განაჩენი
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე # 010100119003245988
საქმე N1-1055/19წ
გ ა ნ ა ჩ ე ნ ი
საქართველოს სახელით
19.12.2019 წელი ქ. ბათუმი
ბათუმის საქალაქო სასამართლო
სისხლის სამართლის საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ვიოლეტა ფორჩხიძე
სხდომის მდივანი - ხატია დევაძე
ბრალდების მხარე
პროკურორი - აკ------------ა
ბრალდებული: ლე-----------ე
მამის სახელი: რე-----
დაბადებული: 2--11.---- წელი
პირადი ნომერი: 6----------
მოქალაქეობა: საქართველოს მოქალაქე
განათლება: უ-----–---
ნასამართლეობა: მქონე
ოჯახური მდგომარეობა: დაოჯახებული
რეგისტრირებული მისამართზე: ქ. ლე--------------------------------
ადვოკატი - გი----------------ძე
კვალიფიკაცია: საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი; საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტი მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტი
ღია სასამართლო სხდომაზე განიხილა სისხლის სამართლის საქმე№1-----------
1.აღწერილობით-სამოტივაციო ნაწილი:
1.1. სასამართლომ დაადგინა:
1) 2019 წლის 27 ივლისს, საღამოს საათებში, ქ. ბათუმში, ან---------------ში მდებარე ბინა N---ში, ნა------------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწევით, ლე-----------ე, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ნა------------ის კუთვნილ ორ ცალ იოგურტს და საფულეს, მასში მოთავსებული 830 ლარის ოდენობით ფულადი თანხით და ნიკოლოზ ჩეროატოვის კუთვნილ ,,ლ-------ს’’ ფირმის ნოუთბუქს, ღირებულს 1200 ლარად, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი.
2) 2019 წლის 27 ივლისს, ქ. ბათუმში, საღამოს საათებში, ინა-------------------ში N-- ოლ-----------------ის დროებით საცხოვრებელ ბინაში უკანონო შეღწია, ლე-----------ემ და მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაეუფლა ოლ-----------------ის და გა-–-----------ას კუთვნილ ნოუთბუქებს, რითაც დაზარალებულებს მიაყენა მნიშვნელოვანი ქონებრივი ზიანი.
2. ქმედების სამართლებრივი აღწერა
ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება
მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ჩადენილი ბინაში უკანონო შეღწევით, რომელმაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
2.1. მხარეები შეთანხმდნენ, რომ საქმეში არსებული ბრალდების მხარის არც ერთი მტკიცებულება სადავო არაა და ორივე მხარე სრულად ეთანხმება აღნიშნული მტკიცებულებებით დადგენილ და დადასტურებულ ფაქტობრივ გარემოებებს (სასამართლო სხდომის ოქმი).
2.2. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 73-ე მუხლის 1-ლი ნაწილის „დ“ ქვეპუნქტის შესაბამისად, გამოკვლევის გარეშე მტკიცებულებად მიიღება ნებისმიერი სხვა გარემოება და ფაქტი, რომელზეც მხარეები შეთანხმდებიან.
ადამიანის უფლებათა დაცვის ევროპული სასამართლო მიიჩნევს, რომ ზოგიერთ საპროცესო უფლებაზე უარის თქმა არ შეიძლება ჩაითვალოს კონვენციის მე-6 მუხლის დარღვევად. სასამართლო შენიშნავს, რომ უფლებაზე უარის თქმა, კონვენციის მიზნებიდან გამომდინარე ეფექტიანი რომ იყოს, აუცილებელია განხორციელდეს აშკარა ფორმით და ასევე, უზრუნველყოფილი იყოს მინიმალური დაცვის გარანტიები. ამასთან დამატებით უფლებებზე უარის თქმა არ უნდა ეწინააღმდეგებოდეს საჯარო ინტერესს.
2.3. მტკიცებულების შეფასების თავისუფლების პრინციპიდან გამომდინარე, რომლის თანახმად, არცერთ მტკიცებულებას არ გააჩნია წინასწარ დადგენილი ძალა, ბრალდებულის აღიარება შეიძლება შემაჯამებელ გადაწყვეტილებას დაედოს საფუძვლად მხოლოდ იმ შემთხვევაში, როდესაც ის დასტურდება საქმეზე შეკრებილი მტკიცებულებების ერთობლიობით, რაც საკმარისია გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტის დაკმაყოფილებისათვის. საკმარისად მიიჩნევა მხოლოდ ისეთი მტკიცებულებების ერთობლიობა, რომელთა პირველწყაროს წარმოადგენს არა მხოლოდ ბრალდებულის აღიარება, არამედ ბრალდებულის ჩვენებისაგან დამოუკიდებელი სხვა მტკიცებულებითი ინფორმაციის წყაროები.
ლე-----------ემ სასამართლო სხდომაზე თავი სრულად ცნო დამნაშავედ წარდგენილ ბრალდებაში და დაეთანხმა მხარეთა მიერ უდავოდ გამხდარი მტკიცებულებებით დადგენილ ფაქტებს.
2.4. სასამართლო თვლის, რომ ბრალდებულის აღიარება წარდგენილ ბრალდებაზე, სრულად თავსებადია უდავო მტკიცებულებებით: მუ--------------ის, ნა------------ის, ნი----–---------------ის, ლე-----------ის, ირ---–----–----ას, ოლ-----------------ის, გა-–-----------ას, გამოკითხვის ოქმები, ამოღების ოქმები და ამოღებული ნივთიერი მტკიცებულებები, საგამოძიებო ექსპერიმენტის ოქმი, პირის ამოცნობის ოქმი, ვიდეოჩანაწერის დათვალიერების ოქმი, რომელთა ერთობლიობა გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით ადასტურებს, რომ ლე-----------ემ ჩაიდინა ქურდობა ე.ი სხვისი მოძრავი ნივთის ფარული დაუფლება მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით.
3.სამართლებრივი შეფასება
3.1. სასამართლო განმარტავს, რომ კანონმდებლის მიერ საქართველოს სსკ-ის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილს ,,გ“ ქვეპუნქტებით კრიმინალიზებულია ქურდობა ე.ი. სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად და მართლსაწინააღმდეგოდ მისაკუთრების მიზნით დაუფლება, ჩადენილი ბინაში უკანონოდ შეღწევით და რამაც მნიშვნელოვანი ზიანი გამოიწვია.
განსახილველი დანაშაულისგან სისხლისსამართლებრივი დაცვის ობიექტია საკუთრებითი ურთიერთობა მთლიანად; იგი მოიცავს როგორც ყველა მესაკუთრის მიერ თავისი ქონების მფლობელობის, სარგებლობისა და განკარგვის უფლებას, ასევე ქონების სხვა კანონიერი მფლობელის უფლებასაც, ხოლო უშუალო ობიექტს კი წარმოადგენს ისეთი ქონებრივი ურთიერთობა, რომელიც დაკავშირებულია კონკრეტული საკუთრების ან ქონების ფლობასთან. საქართველოში საკუთრების უფლება დაცულია საქართველოს კონსტიტუციით, საქართველოს სამოქალაქო კოდექსით და სხვა საკანონმდებლო ნორმებით; მათ შორის ეს უფლება საერთაშორისო მასშტაბით განმტკიცებულია 1948 წელს მიღებული ადამიანის უფლებათა საერთაშორისო დეკლარაციის მე-17 მუხლით (აღნიშნული მუხლის პირველი პუნქტის მიხედვით, ,,ყოველ ადამიანს აქვს უფლება ფლობდეს ქონებას როგორც ერთპიროვნულად, ასევე სხვებთან ერთად...),“ ადამიანის უფლებათა და ძირითად თავისუფლებათა დაცვის ევროპული კონვენციის პირველი დამატებითი ოქმითა და სხვა საერთაშორისო ნორმებით.
3.3. სასამართლო აღნიშნავს, რომ განსახილველი დანაშაული გამოიხატება სხვისი მოძრავი ნივთის ფარულად დაუფლებაში, მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, რამაც გამოიწვია მნიშვნელოვანი ზიანი; აუცილებელია დადგინდეს მიზეზობრივი კავშირი პირების ქმედებასა და დამდგარ შედეგს შორის.
3.4 უდავო მტკიცებულებებით - მუ--------------ის, ნა------------ის, ნი----–---------------ის დაირ---–----–----ას, ოლ-----------------ის და გა-–-----------ას ჩვენებებით დადგენილია, რომ ლე-----------ემ ქ. ბათუმში, ან---------------ში მდებარე ბინა N---ში და ინა-------------------ში მდებარე ბინა N---ში უკანონო შეღწევით, მართლსაწინააღმდეგოდ დაეუფლა მნიშვნელოვანი ღირებულების ნივთებს.
3.5. საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის მე-13 მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენი უნდა ეფუძნებოდეს მხოლოდ ერთმანეთთან შეთანხმებულ, აშკარა და დამაჯერებელ მტკიცებულებათა ერთობლიობას, რომელიც გონივრულ ეჭვს მიღმა ადასტურებს პირის ბრალეულობას.
საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსის 82-ე მუხლის თანახმად, გამამტყუნებელი განაჩენით პირის დამნაშავედ ცნობისათვის საჭიროა გონივრულ ეჭვს მიღმა არსებულ შეთანხმებულ მტკიცებულებათა ერთობლიობა. მტკიცებულება უნდა შეფასდეს სისხლის სამართლის საქმესთან მისი რელევანტურობის, დასაშვებობის და უტყუარობის თვალსაზრისით.
3.6. სასამართლომ თითოეული მტკიცებულება შეაფასა რა სისხლის სამართლის საქმესთან მათი რელევანტურობის, დასაშვებობისა და უტყუარობის თვალსაზრისით, ხოლო საქმეზე გამოკვლეული ყველა მტკიცებულება ერთობლიობით - დამნაშავედ ცნობის შესახებ დასკვნისათვის საკმარისობის თვალსაზრისით, მიაჩნია, რომ მხარეთა მიერ შეთანხმებული უდავო მტკიცებულებების ერთობლიობით გონივრულ ეჭვს მიღმა სტანდარტით უტყუარად დადასტურებულია, რომ ბრალდებულმა ლე-----------ემ მის მიერ განხორციელებული ქმედებით - ქ. ბათუმში, ან---------------ში , მდებარე ბინა N---ში, ბინაში უკანონოდ შეღწევით და ნა------------ის კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით ფარულად დაუფლებით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ; ასევე ქ. ბათუმში, ინა-------------------ში, მდებარე ბინა N---ში, ბინაში უკანონოდ შეღწევით და ოლ-----------------ის და გა-–-----------ას კუთვნილი ნივთების მართლსაწინააღმდეგო მისაკუთრების მიზნით, ფარულად დაუფლებით, ჩაიდინა დანაშაული, რაც გათვალისწინებულია საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ ქვეპუნქტით და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით, რის გამოც, იგი ამ კვალიფიკაციით უნდა იქნეს ცნობილი დამნაშავედ
4. პასუხისმგებლობის შემამსუბუქებელი და დამამძიმებელი გარემოებები:
ბრალდებული აღიარებს და ინანიებს ჩადენილ ქმედებას; პასუხისმგებლობის დამამძიმებელი გარემოება არ გამოვლენილა;
5. სასჯელის გამოყენების დასაბუთება:
სასამართლო სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს დანაშაულის ჩადენის მოტივსა და მიზანს, ქმედებაში გამოვლენილ მართლსაწინააღმდეგო ნებას, მოვალეობათა დარღვევის ხასიათსა და ზომას, ქმედების განხორციელების სახეს, ხერხსა და მართლსაწინააღმდეგო შედეგს, ბრალდებულის პიროვნებას;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 39-ე მუხლის თანახმად სასჯელის მიზანია სამართლიანობის აღდგენა, ახალი დანაშაულის თავიდან აცილება და დამნაშავის რესოციალიზაცია.
სასჯელის მიზანი ხორციელდება მსჯავრდებულსა და სხვა პირზე ზემოქმედებით, რათა ისინი განიმსჭვალონ მართლწესრიგის დაცვისა და კანონის წინაშე პასუხისმგებლობის გრძნობით.
სასჯელის მიზანი არ არის პირის ფიზიკური ტანჯვა ან მისი ღირსების დამცირება;
დანაშაულის ყველა კონკრეტულ შემადგენლობას აქვს კანონმდებლის მიერ განსაზღვრული კონკრეტული სანქციის ფარგლები. სამოსამართლო საქმიანობის ერთ–ერთ ძირითად ფუნქციას ბრალის ხარისხის შესაბამისი სასჯელის დანიშვნა წარმოადგენს. მოსამართლე სასჯელის დანიშვნისას ითვალისწინებს არამარტო ჩადენილი დანაშაულის სიმძიმეს, არამედ დამნაშავის პიროვნებასაც, წარსულში ჩადენილ დანაშაულებსა და გამოძიებასთან თანამშრომლობას.
სამართლიანობის აღდგენა გულისხმობს ჩადენილი დანაშაულისათვის შესაბამისი სასჯელის დანიშვნას, რომელიც არ დატოვებს უსამართლობის განცდას დამნაშავისა და საზოგადოების თვალში;
როგორც ზემოთ აღინიშნა გარდა სამართლიანობის აღდგენისა, სასჯელი რესოციალიზაციის ერთგვარი ფორმაა და მას პრევენციული მნიშვნელობაც გააჩნია სასჯელის გამოყენება დამნაშავის გამოსწორებასა და ახალი დანაშაულის თავიდან აცილებისკენაა მიმართული;
სასჯელი უნდა იყოს არა დანაშაულის, არამედ დამნაშავის შესაფერისი, რომლის მიზანი დამნაშავის შეცვლას უნდა ემსახურებოდეს მის ფსიქოლოგიურ და სოციალურ გარემოზე ზემოქმედების გზით; სასჯელის ინდივიდუალიზაციის პრინციპის გათვალისწინებით ის უნდა დაინიშნოს დამნაშავის პიროვნების, ოჯახური და სოციალური მდგომარეობისა და დანაშაულის გარემოებათა გათვალისწინებით;
ბრალდებული ლე-----------ე აღიარებს და ინანიებს ჩადენილს;
სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ყურადღებას მიაქცევს ბრალდებულის მხრიდან ჩადენილი ქმედების აღიარებას და მონანიებას, როგორც სისხლისსამართლებრივი პასუხისმგებლობის უმნიშვნელოვანეს შემამსუბუქებელ გარემოებას, თვლის რომ ბრალდებულის რესოციალიზაციის პროცესის საწყისი, მისი მხრივ ჩადენილი ქმედების გაცნობიერება და აღქმაა, რაც გულწრფელი მონანიების, ბრალდების მხარის მიერ წარდგენილი ყველა მტკიცებულების უდავოდ მიჩნევის, სახელმწიფო რესურსის სამართლიანი და ეფექტური გამოყენების და საქმის განხილვის გაჭიანურების თავიდან აცილების მნიშვნელოვანი წინაპირობაა.
ასევე მხედველობაშია მისარები, რომ ლე-----------ე გამოძახებული იქნა რა უწყებით საგამოძიებო ორგანოში ის ნებაყოფლობით გამოცხადდა, აღიარა ჩადენილი დანაშაული, ითანამშრომლა გამოძიებასთან, მზადაა აანაზღაუროს ზიანი ;
საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის შესაბამისად, სასამართლო დამნაშავეს სამართლიან სასჯელს დაუნიშნავს ამ კოდექსის კერძო ნაწილის შესაბამისი მუხლით დადგენილ ფარგლებში და ამავე კოდექსის ზოგადი ნაწილის დებულებათა გათვალისწინებით. სასჯელის უფრო მკაცრი სახე შეიძლება დაინიშნოს მხოლოდ მაშინ, როდესაც ნაკლებად მკაცრი სახის სასჯელი ვერ უზრუნველყოფს სასჯელის მიზნის განხორციელებას.
სასამართლო მიიჩნევს, რომ ლე-----------ის მიერ ჩადენილი ქმედება მისი წარსულის მახასიათებლების გათვალისწინებით არის საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მეორე ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული დანაშაულისათვის თავისუფლების აღკვეთის სახით დადგენილი სასჯელის გამოყენების საფუძველი, რადგან მხედველობაშია მისაღები, რომ იგი ბოლოს გასამართლებულია 2016 წლის 23 დეკემბერს ბათუმის საქალაქო სასამართლოს მიერ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 381-ე მუხლის 1-ლი ნაწილით გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვრა ჯარიმა 2000 (ორი ათასი) ლარი სახელმწიფო ბიუჯეტის სასარგებლოდ.
განაჩენი არ გასაჩივრებულა და ამ დროისთვის გადაწყვეტილება საბოლოოა; აღსრულების ეროვნული ბიუროს მიერ გაცემული ცნობით დადგენილია, რომ ამ დროისთვის ლე-----------ის მიმართ მიმდინარეობს სააღსრულებო წარმოება ჯარიმის თანხის გადახდევინების თაობაზე;
საქართველოს სსკ-ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის დანაწესის თანახმად განაჩენთა ერთობლიობის დროს სასჯელის დანიშვნისას სასამართლო ბოლო განაჩენით დანიშნულ სასჯელს ნაწილობრივ ან მთლიანად მიუმატებს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს, ან ბოლო განაჩენით დანიშნული სასჯელი შთანთქავს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელ ნაწილს.
საბოლოო სასჯელის განსაზღვრისას მხედველობაში უნდა იქნეს მიღებული ზ/მითითებული სამართლებრივი ნორმით გათვალისწინებული დანაწესი;
ზემოთაღნიშნულიდან და დადგენილი ფაქტობრივი გარემოებებიდან გამომდინარე, ლე-----------ეს უნდა შეეფარდოს სასჯელის ისეთი სახე და ზომა, რაც გახდება საფუძველი მომავალში მისი საზოგადოებაში უსაფრთხო ინტეგრაციისა და იქნება დამაფიქრებელი ბრალდებულისათვის, რათა მან უკეთ გააცნობიეროს ჩადენილი ქმედების ხასიათი, საზოგადოებრივი საშიშროების, გამოწვეული შედეგის სიმძიმე და ბოლოს, უნდა შეამციროს ბრალდებულის მიერ ახალი დანაშაულის ჩადენის რისკი, რაც თავის მხრივ ხელს შეუწყობს სამართლიანობის აღდგენას;
ამდენად, სასამართლო მიზანშეწონილად მიიჩნევს ლე-----------ის რესოციალიზაციისათვის, სამართლიანობის პრინციპიდან გამომდინარე, ასევე ზოგადი და კერძო პრევენციის მიზნებისათვის უნდა დაენიშნოს საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა“ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ორი ეპიზოდი) გათვალისწინებული სასჯელი - თავისუფლების აღკვეთის სახით, საიდანაც სასჯელის ნაწილი უნდა ჩაეთვალოს პირობით, ასევე საბოლოო სასჯელის დანიშვნისას, ბოლო განაჩენით დადგენილმა სასჯელმა უნდა შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელი; აღნიშნული სრულად უზრუნველყოფს სასჯელის მიზნების განხორციელებას;
6. ნივთმტკიცების საკითხის გადაწყვეტა
მოცემულ საქმეზე ნივთიერ მტკიცებულებას წარმოადგენს: ლე-----------ისაგან ამოღებული 2 ცალი სუნამო დალუქული ინახება, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N2)
- შპს ,,ჯ--------------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოთვალის ჩანაწერი დალუქული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს
- მერიიდან გამოთხოვილი ვიდეოთავლის ჩანაწერი დალუქული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს
- შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ხელის კველბი და საკეტის გულა დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N2)
- მუ--------------ისგან ამოღებული სამი ნოუთბუქი დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N2)
- ნა------------ისგან აღებულიხელის კვლის ნიმუში დალუქული ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N2)
- სსN1----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი
ზ/აღნიშნული ნივთიერი მტკიცებულებების განკარგვა უნდა მოხდეს საქართველოს სსსკ-ის 81-ე მუხლით დადგენილი წესით;
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სსსკ-ის 81-ე, 258-260-ე, 268-ე, 269-ე, 271-ე, 272-ე, 273-ე, 274-ე, 277-ე, 279-ე, 292-ე და 293-ე მუხლებით
დ ა ა დ გ ი ნ ა:
ბრალდებული ლე-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ნა------------ის ეპიზოი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 03 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო დარჩენილი სასჯელის ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
ბრალდებული ლე-----------ე ცნობილი იქნეს დამნაშავედ საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 177-ე მუხლის მე-2 ნაწილის ,,ა’’ და მე-3 ნაწილის ,,გ“ ქვეპუნქტით (ოლ-----------------ის ეპიზოი) გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის და სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი- 3 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველოს ს.ს.კ.-ის 59-ე მუხლის მე-3 ნაწილის თანახმად ერთი თანაბარი ზომის სასჯელმა შთანთქოს მეორე თანაბარი ზომის სასჯელი და საბოლოოდ დანაშაულთა ერთობლიობით ლე-----------ეს ძირითადი სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი- 3 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
საქართველო სსკ -ის 59-ე მუხლის მე-5 ნაწილის საფუძველზე, ბოლო განაჩენით დანიშნულმა სასჯელმა სრულად შთანთქოს წინა განაჩენით დანიშნული სასჯელის მოუხდელი ნაწილი - ჯარიმა- 2000 (ორი ათასი) ლარი და საბოლოოდ განაჩენთა ერთობლიობით ლე-----------ეს სასჯელის სახედ და ზომად განესაზღვროს თავისუფლების აღკვეთა 05 (ხუთი) წლის ვადით, საიდანაც საქართველოს სსკ-ის 50-ე მუხლის მეხუთე ნაწილის გამოყენებით დანიშნული სასჯელის ნაწილი - 3 (სამი) წლისა და 04 (ოთხი) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა განესაზღვროს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებაში მოხდით, ხოლო სასჯელის დარჩენილი ნაწილი - 01 (ერთი) წლის და 08 (რვა) თვის ვადით თავისუფლების აღკვეთა, საქართველოს სსკ-ის 63-64-ე მუხლების გამოყენებით ჩაეთვალოს პირობით 02 (ორი) წლის გამოსაცდელი ვადით.
მსჯავრდებულ ლე-----------ეს სასჯელის ვადის ათვლა დაეწყოს დაკავების დღიდან - 2019 წლის 27 სეტექმბრიდან.
მსჯავრდებულ ლე-----------ის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით შეფარდებული პატიმრობა გაუქმდეს.
მსჯავრდებულ ლე-----------ის დაევალოს თავისუფლების აღკვეთით დანიშნული სასჯელის მოხდის შემდეგ 15 დღის ვადაში გამოცხადდეს საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროში და საცხოვრებელი ადგილის შეცვლის შემთხვევაში დაუყოვნებლივ აცნობოს ამავე ბიუროს;
ნივთიერი მტკიცებულება - ლევან ძაგნიძისაგან ამოღებული 2 ცალი სუნამო დალუქული ინახება, ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებაში (ქ. ბათუმი, ფრიდონ ხალვაშის ქუჩა N2), საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვი პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - შპს ,,ჯ--------------------დან“ გამოთხოვილი ვიდეოთვალის ჩანაწერი დალუქული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე თან ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - მერიიდან გამოთხოვილი ვიდეოთავლის ჩანაწერი დალუქული ერთ ცალ ლაზერულ დისკზე, რომელიც ერთვის სისხლის სამართლის საქმეს, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაერთოს საქმეს, საქმის შენახვის ვადით.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული ანაწმენდები, ხელის კველბი საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული საკეტის გულა საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - მუ--------------ისგან ამოღებული სამი ნოუთბუქი რომელიც დალუქული სახით ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ დაუბრუნდეს მესაკუთრეს ან მისი ნდობით აღჭურვი პირს, კანონით დადგენილი წესით.
ნივთიერი მტკიცებულება - ნა------------ისგან აღებული ხელის კვალის ნიმუში, რომელიც დალუქული სახით ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს.
ნივთიერი მტკიცებულება - სსN1----------- საქმეზე შემთხვევის ადგილის დათვალიერებისას ამოღებული 4 ცალი დაქტილოფირი, რომელიც დალუქული სახით ინახება ბათუმის საქალაქო სამმართველოს მე-7 განყოფილებაში, საქმეზე საბოლოო გადაწყვეტილების მიღების შემდეგ განადგურდეს კანონით დადგენილი წესით
განაჩენი რეაგირებისათვის და აღსასრულებლად გადაეგზავნოს შესაბამის პენიტენციურ დაწესებულებას, მსჯავრდებულის საცხოვრებელი ადგილის მიხედვით პრობაციის ბიუროს, საქართველოს შსს ქ.ბათუმის საქალაქო სამმართველოს პოლიციის მე-7 განყოფილებას.
განაჩენი კანონიერ ძალაში შედის და აღსასრულებლად მიიქცევა სასამართლოს მიერ მისი საჯაროდ გამოცხადებისთანავე.
განაჩენი მხარეთა მიერ შეიძლება გასაჩივრდეს გამოცხადებიდან ერთი თვის ვადაში, ქუთაისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში სააპელაციო საჩივრის შეტანის გზით, ბათუმის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
მოსამართლე ვიოლეტა ფორჩხიძე