გადაწყვეტილება

სამოქალაქო 04.11.2019
საქმის ნომერი
240210017001882935
კატეგორია
დავის ტიპი
სხვა სასარჩელო საქმეები
თარიღი
04.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე №240210017001882935

(2/224-2017)

გადაწყვეტილება

ს----------–--ს სახელით

04 ნოემბერი, 2019 წელი. ქ. სენაკი

სენაკის რაიონული სასამართლო

მოსამართლე - დარეჯან კვარაცხელია

სხდომის მდივანი - ვასილ გოგინავა

მოსარჩელე - სს ,,ს----------–--ს ბ---ი“

წარმომადგენელი - გ------ი ც-----ა

მოპასუხე - თ----რ შ-------ა

დავის საგანი - საკრედიტო და თავდებობის ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა:

 

1. მოპასუხე - თ----რ შ-------ასათვის (პ/ნ 0----------), №2------ სესხის ხელშეკრულებიდან გამომდინარე 6072,39 ლარის დაკისრება;

 

2. მოპასუხე - თ----რ შ-------ასათვის (პ/ნ 0----------), მოსარჩელე სს "ს----------–--ს ბ---ი"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ გამარტივებული წარმოების დასაწყებად გადახდილი საფასურის - 100 (ასი)ლარის დაკისრება;

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხე - თ----რ შ-------ამ სარჩელის მოთხოვნა შესაგებლით და მოსამზადებელ სხდომაზე ცნო ნაწილობრივ, კერძოდ: ცნო №2------ სესხის ხელშეკრულებიდან - სესხის ძირი თანხა 2000 ლარის ოდენობით და არ ცნო სესხზე დარიცხული პირგასამტეხლოს და პროცენტის მოთხოვნის ნაწილში (იხ. შესაგებელი; იხ. სასამართლო სხდომის ოქმი 04.11.2019)

 

3.ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1.საქმის გადაწყვეტისათვის მნიშვნელობის მქონე უდავო ფაქტორივი გარემოებები დადგენილი არ არის.

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2015 წლის 28 მაისს სს ”ს----------–--ს ბ---სა” და თ----რ შ-------ას (პ/ნ 0----------) შორის გაფორმდა სესხის ხელშეკრულება №2------, რომლის საფუძველზეც მოპასუხე თ----რ შ-------აზე გაიცა კრედიტი - 3750,00 ლარის ოდენობით 36 (ოცდათექვსმეტი) თვის ვადით, წლიური 22%-ი სარგებლის დარიცხვით. მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოზე ვადაგადაცილებული თანხის ყოველდღიური 0,5 %-ის ოდენობით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- სესხის ხელშეკრულება №2------

- კრედიტის დაფარვის გრაფიკი

 

3.2.2. 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით №2------ საკრედიტო ხელშეკრულებიდან გამომდინარე თ----რ შ-------ას (პ/ნ 0----------), საკრედიტო დავალიანებამ მოსარჩელის მიმართ შეადგინა 6072,39 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3615,72 ლარი, პროცენტი - 817,32 ლარი და პირგასამტეხლო - 1639,35 ლარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ცნობა დავალიანების შესახებ

 

3.2.3. ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიერ, საბ---ო საკრედიტო ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულება შესრულებულ იქნა სრულად, თ----რ შ-------აზე გაიცა კრედიტი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საბ---ო ანგარიშიდან

 

3.2.4.2016 წლის 27 ივნისს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიერ თ----რ შ-------ას მიმართ, ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:

- ამონაწერები საბ---ო ანგარიშიდან

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამავე კოდექსის 103-ე მუხლის პირველი ნაწილით, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. მითითებული ნორმა ითვალისწინებს მხარის ვალდებულებას მის მიერ მითითებული კონკრეტული გარემოებების დადასტურება უზრუნველყოს შესაბამისი მტკიცებულებებით.

 

მხარეთა მიერ მითითებულ ფაქტობრივ გარემოებებთან დაკავშირებით, სასამართლო აღნიშნავს, რომ მტკიცების ტვირთის სწორად განსაზღვრისა და შეჯიბრობითობის პრინციპის გათვალისწინებით, მოსარჩელეს ეკისრება მის მიერ მითითებული ფაქტების მტკიცების ტვირთი, ხოლო მოპასუხეს ეკისრება მოსარჩელის მიერ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებების გაქარწყლების მოვალეობა.

 

განსახილველ შემთხვევაში, მართალია, მოპასუხე მხარე სარჩელის მოთხოვნას ცნობს ნაწილობრივ, მხოლოდ კრედიტის ძირი თანხის ნაწილში, მაგრამ იმ გარემოების საწინააღმდეგოდ, რომ მათზე დარიცხული დავალიანება, დაანგარიშებულია მხარეთა შორის გაფორმებული ხელშეკრულებებით გათვალისწინებული პირობების შესაბამისად, საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება მოპასუხეს, გარდა მისივე განმარტებისა, სასამართლოსთვის არ წარმოუდგენია.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ ერთ-ერთი მხარის ახსნა-განმარტება, თუ მას არ ეთანხმება მოწინააღმდეგე მხარე, მხოლოდ იმ შემთხვევაში შეიძლება ჩაითვალოს საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივ გარემოებათა დამადასტურებელ მტკიცებულებად, თუ იგი დასტურდება საქმეში არსებული სხვა მტკიცებულებების ყოველმხრივი, სრული და ობიექტური განხილვის შედეგად. წინააღმდეგ შემთხვევაში მხარის მიერ მიცემული ნებისმიერი ახსნა-განმარტების საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტობრივი გარემოების დამადასტურებელ უტყუარ მტკიცებულებად ჩათვლა ეწინააღმდეგება ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლით დადგენილ პრინციპებს, ხოლო რაც შეეხება მოპასუხე მხარის მტკიცებას პირგასამტეხლოს შეუსაბამოდ მაღალ ოდენობაზე, სასამართლო მიიჩნევს, რომ ის სამართლებრივი შეფასების საგანია და მასზე მსჯელობას იქონიებს სასარჩელო მოთხოვნის სამართლებრივი შეფასებისას.

 

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

საქმეში არსებულ მტკიცებულებათა და დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა საფუძველზე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სს „ს----------–--ს ბ---ის“ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. ძირითადი თანხისა და სარგებლის ნაწილში სარჩელი საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, პირგასამტეხლო კი უნდა შემცირდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

სასამართლომ გამოიყენა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 316-ე, 317-ე, 623-ე, 867-ე, 868-ე, 891-ე, 892-ე, 463-464-ე, 895-ე, 898-ე, 902-ე, 417-418-ე, 873-ე, 361-ე, 411-ე მუხლები, ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 230-ე მუხლი.

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. ს----------–--ს კონსტიტუციის 31-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება თავის უფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს - ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. ეს დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცავს მოდავე მხარეების კანონიერ ინტერესებს.

 

მოსარჩელე ამტკიცებს, რომ მან თ----რ შ-------აზე გასცა კრედიტი, განსაზღვრული პირობებით. თ----რ შ-------ამ თანხმობა განაცხადა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით კრედიტის მიღებაზე და მიიღო ხელშეკრულებით გათვალისწინებული თანხა, თუმცა კრედიტის დაფარვის შესახებ სახელშეკრულებო ვალდებულება არ შეასრულა და სესხად მიღებული თანხა ბ---ს არ დაუბრუნა. მოსარჩელეს, ბუნებრივია, უფლება აქვს დარღვეული უფლების აღდგენის მიზნით აღძრას სარჩელი და მოითხოვოს თანხის დაბრუნება.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ დავის გადაწყვეტისათვის, პირველ რიგში სათანადო შეფასება უნდა მიეცეს მხარეთა შორის წარმოშობილი სამართლებრივი ურთიერთობის შინაარს. არ არსებობს ანაზღაურების მოთხოვნა, ვალდებულების გარეშე, რაც იმას ნიშნავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან, ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე დავა გამომდინარეობს საკრედიტო ხელშეკრულებიდან, ამიტომაც მხარეებს შორის არსებობს ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებით - სამართლებრივი ურთიერთობა.

 

მხარეთა ურთიერთობა რეგულირდება საბ---ო კრედიტის მარეგულირებელი ნორმებით, რაც გათვალისწინებულია ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-873 მუხლებით.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 867-ე მუხლის მიხედვით, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებით კრედიტის გამცემი აძლევს ან მოვალეა მისცეს მსესხებელს სასყიდლიანი კრედიტი სესხის ფორმით.

 

დადგენილია, რომ ”ს----------–--ს ბ---სა” და თ----რ შ-------ას შორის 2015 წლის 28 მაისს გაფორმდა საბ---ო კრედიტის ხელშეკრულება, რომლის საფუძველზეც ბ---სა და მსესხებელს შორის წარმოიშვა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებული ვალდებულებით-სამართლებრივი ურთიერთობა. საბ---ო კრედიტის შესახებ ხელშეკრულების მოთხოვნები თ----რ შ-------ამ დაარღვია არაერთხელ და გაფრთხილების მიუხედავად, არ უზრუნველყო კრედიტის დაფარვა, ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, რის გამოც 2017 წლის 11 აპრილის მდგომარეობით მას დაერიცხა დავალიანება - 6072,39 ლარი, საიდანაც ძირითადი თანხაა - 3615,72 ლარი, პროცენტი - 817,32 ლარი და პირგასამტეხლო - 1639,35 ლარი.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.

 

უდავოა, რომ მოსარჩელემ, ხელშეკრულების დადებისა და სესხად თანხის გაცემის შემდეგ, შეიძინა მოთხოვნის უფლება. კერძოდ, თ----რ შ-------ასაგან მოეთხოვა სანაცვლო ვალდებულების შესრულება. თავის მხრივ, თ----რ შ-------ა ვალდებული იყო ნაკისრი ვალდებულება შეესრულებინა ჯეროვნად, ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილის მოთხოვნათა შესაბამისად. თ----რ შ-------ას მიერ ნაკისრი ვალდებულება კი მოიცავდა კრედიტის სახით მიღებული თანხის დაბრუნებას ხელშეკრულებით გათვალისწინებული ოდენობით, შეთანხმებული პირობებით და დათქმულ დროში.

 

მოპასუხემ დაარღვია ვალდებულება და კრედიტის სახით მიღებული თანხა ბ---ს არ დაუბრუნა, შეთანხმებული პირობებით, რითაც დაარღვია თავისი მოვალეობა ვალდებულების სრული და ჯეროვანი შესრულებისა, ასევე, მოსარჩელის კანონიერი ინტერესი.

 

მოპასუხის ეს ქმედება ეწინააღმდეგება ხელშეკრულების პირობებს და წარმოადგენს ხელშეკრულების დარღვევას. ხელშეკრულების არაჯეროვნად შესრულებით დაარღვია ხელშეკრულების პირობები, რაც მოსარჩელეს, სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის საფუძველზე ანიჭებს უფლებას, დაუყოვნებლივ მოითხოვოს ვალის სრული დაბრუნება. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, თ----რ შ-------ა ვალდებულია მოსარჩელეს გადაუხადოს კრედიტით მიღებული თანხა.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის პირველი ნაწილით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.

 

მიუხედავად იმისა, რომ სახელშეკრულებო სამართალი ხელშეკრულების თავისუფლების პრინციპსა და მხარეთა ურთიერთნდობაზეა აგებული, ყოველთვის არსებობს გარკვეული რისკი ვალდებულების შესაძლო დარღვევასთან დაკავშირებით. ასეთი დარღვევის შემთხვევაში, სამოქალაქო კოდექსი მხარეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლის შესაძლებლობის უფლებას. ვალდებულების დარღვევა სხვადასხვა ფორმით შეიძლება გამოიხატოს, მათ შორის ვალდებულების შეუსრულებლობით, შესრულების ვადის გადაცილებით ან არაჯეროვანი შესრულებით. თუმცა, აღსანიშნავია, რომ სამოქალაქო კოდექსის 405-ე მუხლის გამოყენებისათვის მნიშვნელობა არა აქვს, თუ რომელი ფორმით განხორციელდა დარღვევა. საგულისხმოა, რომ აღნიშნული უფლების რეალიზაცია შესაძლებელია მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც დარღვევა არსებით ხასიათს ატარებს. არსებითია თუ არა დარღვევა, ეს ყოველი კონკრეტული ფაქტის შეფასებისას უნდა დადგინდეს.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 873-ე მუხლის მიხედვით, კრედიტის გამცემს შეუძლია შეწყვიტოს საკრედიტო ურთიერთობა, თუ გათვალისწინებულია კრედიტის დაბრუნება ნაწილ-ნაწილ და კრედიტის ამღებმა გადააცილა ზედიზედ, სულ ცოტა, ორ ვადას. შეწყვეტა ძალაში შედის მაშინ, თუ ორკვირიანი დამატებითი ვადის მიცემის შემდეგაც არ მოხდება გადახდა.

 

საქმეში არსებული მტკიცებულებებით დადგენილია, რომ თ----რ შ-------ამ სს ”საქართველს ბ---ი”- საგან მიიღო კრედიტი. თანხის ათვისების შემდეგ ის ვალდებული იყო კრედიტის სახით მიღებული თანხა დაეფარა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირობებით, ხელშეკრულების დანართი გრაფიკით გათვალისწინებული ოდენობითა და ვადებით. მოპასუხემ ნაკისრი ვალდებულება ვერ შეასრულა, რითაც დაარღვია ხელშეკრულებათა პირობები. მან საერთოდ შეწყვიტა კრედიტის დაფარვა და დავალიანების დარჩენილი თანხა არ გადაიხადა. თ----რ შ-------ამ პერიოდული შენატანების ვადას გადააცილა ზედიზედ ორჯერ, რაც მოსარჩელეს ანიჭებს ხელშეკრულებიდან გასვლისა და დავალიანების ანაზღაურების დაუყოვნებლივ მოთხოვნის უფლებას.

 

სასამართლომ დაადგინა, რომ მოსარჩელის მოთხოვნა ძირი თანხის ნაწილში, საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, შეადგენს - 3615,72 ლარს რომელის ანაზღაურების ვალდებულება თ----რ შ-------ას უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ..

 

6.2.ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 868-ე მუხლის პირველი ნაწილით მხარეთა შეთანხმებით კრედიტორისათვის შეიძლება განისაზღვროს მყარი ან ცვალებადი საპროცენტო განაკვეთი.

 

დადგენილია, რომ მხარეებს ხელშეკრულებებით განსაზღვრული ჰქონდათ მყარი საპროცენტო განაკვეთი. სესხის ხელშეკრულების 3.7. პუნქტის თანახმად: - ‘’მსესხებელი ვალდებულია გადაუხადოს ბ---ს საპროცენტო სარგებელი წლიური 22%-ის ოდენობით’’ სახელშეკრულებო პირობების მიხედვით მოპასუხე კისრულობდა ვალდებულებას გადაეხადა სარგებელი, რაც დაწესებული იყო ხელშეკრულებებით. შესაბამისად, სარგებელის გადახდის ვალდებულებაც თ----რ შ-------ას უნდა შეესრულებინა ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლით დადგენილი წესის მიხედვით. როგორც ზემოთ აღინიშნა მოპასუხემ შეწყვიტა, როგორც ძირი თანხის, ისე სარგებელის გადახდა. სასამართლო მიიჩნევს, რომ მოპასუხე ვალდებულია გადაიხადოს დარიცხული სარგებელი, ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, რაც საკრედიტო ხელშეკრულების შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის მომენტიდან 2017 წლის 11 აპრილამდე (დავალიანების შესახებ ცნობის გაცემისას) შეადგენს - 817,32 ლარს რომლის ანაზღაურება მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს მოპასუხეს.

 

6.3. ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.

 

განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ეს გარემოება მხარეთა შორის დავას არ იწვევს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხემ ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულა, მან ვადაზე ადრე შეწყვიტა კრედიტის დაფარვა, ვალდებულების დარღვევის გამო ის ვალდებულია გადაიხადოს პირგასამტეხლოს თანხაც. ამასთან აუცილებელია პირგასამტეხლოს ოდენობა განისაზღვროს გონივრული ოდენობით.

 

ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებების გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო. სამოქალაქო კოდექსის 417-418-ე მუხლების შინაარსიდან გამომდინარე, პირგასამტეხლო წარმოადგენს სახელშეკრულებო მოთხოვნის შესრულების მიმართ მხარის შესაბამისი ინტერესის უზრუნველყოფის საშუალებას, რომლის გადახდის ვალდებულების წარმოშობა დაკავშირებულია სახელშეკრულებო ვალდებულების დარღვევასთან. პირგასამტეხლო ეკისრება მხარეს იმ დროიდან, როდესაც უნდა ყოფილიყო შესრულებული დარღვეული ვალდებულება - ამ ვალდებულების შესრულებამდე.

 

მხარეები მოქმედებენ რა, სახელშეკრულებო თავისუფლების ფარგლებში, რომელიც ამავე დროს პირგასამტეხლოს ოდენობის მხარეთა შეთანხმებისამებრ განსაზღვრას გულისხმობს, ამავე დროს, კანონმდებელი სასამართლოს ანიჭებს უფლებამოსილებას ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, სამართლიანობის, თანასწორობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე შეამციროს ’’შეუსაბამოდ მაღალი’’ პირგასამტეხლო. პირგასამტეხლოს გადასახდელი ოდენობა უნდა შეესაბამებოდეს, როგორც კრედიტორის, ასევე მოვალის ინტერესებს. მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევის გამო პირგასამტეხლოს დაკისრებამ არ უნდა გამოიწვიოს, ერთი მხრივ, პასუხისმგებლობის შეუსაბამო შემსუბუქება კრედიტორის წინაშე და, მეორე მხრივ, კრედიტორის უსაფუძვლო გამდიდრება.

 

მართალია, გაფორმებული ხელშეკრულებებით მხარეები შეთანხმდნენ პირგასამტეხლოს ოდენობაზე, მაგრამ აღნიშნული სასამართლოს არ ზღუდავს, დავის კანონიერად და სამართლიანად გადაწყვეტისათვის გამოიყენოს სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით გათვალისწინებული უფლება და თვითონ შეაფასოს პირგასამტეხლოს ოდენობისა და დაკისრების მიზანშეწონილობა. ამასთან, სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლოს შემცირებისას სასამართლო მხედველობაში იღებს მხარის ქონებრივ მდგომარეობასა და სხვა გარემოებებს, კერძოდ, იმას, თუ როგორია შესრულების ღირებულების, მისი შეუსრულებლობისა და არაჯეროვანი შესრულებით გამოწვეული ზიანის თანაფარდობა პირგასამტეხლოს ოდენობასთან. პირგასამტეხლოს შეუსაბამობის კრიტერიუმად, ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში, შეიძლება ჩაითვალოს ისეთი გარემოებები, როგორიცაა ხელშეკრულებით გათვალისწინებული პირგასამტეხლოს თანხის მნიშვნელოვანი გადაჭარბება ვალდებულების შეუსრულებლობით გამოწვეულ შესაძლო ზიანზე, ვალდებულების შეუსრულებლობის ხანგრძლივობა და სხვა გარემოებანი.

 

დადგენილია, რომ მოსარჩელე 2015 წლის 28 მაისის საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულების ჯეროვნად შეუსრულებლობის გამო, მოითხოვს 2017 წლის 11 აპრილამდე დარიცხული პირგასამტეხლოს ანაზღაურებას 1639,35 ლარის ოდენობით.

 

სასამართლოს მოსაზრებით, მოსარჩელის მიერ მოთხოვნილი ოდენობით პირგასამტეხლოს დაკისრება ეწინააღმდეგება ს----------–--ს სამოქალაქო კოდექსით გათვალისწინებულ სამოქალაქო უფლებათა კეთილსინდისიერად განხორციელების პრინციპს. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დასახელებული პირგასამტეხლოს მოცულობა უნდა შემცირდეს და შესატყვისად უნდა შემცირდეს კონკრეტულ თანხაში გამოხატული პირგასამტეხლოს ოდენობაც.

 

სასამართლო, მხარეთა თანასწორობის, სამართლიანობისა და გონივრულობის პრინციპის საფუძველზე, მხარეთა ინტერესების შესაბამისად, მიიჩნევს, რომ უნდა შემცირდეს პირგასამტეხლოს ოდენობა და №2------ საბ---ო კრედიტის ხელშეკრულებიდან გამომდინარე, განისაზღვროს 163,93 ლარით. (ნაცვლად მოთხოვნილი 1639,35 ლარისა).

 

7. საპროცესო ხარჯები

 

ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

იმავე კოდექსის 49.1-ე მუხლის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომაზე მოსარჩელე უარს იტყვის სარჩელზე, მოპასუხე ცნობს სარჩელს ან მხარეები მორიგდებიან, მხარეები სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. იმავე მუხლის მესამე ნაწილის თანახმად, თუ სარჩელზე უარის თქმა ან სარჩელის ცნობა დავის საგნის მხოლოდ ნაწილს შეეხება, სახელმწიფო ბაჟის გადახდის ვალდებულება განისაზღვრება დარჩენილი ნაწილის შესაბამისად.

 

განსახილველ შემთხვევაში, მოსარჩელის მოთხოვნა დაკმაყოფილდა ნაწილობრივ. ამასთან, მოპასუხემ სასამართლოს მთავარ სხდომამდე სარჩელის მოთხოვნა ცნო ნაწილობრივ, 2000 ლარის დაკისრების ნაწილში. შესაბამისად, მოპასუხე მხარე უნდა გათავისუფლდეს სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან მის მიერ აღიარებული სასარჩელო მოთხოვნის ფარგლების პროპორციულად - 60 ლარის ოდენობით. მოსარჩელეს სახელმწიფო ბიუჯეტიდან უნდა დაუბრუნდეს სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის ის ნაწილი, (60 ლარი), რომლის გადახდისაგან მხარეები გათავისუფლდნენ სსკ-ის 49.1-ე მუხლის შესაბამისად. ამასთან, მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის ანაზღაურება მის მიერ არაღიარებული და სასამართლოს მიერ დაკმაყოფილებული სასარჩელო მოთხოვნის მოცულობის პროპორციულად, რაც შეადგენს 77,90 ლარს. დანარჩენი თანხა (47,20 ლარი) უნდა ჩაითვალოს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.

 

დადგენილია რომ 2016 წლის 27 ივნისს ,,ს----------–--ს ბ---ის’’ მიერ თ----რ შ-------ას მიმართ, ზემოაღნიშნულ სესხზე მოთხოვნის დაკმაყოფილების მიზნით, ს----------–--ს იუსტიციის სამინისტროს აღსრულების ეროვნულ ბიუროში შეტანილ იქნა აპლიკაცია გამარტივებული წარმოების დასაწყებად, მოსარჩელის მიერ გადახდილ იქნა 100 (ასი) ლარი რომლის გადახდაც უნდა დაეკისროს მოპასუხე მხარეს მოსარჩელის სასარგებლოდ.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

 

საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა ს----------–--ს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე, 53-ე, 243-244-ე, 247-249-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით,გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. მოსარჩელე სს ”ს----------–--ს ბ---ის” მოთხოვნა, მოპასუხე თ----რ შ-------ას, მიმართ, თანხის დაკისრების თაობაზე დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ.

 

2. მოპასუხე თ----რ შ-------ას (პ/ნ 0----------), მოსარჩელე სს "ს----------–--ს ბ---ი"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს - 4596.97 ლარის ანაზღაურება, საიდანაც სესხის ძირი თანხაა - 3615,72 ლარი, სარგებელი - 817,32 ლარი, ჯარიმა - 163,93 ლარი.

 

3. მოპასუხე თ----რ შ-------ას (პ/ნ 0----------), მოსარჩელე სს "ს----------–--ს ბ---ი"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს გამარტივებული წარმოების - 100 (ასი) ლარის გადახდა.

 

4. მოპასუხე თ----რ შ-------ას (პ/ნ 0----------), მოსარჩელე სს "ს----------–--ს ბ---ი"-ს (ს/კ 2--------) სასარგებლოდ დაეკისროს მოსარჩელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გაწეული ხარჯის ანაზღაურება - 77,90 ლარის ოდენობით.

 

5. მოსარჩელე სს “ს----------–--ს ბ---ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან დაუბრუნდეს 60 ლარი, 2017 წლის 11 აპრილის #60 საგადასახადო დავალებით სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი - 185,17 ლარიდან, რაც ჩარიცხულია ხაზინის ერთიან ანგარიშზე, სახაზინო კოდით - 300373150.

 

6. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-7 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით სენაკის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

7. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს სენაკის რაიონულ სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე დარეჯან კვარაცხელია