გადაწყვეტილება

სამოქალაქო 07.11.2019
საქმის ნომერი
330210019002926877
კატეგორია
დავის ტიპი
მამობის დადგენის შესახებ
თარიღი
07.11.2019

გამოყენებული ნორმები

გადაწყვეტილების ტექსტი

საქმე № 2/7261-19

გადაწყვეტილება

საქართველოს სახელით

07 ნოემბერი, 2019 წელი ქ. თ---–--ი

შესავალი ნაწილი

თ---–--ის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია

მოსამართლე დალი აბჟანდაძე

სხდომის მდივანი თამარ ჯაგაშვილი

მოსარჩელე - შ------------–---

წარმომადგენლები - თ----------------------

მოპასუხე - ს--------------

წარმომადგენელი - მ-------------–---

დავის საგანი - მამობის დადგენა;

აღწერილობითი ნაწილი:

1. სასარჩელო მოთხოვნა

 

1.1. ს--------------ს (პ/ნ 0----------, დაბ. 12.0--1---–-), შ------------–---ის (პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.03.1---–-), მიმართ მამობის დადგენა და ცვლილების შეტანა 1----–-–-- 1- მარტს დაბადებული შ------------–---ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (№ 3-).

 

სარჩელის საფუძვლები:

 

ს-------------- ფაქტობრივ ქორწინებაში იმყოფებოდა მოსარჩელის დედასთან - პ---------------–---თან. ისინი ცხოვრობდნენ მ-------–-ს რაიონის სოფელ ხ---–ში. 1----–-–-- 1- მარტს შეეძინათ შვილი - შ------------–---ი. პ---------------–---ი ვერ გაჩერდა სამეგრელოში და შვილთან ერთად დაბრუნდა ბ------------–ი. ვინაიდან შ------------–---ის მშობლები არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში დედამ ბავშვი დაარეგისტრირა თავის გვარზე. პ---------------–---ი 1957 წელს დაქორწინდა ვ-----------–---------ზე და მიიღო მეუღლის გვარი. შ------------–---ს მამის გრაფაში მითითებული აქვს პ---------------–---ის მამის სახელი - ,,გ--------“.

 

პ---------–---------ი გარდაიცვალა 1----–--–-. შ------------–---ს მამასთან ურთიერთობა ჰქონდა ბავშვობიდან და ხშირად იმყოფებოდა მამასთან, ურთიერთობა ჰქონდა ძმებთან და დასთან, რომლებიც სხვა ქორწინებიდან ჰყავდა ს--------------ს.

2013 წელს მამამ და შვილმა გადაწყვიტეს ცვლილებები მოეხდინათ შ------------–---ის დაბადების სააქტო ჩანაწერში, კერძოდ იმისათვის, რომ შ------------–---ს ეტარებინა ბიოლოგიური მამის გვარი, რაც ს--------------მ დაადასტურა 2013 წელს გაფორმებული ნოტარულად დამოწმებული განცხადებით.

 

2. მოპასუხის პოზიცია

 

2.1. მოპასუხემ სარჩელი არ ცნო. მისი განმარტებით, ის შვილივით პატივს სცემდა შ------------–---ს, მრავალი წელია იცნობს და ურთიერთობს მასთან, სწორედ ამ პატივისცემის გამო მომზადდა 2013 წლის ნოტარულად დამოწმებული განცხადება, რომ მოსარჩელე შვილის სტატუსს გათანაბრებოდა, თუმცა მოგვიანებით განვითარებულმა მოვლენებმა ცხადყო, რომ სურვილში ცდებოდა, რადგან შ------------–---ის და მისი ოჯახის მხრიდან დაიწყო სასამართლო დავა მისი მეუღლის ზოია ბ-----ს მიმართ ქონებრივი ინტერესის გამო, რის მაგალითსაც წარმოადგენს 2016 წელს გაფორმებული შ------------–---ის შვილის - გ--------------–---ის სასარგებლოდ მის კუთვნილ ბინაზე გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშკრულება, რომლის გაფორმება მოხდა დაჩქარებულად ამ ბინაზე არსებული დავის დასრულებიდან რამდენიმე დღეში. გ--------------–---ს აღებული ვალდებულებები არ შეუსრულებია. სასამართლოს დაუსწრებელი გადაწყვეტილებით დაკმაყოფილდა მოთხოვნა და გაუქმებული იქნა მოსარჩელის შვილთან გ--------------–---თან გაფორმებული სამისდღეშიო რჩენის ხელშკრულება, რომელიც არ არის კანონიერ ძალაში შესული.

 

3. ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.1.1. ს-------------- და პ---------------–---ი იმყოფებოდნენ არარეგისტრირებულ ქორწინებაში.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- მხარეთა ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, სხდომის ოქმი).

- 2----–-–----------------–ს ნოტარიუსს - რ----------------------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ს--------------ს განცხადება (იხ. ს.ფ.20-22).

 

3.1.2. შ------------–---ი დაიბადა 1----–-–-- 1- მარტს, დაბადების ადგილი - საქართველო, ნ----–------. დაბადების მოწმობაში მამის გრაფაში მითითებულია სახელი - ,,გ-------“, დედის გრაფაში მითითებულია - პ---------–---------, ხოლო აქტის ჩანაწერის ნომერი - 3-;

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- დაბადების მოწმობა, (ს.ფ.16).

 

3.1.3. საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 201- წლის 11 დეკემბრის, შ------------–---ის დაბადების აქტის ჩანაწერში მონაცემების ცვლილებისა და შესწორების შესახებ გადაწყვეტილებით (#0-----------), განმცახდებლის მოთხოვნა დაკმაყოფილდა და შესწორდა შ------------–---ის დაბადების აქტის ჩანაწერში დედის სახელი - ,,ბ--------“ მონაცემზე - ,,პ-------ნ“ და დედის გვარი - ,,კ-----–---“ შეიცვალა მონაცემზე - ,,წ---------“.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

-საქართველოს იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს თ---–--ის სამოქალაქო რეესტრის სამსახურის 201- წლის 11 დეკემბრის გადაწყვეტილება (იხ. ს.ფ.1--19).

 

3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები

 

3.2.1. 2----–-–----------------–ს ნოტარიუსს - რ----------------------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული იქნა ს--------------ს განცხადება, სადაც ს-------------- აცხადებს, რომ მან 1----–--–- ფაქტობრივად იქორწინა პ---------------–---თან, ხოლო 1----–-–-- 1- მარტს შეეძინა ვაჟიშვილი - შ------------–---ი. პ---------------–---ი დაბრუნდა თავის მშობლებთან ბ------------–ი და რადგან არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მან დაარეგისტრირა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი ბოგდანოვკის მმაჩის განყოფილებაში თავისი ქალიშვილობის გვარზე - კ-----–---ზე. მას მამაშვილური ურთიერთობა არ გაუწყვეტია შვილან - შ------------–---თან. ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ მიენიჭოს შ------------–---ს თავისი კანონიერი გვარი - ,,ბ-----“. დარწმუნებით იცის რომ არის მისი შვილი და სურს ატაროს მისი გვარი - ,,ბ-----“. ასევე თანახმაა მოხდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია და დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს სათანადო ცვლილებები, კერძოდ მამის გრაფაში მამად მიეთითოს - ,,საფარი ბერია გ------ის ძე“ და ამასთან მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული რეგისტრაციის შედეგად შ------------–---ი ხდება მისი კანონიერი მემკვიდრე, რაზედაც აცხადებს თანხმობას.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- 2----–-–----------------–ს ნოტარიუსს - რ----------------------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ს--------------ს განცხადება (იხ. ს.ფ.20-22).

- მხარეების ახსნა-განმარტება (იხ. სარჩელი, შესაგებელი, სხდომის ოქმი);

 

3.2.2. ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1-----------ს # 5--------- ექსპერტიზის დასკვნის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ს-------------- (პ/ნ0----------) და შ------------–---ი (პ/ნ3----------) წარმოადგენენ ბიოლოგიურ მამა-შვილს.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1-----------ს # 5--------- ექსპერტიზის დასკვნა (იხ.ს.ფ.64-72).

 

3.2.3. 2016 წლის 01 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–--ი, ქ---------------ი, გ------–--–----, კორპ.1 ბ------, ს/კ 0--1--09.0---008.0--0-- საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია ს--------------ს სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 01 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ს.ფ.39).

 

3.2.4. 2016 წლის 01 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერის მიხედვით, უძრავ ქონებაზე მდებარე: ქ. თ---–--ი, ქ---------------ი, გ------–--–----, კორპ.1 ბ------, ს/კ 0--1--0--0---0---0--0--, უძრავი ნივთის გადაცემით სამისდღეშიო რჩენის ხელშეკრულების (0--04.2---–.) საფუძველზე საკუთრების უფლებით რეგისტრირებულია გ--------------–---ის სახელზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- 2016 წლის 01 აპრილის საჯარო რეესტრიდან ამონაწერი (იხ.ს.ფ.40).

 

3.2.5. თბილსის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის, სარჩელის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ საოქმო განჩინებით, მოსარჩელე მხარის - შ------------–---ის წარმომდგენლის თ---------------------ის შუამდგომლობა მოპასუხე ს--------------ს მიმართ სარჩელის გამოხმობის შესახებ დაკმაყოფილდა და შ------------–---ის სარჩელი ს--------------ს მიმართ გვარის მინიჭების ნაწილში დარჩა განუხილველი.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

 

- თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 25 სექტემბრის, სარჩელის ნაწილობრივ განუხილველად დატოვების შესახებ საოქმო განჩინება (იხ.ს.ფ.90-92).

 

3.2.1. სასამართლო დადგენილად მიიჩნევს ფაქტობრივ გარემოებას იმასთან დაკავშირებით, რომ ს-------------- (პ/ნ 0----------, დაბ. 1--0--1---–-) არის შ------------–---ის (პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.0--1---–-) მამა.

 

აღნიშნულის შეფასების საფუძველს სასამართლოს აძლევს საქმეზე დადგენილი შემდეგი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზი:

 

საქმეში წარმოდგენილი იქნა 2----–-–----------------–ს ნოტარიუსს - რ----------------------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული მოპასუხე ს--------------ს განცხადება, სადაც ს-------------- განმარტავს, რომ 1----–--–- ფაქტობრივად იქორწინა პ---------------–---თან, ხოლო 1----–-–-- 1- მარტს შეეძინა ვაჟიშვილი - შ------------–---ი, რომლის დაბადების მომენტისათვის მხარეებს შორის ფაქტობრივი ქორწინება შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცაკლე ცხოვრობდნენ. მათ, ერთობლივი განცხადებით შვილის წარმოშობის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ.

ს--------------ს მითითებით რადგან არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, პ---------------–---მა დაარეგისტრირა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი ბოგდანოვკის მმაჩის განყოფილებაში თავისი ქალიშვილობის გვარზე - კ-----–---ზე. მას მამაშვილური ურთიერთობა არ გაუწყვეტია შვილან - შ------------–---თან. აღსანიშნავია ის გარემოება, რომ საქმის მასალებში არ არის წარმოდგენილი არანაირი დოკუმენტი, რაც აღნიშნული სანოტარო აქტის ნამდვილობას ეჭვქვეშ დააყენებდა.

 

ამასთან, თ---–--ის საქალაქო სასამართლოს 2019 წლის 17 ივნისის საოქმო განჩინებით, დაკმაყოფილდა მოსარჩელე მხარის შუამდგომლობა მამობის დადგენის მიზნით ექსპერტიზის დასკვნის წარმოდგენასთან დაკავშირებით ვადის განსაზღვრის თაობაზე.

2019 წლის 24 სექტემბერს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში მოსარჩელე მხარის მიერ წარმოდგენილი იქნა ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1-----------ს # 5--------- ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე დადგინდა, რომ ს-------------- (პ/ნ0----------) და შ------------–---ი (პ/ნ3----------) წარმოადგენენ ბიოლოგიურ მამა-შვილს.

 

მოპასუხეს საწინააღმდეგო გარემოების დამადასტურებელი მტკიცებულება სასამართლოსათვის არ წარმოუდგენია, სასამართლო დადგენილად მიიჩნევს მოსარჩელე მხარის პოზიციას, შ------------–---ის მამად მოპასუხის მამად აღიარების თაობაზე.

 

სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:

- ლევან სამხარაულის სახელობის სასამართლო ექსპერტიზის ეროვნული ბიუროს 2019 წლის 1-----------ს ექსპერტიზის დასკვნა (ს.ფ 64-72).

- 2----–-–----------------–ს ნოტარიუსს - რ----------------------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ს--------------ს განცხადება (იხ. ს.ფ.20-22).

 

საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის შესაბამისად, სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრობითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნასა და შესაგებელს. ამ გარემოების დამტკიცება შეიძლება თვით მხარეთა ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით. საქმის გარემოებანი, რომლებიც კანონის თანახმად, უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით. სსსკ-ის 103-ე მუხლის თანახმად კი, მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის თანახმად, სასამართლოსათვის არავითარ მტკიცებულებას არა აქვს წინასწარ დადგენილი ძალა. სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ. მოსაზრებები, რომლებიც საფუძვლად უდევს სასამართლოს შინაგან რწმენას,უნდა აისახოს გადაწყვეტილებაში.

 

სამოტივაციო ნაწილი:

 

4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა

 

დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის საფუძველზე სასამართლო მივიდა დასკვნამდე, რომ ვინაიდან საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 169-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, სასამართლომ დადასტურებულად მიიჩნია მოსარჩელე მხარის პოზიცია, შ------------–---ის მამად მოპასუხე ს--------------ს დადგენის თაობაზე, სასარჩელო მოთხოვნა მამობის დადგენის თაობაზე უნდა დაკმაყოფილდეს.

 

5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი; ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმის პირველი მუხლი;

 

6. სამართლებრივი შეფასება

 

6.1 სასარჩელო მოთხოვნას წარმოადგენს მოსარჩელე შ------------–---ის მამად მოპასუხე ს--------------ს აღიარება. მოცემული მოთხოვნის სამართლებრივი საფუძველია სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლი.

 

საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 1190-ე მუხლის თანახმად, 1. ერთმანეთთან დაუქორწინებელი მშობლებისგან შვილის წარმოშობა დგინდება მშობელთა ერთობლივი განცხადებით და ბავშვის დაბადების დამადასტურებელი დოკუმენტით. 2. მშობელთა ერთობლივი განცხადების არარსებობის ან მისი წარდგენის შეუძლებლობის შემთხვევაში ბავშვის მამობა შეიძლება დადგინდეს სასამართლო წესით ერთ-ერთი მშობლის, ბავშვის მეურვის (მზრუნველის) ან იმ პირის განცხადების საფუძველზე, რომლის კმაყოფაზედაც იმყოფება ბავშვი, აგრეთვე თვით ბავშვის განცხადებით მის მიერ სრულწლოვანების მიღწევის შემდეგ. 3. ბავშვის მამობის დადგენის საკითხს სასამართლო წყვეტს ბიოლოგიური (გენეტიკური) ან ანთროპოლოგიური გამოკვლევის შედეგების (მტკიცებულებების) შესაბამისად, რომელიც შეეხება ბავშვის მამობის განსაზღვრის საკითხს. ამავე მუხლის მე-9 ნაწილის თანახმად, ამ მუხლით გათვალისწინებული წესით ბავშვის მამობის დადგენისას მშობლებისა და მათი ნათესავების მიმართ ბავშვებს აქვთ ისეთივე უფლებები და მოვალეობები, როგორიც ერთმანეთთან დაქორწინებული მშობლებისგან წარმოშობილ შვილებს.

 

დადგენილია, რომ პ---------------–---ი და ს-------------- იმყოფებოდნენ ფაქტობრივ ქორწინებაში 1949 წლიდან. 1----–-–-- 1- მარტს მხარეებს შეეძინათ შვილი - შ------------–---ი, რომლის დაბადების მომენტისათვის მხარეებს შორის ფაქტობრივი ქორწინება შეწყვეტილი იყო და ისინი ცალ-ცაკლე ცხოვრობდნენ. მათ, ერთობლივი განცხადებით შვილის წარმოშობის შესახებ შესაბამისი ორგანოსათვის არ მიუმართავთ. უდავო გარემოებაა, რომ მოსარჩელე შ------------–---ის დაბადების მოწმობაში დედის გრაფაში მითითებულია პ---------–--------- (გვარის - ,,კ-----–---ის“ შეცვლა მოხდა მეორე ქორწინებით, იხ. თ---–--ის სამოქალაქო რეესტრის 11.1--201-წ. გადაწყვეტილება, ს.ფ.1--19), ხოლო მამის გრაფაში სახელი - ,,გ-------“, მამის გვარი დაფიქსირებული არ არის.

 

‘’ადამიანის უფლებათა ევროპული კონვენციის’’ მე-8 მუხლის თანახმად, ყველას აქვს უფლება, პატივი სცენ მის პირად და ოჯახურ ცხოვრებას, მის საცხოვრებელსა და მიმოწერას. მაშასადამე, პირს აქვს იმის უფლება, მოახდინოს იდენტიფიკაცია და მიიღოს შესაბამისი ინფორმაცია მისი პიროვნების, მათ შორის, ბიოლოგიური მშობლების შესახებ.

 

მოცემულ შემთხვევაში, საქმეში არსებული მასალებით, კერძოდ 2----–-–----------------–ს ნოტარიუსს - რ----------------------ის მიერ სანოტარო წესით დამოწმებული ს--------------ს განცხადებით, ს-------------- აცხადებს, რომ მან 1----–--–- ფაქტობრივად იქორწინა პ---------------–---თან, ხოლო 1----–-–-- 1- მარტს შეეძინა ვაჟიშვილი - შ------------–---ი. პ---------------–---ი დაბრუნდა თავის მშობლებთან ბ------------–ი და რადგან არ იმყოფებოდნენ რეგისტრირებულ ქორწინებაში, მან დაარეგისტრირა ბავშვის დაბადების სააქტო ჩანაწერი ბოგდანოვკის მმაჩის განყოფილებაში თავისი ქალიშვილობის გვარზე - კ-----–---ზე. მას მამაშვილური ურთიერთობა არ გაუწყვეტია შვილან - შ------------–---თან. ორივე მხარემ გადაწყვიტა, რომ მიენიჭოს შ------------–---ს თავისი კანონიერი გვარი - ,,ბ-----“. დარწმუნებით იცის რომ არის მისი შვილი და სურს ატაროს მისი გვარი - ,,ბ-----“. ასევე თანახმაა მოხდეს მამობის დადგენის რეგისტრაცია და დაბადების სააქტო ჩანაწერში შევიდეს სათანადო ცვლილებები, კერძოდ მამის გრაფაში მამად მიეთითოს - ,,ს-------------- გ------ის ძე“ და ამასთან მისთვის ცნობილია, რომ აღნიშნული რეგისტრაციის შედეგად შ------------–---ი ხდება მისი კანონიერი მემკვიდრე, რაზედაც აცხადებს თანხმობას.

 

იმ გარემოების დამადასტურებელი რაიმე მტკიცებულება, რომ სანოტარო ორგანოში მითითებული განცხადება არ გამოხატავდა ს--------------ს პოზიციას ან ძალდატანებით იქნა შესრულებული მოპასუხე მხარეს არ წარმოუდგენია, ამასთან აღნიშნულ გარემოებას ამყარებს საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულება, კერძოდ, ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნა, რომლის თანახმად, გენეტიკური კვლევის საფუძველზე დადგინა, რომ გენეტიკური კვლევის შედეგად და სტატისტიკური ანალიზის საფუძველზე, ს-------------- (პ/ნ0----------) და შ------------–---ი (პ/ნ3----------) წარმოადგენენ ბიოლოგიურ მამა-შვილს. მხარის მიერ არ ყოფილა წარმოდგენილი რაიმე სახის მტკიცებულება, რაც ეჭქვეშ დააყენებდა ან სადავოდ გახდიდა ექსპერტიზის დასკვნით დადგენილ გარემოებას.

 

ადამიანის უფლებათა ევროპულმა სასამართლომ 2002 წლის 7 თებერვლის გადაწყვეტილებაში საქმეზე N53176/99 Mikulic v. Croatia განმარტა (აბზაცი 54) „პირადი ცხოვრების პატივისცემა მოითხოვს, რომ ყველას ჰქონდეს შესაძლებლობა დაადინოს თავის იდენტიფიკაციის, როგორც ინდივიდუალური ადამიანის, დეტალები და რომ პირის მისაწვდომობა ასეთ ინფორმაციასთან მნიშვნელოვანია პირის როგორც პიროვნების ფორმირების არსიდან გამომდინარე“. იმავე გადაწყვეტილების 64–ე აბზაცში სასამართლომ აღნიშნა - „სასამართლოს აზრით, განმცხადებლის სიტუაციაში მყოფ პირებს აქვთ კონვენციით დაცული სასიცოცხლო ინტერესი, მიიღონ აუცილებელი ინფორმაცია მათი პიროვნული იდენტობის მნიშნელოვანი ასპექტის შესახებ სიმართლის დასადგენად“.

 

საქმეზე წარმოდგენილი უტყუარი მტკიცებულებით, კერძოდ ბიოლოგიური ექსპერტიზის დასკვნით, დადასტურებულია მოსარჩელე შ------------–---ის და მოპასუხე ს--------------ს ბიოლოგიური ნათესაური კავშირი (მამა-შვილი).

 

ამდენად, საქმეზე დადგენილი ფაქტობრივი გარემოებების სამართლებრივი ანალიზის შედეგად, სასამართლო მიიჩნევს, რომ შ------------–---ის სარჩელი, ს--------------ს მიმართ მამობის დადგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.

 

7. საპროცესო ხარჯები

 

7.1. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე მუხლის თანახმად, 1. პროცესის ხარჯებს შეადგენს სასამართლო ხარჯები და სასამართლოსგარეშე ხარჯები. სასამართლო ხარჯებს შეადგენს სახელმწიფო ბაჟი და საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯები. 2. საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯების გაანგარიშების წესი და მათი ოდენობა განისაზღვრება საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს გადაწყვეტილებით. 3. სასამართლოსგარეშე ხარჯებს წარმოადგენს ადვოკატისათვის გაწეული ხარჯები, დაკარგული ხელფასი (განაცდური), მტკიცებულებათა უზრუნველსაყოფად გაწეული ხარჯები, აგრეთვე მხარეთა სხვა აუცილებელი ხარჯები.

 

სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 44-ე მუხლის ,,ა“ პუნქტის თანახმად საქმის განხილვასთან დაკავშირებული ხარჯებია: მოწმეების, სპეციალისტებისა და ექსპერტებისათვის მისაცემი თანხები.

 

საქმის მასალებით დასტურდება, მოსარჩელე შ------------–---ის წარმომადგენლის თ---------------------ის მიერ სახელმწიფო ბაჟის 100 (ასი) ლარის და ექსპერტიზის ხარჯის - 1590 (ათას ხუთას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა (იხ.ს.ფ.83). შესაბამისად, მოპასუხე ს--------------ს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ ამ უკანასკნელის მიერ სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 (ასი) ლარის და ექსპერტიზის ჩატარებისათვის გაწეული ხარჯის - 1590 (ათას ხუთას ოთხმოცდაათი) ლარის გადახდა.

 

სარეზოლუციო ნაწილი

 

სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 37-ე 38-39-ე, 53-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 364-ე, 369-ე მუხლებით და

 

გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:

 

1. შ------------–---ის სარჩელი მოპასუხე ს--------------ს მიმართ მამობის დადგენის თაობაზე დაკმაყოფილდეს:

 

2. ს-------------- (პ/ნ 0----------, დაბადებული 1--0--1---–-) აღიარებული იქნას მოსარჩელე შ------------–---ის (პ/ნ 3----------, დაბადებული 1-.0--1---–-) მამად და სამოქალაქო აქტების რეგისტრაციის ორგანომ აღნიშნული გადაწყვეტილების შესაბამისად შეიტანოს ცვლილება 1----–-–-- 1- მარტს დაბადებული შ------------–---ის დაბადების სააქტო ჩანაწერში (№3-).

 

3. ს--------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს მოსარჩელე შ------------–---ის სასარგებლოდ, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი თანხის 100 (ასი) ლარის ანაზღაურება.

 

4. ს--------------ს (პ/ნ 0----------) დაეკისროს მოსარჩელე შ------------–---ის მიერ, ექსპერტიზის ხარჯის სახით გადახდილი თანხის 1590 (ათას ხუთას ოთხმოცდაათი) ლარის ანაზღაურება.

 

5. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თ---–--ის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-6 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თ---–--ის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.

 

6. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 3- დღისა, გამოცხადდეს თ---–--ის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 3--ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.

 

მოსამართლე: დალი აბჟანდაძე