განაჩენი

სისხლის სამართლის 28.11.2019
საქმის ნომერი
050100119002932345
დავის ტიპი
19 - 108 , 109 2 გ
თარიღი
28.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 050100119002932345

საქმე N 1-118-19

განაჩენი

საქართველოს სახელით

18. 11. 2019 წელი ქ.ოზურგეთი

 

ოზურგეთის რაიონული სასამართლო

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე

 

სხდომის მდივანი თამილა მახარაძე- ბოლქვაძე

 

ბრალდების მხარე

პროკურორი: მა-–----------ძე

 

დაცვის მხარე

ადვოკატი: პა---------–---ძე, გო------------–-ძე

 

ღია სასამართლო სხდომაზე არსებითად განიხილა სისხლის სამართლის საქმე N------------

 

ბრალდებული: მი----------–------ძე

მამის სახელი : ნი----–----ი

დაბადებული: 15.08.1----–--–ი

პირადი ნომერი: 2----------

მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე

განათლება: საშუალო

ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული

ნასამართლეობა: არ მქონე

რეგისტრირებული: ლანჩხუთი, სოფელი ს------

ფაქტობრივად მცხოვრები: ბათუმი, გ-----–------–------------

 

ბრალდების კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლი (განზრახ მკვლელობის მცდელობა);

 

გადაკვალიფიცირდა: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე (ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია).

 

კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტი;

 

დისპოზიცია: განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით;

 

აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი

 

1. სასამართლომ დაადგინა

 

1.1. ბრალდების შესახებ დადგენილების მიხედვით, მი----------–------ძეს ბრალი დაედო მასში, რომ მან ჩაიდინა განზრახ მკვლელობა, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე მი----------–------ძე სტუმრად მივიდა ლ---------- მუნიციპალიტეტის ს------- თემის სოფელ ა---–-------––- მცხოვრებ გი----------–--ან, სადაც სუფრასთან ყოფნის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი. სუფრის მსვლელობის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ მი----------–------ძეს შელაპარაკება მოუვიდა ამავე სუფრასთან მჯდომ მი----–--------თან, რომელსაც ესროლა სუფრიდან აღებული ჭიქა. ჭიქა ასცდა მი----–--------, მოხვდა კედელს და დაიმტვრა. აღნიშნულზე განაწყენდა გი----------–ი და შენიშვნა მისცა მი----------–------ძეს, რაზეც ეს უკანასკნელი გაბრაზდა. ამის შემდეგ გი----------–მა მი----------–------ძე აიძულა დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი და წასულიყო, რამაც კიდევ უფრო გაანაწყენა მი----------–------ძე, წავიდა გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან და რამდენიმე წუთში, სანადირო თოფით შეიარაღებული კვლავ დაბრუნდა გი----------–ის სახლში, გაჩერდა სახლის უკან და დაელოდა გი----------–ის სახლიდან გამოსვლას. დაახლოებით 20:35 საათზე გი----------–ი გამოვიდა სახლის უკანა მხარეს და დაინახა სანადირო თოფით შეიარაღებული მი----------–------ძე, რომელმაც დაუძახა, რომ სახლიდან გაგდების გამო აჩვენებდა რასაც უზამდა და განზრახ მოკვლის მიზნით სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა კისრის მიდამოში. მიღებული დაზიანების გამო გი----------–ი იქვე წაიქცა და მი----------–------ძემ შეძახილით: რაც დაიმსახურე ის მიიღეო, განზრახ მოკვლის მიზნით მეორედ, დამიზნებით ესროლა მარცხენა დუნდულოს ზედა გარეთა საპროექციოდ, რის შემდეგაც ჩათვალა რა თავისი განზრახვა სისრულეში მოყვანილად, დატოვა შემთხვევის ადგილი. გი----------–ს მი----------–------ძის მიერ დამიზნებით განხორციელებული გასროლების შედეგად განუვითარდა კისრის ზედაპირზე, ქვედაყბის მარჯვენა ნახევრიდან კისრის მიმართულებით ქვემოთ და მარცხნივ ნაფლეთოვანი ჭრილობა ზომით 20/4 სმ-ზე, ზომის სიღრმით 3 სმ. ასევე მარცხენა დუნდულოს ზედა გარეთა კვადრატის საპროექციოდ ნაფლეთოვანი ჭრილობა ზომით 8/8 სმ-ზე. შემდეგ გი----------–ი გადაყვანილი იქნა შპს ,,მედალფას’’ ლ---------- სამედიცინო ცენტრში, სადაც დროულად გაწეული სამედიცინო დამხარების შედეგად შესაძლებელი გახდა მისთვის სიცოცხლის შენარჩუნება.

 

სასამართლომ დადგენილად ცნო, რომ ბრალდების მხარის მიერ მი----------–------ძის ქმედება არასწორად დაკვალიფიცირდა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლით, ვინაიდან სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით უტყუარად არის დადასტურებული, რომ მი----------–------ძესა და გი----------–ს ერთმანეთთან რაიმე სახის ურთიერთობა და შესაბამისად, უთანხმოება არ ჰქონიათ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებებით არ დადასტურდა მი----------–------ძის მიერ, გი----------–ის მკვლელობის მიზნით, სანადირო თოფიდან მიბჯენით სროლის ფაქტი. სასამართლომ დადგენილად მიიჩნია, რომ მი----------–------ძემ ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება მიაყენა გი----------–ს, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია, რაც გამოიხატა შემდეგში: 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 20:00 საათზე მი----------–------ძე სტუმრად მივიდა ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------––- მცხოვრებ გი----------–--ან, სადაც სუფრასთან ყოფნის დროს მიიღო ალკოჰოლური სასმელი. სუფრის მსვლელობის დროს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფ მი----------–------ძეს შელაპარაკება მოუხდა ამავე სუფრასთან მყოფ მი----–--------თან, რომელსაც ესროლა სუფრიდან აღებული ჭიქა. ჭიქა ასცდა მი----–--------, მოხვდა კედელს და დაიმტვრა. აღნიშნულზე განაწყენდა გი----------–ი და შენიშვნა მისცა მი----------–------ძეს, რაზეც გაბრაზდა ეს უკანასკნელი. ამის შემდეგ, გი----------–მა მი----------–------ძეს მოსთხოვა დაეტოვებინა მისი საცხოვრებელი სახლი და მი----------–------ძე წავიდა გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან. რამდენიმე წუთში, მი----------–------ძე სანადირო თოფით დაბრუნდა უკან და განაწყენებულმა იმით, რომ გი----------–მა სახლიდან გააგდო, ესროლა კისრის მიდამოში. გი----------–ი წაიქცა და მი----------–------ძემ მეორედ ესროლა მარცხენა დუნდულოს ზედა არეში, რის შედეგადაც გი----------–ს განუვითარდა კისრის ზედაპირზე, ქვედაყბის მარჯვენა ნახევრიდან კისრის მიმართულებით ქვემოთ და მარცხნივ ნაფლეთოვანი ჭრილობა ზომით 20/4 სმ-ზე, ზომის სიღრმით 3 სმ, ასევე მარცხენა დუნდულოს ზედა გარეთა კვადრატის საპროექციოდ ნაფლეთოვანი ჭრილობა ზომით 8/8 სმ-ზე. მითითებულმა დაზიანებებმა გამოიწვია გი----------–ის ჯანმრთელობის მსუბუქი ხარისხის დაზიანება, მისი ხანმოკლე მოშლის ნიშნით.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აღნიშნული ქმედებით მი----------–------ძემ ჩაიდინა არა განზრახ მკვლელობის მცდელობა, არამედ გი----------–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

ამდენად, მი----------–------ძის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19,108-ე მუხლიდან უნდა გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

1.2. 2019 წლის 21 თებერვალს, ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მი----------–------ძემ, გი----------–ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების შემდეგ, დატოვა ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლი, გადაკვეთა რკინიგზის ლიანდაგი და წავიდა ამავე სოფელში, აკ---------ას საცხოვრებელი სახლის მიმართულებით. დაახლოებით 21:00 საათზე საცხოვრებელი სახლიდან გამოვიდა აკ---------ა, რომელიც შეხვდა მი----------–------ძეს. ალკოჰოლური თრობის ქვეშ მყოფმა მი----------–------ძემ, ხულიგნური ქვენაგრძნობით სანადირო თოფიდან დამიზნებით ესროლა აკ---------ას და მიიმალა შემთხვევის ადგილიდან. აკ---------ას, მი----------–------ძისაგან დამიზნებით განხორციელებული გასროლის შედეგად განუვითარდა მუცლის ღრუში შემავალი ჭრილობა. აკ---------ა გადაყვანილი იქნა საავადმყოფოში, სადაც მიღებული დაზიანების გამო გარდაიცვალა.

 

2. ქმედებების სამართლებრივი აღწერა

 

- ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

- განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით;

 

2.1. მი----------–------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენა უტყუარად დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით.

 

2.2. მი----------–------ძის მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109–ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით გათვალისწინებული ქმედებების ჩადენა დადასტურებულია, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეულ და მხარეთა შუამდგომლობის საფუძველზე დასაშვებად და უდავოდ ცნობილი, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობით, რომლებიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებენ მი----------–------ძის ბრალეულობას.

 

2.3. ბრალდებულმა მი----------–------ძემ თავი არ ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებებში. მან ჩვენება არ მისცა სასამართლო სხდომაზე და ისარგებლა კანონით მინიჭებული დუმილის უფლებით.

 

დაზარალებულმა გი----------–მა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს განმარტა, რომ მი----------–------ძეს იცნობს, როგორც სოფელში მცხოვრებს. 2019 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდა სახლში. საღამო ხანს მასთან მივიდა მეგობარი მი----–-----ია, შემდეგ მი----------–------ძე, რომელმაც მიუსამძიმრა მამის გარდაცვალების გამო. მან მ------ შეიპატიჟა ოჯახში, გააწყო სუფრა და მ---- გაუშვა მაღაზიაში არაყის მოსატანად. გი----------–ის ჩვენებით მი----–-----ია იჯდა კარებთან, მაგიდის კუთხეში, მ------ - მეორე კუთხეში, თვითონ კი გვერდით დაჯდა, მაგრამ როცა სტუმრებმა დალევა დაიწყეს, იგი გადაჯდა ღუმელთან. ცოტა ხანში მ------მ დაიწყო უწმაწური სიტყვების წარმოთქმა, რაზედაც მ----მ მისცა შენიშვნა. აღნიშნულზე განაწყენებულმა მ------მ ჭიქა ესროლა მ----ს, რომელმაც აიცილა ჭიქა და მოხვდა კედელს. მისთვის ცნობილი იყო მ------ს ცუდი სიმთვრალის თაობაზე და კონფლიქტი რომ არ მომხდარიყო მ---- გაუშვა სახლიდან. შემდეგ მან მ------საც სთხოვა წასულიყო სახლში და დაწყნარებულიყო. ცოტა ხანში მ------მ ტელეფონი მოსთხოვა მას და იგი დაელაპარაკა თავის მეუღლეს, შემდეგ კი დაემშვიდობა. მან მ------ს ყურადღება არ მიაქცია და უთხრა რომ არ გააცილებდა. 10-15 წუთის შემდეგ, როდესაც მან ჭიქის ნამსხვრევები გადაყარა გარეთ და სახლში უნდა შესულიყო, სახლის კუთხეში დაინახა მ------, რომელმაც გაბრაზებულმა მიაძახა - ,,ვინ გააგდე სახლიდან შენო" და ესროლა თოფიდან. მან როდესაც დაინახა მ------ს ხელში იარაღი, სახლში შესვლა ვერ მოასწრო და იქვე წაიქცა. რამდენ ხანს იყო წაქცეული არ ახსოვს, მაგრამ აზრზე რომ მოვიდა და ამოძრავდა, დაინახა, რომ მ------ თავზე ედგა და შეძახილით-,,ისევ ცოცხალი ხარ შენი დედაო", ესროლა განმეორებით. სხვა პირი იქ არ ყოფილა. მას ადგომა არ შეეძლო და დაუძახა მეზობელს, რომელსაც შემთხვევით გაუგონია მისი ხმა. მან მეზობელს - მე--------------–--ლს უამბო მომხდარის შესახებ, რომელმაც შეატყობინა სასწრაფოს. სამედიცინო ექსპერტიზით, მას მსუბუქი დაზიანება დაუდგინდა. ითხოვს კანონის სიმკაცრით მი----------–------ძის დასჯას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მი----–-----იამ განმარტა, რომ მი----------–------ძე არის მეზობლის სიძე, ხოლო გი----------–ი მისი მეგობარი. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა გი----------–--ან, როდესაც მივიდა მ------ც. გ--მ ფული მისცა და სთხოვა არაყის მიტანა. მან და მ------მ დალიეს ნახევარლიტრიანის ნახევარი, ხოლო გ--ს სასმელი არ დაულევია. სუფრასთან ყოფნისას მ------მ აიღო ჭიქა, ესროლა მას და ჭიქა დაიმტვრა კედელზე. გ--მ მ------ს უთხრა თუ რატომ ესროლა ჭიქა. აღნიშნულის შემდგომ იგი სახლში წავიდა. სახლში მისული დაწვა და დაიძინა. შუაღამეს კი წაიყვანეს პოლიციაში. შემდეგ გაიგო, რომ აკ---------ასათვის და გი----------–ისათვის უსვრია მ------ს.

 

მოწმე მე-------------–---–მა ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ არის გი----------–ის მეზობელი, ბავშვობიდან ერთად გაზრდილები არიან. მ------საც იცნობს, როგორც მის სოფლელს. შემთხვევის დღეს სახლში იმყოფებოდა, როდესაც მეუღლემ უთხრა, რომ რაღაც ხმა გაიგონა. იგი გადავიდა გ--სთან და ნახა, რომ გ-- წაქცეული იყო და სისხლში ცურავდა. გ-- წაქცეული იყო ოთახის შესასვლელში, კარებთან, თავი ჰქონდა ოთახისკენ, ფეხები კარისკენ. იგი გადავიდა მეუღლესთან - მა--------------სთან და უთხარა, რომ დაერეკა სასწრაფოში და ისევ გ--სთან დაბრუნდა. გ--მ მას უთხრა, რომ მ---- და მ------ იყვნენ მასთან და მი----------–------ძემ ესროლა მას. 3-4 წუთში მივიდა პოლიციაც. შემდეგ, მალევე გაიგონეს გასროლის ხმა და მისთვის ცნობილი გახდა, რომ აკ---------ა იყო დაჭრილი. მეზობლებისაგან გაიგო, რომ აკ---სთვისაც მ------ს უსვრია.

 

2019 წლის 22 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში მდებარე გი----------–ის საცხოვრებელი სახლი, რომლის ეზოში შესასვლელია რკინის სამფრთიანი ჭიშკრით. ჭიშკრიდან პირდაპირ, დაახლოებით 30 მეტრში მდებარეობს ორსართულიანი საცხოვრებელი სახლი, რომელსაც პირველ სართულზე, წინა მხრიდან აქვს 3 მეტრი რკინის ღია აივანი. სახლის პირველ სართულს წინა მხრიდან აქვს ორი ორფთიანი ხის კარები. მარჯვენა მხარეს არსებული კარების გავლით შესასვლელია სასტუმრო ოთახში. ოთახი არის დაახლოებით 6 მეტრი სიგრძის და ასეთივე სიგანის. შესასვლელი კარებიდან მარცხნივ, კედელთან დგას ე.წ. ,,კუთხის’’ გარნიტური, რომლის წინ არის საშუალო ზომის ხის მაგიდა. მაგიდაზე დევს მუყაოს ნაჭრები, რომლებზეც მცირე ოდენობით არის ნამცხვრის ან ტორტის კრემის ნარჩენები. მუყაოს ნაჭერზე, შუა ადგილას დევს საშუალო ზომის სამზარეულოს დანა, დოქის მსგავსი ჭურჭელი, მცირე ზომის მინის ჯამი, რომელშიც სავარაუდოდ ასხია ზეთი. დაახლოებით 0,3 მეტრში ოთახის მარცხენა კედელს დატანებული აქვს ხის ერთფრთიანი კარები, რომელიც გადის მარცხენა მხარეს არსებულ ოთახში. აღნიშნულ ოთახში იატაკი არის ცემენტის და ეტყობა, რომ ამ ოთახით სარგებლობენ, როგორც საწყობით. სასტუმრო ოთახის შესასვლელი კარებიდან მარცხნივ, კედელთან დევს ე.წ. ,,კამოდი", ხოლო მარჯვენა მხარეს არსებულ კედელთან, იატაკზე დევს ე.წ. საცელავი აპარატი, ხოლო მის გვერდით კი, ახალი კარები და ფანჯრის მეტალოპასტმასის ნაწილები. სასტუმრო ოთახში კარებიდან მარცხნივ, კედლის გასწვრივ მცირე ზომის ე.წ. ტუმბოს გვერდით, კედელთან დგას ხის საწოლი, რომელზეც არეულად დევს საბანი, მუთაქა და ადიალა. საცხოვრებელი სახლის წინა მხარეს, სასტუმრო ოთახში შემოსასვლელია ხის ორფრთიანი კარებიდან. მარჯვნივ, ოთახის კუთხეში დევს ტანსაცმლის რკინის საკიდი, რომელზეც ჩამოკიდებულია სხვადასხვა ტანსაცმელი. მარჯვენა კედლის გასწვრივ შუა ადგილზე კედელთან დგას რბილი დივანი, რომლის წინ დევს დაბალი, მცირე ზომის ხის მაგიდა, დივანიდან მარჯვნივ, ოთახის კუთხეში დევს ხის კარადა, რომელსაც აქვს თაროები. სასტუმრო ოთახის უკანა კარები გადის სამზარეულო ოთახში, რომელიც არის ზომით 8,5 მ X 3,4 მ-ზე. შესასვლელი კარებიდან პირდაპირ და ოდნავ მარცხნივ იატაკზე აგდია ბალიში, რომლის ზედაპირზეც აღინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ფერის ლაქები. ბალიშს მიენიჭა N1, ბალიშიდან ოდნავ მარცხნივ მეტლახიან იატაკზე აღინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ლაქა, ზომით 10 X 10 სმ-ზე, რომელსაც მიენიჭა N 2. ამ ლაქიდან პირდაპირ და ოდნავ მარცხნივ იატაკზე აღინიშნება სისხლისმაგვარი მოზრდილი გუბე, უსწორმასწორო კიდეებით ზომით 65 X 68 სმ-ზე, გუბეს მიენიჭა N 3. გუბიდან მარჯვნივ, იატაკზე 50 სმ-ში აგდია ნაჭერი, რომელზეც აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, ნაჭერს მიენიჭა N 4. ნაჭრიდან პირდაპირ გარეთ გასასვლელი კარების თითქმის შუა ადგილზე, იატაკზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც N 4 ნაჭრიდან 90 სმ-შია, ამ ლაქებს მიენიჭა N 5, რომლის ზომებია 10 X 15 სმ-ზე. N 5 ლოკაციიდან მარჯვნივ, კარის ზღურბლთან აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, რომელიც დაცილებულია 16 სმ-ით. აღნიშნულ ლაქებს მიენიჭა N 6 და მისი ზომებია 24 X 20 სმ-ზე. კარის კუთხეში, კედლის გასწვრივ დევს რბილი დივანი, რომლის ძირშიც მოჩანს შუშის ნამტვრევები. N 6 ლოკაციიდან მარჯვნივ იატაკზე აგდია ორი მოზრდილი - სავარაუდოდ შუშის ჭიქის ნამტვრევი. ამ ლოკაციას მიენიჭა N 7. გარეთ გასასვლელი კარებიდან მარცხნივ, კედლის გასწვრივ არის ხის მოგრძო მაგიდა, რომელიც მიდგმულია კედელთან. კედელსა და მაგიდას შორის მომწვდეულია ორი სკამი. მაგიდის ირგვლივ კი დევს სამი ხის სკამი. მაგიდას მიენიჭა N 8. მაგიდაზე დევს სამი თეფში, რომლებზეც დევს თითო ჩანგალი. ასევე დევს სამი სხვადასხვა ზომის და ფორმის შუშის ჭიქა, ერთი ღრუბელისმაგვარი მასალის თეფში, რომელზეც დევს პურის ნაჭრები. ერთი მოზრდილი თეფში, რომელზეც არის საჭმლის ნარჩენი და სუფრის კოვზი. მაგიდაზე ასევე დევს ორი სამარილე. ერთი პლასტმასის 0,5 ლიტრიანი ,,ბაკურიანის’’ წყლის ბოთლი, რომელშიც არის დაახლოებით ნახევარზე ოდნავ მეტი უფერული სითხე, მაგიდაზე დევს დაახლოებით 3 ლიტრი მოცულობის ცარიელი პლასტმასის ჭურჭელი, ერთი სავარაუდოდ, ,,კეტჩუბის’’ პლასტმასის ჭურჭელი და ერთი კერამიკის საფერფლე. საფერფლეში არის სამი, სავარაუდოდ გაზეთის ქაღალდში გახვეული სიგარეტის ნამწვი. მაგიდიდან მარცხნივ, პერპენდიკულარულად არის ოთახის გამყოფი დაბალი ტიხარი, რომლის უკან არის ხის მცირე ზომის მაგიდა, რომელზეც დევს პატარა ზომის გაზქურა და ალაგ-- სხვადასხვა ჭურჭელი. კედელს აქვს კიდევ ერთი ხის კარები, რომელიც გადის საშუალო ზომის საკუჭნაო ოთახში, რომელიც გაურემონტებელია და შიგ ალაგ-- სხვადასხვა საოჯახო ნივთები. სამზარეულო ოთახში, ზემოაღნიშნული კარებიდან მარცხნივ, კედელთან ალაგ-- სამზარეულოს კარადები, სამგანყოფილებიანი, რომელზედაც არის სხვადასხვა ზომის ჭურჭელი. აღნიშნული სამზარეულოს კარებიდან მოპირდაპირე კედელთან დალაგებულია სარეცხი მანქანა, ელექტრო ღუმელი, სამზარეულოს გარნიტურის ორი კარადა და მაცივარი. მაცივრის გვერდით არის ასევე დაბალი ტიხარი, რომლის მეორე მხარეს არის საშუალოზე მცირე ხის მაგიდა, რომელზეც დევს ტელევიზორი, თუთუნის პაკეტი და სხვა წვრილმანი ნივთები. აღნიშნულ ოთახში არსებული რბილი დივანის პირადაპირ არის ხის მაგიდა, მის გვერდით კი, რკინისაგან დამზადებული ე.წ ,,შუშის ღუმელი’’. სამზარეულო ოთახში, N5 ლოკაციასთან არსებულ სისხლის ლაქასთან არის ორი მცირე ზომის, სავარაუდოდ შუშის ჭიქის ნამსხვრევი. სამზარეულო ოთახის უკანა მხარეს, მაგიდასა და დივანს შორის არსებული ერთფრთიანი კარები გადის საცხოვრებელი სახლის უკან. კარების გავლის შედეგად ჩავდივართ მცირე ზომის საფეხურზე, რომლის ზომებია: 1,4 მ X0,45 მ-ზე. უშუალოდ კარის ზღურბლთან დევს ნოხის ნაჭერი, რომელზეც აგდია პლასტმასის დეტალი, ე.წ. ,,საფანტის კონტეინერი’’, რომელიც არის კარის ზღუბლიდან 7 სმ-ში და მას მიენიჭა N 9. ზღუბლთან არსებულ ნოხის ნაჭერს მიენიჭა N10. საფეხურიდან პირდაპირ, ცემენტის იატაკზე არის სისხლისმაგვარი გუბე არასწორი კიდეებით, რომლის ზომებია: 1,5 მ X 0,9 მ-ზე. ამ ლოკაციას მიენიჭა N 11. ამ გუბის კუთხეში აგდია ლურჯი ფერის ჩუსტი, რომელსაც მიენიჭა N12. ჩუსტის საპირისპირო მხარეს და კუთხეში იატაკზე აგდია რეზინის ჩექმები, რომელსაც მიენიჭა N13. კარებიდან პირადაპირ და ოდნავ მარჯვნივ, 2 მეტრში, არის რკინის ბოძი, რომელზეც დამაგრებულია სახლის მეორე სართულზე ასასვლელი რკინის ხვეული კიბე. კარის ზღუბლიდან მარჯვნივ და პირდაპირ არის მეორე რკინის ბოძი, რომელიც წარმოადგენს მეორე სართულის საყრდენს, მანძილი არის 3,60 მეტრი. კარის ზღუბლიდან მარჯვნივ 6,1 მეტრში არის ცემენტის ბეტონით შემოსაზღვრული წყლის ონკანი. საცხოვრებელ სახლს მარჯვენა მხარეს გასდევს ქვაფენილი, რომლის სიფართეა 1,75 მეტრი, კარის ზღუბლიდან აღნიშნული ქვაფენილის ბოლო კიდემდე მანძილი არის 4,86 მეტრი. კარებიდან პირდაპირ, კიბის ქვეშ კარიდან 1,97 მეტრში ცემენტის იატაკზე აგდია პლასტმასის, ,,საფანტის კონტეინერი’’, ლოკაციას მიენიჭა N14. აღნიშნულიდან პირდაპირ 30 სმ-ში აგდია ერთი ცალი საფანტის მარცვალი, ლოკაციას მიენიჭა N15. N15 ლოკაციიდან 32 სმ-ში აგდია მცირე ზომის შუშის ნამსხვრევი, რომელსაც მიენიჭა N16. ხვეული კიბის მეექვსე საფეხურზე დევს რკინის მცირე, სავარაუდოდ მიწისთხილის ქილა, რომელშიც ყრია სიგარეტის ნაწვავები. კოლოფს მიენიჭა N17. კარის ზღუბლიდან მარცხნივ გადის კედელი, რომელსაც აქვს კარის ნიშა და მის უკან არის მცირე ზომის სათავსო, რომელშიც არის სხვადასხვა ნივთები. აღნიშნული სათავსოს კედლის ძირთან, სახლიდან გამოსასვლელი კარის ზღურბლიდან 2,20 მეტრში აღინიშნება სისხლისმაგვარი მოწითალო ლაქები ზომით 2 X 5 სმ-ზე. ლოკაციას მიენიჭა N 18. სახლიდან გამოსასვლელი კარების შიგნითა მეტალის სახელურს მიენიჭა N 19. სამზარეულო ოთახში არსებული დივანის გამოწევის შემდეგ აღმოჩენილი იქნა კიდევ ერთი შუშის, სავარაუდოდ ჭიქის ნატეხი, რომელსაც მიენიჭა N 20. აღნიშნული ლოკაცია მდებარეობს გარეთ გასასვლელი კარების ზღუბლიდან მარჯვნივ 0,8 მეტრში. სასტუმრო ოთახში მაგიდაზე არსებულ დანას მიენიჭა N 21, საცხოვრებელი სახლის უკანა ეზოში არის ე.წ. ნალია, ხოლო მის უკან საპირფარეშო. საცხოვრებელ სახლს წინა მხრიდან აქვს ქვის კაპიტალური კიბე, რომელიც ადის სახლის მეორე სართულზე, სადაც მდებარეობს ფართო ღია აივანი. მეორე სართულზე უკანა მხარეს არის კიდევ ერთი ღია აივანი, რომლიდანაც ქვემოთ ჩამოდის რკინის ხვეული კიბე. სასადილო ოთახიდან უკანა ეზოში გამოსასვლელი კარებიდან მარჯვნივ კედელზე დამაგრებულია ნათურა, რომელიც კარგად ანათებს ეზოს უკანა მხარეს. შემთხვევის ადგილის დათვალიერებაში მონაწილე ექსპერტების მიერ ამოღებული იქნა ნივთიერი მტკიცებულებები: N1 ლოკაციიდან ამოღებული იქნა ბალიში, N2 ლოკაციიდან აღებული იქნა სისხლისმაგვარი ლაქის ნიმუში, N3 ლოკაციიდან აღებული იქნა ლაქის ნიმუში, N4 ლოკაციიდან ამოღებული იქნა ნაჭერი ლაქებით, N5 ლოკაციიდან აღებული იქნა შუშის ნატეხები, N6 ლოკაციიდან აღებული იქნა ლაქის ნიმუში, N7 ლოკაციიდან აღებული იქნა შუშის ნატეხები, მაგიდიდან ამოღებული იქნა საფერფლე და 3 სიგარეტის ნამწვი, ასევე მაგიდიდან აღებული იქნა 3 ცალი თეფში და მასზე არსებული 3 ჩანგალი, ასევე მაგიდიდან აღებული იქნა 3 ჭიქა, ასევე თეფშზე არსებული კოვზი, ,,ბაკურიანის’’ წლის ბოთლი, ცარიელი პლასტმასის ბოცა, ,,კეტჩუბის’’ ბოთლი, N9 ლოკაციიდან აღებული იქნა საფანტის კონტეინერი, N10 ლოკაციიდან ამოღებული იქნა ნოხის ნაჭერი, N11 ლოკაციიდან აღებული იქნა ლაქის ნიმუში, N12 ლოკაციიდან აღებული იქნა რეზინის ჩუსტი, N13 ლოკაციიდან ამოღებული იქნა რეზინის ჩექმები, N14 ლოკაციიდან ამოღებული იქნა საფანტის კონტეინერი, N15 ლოკაციიდან ამოღებული იქნა საფანტის მარცვალი, N16 ლოკაციიდან ამოღებული იქნა შუშის ნატეხი, რომელზეც აღინიშნება მცირე მოწითალო ლაქა, N17 ლოკაციიდან აღებული იქნა თუნუქის კოლოფი და შვიდი ცალი სიგრეტის ნამწვი, N18 ლოკაციიდან აღებული იქნა ლაქის ნიმუში, N19 ლოკაციიდან აღებული იქნა ანაწმენდი, N20 ლოკაციიდან აღებული იქნა შუშის ნატეხი, სასტუმრო ოთახიდან ამოღებული იქნა დანა, საზარეულო ოთახში მაგიდის ირგვლივ არსებული სამი სკამიდან აღებული იქნა ანაწმენდები.

 

2019 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით, ლანჩხუთში, ჟ------------------------–--------------------–---------–---------- ლე-–---–---------–-ილის მიერ წარმოდგენილი იქნა გი----------–ის ტანსაცმელი, რომელიც ეცვა სტაციონარში შეყვანის დროს. კერძოდ: ერთი ცალი ლურჯი ფერის ჩუსტი, შავი ფერის სქელი სპორტული შარვალი, მუქი ნაცრისფერი პულოვერი შავი და თეთრი ზოლებით, ლურჯი გრძელსახელოებიანი მაისური, ნაცრისფერი უსახელო მაისური. ყველა ტანსაცმელზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები და მექანიკური დაზიანებები. ლელა ლურსმანიშვილის მიერ წარმოდგენილი იქნა ასევე სამი ცალი საფანტის მარცვალი, რომლებიც ამოღებული იქნა გი----------–ის ოპერაციის დროს.

ოზურგეთის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 22 თებერვლის განჩინებით, ჩატარებული საგამოძიებო მოქმედება - ლე-–---–---------–-ილისაგან გი----------–ის ტანსაცმლის და სამი ცალი საფანტის მარცვლის ამოღება კანონიერად იქნა ცნობილი.

 

2019 წლის 24 მარტის საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, გი----------–მა დაადასტურა მის მიერ მიცემული ჩვენებები და მიუთითა ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში, საცხოვრებელ სახლზე და აღინიშნა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, მას დაზიანება ამ სახლში მიაყენა მი----------–------ძემ. გ.ტუღუშის მითითებით, საგამოძიებო მოქმედების მონაწილენი შევიდნენ საცხოვრებელი სახლის ეზოში სამფრთიანი ჭიშკრის გავლით. საცხოვრებელ სახლში შევიდნენ სახლის წინა მარჯვენა მხარეს არსებული ორფრთიანი კარებიდან და აღმოჩნდნენ მისაღებ ოთახში. ამ ოთახის უკან არსებული ერთფრთიანი კარების გავლით შევიდნენ სასადილო ოთახში. გი----------–მა განმარტა, რომ 2019 წლის 21 თებერვალს, საღამოს დაახლოებით 18 საათზე მასთან სტუმრად მივიდა მი----–-----ია. დაახლოებით ნახევარ საათში კი, გაიგონა დაძახების ხმა და როდესაც გავიდა, ნახა, რომ მისული იყო მი----------–------ძე. მ------მ სამძიმარი უთხრა მამის გარდაცვალების გამო და მოუბოდიშა, რომ გასვენებაში მისვლა ვერ შესძლო. მან სახლში შეიპატიჟა მი----------–------ძე და შევიდნენ საცხოვრებელი სახლის პირველ სართულზე სასადილო ოთახში. გი----------–მა მიუთითა ადგილი, სადაც მაგიდასთან იჯდა მი----------–------ძე, კერძოდ მაგიდის კუთხეში. აქვე აღნიშნა, რომ მი----–-----ია იჯდა მის გვერდით, მაგიდის მეორე კუთხეში გასასვლელ კარებთან. გი----------–მა აღნიშნა, რომ მას შემდეგ, რაც მი----–-----იამ მოიტანა არაყი და მან გაამზადა სუფრა, მაგიდასთან დაჯდა მი----------–------ძის გვერდით მარცხენა მხარეს, მაგრამ მალავე ადგა, ყავა მოადუღა, შემდეგ დაანთო ღუმელი და იქვე ღუმელთან დარჩა. მაგიდასთან თამადობა დაიწყო მი----------–------ძემ და მი----–--------თან ერთად დალიეს სამი თუ ოთხი ჭიქა არაყი, მას არ დაულევია. მ------ სვამდა მხოლოდ სასმელს და მას მისაყოლებელი არაფერი მიუტანებია, რის გამოც მეტად მოეკიდა ალკოჰოლი. სუფრასთან მი----------–------ძემ დაიწყო უწმაწური სიტყვებით საუბარი, რის გამოც მი----–-----იამ შენიშვნა მისცა. ამაზე მ------ გაბრაზდა და აიღო ჭიქა, რომლითაც არაყს სვამდა და მოულოდნელად ესროლა მი----–--------. მიხეილმა მოასწრო თავის გაწევა, ჭიქა კედელს მოხვდა და დაიმსხვრა. გი----------–მა განმარტა, რომ ამან მისი გულისწყრომა გამოიწვია და უსაყვედურა მი----------–------ძეს, რომ არ მისცემდა უფლებას, მის ოჯახში სტუმრისთვის ჭიქა ესროლა და უწმაწური სიტყვებით ელაპარაკა. ასევე მოუწოდა პატივი ეცა მისი ოჯახისათვის. მი----------–------ძეს მისი მისამართიოთ გინება არ დაუწყია, მაგრამ თავისთვის, უწმაწური სიტყვებით საუბრობდა. გი----------–ის განმარტებით, მი----–-----ია ადგა სუფრიდან და წასვლა დააპირა, მანაც ურჩია, რომ გარიდებოდა მი----------–------ძეს. აღნიშნულის შემდეგ, მი----–-----ია გავიდა სახლის უკანა კარებიდან. მი----–-------- წასვლა იმიტომ სთხოვა, რომ დიდი ხანია იცნობს მ------ს, რომელსაც ძალიან ცუდი სიმთვრალე აქვს. მი----–-------- წასვლის შემდეგ მ------ს უთხრა, რომ მამის ორმოცი ორი დღის წინ ჰქონდა, ის კი უპატივცემულობას იჩენდა მისი ოჯახის მიმართ და მოსთხოვა წასულიყო მისი სახლიდან. მ------მ უთხრა, რომ წავიდოდა, შემდეგ იქვე დივანზე ჩამოჯდა და სთხოვა ტელეფონი. გი----------–მა მიუთითა დივანზე სადაც დაჯდა მ------. მან მ------ს მიაწოდა ტელეფონი, რომელმაც დაურეკა მეუღლეს, ესაუბრა ცოტა ხანი და დაუბრუნა ტელეფონი. ამის შემდეგ ისევ მოუწოდა მ------ს დაეტოვებინა მისი სახლი და წასულიყო, მაგრამ იგი არ აპირებდა წასვლას. მან განმეორებით მოსთხოვა მ------ს სახლის დატოვება. მ------ დაემშვიდობა მას. პირველად არაფერი უპასუხა მ------ს, მაგრამ როდესაც მ------მ მეორედ უთხრა მშვიდობით იყავიო, უპასუხა, რომ კარგად ყოფილიყო, მაგრამ არ აცილებდა, რადგან უპატივცემულოდ ეპყრობოდა მის ოჯახს. მ------ გავიდა სახლის უკანა კარებიდან, რა მიმართულებით წავიდა არ დაუნახავს, მაგრამ წასვლის წინ შეამჩნია, რომ მი----------–------ძე უყურებდა გაბზარებული, ვინაიდან შეატყო, რომ მ------ს არ ესიამოვნა მისი ნათქვამი. მ------ს წასვლის შემდეგ, ტელეფონზე დაურეკა მ------ს მეუღლემ, შემდეგ კი სახლის უკანა შემოსასვლელის დალაგება დაიწყო. მოასუფთავა ტერიტორია და აგროვებდა გატეხილი ჭიქის ნამსხვრევებს. სახლის შესასვლელთან დადო ცოცხი და აპირებდა ოთახში შესვლას, რა დროსაც გაიგონა ფეხის ხმა, მოიხედა და სახლის მარჯვენა მხარეს დაინახა მი----------–------ძე, რომელმაც უთხრა როგორ გაბედე ჩემი სახლიდან გაგდებაო. როდესაც მი----------–------ძე დაინახა, მას თოფი უკვე დამიზნებული ჰქონდა მისი მიმართულებით და ამ სიტყვების თქმის შემდეგ, იგი შეეცადა სახლში შესვლას, მაგრამ ამ დროს მი----------–------ძემ ესროლა. გი----------–მა მიუთითა ადგილი, სადაც თვითონ იდგა, როდესაც მ------მ თოფი ესროლა. ეს ადგილი მდებარეობს სახლის უკანა შესასვლელი კარების პირდაპირ, კარის მარცხენა ძირიდან ოდნავ მარჯვნივ 1 მეტრსა და 40 სანტიმეტრში, ასევე მიუთითა ადგილი, საიდანაც მი----------–------ძემ მოახდინა გასროლა მისი მიმართულებით. აღნიშნული მდებარეობს სახლის მარცხენა მხარეს. გი----------–მა განმარტა, რომ მ------ს მიერ ნასროლი ტყვია მოხვდა მხარის და კისრის მიდამოში და წაიქცა. როდესაც წამოდგომა დააპირა, მ------მ შესძახა ცოცხალი ხარ? შენი დედაცო, მიუახლოვდა და მეორეჯერ ესროლა მოკვლის მიზნით. გი----------–მა მიუთითა ადგილი, საიდანაც მ------მ მოახდინა მისი მიმართულებით მეორე გასროლა. ეს ადგილი მდებარეობს ზემოაღნიშნული კარის ძირიდან 1,5 მეტრში, ხოლო მეორე სართულზე ასასვლელი ხვეული კიბის საყრდენიდან 0,97 მეტრში. გი----------–მა აღნიშნა, რომ მეორე დაზიანების მიღებისას წამიერად დაკარგა გონება და როდესაც გონს მოვიდა, გაიგონა მ------ს სიტყვები, რაც დაიმსახურე ის მიიღეო და დაინახა, რომ იგი გარბოდა მისი ეზოდან სანადირო თოფით. გი----------–მა ასევე განმარტა, რომ მი----------–------ძის წასვლის შემდეგ, საშველად მოუხმო მეზობელს - მერაბის, რომელიც მალევე მივიდა და მას უთხრა, რომ მი----------–------ძემ ესროლა.

 

ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2----–-–----------------------------------------- გი----------–ი მიღებულ ტრამვასთან დაკავშირებით გადიოდა სტაციონარულ მკურნალობას შპს ,,მედალფა’’ ლ---------- სამედიცინო ცენტრში 2019 წლის 21 თებერვლიდან 25 თებერვლამდე. კლინიკური დიაგნოზი: ნაფლეთოვანი ჭრილობა კისრის წინა ზედაპირზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაკაწრი ჭრილობები კანზე ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული, მარცხენა დუნდულოს ნაფლეთოვანი ჭრილობა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული. დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის /ჭურვების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში და ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგება დადგენილებაში მითითებულ თარიღს - 2019 წლის 21 თებერვალს. სროლის მანძილის დადგენა, სამედიცინო საბუთების მონაცემებით შეუძლებელია. ამავე დასკვნის მიხედვით, გი----------–ი მკურნალობას აგრძელებდა შპს ქუთაისის დ.ნ-------–---–-- სახელობის საოჯახო მედცენტრში და ამბულატორიული პაციენტის სამედიცინო ბარათის მიხედვით, გი----------–ს ჩაუტარდა ნევროლოგის კონსულტაცია 2019 წლის 18 მარტს და 02 აპრილს. ამავე დასკვნის მიხედვით, გი----------–ს აღენიშნებოდა კისრის წინა ზედაპირზე, ქვედა ყბის მარჯვენა ნახევრიდან კისრის მიმართულებით ქვემოთ მარცხნივ ნაფლეთოვანი ჭრილობა ზომით 20,X4,0 სმ-ზე, სიღრმით 3 სმ-ი. ჭრილობის კიდეებზე აღენიშნება დამწვრობის კვალი, კანქვეშა ქსოვილები დაზიანებულია კუნთების დონემდე. ასევე გულმკერდის მარცხენა ნახევარში აღენიშნება მრავლობითი ნაკაწრი ჭრილობები, კანქვეშ ისინჯება მცირე ზომის მრავლობითი უცხო სხეულები (საფანტი), ასევე მარცხენა დუნდულოს ზედა გარეთა კვადრატის საპროექციოდ ნაფლეთოვანი ჭრილობა ზომით 8,0 X 8,0 სმ-ზე მრგვალი ფორმის დეფექტით კანზე, ჭრილობის ირგვლივ დამწვრობა და ასევე ნაჩხვლეტი ჭრილობები მრავლობითი. გულმკერდის რენტგენოგრაფიის მიხედვით, ფიქსირდება მრავლობითი მეტალის სიმკვრივის სფერული ფორმის უცხო სხეულები ზომით 4-5 მმ (საფანტი). მენჯ-ბარძაყის სახსრის რენტგენოგრაფიის მიხედვით, მენჯ-ბარძაყის პროექციაზე ფიქსირდება მრავლობითი სფერული ფორმის მეტალის სიმკვრივის უცხო სხეულები 4-5 მმ (საფანტი).

დასკვნაში მითითებული გარემოებები დაადასტურა ექსპერტმა ლე--- ფ----------ემ სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს.

 

დაზარალებულის უფლებამონაცვლე თე--------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ აკ---------ა მისი მეუღლე იყო. 22 წელი ცხოვრობდა მეუღლესთან ერთად და არასდროს შეხვედრია ბრალდებულს და არ იცნობს მას. მაზლისგან გაიგო, რომ მი----------–------ძე იყო მათი მეზობლის სიძე. შემთხვევის დღეს მეუღლესთან ერთად იყო სახლში. საღამოს თბილისში მცხოვრებმა მაზლიშვილმა დარეკა, რომ იმყოფებოდა ბათუმში და მათთან დასარჩენად მოდიოდა. ოჯახის წევრები დაახლოებით რვა საათის მერე დასხდნენ სუფრასთან. მეუღლე იწვა და ლე---ი რომ მოვიდა, გააღვიძა. სუფრის გაწყობის შემდეგ იგი დაბრუნდა სამზარეულოში. 15 წუთის შემდეგ გაიგონა გასროლის ხმა. სროლის ხმის გაგონების შემდეგ წამებში გავიდა გარეთ და ნახა, რომ ძირს ეგდო მეუღლე და ეხვეოდნენ ძმა და ძმისშვილი. მეუღლე წაქცეული იყო ლე---ის მანქანასთან. შემდეგ აკ--- შემოიყანეს სახლში, დააწვინეს დივანზე და ვინ რას აკეთებდა არ იცის. მალევე მივიდა სასწრაფო, პოლიცია და მეზობლები. სასწრაფომ მეუღლე გადაიყვანა ფოთის საავადმყოფოში. სასწრაფოს გაჰყვნენ თვითონ და მისი მაზლი - ილია. თვითონ წინ იჯდა, უკან ესმოდა ხმა, მაგრამ რას საუბრობდნენ გარკვევით არ ესმოდა. ხვდებოდა, რომ ილია რაღაცაზე გაგიჟებული იყო. მიუხედავად მძიმე ჭრილობისა, მეუღლეს გონება არ დაუკარგავს, ესაუბრებოდა ყველას და ემშვიდობებოდა მეგობრებს. მას ესაუბრებოდა ვიდრე საღ აზრზე იყო და სთხოვდა შვილებისათვის მიეხედა. შემდეგ მაზლისაგან გაიგო, რომ მის მეუღლეს ესროლა მი----------–------ძემ. მეუღლის გასვენების შემდეგ, ეზოს მარცხენა მხარეს, ფეიხოებში მისმა მულისშვილმა ნახა პლასტმასის ნივთი, რომლის ამოღება მოხდა პოლიციელების მიერ. თე--------–-----–---–ის განმარტებით მის მეუღლეს არანაირი კავშირი არ ჰქონდა მი----------–------ძესთან, რაიმე კონფლიქტი რომ ჰქონოდათ ერთმანეთში, ეცოდინებოდა. ითხოვს მი----------–------ძის მკაცრად დასჯას.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ილ--------ამ განმარტა, რომ გარდაცვლილი აკ---------ა მისი ტყუპისცალი იყო და მასთან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. აკ--- იყო ძალიან კარგი პიროვნება და არ ახსოვს ვინმესთან ეჩხუბოს. იცნობს მი----------–------ძეს, რომელიც არის მეზობლის სიძე. მისთვის ცნობილი იყო, რომ მ------ს ცუდი სიმთვრალე ჰქონდა და ერიდებოდა. ფხიზელი ნორმალური იყო, მაგრამ ნასვამს უწმაწური საუბარი და თავისებური ქცევა ქონდა. 2019 წლის 21 თებერვალს, მუშაობის დროს, დაურეკა შვილმა- ლე---იმ და უთხრა, რომ ერთ დღეს დარჩებოდა სოფელში. იგი ლანჩხუთში ცხოვრობდა ძმასთან - აკ---სთან. საღამოს 7 საათზე დაბრუნდა სახლში, ლე---ის მოსვლის შემდეგ რძალმა გაშალა სუფრა და დაუძახეს მეზობელს - ზა-------------ძეს. აკ--- ახალი ამდგარი იყო, რადგან დილით ნათესავებს ეხმარებოდა და ეძინა. სუფრა გაიშალა მათ სახლში, სასადილო ოთახში. ერთი ჭიქა არაყი ჰქონდათ დალეული, როცა ძაღლის ყეფის ხმაზე მისი ძმა გავიდა გარეთ და მალევე გაიგონა გასროლის ხმაც. იგი უცებ გავიდა და დაინახა სისხლში მოსვრილი მისი ძმა გულაღმა წაქცეული, რომელმაც უთხრა, რომ მი----------–------ძემ მესროლაო. მას დადევნების თავი არ ქონდა და ეპატრონა ძმას. თოფის გასროლის ხმა გაიგონა ორჯერ, მიყოლებით. თოფის ხმაზე პირველად თვითონ გავიდა გარეთ, ალბათ 2 წამში და დაინახა შვილის მანქანასთან წაქცეული აკ---. მერე მოვიდა მისი შვილი - ლე---იც, როელმაც გამოიძახა სასწრაფო. ეზოში სხვა ვინმე არ შეუნიშნავს. სადაც აკ--- იყო წაქცეული, იქ კარგი განათება იყო. სასწრაფომ მისი ძმა წაიყვანა ფოთში. იცის, რომ მ------ს და აკ---ს ერთმანეთთან რაიმე უთანხმოება არ ჰქონიათ. რას ერჩოდა მის ძმას, მისთვის უცნობია. იქვე ეზოში არის ბიძამისის სახლი, ეზოში არის ფეიხოიები და თვლის, რომ იქედან აქვს მ------ს ნასროლი, რადგან იმ ადგილებში ნახა მისმა დისშვილმა ორი ცალი ცარიელი ,,პატრონა’’ და მერე, ეზოს გარეთ ზა-------------ძემ ნახა ორი ცალი მასრა.

 

მოწმე ლე--- მოქიამ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ აკ---------ა იყო მისი ბიძა, მამის ძმა, რომელთანაც ძალიან კარგი ურთიერთობა ჰქონდა. აკ--- იყო კეთილი, სამართლიანი, მშრომელი ადამიანი და მოსიყვარულე ბიძა. მას კონფლიქტი არავისთან არ ჰქონდა. აკ--- ცხოვრობდა მშობლებთან, სადაც ასევე ცხოვრობდნენ: ძ-------–------------–-------–---–-----–--------------–----–----------------------------–-------- 2019 წლის 21 თებერვალს, დაახლოებით 7 საათისთვის ჩავიდა ს------ში. სახლში დახვდნენ მამა, ბებია, ლიზი, აკ--- და მისი მეუღლე, ტარიელი, ასევე მეზობელი-ზა-------------ძე. ჩვეულებრივი ვახშამი ჰქონდათ. დაახლოებით ორი ჭიქა ექნებოდათ დალეული, როდესაც გაიგონეს ძაღლის ყეფის ხმა. აკ--- სიგარეტის მოსაწევად გავიდა გარეთ და დაახლოებით 2 წუთში მოესმათ გასროლის ხმაც, რომელიც მოდიოდა შემოსასვლელი ჭიშკრის მხრიდან. პირველი მამამისი - ილია გავიდა გარეთ, შემდეგ გავიდა თვითონ და დაინახეს აკ---, რომელიც ,,ბესეტკის’’ დასაწყისში დაეცა და მივარდნენ საშველად. იმ ტერიტორიაზე განათება ნორმალური იყო. სახლიდან დაახლოებით 10-15 რადიუსში შეიძლებოდა ადამიანის გარჩევა. აკ---ს ჰქონდა მუცელზე დაზიანება, იარაღით მიყენებული ჭრილობა და სახეზეც ჰქონდა სისხლი. მას დახმარებას უწევდნენ მამამისი და ზა-------------ძე. მან დარეკა სასწრაფოში და შემდეგ მანქანით გავიდა სასწრაფოს დასახვედრად. გზაზე შეხვდა პოლიციელები, რომლებიც მათთან მიდიოდნენ. შემდეგ აკ--- წაიყვანა სასწრაფომ, იმ პერიოდში აკ--- იყო კონტაქტური. შემდგომ დღეებში მამის - ილ--------ასაგან გაიგო, რომ აკ---სთვის უსვრია მი----------–------ძეს.

 

მოწმე ზა-------------ძემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ აკ---------ა მისი ძმაკაცი და ბავშვის ნათლია იყო. იცნობს მი----------–------ძეს. ისინი ერთ სოფელში ცხოვრობდნენ და ერთ სკოლაში სწავლობდნენ. გადმოცემით იცის, რომ მი----------–------ძეს სიმთვრალე ჰქონდა ძალიან ცუდი. შემთხვევის დღეს იყო აკ--- ოჯახში, სადაც იყვნენ თვითონ, ილ--------ა, აკ---------ა, ლე---ი მ----------------–----------------------–---–------–---–---------- საღამო ხანს დასხდნენ სუფრასთან. აკ--- ოთახიდან გარეთ გავიდა, სიგრატის მოსაწევად. ძაღლის ყეფა ესმოდათ სახლის წინა მხრიდან. აკ---ს გასვლიდან, დახლოებით 2 წუთში გაიგონეს თოფის ხმა. გარეთ პირველი გავიდა ილია, მერე გავიდნენ ყველანი. ხილვადობა ჩვეულებრივი იყო, შუქი ენთო ,,პლოშადზე’’ აკ---სთანაც და ბიძის სახლშიც. თოფის გასროლის ხმა სახლის წინა მხრიდან მოდიოდა. დაინახეს, რომ აკ--- მანქანის უკანა მხარეს ზურგით იყო წაქცეული. მას მუცელში ჰქონდა ტყვია მოხვედრილი. აკ--- შეიყვანეს სახლში, რომელიც იყო კონტაქტური. შემდეგ მივიდა სასწრაფო, პოლიცია და აღარ აკარებდნენ მას. აკ--- გადაიყვანეს საავადმყფოში და შემდეგ ჩამოასვენეს სახლში. მეორე დღეს, ილიასაგან გაიგო, რომ აკ---სთვის უსვრია მი----------–------ძეს. მან მეორე ჭიშკართან იპოვა ორი ცალი, ცარიელი პლასტმასის მასრა და დარეკა 112-ში, პოლიციამ ჩაიბარა მასრები. გი----------–--ან დაკავშირებით გაიგო, რომ გ--სთვისაც მ------ს უსვრია. შემდეგ კი თავად გ--მ უთხრა, რომ მას ესროლა მი----------–------ძემ.

 

მოწმე ბუ--------------ძემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მუშაობს ლ---------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებლად. მი----------–------ძეს იცნობს ვიზუალურად. 2019 წლის 21 თებერვალს იმყოფებოდა მორიგე ჯგუფში. საღამო საათებში, სამსახურებრივი შემოვლის დროს სამორიგეო ნაწილისაგან მიიღეს შეტყობინება, რომ მისულიყვნენ გი----------–ის სახლში, რადგან იყო დაჭრილი. იმყოფებოდნენ რა საავტომობილო გზაზე, ინფორმაციის მიღებიდან 2 წუთში მივიდნენ გი----------–ის სახლში. ეს უკანასკნელი იატაკზე იწვა და მასთან იმყოფებოდა მეზობელი მე-------------–---–ი, რომლის ინფორმაციით სასწრაფო გამოძახებული იყო. იქ იმყოფებოდნენ თვითონ, კო-----------ია, მი----–-----–--ლი და და---------ძე. ამ დროს გაიგონეს წივილ-კივილის ხმა. თვითონ, კობა და მიხეილი წამოვიდნენ ხმის მიმართულებით, ხოლო და---------ძე დარჩა გი----------–--ან. გზაზე შეხვდათ მი----------–------ძე, რომელსაც ხელში ეჭირა თოფი და მათ დანახვაზე გაიქცა. სახელითაც დაუძახეს მ------ს, რომ გაჩერებულიყო, მაგრამ ვინაიდან მ------ არ გაჩერდა, და---------ძე და კო-----------ია დაედევნენ მი----------–------ძეს, თვითონ კი ხმაურის მიმართულებით წავიდა. აკ---------ას სახლში მისულმა გაიგო, რომ დაჭრილი იყო აკ---------ა. ამ დროს მივიდნენ მი----–-----–--ლი და და---------ძეც. აკ--- სახლში ჰყავდათ დაწვენილი. მათ ოჯახის წევრებს უთხრეს, რომ დაეტოვებინათ ტერიტორია. აკ---------ას ესაუბრებოდა მი----–-----–--ლი, რომელსაც აკ---მ უთხრა, რომ მას ესროლა მი----------–------ძემ. მი----–-----–--ლი თავზე ადგა აკ---ს, თვითონ და და---------ძე ცოტა მოშორებით იყვნენ, მაგრამ მათ გაიგონეს აკ---------ას ნათქვამი მი----------–------ძის მიერ აკ---ს მიმართ გასროლასთან დაკავშირებით. ბუ--------------ძის ჩვენებით, მან მონაწილეობა მიიღო საგამოძიებო ექსპერიმენტში და მიუთითა გი----------–ის საცხოვრებელ სახლზე, სადაც გაიგონეს გასროლის ხმა. ასევე აჩვენა გზა, რა მიმართულებითაც წავიდნენ და ადგილები, სადაც შეხვდნენ მი----------–------ძეს. მისი ჩვენებით, ვინაიდან ის და კო-----------ია პოლიციის ფორმით იყვნენ, მათ დანახვაზე გაიქცა მი----------–------ძე. მისთვის ცნობილია, რომ მი----------–------ძეს ჰქონდა პათოლოგიური სიმთვრალე და ამის გამო ერიდებოდა ყველა. ადასტურებს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებულ გარემოებებს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გუ------------- (რომლის გამოკითხვის ოქმი დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია) დაადასტურა გი----------–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები.

 

მოწმე კო-----------იამ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ მუშაობს ს------- პოლიციის უბნის უფროს ინსპექტორ-გამომძიებლად. ცხოვრობს ა---–-------––-, რომელიც არის მისი სამოქმედო ტერიტორია და იცნობს მი----------–------ძეს. შემთხვევის დღეს დილიდან იმყოფებოდა სამსახურში. საღამო ხანს თანამშრომლებთან ერთად მოძრაობდა მანქანით, მიდიოდნენ ს------- მიმართულებით. ახალსოფლის რკინიგზაზე მისვლამდე, დაახლოებით ცხრის ნახევარზე, უფროსმა მიიღო შეტყობინება, რომ ა---–-------––- დაჭრილი იყო გი----------–ი. წავიდნენ გი----------–ის სახლისკენ, ჩავიდნენ ეზოში და დაინახეს გასისხლიანებული გ-- პირაღმა იწვა და ითხოვდა შველას. ბალიშის შედება უნდოდათ თავქვეშ, როდესაც რკინიგზის მეორე მხრიდან გაიგონეს თოფის ორჯერ გასროლის ხმა და შემდეგ კივილის ხმაც. თვითონ, ბუ--------------ძე და და მიშა გ---–---–- გაიქცნენ სოფლის შიდა გზით, ხმაურის მიმართულებით. მთვარიანი ღამე იყო და შეიძლებოდა პიროვნების გარჩევა. გზიდან 30-40 მეტრში მდებარე გზარჯვარედინზე შენიშნეს პიროვნება, რომელსაც ხელში ჰქონდა ორლულიანი გადახსნილი თოფი, ლულით წინ. მან იცნო ის პიროვნება და უფროსს უთხრა, რომ თოფიანი პიროვნება იყო მი----------–------ძე, რომელსაც მოსთხოვეს გაჩერება და თოფის დაგდება, მაგრამ იგი მათ მოთხოვნას არ დაემორჩილა და გაიქცა. ისინი დაედევნენ მ------ს, ხოლო ბუ--------------ძე უფროსის დავალებით წავიდა ხმაურის მიმართულებით. ვინაიდან მ------ს ვერ დაეწივნენ, ტყეში აღარ შეყვნენ და მობრუნდნენ აკ---------ას ოჯახში, სადაც ბუ--------------ძე უკვე მისული იყო. დაახლოებით 10 წუთში მივიდა სასწრაფოც. აკ---ს თავთან იდგნენ თვითონ და მიშა გ---–---–-- მისი ხელმძღვანელი, რომელსაც აკ---------ამ უთხრა, რომ ესროლა მი----------–------ძემ.

 

მოწმე კო-----------იამ დაადასტურა მისი ჩვენების შესამოწმებლად ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები და განმარტა, რომ მი----------–------ძის ძმის - მამუკას სახლის ჩხრეკის შედეგად ამოღებული იქნა სანადირო ჟილეტი, ცალპირა თოფი და ვაზნები. მა----------–-----იძის განმარტებით, მას ჰქონდა მეორე თოფიც, რომელიც მოპარეს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს მი----–-----–--ლმა განმარტა, რომ არის ს------- პოლიციის განყოფილების უფროსი დეტექტივ-გამომძიებელი. დაახლოებით წელიწადნახევარია ხელმძღვანელობს განყოფილებას. მი----------–------ძე გამოკვეთილი იყო იმ მხრივ, რომ ცუდი სიმთვრალე ჰქონდა. შემთხვევის დღეს შემოვლას ახდენდა და---------ძესთან, კო-----------იასთან და ბუ--------------ძესთან ერთად. ამ დროს მორიგისგან მიიღეს ინფორმაცია გი----------–ის დაჭრის შესახებ. ამ უკანასკნელის საცხოვრებელი სახლში შევიდა კო-----------იასთან, ბუ--------------ძესთან და დათო ჩხაიძესთან ერთად, სადაც დახვდათ მეზობელი - მერაბი. ოთახში სუფრა იყო გაშლილი, მერაბიმ გამოიტანა ბალიში, რადგან სისხლის გუბეში იწვა გ-- და ბალიშზე დაადებინა თავი. დაახლოებით 2-3 წუთში გაიგონეს იარაღის გასროლის ხმა და ქალების კივილი, რის გამოც კო-----------იასთან და ბუ--------------ძესთან ერთად გადავიდა გზის მეორე მხარეს სირბილით და წავიდნენ სოფლის შიდა გზის მიმართულებით. გზაზე, დაახლოებით 20-30 მეტრში მათ შეხვდათ მი----------–------ძე, რომელსაც ხელში გადახსნილი თოფი ეჭირა და კონდახი ჰქონდა იღლიაში. კო-----------იამ დაუძახა მ------ს გაჩერებულიყო, მაგრამ მ------ არ დაემორჩილა მათ და გაიქცა. ის, კო-----------იასთან ერთად დაედევნა მ------ს, ხოლო ბუ--------------ძე გაუშვა ხმაურის მიმართულებით. ვინაიდან მი----------–------ძეს ვეღარ დაეწივნენ, დაბრუნდნენ უკან და მივიდნენ აკ---------ას სახლში. აკ---------ა ტახტზე იყო დაწოლილი და ცოლი ნაჭრებს ადებდა. მან ბუ--------------ძეს უთხრა, რომ ხალხი გაეწია და მის შეკითხვაზე აკ---------ამ უთხრა მას- „რას მერჩოდა, რატომ მესროლა მი----------–------ძემო“.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს ზა----------ემ განმარტა, რომ აკ---------ა იყო მისი მეგობარი. კარგად იცნობს გი----------–ს, ასევე იცნობს მი----------–------ძეს, რომელიც არის მისი მეზობლის - მეუღლე. მ------სთან ურთიერთობა აქვს, როგორც კუთხის სიძესთან, მაგრამ ახლო ურთიერთობა არ ჰქონია. იცოდა, რომ მ------ სიმთვრალეში კონფლიქტური იყო და შეეძლო სრულიად უმიზეზოდ დაეწყო ჩხუბი. იგი ერიდებოდა ამ ადამიანთან ერთად სუფრაზე ყოფნას. ახსოვს, რომ რამდენიმე წლის წინ იმყოფებოდა მი----------–------ძის სიმამრის ოჯახში, სადაც ნასვამმა მ------მ დაიწყო კონფლიქტი, რის გამოც იგი გაერიდა სიტუაციას. შემთხვევის დღეს, საღამო ხანს, იყო სახლში, როდესაც გაიგონა ორი გასროლის ხმა, მაგრამ ყურადღება არ მიუქცევია, რადგან იფიქრა, რომ ასაფეთქებლის ხმა იქნებოდა. შემდეგ დაურეკა თანამშრომელმა და უთხრა, რომ აკ--- და გ-- იყვნენ დაჭრილები. იგი წავიდა ფოთის საავადმყოფოში აკ---ს სანახავად, სადაც აკ--- გარდაიცვალა. როდესაც აკ---------ა სახლში მიასვენეს, მეზობლებისაგან გაიგო, რომ აკ---სა და გ--სთვის უსვრია მი----------–------ძეს.

 

მოწმე ირ---------------–-ძემ ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ ცხოვრობს ა---–-------––- მეუღლესა და შვილთან ერთად. აკ---------ა იყო მისი მეზობელი. გი----------–--ან კი კარგი ურთიერთობა აქვს. მი----------–------ძე არის ახლო მეზობელი და 30 წელია იცნობს მას. შემთხვევის დღეს იმყოფებოდა ოჯახში მეუღლესთან -ელგუჯასთან ერთად. დილით, როდესაც გაამზადა საუზმე, მათთან სახლში მივიდა მი----------–------ძე. დაახლოებით 20 წუთში კი მივიდა პოლიციაც და მ------ წაიყვანეს პოლიციელებმა. მის ოჯახში ყოფნის დროს მ------ს მისთვის არაფერი არ უთქვავს.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გი----------–---–მა განმარტა, რომ ცხოვრობს დედასთან - ირ---------------–-ძესთან და მამასთან - ელ------------–---–თან ერთად. იცნობს მი----------–------ძეს, ცხოვრობენ ერთ უბანში და ახლო ურთიერთობა აქვთ ერთმანეთში. მისთვის ცნობილი იყო, რომ მი----------–------ძეს ეძებდა პოლიცია გი----------–ის საქმესთან დაკავშირებით. დილით, როდესაც სახლში მისი მშობლები მ------სთან ერთად მაგიდასთან ისხდნენ, მოვიდნენ პოლიციელები და წაიყვანეს მ------.

 

2019 წლის 22 თებერვლის შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით დასტურდება, რომ შემთხვევის ადგილს წარმოადგენს ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------––- მდებარე აწ გარდაცვლილ აკ---------ას საცხოვრებელი სახლი. სოფელ ახალსოფლის ცენტრალურ საავტომობილო გზას სამხრეთით გასდევს რკინიგზა, რომელზეც ცენტრალური გზიდან გადასვლისას, არის გასასვლელი სოფლის მეორეხარისხოვან შიდა გზაზე და ამ გზით მისასვლელია აკ---------ას საცხოვრებელ სახლთან. საცხოვრებელი სახლის ეზოს აქვს რკინის შესასვლელი ჭიშკარი, თეთრი ფერის, რომელთაგან ერთი არის პატარა ერთფრთიანი ჭიშკარი, ხოლო მის გვერდით, დიდი ორფრთიანი ჭიშკარი. საცხოვრებელი სახლი ჭიშკრიდან დაშორებულია ორმოცდაათი მეტრით. სახლი არის ორსართულიანი, სახლის პირველ სართულზე, მარჯვენა მხარეს არის ღია ბაქანი, რომლითაც მისასვლელია სახლის უკანა ფლიგელში განთავსებულ, მისაღებ ოთახში შესასვლელ ხის ერთფრთიან კარებთან. ამ კარებით არის შესასვლელი სახლის პირველი სართულის უკანა ნაწილში განთავსებულ მისაღებ ოთახში. ამ ოთახში მარცხნივ, კედელთან მდებარეობს დივანი, რომელზეც გადაფარებულია ღია ფერის ნაჭრის ქსოვილი და მასზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. ასევე დივანზე დევს ღია ფერის ბალიში, რომელზეც ასევე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგვარი ლაქა. აღნიშნული ბალიში და დივანზე გადაფარებული ღია ფერის ნაჭრის ქსოვილი ამოღებული იქნა. დივანის მარცხენა გვერდზე დევს სავარძელი, ხოლო სავარძლის პირდაპირ არის სკამი, რომლის საჯდომი არის ღია ფერის ნაჭრის ქსოვილის, მასზე შეინიშნება მოწითალო ფერის სისხლისმაგავრი ლაქები, რომლის ნიმუშიც აღებული იქნა.

 

2019 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ქ. ფოთში ,,ევექსის’’ ჰოსპიტალში, მორიგე ექიმის ლა–----------ას სამუშაო ოთახიდან ამოღებული იქნა აკ---------ას კუთვნილი ტანსაცმელი და ამ უკანასკნელის სხეულიდან ამოღებული 8 ცალი საფანტი, ერთი ცალი პლასტმასის ფრაგმენტი სისხლისმაგვარი ლაქებით. მათი დათვალიერებით გაირკვა, რომ აკ---------ას ტანსაცმელს აღენიშნება დაზიანებები და სისხლისმაგვარი ლაქები. მოყავისფრო ფერის ჯემპრს მარცხენა მკლავზე და მუცლის არეში მარჯვენა მხარეს აღენიშნება დაზიანებები და სისხლისმაგვარი ლაქები, მოშავო ფერის კაპიშონიან სპორტულ ზედატანს ასევე აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები და დაზიანებები მარცხენა მკლავისა და მუცლის არეში. ორ ცალ რუხი ფერის მაისურს, მკლავით და უმკლავოდ, აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები და დაზიანებები მარცხენა მკლავისა და მუცლის არეში. მორუხო ფერისა და მოშავო ფერის ორ ცალ სპორტულ შარვალს რაიმე დაზიანება არ აღენიშნება, მხოლოდ შეინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. ერთ წყვილ მოშავო ფერის წინდას რაიმე სახის დაზიანება ან ლაქები არ აღენიშნება. მორუხო ფერის საცვალს აღენიშნება სისხლისმაგვარი ლაქები. აკ--- მოქიას სხეულიდან ამოღებული პლასტმასის დეტალი არის უსწორმასწორო და მასზე აღინიშნება სისხლისმაგვარი ლაქები, ხოლო 8 ცალ საფანტზე აღინიშნება ასევე სისხლისამაგვარი ლაქები.

 

2019 წლის 22 თებერვლის გვამის დათვალიერების ოქმით, ქ.ბათუმში, მელიქიშვილის N 102-ში მდებარე ლე--- სამხარაულის სახელობის აჭარის რეგიონულ დეპარტამენტში ასვენია საშუალო ასაკის მამაკაცის გვამი, სიგრძით 174 სმ. მასა 60 კილოგრამი, გვამური გაშეშება კარგად გამოხატული სხეულის ყველა ჯგუფის კუნთებში. ქუთუთოები დახურული, გუგები გაფართოებული, პირი დახურული, ენა მოთავსებულია პირის ღრუში, კბლითა რკალს უკან. კისერი ჩვეულებრივი მოყვანილობის, გულმკერდი ცილინდრული, მუცელი ოვალური, მდებარეობს ნეკნთა რკალის სიმაღლეზე, თმიანობა სხეულზე მამაკაცური ტიპის. აკ---------ას გვამს შუბლის არეში ცენტრალურ ზედა მესამედში თმიან საზღვართან აღენიშნება ღია მოწითალო ორი ნაჭედი ზომებით 0,7 X 0,8 სმ და 0,5X 0,6 სმ. მარჯვენა წარბის არეში, გარეთა მესამედში აღენიშნება დაჟეჟილკიდეებიანი ოვალური ფორმის ჭრილობა ზომით 2,4 X 0,4 სმ-ზე, ირგვლივ მოიისფრო სისხლნაჟღენთი, რომელიც ვრცელდება მარჯვენა ქუთუთოს შუა მესამედამდე. მარჯვენა ცხვირ-ტუჩის ნაკეცში აღენიშნება მოწითალო, კანის დონიდან ჩაღმავებული ფსკერის მქონე ოვალური ნაჭდევი ზომით 1,2 X 0,2 სმ-ზე. მარჯვენა ყვრიმალის არეში აღენიშნება მოწითალო-მოიისფრო ფერის გაფანტული ხასიათის სისხლანჟღენთი, რომელიც ვრცელდება მარჯვენა ზედა ქუთოთოს არეში საერთო ფართით 4,5 X 4 სმ-ზე. მარჯვენა მტევნის ზურგის ზედაპირზე ცენტრალურად აღენიშნება მოწითალო, კანის დონიდან ჩაღრმავებული ფსკერის მქონე ორი ნაჭდევი 0,3 X 0,2 სმ-ზე და 0,2 X 0,1 სმ-ზე. ირგვლივ მოიისფრო ფერის სისხლნაჟღენთი. ასეთივე ხასიათის ნაჭდევი აღენიშნება მარცხენა მუხლ-სახსრის წინა ზედაპირზე ზომით 0,6 X 0,3 სმ-ზე. მარცხენა მხარის შუა მესამედში წინა შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება მომრგვალო ფორმის უსწორო, ჩაბრუნებული კიდეების მქონე 7 ჭრილობა, რომელთაგან უდიდესის ზომაა 0,4 X 0,3 სმ-ზე, ხოლო უმცირესის 0,3 X 0,3 სმ-ზე. აღნიშნულ მიდამოში შიგნითა ზედაპირზე აღენიშნება დაჟეჟილი, ნაფლეთოვანი კიდეების მქონე ურთიერთშერწყმული ხასიათის ჭრილობა ზომით 4 X 2 სმ-ზე, რომელიც უკანა მხარეს ვრცელდება ირიბად განლაგებულ შერწმულ მოწითალო ფერის ნაჭდევებში. მარცხენა მხარეს უკანა ზედაპირზე ქვედა და შუა მესამედების საზღვარზე აღენიშნება სხვადასხვა ფორმის უსწორო დაჟეჟილი კიდეების მქონე, ურთირთშერწმული ხასიათის მქონე ჭრილობები. მუცლის წინა ზედაპირზე თეთრი ხაზის გასწვრივ ცენტრალურად, მკერდის ძვლის ქვემო კიდიდან ზედა მიდამომდე აღენიშნება ცხრა ქირურგიული კვანძი, გაკერილი ჭრილობა სიგრძით 24 სმ. ასეთი ხასიათის 4 ქირურგიული კვანძი, გაკერილი ჭრილობა აღენიშნება მკერდის ძვლის ქვედა ბოლოდან განივად მარჯვნივ, იღლიის წინა ხაზის გასწვრივ დონემდე, სიგრძით 14 სმ-მდე. აღნიშნული ჭრილობის გარეთა მესამედის ზედა კიდეზე არასწორი მომრგვალო ფორმის დაჟეჟილი კიდეებჩაზნექილი 10 ჭრილობა ზომით 0,2 X 0,2 სმ-ზე. მარჯვენა იდაყვის სახსრის წინა ზედაპირზე მარცხენა მტევნის ზურგის ზედაპირზე აღენიშნება წერტილოვანი ხასიათის ნაჩხვლეტი ჭრილობები ირგვლივ მოიისფრო სისხლჩაქცევებით.

გვამის დათვალიერების ოქმში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე დაადასტურა ექსპერტმა ლე--- ფ----------ემ მოწმის სახით დაკითხვის დროს.

 

2019 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით დასტურდება, რომ ლე--- სამხარაულის სახლობის ექსპერტიზის ბიუროს აჭარის რეგიონალური დეპარტამენტის სამედიცინო ექსპერტ ლე--- ფ----------ისაგან ამოღებული იქნა აკ---------ას გვამიდან აღებული სისხლის, თმის, ფრჩხილების და ანაწმენდის ნიმუშები, ასევე აკ---------ას გვამიდან ამოღებული იქნა 6 ცალი მეტალის უცხო სხეული.

 

2019 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით, შსს ლ---------- რაიონული სამმართველოს შენობაში მი----------–------ძისაგან ამოღებული იქნა თეთრი ფერის მაისური, შავი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ფერის ჯინსის შარვალი ყავისფერი ტყავის ქამრით, მოშავო ფერის დუტის კაპიშონიანი ჟილეტი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, ასევე ამოღებული იქნა შავი ფერის ტყავისაგან დამზადებული სპორტული ფეხსაცმელი.

მითითებული გარემოებები ექსპერტმა თე---------------–-ძემ დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს, ასევე განმარტა, რომ თუ რაიმე საეჭვოს შეამჩნევდა, აუცილებლად დააფიქსირებდა ოქმში.

 

2019 წლის 22 თებერვლის ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმით, დასათვალიერებელ ადგილმდებარეობას წარმოადგენს ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------––- მდებარე, გარდაცვლილი აკ---------ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორია. აკ---------ას საცხოვრებელი სახლი განთავსებულია სოფელ ახალსოფლის ცენტრალური საავტომობილო გზისა და მის გასწვრივ არსებული რკინიგზის სამხრეთით, სოფლის მეორეხარისხოვან შიგა გზის პირას. აკ---------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში, შესასვლელი ჭიშკრიდან დასავლეთით, 70 მეტრში გზის მარჯვენა მხარეს, გზის ნაპირიდან სამი მეტრის დაშორებით, ღობის ძირში, გზის მხარეს დათვალიერებაში მონაწილე ზა-------------ძემ მიუთითა მიწის ზედაპირზე, ორ ცალ მწვანე ფერის პოლიმერული მასალის მასრაზე, რომელიც სავარაუდოდ არის სანადირო თოფის მასრა. მასრას აქვს ლითონის ოქროსფერი ფუძე, რომელზეც არსებული მარკირების მიხედვით მასრა მიეკუთვნება 12 კალიბრისას. დათვალიერებაში მონაწილე ზა-------------ძის განმარტებით, მან აღნიშნული მასრები შენიშნა მითითებულ ადგილზე 2019 წლის 22 თებერვალს, როდესაც ბრუნდებოდა გარდაცვლილი აკ---------ას საცხოვრებელი სახლიდან.

 

2019 წლის 22 თებერვლის ამოღების ოქმით, ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში გარდაცვლილი აკ---------ას საცხოვრებელი სახლის ეზოში, ჭიშკრიდან დაახლოებით 15 მეტრში, სახლისკენ მიმავალი გზის მარჯვენა მხარეს დაახლოებით 2 მეტრში, აკ---------ას დისშვილის ილ--------–--ლის მითითებით ამოღებული იქნა ვაზის შიდა ნაწილი, პლასტმასის დეტალი ე.წ. ,,პარაშუტი’’.

 

ლე--- სამხარაული სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს დასავლეთ საქართველოს რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის 2----–-–------------–----------–------------------------------------------ 23.02.2019 წელს ჩატარებული პირადი შემოწმებისას მი----------–------ძეს სხეულზე გარეგნულად აღენიშნებოდა დაზიანებები ნაჭდევების და სისხლნაჟღენთების სახით. დაზიანებები განვითარებულია რაიმე მკრივი-ბლაგვი საგნის (საგნების) ზემოქმედების შედეგად, ცალ-ცალკე და ერთად აღებულნი მიეკუთვნებიან სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის მოუშლელად. ხანდაზმულობით არ ეწინააღმდეგებიან დადენილებაში მითითებულ თარიღს.

დასკვნაში მითითებული გარემოებები ექსპერტმა გი---------------–-–--ლმა დაადასტურა სასამართლო სხდომაზე მოწმედ დაკითხვისას.

 

ნერწყვის ნიმუშის აღების 2019 წლის 18 მარტის ოქმებით დასტურდება, რომ მი----------–------ძის და გი----------–ი პირის ღრუდან ორი სპეციალური ბიოლოგიური ჩხირის საშუალებით აღებული იქნა ნერწყვის ნიმუშები.

 

2019 წლის 29 მარტის კო-----------იას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით, რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია, დასტურდება, რომ ექსპერიმენტი დაიწყო ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ს------ში, გი----------–ის საცხოვრებელი სახლის წინ. კო-----------იამ დაადასტურა მის მიერ გამოძიებაში მიცემული ჩვენება და გამოთქვა თანხმობა დეტალების დაზუსტებაზე. 2019 წლის 21 თებერვალს, საღამოს სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობდა ლ---------- მუნციპალიტეტის ტერიტორიაზე, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. მასთან ერთად იმყოფებოდნენ თანამშრომლები: მი----–-----–--ლი, ბუ--------------ძე და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელი და---------ძე. დაახლობით 20:40 საათზე შსს ლ---------- რაიონული სამმართველოდან მი----–-----–--ლს შეატყობინეს, რომ დაჭრილი იყო გი----------–ი. დაახლოებით ორ წუთში მივიდნენ შემთხვევის ადგილზე. კო-----------იამ მიუთითა გი----------–ის საცხოვრებელ სახლზე და განმარტა, რომ ამ სახლში, პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში ნახეს გი----------–ი, რომელსაც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები ყელის არეში, გულმკერდის მარცხენა მხარეს და საჯდომის არეში. კო-----------იამ განმარტა, რომ შემთხვევის ადგილზე იმყოფებოდა მეზობლად მცხოვრები მე-------------–---–ი. მათი მისვლიდან დაახლოებით 5 წუთში, რკინიგზის მეორე მხრიდან გაიგონეს თოფის ორი ერთმანეთზე მიწყობილი გასროლა, რასაც მოჰყვა კივილის ხმა. ადგილზე დატოვეს და---------ძე, ხოლო თვითონ, თანამშრომლებთან ერთად ფეხით გადავიდა გი----------–ის საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ რკინიგზაზე. თანამშრომლებთან ერთად ჩქარი სვლით წავიდა მარცხნივ და გაირა დაახლოებით 185 მეტრი. აღნიშნულ ადგილზე გზას აქვს მარჯვნივ შესახვევი კიდევ ერთი გზა. ერთი გზა მიდის რკინიგზის ლიანდაგების პარალელურად, ხოლო მეორე კი უხვევს მარჯვნივ. კო-----------იამ განმარტა, რომ ისინი წავიდნენ მარჯვენა გზით, სოფლის სიღრმისაკენ და მიუთითა გადასახვევზე. აღნიშნულ ადგილზე, დაახლოებით 10 მეტრის გავლის შემდეგ დაინახეს მათი მიმართულებით მიმავალი მი----------–------ძე, რომელსაც ხელში ეჭირა ორლულიანი თოფი. როგორც კი მი----------–------ძემ მათში შეიცნო პოლიციის თანამშრომლები, მაშინვე გაიქცა საპირისპირო მიმართულებით. კო-----------იამ მიუთითა გაქცევის მიმართულება და აღნიშნა, რომ თანამშრომლებთან ერთად დაედევნა მი----------–------ძეს. დაახლოებით 130 მეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ გზაჯვარედინზე. კო-----------იამ აღნიშნა, რომ მ------ გაიქცა მარცხნივ, რომელსაც მი----–-----–--ლთან ერთად დაედევნა, ხოლო ბუ--------------ძე მი----–-----–--ლის მითითებით წავიდა მარჯვნივ, საიდანაც ისმოდა ხმაური. მიუთითა მიმართულება, რომლითაც მოძრაობდა მი----–-----–--ლთან ერთად. გაუყვნენ აღნიშნულ გზას და დაახლოებით 140 მეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ კიდევ ერთ გადასახვევთან. მარცხენა მხარეს გამავალი გზა მიდის რკინიგზის სამანქანო გადასასვლელისკენ, ხოლო მარჯვენა გზა მიემართება სოფლის სიღრმეში, ტყის მიმართულებით. კო-----------იამ განმარტა, რომ ამ ადგილზე უკვე ვეღარ დაინახეს მი----------–------ძე, მიუთითა ადგილი, სადაც შეწყვიტეს მი----------–------ძის დევნა, რის შემდეგაც მი----–-----–--ლთან ერთად წავიდა ხმაურის მიმართულებით. მივიდნენ აკ---------ას სახლში, სადაც ნახეს დაჭრილი აკ---------ა, რომელიც მოთავსებული ჰყავდათ დივანზე. კო-----------იამ განმარტა, რომ მიუხედავად აკ---------ას მძიმე დაზიანებისა, მას შეეძლო საუბარი. მი----–-----–--ლი მივიდა აკ---------ასთან და ჰკითხა რა მოხდა, რაზედაც აკ---------ამ უპასუხა, რომ თოფი ესროლა მი----------–------ძემ. ადგილზე მალე მივიდა სასწრაფო დამხარება და დაჭრილი გადაიყვანეს საავადმყოფოში.

 

ანალოგიურ გარემობებზე მიუთითეს ბუ--------------ძემ და მი----–-----–--ლმა 2019 წლის 29 მარტს მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის დროს. ამასთან, საგამოძიებო ექსპერიმენტის მიმდინარეობისას მი----–-----–--ლმა განმარტა, რომ ის გაესაუბრა აკ---------ას, რომელმაც უთხრა, რომ მას ესროლა მი----------–------ძემ.

 

2----–-–--------------–--------–----------------–-----------------------–---------–-------------------------–----------------------------------------------------------------–---------–---------მ სამსახურებივი ავტომანქანით მოახდინა ადგილმდებარეობის დათვალიერება და ასევე შესაბამისი ტერიტორიის რუკის ნაწილის სურათის დამზადება, რა დროსაც გამოყენებული იქნა პერსონალური კომპიუტერი და კომპიუტერული პროგრამა ,,google map’’. საცხოვრებელი სახლი მდებარეობს ს-------ლ---------- ცენტრალურ საავტომობილო გზაზე, გზის მარცხენა მხარეს. გზის მეორე მხარეს მოსახლეობა არ არის და გადის სარკინიგზო მაგისტრალი. გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან, აკ---------ას საცხოვრებელ სახლამდე პირდაპირი მანძილი არის 315 მეტრი. გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან პირადაპირ გზის მეორე მხარეს არის საცალფეხო ბილიკი, რომელიც გადადის რკინიგზის ლიანდაგზე და გავდივართ მეორეხარისხოვან სოფლის გზაზე. ამ გზაზე მარცხნივ მოძრაობისას და 185 მეტრი მანძილის გავლის შემდეგ არის მოსახვევი მარჯვნივ, ამ გზაზე 140 მეტრში კიდევ არის მოსახვევი მარჯვნივ და აღნიშნულ მოსახვევში მდებარეობს აკ---------ას სახლი. ზემოაღნიშნული მარშრუტის მიხედვით, გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან აკ---------ას სახლამდე მანძილია 521 მეტრი. აკ---------ას სახლიდან პირადაპირ მოძრაობისას სოფლის სიღრმეში მივდივართ ადგილზე, სადაც აღმოჩენილი იქნა ორი ცალი მასრა. მასრების აღმოჩენის ადგილი გი----------–ის სახლიდან დაცილებულია 624 მეტრით. ამავე გზაზე მდებარეობს მი----------–------ძის მეუღლის მამის - ვახტანგ რიჟვაძის სახლი, რომელიც გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან დაშორებულია 646 მეტრით. ამავე გზაზე, გარკვეული მანძილის შემდეგ მდებარეობს მი----–-------- საცხოვრებელი სახლი, რომელიც გი----------–ის სახლიდან დაცილებულია 1,12 კილომეტრით. ვბრუნდებით გი----------–ის საცხოვრებელ სახლთან ცენტრალურ საავტომობილო გზაზე. გი----------–ის სახლიდან ლ---------- მიმართულებით, ცენტრალურ საავტომობილო გზაზე მოძრაობისას ჩაუხვიეს მარცხენა მხარეს არსებულ მეოთხე ჩასახვევში, ჩაუარეს სკოლის შენობას და მეორეხარისხოვანი სოფლის გზაზე მოძრაობით მივიდნენ მა----------–-----იძის სახლთან. გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან მა----------–-----იძის საცხოვრებელ სახლამდე მანძილია 1, 7 კილომეტრი.

 

ლ----------------–--------–-----------------–----------------------------–------------------–-–------------–--------–------------------–---------------------------------------------------------------------------------–-------–------------------------------------------------------------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–-----------------–-–------------------------–------------------–---------------------------------------------------------------, სეროლოგიური, გენეტიკური კვლევებითა და სტატისტიკური ანალიზით დადგინდა: ობ. N3ა-ს პროფილის მინორულ წილში მი----------–------ძის გენეტიკური თანამონაწილეობა გამორიცხული არ არის. პაკეტში წარწერით: „...აკ---------ას საცხ. სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ორი ცალი მასრა, სავარაუდოდ სანადირო თოფის...“ მოთავსებულ ორ ცალ მასრაზე არსებული ბიომასალის (ობ. N4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90, პაკეტი წარწერით „... ბრალდებულ მი----------–------ძის ნერწყვის ნიმუში...“); - პაკეტში წარწერით: „... ბალიში მოწითალო ფერის ლაქებით, ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულოს ოთახიდან...“ მოთავსებულ ბალიშზე (ობ. N6,7), პაკეტში წარწერით “2...მოწითალო ლაქა...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახის იატაკის ზედაპირიდან....“ მოთავსებულ ჩხირებზე (ობ.N 8), -პაკეტში წარწერით: „3... მოწითალო ლაქა... ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახის იატაკის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ჩხირებზე (ობ.N 9), პაკეტში წარწერით: „...ქსოვილი მოწითალო ლაქებით...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახის იატაკიდან...“ მოთავსებულ მოყვითალო ფერის ქსოვილის ფრაგმენტზე (ობ. N10,11) და პაკეტში წარწერით “6...მოწითალო ლაქა...აღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახის იატაკიდან...“ მოთავსებულ ჩხირებზე (ობ.N 14) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გი----------–ს (ობ.N 87, პაკეტი, წარწერით „...დაზარალებულ გი----------–ის ნერწყვის ნიმუში“); - პაკეტში წარწერით: „...შუშის ნატეხები აღებული N5 ლოკაციიდან...“ მოთავსებულ გამჭირვალე მინის ფრაგმენტებზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ.N 12) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გი----------–ს (ობ.N 87); - პაკეტში წარწერით: „...შუშის ნატეხები აღებული მე-7 ლოკაციიდან...“ მოთავსებულ გამჭირვალე მინის ფრაგმენტებზე არსებული ბიომასალის (ობ.N 15) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ.N 90); -პაკეტში წარწერით: „...საფერფლე და სიგარეტის ნამწვები... ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ: მოყავისფრო საფერფლეზე არსებული ბიომასალის (ობ. N16) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87). სამ ცალ ნამწვზე არსებული ბიომასალის (ობ. N17,18,19) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----–-------- (ობ. N88 პაკეტი, წარწერით: ,,...მოწმე მიხეილ ვარდენის ძე მოქიასაგან აღებული ნერწყვის ნიმუში...); -პაკეტში წარწერით „...თეფში და ჩანგალი...ობიექტი N8/1...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ თეფშსა (ობ. N20) და ჩანგალზე (ობ. N21) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87); -პაკეტში წარწერით „...თეფში და ჩანგალი...ობიექტი N8/2...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ. N23) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); -პაკეტში წარწერით „...თეფში და ჩანგალი...ობიექტი N8/3...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ თეფშზე არსებული ბიომასალის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ. N25) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); - პაკეტში წარწერით: „...ჭიქა...ობიექტი N8/4...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ გამჭირვალე მინის ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N26) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მი----–-------- (ობ. N88), მეორე წილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); - პაკეტში წარწერით: „...ჭიქა...ობიექტი N8/5...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ გამჭირვალე მინის ჭიქაზე, ყვავილებისა და ფოთლების გამოსახულებებით, არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N27) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87), ამავე ჭიქაზე არსებული ბიომასალის (ობ. N28) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87); - პაკეტში წარწერით: „...ლითონის კოვზი...ობიექტი N8/7...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ კოვზზე არსებული ბიომასალის (ობ. N30) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); - პაკეტში წარწერით: „8/8...პოლიეთილენის ბოთლი ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან...’’ მოთავსებულ პოლიეთილენის ბოთლზე, წარწერით : ,,ბაკურიანი...’’ არსებული ბიომასალის (ობ. N31) გენეტიკური პროფილი შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მი----–-------- (ობ. N88); - პაკეტში წარწერით: „8/9...პოლიეთილენის ბიდონი ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ...’’ მოთავსებულ პოლიმერული მასალის ბოთლზე (ობ. N32, 32ა) და პაკეტში წარწერით: „8/10...პოლიეთილენის ბოთლი ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან ...’’ მოთავსებულ პოლიმერული მასალის ბოთლზე წარწერით ,,tat KETCAP... 400g” (ობ. N33) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, ობ. N 32ა-ს გენეტიკური პროფილის მაჟორული წილი ეკუთვნის მი----–-------- (ობ. N88);- პაკეტში წარწერით: „...ფეხსაწმენდი ხალიჩა ამოღებული საცხ. სახლის უკანა შესასვლელიდან ბეტონის ზედაპირიდან...“ მოთავსებულ ოვალური ფორმის დასაფენზე (ობ. N34,35), პაკეტში წარწერით „...მოწითალო ლაქა...აღებული N11 ლოკაციიდან...“ მოთავსებულ ჩხირებზე (ობ. N36), პაკეტში წარწერით: „... ლურჯი ფერის ჩუსტი მოწითალო ლაქებით ამოღებული მე-12 ლოკაციიდან...“ მოთავსებულ მარცხენა ჩუსტზე (ობ. N37), პაკეტში წარწერით „...რეზინის ჩექმა ამოღებული მე-13 ლოკაციიდან...“ მოთავსებულ შავი ფერის რეზინის წყვილ ჩექმაზე (ობ. N39,40) და პაკეტში წარწერით: „...მოწითალო ლაქა... აღებული მე-18 ლოკაციიდან“ მოთავსებულ ჩხირებზე (ობ. N51) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N34-37, 39, 40, 51-ის გენეტიკური პროფილი და აღნიშნულ ჩუსტზე არსებული ბიომასალის (ობ. N38) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87); - პაკეტში წარწერით: „...შუშის ნატეხი...“ ამოღებული მე-16 ლოკაციიდან...“ მოთავსებულ გამჭირვალე მინის ფრაგმენტზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები (ობ. N41) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომლის გენეტიკური პროფილი და მინის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N42) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87); პაკეტში წარწერით: „...შუშის ნატეხი...ამოღებული მე-20 ლოკაციიდან...“ მოთავსებულ გამჭირვალე მინის ფრაგმენტზე არსებული ბიომასალის (ობ. N53) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); პაკეტში წარწერით: „...მოწითალო ფერის ლაქებიდან ანაწმენდი...სკამის ზედაპირიდან აღებული...“ მოთავსებულ ჩხირზე (ობ. N59), პაკეტი წარწერით: „...ბალიში და დივანის გადასაფარებელი მოწითალო ფერის ლაქებით...“ მოთავსებულ ბალიშზე არსებულ მუქ მოყავისფრო დანაშრევზე (ობ. N60) და ამავე პაკეტში მოთავსებულ გადასაფარებელზე (ობ. N62) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს. ობ. N59,60,62-ის გენეტიკური პროფილი და აღნიშნულ ბალიშზე არსებული ბიომასალის (ობ. N61) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის აკ---------ას (ობ. N86; პაკეტი, წარწერით: ,,... აკ---------ას გვამიდან აღსებული სისხლი ...“); -პაკეტში წარწერით: „... შავი ფერის ჯინსის შარვალი, შავი ფერის პერანგი, თეთრი მოკლე მლავიანი მაიკა, მოშავო ფერის კაპიშონიანი დუტის ჟილეტი და მოლურჯო ფერის ქურთუკი... ამოღებული იქნა მი----------–------ძის კუთვნილი ტანსაცმელი...’’ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N 63), ქურთუკსა (ობ. N65) და ჟილეტზე (ობ. N66) არსებული ბიომასალის გენეტიკური პროფილები შერეულია, ერთი წილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90) . - პაკეტში წარწერით: „...გი----------–ის ტანსაცმელი...“ მოთავსებულ შარვალზე (ობ. N68), ჯემპრზე (ობ. N69), მაისურზე (ობ. N70), ქვედა საცვალსა (ობ. N71) და მარჯვენა ჩუსტზე (ობ. N72) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები და დანაშრევები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87); - პაკეტში წარწერით: „...რუხი და მოშავო ფერის სპორტული შარვალი 2 (ორი) ცალი...(ობიექტი N3,4)...“ მოთავსებულ ორ შარვალზე (ობ. N73-75), პაკეტში წარწერით: „...რუხი ფერის მაისური, მოკლე მკლავით... (ობ. N5)...“ მოთავსებულ მაისურზე (ობ. N76), პაკეტში წარწერით: „...რუხი ფერის მაისური... (ობიექტი N6“...“ მოთავსებულ მაისურზე (ობ. N77), პაკეტში წარწერით: „...შავი ფერის სპორტული ზედა კაპიუშონით... (ობიექტი N7)...“ მოთავსებულ კაპიუშონიან ჟაკეტზე (ობ. N78), პაკეტში წარწერით: „მოყავისფრო ფერის ჯემპრი... (ობიექტი N8)...“ მოთავსებულ ჯემპრზე (ობ. N79) და პაკეტში წარწერით: „...მამაკაცის საცვალი 1 (ერთი) ცალი და წინდები, შავი ფერის 1 (ერთი) წყვილი (ობიექტი N2)...“ მოთავსებულ ქვედა საცვალზე (ობ. N80) არსებული მოწითალო-მოყავისფრო ლაქები წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის აკ---------ას (ობ. N86); - პაკეტში წარწერით: ,,...აკ---------ას გვამიდან აღებული ფრჩხილის ნიმუშები მტევნებიდან...’’ მოთავსებულ ფრჩხილების ფრაგმენტებზე (ობ. N81, 82) აღმოჩნდა ადამიანის სისხლი. ობ. N81, 82-ის გენეტიკური პროფილი ეკუთვნის აკ---------ას (ობ. N86); -პაკეტში წარწერით: „...მი----------–------ძისგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ შავი ფერის წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N83, 84) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87). ამავე ფეხსაცმელზე არსებული ბიომასალის (ობ. N 85) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90);

დასკვნაში მითითებული გარემოებები სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს დაადასტურა ექსპერტმა ნ--------–-------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–----------------------------------–-------------------------–---------------------------------------------–-–--------------------------------------------------------------–----------–----------------–-----–-------------–---------–--–--–---------------------–---–------------–------------------------------------–-------------–--–----------------------------–--------------–----–---------–-----------–-----------–--–----------------–------------------------------------–--------–-----–----------------------------------------–--------------–----–---------–-----------–-----------–--–--------------–----–--------------–-------------------------------------–----------------–--------–-----------------–----------------------------–--------------------------------–----------------------------------------–-–-----------------------------–------------------------------------------ აკ---------ას გვამის გამოკვლევისას ნანახი იქნა სხეულის მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები, მუცლის ღრუში შემავალი ბრმა ჭრილობა მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში, მარჯვენა ნეკნთა რკალის წინა გარეთა კუთხის საპროექციოდ, ღვიძლის, კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის დაზიანებით, მოტეხილი ძვლის ფრაგმენტებისა და უცხო სხეულების გადანაცვლებით ჭრილობის არხის მიმართულებით, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, სავარაუდოდ ჰორიზონტალურად, ჭრილობის არხი სიგრძით 14-16 სმ-მდე, სისხლჩაქცევები ჭრილობების გასწვრივ რბილ ქსოვილებში და რეტროპერიტონეალურ სივრცეში, მარცხენა მხრის მიდამოს ცეცხლნასროლი გამჭოლი და შემხები ჭრილობები, ჭრილობის არხის მიმართულებით წინიდან უკან, ოდნავ ზემოდან ქვემოთ, დაჯეჟილი ჭრილობა მარჯვენა წარბის მიდამოში, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში.

ზემოთ აღნიშნული ყველა დაზიანება სიცოცხლისდროინდელია და განვითარებული არიან სიკვდილამდე ახლო დროის პერიოდში. ცეცხლნასროლი დაზიანებები მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში, მარჯვენა ნეკნთა რკალის წინა გარეთა კუთხის საპროექციოდ, შემავალი მუცლის ღრუში და მარცხენა მხრის მიდამოში განვითარებული უნდა იყოს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების /საფანტის/ ზემოქმედებით. ცეცხლნასროლი დაზიანება მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში, მარჯვენა ნეკნთა რკალის წინა გარეთა კუთხის საპროექციოდ, შემავალი მუცლის ღრუში ცალკე აღებული ცოცხალ პირებში მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარიხს, ხოლო ცეცხლნასროლი დაზიანებები მარცხენა მხრის მიდამოში ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარიხს. დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა წარბის მიდამოში, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში განვითარებულია რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით და ცოცხალ პირებში ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს.

აკ---------ას სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული ცეცხლნასროლი დაზიანებებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით.

ამავე ექსპერტიზის დასკვნის სამედიცინო კრიმინალისტიკური გამოკვლევის მონაცემებით, რომელიც დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა მიჩნეული, დადგინდა, რომ აკ---------ას გვამიდან აღებულ, კანის ფრაგმენტებზე არსებული დაზიანების პირვანდელი მორფოლოგიური სურათი შეცვლილია - დაზიანების მიდამო არასრულადაა წარმოდგენილი, რის გამოც სროლის მანძილის დადგენა შეუძლებელია. გამოსაკვლევად წარმოდგენილ, აკ---------ას გვამიდან აღებულ, კანის ფრაგმენტებზე აღინიშნება დაზიანებები ობიექტი NN1-7 და ობიექტი N8-ის სახით - კანის პრეპარატი N1 სწორკიდეებიანი მონაკვეთებით მოსაზღვრული, უსწორო ტრაპეციის ფორმის, მაქსიმალური ზომებით 3,2 X 2,5-1,6 სმ. პრეპარატის ზედაპირზე აღინიშნება: მის მიმართ გამჭოლი, უსწორო ოვალური ფორმის, შიგნით ჩაზნექილი, უსწორო კიდეების მქონე, ერთმანეთის მიმართ ასიმეტრიულად განთავსებული 7 (შვიდი) დაზიანება (ჭრილობა), ზომებით: 0.3X0.2 სმ.; 0.3X0.2 სმ., 0.3X0.2 სმ.; 0.3X0.2 სმ.; 0.3X0.2 სმ.; 0.3X0.2 სმ.; 0.75X0.3 სმ. - ცენტრში მცირე ზომის ქსოვილის დეფექტებით. დაზიანებების (ჭრილობების) კიდეებზე აღინიშნება მოყავისფრო-მოწითალო ფერის, ბეჭდისებული ფორმის განაჭდევება - ვიწრო ზოლის სახით. დაზიანებების სანათურებში, ალაგ, აღნიშნება მოშავო ფერის ქსოვილის ბოჭკოების ნაწყვეტები, ალაგ კი, ასეთივე ბოჭკოების მომცრო ზომის კონები - ობიექტი NN1-7 შესავალი ხვრელები. პრეპარატი N2 - სწორკიდეებიანი მონაკვეთებით მოსაზღვრული, უსწორო ოვალური ფორმის, მაქსიმალური ზომებით 2.5X1.4 სმ. პრეპარატის ზედაპირზე, პირობითად ცენტრში, აღინიშნება: მის მიმართ გამჭოლი, უსწორო ოვალური ფორმის, შიგნით ჩაზნექილი, უსწორო კიდეების მქონე დაზიანება (ჭრილობა), ზომებით 0.3X0.2 სმ. - ცენტრში მცირე ზომის ქსოვილის დეფექტებით. დაზიანების (ჭრილობის) კიდეებზე აღინიშნება მოყავისფრო-მოწითალო ფერის, ბეჭდისებული ფორმის განაჭდევება - ვიწრო ზოლის სახით - ობიექტი N8 შესავალი ხვრელი. კანის ფრაგმენტებზე არსებული დაზიანებები თავიანთი მორფოლოგიური სურათიდან გამომდინარე, გვამის გამოკვლევის მონაცემების გათვალისწინებით, განვითარებული უნდა იყვნენ რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვების (საფანტი) ზემოქმედებით და წარმოადგენენ შესავალ ხვრელებს.

აღნიშნული დასკვნა დაცვის მხარის მიერ უდავოდ იქნა ცნობილი ექსპერტების ლე--- ფ------------------------------------–-–---–---------------------–-----–---------–--––------------------–-------------------------–----–---------------------–------–-----------------------–------------–---------- და და---------ძემ დაადასტურეს მი----------–------ძის ბრალდების სისხლის სამართლის საქმეში, მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებათა სისწორე.

 

გი----------–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე---ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

 

სასამართლო არ იზიარებს ბრალდების მხარის პოზიციას, დაზარალებულ გი----------–ისათვის დაზიანების მიყენების ეპიზოდში, მი----------–------ძის ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების თაობაზე, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი, ზემოთ მიმოხილული მტკიცებულებების ერთობლიობით არ დასტურდება, რომ მი----------–------ძეს ჰქონდა გი----------–ის მოკვლის განზრახვა და სურდა აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა ან ითვალისწინებდა მისი დადგომის გარდაუვალობას.

 

საქმეზე დაკითხული არაერთი მოწმე ახასიათებს ბრალდებულს, როგორც სიმთვრალეში ცუდი ხასიათის მქონეს და კონფლიქტურს.

მოწმე ზა----------ემ სასამართლო სხდომაზე განმარტა, რომ მ------ სიმთვრალეში კონფლიქტური იყო, შეეძლო სრულიად უმიზეზოდ დაეწყო კონფლიქტი, პირადად შეესწრო ერთ ოჯახში მომხდარ შელაპარაკებას, რის შემდეგაც თავს არიდებდა მასთან ერთად სუფრაზე ყოფნას და ურთიერთობას.

მოწმე ზა-------------ძე თავის ჩვენებაში მიუთითებს, რომ მი----------–------ძეს სიმთვრალეში უყვარდა ჩხუბი და აყალმაყალი.

მოწმე ილ--------ამ აღნიშნა, რომ მი----------–------ძეს აუტანელი სიმთვრალე ჰქონდა, უწმაწური ლაპარაკით და თავისებური ქცევით, ერიდებოდნენ მასთან ურთიერთობას.

ასევე, მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, დაზარალებულ გი----------–ის მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმეტის ოქმში დაზარალებული ადასტურებს, რომ მ------ს ცუდი სიმთვრალე აქვს, აგრესიული ხდება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ განზრახ მკვლელობის მცდელობად ქმედების კვალიფიკაციის დროს უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს განზრახვა, მოეკლა ადამიანი. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს არამხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სახელდობრ, უნდა შეფასდეს ჭრილობის წარმომქმნელ, ბრალდებულის ქმედებათა რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ მი----------–------ძე ნამდვილად იმყოფებოდა გი----------–ის საცხოვრებელ სახლში, რაც დადასტურებულია დაზარალებულ გი----------–ის და მოწმე მი----–-------- პირდაპირი ჩვენებებით, გი----------–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით (რომელიც დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია) და ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2----–-–------------------------–--------- (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნით, რომლის თანახმად ,,პაკეტში წარწერით „...თეფში და ჩანგალი...ობიექტი N8/2...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ. N23) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); -პაკეტში წარწერით „...თეფში და ჩანგალი...ობიექტი N8/3...ამოღებული საცხ. სახლის პირველ სართულზე სამზარეულო ოთახში არსებული მაგიდის ზედაპირიდან“ მოთავსებულ თეფშზე არსებული ბიომასალის (ობ. N24) გენეტიკური პროფილი შერეულია, მაჟორული წილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); ჩანგალზე არსებული ბიომასალის (ობ. N25) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90); -პაკეტში წარწერით: „...მი----------–------ძისგან ამოღებული შავი ფერის ტყავის ფეხსაცმელი...“ მოთავსებულ შავი ფერის წყვილ ფეხსაცმელზე არსებული მოწითალო-მოყავისფრო დანაშრევები (ობ. N83, 84) წარმოადგენს ადამიანის სისხლს, რომელიც ეკუთვნის გი----------–ს (ობ. N87).

 

დაზარალებულ გი----------–ისა და მოწმე მი----–-------- ჩვენებებით, ასევე გი----------–ის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დადგენილია ის გარემოებაც, რომ 2019 წლის 21 თებერვალს გი----------–ის საცხოვრებელ სახლში სტუმრად მყოფმა მი----------–------ძემ მიიღო რა ალკოჰოლური სასმელი, ადგილი ჰქონდა ურთიერთშელაპარაკებას მი----------–------ძესა და გი----------–ს შორის. იმის გამო, რომ უცენზურო სიტყვებით მოსაუბრე მი----------–------ძეს შენიშვნა მისცა გი----------–--ან სტუმრად მყოფმა მი----–-----იამ, მი----------–------ძე განაწყენდა მი----–-----იაზე და ესროლა მაგიდიდან აღებული ჭიქა, რაც აიცილა მი----–-----იამ. ამაზე თავის მხრივ, გი----------–მა უსაყვედურა მი----------–------ძეს და ჯერ მი----–-------- ურჩია სახლში წასულიყო, ხოლო შემდეგ მი----------–------ძეს მოსთხოვა დატოვებინა მისი სახლი, გი----------–ის მხრიდან მოთხოვნა განმეორდა არაერთხელ. სწორედ აღნიშნული გახდა მი----------–------ძის გი----------–ზე განაწყენების მიზეზი, თუმცა სასამართლო ვერ გაიზიარებს დაზარალებულ გი----------–ის ჩვენებას და მისი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში დაფიქსირებულ მოსაზრებას იმასთან დაკავშირებით, რომ მი----------–------ძემ, განიზრახა რა მოეკლა იგი, პირველი გასროლის შემდეგ წაქცეულს, მეორეჯერ მიბჯენით ესროლა მოკვლის მიზნით, რადგან აღნიშნული არ დასტურდება საქმეზე შეკრებილი სხვა მტკიცებულებებით. აღსანიშნავია თვით დაზარალებულის მითითება იმაზე, რომ მას მი----------–------ძესთან ურთიერთობა არ ჰქონია, სუფრასთან არ შეხვედრია, ვიდრე 2-----–-–----------------–-, საღამოს არ შეხვდებოდნენ ერთმანეთს მის სახლში. ასეთი მოცემულობის პირობებში კი, მხოლოდ დაზარალებულის აპელირება იმაზე, რომ მი----------–------ძეს ამოძრავებდა მისი მოკვლის განზრახვა, არ შეიძლება გახდეს მი----------–------ძის ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცრების საფუძველი.

 

სასამართლო ითვალისწინებს იმ გარემოებას, რომ შემთხვევის დღეს გი----------–ის ოჯახში მი----------–------ძესა და გი----------–ს შორის ურთიერთშელაპარაკების ფაქტს ადასტურებს გი----------–--ან სტუმრად მყოფი მი----–-----ია, თუმცა ამ უკანასკნელის სახლში წასვლის შემდეგ, მი----------–------ძესა და დაზარალებულ გი----------–ს შორის მიმდინარე კონფლიქტის და მი----------–------ძის მიერ გი----------–ის მიმართულებით სანადირო თოფიდან გასროლის ფაქტის თვითმხილველი მოწმე არ არსებობს (ბრალდებულმა უარი განაცხადა ჩვენების მიცემაზე). შესაბამისად, დაზარალებულის ჩვენების გარდა, არც ერთი პირდაპირი მტკიცებულება, რომელიც უტყუარად დაადასტურებდა, რომ მი----------–------ძე ჩადენილი ქმედებით შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა გი----------–ის სიკვდილის დადგომას, საქმეში არ მოიპოვება.

 

სასამართლო, მტკიცებულებების შეფასებისას ასევე ითვალისწინებს იმ მტკიცებულებით სტანდარტს, რომელიც დამკვიდრებულია საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს მიერ მიღებული გადაწყვეტილებებით. საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლო, 2015 წლის 22 იანვრის გადაწყვეტილებაში საქმეზე ,,საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ’’ აღნიშნავს: ,,ირიბი ჩვენება, ზოგადად, ნაკლებად სანდო მტკიცებულებაა, მისი გამოყენება შეიცავს პირის ბრალეულობასთან დაკავშირებით მცდარი აღქმის შექმნის საფრთხეს და, ამდენად, შეიძლება დასაშვები იყოს მხოლოდ გამონაკლის შემთხვევებში, კანონით გათვალისწინებული მკაფიო წესისა და სათანადო კონსტიტუციური გარანტიების უზრუნველყოფის პირობებში და არა მოქმედი სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით განსაზღვრული ზოგადი წესით’’.

 

სასამართლო განმარტავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოწმე - მი----–-----ია, რომელიც გასროლამდე იმყოფებოდა გი----------–ის სახლში და მოწმე - მე-------------–---–ი, რომელიც გასროლების შემდეგ პირველი მივიდა დაჭრილ გი----------–--ან, არ არიან ფაქტის თვითმხილველი მოწმეები, რის გამოც მათ მიერ მიცემული ჩვენებები არ წარმოადგენენ პირდაპირ მტკიცებულებებს, ისინი მხოლოდ გადმოსცემს იმ ფაქტს, რომელიც მათ სხვა საშუალებით მოიპოვეს. აქვე აღსანიშნავია, რომ ირიბი მტკიცებულებებიც კი არ უთითებს მი----------–------ძის მიერ ქმედების განზრახ ჩადენაზე. რაც შეეხება საქმეზე მოწმის სახით დაკითხულ პოლიციის თანამშრომლებს, ისინი ასევე არ წარმოადგენენ მი----------–------ძის ხელთ არსებული თოფიდან გასროლის ფაქტის თვითმხილველ მოწმეებს და სასამართლოს მიაწოდეს ინფორმაცია, მათ მიერ ან/და მათი მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო მოქმედებებზე.

 

ამდენად, მი----------–------ძის ქმედების განზრახ მკვლელობის მცდელობად დაკვალიფიცირების ნაწილში ბრალდების მხარემ ვერ წარმოადგინა პირდაპირი მტკიცებულებები, რომელიც საკმარისი იქნებოდა და საფუძვლად დაედებოდა ბრალდების ამ ნაწილში მი----------–------ძის დამნაშავედ ცნობას.

 

გარდა აღნიშნულისა, მოცემულ შემთხვევაში, ქმედების მართებულად კვალიფიკაციისთვის მნიშვნელოვანია ლე--- სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს აჭარის რეგიონული ექსპერტიზის დეპარტამენტის სასამართლო სამედიცინო ექსპერტიზის 2----–-–---------------------------- რომლის თანახმად, გი----------–ს აღენიშნება ნაფლეთოვანი ჭრილობა კისრის წინა ზედაპირზე, გულმკერდის მარცხენა ნახევარში ნაკაწრი ჭრილობები, მარცხენა დუნდულოს ნაფლეთოვანი ჭრილობა. დაზიანებები განვითარებული უნდა იყოს რაიმე ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლილი ჭურვის /ჭურვების/ ზემოქმედებით და ერთობლიობაში და ცალ-ცალკე აღებული მიეკუთვნება სხეულის დაზიანებათა მსუბუქ ხარისხს, ჯანმრთელობის ხანმოკლე მოშლით. ამასთან, ექსპერტიზის დასკვნაში არსად არის მითითებული, რომ დაზიანებები განეკუთვნება სიცოცხლისა ან ჯანმრთელობისათვის საშიშ დაზიანებებს, ამასთან, ხაზი უნდა გაესვას იმ გარემოებასაც, რომ მიღებულ ტრავმასთან დაკავშირებით დაზარალებული სტაციონარულ მკურნალობას გადიოდა 2019 წლის 21 თებერვლიდან 25 თებერვლამდე.

ამასთან, მითითებული ექსპერტიზის დასკვნის მიხედვით, სროლის მანძილის დადგენა, სამედიცინო საბუთების მონაცემებით შეუძლებელია, რაც საეჭვოს ხდის დაზარალებულის მოსაზრებას მი----------–------ძის მიერ მისი მიმართულებით მიბჯენით განხორციელებული გასროლის თაობაზე.

 

სასამართლო იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას იმასთან დაკავშირებით, რომ მეორედ გასროლის შემდეგ, მი----------–------ძეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა კვლავ მოეხდინა არაერთი გასროლა დაზარალებულ გი----------–ის მიმართულებით, მით უფრო, რომ ამ დროს იგი დაზარალებულთან ერთად მარტო იმყოფებოდა, თანაც ეს უკანასკნელი წაქცეული იყო და არ არსებობდა რაიმე გარემოება, რომელიც ხელს შეუშლიდა მი----------–------ძეს მკვლელობის განზრახვის არსებობის შემთხვევაში, დაზარალებულის მიმართ რამდენიმე გასროლის განხორციელებასა და განზრახვის სისრულეში მოყვანაში, ამასთან, ბრალდებული არ იყო შეზღუდული ეწარმოებინა გასროლები გი----------–ის სხეულის იმ ადგილებში, რომლებიც სახიფათოა სიცოცხლისათვის ან ჯანმრთელობისათვის, თუმცა სასამართლო უსაფუძვლოდ მიიჩნევს დამცველის მოსაზრებას ბრალდების ამ ნაწილში მი----------–------ძის უდანაშაულობის თაობაზე.

 

სასამართლო აღნიშნავს, იმისათვის, რომ პირის ქმედება დაკვალიფიცირდეს განზრახ მკვლელობის მცდელობად, აუცილებელია არსებობდეს განზრახვა და ამ პირისაგან დამოუკიდებლად – ისეთი გარემოებები, რომლებმაც ხელი შეუშალა მისი განზრახვის სისრულეში მოყვანას. სასამართლოში გამოკვლეული მტკიცებულებებით უტყუარად არ დასტურდება ბრალდებულის მიერ დაზარალებულ გი----------–ის არც მოკვლის განზრახვის და არც ისეთი ფაქტორების არსებობა, რამაც ხელი შეუშალა მას თავისი განზრახვის სრულად განხორციელებაში.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მი----------–------ძეს, ურთიერთშელაპარაკების ნიადაგზე, დაზარალებულთან წარმოქმნილი კონფლიქტის დროს, გაუჩნდა დაზარალებულისათვის სხეულის დაზიანების მიყენების განზრახვა, რაც განახორციელა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით, ხოლო სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით დადგენილი მართლსაწინააღმდეგო შედეგის მიხედვით, მის მიერ ჩადენილი ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს, როგორც ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ გი----------–ისათვის სხეულის დაზიანების მიყენებისას, მი----------–------ძე მოქმედებდა არა მისი მკვლელობის, არამედ ჯანმრთელობის დაზიანების პირდაპირი განზრახვით. მას გაცნობიერებული ჰქონდა ჩადენილი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მოსალოდნელი მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას, დაზიანების მიყენების გარდაუვალობას. გარდა ამისა, სასამართლოს მიაჩნია, რომ მი----------–------ძის მიერ ჩადენილი ქმედება მიზეზობრივ კავშირშია დამდგარ შედეგთან, ურომლისოდაც მითითებული მართლსაწინააღმდეგო შედეგი არ დადგებოდა. ვინაიდან ქმედებამ, გამოიწვია ჯანმრთელობის მსუბუქი დაზიანება, ქმედება უნდა დაკვალიფიცირდეს დამდგარი შედეგის მიხედვით.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.24 მუხლით, მოწმის ჩვენება არის მოწმის მიერ სასამართლოში მიცემული ინფორმაცია სისხლის სამართლის საქმის გარემოებათა შესახებ. ამავე კოდექსის 49.1 მუხლის ”დ” ქვეპუნქტით, მოწმეს უფლება აქვს არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს.

 

სასამართლო სხდომაზე საქმის განხილვისას ბრალდებულ მი----------–------ძის მეუღლემ და ძმამ - მა----------–-----იძემ ისარგებლეს მათთვის საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მინიჭებული უფლებით და არ მისცეს ჩვენება ახლო ნათესავის - მი----------–------ძის მიმართ წარმოებულ სისხლის სამართლის საქმეზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით მოწმისათვის მინიჭებული უფლება, არ მისცეს ჩვენება, რომელიც დანაშაულის ჩადენაში ამხელს მას ან მის ახლო ნათესავს, გამომდინარეობს საქართველოს კონსტიტუციიდან, რომლის 40.2 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა. ბრალდების მტკიცების მოვალეობა ეკისრება ბრალმდებელს. საქართველოს კონსტიტუციის 42.8 მუხლით, არავინ არ არის ვალდებული მისცეს თავისი ან იმ ახლობელთა საწინააღმდეგო ჩვენება, რომელთა წრეც განისაზღვრება კანონით. აღნიშნული უფლება, სასამართლო დაცვის სამართლიანი სასამართლო განხილვის მნიშვნელოვანი ელემენტია. საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის მე-8 პუნქტით გარანტირებული უფლების დარღვევით მოპოვებული მტკიცებულება წარმოადგენს იურიდიული ძალის არმქონეს. ასევე დაუშვებელია ახლო ნათესავების მხრიდან, დანაშაულში მამხილებელი ჩვენების მიცემაზე უარის, ბრალდებულის საწინააღმდეგოდ გამოყენება.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და მათ მიერ სასამართლოს სხდომაზე უდავოდ მიჩნეული, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ მი----------–------ძემ ჩაიდინა გი----------–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენაგრძნობით;

 

გი----------–ისათვის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანების მიყენების შემდეგ, მი----------–------ძე სანადირო თოფით შეიარაღებული მივიდა აკ---------ას საცხოვრებელ სახლთან და ძაღლის ყეფის ხმაზე სახლიდან გამოსული აკ---------ა მოკლა სანადირო თოფიდან გასროლით.

 

მოცემულ შემთხვევაშიმ დაუგენელია დანაშაულის ჩადენის მოტივი და ვინაიდან ბრალდების მხარეს, ქმედება მოტივის გარეშე, განზრახ ჩადენილად მიაჩნდა, სწორად დააკვალიფიცირა იგი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის „გ“ ქვეპუნქტით - განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით.

 

უშუალოდ ქმედების ჩადენის დროს, აკ---------ას საცხოვრებელ სახლთან იმყოფებოდა მხოლოდ ორი პირი - აკ---------ა და მი----------–------ძე, ამ უკანასკნელმა ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მოკლა აკ---------ა, ხოლო ქმედების ჩადენის თვითმხილველი მოწმე არ არსებობს. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2004 წლის 3 დეკემბრის განჩინებაში (საქმე N 331-აპ) მითითებულია იმ გარემოებაზე, რომ მოტივის დადგენა არ არის აუცილებელი მხოლოდ იმ შემთხვევაში - თუ მისი დადგენა ობიექტურად შეუძლებელია.

 

სასამართლო მოიხმობს, საქართველოს უზენაესი სასამართლოს 2018 წლის 13 დეკემბრის №347აპ-18 (ლ. ნ. 347აპ-18) განაჩენს, რომელშიც საკასაციო პალატა აღნიშნავს, რომ ხულიგნური ქვენაგრძნობა მოტივის ერთ-ერთ სახეს წარმოადგენს. მასში იგულისხმება უსაბაბოდ ან სრულიად უმნიშვნელო/მცირე საბაბით ადამიანის მკვლელობა, ჯანმრთელობის დაზიანება. დამნაშავე ამ დროს ცდილობს, დემონსტრაციულად უგულებელყოს სამართლით დადგენილი ნორმები და მართლწესრიგისადმი მის უპატივცემულო დამოკიდებულებას ხაზი გაუსვას. პალატა მიუთითებს, რომ როდესაც წარმოდგენილი მტკიცებულებებით მკვლელობის ზუსტი მოტივი ვერ დგინდება, ქმედება ავტომატურად ხულიგნურ ქვენაგრძნობად არ უნდა დაკვალიფიცირდეს. როგორც შემთხვევამდე, ისე უშუალოდ შემთხვევის დღეს არსებული ფაქტები დეტალურად უნდა შეფასდეს იმ შემთხვევაშიც კი, როდესაც, ერთი შეხედვით, მკვლელობის საბაბი არ არსებობს. სწორედ აღნიშნულის შემდეგ უნდა გაეცეს კითხვას პასუხი: მოქმედებდა კი ბრალდებული სრულიად უსაბაბოდ ან ძალიან მცირე საბაბით, თუ საქმის მასალები არ არის საკმარისი რეალური მოტივის დასადგენად.

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მნიშვნელოვანია დაზარალებულსა და ბრალდებულს შორის წარსულში (შემთხვევის დღემდე) არსებული ურთიერთობის შეფასება.

 

იმ გარემოების გათვალისწინებით, რომ მი----------–------ძემ არ მისცა ჩვენება სასამართლოს და გამოიყენა დუმილის უფლება, ხოლო აკ---------ა გარდაცვლილია, არსებითი მნიშვნელობა ენიჭება მოწმეთა ჩვენებებს, რომლებიც ფლობენ ინფორმაციას მი----------–------ძესა და აკ---------ას ურთიერთობის შესახებ. აკ---------ას მეუღლემ - თე--------–-----–---–მა სასამართლო სხდომაზე ჩვენების მიცემის დროს განმარტა, რომ 22 წელია აკ---ს მეუღლეა და მი----------–------ძე მათთან არ უნახავს, მის მეუღლეს არანაირი კავშირი არ ჰქონია ბრალდებულთან, კონფლიქტის შესახებ ეცოდინებოდა. აკ---------ას ძმამ - ილ--------ამ მიუთითა, რომ არასდროს ახსოვს აკ---ს ვინმესთან ეჩხუბოს. მი----------–------ძესთან არასდროს რაიმე პრობლემა არ ჰქონიათ.

 

ამდენად, დადგენილი ფაქტია, რომ შემთხვევის დღემდე მი----------–------ძესა და გარდაცვლილ აკ---------ას ურთიერთობა არ ჰქონიათ. სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული თუ უდავოდ ცნობილი არცერთი მტკიცებულებით არ დასტურდება აკ---------ას და მი----------–------ძეს შორის რაიმე სახის კონფლიქტის არსებობის ფაქტი. აღნიშნულიდან გამომდინარე სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია აკ---------ას და მი----------–------ძეს შორის კონფლიქტის არარსებობა. სასამართლო მნიშვნელობას ანიჭებს აგრეთვე სხვა ფაქტობრივ გარემოებებს, შემთხვევის დღეს ძაღლის ყეფის ხმაზე აკ---------ას საცხოვრებელი სახლიდან ეზოში გასვლას და დროის მოკლე პერიოდში განხორციელებულ გასროლებს, რაც დადგენილია მოწმეების: თე--------–-----–---–ის, ილ--------ას, ლე--- მოქიას, ზა-------------ძის პირდაპირი ჩვენებებით, ასევე აკ---------ას გვამზე ჩატარებულ სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით და შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმით, როგორც პირდაპირი მტკიცებულებებით და შესაბამისად, მიაჩნია, რომ ასეთი მოცემულობა არ გამორიცხავს განზრახ მკვლელობას ყოველგვარი საბაბის ან თუნდაც ძალიან მცირე საბაბის საფუძველზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის "დ" ქვეპუნქტით, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება თუ ფაქტი, რომელზედაც მხარეები შეთანხმდებიან.

 

ვინაიდან მხარეებმა, სასამართლო სხდომაზე გამოკვლეული მტკიცებულებების გარდა, სხვა არც ერთი მტკიცებულება, სადავოდ არ მიიჩნიეს, ისინი გამოკვლევის გარეშე მიღებულ იქნა მტკიცებულებად, როგორც პრეიუდიცია. მტკიცებულების უდავოდ მიჩნევით, მხარეები პრაქტიკულად იყენებენ მათთვის, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73.1 მუხლის ,,დ“ ქვეპუნქტით მინიჭებულ უფლებამოსილებას.

 

განსახილველ საქმეში უდავოდ ცნობილი მტკიცებულებების, კერძოდ, მოწმეების: ლა–----------ას, მან------------------–--–---–---------–---–---------------------–---–------–--------–---–------–------------–---–----------–-----–-------------------------–-----------------–---------------------–------------------------–-–---–-----–-------------- გამოკითხვის ოქმების საქმის არსებით განხილვაზე გამოკვლევა არ მომხდარა, თუმცა ისინი სასამართლომ უნდა შეაფასოს საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლის მოთხოვნათა დაცვით.

 

მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილ მტკიცებულებათა შორის სისხლის სამართლის საქმეზე დასადგენი სადავო ფაქტობრივი გარემოებისათვის - ხულიგნური ქვენაგრძნობით აკ---------ას განზრახ მკვლელობისათვის, მნიშვნელოვანია შსს ლ---------- რაიონული სამმართველოს ს------- გაყოფილების უფროსის - მი----–-----–--ლის, ასევე თანამშრომლების: კო-----------იას და ბუ--------------ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები.

 

მხარეთა მიერ უდავოდ იქნა ცნობილი, კო-----------იას მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმით დასტურდება, რომ ლ---------- მუნიციპალიტეტის ტერიტორიაზე, სამსახურებრივი ავტომანქანით მოძრაობისას, კო-----------იასთან ერთად მყოფ თანამშრომლებს: მი----–-----–--ლს, ბუ--------------ძეს და დეტექტივის თანაშემწე-გამომძიებელს და---------ძეს შეატყობინეს რა გი----------–ის დაჭრის შესახებ, მივიდნენ ამ უკანასკნელის საცხოვრებელ სახლში, სადაც ნახეს გი----------–ი, რომელსაც ჰქონდა ცეცხლსასროლი იარაღით მიყენებული დაზიანებები ყელის არეში, გულმკერდისა და საჯდომის არეში. დაახლოებით 5 წუთში გაიგონეს თოფის ორი გასროლა, რასაც მოჰყვა კივილის ხმა. კო-----------იამ მიუთითა, რომ ადგილზე დატოვეს და---------ძე, ხოლო იგი თანამშრომლებთან ერთად ფეხით გადავიდა გი----------–ის საცხოვრებელი სახლის წინ არსებულ რკინიგზაზე. წავიდნენ სოფლის სიღრმისაკენ და მიუთითა გადასახვევზე, სადაც დაახლოებით 10 მეტრის გავლის შემდეგ დაინახეს მათი მიმართულებით მიმავალი მი----------–------ძე, რომელსაც ხელში ეჭირა ორლულიანი თოფი და მათი დანახვისთანავე გაიქცა საპირისპირო მიმართულებით. მი----–-----–--ლთან ერთად დაედევნა მ------ს, ხოლო ბუ--------------ძე, მი----–-----–--ლის მითითებით წავიდა მარჯვნივ, საიდანაც ისმოდა ხმაური. მან მიუთითა მიმართულება, რომლითაც მოძრაობდა მი----–-----–--ლთან ერთად. გაუყვნენ აღნიშნულ გზას და დაახლოებით 140 მეტრის გავლის შემდეგ მივიდნენ კიდევ ერთ გადასახვევთან. კო-----------იამ განმარტა, რომ ამ ადგილზე უკვე ვეღარ დაინახეს მი----------–------ძე და შეწყვიტეს დევნა. იგი მი----–-----–--ლთან ერთად წავიდა ხმაურის მიმართულებით. მალე მივიდნენ აკ---------ას სახლში, სადაც ნახეს დაჭრილი აკ---------ა, რომელიც მოთავსებული ჰყავდათ დივანზე. კო-----------იამ განმარტა, რომ მიუხედავად აკ---------ას მძიმე დაზიანებისა, მას შეეძლო საუბარი. მი----–-----–--ლი მივიდა აკ---------ასთან და ჰკითხა რა მოხდა, რაზედაც აკ---------ამ უპასუხა, რომ თოფი ესროლა მი----------–------ძემ.

 

დაცვის მხარემ უდავოდ ცნო ასევე ბუ--------------ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, რომელშიც ბუ--------------ძე დეტალურად მიუთითებს როგორც გი----------–ის საცხოვრებელ სახლში მი----–-----–--ლთან, კო-----------იასთან და და---------ძესთან ერთად მისვლისა და დაჭრილი ტუღუშის ნახვის ფაქტებზე, ასევე სოფლის გზაზე, თოფით ხელში მყოფ მი----------–------ძესთან შეხვედრის, მათ დანახვაზე ამ უკანასკნელის გაქცევის და მათი დადევნების დეტალებზე. ბოლოს, ბუ--------------ძე აღნიშნავს, რომ მან გაიგონა აკ---------ას მიერ, მი----–-----–--ლისათვის ნათქვამი: თოფი ესროლა მი----------–------ძემ.

 

დაცვის მხარემ უდავოდ მიიჩნია მი----–-----–--ლის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმიც, რომელშიც მი----–-----–--ლმა მთლიანად დაადასტურა კო-----------იასა და ბუ--------------ძის მონაწილეობით ჩატრებულ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში დაფიქსირებული გარემოებები და აღნიშნა, რომ მის შეკითხვაზე ,,რა მოხდა, ვინ გესროლა?’’ აკ---მ უპასუხა: „რა დავუშავე მი----------–------ძეს, რატომ გამიმეტა“.

 

ამდენად, დაცვის მხარის მიერ უდავოდ ცნობილი მი----–-----–--ლის, კო-----------იას და ბუ--------------ძის მონაწილეობით ჩატარებული საგამოძოებო ექსპერიმეტის ოქმებით დადგენილია ის ფაქტობრივი გარემოება, რომ გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან სროლის ხმაზე გამოსულ პოლიციის თანამშრომლებს გზაზე შეხვდათ თოფით შეიარაღებული მი----------–------ძე, რომელიც მათი დანახვისთანავე გაიქცა.

 

სასამართლოში ჩვენების მიცემის დროს ბუ--------------ძემ და კო-----------იამ დაადასტურეს საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმში მითითებული გარემოებები და აკ---------ას და მი----–-----–--ლის საუბრისას აკ---------ას ნათქვამი, რომ მას მი----------–------ძემ ესროლა.

 

მი----–-----–--ლმა სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვისას დადასტურა საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებში აღნიშნული დეტალები და ის ფაქტი, რომ აკ---------ას სახლში მისვლისას ბუ--------------ძეს უთხრა, რომ ხალხი გაეწია, თვითონაც მოუწოდა მათ გაწეულიყვნენ, რის შემდეგაც თავთან დაუწია თავი აკ---------ას, რომელმაც უთხრა რატომ ესროლა მი----------–------ძემ.

 

საქართველოს კონსტიტუციის მე-40 მუხლის მე-3 პუნქტის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ემყარებოდეს მხოლოდ უტყუარ მტკიცებულებებს. ყოველგვარი ეჭვი, რომელიც ვერ დადასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის სასარგებლოდ. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი და მე-3 ნაწილების შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით. აღნიშნული ნორმები განიმარტა საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილებაში საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, რომლის მიხედვით, „ზემოაღნიშნული კონსტიტუციური დებულება წარმოადგენს სამართლებრივი სახელმწიფოს ერთ-ერთ საფუძველს, განამტკიცებს უდანაშაულო პირის მსჯავრდების თავიდან აცილების მნიშვნელოვან, საყოველთაოდ აღიარებულ პრინციპს - „in dubio pro reo”, რომლის თანახმად, დაუშვებელია პირის მსჯავრდება საეჭვო ხასიათის ბრალდებების საფუძველზე და ამდენად, სისხლისსამართლებრივი დევნის პროცესში ადამიანის უფლებების დაცვის მნიშვნელოვან გარანტიას ქმნის. მხოლოდ უტყუარი მტკიცებულებების საფუძველზე პასუხისმგებლობის დაკისრების პრინციპი წარმოადგენს იმის გარანტიას, რომ სახელმწიფო მოხელეთა თვითნებობისა თუ შეცდომების შედეგად არ მოხდეს უდანაშაულო პირის მსჯავრდება. უტყუარობის კონსტიტუციური სტანდარტი მოიცავს მოთხოვნას, რომ საქმისათვის მნიშვნელოვანი ფაქტისა თუ გარემოების დადასტურება მხოლოდ სანდო წყაროდან მიღებული და ჯეროვნად შემოწმებული ინფორმაციის საფუძველზე მოხდეს. მტკიცებულების საფუძველზე მიღებულმა ინფორმაციამ უტყუარად, ერთმნიშვნელოვნად უნდა მიუთითოს იმ ფაქტობრივ გარემოებაზე, რომლის დასადასტურებლადაც არის წარმოდგენილი. ამდენად, უტყუარი მტკიცებულებები სისხლის სამართლის პროცესში წარმოადგენს განაჩენის დადგომისათვის უალტერნატივო საშუალებას. ამასთანავე, დანაშაულებრივი ქმედება უნდა დადასტურდეს გონივრულ ეჭვს მიღმა, უნდა გამოირიცხოს ყოველგვარი გონივრული ეჭვი პირის მიერ კონკრეტული დანაშაულის ჩადენასთან დაკავშირებით. სასიცოცხლოდ აუცილებელია, რომ სახელმწიფოს ლეგიტიმური უფლება, განახორციელოს სისხლისსამართლებრივი დევნა, აღასრულოს მართლმსაჯულება, არ იქნეს დასუსტებული ისეთი მტკიცებულებითი სტანდარტით, რომელიც მიუკერძოებელ ადამიანს, საზოგადოებას გაუჩენს ეჭვს უდანაშაულო პირის მსჯავრდების შესახებ“.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269.2 მუხლით, არ შეიძლება, გამამტყუნებელ განაჩენს საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 3.13 მუხლის მიხედვით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტი არის სასამართლოს მიერ გამამტყუნებელი განაჩენის გამოტანისათვის საჭირო მტკიცებულებათა ერთობლიობა, რომელიც ობიექტურ პირს დაარწმუნებდა პირის ბრალეულობაში.

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ გონივრულ ეჭვს მიღმა მტკიცების სტანდარტი დადგენილია, ასევე ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ. აღნიშნულთან დაკავშირებით, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ საქმეში Taniş and Others v. Turkey (no. 65899/01,ECHR 30/11/2005) განმარტა შემდეგი: „წერილობითი და ზეპირი მტკიცებულებების შეფასებისას სასამართლო ითვალისწინებს უკვე დადგენილ სტანდარტს - გონივრულ ეჭვს მიღმა. მსგავსი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს მხოლოდ საკმარისად ძლიერი, ნათელი და შეთანხმებული დასკვნებიდან, ან მსგავსი უდავო ფაქტების ვარაუდიდან. დამატებით უნდა აღინიშნოს, რომ მხარეთა ქცევა მტკიცებულებათა მოპოვებისას შესაძლებელია იყოს მხედველობაში მიღებული“. სასამართლომ ასევე საქმეში: Shlychkov v. Russia, (no.40852/05 , § 56, ECHR 09/02/2016) განმარტა: მტკიცებულებათა შეფასებისას სასამართლო იყენებს ,,გონივრულ ეჭვს მიღმა“ მტკიცებულებით სტანდარტს, მაგრამ ამატებს, რომ ასეთი მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ძლიერი, აშკარა და ურთიერთშეთანხმებული დასკვნებიდან ან ანალოგიური ფაქტის შესახებ უტყუარი პრეზუმფციების ერთობლიობიდან (ასევე იხ.: Keller v. Russia, no. 26824/04 , § 114, ECHR 17/10/2013; Huseynli and others v. Azerbaijan, no(s).67360/11 , 67964/11 , 69379/11 , § 87, ECHR 11/02/2016; Baka v. Hungary [GC], no. 20261/12 §143, ECHR 23/06/2016; Zyakun v.Ukraine, No. 34006/06, §40, ECHR 25/02/2016). ამდენად, მტკიცების სტანდარტი არაა სავალდებულო იყოს აბსოლუტურად სარწმუნო, თუმცა, უნდა აკმაყოფილებდეს შესაძლებლობის საკმაოდ მაღალ სტანდარტს. რაც შეეხება საქმეში არსებული მტკიცებულებების შეფასებას, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ განმარტებულია, რომ მტკიცებულებათა შეფასება, მათ შორის მათი რელე---ტურობის განსაზღვრა არის ეროვნული სასამართლოების პრეროგატივა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 1988 წლის 6 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე Barberà, Messegué, Jabardo v. Spain, no. 10590/93, 06/12/1988, პუნქტი 68). ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ შიდასახელმწიფოებრივი სასამართლო უკეთეს პოზიციაშია, ევროპულ სასამართლოსთან შედარებით, რათა შეაფასოს მტკიცებულება, დაადგინოს ფაქტები და განმარტოს შიდასახელმწიფოებრივი კანონმდებლობა (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2010 წლის 8 აპრილის გადაწყვეტილება საქმეზე Bulychevy v. Russia, no. 24086/04 , 04/10/2010, პუნქტი 32).

1948 წლის 10 დეკემბრის "ადამიანის უფლებათა საყოველთაო დეკლარაციის" მე-3 მუხლით, აღიარებულია ადამიანის უფლება სიცოცხლეზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით განზრახ მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებაში სისხლის სამართლის წესით დასჯადი ქმედებაა. სასამართლო განმარტავს, რომ აუცილებელია, დანაშაულის სუბიექტი მოქმედებდეს განზრახვით, ჩაიდინოს მკვლელობა დამამძიმებელ გარემოებებში (განსახილველ შემთხვევაში ხულიგნური ქვენა გრძნობით). რაც უნდა ეფუძნებოდეს შესაბამის მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს და ხერხს.

 

სასამართლო, განმარტავს, რომ აღნიშნული ქმედების შემადგენლობის განხორციელება, მხოლოდ განზრახი მოქმედებით არის შესაძლებელი. მართალია, განზრახვა იმ მომენტიდან წარმოიშობა, როცა პირი მოქმედების ნებელობით გადაწყვეტილებას მიიღებს, თუმცა სისხლისამართლებრივ მნიშვნელობას იგი მარტოოდენ მაშინ იძენს, როცა პიროვნება მის განხორციელებას ე.ი. ნებელობითი გადაწყვეტილების აღსრულებას დაიწყებს, რომლის რეალიზაციაც სისხლის სამართლის კოდექსით დაცული სიკეთის დარღვევას იწვევს. ნებელობითი გადაწყვეტილების წარმმართველი საწყისი კი, როგორც განზრახვის აუცილებელი ელემენტი, ყოველთვის წინ უსწრებს პირის მოქმედებას. ამდენად, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ამსრულებელს უნდა ჰქონდეს კონკრეტული განზრახვა, ხულიგნური ქვენა გრძნობით, საბაბის გარეშე ხელყოს აღნიშნული მუხლით დაცული სამართლებრივი სიკეთე - ადამიანის სიცოცხლე. განსახილველ შემთხვევაში მხედველობაშია ასევე მისაღები ჩადენილი დანაშაულის დრო, ადგილი, ვითარება, ბრალდებულსა და დაზარალებულებს შორის არსებული დამოკიდებულება.

 

სასამართლო განმარტავს, რომ სიცოხლისათვის სახიფათო დაზიანების მიყენების შემთხვევაში, უნდა დადგინდეს, ჰქონდა თუ არა ბრალდებულს განზრახვა, მოეკლა ადამიანი ან/და ჯანმრთელობის მძიმე დაზიანება მიეყენებინა მისთვის. აღნიშნული გარემოება უნდა დადგინდეს არამხოლოდ მიყენებული ჭრილობების ლოკალიზაციისა და სიმძიმის მიხედვით, არამედ ჩადენილი დანაშაულის ყველა ფაქტობრივი გარემოების ერთობლივი ანალიზისა და ურთიერთშეჯერების საფუძველზე, კერძოდ, უნდა შეფასდეს ჭრილობების რაოდენობა და ხასიათი, დანაშაულებრივი ქმედების ჩადენის გარემოებები და ქმედების შეწყვეტის მიზეზები, ბრალდებულისა და დაზარალებულის ურთიერთდამოკიდებულება, მათი ქმედებები დანაშაულის ჩადენამდე და მის შემდეგ.

 

სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის მოსაზრებას იმის თაობაზე, რომ საქმეში არ მოიპოვება მი----------–------ძის მიერ აკ---------ას მკვლელობის ჩადენის დამადასტურებელი პირდაპირი მტკიცებულებები, ვინაიდან საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით დასტურდება, რომ მი----------–------ძემ ყოველგვარი საბაბის გარეშე განიზრახა რა მოეკლა აკ---------ა, ცეცხლსასროლი იარაღიდან გასროლით მიაყენა მძიმე დაზიანებები, რითაც სურდა აღნიშნული მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომა.

 

სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82.1 მუხლით მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელე---ტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით. ამ ნორმის თანახმად, შესაბამისი უფლებამოსილების მქონე პირმა უნდა შეამოწმოს, არის თუ არა წარმოდგენილი მტკიცებულება კანონით დაშვებული, შეიცავს თუ არა ის საქმისთვის რელე---ტურ, მნიშვნელოვან ინფორმაციას, კანონით დადგენილი წესით შეამოწმოს, რამდენად ადასტურებს იმ ფაქტსა თუ გარემოებას, რომლის დასამტკიცებლადაც არის წარმოდგენილი. თავის მხრივ, მტკიცებულების უტყუარობას - კანონით დადგენილი წესით სასამართლოში წარდგენილი ინფორმაციის სანდოობას განაპირობებს ის, თუ რამდენად არის შესაძლებელი ან უზრუნველყოფილი მისი შემოწმება.

 

სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს. დაცვის მხარის არგუმენტაციის საწინააღმდეგოდ, რომ საქმეში, ყველა მოწმის ჩვენება წარმოადგენდა ირიბ მტკიცებულებას, სასამართლო მიუთითებს ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილ მინიმალურ სტანდარტზე, სახელდობრ, იმისთვის, რომ ირიბი ჩვენების გამოყენებამ არ გამოიწვიოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევა, შემდეგი ორი პირობა უნდა იქნეს დაცული: უნდა არსებობდეს მოწმის სასამართლოში არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი ან/და ირიბი ჩვენება არ უნდა წარმოადგენდეს განაჩენის არსებით ან ერთადერთ საფუძველს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2011 წლის 15 დეკემბრის გადაწყვეტილება საქმეზე “Al-Khawaja and Tahery v. The United Kingdom“, საჩივრები: N26766/05 და N22228/06 და გადაწყვეტილება საქმეზე „Horncastle and Others v. The United Kingdom“ საჩივარი: N4184/10).

 

მართალია, განსახილველ შემთხვევაში საცხოვრებელი სახლიდან აკ---------ას გარეთ გასვლის შემდეგ იარაღიდან გასროლის ფაქტს, სხვა პირი არ შესწრებია, თუმცა სასამართლოს მიაჩნია, რომ აკ---------ას მიერ ძმისთვის - ილ--------ასთვის, ასევე ს------- პოლიციის განყოფილების უფროსის მი----–-----–--ლისათვის გადაცემული ინფორმაცია, რომ მას ესროლა მი----------–------ძემ, აღნიშნულ პირთა ჩვენებებს, რომელიც მათ უშუალოდ აკ---------ასაგან მიიღეს, ანიჭებს პირდაპირი მტკიცებულებების მნიშვნელობას. სასამართლო აქვე აღნიშნავს, რომ დაცვის მხარის პოზიციის გაზიარების შემთხვევაშიც კი, წინამდებარე საქმეში დაცულია ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს მიერ დადგენილი მინიმალური სტანდარტი, რადგან ინფორმაციის წყაროს არგამოცხადების მნიშვნელოვანი მიზეზი, რაც გამოწვეულია აკ---------ას გარდაცვალებით, დადგენილია.

 

ყოველივე ზემოაღნიშნულთან ერთად, სასამართლოს მიაჩნია, რომ სათანადოდ უნდა შეფასდეს კიდევ ერთი გარემოება, დაცვის მხარემ სადავოდ გახადა შსს ლ---------- რაიონული სამმართველოს თანამშრომლების: მი----–-----–--ლის, კო-----------იას, ბუ--------------ძის გამოკითხვის ოქმები და უდავოდ მიიჩნია მათი მონაწილეობით ჩატარებული საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმები. სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხულმა იმ პოლიციელებმა, რომლებიც აღნიშნულ საგამოძიებო ექსპერიმენტში მონაწილეობდნენ, დაადასტურეს ექსპერიმენტის მიმდინარეობის პროცესი და დეტალები.

 

მითითებულ ოქმებში წარმოდგენილია ამ ექსპერიმენტის მიმდინარეობის ამსახველი არაერთი ფოტოდოკუმენტი, რომლებზეც აღბეჭდილია ექსპერიმენტის მიმდინარეობა და რომლებითაც დგინდება ის გარემოება, რომ ექსპერიმენტის დროს პოლიციის თანამშრომლები მოძრაობენ და გადაადგილდებიან შემთხვევის ადგილის მიმართულებით, აჩვენებენ მოძრაობის ტრაექტორიას გი----------–ის საცხოვრებელი სახლიდან გასროლის ხმის მიმართულებით, აკ---------ას საცხოვრებელი სახლისკენ, უთითებენ ადგილს, სადაც მათ დაინახეს მი----------–------ძე სანდირო თოფით ხელში, აჩვენებენ ადგილებს, საიდანაც დაიწყეს სულაბერიძის დევნა და სადაც შეწყვიტეს. მიუთითებენ ასევე აკ---------ას საცხოვრებელ სახლში დაჭრილი აკ---------ას ნახვისა და ამ უკანასკნელის მიერ მათთვის მიწოდებულ ინფორმაციაზე, რომელიც შეეხება საქმის მთავარ ფაქტობრივ გარემოებას - მი----------–------ძის მიერ აკ---------ას მიმართ განხორციელებულ გასროლას. საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი ხელმოწერილია მონაწილე პირების მიერ.

 

სასამართლო სხდომაზე მოწმის სახით დაკითხვის დროს გამომძიებელმა მი----–--------ამ განმარტა, რომ მან მოახდინა ადგილმდებარეობის დათვალიერება და ტერიტორიის რუკის ნაწილის სურათის დამზადება, შესაბამისად ადგილმდებარეობის დათვალიერების ოქმში ასახა აკ---------ას სახლიდან პირადაპირ მოძრაობისას, სოფლის სიღრმეში არსებული ის ადგილი, სადაც აღმოჩენილი იქნა ორი ცალი მასრა. საყურადღებოა, რომ მითითებული საგამოძიებო მოქმედების ამსახველი ოქმი უდავოდ იქნა მიჩნეული დაცვის მხარის მიერ.

 

ამდენად იმ ვითარებაში, როცა დაცვის მხარეს არათუ არ წარმოუდგენია დასაბუთებული პრეტენზია პოლიციელთა მონაწილეობით ჩატარებულ საგამოძიებო ექსპერიმენტებთან დაკავშირებით, უფრო მეტიც, სადავოდ არ გაუხდია საგამოძიებო ექსპერიმენტის ამსახველი ოქმები, ამიტომ საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმებისა და მასში წარმოდგენილი, მისი მიმდინარეობის ამსახველი ფოტოდოკუმენტების, როგორც მტკიცებულების, სანდოობის ეჭვქვეშ დაყენების საფუძველი არ არსებობს, ხოლო ეს უკანასკნელი და მასთან ერთად საგამოძიებო ექსპერიმენტის მონაწილე პოლიციელების: მი----–-----–--ლის, კო-----------იას და ბუ--------------ძის ჩვენებები, რომ მათ დაინახეს შეიარაღებული მი----------–------ძე, რომელიც პოლიციელთა დანახვაზე გაიქცა, ასევე ხსენებულ პირთა ჩვენებები, რომლებშიც ისინი მიუთითებენ აკ---------ას მიერ მოწოდებულ ინფორმაციაზე, რომ მას ესროლა მი----------–------ძემ, სასამართლოს სარწმუნოდ მიაჩნია.

დაცვის მხარის მიერ მოწოდებული სხვადასხვა ვერსიების სამართლებრივი შეფასებისას, იმ პირობებში, როდესაც არ არსებობს მიუკერძოებელი, თვითმხილველი მოწმის პირდაპირი ჩვენება, უნდა ვიხელმძღვანელოთ იმ პრინციპით, რომ თუკი სხვა ლეგიტიმური მტკიცებულებებით დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები აშკარად გამორიცხავენ ასეთი ვერსიის საფუძვლიანობასა და რეალურ სინამდვილესთან მის შესაბამისობას, მაშინ ეს ვერსია არ უნდა იქნეს მიღებული და გაზიარებული. ამიტომ სასამართლო არ იზიარებს, დაცვის მხარის მიერ შემოთავაზებულ ვერსიებს.

 

ევროპული სასამართლოს განმარტებით, არ არის სავალდებულო, სასამართლოს გადაწყვეტილება მხარეების მიერ წამოჭრილ ყველა არგუმენტს სცემდეს დეტალურ პასუხს (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Suominen v. Finland, 24/07/2003; № 37801/97; §34; ასევე Van de Hurk v. the Netherlands, №16034/90; 19/04/1994; §61). მთავარია, ეროვნულმა სასამართლოებმა ნათლად დაასახელონ თავისი მსჯელობის განმაპირობებელი ასპექტები, განსაკუთრებით კი ისეთები, რომლებიც გადამწყვეტი მნიშვნელობის იყო გადაწყვეტილების მიღების პროცესში (ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს გადაწყვეტილება საქმეზე Georgiadis v. Greece, № 21522/93; 29/05/1997; §43).

 

სასამართლოს დადასტურებულად მიაჩნია, რომ 2-----–-–----------------–- მი----------–------ძე მკვლელობამდე რამდენიმე წუთით ადრე, იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე. მოწმე ილ--------ამ განმარტა, რომ თოფის გასროლის ხმა გაიგონა ორჯერ, მიყოლებით და მალევე, პირველი გავიდა გარეთ, დაინახა გულაღმა წაქცეული ძმა, რომელსაც სისხლი სდიოდა, კითხვაზე ძმამ უპასუხა, რომ მი----------–------ძემ ესროლა. ილ--------ას ჩვენება თანხვედრაშია ინციდენტის შემდეგ, აკ---------ას საცხოვრებელ სახლში მისული, ს------- პოლიციის განყოფილების უფროსის მი----–-----–--ლის ჩვენებასთან, რომელმაც სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ დაჭრილმა აკ---------ამ შეკითხვაზე ვინ ესროლა, უთხრა - ,,რა დავუშავე მი----------–------ძეს, რატომ გამიმეტაო, ორჯერ რატომ მესროლაო’’. ამ გარემოებას ადასტურებს ასევე, ლ---------- რაიონული სამმართველოს უბნის ინსპექტორ-გამომძიებელი ბუ--------------ძე, რომელმაც სასამართლოში ჩვენების მიცემისას განმარტა, რომ აკ---------ას ესაუბრა მი----–-----–--ლი, რომელსაც აკ---მ უთხრა, რომ დაინახა ვინც ესროლა, ეს იყო მი----------–------ძე. ასევე, ს------- პოლიციის უბნის უფროსმა ინსპექტორ-გამომძიებელმა კო-----------იამ სასამართლო სხდომაზე დაადასტურა, რომ აკ---ს თავთან იდგა თვითონ და მიშა - მისი ხელმძღვანელი, რომელმაც ჰკითხა აკ---ს, ,,ვინ იყო, იცანიო?’’ და მან გაიგონა აკ---ს პასუხი „მ------ იყო სულაბერიძე, რას მერჩოდა არ ვიციო“.

 

საყურადღებოა ასევე მოწმეების: თე--------–-----–---–ის, ლე--- მოქიას და ზა-------------ძის ჩვენებები, რომლებიც ადასტურებენ, რომ მათ ილ--------ასაგან გაიგეს, რომ აკ---------ას მი----------–------ძემ ესროლა.

 

ამდენად, სასამართლოს უტყუარად დადგენილად მიაჩნია, რომ მი----------–------ძე აღნიშნულ დღეს, დაახლოებით 21:00 საათზე იმყოფებოდა შემთხვევის ადგილზე, აკ---------ას საცხოვრებელ სახლთან და მან ესროლა აკ---------ას.

 

სასამართლოს, მოწმეთა ჩვენებებით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები, უტყუარად მიაჩნია, რადგან მი----------–------ძის შემთხვევის ადგილზე ყოფნას, ასევე, მის შემხებლობას საბრძოლო მასალასთან, ადასტურებს ისეთი უტყუარი მტკიცებულება, როგორიც არის ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ექსპერტიზის დასკვნა.

 

სასამართლო უპირველეს ყოვლისა აღნიშნავს, რომ საქმეში მოწმეების პირდაპირი ჩვენებების გარდა, მსგავსი შეფასება უნდა მიეცეს სხვა ობიექტური ხასიათის მტკიცებულებებს, როგორიცაა სასამართლო ექსპერტიზების დასკვნები, შემთხვევის ადგილის დათვალიერების ოქმი, ნივთიერი მტკიცებულებები, რომლებიც ასევე წარმოადგენს პირდაპირ მტკიცებულებებს და რომელთა სანდოობის შემოწმება შესაძლებელია საქმეში არსებული, როგორც პირდაპირი, ასევე არაპირდაპირი მტკიცებულებების მეშვეობით.

 

სასამართლო ყურადღებას ამახვილებს იმ მაღალ სტანდარტზე, რაც სისხლის სამართლის საქმეში ენიჭება "დნმ"-ის (გენეტიკური პროფილის) კვალის არსებობას, კერძოდ, საქმეზე ვროჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოსთვის საყურადღებო იყო ის ფაქტი, რომ ბრალდებულის "დნმ" არ იყო აღმოჩენილი დაზარალებულისგან ამოღებულ ძირითად ნივთმტკიცებაზე. ეს იყო ის გარემოება, რომლის საფუძველზედაც ევროპულმა სასამართლომ მიიჩნია, რომ საქმეში არსებული ყველა სხვა მტკიცებულება არ იყო გადამწყვეტი მნიშვნელობის ბრალდებულის ბრალეულობის დასადგენად. აღნიშნული საფუძველზე, ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ განაცხადა, რომ ბრალდებულმა ვერ ისარგებლა საქმის სამართლიანი განხილვის უფლებით, როგორც ეს გარანტირებულია ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე-6 მუხლით (ვროჩენკო ესტონეთის წინააღმდეგ (Vrochenko v. Estonia), განაცხადი no. 59632/09, 2013 წლის 18 ივლისის გადაწყვეტილების პუნქტები 19, 64 და 66). ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს აღნიშნული გადაწყვეტილება სასამართლომ მოიხმო იმ მიზნით, რათა ნათელი გამხდარიყო, რამდენად დიდ მნიშვნელობას ანიჭებს ევროპული სასამართლო "დნმ"-ის მტკიცებულებას პირის ბრალეულობის დასაბუთებისათვის. სასამართლოს მიაჩნია, რომ თუ ვროჩენკოს საქმეზე პირის ეროვნულ დონეზე მსჯავრდება დაუსაბუთებულად მიიჩნია ევროპულმა სასამართლომ იმ გარემოებიდან გამომდინარე, რომ დამნაშავედ შერაცხული პირის "დნმ"-ის კვალი არ იყო ნივთმტკიცებაზე აღმოჩენილი, დანაშაულის ჩადენის ადგილიდან ამოღებულ ნივთმტკიცებაზე აღებული "დნმ"-ის პროფილის, პიროვნების "დნმ"-ის პროფილზე დამთხვევის შემთხვევაში უტყუარად დადგენილია, რომ დანაშაულის ჩამდენი პირი იდენტიფიცირებულია. ამრიგად, "დნმ"-ის ანალიზზე დამყარებული მონაცემები პრიორიტეტული და გაცილებით უტყუარია, ასევე ის უალტერნატივო საშუალებაა დანაშაულს ჩამდენი პირის დასადგენად.

 

დადგენილია, რომ ადგილმდებარეობის - ლ---------- მუნიციპალიტეტის სოფელ ა---–-------––- მდებარე, გარდაცვლილი აკ---------ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიის დათვალიერების დროს ამოღებული იქნა ორი ცალი მასრა, რომლებიც დაილუქა, ხოლო პირდაპირი მტკიცებულებით _ ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ე------------------------- დასკვნით, დადგინდა, რომ პაკეტში წარწერით: „...აკ---------ას საცხ. სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებული ორი ცალი მასრა, სავარაუდოდ სანადირო თოფის...“ მოთავსებულ ორ ცალ მასრაზე არსებული ბიომასალის (ობ. N4,5) გენეტიკური პროფილი ეკუთვნის მი----------–------ძეს (ობ. N90, პაკეტი წარწერით „... ბრალდებულ მი----------–------ძის ნერწყვის ნიმუში...“);

 

აღნიშნული მტკიცებულებები უტყუარად ადასტურებენ იმ გარემოებას, რომ მი----------–------ძე იმყოფებოდა რა აკ---------ას საცხოვრებელ სახლთან, ცეცხლსასროლი იარაღიდან ესროლა აკ---------ას, შემდეგ კი დატოვა შემთხვევის ადგილი. სასამართლო აქვე მიუთითებს, რომ დაცვის მხარის პოზიცია აკ---------ას მკვლელობასთან მიმართებაში მი----------–------ძის უდანაშაულობის თაობაზე წინააღმდეგობაში მოდის როგორც მოწმეთა ჩვენებებთან და ასევე ბიოლოგიური (სეროლოგიური, გენეტიკური) ე------------------------- დასკვნით უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ აკ---------ას სხეულზე, სრულიად სხვადასხვა ადგილას მრავლობითი ცეცხლნასროლი დაზიანებები, მათ შორის ცეცხლნასროლი დაზიანებები მარცხენა მხრის მიდამოში, დაჟეჟილი ჭრილობა მარჯვენა წარბის მიდამოში, ნაჭდევები და სისხლნაჟღენთები სხეულის სხვადასხვა არეში განვითარებული რაიმე მკვრივი, ბლაგვი საგნის /საგნების/ ზემოქმედებით, განსაკუთრებით კი, ცეცხლნასროლი დაზიანება მუცლის მარჯვენა ზედა კუთხეში, მარჯვენა ნეკნთა რკალის წინა გარეთა კუთხის საპროექციოდ, შემავალი მუცლის ღრუში, რომლებიც მიეკუთვნება დაზიანებათა მძიმე ხარიხს, მიუთითებენ მი----------–------ძის მხრიდან აკ---------ას მკვლელობის განზრახვაზე.

 

საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის მე-9 მუხლში მოცემულია განზრახი დანაშაულის საკანონმდებლო დეფინიცია, რომლითაც განზრახ დანაშაულად ითვლება ქმედება, რომელიც ჩადენილია პირდაპირი ან არაპირდაპირი განზრახვით. ქმედება პირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და სურდა ეს შედეგი, ანდა ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას. ქმედება არაპირდაპირი განზრახვითაა ჩადენილი, თუ პირს გაცნობიერებული ჰქონდა თავისი ქმედების მართლწინააღმდეგობა, ითვალისწინებდა მართლსაწინააღმდეგო შედეგის დადგომის შესაძლებლობას და არ სურდა ეს შედეგი, მაგრამ შეგნებულად უშვებდა ან გულგრილად ეკიდებოდა მის დადგომას.

 

პირდაპირი განზრახვის აუცილებელი ელემენტებია სისხლის სამართლის კანონით აღწერილი ქმედების შემადგენლობის ნიშნების გათვალისწინება და მათი რეალურ ცხოვრებაში განხორციელების სურვილი. პირდაპირ განზრახვას მიეკუთვნება ისეთი შემთხვევაც, როცა მოქმედს არ სურდა თავისი ქმედების შედეგი, მაგრამ ითვალისწინებდა ასეთი შედეგის განხორციელების გარდაუვალობას (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 101). პირდაპირი და არაპირდაპირი განზრახვის განსხვავებაზე მსჯელობის დროს პროფესორი ოთარ გამყრელიძე აღნიშნავს, რომ მართალია, არაპირდაპირი განზრახვის დროსაც მოქმედს არ სურს შედეგი, მაგრამ იგი ითვალისწინებს, რომ შედეგი შეიძლება განხორციელდეს და შეიძლება არ განხორციელდეს. მაგრამ იქ, სადაც შედეგის განხორციელების გარდაუვალობაა წარმოდგენილი, ვერ ვიტყვით, რომ ეს არის არაპირდაპირი განზრახვა. აქ სურვილი თუმცა პირდაპირ არ არის გამოხატული, მაგრამ იმასაც ვერ ვიტყვით, რომ მოქმედს ამ შედეგის განხორციელება არ უნდოდა. თუ არ არის სურვილი, სამაგიეროდ არის ნდომა. რადგან ნდომის გარეშე, სხვაგვარად მიზანს ვერ მიაღწევს (ოთარ გამყრელიძე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის განმარტება, თბილისი, 2005, გვ. 102).

 

განზრახ დელიქტებში, ქმედების შემადგენლობის განზრახვა ქმედების მიზანსა და მიმართულებას განსაზღვრავს. როგორც ქმედების პერსონალური უმართლობის ბირთვი, ის უმართლობის სუბიექტური შემადგენლობის ზოგად ნიშანს და ქმედების შემადგენლობით გათვალისწინებული შედეგის სუბიექტური შერაცხვის საფუძველს წარმოადგენს (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 118).

 

ქმედების შემადგენლობის განზრახვა ნების და ცოდნის ელემენტებს შეიცვას. განზრახვაში ნების ელემენტი არსებობს და მის გარეშე ევენტუალური განზრახვისა და შეგნებული გაუფრთხილებლობის აუცილებელ ურთიერთგამიჯვნას ვერ მოვახერხებთ. ადამიანს შეუძლია გააცნობიეროს თავისი ქმედების შედეგად ზიანის დადგომის შესაძლებლობა, მაგრამ არ სურდეს ის. თუ პიროვნებას სჯერა, რომ ყველაფერი კარგად ჩაივლის და შეძლებს თავიდან აიცილოს სხვა ადამიანების დაზიანება, მაშინ მას არ სურს შედეგი, რომელიც შესაძლოა მაინც დადგეს. მხოლოდ შედეგის შესაძლო დადგომის გაცნობიერება, ევენტუალური განზრახვის დასადასტურებლად, საკმარისი არაა, რადგან საკითხისადმი ამგვარი მიდგომა შეგნებული გაუფრთხილებლობის სფეროში ქმედების შემადგენლობის განზრახვის ღრმად შეჭრას გამოიწვევდა. სამართლებრივი თვალსაზრისით, ქმედების შემადგენლობის განზრახვის წარმოშობის დროის განმსაზღვრელი ელემენტი „ქმედების ჩადენის მომენტია“. (იოჰანეს ვესელსი/ვერნერ ბოილკე, სისხლის სამართლის ზოგადი ნაწილი, დანაშაული და მისის აგებულება, 38-ე გადამუშავებული გამოცემა, ქართული გამოცემის სამეცნიერო რედაქტორი ირაკლი დვალიძე, მთარგმნელი ზურაბ არსებიშვილი, გვ. 119).

 

ქმედების პირდაპირი განზრახ მკვლელობად კვალიფიკაციის დროს, საქმეზე წარმოდგენილი მტკიცებულებები უნდა ადასტურებდეს მოქმედის მიზანს, რომ იგი მართლსაწინააღმდეგო ქმედებას სჩადის, რადგან მას სურს ადამიანის მოკვლა ანდა ითვალისწინებს, რომ მისი ქმედებით გარდაუვალად დადგება ასეთი შედეგი (პირდაპირი განზრახვა). სასამართლო განმარტავს, რომ საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებები ადასტურებენ მი----------–------ძის მიერ აკ---------ას მიმართ ქმედების პირდაპირი განზრახვით ჩადენას, რადგან აკ---------ას მიმართულებით ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთი გასროლით, ითვალისწინებდა აკ---------ას სიკვდილის გარდაუვალობას.

 

ამდენად, მი----------–------ძის მოქმედება - აკ---------ასათვის ცეცხლსასროლი იარაღიდან მრავლობითი ცეცხლნასროლი ჭრილობების მიყენება, რაც დასტურდება მხარეთა მონაწილეობით, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული პირდაპირი მტკიცებულებებით, უშუალოდ მიუთითებს აკ---------ას სიცოცხლის მოსპობის განზრახვაზე და ამ მიზნით განზრახი ქმედების ჩადენაზე.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლით გათვალისწინებული შედეგის დადგომა ხდება ადამიანის ორგანიზმზე სხვადასხვა სახის ზემოქმედების მეშვეობით, რის გამოც ქმედების დამთავრებულად ცნობისათვის სავალდებულოა სიკვდილის დადგომა, შესაბამისად აუცილებელია დადგინდეს არსებობს თუ არა მიზეზობრივი კავშირი ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის. მი----------–------ძის ქმედებასა და შედეგს - აკ---------ას გარდაცვალებას შორის, მიზეზობრივი კავშირი დასტურდება სასამართლო-სამედიცინო ექსპერტიზის დასკვნით, რომლითაც დადგენილია, რომ აკ---------ას სიკვდილის მიზეზია ზოგადი მწვავე სისხლნაკლებობა, განვითარებული ცეცხლნასროლი დაზიანებებიდან განვითარებული შინაგანი და გარეგანი სისხლდენით.

 

აღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლო მიიჩნევს, რომ მი----------–------ძის განზრახ მოქმედებას, აკ---------ას მიმართ ცეცხლსასროლი იარაღიდან არაერთხელ გასროლასა და დამდგარ შედეგს აკ---------ას სიკვდილს შორის არსებობს მიზეზობრივი კავშირი, რამდენადაც ბრალდებულის მოქმედება იყო აკ---------ას სიცოცხლის მოსპობის აუცილებელი პირობა, ურომლისოდაც აღნიშნული შედეგი არ დადგებოდა.

 

სასამართლო ასევე მიუთითებს, რომ ქმედება წარმოადგენს მართლსაწინააღმდეგოს, რადგან საქმეში არსებული მტკიცებულებების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობს მართლწინააღმდეგობის გამომრიცხველი გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

დაცვის მხარის იმ მოსაზრებასთან დაკავშირებით, რომ გამოძიების მიერ არ არის ამოღებული დანაშაულის იარაღი - სანადირო თოფი, სასამართლო მიუთითებს იმ გარემოებაზე, რომ შემთხვევის ადგილიდან - აკ---------ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან ამოღებულია ორი ცალი მასრა, რითაც დადგენილია ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენების კვალი.

 

ს------–-------------------------------------------------------------------------–-------------------------–---------–--------–-–--–--------–---------------------–----------------–--–--–--------------–----------------------–-----------------–---------–---------------------–---–-–--–--------–-------------------–-–----------------------------–---------------------------–---–-------------------------------–-------–------–-----–-–---------–----------–--------------------–-----------------–----------------------–-–--–--------–-----------------------–--–------------------------------------------------------------------------–--------------–--------------------–----------------------------------------------------------–----------------------------------–--------------------------–------------–--------------------–-–--–--–-------------------------------------–------–-------------–-------------–-------–---------–-------------–-----–----–--------------–------–-------------–----------------------------------–-------------------------------–---------------------------------------------------------------------–---–----------------------–-------------------------------------------------------–----------–--------------–--–------------------------–-----------------------–-–--–--------–-----------------------–--–----------------------------------------------–---------------–------–-------–-------------------------------–-------------------------–---------------------------------------------–-–------------------------------------------- ექსპერტიზაზე წარდგენილ, ,,ევექსის’’ კლინიკაში ამოღებულ, გარდაცვლილ აკ---------ას ტანსაცმელზე, პაკეტში ნომრით: FCI443392 მოთავსებული სპორტული ჟაკეტის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები და პაკეტში ნომრით: FCI443468 მოთავსებული გრძელსახელოებიანი მაისურის ზედაპირზე აღინიშნება დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკები.

 

სასამართლო, დასახელებული მტკიცებულებების საფუძველზე, აღნიშნავს, რომ განსახილველ შემთხვევაში, აკ---------ას საცხოვრებელი სახლის მიმდებარე ტერიტორიიდან მასრების ამოღება, ასევე აკ---------ას ტანსაცმელზე დენთის წვის შედეგად წარმოქმნილი მიკრონაწილაკების არსებობა მიუთითებს, რომ აკ---------ას განზრახ მკვლელობა განხორციელდა ცეცხლსასროლი იარაღის გამოყენებით.

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს უზენაესი სასამართლოს განმარტებას მოწმეების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, რომლის თანახმად საქმისათვის მნიშვნელობის მქონე ფაქტების დასადგენად აუცილებელია შეფასდეს თითოეული მტკიცებულების უტყუარობა, დამაჯერებლობა, რაც საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, ყველა შემთხვევაში სავალდებულოა განაჩენის გამოტანის დროს. მტკიცებულებათა უტყუარობა უნდა შეფასდეს რამდენიმე კრიტერიუმის მიხედვით: 1. თითოეული მტკიცებულება, მათ შორის მოწმის ჩვენება, შინაარსობრივად ხომ არ შეიცავს ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას; 2. თითოეული მტკიცებულება ამყარებს სხვა მტკიცებულებებს, თუ მათ შორის არის სხვადასხვა წინააღმდეგობა, რომელთა ხარისხის შეფასება ყველა ინდივიდუალურ შემთხვევაში სასამართლოს კომპეტენციაა; 3. რამდენად გულწრფელი და მიუკერძოებელია მოწმე, ხომ არ აქვს ფიზიკური ნაკლი, რომელიც ნეგატიურ გავლენას ახდენს მოვლენების ადეკვატურ აღქმაზე; 4. როგორ პირობებში მოხდა მტკიცებულებების ფორმირება, მაგ: გარემო პირობები - ცუდი ხილვადობა (ნისლი), ხალხმრავალი ადგილი, მანძილი მოწმესა და შემთხვევის ადგილს შორის და სხვა. მტკიცებულებების ამ კრიტერიუმებით შეფასებისა და მათზე განაჩენში სათანადო მსჯელობის გარეშე მტკიცებულებათა უტყუარობის სიღრმისეული შეფასება ფაქტობრივად შეუძლებელია. უზენაესმა სასამართლომ მოცემულ შემთხვევაში ამ საკითხზე ქვედა ინსტანციის განაჩენში ასახული ზედაპირული მსჯელობა მტკიცებულებებს შორის არსებული წინააღმდეგობების არაარსებით ხასიათზე არაარგუმენტირებულად მიაჩნია და მიუთითა, რომ ზოგადი მსჯელობა არ პასუხობს კანონის მოთხოვნას მტკიცებულებათა უტყუარობის შეფასების სავალდებულობის შესახებ. (იხ. საქართველოს უზენაესი სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატის 2015 წლის 21 აპრილის №397აპ-14 განაჩენი, სამოტივაციო ნაწილი, პუნქტი 4.).

 

სასამართლო აღნიშნავს, რომ სისხლის სამართლის საქმეებზე მართლმსაჯულების განხორციელების პროცესში მტკიცებულება წარმოადგენს ინფორმაციის წყაროს, რომელმაც შეიძლება დაადასტუროს ან უარყოს ბრალდებული პირის მიერ დანაშაულის ჩადენის ფაქტი. მტკიცებულებების მეშვეობით სასამართლო ადგენს, „არსებობს თუ არა ფაქტი ან ქმედება, რომლის გამოც ხორციელდება სისხლის სამართლის პროცესი, ჩაიდინა თუ არა ეს ქმედება გარკვეულმა პირმა, დამნაშავეა თუ არა იგი, აგრეთვე გარემოებებს, რომლებიც გავლენას ახდენს ბრალდებულის პასუხისმგებლობის ხასიათსა და ხარისხზე“ (სსსკ-ის მე-3 მუხლის 23-ე ნაწილი).

 

სასამართლო მოიხმობს საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას, რომლის მიხედვითაც, სისხლის სამართლის პროცესში დასაშვები უნდა იყოს ისეთი მტკიცებულება, რომლის სანდოობა, ზოგადად, არ იწვევს ეჭვს და, როგორც წესი, ინფორმაციის სანდო წყაროდ შეიძლება იქნეს მიჩნეული. ასე მაგალითად, ეჭვს არ იწვევს, რომ თვითმხილველი მოწმის ჩვენება, ამოღებული ნივთმტკიცებულება, ექსპერტის მიერ სასამართლოში მიცემული ჩვენება ან სხვა მსგავსი სახის მტკიცებულება ინფორმაციის სანდო წყაროს განეკუთვნება. შესაბამისად, კანონი მათ ბრალის დასადასტურებლად ვარგის და, ამდენად, დასაშვებ საშუალებად მიიჩნევს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 26).

 

საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებით, სისხლის სამართლის პროცესში მოწმის ჩვენება მნიშვნელოვან როლს თამაშობს, ის შეიძლება იყოს ინფორმაციის ერთ-ერთი, ზოგჯერ კი ყველაზე მნიშვნელოვანი წყარო. მოწმის მიერ მიწოდებულ ინფორმაციაზე დაყრდნობით, მხარეები სასამართლოში ცდილობენ წარმოაჩინონ დანაშაულთან დაკავშირებული სურათი. მოწმეს შეუძლია ამოიცნოს დამნაშავე, სასამართლოს მიაწოდოს ინფორმაცია იმ გარემოებების შესახებ, რომელთა თვითმხილველი თავად იყო, დაადასტუროს ან უარყოს ინფორმაცია საქმისთვის მნიშვნელოვან ფაქტთან დაკავშირებით. მნიშვნელოვანია აღინიშნოს, რომ მოწმის მიერ ცრუ ჩვენების მიცემისთვის გათვალისწინებულია შესაბამისი სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობა, რაც მოწმის ჩვენების სანდოობის უზრუნველსაყოფად მნიშვნელოვან სამართლებრივ მექანიზმს წარმოადგენს (საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს 2015 წლის 22 იანვრის №1/1/548 გადაწყვეტილება საქმეზე - „საქართველოს მოქალაქე ზურაბ მიქაძე საქართველოს პარლამენტის წინააღმდეგ“, 30).

 

სასამართლო, ითვალისწინებს რა საქართველოს უზენაესი სასამართლოს მიერ დადგენილ პრაქტიკას და საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოს განმარტებას მოწმის ჩვენების სანდოობის შემოწმებასთან დაკავშირებით, აღნიშნავს, რომ სასამართლო სხდომაზე დაკითხული მოწმეების: ილ--------ას, თე--------–-----–---–ის, ლე--- მოქიას, ზა----------ის, ზა-------------ძის, მი----–-----–--ლის, ბუ--------------ძის, კო-----------იას და ექსპერტთა ჩვენებები, ასევე უდავოდ მიჩნეული გამოკითხვის ოქმები, შინაარსობრივად არ შეიცავენ ურთიერთსაწინააღმდეგო და ურთიერთგამომრიცხავ ინფორმაციას, თითოეული მოწმის ჩვენება გამყარებულია მეორე მოწმის ჩვენებით და არ არსებობს მოტივი, რაც მათ ცრუ ჩვენების მიცემისაკენ უბიძგებს.

 

საქმის არსებით სხდომაზე ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად დადგენილი საქმის ფაქტობრივი გარემოებების გაანალიზებით ცალსახაა, რომ ბრალდების მხარის მიერ წარმოდგენილი მოწმეთა ჩვენებები არ არის ურთიერთსაწინააღმდეგო. მათ მიერ გადმოცემული ინფორმაციები თანხვედრაშია საქმის არსებით სხდომაზე წარმოდგენილი მტკიცებულებების შედეგად უტყუარად დადგენილ ფაქტობრივ გარემოებებთან. ამასთან, საგულისხმოა ის გარემოება, რომ ზემოაღნიშნული პირების მიერ ჩამოყალიბებული პოზიციები დადასტურებულია სხვა მტკიცებულებებით, რის გამოც სასამართლო მათ მიიჩნევს უტყუარ მტკიცებულებებად.

 

ამდენად, სასამართლომ ყოველმხრივ, სრულად და ობიექტურად შეისწავლა და გააანალიზა რა სასამართლო სხდომაზე, მხარეთა მონაწილეობით გამოკვლეული და უდავოდ ცნობილი მტკიცებულებები, შეაფასა თითოეული მათგანი სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელე---ტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით და მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ზემოთ მიმოხილული, ერთმანეთთან შეთანხმებული, აშკარა და დამაჯერებელი მტკიცებულებების ერთობლიობით, გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით დადასტურებულია, რომ მი----------–------ძემ ხულიგნური ქვენა გრძნობით განზრახ მოკლა აკ---------ა.

 

3. სამართლებრივი შეფასება

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-5 მუხლის მე-2 ნაწილის თანხმად, არავინ არის ვალდებული, ამტკიცოს თავისი უდანაშაულობა, მტკიცების ტვირთი ეკისრება ბრალმდებელს. ამავე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად, მტკიცებულების შეფასების დროს წარმოშობილი ეჭვი, რომელიც არ დასტურდება კანონით დადგენილი წესით, უნდა გადაწყდეს ბრალდებულის (მსჯავრდებულის) სასარგებლოდ.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 269-ე მუხლის მე-2 ნაწილის თანახმად, გამამტყუნებელ განაჩენს არ შეიძლება საფუძვლად დაედოს ვარაუდი.

 

სასამართლო განმარტავს, რომ პირის დამნაშავედ ცნობის შესახებ გადაწყვეტილების მიღებისას, გამამტყუნებელი განაჩენის გამოსატანად საჭირო მტკიცებულებების უტყუარობის ხარისხი არის მაღალი. მტკიცებულებათა ერთობლიობა არ უნდა ტოვებდეს პასუხგაუცემელ კითხვებს, რომლებიც დანაშაულის ჩადენის არსებით გარემოებებს ეჭვქვეშ დააყენებს.

 

სასამართლო განმარტავს, რომ საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-9 მუხლის თანახმად, სისხლისსამართლებრივი დევნის დაწყებისთანავე სისხლის სამართლის პროცესი ხორციელდება მხარეთა თანასწორობისა და შეჯიბრებითობის საფუძველზე. მტკიცებულებათა მოპოვება და წარდგენა მხარეთა უფლებამოსილებას წარმოადგენს. სასამართლო კი გადაწყვეტილებას ღებულობს მხოლოდ მხარეთა მიერ წარდგენილი მტკიცებულებების საფუძველზე. მოცემულ საქმეში დაცვის მხარეს არ წამოუდგენია არც ერთი მტკიცებულება, რომელიც მის მიერ გამოთქმულ სხვადასხვა მოსაზრებებიდან ერთ-ერთს გაამყარებდა, რის გამოც სასამართლო არ იზიარებს დაცვის მხარის პოზიციას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის მე–6 მუხლის მე–2 პუნქტის თანახმად, ყოველი პირი, ვისაც ბრალად ედება სისხლის სამართლის დანაშაულის ჩადენა, ითვლება უდანაშაულოდ, ვიდრე მისი ბრალეულობა არ დამტკიცდება კანონის შესაბამისად. ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს განმარტებით, განაჩენი უნდა ემყარებოდეს საქმეში არსებულ მტკიცებულებათა თავისუფალ შეფასებას, დასკვნებს, რომლებიც გამომდინარეობს ფაქტობრივი გარემოებებიდან და მხარეების მიერ წარდგენილი მოსაზრებებიდან. მტკიცება შეიძლება გამომდინარეობდეს საკმარისად ნათელი და დასაბუთებული დასკვნების ან ფაქტის თაობაზე გაუქარწყლებელი ვარაუდების ერთობლიობიდან. (იხ. El Masri v The Former Yugoslav Republic of Macedonia № 39630/09 , ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2012 წლის 13 დეკემბრის გადაწყვეტილება; Hassan v The UK №29750/09, ადამიანის უფლებათა ევროპული სასამართლოს 2014 წლის 16 სექტემბრის გადაწყვეტილება).

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს დაცვის მხარის პოზიციას მი----------–------ძის უდანაშაულობის თაობაზე, ვინაიდან საქმეში არსებობს უტყუარი და საკმარისი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომლითაც გონივრულ ეჭვს მიღმა დადასტურებულია მი----------–------ძის მიერ დანაშაულებრივი ქმედებების ჩადენა. აღნიშნული მტკიცებულებები გამოკვლეულია სასამართლოში მხარეთა მონაწილეობით საქმის განხილვისას, რა დროსაც დაცვის მხარეს ჰქონდა სრული შესაძლებლობა, რომ ჯეროვნად წარმოედგინა და ემტკიცებინა თავისი პოზიცია ბრალდებასთან დაკავშირებით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს სხდომაზე გამოკვლეული და მხარეთა მიერ უდავოდ ცნობილი, პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე სასამართლო მივიდა იმ დასკვნამდე, რომ მი----------–------ძემ ჩაიდინა აკ---------ას განზრახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით და გი----------–ის ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქი დაზიანება, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია.

 

4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები

 

მი----------–------ძის პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები საქმეში არ მოიპოვება.

 

5. სასჯელის ან სხვა ღონისძიების გამოყენების დასაბუთება

 

სასჯელის დანიშვნის დროს სასამართლო ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ასევე ბრალდებულის პიროვნებას და მის ოჯახურ მდგომარეობას.

 

მი----------–------ძის მიერ ჩადენილი მართლსაწინააღმდეგო და ბრალეული ქმედება - განზახ მკვლელობა ხულიგნური ქვენა გრძნობით განეკუთვნება ძალადობრივი ხასიათის, განზრახი კატეგორიის განსაკუთრებით მძიმე დანაშაულთა რიგს, რაც ხელყოფს ადამიანის სიცოცხლეს, ხოლო ქმედება, რომელიც ეხება ჯანმრთელობის განზრახ მსუბუქ დაზიანებას, რამაც მისი ხანმოკლე მოშლა გამოიწვია განეკუთვნება ჯანმრთელობის წინააღმდეგ მიმართული განზრახი კატეგორიის, ნაკლებად მძიმე დანაშაულთა რიგს.

 

მი----------–------ძის პიროვნული მახასიათებლების სრულყოფილად შეფასებისათვის, ყურადსაღებია ის გარემოება, რომ იგი დანაშაულთა ჩადენის შემდეგ შემთხვევის ადგილიდან მიიმალა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ სხდომაზე გამოკვლელული და პრეიუდიციული მნიშვნელობის მქონე მტკიცებულებების ერთობლიობით დადგენილი ფაქტობრივი გარემოებები და ბრალდებულის პიროვნული მახასიათებლები ნათლად ადასტურებენ მი----------–------ძის საზოგადოებისაგან იზოლირების აუცილებლობას, რამდენადაც მისგან მომდინარე ახალი დანაშაულის ჩადენის საფრთხე რეალურია. ამდენად, მი----------–------ძეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი, რათა უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, მართლწინააღმდეგობა, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას. დასახელებული გარემოებებიდან გამომდინარე, ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნების გათვალისწინებით, მი----------–------ძეს უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენისათვის გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით.

 

6. ნივთმტკიცების, ყადაღის ან სხვა საკითხების გადაწყვეტა

 

საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე მუხლის პირველი ნაწილის "ა" და "ე" ქვეპუნქტებით, განაჩენში, სისხლისსამართლებრივი დევნის ან/და გამოძიების შეწყვეტის შესახებ გადაწყვეტილებაში ნივთიერი მტკიცებულების საკითხი შემდეგნაირად უნდა გადაწყდეს: თუ დანაშაულის იარაღს ან საგანს ღირებულება არა აქვს, იგი ნადგურდება, ხოლო თუ მას აქვს რაიმე ღირებულება, ხდება მისი საპროცესო კონფისკაცია; დაზარალებულის, გამართლებულის ან სხვა პირის კუთვნილი ყველა ნივთი და დოკუმენტი, ბრალდებულისა და იმ პირის გარდა, რომელსაც მათზე ქონებრივი პასუხისმგებლობა ეკისრება, უბრუნდება მესაკუთრეს ან მფლობელს.

სასამართლოს მიერ მოხმობილი ნორმიდან გამომდინარე, შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: ბალიში, საფერფლე, მაგიდიდან -თეფში და ჩანგალი (სამი პაკეტი), მაგიდიდან - ჭიქა (სამი პაკეტი),მაგიდიდან კოვზი, მაგიდიდან - ,,ბაკურიანის’’ წყლის ბოთლი, მაგიდიდან - პლასტმასის ცარიელი ბოცა, მაგიდიდან - ე.წ. ,,კეპჩუპის’’ ბოთლი, ნოხის ნაჭერი, რეზინის ჩუსტი, რეზინის ჩექმები, თუნუქის კოლოფი, დანა, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ გი----------–ს.

შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები (5 პაკეტი), ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით, ანაწმენდი, სამი სკამიდან აღებული ანაწმენდი, უნდა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნატეხები (ორი პაკეტი), 3 სიგარეტის ნამწვი, შუშის ნატეხი მოწითალო ლაქით, 7 ცალი სიგარეტის ნამწვი, შუშის ნატეხები (ერთი პაკეტი), უნდა განადგურდეს.

შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული საფანტის კონტეინერი (ორი პაკეტი), საფანტის მარცვალი უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

შემთხვევის ადგილის - აკ---------ას საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: გადასაფერებელი და ბალიში, ასევე ქ. ფოთში ,,ევექსის’’ ჰოსპიტლიდან ლა–----------ასაგან ამოღებული აკ---------ას ტანსაცმელი - მოყავისფრო ჯემპრი, მოშავო ფერის სპორტული ზედატანი, მორუხო ფერის უმკლავო მაისური, მორუხო ფერის მკლავებიანი მაისური, ორი ცალი სპორტული შარვალი, ერთი წყვილი ნასკი და ერთი წყვილი საცვალი, დაუბრუნდეს გარდაცვლილ აკ---------ას ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო სისხლისმაგვარი ლაქა უნდა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

ქ.ფოთში ,,ევექსის’’ ჰოსპიტლიდან ლა–----------ასაგან ამოღებული პლასტმასის ფრაგმენტი და 8 ცალი საფანტის მარცვალი უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

მა----------–-----იძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ჟილეტი, უნდა დაუბრუნდეს მა----------–-----იძეს.

ლე-–---–---------–-ილისაგან ამოღებული გი----------–ის ტანსაცმელი: ლურჯი ფერის ჩუსტი, შავი ფერის სპორტული შარვალი, მუქი ნაცრისფერი პულოვერი შავი და თეთრი ზოლებით, ლურჯი გრძელსახელოებიანი მაისური, ნაცრისფერი უსახელო მაისური, უნდა დაუბრუნდეს დაზარალებულ გი----------–ს.

ლე-–---–---------–-ილისაგან ამოღებული სამი ცალი საფანტის მარცვალი უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

მი----------–------ძის ტანსაცმელი: თეთრი ფერის მაისური, შავი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ფერის შარვალი ქამრით, მოშავო ფერის დუტის კაპიშონიანი ჟილეტი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმელი, უნდა დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მი----------–------ძის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

მა----------–-----იძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული თოფი, 10 ცალი ვაზნა, ასევე ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი სანადირო თოფის მასრა, ილ--------–--ლისაგან ამოღებული ვაზნის შემადგენელი პლასტმასის დეტალი ე.წ. პარაშუტი, ქ.ბათუმში, აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან, ლე--- ფ----------ისაგან ამოღებული 6 ცალი მეტალის უცხო სხეული, უნდა გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

მი----------–------ძისაგან, გი----------–ისაგან, მი----–--------აგან და მა----------–-----იძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ასევე ქ.ბათუმში, აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან, ლე--- ფ----------ისაგან ამოღებული აკ---------ას გვამიდან აღებული სისხლის, ფრჩხილის, ანაწმენდის, თმის ნიმუშები, უნდა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ უნდა იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 50-ე, 53-ე, 59-ე მუხლებით, საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე და 293-ე მუხლებით,დ ა ა დ გ ი ნ ა

 

1. მი----------–------ძის ქმედება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 19, 108-ე მუხლიდან გადაკვალიფიცირდეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველ ნაწილზე.

 

2. მი----------–------ძე ცნობილ იქნას დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით და საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით გათვალისწინებულ დანაშაულთა ჩადენაში.

 

1.1. მი----------–------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის მე-2 ნაწილის "გ" ქვეპუნქტით, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

1.2. მი----------–------ძეს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 120-ე მუხლის პირველი ნაწილით ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 3 (სამი) წლის ვადით.

 

1.3.საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 59-ე მუხლის მე-2 ნაწილის საფუძველზე, დანაშაულთა ერთობლიობით დანიშნული სასჯელებიდან უფრო მკაცრმა სასჯელმა შთანთქას ნაკლებად მკაცრი სასჯელი და მსჯავრდებულ მი----------–------ძეს საბოლოოდ, ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად დაენიშნოს თავისუფლების აღკვეთა 15 (თხუთმეტი) წლის ვადით.

 

1.5. მსჯავრდებულ მი----------–------ძის მიმართ შეფარდებული აღკვეთის ღონისძიება პატიმრობა გაუქმდეს, სასჯელის მოხდის ვადაში ჩაეთვალოს პატიმრობაში ყოფნის დრო და მის მიმართ სასჯელის მოხდის ვადის ათვლა დაიწყოს მისი დაკავების დღიდან, კერძოდ 2----–-–----------------–--------------------

 

2. საქმეზე მიღებული საბოლოო გადაწყვეტილების კანონიერ ძალაში შესვლის შემდეგ ნივთიერი მტკიცებულების საკითხის გადაწყვეტა:

 

2.1. შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: ბალიში, საფერფლე, მაგიდიდან -თეფში და ჩანგალი (სამი პაკეტი), მაგიდიდან - ჭიქა (სამი პაკეტი),მაგიდიდან კოვზი, მაგიდიდან - ,,ბაკურიანის’’ წყლის ბოთლი, მაგიდიდან - პლასტმასის ცარიელი ბოცა, მაგიდიდან - ე.წ. ,,კეპჩუპის’’ ბოთლი, ნოხის ნაჭერი, რეზინის ჩუსტი, რეზინის ჩექმები, თუნუქის კოლოფი, დანა, დაუბრუნდეს დაზარალებულ გი----------–ს.

 

2.2. შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული სისხლისმაგვარი ლაქები (5 პაკეტი), ნაჭერი სისხლისმაგვარი ლაქებით, ანაწმენდი, სამი სკამიდან აღებული ანაწმენდი, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.3. შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული შუშის ნატეხები (ორი პაკეტი), 3 სიგარეტის ნამწვი, შუშის ნატეხი მოწითალო ლაქით, 7 ცალი სიგარეტის ნამწვი, შუშის ნატეხები (ერთი პაკეტი), განადგურდეს.

 

2.4. შემთხვევის ადგილის - გი----------–ის საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული საფანტის კონტეინერი (ორი პაკეტი), საფანტის მარცვალი გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

2.5. შემთხვევის ადგილის - აკ---------ას საცხოვრებელი სახლის დათვალიერების დროს ამოღებული ნივთები: გადასაფერებელი და ბალიში, ასევე ქ. ფოთში ,,ევექსის’’ ჰოსპიტლიდან ლა–----------ასაგან ამოღებული აკ---------ას ტანსაცმელი - მოყავისფრო ჯემპრი, მოშავო ფერის სპორტული ზედატანი, მორუხო ფერის უმკლავო მაისური, მორუხო ფერის მკლავებიანი მაისური, ორი ცალი სპორტული შარვალი, ერთი წყვილი ნასკი და ერთი წყვილი საცვალი, დაუბრუნდეს გარდაცვლილ აკ---------ას ოჯახის სრულწლოვან წევრს, ხოლო სისხლისმაგვარი ლაქა დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

2.6. ქ. ფოთში ,,ევექსის’’ ჰოსპიტლიდან ლა–----------ასაგან ამოღებული პლასტმასის ფრაგმენტი და 8 ცალი საფანტის მარცვალი გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

2.7. მა----------–-----იძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული ჟილეტი, დაუბრუნდეს მა----------–-----იძეს.

 

2.8. ლე-–---–---------–-ილისაგან ამოღებული გი----------–ის ტანსაცმელი: ლურჯი ფერის ჩუსტი, შავი ფერის სპორტული შარვალი, მუქი ნაცრისფერი პულოვერი შავი და თეთრი ზოლებით, ლურჯი გრძელსახელოებიანი მაისური, ნაცრისფერი უსახელო მაისური, დაუბრუნდეს დაზარალებულ გი----------–ს.

 

2.9. ლე-–---–---------–-ილისაგან ამოღებული სამი ცალი საფანტის მარცვალი გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

2.10. მი----------–------ძის ტანსაცმელი: თეთრი ფერის მაისური, შავი ფერის გრძელსახელოებიანი პერანგი, შავი ფერის შარვალი ქამრით, მოშავო ფერის დუტის კაპიშონიანი ჟილეტი, მუქი ლურჯი ფერის ქურთუკი, შავი ფერის ტყავის სპორტული ფეხსაცმელი, დაუბრუნდეს მსჯავრდებულ მი----------–------ძის ოჯახის სრულწლოვან წევრს.

 

2.11. მა----------–-----იძის საცხოვრებელი სახლიდან ამოღებული თოფი, 10 ცალი ვაზნა, ასევე ადგილმდებარეობის დათვალიერებისას ამოღებული ორი ცალი სანადირო თოფის მასრა, ილ--------–--ლისაგან ამოღებული ვაზნის შემადგენელი პლასტმასის დეტალი ე.წ. პარაშუტი, ქ.ბათუმში, აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან, ლე--- ფ----------ისაგან ამოღებული 6 ცალი მეტალის უცხო სხეული, გადაეგზავნოს საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამის სამსახურს.

 

2.12. მი----------–------ძისაგან, გი----------–ისაგან, მი----–--------აგან და მა----------–-----იძისაგან აღებული ნერწყვის ნიმუშები, ასევე ქ.ბათუმში, აჭარის რეგიონალური ექსპერტიზის დეპარტამენტიდან, ლე--- ფ----------ისაგან ამოღებული აკ---------ას გვამიდან აღებული სისხლის, ფრჩხილის, ანაწმენდის, თმის ნიმუშები, დაერთოს მოცემულ სისხლის სამართლის საქმეს და შენახულ იქნას სისხლის სამართლის საქმის შენახვის ვადით.

 

3. განაჩენი კანონიერ ძალაში შედის გამოცხადებისთანავე.

 

4. განაჩენის გასაჩივრება შეიძლება სააპელაციო წესით ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მისი გამოცხადებიდან 1 (ერთი) თვის ვადაში, ოზურგეთის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

მოსამართლე მარინა კიკნაძე