გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010210116001594083
# 2-3552/2016
გადაწყვეტილება
საქართველოსსახელით
02 ივლისი, 2018 წელი ქ. ბათუმი
შესავალი ნაწილი
ბათუმის საქალაქოსასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - სალიხ შაინიძე
სხდომის მდივანი - ნათია გოგმაჩაძე
მოსარჩელე - შპს ,,პლ----------------ი"
წარმომადგენელი - ალ---------------------ე
მოპასუხე - თ---------------–---–ი
წარმომადგენელი - მა-–----------–--ე
მოპასუხე - შპს ,,დ---------- ბ------ი"
წარმომადგენელი - და---------------ე
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი:
1. სასარჩელო მოთხოვნა (დაზუსტებული): 1.1. დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ საექსპლუატაციო სერვისის საფასურის ანაზღაურება 4054,91 ლარის ოდენობით. 1.2. დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრება გადასახდელი თანხის - 4054,91 ლარის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 08 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის. მოსარჩელე თავის მოთხოვნას ასაბუთებს შემდეგ გარემობებზე მითითებით: - 2015 წლის 01 ივნისს, შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმდა #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 01 სექტემბრიდან (მე-10 მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,პ-–------------სი" მოპასუხეს უწევდა ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საექსპლუატაციო მომსახურებას, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღირებულება 1 კვ.მ ფართზე 4 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მოხმარებული წყლისა და ელ.ენერგიის საფასური. - 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, 2015 ლის 01 ნოემბრიდან საექსპლუატაციო სერვისს ახორციელებს და აწვდის მომსახურებას შპს ,,პლ----------------ი", შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმებული #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. - 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმდა მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება, რომლითაც შპს ,,პ-–------------სმა" შპს ,,პლ----------------ს" სრულად დაუთმო 2015 წლის 01 ნოემბრამდე გაწეული საექსპლუატაციო მომსახურებიდან გამომდინარე არსებული მოთხოვნები მოპასუხის მიმართ 2953,10 ლარის ოდენობით. - მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებს გადახდის ვალდებულებას და მისი დავალიანება 2016 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 4054,91 ლარს. - მოპასუხეს 2016 წლის 11 მაისს გაეგზავნა #99/16 წერილი მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ეცნობა მას, რომ 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,პ-–------------ს"-ის მიმართ არსებული დავალიანება უნდა გადაეხადა შპს ,,პლ----------------ი"-სათვის. დავალიანება ამ დროისათვის შეადგენდა 2303,07 ლარს, პირგასამტეხლო კი - 416,97 ლარს. - მოსარჩელის წარმომადგენელი განმარტავს, რომ თ---------------–---–ი ფართის მესაკუთრეა 2011 წლის 10 მაისიდან, ხოლო შპს ,,დ---------- ბ------ი" კი ფართის მოიჯარე. ზემოაღნიშნული სერვისი ადრეც არსებობდა, რაც სამმხრივი შეთანხმებით დასტურდება. სერვისის განხორციელება და მომსახურების მიწოდება დასტურდება მოპასუხის ნაწილობრივი გადახდებითაც, მოპასუხეებს რაიმე პრეტენზია მოსარჩელის მიერ ვალდებულებების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების თაობაზე არ წარმოდგენიათ. - მოსარჩელის წარმომადგენელი აღნიშნავს, რომ მოთხოვნის დათმობისათვის მოვალის თანხმობა არაა საჭირო, ეს არ არის ვალის გადაკისრება. მოპასუხე ღებულობდა მომსახურებას შპს ,,პ-–------------ს"-ისაგან, შემდეგში კი შპს ,,პლ----------------ი"-საგან. (იხ. სარჩელი, მოსარჩელის წარმომადგენლის ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში). 2. მოპასუხის პოზიცია: 2.1. მოპასუხეები - თ---------------–---–ი და შპს ,,დ---------- ბ------ი" შესაგებლებით სარჩელს არ ცნობენ, მიუთითებენ, რომ: 2.1.1. მოპასუხე თ---------------–---–ი მიუთითებს, რომ შპს ,,პ-–------------ს"-ი არაჯეროვნად და არაკეთილსინდისიერად ასრულებდა ხელშეკრულების პირობებს, ამის შესახებ მას ინფორმაციას აწვდიდა მისი ფართის მოიჯარე შპს ,,დ---------- ბ------ი", რომელიც იღებდა მომსახურებას, ამის საფუძველზე თ---------------–---–ს მიაჩნია, რომ მოსარჩელეს მის მიმართ მოთხოვნის უფლება არ წარმოშობია. დამატებით აღნიშნავს, რომ შპს ,,პ-–------------ს"-ის წინაღმდეგ, მის და სხვა მესაკუთრეების მიერ სარჩელია აღძრული ხელშეკრულების ბათილობაზე. 2.1.2. მოპასუხე შპს ,,დ---------- ბ------ი" ეთანხმება რა მოპასუხე თ---------------–---–ის პოზიას, აღნიშნავს, რომ იგი კეთილსინდისიერად ასრულებდა თავის ვალდებულებებს, როგორც მოსარგებლე. მოსარჩელე ვერ ასრულებდა ჯეროვნად თავის ვალდებულებებს, რის გამოც სერვისი გაუარესდა და ამით მას ადგებოდა ზიანი, სისტემატურად, შეფერხების გარეშე არ მიეწოდებოდა წყალი, დენი, ხშირად არ მუშაობდა ლიფტი, და ა.შ. 2.1.3. მოპასუხეების წარმომადგენლები დამატებით განმარტავენ, რომ შპს ,,პლ----------------"-თან მოპასუხეებს არ ჰქონიათ რაიმე შეთანხმება, შპს ,,პ-–------------სს" რომ ხელშეკრულებაში ჩაენაცვლა შპს ,,პლ----------------ი", ამისათვის აუცილებელი იყო მოპასუხეების თანხმობა, მოპასუხეებს ამაზე ნება არ გამოუვლენიათ. დღეისათვის შპს ,,პ-–------------სი" გაკოტრებულია და აღარ არსებობს. ის გარემოება, რომ შპს ,,პ-–------------სი" ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა. გარდა მოპასუხისა, სხვა პირებიც არიან და მოსარჩელე მხარემ როგორ გამოითვალა საერთო ვალიდან მოპასდუხის ვალის ოდენობა, უცნობია. მოპასუხე გააჩნია საკუთრებაში ფართი 34 კვ.მ. ოდენობის და ორ თვეში 1 კვ.მ. ფართზე 4$-ის ანგარიშიდან 272 აშშ დოლარს შეადგენს, მაშინ როცა მოსარჩელე 3000 ლარზე მიუთითებს. საერთო სარგებლობის ფართები დღესაც საკუთრებაში აქვს რეგისტრირებული შპს ,,ბ------ი პ-–----ს", რომელიც გააკოტრეს შეგნებულად, მის ნაცვლად შემოიყვანეს შპს ,,ფ------ პ-–----" და შემდეგ შპს ,,პლ----------------ი". მოპასუხეებს რაც აქვთ გადახდილი, ეს არის მხოლოდ მოხმარებული დენისა და წყლის საფასური. (იხ. შესაგებლები, მოპასუხეების წარმომადგენელთა ახსნა-განმარტებები სხდომის ოქმში). 3. საქმისათვის არსებითი მნიშვნელობის მქონე დადგენილი ფაქტობრივიგარემოებები 3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები 3.1.1. მოპასუხე თ---------------–---–ს გააჩნია საკუთრებაში ფართი 34 კვ.მ. ოდენობის არასაცხოვრებელი/კომერციული ფართი, რომელიც მდებარეობს მისამართზე: ქ. ბ------ი, ჭ-------------------ში მდებარე შენობაში, მე-3 სართულზე, #03/21 ს/კ #05.21.51.001.02.5--, რომელიც მის საკუთრებაში აღიცხულია 2011 წლის 10 მაისიდან. ასევე სადავო არაა, რომ აღნიშნული ფართი იჯარის ხელშეკრულების საფუძველზე, თ---------------–---–მა გადასცა შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს და ის არის ამ ფართით მოსარგებლე. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - საექსპლუატაციო სერვისის შესახებ ხელშეკრულებები (იხ. ტომი 4-5); - ამონაწერი საჯარო რეესტრიდან; 3.1.2. ზემოაღნიშნულ მისამართზე, ქ. ბ------ი, ჭ-------------------ში მდებარე შენობაში, მოპასუხე თ---------------–---–ის გარდა, ათეულობით ფიზიკურ და იურიდიულ პირს გააჩნია კომერციული ფართები, ასევე შპს ,, ბ------ი პ-–----მ" ყველა სართულზე გააჩნია როგორც კომერციული, ასევე ტექნიკური დანიშნულებით ფართები (სათავსოები, კიბის უჯრედები, დერეფნები, ლიფტი, ტექნიკური კომუნიკაციის ბლოკები, ხაზები). სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები (ტომი 3); - ამონაწერები საჯარო რეესტრიდან (იხ. ტომი 4-5); 3.1.3. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ შპს ,,ბ------ი პ-–----მ", ქ. ბ------ი, ჭ-------------------ში მდებარე შენობაში არასაცხოვრებელი ფართების მესაკუთრეებთან გააფორმა საექსპლუატაციო სერვისის შესახებ ხელშეკრულებები. შემდეგში, შპს ,,ბ------ი პ-–----ს" საექსპლუატაციო სერვისის შესახებ ხელშეკრულებებში, ჩაენაცვლა შპს ,,ფ------ პ-–----". სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - უძრავი ქონების ნასყიდობის ხელშეკრულებები (ტომი 3); - საექსპლუატაციო სერვისის შესახებ ხელშეკრულებები (იხ. ტომი 4-5); 3.1.4. მხარეებს შორის სადავო არაა, რომ 2015 წლის 01 ივნისს, შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმდა #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 01 სექტემბრიდან (მე-10 მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,პ-–------------სი" მოპასუხეს უწევდა ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საექსპლუატაციო მომსახურებას, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღირებულება 1 კვ.მ ფართზე 4 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მოხმარებული წყლისა და ელ.ენერგიის საფასური. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება; 3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები 3.2.1. მხარეებს შორის სადავოა შემდეგი: - 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმება, ასევე 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება წარმოუშობს თუ არა მხარეებს - შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს უფლებებს და ვალდებულებებს ერთამანეთის მიმართ მათ შორის გაფორმებული #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მოქმედებს თუ არა, იურიდიული ძალისაა თუ არა ეს ხელშეკრულება მოპასუხეებსა და მოსარჩელე შპს ,,პლ----------------ს" შორის. - შპს ,,ფ------ პ-–----" და შემდეგში შპს ,,პლ----------------ი" ახორციელებდნენ თუ არა თ---------------–---–ისა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს მიმართ #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურებას, მის მიწოდებას და თუ ახორციელებდნენ, რამდენად ჯეროვნად და სრულად. ასევე თ---------------–---–ი და შპს ,,დ---------- ბ------ი" იხდიდნენ თუ არა შეთანხმებულ საფასურს. სადავო საკითხებთან დაკავშირებით მხარეები იძლევიან განსხვავებულ, ურთიერთსაწინააღმდეგო განმარტებებს და შეფასებებს. მოსარჩელე ამტკიცებს, რომ: - მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებს გადახდის ვალდებულებას და მისი დავალიანება 2016 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 4054,91 ლარს. - მოპასუხეს 2016 წლის 11 მაისს გაეგზავნა #99/16 წერილი მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით, ეცნობა მას, რომ 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, შპს ,,პ-–------------ს"-ის მიმართ არსებული დავალიანება უნდა გადაეხადა შპს ,,პლ----------------ი"-სათვის. - თ---------------–---–ი ფართის მესაკუთრეა 2011 წლის 10 მაისიდან, ხოლო შპს ,,დ---------- ბ------ი" კი ფართის მოიჯარე. ზემოაღნიშნული სერვისი ადრეც არსებობდა, რაც სამმხრივი შეთანხმებით დასტურდება. სერვისის განხორციელება და მომსახურების მიწოდება დასტურდება მოპასუხის ნაწილობრივი გადახდებითაც, მოპასუხეებს რაიმე პრეტენზია მოსარჩელის მიერ ვალდებულებების დარღვევის ან არაჯეროვანი შესრულების თაობაზე არ წარმოდგენიათ. მოპასუხეები კი ამტკიცებენ, რომ: - შპს ,,პლ----------------"-თან მოპასუხეებს არ ჰქონიათ რაიმე შეთანხმება, შპს ,,პ-–------------სს" რომ ხელშეკრულებაში ჩაენაცვლა შპს ,,პლ----------------ი", ამისათვის აუცილებელი იყო მოპასუხეების თანხმობა, მოპასუხეებს ამაზე ნება არ გამოუვლენიათ. ამდენად, ისინი არ იმყოფებოდნენ სახელშეკრულებო ურთიერთობებში შპს ,,პლ----------------თან". - დღეისათვის შპს ,,პ-–------------სი" გაკოტრებულია და აღარ არსებობს. ის გარემოება, რომ შპს ,,პ-–------------სი" ასრულებდა ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს, ამის დამადასტურებელი მტკიცებულება მოსარჩელის მიერ არ წარმოდგენილა. მოპასუხეებს რაც აქვთ გადახდილი, ეს არის მხოლოდ მოხმარებული დენისა და წყლის საფასური. სასამართლო განმარტავს, რომ 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმება, ასევე 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება წარმოუშობს თუ არა მხარეებს - შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს უფლებებს და ვალდებულებებს ერთამანეთის მიმართ მათ შორის გაფორმებული #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად და მოქმედებს თუ არა, იურიდიული ძალისაა თუ არა ეს ხელშეკრულება მოპასუხეებსა და მოსარჩელე შპს ,,პლ----------------ს" შორის, - წარმოადგენს სამართლებრივი შეფასების საკითხს და ამასზე სასამართლო იმსჯელებს გადაწყვეტილების სამართლებრივი დასაბუთების ნაწილში. 3.2.2. სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლის პირველი ნაწილით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. მხარეები თვითონვე განსაზღვრავენ, თუ რომელი ფაქტები უნდა დაედოს საფუძვლად მათ მოთხოვნებს ან რომელი მტკიცებულებები თუ ნდა იქნეს დადასტურებული ეს ფაქტები. ამავე კოდექსის 102-ე მუხლით თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომლებზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნებსა და შესაგებელს. ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება თვითმხარეთა (მესამეპირთა) ახსნა-განმარტებით, მოწმეთა ჩვენებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობით თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით, ხოლო 103-ე მუხლის პირველი ნაწილით მტკიცებულებებს სასამართლოს წარუდგენენ მხარეები. სასამართლოს შეუძლია შესთავაზოს მხარეებს წარმოადგინონ დამატებითი მტკიცებულებები. სასამართლო განმარტავს, რომ სადავო საკითხის დადგენისას სასამართლო ხელმძღვანელობს მხარეთა თანასწორობის, შეჯიბრებითობისა და დისპოზიციურობის პრინციპით. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-4 მუხლით სამართალწარმოება მიმდინარეობს შეჯიბრებითობის საფუძველზე. მხარეები სარგებლობენ თანაბარი უფლებებითა და შესაძლებლობებით, დაასაბუთონ თავიანთი მოთხოვნები, უარყონ ან გააქარწყლონ მეორე მხარის მიერ წამოყენებული მოთხოვნები, მოსაზრებები თუ მტკიცებულებები. დისპოზიციურობის პრინციპის მიხედვით აღიარებულია შეჯიბრებითობის პრინციპით ფაქტების დადგენა. მტკიცების ტვირთი მხარეებს შორის თანაბრადაა გადანაწილებული, მხარეები თავად განსაზღვრავენ, თუ რომელი მტკიცებულებები გამოიყენონ ფაქტობრივი გარემოების დასადასტურებლად. ზოგადად ორივე მხარემ უნდა წარმოადგინოს მტკიცებულებები, რომლითაც უტყუარად დადგინდება სარჩელში და შესაგებელში მითითებული გარემოებების არსებობა. დისპოზიციურობის პრინციპიდან გამომდინარე ფაქტების მტკიცების ტვირთი მოსარჩელესა და მოპასუხეს შორის განაწილებული უნდა იყოს სამართლიანად. მხარეს უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტის დამტკიცების ვალდებულება, რომლის განხორციელებაც მას შეუძლია. მხარეს არ უნდა დაეკისროს ისეთი ფაქტების მტკიცების ტვირთი, რომლის განხორციელებაც მისთვის შეუძლებელია. მტკიცების ტვირთის სწორი გადანაწილება საქმის განხილვის უმთავრესი პრინციპია. წინამდებარე შემთხვევაში, მტკიცების ტვირთი უნდა გადანაწილდეს შემდეგნაირად: ა) საექსპლუატაციო სერვისის განხორციელების ფაქტის დასადასტურებლად მტკიცების ტვირთი ეკისრება მის განმხორციელებელს - მოსარჩელეს; ბ) შპს ,,ფ------ პ-–----" და შემდეგში შპს ,,პლ----------------ი" ახორციელებდნენ თუ არა თ---------------–---–ისა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს მიმართ #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურებას, მის მიწოდებას - ამის მტკიცების ტვირთი ასევე მოსარჩელეს ეკისრება; გ) ხოლო, საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად მომსახურება, მისი მიწოდება, მისი განხორციელების შემთხვევაში, თუ რამდენად არაჯეროვნად და არასრულად ხორციელდებოდა, ხოლო მიწოდებული მომსახურების შესაბამის საფასურს, თ---------------–---–ი და შპს ,,დ---------- ბ------ი" იხდიდნენ თუ არა, - ამის მტკიცება მოპასუხეებს ეკისრებათ. ამ გარემოებების დამტკიცება შეიძლება ხელშეკრულებით, ხელწერილით, მიღება-ჩაბარების აქტით, წერილობითი მიმოწერით, ან სხვა ნებისმიერი ისეთი მტკიცებულებით, რომელშიც ასახული იქნება ამ ფაქტების დადასტურება. დ) დანარჩენ ნაწილში მტკიცების ტვირთი მხარეებს ეკისრებათ თანაბრად; სასამართლო მიიჩნევს, რომ ამ გზით მტკიცების ტვირთის გადანაწილება სამართლიანია და სრულად შეესაბამება შეჯიბრებითობის პრინციპს. 3.2.3. სასამართლოს მიერ დადგენილია და არც მხარეებს შორის სადავოა, რომ 2015 წლის 01 ივნისს, შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმდა #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 01 სექტემბრიდან (მე-10 მუხლის პირველი პუნქტი). აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,პ-–------------სი" მოპასუხეს უწევდა ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საექსპლუატაციო მომსახურებას, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღირებულება 1 კვ.მ ფართზე 4 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მოხმარებული წყლისა და ელ.ენერგიის საფასური. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება; 3.2.4. დადგენილია, რომ 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, 2015 ლის 01 ნოემბრიდან, საექსპლუატაციო სერვისს ახორციელებს და აწვდის მომსახურებას შპს ,,პლ----------------ი", შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმებული #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ასევე 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებს შპს ,,პ-–------------ს"-ის მიმართ არსებული დავალიანება უნდა გადაეხადა შპს ,,პლ----------------ი"-სათვის. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება; - 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმების - 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება; - მოპასუხეზე, 2016 წლის 11 მაისს გაგზავნილი #99/16 წერილი მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით; 3.2.5. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 01 ივნისს, შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმდა #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 01 სექტემბრიდან, აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,პ-–------------სი" მოპასუხეს უწევდა ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საექსპლუატაციო მომსახურებას, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღირებულება 1 კვ.მ ფართზე 4 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მოხმარებული წყლისა და ელ.ენერგიის საფასური. დადგენილია, რომ შპს ,,პ-–------------ს"-ის მიმართ არსებული დავალიანება დავალიანება 2016 წლის 11 მაისისათვის შეადგენდა 2303,07 ლარს, პირგასამტეხლო კი - 416,97 ლარს. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება; - 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმება; - 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება; - მოპასუხეზე, 2016 წლის 11 მაისს გაგზავნილი #99/16 წერილი მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით; - ინვოისები; - სალაროს შემოსავლის ორდერები; 3.2.6. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისიდან, შპს ,,პლ----------------ი" ასრულებდა მოპასუხის მიმართ 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მოპასუხეები ფაქტიურად ღებულობდნენ ამ შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეების წერილობითი თანხმობა ხელშეკრულებაში შპს ,,პ-–------------სის" ნაცვლად შპს ,,პლ----------------ის" ჩანაცვლების თაობაზე არ არსებობს. აღნიშნული მომსახურების მიწოდება მოსარჩელის მხრიდან და მისი მიღება მოპასუხეების მიერ დღეის მდგომარეობითაც გრძელდება. მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა გადახდის ვალდებულებას და მისი დავალიანება 2016 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 4054,91 ლარს. მოპასუხეებს როგორც შპს ,პ-–------------სის", ასევე შემდეგში შპს ,,პლ----------------ის" მიმართ, ვალდებულებების შეუსრულებლობის ან მისი არაჯეროვანი შესრულებისათვის პრეტენზიით არ მიუმართავთ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ არ წარმოუდგენიათ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება; - 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმება; - 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულება; - მოპასუხეზე, 2016 წლის 11 მაისს გაგზავნილი #99/16 წერილი მოსარჩელის პრეტენზიასთან დაკავშირებით; - ინვოისები; - სალაროს შემოსავლის ორდერები; 3.2.7. დადგენილია, რომ 2015 წლის 01 ივნისს, შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმებული #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულებით, შპს ,,პ-–------------სის" მიმართ ვალდებულებების შესრულება ერთობლივი პასუხისმგებლობა აიღეს თ---------------–---–მა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-მ. სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს: - სარჩელი, შესაგებლები; - ახსნა-განმარტებები; - 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება; სამოტივაციო ნაწილი 4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა სასამართლომ საქმის განხილვით, საქმეში არსებულ მტკიცებულებათა შესწავლით და ანალიზით მიიჩნია, რომ სარჩელი უნდა დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. კერძოდ: - მოპასუხეებს - თ---------------–---–ს და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის შპს ,,პლ----------------ი"-ს სასარგებლოდ 4054,91 ლარის გადახდა. - მოპასუხეებს - თ---------------–---–ს და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს სოლიდარულად უნდა დაეკისროთ მოსარჩელის შპს ,,პლ----------------ი"-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 406,97 ლარის ოდენობით. - შპს ,,პლ----------------ი"-ს სარჩელი მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილში (გადასახდელი თანხის - 4054,91 ლარის 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 08 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის) არ უნდა დაკმაყოფილდეს. 5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა - საქართველოს კონსტიტუცია; - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; - საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი; 6. სამართლებრივი შეფასება 6.1 .საქართველოს კონსტიტუციის 42-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ყოველ ადამიანს უფლება აქვს თავის უფლებათა და თავისუფლებათა დასაცავად მიმართოს სასამართლოს”. უფლების სასამართლო წესით დაცვის შესაძლებლობა სამოქალაქო საპროცესო კანონმდებლობის ფუნდამენტურ პრინციპს წარმოადგენს და იგი გათვალისწინებულია სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-2 მუხლით. ამ ნორმის მიხედვით, ყოველი პირისათვის უზრუნველყოფილია უფლების სასამართლო წესით დაცვა. კანონის დასახელებული დანაწესი გულისხმობს პირის უფლებას, დაიცვას თავისი კანონიერი ინტერესები სასამართლოს მეშვეობით. ამასთან, მნიშვნელოვანია, რომ მხარემ მართლზომიერად გამოიყენოს აღნიშნული უფლება, იდავოს ისეთ საკითხებზე, რომელთა გადაწყვეტაც უზრუნველყოფს მისი დარღვეული უფლების აღდგენას. უფლების რეალიზებისას სასამართლო თანაბრად იცვას ორივე მოდავე მხარის კანონიერ ინტერესებს. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2015 წლის 01 ივნისს, შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმდა #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება, რომელიც ძალაში შევიდა 2015 წლის 01 სექტემბრიდან, აღნიშნული ხელშეკრულებით, შპს ,,პ-–------------სი" მოპასუხეს უწევდა ხელშეკრულების მე-2 პუნქტით გათვალისწინებულ საექსპლუატაციო მომსახურებას, ხოლო მოპასუხემ იკისრა ვალდებულება გადაეხადა მე-3 მუხლით გათვალისწინებული ღირებულება 1 კვ.მ ფართზე 4 აშშ დოლარის ოდენობით, ასევე მოხმარებული წყლისა და ელ.ენერგიის საფასური. დადგენილია, რომ შპს ,,პ-–------------ს"-ის მიმართ არსებული დავალიანება დავალიანება 2016 წლის 11 მაისისათვის შეადგენდა 2303,07 ლარს, პირგასამტეხლო კი - 416,97 ლარს. მოპასუხეებს ვალდებულებები არ შეუსრულებიათ. 6.2. საქართველოს სსკ-ის 316-ე მუხლის პირველი ნაწილით ვალდებულების წარმოშობისათვის აუცილებელია მონაწილეთა შორის ხელშეკრულება, გარდა იმ შემთხვევებისა, როცა ვალდებულება წარმოიშობა ზიანის მიყენების (დელიქტის), უსაფუძვლო გამდიდრების ან კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. სასამართლო განმარტავს, რომ მოთხოვნის უფლების არსებობისათვის საჭიროა მოთხოვნის უფლების მქონე მხარე ვალდებულებით ურთიერთიერთობაში იყოს მოპასუხესთან. ანუ მათ შორის უნდა არსებობდეს სახელშეკრულებო ურთიერთობა, ან მისი მოთხოვნა უნდა გამომდინარეობდეს დელიქტური ვალდებულებიდან ან უსაფუძვლო გამდიდრების ან კიდევ, კანონით გათვალისწინებული სხვა საფუძვლებიდან. ხელშეკრულება ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთი საფუძველია. იგი ორი ან მეტი პირის ნების გამოვლენაა მიმართული სამოქალაქო სამართლებრივი ურთიერთობის წარმოშობის, შეცვლის ან შეწყვეტისაკენ. ხელშეკრულების დადება დამოკიდებულია მხარეთა ნების გამოვლენაზე. წინამდებარე შემთხვევაში მხარეთა ურთიერთობა ხელშეკრულებაა, ამიტომაც მხარეებს შორის აღმოცენებული სადავო ურთიერთობა ხელშეკრულებიდან წარმოშობილი ვალდებულებაა. სამოქალაქო კოდექსის 199-ე მუხლის თანახმად, ,,მოთხოვნის მფლობელს (კრედიტორს) შეუძლია მოვალის თანხმობის გარეშე მოთხოვნა მესამე პირს დაუთმოს, თუკი ეს არ ეწინააღმდეგება ვალდებულების არსს, მოვალესთან მის შეთანხმებას ან კანონს (მოთხოვნის დათმობა). მოვალესთან შეთანხმება დათმობის დაუშვებლობის შესახებ შეიძლება მხოლოდ მაშინ, თუ არსებობს მოვალის პატივსადები ინტერესი. მოთხოვნის დათმობა ხდება მოთხოვნის მფლობელსა და მესამე პირს შორის დადებული ხელშეკრულებით. ასეთ შემთხვევებში თავდაპირველი მფლობელის ადგილს იკავებს მესამე პირი“. მე-200 მუხლის მიხედვით კი, ,,ვიდრე მოვალეს ეცნობებოდეს მოთხოვნის დათმობის შესახებ, მას უფლება აქვს შეასრულოს ვალდებულება მოთხოვნის თავდაპირველი მფლობელის წინაშე“. განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2015 წლის 01 ნოემბერს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული შეთანხმების საფუძველზე, 2015 ლის 01 ნოემბრიდან, საექსპლუატაციო სერვისს ახორციელებს და აწვდის მომსახურებას შპს ,,პლ----------------ი", შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმებული #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულების პირობების შესაბამისად. ასევე 2016 წლის 10 აპრილს, შპს ,,პ-–------------სს" და შპს ,,პლ----------------ს" შორის გაფორმებული მოთხოვნის დათმობის ხელშეკრულების საფუძველზე, მოპასუხეებს შპს ,,პ-–------------ს"-ის მიმართ არსებული დავალიანება უნდა გადაეხადა შპს ,,პლ----------------ი"-სათვის. სასამართლოს მიერ დადგენილია, რომ 2016 წლის 11 მაისიდან, შპს ,,პლ----------------ი" ასრულებდა მოპასუხის მიმართ 2015 წლის 01 ივნისის #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულებით ნაკისრ ვალდებულებებს და მოპასუხეები ფაქტიურად ღებულობდნენ ამ შესრულებას, მიუხედავად იმისა, რომ მოპასუხეების წერილობითი თანხმობა ხელშეკრულებაში შპს ,,პ-–------------სის" ნაცვლად შპს ,,პლ----------------ის" ჩანაცვლების თაობაზე არ არსებობს. აღნიშნული მომსახურების მიწოდება მოსარჩელის მხრიდან და მისი მიღება მოპასუხეების მიერ დღეის მდგომარეობითაც გრძელდება. მოპასუხე არაჯეროვნად ასრულებდა გადახდის ვალდებულებას და მისი დავალიანება 2016 წლის ოქტომბრის თვის მდგომარეობით შეადგენს 4054,91 ლარს. მოპასუხეებს როგორც შპს ,პ-–------------სის", ასევე შემდეგში შპს ,,პლ----------------ის" მიმართ, ვალდებულებების შეუსრულებლობის ან მისი არაჯეროვანი შესრულებისათვის პრეტენზიით არ მიუმართავთ, ამის დამადასტურებელი მტკიცებულებები მათ არ წარმოუდგენიათ. სასამართლო მხარეთა შორის არსებულ ხელშეკრულებას განიხილავს, როგორც შერეული სახის ხელშეკრულებას, ნასყიდობაზე და ნარდობაზე დადებულ გარიგებას. კერძოდ, ნასყიდობას - ელ.ენერგიის და წყლის მიწოდების ჩათვლით მოპასუხის კუთვნილ ავტოსატრანსპორტო საშუალებებზე საიჯარო ფართზე, ხოლო ნარდობას დანარჩენი სხვა მომსახურების გაწევაზე. 6.3. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 319-ე მუხლის პირველი ნაწილით კერძო სამართლის სუბიექტებს შეუძლიათ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. მათ შეუძლიათ დადონ ისეთი ხელშეკრულებებიც, რომლებიც კანონით გათვალისწინებული არ არის, მაგრამ არ ეწინააღმდეგება მას. თუ საზოგადოების ან პიროვნების არსებითი ინტერესების დაცვისათვის ხელშეკრულების ნამდვილობა დამოკიდებულია სახელმწიფოს ნებართვაზე, მაშინ ეს უნდა მოწესრიგდეს ცალკე კანონით. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი ნაწილით: ,,ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით”. სამოქალაქო გარიგების დადებისას მხარეები სარგებლობენ ხელშეკრულების დადების თავისუფლების პრინციპით და მათ უფლება აქვთ კანონის ფარგლებში თავისუფლად დადონ ხელშეკრულებები და განსაზღვრონ ამ ხელშეკრულებათა შინაარსი. ხელშეკრულების პირობა წინასწარ შემუშავებულ ხასიათს არ ატარებს. მხარეებს შეუძლიათ ნებისმიერ საკითხზე შეთანხმდნენ. ამისათვის მათ არ ჭირდებათ რაიმე ნებართვა ან შინაარსის დაცვა. მთავარია მათი შეთანხმება არ ეწინააღმდეგებოდეს კანონს, აკმაყოფილებდეს მორალის ფარგლებს და არ არღვევდეს საჯარო წესრიგს. 6.4. დადგენილია, რომ მოსარჩელემ შეასრულა ვალდებულებები, ხოლო მოპასუხეებმა კი არა. 6.5. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 477.1 მუხლის თანახმად, ნასყიდობის ხელშეკრულებით გამყიდველი მოვალეა გადასცეს მყიდველს საკუთრების უფლება ქონებაზე, მასთან დაკავშირებული საბუთები და მიაწოდოს საქონელი. ამ მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, მყიდველი მოვალეა გადაუხადოს გამყიდველს შეთანხმებული ფასი და მიიღოს ნაყიდი ქონება. მოსარჩელემ შეასრულა თავისი ვალდებულება, გადასცა-მიაწოდა როგორც აბონენტმა ელ.ენერგია და წყალი. შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მისი საფასურის გადახდაც. 6.6. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 629-ე მუხლის პირველი ნაწილით ,,ნარდობის ხელშეკრულებით მენარდე კისრულობს შეასრულოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული სამუშაო, ხოლო შემკვეთი ვალდებულია გადაუხადოს მენარდეს შეთანხმებული საზღაური”. როგორც ზემოთ აღინიშნა, მოსარჩელეს მოპასუხისათვის უნდა გადაეცა შესრულება, მოპასუხე კი მას აუნაზღაურებდა შესრულებული სამუშაოს-მომსახურების ღირებულებას. მოპასუხეებმა ფაქტიურად მიიღეს შესრულება. 6.7. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მეორე ნაწილით: ,,ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას”. სასამართლო განმარტავს, რომ ხელშეკრულების დადების შემდეგ მოპასუხემ შეიძინა მოთხოვნის უფლება, ნაასყიდობის და ნარდობის ხელშეკრულება ისეთი ტიპის ხელშეკრულებაა, როდესაც მხარეებს ერთმანეთის მიმართ აქვთ როგორც უფლებები, ასევე მოვალეობები და პირიქით მოვალეობის გარდა მეორე მხარის მიმართ გააჩნია მოთხოვნის უფლება. მოპასუხეს უფლება აქვს მოითხოვოს სრულყოფილი შესრულება. მაგრამ ვალდებულია მიიღოს შესრულება და გადაიხადოს შესაბამისი ღირებულება. მოსარჩელეს, ვალდებულების შესრულების შემდეგ უფლება აქვს მოითხოვს შესრულების მიღება და მისი ღირებულების ანაზღაურება. ორივე მხარე ვალდებულია ნაკისრი ვალდებულება შეასრულოს ისე, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ანუ მოსარცელემ უნდა გადასცეს ნასყიდობის საგანი საკუთრებაში, სამუშაოები შეასრულოს სამუშაო ასევე ხელშეკრულების პირობების დაცვით. მოპასუხე კი ვალდებულია გადაიხადოს ნასყიდობის საფასური და მიიღოს შესრულება, აანაზღაუროს საზღაური. ასეთი მოვალეობა მათ უჩნდებათ ვალდებულების შინაარსიდან გამომდინარე, რადგანაც ვალდებულება ისეთი სამართლებრივი ბორკილია, რომელიც ერთ მხარეს შესაბამისი საფუძველის არსებობისას აიძულებს მეორე მხარის სასარგებლოდ შეასრულოს გარკვეული მოქმედება. მხარეები სახელშეკრულებო ვალდებულებაში იყვნენ, ამიტომ მოსარჩელის მიერ ვალდებულების შესრულებას უნდა მოჰყვეს მოპასუხის მიერ ვალდებულების აუცილებელი შესრულება. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მუხლი 463-ე მუხლის თანახმად, თუ რამდენიმე პირს ევალება ვალდებულების შესრულება ისე, რომ თითოეულმა უნდა მიიღოს მონაწილეობა მთლიანი ვალდებულების შესრულებაში (სოლიდარული ვალდებულება), ხოლო კრედიტორს აქვს შესრულების მხოლოდ ერთჯერადი მოთხოვნის უფლება, მაშინ ისინი წარმოადგენენ სოლიდარულ მოვალეებს. ამავე კოდექსის მუხლი 464-ე მუხლის თანახმად კი, სოლიდარული ვალდებულება წარმოიშობა ხელშეკრულებით, კანონით ან ვალდებულების საგნის განუყოფლობით. ხოლო 465-ე მუხლის თანახმად, კრედიტორის უფლება აქვს მოთხოვოს შესრულება ნებისმიერ მოვალეს როგორც მთლიანად, ასევე ნაწილობრივ. ვალდებულების მთლიანად შესრულებამდე დანარჩენი მოვალეების ვალდებულება ძალაში რჩება. განსახილველ შემთხვევაში, 2015 წლის 01 ივნისს, შპს ,,პ-–------------სს", თ---------------–---–სა და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს შორის გაფორმდა #04/15 საექსპლუატაციო სერვისის ხელშეკრულება, რომლითაც მოპასუხეებმა სოლიდარულად აიღეს ვალდებულება. მოპასუხეები მოვალე არიან ვალდებულება შეასრულონ ჯეროვნად, როგორც ამას მოითხოვს საქართველოს სკ-ის 361-ე მუხლის მეორე ნაწილი. ვალდებულების შესრულებისა და მხარეთა თანასწორობის აღდგენის მიზნით, მოპასუხეები ვალდებული არიან გადაუხადოს მოსარჩელეს 4054,91 ლარი, ასევე პირგასამტეხლო 406,97 ლარის ოდენობით. 6.8. სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის მე-2 ნაწილზე მითითებით სასამართლო განმარტავს, რომ ეს ნორმა განსაზღვრავს იმ ძირითად კრიტერიუმებს, რომლებსაც უნდა ეფუძნებოდეს ვალდებულების შესრულება. კერძოდ, აღნიშნული მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას. 6.9. მოსარჩელე მოითხოვს სასამართლო გადაწყვეტილებით დაკისრებული თანხის სრულ გადახდამდე, დაეკისროს მოპასუხეებს მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა გადასახდელი თანხის - 4054,91 ლარის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 08 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე-418-ე მუხლების მიხედვით, პირგასამტეხლო არის მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა, რომელიც მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ხელშეკრულების მხარეებს შეუძლიათ თავისუფლად განსაზღვრონ პირგასამტეხლო, რომელიც შეიძლება აღემატებოდეს შესაძლო ზიანს. შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას. განსახილველ შემთხვევაში ხელშეკრულებით გათვალისწინებულ ვადაში ვალდებულების შეუსრულებლობისათვის პირგასამტეხლო, მხარეთა შორის წერილობით არის შეთანხმებული და ის მხარეთა შორის დავას არ იწვევს. მხარეები შეთანხმდენ მასზედ, რომ ვალდებულების შესრულების ვადის გადაცილების შემთხვევაში, გადასახდელ თანხას ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე დაერიცხება 0.1 %. სასამართლო განმარტავს, რომ პირგასამტეხლო ვალდებულების შესრულების უზრუნველყოფის საშუალებაა. მისი მიზანია ხელშეკრულების მხარეთა იძულება ვალდებულებების ჯეროვანი შესრულებისაკენ. თითოეულმა მხარემ უნდა გააცნობიეროს, რომ მის მიერ ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას მოჰყვება პასუხისმგებლობა და გარდა ძირითადი ვალდებულების შესრულებისა, დამატებით დაეკისრება საჯარიმო სანქცია. დამატებითი ხარჯების გაწევის თავიდან აცილების მიზნით, თითოეულმა მხარემ დროულად და ჯეროვნად უნდა შეასრულოს ნაკისრი ვალდებულება. ამასთან პირგასამტეხლო წარმოადგენს ზიანის ანაზღაურების მინიმალურ მოთხოვნას. მისი გადახდა ეკისრება იმ პირს, ვინც დაარღვევს ხელშეკრულების პირობებს. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა ვალდებულება შეთანხმებულ ვადაში არ შეასრულეს, ვალდებულების დარღვევიდან შპს ,,პ-–------------ს"-ის მიმართ არსებული დავალიანება 2016 წლის 11 მაისისათვის შეადგენდა 2303,07 ლარს, პირგასამტეხლო კი - 416,97 ლარს. მოპასუხეს უნდა დაეკისროს ხელშეკრულებით დადგენილი პირგასამტეხლოს გადახდა. ვადაგადაცილების მიხედვით კუთვნილი პირგასამტეხლოს ოდენობაა - 416,97 ლარი. 6.8. სამოქალაქო კოდექსის 420-ე მუხლით ,,სასამართლოს შეუძლია საქმის გარემოებათა გათვალისწინებით შეამციროს შეუსაბამოდ მაღალი პირგასამტეხლო”. სასამართლო აღნიშნავს, რომ პირგასამტეხლოს მიზანია მოვალის პასუხისმგებლობის ამაღლების მცდელობა. მოვალემ პირგასამტეხლოს თავის არიდების მიზნით კრედიტორის წინაშე ვალდებულება უნდა შეასრულოს ჯეროვნად და დროულად. ასევე მისი მიზანია ვალდებულების დაყოვნებით კრედიტორზე მიყენებული ზიანის კომპენსირება და დარღვეული უფლების აღდგენა. პირგასამტეხლოს მიზანი არაა კრედიტორის გამდიდრება მოვალის ხარჯზე. შესაბამისად, პირგასამტეხლო უნდა იყოს ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში ვალდებულების დარღვევის თანაზომიერი და გონივრული. საქართველოს სამოქალაქო კოდექსი პირგასამტეხლოს შემცირების შესაძლებლობასაც იძლევა. პირგასამტეხლოს შემცირების უფლება სასამართლოს აქვს მინიჭებული. ეს ის იშვიათი გამონაკლისთაგანია, როდესაც კანონი სახელშეკრულებო თავისუფლებაში ჩარევას დასაშვებად მიიჩნევს. თუმცა, ამგვარი ჩარევა გარკვეულ შეზღუდვებს ექვემდებარება. კანონის სიტყვასიტყვითი განმარტების შედეგად, მაღალი პირგასამტეხლო არ მცირდება. შემცირებას მხოლოდ „შეუსაბამოდ მაღალი“ პირგასამტეხლო ექვემდებარება. პირგასამტეხლო შეუსაბამოდ მაღალია თუ არა, შეფასებითი კატეგორიაა და ყოველ კონკრეტულ შემთხვევაში საქმის გარემოებების ერთობლივი ანალიზის შედეგად წყდება. პირგასამტეხლოს შემცირების კანონისმიერი შესაძლებლობა ემსახურება სახელშეკრულებო ურთიერთობებში იმ სუსტი მხარის ინტერესების დაცვას, რომელიც ხელშეკრულებაზე ხელმოწერისას ვერ აცნობიერებს პირგასამტეხლოს შინაარსსა და მის თანმდევ სამართლებრივ, თუ ეკონიმიკურ შედეგებს.შესაბამისად, პირგასამტეხლოს შემცირებისას, მნიშვნელოვანია იმ გარემოების გათვალისწინება, თუ რამდენად აცნობიერებდა მითითებულ პირობას მხარე ხელშეკრულებაზე ხელის მოწერისას. ამდენად, თუ მხარე აღჭურვილია ადვოკატით, სამეწარმეო ურთიერთობებში გამოცდილი სუბიექტია და ა. შ. ივარაუდება, რომ ასეთ ვითარებაში შეთანხმებული პირგასამტეხლო, თუნდაც, შეუსაბამოდ მაღალი, შეესაბამება მხარეთა ნამდვილ ნებას და შემცირებას არ ექვემდებარება. განსახილველ შემთხვევაში, სასამართლოს მიაჩნია, რომ პირგასამტეხლოდ 406,97 ლარის დაკისრება გონივრულია, ეს ოდენობა გონივრულია. მოქმედ სასამართლო პრაქტიკაში პირგასამტეხლოდ განსაზღვრული პროცენტის მოცულობა არაერთგვაროვანია. აღნიშნული არაერთგვაროვნება გამოწვეულია თითოეული საქმის ინდივიდუალურობით. წინამდებარე შემთხვევაში სასამართლომ გაითვალიწინა ვადაგადაცილების პერიოდი, სესხით სარგებლობის პერიოდი, გადასახდელი თანხის მოცულობა და მათი ანალიზით მივიდა იმ დასკვნამდე, რომ პირგასამტეხლოს დაკისრება ამ ოდენობით გონივრულია. რაც შეეხება პირგასამტეხლოს გადახდას გადასახდელი თანხის - 4054,91 ლარის 0,1% ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 08 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის, ასეთ პირობაზე მხარეები არ შეთანხმებულან და მოთხოვნა უსაფუძვლოა. ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასარჩელო მოთხოვნა ამ ნაწილში არ უნდაა დაკმაყოფილდეს. 7. საპროცესო ხარჯები: 7.1. „სახელმწიფო ბაჟის შესახებ“ საქართველოს კანონის პირველი მუხლის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი არის საქართველოს ბიუჯეტებში შენატანი, რომელსაც იხდიან ფიზიკური და იურიდიული პირები სახელმწიფოს მიერ მათი ინტერესების შესაბამისი იურიდიული მოქმედებების შესრულებისათვის და სათანადო საბუთების გაცემისათვის. ამავე კანონის მე-2 მუხლის პირველი პუნქტით კი განსაზღვრულია სახელმწიფო ბაჟის გადამხდელი სუბიექტები და გათვალისწინებულია, რომ სახელმწიფო ბაჟის გადამხდელებად ითვლებიან ფიზიკური და იურიდიული პირები, რომელთა ინტერესებიდან გამომდინარეც სპეციალურად რწმუნებული დაწესებულებები ასრულებენ იურიდიულ მოქმედებებს და გასცემენ შესაბამის საბუთებს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის 1-ლი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 55-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან გათავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლების სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 39-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტის თანახმად, სახელმწიფო ბაჟი შეადგენს სარჩელზე დავის საგნის (სადავო თანხის) ღირებულების 3%-ს, მაგრამ არანაკლებ 100 (ასი) ლარისა, ამავე მუხლის მე-3 ნაწილის მიხედვით, სახელმწიფო ბაჟის ოდენობა პირველი ინსტანციის სასამართლოში იურიდიული პირებისათვის არ უნდა აღემატებოდეს – 5 000 ლარს. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 49-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, თუ სასამართლოს მთავარ სხდომამდე მოპასუხე ცნობს სარჩელს, მხარეები მთლიანად თავისუფლდებიან სახელმწიფო ბაჟის გადახდისაგან, ხოლო მთავარ სხდომაზე სარჩელის ცნობის შემთხვევაში სახელმწიფო ბაჟის ოდენობა ნახევრდება. დადგენილია, რომ მოპასუხეებმა სარჩელი არ ცნეს. მოცემულ შემთხვევაში საქმეზე, სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც სახელმწიფო ბაჟი მხარეებს შორის უნდა განაწილდეს სსკ-ის 39-ე, 49-ე, და 53-ე მუხლების საფუძველზე. 8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები 8.1. საქართველოს სსკ-ის 1991-ე მუხლით, ,,სარჩელის მიღებაზე უარის თქმის, სარჩელის დაკმაყოფილებაზე უარის თქმის, სარჩელის განუხილველად დატოვების ან საქმის წარმოების შეწყვეტის შემთხვევაში სასამართლო თავისი გადაწყვეტილებით (განჩინებით) აუქმებს ამ სარჩელთან დაკავშირებით გამოყენებულ უზრუნველყოფის ღონისძიებას, რაც საჩივრდება ამ გადაწყვეტილების (განჩინების) გასაჩივრებისათვის კანონით დადგენილი წესით”. 8.2. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც თ---------------–---–ს (პ/ნ 61001066795) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. ბ------ი, ჭ---------------- სართული 3, ფართი N03/21, (ს/კ 05.21.51.001.02.5--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, ვინაიდან სარჩელი კმაყოფილდება ნაწილობრივ, დაეკისრა რა მოპასუხეებს თანხების გადახდა, გამოყენებული უზრუნველყოფა ემსახურება სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებას, რის გამოც უზრუნველყოფის ღონისძიება უნდა დარჩეს ძალაში უცვლელად. სარეზოლუციო ნაწილი: სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 39-ე, 53-ე, 1991-ე, 243-ე, 244-ე, 249-ე, 257-ე, 2591-ე, 264-ე, 364-ე, 367-ე და 369-ე მუხლებით და გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა: 1. შპს ,,პლ----------------ი"-ს სარჩელი დაკმაყოფილდეს ნაწილობრივ. 2. მოპასუხეებს - თ---------------–---–ს და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის შპს ,,პლ----------------ი"-ს სასარგებლოდ 4054,91 ლარის გადახდა. 3. მოპასუხეებს - თ---------------–---–ს და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის შპს ,,პლ----------------ი"-ს სასარგებლოდ პირგასამტეხლოს გადახდა 406,97 ლარის ოდენობით. 4. შპს ,,პლ----------------ი"-ს სარჩელი მოპასუხეებზე მოსარჩელის სასარგებლოდ პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ ნაწილში (გადასახდელი თანხის - 4054,91 ლარის 0,1%-ს ოდენობით ყოველ ვადაგადაცილებულ დღეზე, 2016 წლის 08 ნოემბრიდან სასამართლო გადაწყვეტილების აღსრულებამდე პერიოდისათვის) არ დაკმაყოფილდეს. 5. მოპასუხეებს - თ---------------–---–ს და შპს ,,დ---------- ბ------ი"-ს სოლიდარულად დაეკისროთ მოსარჩელის შპს ,,პლ----------------ი"-ს სასარგებლოდ, მის მიერ წინასწარ გადახდილი სახელმწიფო ბაჟის ნაწილის ანაზღაურება 220 ლარის ოდენობით. 6. საქმეზე, ბათუმის საქალაქო სასამართლოს 2016 წლის 09 ნოემბრის განჩინებით გამოყენებული უზრუნველყოფა, რომლითაც თ---------------–---–ს (პ/ნ 61001066795) აეკრძალა საკუთრებაში არსებული უძრავი ქონების (მდებარე - ქ. ბ------ი, ჭ---------------- სართული 3, ფართი N03/21, (ს/კ 05.21.51.001.02.5--) გასხვისება და იპოთეკით დატვირთვა, - დარჩეს ძალაში უცვლელად. 7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს 14 დღის ვადაში მხარისათვის დასაბუთებული გადაწყვეტილების გადაცემის მომენტიდან აპელაციის წესით, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა პალატაში (ქ. ქუთაისი, ნიუ-პორტის ქ. №32), ბათუმის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგიის მეშვეობით (ქ. ბათუმი, ს. ზუბალაშვილის ქ. №30) 8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს ბათუმის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია. მოსამართლე: სალიხ შაინიძე