განაჩენი

სისხლის სამართლის 27.11.2019
საქმის ნომერი
020100119003028090
დავის ტიპი
19 - 108 , 236 4
თარიღი
27.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N020100119003028090

საქმის N1/318-2019წ

გ ა ნ ა ჩ ე ნ ი

საქართველოს სახელით

 

შესავალი ნაწილი

ზუგდიდის რაიონული სასამართლო

 

27 ნოემბერი 2019 წელი ქ. ზუგდიდი

 

მოსამართლე დავით კეკენაძე

სხდომის მდივანი სალომე ქობალია

სხდომის სახე: ღია

 

ბრალდების მხარე - პროკურორი ა-----------

 

დაცვის მხარე - ადვოკატი თ------–-------–------

 

ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე №------------

 

ბრალდებულ - ბ-–------------ (ძებნილი);

მამის სახელი: დ-----;

დაბადების თარიღი: 1--0--1--- წელი;

პირადი ნომერი: 1-----------

მოქალაქეობა: საქართველო;

განათლება: საშუალო;

ნასამართლობა: არ მქონე;

ოჯახური მდგომარეობა: დასაოჯახებელი;

რეგისტრაციის მისამართი: ზუგდიდის მუნიციპალიტეტი, სოფელი ალერტკარი (გრიგოლიში);.

საცხოვრებელი მისამართი: ზ----------------–----–----------------–----–--------------------–-–------------

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 1--108-ე მუხლი- განზრახ მკვლელობის მცდელობა;

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილი - ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება.

 

აღწერილობით - სამოტივაციო ნაწილი:

 

სასამართლომ დაადგინა:

 

2----–-–------------–-, საღამოს საათებში, ზ----------------------------–----–---------–-- ბ-–------------ და ა-–-----–-----–--- მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბ-–---------------–-----–-----–---- განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მუცლის ღრუში მარცხენა ფილტვის, კუჭისა და მარცხენა თირკმლის დაზიანებით ორჯერ ესროლა, რითაც ალ-----–-----–---- მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ალ-----–-----–--- დროული სამედიცინო დახმარების შედეგად გადარჩა.

 

2----–-–------------–-, საღამოს საათებში, ზ----------------------------–----–---------–-- ბ-–----------- მართლსაწინააღმდეგოდ ატარებდა სროლისათვის ვარგის 3(სამ) ცალ, 7----------–------ პისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ, 1----–-–--------–------------------------“ საბრძოლო ვაზნას და 7----------–------ „----------------------–-----

 

ქმედების სამართლებრივი აღწერა:

 

განზრახ მკვლელობის მცდელობა;

 

ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება;

 

მტკიცებულებები, რომლებსაც ემყარება სასამართლოს დასკვნა:

 

მოწმე პ------------------ აჩვენა, რომ ექსპერტ- ტრასოლოგია და 2----–-–------------–- ჩაატარა ტრასოლოგიური ექსპერტიზა, გასცა შესაბამისი დასკვნა; ალ-----–-----–---- მუქი ლურჯი ფერის კაპიშონიან სპორტულ ქურთუკზე არსებული დაზიანებები გაჭრის სახით წარმოქმნილია, რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ან მისდაგვარი ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც შესაძლოა მიყენებული იყოს ქურთუკის გახდის პროცესში, ხოლო წარმოდგენილი ქურთუკის გულმკერდისა და ზურგის არეში არსებული გამჭოლი დაზიანებების წარმოქმნის მექანიზმის განსაზღვრა არ შედის ექსპერტ ტრასოლოგის კომპეტენციაში;

 

ალ-----–-----–---- მუქი ლურჯი ფერის გრძელმკვლავიან პულოვერზე არსებული დაზიანებები წარმოქმნილია, რაიმე მჩხვლეტავი-მჭრელი საგნის ან მისდაგვარი ხელსაწყოს გამოყენებით, რომელიც შესაძლოა მიყენებული იყოს პულოვერის გახდის პროცესში, ხოლო წარმოდგენილი პულოვერის გულმკერდისა და ზურგის არეში არსებული გამჭოლი დაზიანებების წარმოქმნის მექანიზმის განსაზღვრა არ შედის ექსპერტ ტრასოლოგის კომპეტენციაში.

 

ალ-----–-----–---- მუქი ნაცრისფერი სპორტულ ფეხსაცმელ ბოტასზე არ აღინიშნებოდა რაიმე სახის დაზიანება, გარდა მისი ექსპლოატაციური ცვეთისა. ალ-----–-----–---- ექსპერტიზაზე წარმოდგენილი ტანსაცმელი-სპორტული შარვალი, ქურთუკი, პულოვერი და ფეხსაცმელი ისევ დაილუქა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე მა--------------- აჩვენა, რომ 2----–-–------------–- ჩაატარა ბალისტიკური ექსპერტიზა, გასცა დასკვნა, რომლის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი მასრა წარმოადგენს 7----------–--------ისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დ------------–------–-–--------–--------------------------------------–----------–---–--–-- ცეცხლსასროლ იარაღში გასროლილ მასრებს. ლითონის 1 ცალი ბურთულა არ წარმოადგენს ვაზნის შემადგენელ ნაწილს და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე შ--–--------------- აჩვენა, რომ არის ექსპერტი, 2----–-–------------–- შეტყობინების საფუძველზე გავიდა შემთხვევის ადგილზე, ალ-----–-----–---- დაჭრის ფაქტზე. მ-------–-----–---- საცხოვრებელი სახლიდან ამოიღეს მასრა, გადაიღეს სურათები, გზაზე ამოიღეს ასევე 2ცალი მასრა, სისხლისმაგვარი ლაქები, ჭიშკართან ახლოს ეზოში ამოღებული იქნა ქურთუკის კაპიშონი; ნივთები დაილუქა. შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მ-------–-----–----

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

ანალოგიური ჩვენება მისცა მოწმე (ექსპერტი) დ---------–-–---; ამასთან განმარტა, რომ საცხოვრებელი სახლის დათვალიერება მოხდა მესაკუთრის, მ-------–-----–---- თანდასწრებით;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე გ---–------------ აჩვენა, რომ 2----–-–------------–- იყო სახლში, რაღაც პერიოდში გასროლის ხმა შემოესმა; გადაიხედა სახლიდან; დაინახა, რომ მეზობლის ბიჭი, ალ-----–-----–--- იწვა კარებთან, დაჭრილი ალ-----–-----–---, გადმოაბრუნა, 2 ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში. საავადმყოფოში გაიგო, რომ ბ-–------------ ესროლაო. ადგილზე მეზობლები და ნათესავები იყვნენ.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე გ----------–---–--- აჩვენა, რომ ბრალდებულ ბ-–------------ მამის თანხმობით ჩხრეკა ჩაატარეს ბრალდებულის საცხოვრებელ სახლში, ს------–---------–-––-- ჩხრეკის შედეგად კანონსაწინააღმდეგო ნივთი ამოღებული არ ყოფილა. როგორც გახდა ცნობილი, ბ-–------------ ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა ალ-----–-----–---- და დაუჭრია; ამდენად, შესაძლებელი იყო ბრალდებულს ცეცხლსასროლი იარაღი ჰქონოდა საცხოვრებელ სახლში.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე რ-------------- აჩვენა, რომ მან ზუგდიდის რაიონულ საავადმყოფოში ჩაატარა ალ-----–-----–---- ტანსაცმლის ამოღება. ტანსაცმელზე შეიმჩნეოდა სისხლისმაგვარი ლაქები. წინა მხარეს გაჭრილი იყო;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე მ---------------- აჩვენა, რომ 2----–-–------------–- სკოლიდან მოვიდა სახლში. გაიგონა გასროლის ყრუ ხმა; ასევე მოესმა დაჭრილი ალ-----–-----–---- ბებიას კივილი. გაირბინა, ნახა რომ მიწაზე იწვა ალ-----–-----–---, იყო დაჭრილი. მათი მეზობელია და ცხოვრობს 500 მეტრში. ა---–-----–---ს დედამ იქვე თქვა, რომ შვილი დაუჭრა ბ-–------------.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე შო-------------მ აჩვენა, რომ 2----–-–----------- გასცა სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად ალ-----–-----–---- აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მუცლის ღრუში . მარცხენა ფილტვის, კუჭის და მარცხენა თირკმელის დაზიანებით. დაზიანებები განვითარებული არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო. დაადასტურა მის მიერ გაცემული დასკვნა;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე მ----------–----- აჩვენა, რომ მუშაობს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში ექთნად. საღამოს საათებში შეყვანილი იქნა დაჭრილი, სისხლში ამოსვრილი ახალგაზრდა კაცი, ალ-----–-----–---; შემოაჭრა ტანსაცმელი და შეინახა. ორი ცეცხლსასროლი ჭრილობა ჰქონდა. დაჭრილს ასევე სპორტული ფეხსაცმელი და შავი ფერის შარვალი ეცვა. მამაკაცი გადაყვანილი იქნა საოპერაციოში. ტანსაცმელი ამოიღო გამომძიებელმა, მისი თანდასწრებით და ხელი მოაწერა. დაჭრილი შოკში იყო.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

მოწმე რ------–--------- აჩვენა, რომ 2----–--–- სახლში იყო, საღამოს საათებში გაიგო, რომ მეზობლად ახლობლის სახლში განლაგებულ პარტიულ შტაბში იყო ჩხუბი. ჩხუბობდნენ ბ-–----------- და მისი შვილი, ალ-----–-----–---. როცა მივიდა, ჩხუბი გრძელდებოდა. მოჩხუბრები გავიდნენ ეზოში და დაშორდნენ; ბ-–----------- იდგა ჭიშკართან, გაემართა შვილისკენ და კვლავ შეებნენ. იარაღი გავარდა სულ ორჯერ. მოხვდა შვილს, ალ-----–-----–--- ჩაიკეცა; თვითონ წვდა ბრალდებულს, მაგრამ ეს უკანასკნელი გაიქცა. ახლდა დაზარალებულის ბებია. შვილს ერთი ჭრილობა ჰქონდა მუცლის არეში და მეორე ზემოთ. შვილი როცა გამოჯანმრთელდა, უთხრა ასე სასიკვდილოდ როგორ გაიმეტა ბ-–------------; მოგვიანებით ისიც გაიგო, რომ ბ-–------------ შტაბშიც გაუსროლია; ტყვია კედელს მოხვედრია; ეს მომხდარა ინციდენტამდე;

 

პროკურორის მიერ სსსკ-ს 243 მუხლის თანახმად გამოქვეყნდა მოწმე რა-----–--------- ჩვენების ნაწილი, ტომი ერთი ს/ფ 47-49, სადაც მან აჩვენა, რომ მათი სახლის მიმართულებით ქართული ოცნების შტაბის წინა მიმდებარე ტერიტორიიდან ქვევით ჩქარი ნაჯიბით მოდიოდა ბ-–-----------, შვილი ალ------------ წავიდა ბ-–------------ მიმართულებით, ასევე ჩქარი ნაბიჯით. აგინებდნენ ერთმანეთს, კ-----–-----–---- სახლთან გზის შუა ნაწილში შეებნენ ერთმანეთს. შვილს მიყვებოდა უკან, მაგრამ ვერ დაეწია; დაახლოებით 5 მეტრიდან ნახა , რომ ბ-–------------ მარჯვენა მხარეს ჯიბიდან ამოიღო მოშავო ფერის პისტოლეტი, მიადო მუცელზე ა-–------------- და გაისროლა, რაზეც დაიწყო კივილი; შვილი არ წაქცეულა, ბ-–------------ შეხედა, ისევ მიადო პისტოლეტი მუცლის არეში და მოახდინა გასროლა, რა დროსაც შვილი ჩაიკეცა.

მოწმემ დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენება.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი;

 

მოწმე ალ-----–-----–----( ახალი გვარი ხ------------) აჩვენა, რომ 2----–-–----- აპრილს საღამოს საათებში მივიდა პარტიის შტაბში. შტაბი იყო მეზობელ მ-------–-----–---- სახლში. ბ-–----------- იქ იყო. მაგარი მთვრალი იყო შტაბში შელაპარაკება მოუვიდა. ნახევარ საათში ქუჩაში ესროლა ბ-–------------. მოხვდა გულმკერდის არეში, ორჯერ ესროლა; მისი ოჯახის წევრები გარდა მამამისისა იქ იყვნენ. სროლის შემდეგ ბ-–----------- სად წავიდა უცნობია. თვითონ დაეცა, გადაიყვანეს საავადმყოფოში, სადაც გაუკეთდა მძიმე ოპერაცია. ბ-–------------ მიმართ პრეტენზია არ გააჩნია.

 

სსსკ-ს 243 მუხლის თანახმად; პროკურორის მიერ გამოქვეყნდა გამოძიებაში მიცემული დაზარალებულის (ტომი ერთი ს/ფ 152-157) ჩვენება, რომელიც ალ-----–-----–---მ თავდაპირველად დაადასტურა და განმარტა, რომ ნამდვილად ბ-–------------ ესროლა, თუმცა ყველა დეტალი არ ახსოვს, გახსენებაც არ უნდა და უჭირს; თუმცა კითხვა-პასუხის რეჟიმში უარი თქვა ჩვენების მიცემაზე;

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი.

 

სსსკ-ს 243 მუხლის თანახმად (მოწმე, მიღებული ზომების მიუხედავად, ვერ იქნა წარმოდგენილი ) გამოქვეყნდა მოწმე მ-------–-----–---- მიერ 2----–-–------------–- მიცემული ჩვენება (ტომი ერთი ს/ფ 50-52), რომლის თანახმად ცხოვრობს სო----–---------–-––-, სოფელს შეეცვალა სახელწოდება და გახდა ზ---------------------------–----–----------- ადმინისტრაციული ცენტრთან ახლოსაა მისი საცხოვრებელი სახლი. სადაც გაიხსნა პარტია ქართული ოცნების N------ წინა საარჩევნო შუადღის საათებში, შევედი წინა საარჩევნო შტაბის ოთახში, სადაც ნახა, რომ მისულები იყვნენ შტაბის წევრები მათ შორის ალ-----–-----–---; დაახლოებით 17:50 საათზე, უკან ეზოში რომ იყო ისე, შტაბის ოთახიდან შემოესმა კამათის ხმა, მაგრამ ვერ გაარჩია თუ ვინ კამათობდა, შემდეგ გაიგონა იარაღის გასროლის ხმა, შტაბში შესვლისას დაინახა იმავე სოფელში მცხოვრები ბ-–--- გ-------- ბ-–--- გ------- და ალ-----–-----–--- ერთმანეთისკენ იწეოდნენ, იქ მყოფები აშველებდნენ. შემდეგ ყველანი გავიდა ეზოში; შემდეგ ჭიშკრის გარეთ, რა დროსაც ალ-----–-----–---- ნათესავებმა, მისმა ბიცოლამ ე----------- მისმა ბებიამ ც-–-------–--- და დედამისმა რადმილა ა----------–--- შეიყვანეს ბიძამისის კ-----–-----–---- საცხოვრებელ სახლში, რომელიც ცხოვრობს მისი საცხოვრებელი სახლის წინ, გზის გაღმა მიმდებარედ. თვითონ კი ბ-–--- გ--------თან გააგრძელა საუბარი აღნიშნულ კონფლიქტზედა მოუწოდა მშვიდობიანად უნდა მოგვარებულიყო კონფლიქტი. მათი საუბარი გაგრძელდა დაახლოებით ოცი წუთის განმავლობაში, რა დროსაც ალ-----–-----–--- ისევ გამოვიდა ბიძამისის საცხოვრებელი სახლის ჭიშკრიდან, რომელსაც უკან მოყვებოდნენ მისი ოჯახის წევრები; ალ-----–-----–---მ ისევ ხმამაღლა მიმართა ბ-–--- გ-------- შენ რა გესაქმებაო შტაბის დახურვასთან დაკავაშირებით და თან იწეოდა ბ-–------------კენ; დაიძრა ბ-–-----------, ისინი ერთმანეთს ეძგერნენ გამავალი გზის შუა ნაწილში, მისი საცხოვრებელი სახლის ჭიშკრიდან ოდნავ მარჯვნივ. მათ ხელი გაარტყეს ერთმანეთს, ასევე ისინი ერთმანეთს აგინებდნენ დედის მისამართით, აღნიშნული ძიძგილაობის დროს ორივე დაეცა გზაზე, მალევე წამოდგნენ და გააგრძელეს ძიძგილი. უცებ ბ-–------------ მარჯვენა ხელით ამოიღო იარაღი, რომელიც იყო შავი ფერის, პატარა ზომის, მაგრამ თუ რა მარკისა და მოდელის იარაღი იყო უცნობია. დაუმიზნა ალ-----–-----–---- მუცლის ოდნავ ზემოთა ნაწილთან და გაისროლა ზედიზედ ორჯერ, რომლის ტყვიებიც ჩემი აზრით ალ-----–-----–---- მოხვდა მუცლის არეში. გასროლის შემდეგ ალ-----–-----–--- უცებ დაეცა გზის მობეტონებულ ზედაპირზე; მისულებმა ბ-–--- გ-------- ხელი ჩაჭიდეს უკან მხრებზე და გამოწიეს; ბრალდებული არ შეწინააღმდეგებია და გაიწია უკან, დაჯდა ერთ ერთი ავტომანქანის სალონში და წავიდა ქალაქ ზუგდიდის მიმართულებით. ალ-----–-----–--- იწვა მარცხენა გვერდულად გზაზე და სისხლის კვალი აღენიშნებოდა გულმკერდისა და მუცლის არეში; გამოიძახეს სასწრაფო დახმარების ბრიგადა. დაჭრილი გადაიყვანეს ზუგდიდის რეფერალურ ჰოსპიტალში. ბ-–--- გ-------- მიერ ალ-----–-----–---- მიმართ განხორციელებული გასროლის დროს, ახლოს იმყოფებოდნენ დაზარალებულის დედა, ბებია და ბიცოლა, რომლებიც თავისუფლად ნახავდნენ გასროლის ფაქტს. შემთხვევა მოხდა 2----–-–------------–- დაახლოებით 18:20 საათზე, რა დროსაც იყო დღე და ხილვადობა იყო თავისუფალი, გამომდინარე აქედან ბ-–--- გ-------- მხრიდან ალ-----–-----–---- მიმართ იარაღის გასროლას ხედავდა თავისუფლად.

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ც-–-------–--- აჩვენა, რომ შემთხვევის დღეს გაიგონა გასროლის ხმა, შვილიშვილს მოხვდა ტყვია და დაეცა, ბ-–------------ მანამდეც იცნობდა, შვილიშვილი როდესაც დაეცა ბ-–----------- გაიქცა;

 

სსსკ-ს 243 მუხლის თანახმად გამოქვეყნდა ც-–-------–--- 2----–-–------------–- მიცემული ჩვენება, (ტომი ერთი ს/ფ 79-83) რომლის თანახმა მოწმე ხმაურზე ნათესავებთან ერთად მივიდა მ-------–-----–---- სახლთან, ქუჩაში ერთმანეთს მუშტებს ურტყამდნენ და ეჯიკავებოდნენ ალ-----–-----–--- და ბ-–-----------; მათ შეძლეს მათი დაშორება და შვილიშვილი შეიყვანა სახლში; ალ-----–-----–--- მალევე გავიდა გარეთ, მივიდა ბრალდებული და კვლავ დაიწყეს ჯიკავი; უკვე გაშველება ვეღარ შეძლეს; ამ მომენტში ბრალდებულმა მოახერხა მარცხენა ხელი ჩაევლო კეფაში ალ-----–-----–----ათვის და ნახევრად მოხარა; დაზარალებული ცდილობდა გაეთავისუფლებია თავი; ამ მომენტში გაიგონა ორჯერ გასროლის ხმა მათ შორის; ალ-----–-----–--- მოხრილად წაიქცა იქვე გზაზე, ხოლო ბ-–----------- გაიქცა; დაზარალებულმა მუცელზე ტანსაცმელი აიწია, რა დროსაც შეამჩნია სისხლდენა მუცლიდან; მალევე მოიყვანეს მეზობლის ავტომანქანა, რომლითაც წაიყვანეს შვილიშვილი; ალ-----–-----–--- დაჭრა ბ-–------------; მოწმემ დაადასტურა აღნიშნული ჩვენების სისწორე;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ზ--------------- აჩვენა, რომ გამომძიებელია; ალ-----–-----–---- მკვლელობის მცდელობის ფაქტზე დაათვალიერა შემთხვევის ადგილი; საცხოვრებელ სახლში გამოკითხა ერთ-ერთი მოწმე- ც-–-------–--- შემთხვევის ადგილი იყო მ-------–-----–---- საცხოვრებელი სახლი, ეზო და მიმდებარე ტერიტორია. საცხოვრებელ სახლში ამოღებული იქნა მასრა, კედელზე აღმოჩენილი იქნა ნახვრეტი, ეზოში ჭიშკართან აღმოჩენილი იქნა ე.წ. კაპიშონი, მასზე სისხლისმაგვარი ლაქებით. ნაპოვნი და ამოღებული იქნა ორი ცალი მასრა და ბურთულისმაგვარი ლითონის ნივთი. მოხდა ფოტოგრაფირება. მესაკუთრე ადგილზე იყო და ჰქონდათ მისი ნებართვა; გამოძიებით დადგინა, რომ შემთხვევის ადგილზე ბ-–------------ ერთი გასროლა მოახდინა მ-------–-----–---- სახლში, შემდეგ კი ეზოში პისტოლეტიდან ორი გასროლით დაჭრა ალ-----–-----–---; ბ-–----------- არ ცხადდებოდა და არ თანამშრომლობდა გამოძიებასთან;

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

მოწმე ა-–---------------------- აჩვენა, რომ გამომძიებელია; 2----–-–------------–- შეტყობინების საფუძველზე დაიწყო გამოძიება ალ-----–-----–---- მკვლელობის მცდელობისა და ცეცხლსასროლი იარაღის უკანონო ტარების ფაქტზე. შემთხვევის ადგილზე დაკითხა მოწმეები; მათ განმარტეს, რომ ალ-----–-----–--- დაჭრა ბ-–------------ შტაბის მიმდებარე ტერიტორიაზე; ბრალდებულმა მანამდე შტაბში თქვა, რომ ის იყო დასახური; აღნიშნულზე ბრალდებულსა და დაზარალებულს შორის მოხდა შელაპარაკება, ეს გაგრძელდა ეზოში, სადაც ბ-–------------ დაჭრა მუცლის არეში ალ-----–-----–---; შემთხვევის ადგილიდან ამოიღეს მასრები, სისხლისმაგვარი ლაქები და ქურთუკის კაპიშონი; ექსპერტიზის დასკვნით დადგინდა, რომ მასრები გასროლილია ბრაუნინგის ტიპის ცეცხლსასროლი იარაღიდან; დაზარალებულმა აჩვენა, რომ ბრალდებულმა მარცხენა ხელით დაიჭირა, მარჯვენათი ამოიღო პისტოლეტი და ესროლა, რომ არ წაიქცა, გულმკერდის არეში მეორედ ესროლა; მხოლოდ ამის შემდეგ წაიქცა.

 

იხ. სასამართლო სხდომის ოქმი

 

2----–-–------------–-- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილი მდებარეობს ზ-----------------------------–---–---------–-- შემთხვევის ადგილის დათვალიერების ობიექტს წარმოადგენს მ-------–-----–---- საცხოვრებელი ორსართულიანი სახლი და მისი ეზოს გარეთა მიმდებარე ტერიტორია, საავტომობილო ბეტონის გზა. დათვალიერების შედეგად მ-------–-----–---- საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე მისაღებ ოთახში იატაკიდან ამოიღეს ცეცხლსასროლი იარაღის მასრის მსგავსი საგანი. მ-------–-----–---- საცხოვრებელი სახლის ჭიშკართან აღმოაჩინეს ქუდი-კაპიშონი, ელვა შესაკრავით (ამოღებულია), მ-------–-----–---- ჭიშკრიდან დაახლოებით 20 მეტრში გზის ბეტონის საფარზე აღმოჩენილი და ამოღებულია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, მისგან დაახლოებით ერთ მეტრში გზის ბეტონის საფარზე აღმოჩენილი და ამოღებულია მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდი, მისგან დაახლოებით ერთ მეტრში გზის ბეტონის საფარზე აღმოჩენილი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის მასრის მსგავსი საგანი. დაახლოებით ორ მეტრში გზის ბეტონის საფარზე აღმოჩენილი და ამოღებულია ცეცხლსასროლი იარაღის მასრის მსგავსი საგანი. დაახლოებით ერთ მეტრში, მარჯვნივ ბეტონის გზის საფარზე აღმოჩენილი და ამოღებულია ლითონის მრგვალი ფორმის ბურთულა. შემთხვევის ადგილი დათვალიერებული იქნა ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების დ----------------------–------------------- ექსპერტების დ---------–-–--------–--–---- იზორიას მონაწილეობით. ამოღებული ნივთები წარედგინა საგამოძიებო მოქმედებაში მონაწილე პირებს, შეიფუთა დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი წარწერები. (ტომი 1 ს/ფ 5-14)

 

2----–-–------------–-- ამოღების ოქმის თანახმად ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის მედდა მ----------–----- თანხმობით ამოღებული იქნა ალ-----–-----–---- ტანსაცმელი, კერძოდ; 1.)კაპიშონიანი ქურთუკი ელვაშესაკრავით, რომლის წინა მხარეს გააჩნია ორი ჯიბე ელვა შესაკრავით, ასევე მარცხენა მხარეს ზედა ნაწილში გააჩნია ჯიბე ელვაშესაკრავით, შიგნითა მხარეს არის მოყვითალო, ხოლო გარეთა მხარე არის შავი ფერის. აღნიშნული კაპიშონიანი ქურთუკი წინა მხარეს მთლიანად გაჭრილი, ასევე გაჭრილი აქვს ორივე სახელო. მარცხენა მხარე მთლიანად გაჟღენთილია მოწითალო ფერის სითხით. 2) შავი ფერის ნაჭრის სპორტული შარვალი, რომელსაც წინა მხარეს გააჩნია ორი ჯიბე ელვაშესაკრავით. 3) მოლურჯო ფერის სვიტერი, რომლის წინა მხარე არის გაჭრილი, ასევე გაჭრილია სახელოები, მარცხენა მხარე გაჟღენთილია მოწითალო ფერის სითხით.4) მოლურჯო ფერის სპორტული ფეხსაცმელი ქვედა მახრეს მოთეთრო ფერის ჩანართებით. 5) შავი ფერის წინდები. აღნიშნული ტანსაცმელი ამოღებამდე წარედგინა ამოღებაში მონაწილე პირებს, დაილუქა და გაკეთდა შესაბამისი წარწერები. (ტომი 1 ს/ფ 63-68).

 

2----–-–------------–-- ბინაზე გამოცხადების ოქმის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს დეტექტივის-თანაშემწე გამომძიებელი ჯ----------------, გამოცხადდა ზ----------------------------–---–---------–---–--------- ბ-–------------ საცხოვრებელ სახლში, უწყების ჩაბარების მიზნით, სადაც დახვდა ბ-–------------ მამა - დ--------------- რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი ბ-–----------- 2----–-–------------–- დილის საათებში გავიდა სახლიდან, მას შემდეგ არ უნახავს, არც მობილური ტელეფონით დაკავშირებია და მისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი. (ტომი 1 ს/ფ 78).

 

2----–-–------------–-- ბინაზე გამოცხადების ოქმის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი მ-----–------------ გამოცხადდა ზ----------------------------–---–---------–---–--------- ბ-–------------ საცხოვრებლ სახლში უწყების ჩაბარების მიზნით, სადაც დახვდა ბ-–------------ მამა - დ--------------- რომელმაც განმარტა, რომ მისი შვილი ბ-–----------- 2----–-–------------–- დილის საათებში გავიდა სახლიდან, მას შემდეგ არ უნახავს, არც მობილური ტელეფონით დაკავშირებია და მისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი. (ტომი 1 ს/ფ 92).

2----–-–------------–-- ბინაზე გამოცხადების ოქმის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის უბნის ინსპექტორ გამომძიებელი მ-----–------------ გამოცხადდა ზ----------------------------–---–---------–-----------–––-- მცხოვრები ბ-–------------ საცხოვრებლ სახლში, უწყების ჩაბარების მიზნით, სადაც დახვდა ბ-–------------ მამა - დ--------------- რომელმაც განმარტა, რომ რამდენიმე დღეა, რომ მისი შვილი ბ-–----------- სახლში არ მოსულა და არ უნახავს, მისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი. (ტომი 1 ს/ფ 149).

 

2----–-–------------–-- ბინაზე გამოცხადების ოქმის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი რ-------------- გამოცხადდა ზ----------------------------–---–---------–-----------–––-- მცხოვრები ბ-–------------ საცხოვრებლ სახლში, უწყების ჩაბარების მიზნით, სადაც დახვდა ბ-–------------ მამა - დ--------------- რომელმაც განმარტა, რამ მისი შვილი ბ-–-----------, რამდენიმე დღეა, რომ სახლში არ მოსულა და არ უნახავს მისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი. (ტომი 1 ს/ფ 160)

 

2----–-–------------–-- ბინაზე გამოცხადების ოქმის თანახმად, ზუგდიდის რაიონული სამმართველოს ზედაეწერის პოლიციის განყოფილების უბნის ინსპექტორ გამომძიებელი მ-----–------–---–-- გამოცხადდა ზ----------------------------–---–---------–-----------–––-- მცხოვრები ბ-–------------ საცხოვრებლ სახლში, უწყების ჩაბარების მიზნით, სადაც დახვდა ბ-–------------ მამა - დ--------------- რომელმაც განმარტა, რამდენიმე დღეა, რომ სახლში არ მოსულა და არ უნახავს მისი შვილი ბ-–-----------, მისთვის უცნობია მისი ადგილსამყოფელი. (ტომი 1 ს/ფ 165)

 

სამედიცინო კორპორაცია ევექსის ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის განყოფილების უფროსის მ-----–-----------------–-–----- აპრილს გაცემული ცნობით ირკვევა, რომ ალ-----–-----–---, მცხოვრები ზუგდიდის რაიონის სო----–---------–-––- მკურნალობს ზუგდიდის რეფერალური ჰოსპიტლის კრიტიკული მედიცინის განყოფილებაში 18.0--2----–-–----- დიაგნოზით; გულმკერდის დახურული ტრავმა, მარცხენამხრივი ჰემოპნევმოთორაქსი, მუცლის ღრუს დახურული ტრავმა, კუჭისა და თირკმლის დაზიანებით. ავადმყოფს გაკეთებულია ოპერაცია, ლაპარატომის, ნეფრექტომია, გასტრორაფია, მარცხენა პლევრის ღრუს დრენირება. ავადმყოფის მდგომარეობა არის მძიმე, იმყოფება მართვით სუნთქვაზე; (ტომი 1 ს/ფ 118). ანალოგიური ცნობაა გაცემული 2----–-–------------–-- (ტომი 1 ს/ფ 139).

 

2----–-–------------–-- ბალისტიკური ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ექსპერტიზაზე წარდგენილი შემთხვევის ადგილის დათვალიერების დროს ამოღებული 3 ცალი მასრა წარმოადგენს 7----------–--------ისტოლეტების დიდი ჯგუფისათვის განკუთვნილ, ქარხნული წესით დამზადებულ 1----–-–--------–----------------------------- ვაზნების შემადგენელ ნაწილს, ცეცხლსასროლ იარაღში გასროლილ. ლითონის 1 ცალი ბურთულა არ წარმოადგენს ვაზნის შემადგენელ ნაწილს, ტყვიას, უვარგისია სროლისთვის და არ მიეკუთვნება საბრძოლო მასალათა კატეგორიას. (ტომი 1 ს/ფ 142-145).

 

ზუგდიდის რაიონული სასამართლოს 2----–-–------------–-- განჩინებით ბ-–------------ აღკვეთის ღონისძიების სახით შეეფარდა პატიმრობა. (ტომი 1 ს/ფ 210-214).

2----–-–------------–-- ზუგდიდის რაიონული პროკურატურის პროკურორი ა-----------ს დადგენილებით ბრალდებულ ბ-–------------ მიმართ გამოცხადა ძებნა.

 

2----–-–------------ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნის თანახმად ალ-----–-----–---- აღენიშნებოდა ცეცხლნასროლი გამჭოლი ჭრილობები გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მუცლის ღრუში, მარცხენა ფილტვის, კუჭის და მარცხენა თირკმელის დაზიანებით.

 

დაზიანებები განვითარებულნი არიან რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის (ჭურვების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთობლიობაში მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მძიმე ხარისხს, როგორც სიცოცხლისათვის სახიფათო.(ტომი 1 სფ.252-255);

 

ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–-------------- განაჩენით სსკ-ს 236 მუხლის პირველი ნაწილისა და სსკ-ის 353 მუხლის პირველი ნაწილით ბ-–------------ საბოლოოდ სასჯელად განესაზღვრა თავისუფლების აღკვეთა 5 წლის ვადით და დამატებით სასჯელად ჯარიმა 10000 ლარის ოდენობით (გადახდილი არაა);

 

სასამართლოს მიერ დამტკიცებულად მიჩნეული ქმედების კვალიფიკაცია;

 

სამართლებრივი შეფასება:

 

ბ-–------------- ჩაიდინა განზრახ მკვლელობის მცდელობა, ესი იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1--108–ე მუხლით გათვალისწინებული ქმედება.

 

მანვე ჩაიდინა ცეცხლსასროლი იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება, ესი იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 236–ე მუხლის მეოთხე ნაწილით გათვალისწინებული ქმედება.

 

დადგენილია, რომ ბ-–------------ და ალ-----–-----–---- მოუვიდათ ურთიერთშელაპარაკება, რა დროსაც ბ-–---------------–-----–-----–---- განზრახ მკვლელობის მიზნით, ცეცხლსასროლი იარაღით გულმკერდის მარცხენა ნახევარში და მუცლის ღრუში მიაყენა ცეცხლნასროლი ჭრილობები მარცხენა ფილტვის, კუჭის და მარცხენა თირკმლის დაზიანებით; რითაც ალ-----–-----–---- მიაყენა სიცოცხლისთვის სახიფათო მძიმე ხარისხის დაზიანება. ამდენად, ცალსახად სახეზეა მკვლელობის (ე.წ მარტივი) მცდელობა; შედეგი არ დადგა ბრალდებულისგან დამოუკიდებელი მიზეზების გამო (ცოცხალი დარჩა დროული სამედიცინო დახმარების გაწევის შედეგად); თუმცა მან ყველაფერი გააკეთა დაზარალებულის სიცოცხლის მოსასპობად ( ორჯერ გაისროლა ახლო მანძილიდან დაზარალებულის მიმართულებით და დაუზიანა სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი ორგანოები).

 

საქართველოს სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საზოგადოებრივი უშიშროება.

 

დანაშაულის საგანია ცეცხლსასროლი იარაღი, საბრძოლო მასალა, ფეთქებადი ნივთიერება ან ასაფეთქებელი მოწყობილობა. ნებისმიერი ზემოთჩამოთვლილი ნივთი დანაშაულის საგნად ჩაითვლება მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ ის ვარგისია საბრძოლო მოქმედებისთვის; ცეცხლსასროლი იარაღია ტყვიამფრქვევი, ავტომატი, კარაბინი, პისტოლეტი, ნაგანი და ა. შ და იგი განკუთვნილია ცოცხალი ადამიანის გასანადგურებლად. ცეცხლსასროლი იარაღის მომეტებულ საშიშროებას განაპირობებს მისი თვისებები.

 

საბრძოლო მასალა არის ისეთი საგანი ან მოწყობილობა, რომელიც კონსტრუქციულად შესაბამისი იარაღიდან გასროლისთვისაა განკუთვნილი.

 

იარაღისა და საბრძოლო მასალის მართლსაწინააღმდეგო ტარება გამოიხატება მათთან ერთად გადაადგილებაში, როდესაც ამ პირს ამის კანონიერი უფლება არა აქვს. მათი მართლსაწინააღმდეგო ტარება მომეტებული საშიშროების შემცვლელია, ვიდრე მართლსაწინააღმდეგო შეძენა და შენახვა. ტარების დროს პირს აქვს მათი გამოყენების ფაქტობრივი შესაძლებლობა;

 

სსკ-ის 236-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაული ფორმალური შემადგენლობისაა, იგი დამთავრებულად ითვლება მასში ჩამოთვლილი ნებისმიერი ქმედების (შეძენის, შენახვის, ტარების, დამზადების, გადაზიდვის, გადაგზავნის ან გასაღების) ჩადენისთანავე და მძიმე შედეგის დადგომა, ან კონკრეტული საფრთხის შექმნა არაა საჭირო.

 

იარაღისა და საბრძოლო მასალის ტარება არის დენადი დანაშაული. მისი ჩადენა იწყება მოქმედებით.

 

სუბიექტური მხრივ მოტივსა და მიზანს ქმედების კვალიფიკაციისთის მნიშვნელობა არ აქვს.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში TANIS AND OTHERS v. TURKEY განმარტა შემდეგი: წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან;. მოცემულ შემთხვევაში წარმოდგენილი მტკიცებულებები სრულად აკმაყოფილებენ აღნიშნულ სტანდარტს;

 

საქართველოს კონსტიტუციის 31 მუხლის, ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის მე-6 მუხლის მე-2 ნაწილისა და სსსკ-ის მე-5 მუხლის თანახმად, ადამიანი უდანაშაულოდ ითვლება, ვიდრე მისი დამნაშავეობა არ დამტკიცდება კანონით დადგენილი წესით და კანონიერ ძალაში შესული სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენით. გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ.

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილისა და 82-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას. საგულისხმოა საკონსტიტუციო სასამართლოს გადაწყვეტილება მასზედ რომ, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად უნდა დაედოს პირდაპირი მტკიცებულებები ( და არა ირიბი);

 

ამავე კოდექსის მე-3 მუხლის მე-13 ნაწილის თანახმად, გონივრულ ეჭვს მიღმა ეს არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

საქართველოს სსსკ-ის 259-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლოს განაჩენი უნდა იყოს კანონიერი, დასაბუთებული და სამართლიანი. იმავე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, განაჩენი კანონიერია, თუ გამოტანილია საქართველოს კონსტიტუციისა და საქართველოს კანონმდებლობის მოთხოვნათა დაცვით. იმავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, განაჩენი დასაბუთებულია, თუ ემყარება სასამართლო განხილვის დროს გამოკვლეულ, ეჭვის გამომრიცხავ მტკიცებულებათა ერთობლიობას. განაჩენში ჩამოყალიბებული ყველა დასკვნა და გადაწყვეტილება დასაბუთებული უნდა იყოს.

 

ამავე კოდექსის 269-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, არ შეიძლება გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მეორე ნაწილისა და 33-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ბრალდების მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს - პროკურორს.

 

გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ბრალდების დადასტურების ვალდებულება პროკურორს ეკისრება არა მხოლოდ საქართველოს კონსტიტუციითა და საპროცესო კანონმდებლობით, არამედ ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციითაც, რაც ასევე განმტკიცებულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს პრეცედენტული სამართლით. კერძოდ, საყოველთაოდ აღიარებულია, რომ არ შეიძლება სასამართლომ პირი ცნოს დამნაშავედ, თუ მის ბრალეულობაში ეჭვის შეტანაა შესაძლებელი (in dubio pro reo - ეჭვის ბრალდებულის სასარგებლოდ გადაწყვეტის პრინციპი) (იხ. გადაწყვეტილებები საქმეებზე: Barberа, Messeguй and Jabardo v. Spain; Lavents v. Latvia; Melich and Beck v. the Czech Republic).

 

მოცემულ შემთხვევაში სწორედ პირდაპირი მტკიცებულებებითაა განმტკიცებული (დაზარალებულისა და მოწმეთა ჩვენებები, ექსპერტიზის დასკვნები, წერილობითი და ნივთიერი მტკიცებულებები) ბრალდებულის ბრალეულობა სსკ-ის 1--108-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით.

 

ამდენად, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების ერთობლივი შეფასების საფუძველზე, სასამართლო თვლის, რომ ბ-–------------ ჩაიდინა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 1--108-ე მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მე-4 ნაწილით გათვალისწინებული დანაშაული.

 

პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:

 

ბრალდებულ ბ-–------------ პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი გარემოება არ გააჩნია;

ბრალდებულ ბ-–------------ პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გააჩნია;

 

სასჯელის გამოყენების დასაბუთება:

 

სასამართლოს მიერ სასჯელის დანიშვნისას გათვალისწინებული უნდა იქნას საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზანი: სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.

ამავე მუხლის მე-2 ნაწილი ადგენს, რომ, სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით. ხოლო მე-3 ნაწილის თანახმად, სასჯელის მიზანი არ არის ადამიანის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება.

 

სასამართლო მიიჩნევს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლით დადგენილი სასჯელის მიზნის რეალიზაციას, სასჯელის სიმკაცრე კი არა, მისი გარდუვალობა განაპირობებს, მთავარია არა ის, რომ დასაჯო მკაცრად, არამედ ის რომ დანაშაულის შემთხვევა არ უნდა დარჩეს სათანადო რეაგირების გარეშე და ეს რეაგირება უნდა იყოს ბრალდებულის პიროვნების, მისი მიერ ჩადენილი ქმედების, მის მიმართ არსებული შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების მაქსიმალური სიზუსტით შეფასების შესაბამისი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.

 

სამართლიანობის აღდგენის, ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისა და დამნაშავის რესოციალიზაციის განსახორციელებლად, აგრეთვე, დანაშაულის მოტივისა და მიზნის, ქმედებაში გამოვლენილი მართლსაწინააღმდეგო ნების, მოვალეობათა დარღვევის ხასიათისა და ზომის, ქმედების განხორციელების სახის, ხერხისა და მართლსაწინააღმდეგო შედეგის, დამნაშავის წარსული ცხოვრების, ქმედების შემდეგ ყოფაქცევის გათვალისწინებით, სასამართლო თვლის, რომ ბ-–------------ სასჯელის სახით უნდა დაენიშნოს სისხლის სამართლის კოდექსის შესაბამისი მუხლის სანქციით გათვალისწინებული სასჯელის სახე - შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებების არ არსებობის პირობებში, სანქციის ზედა და ქვედა ზღვართა მხედველობაში მიღებით (სსკ-ს 1--108-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 7-დან -15 წლამდე ვადით, სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით თავისუფლების აღკვეთა ოთხიდან შვიდ წლამდე ვადით) სასჯელის მინიმალურ ზღვართან მიახლოებული ზომით- სსკ-ს 1--108-ე მუხლით თავისუფლების აღკვეთა 07 წლისა და 15 დღის ვადით, ხოლო სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით -თავისუფლების აღკვეთა 05 წლის ვადით, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების ხარისხი, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბ-–------------ მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ გარემოებაზე, რომ განსახილველ შემთხვევაში, ვინაიდან ჩადენილია 2 დამოუკიდებელი დანაშაულებრივი ქმედება, არსებობს დანაშაულთა ერთობლიობა. ასეთ შემთხვევებს აწესრიგებს საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილი, რომლის მიხედვით საბოლოო სასჯელის დანიშვნისას უფრო მკაცრი სასჯელი შთანთქავს ნაკლებად მკაცრს;

 

სსკ-ს 59-ე მუხლის 5-ე ნაწილის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს; განაჩენთა ერთობლიობით ძირითად სასჯელთან ერთად შეიძლება დაინიშნოს დამატებითი სასჯელი;

 

მნიშვნელოვანია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიდგომა სასჯელის მიმართებაში, კერძოდ „ვინტერი და სხვები გაერთიანებული სამეფოს წინააღმდეგ (2012 წლის 17 იანვრის გადაწყვეტილება); სასამართლომ განმარტა, რომ აშკარად არაპროპორციული სასჯელი დაარღვევდა ადამიანის უფლებათა და თავისუფლებათა ევროპული კონვენციის მე-3 მუხლის მოთხოვნებს; კონვენციის მე-3 მუხლის თანახმად არავინ არ შეიძლება დაექვემდებაროს წამებას, არაადამიანურ ან ღირსების შემლახველ მოპყრობას ან დასჯას;

 

ამდენად სასჯელი არ უნდა იყოს აშკარად არაგონივრული და არაპროპორციული საშუალება კანონმდებლის მიერ დასახული მიზნის მისაღწევად (სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია) და არ უნდა იწვევდეს პირის კონსტიტუციური უფლებებისა და თავისუფლებების დაუსაბუთებლად შეზღუდვას;

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის თანახმად ადამიანის პატივი და ღირსება ხელშეუხებელია, დაუშვებელია ადამიანის წამება, არაჰუმანური, სასტიკი ან პატივისა და ღირსების შემლახველი მოპყრობა და სასჯელის გამოყენება; ბრალდებულის პიროვნებისა და დანაშაულის სიმძიმის აშკარად არაპროპორციული სასჯელის დანიშვნა ჩაითვლებოდა ბრალდებულის ღირსების შელახვად და გაუტოლდებოდა კონვენციის მე-3 მუხლით გარანტირებული უფლების ხელყოფას;

 

ნივთმტკიცების ბედის გადაწყვეტა:

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა” და ,,ე“ ქვეპუნქტებით - თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

 

შესაბამისად ნივთმტკიცებების სახით ალ-----–-----–---- ტანსაცმელი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ უნდა დაუბრუნდეს ალ-----–-----–----, სამი ცალი მასრა, ერთი ცალი ლითონის საგანი და ორი ცალი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქების ანაწმენდები უნდა განადგურდეს, ხოლო ე. წ. „კაპიშონი“ საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ბ-–------------ ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი :

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსკ-ის 42-ე, 53-ე და 59-ე მუხლებით, სსსკ-ის 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით და

დ ა ა დ გ ი ნ ა :

1.ბრალდებული ბ-–----------- (პ/ნ 1----------- ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სსკ-ის 1--108 მუხლით და სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით;

 

2.ბრალდებულ ბ-–------------ (პ/ნ 1----------- საქართველოს სსკ-ის 1--108-ე მუხლით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

3. ბრალდებულ ბ-–------------ (პ/ნ 1----------- სსკ-ის 236-ე მუხლის მეოთხე ნაწილით სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით.

 

4.საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქოს ნაკლებად მკაცრი სასჯელი და საბოლოოდ ბ-–------------ (პ/ნ 1----------- ძირითადი სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 15 (თხუთმეტი) დღის ვადით, იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის თანახმად ბოლო განაჩენით დანიშნულს სასჯელს დაემატოს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს 2----–-–--------------- განაჩენით დანიშნული დამატებითი სასჯელის მოუხდელი ნაწილი ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ბ-–------------ სასჯელად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 07 (შვიდი) წლისა და 15(თხუთმეტი) დღის ვადით იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვის გარეშე.

 

მასვე დამატებით სასჯელად განესაზღვროს ჯარიმა 10 000 (ათი ათასი) ლარის ოდენობით, სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ; იარაღთან დაკავშირებით უფლებების შეზღუდვა----- წლის ვადით.

5.ბ-–------------ მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს.

 

6.ბ-–------------ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან ან შესაბამის ორგანოში გამოცხადების მომენტიდან.

7.ნივთმტკიცება: ალ-----–-----–---- ტანსაცმელი(გაგზავნილია ექსპერტიზაზე) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ალ-----–-----–----, სამი ცალი მასრა, ერთი ცალი ლითონის საგანი (ინახება შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში) და ორი ცალი მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქის ანაწმენდები (გაგზავნილია ექსპერტიზაზე) განაჩენის კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ განადგურდეს; ე. წ. „კაპიშონი“ (ინახება შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოში) საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს ბ-–------------ ან მისი ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

8.ბ-–----------- დაკავებისთანავე შესახლებული იქნას საქართველოს იუსტიციის სამინისტროს პენიტენციური დეპარტამენტის შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში.

 

9.განაჩენის აღსრულება დაევალოს საქართველოს შსს ზუგდიდის რაიონულ სამმართველოს;

 

10.განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიექცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.

 

11.მსჯავრდებულ ბ-–------------, რომლის მიმართაც სასამართლოს გამამტყუნებელი განაჩენი გამოტანილ იქნა მის დაუსწრებლად, უფლება აქვს, განაჩენი გაასაჩივროს 01 თვის ვადაში დაპატიმრებიდან, ან სათანადო ორგანოებში გამოცხადების მომენტიდან, ან პირველი ინსტანციის სასამართლოს განაჩენის გამოცხადებიდან, თუ იგი მოითხოვს სააპელაციო საჩივრის განხილვას მისი მონაწილეობის გარეშე, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

12.განაჩენი პროკურორს შეუძლია გაასაჩივროს მისი გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუპორტის ქუჩა №32), ზუგდიდის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე: დავით კეკენაძე