განაჩენი

სისხლის სამართლის 23.10.2019
საქმის ნომერი
330100119002969411
თარიღი
23.10.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

№1/1857-19

#------------

თბილისის საქალაქო სასამართლო

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

23 ოქტომბერი 2019 წელი თბილისი

 

თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგია

 

მოსამართლე - ლილი მსხილაძე

 

სხდომის მდივანი - ფატიმა გოგიშვილი

 

ბრალდების მხარე :

პროკურორი - მ----- ც--------

 

დაცვის მხარე:

 

ბრალდებული:

ზ----- ქ-----–-- - დაბადებული 1--- წლის 2---------, საქართველოს მოქალაქე, პირადი №-----------, საშუალო განათლებით, დასაოჯახებელი, ნასამართლობის მქონე, რეგისტრირებული და ფაქტობრივად მცხოვრები: თბილისი, ტ--------–------------

 

ადვოკატი - ს----- მ--–--ე

 

კვალიფიკაცია:

 

ზ----- ქ-----–--ს ბრალი ედება მასში, რომ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

სხდომის სახე - ღია

 

1. სასამართლომ დაადგინა:

 

1.1. სასამართლომ დადგენილად სცნო, რომ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენით ზ----- ქ-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0--------------ს განჩინებით, ზ----- ქ-----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 06 (ექვსი) თვით.

თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–-ს განჩინებით, ზ----- ქ-----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-------------ს განჩინებით გაგრძელდა 06 (ექვსი) თვით, დამატებით გაგრძელდა 06 (ექვსი) თვით.

2019 წლის 06 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ტ--------–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ზ----- ქ-----–-- და ბასრი საგნით შეიარაღებული, გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ რ--–--- ა-–-------ს. შედეგად, ამ უკანასკნელს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრეს.

 

2. ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით , ჩადენილი სიცოცხლისთვის

საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით

 

2.1. დაზარალებულმა რ--–--- ა-–-------იმ განაცხადა, რომ არის ი------–-ს მოქალაქე და სწავლობს ს----------–-------------------ის სამედიცინო ფაკულტეტზე. 2019 წლის 06 მარტს, საღამოს 9 საათზე ბრუნდებოდა სასწავლებლიდან სახლში, რომელიც მდებარეობს ტ--------–ის ქუჩაზე, როდესაც სადარბაზოში შევიდა იქ დახვდა ორი მამაკაცი, ერთი ახალგაზრდა, ხოლო მეორე იყო ბრალდებული (მიუთითა ზ----- ქ-----–--ზე). რ--–--- ა-–-------იმ გამოიძახა ლიფტი, სადაც ორივე მამაკაცი დაემგზავრა. ლიფტში მგზავრობისას ახალგაზრდა მამაკაცმა ამოიღო დანა და რ--–--- ა-–-------ის ყელზე მიადო, ხოლო მეორე მამაკაცმა, რომელიც იყო ძლიერ ნასვამი, დაუკავა ხელები, რომ არ შეწინააღმდეგებოდა თავდამსხმელს, ამ დროს რ--–--- ა-–-------იმ დანით მიიღო ხელზე დაზიანება. ახალგაზრდა ელაპარაკებოდა ინგლისურად და ეუბნებოდა თუ რამე თანხა ჰქონდა ამოეღო და გადაეცა, დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის შეეშინდა და ახალგაზრდა თავდამსხმელს გადასცა 50 ლარი, რის შემდეგ ლიფტის კარის გაღების მომენტში ხელი ჰკრა ერთ-ერთ თავდამსხმელს და სადარბაზოში გაიქცა. რ--–--- ა-–-------იმ გამოიძახა პოლიცია, რომელთა მოსვლის შემდეგ ჩავიდა კორპუსის ეზოში, სადაც დაინახა იქვე მჯდომი ერთ-ერთი თავდამსხმელი, რომელიც იყო ზ----- ქ-----–--. მან პოლიციის თანამშრომლებს მიუთითა ზ----- ქ-----–--ზე, რის შემდეგაც როგორც ზ----- ქ-----–--, ასევე თავად რ--–--- ა-–-------ი პოლიციის თანამშრომლებმა გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

2.2. მოწმე ვ-–- კ------–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს საპატრულო პოლიციაში. 2019 წლის 6 მარტს ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას მეწყვილესთან ი-----–- გ-------სთან ერთად. 1---დან მიიღეს შეტყობინება ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით. ვ-–- კ------–---–ის და ი-----–- გ-------ს ეკიპაჟი მივიდა შემთხვევის ადგილზე, მდებარე ტ--------–ის ქ----, სადაც დახვდათ ი------–-ს მოქალაქე რ--–--- ა-–-------ი, რომელიც საუბრობდა ინგლისურ ენაზე. ი------–-ს მოქალაქეს ესაუბრა ი-----–- გ-------, რომელმაც მიუთითა, რომ იქვე მჯდომმა მამაკაცმა დააყაჩაღა. ვ-–- კ------–---–ი მივიდა ჩამუხლულ მამაკაცთან, რომლის ვინაობის დადგენისას იგი აღმოჩნდა ზ----- ქ-----–--. ვ-–- კ------–---–ის განმარტებით, ზ----- ქ-----–-- იყო ძლიერ ნასვამი. ვ-–- კ------–---–ის და ი-----–- გ-------ს მიერ გამოძახებულ იქნენ კრიმინალური პოლიციის თანამშრომლები, რომლებმაც მოსვლის შემდეგ როგორც ი------–-ს მოქალაქე, ასევე ზ----- ქ-----–-- გადაიყვანეს პოლიციის განყოფილებაში.

 

2.3. ანალოგიური შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს პატრული-ინსპექტორმა მოწმე ი-----–- გ-------მ, რომელმაც დამატებით განაცხადა, რომ ფლობს სასაუბრო დონეზე ინგლისურ ენას. შემთხვევის ადგილზე მისვლის შემდეგ ი-----–- გ------- ინგლისურად ესაუბრა დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის, რომელიც უთითებდა, რომ იქვე მყოფმა პირმა (ზ----- ქ-----–--მ) თანამზრახველთან ერთად დანის მუქარით წაართვა 50 ლარი. ი-----–- გ-------ს განმარტებით, დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის ხელზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით; ზ----- ქ-----–-- იყო ალკოჰოლური სასმელის ზემოქმედების ქვეშ.

 

2.4. მოწმე თ----- ი----–---–მა განაცხადა, რომ მუშაობს ვ---------------–----------------–--ში უფროს დეტექტივად. შეტყობინების საფუძველზე პოლიციის თანამშრომელთან, მის მეწყვილე გ------- მ-–--–-–---–თან ერთად მივიდა შემთხვევის ადგილზე, სადაც დახვდა საპატრულო პოლიციის ეკიპაჟი, ასევე ი------–-ს მოქალაქე რ--–--- ა-–-------ი და ზ----- ქ-----–--. რ--–--- ა-–-------ი საუბრობდა ინგლისურად და უთითებდა ზ----- ქ-----–--ზე, რომ ზ----- ქ-----–--მ დანის მუქარით დააყაჩაღა. თ----- ი----–---–ის განცხადებით, რ--–--- ა-–-------ი და ზ----- ქ-----–-- ნებაყოფლობით გადაყვანილი იქნენ პოლიციის განყოფილებაში.

 

2.5. ანალოგიურ შინაარსის ჩვენებები მისცეს სასამართლოს პოლიციის თანამშრომლებმა მოწმე გ------- მ-–--–-–---–მა.

 

2.6. მოწმე კ------- მ-----–---–მა განმარტა, რომ მუშაობს ვ---------------–----------------–--ში უფროს დეტექტივად. მ/წ 6 მარტს საღამოს საათებში იმყოფებოდა პოლიციის სამმართველოში, ასრულებდა სამსახურეობრივ მოვალეობას, რა დროსაც განყოფილებაში შემოვიდნენ თანამშრომლები ორ პიროვნებასთან ერთად, ერთი იყო ი------–-ს მოქალქე, მეორე იყო ზ----- ქ-----–--, რადგან ი------–-ს მოქალაქემ არ იცოდა ქართული, გამოიძახეს ინგლისური ენის მცოდნე თარჯიმანი, რომლის მოსვლის შემდეგ ამ პიროვნებამ მიუთითა, რომ ზ----- ქ-----–--მ და მეორე პიროვნებამ წაართვეს 50 ლარი. ამის შემდეგ, კ------- მ-----–---–ის და ზ---- კ--–--–---ს მიერ მოხდა ზ----- ქ-----–--ს დაკავება.

 

2.7. ანალოგიურ შინაარსის ჩვენება მისცა სასამართლოს პოლიციის თანამშრომელმა მოწმე ზ---- კ--–--–---მ.

 

2.8. მოწმე გ------- ქ-----მ დაადასტურა, რომ მიიღო ოპერატიული ინფორმაცია შპს ,,ა-–----ს“ ფარმაცევტულ ობიექტზე დამონტაჟებული ვიდეო სათვალთვალო კამერების თაობაზე, ასევე მიიღო ოპერატიული ინფორმაცია, რომ ზ----- ქ-----–--ს დაუდგენელ პიროვნებასთან ერთად გადაადგილება ასახული უნდა იყოს ი/მ ,,მ--–---- შ--–---–-–---–ის’’ მ-------ის შიდა და გარე სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერებში.

 

2.9. მოწმე ნ---- გ-------–---–მა დაადასტურა, რომ შპს ,,ა-–----ს“ ფარმაცევტულ ობიექტზე დამონტაჟებული იყო ვიდეო სათვალთვალო კამერა, რომლის ვიდეო ჩანაწერი გადასცა გამომძიებელს.

 

2.10. მოწმეებმა თ----- ბ----მ, ზ---- კ--–--–---მ და გ------- თ------–---–მა დაადასტურეს მათ მიერ ჩატარებული საგამოძიებო მოქმედებების სისწორე.

 

2.11. ბრალდებულმა ზ----- ქ-----–--მ თავი არ სცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და განაცხადა, რომ კარგად არ ახსოვს თუ რა გადახდა თავს, მაგრამ იცის, რომ არ მიუღია მონაწილეობა რ--–--- ა-–-------ის ყაჩაღობაში. იგი მარტო იმყოფებოდა ქ. თბილისში, ტ--------–------------ში მდებარე სადარბაზოში, სადაც შემოვიდა ორი თუ სამი მისთვის უცნობ ბიჭი, რომლებსაც სთხოვა ერთი ბოთლი არყის შესაძენი თანხა, რაზეც თანხმობა განუცხადეს. ის შეჰყვა მისთვის უცნობ პიროვნებას ლიფტში, სადაც რომელიღაც პიროვნება დაეჯახა და ფეხი ატკინა, რასაც მოჰყვა მათ შორის სიტყვიერი შეურაცხყოფა, ლიფტის კარის გაღების შემდეგ დატოვა ლიფტის კაბინა. ზ----- ქ-----–-- კორპუსის ეზოში კიბის მეშვეობით ჩამოვიდა და იქვე იმყოფებოდა, რა დროსაც პოლიციის თანამშრომლებმა დააკავეს.

 

2.12. 1---ში შეტყობინების რეგისტრაციის N------- თანახმად, 03/06/2019 2------- საათზე შემოვიდა შეტყობინება, განმცხადებელი არის ინგლისურენოვანი და აცხადებს, რომ ორმა მამაკაცმა ლიფტში წაართვა თანხა.

 

2.13. 2019 წლის 6 მარტის ოქმის თანახმად, შსს ვ---------------–----------------–----- განყოფილებაში მიღებული 06.03.2019 წლის N------ შეტყობინების საფუძველზე, ამავე განყოფილების თანამშრომლების თ----- ი----–---–ისა და გ------- მ-–--–-–---–ის მიერ ქ. თბილისში ტ--------–ის ქ-----ის მ/ტერიტორიიდან ნებაყოფლობით განყოფილებაში წარმოდგენილ იქნენ ი------–-ს მოქალაქე რ--–--- ა-–-------ი და ზ----- ქ-----–--, რომლებსაც ასდიოდა ალკოჰოლის სუნი და შეთავაზებულ იქნა შემოწმება ალკოტესტზე, რაზეც განაცხადა თანხმობა.

2.13.1. ოქმის სისწორე დაადასტურა გამომძიებელმა თ----- ბ----მ.

 

2.14. ალკოტესტით შემოწმების ოქმის თანახმად, 2019 წლის 7 მარტს N-------- ალკოტესტერით შემოწმებული იქნა 2-----1--- წელს დაბადებული ზ----- ქ-----–--, რომელსაც დაუდგინდა ალკოჰოლური თრობა 8, 671 მეათედი პრომილის ოდენობით.

 

2.15. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის თანახმად, 2019 წლის 7 მარტს რ--–--- ა-–-------ის მონაწილეობით ჩატარდა საგამოძიებო ექსპერიმენტი. მისი მითითებით მონაწილე პირები მივიდნენ შემთხვევის ადგილზე, სადაც განმარტა რომ ბოროტმოქმედებმა დანის მუქარით და ძალადობის შედეგად გასტაცეს ფულადი თანხა 50 ლარი. ასევე, ხსენებული დანით მიაყენეს დაზიანება მარცხენა ხელის თითების მიდამოში.

2.15.1. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმის სისწორე და მასში მონაწილეობა დაადასტურა გამომძიებლებმა ზ----- კ--–--–---მ.

 

2.16. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა ინდ. მეწარმე ,,მ--–---- შ--–---–-–---–ის’’ მ-------ის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი, დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო დაზარალებულმა რ--–--- ა-–-------იმ. ჩანაწერის camera 02, დროის 20:28:31 საათზე კადრში ჩანს ახალგაზრდა პიროვნება, რომელიც გადაადგილდება მაღაზიის მიმართულებით და შედის მაღაზიაში, საიდანაც გამოდის 20:29:03 საათზე და აღნიშნული დროის შემდეგ ტოვებს კადრს, აღნიშნულ პიროვნებას აცვია მუქი წითელი ფერის ე.წ. ,,დუტის“ ქურთუკი კაპიშონით, რომელიც თავზე აქვს გადმოფარებული და აქვს შეკრულ მდგომარეობაში, აცვია ნაცრისფერი შარვალი და ფეხზე შავი ფერის ფეხსაცმელები. დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულ რ--–--- ა-–-------იმ განმარტა, რომ აღნიშნულმა პიროვნებამ 2019 წლის 06 მარტს თანამონაწილესთან ზ----- ქ-----–--სთან ერთად დააყაჩაღა საკანცელარიო დანის გამოყენებით მის საცხოვრებელ კორპუსში, მდებარე თბილისი, ტ--------–------------ის ლიფტის კაბინაში. ჩანაწერის camera 03 დროის 20:28:31 საათზე კადრში ჩანს თუ როგორ აღებს კარს და შედის მაღაზიის შიგნით მუქ წითელ ქურთუკში ჩაცმული პიროვნება, რომელიც გადაადგილდება კონსულტანტის მიმართულებით, რომელსაც ხელით ანიშნებს რაღაცას, რის შემდგომაც ორივენი გადაინაცვლებენ მარჯვენა მხარეს, სადაც ორივე აკვირდება ვიდეო სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერების მონიტორს, აღნიშნული პიროვნებები ხსენებულ ადგილას დგანან რამდენიმე წამის განმავლობაში, ამ დროს კადრში ჩანს წითელ ქურთუკიან პიროვნებას უკეთია მხედველობის სათვალე შავი კანტით გაწყობილი, ჩანაწერის დროით 20:29:03 საათზე აღნიშნული პიროვნება გადის მაღაზიიდან და თან თავზე იფარებს კაპიშონს, რის შემდგომაც იგი კადრში აღარ ჩანს. დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულ რ--–--- ა-–-------იმ განმარტა, რომ აღნიშნული პიროვნება არის ის, რომელმაც დააყაჩაღა.

 

2.17. ნივთიერი მტკიცებულების გახსნისა და დათვალიერების ოქმის თანახმად, დათვალიერებული იქნა შპს ,,ა-–----ს“ ფარმაცევტული ობიექტის სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი. დათვალიერებაში მონაწილეობა მიიღო დაზარალებულმა ა-–------- რ--–---მა. ვიდეო კამერების კადრში ჩანს ქ. თბილისი, ტ--------–------------ის კორპუსის შესასვლელი სადარბაზოთი და მისი მიმდებარე ტერიტორია და ა-–-----ის ქუჩის საავტომობილო გზა. Camera 04 ჩანაწერის დროით 20:49:31 კადრში ჩანს ლურჯ ქურთუკსა და მუქი ფერის შარვალში ჩაცმული მამაკაცი, რომელიც დათვალიერებაში მონაწილე დაზარალებულ ა-–------- რ--–---ის განმარტებით არის ბრალდებული ზ----- ქ-----–--, მის დაყაჩაღებაში თანამონაწილე პირი. ჩანაწერის დროით 20:49:41 საათზე კადრში ჩნდება მუქ წითელ ქურთუკსა და ნაცრისფერ შარვალში ჩაცმული პიროვნება, რომელიც უახლოვდება ლურჯ ქურთუკში ჩაცმულ პიროვნებას და მასთან საუბრობს, დაზარალებულმა ა-–------- რ--–---მა განმარტა, რომ ამოიცნო აღნიშნული პიროვნება, რომელიც არის მის დაყაჩაღებაში თანამონაწილე პირი, რომელიც უშუალოდ საკანცელარიო დანის მუქარით ახორციელებდა მის ყაჩაღობას. ჩანაწერის დროით 20:51:12: საათზე კადრში ჩანს ზ/აღნიშნული წითელ ქურთუკიანი პიროვნება, რომელიც გადაადგილდება ტ--------–ის ქუჩა კ------------ში მდებარე ,,მ-------ში“, შედის შიგნით და ჩანაწერის დროით 20:51:46 საათზე გამოდის გარეთ, რის შემდგომაც უახლოვდება ლურჯ ქურთუკში ჩაცმულ პიროვნებას, რის შემდგომაც გარკვეული პერიოდი ჩერდება მასთან და საუბრობს, ჩანაწერის დროით 20:53:43 საათზე აღნიშნული პიროვნება გადაადგილდება ტ--------–----------- კორპუსის სადარბაზოს მიმართულებით და გადის კადრიდან და 20:54:17 ისევ ბრუნდება ლურჯ ქურთუკიან პიროვნებასთან, რომელთანაც საუბრობს, ხოლო 20:55:22 საათის დროით აღნიშნული პიროვნებები გადაადგილდებიან მოპირდაპირე მხარეს და აღარ ჩანან კადრში. Camera 04 ჩანაწერის დროით 21:09:18 საათზე კადრში ჩანს ლურჯ ქურთუკიანი და წითელ ქურთუკიანი ორი პიროვნება, რომლებიც გადაადგილდებიან ტ--------–------------ში მდებარე კორპუსის სადარბაზოსკენ და გადიან კადრიდან. ჩანაწერის დროით 21:27:43 საათზე კადრში ჩანს ღია ფერის ქურთუკში და მუქი ფერის შარვალში ჩაცმული პიროვნება, რომელსაც ხელში უჭირავს პოლიეთლენის პარკი და გადაადგილდება ტ--------–------------ში მდებარე კორპუსის სადარბაზოში, რის შემდგომაც გადის კადრიდან. ჩანაწერის დროით 21:32:43 საათზე კადრში ჩანს ზ/ხსენებული პიროვნება წითელ ქურთუკში ჩაცმული, რომელიც გამოდის აღნიშნული კორპუსის სადარბაზოდან და გადის კადრიდან, იმავე მიმართულებიდან 21:32:49 საათზე ლურჯ ქურთუკში ჩაცმული პიროვნება ჩქარი ნაბიჯებით გამოდის და გადაადგილდება ხსენებული მიმართულებით, რის შემდგომაც გადის კადრიდან.

 

2.18. სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნის თანახმად, 07.03.2019 წ, მოქ. ა-–------- რ--–---ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის, ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით. ნაჭდევის სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს.

2.18.1. აღნიშნული დასკვნის სისწორე სასამართლო სხდომაზე დაადასტურა მოწმის სახით დაკითხულმა ექსპერტმა გ---–----- ტ------–---–მა.

 

2.19. ბრალდებულ ზ----- ქ-----–--ს ადვოკატის პოზიციით ზ----- ქ-----–--ს ბრალდება ემყარება არაპირდაპირ მტკიცებულებებს - გამომძიებლებისა და პოლიციელების ჩვენებებს; იმ ფაქტს, რომ ზ----- ქ-----–--ს არ ჩაუდენია ბრალად შერაცხული ქმედება ადასტურებს ის გარემოება, რომ არ არსებობდა დაკავების საფუძველი და ამიტომაც არ იქნა ზ----- ქ-----–-- ადგილზე დაკავებული; კამერების ჩანაწერები დაუშვებელ მტკიცებულებად უნდა იქნეს მიჩნეული, ვინაიდან მათი ავთენტურობა საეჭვო ხდება; საქმეში არ არსებობს უტყუარ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც დაადასტურებდა ზ----- ქ-----–--ს ბრალდებას. ადვოკატმა მოითხოვა წარდგენილ ბრალდებაში ზ----- ქ-----–--ს უდანაშაულოდ ცნობა და გამართლება.

 

2.20. საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი და დასაბუთებული. განაჩენი დასაბუთებულია, თუ ის ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. სასამართლომ შეაფასა რა ზ----- ქ-----–--ს ბრალდების საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები საქმისადმი მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო მათი ერთობლიობა - ბრალდებულის დამნაშავედ ცნობისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მივიდა დასკვნამდე, რომ არ არსებობს საფუძველი დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების და ზ----- ქ-----–--ს წარდგენილ ბრალდებაში უდანაშაულოდ ცნობის. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- ქ-----–--ს სისხლის სამართლის საქმეზე არსებობს ერთმანეთთან შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ----- ქ-----–--ს ბრალდებას მასში, რომ მან ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით. კერძოდ:

2.20.1. სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ ზ----- ქ-----–--სთვის ბრალად შერაცხული ქმედება ჩადენილია საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში. აღნიშულს უთითებს დაზარალებული; მასთან ერთად ლიფტში ყოფნის ფაქტს არც ზ----- ქ-----–-- ხდის სადაოდ, ხოლო მესამე პირი, რომელზეც დაზარალებული მიუთითებს, გამოძიებით დაუდგენელია. ვინაიდან, აღნიშნულ ფაქტს არ ჰყავს თვითმხილველი მოწმეები, ბრალდებული კი უარყოფს ბრალდებას, დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის ჩვენებას სასამართლო აფასებს სხვა მტკიცებულებებთან ერთობლიობაში.

2.20.2. დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის ჩვენებით, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით და 1---ში შეტყობინების ინფორმაციით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ 2019 წლის 06 მარტს, საღამოს 9 საათზე ტ--------–------------ში მდებარე მისი საცხოვრებელი კორპუსის ლიფტში, ფულადი თანხის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, თავს დაესახა ორი მამაკაცი, რომელთაგან ერთი იყო ზ----- ქ-----–--. რ--–--- ა-–-------ი იძულებული გახდა მის მიმართ გამოყენებული ფიზიკური და ფსიქიკური ძალადობის შედეგად თავდამსხმელებისთვის მიეცა მისი კუთვნილი 50 ლარი.

2.20.3. დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის ჩვენებით, რომელიც თანხვედრაშია პოლიციის თანამშრომლების, ასევე, ბრალდებულ ზ----- ქ-----–--ს ჩვენებებთან და ალკოტექსტით შემოწმების ოქმთან სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ზ----- ქ-----–-- დანაშაულის ჩადენის დროს იმყოფებოდა ნასვამ მდგომარეობაში.

2.20.4. ნივთიერი მტკიცებულების - ვიდეოჩანაწერების გახსნისა და დათვალიერების ოქმებით, რომელიც ჩატარდა დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის მონაწილეობით, რომლებიც ასევე გამოკვლეულ იქნა სასამართლოში საქმის არსებითად განხილვისას, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ დანაშაულის ჩადენის მომენტამდე ზ----- ქ-----–-- შემთხვევის ადგილის მიმდებარედ რამდენიმე ობიექტის სათვალთვალო კამერების ჩანაწერში ფიქსირდება; შემთხვევის ადგილზე ყოფნის ფაქტს არც ზ----- ქ-----–-- უარყოფს; ამასთანავე, აღნიშნული ჩანაწერები, ზ----- ქ-----–--ს ჩვენებისგან განსხვავებით, უტყუარად ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დანაშაულის ჩადენამდე ზ----- ქ-----–--ს კომუნიკაცია ჰქონდა ახალგაზრდა მამაკაცთან, რომლის აღწერილობა თანხვედრაშია დაზარალებულის მიერ აღწერილ მეორე თავდამსხმელთან.

2.20.5. პოლიციის თანამშრომელთა ჩვენებებით დასტურდება, რომ დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის ხელზე აღენიშნებოდა დაზიანება ნაკაწრის სახით; სამედიცინო ექსპერტიზის N--------- დასკვნით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ რ--–--- ა-–-------ის პირადი შემოწმებისას აღენიშნებოდა დაზიანებები ნაკაწრის, ნაჭდევის და სისხლნაჟღენთის სახით. ნაჭდევის სისხლნაჟღენთი განვითარებულია რაიმე მკვრივი-ბლაგვი საგნის მოქმედებით. ნაკაწრი განვითარებული უნდა იყოს რაიმე მახვილი საგნის წვეტის, ლესილი კიდის ან მკვეთრად გამოხატული კიდის მქონე მკვრივი-ბლაგვი საგნის შემხები ზემოქმედების შედეგად. დაზიანებები როგორც ცალ-ცალკე, ისე ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით დაზიანებების განვითარება არ ეწინააღმდეგება საქმის გარემოებაში მითითებულ თარიღს. აღნიშნული მტკიცებულებები სარწმუნოდ ხდის დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის ჩვენებას იმის თაობაზე, რომ თავდასხმისას დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის მიმართ თავდამსხმელის მიერ გამოყენებულ იქნა დანა, რა დროსაც მან მიიღო სხეულის დაზიანება და რის გამოც იგი იძულებული გახდა ახალგაზრდა თავდამსხმელისთვის გადაეცა მისი კუთვნილი 50 ლარი; აღნიშნული გარემოებები ადასტურებენ იმ ფაქტს, რომ დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ზე თავდასხმისას ადგილი ჰქონდა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის საშიშ ფიზიკურ და ფსიქიკურ ძალადობას.

2.20.6. დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის და პატრულის თანამშრომლების ჩვენებებით სასამართლო დადგენილად მიიჩნევს, რომ ნასვამ მდგომარეობაში მყოფი ზ----- ქ-----–-- დანაშაულის ჩადენის შემდეგ იმყოფებოდა რ--–--- ა-–-------ის საცხოვრებელი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე, რომელიც იცნო დაზარალებულმა და მიუთითა პოლიციელებს იქვე მყოფ ზ----- ქ-----–--ზე, რომელმაც თანამზრახველთან ერთად დანის მუქარით წაართვა 50 ლარი.

2.20.7. სასამართლო სარწმუნოდ მიიჩნევს პოლიციის თანამშრომლების ჩვენებებს იმის თაობაზე, რომ, რადგან დაზარალებულსა და პოლიციის თანამშრომლებს შორის კომუნიკაციისთვის საჭირო იყო თარჯიმნის დახმარება, ზ----- ქ-----–-- და დაზარალებული რ--–--- ა-–-------ი მიყვანილ იქნენ პოლიციის განყოფილებაში, სადაც მოხდა ზ----- ქ-----–--ს დაკავება. შესაბამისად, არ არსებობს ადვოკატის პოზიციის გათვალისწინების საფუძველი იმის თაობაზე, რომ რადგან არ არსებობდა დაკავების საფუძველი, ამიტომ არ ჩათვალეს საჭიროდ პოლიციის თანამშრომლებმა მისი ადგილზე დაკავება.

2.20.8. სასამართლო სარწმუნოდ არ მიჩნევს ზ----- ქ-----–--ს ჩვენებას წარდგენილ ბრალდებაში მისი უდანაშაულობის თაობაზე. სასამართლოს მიაჩნია, რომ ზ----- ქ-----–--ს ჩვენება ეწინააღმდეგება საქმეზე გამოკვლეულ მტკიცებულებებს, მიმართულია მხოლოდ მოსალოდნელი პასუხისმგებლობისგან თავის არიდებისკენ და არ შეესაბამება საქმის რეალურ გარემოებებს.

2.20.9. საკასაციო პალატამ საქმეში #45აპ-17 აღნიშნა, რომ ზოგადად ბრალდებულმა შესაძლოა უარყოს დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის განზრახვა ან/და მისი ჩვენებით არ დგინდებოდეს სუბიექტური დამოკიდებულება ბრალად შერაცხული ქმედებისადმი, მაგრამ საქმეში არსებული ყოველი ფაქტობრივი ანალიზის ერთობლივად შეფასება ქმნიდეს მტკიცებულებით სტანდარტს. კონკრეტულ საქმეში, მიუხედავად ბრალდებულის პოზიციისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ არსებობს მტკიცებულებათა ჯაჭვი, რომელიც თანმიმდევრულად წარმოაჩენს აღნიშნულ დანაშაულის ზ----- ქ-----–--ს მიერ ჩადენას.

2.20.10. სასამართლო აღნიშნავს, რომ კანონმდებლის მიერ კრიმინალიზებულია ყაჩაღობა, რომელიც სოციალურად მაღალი საშიშროებით ხასიათდება. იგი არა მარტო ქონების ხელყოფაში გამოიხატება, არამედ თვით ამ ხელყოფის ხასიათში - თავდასხმასა და ისეთი ძალადობის ან ძალადობის მუქარაში, რომელიც საშიშია ადამიანის სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის. თავდასხმის ცნებაში იგულისხმება დაზარალებულისათვის დამნაშავის უეცარი, აგრესიული მოქმედება, რომელიც დაკავშირებულია ძალადობასთან ან ძალადობის მუქარასთან. ჯანმრთელობის ან სიცოცხლის ზიანის მიყენების მუქარა გამოიხატება ფსიქიკურ ძალადობაში, რაც ქმედების ყაჩაღობად დაკვალიფიცირების საფუძველია, რა დროსაც მნიშვნელოვანია დაზარალებულის მიერ მის მიმართ გამოთქმული მუქარის ხასიათის შეგნება. კონკრეტულ საქმეში ის გარემოება, რომ ღამის საათებში, ჩაკეტილ სივრცეში - ლიფტში, დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის მოულოდნელად დანით შეიარაღებული თავს ესხმის ზ----- ქ-----–--ს თანხმლები პიროვნება, რა დროსაც ზ----- ქ-----–-- უკავებს ხელებს, რომ წინააღმდეგობა არ გაუწიოს, თავდასხმისას ხდება დაზარალებულის სხეულის დაზიანება - დანაშაულის ჩადენის მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ დაზარალებულის წარმოდგენაში მისთვის შეიქმნა სიცოცხლისა და ჯანმრთელობისათვის რეალური საფრთხე, რა დროსაც მუქარის განსაზღვრული ხასიათის დადგენა სასამართლოსთვის არც არის მნიშვნელოვანი, რადგან მუქარის განუსაზღვრელი ხასიათიც კი ამგვარ მოცემულობაში ყაჩაღობის შემადგელობას ქმნის. დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების ანალიზის შედეგად სასამართლო დადასტურებულად მიიჩნევს, რომ ზ----- ქ-----–--ს ქმედება შეიცავს სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული ყაჩაღობის შემადგენლობის ყველა ელემენტს.

 

2.21. სასამართლომ მისცა რა შეფასება ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილ მტკიცებულებებს მიაჩნია, რომ მოცემულ სისხლის სამართლის საქმეზე გამოძიება ჩატარებულია ობიექტურად და კანონის მოთხოვნათა სრული დაცვით; მოწმეთა ჩვენებები საქმისათვის მნიშვნელოვან საკითხებთან დაკავშირებით სრულ თანხვედრაშია ერთმანეთთან, ასევე წერილობით და ნივთიერ მტკიცებულებებთან; ვიდეოჩანაწერები კანონის დაცვით არის მოპოვებული; საქმეში არ მოიპოვება რაიმე მტკიცებულება, რაც მოწმეთა ჩვენებების ან სხვა მტკიცებულებების სისწორეში ეჭვის შეტანის საფუძველი გახდებოდა. ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებები არის აშკარა, დამაჯერებელი, ურთიერთშეთავსებადი და საკმარისი ზ----- ქ-----–--ს ბრალდების დასადასტურებლად მასში, რომ 2019 წლის 06 მარტს, დაახლოებით 21:00 საათზე, ქ. თბილისში, ტ--------–------------ში მდებარე საცხოვრებელი კორპუსის ლიფტის კაბინაში, ძარცვისთვის ნასამართლევი, ალკოჰოლური თრობის მდგომარეობაში მყოფი ზ----- ქ-----–-- და ბასრი საგნით შეიარაღებული, გამოძიებით დაუდგენელი პირი თავს დაესხნენ რ--–--- ა-–-------ს. შედეგად, ამ უკანასკნელს, სიცოცხლისათვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით გასტაცეს 50 (ორმოცდაათი) ლარის ოდენობით ფულადი თანხა, რაც მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრეს.

 

2.22. ზემოთ აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო ასკვნის, რომ ზ----- ქ-----–--მ დაზარალებულ რ--–--- ა-–-------ის მიმართ ჩაიდინა ყაჩაღობა, ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით.

 

ყაჩაღობა, ჩადენილი ჯგუფურად

 

2.23. საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 27-ე მუხლი იძლევა ჯგუფური დანაშაულის განსაზღვრებას, რომლის თანახმად, დანაშაული ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში წინასწარ შეუთანხმებლად ერთობლივად მონაწილეობდა ორი ან მეტი ამსრულებელი. დანაშაული ჯგუფის მიერ წინასწარი შეთანხმებითაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. საკასაციო პალატამ საქმეში # 75აპ-17 აღნიშნა, რომ დანაშაული წინასწარი შეთანხმებით ჯგუფის მიერაა ჩადენილი, თუ მის განხორციელებაში მონაწილენი წინასწარ შეკავშირდნენ დანაშაულის ერთობლივად ჩასადენად. წინასწარ შეკავშირებაში არ იგულისხმება დანაშაულებრივ ქმედებამდე დროის ხანგრძლივი მონაკვეთის არსებობა. მთავარია, რომ შეთანხმება მოხდეს დანაშაულის ობიექტური შემადგენლობის განხორციელების დაწყების მომენტამდე. ამასთან, აუცილებელია საქმეში არსებობდეს შესაბამისი მტკიცებულებები, რომლებიც მიუთითებს ასეთი შეთანხმების არსებობაზე, რაც შესაძლებელია ჯგუფის წევრებს შორის გამოიხატოს როგორც სიტყვიერ-წერილობითი, ისე არავერბალური კომუნიკაციაშიც.

2.23.1. კონკრეტულ საქმეში ის ფაქტი, რომ ორივე თავდამსხმელი დანაშაულის ჩადენამდე შეხვდნენ ერთმანეთს, ერთად შეყვნენ დაზარალებულს ლიფტში და ორივე ერთდროულად ახორციელებდა მართლსაწინააღმდეგო ქმედებას, რათა დაუფლებოდნენ დაზარალებულის კუთვნილ თანხას, რა დროსაც გამოყენებულ იქნა დანა და შექმნილი სიტუაციიდან გამომდინარე დაზარალებული იძულებული გახდა თავდამსხმელებისთვის გადაეცა მისი კუთვნილი 50 ლარი. მთელი ეს ვითარება მოწმობს, რომ ზ----- ქ-----–--სა და გამოძიებით დაუდგენელ პირს შორის შეთანხმება უცხოელი სტუდენტის დაყაჩაღების თაობაზე წინასწარ იქნა მიღწეული, რა დროსაც ორივე პირს ამოძრავებდა განზრახვა ყაჩაღობის გზით მართლსაწინააღმდეგოდ დაუფლებოდნენ კუთვნილ თანხას, რაც სისრულეში მოიყვანეს.

 

2.24. 2019 წლის 24 აპრილის დადგენილებით სისხლის სამართლის საქმის გამოყოფის შესახებ, სისხლის სამართლის N------------ საქმიდან ცალკე წარმოებისთვის გამოიყო სისხლის სამართლის საქმე გამოძიებით დაუდგენელი პირის მიერ რ--–--- ა-–-------ის მიმართ განხორციელებული ჯგუფური ყაჩაღობის ფაქტზე, დანაშაული გათვალიწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ’’ქ/პუნქტით.

 

2.25. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- ქ-----–--მ ჩაიდინა ყაჩაღობა ჯგუფურად.

 

ყაჩაღობა, ჩადენილი არაერთგზის

 

2.26. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენით ზ----- ქ-----–-- ცნობილ იქნა დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 178-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისთვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა 03 (სამი) წლით თავისუფლების აღკვეთა, რაც ჩაეთვალა პირობით, იმავე გამოსაცდელი ვადით.

 

2.27. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0--------------ს განჩინებით, ზ----- ქ-----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა გაგრძელდა 06 (ექვსი ) თვით.

 

2.28. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–-ს განჩინებით, ზ----- ქ-----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენით დადგენილი პირობითი მსჯავრის გამოსაცდელი ვადა, რომელიც თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-------------ს განჩინებით გაგრძელდა 06 (ექვსი) თვით, დამატებით გაგრძელდა 06 (ექვსი) თვით.

 

2.29. თბილისის პრობაციის ბიუროს მომართვის თანახმად, ზ----- ქ-----–-- იმყოფება აღრიცხვაზე თბილისის პრობაციის ბიუროში 2016 წლის 14 ოქტომბრიდან თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენის საფუძველზე, რომლის მიხედვით შეფარდებული აქვს პირობითი მსჯავრი 03 წლის გამოსაცდელი ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 0-------------ს განჩინებით გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 06 თვის ვადით. თბილისის საქალაქო სასამართლოს 2018 წლის 2--------–-ს განჩინებით გამოსაცდელი ვადა გაუგრძელდა 06 თვის ვადით. ზ----- ქ-----–--ს მიმართ გამოსაცდელი ვადის დასაწყისია 06.10.2016, ხოლო გამოსაცდელი ვადის დასასრულია 06.10.2020.

 

2.30. საქართველოს სსკ-ის მე-15 მუხლის თანახმად, არაერთგზისი დანაშაული ნიშნავს წინათ ნასამართლევი პირის მიერ ამ კოდექსის იმავე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენას. ამ კოდექსის სხვადასხვა მუხლით გათვალისწინებული ორი ან მეტი დანაშაული მხოლოდ მაშინ ჩაითვლება არაერთგზის დანაშაულად, თუ ამის შესახებ მითითებულია ამ კოდექსის შესაბამის მუხლში.

 

2.31. საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის შენიშვნაში მითითებულია, რომ სისხლის სამართლის კოდექსის 177-186-ე მუხლებით გათვალისწინებული დანაშაული არაერთგზის ჩადენილად ითვლება, თუ მას წინ უსწრებდა ამ მუხლებით და 224-ე, 231-ე, 237-ე და 264-ე მუხლებით გათვალისწინებული რომელიმე დანაშაულის ჩადენა.

 

2.32. აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- ქ-----–--მ ჩაიდინა ყაჩაღობა არაერთგზის.

 

3. სამართლებრივი შეფასება:

 

3.1. საქართველოს კონსტიტუციის 31-ე მუხლის მე-6 ნაწილის და საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის თანახმად, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს; საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა.

 

3.2. სასამართლოს მიაჩნია, რომ ბრალდებულმა ზ----- ქ-----–--მ მის მიერ განხორციელებული ქმედებით ჩაიდინა - ყაჩაღობა ესე იგი თავდასხმა სხვისი მოძრავი ნივთის მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი სიცოცხლისთვის საშიში ძალადობის გამოყენების მუქარით, ჩადენილი ჯგუფურად, ჩადენილი არაერთგზის, ქმედება გათვალისწინებული საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით.

 

3.3. სასამართლოს მიაჩნია, რომ მოცემულ საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები არის ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა, დამაჯერებელი და გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს ზ----- ქ-----–--ს ბრალეულობას წარდგენილ ბრალდებაში, რის გამოც მის მიმართ გამოტანილ უნდა იქნას გამამტყუნებელი განაჩენი და იგი მითითებული კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

4.1. ზ----- ქ-----–--ს პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია.

 

4.2. ზ----- ქ-----–--ს პასუხისმგებლობის დამამძიმებელ გარემოებად სასამართლო მიიჩნევს ბრალად შერაცხული ქმედების პირობით გამოსაცდელ ვადაში ჩადენას.

 

5. სასჯელისა და სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება:

 

5.1. სასჯელის განსაზღვრისას სასამართლო აფასებს, როგორც ჩადენილი დანაშაულის ხასიათს, ასევე, დამნაშავის პიროვნებას. გამამტყუნებელი განაჩენის სამართლიანობის არსიდან გამომდინარე, სასჯელს უნდა ჰქონდეს მკაცრად პერსონალური ხასიათი და აუცილებელი და პროპორციული უნდა იყოს სასჯელის როგორც ზოგადი, ასევე, კერძო პრევენციის მისაღწევად.

 

5.2. სსკ-ის 53-ე მუხლის თანახმად, სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ყურადღებას მიაქცევს კანონისმიერ მოთხოვნას და ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე, ბრალდებულის პიროვნებას, ინდივიდუალურ მახასიათებელს: ზ----- ქ-----–--ს ბრალი ედება სოციალურად მომეტებული საფრთხის მქონე განსაკუთრებით მძიმე კატეგორიის დანაშაულის ჩადენაში, რომელიც მან ჩაიდინა ნასვამ მდგომარეობაში მყოფმა, ი------–-ს მოქალაქის - საქართველოში სასწავლებლად მყოფი პირის მიმართ; ზ----- ქ-----–-- წარსულში გასამართლებულია საკუთრების წინაღმდეგ მიმართული დანაშაულის ჩადენისთვის, რა დროსაც მის მიმართ გამოყენებულ იქნა პირობითი მსჯავრი, რომლის შესრულებასაც თავს არიდებდა, რამაც გამოიწვია მის მიმართ ორჯერ პირობით გამოსაცდელი ვადის გაგრძელება; არის ალკოჰოლურ სასმელზე დამოკიდებული; ბრალად შერაცხული ქმედება ჩაიდინა პირობით გამოსაცდელ ვადაში; ზ----- ქ-----–--ს აქვს ჯანმრთელობის პრობლემები, კერძოდ, მარცხენა წვივის განგრენა, დამწვრობის შემდგომი პერიოდის, რის გამოც უჭირს გადაადგილება.

 

5.3. სასჯელის აუცილებლობისა და კანონიერების პრინციპიდან გამომდინარე, ზ----- ქ-----–--ს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული სასჯელი თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

5.4. სასჯელის ზოგადი პრევენციის და დამნაშავის რესოციალიზაციის გათვალისწინებით, სასამართლო მიიჩნევს, რომ დანიშნული სასჯელი არის პროპორციული, რათა მსჯავრდებულმა გააცნობიეროს ჩადენილი ქმედება და გამოიტანოს სათანადო დასკვნები, მოახდინოს საკუთარი თავის რეაბილიტაცია და ღირსეულ წევრად დაუბრუნდეს საზოგადოებას.

 

6. ნივთმტკიცების გადაწყვეტა:

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81–ე მუხლის შესაბამისად:

 

6.1. შპს „ა-–----დან“ გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი DVD დისკზე, მეწარმე მ--–---- შ--–---–-–---–ის მ-------იდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ უნდა იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი:

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 258-260-ე, 269-ე, 271-274-ე, 277-279-ე მუხლებით

 

დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. ზ----- ქ-----–-- ცნობილ იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 179-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ბ“ ქვეპუნქტით და ამავე მუხლის მე-3 ნაწილის ,,ა“ ქვეპუნქტით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენაში.

 

2. ზ----- ქ-----–--ს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

3. საქართველოს სსკ-ის 67-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, გაუქმდეს ზ----- ქ-----–--ს მიმართ თბილისის საქალაქო სასამართლოს 2017 წლის 2---------ს განაჩენით დანიშნული პირობითი მსჯავრი.

 

4. საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა შთანთქოს თბილისის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 0-------------ის განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით და საბოლოოდ, ზ----- ქ-----–--ს, განაჩენთა ერთობლიობით, სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს 9 (ცხრა) წლის ვადით თავისუფლების აღკვეთა.

 

5. ზ----- ქ-----–--ს მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა - გაუქმდეს.

 

6. ზ----- ქ-----–--ს სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავებიდან - 2019 წლის 07 მარტიდან.

 

7. ნივთმტკიცება:

7.1. შპს „ა-–----დან“ გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერების ჩანაწერი DVD დისკზე, მეწარმე მ--–---- შ--–---–-–---–ის მ-------იდან გამოთხოვილი სამეთვალყურეო კამერის ჩანაწერი DVD დისკზე, რომლებიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, შენახულ იქნეს საქმის შენახვის ვადით.

 

8. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

9. განაჩენი შეიძლება გასაჩივრდეს სააპელაციო წესით თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში განაჩენის გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, თბილისის საქალაქო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა საგამოძიებო, წინასასამართლო სხდომისა და არსებითი განხილვის კოლეგიის მეშვეობით.

 

მოსამართლე /ლილი მსხილაძე/