართვა #496/02 რომლითაც დგინდება ის გარემოება, რომ მოსარჩელეს დაენიშნა მხოლოდ 553 ლარის ოდენობის სარჩო, ხოლო სხვა დანარჩენი მოთხოვნის ნაწილში მოპასუხე აცხადება უარს.

 

მტკიცებულება. იხ. 2016 წლის 23 მარტს გაცემული #496/02 მომართვა.

 

3.3. 2016 წლის 23 მარტის წერილში მითითებულია იმის თაობაზე, რომ აღნიშნული გადაწყვეტილების აღსრულების მიზნით, მოპასუხეს 2015 წლის 23 დეკემბერს მიუღია #239 განკარგულება, რომლის საფუძველზეც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსს ბ-ნ რ----–------------ დაევალა მოსარჩელისათვის მხოლოდ სარჩოს გაცემის მიზნით განახორციელოს კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებები. აღნიშნული #239 განკარგულება მისს მიერ გასაჩივრებულია ბათუმის საქალაქო სასამართლოში ეს საქმე ბ-ნ ჯ----------–------ წარმოებაშია. რ----–------------ 2016 წლის 15 იანვარს მიუღია ბრძანება #4 რომლის საფუძველზეც, მოსარჩელეს დაენიშნა მხოლოდ სარჩოს გადახდა 553 ლარის ოდენობით. ეს ბრძანება მის მიერ გასაჩივრებული იქნა ზემდგომ ადმინისტრაციულ ორგანოში, ანუ - აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობაში. მოსარჩელემ მოითხოვა ნაწილობრივ გაუქმდეს აჭარის ა/რ მთავრობის აპარატის უფროსის მიერ 2016 წლის 15 იანვარს მიღებული #4 ბრძანება; ის ითხოვდა სრულად მიეღო სამკურნალო ხარჯები, შესაბამისი პროპორციული გაანგარიშების საფუძველზე. ამასთან, როგორც დეპარტამენტის მთავარი ინჟინრის კონსულტანტი, შრომის ანაზღაურების სახით ყოველთვიურად აიღოს შესაბამისი თანხა და მკურნალობის ხარჯები.

 

მტკიცებულება. 2015 წლის 23 დეკემბერს მიღებული #239 განკარგულება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის მიერ 2016 წლის 15 იანვარს მიღებული #4 ბრძანება აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივნისის #193 ბრძანება.

 

3.4. მოპასუხემ უგულებელყო კანონის მოთხოვნები და 2016 წლის 15 ივნისს მიიღო ბრძანება #193 რომლის საფუძველზეც, არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი. წინამდებარე სარჩელით მოსარჩელე ითხოვს აღნიშნული ზემდგომი ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობას, ამასთანევე ითხოვს დაევალოს მოპასუხეს გადაუხადოს მოსარჩელეს მკურნალობის ხარჯები და მორალური ზიანი. გასაჩივრებულ ზემდგომ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებულ #193 ბრძანებაში მითითებულია იმის შესახებ, რომ მთავრობის აპარატის 2016 წლის 15 იანვრის #4 ბრძანება წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს. მოპასუხის მიერ მიღებული ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს კერძოდ: 1. მოპასუხემ არასწორად განმარტა ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მოსამართლე ბ-ნი ჯ----------–------ 2014 წლის 28 ნოემბერს (საქმე №3-194/14 (010310014529439) მიღებული გადაწყვეტილება რომლითაც სრულად დაკმაყოფილდა მისი სასარჩელო მოთხოვნა; ამ გადაწყვეტილებით უფლებამონაცვლედ დადგენილი იქნა მოპასუხე, რაც იმას ნიშნავს, რომ მან უნდა გადაიხადოს ყველა ის ზიანი რაც ზოგადად კანონით არის დადგენილი. 2. მოპასუხე ცდილობს გვერდი აუაროს კანონს და სრულიად უკანონოდ თვლის, რომ მან უნდა გადაიხადოს მხოლოდ სარჩო; მითითებულია 2009 წლის 30 ოქტომბრის #57 ბრძანებაზე და ამ ბრძანებაში ცვლილებების შეტანის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს #99 ბრძანებაზე; მართალია ამ ბრძანებებით ფორმალური თვალსაზრისით სარჩო დაენიშნა მოსარჩელეს, მაგრამ იმავდროულად სადაო არ არის ის გარემოება, რომ მოსარჩელე ასევე ლიკვიდირებული დაწესებულებიდან იღებდა ასევე იმ სახის თანხებს, რაც კანონით არის განსაზღვრული. 3. მოპასუხის მოასაზრებით, თითქოსდა იგი უფლებამონაცვლედ არ ყოფილა აღიარებული მკურნალობის ხარჯების ნაწილში; ამგვარი მოსაზრება არასწორია, რადგანაც უფლებამონაცვლეობა მოიცავს არა მხოლოდ ერთ კონკრეტულ საკითხს, არამედ ზოგადად ყველა იმ ურთიერთობებს რაც მანამდე არსებობდა ლიკვიდირებულ ორგანოსა და მოსარჩელეს შორის. 4. მოპასუხემ არასწორად მოახდინა სარჩოს გაანგარიშება და მისი ოდენობის დადგენა; მან მოახდინა სარჩოს გაანგარიშება 2009 წლის 30 ოქტომბრის #57 ბრძანების საფუძველზე რაც არასწორია, რადგანაც სარჩოს გაანგარიშება ხდება ამჟამად მოპასუხე ორგანიზაციაში შესაბამის სახელფასო განაკვეთების მიხედვით. 5. მოპასუხეს სარეზერვო ფონდიდან განუხორციელებია თანხის მიზნობრივი დაფინანსება 13 272 ლარის ოდენობით; ამ თანხიდან მოსარჩელემ მიიღო მხოლოდ 11 375 ლარი; მოპასუხემ მოახდინა თანხის არასწორი დაქვითვა და დღეის მდგომარეობით მთლიანობაში - 2908,8 ლარი სპეციალურად მიითვისა; ამიტომაც მოსარჩელე ითხოვს დაეკისროს მოპასუხეს ამ სხვაობის თანხის 2908,8 ლარის გადახდევინება. 6.ადმინისტრაციულ საჩივარში მოპასუხე უთითებდა იმ გარემოებაზე, რომ სარჩოს დანიშვნა უნდა მომხდარიყო არა ძველი გაანგარიშებებით, არამედ მთავრობაში განსაზღვრული სახელფასო განაკვეთის მიხედვით. მოპასუხემ მოახდინა სარჩოზე საშემოსავლოს ადგილზე დაკავება; დღეის მდგომარეობით გადასახდელია 2908,8 ლარი. ეს თანხა მოპასუხემ უკანონოდ ჩათვალა საშემოსავლო თანხად, რაც არასწორია რადგანაც საგადასახადო კოდექსის მიხედვით „სარჩო არ ექვემდებარება დაბეგვრას. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ ეს საკითხები მოპასუხემ საერთოდ არ განიხილა და ამის თაობაზე გასაჩივრებული აქტის სამოტივაციო ნაწილში არ დააფიქსირა საკუთარი მოსაზრებები; ანუ ეს საკითხი დე-ფაქტოდ არ განუხილავს მოპასუხეს. 7.მხედველობაშია მისაღები ის გარემოება, რომ მოსარჩელე როდესაც ღებულობდა ამჟამად ლიკვიდირებული ორგანიზაციიდან კუთვნილ სარჩოსა და მკურნალობის თანხებს, მასზე არ ხდებოდა საშემოსავლოს თანხის დარიცხვა, რადგანაც კანონი ამგვარ წესს არ განსაზღვრავდა; იგივე კანონი მოქმედებს დღესაც; ამდენად მოპასუხემ დაარღვია კანონის მოთხოვნა და ისედაც მცირე სარჩოს თანხებზე მოახდინა დარიცხვები, რაც არასწორია; შესაფასებელია ის გარემოებაც რომ მისი მხრიდან ამგვარი უკანონო საშემოსავლოს თანხის დაკავება კვლავ გრძელდება; შესაბამისად მოსარჩელე ითხოვს მოპასუხემ აღარ მოახდინოს სარჩოს თანხაზე საშემოსავლო თანხის დაკავება. 8. მოპასუხე ასევე ვალდებულია გადაიხადოს მკურნალობის თანხები, რომლის ზუსტი ოდენობის წინასწარ დადგენა შეუძლებელია, რადგანაც მოსარჩელემ არ იცის - რა სახის მკურნალობა დასჭირდება, როდის და რა ღირებულების იქნება ეს მკურნალობა. ლიკვიდირებული ორგანიზაციის მიერ 31.12.2013წ. გაცემული ცნობის მიხედვით, წლიური ფიქსირებული თანხა მკურნალობისათვის შეადგენდა - 2000 ლარს. 9.მოპასუხემ დროულად არ გადაიხადა სარჩოს თანხები, ამიტომაც მოსარჩელე ითხოვს „ შრომის კოდექსის“ საქართველოს კანონის საფუძველზე ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე საურავის 0.07%-ის დარიცხვა 2014 წლის იანვრის შემდგომ პეროდზე. მოპასუხე ვალდებულია სრულად აღადგინოს თავდაპირველი მდგომარეობა ანუ მან სრულად უნდა გადაიხადოს სარჩოს თანხები, რაც იმას გულისხმობს რომ მან ასევე 30%-ის ფარგლებში უნდა უზრუნველყოს მოსარჩელის დასაქმება; ასვე მოპასუხემ უზრუნველყოს მოსარჩელის დასაქმება სახელფასო ურთიერთობის წესის 30%-ის გაანგარიშების ფარგლებში.

 

მტკიცებულება; იხ დაზუსტებული სარჩელი 11.04.18 წელი.

 

4. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

4.1. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, თუ ამ კოდექსით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში გამოიყენება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის დებულებანი. სასამართლო მიუთითებს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველ ნაწილზე, რომლის თანახმად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებებით უნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. აღნიშნული ნორმის შინაარსი გულისხმობს იმას, რომ მოდავე მხარეებს თანაბარი შესაძლებლობა აქვთ განკარგონ ფაქტიური გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები, აგრეთვე, მხარეთა უფლებას, მიუთითონ ფაქტებზე თავიანთი მოთხოვნების დასასაბუთებლად და წარმოადგინონ მტკიცებულებები ამ ფაქტების დადასტურება-დამტკიცებისათვის. ამავე კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს სადავო სამართლებრივი ურთიერთობის არსებობისა თუ საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტება სადავო ურთიერთობის ან საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად უნდა ჩაითვალოს, რაც ეწინააღმდეგება საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს. მოცემულ შემთხვევაში მოპასუხე იმ გარემოებას, რომ გასაჩივრებული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები გამოცემულია კანონმდებლობით დადგენილ მოთხოვნათა დაცვით, ასაბუთებს სასამართლოსათვის მიცემული ახსნა-განმარტებით, რაც სხდომაზე მონაწილე მხარეთა განმარტებებითა და საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ერთობლიობაში შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე უნდა იქნეს გაზიარებული.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

5. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებული მასალებისა და მხარეთა ახსნა-განმარტების მოსმენის, სარჩელის ფაქტობრივი და სამართლებრივი საფუძვლიანობის შემოწმებისა და საქმეში არსებულ მტკიცებულებათა სამართლებრივი შეფასების შედეგად, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

6. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსი; საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსი, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; “შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის N45 დადგენილება.

 

7. სამართლებრივი შეფასება

 

7.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის თანახმად, „1. ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს. საქმის სამართლიანი და დროული განხილვის უფლება უზრუნველყოფილია. 2. ყოველი პირი უნდა განსაჯოს მხოლოდ იმ სასამართლომ, რომლის იურისდიქციასაც ექვემდებარება მისი საქმე.3. დაცვის უფლება გარანტირებულია. ყველას აქვს უფლება სასამართლოში დაიცვას თავისი უფლებები პირადად ან ადვოკატის მეშვეობით

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაერთხელ გაუსვა ხაზი სასამართლოსადმი მიმართვის კონსტიტუციური უფლების მნიშვნელობას. „სასამართლოს ხელმისაწვდომობის უფლება ინდივიდის უფლებების და თავისუფლებების დაცვის, სამართლებრივი სახელმწიფოსა და ხელისუფლების დანაწილების პრინციპების უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი კონსტიტუციური გარანტიაა. ის ინსტრუმენტული უფლებაა, რომელიც, ერთი მხრივ, წარმოადგენს სხვა უფლებებისა და ინტერესების დაცვის საშუალებას, ხოლო, მეორე მხრივ, ხელისუფლების შტოებს შორის შეკავებისა და გაწონასწორების არქიტექტურის უმნიშვნელოვანეს ნაწილს“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2009 წლის 10 ნოემბრის გადაწყვეტილება №1/3/421,422 საქმეზე „საქართველოს მოქალაქეები - გიორგი ყიფიანი და ავთანდილ უნგიაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1). „სამართლიანი სასამართლოს უფლება ... უზრუნველყოფს კონსტიტუციური უფლებების ეფექტურ რეალიზაციას და უფლებებში გაუმართლებელი ჩარევისგან დაცვას“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2008 წლის 19 დეკემბრის გადაწყვეტილება №1/1/403,427 საქმეზე „კანადის მოქალაქე ჰუსეინ ალი და საქართველოს მოქალაქე ელენე კირაკოსიანი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-1).

 

სამართლებრივი სახელმწიფოს უპირველეს მოთხოვნას წარმოადგენს ადამიანის უფლებებისა და თავისუფლებების სათანადო რეალიზაციის უზრუნველყოფა. „ამდენად, სამართლიანი სასამართლოს უფლება, როგორც სამართლებრივი სახელმწიფოს პრინციპის განხორციელების ერთგვარი საზომი, გულისხმობს ყველა იმ სიკეთის სასამართლოში დაცვის შესაძლებლობას, რომელიც თავისი არსით უფლებას წარმოადგენს. ამა თუ იმ უფლებით სრულად სარგებლობის უზრუნველყოფის უმნიშვნელოვანესი გარანტია ზუსტად მისი სასამართლოში დაცვის შესაძლებლობაა. თუკი არ იქნება უფლების დარღვევის თავიდან აცილების ან დარღვეული უფლების აღდგენის შესაძლებლობა, სამართლებრივი ბერკეტი, თავად უფლებით სარგებლობა დადგება კითხვის ნიშნის ქვეშ“ (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2010 წლის 28 ივნისის №3/1/466 გადაწყვეტილება საქმეზე „საქართველოს სახალხო დამცველი საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, II-14).

 

7.2. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის მოთხოვნით.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის ,,დ’’ ქვეპუნქტის თანახმად, ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი არის ადმინისტრაციული ორგანოს მიერ ადმინისტრაციული კანონმდებლობის საფუძველზე გამოცემული ინდივიდუალური სამართლებრივი აქტი, რომელიც აწესებს, ცვლის, წყვეტს ან ადასტურებს პირის ან პირთა შეზღუდული წრის უფლებებსა და მოვალეობებს. ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტად ჩაითვლება აგრეთვე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ მიღებული გადაწყვეტილება მის უფლებამოსილებას მიკუთვნებული საკითხის დაკმაყოფილებაზე განმცხადებლისათვის უარის თქმის შესახებ, ასევე ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ან დადასტურებული დოკუმენტი, რომელსაც შეიძლება მოჰყვეს სამართლებრივი შედეგები.

 

მოცემულ შემთხვევაში სასამართლოს მიაჩნია, რომ გასაჩივრებული სადავო აქტები საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-2 მუხლის საფუძველზე წარმოადგენენ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებს, რომელთა კანონშესაბამისობაც სასამართლომ უნდა შეამოწმოს მოცემული სარჩელის ფარგლებში.

 

ადმინისტრაციული მართლმსაჯულების მეშვეობით პირი ახდენს თავისი სუბიექტური უფლების სასამართლოსადმი მიმართვის შესაძლებლობის რეალიზაციას, ხოლო სასამართლო ამოწმებს ადმინისტრაციის მოქმედების კანონიერებას. ყოველი კონკრეტული საქმის გადაწყვეტა სასამართლოში დაკავშირებულია გარკვეული ფაქტების დადგენასთან. ფაქტების დადგენის აუცილებლობა განპირობებულია იმით, რომ სასამართლო იხილავს და წყვეტს მხარეთა შორის წარმოქმნილ დავებს, რომლებიც სამართლით რეგულირებული ურთიერთობებიდან წარმოიშობიან. სამართლებრივი ურთიერთობა კი შეიძლება აღმოცენდეს, განვითარდეს ან შეწყდეს მხოლოდ იურიდიული ფაქტების საფუძველზე. ე.ი. ისეთი ფაქტების საფუძველზე, რომლებსაც სამართლის ნორმა უკავშირებს გარკვეულ იურიდიულ შედეგს. სასამართლო მიუთითებს, რომ მართლმსაჯულება უნდა პასუხობდეს სამართლიანობის მოთხოვნებს და უზრუნველყოფდეს უფლებებში ეფექტურ აღდგენას. სასამართლო დაცვა უნდა იყოს სრული, რაც გულისხმობს არა მხოლოდ პირის შესაძლებლობას მიმართოს სასამართლოს, არამედ სასამართლოს ვალდებულებას, გამოიტანოს სამართლიანი და დასაბუთებული გადაწყვეტილება

 

7.3. საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები. ამავე მუხლის მე–2 ნაწილით, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32–ე ან 34–ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

7.4. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32.4. მუხლის თანახმად, თუ სასამართლო მიიჩნევს, რომ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი გამოცემულია საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის გარემოების გამოკვლევისა და შეფასების გარეშე, იგი უფლებამოსილია სადავო საკითხის გადაუწყვეტლად ბათილად ცნოს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი და დაავალოს ადმინისტრაციულ ორგანოს, ამ გარემოებათა გამოკვლევისა და შეფასების შემდეგ გამოსცეს ახალი. სასამართლო ამ გადაწყვეტილებას იღებს, თუ ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობისათვის არსებობს მხარის გადაუდებელი კანონიერი ინტერესი.

 

სასამართლო მიუთითებს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 97-ე მუხლზე, რომლის შესაბამისადაც ადმინისტრაციულმა ორგანომ ყოველმხრივ უნდა გამოიკვლიოს, სწორად შეაფასოს საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე გარემოებები და ისე გამოსცეს ადმინისტრაციული აქტი.

 

სასამართლო უპირველესად ხელმძღვანელობს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მოსაზრებით, რომ თუ კი „ევროპული კონვენციის მე-6 მუხლი სასამართლოს ავალდებულებს დაასაბუთონ თავიანთი გადაწყვეტილებანი, ეს არ შეიძლება გაგებულ იქნეს თითოეულ არგუმენტზე პასუხის გაცემის მოთხოვნად“ (იხ. ჯღარკავა საქართველოს წინააღმდეგ).

 

7.5. განსახილველ შემთხვევში სასამართლო თვლის, რომ სასარჩელო მოთხოვნები არის უსაფუძლო და სამართლებრივად დაუსაბუთებელი რის გათვალისწინებითაც მოსარჩელეს სარჩელის დაკმაყოფილებაზე სრულად უნდა ეთქვას უარი, საქმეზე წარმოდგენილი მასალებითა და სასამართლოს სხდომებზე გამოკვლეული მტკიცებულებათა ერთობლიობით უნდა იქნეს გაზიარებული მოპასუხის პოზიცია შემდეგ გარემოებათა გამო; მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს ნაწილობრივ ბათილად იქნას ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება, რომლითაც ე--------------------- შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2016 წლის დამტკიცებული ასიგნებიდან დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 553 ლარის ოდენობით უვადოდ. აღნიშნულთან დაკავშირებით აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის N57 ბრძანებით, ე--------------------- სარჩოს ოდენობა ხელახლა განესაზღვრა, შრომის ანაზღაურების 70%-ის ოდენობით პროფესიული შრომისუუნარობის 70%-ით დაკარგვის გამო (საფუძველი სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტი N119/03, 21.10.2009). აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს N99 ბრძანებით, ზემოაღნიშნულ ბრძანებაში შეტანილი იქნა ცვლილება, კერძოდ: ე--------------------- სარჩოს ოდენობა განესაზღვრა მთავარი სპეციალისტის შრომის ანაზღაურების - 790 ლარის 70%-ის ოდენობით, პროფესიული შრომისუუნარობის 70%-ით დაკარგვის გამო.

 

აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის N57 ბრძანების გამოცემის სამართლებრივ საფუძვლად მითითებულია საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის თანახმადაც: თუ სხეულის დაზიანებით ან ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად დაზარალებულს წაერთვა შრომის უნარი ან შეუმცირდა იგი, ანდა იზრდება მისი მოთხოვნილებები,დაზარალებულს უნდა აუნაზღაურდეს ზიანი ყოველთვიური სარჩოს გადახდით. სამართლებრივ საფუძვლად, ასევე მითითებულია „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილების მე-2 მუხლის პირველი პუნქტი, რომლის თანახმადაც: “შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ” საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულების მოთხოვნათა დაცვით დანიშნული “ზიანის ანაზღაურების სარჩო” ექვემდებარება ანაზღაურებას დამსაქმებლის ან მისი უფლებამონაცვლის მიერ, გარდა ამ მუხლის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული შემთხვევისა.

 

„შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს პრეზიდენტის 1999 წლის 9 თებერვლის N48 ბრძანებულება, საქართველოს პრეზიდენტის 2007 წლის 2 ივნისის N93 ბრძანებულებით ძალდაკარგულად იქნა ცნობილი. „შრომითი მოვალეობის შესრულებისას მუშაკის ჯანმრთელობისათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების წესის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2007 წლის 24 მარტის N53 დადგენილება, საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის N45 დადგენილებით იქნა ძალდაკარგულად ცნობილი.

 

“შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების დახმარების დანიშვნისა და გაცემის წესის დამტკიცების თაობაზე”საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის N45 დადგენილების მე-3 მუხლის თანახმად: დახმარების ადმინისტრირების ორგანოა საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს (შემდგომში – სამინისტრო) სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული საჯარო სამართლის იურიდიული პირი – სოციალური მომსახურების სააგენტო (შემდგომში – სააგენტო), რომლის უფლება-მოვალეობებია: ა) დახმარების გაცემის ორგანიზება; ბ) თავის საქმიანობაში შესაბამისი პროგრამული უზრუნველყოფისა და მართვის ავტომატიზებული საშუალებების, ელექტრონული დოკუმენტბრუნვის სისტემისა და ელექტრონული ხელმოწერის გამოყენება (ელექტრონულ დოკუმენტს და მის ამონაბეჭდს აქვს ისეთივე იურიდიული ძალა, როგორიც მატერიალურ დოკუმენტს); გ) დახმარების მიღებასთან დაკავშირებული სხვა საკითხების რეგულირება.

 

ამავე წესის მე-5 მუხლის პირველი პუნქტის შესაბამისად: დახმარება შეიძლება დაენიშნოს საქართველოს მოქალაქეს, რომელიც დასაქმებული იყო საქართველოს ტერიტორიაზე სახელმწიფოს 100%-იანი წილობრივი მონაწილეობით შექმნილ და ლიკვიდირებულ საწარმოში (უფლებამონაცვლე არ ჰყავს), 2007 წლის 1 იანვრამდე დადგენილი აქვს პროფესიული დაავადება ამ დამსაქმებელთან მუშაობის გამო ან ამავე დამსაქმებლის ბრალეულობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას მის ჯანმრთელობას მიადგა ზიანი და: ა) სასამართლოს კანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილებით დადასტურებული აქვს ფულადი გასაცემლის მიღების უფლება; ბ) სააგენტოს მხრიდან 2007-2008 წლებში გაცემულია ერთჯერადი კომპენსაცია ან დაფარულია დავალიანება.

 

დღეის მდგომარეობით შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებასთან დაკავშირებით, მოქმედ მარეგულირებელ ნორმატიულ აქტს წარმოადგენს საქართველოს მთავრობის 2013 წლის პირველი მარტის N45 დადგენილება, რომელიც მოსარჩელის შემთხვევაზე არ ვრცელდება. ამრიგად, მოსარჩელის ე--------------------- სარჩოს ანაზაურებასთან დაკავშირებით სპეციალური მოქმედი ნორმატიული აქტი არ არსებობს, გარდა სამოქალაქო კოდექსის 408-ე მუხლის მე-2 ნაწილისა, რომელიც ზოგადად განსაზღვრავს ჯანმრთელობისათვის ვნების მიყენების შედეგად ზიანის ყოველთვიური სარჩოთი ანაზღაურებას. ე--------------------- დღეის მდგომარეობით დადგენილი აქვს მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის სტატუსი, რაც „სოციალური პაკეტის განსაზღვრის შესახებ“ საქართველოს მთავრობის 2012 წლის 23 ივლისის N279 დადგენილების შესაბამისად, სოციალური პაკეტის დანიშვნის საფუძველია. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2013 წლის 26 დეკემბრის N33 დადგენილებით, 2014 წლის 1 იანვრიდან ლიკვიდირებული იქნა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტი, რის საფუძველზეც შეწყდა ე---------------------ათვის დანიშნული ყოველთვიური სარჩოს გადახდა.

 

ბათუმის საქალაქოსასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილებით (საქმე N3-194/14), აჭარისა ვტონომიური რესპუბლიკის მთავრობა აღიარებული იქნა ლიკვიდირებული პირის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის უფლებამონაცვლედ, ე---------------------ათვის სარჩოს ოდენობის ხელახალი განსაზღვრისა და მისი უვადოდ გაცემის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის N57 ბრძანებითა და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს N99 ბრძანებით განსაზღვრული, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელისათვის სარჩოს გაცემაში. აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილება შესულია კანონიერ ძალაში.

 

ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ოქტომბრის გადაწყვეტილების აღსრულებასთან დაკავშირებით, გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის 2015 წლის 23 დეკემბრის N239 განკარგულება, რომლის თანახმადაც: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს დაევალა, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2014 წლის 28 ნოემბრისკანონიერ ძალაში შესული გადაწყვეტილების (საქმე N3-194/14) აღსრულების და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის საქვეუწყებო დაწესებულება - ტელევიზიისა და რადიო მაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის №57 ბრძანებითა და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს N99 ბრძანებით განსაზღვრული, შრომითი მოვალეობის შესრულებისას დასაქმებულის ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურების მიზნით, მოსარჩელისათვის სარჩოს გაცემის მიზნით, კანონმდებლობით გათვალისწინებული ღონისძიებების განხორციელება. ამასთან, აღნიშნული სასამართლო გადაწყვეტილებისა და აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის განკარგულების აღსრულებისათვის, გამოიცა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება, რომლითაც ე--------------------- შრომითი მოვალეობის შესრულებისას ჯანმრთელობისათვის ვნების შედეგად მიყენებული ზიანის ანაზღაურებისათვის, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის 2016 წლის დამტკიცებული ასიგნებიდან, უვადოდ დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 553 ლარის ოდენობით, რომელიც დაანგარიშებული იქნა ტელევიზიისა და რადიომაუწყებლობის დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს N99 ბრძანების მიხედვით. ამრიგად, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება, გამოიცა კანონმდებლობისა და სასამართლო გადაწყვეტილების შესაბამისად, აღნიშნული ბრძანებით დაკმაყოფილდა ე--------------------- მოთხოვნა სარჩოს აღდგენის თაობაზე, შესაბამისად მისი ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7.6. მოსარჩელე ითხოვს ბათილად იქნას ცნობილი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივნისის N193 ბრძანება, რომლითაც არ დაკმაყოფილდა მისი ადმინისტრაციული საჩივარი. ე--------------------- 2016 წლის 21 აპრილს ადმინისტრაციული საჩივრით მომართა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარეს და მოითხოვა აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N4 ბრძანების ნაწილობრივ ბათილად ცნობა, რაც ზემოაღნიშნული გარემოებების გამო არ იქნა დაკმაყოფილებული.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601 მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ბათილად ცნობს მისი გამომცემი ადმინისტრაციული ორგანო, ხოლო საჩივრის ან სარჩელის შემთხვევაში – ზემდგომი ადმინისტრაციული ორგანო ან სასამართლო. ამავე კოდექსის 185-ე მუხლის თანახმად, თუ ამ თავით სხვა რამ არ არის დადგენილი, ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიყენება მარტივი ადმინისტრაციული წარმოების წესები.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ადმინისტრაციულ ორგანოს ადმინისტრაციული საჩივრის განხილვის შედეგად გამოაქვს ერთ-ერთი შემდეგი გადაწყვეტილება: ა) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილების შესახებ; ბ) ადმინისტრაციული საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის თაობაზე; გ) ადმინისტრაციული საჩივრის ნაწილობრივ დაკმაყოფილების შესახებ. ამავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად კი ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით ამოწმებს ადმინისტრაციული ორგანო. ადმინისტრაციული საჩივრის განმხილველი ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია შეამოწმოს, აკმაყოფილებს თუ არა ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი კანონის იმ მოთხოვნას, რომელიც ადმინისტრაციული საჩივრის წარმდგენ პირს ანიჭებს რაიმე უფლებას ან უპირატესობას. ადმინისტრაციულ საჩივარს, როგორც უფლების დაცვის საშუალებას, მხარისთვის განსაკუთრებული ინტერესი გააჩნია და ადმინისტრაციული წარმოება ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებით გულისხმობს ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის კანონიერების გადამოწმებას, რომელიც თავის თავში მოიცავს აქტის, როგორც ფორმალური, ისე მატერიალური კანონიერების გადამოწმებას. სასამართლო მიუთითებს, რომ საქართველოს იუსტიციის სამინისტროს საჯარო რეესტრის ეროვნულ სააგენტოს, როგორც საჩივრის განმხილველ ორგანოს, გასაჩივრებული აქტის კანონიერებისა და მიზანშეწონილობის გადამოწმების ვალდებულება წარმოეშვება მაღალი ხარისხით, რაც გულისხმობს იმას, რომ მის მიერ გამოკვლეული უნდა ყოფილიყო საქმისთვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და აღნიშნულის საფუძველზე მიღებული უნდა ყოფილიყო გადაწყვეტილება საჩივრის დაკმაყოფილების ან საჩივრის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის შესახებ.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 201-ე მუხლის მე-3 ნაწილიდან გამომდინარე, ადმინისტრაციული ორგანო (ადმინისტრაციული საჩივრის განხილვაზე უფლებამოსილი პირი) ადმინისტრაციულ საჩივართან დაკავშირებულ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტს ამოწმებს კანონიერებისა და მიზანშეწონილობის თვალსაზრისით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ შემთხვევაში დადგენილი იქნა, რომ აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N4 ბრძანება, კანონის მოთხოვნათა დაცვითთ არის მიღებული და ის მოსარჩელის კანონიერ ინტერესებს დაკავშირებით პირდაპირ და უშუალო ზიანს არ აყენებს, შესაბამისად აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 15 ივნისის N193 ბრძანების ბათილად ცნობის სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს.

 

7.7. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს გასული პერიოდის სარჩოს თანხის, დაბეგრილი ნაწილის გადახდა და შემდგომი ნებისმიერი დაბეგრვის აკრძალვა. აღნიშნულის თაობაზე აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატში წარმოდგენილი სსიპ საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიოს 2016 წლის 18 თებერვლის N02-19/69 წერილის თანახმად, ე---------------------ათვის განსაზღვრული ყოველთვიური სარჩოს (შრომის ანაზღაურების 790 ლარის 70%-ის ოდენობით) ბოლო გაცემა განხორციელდა 2013 წლის დეკემბერში. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატის უფროსის 2016 წლის 15 იანვრის N4 ბრძანებით, ე--------------------- დაენიშნა ყოველთვიური სარჩო 553 ლარის ოდენობით. შესაბამისად ე--------------------- ასანაზღაურებელი ჰქონდა ორი წლის (2014-2015) პერიოდის სარჩოს თანხა. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის N141 ბრძანებით, ე--------------------- 2014 წლის იანვრიდან 2015 წლის დეკემბრის ჩათვლით პერიოდის სარჩოს თანხის ანაზღაურების მიზნით, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის 2016 წლის რესპუბლიკური ბიუჯეტით გათვალისწინებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის სარეზერვო ფონდიდან, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის აპარატს გამოეყო 13 272 ლარი. „საქართველოს საგადასახადო კოდექსის კოდექსის“ 82-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის შესაბამისად: საშემოსავლო გადასახადისგან არ იბეგრება ბავშვობიდან შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირის, აგრეთვე მკვეთრად და მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირების მიერ კალენდარული წლის განმავლობაში მიღებული დასაბეგრი შემოსავალი 6000 ლარამდე. ე--------------------- 2016 წლის იანვრიდან აპრილის ჩათვლით მიღებული აქვს ყოველთვიური სარჩოს თანხა 553 ლარის ოდენობით, სულ 2212 ლარი. აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის თავმჯდომარის 2016 წლის 10 მაისის N141 ბრძანებით, გამოიყო 13 272 ლარი და ჯამში ამ დროისათვის მისმა შემოსავალმა შეადგინა 15 484 ლარი. ვინაიდან ე---------------------, როგორც მნიშვნელოვნად გამოხატული შეზღუდული შესაძლებლობის მქონე პირი, 6000 ლარამდე შემოსავალი არ დაიბეგრება, ამიტომ 15 484-6000=9484 ლარს. შესაბამისად დასაბეგრი დარჩა 9484 ლარი, საიდანაც დასაბეგრმა თანხამ შეადგინა 1896,80 ლარი. აღნიშნულის საფუძველზე, მას პირად ანგარიშზე ჩაერიცხა დაუბეგრავი 6000 ლარი და დაბეგრილი 7587,20 ლარი. ამრიგად, მოსარჩელისათვის თანხის ჩარიცხვა და დაბეგრვა განხორციელდა საქართველოს საგადასახადო კოდექსის მოთხოვნათა სრული დაცვით, რის გამოც აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მისთვის დამატებითი თანხის გადახდის არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას, მოსარჩელის სასარგებლოდ დაეკისროს მკურნალობის თანხების ანაზღაურება. ე---------------------ათვის სარჩოს ოდენობის ხელახალი განსაზღვრისა და მისი უვადოდ გაცემის შესახებ დეპარტამენტის თავმჯდომარის 2009 წლის 30 ოქტომბრის N57 ბრძანებითა და ამ ბრძანებაში ცვლილების შეტანის შესახებ, დეპარტამენტის თავმჯდომარის 2012 წლის 13 აგვისტოს N99 ბრძანებით, დადგენილია მხოლოდ სარჩოს გაცემა, აღნიშნული ბრძანებები არ ეხება მკურნალობის ხარჯებს. ამ ბრძანებებით განსაზღვრული სარჩოს გაცემაში იქნა უფლებამონაცვლედ აღიარებული აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობა. შესაბამისად სასამართლოს გადაწყვეტილების აღსრულება მოიცავს დეპარტამენტის თავმჯდომარის მითითებული ბრძანებებით დადგენილი ოდენობით სარჩოს გადახდას. ამრიგად აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს. ამასთან, ე--------------------, როგორც შშმ პირი დაზღვეულია სახელმწიფოს მიერ, ჯანმრთელობის საყოველთაო დაზღვევის პროგრამით და ის სარგებლობს შესაბამისი დაზღვევის პაკეტით.

 

7.8. სასარჩელო მოთხოვნას, წარმოადგენს მთავარი სპეციალისტის დანამატის გადახდას, რის თაობაზეც უნად აღინიშნოს, რომ საჯარო სამსახურის კანონმდებლობით განსაზღვრული დანამატის გაცემა სარჩოს ანაზღაურებისათვის უსაფუძვლოა, რადგან კანონმდებლობა არ ითვალისწინებს მსგავსი ანაზღაურების სარჩოზე გავრცელებას. შესაბამისად მისი დაკმაყოფილების არანაირი ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. საასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს სარჩოს თანხის 980 ლარის გადახდას და გასული პერიოდის სხვაობის ანაზღაურებას. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, აღნიშნული მოთხოვნაც უსაფუძვლოა, ვინაიდან მოსარჩელეს დაენიშნა თავდაპირველად მისთვის განსაზღვრული სარჩოს თანხის ოდენობა, სასამართლოს მიერ უფლებამონაცვლეობის ცნობისთანავე, ხოლო თანხის შემდგომ ზრდას მოქმედი კანონმდებლობა არ ითვალისწინებს, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობისათვის მოსარჩელის სასარგებლოდ 30%-ით არ დასაქმებისათვის ფულადი თანხის გადახდა და დასაქმება 30%-ის ფარგლებში. ე-------------------- არ ყოფილა და არ იმყოფება შრომით ურთიერთობაში აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობასთან და მის მიმართ მთავრობას შრომის ანაზღაურებისა და დასაქმების არანაირი ვალდებულება არ გააჩნია. შესაბამისად, სრულიად გაუგებარია აღნიშნული სასარჩელო მოთხოვნა და მის დაკმაყოფილების არანაირი ფაქტობრივი ან სამართლებრივი საფუძველი არ არსებობს. სასამრჩელო მოთხოვნის თანახმად, მოსარჩელე საქართველოს შრომის კოდექსის შესაბამისად ითხოვს სარჩოს ანაზღაურების დაგვიანებისათვის ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, დაყოვნებული თანხის 0,07%-ის გადახდას. შრომის კოდექსის შესაბამისად, აღნიშნული მოთხოვნა სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან სარჩოს თანხა არ წარმოადგენს შრომითი ურთიერთობიდან გამომდინარე შრომით ანაზღაურებას, შესაბამისად აღნიშნული მოთხოვნაც სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია. ამრიგად, მოსარჩელე თავის მოთხოვნებს ძირითადად ამყარებს, საჯარო სამსახურის სფეროში მიღებულ ახალ კანონმდებლობაზე, რის მიხედვითაც უნდა განისაზღვროს მისი ყოველთვიური სარჩოს ოდენობა. „საჯარო დაწესებულებაში შრომის ანაზღაურების შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის შესაბამისად: 1. ეს კანონი აწესრიგებს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურების, ადმინისტრაციული ხელშეკრულებით დააქმებულ პირთა და შრომითი ხელშეკრულებით დასაქმებულ პირთა რიცხოვნობის განსაზღვრის საკითხებს, ადგენს შესაბამის პირთა ნახევარ განაკვეთზე მუშაობისას, ღამის საათებში, დასვენების და უქმე დღეებში და ჯანმრთელობისათვის რისკის შემცველ სამუშაო პირობებში საქმიანობისას შრომის ანაზღაურების პირობებს და განსაზღვრავს მათთვის დროებით დაკისრებული ფუნქციების შესრულებისათვის შრომის ანაზღაურების გაცემის წესსა და პირობებს.

2. ამკანონის მოქმედება ვრცელდება:

ა) სახელმწიფომოსამსახურეზე;

ბ) სახელმწიფო-პოლიტიკურითანამდებობისპირზე;

გ) პოლიტიკურითანამდებობისპირზე;

დ) პროფესიულსაჯარომოხელეზე (შემდგომ – მოხელე);

ე) ადმინისტრაციულიხელშეკრულებითდასაქმებულპირზე;

ვ) შრომითიხელშეკრულებითდასაქმებულპირზე.

3. ამ კანონის მოქმედება ვრცელდება აგრეთვე ამ კანონით განსაზღვრულ საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ ყველა სხვა პირზე, თუ ამ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი. აღნიშნული კანონის რეგულირების სფეროს წარმოადგენს საჯარო დაწესებულებაში დასაქმებულ პირთა შრომის ანაზღაურება. შესაბამისად ყოველთვიური სარჩოს თანხის ოდენობის განსაზღვრა, აღნიშნული კანონის ან საჯარო სამსახურის სფეროში მოქმედი სხვა სამართლებრივი აქტის მიხედვით ვერ მოხდება, ვინაიდან მსგავს რეგულაციას არცერთი სამართლებრივი აქტი არ ითვალისწინებს. რაც შეეხება მოსარჩელი მოთხოვნას, რომ დასაქმდეს 30%-ის ფარგლებში სრულიად უსაფუძვლოა, ვინაიდან აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას მსგავსი ვალდებულება არ გააჩნია.

 

7.9. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 22-ემუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად სარჩელი შეიძლება აღიძრას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის ან ძალადაკარგულად გამოცხადების მოთხოვნით. მე-2 ნაწილის თანახმად კი, თუ კანონით სხვა რამ არ არის დადგენილი, სარჩელი დასაშვებია, თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი პირდაპირ და უშუალო ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად: თუ ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან მისი ნაწილი კანონს ეწინააღმდეგება და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, ან უკანონოდ ზღუდავს მის უფლებას, სასამართლო ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის ბათილად ცნობის შესახებ.

 

გასაჩივრებული ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტები მომზადებული და გამოცემული იქნა კანონმდებლობის მოთხოვნათა შესაბამისად და არ არსებობს მისი ბათილად ცნობის საფუძველი. აქტი აკმაყოფილებს კანონიერი აქტისათვის აუცილებელ ყველა ფორმალური და მატერიალური კანონიერების ელემენტს, კერძოდ: იგი მიღებულია უფლებამოსილი ადმინისტრაციული ორგანოს მიერ, დაცულია ადმინისტრაციული წარმოების სახე, დაცულია აქტის ფორმა, აქტს გააჩნია შესაბამისი დასაბუთება, შესაბამისობაშია მოქმედ კანონებთან და სამართლის პრინციპებთან, სახეზეა უფლებამოსილების შესაბამისი სამართლებრივი საფუძვლები, მიმღები ორგანო არ არის გაცდენილი დისკრეციული უფლებამოსილების გამოყენების მართლზომიერების ფარგლებს და დაცულია თანაზომიერებისა და კონკრეტულობის პრინციპი. აღნიშნულიდან გამომდინარე სახეზე არ გვაქვს მოსარჩელის კანონიერი ინტერესების პირდაპირი შელახვისა და გასაჩივრებული აქტების ბათილობის საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე–601 მუხლით დადგენილი საფუძვლები.

 

რაც შეეხება იმ სასარჩელო მოთხოვნას, რომლებიც თავის შინაარსით ქმედების დავალდებულებას წარმოადგენს (დასაქმება) ამის თაობაზე სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 331 მუხლის თანახმად, თუ ადმინისტრაციული ორგანოს მიერ რაიმე მოქმედების განხორციელება ან უარი რაიმე მოქმედების განხორციელებაზე უკანონო და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან ინტერესს, სასამართლო ამკოდექსის 24-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით გამოიტანს გადაწყვეტილებას, რომლითაც ადმინისტრაციულ ორგანოს ავალებს, განახორციელოს ეს მოქმედება ან თავი შეიკავოს ამ მოქმედების განხორციელებისაგან. როგორც ზემოთ აღინიშნა, აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობას ე--------------------- დასაქმების ვალდებულება არა აქვს და მის კანონიერ უფლებას ან ინტერესს ზიანი არ ადგება. შესაბამისად, არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, ე--------------------- სასარჩელო მოთხოვნების დაკმაყოფილების არანაირი სამართლებრივი და ფაქტობრივი საფუძველი არ არსებობს, რის გამოც აღნიშნული მოთხოვნები არ უნდა დაკმაყოფილდეს. შესაბამისად ასევე უსაფუძვლოა მოსარჩელის სასარჩელოს მოთხოვნა საქართველოს სსკ-ის 268-ე მუხლის პირველი ნაწილის ;ბ; ქვეპქუნტის თაობაზე.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის მე-601 პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ბათილია, თუ იგი ეწინააღმდეგება კანონს ან არსებითად დარღვეულია მისი მომზადების ან გამოცემის კანონმდებლობით დადგენილი სხვა მოთხოვნები; ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მომზადების ან გამოცემის წესის არსებით დარღვევად ჩაითვლება ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის გამოცემა ამ კოდექსის 32-ე ან 34-ე მუხლით გათვალისწინებული წესის დარღვევით ჩატარებულ სხდომაზე ან კანონით გათვალისწინებული ადმინისტრაციული წარმოების სახის დარღვევით, ანდა კანონის ისეთი დარღვევა, რომლის არარსებობის შემთხვევაში მოცემულ საკითხზე მიღებული იქნებოდა სხვაგვარი გადაწყვეტილება.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 96-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ადმინისტრაციული ორგანო ვალდებულია ადმინისტრაციული წარმოებისას გამოიკვლიოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ყველა გარემოება და გადაწყვეტილება მიიღოს ამ გარემოებათა შეფასებისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე. ამავე კოდექსის 53-ე მუხლის მე-5 პუნქტის მიხედვით, ადმინისტრაციული ორგანო უფლებამოსილი არ არის თავისი გადაწყვეტილება დააფუძნოს იმ გარემოებებზე, ფაქტებზე, მტკიცებულებებზე ან არგუმენტებზე, რომლებიც არ იქნა გამოკვლეული და შესწავლილი ადმინისტრაციული წარმოების დროს. მოცემულ შემთხვევაში კი აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის მთავრობის მიერ მიღებული გადაწყვეტილება დაფუძნებულია ადმინიტრაციული წარმოების დროს სრულყოფილად შესწავლილ და გამოკვლეულ გარემოებებზე.

 

7.10. საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, ამ კოდექსის 22-ე მუხლში აღნიშნულ სარჩელთან დაკავშირებით სასამართლო უფლებამოსილია გამოიტანოს გადაწყვეტილება ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობის შესახებ თუ ადმინისტრაციული აქტი ეწინააღმდეგება კანონს და ის პირდაპირ და უშუალო (ინდივიდუალურ) ზიანს აყენებს მოსარჩელის კანონიერ უფლებას, ან ინტერსს ან უკანონოდ ზღუდავს მას.

 

საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 177-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, დაინტერესებულ მხარეს უფლება აქვს გაასაჩივროს ადმინისტრაციული ორგანოს მიერ გამოცემული ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი. ამავე კოდექსის მე-2 მუხლის პირველი ნაწილის „ბ” პუნქტის თანახმად, დაინტერესებული პირი არის ნებისმიერ ფიზიკური ან იურიდიული პირი, ადმინისტრაციული ორგანო, რომლებთან დაკავშირებითაც გამოცემულია ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი, აგრეთვე რომლის კანონიერ ინტერესეზე პირდაპირ და უშუალო გავლენას ახდენს ინდივიდუალური ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტი ან ადმინისტრაციული ორგანოს ქმედება.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ ადმინისტრაციული აქტის ბათილად ცნობისთვის აუცილებელია, რომ მოსარჩელის კანონიერ უფლებებს და ინტერესებს ადგებოდეს პირდაპირი და უშუალო ზიანი. ინტერესის არსებობა გულისხმობს მხოლოდ მხარის რეალურ, ფაქტობრივ ინტერესს და გამორიცხავს მორალურ ან თეორიულ ინტერესს. ამდენად, სარჩელის არსი არის ის, რომ გასაჩივრებული აქტები ზიანს უნდა აყენებდეს მოსარჩელის კანონიერ უფლებას ან უკანონოდ უნდა ზღუდავდეს მის უფლებას. შესაბამისად, სარჩელი წარდგენილი უნდა იქნეს მხოლოდ იმ პირის ან პირების მიერ, რომელსაც ფაქტების მეშვეობით შეუძლია დაამტკიცოს, რომ მისი უფლებები და კანონიერი ინტერესები დარღვეული იქნა ამ აქტით. ამ კონკრეტულ შემთხვევაში საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით არ დასტურდება, რომ სადავო აქტებით არსებითად არ ირღვევა და რეალური ზიანი არ ადგება მოსარჩელის კანონიერ ინტერესს.

 

7.11. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მიხედვით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზეც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილისა მოსარჩელე ვალდებულია დაასაბუთოს თავისი სარჩელი წარადგინოს თავისი შესაგებელი და შესაბამისი მტკიცებულებანი. კანონის აღნიშნული ნორმები ადგენს მხარეთა საპროცესო მოვალეობებს ადმინისტრაციულ სამართალწარმოებაში, რაც უზრუნველყოფს მხარეთა შეჯიბრობითობის პრინციპის სრულყოფილ რეალიზაციას. აქვე კანონი ადგენს საგამონაკლის შემთხვევას, კერძოდ; როდესაც დავის საგანს წარმოადგენს ადმინისტრაციულ-სამართლებრივი აქტის მართლზომიერების შემოწმება, მტკიცების ტვირთი გადადის აღნიშნული აქტის გამომცემ ორგანოზე მოპასუხე სუბიქტზე. მიუხედავად ამისა მტკიცების ტვირთის ამგვარი გადანაწილება ადმინისტრაციულ აქტთან დაკავშირებული სარჩელის წარდგენისას არ გულისხმობს, რომ მოსარჩელე საერთოდ თავისუფლდება სარჩელის დასაბუთების ვალდებულებისგან ანუ იმ გარემოებების შესაბამისი მტკიცებულებებით დადასტურების მოვალეობისგან, რითაც მისი მოთხოვნა ფაქტობრივად და იურიდიულად გამართლებული აღმოჩნდება

 

7.12. ზემოაღნიშნული გარემოებების გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელის სარჩელი უსაფუძვლოა, რადგან ადგილი არ აქვს საქართველოს ზოგადი ადმინისტრაციული კოდექსის 601-ე მუხლით გათვალისწინებულ კანონის დარღვევას, გასაჩივრებულ ინდივიდუალურ ადმინისტრაციულ-სამართლებრივ აქტებში ასახული კონკრეტული ურთიერთობის მოწესრიგება შეესაბამება მისი გამოცემის სამართლებრივ საფუძვლებს და წინააღმდეგობაში არ მოდის მოცემული ურთიერთობის მარეგულირებულ სამართლებრივ ნორმებთან.

 

8. საპროცესო ხარჯები:

 

საქართველოს ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სახელმწიფო ბაჟი არ გადაიხდება სახელმწიფო სოციალური დაცვის საკითხთან დაკავშირებით აღძრულ სარჩელზე და ამ კოდექსის VII3 თავით გათვალისწინებულ საქმეებზე. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, როდესაც ორივე მხარე გათავისუფლებულია სახელმწიფო ბაჟისაგან, საქმეზე გაწეულ ხარჯს აანაზღაურებს სახელმწიფო.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან.

 

9. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიები გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი;

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ადმინისტრაციული საპროცესო კოდექსის პირველი, მე-9, მე-12, მე-13, 22-ე, 33-ე მუხლებით, საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 55-ე, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა;

 

1. ე---------------------ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

 

2. მხარეები გათავისუფლებულნი არიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან;

 

3. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა პალატაში (მდებარე: ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), გადაწყვეტილების ასლის მხარეთათვის ჩაბარებიდან 14 (თოთხმეტი) დღის ვადაში, ბათუმის საქალაქო სასამართლოს ადმინისტრაციულ საქმეთა კოლეგიის (მდებარე: ქ. ბათუმი, ზუბალაშვილის ქუჩა №30) მეშვეობით. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. იგი იწყება მხარისათვის გადაწყვეტილების ასლის გადაცემის მომენტიდან. გადაწყვეტილების გადაცემის მომენტად ითვლება დასაბუთებული გადაწყვეტილების ასლის მხარისათვის ჩაბარება უშუალოდ სასამართლოში ან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 70-78-ე მუხლების შესაბამისად;

 

მოსამართლე კობა გოცირიძე