განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე #1/1754-19
(#0-----------
#0-----------)
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
17 ოქტომბერი, 2019 წელი თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის
მოსამართლე ნათია გუდაძემ
ნინო ვარაზაშვილის მდივნობით,სახელმწიფო ბრალმდებლების _ თ--------------ს, ო--------------ის,ბრალდებულ _ ნ------------–---–-ს,ადვოკატ _ ი------------–---–-ს მონაწილეობით,ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე, ბრალდებულ ნ-------------------------–---–-ს (დაბადებული 1----–-–----------------–ს, საქართველოს მოქალაქე, პირადი №0----------, ნასამართლევი, დასაოჯახებელი, საშუალო განათლების მქონე, რეგისტრირებული და დაკავებამდე ფაქტობრივად მცხოვრები: თ---–--–-----------–----–------------ში) მიმართ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით,ა ღ წ ე რ ი ლ ო ბ ი თ - ს ა მ ო ტ ი ვ ა ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ დაადგინა:
2019 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათიდან - 17 თებერვლის 12:00 საათამდე პერიოდში, თ---–--–----------------–-----–------------------ში მდებარე სასტუმრო „ნ----დან“, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით ნასამართლევმა და პირობითი მსჯავრის ქვეშ მყოფმა, სასტუმრო „ნ-----“ დაცვის თანამშრომელმა ნ------------–---–მა უკანონოდ შეაღწია ამავე სასტუმროს მესაკუთრის - თ-------–------ს სამუშაო ოთახში და იქ განთავსებული სეიფიდან, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა 115 000 (ას თხუთმეტი ათას) ამერიკულ დოლარსა და 500 (ხუთას) ევროს, რის შედეგადაც დაზარალებულ თ-------–-----ს მიადგა დიდი ოდენობით ქონებრივი ზიანი.
2019 წლის 13 თებერვალს, თბილისში, კ----------------–-ლზე, სავაჭრო ცენტრ „ი------------ს“ მიმდებარედ, ნ------------–---–-ს მართვის ქვეშ მყოფ, „ნ-----ს“ მარკის ავტომობილში, სახელმწიფო ნომრით: 0------, საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა აღმოაჩინეს ნ------------–---–-ს მიერ უკანონოდ შეძენილი და ასევე უკანონოდ შენახული ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - „5-fluoro-ADB“.
ქმედების სამართლებრივი აღწერა:
სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, დიდი ოდენობით.
ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა.
მოწმე თ----------------–--ის ჩვენებით, მუშაობს სასტუმრო „ნ---ში“ დაცვის თანამშრომლის პოზიციაზე. მის მოვალეობაში შედის ძირითადად ღამის საათებში მორიგეობა და სასტუმროში წესრიგის დაცვა. 2019 წლის 15 თებერვალს დილის საათებში დაასრულა მორიგეობა, ხოლო საღამოს საათებში მორიგეობას იწყებდა ნ------------–---–-. 17 თებერვალს დაუკავშირდა სასტუმროს მეპატრონე თ-------–------, რომელმაც უთხრა, რომ სასტუმროდან ფულადი თანხა იყო დაკარგული, რის გამოც სთხოვა სმენაში გასვლა. სასტუმროში მისვლისას ნ------------–---–- არ დახვდა ადგილზე. სასტუმროს ტერიტორიაზე დამონტაჟებულია ვიდეოკამერები, რომლებიც მუშაობს 24 საათის განმავლობაში. თ-------–------ს სამუშაო ოთახის გასაღები არც მას და არც სხვა თანამშრომლებს არ აქვთ. იქ შესვლის უფლება აქვს მხოლოდ დამლაგებელს, რომელიც დასუფთავების შემდეგ კეტავს კარს.
მოწმე ნ-----------–---–-ს ჩვენებით მუშაობს სასტუმრო „ნ---ში“ მენეჯერის პოზიციაზე. 2019 წლის 17 თებერვალს დაუკავშირდა თ-------–------, რომელმაც უთხრა, რომ სეიფიდან დაკარგული იყო ფულადი თანხა. მოწმის განმარტებით, სასტუმროს მისაღები ყოველთვის ღიაა. რესტორნის გასაღები აქვს თ-------–-----ს, ხოლო მეორე გასაღები აქვს დამლაგებელს. თ-------–------ს ოთახის გასაღები არც მას და არც სხვა თანამშრომლებს არ ჰქონიათ. რესტორნის კარიდან შესვლა ხდება რესტორანში, სამზარეულოში და თ-------–------ს ოფისში, რომელიც მდებარეობს სამზარეულოს გვერდით. სასტუმროში განთავსებულია კამერები, რომლებიც მუდმივად ჩართულია და აფიქსირებენ შიდა და გარე პერიმეტრს.
მოწმე მ-------------------ის ჩვენებით, მუშაობს სასტუმრო „ნ---ში“ ადმინისტრატორის პოზიციაზე. 2019 წლის 16 თებერვალს, 11:00 საათზე დაასრულა სამუშაო ცვლა და სამსახურში დაბრუნდა 17 თებერვალს. საღამოს საათებში თანამშრომელ ო-–---სგან შეიტყო, რომ დაკარგული იყო დიდი ოდენობით ფულადი თანხა.
მოწმე ა-–------–----ს ჩვენებით, 2019 წლის 16 თებერვალს მუშაობდა სასტუმრო „ნ---ში“ ადმინისტრატორის პოზიციაზე. სასტუმროს მფლობელ თ-------–------ს ოთახში შესვლა შეეძლო მხოლოდ დოკუმენტების შესატანად და მისი ადგილზე დატოვებისთანავე გამოდიოდა ოთახიდან. თ-------–------ს ოთახის გასაღები ჰქონდა დამლაგებელს. შემთხვევის დღეს, ნ------------–---–მა თქვა, რომ სციოდა და ყავის დალევის მიზნით ითხოვა თ-------–------ს ოთახის გასაღები. დამლაგებელმა გადასცა მას გასაღები, თუმცა ნ--- შევიდა თუ არა ოთახში, მისთვის უცნობია, რადგან თავად ასული იყო ზედა სართულზე. სასტუმროდან ფულადი თანხის დაკარგვის შესახებ შეიტყო თანამშრომლებისგან მეორე სმენის დროს. მოწმის განმარტებით, თ-------–------ს ოთახში შედიოდა იმ დროს, როდესაც იგი იმყოფებოდა ოთახში, მის გარეშე არასდროს შესულა.
მოწმე კ--------------–---–-ს ჩვენებით, მუშაობს სავალუტო ჯიხურში დირექტორის პოზიციაზე. 2019 წლის 17 თებერვალს, 10:00 საათზე ჯიხურში მივიდა მამაკაცი, რომელსაც ლარში გადაუხურდავა 500 ევრო, რის შემდეგაც მისივე თხოვნით ფულის სათვლელი მანქანით დაუთვალა აშშ დოლარის კუპიურები, რომელიც აღმოჩნდა 93 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. მოწმის განმარტებით, გამოძიების პერიოდში ამოიცნო ბრალდებული ნ------------–---–-, რომელიც არის სწორედ ის პიროვნება, ვისაც დაუხურდავა 500 ევრო და მისივე მოთხოვნით დაითვალა აშშ დოლარის კუპიურები.
ქმედების ჩადენა არაერთგზის:
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ნ------------–---–- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით, რაც საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 63-64-ე მუხლების შესაბამისად, ჩაეთვალა პირობით 01 (ერთი) წლის გამოსაცდელი ვადით.
სასამართლო აღნიშნავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის პირველი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის თანახმად, „გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან“. ამავე კოდექსის 220-ე მუხლის „გ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, წინასასამართლო სხდომის მოსამართლე მხარეთა მონაწილეობით ამტკიცებს ასევე იმ მტკიცებულებათა ჩამონათვალს, რომლებსაც მხარეები სადავოდ არ ხდიან. მოცემულ შემთხვევაში, ნ------------–---–-ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებული ბრალდების მხარის მტკიცებულებები, კერძოდ, მოწმეების: ნ-----–-----------–---–-ს, ა-–--------ის, ჰ--------–-------ს, ლ--------–-–---–-ს, ი-----–-----------ს, მ------------------------------ს, ე-------–---------ს, ბ---------------ს, გ------------–---–-ს, ა------------------ს, ნ------–---–------ს, დაზარალებულ თ-------–------ს გამოკითხვის ოქმები; ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმი; დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის დასკვნა; თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენი; პირის ამოცნობის ოქმი; ფარული საგამოძიებო მოქმედებების შედეგად მოპოვებული მასალა; კომპიუტერულ-ტექნიკური ექსპერტიზის დასკვნა; შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, თანდართული სქემით; ქიმიური ექსპერტიზის N7------------- დასკვნა; ნარკოლოგიური შემოწმების N7------ დასკვნა; ალკოტესტით შემოწმების ქვითარი; ცნობა საგზაო-სატრანსპორტო შემთხვევის შესახებ; ბრალდებულის დაკავების ოქმი და საქმეში არსებულ სხვა მტკიცებულებათა ერთობლიობა მხარეთა მიერ უდაოდ იქნა მიჩნეული, რის გამოც ისინი მიღებულ იქნა მტკიცებულებად სხდომაზე გამოკვლევის გარეშე.
სამართლებრივი შეფასება:
სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა ერთმანეთთან შეთანხმებული, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ნ------------–---–-ს ბრალად შერაცხული, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისთვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულებითი სტანდარტი - ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის შესაბამისად, განიმარტება, როგორც სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.
სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით და იმ მტკიცებულებათა გაანალიზების შემდეგ, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე უდაო მტკიცებულებად იქნა მიღებული და მხარეები შეთანხმდნენ მასზე, სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა ნ------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის წარდგენილ ბრალდებებში.
სასამართლო განმარტავს, რომ ნ------------–---–-ს ქმედება შეიცავს დანაშაულის, კერძოდ, ქურდობის შემადგენლობის ყველა ნიშანს, ბრალს - პირდაპირი განზრახვის ფორმით, მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რაც გამოიხატა ნ------------–---–-ს მიერ ფარულად სხვისი ქონების დაუფლებაში და ხელყოფილ სამართლებრივ სიკეთეს - დაზარალებულის საკუთრების უფლებას.
ის ფაქტი, რომ ნ------------–---–- მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაეუფლა თ-------–------ს კუთვნილ დიდი ოდენობის ფულად თანხას, დასტურდება, როგორც სასამართლო სხდომაზე გამოკვლეულ მოწმეთა ჩვენებებით, ისე იმ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რაც მხარეთა მიერ გამოკვლევის გარეშე, უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული: კერძოდ, სასტუმრო შპს „ნ--- თბილისის“ დამფუძნებლის - თ-------–------ს გამოკითხვის ოქმით, 2019 წლის 17 თებერვალს აღმოაჩინა, რომ სასტუმრო „ნ-----“ სეიფში არ იყო 115 000 აშშ დოლარი და 500 ევრო. მისი მონაწილეობით დათვალიერებულ იქნა სასტუმროს ვიდეოსათვალთვალო კამერების ჩანაწერები, სადაც ჩანს, რომ 2019 წლის 16 თებერვალს, დაახლოებით 23:21 საათზე, დაცვის თანამშრომელი ნ------------–---–- მიდის ჩამრთველთან და იმავდროულად ითიშება „DVR“ მოწყობილობა. საქმეში წარმოდგენილი მასალებით ასევე დასტურდება, რომ 2019 წლის 16 თებერვალს, ნ------------–---–მა დარბაზის გასაღები, სადაც განთავსებული იყო თ-------–------ს სამუშაო ოთახი, გამოართვა დამლაგებელ ნ-----–-----------–---–ს და დილამდე იყო მის განკარგულებაში, რაც სრულ შესაბამისობაში მოდის სასამართლო სხდომაზე დაკითხულ მოწმე ა-–------–----ს ჩვენებასთან, რომლის მიხედვითაც, შემთხვევის დღეს, ნ------------–---–მა თქვა, რომ სციოდა და ყავის დალევის მიზნით დამლაგებელს სთხოვა თ-------–------ს სამუშაო ოთახის გასაღები, რაც მან გადასცა ნ------------–---–ს.
2019 წლის 18 თებერვალს, ძ---–-------–-----------------–-------------------–--ის თანამშრომლების მიერ მიღებულ იქნა ოპერატიული ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, თ---–--–----------------–-----–------------------ში მდებარე სასტუმრო „ნ-----“ ოფისში განთავსებული სეიფიდან, 115 000 აშშ დოლარს და 5000 ევროს მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით დაეუფლა ამავე სასტუმროს დაცვის თანამშრომელი ნ------------–---–-, რომელმაც ნაქურდალი 500 ევრო გადაცვალა ლარში, თ---–--–---------------------------------ში მდებარე სავალუტო ჯიხურ შპს „F--”-ში. აღნიშნული ინფორმაცია სრულად დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა სავალუტო ჯიხურის დირექტორმა კახა კოტორაშვილმა, რომელმაც განმარტა, რომ 2019 წლის 17 თებერვალს, დილის საათებში, ჯიხურში მივიდა მამაკაცი, რომელსაც ლარში დაუხურდავა 500 ევრო, რის შემდეგაც მამაკაცმა, რომელშიც ამოიცნო ბრალდებული ნ------------–---–-, სთხოვა სპეციალური აპარატით - მანქანით ფულის დათვლა, რაც აღმოჩნდა 93 ცალი 100 აშშ დოლარიანი კუპიურა. მოწმის ჩვენებით, სავალუტო ჯიხურზე განთავსებულია სათვალთვალო კამერა, რომელიც ახდენს ჯიხურის მონიტორინგს. საქმეში წარმოდგენილი ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმით კი სრულად დადასტურდა მოწმე კ--------------–---–-ს მიერ სასამართლოსთვის მიწოდებული ინფორმაცია.
სასამართლო ყურადღებას ამახვილებს შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებულ რკინის სეიფის შიგთავსზე, რასთან დაკავშირებითაც გაცემულ იქნა დაქტილოსკოპიური ექსპერტიზის N7----- დასკვნა, რომლის თანახმად, სეიფში არსებული პლასტმასის ყუთიდან ამოღებული თითის კვლები იდენტურია დაქტილოსკოპიურ მონაცემთა ბაზაში აღრიცხვაზე მყოფი ნ------------–---–-ს ხელის ანაბეჭდების.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის შემადგენელ ელემენტს, წარმოადგენს ქმედება, რამაც დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია.
განსახილველ შემთხვევაში იმისთვის, რომ მოცემული დანაშაულის შემადგენლობა გვქონდეს სახეზე, მის აუცილებელ პირობას წარმოადგენს ნივთის მესაკუთრისთვის ან სხვა კანონიერი მფლობელისთვის დიდი ოდენობით ზიანის მიყენება.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის თანახმად, საკუთრების წინააღმდეგ მიმართულ დანაშაულებთან მიმართებით, დიდ ოდენობად ითვლება ნივთის ღირებულება 10 000 ლარს ზევით.
იმის შესაფასებლად, ნ------------–---–-ს დანაშაულებრივი ქმედების შედეგად დაზარალებულს ნამდვილად მიადგა თუ არა დიდი ოდენობით ზიანი, სასამართლო ითვალისწინებს თავად დაზარალებულ თ-------–------ს და იმ მოწმეთა ჩვენებებს, რითაც დასტურდება, რომ 2019 წლის 16 თებერვალს მომხდარი ქურდობის შედეგად, თ-------–-----ს მიადგა 115 000 აშშ დოლარის და 500 ევროს დიდი ოდენობით ზიანი, ვინაიდან დაზარალებულისთვის მიყენებული ზიანის ოდენობა მნიშვნელოვნად აღემატება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ 10 000 ლარს.
რაც შეეხება ქმედების ჩადენას არაერთგზის, სასამართლო განმარტავს, რომ პირის ქმედების საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით დაკვალიფიცირებისთვის აუცილებელია სახეზე გვქონდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-15 მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული შემთხვევა, რომლის თანახმადაც, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ, ამავე კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად კი, დანაშაული არაერთგზის ჩადენილად არ ჩაითვლება, თუ კანონით დადგენილი წესით პირი წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის გათავისუფლებული იყო სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობისაგან, ანდა თუ მას წინათ ჩადენილი დანაშაულისთვის ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული ჰქონდა.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის შენიშვნის მე-2 ნაწილის მიხედვით, 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.
საქმის მასალების მიხედვით, ვინაიდან, ნ------------–---–- ნასამართლევია თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის დროს, ნასამართლობა მოხსნილი ან გაქარწყლებული არ ჰქონია და იმყოფებოდა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის ქვეშ, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ მან ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩაიდინა არაერთგზის.
ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით სასამართლო მიიჩნევს, რომ საქმეში არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის და ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით, საქმეში არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებული, ეჭვის გამომრიცხავი, სანდო და ურთიერთშეჯერებული მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ ბრალდებულ ნ------------–---–-ს მიერ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის ფაქტს.
შესაბამისად, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ნ------------–---–მა ჩაიდინა ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, დიდი ოდენობით.
რაც შეეხება, ნ------------–---–-ს მიერ ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენისა და შენახვის ფაქტს, სასამართლო აღნიშნავს, რომ გარდა ბრალდებულის აღიარებითი ჩვენებისა, ის ფაქტი, რომ ნ------------–---–- ავტომანქანაში უკანონოდ ინახავდა ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერებას, დასტურდება საქმეში წარმოდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმითა და საპატრულო პოლიციის თანამშრომელთა გამოკითხვის ოქმებით, რაც მხარეთა მიერ უდაო მტკიცებულებად იქნა მიჩნეული და რითაც დგინდება, რომ 2019 წლის 13 თებერვალს, თბილისში, კ----------------–-ლზე, სავაჭრო ცენტრ „ი------------ს“ მიმდებარედ, ნ------------–---–-ს მართვის ქვეშ მყოფი „ნ-----ს“ მარკის ავტომანქანიდან, სახელმწიფო ნომრით: 0------, ამოღებულ იქნა ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერება - „5-fluoro-ADB“, რაც ასევე დასტურდება 2019 წლის 19 თებერვალს გაცემული ქიმიური ექსპერტიზის #7------------- დასკვნით, რომლის თანახმადაც, ავტომანქანიდან ამოღებული ნივთიერება მიეკუთვნება ახალ ფსიქოაქტიურ ნივთიერება - „5-fluoro-ADB“-ს, რომლის საერთო წონა შეადგენს 5,55 გრამს.
ამდენად, სასამართლომ მხარეთა სრული თანასწორობისა და შეჯიბრებითობის პრინციპების დაცვით, ყოველმხრივ და ობიექტურად შეამოწმა და შეაფასა საქმეში არსებული მტკიცებულებები სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობის, უტყუარობის, ბრალდებულ ნ------------–---–-ს დამნაშავედ ცნობისთვის საკმარისობის თვალსაზრისით და მივიდა დასკვნამდე, რომ სახეზეა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, ბრალდებულ ნ------------–---–-ს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით დამნაშავედ ცნობისა და მის მიმართ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისთვის.
პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებულ ნ------------–---–ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები არ გააჩნია.
სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად, ქურდობა, ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სადგომში უკანონო შეღწევით, არაერთგზის, დიდი ოდენობით, ისჯება თავისუფლების აღკვეთით ექვსიდან ათ წლამდე ვადით, ხოლო იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების უკანონო შეძენა და შენახვა - თავისუფლების აღკვეთით ხუთ წლამდე ვადით.
გამამტყუნებელი განაჩენი ნიშნავს სასამართლოს მიერ დანაშაულებისა და დამნაშავის შეფასებას. სასჯელები კი, არის კანონის საპასუხო სანქცია ჩადენილ დანაშაულებთან მიმართებით. შესაბამისად, ისინი ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში უნდა იყოს ინდივიდუალური, ადეკვატური და მათ უნდა გააჩნდეთ მკაცრად პერსონალური ხასიათი.
სასჯელების დანიშვნის დროს სასამართლო მხედველობაში იღებს ჩადენილი დანაშაულების მოტივსა და მიზანს, დამნაშავის მიერ ქმედებებში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედებების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგებს, დამნაშავის პიროვნებას, მისი მონაწილეობის ხარისხსა და როლს ჩადენილ მართლსაწინააღმდეგო ქმედებებში, დანაშაულების ჩადენის შემდეგ მის ქცევას, ასევე საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლით გათვალისწინებულ სხვა მოთხოვნებს, რომლებიც გავლენას ახდენს სასჯელებზე.
სასამართლო აგრეთვე მხედველობაში იღებს იმ გარემოებას, რამდენად სამართლიანი, შესატყვისი და პროპორციული იქნება დანიშნული სასჯელები ჩადენილი დანაშაულების სიმძიმესთან.
სასამართლო სასჯელების დანიშვნის დროს მიიჩნევს, რომ ნ------------–---–-ს რესოციალიზაციისთვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისთვის, ბრალდებულის პიროვნების გათვალისწინებით მას სასჯელები უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და იმავე კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული სანქციების ფარგლებში, თავისუფლების აღკვეთის სახით, დანაშაულის რეციდივის მხედველობაში მიღებით. ამასთან, ბრალდებულ ნ------------–---–ს საბოლოო სასჯელი უნდა განესაზღვროს დანაშაულთა და განაჩენთა ერთობლიობით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 და მე-5 ნაწილებით დადგენილი წესით, რომელთა მიხედვითაც, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში, დანაშაულთა ერთობლიობის დროს საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს, ანდა ამ დანაშაულთათვის განსაზღვრული სასჯელები ნაწილობრივ ან მთლიანად შეიკრიბება, ხოლო განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას, სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივი ნიშნავს წინათ განზრახი დანაშაულისთვის ნასამართლევი პირის მიერ განზრახი დანაშაულის ჩადენას. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, თუ ამ კოდექსის კერძო ნაწილის მუხლში ან მუხლის ნაწილში მითითებულია ნასამართლობაზე, როგორც დანაშაულის მაკვალიფიცირებელ ნიშანზე, დანაშაულის რეციდივის დროს სასჯელის დანიშვნისას მხედველობაში არ მიიღება ამ მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული წესი, ხოლო საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 79-ე მუხლის პირველი ნაწილის მიხედვით, მსჯავრდებული ნასამართლევად ითვლება გამამტყუნებელი განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის დღიდან ნასამართლობის გაქარწყლების ან მოხსნის მომენტამდე. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტის საფუძველზე კი, პირობით მსჯავრდებულის ნასამართლობა გაქარწყლდება გამოსაცდელი ვადის გასვლის შემდეგ.
მოცემულ შემთხვევაში, ნ------------–---–-ს მიმართ სახეზე გვაქვს დანაშაულის რეციდივი, ვინაიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, ნასამართლევია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული განზრახი დანაშაულის ჩადენისათვის და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული განზრახი დანაშაული ჩაიდინა პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადის გასვლამდე, კერძოდ, 2019 წლის 13 თებერვალს. ამასთან, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლით ნასამართლობა არ წარმოადგენს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 58-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებულ, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულებრივი ქმედების მაკვალიფიცირებელ გარემოებას, ან მის შემადგენელ ნაწილს.
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-17 მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, დანაშაულის რეციდივის შემთხვევაში საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული საფუძვლით და დადგენილ ფარგლებში, შეიძლება დაინიშნოს უფრო მკაცრი სასჯელი. იმავე კოდექსის 58-ე მუხლის პირველი ნაწილის საფუძველზე კი, დანაშაულის რეციდივის დროს ვადიანი თავისუფლების აღკვეთის დანიშვნისას მოსახდელი სასჯელის ვადა სულ მცირე ერთი წლით უნდა აღემატებოდეს ჩადენილი დანაშაულისთვის ამ კოდექსის შესაბამისი მუხლით ან მუხლის ნაწილით გათვალისწინებული სასჯელის მინიმალურ ვადას.
ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა:
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სეიფი; სეიფში მოთავსებული პლასტმასის ყუთი; სეიფის გასაღები; კარადის უჯრიდან ამოღებული გასაღები; რესტორნის შესასვლელი კარის საკეტი და მისი გასაღები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------------------------–--------------------------ში, ასევე ქოთანი; „i------“ ფირმის მობილური ტელეფონი; ელექტრო ჩანგალი და ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, რომლებიც ინახება ს----------–----–-----------------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
კონტეინერში მოთავსებული მოყავისფრო მცენარეული მასა სპეციფიური სუნით, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 1,22 გრამი, რაც შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluro-ADB-ს, ვანილინს და ნიკოტინს, აქედან 5-fluro-ADB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს; გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული მოყავისფრო მცენარეული მასა, სპეციფიური სუნით, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 3,95 გრამი, რაც შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluro-ADB-ს, ვანილინს და ნიკოტინს, აქედან 5-fluro-ADB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და თეთრი ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო მცენარეული მასა, სპეციფიური სუნით, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 0,38 გრამი, რაც შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluro-ADB-ს. აქედან 5-fluro-ADB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში; 0,86 გრამი მცენარე კანაფი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში; ნ------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში; ანაწმენდები: სეიფიდან, ელექტრო ჩანგლიდან და გასაღებიდან, რომლებიც ინახება ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და თექვსმეტი დაქტილოფირი ხელის კვლებით, რომლებიც ინახება ს----------–----–-----------------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ უნდა განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ნ------------–---–-ს ხელის კვლების ნიმუში, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------------------------–-----------------------------------------–------------–------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ უნდა იქნეს აღნიშნულ ბაზაში ხელის კვლების შენახვის ვადით;
მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ორ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–-----------------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სასტუმრო „ნ-----“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თერთმეტ ლაზერულ დისკზე; სავალუტო პუნქტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ლაზერულ დისკზე; 2019 წლის 17 და 18 თებერვალს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი სურათები, ორ ლაზერულ დისკზე და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან გამოძიებისთვის გადაგზავნილი დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ უნდა იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 258-260-ე, 268-269-ე, 271-274-ე, 277-279-ე, 292-293-ე მუხლებით და
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ნ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
ნ------------–---–- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და მე-4 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნულმა უფრო მკაცრმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 260-ე მუხლის მე-2 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული ნაკლებად მკაცრი სასჯელი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლისა და 06 (ექვსი) თვის ვადით;
საბოლოოდ, დანაშაულთა ერთობლიობით, ნ------------–---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, გაუქმდეს თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2018 წლის 10 ოქტომბრის განაჩენით, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის დანიშნული პირობითი მსჯავრი;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, მოცემული განაჩენით, დანაშაულთა ერთობლიობით საბოლოოდ დანიშნულმა სასჯელმა - თავისუფლების აღკვეთამ 06 (ექვსი) წლის ვადით, შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - თავისუფლების აღკვეთა 01 (ერთი) წლის ვადით;
საბოლოოდ, განაჩენთა ერთობლიობით, ნ------------–---–-ს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 06 (ექვსი) წლის ვადით.
ნ------------–---–ს „ნარკოტიკული დანაშაულის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ“ საქართველოს კანონის საფუძველზე, 05 (ხუთი) წლის ვადით ჩამოერთვას სატრანსპორტო საშუალების მართვის უფლება, საადვოკატო საქმიანობის უფლება, პედაგოგიური და საგანმანათლებლო დაწესებულებაში საქმიანობის უფლება, სახელმწიფო და ადგილობრივი თვითმმართველობის სახაზინო (საბიუჯეტო) დაწესებულებებში - საჯარო ხელისუფლების ორგანოებში საქმიანობის უფლება, პასიური საარჩევნო უფლება და იარაღის დამზადების, შეძენის, შენახვისა და ტარების უფლება, ხოლო 10 (ათი) წლის ვადით ჩამოერთვას საექიმო ან/და ფარმაცევტული საქმიანობის უფლება, აგრეთვე - აფთიაქის დაფუძნების, ხელმძღვანელობისა და წარმომადგენლობის უფლება;
თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის 2019 წლის 11 მარტის განჩინებით, ნ------------–---–-ს მიმართ, აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ნ------------–---–ს სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს ფაქტობრივი დაკავების მომენტიდან - 2019 წლის 09 მარტის 13:03 საათიდან.
საქმეზე დართული საგნები და ნივთები:
სეიფი; სეიფში მოთავსებული პლასტმასის ყუთი; სეიფის გასაღები; კარადის უჯრიდან ამოღებული გასაღები; რესტორნის შესასვლელი კარის საკეტი და მისი გასაღები, რომლებიც ინახება ს----------–----–------------------------------------------------------–--------------------------ში, ასევე ქოთანი; „i------“ ფირმის მობილური ტელეფონი; ელექტრო ჩანგალი და ბინის ჩხრეკის დროს ამოღებული ფულადი თანხა, რომლებიც ინახება ს----------–----–-----------------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეთ მათ კანონიერ მფლობელებს ან მათი ნდობით აღჭურვილ სხვა პირებს;
კონტეინერში მოთავსებული მოყავისფრო მცენარეული მასა სპეციფიური სუნით, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 1,22 გრამი, რაც შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluro-ADB-ს, ვანილინს და ნიკოტინს, აქედან 5-fluro-ADB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს; გამჭვირვალე პოლიეთილენის პაკეტებში მოთავსებული მოყავისფრო მცენარეული მასა, სპეციფიური სუნით, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 3,95 გრამი, რაც შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluro-ADB-ს, ვანილინს და ნიკოტინს, აქედან 5-fluro-ADB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს და თეთრი ქაღალდის ნაჭერში მოთავსებული მოყავისფრო მცენარეული მასა, სპეციფიური სუნით, მშრალ და დაქუცმაცებულ მდგომარეობაში, წონით 0,38 გრამი, რაც შეიცავს ნივთიერებებს: 5-fluro-ADB-ს. აქედან 5-fluro-ADB მიეკუთვნება ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების, კანაბინომიმეტურად მოქმედ ქიმიურ ნაერთთა კლასს, რომლებიც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თბილისის მთავარი სამმართველოს საგამოძიებო სამმართველოში; 0,86 გრამი მცენარე კანაფი, რაც ინახება საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტში; ნ------------–---–-ს ნერწყვის ნიმუში; ანაწმენდები: სეიფიდან, ელექტრო ჩანგლიდან და გასაღებიდან, რომლებიც ინახება ლ.სამხარაულის სახელობის ექსპერტიზის ეროვნულ ბიუროში და თექვსმეტი დაქტილოფირი ხელის კვლებით, რომლებიც ინახება ს----------–----–-----------------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით;
ნ------------–---–-ს ხელის კვლების ნიმუში, რომლებიც ინახება სა---------–----–------------------------------------------------------–-----------------------------------------–------------–------ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ შენახულ იქნეს აღნიშნულ ბაზაში ხელის კვლების შენახვის ვადით;
მობილური ტელეფონიდან გამოთხოვილი ინფორმაცია, ორ ლაზერულ დისკზე, რომლებიც ინახება ს----------–----–-----------------------------------–-------–-----------------–-------------------–---ში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით, ხოლო სასტუმრო „ნ-----“ სათვალთვალო კამერების ჩანაწერები, თერთმეტ ლაზერულ დისკზე; სავალუტო პუნქტის სათვალთვალო კამერის ჩანაწერები, ლაზერულ დისკზე; 2019 წლის 17 და 18 თებერვალს ჩატარებული შემთხვევის ადგილის დათვალიერების ამსახველი სურათები, ორ ლაზერულ დისკზე და ოპერატიულ-ტექნიკური დეპარტამენტიდან გამოძიებისთვის გადაგზავნილი დისკი, ერთვის საქმეს და შენახულ იქნეს მოცემული სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.
განაჩენი კანონიერ ძალაშია გამოცხადებისთანავე და ექვემდებარება აღსრულებას.
განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კო-–---ის მეშვეობით.
მოსამართლე: ნათია გუდაძე