გადაწყვეტილება

სამოქალაქო 20.11.2019
საქმის ნომერი
110210119002817080
კატეგორია
დავის ტიპი
მემკვიდრეობითი დავები
თარიღი
20.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე N 110210119002817080

N 2/28-2019

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

20.11.2019 წელი ქ. ზ----------ი

შესავალი ნაწილი

ზ----------ის რაიონული სასამართლო

მოსამართლე ელენე ოსაძე

სხდომის მდივანი სოფიო რობაქიძე

მოსარჩელე ნ---- ღ-------,მ-----ე ა------ე,წარმომადგენელი ე----- ტ--–----ე

მოპასუხე გ---- ტ------ე(ღ-------),ზ----------ის ნ-----------ი ნ---- ფ-----ე,წარმომადგენელი ნ---- თ------ა,დავის საგანი: სანოტარო აქტების ბათილად ცნობა, ფაქტობრივად მიღებულ სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრედ აღიარება.

აღწერილობითი ნაწილი

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. აღიარებული იქნენ მემკვიდრეებად 2013 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი დედის ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონებაზე ქ. ზ----------ში თ----- მ----- ქუჩა N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლზე და ტელეკომპანია „ა-----ში“ 11,11% წილზე, რომლებიც მიღებული აქვთ ფაქტობრივი ფლობით.

 

1.2. ბათილად იქნეს აღიარებული წილის დათმობის შესახებ 2013 წლის 20 აგვისტოს და 2013 წლის 18 აგვისტოს სანოტარო აქტები რეგისტრაციის N1-------- და N1--------;

 

1.3. ბათილად იქნეს აღიარებული 2014 წლის 24 მარტის სამკვიდრო მოწმობა, სანოტარო რეგისტრაციი N1--------.

 

მოსარჩელის პოზიცია

მოსარჩელე ნ---- ღ------- განმარტავს, რომ მისი მშობლები რ----- და ლ-----ა ღ-------ები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. მათ საკუთრებას წარმოადგენდა ქ. ზ----------ში თ----- მ----- ქუჩა N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლი ს/კ 3-----------. რ----- ღ------ის საკუთრებას შეადგენდა ასევე ტელეკომპანია „ა-----ში“ წილი 11.11%. რ----- ღ------- გარდაიცვალა 2001 წელში და მისი დანაშთი სამკვიდრო ქონება მიიღო მეუღლემ ლ-----ა ღ-------მ.

ლ-----ა ღ------- გარდაიცვალა 2013 წლის 21 თებერვალს. მის გარდაცვალებამდე იგი ცხოვრობდა დედასთან ერთად, უვლიდა და პატრონობდა მას. მისი გარდაცვალების შემდეგაც გააგრძელა ცხოვრება სადავო საცხოვრებელ სახლში და ფლობს სადავო ქონებას მის დასთან მ-----ე ა------ესთან ერთად. რომელსაც მშობლების სიცოცხლეშივე ერთი ოთახი ჰქონდა გამოყოფილი. ამ ოთახში ჰქონდა განთავსებული თავისი ნივთები. დედის გარდაცვალების შემდეგაც ამ ოთახს ფლობს მისი და და ორივეს მიღებული აქვთ ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო ქონება.

1997 წლიდან მისი ძმა გ---- ღ------- წავიდა საცხოვრებლად გერმანიაში, მიიღო გვარი ტ------ე და დღემდე ცხოვრობს იქ. მხოლოდ ერთხელ 2009 წელში იყო ჩამოსული საქართველოში. დედის გარდაცვალების შემდეგ გ---- ტ------ე არ ჩამოსულა საქართველოში და არ დაუფლებია ფაქტობრივი ფლობით სამკვიდრო ქონებას, არც ნ-----------ისათვის მიუმართავს კანონით დადგენილ ვადაში სამკვიდროს მისაღებად.

ნ-----------ისათვის ცნობილი იყო, რომ მას და მის დას მ-----ე ა------ეს ფაქტობრივი ფლობით მიღებული ჰქონდათ დედის სამკვიდრო ქონება და უკვე მათი კუთვნილი სამკვიდრო ქონებიდან უთმობდნენ ძმას გ---- ტ------ეს ტელეკომპანია „ა-----ს“ წილს. ნ-----------მა შეცდომაში შეიყვანა, მოატყუა და დააწერინა თანხმობა სამკვიდრო წილის მიღებაძე უარის თქმის შესახებ, რაც გახდა გ---- ტ------ეს მიმართ სამკვიდრო მოწმობის გაცემის საფუძველი.

ამდენად ბათილად უნდა იქნეს ცნობილი წილის დათმობის შესახებ სანოტარო აქტები და სამკვიდრო მოწმობა; დედის ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონებაზე მემკვიდრეებად უნდა იქნენ ცნობილი მხოლოდ ის და მისი და მ-----ე ა------ე და ვინაიდან გ---- ტ------ეს სამკვიდრო ქონება არ მიუღია არც ფაქტობრივი ფლობით და არც კანონით დადგენილ ვადაში არ მიუმართავს სანოტარო ბიუროსათვის და სამკვიდრო მოწმობა ბათილად უნდა იქნეს აღიარებული.

 

მოსარჩელე მ-----ე ა------ე ეთანხმება მოსარჩელე ნ---- ღ------ის განმარტებას, მოითხოვს სარჩელის დაკმაყოფილებას და განმარტავს, რომ იგი ფაქტობრივი ფლობით დაეუფლა დედის სამკვიდრო ქონებას. იგი დედის სიცოცხლეშივე ფლობდა ერთ ოთახს სადავო საცხოვრებელ სახლში და დედის გარდაცვალების შემდეგაც ფლობს მას. მან უკვე მიღებული და მის საკუთრებაში არსებული სამკვიდრო ქონებიდან დათმო ტელეკომპანიის წილი ძმის სასარგებლოდ, მაგრამ ნ-----------მა იგი მოატყუა, შეიყვანა შეცდომაში და დააწერინა თანხმობა მისი წილი სამკვიდრო ქონების დათმობის შესახებ, რაც ბათილად უნდა იქნეს ცნობილი. 2009 წლის შემდეგ გ---- ტ------ე საქართველოში საერთოდ არ ჩამოსულა, გარდაცვლილი დედის სამკვიდრო არც სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და არც ფაქტობრივი მფლობელობითა და მართვით არ მიუღია. მუდმივად იმყოფებოდა და დღემდე ცხოვრობს გერმანიაში და შესაბამისად სამკვიდროც არ ეკუთვნის.

 

2. მოპასუხის პოზიცია

2.1. მოპასუხე გ---- ტ------ემ სარჩელი არ ცნო და განმარტა, რომ 1997 წლიდან გადავიდა საცხოვრებლად გერმანიაში, მაგრამ კავშირი ოჯახთან არ გაუწყვეტია. სისტემატიურად ეხმარებოდა მათ ეკონომიურად. ნ---- ღ------- ცხოვრობდა დედასთან ერთად სადავო საცხოვრებელ სახლში, ფიზიკურად უვლიდა დედას, ფულს კი იგი უგზავნიდა. მ-----ე ა------ემ ორჯერ დატვირთა სახლი იპოთეკით და ორივეჯერ მან გაისტუმრა სესხი. დედის გარდაცვალების შემდეგ ვინაიდან თვლიდა, რომ სახლი იყო მისი საკუთრება, სახლის სარემონტოდ და მოსაწყობად მის დას ნ---- ღ-------ს უგზავნიდა თანხას. სახლს ნ---- ღ------- ფლობდა მისი თანხმობით, რომ მოევლო სახლისათვის.

ნ---- და მ-----ე ღ-------ებმა ნებაყოფლობით განაცხადეს უარი სამკვიდროს თავიანთ წილზე და მან კანონის სრული დაცვით მიიღო დედის სამკვიდრო ქონება, ვადაში მიმართა ნ-----------ს სამკვიდროს მიღებისათვის, მიიღო წილი ტელეკომპანია „ა-----დან“ და საცხოვრებელი სახლი, მისი რეგისტრაციის მიზნით მისცა მინდობილობა ნ---- ღ-------ს, მაგრამ მან არ მოახდინა გ---- ტ------ეს საკუთრებაში საცხოვრებელი სახლის რეგისტრაცია.

 

2.2. მოპასუხე ნ-----------ი ნ---- ფ-----ე სარჩელს არ ცნობს, და განმარტავს, რომ გ---- ტ------ემ კანონის სრული დაცვით მიიღო გარდაცვლილი დედის ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონება. მის მიერ სანოტარო მოქმედებები შესრულებულია კანონის სრული დაცვით და არ არსებობს მათი ბათილად ცნობის საფუძველი. თვით ნ---- ღ------- მივიდა მასთან გ---- ტ------ეს მინდობილობით და განაცხადა თანხმობა, რომ იგი უარს ამბობდა თავის წილ სამკვიდრო ქონებაზე, ასევე თავის წილ სამკვიდრო ქონებაზე უარი განაცხადა მ-----ე ა------ემ. სკაიპის საშუალებით მოხდა მასთან გასაუბრება. შესაბამისად გ---- ტ------ეს მიმართ გაიცა სამკვიდრო მოწმობა. ორივეს განემარტა კანონით გათვალისწინებული მათი უფლებები და მათზე რაიმე ზემოქმედებას ადგილი არ ჰქონია.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. რ----- და ლ-----ა ღ-------ები იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში. რ----- ღ------- გარდაიცვალა 2001 წლის 09 დეკემბერს და მისი სამკვიდრო ქონება წილი 11.11% ტელეკომპანია „ა-----ში“ და საცხოვრებელი სახლი მდებარე ზ----------ში, თ----- მ----- ქუჩა N3-, მიიღო მეუღლემ ლ-----ა ღ-------მ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

-ქორწინების მოწმობა;

- შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია ა-----ს“ წესდება;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.

 

3.1.2. ლ-----ა ღ------- გარდაიცვალა 2013 წლის 21 თებერვალს. მისი გარდაცვალებით გაიხსნა სამკვიდრო. სამკვიდრო ქონებას წარმოდგენდა საცხოვრებელი სახლი მდებარე ზ----------ში, თ----- მ----- ქუჩა N3- (ს/კ 3-----------) და 11.11%-ანი წილი ტელეკომპანია „ა-----ში“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

-გარდაცვალების მოწმობა;

- ამონაწერი საჯარო რეესტრიდან;

- ამონაწერი მეწარმეთა რეესტრიდან.

 

3.1.3. ლ-----ა ღ-------ს დარჩა სამი კანონისმიერი მემკვიდრე: შვილები გ---- ღ-------, რომელმაც შეიცვალა გვარი და გახდა ტ------ე; ნ---- ღ------- და მ-----ე ღ-------, რომელმაც ქორწინების შემდეგ მიიღო გვარი ა------ე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

-საინფორმაციო ბარათი სამოქალაქო რეესტრიდან;

- ცნობა გვარის შეცვლის შესახებ.

 

3.1.4. ლ-----ა ღ------ის გარდაცვალებამდე მასთან ერთად ცხოვრობდა, მას უვლიდა და პატრონობდა შვილი ნ---- ღ-------. მ-----ე ა------ეს სადავო საცხოვრებელ სახლში ჰქონდა ერთი ოთახი, სადაც განთავსებული იყო მისი პირადი ნივთები, თვითონ კი იმყოფებოდა სამუშაოდ საბერძნეთში. მოპასუხე გ---- ტ------ე 1997 წლიდან საცხოვრებლად და სამუშაოდ წავიდა გერმანიაში და მხოლოდ ერთხელ 2009 წელში ჩამოვიდა საქართველოში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- მოწმეების გ---–----- ჩ-------ის, ც------ ს---–--ის, ლ--–- შ------–--ის, დალი კ----------ს ჩვენებები.

 

3.1.5. ლ-----ა ღ------ის გარდაცვალების დღეს 2013 წლის 21 თებერვალს გაიხსნა სამკვიდრო და მისი გარდაცვალების შემდეგ ნ---- ღ-------მ გააგრძელა ცხოვრება სადავო საცხოვრებელ სახლში, სადაც ერთ ოთახს ასევე ფლობდა მისი და მ-----ე ა------ე. ისინი ფაქტობრივად დაეუფლნენ დედის სამკვიდრო ქონებას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- ცნობები გაერთიანებული წყალმომარაგების, სილქნეტის და მაგთიკომის კომპანიებიდან;

- მოწმეთა ჩვენებები.

 

3.1.6 ნ---- ღ-------ს და მ-----ე ა------ეს ძმასთან ჰქოდათ ძალიან კარგი ურთიერთობა. გ---- ტ------ე მათ ეხმარებოდა მატერიალურად. ნ---- ღ-------ს უგზავნიდა ფულს, რომ მას ეპატრონებინა და მოევლო მშობლებისათვის. მათი გარდაცვალების შემდეგ კი გ---- ტ------ე მას უგზავნიდა ფულს სახლის სარემონტოდ და კეთილმოწყობისათვის. გადაიხადა მ-----ე ა------ის მიერ აღებული სესხი, რომლისთვისაც იპოთეკით იყო დატვირთული სადავო საცხოვრებელი სახლი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები.

- იპოთეკის ხელშეკრულებები და მონაცემები მათი შეწყვეტის შესახებ.

 

3.1.7. ნ---- ღ-------მ და მ-----ე ა------ემ მიმართეს ნ----------- ნ---- ფ-----ეს, რომ მათ ძმას გ---- ტ------ეს მიეღო დედის სამკვიდრო. ნ----------- ნ---- ფ-----ის მიერ 2013 წლის 18 აგვისტოს და 2013 წლის 20 აგვისტოს დამოწმებული იქნა სანოტარო აქტებით ნ---- ღ------ის და მ-----ე ა------ის თანხმობები, რომლებითაც ისინი, როგორც პირველი რიგის მემკვიდრეები, უარს აცხადებენ დედის ყოველგვარი სამკვიდრო ქონებიდან მათი წილის მიღებაზე მათი ძმის გ---- ტ------ეს (ძველი გვარი ღ-------) სასარგებლოდ.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- ნ---- ღ------ის განცხადება სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ;

- მ-----ე ა------ის თანხმობა სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ.

 

3.1.8. გ---- ტ------ემ 2013 წლის 20 აგვისტოს, სამკვიდროს გახსნიდან 6 თვის ვადაში, მიმართა ნ----------- განცხადებით დედის ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონების მისაღებად. განცხადება ნ-----------თან წარადგინა მოსარჩელე ნ---- ღ-------მ, როგორც გ---- ტ------ეს წარმომადგენელმა, რომ სურს გ---- ტ------ეს სახელით მიიღოს სამკვიდრო მოწმობა 2013 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი დედის ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონებაზე. განცხადების რეგისტრაციის N1--------.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- სამკვიდრო მოწმობა;

 

3.1.9. გ---- ტ------ემ, როგორც 2013 წლის 21 თებერვალს გარდაცვლილი ლ-----ა ღ------ის პირველი რიგის მემკვიდრემ, წარმომადგენლის ნ---- ღ------ის მეშვეობით მიიღო სამკვიდრო სრულად, მათ შორის შპს „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია ა-----ს“ 11.11%-ანი წილი. ნ----------- ნ---- ფ-----ის მიერ გაიცა სამკვიდრო მოწმობა 2014 წლის 24 მარტს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- სამკვიდრო მოწმობა;

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. ნ---- ღ------- და მ-----ე ა------ე დედის ლ-----ა ღ------ის სიცოცხლეშივე ცხოვრობდნენ სადავო საცხოვრებელ სახლში და მისი გარდაცვალების შემდეგ გააგრძელეს იქ ცხოვრება და ფაქტობრივად დაეუფლნენ სამკვიდრო ქონებას. გ---- ტ------ე 1997 წლიდან ცხოვრობს გერმანიაში და დედის გარდაცვალების შემდეგაც არ ჩამოსულა საქართველოში და ფაქტობრივად არ დაუფლებია სამკვიდრო ქონებას. მატერიალურად ეხმარებოდა და უგზავნიდა ფულს ნ---- ღ-------ს სახლის სარემონტოდ.

 

სასამართლოს მიაჩნია, რომ თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა). სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გ---- ტ------ე ცხოვრობდა გერმანიაში, დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის იგი საქართველოში არ ჩამოსულა, მაგრამ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობას და მართვას იგი ანხორციელებდა.

 

სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, რომ გ---- ტ------ე ნ---- ღ-------ს უგზავნიდა ფულს გერმანიიდან, როგორც დედის მოვლა პატრონობისათვის, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონების, საცხოვრებელი სახლის სარემონტოდ და კეთილმოსაწყობად. ნ---- ღ------- ძმისგან გამოგზავნილი ფულით არემონტებდა სახლს. აღნიშნული დასტურდება თვით მოსარჩელე ნ---- ღ------ის განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ტ------ეს აღნიშნული ქმედებით, -სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით, დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს, გამოხატა ნება სამკვიდროს მიღების და იგი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

 

გარდა ამისა გ---- ტ------ეს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ დედის ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონების მისაღებად გ---- ტ------ეს სახელით ნ-----------ს განცხადება წარუდგინა თვით მოსარჩელე ნ---- ღ-------მ, როგორც გ---- ტ------ეს წარმომადგენელმა, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში, კერძოდ 2013 წლის 20 აგვისტოს რეგისტრაციის N1--------. აღნიშნულით კი დასტურდება გ---- ტ------ეს მიერ სამკვიდროს მიღება კანონით დადგენილი წესით.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- მოწმეთა ჩვენებები.

- სამკვიდრო მოწმობა

 

3.2.2. 2013 წლის 18 აგვისტოს ელექტრონულად შედგენილი N1-------- სანოტარო აქტით და 20 აგვისტოს N1-------- სანოტარო აქტით ნ-----------ის მიერ დამოწმებული თანხმობებით მ-----ე ა------ეს და ნ---- ღ-------ს უარი არ განუცხადებიათ დედის ყოველგვარი სამკვიდრო ქონებიდან წილის მიღებაზე ძმის სასარგებლოდ. მათ სურდათ ძმა არ დაეტოვებინათ წილის გარეშე და სურდათ გადაეცათ მისთვის ტელევიზიის წილი. ნ-----------თან მათ მხოლოდ ტელევიზიის წილზე განაცხადეს უარი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მხარეთა განმარტება;

- ნ---- ღ------ის განცხადება სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ;

- მ-----ე ა------ის თანხმობა სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ.

 

3.2.3 ნოტარისმა არ გაითვალისწინა ის გარემოება, რომ ნ---- ღ-------ს და მ-----ე ა------ეს ფაქტობრივი ფლობით ჰქონდათ მიღებული სამკვიდრო ქონება, რომელიც წარმოადგენდა უკვე მათ საკუთრებას და საკუთრებიდან უთმობდნენ ძმას „ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია ა-----ს“ 11.11%-ან წილს. მოატყუა მოსარჩელეები, რომლებიც შეცდნენ და ტელეკომპანიის წილის ნაცვლად უარი განაცხადეს მთელ სამკვიდრო ქონებაზე.

 

მოსარჩელეთა აღნიშნული განმარტება ვერ დასტურდება შესაბამისი მტკიცებულებებით. ნ-----------ის მიერ დამოწმებული წარმოდგენილი თანხმობებით ირკვევა, რომ ნ-----------ის მიერ შემოწმდა მოსარჩელეთა უფლებამოსილება და ქმედუნარიანობა. ნ---- ღ-------მ პირადად წაიკითხა განცხადება და მოაწერა ხელი.

 

მოსარჩელე მ-----ე ა------ე იმყოფებოდა რა თურქეთში, მასთან კომუნიკაცია შედგა 2013 წლის 18 აგვისტოს პირდაპირი ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით და ონლაინ რეჟიმში გააკეთა განცხადება სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის შესახებ, რასაც ესწრებოდნენ მოსარჩელის ნდობით აღჭურვილი პირი ქეთევან გაჩეჩილაძე და მოწმე ლ--–- შ------–--ე. სანოტარო მოქმედების მონაწილეებს განემარტათ სანოტარო მოქმედების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგი. მ-----ე ა------ემ თვით უკარნახა განცხადების შინაარსი. თანხმობის ტექსტის ჩაწერა განახორციელა ნ-----------მა და წაუკითხა მ-----ე ა------ეს, რომელსაც რაიმე პრეტენზია არ განუცხადებია და თანხმობის ტექსტზე ხელის მოწერის უფლება მიანდო ქეთევან გაჩეჩილაძეს. მოსარჩელეთა მიერ რაიმე საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- მოსარჩელეთა განმარტება;

- ნ----------- ნ---- ფ-----ის განმარტება;

- ნ---- ღ------ის განცხადება სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ;

- მ-----ე ა------ის თანხმობა სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ.

- სანოტარო მოქმედების განხორციელების ამსახველი ვიდეო მასალა დისკზე.

 

3.2.4 ნ-----------მა ისინი მოატყუა თითქოს არსებობდა თანხმობის მხოლოდ ისეთი ფორმა, რომელიც მათ დააწერინა, მიენდენ ნ-----------ს და შეცდომით გასცეს უკანონო თანხმობები სამკვიდრო ქონებაზე უარის თქმის შესახებ, რომლებიც გახდა საფუძველი უკანონო სამკვიდრო მოწმობის გაცემის. ფაქტიურად კი მიღებული სამკვიდრო ქონებიდან, რომელიც წარმოადგენდა უკვე მათ საკუთრებას, ქონების ნაწილი გადასცეს ძმას გ---- ტ------ეს. აღნიშნული შეცდომა კი მათთვის ცნობილი გახდა მას შემდეგ როცა გ---- ტ------ემ მოსთხოვა მათ საცხოვრებელი სახლის დაცლა.

წარმოდგენილი ტკიცებულებებით ნოტარიალურად დამოწმებული თანხმობებით და აუდიო ჩანაწერით დგინდება, რომ მოსარჩელეებს სრულად განემარტათ აღნიშნული სანოტარო მოქმედების შინაარსი და მისი სამართლებრივი შედეგი. თანხმობის განცხადების დროს ისინი არ იმყოფებოდნენ ფიზიკური, ფსიქიკური ან სხვა რაიმე სახის ზემოქმედების ქვეშ. უფრო მეტიც, გ---- ტ------ე არ იმყოფებოდა საქართველოში და მის წარმომადგენლობას ანხორციელებდა შესაბამისი მინდობილობით ნ---- ღ-------. საწინააღმდეგო მტკიცებულება, რომ ადგილი ჰქონდა ნ-----------ის მხრიდან არასწორ განმარტებას, შეცდომაში შეყვანას და მოტყუებას, მხარეთა მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს

- ნ---- ღ------ის განცხადება სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ;

- მ-----ე ა------ის თანხმობა სამკვიდროზე უარის თქმის შესახებ.

- მხარეთა განმარტება.

სამოტივაციო ნაწილი

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილ ფაქტობრივ გარემოებათა სამართლებრივი შეფასების საფუძველზე სასამართლოს მიაჩნია, რომ სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 50-ე, 52-ე, 81-ე, 1336-ე, 1328-ე, 1421-ე, 1433-ე, 143-, 1424-ე, 1447-ე, 524-ე, მუხლები.

სამოქალაქო საპროცესო კოდექსი 6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1. დადგენილია და მხარეთა შორის სადავო არ არის, რომ მოსარჩელეთა მამა რ----- ღ------- გარდაიცვალა 2001 წლის 09 დეკემბერს. მას ანდერძი არ დაუტოვებია და მისი სამკვიდრო ქონება მიიღო კანონისმიერმა პირველი რიგის მემკვიდრემ - მეუღლემ ლ-----ა ღ-------მ.

 

მხარეთა შორის სადავო არ არის და დადგენილია, რომ ლ-----ა ღ------- გარდაიცვალა 2013 წლის 21 თებერვალს. ლ-----ა ღ------- გარდაცვალების მომენტისათვის ფლობდა და საკუთრებაში ჰქონდა საცხოვრებელი სახლი და წილი შპს ,,ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია ა-----ში“. ლ-----ა ღ------ის გარდაცვალების შემდეგ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1319-ე მუხლის თანახმად გაიხსნა სამკვიდრო, ვინაიდან მას ანდერძი არ დაუტოვებია, ამავე კოდექსის 1306-ე და 1336-ე მუხლების შესაბამისად თანასწორი უფლებით მემკვიდრეებად ითვლებიან გარდაცვლილის შვილები ნ---- ღ-------, მ-----ე ღ-------, რომლის ქორწინების შემდგომი გვარია ა------ე და გ---- ღ-------, რომელმაც შეიცვალა გვარი და გახდა ტ------ე.

 

სამოქალაქო კოდექსის 1328-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო (სამკვიდრო ქონება) შეიცავს მამკვიდრებლის როგორც ქონებრივი უფლებების (სამკვიდრო აქტივი), ისე მოვალეობების (სამკვიდრო პასივი) ერთობლიობას, რომელიც მას ჰქონდა სიკვდილის მომენტისათვის. ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონებას შეადგენდა საცხოვრებელი სახლი მდებარე ზ----------ში, თ----- მ----- ქუჩა N3- ს/კ 3----------- და 11.11%-ანი წილი შპს ,,ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია ა-----ში“.

 

6.2. სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად მემკვიდრის მიერ სამკვიდრო მიღებულად ითვლება, როდესაც იგი სანოტარო ორგანოში შეიტანს განცხადებას სამკვიდროს მიღების შესახებ ან ფაქტობრივად შეუდგება სამკვიდროს ფლობას ან მართვას, რაც უდავოდ მოწმობს, რომ მან სამკვიდრო მიიღო.

 

ამავე კოდექსის 1424-ე მუხლის თანახმად სამკვიდრო მიღებულ უნდა იქნეს ექვსი თვის განმავლობაში სამკვიდროს გახსნის დღიდან.

 

სასამართლო მიუთითებს, რომ როგორც აღინიშნა თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება ცალმხრივი გარიგებაა, რომელიც გამოხატავს მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. სამკვიდროს მიღება შესაძლებელია ორი საშუალებით: მემკვიდრის მიერ სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით და სამკვიდროს ფაქტობრივი დაუფლებითა და მართვით. პირველ შემთხვევაში სამკვიდროს მიღება გამოიხატება მემკვიდრის ერთადერთი მოქმედებით - სანოტარო ორგანოში განცხადების შეტანით. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს (მაგალითად: მემკვიდრის ცხოვრებით მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; მამკვიდრებლის ნივთების თავისთან გადატანით; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; მამკვიდრებლის კუთვნილი ფასიანი ქაღალდებისა და საბანკო ბარათების დაუფლებით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით; სამკვიდრო ქონების გაქირავებით ან უკვე გაქირავებული ქონებიდან ქირის მიღებით და სხვა).

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მემკვიდრის მიერ სამკვიდროს ფაქტობრივი ფლობით მიღების ფაქტის დასადგენად, აუცილებელია მემკვიდრემ სარჩელში მიუთითოს იმ გარემოებების არსებობაზე, რომლებიც მოწმობენ მის მიერ სამკვიდროს დაუფლებას ან მართვას და წარმოადგინოს ამ გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები.

 

მოცემულ საქმეზე უდავო გარემოებადაა მიჩნეული, რომ ლ-----ა ღ-------სთან ერთად ზ----------ში, თ----- მ----- ქუჩა N3--ში ცხოვრობდა მისი შვილი ნ---- ღ------- და ლ-----ა ღ------ის გარდაცვალების შემდეგ მას არ შეუწყვეტია და იქვე გააგრძელა ცხოვრება. ფაქტობრივად დაეუფლა დედის დანაშთ სამკვიდრო ქონებას საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად. აღნიშული დასტურდება მხარეთა განმარტებებით, მოწმეების გ---–----- ჩ-------ის, ც------ ს---–--ის, ლ--–- შ------–--ის, დალი კაკურიძის ჩვენებებით.

 

6.3. სასამართლო ასევე იზიარებს მოსარჩელის მ-----ე ა------ის განმარტებას, რომ მას დედის სიცოცხლეშივე ერთი ოთახი ჰქონდა დაკავებული სადავო საცხოვრებელ სახლში სადაც განთავსებული ჰქონდა პირადი ნივთები. დედის გარდაცვალების შემდეგაც მან გააგრძელა აღნიშნული ფართის ფლობა. აღნიშნული კი დასტურდება მოწმეების გ---–----- ჩ-------ის, ც------ ს---–--ის, ლ--–- შ------–--ის, დალი კაკურიძის ჩვენებებით. რითაც დგინდება მ-----ე ა------ის მიერ დედის სამკვიდრო ქონების მიღება. მაშასადამე დგინდება, რომ ნ---- ღ------- და მ-----ე ა------ე ფაქტობრივად დაეუფლნენ დედის სამკვიდრო ქონებას, საცხოვრებელ სახლს. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1421-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად კი ეს ნიშნავს, რომ მათ მიიღეს ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონება.

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილისა და 103-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს და აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები სასამართლოს უნდა წარმოუდგინონ მხარეებმა.

 

თავისი სამართლებრივი ბუნებით სამკვიდროს მიღება გამოხატავს მემკვიდრის ნებას - გახდეს სამკვიდრო ქონების მესაკუთრე. ქონების ფაქტობრივი ფლობა და მართვა კი შეიძლება სხვადასხვა გზით განხორცილდეს, როგორიცაა მემკვიდრის ცხოვრება მამკვიდრებლის საცხოვრებელ სახლში; სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობით; სამკვიდროს გახსნის შემდეგ სამკვიდრო ქონებაზე გადასახადების გადახდით და სხვა. სამკვიდრო მიღებულად ჩაითვლება იმ შემთხვევაშიც, როდესაც მემკვიდრე არ ფლობს მამკვიდრებლის ნივთებს, მაგრამ მისი მოქმედებიდან დასტურება, რომ სამკვიდროს თავისად მიიჩნევს.

 

უდავო ფაქტობრივი გარემოებაა, რომ გ---- ტ------ე ცხოვრობდა გერმანიაში, დედის გარდაცვალების შემდეგ სამკვიდროს გახსნის მომენტისათვის იგი საქართველოში არ ჩამოსულა, მაგრამ სამკვიდრო ქონების ფაქტობრივ ფლობას და მართვას იგი ანხორციელებდა. სასამართლოს დადგენილად მიაჩნია, მხარეთა განმარტებით და მოწმეთა ჩვენებებით, რომ იგი ნ---- ღ-------ს უგზავნიდა ფულს გერმანიიდან, როგორც დედის მოვლა პატრონობისათვის, ასევე მისი გარდაცვალების შემდეგ სამკვიდრო ქონების, საცხოვრებელი სახლის სარემონტოდ და კეთილმოსაწყობად. ნ---- ღ------- ძმისგან გამოგზავნილი ფულით არემონტებდა სახლს, იხდიდა გადასახადებს. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ გ---- ტ------ეს აღნიშნული ქმედებით ანხორციელებდა სამკვიდრო ქონების მოვლა-პატრონობას, რომელსაც თავისად მიიჩნევდა. აღნიშნული ქმედებით გამოხატა ნება სამკვიდროს მიღების და იგი ფაქტობრივად დაეუფლა სამკვიდრო ქონებას.

 

გარდა ამისა გ---- ტ------ეს სახელზე გაცემული სამკვიდრო მოწმობით დგინდება, რომ დედის ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონების მისაღებად გ---- ტ------ეს სახელით ნ-----------ს განცხადება წარუდგინა თვით მოსარჩელე ნ---- ღ-------მ საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1424-ე მუხლით დადგენილ ვადაში, კერძოდ 2013 წლის 20 აგვისტოს რეგისტრაციის N1--------. აღნიშნულით კი დასტურდება გ---- ტ------ეს მიერ სამკვიდროს მიღება კანონით დადგენილი წესით.

 

სამოქალაქო კოდექსის 1433-ე მუხლის თანახმად მიღებული სამკვიდრო მემკვიდრის საკუთრებად ითვლება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან. შესაბამისად ლ-----ა ღ------ის სამკვიდრო ქონება მემკვიდრეობის გახსნის დღიდან წარმოადგენს როგორც მოსარჩელეთა, ასევე მოპასუხის საკუთრებას.

 

6.5. სამოქალაქო კოდექსის 1447-ე მუხლის თანახმად მემკვიდრეს, რომელიც ფაქტობრივად შეუდგა სამკვიდროს ფლობას ან მართვას, სამკვიდროს მისაღებად დადგენილი დროის განმავლობაში შეუძლია უარი თქვას სამკვიდროს მიღებაზე, რის შესახებაც განცხადებით უნდა მიმართოს სანოტარო ორგანოს.

 

,,ნოტარიატის შესახებ” საქართველოს კანონის პირველი მუხლის პირველი ნაწილით ,,ნოტარიატი არის საჯარო სამართლებრივი ინსტიტუტი, რომლის ამოცანაა სახელმწიფოს მიერ დადგენილ ფარგლებში პირებს შორის სამართლებრივი ურთიერთობებისა და იურიდიული ფაქტების დადასტურება”.

 

ამავე კანონის 38-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სხვა მოქმედებებთან ერთად ნ-----------ი ასრულებს შემდეგ სანოტარო მოქმედებებს: კანონით დადგენილ შემთხვევებში ან მხარეთა შეთანხმებით ადასტურებს გარიგებებს; გასცემს საკუთრების უფლების მოწმობას; გასცემს მემკვიდრეობის უფლების მოწმობას; იღებს ზომებს სამემკვიდრეო ქონების დასაცავად; ამოწმებს დოკუმენტზე ხელმოწერის ნამდვილობას და სხვა.

 

დადგენილია, რომ 2013 წლის 18 აგვისტოს ელექტრონული კომუნიკაციის საშუალებით ნ----------- ნ---- ფ-----ეს დაუკავშირდა მოსარჩელე მ-----ე ა------ე და ნ-----------ს მიაწოდა განცხადება მასთან დაკავშირებით, რომ უარს ამბობდა დედის ლ-----ა ღ------ის ყოველგვარი სამკვიდრო ქონებიდან მისი წილის მიღებაზე მათი ძმის გ---- ტ------ეს სასარგებლოდ. ნ-----------მა დაამოწმა განცხადება რეგისტრაციის N1--------, ასევე 2013 წლის 20 აგვისტოს ნ----------- ნ---- ფ-----ეს მიმართა მოსარჩელე ნ---- ღ-------მ და როგორც პირველი რიგის მემკვიდრემ უარი განაცხადა დედის ყოველგვარი სამკვიდრო ქონებიდან მისი წილის მიღებაზე მათი ძმის გ---- ტ------ეს სასარგებლოდ. აღნიშნული განცხადებაც დამოწმებულია ნ-----------ის მიერ, რეგისტრაციის N1--------.

 

6.6. საქართველოს სკ-ის 50-ე მუხლის თანახმად, გარიგება არის ცალმხრივი, ორმხრივი ან მრავალმხრივი ნების გამოვლენა, რომელიც მიმართულია სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ.

 

ამავე კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესს და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლო ვერ გაიზიარებს მოსარჩელეთა მოთხოვნას სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის სანოტარო აქტების ბათილად ცნობის თაობაზე, ვინაიდან სადავო აქტებით სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის არც ერთი პირობა დარღვეული არ არის, რადგან მოცემულ შემთხვევაში დადგენილია, რომ მხარეს ნ-----------ის მიერ განემარტა სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმის განცხადების შინაარსი და შედეგები, საქმის მასალებით არ დგინდება, რომ სადავო განცხადებებზე ხელის მოწერის დროს მოსარჩელეები შეცდნენ ან ნ-----------მა ისინი მოატყუა. ვინაიდან სადავო განცხადებები არ არღვევს საჯარო წესრიგს, კანონით დადგენილ აკრძალვებს და არ ეწინააღმდეგება ზნეობის ნორმებს.

 

სასამართლოს დაუსაბუთებლად მიაჩნია მოსარჩელე მხარის მტკიცება იმასთან დაკავშირებით, რომ მათ 2013 წლის 18 აგვისტოს და 20 აგვისტოს განცხადებებით უარი თქვეს, არა მთლიან სამკვიდრო ქონებაზე, არამედ, მხოლოდ, ტელეკომპანიის წილზე განაცხადეს უარი და ნ-----------მა ისინი შეცდომაში შეიყვანა, მოტყუვდნენ. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეებმა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე და 105-ე მუხლების საფუძველზე, სადავო გარემოების დამადასტურებელი უტყუარი, საწინააღმდეგო მტკიცებულება წარმოდგენილი ვერ იქნა. შესაბამისად, სხვა მტკიცებულებების გარეშე მხოლოდ მოსარჩელეთა განმარტებას სასამართლო ვერ გაიზიარებს, ვინაიდან უშუალოდ არიან დაინტერესებული საქმის შედეგით.

 

6.7. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ,,თანხმობის” ბათილად ცნობის თაობაზე ამყარებს საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლზე, რადგან მათი მოსაზრებით, თანხმობის შესახებ გარიგება მოტყუებით დადებულ გარიგებას წარმოადგენს. ნოტარისმა მოატყუა ისინი, არ განუმარტა თანხმობის იურიდიული შედეგები და შეცდომაში შეიყვანა. აღნიშნული მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ პირი გარიგების დადების მიზნით მოატყუეს, იგი უფლებამოსილია მოითხოვოს ამ გარიგების ბათილობა. ეს ხდება მაშინ, როცა აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 81-ე მუხლის თანახმად, მოტყუება წარმოადგენს გარიგების ბათილად ცნობის საფუძველს მაშინ, როდესაც აშკარაა, რომ მოტყუების გარეშე გარიგება არ დაიდებოდა. მოტყუების დროს არსებობს ნების გამოვლენის ნაკლი. მოტყუება გულისხმობს ცდომილებაში განზრახ შეყვანას. მოტყუების დროს პირს შექმნილი უნდა ჰქონდეს ისეთი ობიექტური ვითარება, რომელიც ყველა ნორმალურ მოაზროვნე ადამიანში არანამდვილი ნების გამოვლენას გამოიწვევდა. (საქართველოს უზენაესი სასამართლოს 20.01.2016 წ. გადაწყვეტილება საქმეზე №ას-1117-1051-2015).

 

სასამართლო თვლის, რომ მოცემულ შემთხვევაში არ იკვეთება მოპასუხე ნ-----------ის მხრიდან მოტყუების, ცდომილებაში განზრახ შეყვანის ფაქტი, რამაც მოსარჩელის არანამდვილი ნების გამოვლენა გამოიწვია და რომ მოტყუების გარეშე მოპასუხე გ---- ტ------ე ვერ მიიღებდა სამკვიდრო ქონებას. აღნიშნულის დამადასტურებელი მტკიცებულებები მოსარჩელეთა მიერ წარმოდგენილი ვერ იქნა.

 

აღნიშნული ნორმით არასწორად ინფორმირებული მხარისათვის რეალურად არსებული გარემოება ცნობილი უნდა გახდეს გარიგების დადების შემდეგ, რაც მოცემულ შემთხვევაში არ დასტურდება. ყოველგვარ დასაბუთებასაა მოკლებული, რომ მხარემ არ იცოდა, მათ მიერ გაცემული თანხმობების არსი და ნ-----------მა ისინი მოატყუა. წარმოდგენილი თანხმობის სანოტარო აქტებით და აუდიო ჩანაწერით დგინდება, რომ ნ-----------ის მიერ მოსარჩელეებს განემარტათ ის შედეგები რაც მოყვებოდა აღნიშნული „თანხმობების“ სანოტარო წესით რეგისტრაციას. დადგენილია და სადავო არ არის, რომ მოპასუხე გ---- ტ------ე 1999 წლიდან არის წასული გერმანიაში საცხოვრებლად და სამუშაოდ, მხოლოდ ერთხელ, 2009 წელში იყო ჩამოსული საქართველოში და შესაბამისად იგი გავლენას ვერ მოახდენდა აღნიშნული “თანხმობების“ რეგისტრაციაზე, მითუმეტეს, რომ გ---- ტ------ეს სახელზე სამკვიდრო მოწმობის გაცემასთან დაკავშირებით მისი სახელით თვით მოსარჩელე ნ---- ღ------- მოქმედებდა.

 

საქართველოს სსკ-ის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად: ,,თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებს და შესაგებელს”, ანუ მოცემული ნორმა შეიცავს მხარეთა შორის მტკიცების ტვირთის განაწილების ზოგად წესს. მოსარჩელემ უნდა დაამტკიცოს გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას, ხოლო მოპასუხემ- გარემოებები, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის შესაგებელს. მოსარჩელე მხარემ ვერ შეძლო სასამართლო სხდომაზე წარმოედგინა მის მიერ მითითებული გარემოებების დამადასტურებელი მტკიცებულებები. ამდენად არ არსებობს ,,თანხმობების“ დამადასტურებელი სანოტარო აქტების ბათილად ცნობის საფუძველი.

 

6.8. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 143--ე მუხლის თანახმად მემკვიდრეს შეუძლია უარი თქვას სამკვიდრო მიღებაზე სამი თვის განმავლობაში იმ დღიდან, როცა მან შეიტყო ან უნდა შეეტყო თავისი მოწვევის შესახებ სამკვიდროს მისაღებად. საპატიო მიზეზის არსებობისას ეს ვადა შეიძლება გააგრძელოს სასამართლომ, მაგრამ არა უმეტეს ორი თვისა.

განსახილველ შემთხვევაში დადგენილია, რომ სამკვიდრო გაიხსნა 2013 წლის 21 თებერვალს. მოსარჩელეებმა ნ---- ღ-------მ და მ-----ე ა------ემ კი გამოხატეს ნება და სამკვიდროს მიღებაზე უარი განაცხადეს 2013 წლის 18 აგვისტოს და 20 აგვისტოს, რაც დამოწმებული იქნა ნ-----------ის მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, სახეზეა მოსარჩელეთა მიერ სანოტარო წესით გამოვლენილი ნება - სამკვიდროზე უარის თქმა, ძმის გ---- ტ------ეს სასარგებლოდ. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 52-ე მუხლის შესაბამისად, ნების გამოვლენის განმარტებისას ნება უნდა დადგინდეს გონივრული განსჯის შედეგად, და არა მარტოოდენ გამოთქმის სიტყვასიტყვითი აზრიდან. მითითებული ნორმის მიზანია, დავის შემთხვევაში გაირკვეს, რა განზრახვა ჰქონდა პირს გარიგების დადებისას და როგორ უნდა იქნეს გაგებული გარიგების შინაარსი.

 

სასამრთლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ გამოვლენილი ნება დედის ლ-----ა ღ------ის ყოველგვარი სამკვიდრო ქონებიდან თავიანთი წილის მიღებაზე უარის თქმის შესახებ არის ნამდვილი და მასში ეჭვის შეტანის საფუძველი არ არსებობს. ამასთან სასამართლო ითვალისწინებს, რომ მოსარჩელეთა მიერ სამკვიდრო ქონების წილის მიღებაზე უარი გაცხადდა სამკვიდროს მიღების 6 თვიან ვადაში, მაგრამ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმისათვის კანონით გათვალისწინებული 3 თვიანი ვადის გასვლის შემდგომ, ასევე ადგილი არ ჰქონია ამ ვადის გაგრძელებას სასამართლოს მიერ.

 

მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოსარჩელეებს ნ---- ღ-------ს და მ-----ე ა------ეს სამკვიდროს მიღებაზე უარი არ განუცხადებია კანონით დადგენილ ვადაში, განცხადებაში გამოვლენილი ნება განმარტებულ უნდა იქნეს არა როგორც მათ მიერ სამკვიდროს მიღებაზე უარის თქმა, არამედ, როგორც მათ მიერ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადმოსული ქონების (სამკვიდრო მასიდან მათი წილის) განკარგვა (ჩუქება) - უნაცვალგებოდ, უსასყიდლოდ გადაცემად თავისი ძმის სასარგებლოდ.

 

6.9. სამოქალაქო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, გარიგება მხოლოდ იმ შემთხვევაში არ არსებობს, თუ არც გარეგნული გამოხატვიდან და არც სხვა გარემოებებიდან არ შეიძლება ზუსტად დადგინდეს გარიგების შინაარსი.

 

მოცემულ შემთხვევაში, შინაარსობრივად ნ---- ღ------ის და მ-----ე ა------ის მიერ სამკვიდროზე უარის თქმა ძმის სასარგებლოდ, შეიძლება განმარტებულ იქნეს, როგორც ჩუქების ხელშეკრულება, რადგან მოსარჩელეებმა გამოავლინეს ნება უნაცვალგებოდ გადასცენ თავიანთი კუთვნილი ქონება ძმას. ამასთან, სახეზეა წერილობითი ფორმის დაცვა, ქონების უსასყიდლოდ გადაცემა, სამკვიდროს მიღებაზე განცხადების წარდგენით მოპასუხე გ---- ტ------ემ თანხმობა განაცხადა მთლიანი სამკვიდრო ქონების მიღებაზე და მიიღო იგი, მასზე გაიცა სამკვიდრო მოწმობა.

 

სამოქალაქო კოდექსის 524-ე მუხლის თანახმად, ჩუქების ხელშეკრულებით, მჩუქებელი უსასყიდლოდ გადასცემს დასაჩუქრებულს ქონებას საკუთრებად მისი თანხმობით.

 

ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიიჩნია, რომ მოსარჩელეთა მიერ 2013 წლის 18 აგვისტოს და 20 აგვისტოს სანოტარო ბიუროში შეტანილი განცხადებები, რომლითაც თითქოსდა, მათ უარი განაცხადეს თავისი დედის ლ-----ა თავთაძის ყოველგვარ სამკვიდრო ქონებაზე ძმის გ---- ტ------ეს სასარგებლოდ, წარმოადგენს არა სამკვიდროს მიღებაზე უარს ძმის სასარგებლოდ, არამედ მათ მიერ უკვე მიღებული და საკუთრებაში გადმოსული ქონების თავიანთი წილის განკარგვას - უსასყიდლოდ გადაცემას თავის ძმისადმი. აღნიშნულის საფუძველზე სადავო ქონება კანონიერად წარმოადგენს გ---- ტ------ეს საკუთრებას. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ სადავო სამკვიდრო ქონებაზე კანონიერადაა გაცემული სამკვიდრო მოწმობა და არ არსებობს სარჩელის დაკმაყოფილების საფუძველი. (იხ. უზენაესი სასამართლოს გადაწყვეტილება № ას-1050-990-2015).

 

7. საპროცესო ხარჯები

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.

 

მოცემულ შემთხვევაში ვინაიდან სარჩელი არ უნდა დაკმაყოფილდეს, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

 

8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები

ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა გაუქმდეს.

 

სარეზოლუციო ნაწილი

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-244-ე, 249-ე, 257-ე, 369-ე მუხლებით და

 

გადაწყვიტა:

 

1. მოსარჩელეების ნ---- ღ------ის, მ-----ე ა------ის სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;

2.მოსარჩელეთა მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში.

3. გაუქმდეს ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - შპს ტელერადიო კორპორაცია ინფორმკავშირი ტელევიზია ,,ა-----ში'' (ს/კ 2--------, იურიდიული მისამართი ზ----------ი, ზაპოროჟიეს ქუჩა N1-ში) .მოპასუხე გ---- ტ------ეს (პ/ნ 1----------) (ღ-------) კუთვნილ 11.11 % -ან წილზე ყადაღა.

 

3.1 გაუქმდეს ზ----------ის რაიონული სასამართლოს 2019 წლის 24 იანვრის განჩინებით გამოყენებული სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება - მოპასუხე გ---- ტ------ეს (ღ-------ს) პ/ნ 1---------- მიმართ 2014 წლის 24 მარტს შედგენილი სამკვიდრო მოწმობის (სანოტარო რეგისტრაციის ნომერი N1--------) გამოყენების და მის საფუძველზე ქ. ზ----------ში, თ----- მ----- ქუჩა N3--ში მდებარე საცხოვრებელი სახლის ს/კ 3----------- მის სახელზე რეგისტრაციის აკრძალვა.

 

4. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს ქუთაისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-5 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით ზ----------ის რაიონული სასამართლოს მეშვეობით.

 

5. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ზ----------ის რაიონული სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: ელენე ოსაძე