გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
N 330210019002951603
N 2/8415-19
გადაწყვეტილება
საქართველოს სახელით
12.11.2019 წ. ქ. თბილისი
შესავალი ნაწილი
თბილისის საქალაქო სასამართლო
მოსამართლე - თეა ბერაია
სხდომის მდივანი - ნინო კეკელიანი
მოსარჩელე - გ------ი ნ-------
წარმომადგენელი - მაია პ----–-–---–ი
მოპასუხე - შპს ,,ჯ---------------------------------ი“
წარმომადგენელი - დ-------ნ ჩ--------ა
დავის საგანი: ბრძანების ბათილად ცნობა, სამუშაოზე აღდგენა, იძულებითი განაცდურის ანაზღაურება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ჯ---------------------------------ის“ გენერალური დირექტორის 2019 წლის 07 მარტის N138 ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ;
1.2. მოსარჩელე აღდგენილ იქნეს შპს ,,ჯ---------------------------------ის არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობაზე;
1.3. დაეკისროს მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ 2019 წლის 09 მარტიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე განაცდურის ყოველთვიურად 1080 ლარის ოდენობით გადახდა.
მოსარჩელის პოზიცია:
მოსარჩელე მუშაობდა მოპასუხე კომპანიაში 2016 წლის 01 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1080 ლარს. 2019 წლის 09 მარტს, მოსარჩელემ საფოსტო გზავნილით მიიღო N1619-021635 წერილი, რომლითაც ეცნობა, რომ დამსაქმებელსა და დასაქმებულს შორის შრომითი ხელშეკრულება შწყვეტილია 2019 წლის 09 მარტიდან, დასაქმებულის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევის საფუძვლით. მოსარჩელე აღნიშნავს, რომ ბრძანება მისი გათავისუფლების შესახებ არის უკანონო და დაუსაბუთებელი.
2. მოპასუხის პოზიცია
მოპასუხის წარმომადგენელმა სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა დასაქმებულის მიერ კომპანიის შინაგანაწესის, თანამდებობრივი ინსტრუქციისა და შრომითი ხელშეკრულებით დაკისრებული ვალდებულების დარღვევა, რაც დასტურდება მოსარჩელის სამოქმედო უბნებში, მონიტორინგის სამსხურის მიერ გამოვლენილი დარღვევებით (წყლის უმრიცხველო მოხმარება, აღურიცხავი მომხმარებლები, კომერციულ აბონენტებზე საყოფაცხოვრებო ტარიფით დარიცხვის განხორციელება და ა.შ.) , კერძოდ:
1. 2018 წლის 03 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ს--“ და დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, რის გამოც N012377 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით მას დაერიცხა - 1434.90 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით;
2. 2018 წლის 16 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ს----------ი“ და დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, რის გამოც, N0124419 აქტით მას დაერიცხა - 1434,91 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით;
3. 2018 წლის 24 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ფ---------------“ და დაგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით , რის გამოც, N012481 აქტით მას დაერიცხა - 3443.72 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით;
4. 2018 წლის 01 აგვისტოს შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირის ირმა ძ-------ს წყლის მრიცხველი და დადგინდა, რომ აღნიშნული პირი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გარეშე, რის გამოც 012733 აქტით მას დაერიცხა - 573,96 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით;
5. 2018 წლის 14 აგვისტოს შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირის ქეთევან ჩ------–---–ის წყლის მრიცხველი და დადგინდა, რომ პირი წყალს მოიხმარდა გაუფორმებელი მრიცხველით, რის გამოც N012822 აქტით, მას დაერიცხა - 334,42 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით;
6. 2018 წლის 5 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,N------S”. ობიექტის შემოწმებისას დაფიქსირდა მარცხენა ხაზი. აღურიცხავი წყლის მოხმარების N012886 აქტის საფუძველზე მას დაერიცხა - 1726,90 ლარი. მომხმარებლის მიერ გასაჩივრებულ იქნა სემეკში. კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის N9/23 გადაწყვეტილებით შპს მიერ წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი დადასტურდა, ხოლო დარიცხვის ნაწილში დაუკორექტირდა დარიცხვა 860,95 ლარის ოდენობით;
7. 2018 წლის 06 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,ვ---–------ი“ და დადგინდა, რომ ობიექტი წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ, რის გამოც მას N3012889 აქტის საფუძველზე დაერიცხა - 1862,88 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით;
8. 2018 წლის 13 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,ქ-----–-------------ი“ და დადგინდა, წყლის უმრიცხველოდ მოხმარების ფაქტი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით;
9. 2018 წლის 18 სექტემბერს, შემოწმებულ იქნა ი/მ თეონა ს----–---–ის წყალმომარაგება და დადგინდა, რომ ობიექტი წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ. აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის N013049 საფუძველზე, მას დაერიცხა - 1721,89 ლარი. მოხმარებლის მიერ გასაჩივრებული იქნა სემეკში. სემეკის 2018 წლის 13 დეკემბრის N104/15 გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა აღნიშნული პირის მიერ წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
მოპასუხე აღნიშნავს, რომ ზემოაღნიშნული შემოწმებების შედეგად გამოვლენილი დარღვევები, აღმოჩენილ იქნა მოპასუხის სპეციალური მონიტორინგის სამსახურის მიერ. აღნიშნული დარღვევების აღმოჩენა და აღმოფხვრა, ასევე მათ შესახებ დამსაქმებლის ინფორმირება, წარმოადგენდა მოსარჩელის პირდაპირ მოვალეობას. შესაბამისად, მოსარჩელის მიერ დაირღვა როგორც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 6.1.1; 6.1.17; 6.1.19 პუნქტები, ასევე თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-3 თავით გათვალისწინებული ვალდებულებები. ასევე შრომის შინაგანაწესით დადგენილი პირობები. ყოველივე ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, მოსარჩელემ უხეშად დაარღვია შრომითი ვალდებულებები და მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნები უსაფუძვლოა.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. მოსარჩელე გ------- ნ------- 2016 წლის 01 მარტს მხარეთა შორის გაფორმებული უვადო შრომითი ხელშეკრულების საფუძველზე მუშაობდა შპს ,,ჯ---------------------------------ში“ არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობაზე და მისი ყოველთვიური შრომითი ანაზღაურება შეადგენდა 1080 ლარს(დაუბეგრავი).
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- მხარეთა ახსნა-განმარტებანი;
- 2016 წლის 1 მარტის შრომითი ხელშეკრულება.
3.1.2. შპს ,,ჯ---------------------------------ის“ წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 16 ივლისიდან18 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, აღმოჩენილ იქნა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მომხმარებელთა მხრიდან რიგი დარღვევები, კერძოდ:
1. 2018 წლის 03 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ს--“ და დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, რის გამოც N012377 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით მას დაერიცხა - 1434.90 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
2. 2018 წლის 16 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ს----------ი“ და დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, რის გამოც, N0124419 აქტით მას დაერიცხა - 1434,91 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
3. 2018 წლის 24 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ფ---------------“ და დაგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით , რის გამოც, N012481 აქტით მას დაერიცხა - 3443.72 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
4. 2018 წლის 01 აგვისტოს შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირის ი---ა ძ-------ს წყლის მრიცხველი და დადგინდა, რომ აღნიშნული პირი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გარეშე, რის გამოც 012733 აქტით მას დაერიცხა - 573,96 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
5. 2018 წლის 14 აგვისტოს შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირის ქ------- ჩ------–---–ის წყლის მრიცხველი და დადგინდა, რომ პირი წყალს მოიხმარდა გაუფორმებელი მრიცხველით, რის გამოც N012822 აქტით, მას დაერიცხა - 334,42 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
6. 2018 წლის 5 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,N------S”. ობიექტის შემოწმებისას დაფიქსირდა მარცხენა ხაზი. აღურიცხავი წყლის მოხმარების N012886 აქტის საფუძველზე მას დაერიცხა - 1726,90 ლარი. მომხმარებლის მიერ გასაჩივრებულ იქნა სემეკში. კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის N9/23 გადაწყვეტილებით შპს მიერ წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი დადასტურდა, ხოლო დარიცხვის ნაწილში დაუკორექტირდა დარიცხვა 860,95 ლარის ოდენობით.
7. 2018 წლის 06 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,ვ---–------ი“ და დადგინდა, რომ ობიექტი წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ, რის გამოც მას N3012889 აქტის საფუძველზე დაერიცხა - 1862,88 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
8. 2018 წლის 13 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,ქ-----–-------------ი“ და დადგინდა, წყლის უმრიცხველოდ მოხმარების ფაქტი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
9. 2018 წლის 18 სექტემბერს, შემოწმებულ იქნა ი/მ თ----- ს----–---–ის წყალმომარაგება და დადგინდა, რომ ობიექტი წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ. აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის N013049 საფუძველზე, მას დაერიცხა - 1721,89 ლარი. მოხმარებლის მიერ გასაჩივრებული იქნა სემეკში. სემეკის 2018 წლის 13 დეკემბრის N104/15 გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა აღნიშნული პირის მიერ წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- ახსნა-განმარტებითი ბარათები და აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტები (ს.ფ-ები: 150-169);
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.3. 2019 წლის 07 მარტის, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ კომერციული დირექტორის N138 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გ------- ნ------- 2019 წლის 09 მარტიდან გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძვლით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებას:
- სარჩელი;
- შესაგებელი;
- 2019 წლის 07 მარტის N138 ბრძანება;
- მხარეთა ახსნა-განმარტებები.
3.1.4. 2019 წლის 18 მარტს, მოსარჩელეს ჩაბარდა მისი გათავისუფლების შესახებ წერილობითი დასაბუთება, სადაც მოპასუხის მიერ მითითებულია, რომ დასაქმებულის ვალდებულებას წარმოადგენდა მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვა დადგენილ ვადებში, მრიცხველზე ბჯენის დადება, წყალმზომი კვანძის მდგომარეობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება, აღურიცხავი წყლის მოხმარების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება, ახალი მომხმარებლის გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება. მოსარჩელის მიერ არაერთგზის იქნა დარღვეული შრომითი ხელშეკრულებისა და თანამდებობრივი ინსტრუქციით გათვალისწინებული პირობები. კერძოდ, კომპანიის შესაბამისი სამსახურის მიერ მოსარჩელის სამოქმედო ტერიტორიაზე გამოვლენილ იქნა სხვადასხვა სახის დარღვევები: წყლის უმრიცხველო მოხმარება, აღურიცხავი მომხმარებლები, კომერციულ აბონენტებზე საყოფაცხოვრებო ტარიფით დარიცხვის განხოცირციელება. აღნიშნულის გამო, მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა შრომითი ვალდებულების უხეშ დარღვევას და იგი გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ 2019 წლის 18 მარტის წერილობითი დასაბუთება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
სამოტივაციო ნაწილი
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლოს მიაჩნია, რომ არ არსებობდა მოსარჩელესთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის სამართლებრივი საფუძვლები, რის გამოც მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა უნდა დაკმაყოფილდეს სრულად, ბათილად უნდა იქნეს ცნობილი მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე, მოსარჩელე აღდგენილ უნდა იქნეს პირვანდელ თანამდებობაზე და მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს იძულებითი განაცდურის ანაზღაურება მოსარჩელის გათავისუფლებიდან გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
ევროპის სოციალური ქარტიის პირველი და მე-4 მუხლები; საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლი; საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2, 32-ე, 37-ე, 38-ე მუხლები; საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლი.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. ევროპის სოციალურ ქარტიის პირველი მუხლის თანახმად, ხელშემკვრელი მხარეები კისრულობენ ვალდებულებას ხელი შეუწყონ დასაქმების მაქსიმალურად სტაბილური და მაღალი დონის მიღწევასა და შენარჩუნებას; ამავე ქარტიის მე-4 მუხლის მე-4 პუნქტის შესაბამისად, მხარეები ვალდებულებას იღებენ აღიარონ თითოეული მუშაკის მიერ დასაქმების შეწყვეტის შესახებ შეტყობინების წინასწარი მიღების უფლება; აღნიშნულ დავასთან მიმართებაში მნიშვნელოვანია ქარტიის 24-ე მუხლის რეგულაცია, რომლის თანახმადაც, დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში მუშაკთა მიერ დაცვის უფლების ეფექტურად განხორციელების მიზნით, მხარეები იღებენ ვალდებულებას აღიარონ ყველა მუშაკის უფლება უარი თქვას დასაქმების შეწყვეტაზე „საპატიო მიზეზის გარეშე“, რომელიც უნდა გამომდინარეობდეს მისი პროფესიული შესაძლებლობებიდან ან მოქცევიდან, ასევე საწარმოს შინაგანაწესიდან; მხარეები ასევე აღიარებენ მუშაკთა მიერ სათანადო კომპენსაციის ან სხვა შესაბამისი ანაზღაურების მიღების უფლებას საპატიო მიზეზის გარეშე დასაქმების შეწყვეტის შემთხვევაში.
სასამართლო მოიშველიებს შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის 1982 წლის N158 კონვენციას „შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის შესახებ“. სასამართლოს აზრით, მიუხედავად იმისა, რომ საქართველოსათვის მითითებული საერთაშორისო ხასიათის მქონე დოკუმენტი ძალაში არ არის, საკმაოდ საყურადღებოა მისი მოთხოვნები სამოსამართლო სამართლებრივი მოსაზრებების განმარტებისათვის. ასევე აღსანიშნავია, რომ საქართველოს შიდა კანონმდებლობა არსებითად არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციის შესაბამის რეგულაციებს.
კონვენციის მე-4 მუხლის თანახმად, დაუშვებელია დასაქმებულთან შრომითი ურთიერთობების შეწყვეტა თუ არ არსებობს ასეთი შეწყვეტის კანონიერი მიზეზი დაკავშირებული დასაქმებულის უნართან ან ქცევასთან, ან რომელიც ეფუძნება საწარმოს, დაწესებულების ან სამსახურის საოპერაციო მოთხოვნებს.
სასამართლო, ასევე განმარტავს, რომ შრომით ურთიერთობაში მოქმედი საქართველოს კანონმდებლობა არ ეწინააღმდეგება ამ კონვენციით გათვალისწინებულ მოთხოვნებს და მასთან თანხვედრაშია.
საქართველოს კონსტიტუციის 26-ე მუხლის პირველი პუნქტით, შრომის თავისუფლება უზრუნველყოფილია. ყველას აქვს სამუშაოს თავისუფალი არჩევის უფლება. უფლება შრომის უსაფრთხო პირობებზე და სხვა შრომითი უფლებები დაცულია ორგანული კანონით.
საქართველოს ორგანული კანონის - საქართველოს შრომის კოდექსის მე-2 მუხლის პირველი პუნქტის თანახმად, შრომითი ურთიერთობა არის შრომის ორგანიზაციული მოწესრიგების პირობებში დასაქმებულის მიერ დამსაქმებლისათვის სამუშაოს შესრულება ანაზღაურების სანაცვლოდ.
სასამართლო განმარტავს, რომ დასაქმებულთა შრომითი უფლებების დაცვის კუთხით ძალიან მნიშვნელოვანია დამსაქმებლის მიერ მისთვის მინიჭებული უფლებებით კეთილსინდისიერად სარგებლობა. დამსაქმებელი კანონით გათვალისწინებული წინაპირობების არსებობისას უფლებამოსილია შეწყვიტოს დასაქმებულთან შრომითსამართლებრივი ურთიერთობა, თუმცა, აღნიშნული უფლება უნდა განხორციელდეს ჯეროვნად, კანონით გათვალისწინებული დანაწესის ზუსტი დაცვით და თანაც, ისე, რომ ადგილი არ ჰქონდეს უფლების ბოროტად გამოყენებას. ამ მხრივ მნიშვნელოვანია, დამსაქმებელმა ხელოვნურად არ შექმნას წინაპირობები სამართლებრივი საფუძვლით დასაქმებულის სამსახურიდან გასანთავისუფლებლად.
დადგენილია, რომ 2019 წლის 07 მარტის, შპს ,,ჯ---------------------------------ის“ კომერციული დირექტორის N138 ბრძანების საფუძველზე, მოსარჩელე გ------- ნ------- გათავისუფლდა დაკავებული თანამდებობიდან შრომითი ვალდებულებების უხეში დარღვევის საფუძვლით. მოპასუხემ გათავისუფლების შესახებ ბრძანებაში გათავისუფლების სამართლებრივ საფუძვლად მიუთითა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის 1-ლი ნაწილის ,,ზ’’ ქვეპუნქტი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თითოეულმა მხარემ უნდა დაამტკიცოს გარემოებანი, რომელზედაც იგი ამყარებს თავის მოთხოვნას და შესაგებელს. ხოლო ამავე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, ამ გარემოებათა დამტკიცება შეიძლება მხარეთა ახსნა-განმარტებებით, მოწმეთა ჩვენებებით, ფაქტების კონსტატაციის მასალებით, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებებითა და ექსპერტთა დასკვნებით.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისთვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
მითითებულ ნორმათა შესაბამისად, ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ვალდებულება აკისრიათ მხარეებს, რომლებიც თავის სამართლებრივ მოთხოვნას აფუძნებენ აღნიშნულ გარემოებებს და შესაბამისად, ისინი მიეთითება მათ მიერ. საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსი ადგენს მხარეთა მიერ მითითებული ფაქტობრივი გარემოებების მტკიცების ტვირთის განაწილების სტანდარტს, მხარეს, რომელიც თავის მოთხოვნას თუ შესაგებელს აფუძნებს კონკრეტულ ფაქტობრივ გარემოებას, ეკისრება მითითებული გარემოების მტკიცების ტვირთი.
საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლი არეგულირებს შრომითი ურთიერთობის შეწყვეტის ლეგალურ საფუძვლებს.
მოსარჩელესთან შრომის ხელშეკრულების შეწყვეტის საფუძველი გახდა საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი პუნქტის ”ზ” ქვეპუნქტი - დასაქმებულის მიერ მისთვის ინდივიდუალური შრომითი ხელშეკრულებით ან კოლექტიური ხელშეკრულებით ან/და შრომის შინაგანაწესით დაკისრებული ვალდებულების უხეში დარღვევა;
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 115-ე მუხლის თანახმად, სამოქალაქო უფლება უნდა განხორციელდეს მართლზომიერად. დაუშვებელია უფლების გამოყენება მარტოოდენ იმ მიზნით, რომ ზიანი მიადგეს სხვას.
დავის განხილვისას სასამრთლო ამოწმებს უფლების გამოყენების მართლზომიერების საკითხს, რის საფუძველზეც აფასებს მხარეთა მიერ სასამართლოს წინაშე დაყენებულ მოთხოვნათა მართებულობას. უფლების გამოყენების მართლზომიერების შესაფასებლად აუცილებელია მისი გამოყენების განმაპირობებელი გარემოებების მართლზომიერების საკითხის შესწავლა. სამუშაოდან გათავისუფლების შესახებ შრომითი დავის განხილვისას, სასამართლო ამოწმებს, თუ რამდენად მართლზომიერად მოქმედებდა დამსაქმებელი დასაქმებულის სამუშაოდან გათავისუფლებისას.
მოცემულ შემთხვევაში, გამოსაკვლევია შეწყდა თუ არა დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულება საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის პირველი ნაწილის ,,ზ“ ქვეპუნქტის შემადგენლობის სრული დაცვით, რაც, თავის მხრივ, დამსაქმებლის ბრძანების ბათილობის ფაქტობრივ-სამართლებრივი საფუძვლების გამომრიცხველი გარემოებაა.
მოპასუხე მიუთითებს, რომ მოსარჩელესთან შრომითი ურთიერთობა შეწყდა მის მიერ შრომითი ვალდებულების უხეშად დარღვევის გამო. სასამართლო განმარტავს, რომ ნიშანდობლივია, დასაქმებულის შრომითი უფლებების დაცვის კონსტიტუციური პრინციპი, რომლის შესაბამისად, დასაქმებულის მიერ ჩადენილი ყოველი დარღვევა შეფასებული უნდა იქნეს მისი ჩადენის სიხშირის, სიმძიმის და რაც მთავარია, შედეგობრივი თვალსაზრისით. შესაბამისად, შრომის სამართალში ,,Ultima Ratio“-ს პრინციპი ითხოვს დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნამდე, მისი ქმედების შეფასებას მიზეზ-შედეგობრივი თვალსაზრისით, დარღვევას (გადაცდომას) და გათავისუფლებას შორის ზომიერი ბალანსის დაცულობას. ნიშანდობლივია, რომ ამავე პრინციპის შესაბამისად, დამსაქმებლის მიერ დარღვევის (გადაცდომის) ჩადენისას, გამოყენებული უნდა იქნეს ისეთი ზომები, რომელიც არსებულ ვითარებას გამოასწორებს, გააუმჯობესებს, დასაქმებულ მუშაკს კვალიფიკაციას აუმაღლებს, უფრო წინდახედულად და გულისხმიერ მოქცევას აიძულებს. შესაბამისად, მიზანშეწონილობის კუთხით, გადაცდომის დროს არჩეულ უნდა იქნეს პროპორციული დასჯის მექანიზმი, რაც შედეგობრივად, გარდა იმისა, რომ დამრღვევს დასჯის, მას და სხვა დასაქმებულებს უფრო ეფექტური შრომის მოტივაციას შეუქმნის.“
სასამართლო მიუთითებს, რომ შრომითსამართლებრივი დავები მტკიცების ტვირთის განაწილების გარკვეული თავისებურებით ხასიათდება, რასაც მტკიცებულებების წარმოდგენის თვალსაზრისით, დამსაქმებლისა და დასაქმებულის არათანაბარი შესაძლებლობები განაპირობებს. მოსარჩელე, დასაქმებული რომელიც სამსახურიდან უკანონოდ დათხოვნის თაობაზე აპელირებს, ვერ დაადასტურებს მისი სამსახურიდან დათხოვნის უკანონობას. შესაბამისად, მოსარჩელის მითითება იმასთან დაკავშირებით, რომ იგი უკანონოდ გაათავისუფლეს სამსახურიდან, მტკიცების ტვირთს აბრუნებს დამსაქმებლის მხარეს, რომელსაც აკისრებს დასაქმებულის სამსახურიდან მართლზომიერად გათავისუფლების მტკიცების ვალდებულებას.
ზემოაღნიშნული დასკვნა გამომდინარებს შემდეგი ძირეული პრინციპიდან, რომლის მიხედვით დამსაქმებელს გააჩნია მტკიცებითი უპირატესობა, სასამართლოს წარუდგინოს მისთვის ხელსაყრელი მტკიცებულებები იმასთან დაკავშირებით, რომ მისმა თანამშრომელმა დაარღვია გარკვეული ეთიკის ნორმები, რაც კონკრეტულ ქმედებებში გამოიხატა, ვიდრე დასაქმებული, რომელიც ობიექტურად ვერ შეძლებს მტკიცებულებების წარდგენას მასზე, რომ იგი ვალდებულებას ჯეროვნად და კეთილსინდისიერად ასრულებდა.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელე არ ასრულებდა ჯეროვნად მასზე დაკისრებულ მოვალეობებს, რაც დადასტურდა იმ გარემოებით, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის მიერ, აღმოჩენილი იქნა რიგი დარღვევები მოპასუხე კომპანიის მომხარებელთა მხრიდან, რომელთა აღმოჩენაც წარმოადგენდა მოსარჩელის პირდაპირ მოვალეობას.
მოსარჩელე მიუთითებს, რომ მას არ ევალებოდა ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოჩენა, ვინაიდან ამისათვის არსებობდა სპეციალური სამსახური მოპასუხე კომპანიაში, ამასთან იგი მოკლებული იყო ყოველგვარ შესაძლებლობას, აღმოეჩინა და რეაგირება მოეხდინა ზემოაღნიშნულ დარღვევებზე მომხმარებელთა მხრიდან.
უდავოდ დგინდება, რომ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის მიერ, 2018 წლის 16 ივლისიდან 18 სექტემბრამდე დროის მონაკვეთში, აღმოჩენილ იქნა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მომხმარებელთა მხრიდან რიგი დარღვევები, კერძოდ:
1. 2018 წლის 03 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ს--“ და დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, რის გამოც N012377 აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტით მას დაერიცხა - 1434.90 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
2. 2018 წლის 16 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ს----------ი“ და დადგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით, რის გამოც, N0124419 აქტით მას დაერიცხა - 1434,91 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
3. 2018 წლის 24 ივლისს შემოწმებულ იქნა შპს ,,ფ---------------“ და დაგინდა, რომ აღნიშნული ობიექტი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გვერდის ავლით , რის გამოც, N012481 აქტით მას დაერიცხა - 3443.72 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
4. 2018 წლის 01 აგვისტოს შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირის ი---ა ძ-------ს წყლის მრიცხველი და დადგინდა, რომ აღნიშნული პირი წყალს მოიხმარდა მრიცხველის გარეშე, რის გამოც 012733 აქტით მას დაერიცხა - 573,96 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
5. 2018 წლის 14 აგვისტოს შემოწმებულ იქნა ფიზიკური პირის ქ------- ჩ------–---–ის წყლის მრიცხველი და დადგინდა, რომ პირი წყალს მოიხმარდა გაუფორმებელი მრიცხველით, რის გამოც N012822 აქტით, მას დაერიცხა - 334,42 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
6. 2018 წლის 5 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,N------S”. ობიექტის შემოწმებისას დაფიქსირდა მარცხენა ხაზი. აღურიცხავი წყლის მოხმარების N012886 აქტის საფუძველზე მას დაერიცხა - 1726,90 ლარი. მომხმარებლის მიერ გასაჩივრებულ იქნა სემეკში. კომისიის 2019 წლის 7 თებერვლის N9/23 გადაწყვეტილებით შპს მიერ წყლის უკანონო მოხმარების ფაქტი დადასტურდა, ხოლო დარიცხვის ნაწილში დაუკორექტირდა დარიცხვა 860,95 ლარის ოდენობით.
7. 2018 წლის 06 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,ვ---–------ი“ და დადგინდა, რომ ობიექტი წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ, რის გამოც მას N3012889 აქტის საფუძველზე დაერიცხა - 1862,88 ლარი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
8. 2018 წლის 13 სექტემბერს შემოწმებულ იქნა შპს ,,ქ-----–-------------ი“ და დადგინდა, წყლის უმრიცხველოდ მოხმარების ფაქტი. აბონენტის მიერ დადასტურებული იქნა აღნიშნული ფაქტი და დარიცხული თანხა გადახდილ იქნა ნებაყოფლობით.
9. 2018 წლის 18 სექტემბერს, შემოწმებულ იქნა ი/მ თ----- ს----–---–ის წყალმომარაგება და დადგინდა, რომ ობიექტი წყალს მოიხმარდა უმრიცხველოდ. აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტის N013049 საფუძველზე, მას დაერიცხა - 1721,89 ლარი. მოხმარებლის მიერ გასაჩივრებული იქნა სემეკში. სემეკის 2018 წლის 13 დეკემბრის N104/15 გადაწყვეტილებით დადასტურებულ იქნა აღნიშნული პირის მიერ წყლის უკანონოდ მოხმარების ფაქტი.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვალდებულია დაადასტუროს, რომ მოსარჩელის მხრიდან ადგილი ჰქონდა მაზე დაკისრებული ვალდებულების არაჯეროვან შესრულებას ან შეუსრულებლობას. ამისათვის მნიშვნელოვანია დადგინდეს მოსარჩელის ფუნქცია მოვალეობები მოპასუხე კომპანიაში.
მხარეთა შორის 2016 წლის 1 მარტს გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 6.1.1. პუნქტის თანახმად, დასაქმებული ვალდებულია მისთვის განკუთვნილი სამუშაო შეასრულოს პირადად, კეთილსინდისიერად, მაღალკვალიფიციურად, თანამდებობისა და დაკისრებული ფუნქციების გათვალისწინებით, წინამდებარე ხელშეკრულების, საქართველოს შრომის კანონმდებლობის, სხვა ნორმატიული აქტების, შრომის შინაგანაწესის, სამუშაო აღწერილობის, შრომისა და უსაფრთხოების დაცვის ინსტრუქციის, გენერალური დირექტორის მიერ გამოცემული სხვა აქტების და დავალებების შესაბამისად. დასაქმებული ვალდებულია განუხრელად შეასრულოს ამ დოკუმენტებით დადგენილი წესებით და მოთხოვნები.
ამავე ხელშეკრულების 6.1.17 და 6.1.19 პუნქტების თანახმად, წინამდებარე ხელშეკრულებით ნაკისრი ვალდებულებების შესრულების საპატიო მიზეზით შეუძლებლობის შემთხვევაში, იგი ვალდებულია, დაუყოვნებლივ აცნობოს ამის შესახებ დამსაქმებელს. დასაქმებული ვალდებულია, არ ჰქონდეს პირადი დაინტერესება ან იმ ტიპის გარეშე ვალდებულება, რომელიც გავლენას მოახდენს მის საქმიანობაზე ან მიაღებინებს მას დამსაქმებლისთვის საზიანო რაიმე გადაწყვეტილებას.
მოპასუხის მიერ დადგენილი მოსარჩელის თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-3 თავის თანახმად, მოსარჩელის მოვალეობებია: შპს ,,ჯ---------------------------------ის: მისიის, მიზნების, ფასეულობებისა და ღირებულებების ცოდნა და გაზიარება; შრომითი ხელშეკრულებითა და წინამდებარე ინსტრუქციით გათვალისწინებული ვალდებულებების სრულყოფილად შესრულება და დაცვა; მომხმარებლის მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვა დადგენილ ვადებში; უნდა შეეძლოს პლანშეტით აღრიცხვის კვანიძისა და ქსელის სურათის გადაღება, ჩვენების დაფიქსირება, მონაცემების პლანშეტში შეყვანა და მონაცემთა ბაზაში გადმოგზავნა; გადახდისთვის საჭირო საბუთების წარდგენა დადგენილ ვადებში; მრიცხველზე მჯენის დადება; წყალმზომი კვანძის მდგომარეობის კონტროლი და შესაბამისი რეაგირება; აღურიცხავად წყლის მოხმარების ფაქტების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; ახალი მოხმარებლების გამოვლენა და შესაბამისი რეაგირება; დავალიანების მქონე მომხმარებლებზე შესაბამისი რეაგირება; შემოსულ კორესპონდენციაზე დადგენილ ვადებში შესაბამისი რეაგირება; უბნებში მომხდარი წყლის ან საკანალიზაციო შემთხვევის შესახებ ინფორმაციის დროული მიწოდება სადისპეჩერო დეპარტამენტისთვის; დაკისრებული მოვალეობის დროულად და ხარისხიანად შესრულება; კომპანიის შინაგანაწესის, დებულებისა და ბრძანებების შესრულება.
მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხე აღნიშნავს, რომ მოსარჩელის მიერ დაირღვა როგორც მხარეთა შორის გაფორმებული შრომითი ხელშეკრულების 6.1.1; 6.1.17; 6.1.19 პუნქტები, ასევე თანამდებობრივი ინსტრუქციის მე-3 თავით გათვალისწინებული ვალდებულებები.
სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ მოპასუხე კომპანიაში არსებობს სპეციალური სამსახური, კერძოდ შპს ,,ჯ---------------------------------ის“ წყლის რეალიზაციის დეპარტამენტი, რომლის პირდაპირ ფუნქციას წარმოადგენს კომპანიის მომხმარებელთა მიერ განხორციელებულ დარღვევების აღმოჩენა და მათზე რეაგირება. ამასთან, აღნიშნული დეპარტამენტი, შედგება რამოდენიმე პირისაგან შემდგარი შესაბამისი ჯგუფისგან, რომელთაც გააჩნიათ შესაბამისი ტექნიკური საშუალებები ზემოაღნიშნული დარღვევების აღმოსაჩენად. აღნიშნულ დეპარტამენტს გააჩნია ასევე შესაბამისი სტრუქტურა, რაც თავისთავად გულისხმობს იმას, რომ აქვს ბევრად მეტი რესურსი დარღვევების აღმოჩენის და მათზე რეაგირებისათვის, ვიდრე ცალკე აღებულ მხოლოდ ერთ თანამშრომელს. აღნიშნული დასტურდება მოცემული დეპარტამენტის მიერ შედგენილი და საქმეში არსებული აღურიცხავი წყლის მოხმარების აქტებით, რომელთა შემდგენიც არის შპს ,,ჯ------------------------ს“ წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის წარმომადგენელი. ამასთან, ზემოაღნიშნული აქტით დასტურდება, რომ წყლის რეალიზაციის დეპარტამენტს გააჩნია სათავო ოფისი, რაც ადასტურებს დეპარტამენტში განსაზღვრული სტრუქტურისა და იერარქიის არსებობას.
სასამართლო მიუთითებს, რომ მოსარჩელე მუშაობდა შპს ,,ჯ---------------------------------ის“ არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობაზე და მის რეგიონს წარმოადგენდა მთაწმინდა-კრწანისის რეგიონი. სასამართლო მიუთითებს, რომ აღნიშნული რეგიონი წარმოადგენს საკმაოდ დიდ ტერიტორიას და აღნიშნულ ტერიტორიაზე შესაბამისად რეგისტრირებულნი არიან დიდი რაოდენობის აბონენტები, რის გამოც, მოსარჩელის პირდაპირი ფუნქცია, იურიდიული პირების მიერ მოხმარებული წყლის აღრიცხვა და შესაბამისი გადასახადის გამოწერა გარკვეულწილად დიდ შრომასთან იყო დაკავშირებული. შესაბამისად, აღნიშნული ასევე ცხადყოფს იმ გარემოებას, რომ მოსარჩელის მიერ შეუძლებელი იყო როგორც დროის ასევე ტექნიკური თვალსაზრისით, შესაბამისი აღჭურვილობის გარეშე გარკვეული დარღვევების აღმოჩენა. სასამართლო იზიარებს მოსარჩელის მითითებას იმასთან დაკავშირებით, რომ ობიექტზე მისვლისას, რაც მას თვეში ერთხელ ევალებოდა, იგი ამოწმებდა მრიცხველის ჩვენებას და მას არ ჰქონდა შესაძლებლობა ვიზუალურად შიგნიდან დაეთვალიერებინა ობიექტი, მისი ოთახები და განესაზღვრა იყენებდა თუ არა კომპანიის კლიენტი წყალმომარაგებას სამეწარმეო მიზნით ან მრიცხველის გვერდის ავლით. მოსარჩელეს ჰქონდა მხოლოდ მრიცხველთან არსებული ვიზუალურად შესამჩნევი დარღვევის აღმოჩენის შესაძლებლობა და ეს შესაძლებლობა მოსარჩელეს ეძლეოდა თვეში ერთხელ აბონენტის მიერ მოხმარებული წყლის ოდენობის და საფასურის განსაზღვრის დროს. ყველა დარღვევა რაც აქტშია მითითებული, ვიზუალურად შეუმჩნეველი იყო.
შესაბამისად, სასამართლოს მიჩნია, რომ დასაქმებულის მიერ ნაკისრი ვალდებულების დარღვევად, მითუმეტეს უხეშ დარღვევად, არ შეიძლება შეფასდეს ისეთი ვითარება,როცა დასაქმებულზე დამატებით დაკისრებულია ისეთი მოვალეობა, რომლის შესრულებაც დასაქმებულისაგან დამოუკიდებელი, ობიექტური მიზეზის გამო შეუძლებელია, რაც დამსაქმებლისათვის იმთავითვე ცნობილია.
სასამართლოს მიაჩნია, რომ დასაქმებულისთვის ისეთი ვალდებულების დაკისრება, რაც შესასრულებლად ძნელია ან თითქმის შეუძლებელი და რასაც უსამართლო შედეგი -დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლება მოჰყვა, შეიძლება შეფასდეს,საქართველოს სამოქალაქო კოდექსის მე-8 მუხლის მესამე ნაწილის შესაბამისად, მოპასუხის - დამსაქმებლის მხრიდან, უფლება მოვალეობების კეთილსინდისიერად განხორციელების ვალდებულების დარღვვევად.
მოპასუხე მხარე მიუთითებს კონკრეტულ დარღვევებზე კომპანიის კლიენტების მხრიდან, რომლებიც არ იქნა აღმოჩენილი მოსარჩელის მიერ. აღნიშნული დარღვევები შპს ,,ჯ---------------------------------ის“ წყლის რეალიზაციის დეპარტამენტის მიერ აღმოჩენილია 2018 წლის 16 ივლისიდან 18 სექტემბრამდე პერიოდში. ჯამურად აღმოჩენილია 9 სხვადასხვა დარღვევა, რომელთა აღმოუჩენლობაც ფასდება როგორც მოსარჩელის მიერ ვალდებულების უხეში დარღვევა. მოცემულ შემთხვევაში, გაუგებარია მოპასუხის პოზიცია იმასთან დაკავშირებით, რომ თუკი 2 თვიან მონაკვეთში აღმოჩენილი იქნა 9 სხვადასხვა დარღვევა, რომელიც, როგორც მოპასუხე მიუთითებს, გამოწვეული იყო მოსარჩელის მიერ შრომითი ვალდებულების შეუსრულებლობით, რატომ არ იქნა გამოყენებული მოსარჩელის მიმართ შესაბამისი დისციპლინური პასუხისმგებლობა თითოეული დარღვევისთვის და რატომ შეაფასა დამსაქმებელმა 9 სხვადასხვა დარღვევა ერთობლიობაში დასაქმებულის მხრიდან უხეშ დარღვევად. სასამართლო განმარტავს, რომ მოსარჩელის გათავისუფლების საფუძვლად, მოპასუხე უთითებს საქართველოს შრომის კოდექსის 37-ე მუხლის ,,ზ“ ქვეპუნქტს, რომლითაც გათვალისწინებულია დასაქმებულის სამსახურიდან დათხოვნა უხეში დარღვევის საფუძვლით. სასამართლო აღნიშნავს, რომ მოცემულ შემთხვევაში, მოპასუხემ მისი მტკიცების ტვირთის ფარგლებში ვერ დაადასტურა, რომ მოსარჩელე უხეშად არღვევდა მასზე დაკისრებულ შრომით მოვალეობებს და მისი გათავისუფლება იყო ერთადერთი რელევანტური და პროპორციული საშუალება. შესაბამისად სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის მიერ მითითებული გარემოებები არ შეიძლება ჩაითვალოს ვალდებულების ისეთ დარღვევად, რაც ფასდება უხეშ დარღვევად და არ შეიძლება გახდეს დასაქმებულის სამსახურიდან გათავისუფლების საფუძველი.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 54-ე მუხლის თანახმად, ბათილია გარიგება, რომელიც არღვევს კანონით დადგენილ წესსა და აკრძალვებს, ეწინააღმდეგება საჯარო წესრიგს ან ზნეობის ნორმებს.
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხის ბრძანება მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლების შესახებ უკანონოა და ბათილად უნდა იქნეს ცნობილი.
6.2. საქართველოს ორგანული კანონის საქართველოს შრომის კოდექსის 38-ე მუხლის მე-8 ნაწილის თანახმად, სასამართლოს მიერ დასაქმებულთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ დამსაქმებლის გადაწყვეტილების ბათილად ცნობის შემთხვევაში, სასამართლოს გადაწყვეტილებით, დამსაქმებელი ვალდებულია პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღადგინოს პირი, რომელსაც შეუწყდა შრომითი ხელშეკრულება, ან უზრუნველყოს ის ტოლფასი სამუშაოთი, ან გადაუხადოს მას კომპენსაცია სასამართლოს მიერ განსაზღვრული ოდენობით.
მოცემულ შემთხვევაში, ვინაიდან მოპასუხის შპს ,,ჯ---------------------------------ის“ კომერციული დირექტორის ბრძანება გ------- ნოზაძის სამსახურიდან გათავისუფლების თაობაზე ბათილად არის მიჩნეული, მოსარჩელის მოთხოვნა, მისი პირვანდელ სამუშაო ადგილზე აღდგენის თაობაზე საფუძვლიანია და უნდა დაკმაყოფილდეს.
დადგენილია, რომ მხარეთა შორის დადებული 2016 წლის 01 მარტის ხელშეკრულება არის უვადო შრომითი ხელშეკრულება (იხ. 3.1.1. უდავო ფაქტ. გარემოება).
აღნიშნულის გათვალისწინებით, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოსარჩელე უნდა აღდგეს პირვანდელ სამუშაოზე შპს ,,ჯ---------------------------------ის“ არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობაზე.
6.3. საქართველოს შრომის კოდექსის 32-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, თუ შრომითი ხელშეკრულებით სხვა რამ არ არის განსაზღვრული, დამსაქმებლის ბრალით გამოწვეული იძულებითი მოცდენისას დასაქმებულს შრომის ანაზღაურება მიეცემა სრული ოდენობით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ მოსარჩელის სამსახურიდან გათავისუფლება მოხდა უკანონოდ 2019 წლის 9 მარტს, ხოლო მოსარჩელის ყოველთვიური ანაზღაურება მოპასუხე კომპანიაში შეადგენდა ყოველთვიურად 1080 ლარს (იხ. 3.1.1. და 3.1.4. უდავო ფაქტ. გარემოებები).
ზემოაღნიშნულიდან გამომდინარე, სასამართლოს მიაჩნია, რომ მოპასუხეს მოსარჩელის სასარგებლოდ უნდა დაეკისროს განაცდურის ანაზღაურება 2019 წლის 9 მარტიდან ყოველთვიურად 1080 ლარის ოდენობით, გადაწყვეტილების აღსრულებამდე.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის თანახმად, მოსარჩელის მიერ გადახდილი სახელმწიფო ბაჟი გადახდება მოპასუხეს, დაკმაყოფილებული მოთხოვნის პროპორციულად. მოცემულ შემთხვევაში სარჩელი დაკმაყოფილდა ნაწილობრივ, რის გამოც, მოპასუხეს უნდა დაეკისროს მოსარჩელის სასარგებლოდ, ამ უკანასკნელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 100 ლარის გადახდა, ხოლო მოსარჩელის მიერ გადახდილი სახ. ბაჟიდან 120 ლარიდან, 20 ლარი უნდა დაუბრუნდეს მოსარჩელეს როგორც ზედმეტად გადახდილი.
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 55-ე მუხლის თანახმად, სასამართლოს მიერ საქმის განხილვასთან დაკავშირებით გაწეული ხარჯები და სახელმწიფო ბაჟი, რომელთა გადახდისაგან განთავისუფლებული იყო მოსარჩელე, გადახდება მოპასუხეს ბიუჯეტის შემოსავლის სასარგებლოდ, მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელიც დაკმაყოფილებულია. მოსარჩელის სასარჩელო მოთხოვნა მოპასუხისათვის განაცდურის დაკისრების შესახებ სრულად დაკმაყოფილდა, შესაბამისად, მოპასუხეს უნდა დაეკისროს სახ. ბიუჯეტის სასარგებლოდ მოსარჩელის ერთი წლის ხელფასის ოდენობით განაცდურის გათვალისწინებით, 388.80 ლარის გადახდა.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა
სარეზოლუციო ნაწილი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-8, 243-ე, 244-ე, 248-249-ე, 257-ე მუხლებით
დაადგინა:
1. დაკმაყოფილდეს გ------- ნოზაძის სარჩელი შპს ,,ჯ---------------------------------ის“ მიმართ ბრძანების ბათილად ცნობის, სამუშაოზე აღდგენისა და განაცდურის ანაზღაურების თაობაზე;
2. ბათილად იქნას ცნობილი შპს ,,ჯ---------------------------------ის“ კომერციული დირექტორის 2019 წლის 07 მარტის N138 ბრძანება გ------- ნ-------სთან შრომითი ხელშეკრულების შეწყვეტის შესახებ.
3. აღდგენილ იქნეს გ------- ნ------- შპს ,,ჯ---------------------------------ის“ არასაყოფაცხოვრებო მიმართულების აღმრიცხველის თანამდებობაზე.
4. დაეკისროს მოპასუხე შპს ,,ჯ---------------------------------ს“ გ------- ნოზაძის სასარგებლოდ იძულებითი განაცდურის ანაზღაურება ყოველთვიურად 1080 ლარის (დარიცხული, დაუბეგრავი) ოდენობით 2019 წლის 9 მარტიდან სამსახურში აღდგენამდე და მოსარჩელე გ------- ნოზაძის მიერ გადახდილი სახ. ბაჟის 100 ლარის გადახდა.
5. შპს ,,ჯ---------------------------------ს“ სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ დაეკისროს სახელმწიფო ბაჟის 388.80 ლარის გადახდა.
6. გ------- ნ-------ს (პ/ნ: 01001043527), სახელმწიფო ბიუჯეტის ანგარიშიდან უკან დაუბრუნდეს, მის მიერ 2019 წლის 17 აპრილს, სახელმწიფო ბაჟის სახით გადახდილი 120 ლარიდან 20 ლარი;
7. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-8 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით;
8. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე
თეა ბერაია