გადაწყვეტილება
გამოყენებული ნორმები
გადაწყვეტილების ტექსტი
საქმე №2/34774-18
გ ა დ ა წ ყ ვ ე ტ ი ლ ე ბ ა
საქართველოს სახელით
შესავალი ნაწილი
18 ივლისი, 2019 წელი ქ. თბილისი
თბილისის საქალაქო სასამართლოს სამოქალაქო საქმეთა კოლეგია
მოსამართლე - ეკატერინე ბიწაძე
სხდომის მდივანი - თამთა ბარამიძე
მოსარჩელე - ა(ა)იპ ,,ს-----–-------------------------------------------------ო“
წარმომადგენელი - მ----------–-–---–-, თ--------------–-
მოპასუხე - სს ,,ბ----------ი“
წარმომადგენელი - ო-------------–---–ი
დავის საგანი - თანხის დაკისრება
აღწერილობითი ნაწილი
1. სასარჩელო მოთხოვნა
1.1. მოპასუხე სს ,,ბ---------ს“ მოსარჩელე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს სასარგებლოდ დაეკისროს 5010.14 ლარის გადახდა, საიდანაც 2510.14 ლარი წარმოადგენს სესხზე ჩამოჭრილ თანხას, 2500 ლარი ჯარიმას.
სარჩელი დამყარებულია შემდეგ ფაქტობრივ გარემოებებზე:
მოსარჩელის მიერ 2013 წლიდან ხორციელდება საქართველოს მთავრობის #139 განკარგულებით დამტკიცებული „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტი" (შემდგომში „პროექტი"). პროექტის ფარგლებში მოპასუხესთან 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმდა ხელშეკრულება (შემდგომში „ხელშეკრულება"). მოსარჩელეს მოპასუხესა და ი----- ო----–---–ს შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმდა შეთანხმება თანადაფინანსების შესახებ, შეღავათიანი აგროკრედიტის (I-------) მიზნობრიობას წარმოადგენდა „რეფინანსირება პ------------------ში, 2 ჰა საფერავის გაშენება, 2 ჰა საფერავზე ბოძების მავთულების და სარების შეტანა. ხელშეკრულების მე-6 მუხლის 6.8 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად დასაშვები იყო კომერციული ბანკის მიერ სესხის რეფინანსირება იმ შემთხვევაში თუ სესხი გაცემულია 2017 წლის 15 თებერვლის შემდგომ და სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას. ამასთან, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხისთვის განკუთვნილი თანადაფინანსების დარჩენილი ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა. ხელშეკრულების პირობების შესაბამისად, მოსარჩელე უფლებამოსილია განახორციელოს მონიტორინგი კომერციული ბანკის მიერ ნაკისრი ვალდებულებების შესრულებაზე; მოსარჩელის მიერ განხორციელდა მოპასუხის მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის (I---------) მონიტორინგი და დადგინდა, რომ მოპასუხემ სესხი გასცა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ სესხი გაიცა სს „პ------------------ის" მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის (I---------) რეფინანსირების მიზნით და დამატებით სხვა მიზნობრიობებითაც (2 ჰა საფერავის გაშენება, 2 ჰა საფერავზე ბოძების მავთულების და სარების შეტანა), აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა სესხის თანხა, სესხის ვადა და მოსარჩელის თანადაფინანსების თანხა, კერძოდ: სს „პ------------------ის" მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის (I---------} ოდენობა შეადგენდა 75 000 ლარს და სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენდა 21 767.49 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ გაცემული სესხის ოდენობა შეადგენდა 135 000 ლარს, სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენდა 47059.01 ლარს.
ხელშეკრულების მე-8 მუხლის 8.5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის თანახმად თუ სააგენტო მონიტორინგის შედეგად დაადგენს, რომ მოპასუხის მიერ ხელშეკრულების მე-6 მუხლის მოთხოვნების დარღვევის შემთხვევაში ბენეფიციარმა მიიღო თანადაფინანსება, სააგენტო უფლებამოსილია შეუწყვიტოს ბენეფიციარს მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა, თუ კომერციული ბანკი სააგენტოს შეტყობინების მიღებიდან 30 კალენდარული დღის ვადაში ვერ უზრუნველყოფს ზემოაღნიშნული დარღვევის გამოსწორებას. ამასთან დარღვევის გამოუსწორებლობის შემთხვევაში, კომერციულ ბანკს ეკისრება პირგასამტეხლო მოსარჩელის სასარგებლოდ, რომლის ოდენობა შეადგენს თანადაფინანსების თანხას დამატებული 2500 ლარი (მოცემულ შემთხვევაში). მოსაჩელემ მიიღო გადაწყვეტილება მოპასუხის დაჯარიმების თაობაზე, რომლის ოდენობამ შეადგინა 5010.14 ლარს (თანადაფინანსების თანხას 2510.14 ლარს დამატებული ჯარიმის თანხა 2,500 ლარი). მოსარჩელემ აცნობა არაერთხელ მოპასუხეს აღნიშნული დარღვევის და პირგასამტეხლოს დაკისრების შესახებ, თუმცა მოპასუხის მიერ არ განხორციელდა დაკისრებული პირგასამტეხლოს გადახდა.
2. მოპასუხის პოზიცია
2.1. მოპასუხე სს ,,ბაზსისბანკმა“ სარჩელი არ ცნო და მიუთითა, რომ 2018 წლის 19 ივლისით დათარიღებული N1/1270 მომართვის პასუხად, სს "ბ---------მა" 2018 წლის 10 აგვისტოს წერილობითვე აცნობა ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს, რომ არ ეთანხმებოდა მოთხოვნილ პირგასამტეხლოს და კონკრეტული არგუმენტებით დაუსაბუთა, რომ ბანკის მხრიდან ადგილი არ ჰქონია 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევას და ბანკს არ განუხორციელებია არც ერთი ქმედება, რაც დააზარალებდა სახელმწიფო ბიუჯეტს, პროექტში ჩართული მხარეების ინტერესებს, ან წინააღმდეგობაში იქნებოდა პროექტის მიზნებთან. აღნიშნულის გათვალისწინებით, ბანკმა იმავე წერილით სთხოვა მოსარჩელეს, საკითხის განმეორებით შესწავლა, პირგასამტეხლოზე უარის თქმა და მსესხებლის თანადაფინანსებაში მონაწილეობის აღდგენა, რაც მოსარჩელეს არ განუხორციელებია და სს "ბ---------ისთვის" უცნობებია საკუთარი პოზიცია.
სს "ბ---------სა” და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ---------ის“ მიერ კრედიტი გაიცა ორ ეტაპად (ტრანშად), ორი სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ: (1) სს „პ------------------ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირებისთვის და (2) შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად (კერძოდ, 2 ჰა საფერავის გაშენებისა და 2 ჰა საფერავზე ბოძების. მავთულებისა და სარების შეტანის მიზნით), რის შესახებაც მოსარჩელე ინფორმირებული იყო საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდეც, რაც დასტურდება მოსარჩელეს, ბანკსა და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით, ამიტომ სს "ბ---------ის" მიერ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მიზნობრიობა იმთავითვე ცნობილი იყო მოსარჩელისთვის და იმ შემთხვევაში, თუ მოსარჩელე წინააღმდეგი იქნებოდა შესაბამისი მიზნობრიობებით-კრედიტების თანადაფინანსებაზე, ბუნებრივია, არც „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდებოდა ბანკს, სააგენტოსა და მსესხებელს შორის და შესაბამისად, არც სს "ბ---------ი" გასცემდა კრედიტს. ამასთან, აღსანიშნავია ის გარემოებაც, რომ სს „ბ---------ის“ მიერ ზემოთ ხსენებული მიზნობრიობებით კრედიტების გაცემა ერთი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში, წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკურ საკითხს, კრედიტის დაფარვის ადმინისტრირების მიზნებისთვის, რათა მსესხებლის მიერ ჯამურად გადასახდელი თანხები გაერთიანებულიყო ერთ გრაფიკში. აღნიშნულიდან გამომდინარე, პროექტის ბენეფიციარის (მსესხებლის) დაკრედიტების პროცესი სრულ შესაბამისობაში იყო როგორც აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის მიზნებთან, ასევე მხარეთა შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებულ ხელშეკრულებასთან და ერთი ხელშეკრულების ფარგლებში, თუმცა სხვადასხვა დანიშნულებით აგროკრედიტების გაცემით, ბანკს არ დაურღვევია პროექტის მოთხოვნები და შესაბამისად, არ დაუზარალებია არც სახელმწიფო ბიუჯეტი და არც პროექტში ჩართული მხარეების (მათ შორის, მსესხებლის) ინტერესები.
სს "ბ---------ის" მიერ ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს ანგარიშიდან შეღავათიანი აგროკრედიტის სახელმწიფო პროექტის ფარგლებში ი.მ. "ი----- ო----–---–ის" სახელზე სს „ბ---------ში“ არსებულ სესხზე (I-------) სააგენტოს მიერ გადასახდელი თანადაფინანსების თანხის 2510.14 ლარის ჩამოჭრა განხორციელდა მოსარჩელესა და სს "ბ---------ს" შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების შესაბამისად და ხელშეკრულებით დადგენილი წესით, რაც ბანკმა წერილობითაც დაუდასტურა მოსარჩელეს.
სს "ბ---------სა" და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ---------ის“ მიერ კრედიტის პირველი ტრანში გაიცა სწორედ სს „პ------------------ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირების მიზნობრიობით და აღნიშნული მიზნობრიობის შესრულების (კრედიტის გადაფარვის) შემდეგ განხორციელდა დარჩენილი თანხის გაცემა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარის (მსესხებლის) მიერ ძირითადი საშუალებების შესაძენად, რაც ასევე ექცეოდა სახელმწიფო პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების ფარგლებში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სს "ბ---------ის" მიერ სს „პ------------------ში“ არსებული სესხის რეფინანსირების შედეგად არ გაზრდილა (მეტიც, შემცირდა) სს „პ------------------ში“ არსებული სესხისთვის განკუთვნილი სააგენტოს მიერ დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა, ვინაიდან სს "ბ---------ის" სასარგებლოდ სააგენტოს უწევდა თანადაფინანსების სახით მაქსიმუმ 16 108,05 ლარის გადახდა, ნაცვლად სს "პ------------------ის" სასარგებლოდ გადასახდელი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობისა, რაც შეადგენდა 21767.49 ლარს. აღნიშნულს ცხადყოფს თითოეული ტრანშის ფარგლებში გაცემული კრედიტებისთვის მომზადებული გრაფიკები.
3. ფაქტობრივი გარემოებები
3.1. დადგენილი უდავო ფაქტობრივი გარემოებები
3.1.1. 2017 წლის 15 თებერვალს, ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს და სს ,,ბ---------ს“ შორის დაიდო ხელშეკრულება შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის, რომლის თანახმად, კომერციული ბანკი გასცემდა ბენეფიციარზე შეღავათიან აგროკრედტს საკუთარი შეხედულებისამებრ ხელშეკრულებითა და პროექტით განსაზღვრული პირობებით. კომერციული ბანკის მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემის შემთხვევაში, სააგენტო განახორციელებდა გაცემულ შეთავათიან აგროკრედიტზე განსაზღვრული წლიური საპროცენტო განაკვეთის მიზნობრივ თანადაფინანსებას და მეორად უზრუნველყოფას ხელშეკრულებისა და პროექტის პირობების შესაბამისად.
ხელშეკრულების 6.8 პუნქტის თანახმად, დასაშვებია კომპონენტის ფარგლებში გაცემული სესხის რეფინანსირება, თუ: სესხი გაცემულია 2017 წლის 15 თებერვლამდე და გაიცა დანართ #1-ში მითითებული მიზნობრიობებით: სესხი გაიცა 2017 წლის 15 თებერვლის შემდგომ და სესხის რეფინანსირების თარიღისთვის ახალი სესხის თანხა არ აღემატება თავდაპირველი სესხის ნარჩენ ძირითად თანხას. ამასთან, ასეთი სესხის რეფინანსირება დასაშვებია მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ რეფინანსირების შედეგად არ იზრდება თავდაპირველი სესხისთვის განკუთვნილი თანადაფინანსების დარჩენილი ვადა და სააგენტოს დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა.
ხელშეკრულების 6.10 პუნქტის თანახმად, დასაშვებია პარალელური სესხების გაცემა თუ პარალელური სესხების ჯამი არ აღემატება შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის კომპონენტში ერთ ბენეფიციარზე განსაზღვრული სესხის მაქსიმალურ ლიმიტს და თითოეული პარალელური სესხის თანხა არ არის მინიმალურ სალიმიტო თანხაზე ნაკლები.
ხელშეკრულების 6.11 პუნქტის თანახმად, შეღავათიანი აგროკრედიტის თანხა ძირითადი საშუალებებისათვის განისაზღვრება 20 000 ლარიდან 1 500 000 ლარის ჩათვლით. სესხის ვადის განსაზღვრა ხდება ბენეფიციარისა და კრედიტის გამცემი საფინანსო ინსტიტუტის შეთანხმების საფუძველზე.
ხელშეკრულების 8.3 პუნქტის თანახმად, პროექტის განხორციელების ნებისმიერ ეტაპზე სააგენტო უფლებამოსილია განახორციელოს ბენეფიციარის მონიტორინგი ბანკთან წინასწარი შეთანხმების გარეშე. სააგენტოს მიერ სესხის მიზნობრიობის, შეთანხმებით ნაკისრი ვალდებულებების ან/და პროექტის სხვა პირობების დარღვევის აღმოჩენის შემთხვევაში, სააგენტო უფლებამოსილია ბენეფიციარს შეუწყვიტოს ხელშეკრულებით გათვალისწინებული მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა, რაზეც წერილობით აცნობებს კომერციულ ბანკს.
ხელშეკრულების 8.4 პუნქტს თანახმად, თუ სააგენტო დაადგენს, რომ კომერციულმა ბანკმა უაქცეპტოდ მოახდინა სააგენტოს ანგარიშიდან თანხის ჩამოჭრა იმ სესხის თანადაფინანსებისთვის, რომელზეც თანხის ჩამოჭრის მომენტისთვის, ნებისმიერი მიზეზით, სააგენტოს არ ჰქონდა მიღებული ინფორმაცია ხელშეკრულების დანართი #2 შესაბამისად. კომერციულ ბანკს ეკისრება პირგასამტეხლო 250 ლარის ოდენობით.
ხელშეკრულების 8.5 მუხლის თანახმად, თუ სააგენტო მონიტირინგის შედეგად დაადგენს, რომ კომერციული ბანკის მიერ ა) მე-5 მუხლითა და მისი დანართის მოთხოვნების დარღვევით განხორციელდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა ( ან აღნიშნული მოთხოვნები კომერციულმა ბანკმა შეცვალა სესხის გაცემის შემდეგ), რის საფუძველზეც ბენეფიციარმა მიიღო მიზნობრივი თანადაფინანსება, სააგენტო უფლებამოსილია შეუწყვიტოს ბენეფიციარს მიზნობრივი თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა. ამასთან, კომერციულ ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება პირგასამტეხლო, რომლის ოდენობა შეადგენს სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში სააგენტოს მხრიდან ბენეფიციარისთვის გადახდილი თანადაფინანსების ჯამური თანხის ორმაგ ოდენობას (თუ სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხა ნაკლებია 125 ლარზე პირგასამტეხლო შეადგენს 250 ლარს, ხოლო თუ სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხა აღემატება 2500 ლარს, პირგასამტეხლოს ოდენობა დაითვლება შემდეგნაირად: თანადაფინანსების თანხას დამატებული 2500 ლარი). იმ შემთხვევაში, თუ სააგენტოს მიერ თანადაფინანსების თანხა არ არის გადახდილი სააგენტოს პროექტების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის მიერ დარღვევის დაფიქსირების მომენტში, პირგასამტეხლოს ოდენობა შეადგენს 250 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 2017 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულება (ს.ფ. 17-50);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.2. სს "ბ---------სა” და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ---------ის“ მიერ კრედიტი გაიცა ორ ეტაპად (ტრანშად), ორი სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ: (1) სს „პ------------------ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირებისთვის და (2) შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად (კერძოდ, 2 ჰა საფერავის გაშენებისა და 2 ჰა საფერავზე ბოძების. მავთულებისა და სარების შეტანის მიზნით).
რეფინანსირების მიზნობრიონასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო ინფორმირებული იყო საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდეც, რაც დასტურდება მოსარჩელეს, ბანკსა და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით,სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17.10.2017 წლის შეთანხმება (ს.ფ. 67-68);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.3. 19/07/2018 წლის წერილის საფუძველზე, ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ომ მიმართა სს ,,ბ---------ს“, რომლის საფუძველზეც ბანკს განემარტა, რომ სააგენტომ განახორციელა სს „ბ---------ის“ მიერ „შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ (შემდგომში „პროექტი“) ფარგლებში გაცემულ სესხზე მონიტორინგი. მონიტორინგის შედეგად აღმოჩნდა, რომ ი/მ ი----- ო----–---–ის სესხზე (ს/კ 3----------, სესხის I-------) ბანკმა დაარღვია პროექტის პირობები. კერძოდ, მონიტორინგისას გაირკვა, რომ ბანკმა სესხი გასცა სააგენტოსა და ბანკს შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების დარღვევით, კერძოდ სესხი გაიცა არა მხოლოდ სს “პ------------------ის“ მიერ 2017 წლის 03 მარტს გაცემული სესხის (I---------) რეფინანსირების მიზნით, არამედ დამატებით, სხვა მიზნობრიობისათვის (2 ჰა საფერავის გაშენება, 2 ჰა საფერავზე ბოძების, მავთულების და სარების შეტანა) და გაიზარდა სესხის თანხა, ვადა და სააგენტოს თანადაფინანსების თანხა.
აღნიშნულიდან გამომდინარე, ა(ა)იპ „ს-----–-------------------------------------------------ოს“ პროექტების/პროგარმების მონიტორინგის შედეგების განხილვის კომისიის 2018 წლის 06 ივნისის სხდომის გადაწყვეტილებით: ბენეფიციარ ი/მ ი----- ო----–---–ს შეუწყდა სააგენტოს მხრიდან სესხზე ბანკის მიერ დადგენილი სარგებლის თანადაფინანსება და მეორადი უზრუნველყოფა 2018 წლის 06 ივნისიდან, ხოლო სს „ბ---------ი“ დაჯარიმდა 5010.14 ლარის ოდენობით, სააგენტოსა და სს „ბ---------ს“ შორის არსებული ხელშეკრულების შესაბამისად.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 19/07/2018 წერილი (ს.ფ. 69);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.4. სს ,,ბ---------ის“ 2018 წლის 10 აგვისტოს წერილის თანახმად, ბანკმა უარი განაცხადა სააგენტოს მიერ მოთხოვნილი თანხის გადახდაზე და სააგენტოს განუმარტა, რომ სს „ბ---------ის“ მიერ კრედიტი გაიცა ორი სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ: (1) სს „პ------------------ის“ მიერ 2017 წლის 13 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირებისა და (2) შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად, რის შესახებაც სააგენტო ინფორმირებული იყო საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებისთანავე, რაც დასტურდება სააგენტოს, ბანკსა და მსესხებელს - ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 10/08/2018 წერილი (ს.ფ. 70-71);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.1.5. სს ,,ბ---------ის“ 2018 წლის 29 ოქტომბრის წერილის თანახმად, ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ი/მ ი----- ო----–---–ის სახელზე სს ,,ბ---------ში“ არსებულ სესხზე სააგენტოს მიერ გადახდილი თანადაფინანსების თანხის ოდენობა შეადგენს 2510.14 ლარს, ხოლო 2018 წლის 31 ოქტომბრის წერილის თანახმად, მსესხებელ ი----- ო----–---–ის რეფინანსირებული თანხის ოდენობა შეადგენდა 77776.03 ლარს, საიდანაც 75 000 ლარი იყო სესხის ძირი, 1276.03 ლარი დარიცხული პროცენტი და 1500 ლარი წინასწარი დაფარვის საკომისიო. სააგენტოს მიერ გადახდილი სუბსიდირებული პროცენტი აღნიშნულ სესხზე შეადგენდა 4678.77 ლარს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 29/10/2018 წლის წერილი (ს.ფ. 72);
- 31/10/2018 წლის წერილი (ს.ფ. 73);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
3.2. დადგენილი სადავო ფაქტობრივი გარემოებები
3.2.1. სასამართლო საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებების და მხარეთა ახსნა-განმარტებების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ არ დასტურდება სს ,,ბ---------ის“ მხრიდან შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული სამმხრივი შეთანხმებით გათვალისწინებული მიზნობრიობის დარღვევა.
სასამართლო მითითებული ფაქტობრივი გარემოების დადგენისას ხელმძღვანელობს საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 102-ე მუხლის მე-2 ნაწილით რეგლამენტირებული ნუსხით, თუ რაზე დაყრდნობითაა შესაძლებელი საქმის სადავო გარემოებების დადასტურება, ესენია: თვით მხარეთა (მესამე პირთა) ახსნა-განმარტება, მოწმეთა ჩვენება, წერილობითი თუ ნივთიერი მტკიცებულებები და ექსპერტთა დასკვნები, ხოლო ნორმის მე-3 ნაწილით კანონმდებელმა განსაზღვრა მტკიცებულებათა სათანადოობის გამოკვლევის წესი და დაადგინა, რომ საქმის გარემოებები, რომლებიც კანონის თანახმად უნდა დადასტურდეს გარკვეული სახის მტკიცებულებებით, არ შეიძლება დადასტურდეს სხვა სახის მტკიცებულებებით.
ამავე კოდექსის 105-ე მუხლის მე-2 ნაწილის მიხედვით, სასამართლო აფასებს მტკიცებულებებს თავისი შინაგანი რწმენით, რომელიც უნდა ემყარებოდეს მათ ყოველმხრივ, სრულ და ობიექტურ განხილვას, რის შედეგადაც მას გამოაქვს დასკვნა საქმისათვის მნიშვნელობის მქონე გარემოებების არსებობის ან არარსებობის შესახებ.
სამოქალაქო სამართალწარმოება შეჯიბრებითობის პრინციპის დაცვით უნდა განხორციელდეს, რომლის თანახმადაც, თითოეული მხარე სარგებლობს თანაბარი შესაძლებლობით, განკარგოს ფაქტობრივი გარემოებების დადგენის საპროცესო საშუალებები. ამდენად, სამოქალაქო სამართალწარმოებაში თითოეული მხარის უფლებრივ ტვირთს წარმოადგენს იმ ფაქტების მითითება და დამტკიცება, რომლითაც მხარეებს სურთ დაასაბუთონ თავიანთი სასარჩელო მოთხოვნები ან გააქარწყლონ სასარჩელო მოთხოვნათა დასასაბუთებლად მითითებული ფაქტობრივი გარემოებები.
წარმოდგენილ შემთხვევაში, მოსარჩელე მხარე მიუთითებს, რომ მოპასუხის მიერ გაცემული შეღავათიანი აგროკრედიტის (I---------) მონიტორინგის საფუძველზე დადგინდა, რომ მოპასუხემ სესხი გასცა მოპასუხესა და მოსარჩელეს შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების პირობების დარღვევით, კერძოდ სესხი გაიცა სს „პ------------------ის" მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის (I---------) რეფინანსირების მიზნით და დამატებით სხვა მიზნობრიობებითაც (2 ჰა საფერავის გაშენება, 2 ჰა საფერავზე ბოძების მავთულების და სარების შეტანა), აღნიშნულიდან გამომდინარე გაიზარდა სესხის თანხა, სესხის ვადა და მოსარჩელის თანადაფინანსების თანხა, კერძოდ: სს „პ------------------ის" მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის (I---------} ოდენობა შეადგენდა 75 000 ლარს და სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენდა 21 767.49 ლარს, ხოლო მოპასუხის მიერ გაცემული სესხის ოდენობა შეადგენდა 135 000 ლარს, სააგენტოს თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენდა 47059.01 ლარს.
სასამართლო არ იზიარებს მოსარჩელე მხარის პოზიციას და განმარტავს, რომ სს "ბ---------სა" და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ---------ის“ მიერ კრედიტის პირველი ტრანში გაიცა სწორედ სს „პ------------------ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირების მიზნობრიობით და აღნიშნული მიზნობრიობის შესრულების (კრედიტის გადაფარვის) შემდეგ განხორციელდა დარჩენილი თანხის გაცემა შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის შესაბამისი კომპონენტის ფარგლებში, ბენეფიციარის (მსესხებლის) მიერ ძირითადი საშუალებების შესაძენად, რაც ასევე ექცეოდა სახელმწიფო პროექტით გათვალისწინებული თანადაფინანსების ფარგლებში. მნიშვნელოვანია ის გარემოება, რომ სს "ბ---------ის" მიერ სს „პ------------------ში“ არსებული სესხის რეფინანსირების შედეგად არ გაზრდილა სს „პ------------------ში“. არსებული სესხისთვის განკუთვნილი სააგენტოს მიერ დარჩენილი გადასახდელი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა, ვინაიდან სს "ბ---------ის" სასარგებლოდ სააგენტოს უწევდა თანადაფინანსების სახით მაქსიმუმ 16 108,05 ლარის გადახდა, ნაცვლად სს "პ------------------ის" სასარგებლოდ გადასახდელი თანადაფინანსების მაქსიმალური მოცულობისა, რაც შეადგენდა 21767.49 ლარს. აღნიშნულს ცხადყოფს თითოეული ტრანშის ფარგლებში გაცემული კრედიტებისთვის მომზადებული გრაფიკები.
სს "ბ---------სა" და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ---------ის“ მიერ კრედიტი გაიცა ორი სხვადასხვა მიზნობრიობით და ორ ტრანშად, კერძოდ, კრედიტის პირველი ტრანში 75 000 ლარის ოდენობით გაიცა მსესხებლის მიერ სს „პ------------------იდან“ 2017 წლის 30 მარტს მიღებული სესხის რეფინანსირებისთვის და მხოლოდ აღნიშნული პირობის ჯეროვნად შესრულების შემდეგ, სს "ბ---------მა" გასცა კრედიტის მეორე ტრანში 60 000 ლარის ოდენობით, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ი.მ. "ი----- ო----–---–ის" მიერ ძირითადი საშუალებების შეძენის მიზნობრიობით, 2 ჰა საფერავის გასაშენებლად და 2 ჰა საფერავზე ბოძების, მავთულებისა და სარების შესატანად. საკრედიტო ხელშეკრულების თანახმად, ხელშეკრულების ფარგლებში განსხვავებული მიზნობრიობებისთვის განკუთვნილი თანხები გაიცა დამოუკიდებელ კრედიტებად, რომელთაგან: მსესხებლის მიერ სს „პ------------------იდან“ 2017 წლის 30 მარტს მიღებული სესხის რეფინანსირებას მოხმარდა მხოლოდ 75 000 ლარი, რომლის დასაფარად სააგენტოს მიერ მესეხებლის სასარგებლოდ გადასახდელი თანადაფინანსების მაქსიმალური თანხა შეადგენდა 16 108,05 ლარს, ბანკსა და მსესხებელს შორის შეთანხმებული პირობებიდან გამომდინარე. აღნიშნული გარემოება კი ცხადყოფს მოსარჩელის მოთხოვნის უსაფუძვლობას, ვინაიდან სს "პ------------------ის" მიერ გაცემული კრედიტის რეფინანსირების შედეგად, არამცთუ არ გაზრდილა თავდაპირველი. სესხის ნარჩენი ძირითადი თანხა, სააგენტოს თანადაფინანსების დარჩენილი ვადა და დარჩენილი თანადაფინანსების ჯამური მოცულობა, პირიქით, შემცირდა სააგენტოს მიერ ჯამურად გადასახდელი თანხის ოდენობა, რაც დასტურდება საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებით (განსხვავებით, მოსარჩელის მიერ წარმოდგენილი მტკიცებულებებისგან, რომელთაგანაც ვერც ერთი ამყარებს სასარჩელო მოთხოვნას). მოსარჩელე ინფორმირებული იყო, რომ სს "ბ---------ის" მიერ 2017 წლის 17 ოქტომბერს გაცემული კრედიტი გაიცემოდა ორი სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ, კერძოდ, კრედიტის ნაწილი - 75 000 ლარი გათვალისწინებული იყო მსესხებლის მიერ სს „პ------------------იდან“ 2017 წლის 30 მარტს მიღებული სესხის რეფინანსირებისთვის, ხოლო მეორე ნაწილი - 60 000 ლარი, შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ი.მ. "ი----- ო----–---–ის" მიერ ძირითადი საშუალებების შესაძენად (2 ჰა. საფერავის გასაშენებლად და 2 ჰა საფერავზე ბოძების, მავთულებისა და სარების შეტანის მიზნით), რაც დასტურდება მოსარჩელეს, ბანკსა და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის - „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით, ამიტომ სს "ბ---------ის" მიერ მსესხებელზე გაცემული კრედიტის მიზნობრიობა ცნობილი იყო მოსარჩელისთვის და იმ შემთხვევაში, თუ იგი წინააღმდეგი იქნებოდა შესაბამისი მიზნობრიობებით კრედიტის თანადაფინანსებაზე, ცხადია, არც „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ შეთანხმება გაფორმდებოდა მხარეებს შორის და შესაბამისად, არც სს "ბ---------ი" გასცემდა კრედიტს.
საგულისხმოა ის გარემოებაც, რომ სს „ბ---------ის“ მიერ ზემოთ ხსენებული მიზნობრიობებით კრედიტების გაცემა ერთი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში (ჯამურად 135 000 ლარის ოდენობით) წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკურ საკითხს, კრედიტის დაფარვის ადმინისტრირების მიზნებისთვის, რათა მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხები გაერთიანებული ყოფილიყო ერთ გრაფიკში. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული ტექნიკური საკითხიდან გამომდინარე, არ ირღვეოდა სახელმწიფო პროექტით დადგენილი და მხარეთა შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების არსი და მიზანი, ვინაიდან ბანკს თავისი ქმედებით არ უზარალებია არც სახელმწიფო ბიუჯეტი და არც პროექტში ჩართული მხარეების (მათ შორის, მსესხებლის) ინტერესები და ბენეფიციარის დაკრედიტება განხორციელდა პროექტის მიზნებთან სრულ შესაბამისობაში.
სასამართლო ყურადღებას მიაქცევს იმ გარემოებას, რომ მხარეთა შორის არსებული სახელშეკრულებო ურთიერთობის ფარგლებში არსებული დათქმები არ დარღვეულა - კრედიტი ჯამურად არ ცდება მაქსიმალური ოდენობის ზღვარს და მისი მიზნობრიობა სადავო არ გამხდარა; ასევე, პირველი ტრანშით მომხდარი რეფინანსირების საკითხიც არაა სადავო და ასევე შეესაბამება 2017 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების მოთხოვნებს. სასამართლო განხილვისას გამოვლინდა, რომ თუკი მოპასუხე მხარე მოახდენდა ორი დამოუკიდებელი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებას, რომლის ფარგლებშიც მოხდებოდა სესხის სხვა საკრედიტო დაწესებულებაში რეფინანსირება, ხოლო მეორეთი გაიცემოდა დამოუკიდებელი სესხი იმავე მიზნით, რითიც მოხდებოდა გაცემა - მოპასუხე მხარის მიერ 2017 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების პირობების დარღვევას ადგილი არ ექნებოდა. შეკითხვებისა და კონკრეტული გარემოებების გამოკვლევისას მოსარჩელე მხარის წარმომადგენლების მიერ აღნიშნული იქნა, რომ ვიანიდან მითითებულ სესხს მინიჭებული აქვს კონკრეტული პროგრამული ნომერი და მისი ცვლილება ტექნიკურად შეუძლებელია, რაც გახდა სწორედ ამ შინაარსით მოტივირებული მოპასუხის წერილობით შეთავაზებაზე უარის თქმის საფუძველიც.
ყოველივე ზემოაღნიშნულის შესაბამისად, სასამართლოს მიერ შემოწმებული და გამოკვლეული იქნა სახელშეკრულებო ურთიერთობის არსებითი მიზანი და დანიშნულება. დადგენილი იქნა, რომ მოსარჩელეს და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის გაფორმებული ხელშეკრულება არ მოდის წინააღდეგობაში 2017 წლის 15 თებერვლის შეღავათიანი აგროკრედიტი ძირითადი საშუალებებისათვის ხელშეკრულების 6.8, 6.10 და 6.11 პუნქტებთან, მოპასუხე მხარის მიერ დაცული როგორც კრედიტის მიზნობრიობა, ისე ზედა ზღვრული ლიმიტი. ხელშეკრულების 6.10 პუნქტით დადგენილია პარალელური საკრედიტო ხელშეკრულების დადების შესაძლებლობა მხოლოდ ლიმიტის ფარგლებში. შესაბამისად, მხოლოდ ის ფაქტი, რომ ხელშეკრულების ადმინისტრირების კუთხით რეფინანსირება და დამატებითი მიზნობრივი კრედიტის გაცემა მოხდა ერთიანი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში და ერთიანი გადახდის გრაფიკით, არ წარმოადგენს იმ შინაარსობრივ სახელშეკრულებო ვალდებულების უგულებელყოფას, რაც რაიმე სახის სანქციის დაკისრების წინაპირობა შეიძლება გახდეს.
სასამართლო ეყრდნობა შემდეგ მტკიცებულებებს:
- 17/10/2017 წლის შეთანხმება (ს.ფ. 67-68);
- საკრედიტო ხელშეკრულება #2017-10-17/0012/A----------------- (ს.ფ. 104-111);
- სესხის გრაფიკი, დანართი #1 (ს.ფ. 112-113);
- საკრედიტო ხელშეკრულების გრაფიკი (ს.ფ. 117-118);
- მხარეთა ახსნა-განმარტება.
სამოტივაციო ნაწილი:
4. შემაჯამებელი სასამართლო დასკვნა
სასამართლო, საქმეში წარმოდგენილი მტკიცებულებებისა და მხარის ახსნა-განმარტებების ურთიერთშეჯერების საფუძველზე, მიიჩნევს, რომ სარჩელი უსაფუძვლოა და არ უნდა დაკმაყოფილდეს.
5. კანონები, რომლებითაც სასამართლომ იხელმძღვანელა
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 316-317-ე, 319-ე, 327-ე, 352-ე, 361-ე, 394-ე, 405-ე, 408-ე მუხლები;
საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულება ,,შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ“.
6. სამართლებრივი შეფასება
6.1. საქართველოს კონსტიტუციის 30-ე მუხლის მეორე ნაწილის თანახმად, სახელმწიფო ვალდებულია ხელი შეუწყოს მეწარმეობის განვითარებას. სწორედ, ამ პრინციპიდან გამომდინარე ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ოს მიერ ხორციელდება შეღავათიანი აგროკრედიტისა და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი და შემნახველი საწარმოების თანადაფინანსების პროექტი, რომლის ფარგლებშიც სააგენტო ახდენს პროექტის ბენეფიციართა თანადაფინანსებას, რაც, თავის მხრივ, გამოიხატება ბენეფიციარის მიერ კომერციულ ბანკში შესაბამისი მიზნობრიობით აღებული შეღავათიანი აგროკრედიტის თანხის წლიური საპროცენტო განაკვეთის სააგენტოს მხრიდან თანადაფინანსებაში. პროექტის მიზანს წარმოადგენს სოფლის მეურნეობის პირველადი წარმოების, გადამამუშავებელი და შენახვა-რეალიზაციის საწარმოო პროცესებისათვის ხელშეწყობა ფიზიკური და იურიდიული პირების იაფი და ხელმისაწვდომი ფულადი სახსრებით უზრუნველყოფის გზით.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ ,,შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის“ ფარგლებში, 2017 წლის 15 თებერვალს, მოპასუხესთან გაფორმდა შეთანხმება მიზნობრივი თანადაფინანსების თაობაზე.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 317-ე მუხლს, რომლის თანახმად, ვალდებულების წარმოშობის ერთ-ერთ საფუძველს წარმოადგენს ხელშეკრულება მონაწილეებს შორის. ამავე კოდექსის 327-ე მუხლის პირველი და მეორე ნაწილების თანახმად, ხელშეკრულება დადებულად ითვლება, თუ მხარეები მის ყველა არსებით პირობაზე შეთანხმდნენ საამისოდ გათვალისწინებული ფორმით. არსებითად ჩაითვლება ხელშეკრულების ის პირობები, რომლებზედაც ერთ-ერთი მხარის მოთხოვნით მიღწეულ უნდა იქნეს შეთანხმება, ანდა რომლებიც ასეთად მიჩნეულია კანონის მიერ.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 361-ე მუხლის თანახმად, ვალდებულება უნდა შესრულდეს ჯეროვნად, კეთილსინდისიერად, დათქმულ დროსა და ადგილას.
საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 394-ე მუხლის პირველი ნაწილის პირველი წინადადების თანახმად, მოვალის მიერ ვალდებულების დარღვევისას კრედიტორს შეუძლია მოითხოვოს ამით გამოწვეული ზიანის ანაზღაურება. ამავე კოდექსის 405-ე მუხლის მიხედვით, თუ ხელშეკრულების ერთი მხარე არღვევს ორმხრივი ხელშეკრულებიდან გამომდინარე ვალდებულებას, მაშინ ხელშეკრულების მეორე მხარეს შეუძლია უარი თქვას ხელშეკრულებაზე ვალდებულების შესრულებისათვის მის მიერ დამატებით განსაზღვრული ვადის უშედეგოდ გასვლის შემდეგ.
ხოლო, საქართველოს სამოქალაქო კოდექსის 417-ე მუხლის თანახმად, პირგასამტეხლო - მხარეთა შეთანხმებით განსაზღვრული ფულადი თანხა - მოვალემ უნდა გადაიხადოს ვალდებულების შეუსრულებლობის ან არაჯეროვნად შესრულებისათვის. ამავე კოდექსის 418-ე მუხლის მე-2 ნაწილის შესაბამისად,შეთანხმება პირგასამტეხლოს შესახებ მოითხოვს წერილობით ფორმას.
განსახილველ შემთხვევაში, დადგენილია, რომ 2017 წლის 15 თებერვლის ხელშეკრულების შესაბამისად, შეღავათიანი აგროკრედიტი გაიცემა მხოლოდ განსაზღვრული მიზნობრიობით, ხოლო სააგენტო უფლებამოსილია ნებისმიერ დროს, ბანკთან ან მსესხებელთან წინასწარი შეთანხმების გარეშე, განახორციელოს მსესხებლის მიერ მიღებული სესხის მიზნობრიობის მონიტორინგი. ამასთან, თუკი მონიტორინგისას დადგინდება, რომ ბანკის მიერ ხელშეკრულების მოთხოვნათა დარღვევით მოხდა შეღავათიანი აგროკრედიტის გაცემა, სააგენტო უფლებამოსილია შეწყვიტოს მსესხებლის მიზნობრივი დაფინანსება, ხოლო ბანკს სააგენტოს სასარგებლოდ ეკისრება ჯარიმა, რომლის ოდენობა არ უნდა აღემატებოდეს სააგენტოს მიერ მსესხებლისთვის გაცემული დაფინანსების თანხის ორმაგ ოდენობას.
დადგენილია ისიც, რომ სს "ბ---------სა” და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის 2017 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული საკრედიტო ხელშეკრულების საფუძველზე, სს „ბ---------ის“ მიერ კრედიტი გაიცა ორ ეტაპად (ტრანშად), ორი სხვადასხვა მიზნობრიობით, კერძოდ: (1) სს „პ------------------ის“ მიერ 2017 წლის 30 მარტს გაცემული სესხის რეფინანსირებისთვის და (2) შეღავათიანი აგროკრედიტის პროექტის ფარგლებში ძირითადი საშუალებების შესაძენად (კერძოდ, 2 ჰა საფერავის გაშენებისა და 2 ჰა საფერავზე ბოძების. მავთულებისა და სარების შეტანის მიზნით).
რეფინანსირების მიზნობრიობასთან დაკავშირებით, ა(ა)იპ ს-----–-------------------------------------------------ო ინფორმირებული იყო საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმებამდეც, რაც დასტურდება მოსარჩელეს, ბანკსა და ი.მ. „ი----- ო----–---–ს“ შორის „მიზნობრივი თანადაფინანსების შესახებ“ 2018 წლის 17 ოქტომბერს გაფორმებული შესაბამისი შეთანხმებით,სასამართლო მიუთითებს, რომ სადაო სამართალ-ურთიერთობის დროისათვის მოქმედ ”შეღავათიანი აგროკრედიტის და სოფლის მეურნეობის პროდუქციის გადამამუშავებელი საწარმოების თანადაფინანსების ფარგლებში გასატარებელი ღონისძიებების შესახებ” საქართველოს მთავრობის 2014 წლის 27 იანვრის №139 განკარგულების მეორე მუხლით ბენეფიციარი განმარტებულია, როგორც პირი/მხარე, რომელიც დასახელებულია მატერიალური სარგებლის მიმღებად, ხოლო კრედიტის მიზნობრიობა განიმარტება, როგორც კონკრეტულ პროდუქტზე, პროექტის მიხედვით წინასწარ დადგენილი სესხის გაცემის მიზანი. ამავე განკარგულებით სესხი/კრედიტი განიმარტება, როგორც საფინანსო ინსტიტუტის მიერ გაცემული ფულადი სახსრები წინასწარ განსაზღვრული ვადით, პროცენტით და მიზნობრიობით, ხოლო სესხის რეფინანსირება - როგორც მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა ახალი სესხით. სასამართლო მხარეთა ყურადღებას მიაქცევს 2014 წლის 31 დეკემბერს ”შეღავათიანი აგროკრედიტის” ფარგლებში სააგენტოსა და სს ”ბ---------ს” შორის გაფორმებულ ხელშეკრულებაზე, რომლის პირველი მუხლით რეფინანსირებად მიიჩნევა ერთი პირის მიერ საკუთარი მიმდინარე სესხის მთლიანი ან ნაწილობრივი დაფარვა იმავე ან სხვა საფინანსო ინსტიტუტიდან მიღებული ახალი სესხით.
სასამართლო იზიარებს მოპასუხე მხარის მითითებას, რომ სს „ბ---------ის“ მიერ ზემოთ ხსენებული მიზნობრიობებით კრედიტების გაცემა ერთი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში (ჯამურად 135 000 ლარის ოდენობით) წარმოადგენდა მხოლოდ ტექნიკურ საკითხს, კრედიტის დაფარვის ადმინისტრირების მიზნებისთვის, რათა მსესხებლის მიერ გადასახდელი თანხები გაერთიანებული ყოფილიყო ერთ გრაფიკში. ნიშანდობლივია, რომ ხსენებული ტექნიკური საკითხიდან გამომდინარე, არ ირღვეოდა სახელმწიფო პროექტით დადგენილი და მხარეთა შორის 2017 წლის 15 თებერვალს გაფორმებული ხელშეკრულების არსი და მიზანი, ვინაიდან ბანკს თავისი ქმედებით არ უზარალებია არც სახელმწიფო ბიუჯეტი და არც პროექტში ჩართული მხარეების (მათ შორის, მსესხებლის) ინტერესები და ბენეფიციარის დაკრედიტება განხორციელდა პროექტის მიზნებთან სრულ შესაბამისობაში. მხოლოდ ის გარემოება, რომ ორი საკრედიტო ხელშეკრულების გაფორმების შემთხვევაში სახელშეკრულებო პირობები არ დაირღვეოდა და ერთიანი საკრედიტო ხელშეკრულების ფარგლებში მოხდა არსებითი სახის დარღვევა, სასამართლოს მიხედულებით დაუსაბუთებელია და გაზიარებული ვერ იქნება. სახელშეკრულებო პირობებთან მხარეთა მოქმედებების შესაბამისობა უნდა იქნეს გადამოწმებული არა ტექნიკურად არამედ მისი შინაარსობრივი კუთხით. ყოველივე ზემოაღნიშნულის გათვალისწინებით წარმოდგენილ შემთხვევაში, სასამართლო მიიჩნევს, რომ სს ,,ბ---------ს“ არ დაურღვევია შეღავათიანი აგროკრედიტის ძირითადი საშუალებებისათვის ხელშეკრულების პირობები, შესაბამისად, მას არ უნდა დაეკისროს სესხზე ჩამოჭრილი თანხის 2510.14 ლარის და პირგასამტეხლოს 2500 ლარის გადახდა.
7. საპროცესო ხარჯები
საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის 53-ე მუხლის პირველი ნაწილის თანახმად, იმ მხარის მიერ გაღებული ხარჯების გადახდა, რომლის სასარგებლოდაც იქნა გამოტანილი გადაწყვეტილება, ეკისრება მეორე მხარეს, თუნდაც ეს მხარე განთავისუფლებული იყოს სახელმწიფოს ბიუჯეტში სასამართლო ხარჯების გადახდისაგან. თუ სარჩელი დაკმაყოფილებულია ნაწილობრივ, მაშინ მოსარჩელეს ამ მუხლში აღნიშნული თანხა მიეკუთვნება სარჩელის იმ მოთხოვნის პროპორციულად, რაც სასამართლოს გადაწყვეტილებით იქნა დაკმაყოფილებული, ხოლო მოპასუხეს - სარჩელის მოთხოვნათა იმ ნაწილის პროპორციულად, რომელზედაც მოსარჩელეს უარი ეთქვა.
ვინაიდან, მოცემულ შემთხვევაში, სარჩელი არ დაკმაყოფილდა, სარჩელზე გადახდილი სახელმწიფო ბაჟი 150.33 ლარის ოდენობით, უნდა დარჩეს სახელმწიფო ბიუჯეტში გადახდილად.
8. უზრუნველყოფის ღონისძიებასთან დაკავშირებული საკითხები
მოცემულ საქმეზე სარჩელის უზრუნველყოფის ღონისძიება გამოყენებული არ ყოფილა.
ს ა რ ე ზ ო ლ უ ც ი ო ნ ა წ ი ლ ი
სასამართლომ იხელმძღვანელა საქართველოს სამოქალაქო საპროცესო კოდექსის მე-3, მე-8, 49-ე, 53-ე, 208-ე, 243-244-ე, 248-249-ე, 257-ე, 364-365-ე, 367-ე, 369-ე მუხლებით და
გ ა დ ა წ ყ ვ ი ტ ა:
1. მოსარჩელე ა(ა)იპ ,,ს-----–-------------------------------------------------ო“-ს სარჩელი არ დაკმაყოფილდეს;
2. გადაწყვეტილება შეიძლება გასაჩივრდეს თბილისის სააპელაციო სასამართლოში დასაბუთებული გადაწყვეტილების ჩაბარებიდან 14 დღის ვადაში, სარეზოლუციო ნაწილის მე-3 პუნქტით გათვალისწინებული წესების დაცვით თბილისის საქალაქო სასამართლოს მეშვეობით.
3. გადაწყვეტილების გასაჩივრების მსურველი მხარე, თუ ის ესწრება გადაწყვეტილების გამოცხადებას ან მისთვის ცნობილია გადაწყვეტილების გამოცხადების თარიღი, ვალდებულია გადაწყვეტილების სარეზოლუციო ნაწილის გამოცხადებიდან არა უადრეს 20 და არა უგვიანეს 30 დღისა, გამოცხადდეს თბილისის საქალაქო სასამართლოში და ჩაიბაროს გადაწყვეტილების ასლი. წინააღმდეგ შემთხვევაში გასაჩივრების ვადის ათვლა დაიწყება გადაწყვეტილების გამოცხადებიდან 30-ე დღეს. ამ ვადის გაგრძელება და აღდგენა დაუშვებელია.
მოსამართლე ეკატერინე ბიწაძე